You are on page 1of 11

წყლის მნიშვნელობა ცოცხალ ორგანიზმშ

წყალი-სიცოცხლის საწყისი

ქეთევან კუპატაძე

მარიამი კურტანიძე
07.04.2020
წყალი მნიშვნელობით ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ადამიანის
სიცოცხლისათვის და მისი ორგანიზმის
დაახლოებით 70%-ს შეადგენს. წყლის 40%-ს
ადამიანის ორგანიზმი საჭმლიდან იღებს,
ხოლო დანარჩენს წყლისა და სხვადასხვა
სასმელების დახმარებით. ასევე
საინტერესოა, რომ წყლის რაოდენობა
ორგანიზმში ასაკთან ერთად იცვლება. სამი
თვის ნაყოფი შეიცავს 90% წყალს,
ახალდაბადებული 80%-ს, ზრდასრული
ადამიანი 70%-ს, ხოლო რაც შეეხება ხანში
შესულ ადამიანს, მის ორგანიზმში წყლის
რაოდენობა 50%-მდეა დაცემული.
წყალს შეიცავს ჩვენი ორგანიზმის
ყველა ქსოვილი, მაგრამ იგი
განაწილებულია არათანაბრად:
•ტვინი - 75%
• გული - 75%
• ფილტვები - 85%
• ღვიძლი - 86%
• თირკმელები - 83%
• კუნთები - 75%
• სისხლი - 83%
რა ხდება ორგანიზმში წყლის
დაკარგვის შემდეგ?
• ორგანიზმის მიერ წყლის 1-3%
დაკარგვის შემდეგ, ადამიანი გრძნობს
წყურვილს.
• თუ ორგანიზმი კარგავს 4-9% სითხეს,
შესაძლოა აღმოჩნდეს ნახევრად
გულწასულ მდგომარეობაში.
• წყლის 10%-ის დაკარგვის შემთხვევაში
ადგილი აქვს ჰალუცინაციებს.
• თუ სითხის 12% დაიკარგა მაშინ უკვე
სერიოზული პრობლემაა რომლის
შემდეგ ძალების აღდგენა მხოლოდ
სამედიცინო ჩარევით არის
შესაძლებელი.
• ხოლო თუ ორგანიზმმა დაკარგა
სითხის 20% ეს იწვევს სიკვდილს.
რა ფუნქციებს ასრულებს წყალი
ორგანიზმში?
• არის სხვადასხვა ნივთიერებების
გამხსნელი ორგანიზმში.
• მიაქვს უჯრედებამდე მკვებავი
ნივთიერებები, ჟანგბადი, ფერმენტები და
ჰორმონები.
• გამოყავს ორგანიზმიდან შლაკები და
ცხოველმოქმედი ნარჩენები.
• არეგულირებს სხეულის ტემპერატურას.
• ამაგრებს კუნთებს.
• ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის
პროცესის გაუმჯობესებას.
• იცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან
ორგანოებს.
საინტერესო ფაქტები წყალზე
წყლის საერთო მოცულობა დედამიწაზე შეადგენს 326 მილიონ კუბურ ტონას.

მეცნიერები თხევადი წყლიდან გამოყოფენ 5


სხვადასხვა მდგომარეობას, ხოლო გაყინული წყლიდან 14
სხვადასხვა მდგომარეობას.

წყალი ერთადერთი ნივთიერებაა ჩვენს პლანეტაზე,


რომელსაც შეუძლია მიიღოს სამი აგრეგატული
მდგომარეობა: თხევადი, მყარი და აირადი.
წყლით ინტოქსიკაცია, ყველაზე ხშირად ხდება ინტენსიური
სპორტული დატვირთვების დროს.

ჩვენს პლანეტაზე არსებობს წყლის წრებრუნვა. მეცნიერები


დარწმუნებული არიან, რომ რაციონალური გამოყენების
შემთხვევაში წყლის რესურსები ამოუწურავია.

არსებობს წყლის მოლეკულის 18 ნაირსახეობა. ჩვენთვის


ყველაზე მეტად ცნობილია „მსუბუქი წყალი“. ნებისმიერი
წყალი შეიცავს მოლეკულის ყველა სახეობას.
მსოფლიოში, ყველაზე ძვირადღირებული წყალი იყიდება
ლოს-ანჯელესში. მწარმოებლები ბალანსირებული გემოს
ძვირფას სითხეს, მნიშვნელობით პჰ, ასხამენ სვაროვსკის
თვლებით მოპირკეთებულ ბოთლში. ასეთი წყლის
ღირებულებაა 90$ - 1 ლიტრი.
 წყლის ერთ წვეთში არის 1. 000 000 000 000 000 მოლეკულა.
წყალი სიცოცხლის საწყისია, პირველი ცოცხალი
ორგანიზმები, რომელიც გაჩნდა ჩვენს პლანეტაზე, წარმოიშვა
წყალში
 ადამიანს, წყლის გარეშე შეუძლია გაძლოს არაუმეტეს 7
დღისა.
 მთელი ცხოვრების განმავლობაში, ადამიანი სვამს
დაახლოებით 38 ტონა წყალს.
მსოფლიოში ყველაზე სუფთა წყალი არის ფინეთში.
 წყალი უამრავი დაავადების გადამტანია, რის გამოც
ყოველწლიურად იღუპება დაახლოებით 20 მილიონი
ადამიანი.
დაბინძურებული მიწისქვეშა წყლების გაწმენდას სჭირდება
ათასწლეულები.
 ერთადერთი სულიერი, რომელსაც შეუძლია წყალზე
სირბილი, არის ქვეწარმავალი (ერთგვარი ხვლიკი)
ბასილისკო.

You might also like