You are on page 1of 9

პირის ღრუ

პირის ღრუს შესავალი იგივე პირის ნაპრალი rima oris არის


ხვრელი, რომლითაც იწყება საჭმლის მომნელებელი აპარატი.
შემოსაზღვრულია ზემო და ქვემო ტუჩებით,რომლებიც კუთხეებში
გადადიან ერთმანეთში და ქმნიან ტუჩის შესართავს,რომლებიც
წარმოქმნიან ტუჩის კუთხეს.ტუჩები მოძრავი ნაოჭებია
რომლებიც დაფარულია გარედან კანით,შიგნიდან
ლორწოვანით,რომლის სისქეშიც მოთავსებულია პირის
ირგვლივი კუნთი.
პირის კარიბჭე vestibulum oris არის ნალისებურად მოდრეკილი,
ვერტიკალური სივრცე,რომლის გარეთა კედელს ქმნის წინიდან
ტუჩები,გვერდებიდან ლოყები,ხოლო შიგნითა კელედს ქმნის
კბილები და ღრძილები.მასში დართულია ტუჩებისა და ლოყების
მრავალი ლორწოვანი ჯირკვალი.ასევე პირის კარიბჭეში,შუა
ხაზზე წარმოიქმნება ტუჩის ზემო და ქვემო ლაგმები frenulum labii
inferioris/superoiris. ანალოგიური ნაოჭები აქვთ ახალშობილებს
და ბავშვებს გვერდითი ლაგმის frenulum lateralis სახით ეშვების
დონეზე,ის მოზრდილთა მხოლოდ 6%-ს აღენიშნება.
პირის ღრუ cavum oris წინიდან და გვერდებიდან
შემოისაზღვრება ყბების საკბილე მორჩებითა და
კბილებით.ზემოდან მაგარი და რბილი სასით.ქვემოდან ენითა
და ლორწოვანი გარსით,რომელიც ფარავს პირის ღრუს
ძირს.უკნიდან შემოისაზღვრება ხახის პირით.
ლოყები და
ღრძილები.
ლოყა bucca კუნთოვანი წარმონაქმნია, რომელიც გარედან
დაფარულია კანით,ხოლო შიგნიდან ლორწოვანით.ის შეიცავს
წვრილ სანერწყვე ჯირკვლებს.პირის ღრუს მხრიდან ლოყებს 3
სართულად ყოფენ: ზედა ანუ მაქსილარული,ქვედა ანუ
მანდიბულარული და შუამდებარე.
ღრძილები gingivae ზედა და ქვედა ყბების ალვეოლური
მორჩების მფარავი ლორწოვანი გარსია.მათ არ გააჩნიათ
ლორწქვეშა ჩანაფენი,ამის გამო უძრავადაა გადაკრული
უშუალოდ ალვეოლური მორჩების ძვლის საზრდელაზე.
კბილების ამოჭრის შემდეგ ირღვევა ღრზილების კიდის
მთლიანობა.იყოფა ორ ნაწილად:უძრავი ანუ ალვეოლური
ნაწილი და მოძრავი ანუ საპირისპირო ნაწილი,რომელიც
ფარავს კბილს.მოსაცვლელი კბილების პერიოდში ღრძილები
კბილებს შორის ნაწილში ინარჩუნებენ
მთლიანობას,რომლებიც ზრდასრულს ორგანიზმში წყდება
(მუდმივი კბილების პერიოში) წყდება და ორ მეზობელ კბილს
შორის ქმნის წყვილ-წყვილად შეჭრილ (კარიბჭისა და პირის
ღრუს მხრიდან)გაყოფილ კბილთაშუა დვრილს.
სასა palatum
სასა პირისა და ცხვირის ღრუების გამყოფი ძგიდეა,რომელიც
შედარებით გვიან ვითარდება,რაც მისი ხშირი ანომალიების
მიზეზია. იყოფა ორ ნაწილად:მისი წინა 2/3 მაგარი სასაა palatum
durum,ხოლო მისი 1/3 რბილი სასა palatum molle.
მაგარიი სასა შეესაბამება ძვლოვან სასას და წარმოდგენილია
ძვლოვან საფუძველზე გადაკრული ლორწოვანი გარსით.იგი
შედგება ზედაყბის სასის მორჩებისა და ორი სასის ძვლისგან (მისი
ჰორიზონტალური ფირფიტებისგან).მაგარი სასა მოფენილია
ლორწოვანი გარსის განივი ნაოჭებით.
რბილი სასა არის მაგარი სასის გაგრძელება,რომელიც იწყება
მაგარი სასის უკანა ნაპირიდან,წარიზიდება უკან და ქვევით შუა
ხაზის მიმართულებით ქმნის ნაქს, გვერდებზე ქმნის ნაოჭებს. მისი
მოძრაობა ხორციელდება სუნთქვისა და ყლაპვის დროს.
რბილი სასის კუნთები
1) სასის ფარდის ამწევი
2) სასის დამჭიმავი კუნთი
3) ნაქის კუნთი
4) სასა-ენის კუნთი
5) სასა-ხახის კუნთი
ენა lingua
არის კუნთოვანი ორგანო.მონაწილეობს მეტყველების,ღეჭვის,
ყლაპვის,ძუძუს წოვის,გემოვნებისა და ნერწყვის გამოყოფის
ფუნქციებში. ენაზე განარჩევენ ენის ფესვს radix linguae,სხეულს
corpus და მწვერვალს apex. ენის ზედაპირი ამოდრეკილია და
საგიტალურად გაყოფილია ენის შუა ღარით.ამ ზედაპირს ენის
ზურგი ეწოდება,ხოლო მის მოპირდაპირე ზედაპირს ქვედა.ისინი
ერთმანეთში ენის კიდეებით გადადიან. ენის ძგიდე ყოფს მას ორ
სიმეტრიულ ნახევრად.ენის ფესვსა და სხეულს შორის არის
საზღვროვანი ღარი sulcus terminalis,ის მოსაზღვრავს ენის ბრმა
ხვრელს,რომელიც ფარ-ენის სადინარის დახშული სანათურია.
ენა დაფარულია ლორწოვანი გარსით,რომელსაც აქვს
დვრილები
1) ძაფისებრი დვრილები-ენას აძლევს ხორკლიან
შესახედაობას (500-700)
2) სოკოსებრი დვრილები-დაფანტულია ენის ზურგზე აქვს
ქინძისთავისმაგვარი შესახედაობა(150-200)
3) შემოზღუდული დვრილბი-ყველაზე მსხვილი დვრილებია,
მდებარეობს სხეულსა და ფესვს შორის(7-12)გემოვნების
4) ფოთლისებრი დვრილები-მდებარეობს ენის უკანა ნაწილის
გვერდძე და გავს გაგრძელებულ ნაოჭებს(15-20)
5) კონუსისებრი დვრილები-(500-600)
ლორწოვანი გარსი პირის ღრუში ქმნის ენა არის კუთვანი ორგანო რომლის
სხვადასხვა ნაოჭებს კუნთებიც ორ ჯგუფად იყოფა.პირველ
ჯგუფში არიან კუნთები,რომლებიც ენას
აკავშირებს ქალას სხვადასხვა ძვალთან.
• ხორხსარქველ-ენის შუა ნაოჭი ესენია: 1)სადგის ენის კუნთი(ენას წევს
• ხორხსარქველ-ენის ლატერალური ზემოთ)
ნაოჭები 2)ენა-ინის კუნთი(წევს უკან და ქვევით)
• ფოჩისებრი ნაოჭები 3)ნიკაპ-ენის კუნთი(ამოკლებს ენას)
• ენის ლაგამი 4)ხრტილ-ენის კუნთი(წევს ენას უკან და
• ენისქვეშა ნაოჭი ქვევით)
მეორე ჯგუფს მიეკუთვნება კუნთები
რომლებიც ენის შედგენილობაში შედიან:
1)ენის ზემო გასწვრივი კუნთი(ამოკლებს)
კვება ხდება ენის არტერიით,რომელიც
გარეთა საძილე არტერიის ტოტია,ხოლო 2)ენის ქვემო გასწვრივი(ამოკლებს ენას)
ინერვაცია-XII,IXნერვების ტოტებიდან. 3)ვერტიკალური კუნთი(აბრტყელებს
ენას)
4)ენის განივი კუნთი(ავიწროვებს ენას)
კბილები-dentes
კბილი არის ყბების ალვეოლებში ჩამაგრებული ძვლოვანი
ორგანო,რომლის ძირითადი ფუნქცია საჭმლის მექანიკური
დამუშავებაა.კბილების განლაგებით იქმნება კბილთა ზემო
და კბილთა ქვემო რკალი. განასხვავებენ:საჭრელ კბილებს,
ეშვებს,მცირე ძირითად და დიდ ძირითად კბილებს. კბილების
თნმიმდევრობა შუა ხაზიდან ლატერალური მიმართულებით
ასეა წარმოდგენილი:2საჭრელი კბილი, 1ეშვი,2მცირე
ძირითადი და 3დიდი ძირითადი კბილი.
მოზრდილი ადამიაის პირის ღრუში 32 კბილია,ონტოგენეზის
პერიოდში ადამიანი იცვლის მოსაცვლელ კბილებს,რომელიც
ჩანაცვლდება მუდმივი კბიკებით.
მოსაცვლელი კბილები ამოდის 3წლამდე.მოსაცვლელი
კბილების მოცვლა იწყება 7-8წლიდან და გრძელდება 15-16
წლამდე. კბილების მაქსიმალური რაოდენობა ბავშვს აქვს 7
წლის ასაკში 44 (20მოსაცვლელი,24მუდმივი კბილის
გაძვალებული გვირგვინი).ზედა ყბის და ქვედა ყბის კბილები
ქმნიან არტიკულაციას.ნორმალური არტიკულაციის დროს
ზედაყბის წინარიგი ფარავს ქვედაყბის წინარიგს წინიდან.
კვება ხორციელდება გარეთა საძილე არტერიის ტოტებით ,
ხოლო ინერვაცია V წყვილი ნერვის ტოტებით.
კბილის აგებულება

კბილზე განარჩევენ: კბილის გვირვინს corona dentis-კბილის


გამსხვილებულ ალეოლური ფოსოს გარეთა ნაწილს. კბილის ფესვს
radix dentis-კბილბუდეში მოქცეული კონუსისებრი ნაწილი,რომელიც
ბოლოვდება კბილის ფესვის მწვერვალით apex radices dentis. კბილის
ყელს colum dentis-გვირგვინსა და ფესვს შორის გარდამავალი ვიწრო
ნაწილი.
კბილის შიგნით არის კბილის ღრუ,რომელსაც გვირგვინის ნაწილში
გვირგვინის ღრუ,ხოლო ფესვის ნაწილში ფესვის არხი
ეწოდება,რომლის დასაწყისიც კბილის მწვერვალის ხვრელია.
კბილის ღრუ ამოვსებულია სირბილით,რომელსაც პულპა
ეწოდება.მის შედგენილობაში შედის ფაშარი შემაერთებელი
ქსოვილი,სისხლძარღვები და ნერვები.ის გარშემორტყმულია მაგარი
ძვლოვანი ნივთიერებით,რომელსაც დენტინი ეწოდება.კბილის
გვირგვინის ნაწილში დენტინი დაფარულია მინანქრით,ხოლო
ფესვის ნაწილში დუღაბით,ის შედარებით ნაკლებად გლუვია მასზე
მიმაგრებული ძვლისსაზრდელას ბოჭკოების გამო. გვირგვინზე
არჩევენ სხვადასხვა ზედაპირებს: გარეთა ანუ კარიბჭისმხრივი(წინა
კბილებისთვის სატუჩე,ხოლო გვერდითი კბილებისთვის ლოყის
ზედაპირი), შიგნითა ანუ ენისმხრივი ზედაპირი, წყვილ-წყვილ
შემხები-საკონტაქტო ზედაპირები,რომელთაგანაც ერთი იქნება
მიმართული კბილთა რკალის შუა ხაზისკენ და ემიჯნება მასზე წინ
მდგომ კბილს-მეზიალური ზედაპირი. ხოლო მეორე
ზედაპირი,რომელიც მომდევნო კბილისკენაა მიქცეული-დისტალური
ზედაპირი.
კბილის ფორმულა
კბილებს ორივე ყბაზე ერთგვაროვანი
განლაგება,ძირითადი ფორმა და
რაოდენობა ახასიათებთ,ისინი
სიმეტრიულად არიან განლაგებული
ყბების მარჯვენა და მარცხენა
ნახევარში.ეს საშუალებას იძლევა მარჯვენა ნახევარი მარცხენა ნახევარი
კბილების საერთო რაოდენობა
გამოხატოს ორ სართულად
განლაგებული,შუაზე გაყოფილი
ციფრების დაჯგუფებით-კბილების 87654321 12345678
ფორმულით,სადაც დაცულია კბილის
რიგითობა შუა მედიალური ხაზიდან
შუა ნაპირისკენ. ვინაიდან
87654321 12345678
გამოსაკვლევი პირი ჩვენსკენ იყურება
ჩვენგან მარცხნივ იქნება მისი ყბის
მარჯვენა ნახევარი და მარჯვნივ
მარცხენა ნახევარი.
.

თუ ასეთ მწკრივში დავაჯგუფებთ თუ ჩავსვამთ ფორმულაში:


ერთგვაროვან კბილებს და
გავითვალისწინებთ,რომ 32 კბილი
სახეების მიხედვით ნაწილდება 3212 2123
შემდეგი პროპორციით:8საჭრელი,
4ეშვი,8მცირე ძირითადი და 12დიდი
ძირითადი კბილი,მაშინ ყოველი 3212 2123
ყბის ნახევარში იქნება თითოეული
ჯგუფის კბილების მეოთხედი
რაოდენობა. შესაბამისად
2საჭრელი,1ეშვი, 2მცირე ძირითადი
და 3დიდი ძირითადი.

You might also like