You are on page 1of 6

ტვინის ქალა (cranium cerebrale)

ტვინის ქალა იყოფა ორ ნაწილად: ქალას ფუძე (basis cranii) და ქალასსარქველი


(calvaria).

ქალასსარქველი
ქალასსარქველი ბრტყელი ძვლოვანი საფუძველია, რომლის შექმნაში
მონაწილეობს შემდეგი ბრტყელი ძვლები: შუბლის, კეფის, საფეთქლის, თხემის.
ასევე ნაწილობრივ სოლისებრი ძვალი.

ამ ბრტყელ ძვლებს დამახასიათებელი აგებულება აქვთ.

1. გააჩნიათ გარეთა ფირფიტა და შიგნითა ფირფიტა.

2. ფირფიტებს შორის არის ღრუბლისებრი ძვლოვანი ნივთირება ე.წ დიპლოე,


რომელშიც სივრცეებია დატოვებული და გაივლის ხვრელები. ამ ხვრელებში გვაქვს
ვენური სისხლძარღვები.

3. შიგნითა ფირფიტა იმდენად მსხვრევადია და თხელი, რომ მას მინისებრ


ფირფიტასაც უწოდებენ.

შუბლის ძვალი (os frontalis)


შუბლის ძვალს გააჩნია ქიცვი, თვალბუდის ნაწილები და ცხვირის ნაწილი.

ქიცვი - აქვს გარეთა ზედაპირი, შიგნითა ზედაპირი და წყვილი საფეთქლის


ზედაპირი. გარეთა ზედაპირზე გვაქვს ბორცვები და თვალბუდის ზედა ხვრელი.

თვალბუდის ნაწილებისკენ გვხვდება თვალბუდის ზედა კიდე, რომელიც ყვრიმალის


მორჩში გადადის და ყვრიმალის ძვალს უკავშირდება.

ყვრიმალის მორჩის უკან არის საფეთქლის ხაზი, რომელიც ერთმანეთისგან


გამოჰყოფს შიგნითა და საფეთქლის ზედაპირს.

თვალბუდის ზედა კიდის სიმეტრიულად მდებარეობს შემაღლება - წარბზედა რკალი,


რომელიც კუნთების მიმაგრების ადგილია. თვალბუდის ნაწილებს შორის კი
შემსხვილებული უბანი - გლაბელაა, რომლის უკან ჰაერით ამოვსებული
ფრონტალური წიაღია. ამ წიაღის ანთება ფრონტიტის სახელითაა ცნობილი.

თვალბუდის ნაწილებს შორის არის ცხავის ნაჭდევი, რომელშიც ცხავის ძვალია


მოთავსებული.

რაც შეეხება სატვინე ზედაპირს, იგი წარმოდგენილია ტვინის ხვეულებით


დატოვებული თითისებრი ჩანაჭდევების სახით თვალბუდის ნაწილების მიმდებარედ.
აქ გვაქვს ორ ნაწილად გაყოფილი შუბლის ქედი და სივრცე ე.წ ზედა საგიტალური
სივრცის ღარი. ეს ღარი როგორც შუბლზეც, ასევე თხემისა და კეფის ძვალზეც
გვხვდება.

თავის ქალაში ასევე გვხდება ვენური რეზერვუარები ანუ წიაღები. ერთ-ერთია ზედა
საგიტალური წიაღი, რომელიც შუბლის მიდამოდან იწყება, გრძელდება კეფის
ძვლამდე და შიგნიდან ქალასსარქველს მიუყვება.

ცხავის ძვალი (os ethmoidale)


1. გააჩნია ორი ფირფიტა: ჰორიზონტალური და პერპენდიკულარული.

ჰორიზონტალურ ფირფიტას აქვს ბევრი ხვრელი, რომლებიც ყნოსვის ნერვის


ბოჭკოებისთვის გვჭირდება. ამ ხვრელების გამო მას დაცხრილულ ფირფიტასაც
უწოდებენ.

პერპენდიკულარული ფირფიტის ზედა მონაკვეთი ქალას ღრუშია შეჭრილი და


მამლის ბიბილოს სახელითაა ცნობილი.

2. ცხავის ძვალი ჰაეროვანი ძვალია. აქ არის სივრცეები ე.წ უჯრედები. მათი დაყოფა
შეგვიძლია შემდეგნაირად: წინა, შუა და უკანა ჯგუფებად.

3. ცხვირის ღრუში გვაქვს ზედა, შუა და ქვედა გასავალი. წინა უჯრედები შუა
გასავალში იხსნებიან. შუა - შუა ან ზემო გასავალში, ხოლო უკანა აუცილებლად ზემო
გასავალში.

სოლისებრი ძვალი (os sphenoidale)


1. სოლისებრ ძვალს გააჩნია სხეული, მცირე ფრთები, დიდი ფრთები და ფრთისებრი
მორჩები. სხეულში გვაქვს ჰაეროვანი წიაღი ე.ი სოლისებრი ძვალი ჰაეროვანი
ძვალია.

2. სხეულის წინა კედელში მოთავსებულია წიაღის ხვრელი.

3. ზედა კედელში მოთავსებულია ჰიპოფიზის ფოსო, რომელშიც ჰიპოფიზი თავსდება.


ამ ფოსოს წინ მხედველობის ჯვარედინი ღარია. ამ სტრუქტურების ერთობლიობას
თურქული კეხი ეწოდება.

4. სოლისებრი და კეფის ძვლის გარკვეული ნაწილების გაერთიანებით მიიღება


დახრილი უბანი, რომელზეც მოგრძო ტვინი დევს.

5. სოლისებრი ძვლის დიდ ფრთაზე მიყოლებით სამი ხვრელია:

I) მრგვალი - გაივლის ზედა ყბის ნერვი

II) ოვალური - გაივლის ქვედა ყბის ნერვი

III) წვეტიანი - გაივლის შუა მენინგეალური არტერია


6. მცირე ფრთის დასაწყისში მხედველობის ნერვის არხია, ხოლო მცირე და დიდ
ფრთებს შორის თვალბუდის ზედა ნაპრალი, რომლითაც თვალბუდეს უკავშირდება.

7. ფრთისებრ მორჩს აქვს ორი ფირფიტა - ლატერალური და


მედიალური.მედიალური ფირფიტა ბოლოვდება ფრთისებრი კავით. ამ კავს
ემაგრება რბილის სასის დამჭიმავი კუნთი.

საფეთქლის ძვალი (os temporale)


წყვილი ძვალია, რომელსაც ბრტყელი ძვლოვანი საფუძველი აქვს. ეს ძვალი
ჰაეროვანია.

გააჩნია სამი ნაწილი: დაფის, კლდოვანი და ქიცვისებრი.

დაფის ნაწილი - გააჩნია ყვრიმალის და სადგისებრი მორჩი. წარზიდულ მონაკვეთს


დვრილისებრი მორჩი. დვრილისებრსა და სადგისებრს შორის გვაქვს სადგის-
დვრილისებრი ხვრელი. ამ ხვრელიდან გამოდის სახის ნერვი.

საფეთქლის ძვლის სისქეში დაფის ღრუა, რომელიც შუა ყურის ნაწილია. ეს ღრუ
უკავშირდება დვრილისებრ მორჩში არსებულ უჯრედებს. ღრუს გარდა გარდა
საძილე და სახის ნერვის არხი. ორივე არხი კლდოვან ნაწილშია და მათში გაივლის
როგორც საძილე არტერია, ასევე სახის ნერვი.

კლდოვანი ნაწილი (პირამიდა) - გააჩნია რკალოვანი შემაღლება და დაფის


სარქველი, რომელიც ქმნის დაფის ღრუს ზედა კედელს. ასევე ორი ზედაპირი: წინა
და უკანა

პირამიდის მწვერვალზე არის სამწვერა ნერვი, რომელსაც საკუთარი კვანძი ე.წ


განგლია გააჩნია. განგლია წინა ზედაპირზეა.

უკანა ზედაპირზე რკალქვეშა ფოსო, სასმენი ხვრელი, კარიბჭის წყალსადენის


გარეთა ნაჩვრეტი და ლოკოკინის მილაკის გარეთა ნაჩვრეტია.

ქვედა ზედაპირზე გვხვდება გარეთა საძილე ხვრელი, რომელიც შიგნითა საძილე


ხვრელს უკავშირდება და საძილე არხს ქმნის.

დვრილისებრი მორჩის პარალელურად დვრილისებრი ნაჭდევი და კეფის არტერიის


ღარია. არის ქვედა ყბის ფოსო, რომელიც უკავშირდება ქვედა ყბის როკისებრ
მორჩს და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი წარმოიქმნება. სახსარში არსებული
ბორცვი კი ამოვარდნილობისგან იცავს სახსარს.

კეფის ძვალი
აქვს ქიცვი, ორი გვერდითი და ერთი ძირითადი ნაწილი.

ქიცვს აქვს შიგნითა და გარეთა ზედაპირები.


შიგნითა ზედაპირიზე ჯვარედინი შემაღლებაა, გარეთა ზედაპირზე კი კეფის გარეთა
შემაღლებაა.

გვაქვს გარეთა ქედი და შიგნითა ქედი. გარეთა ქედი და ქედის ზემდებარე-


ქვემდებარე ხაზები კუნთების მისამაგრებლად გვაქვს. შიგნითა ქედი ჯვარედინ
შემაღლებას ქმნის. შიგნითა ქედში გვაქვს განივი სინუსების ღარები და ზედა
საგიტალური სინუსის ღარი.

გვერდით ნაწილებზე მოთავსებულია როკები, რომლებითაც კეფის ძვალი


უკავშირდება ატლასს და წარმოიქმნება ატლანტ-კეფის სახსარი.

ძირითად ნაწილზე ხახის ბორცვია, საიდანაც ხახა იწყება. ყველა ეს ნაწილი


შემოსაზღვრავს კეფის დიდ ხვრელს.

კეფის ძვალს აქვს როკის არხი და ენისქვეშა ნერვის არხი, რომელიც თავის ტვინი მე-
12 წყვილი ნერვის გამტარი არხია.

თხემის ძვალი
გააჩნია ოთხი კუთხე: შუბლის, სოლისებრი, დვრილისებრი და კეფის.

გააჩნია ოთხი კიდე: ქიცვის, საგიტალური, შუბლის, კეფის.

ქიცვის კიდით საფეთქლის ქიცვს უკავშირდება, ხოლო საგიტალურით თხემის


თანამოსახელე ძვალს და საგიტალურ ნაკერს ქმნის.

ქალას ფუძე
იყოფა სამ ფოსოდ: წინა, შუა და უკანა.

წინა ფოსო - უკავშირდება ცხავის ძვლის დაცხრილული ფირფიტის ხვრელების


ცხვირის ღრუს.

შუა ფოსო - მხედველობის ნერვის არხით და თვალბუდის ზედა ნაპრალით


უკავშირდება თვალბუდეს.

უკანა ფოსო - კეფის დიდი ხვრელით უკავშირდება ხერხემლის არხს, ხოლო ყურის
სტრუქტურებს, შუა ყურს შიგნითა სასმენი ხვრელით უკავშირდება.

თვალბუდე
გააჩნია ზედა, ქვედა, მედიალური, ლატერალური კიდე.

გააჩნია ქვედა, ზედა, მედიალური, ლატერალური კედელი.


თვალბუდის ზედა ნაპრალით თვალბუდე უკავსირდება ქალას. ქვედა ნაპრალით
ფრთა-სასის ფოსოს.

ფრთა-სასის ფოსოს გაგრძელებაა საფეთქელ-ქვედა ფოსო. თვალბუდის ქვედა


ნაპრალი უკავშირდება თვალბუდეს. მრგვალი ხვრელით ვუკავშირდებით ქალას
ღრუს, ხოლო ამ ხვრელში გამოდის ზედა ყბის ნერვი.

ზედა კედელს ქმნის შუბლის ძვალი და სოლისებრი ძვლის მცირე ფრთა.

ლატერალურ კედელს სოლისებრი ძლის დიდი ფრტა და ყვრილამლის თვალბუდის


ზედაპირი.

ქვედა კედელს ყვრიმალის თვალბუდის ზედაპირი და ნაწილობრივ ზედა ყბის


თვალბუდის ზედაპირი.

მედიალურ კედელს ცხავის ძვლის თვალბუდის ფირფიტა, სოლსებრი ძვლის სხეული


და ცრემლის ძვალი.

ცხვირის ღრუს კედლები


ქვედა კედელი - მაგარი სასა და რბილი სასა.

ზედა კედელი - ცხვირის ძვალი, შუბლის ძვლის ცხვირის ნაწილი და ცხავის ძვლის
დაცხრილული ფირფიტა.

ლატერალური კედელი - ზედა ყბის სხეული, შუბლის მორჩი, საცრემლე ძვალი,


ცხვირის ზედა, ქვედა და შუა ნიჟარები.

მედიალური კედელი - ცხვირის ძგიდით შეიქმნება.

ცხვირის ძგიდე ორი ქსოვილოვანი სტრუქტურითაა წარმოდგენილი: ხრტილოვანი


და ძვლოვანი. ძვლოვან ნაწილს ქმნის ცხავის ძვლის პერპენდიკულარული
ფირფიტა, ხოლო ხრტილოვანი ნაწილის ქმნის ხრტილს.

ნიჟარებს შორის სამი გასავალია: ზედა, შუა და ქვედა.

ზედა გასავალი - ზედა და შუა ნიჟარას შორის. აქ იხსნება სოლისებრი ძვლის წიაღი
ცხავ-სოლისებრ ჯიბეში. ასევე ცხავის ძვლის უკანა და შუა უჯრედები.

შუა გასავალი - შუა და ქვედა ნიჟარას შორის. აქ იხსნება შუბლის წიაღი, ზედა ყბის
წიაღი, ცხავის წინა და შუა უჯრედები.

ქვედა გასავალი - ქვედა ნიჟარასა და მაგარ სასას შორის. ამ გასავალტან


დაკავშირებულია ცხვირ-ცრემლის არხი. ეს არხი იწყება საცრემლე პარკიდან.
ცრემლი ამ არხით ცხვირის ღრუში გადადის.
წარმატებები <3

პ.ს გვეშველება რამე???

ვ.ბ

You might also like