You are on page 1of 8

საგანი: ბიოლოგია

მასწავლებელი: შორენა აბაშიძე

კლასი: მე-10-ა (გ)

თემა: სუნთქვა ფილტვებით.ძუძუმწოვრების სუნთქვა;სუნთქვითი პარამეტრები.

გაკვეთილის გეგმა:

1. რომელი ორგანო წარმოადგენს ძუძუმწოვრებში სუნთქვის ორგანოს;


2. ჩამოთვალეთ სასუნთქი გზის თანმიმდევრობა;
3. დაახასიათეთ ცხვირის ღრუს აგებულება;
4. რა მნიშვნელობა აქვს წამწამოვან ეპითელიუმს სასუნთქი გზისთვის;
5. დაახასიათეთ როგორია ჩასუნთქვის დროს ტრაქეა და ბრონქები;
6. დაახასიათეთ ალვეოლები;
7. რა ქმნის ფილტვის ღრუბლისებრ მასას;
8. რომელ ორგანოში მიმდინარეობს გაზთა ცვლა;
9. როგორ ხდება ჩასუნთქვა და სხეულის რომელი ნაწილები მონაწილეობენ
კონკრეტულად ჩასუნთქვის პროცესში;
10. ისაუბრეთ ამოსუნთქვის პროცესზე;
11. სად მდებარეობს ფილტვის პლევრა და კედლის ამყოლი პლევრა და რა
ფუნქცია აკისრიათ მათ;
12. როგორ იცვლება ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის დროს პლევრის ღრუში წნევათა
სხვადსხვაობა;
13. რა არის პარციალური წნევა და როგორ გამოითვლება იგი;
14. რა არის ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა;
15. რას ეწოდება სასუნთქი მოცულობა,დამატებითი მოცულობა,სარეზერვო
მოცულობადა ნარჩენი ჰაერი;
16. ისაუბრეთ სპირომეტრის მნიშვნელობაზე;
17. ისაუბრეთ სიგარეტის მავნებლობაზე;
18. რა არის ემფიზემა;

ტესტი:

1.ცხვირის ღრუში არ ხდება

ა)ჰაერის გათბობა გ)ჰაერის გასუფთავება მტვრისა და მიკრობებისაგან

ბ)ჰაერის დატენიანება დ)აირთა ცვლა

2.ცხვირის ღრუ ამოფენილია


ა)შემაერთებელი ქსოვილით

ბ)ერთშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით

გ)წამწამოვანი ეპითელიუმით

3.სახმო იოგები მოთავსებულია

ა) ხორხში

ბ) ტრაქეაში

გ) ბრონქებში

4.პლევრის ღრუში არის

ა)ჰაერი

ბ)წყლის ორთქლი

გ)ჰერმეტული სივრცე

5. ფილტვის და კედლის ამყოლი პლევრა აგებულია

ა)შემაერთებელი ქსოვილით

ბ)ეპითელური ქსოვილით

გ)კუნთოვანი ქსოვილით

6.შესუნთქული ჰაერი მიკრობებისა და მტვრისგან იწმინდება

ა)ცხვირის ღრუში

ბ)ბრონქებში

გ) ტრაქეაში

7.მშვიდი ჩასუნთქვისას არ იკუმშება

ა) დიაფრაგმის კუნთები

ბ) ნეკნთაშუა კუნთები

გ) ზურგის კუნთები

8. ერთშრიანი ეპითელიუმით აგებულია

ა)პირის ღრუს ლორწოვანი გარსი

ბ)კაპილარების კედლები
გ)ალვეოლების კედლები

9. დაადგინეთ სწორი თანმიმდევრობა- ცხვირის ღრუდან ფილტვებამდე ჰაერი გადის


შემდეგ გზას:

ა)ცხვირის ღრუ-ხახა -ბრონქები-ტრაქეა-ხორხი-ფილტვები

ბ)ხახა-ტრაქეა-ფილტვები-ცხვირის ღრუ-ტრაქეა-ბრონქები

გ)ცხვირის ღრუ-ხახა- ხორხი-ტრაქეა-ბრონქები-ფილტვები

10.ფილტვის ბუშტუკები ამოვსებულია

ა) ელასტიკური ბოჭკოებით

ბ)ჰაერით

გ) სისხლით
სასუნთქი გზის თანმიმდევრული დახასიათება მოცემული გაქვთ ცხრილში(ქვევით)

You might also like