You are on page 1of 10

მაღაროელთა

პნევმოკონიოზი

(ანთრაკოზი)

თბილისი 2023 სალომე ქვათაძე


მაღაროელის ფილტვი
• ეს არის ფილტვების პროფესიული, ქრონიკული ობსტრუქციული
დაავადება, რომელიც ვითარდება მაღაროებში მომუშავე და მძიმე
მეტალებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებში(ქვანახშირის, ცარცის,
კირქვის, მარმარილოს, მანგანეცის, ოქროს, ტყვიის, თუთიის, აზბესტის
და სხვა მძიმე მეტალების საბადოები) რომლებსაც უწევთ ხანგრძლივად
ისუნთქონ ზემოთ აღნიშნული ნივთიერებების და ლითონების მტვერი.
• მაღაროელთა პნევმოკონიოზი (შავი ფილტვები) არის ფილტვების
დაავადება, რომელიც გამოწვეულია ქვანახშირის მტვრის ზემოქმედებით
ფილტვებზე.
• რა სახის პნევმოკონიოზი უვითარდება ადამიანს დამოკიდებულია იმ
გარემოზე, სადაც ის მუშაობს. ასე მაგალითად: აზბესტის წარმოება–
აზბესტოზი; სილიციუმი–სილიკოზი; ქვანახშირი–ანთრაკოზი; ტალკი–
ტალკოზი; რკინის მტვერი–სიდეროზი და სხვა.
მაღაროელის ფილტვი
• შესუნთქული მტვერი წარმოადგენს სასუნთქი გზების ლორწოვანის ქრონიკულ
გამღიზიანებელს, რაც აზიანებს ფილტვების ინტერსტიციუმს, იწვევს
ალვეოლების მასიურ ფიბროზს (პნევმოფიბროზი) და სკლეროზს
(პნევმოსკლეროზი), მზარდ სუნთქვის, გულის, ფილტვ–გულის უკმარისობას. იგი
შესაძლებელია გართულდეს:
• ქრონიკული ბრონქიტით;
• ბრონქული ასთმით;
• ფილტვების ანთებით;
• ტუბერკულოზით;
• ბრონქოექტაზიური დაავადებით;
• ფ.ქ.ო.დ.-ით (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება).
• რაც ყველაზე საყურადღებოა, პნევმოკონიოზი წარმოადგენს ფილტვის კიბოს
განვითარების ერთ–ერთ უმთავრეს რისკ-ფაქტორს.
კლინიკა
• რაიმე სპეციფიკური ჩივილი, რაც მხოლოდ ამ დაავადების
გამომხატველია, არ არსებობს.
• თუმცა ზოგჯერ პაციენტებს აღენიშნებათ ხველა და სუნთქვის
გაძნელება, რაც გამოწვეულია სასუნთქი გზების თანმხლები
დაავადებებით, მაგალითად ბრონქიტი ან ემფიზემა. აღნიშნული
სიმპტომები უფრო მეტად გამოვლინდება მწეველებში.
გართულებული პროგრესირებადი მასიური ფიბროზის დროს
ვლინდება ხველა, ქოშინი და სუნთქვის უკმარისობა.
• მსგავსი ჩივილები (მშრალი ან სისხლიანი ხველა, სუნთქვის
მზარდი უკმარისობა, ქოშინი მცირე ფიზიკური დატვირთვისას,
სუბფებრილიტეტი) დამახასიათებელია ფილტვების სხვა
პათოლოგიების დროსაც.
• ამ შემთხვევაში დიდი როლი ენიჭება ანამნეზს.
მაპროვოცირებელი ფაქტორები
• ამ დაავადების ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორია მძიმე მეტალების და
ზემოთ ჩამოთვლილი მინერალების მტვრის ხშირი შესუნთქვა და დალექვა
ფილტვების ალვეოლებში, რაც იწვევს სკლეროზს და ფიბროზს.
• ამ დროს ვეღარ ხდება სისხლის ჟანგბადით გაჯერება და ორგანიზმის
სრულფასოვანი მომარაგება. ეს კი, საბოლოო ჯამში, განაპირობებს ადამიანის
შრომის უნარის დაქვეითებას, ზოგად საერთო სისუსტეს, უმადობას, წონაში კლებას,
დაუძლურებას და სხვა პათოლოგიებს, ზოგჯერ, ლეტალური გამოსავლის
ჩათვლით.
დორული დიაგნოსტირება
• თუ პაციენტს აღენიშნება ზემოხსენებული ჩივილები, ასევე, სრულყოფილი
ანამნეზი დიდ წარმოდგენას გვიქმნის დიაგნოზზე.
• საბოლოოდ, დიაგნოსტირებას ამარტივებს ინსტრუმენტული კვლევები:
რენტგენოლოგია და გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია.
როცა ჩივილები უკვე საგრძნობლადაა გამოხატული, შესაძლებელია
პროცესი შორსწასული იყოს.
• ამიტომ საწარმოო მტვერთან კონტაქტში მყოფი პირები აუცილებლად
უნდა იყვნენ აყვანილი აღრიცხვაზე და პროფილაქტიკის მიზნით,
წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაუტარდეთ გულმკერდის
რენტგენოგრაფია, სპირომეტრია (ფილტვების გარეგანი სუნთქვის
ფუნქციების შესწავლა) და კომპიუტერული ტომოგრაფია. სწორედ ამ
გზითაა შესაძლებელი დაავადების დროული ვერიფიცირება და საჭირო
სამედიცინო დახმარების გაწევა.
პრეცენცია
• პრევენციულ ღონისძიებებს გადამწყვეტი როლი უკავიათ მაღაროელთა
პნევმოკონიოზის დროს, რადგანაც არ არსებობს დაავადების განკურნების
საშუალება. იგი მოიცავს ქვანახშირის მტვრის შეძლებისდაგვარ შემცირებას
სამუშაო გარემოში, რისთვისაც იყენებენ შემდეგ საშუალებებს: სავენტილაციო
სისტემები, სახის აირწინაღები. ეს უკანასკნელნი ფილტრავენ და წმენდენ ჰაერს,
მოაქვთ გარკვეული ტიპის სარგებელი, მაგრამ მის მიერ ადამიანის მავნე
ზემოქმედებისგან დაცვის შესაძლებლობა ლიმიტირებულია.
• მაღაროელებისთვის რეკომენდებულია ყოველწლიურად გულმკერდის მიდამოს
რენტგენოგრაფია, რათა დაავადება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს. თუ
მოხდება დროული დიაგნოსტირება, პაციენტი გადაყვანილი უნდა იქნას
გარემოში, სადაც მტვრის ზეგავლენა მინიმალურია, რათა არ განვითარდეს
მასიური პროგრესირებადი ფიბროზი. მწეველ მაღაროელებს ეძლევათ
თამბაქოსათვის თავის დანებების რეკომენდაცია. აუცილებელია, მათ
ჩაუტარდეთ პნევმოკოკური ვაქცინაცია და ყოველწლიური ანტივირუსული
ვაქცინაცია, რათა მაქსიმალურად დაცული იყვნენ ინფექციებისგან, რომელთა
მიმართაც მაღაროელები შეიძლება მგრძნობიარე იყვნენ.
მკურნალობა
• მკურნალობა მიმართული უნდა იყოს გარემო ფაქტორების აგრესიული ზემოქმედების შემცირების,
ალვეოლებში დალექილი მტვრის გამოდევნის (სუნთქვითი ვარჯიშები, სამკურნალო დიეტა), ორგანიზმის
იმუნიტეტის ამაღლების, ფილტვების ვენტილაციის, სისხლის მიმოქცევის და ნივთიერებათა ცვლის
გაუმჯობესებისკენ.
ჩამოყალიბებული პნევმოკონიოზების მკურნალობა ძირითადად მედიკამენტურია:
1 . სპაზმოლიზური საშუალებები;

2 . მუკოლიზურ

3 . ბრონქოდილატატორები.

4 . ანტიბიოტიკოთერაპია;

5 . ოქსიგენო(ჟანგბადით) თერაპია;

6 . ვიტამინოთერაპია;

7 . კურორტოთერაპია;

8 . გართულებულ შემთხვევებში კი - ჰორმონოთერაპია.


• თუ პროცესი დამატებით გართულდა ინფექციით, აბსცესით ან ფილტვის კიბოთი, მკურნალობის
პროცესში აუციელებელი ხდება ონკოლოგიისა და ქირურგიის სრული ჩართვა.
სტატისტიკურად რა კატეგორიის პაციენტებშია
გავრცელებული პნევმოკონიოზი?
• უფრო ხშირად ის გვხვდება 40–70 წლის მამაკაცებში, რომლებიც
ხანგრძლივად მუშაობენ ამ დაავადების გამომწვევ პირობებში: მძიმე
მეტალების და მინერალების საბადოებში, გადამამუშავებელი ქარხნებსა და იქ
არსებული მტვერში. ასეთ პირობებში მომუშავე ადამიანების 30–
55% პნევმოკონიოზით არის დაავადებული.
• სამწუხაროდ, სტატისტიკურად ფილტვის კიბო ქართველ მამაკაცებში პირველ
ადგილზეა. ძირითადად, ის აქტიურ მწეველებში, 50 წლის ასაკის ზემოთ
ვითარდება. თუმცა, თუ ადამიანი მწეველობასთან ერთად სპეციფიკური
პროფესიითაც მუშაობს და უწევს სამეწარმეო მტვრის ხშირი სუნთქვა,
პნევმოკონიოზის და სხვა ქრონიკული დაავადების ფონზე ორმაგად იზრდება
ფილტვის კიბოს განვითარების რისკი.
• ამ მძიმე დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება კი, წელიწადში
ერთხელ მაინც, რეგულარულად ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევებია,
რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე დეტალურ ინფორმაციას
აწვდის ექიმსა და პაციენტს. დროულად აღმოჩენილ პათოლოგიაზე
გამარჯვება ბევრად მარტივია.
მადლობა ყურადღებისთის

You might also like