You are on page 1of 6

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

IV კურსი „ვ“ ჯგუფი

სტუდენტი: სალომე შაინიძე

საგანი: ფთიზიატრია

ლექტორი: მარინა კიკვიძე

რეფერატი
თემა: ფილტვის აქტიური ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა

2021წ.
სარჩევი
შესავალი.................................................................................3

ფილტვის აქტიური ტუბერკულოზის სპეციფიური


სიმპტომები.....................................3

დიაგნოსტიკის მეთოდები..................................................4
ჩატარებული კვლევები და სტატისტიკური
მონაცემები..........................................................................5

შეჯამება.................................................................................5

გამოყენებული ლიტერატურა...........................................6
შესავალი
საწყის ეტაპზე სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზი შესაძლოა მიმდინარეობდეს
ასიმპტომურად და მხოლოდ მოგვიანებით გამოვლინდეს ზოგად კლინიკური ან
რესპირატორული ხასიათის სიმპტომებით. ზოგად კლინიკური სიმპტომები
ფილტვის და ფილტვგარეშე ტუბერკულოზისათვის საერთოა და ისინი როგორც წესი
2 კვირაზე მეტი ხანგრძლივობისაა. მათ მიეკუთვნება ტემპერატურული რეაქცია,
ღამის ოფლიანობა და უმადობა/წონაში კლება. რესპირატორული ხასიათის
სიმპტომებს განეკუთვნება ხველა, სუნთქვის უკმარისობა და უსიამოვნო შეგრძნება
(ან ტკივილი) გულმკერდის არეში, რომლებიც დროში ასევე 2 კვირაზე მეტად
გახანგრძლივებულია.

ფილტვის აქტიური ტუბერკულოზის სპეციფიური


სიმპტომები
ფილტვის ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი სპეციფიური სიმპტომებიდან
ყველაზე ხშირად ვლინდება ხველა, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი ან
პროდუქტიული და რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სისხლიანი ხველა ან
სისხლდენა ფილტვებიდან. ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინი 2019 წელი 21
სისხლიანი ხველა და სისხლდენა ფილტვებიდან ფილტვის ტუბერკულოზისათვის
დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა, რომელიც არამწვავე
სიმპტომატიკით და დუნედ მიმდინარე ფილტვის ტუბერკულოზის მანიფესტაციის
საშუალებას იძლევა. სუნთქვის უკმარისობა უპირატესად მაშინ გვხვდება, როცა
ტუბერკულოზური სპეციფიური ანთებითი პროცესით ფილტვის ქსოვილის დიდი
მოცულობაა დაზიანებული და/ან ფილტვის ტუბერკულოზს პლევრაში სპეციფიური
გამონაჟონის სახით ტუბერკულოზური პლევრიტი (ტუბერკულოზის ფილტვგარეშე
ფორმა) ერთვის თან. ინერვაციის თავისებურებიდან გამომდინარე ფილტვის
ტუბერკულოზს შეიძლება თან ახლდეს უსიამოვნო შეგრძნება ან ტკივილი
გულმკერდის არეში, რაც შეიძლება პლევრული ხასიათის იყოს.

ფილტვის აქტიური ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის


მეთოდები
ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი სიმპტომები და ნიშნები ანამნეზის
დეტალური შეგროვებისას უნდა გამოვლინდეს. ანამნეზის შეკრებისას ყურადღება
ტუბერკულოზის განვითარების ხელშემწყობ რისკ-ფაქტორებზეც უნდა
გამახვილდეს. ტუბერკულოზზე სავარაუდო სიმპტომ(ებ)ის და ნიშნ(ებ)ის, ან
დამატებით ტუბერკულოზის ხელშემწყობი რისკფაქტორ(ებ)ის, მქონე პაციენტი
ტუბერკულოზზე სავარაუდო შემთხვევად უნდა შეფასდეს. ანამნეზის შეკრებისას
დაავადების დიაგნოსტიკისათვის მასთან გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა
და პათოლოგიური მასალის ბაქტერიოსკოპული, კულტურალური, სწრაფი
მოლეკულური კვლევები და ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებისადმი
მგრძნობელობის ტესტირება (DST) უნდა ჩატარდეს. ფილტვის ტუბერკულოზის
დიაგნოსტიკისათვის პათოლოგიური მასალა სპონტანური, ან ინდუცირებული
ხველის შედეგად მიღებული ნახველია. იმ შემთხვევაში, თუ ნახველის შეგროვება ამ
გზებით ვერ ხერხდება რეკომენდებულია ბრონქოსკოპიის ჩატარება, რომლის
შედეგადაც მიღებული ბრონქის ამონარეცხი ან ბრონქოალვეოლური ლავაჟი
(ბალი)ბაქტერიოლოგიური კვლევისთვის სადიაგნოსტიკო პათოლოგიურ მასალას
წარმოადგენს. ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისათვის უნდა შეგროვდეს
ნახველისორი ნიმუში (სასურველია დილის ნიმუშები). ეს ნიმუშები Xpert MTB/RIF
ტესტირებისათვის, ბაქტერიოსკოპიისათვის და კულტურალური
გამოკვლევებისთვის შესაბამის ლაბორატორიაში მკურნალობის დაწყებამდე უნდა
გაიგზავნოს.

ჩატარებული კვლევები და სტატისტიკური


მონაცემები
ამერიკაში ჩატარებული კვლევით სპონტანური გზით ნახველის მიღების
უპირატესობა დასტურდება, რომლის დროსაც სხვადასხვა მეთოდით მიღებული
ნახველი მიკროსკოპულად იქნა გამოკვლეული. ამ კვლევის თანახმად, სპონტანური
გზით ნახველის მიღებისას მიკროსკოპიით დადებითი შედეგის ალბათობა 38%-ს
შეადგენს,ხოლო ლავაჟის გზით მიღებისას - მხოლოდ 26%-ს
სამხრეთ აფრიკასა და ჰონკონგშიჩატარებული კვლევების თანახმად,
ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი რენტგენოლოგიური ცვლილებების მქონე
პაციენტთა 50%-ს საწყის ეტაპზე აღენიშნებოდა კულტურაუარყოფითი შედეგი,
თუმცა მოგვიანებითიმავე კვლევით დაავადება დაუდასტურდა.აქედან გამომდინარე,
ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება კლინიკურ
გამოცდილებასა და სადიაგნოსტიკო ტესტების შედეგების ინდივიდუალურ
შეფასებას უნდა ეყრდნობოდეს.

შეჯამება
 ფილტვის ტუბერკულოზზე სავარაუდო პაციენტთან რეკომენდებულია
გულმკერდის რენტგენოგრაფია. ფილტვის ტუბერკულოზზე სავარაუდო
რენტგენოლოგიური სურათი შემდგომი გამოკვლევების აუცილებლობაზე
მიუთითებს.

 ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის უნდა ჩატარდეს ნახველის:


სწრაფი მოლეკულურ-გენეტიკური კვლევები; ბაქტერიოსკოპიული კვლევა;
კულტურალური კვლევა და ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებისადმი
მგრძნობელობის ფენოტიპური ტესტირება(pDST)

 ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის მიზნით ნახველის ნიმუშის მიღება


უნდა მოხდეს სპონტანური გზით.თუ ეს შეუძლებელია, ნაჩვენებია ნახველის
გამოყოფის ინდუცირება, ან ბრონქოსკოპია და ბრონქოალვეოლური ლავაჟის
ან ბრონქის ამონარეცხის გამოკვლევა

 ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისათვის უნდა შეგროვდეს


ნახველისორი ნიმუში (სასურველია დილის ნიმუშები), რომლებიც Xpert
MTB/RIF ტესტირებისათვის, ბაქტერიოსკოპიისათვის და კულტურალური
გამოკვლევებისთვის შესაბამის ლაბორატორიაში მკურნალობის
დაწყებამდეუნდა გაიგზავნოს.
გამოყენებული ლიტერატურა
https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/tuberculosis

ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინი (2019წ.)

https://www.cdc.gov/tb/topic/basics/default.htm

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov

You might also like