You are on page 1of 6

ქსოვილები და ჩანასახოვანი ფურცლები

• ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 70 ტრილიონი უჯრედია.


• აგებულებითა და ფუნქციებით მსგავსი უჯრედებისა და მათ შორის არსებული
უჯრედგარე სივრცის ერთიანობას ქსოვილი ეწოდება. ქსოვილების შემსწავლელ
მეცნიერებას ჰისტოლოგია ეწოდება.
• ადამიანის ორგანიზმს ოთხი ძირითადი ქსოვილი ქმნის: ეპითელური, კუნთოვანი,
შემაერთებელი და ნერვული. ამ ქსოვილების ერთიანობა ან მათი სხვადასხვა კომბინაცია
ქმნის ორგანოს.
• ეპითელური ქსოვილია, მაგალითად, ღვიძლი, ფილტვები (ალვეოლები), ფარისებრი
ჯირკვალი, პანკრეასი. შემაერთებელი ქსოვილია: სისხლი, ძვლის ტვინი, ლიმფა, ძვალი,
ხორხი (ხრტილოვანია), მალები (ძვლოვანია) და მალთაშუა დისკები (ხრტილოვანია).
ნერვული ქსოვილია: თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვები. კუნთოვანი ქსოვილია
გლუვი კუნთები, გული და ჩონჩხის კუნთები. მაგალითად, კუჭიც ასევე კუნთოვან
ქსოვილად ითვლება, რადგან მისი მასის ძირითად ნაწილს გლუვი კუნთები ქმნის.
• ადამიანის ორგანიზმი სამი ძირითადი ჩანასახოვანი ფურცლისგანაა აგებული:
ენდოდერმისგან (შიგნითა), მეზოდერმისგან (შუა) და ექტოდერმისგან (გარეთა).
• ენდოდერმისგან ყალიბდება: სასუნთქი სისტემის ამომფენი ეპითელიუმი (მაგ.,
ალვეოლები, ბრონქების ეპითელიუმი, მოციმციმე ეპითელიუმი); საჭმლის მომნელებელი
სისტემის ამომფენი ეპითელიუმი (მაგ., კუჭის, ნაწლავების); ფარისებრი ჯირკვალი;
ფარისებრახლო ანუ პარათიროიდული ჯირკვლები; კუჭქვეშა ჯირკვალი; თიმუსი ანუ
მკერდუკანა ჯირკვალი.
• მეზოდერმისგან ყალიბდება: ხერხემალი, ძვლები, გულის განივზოლიანი კუნთი
(მიოკარდიუმი), ჩონჩხის განივზოლიანი კუნთები; გლუვი კუნთები (მაგ., კუჭისა და
ნაწლავების); თირკმლის მილაკები; ძვლის ტვინი და სისხლის ფორმიანი ელემენტები
(ლეიკოციტები, თრომბოციტები, ერითროციტები); სისხლძარღვები და ლიმფური
ძარღვები; ელენთა; გამრავლების ორგანოები; კანის დერმა; თირკმელზედა ჯირკვლის
ქერქი; პლევრა; პერიკარდიუმი (გულის პერანგი); პერიტონეუმი; სკლერა (თვალის
თეთრი გარსი); მინისებრი სხეული, თვალის მამოძრავებელი კუნთები, თვალის მკვებავი
სისხლძარღვები.
• ექტოდერმისგან ყალიბდება: კანის ზედა შრის- ეპიდერმისის- ეპითელური უჯრედები;
კანის დანამატები ანუ დერივატები: საოფლე ჯირკვლები, თმის ფოლიკულები,
ფრჩხილები; პირის ღრუს ამომფენი ეპითელიუმი; ცხვირის ღრუს ამომფენი
ეპითელიუმი; ანუსის ამომფენი ეპითელიუმი; შიგნითა ყური; ნერვული უჯრედები
(ნეირონები), პიგმენტური უჯრედები (მელანოციტები); თვალის რქოვანა გარსი, ბროლი,
წამწამოვანი სხეული, ბადურა; თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება;
კბილების მინანქარი; ჰიპოფიზი და ეპიფიზი.
ეპითელური ქსოვილი
• ეპითელური ქსოვილი ანუ ეპითელიუმი („ეპი“- ზედა) ფარავს სხეულის ზედაპირს
(ეპიდერმისი) და ამოფენს სხეულის ღრუებს (პლევრის ღრუს, პერიტონეუმის ანუ
მუცლის ღრუს, პერიკარდიუმის ღრუს ანუ გულის პერანგს); ამოფენს კუჭ-ნაწლავის
სისტემას (პირის ღრუდან სწორი ნაწლავის ჩათვლით); ამოფენს სასქესო ორგანოებს
(კვერცხსავალს ანუ ფალოპის მილებს, საშვილოსნოს, საშოს), სისხლძარღვებს, ქმნის
ჯირკვლოვან ქსოვილებს (როგორც ეგზოკრინულს ანუ გარეგანს, მაგალითად სანერწყვე
ჯირკვლებს, ასევე ენდოკრინულს ანუ შინაგანს, მაგალითად- ფარისებრ ჯირკვალს) და
რიგ ორგანოებს (მაგ., კანს, რომელიც მკვდარი და გარქოვანებული ეპითელური
ქსოვილისგანაა აგებული).
• სისხლძარღვების ამომფენ ეპითელიუმს სპეციალური სახელი ჰქვია -ენდოთელიუმი.
ასეთსავე ეპითელურ ქსოვილს, რომელიც გულს ამოფენს, ენდოკარდიუმი ეწოდება.
ღრუების პერიკარდიუმის,
( პერიტონეუმისა და პლევრის) ამომფენ ეპითელიუმს
მეზოთელიუმი ეწოდება. წამწამების მქონე ეპითელურ უჯრედებს მოციმციმე
ეპითელიუმი ჰქვია. ენდოთელიუმი, ენდოკარდიუმი, მეზოთელიუმი და მოციმციმე
ეპითელიუმი ეპითელური ქსოვილებია.
• ეპითელური ქსოვილის უჯრედები ანუ ეპითელიოციტები სამი ძირითადი ფორმის
არსებობს: ბრტყელი, კუბური და ცილინდრული. ეს უჯრედები ერთმანეთზე შეიძლება
ლადგებოდეს, ასეთ შემთხვევაში განარჩევენ ერთშრიან და მრავალშრიან ეპითელიუმს.
მაგალითად, ერთშრიანი კუბური ეპითელური უჯრედები თირკმლის მილაკებსა და
ფარისებრ ჯირკვალში გვხვდება; ცილინდრული ეპითელიუმი- ნაწლავებში;
მრავალშრიანი ბრტყელი გარქოვანებული უჯრედები - კანში; მრავალშრიანი ბრტყელი
გაურქოვანებელი უჯრედები კი- პირის ღრუში, საყლაპავში, საშოში,კუჭში,
ნაწლავებში,სასუნთქ გზებში,.
• ეპითელური ქსოვილის თავისებურება არის ის, რომ მასში უჯრედები მჭიდროდაა
ერთმანეთთან მიჯრილი და მათ შორის ძალზე ცოტაა უჯრედშორისი ნივთიერება
(განსხვავებით შემაერთებელი ქსოვილისგან). სწორედ ამიტომ ეპითელური უჯრედების
პლაზმური მემბრანები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება.
• არსებობს ეპითელური ქსოვილის ორი სახე: მფარავი და ჯირკვლოვანი. მფარავი
ორგანიზმს ფარავს გარედან და თან ღრუებს ამოფენს; ჯირკვლოვანი კი წარმოქმნის
სხვადასხვა ნივთიერებებს.
• ეპითელური ქსოვილის ფუნქციებია:
1. სეკრეცია (მაგ., ჰორმონების გამოყოფა სისხლში, ფერმენტების გამოყოფა კუჭ-
ნაწლავის სანათურში, ლორწოს წარმოქმნა კუჭ-ნაწლავის სანათურში);
2. აბსორბცია ანუ შეწოვა (მაგ., ნივთიერებების შეწოვა წვრილ ნაწლავში),
3. რეაბსორბცია ანუ უკუშეწოვა (თირკმლის მილაკებში);
4. პროტექცია ანუ დაცვა მ( აგ., კანი და ლორწოვანი გარსები იცავს ორგანიზმს
მიკრობების შეღწევისგან, დასხვივებისგან, შხამების მოხვედრისგან, ტრავმისგან,
სხვადასხვა სახის თერმული და ქიმიური ზემოქმედებისგან, გამოშრობისგან);
5. გრძნობის აღქმა (მაგ., სითბოს შეგრძნება, მექანიკური ზეწოლის შეგრძნება);
6. ექსკრეცია ანუ გამოყოფა (საოფლე ჯირკვლების მიერ ოფლის და მასში გახსნილი
მავნე ნივთიერებების გამოტა).
• ეპითელური ქსოვილი სისხლძარღვებს არ შეიცავს და ეპითელური უჯრედების კვება
ხდება მათ გარშემო არსებული შემაერთებელი ქსოვილიდან ნივთიერებათა დიფუზიით.
• კანის ეპითელიუმის (ეპიდერმისის) ზედა შრე გარქოვანებულია. გარემოს სხვადასხვა
სახის (მექანიკური, ქიმიური, თერმული) ზემოქმედების გამო გამუდმებით იქერცლება.
სწორედ ამიტომაა, რომ ოთახის მტვრის ძირითად ნაწილს კანის მკვდარი უჯრედები
ქმნის. ქვეშმდებარე უჯრედების წყალობით კანი მუდმივად ახლდება.
• ეპითელური უჯრედების თავისებურება არის ის, რომ ზოგიერთ მათგან აქვს წამწამი.
ასეთია, მაგალითად, ცხვირის ღრუს ეპითელური უჯრედები. მათი წამწამები
გამუდმებით ირხევა ერთი
( მიმართულებით) და ღრუში არსებულ ნივთიერებებს
გადაადგილებს. ასეთი ტიპის ეპითელურ უჯრედებს მოციმციმე ეპითელიუმს უწოდებენ.
• ზოგიერთ ეპითელიუმს, კერძოდ, წვრილი ნაწლავისა და თირკმლის მილაკებისა, აქვს
მიკროხაოები, რაც ნიშნავს პლაზმური მემბრანის თითისმაგვარ გამონადრეკებს.
მიკროხაოები უჯრედის ზედაპირის ფართობს ზრდის, რომ უფრო მეტი ნივთიერების
შეწოვა (წვრილ ნაწლავში) ან უკუშეწოვა (თირკმლის მილაკებში) მოხდეს. სხვადასხვა
უჯრედების მიკროხაოები მთლიანობაში ცოცხისებრ ყაეთანს ქმნის.
• ეპითელური ქსოვილი სამივე სახის ჩანასახოვანი ფურცლისგან ვითარდება:
ექტოდერმისგან (ქმნის კანის ზედა ფენას ანუ ეპიდერმისს), ენდოდერმისგან (ამოფენს
კუჭ-ნაწლავის სისტემას პირის ღრუდან სწორი ნაწლავის ჩათვლით) და მეზოდერმისგან
(ამოფენს სხეულის ღრუებს: პლევრას, პერიტონეუმსა და პერიკარდიუმს).
• კანის, პირისა და ცხვირის ღრუს ეპითელიუმი ექტოდერმული წარმოშობისაა; საჭმლის
მომნელებელი და სასუნთქი სისტემის ორგანოების ეპითელიუმი ენდოდერმულია;
სისხლძარღვების ამომფენი და თირკმლების ეპითელიუმი კი მეზოდერმულია.
• ეპითელიუმი ბერძნულად ითარგმნება როგორც „ეპი“- ზედა და „თელე“- დვრილი. ამ
ქსოვილს ასეთი სახელი იმიტომ დაერქვა, სახელწოდება „ეპითელიუმი“ თავდაპირველად
ტუჩებზე არსებული მცირე ზომის დვრილების აღსაღწერად იყო გამოყენებული.
• კიბო სწორედ ეპითელური ქსოვილისგან განვითარებულ სიმსივნეს ჰქვია; სარკომა-
შემაერთებელი ქსოვილისგან განვითარებული სიმსივნის ზოგადი სახელწობებაა. კიბოც
და სარკომაც სიმსივნეებია.

შემაერთებელი ქსოვილი
• სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, შემაერთებელი ქსოვილი აგებულებისა და ფუნქციის
მიხედვით ძალზე მრავალგვარია.
• შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი დამახასიათებელი ნიშან-თვისება არის ის, რომ
მისი შემადგენელი უჯრედები ერთმანეთისგან საკმაოდ შორს არის განლაგებული და მათ
შორის ჭარბი უჯრედშორისი ნივთიერებაა. სწორედ ამიტომაა, რომ ეპითელური
ქსოვილისგან განსხვავებით, შემაერთებელი ქსოვილის ძირითად ნაწილს უჯრედშორისი
ნივთიერება იჭერს (მაგალითად, სისხლის უჯრედშორისი ნივთიერება ანუ პლაზმა
სისხლის 55%-ს შეადგენს, ნახევარზე მეტს).
• შემაერთებელი ქსოვილი მეზოდერმისგან ვითარდება.
• შემაერთებელი ქსოვილი სხეულის ყველა ნაწილში გვხვდება, სხვა ქსოვილებს შორის. ის
ასევე არის ნერვულ სისტემაშიც. ის ძირითადად დამხმარე როლს ასრულებს სხვა
ქსოვილებისთვის და ზოგჯერ ორგანოს 60-90%-ს შეადგენს.
• შემაერთებელ ქსოვილს მიეკუთვნება: სისხლი, ლიმფა, სინოვიური სითხე,
უჯრედშორისი ნივთიერება, ძვლის ტვინი, ელენთა, ლიმფური კვანძები, ძვალი,
ძვლისაზრდელა, ხრტილი, სახსარი, სასახსრე ჩანთა, მყესი, იოგი, ფასცია, მალთაშუა
დისკები, ცხიმოვანი ქსოვილი, დერმა, სკლერა, ფერადი გარსი, თავისა და ზურგის
ტვინის გარსები (მაგარი გარსი, რბილი გარსი და ქსლისებრი გარსი). ყველა მათგანი
მეზოდერმისგან ყალიბდება.
• შემაერთებელი ქსოვილის უჯრედშორისი ნივთიერება შეიძლება იყოს მყარი, თხევადი,
ჟელესმაგვარი და სხვა სახის. სისხლი თხევადი შემაერთებელი ქსოვილია, ძვალი კი-
მყარი. ეს იმიტომ, რომ სისხლის უჯრედშორის ნივთიერებას პლაზმა ქმნის, ძვლისას-
ჰიდროქსიაპატიტის კრისტალები.
• შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებია: ფიბრობლასტები (წარმოქმნის კოლაგენს),
ცხიმოვანი უჯრედები, მელანოციტები, მაკროფაგები, ლეიკოციტები (ამ ქსოვილს ასევე
მიეკუთვნება ერითროციტები და თრომბოციტებიც, ოღონდ ესენი არა სრულფასოვანი
უჯრედები, არამედ სისხლის ფორმიანები ელემენტებია).
• სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები უჯრედშორის
ნივთიერებაშიც არის „გაფენილი“ (მაგალითად, მაკროფაგები).
• შემაერთებელი ქსოვილის უჯრედშორისი ნივთიერება უმთავრესად ცილოვანი
ბოჭკოებისგან (კოლაგენი, ელასტინი), წყლის, გლიკოზამინოგლიკანებისა, არაორგანული
ნივთიერებებისა და უჯრედებისგან შედგება.
• შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი ფუნქციებია საყრდენი (ძვალი, ხრტილი) და
დამცველობითი (სისხლის თეთრი უჯრედები, ანტისხეულები, ძვალი, ხრტილი), ასევე
კვებითი (სისხლი), სატრასპორტო (ძვალი, სისხლი, ლიმფა), აღმდგენი (ნაწიბურის
წარმოქმნა).
• შემაერთებელი ქსოვილისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: უნივერსალურობა,
ქსოვილოვანი სპეციფიკურობა (სხვადასხვა ქსოვილში სხვადასხვა სახის შემაერთებელი
ქსოვილია), მრავალფუნქციურობა, მრავალკომპონენტიანობა, ადაპტაციის კარგი უნარი.
• შემაერთებელი ქსოვილი მაღალი რეგენერაციულობით ხასიათდება, რაც ნიშნავს, რომ
ანთების, ტრავმის ან სხვა სახის ზემოქმედების შემდეგ მონაწილეობს დაზიანებული
უბნის აღდგენაში.
• ორგანოს დაზიანების შემთხვევაში შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებს შეუძლიათ
ჩაანაცვლონ ის უჯრედები, რომელთაც გამრავლება არ შეუძლიათ. მაგალითად, გულის
კუნთის დაზიანებისას (მიოკარდიუმის ინფარქტი), კუნთოვანი უჯრედები ვეღარ
მრავლდება, კვდება და მათ ადგილს შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები იჭერს.
სამწუხაროდ, ეს უჯრედები კუნთის ფუნქციას ვერ ასრულებენ, ანუ ვერ იკუმშებიან,
მხოლოდ საყრდენი და დამცავი როლი აკისრიათ.

ნერვული ქსოვილი

• ნერვული სისტემა ვითარდება ექტოდერმისგან.


• ნერვული ქსოვილი ორი ტიპის მორჩიანი უჯრედებისგან შედგება: ნეირონებისა და
თანამგზავრი უჯრედებისგან ანუ გლიისგან (ნეიროგლიისგან). გლიის უჯრედები
რაოდენობა 10-ჯერ აღემატება ნეირონთა რიცხვს.
• ყოველი ნეირონი შედგება სხეულისა და მორჩებისგან. სხეულში მოთავსებულია
უჯრედის ბირთვი და ციტოპლაზმური ორგანოები. კერძოდ, მათში კარგადაა
განვითარებული ხორკლიანი (მარცვლოვანი ანუ გრანულური) ენდოპლაზმური ბადე,
გოლჯის აპარატი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა მიტოქონდრიები. ამ
ორგანოების არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ ნეირონებში გამუდმებით და
ინტენსიურად მიმდინარეობს საჭირო ნივთიერებების (ნეიროტრანსმიტერებისა და სხვა
მოლეკულების) სინთეზი.
• ნეირონებს აქვს ორი სახის მორჩი: დენდრიტი და აქსონი. დენდრიტი (ბერძ. „დენდრონ“
ანუ ხე) შედარებით მოკლე მორჩია. ნეირონის სხეულიდან გამოსვლისთანავე იტოტება
და თანაც ნეირონს, როგორც წესი, რამდენიმე დენდრიტი აქვს. აქსონი (ბერძნ. „აქსონ“ ანუ
ღერძი) ყოველ ნეირონს მხოლოდ ერთი აქვს! ზოგიერთ ნეირონს მოკლე აქსონი აქვს,
ზოგიერთს კი ძალზე გრძელი. მაგალითად, თავის ტვინის ზოგიერთი ნეირონის აქსონი
ზურგის ტვინში ბოლოვდება და სიგრძით 70 სმ-ს აღწევს. აქსონი ნეირონის სხეულიდან
გამოსვლისთანავე არ იტოტება. მისი განტოტვა ხდება დაბოლოებებზე.
• თავის და ზურგის ტვინში აქსონების გროვები თეთრ ნივთიერებას ქმნის, ხოლო
ნეირონთა სხეულებისა და დენდრიტების გროვები კი- რუხ ნივთიერებას, ასევე თავის
ტვინის ბირთვებს.
• ნეირონები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც სხეულის ზომით, ფორმით, მორჩების
რაოდენობით, ასევე სიგრძითა და დატოტიანების ხარისხით.
• ნეირონების ძირითადი თვისებაა აგზნებადობა და გატარება. მექანიკური, ქიმიური ან
ელექტრული გაღიზიანების შედეგად ნეირონი აიგზნება ანუ მასში წარმოიქმნება სუსტი
ელექტრული სიგნალი, რასაც ნერვულ იმპულსს ეძახიან. ეს იმპულსი ნეირონის
პლაზმური მემბრანის გასწვრივ ვრცელდება, თანაც ყოველთვის ერთი მიმართულებით-
დენდრიტებიდან სხეულისაკენ და სხეულიდან აქსონის დაბოლოებებისკენ.
• არსებობს ნეირონების სამი ტიპი: მგრძნობიარე, მამოძრავებელი და ჩართული (ანუ
შუამდებარე). ამათგან მგრძნობიარე და მამოძრავებელი ნერვები უმთავრესად ზურგისა
და თავის ტვინის გარეთ მდებარეობს, ხოლო ჩართული ნეირონები უშუალოდ ზურგისა
და თავის ტვინში.
• მგრძნობიარე ანუ აფერენტულ იგივე სენსორულ ნეირონებს ინფორმაცია
რეცეპტორებიდან ზურგისა და თავის ტვინისკენ მიაქვს. მამოძრავებელ ანუ ეფერენტულ
ანუ მოტორულ ნეირონებს ინფორმაცია ზურგისა და თავის ტვინიდან კუნთებისა და
ჯირკვლებისკენ გადააქვთ. ჩართული ანუ შუამდებარე ნეირონების აქსონები ზურგის
ტვინიდან არ გამოდის და ინფორმაციას ერთი ნეირონიდან მეორეზე გადასცემს
(მაგალითად, მგრძნობიარე ნეირონიდან მამოძრავებელზე).
• მამოძრავებელი და მგრძნობიარე ნეირონების გარსით დაფარულ მორჩებს ნერვული
ბოჭკოები ეწოდება. ნერვული ბოჭკოების ერთობლიობა ქმნის ნერვს. განარჩევენ
მგრძნობიარე ნერვებს (რომლებიც მხოლოდ მგრძნობიარე ნეირონების გრძელი
მორჩებისგანაა აგებული), მამოძრავებელ ნერვებს (რომლებიც მხოლოდ მამოძრავებელი
ნეირონების გრძელი მორჩებისგანაა წარმოქმნილი) და შერეულ ნერვებს (რომლებშიც
გვხვდება როგორც მამოძრავებელი, ასევე მგრძნობიარე ნეირონების გრძელი მორჩები).
• ზურგის ტვინის გარშემო, რიგ ორგანოებთან და თავის ქალაში გვხვდება ნეირონების
გროვა, რომელთაც ნერვული კვანძები ეწოდება.
• გლიის უჯრედები, ნეირონებისგან განსხვავებით, ძალზე მცირე ზომისაა. მათაც აქვთ
მორჩები. გლიის უჯრედები ნეირონების გრძელი მორჩების გარშემო წარმოქმნის ცხიმით
მდიდარ მრავალშრიან გარსს, რომელსაც მიელინური გარსი ეწოდება. მიელინური
გარსის ფუნქციაა, რომ იმპულსმა სწრაფად იმოძრავოს. მიელინი ასევე ასრულებს
იზოლატორის როლსაც და ხელს უშლის ერთი ბოჭკოდან მეორეზე იმპულსების
გადაცემას. გლია საყრდენ როლსაც ასრულებს თავისა და ზურგის ტვინის
ნეირონებისთვის. გლიის ზოგიერთ უჯრედს ფაგოციტოზის უნარიც აქვს და იცავს
ნერვულ სისტემას მიკრობებისა და შხამიანი ნივთიერებებისგან (ასეთი ტიპის გლიურ
უჯრედს მიკროგლია ეწოდება).
• ნერვული სისტემის ფუნქციებია: რეცეპტორებიდან ინფორმაციის მიღება, კუნთების
მოძრაობა, ჯირკვლების კონტროლი, ჰომეოსტაზი და გონებრივი აქტივობა.

You might also like