You are on page 1of 3

გულმკერდის აორტას გააჩნია პარიესული და ვისცერული ტოტები.

პარიესული ტოტები კვებავენ ღრუს კედლებს.


ამ შემთხვევაში კედლები არის ნეკნთაშუა სივრცეები,რომლებიც ნეკნთაშუა კუნთებითაა
ამოფენილი. ამიტომ აქ გვექნება ნეკნთაშუა უკანა არტერიები. ასევე შუასაძგიდის ზემო
არტერიები,რომელბიც კვებავენ შუასაძგიდის ზემო ნაწილს და ანასტომოზს ამყარებს
შუასაძგიდ პერიკარდიუმისა და კუნთშუასაძგიდის არტერიასთან.
ვისცერული ტოტები კვებავენ გულმკერდის ღრუში მოთავსებულ ორგანოებს.ვისცერულ
ტოტებს მიეკუთვენება:
ბრონქული ტოტები გამოეყოფიან გულმკერდის აორტას მარცხენა ფილტვის ღეროს
ფილტვის კართან. მიყვება ბრონქებს და ალვეოლებამდე მიდის.
საყლაპავი მილის ტოტები რიცხობრივად რამდენიმეა და არის მოკლე,რადგან
გულმკერდის დასწვრივი აორტა ძალიან ახლოს მდებარეობს საყლაპავ მილთან.
საყლაპავი მილის ზემო არტერიები (ან ტოტები) დაკავშირებულია თავ-კისრის ღროს
თავისებრ ქვემო არტერიასთან და ანასტომოზებს ქმნის. ხოლო ქვედა ტოტები
ანასტომოზს ქმნის მუცლის აორტის კენტი ტოტი ფაშვის ღეროს კუჭის მარცხენა
არტერიასთან. არტერიული ანასტომოზია და ვენებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს აქ
წარმოიქმენა ზემო პორტოპარალური(?) ანასტომოზი.
შუასაყარის ტოტები შუასაყარის ლიმფური კვანძებისა და შემაერთბელი ქსოვილისათვის.
პერიკარდიუმის ტოტები გულის პერანგისათვის.

მუცლის აორტას გამოეყოფა პარიესული და ვისცერული ტოტები.


პარიესულს მიეკუთვნება შუასაძგიდის ქვემო არტერიები, წელის არტერიები,რომელბიც 4
წყვილია, გავის შუა არტერია,რომელიც მუცლის აორტის პირდაპირი გაგრძელებაა. გავის
შუა არტერია კუდუსუნამდე ჩყვება გავის ძვალს წინა მენჯისკენა ზედაპირზე.
კენტი ვისცერული ტოტები:
ფაშვის ღერო,რომელიც გამოეყოფა გულმკერდის 12 მალის დონეზე მუცლის აორტის
წინა კედელს. ფაშვის ღროს ცალკე გამოეყოფა 3 მსხვილი არტერია: კუჭის მარცხენა,
ელენთის და ღვიძლის საერთო
ღვიძლის საერთო მარჯვნივ მოდის, პანკრეასის თავის პარალელურად კუჭ-
თორმეტგოჯას იოგის სისქეში გაივლის, სადაც მცირე ბადექონია.ღვიძლის საერთოს
გამოეყოფა ღვიძლის საკუთარი არტერია და ღვიძლის საკუთარს გამოეყოფა კუჭის
მარჯვენა, რომელიც ანასტომოზს აკეთებს მცირე სიმრუდეზე კუჭის მარცხენა
არტერიასთან და კვებავს კუჭის მცირე სიმრუდეს და კუჭის მცირე ბადექონს.
ღვიძლის საერთოს გამოეყოფა კუჭ-თორმეტგოჯას არტერია,რომელიც ჩეშვება კუჭის
პიროლური ნაწილის უკან და ქვემო კიდის დონეზე,სადაც იწყება დიდი სიმრუდე აქ
გვაძლევს კუჭ-ბადექონის მარჯვენა არტერიას და პანკრეას-თორმეტგოჯას ზემო
არტერიას. კუჭ-ბადექონის მარჯვენა არტერია ანასტომოზს ქმნის ელენთის არტერიის
კუჭ-ბადექონის მარცხენა არტერიასთან და კვებავს დიდ სიმრუდესა და დიდ ბადექონს,
ხოლო პანკრეას-თორმეტგოჯას ზემო არტერია კვებავს პანკრეასს და თოტმეტგოჯას
ზედა ნაწილს.
ღვიძლის საკუთარს გამოეყოფა კუჭის მარჯვენა და ცალკე გამოეყოფა
ნაღვლისბუშტისათვისა და ღვიძლისათვის წინა და უკანა არტერიები.
ჯორჯლის ზემო არტერია კენტი ტოტია მუცლის აორტის და გამოეყოფა წელის
პირველი მალის დონეზე. ჯორჯლის ზემო არტერიას გამოეყოფა საკმაოდ ბევრი ტოტები
დაახლოებით 18-20 ტოტი გამოეყოფა და აქედან 16 არის წვრილი ნაწლავის
არტერიები(თეძოსა და მლივი ნაწლავის სულ). ჯორჯლის ზემო არტერიას გამოეყოფა
პანკრეას-თოტმეტგოჯას ზემო არტერია, თეძო-ბრმანაწლავის არტერია,ჭია ნაწლავის
არტერია,ასწვრივი კოლინჯის არტერია,კოლინჯის მარჯვენა არტერია,რომელიც ასწვრივ
კოლინჯსაც კვებავს, კოლინჯის შუა არტერია,რომელიც განივი კოლინჯის მხოლოდ
მარჯვენა ნაწილს კვებავს.(მორჩა მეტი არაფერი არ გინდათ ამაზეო),
ჯორჯლის ქვემო არტერია,რომელიც წელის 2 მალის დონეზე
გამოიყოფა.ჯორჯლის ქვემო არტერია დანარჩნ ნაწილებს კვებავს კოლინჯისა და სწორი
ნაწლავის ზემო ნაწილს. ეს ნაწილებია:განივი კოლინჯის დანარჩენი და მარცხენა
ნაკეცი,დასწვრივ კოლინჯსაც კვებავს,
მერე არის სიგმოიდური არტერია,რომელიც ანასტომოზსს ქმნის კოლინჯის
მარცხენაარტერიასთან. სიგმოიდური არტერიის შემდეგ არის სწორი ნაწლავის ზემო
არტერია,რომელიც სწორი ნაწავის ზემო ნაწილებს კვებავს.
მუცლის აორტის წყვილი არტერიები სათესლის არტერიები,საკვერცხის არტერიები.
(მუცლის აორტის ვისცერული ტოტები:თირკმლის არტერია თირკმელზედა
ჯირკვლისთვის.?????????????)

თეძოს არტერიები
თეძოს არტერიები გამოეყოფა მუცლის აორტას წელის მეოთხე მალის დონეზე:
თეძოს საერთო მარცხენა და მარჯვენა არტერიები. გავა-თეძოს სახსრის დონეზე
თეძოს საერთო არტერია იყოფა თეძოს შიგნითა და გარეთა არტერიებად.
თეძოს შიგნითა არტერიის პარიესული ტოტები:გავის გევრდითი
არტერია(ანასტომოზს აკეთებს გავის შუა არტერიასთან),დამხურავი არტერია,
ზემო და ქვემო დუნდულა არტერიები და თეძო-წელის არტერიები.
თეძო-წელის არტერიები გვაძლევს სამ ტოტს წელისათვის, თეძო ძვლისათვის და
კუნთებისათვის, ზურგის ტვინისათვის. წელის არტერიები ანასტომოზს აკეთებს
დამხურავ არტერიასთან.
თეძოს შიგნითა არტერიის ვისცერული ტოტები: შარდის ბუშტის ქვემო არტერია
იჭრება შარდის ბუშტში და ანასტომოზს ქმნის შარდის ბუშტის ზემო
არტერიასთან. შრდის ბუშტის ზემო არტერია გამოიყოფა თეძოს შიგნითა
არტერიის ვისცერული ტოტის ჭიპის არტერიის არაუბლიტირებული
ნაწილიდან.ჭიპის არტერია არის ჩნასახში ჭიპლარის შემადგენლობაში შემავალი
არტერია.(მეტი არაფერი არ მინდა აქედანო)
საშვილოსნოს არტერია შეიჭრება საშვილოსნოს განიერი იოგის გვერდით
ფურცლებს შორის. ცალკე გვაძლევს საკცერცხის არტერიას, საშოს არტერიას,
ლულის არტერიას(კვერცხასავლი მილის ან ფალოპის ლულის არტერია)
სწორი ნაწლავის შუა არტერია, რომელიც სწორის ნაწლავის შუა ნაწილს კვებავს.
შიგნითა სასირცხვო არტერია, რომელიც ასოს დორსალურ, ღრმა, ასოს ბოლქვის
და სწორი ნაწლავის ქვემო არტერიებს გვაძლევს.
თეძოს გარეთა არტერია
თეძოს გარეთა არტერია მენჯის მიდამოშო გვაძლევს ორ ტოტს: ქვემო
ეპიგასტრალური არტერია(ანასტომოზს აკეთებს თეძოს შიგნითა არტერიის ზემო
ეპიგასტრალურ არტერიასთან ჭიპის მიდამოში და ეს არის დიი
ანსტომოზი).თეძოს ღრმა შემომხვევი არტერია თეძოს ძვლის ქედის გასწვრივ
მიემართბა და კვებავს მუცლის განივ კუნთს, შიგნითა ირიბ კუნთს,განიერი
ფასციის დამჭიმავ კუნთს და თეძოს კუნთს. მუცლის წინა სწორი კუნთის
გვერდით თავსდება.
საზარდულის იოგის ქვეშ თეძოს გარეთა არტერია უკვე გადადის მის შემდეგ
ტოტში-ბარძყის არტერიაში, რომელსაც გამოეყოფა ბარძყის ღრმა არტერია .
ბარძყის ღრმა არტერიას გამოეყოფა ბარძყის შემომხვევი მედიალური და
ლატერალური ტოტები და ბარძაყის განმგმირავი ტოტები.
ბარძყის არტერია შემდეგ გადადის მუხლქვეშა არტერიაში.ბარძაყის არტერიამ
უნდა გაიაროს სმუტერის(?) ანუ მომზიდველ არხში(მომზიდველ კუნთებს შორის
მდებარეობს). მუხლქვეშა ზემო და ქვემო არტერიები წყვილია, შუა კენტია და
მუხლქვეშა არტერიული ბადის შექმნაში მონაწილეობენ.
შემდეგ არის დიდი წვივის უკანა არტერია , რომელიც გადადის მედიალური
გოჯის არტერიაში და ქუსლის არტერიაში და ბოლოს გადადის ტერფძირის
მედიალურ და ლატერალურ ტოტებში.
დიდი წვივის წინა არტერია არის დიდი წვივის უკანა არტერიის შებრუნებულია.
(იქ კიდევ სხვა ტოტებც არის მეტი აღარ მინდაო).
მანამდე დიდი წვივის წინა არტერიას გამოეყოფა: მცირე წვივის არტერია, მცირე
წვივის შემომხვევი ტოტი,მედიალური გოჯის ტოტები, ქუსლის ტოტი. უკანას
გამეყოფა პლანტარული არტერიები, თითების არტერიები და საკუთარი
არტერიები.
მუხლვეშა, კანჭი და ტერფი ჩამოთვლითო.

You might also like