You are on page 1of 15

მწვავე ტონზილიტი

(ანგინა)
Tonsillitis Acuta

ოტორინოლარინგოლოგია
სტუდენტი
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი
ანგინა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის
დროსაც ზიანდება ხახა და მისი ლიმფური
ორგანოები.
ეტიოლოგია და პათოგენეზი
ეპიზოდური
ეპიდემიური
ქრონიკული ტონზილიტის გამწვავების შედეგად
განვითარებული
გადაცემის მექანიზმი

ინფექციის გადაცემის 2 გზაა: ეგზოგენური და ენდოგენური


(აუტოინფექცია, ანუ თვითინფიცირება).
ეგზოგენურია ჰაერწვეთოვანი და ალიმენტური (კვებითი).
ენდოგენური ინფიცირება ხდება პირის ღრუდან და ხახიდან (მაგალითად,
სასის ნუშურების ქრონიკული ანთება, კარიესული კბილები).
ხელშემწყობი ფაქტორებია ზოგადი და ადგილობრივი გადაციება.
სიმპტომები
მისთვის დამახასიათებელია:
ძლიერი ტკივილი ყლაპვის დროს;
ყლაპვის გაძნელება;
ხშირი ნერწყვდენა (სალივაცია);
ინტოქსიკაციიდან გამომდინარე: საერთო
სისუსტე, თავის ტკივილი, ტკივილი სახსრებში,
შემცივნება, ცხელება (38–39 გრადუსამდე).
ინკუბაციური პერიოდი

ვირუსული ეტიოლოგიის შემთხვევაში ინკუბაციური პერიოდი 1–6 დღეა,


გადამდები პერიოდია სიმპტომების დაწყებამდე 1–2 დღე და 3 კვირა
სიმპტომების დაწყებიდან.
სტრეპტოკოკული ეტიოლოგიის დროს ინკუბაციური პერიოდი 12
საათიდან 4 დღემდე გრძელდება, გადამდები პერიოდია 24 საათი
ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან ან 7 დღე სიმპტომების გაქრობიდან
თუ არაა გამოყენებული ანტიბიოტიკი. ამასთან, ოჯახის წევრების
დასნებოვნების რისკი დაახლოებით 25%–მდეა.
საშუალოდ, ავადობის ხანგრძლივობა 7 დღეა.  
მწვავე ანგინა

ვულგარული ატიპიური
(ბანალური) (იშვიათ)
ბანალური ანგინები
კატარული შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება.

ფოლიკულურის დროს აღინიშნება ნუშურების დაჩირქებული


ფოლიკულები, კატარულთან შედარებით უფრო ღრმად ზიანდება
ნუშურების ქსოვილი.
ლაკუნურის მთავარი ნიშანია მოყვითალო ფერის
ნადები (ჩირქი) ნუშურების ლაკუნებზე.  

ფიბრინული ანგინა
ატიპიური ფორმები

 წყლულოვან–ნეკროზული ანთება, სისხლის სისტემური


დაავადებებისა და ლეიკოზის დროს განვითარებული და/ან
ჰერპესული და სოკოვანი.
დიაგნოსტიკა
სწორი დიაგნოზის დასადგენად დიდი
მნიშვნელობა აქვს სრულფასოვნად
შეკრებილ ანამნეზს. ვატარებ შესაბამის
ინსტრუმენტულ (ფარინგოსკოპია) და
ლაბორატორიულ (ხახის ნაცხის
ბაქტერიოლოგია, ანტისტრეპტოლიზინის
ტიტრის განსაზღვრა სისხლში, სისხლის
საერთო ანალიზი) კვლევებს. საჭიროების
შემთხვევაში ვნიშნავ კისრის რბილი
ქსოვილების ულტრაბგერით კვლევას.
დიაგნოსტიკური კვლევებისა და პაციენტის
გასინჯვის საფუძველზე ვნიშნავ შესაბამის
ადგილობრივ და ზოგად მკურნალობას.
ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია, პაციენტს
ეძლევა შესაბამისი რეკომენდაცია.
მკურნალობა
 წოლითი რეჟიმი
 ოჯახის წევრებისაგან იზოლაცია
 თხიერი საკვების მიღება
 სუსტი სადენზიფექციო ხსნარების
გამოვლება
 პრეპარატების გამოყენება
გართულებები

 გართულება შეიძლება იყოს ზოგადი და ადგილობრივი. ზოგადმა


გართულებებმა შესაძლებელია თავი იჩინოს სტრეპტოკოკური
ინფექციის დროს და ესენია:
1. რევმატიული ცხელება, რომელიც ვლინდება პათოლოგიის
გადატანიდან 2–3 კვირაში, აზიანებს გულის სარქველებს და
გულის კუნთს (მიოკარდიტი);

2. სეპტიკური ართრიტი – სახსრების ანთება;

3. მწვავე გლომერულონეფრიტი (თირკმელების პათოლოგია),


რომელიც ვლინდება მწვავე ტონზილიტის გადატანიდან 1–2
კვირაში.  
პროფილაქტიკისთვის სასურველია:

იმუნიტეტის გაძლიერება გაკაჟების მეშვეობით (კონტრასტული შხაპი,


გრილი სასმელის ყლუპ–ყლუპობით მიღება);
ფიზიკური აქტივობა;
რეგულარული სეირნობა სუფთა ჰაერზე;
ჯანსაღი კვება, რომელიც უნდა შედგებოდეს ვიტამინებისა და
მიკროელემენტებისგან;
პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
პირის ღრუსა და ცხვირ–ხახაში ინფექციური კერების (კარიესი,
სინუსიტი, ოტიტი) დროული აღმოფხვრა;
დაავადებულ ოჯახის წევრთან მაქსიმალური დისტანცია
(ისარგებლეთ პირბადით, გაანიავეთ ოთახი, სველი წესით დაამუშავეთ
ზედაპირი);
ხელების ხშირი დაბანა.
მადლობა ყურადრებისათვის

საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მჯენეჯმენტი


ჯგუფი 3, სემესტრი 6
სტუდენტი-

You might also like