You are on page 1of 23

ჟანგბადის მიწოდების ტექნიკა,

ინჰალაცია, ფუნქციური სინჯები,


დეფინიცია -
ოქსიგენოთერაპია
გულისხმობს
განსაზღვრული
კონცენტრაციით (მეტი
კონცენტრაცია ვიდრე
ოთახის ჰერში )
ჟანგბადის მიწოდებას,
ჰიპოქსიის პრევენციისა
და მკურნალობის მიზნით
ოქსიგენოთერაპიის
ჩვენებები:
1. ჰიპოქსემია
2.მწვავე ჰიპოტენზია
3.სუნთქვის არაადექვატურობა
4. ტრავმა
5. სასუნთქი სისტემის მწვავე
დაავადებები, რომელიც
სუნთქვის უკმარისობით
მიმდინარეობს
6. CO მოწამვლა
7. მწვავე ანემია
8. პერიოპერაციული პერიოდი
ჟანგბადის მიწოდების
მეთოდიკა:
ნებისმისერი სისტემა
საჭიროებს:
1. ჟანგბადის წყაროს
2. ფლოუმეტრს
3. ჟანგბადის მილებს
4. მიმწოდებელ
მოწყობილობას
5. დამატენიანებელს
ნაზალური კანულა
1. მარტივად გამოყენებადი
2. პაციენტზე კარგად მორგებული
3. კომფორტულია არსებული გრძელი
მილების გამო
4. არ ქმნის პრობლემას პაციენტის კვებისას
და ლაპარაკისას
5. შესაძლებელია 24-40%კონცენტრაციის
ჟანგბადის მიწოდება 1-6 ლიტრი/წთ-ში
სიჩქარით
6. ნაკადის სიჩქარე მეტი 4 ლიტრი/წთ-ზე
შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი
გარსის სიმშრალე, რის გამოც თავიდან
უნდა იყოს აცილებული.
მარტივი ნიღაბი ადვილია გამოსაყენებლად შესაძლებელია შედარებით მაღალი კონცენტრაციის
ჟანგბადის მიწოდება 40 %ზე მეტი. მოითხოვს სახეზე კარგად მორგებას.
არარევერსული ნიღაბი:
1. უზრუნველყოფს მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადის მიწოდებას (85% 15
ლ/წთ)
2. აქვს რეზერვუარი მიწოდებული ჟანგბადისათვის
3. რეზერვუარი უნდა იშლებოდეს თავისუფლად.
4. სარქველი რომელიც მხოლოდ ცალმხრივად იღება არ აძლევს
საშუალებას ჟანგბადს შეერიოს ოთახის ან ამოსუნთქული ჰაერის ნაკადი
5. აუცილებელია სახეზე მისი მჭიდროდ მორგება
ვენტურის ტიპის ნიღაბი
ახდენს ერთმანეთთან განსაზღვრული
მოცულობის ჰაერის და ჟნგბადის
შერევას:
1. დაბალი კონცენტრაციის ჟანგბადის
მიწოდება შესაძლებელია ზუსტი
რაოდენობით
2. თითოეულ სარქველს აქვს
განსხვავებული ფერი რომელიც
მიუთითებს კონკრეტულ
კონცენტრობაზე
3. მიწოდებული ჟანგბადის
კონცენტრობა მერყეობს 24-60%. ვ
ჟანგბადის ტენტი და კარავი
1. ტენტი და კარავი უზრუნველყოფენ
ჟანგბადის მიწოდებას მაღალი
კონცენტრაციით (> 50% ,60% დე)
2. გამოიყენება უპირატესად 3 წლამდე
ასაკის ბავშვებში
3. ბავშვი უნდა მოთავსდეს გამათბობელ
ლეიბზე
4. ზემოდან თავსდება ტენტი/კარავი
რომელიც შეერთებულია
დამატენიანებელთან
5. კარავის შეიგნით ტემპერატურა უნდა
შეადგენდეს 32 – 33 გრადუსს ცელსიუსით
6. ტენიანობის კოეფიციენტი უნდა
შეადგენდეს 70 – 80%-ს
7. პროცედურის ხანგრძლივობა 2 – 10
საათი
8. მიწოდება 100%ჟანგბადის ,სიჩქარე 2
ლ/წთ
დამატენიანებელი:
1. რეკომენდირებულია როდესაც ჟანგბადი
მიეწოდება 4 ლ/წთ-ზე მეთი სიჩქარით
2. თავიდან აგვაცილებს ლორწოვანის
გამოშრობისაგან.
3. ხელს უშლის ბლანტი სეკრეტის წარმოქმნას
ჟანგბადის დატენიანება:
1. ფიზიოლოგიურად, სასუნთქ გზებში მოხვედრილი ჰაერი თბება, ტენიანდება
და იფილტრება არსებული ეპითელიური უჯრედების მიერ
2. ტრაქეამდე მიღწეული ჰაერი დატენიანებულია დაახლოებიტ 90 %-ით და მისი
ტემპერატურაა 32-36 C  ოქსიგენოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს
ლორწოვანი გარსის სიმშრალე და ბლანტი ნახველის წარმოქმნა
3. დატენიანება ასევე აუცილებელია პაციენტებისა, რომელტაც აქვ
ენდოტრაქეული ან ტრაქეოსტომული მილი
ინჰალატორი წარმოადგენს მედიკამენტის მიწოდების
ელექტრონულ მოწყობილობას. იგი გარდაქმნის თხევად
ნივთიერებას აეროზოლის წვეთებად, რომელიც ადვილად
ორთქლდება. მისი მოხმარებისას რეკომენდებულია ექიმის ან
სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობა. ინჰალატორს აქვს
სამი ნაწილი:
1. სახის ნიღაბი, მუნდშტუკი ან ცხვირის კანულა: შეარჩიეთ
შესაფერისი ზომა.
2. ნებულაიზერის კამერა: პატარა კამერა სადაც ხდება სითხის
გარდაქმნა აეროზოლად
3.კომპრესორი: ენერგიის წყარო რომელიც პასუხისმგებელია
აირის დაწნეხვაზე რათა იწარმოოს აეროზოლი (ან
სტაციონარული აირის წყარო)
ინჰალატორები ინჰალატორები წარმოადგენს სამედიცინო მოწყობილობას რომელის საშუალებითაც
ხდება მედიკამეტების მოხვედრა უშულუალოდ ფილტვში. განარჩევევენ სხვადასხვა ტიპის ინჰალატორს:
-დოზირებული ინჰალატორი– ძირითადად გამოყენებადი ტიპი.
-მშრალი ფხვნილის ინჰალატორი-გარდაქმნის ფხვნილის სახით არსებულ მედიკამენტებს აეროზოლად.
პულსოქსიმეტრი
-პულსოქსიმეტრი წარმოადგენს ჟანგაბდით კაპილარული
სისხლის გაჯერების არაინვაზიურ დიაგნოსტიკურ
მოწყობილობას
- SpO2 ნორმა 95 – 99 %
პიკფლოუმეტრია არის მეთოდი რომლის საშუალებითაც
იზომება ამოსუნთქული ჰაერის ნაკადის მაქსიმალურ
სიჩქარე (პიკ-ფლოუ PEF). ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე
დამოკიდებულია დიდი ზომის სასუნთქი გზებში გამავალ
ნაკადზე და პაციენტის სუნთქვაში მონაწილე კუნთების
სიძლიერეზე

ის არ წარმოადგენს ისეთივე ზუსტ გაზომვის მეთოდს


როგორც სპირომეტრია. მისი უპირატესობა: - ადვილად
შესასრულებელია თვით პაციენტის მიერ და პიკ-ფლოუს
მაჩვენებლის მონიტორინგი სიმპტომების გამოვლენამდე,
მდგომარეობის გაუარესების ადრეული დადგენის
საშუალებას იძლევა. პ
გამომდინარე იქიდან რომ პიკფლოუმეტრიის სწორად
ჩატარება დამოკიდებულია პაციენტის ძალისხმევაზე და
მის მიერ გამოყენებულ ძალისხმევაზე , ზუსტი
ინსტრუქტაჟი, დემონსტრაცია და ხშირი ტრენინგის
ჩატარება წარმოადგენს აუცილებლობას.

- პიკფლოუმეტრი ინდივიდუალური ხელსაწყოა,


რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს,
დამოუკიდებლად აკონტროლოს ასთმის სიმძიმე და
ხელსაწყოს სკალის მაჩვენებლის მიხედვით თავად
განსაზღვროს ამოსუნთქული ჰაერის მოცულობითი
სიჩქარის პიკი.
ხელსაწყოს ინდიკატორი უნდა იყოს მოთავსებული ნულოვან მაჩვენებელთან,
ხოლო ზოგიერთი ხელსაწყოსათვის საჭიროა მხოლოდ ჩართვის ღილაკზე
ზეწოლა. თუ ხელსაწყოს გააჩნია განცალკევებით პირის ღრუში
მოსათავსებელი ნაწილი, თავდაპირველად, მოახდინეთ მისი მიერთება.
პიკფლოუმეტრიის ჩვენებებს
წარმოადგენს შემდეგი:
1. ასთმის მონიტორინგი
2. სხვადასხვა აირების და
მედიკამენტების მოქმედების
ეფექტურობა სასუნთქ სისტემაზე
3. ფილტვის ქრონიკული
ობსტრუქციული დაავადების
მონიტორინგი
პაციენტი მდგომარე პოზიციაში ახდენს ღრმა
ჩასუნთქვას და სუნთქვის შეკავებას,
მოათავსეთ ხელსაწყო პირის ღრუში და ტუჩები
მოკუმეთ მჭიდროდ მის გარშემო, ენა არ უნდა
ფარავდეს შესავალ ნაპრალს. პაციენტი ახორციელებს
მაქსიმალურ ამოსუნთქვას, მთელი ძალით და ახდენს
დაფიქსირებას მონაცემის
პაციენტს ეძლევა ინსტრუქტაჟი 2 კვირის
განმავლობაში დააფიქსიროს მისი ჩაწერილი
მონაცემებიდან მაქსიმალური მონაცემი, და
დააკვირდეს რა კავშირშია ეს მონაცემი მის
რესპირატორულ სიმპტომებთან.
გასათვალისწინებელია შემდგომი დეტალები:
1. პიკფლოუმეტრია უნდა ჩატარდეს მინიმუმ
ორჯერ დღის განმავლობაში 2-3 კვირის
განმავობაში
2. სასურველია პროცედურის ჩატარება გვიანი
შუადღისა ან ადრეული საღამოს პერიოდში
3. პიკფლოუმეტრია სასურველია ჩატარდეს
მოკლე მოქმედების ბეტა-2 აგონისტების
მოხმარებისაგან 15-20 წუთის შემდეგ
ინსტრუქტაჟისას დაიწყეთ პაციენტისთვის იმ ნაბიჯების
განმარტება რომელიც საჭიროა პიკფლოუმეტრის
მოხმარებისათვის:
1. მიუერთეთ ხელსაწყოს პირისთვის განკუთვნილი ნაწილი
2. დარწმუნდით რომ თავდაპირველი მაჩვენებელი უჩვენებს
ნულს
3. პროცედურა ტარდება მჯდომარე ან მდგომარე პოზაში
4. ჩაისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად და შეიკავეთ სუნთქვა
5. მოათავსეთ ხელსაწყო პირის ღრუში და ტუჩები მოკუმეთ
მჭიდროდ მის გარშემო
6. ამოისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად.
7. დააკვირდით და ჩაიწერეთ ეკრანზე დაფიქსირებული
მონაცემი
8. გაიმეორეთ პროცედურა 3-4-ჯერ და დააფიქსირეთ ყველაზე
მაღალი მონაცემი

You might also like