You are on page 1of 185

დავით ჭინჭარაძე, დალი ბერაშვილი, მალხაზ ჯოხაძე,

ლაშა მსხილაძე, ანა ბოჟაძე

ფარმაკოგნოზიის
პრაქტიკული კურსი

თბილისი
2019

1
შესავალი

ფარმაკოგნოზიის პრაქტიკული კურსის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს


პროფესიული უნარების განვითარება-ჩამოყალიბებაში, ლაბორატორიული დავალებების
შესრულებაში, რაც გულისხმობს ანალიზის ფარმაკოგნოსტული მეთოდების ათვისებას,
მთლიანი, დაწვრილმანებული და ფხვნილადქცეული სამკურნალო მცენარეული
ნედლეულის იდენტიფიკაციას; ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების აღმოჩენისა და
რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდების დაუფლებას; ტენიანობის, ნაცრის,
ექსტრაქტული ნივთიერებების განსაზღვრას ფარმაკოპეის მეთოდებით; სამკურნალო
მცენარეული ნედლეულის მიღების და სტანდარტიზაციის წესების გაცნობას.
ფარმაკოგნოზიის პრაქტიკული კურსი შედგენილია სილაბუსის მიხედვით,
გათვალისწინებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის
ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ის ასევე საინტერესო იქნება ფარმაცევტებისათვის და
სხვა დარგის სპეციალისტებისათვის, რომლებიც მუშაობენ მცენარეულ ნედლეულზე. ეს
არის პირველი მცდელობა ისეთი პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნისა, სადაც
თავმოყრილია სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ანალიზის მეთოდები
(მაკროსკოპული, მიკროსკოპული, ფიტოქიმიური, საქონელმცოდნეობითი და ა.შ.).
სახელმძღვანელო ილუსტრირებულია სამკურნალო მცენარეების, მცენარეული
ნედლეულისა და მიკროსკოპული სურათებით. იგი შედგენილია უცხოური
სახელმძღვანელოების და დამხმარე ლიტერატურის გამოყენებით, გამდიდრებულია
ინტერნეტით მოძიებული და ავტორების მიერ გადაღებული ფოტომასალით.
სახელმძღვანელო შედგება შესავალის, ზოგადი, კერძო ნაწილისა და დანართისაგან.
ზოგად ნაწილში აღწერილია სამკურნალო მცენარეული ნედლეულის მიღების, საშუალო
და საანალიზო სინჯების აღების წესები, სამკურნალო მცენარეული ნედლეულის
ფარმაკოგნოსტული ანალიზის მეთოდები: მაკროსკოპული, მიკროსკოპული,
საქონელმცოდნეობითი და ფიტოქიმიური.
სპეციალური ნაწილი ეძღვნება ცალკეული სამკურნალო მცენარეული ნედლეულის
იდენტიფიკაციისა და კეთილხარისხოვნების დადგენას, მასალის გადმოცემა იწყება
სამკურნალო მცენარეული ნედლეულის, მცენარის და მისი ოჯახის ქართულ-ლათინური
დასახელებით შეგროვების ვადების მითითებით. თუ ნედლეულის წყაროს წარმოადგენს
რამდენიმე სახეობა განხილულია ის სახეობა, რომლებიც იზრდება ველურად, ან
კულტივირებულია საქართველოში. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განხილული იყოს
რამდენიმე სახეობაც. ასევე შეტანილია ისეთი მცენარეებიც, რომელიც არ იზრდება
საქართველოში, როგორიცაა ფუტკარას ზოგიერთი სახეობა, თერმოფსისი, ქინაქინის ხე და
ა.შ საანალიზო ობიექტები დაყოფილია ორ ჯგუფად ლაბორატორიული კვლევის და
დამოუკიდებელი შესწავლისათვის. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ბან)
თითოეული ჯგუფზე ლაბორატორიული სამუშაო იწყება ფიტოქიმიური ანალიზით,
რომელიც გულისხმობს ბან-ის ჯამის გამოყოფას, თვისებითი რეაქციების ჩატარებას,
ქრომატოგრაფიული მეთოდით აღმოჩენას და რაოდენობით განსაზღვრას. მოცემულია

2
მეთოდები მოკლე განმარტებებით და მოსალოდნელი შედეგით. მას მოსდევს
მაკროსკოპული და მიკროსკოპული ანალიზის ერთი ან რამდენიმე მეცადინეობა.
ლაბორატორიულ მეცადინეობაზე სამკურნალო მცენარეული ნედლეულის შესწავლის
თანმიმდევრობა შეესაბამება ნორმატიულ დოკუმენტის სტრუქტურას, რაც გულისხმობს
ნედლეულის იდენტიფიკაციას გარეგნული ნიშნებით, მიკროსკოპიით, თვისებითი
რეაქციებით, ქრომატოგრაფიული მეთოდებით და რიცხვითი მაჩვენებლების მიხედვით.
სამკურნალო მცენარეების და მცენარეული ნედლეულის გარეგნული ნიშნების
დასადგენად სახელმძღვანელოში მოცემულია სურათები, მიკროსკოპულ ანალიზს
ახლავს ანატომიური შენების თავისებურებების გრაფიკული სურათები, ფოტომასალა
ინტერნეტიდან და სახელმძღვანელოებიდან „Руководства к практическим занятиям по
фармакогнозии“, Долгова А. А, Ладыгина Е. Я., 1977., „Практикум по фармакогнозии: Учеб.
пособие для студ. Вузов“, В. Н. Ковалев, Н. В. Попова, В. С. Кисличенко и др. 2003 და „Atlas
Microscopy drugs“, D. Spilkova, M.Kasparova, H. Kucerova, V. Koula. 2005.

3
თავი 1. სამკურნალო მცენარეული ნედლეულის მიღების წესები
და საანალიზო სინჯების შერჩევის მეთოდები

სამკურნალო მცენარეული ნედლეული მიიღება პარტიებად.


პარტიად ითვლება ერთი დასახელების, ყველა მაჩვენებლით ერთგვაროვანი,
ნედლეულის არანაკლებ 50 კგ-იანი მასა, რომელსაც თან ახლავს ხარისხის
დამადასტურებელი ერთი დოკუმენტი. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
 დოკუმენტის ნომერს და გაცემის თარიღს;
 გამგზავნის დასახელებას და გაცემის თარიღს;
 ნედლეულის დასახელებას;
 პარტიის ნომერს;
 შეგროვების ან დამზადების წელიწადს და თვეს;
 დამზადების რაიონს (ველურადზრდადი მცენარეული ნედლეულისათვის);
 ნედლეულის ხარისხის შემოწმების შედეგებს;
 ნედლეულზე ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის აღნიშვნას;
 ნედლეულის ხარისხზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას, გვარის და
თანამდებობის აღნიშვნით.
ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციასთან შეფუთვისა და მარკირების
შესაბამისობის დასადგენად პროდუქციის ყოველი ერთეულის გარეგან დათვალიერებას
აწარმოებენ. ყურადღება ექცევა შეფუთვის სისწორეს, ტარის მდგომარეობას (დასველების,
დანოტიოების და ნედლეულის ხარისხსა და შენახვაზე უარყოფითად მოქმედი სხვა
დაზიანებების არარსებობას).
ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ნედლეულის ხარისხის შესაბამისობის
შესამოწმებლად პარტიის სხვადასხვა ადგილიდან ნიმუშებს გადაარჩევენ დაუზიანებელი
პროდუქციის ერთეულებიდან, ცხრილი # 1-ში მითითებული რაოდენობით. პროდუქციის
დაზიანებულ ერთეულებში ნედლეულის ხარისხს ამოწმებენ დაუზიანებელი
პროდუქციისაგან განცალკევებით, რისთვისაც ხსნიან პროდუქციის ყოველ ერთეულს.
შენიშვნა. პროდუქციის არასრული 10 ერთეული უტოლდება 10 ერთეულს (მაგ.,
პარტიაში 51 ერთეულის არსებობისას ამონაკრების მოცულობა შეადგენს 6 ერთეულს).
პროდუქციის ამოკრებულ ერთეულებს ხსნიან და გარეგანი დათვალიერებით
ადგენენ ნედლეულის ერთგვაროვნებას მისი დამზადების წესის მიხედვით (მთლიანი,
დაწვრილმანებული, დაწნეხილი და ა.შ.), აგრეთვე ფერის, სუნის, დაბინძურების მხრივ;
დაობებას, ლპობას, მდგრადი უცხო სუნის არსებობას, რომელიც არ ქრება განიავების
შედეგად; დაბინძურებას შხამიანი მცენარეებითა და უცხო მინარევებით (ქვები, მინა,
მღრნელების და ფრინველების ექსკრემენტები და ა.შ.). იმავდროულად, შეუიარაღებელი
თვალით და ლუპით (5 - 10 X) იკვლევენ ბეღლის მავნებლების არსებობას.

4
ცხრილი # 1
ნედლეულის პროდუქციის
ამონაკრების მოცულობა
ერთეულთა რაოდენობა
1-5 ყველა ერთეული
6 - 50 5 ერთეული
50- ზემეტი პარტიის შემადგენელი პროდუქციის
ერთეულთა 10%

მთელი პარტია უნდა გადახარისხდეს და ხელმეორედ წარდგეს ჩასაბარებლად თუ


გარეგანი დათვალიერების შედეგად დადგინდა ნედლეულის არაერთგვაროვნება, ობისა
და ლპობის, აგრეთვე დაშვებულ ნორმებს აშკარად გადაჭარბებული სხვა მცენარეთა
არსებობა.
ნედლეულის მიღება დაუშვებელია თუ მასში აღმოაჩენენ შმორის, მდგრად უცხო
სუნს, შხამიან მცენარეებს და უცხო მინარევებს (მღრნელების, ფრინველების
ექსკრემენტები, მინა და ა.შ), ბეღლის მავნებლების მიერ II და III ხარისხის დაზიანებას.
სინჯების შერჩევა. პროდუქციის ყოველი ერთეულიდან იღებენ სამ წერტილოვან
სინჯს _ ზევიდან, ქვევიდან და შუადან. ტომრებიდან, ფუთებიდან, შეკვრებიდან
წერტილოვან სინჯებს ხელით იღებენ ზევიდან არანაკლებ 10 სმ-ის სიღრმეზე. ნაკერის
გარღვევის შემდეგ _ შუადან და ქვევიდან; თესლებისა და მშრალი ნაყოფების სინჯებს
მარცვლის საცეცით იღებენ. ყუთში მოთავსებული ნედლეულის პირველ წერტილოვან
სინჯს ზედა შრიდან იღებენ; მეორეს - ნედლეულის ნახევრის მოცილების შემდეგ ყუთის
შუა ადგილიდან; მესამეს _ ყუთის ძირიდან. წერტილოვანი სინჯები მასით უნდა იყოს
თითქმის თანაბარი. ყველა წერტილოვან სინჯს ფრთხილად ურევენ ერთმანეთს, რომელიც
გაერთიანებულ სინჯს წარმოადგენს.
ბეღლის მავნებლების მიერ დაბინძურების დონის დასადგენად, გაერთიანებული
სინჯიდან წვრილი სახის ნედლეულისათვის, კვარტებად დაყოფის მეთოდით გამოყოფენ
500 გ სინჯს, ხოლო მსხვილი სახის ნედლეულისათვის - 1000 გ. სინჯს ათავსებენ
მჭიდროდ დახურულ ქილაში, რომელსაც თან
ახლავს სათანადო ეტიკეტი.
გაერთიანებული სინჯიდან კვარტებად
დაყოფის მეთოდით გამოყოფენ საშუალო სინჯს.
ამისათვის ნედლეულს გლუვ, სუფთა, სწორ
ზედაპირზე ასწორებენ კვადრატის ფორმით და
შეძლებისგვარად გამოყავთ თხელი, თანაბარი
სისქის ფენა, რომელსაც დიაგონალურად ყოფენ
ოთხ სამკუთხედად. ორ მოპირდაპირე
სამკუთხედს მოაშორებენ, ხოლო დარჩენილებს
ერთმანეთში შეურევენ. ეს ოპერაცია მეორდება სურ.1. გაერთიანებული სინჯი

მანამ, სანამ ორ მოპირდაპირე სამკუთხედში არ

5
დარჩება ნედლეულის ის რაოდენობა, რომელიც შეესაბამება ცხრილი #2-ში მითითებული
მასის რაოდენობას. ნედლეულის გაერთიანებული სინჯის ნაშთს შეუერთებენ პარტიას.
საშუალო სინჯის მასაში დასაშვები ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს ± 10%-ს.
საშუალო სინჯს ათავსებენ
პოლიეთილენის ან მრავალშრიანი ქაღალდის
ტომარაში. ტომარას ეტიკეტს აკრავენ. მსგავს
ეტიკეტს ათავსებენ ტომარაში. ეტიკეტზე
მიუთითებენ შემდეგ მონაცემებს: ნედლეულის
დასახელება; მომწოდებლის დასახელება;
პარტიის ნომერი; პარტიის მასა; სინჯის
შერჩევის თარიღი; სინჯის ამღები პირის გვარი
და თანამდებობა.
საშუალო სინჯიდან კვარტებად დაყოფის
სურ.2. საშუალო სინჯი
მეთოდით გამოყოფენ საანალიზო სინჯებს,
რომლითაც ისაზღვრება:
 მინარევების ნამდვილობა, დაწვრილმანება და შედგენილობა;
 ტენიანობა (ტენიანობის დასადგენად საანალიზო სინჯს იღებენ საშუალო სინჯის
აღებისთანავე და ფუთავენ ჰერმეტულად);
 ნაცრისა და მოქმედი ნივთიერებების შედგენილობა.
შენიშვნა. ნედლეულის ისეთი სახეობებისათვის, როგორიცაა მთლიანი ბალახი,
ფესვები, ფესურები, გორგლები - ნამდვილობის, დაწვრილმანებისა და მინარევების
შემცველობის განსაზღვრისათვის საანალიზო სინჯის აღების შემდეგ, საშუალო სინჯის
ნაწილს, რომელიც განკუთვნილია ნაცრისა და მოქმედი ნივთიერებების
განსაზღვრისათვის, მაკრატლით ან სეკატორით აწვრილმანებენ მსხვილ ნაჭრებად,
შეურევენ და მისგან შესაბამის საანალიზო სინჯებს გამოყოფენ.
შენიშვნა. საშუალო და საანალიზო სინჯების მასა ნედლი სამკურნალო მცენარეული
ნედლეულისათვის მითითებულია შესაბამის ნორმატიულ - ტექნიკურ დოკუმენტაციებში.
თუ ორ მოპირდაპირე სამკუთხედში საანალიზო სინჯის გამოყოფისას ნედლეულის
მასა ცხრილი #3-ში მითითებულ მონაცემებზე მეტი ან ნაკლები აღმოჩნდა, მაშინ
დარჩენილი ორი სამკუთხედიდან უნდა გამოიყოს ნედლეული მთელი ფენის სისქეზე და
დაემატოს ნაკლული ნაწილი ან ასეთივე გზით ჩამოშორდეს იგი შერჩეულ სამკუთხედებს.
საანალიზო სინჯები იწონება ცდომილებით ± :
 სინჯის მასა 50 გ-ზე ნაკლები - 0,01;
 სინჯის მასა 100-დან 500 გ-მდე - 0,1;
 სინჯის მასა 500-დან 1000 გ-მდე - 1,0;
 სინჯის მასა 1000 გ-ზე მეტი - 5,0.

6
ცხრილი #2
ნედლეულის დასახელება საშუალო
სინჯის მასა, გ
არყის ხის კვირტები 150
ფიჭვის კვირტები 350
მთლიანი ფოთლები, გარდა ქვემოთ
400
ჩამონათვალისა:
სინამაქის ფოთლები 200
დათვის კენკრას და წითელი მოცვის ფოთლები 150
დაჭრილი, დაქუცმაცებული ფოთლები 200
ყვავილები, გარდა ქვემოთ ჩამონათვალისა: 300
გულყვითელას ყვავილები, სიმინდის
200
~ულვაშები~
დიდგულას ყვავილები 75
სამკურნალო გვირილას ყვავილები 200
მთლიანი ბალახები, ყლორტები, გარდა ქვემოთ
600
ჩამონათვალისა:
თავშავას ბალახისა 150
დაჭრილი, დაქუცმაცებული ბალახები 200
წვნიანი ნაყოფები, გარდა ქვემოთ ჩამონათვალისა: 200
ასკილის ნაყოფები 300
წიწაკას ნაყოფები 550
მშრალი ნაყოფები და თესლები, გარდა ქვემოთ
300
ჩამონათვალისა:
ინდური ლემას, თერმოფსისის, სელის თესლები 200
დიდი ამის ნაყოფები და ჯუთის თესლები 150
მთლიანი ტუბერები, ფესვები და ფესურები, გარდა
600
ქვემოთ ჩამონათვალისა:
ენდროს ფესურები და ფესვები, მარწყვაბალახას
400
ფესურები
ჯადვარის ტუბერები 200
მზიურას ფესურები და ფესვები 1000
ძირტკბილას გასუფთავებული ფესვები 2500
ძირტკბილას გაუსუფთავებელი ფესვები,
6000
კოწახურის ფესვები
დაჭრილი და დანაწევრებული ფესვები და
250
ფესურები
ფესვები და ფესურები ფხვნილის სახით 150
მთლიანი ქერქები 600
დაჭრილი ქერქები 200

საანალიზო სინჯის მასა უნდა შეესაბამებოდეს ცხრილი # 3-ის მონაცემებს


ცხრილი # 3

7
საანალიზო სინჯების მასა (გ)

ნამდვილობა, ნაცრის და
ნედლეულის დასახელება დაწვრილმანება ტენიანობ მოქმედი
მინარევების ა ნივთიერებები
შემცველობა ს შემცველობა

არყის ხის კვირტები 50 25 25


ფიჭვის კვირტები 200 25 100
მთლიანი ფოთლები, გარდა ქვემოთ 200 25 150
ჩამონათვალისა:
სინამაქის ფოთოლები 100 15 50
დათვის კენკრას და წითელი მოცვის
50 25 50
ფოთოლები
დაჭრილი, დაქუცმაცებული ფოთლები 5 25 100
ყვავილები, გარდა ქვემოთ ჩამონათვალისა: 200 25 50
გულყვითელას ყვავილები, სიმინდის
100 25 50
~ულვაშები~
დიდგულას ყვავილები 20 15 25
სამკურნალო გვირილას ყვავილები 50 25 100
მთლიანი ბალახები, ყლორტები, გარდა 300 50 200
ქვემოთ ჩამონათვალისა:
თავშავას ბალახი 25 15 50
დაჭრილი, დაქუცმაცებული ბალახები 50 25 100
წვნიანი ნაყოფები, გარდა ქვემოთ
100 50 50
ჩამონათვალისა:
ასკილის ნაყოფები 200 25 50
წიწაკას ნაყოფები 300 25 150
მშრალი ნაყოფები და თესლები, გარდა
200 25 50
ქვემოთ ჩამონათვალისა:
ინდური ლემას, თერმოფსისის, სელის
50 25 100
თესლები
დიდი ამის ნაყოფები და ჯუთის
10 25 100
თესლები
მთლიანი ტუბერები, ფესვები და ფესურები,
300 50 200
გარდა ქვემოთ ჩამონათვალისა:
ენდროს ფესურები და ფესვები,
200 50 100
მარწყვა- ბალახას ფესურები
ჯადვარის ტუბერები 100 25 50
მზიურას ფესურები და ფესვები 600 50 100
ძირტკბილას გაუსუფთავებელი
5000 100 500
ფესვები, კოწახურის ფესვები
ძირტკბილას გასუფთავებული ფესვები 2000 100 200

8
დაჭრილი და დაქუცმაცებული ფესვები და
ფესურები 100 25 100

ფესვები და ფესურები ფხვნილის სახით 50 15 25


მთლიანი ქერქები 400 50 100
დაჭრილი ქერქები 100 25 50

თუ ცდების შედეგად დადგინდა, რომ ნედლეულის ხარისხი არ შეესაბამება


ნორმატიულ - ტექნიკურ დოკუმენტაციის მოთხოვნებს, უნდა ჩატარდეს ხელმეორე
შემოწმება. განმეორებითი ანალიზისთვის პროდუქციის გაუხსნელი ერთეულებიდან
ამონაკრეფს იღებენ ცხრილი #1-ის შესაბამისად. განმეორებითი ანალიზის შედეგები
საბოლოოა და ვრცელდება მთელ პარტიაზე.
შენიშვნა. მითითებული სტატია არ ვრცელდება ჟენშენის ფესვების მიღებისა და
შერჩევვის წესებზე.

დაფასოებული პროდუქციიდან სინჯების აღება

სამკურნალო საშუალებად გამოყენებისათვის მცენარეულ ნედლეულს აფასოებენ


მთლიანი, დაჭრილი, დანაწევრებული, ფხვნილის, დაჭრილ - დაპრესილი, აგრეთვე
ბრიკეტების და სიგარეტების სახით კოლოფებსა და პოლიეთილენის პაკეტებში.
დაფასოებული პროდუქცია მიიღება სერიებად. სერიად ითვლება ერთგვაროვანი
პროდუქციის განსაზღვრული რაოდენობა (არაუმეტეს 10 ტ), რომელიც გამოშვებულია
ერთი დღე-ღამის განმავლობაში და რომელსაც თან ახლავს ხარისხის დამადასტურებელი
ერთი დოკუმენტი. სერიად ჩაითვლება ნედლეულის ერთიანი წინასწარ შერეული
რამდენიმე პარტია (არაუმეტეს სამისა).
შემოწმებისათვის პროდუქციის ერთეულები შეირჩევა საკონტროლო სერიის
სხვადასხვა ადგილებიდან. ამონაკრების მოცულობა დამოკიდებულია სერიის
მოცულობაზე და მოყვანილია ცხრილი # 4-ში.
შენიშვნა. ნაკლული 10 ან 20 სატრანსპორტო ერთეული უტოლდება, შესაბამისად 10
ან 20 ერთეულს.
სინჯების შერჩევა. პროდუქციის სატრანსპორტო ერთეულებს (ყუთებს) ხსნიან და ყოველი
გახსნილი ყუთის სხვადასხვა ადგილიდან იღებენ სამკურნალო მცენარეული საშუალების
2 - 2 დაფასოებულ ერთეულს. 1 - 4 სატრანსპორტო ერთეულიდან იღებენ 10 დაფასოებულ
ერთეულს. დაფასოებული მზა პროდუქციის აღებული ერთეულები შეადგენს
გაერთიანებულ სინჯს.

ცხრილი # 4
პროდუქციის
ამონაკრების მოცულობა
სატრანსპორტო

9
ერთეულების
რაოდენობა სერიაში
1-5 ყველა ერთეული

6- 50 5 ერთეული

50-ზე მეტი მთლიანი, დაჭრილი, დაქუცმაცებული, დაფხვნილი,


ბრიკეტებისა და სიგარეტების ფორმის სამკურნალო
მცენარეული ნედლეულისათვის, რომლებიც
დაფასოებულია კოლოფებსა და პოლიეთილენის
პაკეტებში, სერიის შემადგენელი ყოველი 10 ერთეულიდან
თითო სატრანსპორტო ერთეული.
დაჭრილ - დაწნეხილი სახით დაფასოებული სამკურნალო
მცენარეული ნედლეულისათვის ყოველი 20 ერთეულიდან
თითო სატრანსპორტო ერთეული.

სამკურნალო მცენარეულ საშუალებათა საშუალო და საანალიზო


სინჯების შერჩევა

1. მთლიანი, დაჭრილი, დაქუცმაცებული და ფხვნილის სახით დაფასოებული.


გაერთიანებული სინჯისათვის შერჩეულ ფუთებს ხსნიან, შიგთავს გადმოყრიან გლუვ,
სუფთა, სწორ ზედაპირზე, საგულდაგულოდ შეურევენ და კვარტებად დაყოფის
მეთოდით გამოყოფენ საშუალო სინჯს. საშუალო სინჯის მასა მოყვანილია ცხრილი #2-ში.
საშუალო სინჯიდან კვარტებად დაყოფის მეთოდით გამოყოფენ საანალიზო სინჯებს.
საანალიზო სინჯების მასა მოყვანილია ცხრილი #3 - ში.
ფხვნილის სახით დაფასოებული, ისევე როგორც, დაჭრილი და დაქუცმაცებული
ნედლეულის საშუალო და საანალიზო სინჯების მასა მითითებულია ცხრილი #2 და #3 -
ში.
2. დაჭრილ - დაწნეხილი სახით დაფასოებული. დაწვრილმანებული ნაწილაკებისა და
ნაფშვენის შემცველობის დასადგენად გაერთიანებული სინჯიდან იღებენ 5 ფუთას.
ფუთების და ნარჩენ ერთეულებს ხსნიან, შეურევენ ერთმანეთში და კვარტებად დაყოფის
მეთოდით გამოყოფენ საშუალო სინჯს, რომლის მასა შეადგენს 100 გ. საშუალო სინჯიდან
კვარტებად დაყოფის მეთოდით გამოყოფენ 3 საანალიზო სინჯს: ნამდვილობისა და
დაშლადობის დასადგენად - 25 გ; ტენიანობის (მასაში დანაკარგი გამოშრობისას)
დასადგენად – 25 გ; ნაცრისა და მოქმედი ნივთიერებების დასადგენად - 50 გ.
3. ბრიკეტები. გაერთიანებული სინჯის ბრიკეტებს ალაგებენ ერთფენად, შემდეგ
ნებისმიერად სხვადასხვა ადგილებიდან იღებენ 20 ბრიკეტს (საშუალო სინჯი), მათგან 10
ბრიკეტს იყენებენ ბრიკეტის ზომის და მასის განსაზღვრისათვის, დანარჩენ 10 -
ნაფშვენების შემცველობის დასადგენად. ნაფშვენების განსაზღვრის შემდეგ ამ 10 ბრიკეტს

10
დაფშვნიან, საგულდაგულოდ შეურევენ ერთმანეთს და კვარტებად დაყოფის მეთოდით
გამოყოფენ საანალიზო სინჯებს.
საანალიზო სინჯების მასა იხ. ცხრილი #3-ში. იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული
სინჯი შედგება 10 ბრიკეტისაგან, 5 ბრიკეტს იყენებენ მისი ზომისა და მასის დასადგენად,
დანარჩენ 5 - ნაფშვენების შემცველობის დასადგენად და საანალიზო სინჯის ასაღებად.
4. სიგარეტები. გაერთიანებული სინჯის კოლოფებს ალაგებენ ერთ შრედ და
სხვადასხვა ადგილიდან ნებისმიერად იღებენ 10 კოლოფს (საშუალო სინჯი); 5 კოლოფს
იყენებენ მასის და დაწვრილმანების ხარისხის დასადგენად, დანარჩენ 5 - დაფშვნის
შემდეგ საანალიზო სინჯის ასაღებად.
საანალიზო სინჯების მასა მოყვანილია ცხრილი #3-ში, ისევე როგორც ეს
გათვალისწინებულია დაჭრილი და დაქუცმაცებული ფოთლებისათვის.

თავი 2. სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ანალიზის მეთოდები

11
სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ანალიზის მიზანია დაადგინოს
მცენარეული ნედლეულის იგივეობა, სისუფთავე, ვარგისობა.
ნედლეულის ნამდვილობას ადგენენ გარეგანი ნიშნებით (მაკროსკოპული ანალიზი),
ანატომიური - დიაგნოსტიკური ნიშნებით (მიკროსკოპული კვლევა), ფიტოქიმიური და
საქონელმცოდნეობითი ანალიზით, ნორმატიულ - ტექნიკური დოკუმენტაციის
მოთხოვნათა შესაბამისად. სამკურნალო მცენარეული ნედლეული ყველა მაჩვენებლით
უნდა პასუხობდეს ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს,
მაკროსკოპული ანალიზი ემყარება მთლიანი ან დაჭრილი მცენარეული ნედლეულის
გარეგანი ნიშნების განსაზღვრას. ადგენენ მოცემული ნედლეულის დამახასიათებელ
სპეციფიურ მაჩვენებლებს, რომლებიც მოგვეხმარება მისი იგივეობის დადგენაში –
იდენტიფიკაციაში. ასეთებია ფერი, სუნი, გემო, ზომები, სისუფთავე.
უკვირდებიან ნედლეულის ფორმას და ზედაპირის თავისებურებებს. მისი
მორფოლოგიის შესწავლა ხდება შეუიარაღებელი თვალით ან სარგებლობენ ლუპით.
არსებობს ხელის, ბინოკულარული და საპრეპარატო ლუპები, რომლებიც ნედლეულზე
თვალით ძნელად დასანახი საგნების და თავისებურებების შემჩნევის საშუალებას იძლევა.
ესაა წვრილი თესლები, ყვავილები, ქოლგოსნების ნაყოფები, ასევე ისეთი სადიაგნოზო
ნიშნები, როგორიცაა შებუსვა და მისი ტიპები; ჯირკვლების, მეჭეჭების, ნაოჭების,
ნახეთქების არსებობა, გადანატეხზე ნედლეული ბოჭკოვანია, მარცვლოვან–ხორკლოვანი,
ფოროვანი თუ სხვ.
ნედლეულის ზომებს განსაზღვრავენ მილიმეტრული სახაზავით. თუ საქმე აქვთ
მრგვალ თესლთან, მის პარამეტრებს ადგენენ სხვადასხვა სიდიდის ნასვრეტებიან საცერში
გატარებით.
ფერს, სუნს, გემოს ამოწმებენ ორგანოლეპტიურად. ფერი ისინჯება დღის სინათლეზე
და მხოლოდ მშრალ ობიექტზე. სუნის შეგრძნების გასაძლიერებლად ნედლეულს გასრესენ
თითებს შორის, თუ მყარია ჩამოფხეკენ ან დანაყავენ, უმჯობესია ნედლეულის ჩაყურსვა
ცხელ წყალში 1-2 წუთის განმავლობაში. გემოს გასინჯვისას დაუშვებელია გადაყლაპვა,
მიზანშეწონილია 10%-იანი მონახარშის მომზადება და პირში გამოვლება. კატეგორიული
მოთხოვნაა – უცნობ, ან ცნობილ შხამიან მცენარეს გემოს არ უსინჯავენ!
მიკროსკოპულ კვლევას ატარებენ იმ შემთხვევაში, თუ გარეგანი ნიშნებით და
თვისებითი რეაქციებით ძნელდება ნედლეულის ნამდვილობის დადგენა. მიკროსკოპულ
ანალიზს მიმართავენ ძირითადად დაწვრილმანებული, ფხვნილადქცეული და
ბრიკეტირებული ნედლეულის იგივეობის განსაზღვრისათვის. ზოგჯერ მიკროსკოპის
საშუალებით გამოკვლევა აუცილებელი ხდება მაშინ, თუ ძნელი გამოსაცნობია მთლიანი
ნედლეული.
უპირველეს ყოვლისა საჭიროა ნედლეულის წინასწარი დამუშავება _ დარბილება
ნამიან კამერაში, შემდეგ ჩამაგრება კორპში, ანწლის გულში, პარაფინის ბლოკში, ან
ზედაპირული პრეპარატის მომზადებისათვის მისი გამჭვირვალება ტუტის 3% ხსნარში
წამოდუღებით. რიგ შემთხვევაში უპირატესობას აძლევენ განივი, სიგრძივი, რადიალური
ანათლების მომზადებას. აკეთებენ ე.წ. "დროებით" და "მუდმივ" პრეპარატებს. მათ

12
სინჯავენ სხვადასხვა კონსტრუქციის მიკროსკოპის ქვეშ ჯერ მცირე, შემდეგ კი დიდ
გადიდებაზე.
ნედლეულის მიკროსკოპის ქვეშ დათვალიერებისა და იდენტიფიკაციისათვის
პირველ ეტაპზე აუცილებელია დაადგინონ რა ნედლეულთან აქვთ საქმე: ნაყოფია თუ
თესლი, ფესვია, ფესურა, მცენარის ღეროა თუ მხოლოდ ქერქი და სხვ. შემდეგ
გულისყურით უნდა შეისწავლონ პრეპარატი და იპოვონ დიაგნოსტიკური ნიშნების ის
ერთობლიობა, რომლითაც მოცემული მცენარის, მოცემულ ორგანოს განასხვავებენ
მონათესავე სახეობის ან შესაძლო მინარევის იგივე მორფოლოგიური ჯგუფიდან.
ამისათვის აუცილებელია ზედმიწევნით დაიმახსოვრონ ყველა ოფიცინალური მცენარის
მორფოლოგიურ - ანატომიური სადიაგნოზო ნიშნები. ისე დაამზადონ მიკროსკოპული
პრეპარატი, რომ უზრუნველყონ ამ მაჩვნებლების პოვნა და შედარება ფარმაკოპეის
შესაბამისი სტატიის ან სხვა ნორმატული დოკუმენტაციის მოთხოვნებთან. აქ საჭიროა
პრეპარატების კარგი ხილვადობა, ამიტომ ანათალს ამჭვირვალებენ ქლორალჰიდრატში,
აგრეთვე ფენოლში ან კალიუმის და ნატრიუმის ტუტის 3-5% ხსნარებში წამოდუღებით.
მიკროსკოპულ ანალიზში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიკროქიმიურ გამოკვლევას.
სპეციალურ რეაქციებს ატარებენ უჯრედების და ქსოვილების გამერქნების ხასიათის,
სუბერინიზაციის, კუტინიზაციის დასადგენად, ან სუფთა ცელულოზაზე. კიდევ უფრო
მნიშვნელოვანია ფერადი რეაქციები სახამებლის, ლორწოს, ეთეროვანი და ცხიმოვანი
ზეთების, მთრიმლავი ნივთიერებების, ანტრაგლიკოზიდების არსებობის და მათი
ლოკალიზაციის ადგილების დასადგენად.
უკანასკნელ წლებში შემოღებულია მიკროსკოპული ანალიზის ახალი მეთოდი, ესაა
ლუმინესცენტური მიკროსკოპია. ამ მეთოდით მშრალი მცენარეული ნედლეულის
პრეპარატს – სქელ ანათალს ან ფხვნილს აკვირდებიან ულტრაიისფერ სხივებში.
ნედლეულის წინასწარი დალბობა დაუშვებელია, რადგან გამოიწვევს მცენარეული
უჯრედებიდან ქიმიური ჯგუფების გამორეცხვას; თუ იგი აუცილებელია, ანათალს
ათავსებენ ისეთ ხსნარში, რომელშიც მოცემული ნივთიერებები არ იხსნება. ათვალიერებენ
ობიექტივის საშუალებით, სინათლის სხივის ზევიდან დაცემისას. შეიძლება ისარგებლონ
ჩვეულებრივი ბიოლოგიური მიკროსკოპითაც, რომელიც აღჭურვილია სპეციალური
ლუმინესცენტური გამანათებ-ლებით. მცენარეში არსებული ბიოლოგიურად აქტიური
ნივთიერებები ლუმინესცენტური მიკროსკოპით გამოკვლევისას ხშირად კაშკაშად
ფლუორესცირებენ, სხვადასხვა ქიმიურ შენაერთებს აქვთ დამახასიათებელი ნათება. მაგ.
ანტრაგლიკოზიდები იძლევა ნარინჯისფერ ნათებას სხვადასხვა ელფერით, ტროპანის
ჯგუფის ალკალოიდები ყვითელ ფლუორესცენციას, ფლავონოიდები _ ყავისფერ, ყვი-
თელ ან მომწვანო-ყვითელს, ანთოციანები _ მუქ წითელს. პირიქით არ ლუმინესცირებენ
ქლოროფილი, კალციუმის ოქსალატის კრისტალები. საერთოდ ნათების ინტენსივობა
საორენტაციოდ მიგვანიშნებს ამ ნივთიერებების მეტ-ნაკლებ კონცენტრაციაზე. საკუთრივ,
ლუმინესცენცია აქვთ თვით ქსოვილებსაც. მაგ. მკვეთრად ლუმინესცირებენ გამტარი
კონების გამერქნებული ელემენტები, სკლერენქიმის, კორპის, კუტიკულის უჯრედები.
აღნიშნულ მეთოდს უმეტესად მიმართავენ მცენარეულ ქსოვილებში ბიოლოგიურად

13
აქტიური ნივთიერებების ლოკალიზაციის დასადგენად, მნიშვნელოვანია აგრეთვე
ნედლეულის იდენტიფიკაციისათვის. ნამდვილობის განსაზღვრის მეთოდები
მოყვანილია შესაბამის სტატიებში („ფოთლები,“ „ბალახები,“ „ქერქები,“ „ფესვები“,
„ფესურები“, „ბოლქვები“, „ტუბერები“, „ტუბერ-ბოლქვები,“ „ყვავილები,“ „ნაყოფები,“
„თესლები“ ).

ფოთლები- FOLIA

ფარმაცევტულ პრაქტიკაში ფოთლებს უწოდებენ


სამკურნალო ნედლეულს, რომელიც წარმოადგენს
გამშრალ ან ნედლ ფოთლებს ან რთული ფოთლების
ცალკეულ ფოთოლაკებს. ჩვეულებრივად ამზადებენ
განვითარებულ ფოთლებს ყუნწიანად ან უყუნწოდ.
გარეგანი ნიშნები. გარეგანი ნიშნების განსაზღვრის
დროს წვრილ და ტყავისებრ ფოთლებს მშრალ
მდგომარეობაში იკვლევენ; მსხვილ, თხელ ფოთლებს,
რომლებიც როგორც წესი დაჭმუჭნულია, წინასწარ
რამდენიმე წუთით არბილებენ ტენიან კამერაში ან ცხელ
წყალში ჩაყურსვით; ამის შემდეგ მინის ფირფიტაზე გაშლიან და გულდასმით ასწორებენ.
ამ დროს ყურადღებას აქცევენ ფოთლის ფირფიტისა და ყუნწის ფორმას, მათ ზომებს,
აღნიშნავენ ფოთლის შებუსვას (ბუსუსების სიუხვესა და განლაგებას), კიდის ხასიათსა და
დაძარღვას, ეთერზეთის ჯირკვლებისა და სხვა წარმონაქმნების არსებობას ფოთლის
ზედაპირზე, ან სათავსოების განლაგებას მეზოფილში (ლუპა 10X). ნედლ ფოთლებს
იკვლევენ წინასწარი დამუშავების გარეშე.
ზომებს - ფოთლის ფირფიტის სიგრძესა და სიგანეს, ყუნწის დიამეტრსა და სიგრძეს -
ადგენენ სახაზავის საშუალებით. ფერს საზღვრავენ ფოთლის ორივე მხრიდან მშრალ
მასალაში დღის განათებაზე;
სუნს - ფოთლის გასრესით; გემოს - მშრალი ფოთლის ნაჭრების ან მისი მონახარშის
გასინჯვით (მხოლოდ არაშხამიანი ობიექტების).
მიკროსკოპია. მთლიანი, დაჭრილი და დაქუცმაცებული ნედლეული. თხელი
ფოთლებიდან ამზადებენ ზედაპირის პრეპარატებს; სქელი და ტყავისებრი ფოთლებიდან
აუცილებლობის შემთხვევაში განივ ანათლებს. წვრილი ფოთლების ზედაპირის
მიკროპრეპარატის მოსამზადებლად მათ მთლიანად იყენებენ. მსხვილი ფოთლების
შემთხვევაში ცალკეულ მონაკვეთებს იღებენ, მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო
ელემენტების განლაგების გათვალისწინებით: ფოთლის კიდეს, ფოთლის კიდის კბილაკს,
მთავარი ძარღვის მონაკვეთს, ფოთლის წვერს და ფუძეს. დაჭრილი ფოთლების
განსაზღვრისას გადაარჩევენ რამდენიმე ნაჭერს - მსხვილი ძარღვით და ფოთლის კიდით.

14
სურ. 3. ბაგის ტიპები

ფოთლის მიკროპრეპარატის ზედაპირის დათვალიერებისას ყურადღებას აქცევენ


შემდეგ ძირითად დიაგნოზურ ნიშნებს: ეპიდერმისის აგებულებას, ბაგეების ტიპს,
ტრიქომების ხასიათს (ბუსუსები, ჯირკვლები), კრისტალური ჩანართების, მექანიკური
ქსოვილის, სხვადასხვაგვარი სათავსოების, სარძევე მილების, სეკრეტორული არხების და
ა.შ. არსებობასა და ფორმას.
ფოთლების ეპიდერმისი ხასიათდება უჯრედების გარკვეული ფორმით -
იზოდიამეტრული ან მოგრძო, სწორი ან დაკლაკნილი გვერდითი კედლებით, თხელი ან
გასქელებული გარსებით, ხშირად გვხვდება გვერდითი (ანტიკლინალური) კედლების
კრიალოსნისებრი გასქელებები.
დამახასიათებელია ბაგეთა ტიპი, რომელიც განისაზღვრება ბაგის მიმდებარე
ეპიდერმისის უჯრედების რიცხვითა და განლაგებით.
ორლებლიან მცენარეებში არჩევენ ბაგის კომპლექსის ოთხ ძირითად ტიპს:
 ანომოციტური (ანუ რანუნკულოიდური) - ბაგე გარშემორტყმულია უჯრედთა
განუსაზღვრელი რიცხვით, რომლებიც ფორმითა და ზომით არ განსხვავდება
ეპიდერმისის დანარჩენი უჯრედებისაგან;
 ანიზოციტური (ანუ კრუციფეროიდული) - ბაგე გარშემორტყმულია ბაგის
მიმდებარე სამი უჯრედით, რომელთაგან ერთი მნიშვნელოვნად პატარაა
დანარჩენ ორზე;
 პარაციტული (ანუ რუბიაცეოიდული) - ბაგის თითოეულ მხარეს, მისი სიგრძივი
ღერძის გასწვრივ განლაგებულია ბაგის მიმდებარე თითო ან მეტი უჯრედი;

15
 დიაციტური (ანუ კარიოფილოიდური) - ბაგე გარშემორტყმულია ბაგის მიმდებარე
ორი უჯრედით, რომელთა მომიჯნავე კედლები ბაგის ხვრელის მიმართ
პერპენდიკულარულადაა განლაგებული;
ერთლებლიან მცენარეებში არჩევენ 5 ტიპს:
 აპერიგენული ტიპი - ბაგეებს არ გააჩნია ბაგის მიმდებარე ტიპიური უჯრედები;
 ბიპერიგენული ტიპი - ბაგეები გარშემორტყმულია ბაგის მიმდებარე ორი
უჯრედით, რომლებიც ჩამკეტი უჯრედების მიმართ ლატერალურადაა
განლაგებული;
 ტეტრაპერიგენული ტიპი - ბაგეები გარშემორტყმულია ბაგის მიმდებარე ოთხი
უჯრედით: მათგან ორი უჯრედი ლატერალურადაა განწყობილი, ხოლო
დანარჩენი ორი - პოლარულად ან ყველა უჯრედი ლატერალურია - თითოეული
მხრიდან ორ-ორი;

სურ.4. ტეტრაპერიგენული ტიპის ბაგე

 ჰექსაპერიგენული ტიპი - ბაგეებს აკრავს ექვსი ბაგის მიმდებარე უჯრედი, მათგან


ორი პოლარულია და ოთხი ლატერალური;
 მულტიპერიგენული ტიპი - ბაგის მიმდებარე უჯრედების რიცხვი ექვსზე მეტია;
ისინი ბაგის ირგვლივ რგოლურად ან გარკვეული წესის გარეშეა განლაგებული.
ზოგიერთი მცენარის ფოთლებისათვის დამახასიათებელია წყლის ბაგეები,
რომლებიც განსხვავდებიან მსხვილი ზომებითა და ფოთლის ან კბილაკების წვერში
განლაგებით.
ეპიდერმისში შეიძლება შეგვხვდეს სეკრეტორული უჯრედები ან ცისტოლიტების
შემცველი უჯრედები.
ეპიდერმისის უჯრედები, რომლებიც გარს აკრავს ბუსუსებს, ხშირად როზეტს ქმნის,
რაც მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო ნიშანია. ყურადღებას აქცევენ აგრეთვე კუტიკულის
ფენის, რომელიც ფოთლის ზედაპირს ფარავს. ჩვეულებრივად კუტიკულა განფენილია
თხელი თანაბარი ფენის სახით, ზოგჯერ ის სქელია ან ზოგ ადგილებზე ქმნის ნაკეცების
სახის გასქელებებს.

16
სურ. 5. ფოთლის ეპიდერმისის მიკროსკოპია

მნიშვნელოვანი სადიაგნოზო ნიშანია ტრიქომები, მათი აგებულების დიდი


სხვადასხვაობის გამო. ტრიქომების უფრო გავრცელებული ტიპია ბუსუსები. მათ ყოფენ
ერთ- ან მრავალუჯრედოვან, მარტივ და თავაკიან (ჯირკვლოვან) ბუსუსებად. მარტივი
ბუსუსები შეიძლება იყოს ერთრიგა, ორრიგა, მრავალრიგა, კონოვანი, დაუტოტავი და
განტოტვილი (ვარსკვლავისებრი, დატოტვილი), თხელი და სქელი კედლებით. მათი
ზედაპირო გლუვია, დამეჭეჭებული ან სიგრძივ დაკეცილი, რაც დამოკიდებულია
ბუსუსის მფარავი კუტიკულის თავისებურებებზე. კიდევ უფრო სხვადასხვაგვარია
თავაკიანი ბუსუსები, რომლებიც განსხვავდებიან როგორც ფეხის აგებულებით (ერთ-, ორ-
ან მრავალუჯრედოვანი), ასევე თავაკის ფორმით და აგებულებით (სფეროსებრი,
ოვალური ან სხვა ფორმის, ერთ-, ორ- ან მრავალუჯრედოვანი, შიგთავსიანი ან მის
გარეშე).

სურ. 6. ფოთლის ეპიდერმისის მიკროსკოპია


ეპიდერმალური წარმონაქმნების (ტრიქომების) სხვა ტიპია - ჯირკვლები. ისინი
დამახასიათებელია მრავალი მცენარისა და მთლიანად ოჯახებისთვის, აქვთ გარკვეული
ფორმა და აგებულება. როგორც წესი, ჯირკვლებში ლოკალიზდება ეთეროვანი ზეთი,
თუმცა გვხვდება სხვა ჩანართებიც ან ჯირკვლები შიგთავსის გარეშე.

17
ფოთლების დიაგნოსტიკაში მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა სათავსოებს ეთეროვანი
ზეთით, ლორწოთი, ფისოვანი და სხვა ჰიდროფობური ნივთიერებებით:
 ფოთლის მეზოფილში განლაგებული სქიზოგენური ან სქიზოლიზიგენური
საცავები;
 სარძევე მილები, სეკრეტორული არხები, რომლებიც თან ახლავს გამტარ კონებს,
ძარღვებს და განსხვავდებიან სხვადასხვაგვარი შედგენილობის შიგთავსით.
ფოთლებში გვხვდება სპეციალური უჯრედები - იდიობლასტები, კალციუმის
ოქსალატის კრისტალების, ცისტოლიტების და სხვა კრისტალური ჩანართების
შემცველობით. კალციუმის ოქსალატის კრისტალები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის
და ზომის: პრიზმული, რომბისებრი, ოქტაედრული ან სხვა ფორმის ერთეული
კრისტალები, ცალკეული გრძელი ნემსების ან კონებად შეკრებილი წვრილი ნემსების
სახით (რაფიდები), სფეროკრისტალები, უწვრილესი კრისტალების დაგროვებები
(კრისტალური ქვიშა). კრისტალების შენაზარდები (დრუზები, კრისტალებიანი უჯრედები
განლაგებულია მეზოფილის უჯრედთა შორის, ან ქმნის კრისტალურ შემონაფენს გამტარი
კონების ან ბოჭკოთა ჯგუფების ირგვლივ. იშვიათად გვხვდება სხვა მინერალური
ნივთიერებების - კალციუმის კარბონატის, კაჟმიწის და სხვათა დაგროვება.

სურ. 7. ფოთლის განივი ჭრილი


განივი ანათლის მოსამზადებლად იღებენ ფოთლის ნაჭერს, რომელშიც გადის
მთავარი ძარღვი; წვრილ ფოთლებს იღებენ მთლიანად. პრეპარატს იმგვარად ამზადებენ,
რომ მასში მოყვეს მთავარი ძარღვის განივი განაკვეთი და მეზოფილის ნაწილი.
ყურადღებას აქცევენ მთავარი ძარღვის ფორმას, ძარღვში გამტარი კონების რიცხვს, მათ
ფორმასა და განლაგებას. გამტარი კონების აგებულებაში აღნიშნავენ ფლოემის და
ქსილემის განლაგებას, მექანიკური ქსოვილების, კრისტალებიან უჯრედთა შემონაფენის
არსებობას და სხვა. აღნიშნავენ მეზოფილის სტრუქტურის თავისებურებებს - ფოთოლი
დორსოვენტრალურია (მესრისებრი ქსოვილი განლაგებულია ერთ მხარეს, ხოლო
ღრუბლისებრი – მოპირდაპირე მხარეს), თუ იზოლატერალური (მესრისებრი ქსოვილი -
ორივე მხარეზეა); აერენქიმის, კალციუმის ოქსალატის კრისტალების, სათავსოების,
სეკრეტორული უჯრედებისა და არხების, სარძევე მილებისა და სხვათა არსებობას.

18
ფოთლის ზედაპირზე კარგად მოჩანს თუ არა სქელი ან დანაოჭებული კუტიკულა,
ბუსუსები, ჯირკვლები და სხვა.
ფხვნილი. ფხვნილის მიკროპრეპარატში ძარღვები მოჩანს სიგრძივ კვეთაში. ფოთლის
ფირფიტის ცალკეული ფრაგმენტები ძირითადად მოჩანს ზედაპირის; მათში შეიძლება
დავინახოთ ყველა სადიაგნოზო ელემენეტი, რომლებიც მითითებულია მთლიანი
ფოთლებისათვის. ფოთლის ფრაგმენტები შეიძლება შეგვხვდეს განივ ჭრილში, რომელშიც
კარგად მოჩანს მეზოფილის სტრუქტურა და ეპიდერმისის აგებულების თავისებურებები.
ფხვნილში მრავლადაა ქსოვილებისა და ცალკეული ელემენტების ნაფლეთები: ბუსუსები
და მათი ნაწილები, ჯირკვლები, კალციუმის ოქსალატის ცალკეული კრისტალები და
კრისტალოვანი შემონაფენის ფრაგმენტები, ბოჭკოები, სკლერეიდები, სეკრეტორული
არხების, საცავების, სარძევე მილებისა და სხვათა ნაწილები.

სურ. 8. კალციუმის ოქსალატის სხვადასხვა ფორმის კრისტალები


1 - ერთეული კრისტალები; 2- კრისტალური შემონაფენი ძარღვზე; 3 -კრისტალური შემონაფენი ბოჭკოებზე;
4 - დრუზები; 5 რაფიდები; 6-უჯრედები კრისტალური ქვიშით

19
სურ. 9.ბუსუსებისა და ჯირკვლების ტიპები
1 - მარტივი მრავალუჯრედიანი ბუსუსი; 2 - ბუსუსები დამეჭეჭებული ზედაპირით; 3 - თავაკიანი
ბუსუსები; 4 - ჭიაყელისებური ბუსუსი; 5 - ვარსკვლავისებური ბუსუსი; 6 - Т-ს მაგვარი ბუსუსი; 7 -
რეტორტისებური ბუსუსი; 8 - მსუსხავი ბუსუსი; 9- კონუსრი ბუსუსი; 10 - მუხლუხოსებრიბუსუსი; 11 -
დატოტვილი ბუსუსი; 12 -კონოვანი ბუსუსი;13 - ჯირკვალი ასტრასებრთა ოჯახის,ზედხედი; 14-იგივე
გვერდიდან; 15 - ჯირკვალი ტუჩოსნების ზედხედი; 16 -იგივე გვერდიდან.

სურ.10. ჭურჭლები, მექანიკური ელემენტები


1 -ჭურჭლები: а - ზარისებრი, სპირალური; б -ბადისებური; в-კიბისებრი; г - ფოროვანი; 2 - გაქვავებული
უჯრედები; 3 - ბოჭკოები; 4 - ბოჭკოების განივი ჭრილი

20
ბალახები - HERBAE

ფარმაცევტულ პრაქტიკაში ბალახებს


უწოდებენ სამკურნალო ნედლეულს,
რომელიც წარმოადგენს ბალახოვანი
მცენარეების გამშრალ ან ნედლ მიწისზედა
ნაწილებს. ბალახებს კრეფენ ყვავილობის,
ზოგჯერ კოკრობის ან ნაყოფობის
პერიოდში. ნედლეული შედგება
შეფოთლილი და ყვავილებიანი
ღეროებისაგან, ნაწილობრივ კოკრებითა და
უმწიფარი ნაყოფებით. ზოგიერთი მცენარის
მხოლოდ წვეროებს კრეფენ, ზოგის -
სურ. 11. კალციუმის ოქსალატის პრიზმული მთლიანად მიწისზედა ნაწილს, ან
კრისტალები
მიწისზედა ნაწილს ფესვებიანად.
გარეგანი ნიშნები. გარეგანი ნიშნების განსაზღვრისას ყურადღება ექცევა ღეროების,
ფოთლების, ყვავილების (ნაყოფების) აგებულებას. დათვალიერება ხდება შეუიარაღებელი
თვალით ან ლუპის საშუალებით (10 X). საჭიროების შემთხვევაში ნედლეულს რამდენიმე
წუთის განმავლობაში ცხელ წყალში ალბობენ. შემდეგ ღეროებს, ფოთლებს, ყვავილებს
განფენენ და ასწორებენ მინაზე ან რაიმე გლუვ ზედაპირზე. თუ ბალახი დაქუცმაცებულია,
მაშინ დასალბობად იღებენ ღეროს ნაჭრებს, ფოთლებს, ყვავილებს.
ღეროს აგებულებაში აღნიშნავენ შემდეგ თავისებურებებს: მარტივია თუ
დატოტვილი; განივი განაკვეთის ფორმას - ღერო ცილინდრულია, წიბოებიანია,
ოთხწახნაგაა და ა.შ.; შებუსვას; ზომებს (სიგრძეს და ფუძის დიამეტრს); ღეროზე
ფოთლების განლაგებას (მორიგეობითი, მოპირისპირე, რგოლური); ყვავილედის ტიპს;
ფოთლების, ყვავილების, ნაყოფების
აგებულებას.
ფერს საზღვრავენ მშრალ
ნედლეულზე - დღის სინათლეზე; სუნს -
გასრესით. გემოს - მშრალი ნედლეულის
ნაჭრის ან მისი ნახარშის გასინჯვით
(მხოლოდ არაშხამიანი ობიექტები).
მიკროსკოპია. მთლიანი და დაჭრილი
ნედლეული. ამზადებენ ფოთლის
ზედაპირის მიკროპრეპარატს. ზოგ
შემთხვევაში - ღეროს მიკროპრეპარატებს.
ღეროს პრეპარატებში ყურადღებას აქცევენ სურ. 12. ფოთლის ეპიდერმისის მიკროსკოპია
ეპიდერმისის უჯრედების ფორმას,

21
ბაგეების ტიპს, სხვადასხვა ტრიქომების (ბუსუსების, ჯირკვლების) არსებობას და მათი
აგებულების თავისებურებებს. გარდა ამისა, ყურადღებას აქცევენ მექანიკური
ქსოვილების, კრისტალური ჩანართების, სათავსოების, სეკრეტორული არხების, სარძევე
მილების და ა.შ. არსებობას. ღეროს განივი განაკვეთის პრეპარატებში აღინიშნება გამტარი
კონების განლაგება და აგებულება, აგრეთვე სხვა თავისებურებების არსებობა, რომელთაც
დიაგნოზური მნიშვნელობა გააჩნიათ.
ფხვნილი. ბალახების ფხვნილში, გარდა ფოთლების ელემენტებისა, გვხვდება
ყვავილების ელემენტები, ნაყოფებისა და თესლების ქსოვილთა ნაწილები, ღეროს
ფრაგმენტები - გამტარი კონების, მსხვილი ჭურჭლების, მექანიკური ბოჭკოების და ა.შ.
ნაკუწები.

ყვავილები - FLORES

ფარმაცევტულ პრაქტიკაში ყვავილებს უწოდებენ სამკურნალო ნედლეულს,


რომელიც წარმოადგენს გამშრალ ყვავილებს ან ყვავილედებს, ასევე მათ ნაწილებს.
ყვავილებს კრეფენ ყვავილობის დასაწყისში, ზოგიერთს კი კოკრობის ფაზაში.
გარეგანი ნიშნები. ნედლეულში
საზღვრავენ ყვავილედის ტიპს,
შებუსვას; შემდეგ ნედლეულს 1 წთ
განმავლობაში ცხელ წყალში ალბობენ
და შეუიარაღებული თვალით ან ლუპის
(10 X) საშუალებით აკვირდებიან
ყვავილის (ან ყვავილედის) აგებულებას.
ყვავილს ათავსებენ სასაგნე მინაზე და
ლუპის ქვეშ საპრეპარატო ნემსებით
ანაწევრებენ ცალკეულ ნაწილებად.
ყურადღებას აქცევენ ყვავილსაფრის
აგებულებას -- მარტივია(ჯამისებრი,
სურ. 13. ყვავილის ანატომია
გვირგვინისებრი) თუ ორმაგი, ჯამის და
1-ყვავილსაჯდომი, 2-ჯამი, 3-გვირგვინი, 4-მტვრიანა, 5-
ბუტკო, 6- ყუნწი გვირგვინის აგებულებას (სწორი -
აქტინომორფული ან არასწორი -
ზიგომორფული), ჯამის ფოთოლაკების (ან ჯამის კბილაკების) რიცხვსა და ფორმას,
გვირგვინის ფურცლების (ან გვირგვინის კბილაკების) რიცხვსა და ფორმას, მტვრიანების
რიცხვსა და აგებულებას, ბუტკოების რიცხვს, ნასკვის აგებულების თავისებურებებს.
ზომები - ყვავილის (ყვავილედის) დიამეტრი - ისაზღვრება დალბობილ მასალაზე
სახაზავის ან მილიმეტრული ქაღალდის საშუალებით.
ნედლეულის ფერს საზღვრავენ დღის სინათლეზე, სუნს - გასრესით, გემოს მშრალი
ნედლეულის ნაჭრის ან მის ნახარშის გასინჯვით (მხოლოდ არაშხამიან ობიექტებს).

22
მიკროსკოპია. მთლიანი ან დაჭრილი ნედლეული. მიკროპრეპარატებს ამზადებენ
ყვავილედის (ყვავილები, საბურველის ფოთლები) ან ყვავილის (გვირგვინის ფურცლები,
ჯამის ფოთოლაკები) ცალკეული ნაწილებიდან და აკვირდებიან ზედაპირის. ყურადღებას
აქცევენ ეპიდერმისის აგებულებას, ბუსუსების, ჯირკვლების, კრისტალური ჩანართების,
მექანიკური ელემენტების (საბურველის ფოთლებში) არსებობასა და აგებულებას, მტვრის
მარცვლების და სხვათა ფორმასა და ზომას.

ნაყოფები - FRUCTUS

ფარმაცევტულ პრაქტიკაში ნაყოფებს უწოდებენ მარტივ და რთულ, ასევე ცრუ


ნაყოფებს, ნაყოფედებს და მათ ნაწილებს. მწიფე ნაყოფებს კრეფენ და ახმობენ. ზოგიერთ
წვნიან ნაყოფს ნედლ მდგომარეობაში გადაამუშავებენ.

სურ.14. ნაყოფის ანატომიური აგებულება

გარეგანი ნიშნები. გამოსაკვლევად იყენებენ გამხმარ ნაყოფს, რომელსაც


ათვალიერებენ შეუიარაღებელი თვალით ან ლუპის (10 X) საშუალებით. წვნიან ნაყოფებს,
რომლებმაც შრობის დროს ფორმა დაკარგა, ჯერ აკვირდებიან მშრალ მდგომარეობაში,
შემდეგ ცხელ წყალში დამბალს ან 5 - 10 წთ-ით წამოდუღებულს.
ნაყოფი შედგება ნაყოფსაფრისა (პერიკარპიუმი) და მასში მოთავსებული
თესლებისაგან. პერიკარპიუმი შეიძლება იყოს მშრალი (მშრალი ნაყოფები) ან ხორციანი
(წვნიანი ნაყოფები). დიაგნოზური მნიშვნელობა აქვს ფერს, ნაყოფსაფრის ზედაპირის
ხასიათს, ზომებს (ნაყოფის სიგრძე, სისქე, სიგანე), სუნს და გემოს. ზოგ შემთხევვაში
საზღვრავენ ნაყოფში ბუდეების რიცხვს, ეთერზეთის არხების ან სათავსოების არსებობას.
წვნიანი ნაყოფებისათვის, დარბილების შემდეგ საზღვრავენ ნაყოფსაფრის ფორმას და
აგებულების თავისებურებებს, რბილობს აცილებენ თესლებს და საზღვრავენ მათ
რაოდენობას, ფორმას, ზომებს, ზედაპირის ხასიათს და ა. შ.

23
ზომებს საზღვრავენ სახაზავით ან მილიმეტრული ქაღალდის საშუალებით.
ნედლეულის ფერს საზღვრავენ დღის სინათლეზე, სუნს - დამტვრევის ან გასრესის
შემდეგ, გემოს უსინჯავენ მშრალი ნედლეულის ნაჭერს ან მის ნახარშს (მხოლოდ
არაშხამიან ობიექტებს).
მიკროსკოპია. მთლიანი ნედლეული. ნამდვილობის დასადგენად ამზადებენ განივ
ანათლებს. დიაგნოზური მნიშვნელობა აქვს ნაყოფსაფრის აგებულებას. ნაყოფსაფარში
არჩევენ სამ ფენას: გარეთა -
ეკზოკარპიუმს (ეპიდერმისი), შუა -
მეზოკარპიუმს, შიგნითა -
ენდოკარპიუმს. ყურადღებას
ამახვილებენ ეპიდერმისის უჯრედების
ფორმასა და აგებულებაზე, ბუსუსების
არსებობასა და შენების
თავისებურებებზე; მეზოკარპიუმში
მნიშვნელოვანი დიაგნოზური ნიშანია
მექანიკური ელემენტების არსებობა,
მათი ფორმა და განლაგება, ეთეროვანი
ზეთის არხების, გამტარი კონების
რიცხვი და განლაგება, კრისტალური სურ.15. ნაყოფის მიკროსკოპია
ჩანართების არსებობა, პარენქიმული
უჯრედების ფორმა დ სხვ. ზოგიერთ ნაყოფში ენდოკარპიუმი შეზრდილია თესლის
კანთან, ზოგჯერ ენდოკარპიუმი წარმოდგენილია მექანიკური ქსოვილით
კრიალოსნისებრ გასქელებული უჯრედების სახით.
დაჭრილი და დამსხვრეული ნედლეული.
დიაგნოზური მნიშვნელობა აქვს
ეკზოკარპიუმის და ენდოკარპიუმის უჯრედებს, ასევე თესლის კანს; მეზოკარპიუმის
მექანიკურ ელემენტებს და კრისტალურ ჩანართებს, ენდოსპერმის შენების
თავისებურებებს, სამარაგო საკვებ ნივთიერებებს და კრისტალურ ჩანართებს.
ფხვნილი. დიაგნოზური მნიშვნელობა აქვს იგივე ელემენტებს, რასაც დაჭრილ და
დამსხვრეულ ნედლეულში.

თესლები - SEMINA

ფარმაცევტულ პრაქტიკაში თესლებს უწოდებენ მთლიან თესლებს და ცალკეულ


ლებნებს. როგორც წესი, თესლებს აგროვებენ მწიფეს და აშრობენ.
გარეგანი ნიშნები. თესლებს შეისწავლიან მშრალ მდგომარეობაში, შეუიარაღებელი
თვალით ან ლუპის (10 X) საშუალებით.
თესლები შედგება თესლის კანის, ენდოსპერმის (ზოგიერთ მცენარის თესლი
უენდოსპერმოა) და ჩანასახისაგან. დიაგნოზური მნიშვნელობა აქვს თესლის ფორმას,

24
ზომებს (სიგრძე, სისქე ან სიგანე),
ზედაპირის ხასიათს, ფერს, სუნს და
გემოს; ჩანასახის ფორმას, ზომებსა და
განლაგებას, ჭიპის ან თესლის ნაკერის
არსებობასა და ფორმას და ა.შ.
ზომებს საზღვრავენ სახაზავით ან
მილიმეტრული ქაღალდით. სფეროსებრი
თესლების შემთხვევაში - მრგვალ
ნასვრეტებიან საცერში გაცრით. ფერს
სურ. 16. თესლები
საზღვრავენ დღის განათებაზე, სუნს-
დამსხვრევის ან გასრესის შემდეგ, გემოს
უსინჯავენ მშრალი ნედლეულის ნაჭრებს ან მათ ნახარშს (მხოლოდ არაშხამიანი
ობიექტები).
მიკროსკოპია. მთლიანი ნედლეული. ნამდვილობის დასადგენად ამზადებენ განივ
ანათლებს. ყურადღებას აქცევენ თესლის საერთო აღნაგობას, თესლის კანის ხასიათს და
აგებულებას, სამარაგო-საკვები ქსოვილის _ ენდოსპერმის სიდიდეს და ფორმას, ჩანასახის
ლებნების, ფესვაკის, ღერაკის, კვირტის ფორმასა და აგებულებას. განსაკუთრებული
დიაგნოზური მნიშვნელობა ენიჭება
თესლის კანს, რომელიც შედგება
დამახასიათებელი შენების რამდენიმე
ფენისაგან. კანის მექანიკური შრე შედგება
დაგრძელებული ელემენტებისაგან
(ბოჭკოების ტიპი) ან იზოდიამეტრული
უჯრედებისაგან. ზოგიერთი თესლისთვის
დამახასიათებელია კანის ეპიდერმალურ
უჯრედებში ლორწოს, სხვებისთვის _
პიგმენტური შრის არსებობა. დიაგნოზური
მნიშვნელობა აქვთ აგრეთვე ენდოსპერმის
უჯრედების ფორმას, სამარაგო-საკვებ
სურ. 17. თესლის მიკროსკოპია ნივთიერებებსა და კრისტალურ ჩანართებს.
ფხვნილი. დიაგნოზური მნიშვნელობა აქვს თესლის კანის ცალკეული შრის,
განსაკუთრებით მექანიკური და პიგმენტური შრის აგებულებას. თესლის კანის შრეები
ფხვნილის მიკროპრეპარატში განთავსებულია ბელტებად, რაც შეესაბამება კანის
ზედაპირის მიკროსკოპულ სურათს, ზოგჯერ გვხვდება გაქვავებული უჯრედები (მცირე
ჯგუფებად და ცალ-ცალკე). ხშირად ფხვნილში გვხვდება თესლის კანის ორი ან სამი შრის
შეერთება, რაც დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს. დიაგნოზური მნიშვნელობა აქვს
ენდოსპერმისა და ჩანასახის უჯრედების შემცველობას (ცხიმოვანი ზეთი, ლორწო,
კრისტალური ჩანართები და სხვ.).

25
ქერქები - CORTICES

ფარმაცევტულ პრაქტიკაში ქერქს უწოდებენ მერქნიან მცენარეთა (ხეები და ბუჩქები)


ღეროებისა და ფესვების გარეთა ნაწილს, რომელიც განლაგებულია კამბიუმიდან
პერიფერიულ ნაწილში. ქერქს, როგორც წესი, გაზაფხულზე ამზადებენ წვენების
მოძრაობის პერიოდში და აშრობენ.
გარეგანი ნიშნები.
მთლიან ქერქს აქვს
სხვადასხვა ზომის მილისებრი, ღარისებრი ან
ბრტყელი ნაჭრების ფორმა.
საზღვრავენ ქერქის ფერს, ზომებს (სიგრძეს
და სისქეს), გარეთა და შიგნითა ზედაპირის,
აგრეთვე გადანატეხის თავისებურებებს.
ქერქის გარეთა ზედაპირი დაფარულია მურა
ან ნაცრისფერი კორპით, გლუვია ან სიგრძივ (ან
განივად) დანაოჭებული, ზოგჯერ ნაბზარებით.
ღეროების ქერქს აქვს მომრგვალო ან მოგრძო
მეჭეჭები, ზოგჯერ მასზე შეიძლება იყოს
სურ.18. ქერქები
ფოთლისებრი მღიერები (ბუჩქისებრი მღიერები
დამზადებისას უნდა მოცილდეს).
ქერქის შიგნითა ზედაპირი უფრო ღიაა, გლუვი ან წიბოებიანი. განივი გადანატეხი
უსწოროა: ხიწვიანი, ბოჭკოვანი ან მარცვლოვანი.
ქერქის სიგრძეს და სისქეს საზღვრავენ სახაზავის საშუალებით. ფერს საზღვრავენ
დღის სინათლეზე, როგორც გარეთა, ისე შიგნითა ზედაპირის, სუნს- მშრალი ქერქის
ახალი გადანატეხის შიგნითა ზედაპირის ჩამოფხეკის ან დალბობის დროს, გემოს
უსინჯავენ მშრალ ქერქს ან მის ნახარშს (მხოლოდ არაშხამიანი ობიექტები).
მიკროსკოპია. მთლიანი ნედლეული. ამზადებენ წინასწარ დამბალი ნედლეულის
განივ ან სიგრძივ ანათლებს. განსაზღვრის დროს ყურადღებას აქცევენ ქერქის როგორც
გარეთა ნაწილს, რომელიც მდებარეობს გუგულის სხივების დასასრულიდან
პერიფერიისაკენ და შედგება პირველადი ქერქისა (თუ არის შერჩენილი) და
პერიდერმისაგან, ასევე შიგნითა ნაწილს (ფლოემა) კამბიუმიდან გუგულის სხივების
დასასრულამდე. ყურადღებას აქცევენ კორპის სისქეს, ფერს და ხასიათს, კოლენქიმის
არსებობას, პირველადი და მეორადი ქერქის სისქის თანაფარდობას, გუგულის სხივების
სისქეს.
ქერქის დიაგნოზურ ნიშნებს წარმოადგენს მექანიკური ელემენტები - ლაფნის
ბოჭკოები (სტერეიდები) და გაქვავებული უჯრედები (სკლერეიდები), მათი რაოდენობა,
განლაგება და აგებულება. მექანიკური ელემენტები განლაგებულია ერთეული სახით ან
ჯგუფებად, გაფანტულად ან სარტყელების სახით. ლაფნის ბოჭკოების ან გაქვავებული
უჯრედების კედლები ძლიერაა გასქელებული და ლიგნიფიცირებული.

26
დიაგნოზური მნიშვნელობა აქვს აგრეთვე კალციუმის ოქსალატის ჩანართებს,
სარძევე მილებს, უჯრედებს ეთეროვანი ზეთით. კალციუმის ოქსალატის კრისტალებს
აქვთ სხვადასხვა ფორმა (დრუზები და ერთეული კრისტალები). ერთეული კრისტალები
ხშირად გვხვდება პარენქიმის ცალკეულ უჯრედებში, ან ლაფნის ბოჭკოების გარშემო
არსებულ პარენქიმის უჯრედებში, რომლებიც ქმნის კრისტალურ შემონაფენს.
ქერქში არსებული სახამებლის მარცვლები წვრილია და დიაგნოზური მნიშვნელობა
არა აქვს.
დაჭრილი ნედლეული. დაჭრილი ქერქის მიკროსკოპული გამოკვლევისათვის
ამზადებენ სიგრძივ ან განივ ანათალს, ან ჩამონაფხეკს. დიაგნოზური მნიშვნელობა აქვთ
იმავე ელემენტებს, რასაც ანათლების შემთხვევაში.
ფხვნილი. ამზადებენ ფხვნილის მიკროპრეპარატებს. ქერქის ფხვნილში
მნიშვნელოვანი დიაგნოზური ნიშნებია: მექანიკური ელემენტები (ლაფნის ბოჭკოები,
გაქვავებული უჯრედები), მათი განლაგება (ერთეულად თუ ჯგუფებად), კალციუმის
ოქსალატის ჩანართები, სარძევე მილები, სათავსოები.
ყურადღებას აქცევენ აგრეთვე კორპის მრავალკუთხა უჯრედებიან ბელტებს (ზედა
პროექცია). პარენქიმული უჯრედები შეიცავს სახამებლის მარცვლებს, კალციუმის
ოქსალატის კრისტალებს, ზოგჯერ ეთეროვან ზეთს.

ფესვები, ფესურები, ბოლქვები, ტუბერები, ტუბერბოლქვები -


RADICES, RHIZOMATA, BULBI, TUBERA, BULBOTUBERA

ფარმაცევტულ პრაქტიკაში იყენებენ მრავალწლოვანი მცენარეების გამომშრალ,


უფრო იშვიათად ნედლ მიწისქვედა ორგანოებს, რომლებიც უმეტესად შემოდგომაზე ან
ადრე გაზაფხულზეა შეგროვებული, მიწისგან გასუფთავებული ან გარეცხილია,
მოცილებული აქვთ მკვდარი ნაწილები, ღეროებისა და ფოთლების ნარჩენები. მსხვილ
მიწისქვედა ორგანოებს გაშრობამდე ჭრიან ნაწილებად (სიგრძეზე და სიგანეზე).

სურ. 19. ფესვები


ნედლეულს შეიძლება წარმოადგენდეს ფესვები - Radices, ფესურები - Rhizomata,
ფესურები და ფესვები - Rhizomata et Radices, ბოლქვები -Bulbi, ტუბერები – Tubera და
ტუბერბოლქვები – Bulbotubera.

27
გარეგანი ნიშნები. მიწისქვედა ორგანოებში საზღვრავენ ფორმას, გარეთა ზედაპირის
და გადანატეხის თავისებურებებს, ზომას, ფერს - ზედაპირის და ახალი გადანატეხის,
სუნს და გემოს.
ფესვები ცილინდრულია, იშვიათად კონუსური, მარტივი ან დატოტვილი. ფესურები
მარტივი ან დატოტვილი, მრავალთავიანი, ცილინდრული ან ოვალური,
კრიალოსნისებრი, შიგნით მთლიანი ან ღრუიანი, სწორი, მოღუნული ან დაგრეხილი და
ა.შ. ბოლქვები და ტუბერბოლქვები სფეროსებრი, კვერცხისებრი, მოგრძო,
თითისტარისებრი და ა. შ.
გაუსუფთავებელი მიწისქვედა ორგანოების ზედაპირი შეიძლება იყოს სწორი ან
(ხშირად) დანაოჭებული. ფესვებისათვის დამახასიათებელია სიგრძივდანაოჭებული
ზედაპირი, ფესურებისათვის - სიგრძივი და განივი
დანაოჭება, ხშირად მოცილებული ფესვების,
გამხმარი ფოთლებისა და ღეროების კვალით.
გადანატეხი შეიძლება იყოს სწორი, მარცვლოვანი,
ხიწვებიანი ან ბოჭკოვანი. მსხვილი ფესვების,
ფესურებისა და ბოლქვების გადანატეხზე ან განივ
განაკვეთზე გამტარი ელემენტების განლაგებას
აკვირდებიან შეუიარაღებელი თვალით, ლუპით (10
X) ან სტერეომიკროსკოპით.
ფესვებს შეიძლება ქონდეს პირველადი და
მეორადი შენება. პირველადი შენების დროს
ცენტრში მოჩანს ცენტრალური ღერძული
სურ.20 ფესვის განივი ჭრილი
ცილინდრი, მეორადი შენების ფესვის ცენტრში
მერქანია მოთავსებული.
ფესურებს შეიძლება ქონდეს კონოვანი ან უკონო შენება. ერთლებნიანი მცენარეების
ფესურების გამტარი კონები ქერქსა და მერქანში უწესრიგოდაა გაფანტული. კონოვანი
შენების ორლებნიან მცენარეებში გამტარი კონები ფესურის ზედაპირთან ახლოს
რგოლურადაა განლაგებული ცენტრში ფართო გულგულია მოთავსებული. უკონო შენების
ფესურები ფესვებისაგან განსხვავდებიან ცენტრში არსებული გულგულით (ზოგიერთ
სახეობაში ის ჩაშლილია - ღრუიანი ფესურა).
ბოლქვები შედგება მეტნაკლებად გასქელებული წვნიანი ქერქლებისა და რამდენიმე
გარეთა მშრალი ქერქლისაგან, რომლებიც დამოკლებულ ღეროზეა (ძირი) განლაგებული.
ტუბერებს უფრო ხშირად აქვთ დანაოჭებული ზედაპირი და კონოვანი შენება.
ტუბერბოლქვებს აქვთ მხოლოდ გარეთა მშრალი ქერქლები. სიგრძეს, დიამეტრს, სისქეს
საზღვრავენ სახაზავის ან მილიმეტრული ქაღალდის დახმარებით. დიამეტრს და სისქეს
საზღვრავენ ყველაზე განიერ ადგილას. ნედლეულის ფერს საზღვრავენ დღის სინათლეზე,
სუნს -დამტვრევით ან გასრესით, გემოს – მშრალი ნედლეულის ნაჭრის ან მისი ნახარშის
გასინჯვით (მხოლოდ არაშხამიანი ობიექტები).

28
მიკროსკოპია. მთლიანი ნედლეული.
მიწისქვედა ნაწილების ნამდვილობის
დასადგენად ამზადებენ განივ, იშვიათად -
სიგრძივ ანათლებს.
ფესვები. პირველადი შენების ფესვის
განივ ანათალზე მოჩანს: მფარავი ქსოვილი -
ეპიდერმისი (ეპიდერმა, რიზოდერმა), რომლის
უჯრედები ხშირად ფესვის ბუსუსებს
წარმოქმნიან. ეპიდერმისის ქვეშ
განლაგებულია პირველადი ქერქი.
სურ. 21. ფესვის განივი ჭრილი ერთლებლიან მცენარეებში ქერქის შიგა შრეს
(ენდოდერმა) დამახასიათებელი აგებულება
აქვს: შედგება შიგნითა ტანგენტალური და რადიალური კედლებგასქელებული
(ნალისებრი გასქელება) უჯრედების ერთი წყებისაგან. ფესვის ცენტრში განლაგებულია
ცენტრალური ღერძული ცილინდრი რადიალური გამტარი კონით.
ფესვის მეორადი შენების შემთხვევაში განივ ანათალზე მოჩანს: მფარავი ქსოვილი -
პერიდერმა, ქერქი და მერქანი. პერიდერმა შედგება საფევის მეტნაკლებად სქელი
ფენისაგან, ფელოგენისა და ფელოდერმისაგან.
ქერქი შედგება პარენქიმის უჯრედებისაგან,
ლაფნის გამტარი ელემენტებისაგან, ხშირად
გვხვდება მექანიკური ელემენტები: ლაფნის
ბოჭკოები, გაქვავებული უჯრედები. ზოგიერთი
სახეობის ნედლეულის ქერქში განლაგებულია
სეკრეტორული საცავები, არხები, სარძევე მილები.
კამბიუმის ზოლი მეტნაკლები სიმკვეთრითაა
გამოხატული. მერქანს, როგორც წესი, აქვს
სხივური შენება. მერქანში არჩევენ ჭურჭლებს,
ტრაქეიდებს, პარენქიმას, ზოგიერთ სახეობაში
მერქნის ბოჭკოებს (ლიბრიფორმი).
სურ. 22. გამტარი კონა
ფესურები. ერთლებლიან მცენარეთა
ფესურების განივ ანათალზე მფარავი ქსოვილი წარმოდგენილია ეპიდერმისით; ხშირად
ეპიდერმისი დაშლილია, ასეთ შემთხვევაში პარენქიმის გარეთა შრეები გაკორპებულია.
ზოგიერთის ფესურაში ეპიდერმისის ქვეშ ჰიპოდერმაა განლაგებული. ორლებლიან
მცენარეთა ფესურები დაფარულია პერიდერმით.
გამტარი კონები როგორც ერთლებლიანებში, ასევე ორლებლიანეში კოლატერალური,
ბიკოლატერალური ან კონცენტრიულია; ერთლებლიან მცენარეებში კონები დახურულია,
ორლებლიანებში - ღია. უკონო შენების ფესურებისთვის დამახასიათებელია იგივე
ელემენტები, რაც მეორადი შენების ფესვებისათვის, მხოლოდ მათგან განსხვავებით

29
ფესურის ცენტრში გულგულის არსებობით, რომელიც ზოგჯერ ჩაშლილია. ტუბერებსა და
ტუბერბოლქვებში ჭარბობს პარენქიმული ქსოვილი სამარაგო საკვები ნივთიერებებით.
პარენქიმაში გამტარი კონებია განლაგებული.
მიწისქვედა ორგანოებისთვის მნიშვნელოვანი დიაგნოზურ ნიშნებს წარმოადგენს
გამტარი და მექანიკური ელემენტების განლაგება და ხასიათი, სხვადასხვაგვარი საცავების,
არხების, სარძევე მილების, კალციუმის ოქსალატის კრისტალების, სამარაგო საკვები
ნივთიერებების (სახამებელი, ლორწო, ინულინი, ცხიმოვანი ზეთი) და სხვ. არსებობა.
დაჭრილი და დაქუცმაცებული ნედლეული. მიკროსკოპული გამოკვლევისას
აღნიშნავენ ჭურჭლებისა და ტრაქეიდების გასქელების ხასიათს, მექანიკური ელემენტების
(ბოჭკოები, გაქვავებული უჯრედები), კალციუმის ოქსალატის კრისტალების, სარძევე
მილების, სეკრეტორული საცავების, არხების და სხვ. არსებობასა და ფორმას.
ჩამონაფხეკში საზღვრავენ სამარაგო საკვები ნივთიერებების ხასიათს, სახამებლის
მარცვლების ფორმასა და ზომებს.
ფხვნილი. მიწისქვედა ორგანოების ფხვნილში დიაგნოზურ ნიშნებს წარმოადგენს
ჭურჭლები და ტრაქეიდები კედლების დამახასიათებელი გასქელებით, მექანიკური
ელემენტები, რომლებიც გვხვდება ჯგუფებად ან ცალკეული სახით, კალციუმის
ოქსალატის კრისტალები, სეკრეტორული არხები, სათავსოები, სარძევე მილები და
სამარაგო საკვები ნივთიერებები.

ნაკრებები - SPECIES

ნაკრები წარმოადგენს რამდენიმე სახეობის დაწვრილმანებულ, იშვიათად მთლიანი


სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ნარევს, რომელსაც ზოგჯერ მარილები,
ეთეროვანი ზეთები აქვს დამატებული და სამკურნალო საშუალებად გამოიყენება.
მომზადება. ნაკრების მოსამზადებლად
გამოყენებული ნედლეული, უნდა შეესაბამებოდეს
ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციის მოთხოვნებს.
ნაკრების შემადგენლობაში შემავალ ნედლეულს, ცალ-
ცალკე აწვრილმანებენ. გამონაცემებისა და მონახარშების
მოსამზადებელი ნაკრების შემადგენლობაში შემავალი
ნედლეულის დაწვრილმანების ხარისხი უნდა
შეესაბამებოდეს სტატიის - „გამონაცემები და მონახარშები“
მოთხოვნებს.
ფოთლებს, ბალახებს და ქერქს ჭრიან, ტყავისებრ
ფოთლებს მსხვილ ფხვნილად აქცევენ; ფესვებსა და
ფესურებს მათ ფორმასთან, სიდიდესთან და
სიმკვრივესთან დამოკიდებულებით ჭრიან ან აქუცმაცებენ.
ნაყოფებსა და თესლებს წისქვილში ან ლილვებში

30
გატარებით აწვრილმანებენ; ზოგიერთ თესლსა და კენკრას მთლიანს იღებენ; ყვავილებსა
და წვრილ კალათა ყვავილედებს მთლიანს იღებენ ან აწვრილმანებენ. დაწვრილმანების
ყველა შემთხვევაში მტვერს 0,18 მმ სიდიდის ნასვრეტებიან საცერში გაცრით აცილებენ.
ნაკრების შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს ერთმანეთში ურევენ
ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ნაკრების შემადგენლობაში
მარილი შედის, მისგან ნაჯერ ხსნარს ამზადებენ და ნაკრებს მორევის ქვეშ ასხურებენ; ამის
შემდეგ არაუმეტეს 60°C ტემპერატურაზე აშრობენ.
ჰიგროსკოპული და ტენისგან ადვილად ფუჭებადი ნედლეული ნაკრებს ემატება სხვა
კომპონენტებზე მარილის ხსნარის შესხურებისა და მორევით გაშრობის შემდეგ.
ეთეროვანი ზეთი ნაკრებში სპირტიანი ხსნარის სახით (1 : 10) შეაქვთ შერევის დროს
შესხურებით.
გარეგანი ნიშნები. ნაკრები - ესაა რამდენიმე სახეობის დაწვრილმანებული ან
მთლიანი სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ნარევი, ნაკრებში შემავალი
კომპონენტებისთვის დამახასიათებლი მორფოლოგიური ნიშნებით. ნაკრებში საზღვრავენ
სუნსა და გემოს. გემოს საზღვრავენ წყლიან გამონაწვლილებში.
ნამდვილობა. ნაკრების ნამდვილობის განსაზღვრისათვის საშუალო სინჯიდან
იღებენ საანალიზო სინჯს მასით 10 გ, ათავსებენ სუფთა, გლუვ ზედაპირზე და მასში
შეუიარაღებელი თვალით და ლუპის საშუალებით (10X) შემადგენელ კომპონენტებს
საზღვრავენ გარეგანი ნიშნების მიხედვით.
ძნელად გამოსაცნობ ან ძლიერ
დაწვრილმანებულ ნაწილებზე
მიკროსკოპულ ანალიზს ატარებენ
სტატიის _ “სამკურნალო მცენარეული
ნედლეულის მიკროსკოპული და
მიკროქიმიური ტექნიკა” შესაბამისად.
ამისათვის გარეგნულად ერთგვაროვან 25
- 30 ნაწილს დაამუშავებენ და რამდენიმე
ნაკუწისაგან პრეპარატებს ამზადებენ,
მიკროსკოპში ნედლეულის სახეობის
დასადგენად. ძლიერ დაწვრილმანებული ნაწილაკების ნამდვილობას ფხვნილების
საკვლევი მეთოდიკის საშუალებით ადგენენ. ყველა გამოსაკვლევ ნაკუწს უნდა ქონდეს ის
დიაგნოზური ნიშნები, რომელიც შეესაბამება ნაკრებში შემავალი ნედლეულის სახეობას.
რიცხვითი მაჩვენებლები. ნაკრებში საზღვრავენ:
 მოქმედი ნივთიერებების შემცველობას; განსაზღვრის მეთოდები
მითითებულია შესაბამის ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
 ტენიანობას;
 საერთო ნაცრის და 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცრის
შემცველობას;
 დაქუცმაცებას და მინარევების შემცველობას.

31
თავი 3. სამკურნალო მცენარეული ნედლეულის მიკროსკოპული და მიკროქიმიური
გამოკვლევის ტექნიკა

სამკურნალო მცენარეული ნედლეულისაგან მიკროსკოპული პრეპარატების


მომზადების ტექნიკა სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია გამოსაკვლევი ობიექტის
მორფოლოგიურ ჯგუფზე, ასევე ნედლეულის მდგომარეობაზე - მთლიანია, დაჭრილია,
დაქუცმაცებულია თუ ფხვნილადქცეული.

ფოთლები, ბალახები, ყვავილები

მთლიანი და დაჭრილი ნედლეული. მთლიანი ნედლეულის გამოკვლევისას იღებენ


ფოთლის ფირფიტის ნაჭრებს კიდით და ძარღვით; ბალახიდან იღებენ ფოთოლს, ზოგჯერ
ღეროს პატარა ნაჭერს და ყვავილს; ყვავილებიდან - ჯამს და გვირგვინს. დაჭრილი
ნედლეულის კვლევისათვის იღებენ რამდენიმე განსხვავებულ ნაჭერს.
მცენარეული ნედლეულის გამჭვირვალება შესაძლოა მოხდეს ორი ხერხით:
I. ნედლეულის რამდენიმე ნაჭერს კოლბში ან სინჯარაში ათავსებენ, ამატებენ 5%
ნატრიუმის ტუტის ხსნარს, ანზავებენ წყლით (1 : 1) და 1 - 2 წთ განმავლობაში ადუღებენ,
შემდეგ შიგთავსს პეტრის (ან ფაიფურის) ფინჯანში გადაღვრიან, სითხეს გადაწურავენ და
ნედლეულს წყლით გულდასმით ჩარეცხავენ. ნედლეულის ნაჭრებს წყლიდან სკალპელით
ან საპრეპარატო ნემსით ამოიღებენ და სასაგნე მინაზე წყლის ან გლიცერინის წვეთში
ათავსებენ.
II. ნაჭრებს წყლით განზავებული ქლორალჰიდრატის ხსნარში (1 : 1) 5 - 10 წთ
განმავლობაში ადუღებენ (გამჭვირვალებამდე). ნედლეულის გამჭვირვალებულ ნაჭერს
სასაგნე მინაზე ქლორალჰიდრატის ხსნარის ან გლიცერინის წვეთში ათავსებენ,
სკალპელით ან საპრეპარატო ნემსით ორ ნაწილად გაყოფენ, ერთ - ერთს ფრთხილად
გადააბრუნებენ. ობიექტს საფარ მინას აფარებენ, ჰაერის ბუშტუკების გამოდევნამდე
ფრთხილად აცხელებენ და გაცივების შემდეგ ფოთოლს მიკროსკოპში ორივე მხრიდან
ათვალიერებენ, ჯერ მცირე, შემდეგ კი დიდ გადიდებაზე. სქელი ფოთლებიდან
მიკროპრეპარატების მომზადებისას, მათ წინასწარ სკალპელით ჭყლეტენ.
ღეროების საკვლევად მათ ნაჭრებს 5% ნატრიუმის ტუტის ხსნარში ადუღებენ,
გულდასმით წყლით ჩარეცხავენ, სკალპელით ან საპრეპარატო ნემსით ეპიდერმისს
მოაცლიან და ზედაპირის ათვალიერებენ; დანარჩენი ქსოვილებიდან პრეპარატს სასაგნე
მინაზე ობიექტის სკალპელით გასრესითა და ქლორალჰიდრატის ან გლიცერინის ხსნარში
მოთავსებით ამზადებენ.
ფოთლებისა და ღეროების განივი ჭრილების მომზადების აუცილებლობის
შემთხვევაში, მათ ქლორალჰიდრატის ხსნარში 10 წთ განმავლობაში ადუღებენ და
ანათლებს აკეთებენ, რისთვისაც ფოთლის ნაჭრებს კორპში ან ანწლის გულგულში
ჩაამაგრებენ. აღებულ ანათლებს ჯერ წყალში ათავსებენ, შემდეგ მიკროპრეპარატების
მოსამზადებლად, ქლორალჰიდრატის ხსნარში გადაიტანენ.

32
ფხვნილი. სასაგნე მინაზე ქლორალჰიდრატის ხსნარის 1 - 2 წვეთსა და საკვლევი
ფხვნილის მცირე რაოდენობას ათავსებენ. ფხვნილს ქლორალჰიდრატით დასველებული
საპრეპარატო ნემსის წვერით იღებენ, გულდასმით შეურევენ, საფარ მინას აფარებენ და
ჰაერის ბუშტუკების მოცილებამდე ფრთხილად აცხელებენ. შემდეგ მინას საპრეპარატო
ნემსის სახელურით ოდნავ აწვებიან, კიდეებზე გამოყოფილ სითხეს ფილტრის ქაღალდის
საშუალებით აცილებენ. ტყავისებრი ფოთლების ფხვნილს 5% ნატრიუმის ტუტის ხსნარში
დუღილით ამჭვირვალებენ.

ნაყოფები, თესლები

მთლიანი ნედლეული. ამზადებენ თესლის კანის და ნაყოფსაფრის ზედაპირულ


პრეპარატებს ან განივ ჭრილებს.
კანისა და ნაყოფსაფრის ზედაპირული პრეპარატები. 2 - 3 თესლს ან ნაყოფს
სინჯარაში 5% ნატრიუმის ტუტის ხსნარში 2 - 3 წთ განმავლობაში ადუღებენ და
გულდასმით წყლით ჩარეცხავენ. ობიექტს სასაგნე მინაზე ათავსებენ, საპრეპარატო
ნემსებით თესლის კანს ან ნაყოფსაფრის ქსოვილებს აცილებენ და ქლორალჰიდრატის ან
გლიცერინის ხსნარში სინჯავენ.
ანათლები. ანათლების მოსამზადებლად მშრალ ნაყოფებსა და თესლებს წინასწარ
ერთი დღე - ღამის განმავლობაში ტენიან კამერაში მოთავსებით (ტენიან კამერას
წარმოადგენს წყლიანი ექსიკატორი, რომელშიც დამატებულია ქლოროფორმის რამდენიმე
წვეთი) ან ობიექტის სიმაგრეზე დამოკიდებულებით 15 - 30 წთ ან მეტი ხნის
განმავლობაში წყლის ორთქლში გაჩერებით ალბობენ.
წვრილ ნაყოფებს და თესლებს პარაფინის 0, 5 X 1, 5 სმ ზომის ბლოკში ჩაამაგრებენ.
საპრეპარატო ნემსის გახურებული წვერით პარაფინს გაალღობენ და წარმოქმნილ
ღრმულში ობიექტს სწრაფად ჩაყურსავენ. ობიექტის ზედაპირი უნდა იყოს მშრალი.
ობიექტის ანათლებს პარაფინთან ერთად ამზადებენ; პარაფინიდან ანათლებს სითხით
შესველებული საპრეპარატო ნემსით აცლიან და მიკროპრეპარატებს ქლორალჰიდრატის
გლიცერინის ხსნარში ან წყალში მოთავსებით ამზადებენ.
ფხვნილი. თესლის და ნაყოფსაფრის კანის დიაგნოზური ელემენტებისა და
ენდოსპერმის ან ჩანასახის შემცველობის დასადგენად რამდენიმე მიკროპრეპარატს
ამზადებენ. პრეპარატს ამზადებენ ისე, როგორც ეს მითითებულია განყოფილებაში
„ფოთლები, ბალახები, ყვავილები“. გასამჭვირვალებელ სითხედ ქლორალჰიდრატის
ხსნარს ან 5% მწვავე ნატრიუმის ხსნარს იყენებენ.
სახამებელი. ამზადებენ ორ პრეპარატს - იოდის ხსნარში (ლუგოლის ხსნარი) და
წყალში; სახამებლის მარცვლები იოდით ლურჯად იღებება. წყალში საზღვრავენ მათ
ფორმას, აგებულებას; სახამებლის მარცვლების ზომები ოკულარული მიკრომეტრით
ისაზღვრება.

33
ცხიმოვანი და ეთეროვანი ზეთი. ცხიმოვანი და ეთეროვანი ზეთის აღმოსაჩენად
პრეპარატს სუდან III ხსნარში ამზადებენ და აცხელებენ; ცხიმოვანი და ეთეროვანი ზეთის
წვეთები ნარინჯისფერ - ვარდისფრად იღებება.
ლორწო. ლორწოს აღმოსაჩენად ფხვნილის პრეპარატს შავი ტუშის ხსნარში
ამზადებენ და მყისვე მიკროსკოპში სინჯავენ (მცირე გადიდება); ლორწო შავ ფონზე
უფერო მასის სახით შეინიშნება.
სახამებლის ან ცხიმოვანი ზეთის უმნიშვნელო რაოდენობის შემცველი ნაყოფებისა
და თესლების ფხვნილში კანისა და ნაყოფსაფრის უჯრედების აგებულების შესასწავლად
პრეპარატს ქლორალჰიდრატის ხსნარში სუსტი გაცხელებით ამზადებენ. აუცილებლობის
შემთხვევაში ფხვნილს ჯერ გააუცხიმოვნებენ და შემდეგ გაამჭვირვალებენ.
ცხიმის მოცილების მიზნით ნედლეულის ფხვნილს მილესილსაცობიან სინჯარაში
ათავსებენ, 2 - 3 - ჯერ ამატებენ სპირტის ეთერთან ნარევს (1 : 3) და თითოეულ ჯერზე 20
წთ დაყოვნების შემდეგ გამხსნელს გადაღვრიან. გაუცხიმოვნებისათვის სპირტის ეთერთან
ნარევის ნაცვლად შეიძლება ქსილოლის ან ეთერის გამოყენება. გამჭვირვალებისთვის 0,5 -
1 გ ფხვნილს ათავსებენ ფაიფურის ფინჯანში, ამატებენ 5 - 10 მლ განზავებულ აზოტმჟავას
და 1 წთ განმავლობაში ადუღებენ. შემდეგ სითხეს ქსოვილში წურავენ და ფხვნილს ცხელი
წყლით ჩარეცხავენ. ქსოვილზე ნარჩენს პატარა ნიჩბით ფაიფურის ფინჯანში კვლავ
აგროვებენ, ამატებენ 5 - 10 მლ 5% ნატრიუმის ტუტის ხსნარს, 1 წთ განმავლობაში
ადუღებენ, კვლავ იმავე ქსოვილში წურავენ და ცხელი წყლით ჩარეცხავენ. ამის შემდეგ
ფხვნილს მიკროსკოპში გლიცერინის ხსნარში აკვირდებიან.

ქერქები

ქერქიდან განივ და სიგრძივ ჭრილებს ამზადებენ. ქერქის 2 – 3 ან 0,5 - 1 სმ ზომის


ნაჭრებს წყლიან კოლბში ან სინჯარაში 5 წთ განმავლობაში ადუღებენ. დარბილებულ
ნაჭრებს სკალპელით ასწორებენ ისე, რომ მათ მკაცრად განივი ან სიგრძივი კვეთა ქონდეთ.
ანათლების მიკროპრპარატებს ქლორალჰიდრატის ან გლიცერინის ხსნარში ამზადებენ.
აუცილებლობის შემთხვევაში სხვადასხვა სტრუქტურების ან ნივთიერებების აღმოსაჩენად
პრეპარატებს შესაბამის რეაქტივებში ამზადებენ.
გამერქნებული (ლიგნიფიცირებული) ელემენტები. სასაგნე მინაზე მოთავსებულ
ანათალს ფლოროგლუცინის ხსნარის რამდენიმე წვეთს და 1 წვეთ 25% გოგირდმჟავას
ხსნარს ამატებენ. 1 წთ-ის შემდეგ სითხეს ფილტრის ქაღალდის საშუალებით გამოწოვენ,
ანათალს ქლორალჰიდრატის ან გლიცერინის ხსნარში ათავსებენ და საფარ მინას აფარებენ
(აკვირდებიან გაცხელების გარეშე); გამერქნებული მექანიკური ელემენტები ჟოლოსფერ -
წითლად იღებება.
გამერქნებული მექანიკური ელემენტების აღმოსაჩენად აგრეთვე იყენებენ
გოგირდმჟავა ანილინის ხსნარს. გამერქნებული უჯრედები იღებება ნარინჯისფერ-
ყვითელ ფრად.

34
სახამებელი. სახამებლის აღმოსაჩენად მშრალი ქერქის ჩამონაფხეკს ლუგოლის
ხსნარში აკვირდებიან. სახამებლის მარცვლები ლურჯად იღებება.
მთრიმლავი ნივთიერებები. მთრიმლავი ნივთიერებების არსებობას მშრალი ქერქის
შიგა ზედაპირზე 1 წვეთი რკინაამონიუმის შაბის ან რკინის ჟანგის ქლორიდის ხსნარის
დამატებით ადგენენ; წარმოიქმნება მოშავო-ლურჯი ან მოშავო-მწვანე შეფერადება.
ანტრაცენის ნაწარმები. ანტრაცენის ნაწარმების არსებობას ქერქის შიგა ზედაპირზე 1-
2 წვეთი მწვავე ნატრიუმის ხსნარის დამატებით საზღვრავენ (მიიღება სისხლისფერ -
წითელი შეფერადება), ან ატარებენ მიკროსუბლიმაციას ქვემოთ აღწერილი წესით.
დაჭრილი ნედლეული. ქერქის ჩამონაფხეკს ან პატარა ნაჭრებს 5% მწვავე ნატრიუმის
ხსნარში 3-5 წთ განმავლობაში ადუღებენ, წყლით ჩარეცხავენ და მიკროპრეპარატებს
ობიექტის სკალპელის საშუალებით გაჭყლეტითა და გლიცერინის ან ქლორალჰიდრატის
ხსნარში მოთავსებით ამზადებენ.
მთლიანი ნედლეულისათვის გამერქნებული ელემენტების დადგენა ხდება
აღწერილი რეაქციებით.
სახამებლის, მთრიმლავი ნივთიერებების, ანტრაცენის ნაწარმების არსებობას მშრალი
ქერქის ჩამონაფხეკში საზღვრავენ.
ფხვნილი. ქერქის დიაგნოზური ელემენტების და მასში არსებული ნივთიერებების
დასადგენად რამდენიმე მიკროპრეპარატს ამზადებენ (ქლორალჰიდრატის ხსნარში).
გამერქნებული (ლიგნიფიცირებული) ელემენტები. სასაგნე მინაზე დაახლოებით 0,1გ
ფხვნილს ათავსებენ, ამატებენ 1-2 წვეთ ფლოროგლუცინის ხსნარს, 1 წვეთ 25%
გოგირდმჟავას ხსნარს და საფარ მინას აფარებენ. შემდეგ ერთი მხრიდან 1-2 წვეთ
ქლორალჰიდრატის ხსნარს ამატებენ და საპირისპირო მხრიდან ფილტრის ქაღალდით
სითხეს მოაცილებენ. გამერქნებული ელემენტები ჟოლოსფერ - წითლად იღებება.
ანტრაცენის ნაწარმები (მიკროსუბლიმაციის რექცია). სასაგნე მინაზე ამაგრებენ 1,5 სმ
დიამეტრისა და 2 სმ სიმაღლის მინის მილს. მილის შიგნით გამოსაკვლევი ფხვნილის (ან
ჩამონაფხეკის) მცირე რაოდენობას ათავსებენ, ზევიდან მეორე სასაგნე მინას აფარებენ,
შტატივზე დამაგრებულ ასბესტის ბადეზე დგამენ და აცხელებენ. ქურის ალი სასაგნე
მინიდან დაცილებული უნდა იყოს 5-7 სმ-ზე. სუბლიმატის დამჭერი მინის ზედაპირზე
ფილტრის ქაღალდის ნაჭრებს ათავსებენ და დროდადრო ცივი წყლით ასველებენ.
რამდენიმე ხნის შემდეგ სასაგნე მინის ქვედა მხარეზე ნაფიფქი გამოჩნდება. მიკროსკოპში
გასინჯვისას სუბლიმატში ყვითელი ფერის წვრილი ნემსისებრი კრისტალები შეინიშნება,
რომლებსაც ულტრაიისფერ სხივებში (ლუმინესცენტური მიკროსკოპი) მკვეთრი ყვითელი
ან ნარინჯისფერ-წითელი ნათება ახასიათებთ. 5% კალიუმის ჰიდროქსიდის სპირტიან
ხსნარში სუბლიმატი წითელი შეფერადებით იხსნება.

ფესვები, ფესურები, ტუბერები, ბოლქვები, ტუბერბოლქვები

მთლიანი ნედლეული. ამზადებენ განივ და სიგრძივ ჭრილებს. მიწისქვედა


ორგანოების პატარა ნაჭრებს ცივ წყალში ათავსებენ და ერთი დღე-ღამის განმავლობაში

35
აჩერებენ, შემდეგ 95% სპირტისა და გლიცერინის ნარევში (1 : 1) გადააქვთ და 3 დღე-ღამე
ტოვებენ. დამბალ ობიექტებს სკალპელით ასწორებენ ისე, რომ მათ მკაცრად განივი ან
გასწვრივი კვეთა ჰქონდეთ. ანათლების მიკროპრეპარატებს ქლორალჰიდრატის ან
გლიცერინის ხსნარში ამზადებენ და დიაგნოზურ ნიშნებს ჯერ მცირე, შემდეგ დიდ
გადიდებაზე აკვირდებიან.
მშრალი მიწისქვედა ორგანოების ჩამონაფხეკზე ან ფხვნილზე აუცილებელ
მიკროქიმიურ რეაქციებს ატარებენ. გამერქნებული ელემენტების, სახამებლის, ლორწოს,
ცხიმოვანი და ეთეროვანი ზეთის, მთრიმლავი ნივთიერებების, ანტრაცენის ნაწარმების
არსებობას საზღვრავენ ისე, როგორც ეს მითითებულია განყოფილებაში „ნაყოფები და
თესლები“ და „ქერქები“.
ინულინი. ინულინის აღმოსაჩენად სასაგნე მინაზე დაახლოებით 1 გ ფხვნილს, 1-2
წვეთ α-ნაფტოლის (რეზორცინის ან თიმოლის) ხსნარს და 1 წვეთ კონცენტრირებულ
გოგირდმჟავას ათავსებენ; წარმოიქმნება მოწითალო-იისფერი შეფერადება (რეზორცინის
ან თიმოლისაგან _ ნარინჯისფერ-წითელი). ინულინის შემცველობაზე დასკვნის გამოტანა
შეიძლება მხოლოდ სახამებლის არარსებობის შემთხვევაში.
დაჭრილი ან დაქუცმაცებული ნედლეული. მიწისქვედა ორგანოების ნაჭრებს 3-5 წთ
განმავლობაში 5% ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარში ადუღებენ, გულდასმით წყლით
ჩარეცხავენ და მიკროპრეპარატებს გლიცერინის ან ქლორალჰიდრატის ხსნარში ნაჭრების
გასრესით ამზადებენ.
მიწისქვედა ორგანოების ჩამონაფხეკზე ან ფხვნილზე მიკროქიმიურ რეაქციებს
ატარებენ, როგორც ეს მითითებულია განყოფიელბაში - „ქერქები“.
ფხვნილი. მიწისქვედა ორგანოებში დიაგნოზური ელემენტების და მათში არსებული
ნივთიერებების დასადგენად რამდენიმე პრეპარატს ამზადებენ (ქლორალჰიდრატის
ხსნარში).
გამერქნებული ელემენტების, სახამებლის, ლორწოს, ცხიმოვანი და ეთეროვანი
ზეთის, მთრიმლავი ნივთიერებების, ანტრაცენის ნაწარმების არსებობას საზღვრავენ ისე,
როგორც ეს მითითებულია განყოფილებაში - „ნაყოფები და თესლები“ და „ქერქები“.

36
თავი 4. ფიტოქიმიური ანალიზი

ფიტოქიმიური ანალიზი გამოიყენება მცენარეული ნედლეულის


კეთილხარისხოვნების დასადგენად. რაც განაპირობებულია ნედლეულში
მთავარმოქმედი ნივთიერებების ჯგუფის ან კონკრეტული სუბსტანციის თვისობრივი და
რაოდენობითი შემცველობით. ფიტოქიმიური კვლევის მეთოდებით ადგენენ აგრეთვე
ზოგიერთი ქიმიური ჯგუფის მაჩვენებლებს მაგ. ეთეროვანი და ცხიმოვანი ზეთების
მჟავობის, ეთერის, იოდის რიცხვს და სხვ.
თვისებითი ფიტოანალიზი შესაძლებელია ჩატარდეს აფთიაქებში და ნედლეულის
ჩამბარებელ პუნქტებში, ზოგჯერ კი გამარტივებული მეთოდით უშუალოდ მცენარის
დამზადებისას – საველე პირობებში.
ნედლეულის კეთილხარისხოვნების ძირითადი მარეგლამენტირებელი მაჩვენებლის
– მთავარმოქმედი ნივთიერებების რაოდენობითი განსაზღვრისათვის ფიტოქიმიურ
ანალიზში ხშირად იყენებენ ოპტიკურ მეთოდებს: სპექტროფოტომეტრიას, ფოტომეტრიას,
ფოტოკოლორიმეტრიას, პოლარიმეტრიას, რეფრაქტომეტრიას; ელექტროქიმიურ
მეთოდებს: პოლაროგრაფიას, პოტენციომეტრიას, უფრო ხშირად კი ქრომატოგრაფიულ
ანალიზს. ამ უკანასკნელს დიდი უპირატესობა ენიჭება ახალ სამკურნალო მცენარეების
კვლევისას, სადაც საჭიროა გლიკოზიდების, ალკალოიდების, ფლავონოიდების,
კუმარინების ჯამის განსაზღვრა, ასევე ინდივიდუალურ კომპონენტებად დაყოფა და მათი
იდენტიფიკაცია. ამისათვის მიმართავენ ადსორბციულ, იონცვლით, დაყოფით
ქომატოგრაფირებას. ამ უკანასკნელში შედის ქაღალდზე, სორბენტის თხელ ფენაზე და
სვეტზე ქრომატოგრაფია. უფრო სრულყოფილი და უახლესი მეთოდია აირ-სითხოვანი
ქრომატოგრაფია.
საქონელმცოდნეობითი ანალიზი ტარდება ნედლეულის ხარისხის ყოველმხრივი
განსაზღვრისათვის. იგი კომპლექსურია და მოიცავს მაკროსკოპულ, მიკროსკოპულ,
ფიტოქიმიურ ანალიზს. საქონელმცოდნეობითი გამოკვლევა ტარდება ნედლეულის
ჩაბარების დროს, შემდეგი _ შენახვისას და ბოლოს შენახვის (ვარგისობის) ვადის
დამთავრებისას, აგრეთვე თუ გაჩნდა ეჭვები ნედლეულის ხარისხის დაკარგვაზე. ამას
შეიძლება ჰქონდეს ადგილი შენახვის ცუდი პირობების, ნედლეულის დანამვის ან
დასველების, ამბარული მავნებლებით დაზიანების, ზედმეტად დაწვრილმანების და სხვ.
შემთხვევებში. საგულე გლიკოზიდების შემცველ მცენარეულ ნედლეულს და მათ
პრეპარატებს ბიოლოგიურ სტანდარტიზაციას უტარებენ როგორც წესი ყოველწლიურად.
მცენარეული ნედლეული, სამედიცინო პრაქტიკაში გამოსაყენებლად, ასევე
ფარმაცევტულ მრეწველობაში პრეპარატების წარმოებისათვის არ დაიშვება
საქონელმცოდნეობითი ანალიზის დასკვნის გარეშე.
საქონელმცოდნეობითი ანალიზი 3 ეტაპისაგან შედგება: ნედლეულის პარტიის
მიღება (ჩაბარება), საანალიზო სინჯების აღება და გამოკვლევა, აღნიშნული ცალკეა
განხილული (იხ. შესაბამისი პარაგრაფები).

37
საქონელმცოდნეობითი შეფასების უპირველესი დანიშნულებაა ნედლეულის
იგივეობის დადგენა ე.ი. შესაბამისობა იმ დასახელებასთან, რომლითაც ის შემოვიდა.
შემდეგ ატარებენ მთავარმოქმედი ნივთიერებების განსაზღვრას. მისი პროცენტული
შემცველობა დაუშვებელია იყოს ფს-ში მითითებულზე ნაკლები, რაც ნედლეულის
დაწუნების საფუძველი გახდება. საზღვრავენ ასევე "რიცხვით მაჩვენებლებს". ესაა
გამოკვლევა სინამეზე, ნაცარზე, დაწვრილმანების ხარისხზე, მინერალურ და ორგანულ
მინარევებზე. ამ მაჩვენებლების ზედა ზღვრული რიცხვები, როგორც ნედლეულის
კეთილხარისხოვნების მარეგლამენტირებელი, შედის მოცემული ნედლეულის ფს-ში.
პრაქტიკულად შეუძლებელია ნედლეული ზუსტად ერთი ზომის ნაჭრებად იყოს
დაწვრილმანებული, ამიტომ სტანდარტი ითვალისწინებს განსხვავებული სიდიდის
ნედლეულის არსებობას საშუალოდ 3-10% რაოდენობით, მისი ზედა ზღვრული
მაჩვენებელიც სავალდებულოა ნედლეულის კეთილხარისხოვნებისათვის. დადგენა ხდება
სტანდარტული ზომის ნასვრეტებიან საცერში გატარებით. ყველა ნედლეულის ფს-ში
ასევე ნორმირებულია მინარევების შემცველობაც. არჩევენ დაუშვებელ მინარევებს
(უცნობი ან შხამიანი მცენარეების ნაწილების არსებობა, მღრღნელების, მწერების
ნარჩენები) და დასაშვებ მინარევებს _ ორგანულს და არაორგანულს. ორგანულში შედის
იგივე მცენარის არასასაქონლო ნაწილები, ან ნაწილები, რომელთაც დაკარგეს ბუნებრივი
ფერი გახუნებული, ან პირიქით გაშავებულია, დაობებული და სხვ. არაორგანული ანუ
მინერალური მინარევებია სილა, ქვიშა, მტვერი, ყველა ისინი ნედლეულში მოხვდება
დამზადების, ნაჩქარევად გადამუშავების ან ხანგრძლივი შენახვის დროს, მათი
რაოდენობა ნედლეულის კეთილხარისხოვნების დადგენისათვის ასევე ნორმირებულია _
არ უნდა იყოს 0,5-2%-ზე მეტი.
გარემოსა და მცენარეების დაბინძურებამ დღის წესრიგში დააყენა სამკურნალო
მცენარეების, მათი ნედლეულის და ზოგიერთი პრეპარატის გამოკვლევა რადიაციაზე,
შხამ-ქიმიკატების, პესტიციდების, მძიმე მეტალების შემცველობაზე.

დაწვრილმანების განსაზღვრა

ნედლეულის სინჯს ათავსებენ სათანადო ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციაში


მითითებულ საცერში და ცრიან ფრთხილად, გამოზომილი, ბრუნვითი მოძრაობებით,
რათა ნედლეული უფრო მეტად არ დაწვრილმანდეს. დაწვრილმანებული ნაწილების
გაცრა დამთავრებულად ითვლება, თუ ერთწუთიანი დამატებითი გაცრის შემდეგ
გაცრილი ნედლეული საცერში დარჩენილი ნედლეულის ერთ პროცენტზე ნაკლებს
შეადგენს.
მთლიანი ნედლეულის გაცრილ ნაწილაკებს წონიან და მათ პროცენტულ
შემცველობას ანგარიშობენ საანალიზო სინჯის მასასთან მიმართებაში.
დაჭრილი, დაქუცმაცებული, ფხვნილადქცეული ნედლეულის გასაცრელად იღებენ
ორ საცერს. ნედლეულის სინჯს ათავსებენ ზედა საცერზე და ცრიან. შემდეგ ცალკ-ცალკე

38
წონიან ზედა საცერზე დარჩენილ და ქვედა საცერში გაცრილ ნედლეულს და ანგარიშობენ
ზედა საცერში დარჩენილ და ქვედა საცერში გაცრილი ნაწილაკების პროცენტულ
შემცველობას საანალიზო მასასთან მიმართებაში. თუ საანალიზო სინჯის მასა 100 გ-ზე
მეტია, აწონვას აწარმოებენ ცდომილებით ± 0,1გ, ხოლო თუ საანალიზო სინჯის მასა 100გ
და ნაკლებია ცდომილებით ± 0,05 გ.
დაქუცმაცებული ნაწილაკების შემცველობის დასაშვები ნორმა ნედლეულის ყოველი
სახისათვის მითითებულია შესაბამის ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტში.

მინარევების შემცველობის განსაზღვრა

საანალიზო სინჯის გაცრის შემდეგ დარჩენილ ნაწილს (მთლიანი


ნედლეულისათვის) ან ზედა და ქვედა საცრებში გაცრილ ნაწილაკებს (დაჭრილი,
დაქუცმაცებული და სხვა დაწვრილმანებული ნედლეულისათვის) ათავსებენ სუფთა,
გლუვ ზედაპირზე და პატარა ნიჩბით ან პინცეტით გამოყოფენ მინარევებს, რომლებიც
მითითებულია სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ნორმატიულ-ტექნიკურ
დოკუმენტაციაში. როგორც წესი, მინარევებს მიეკუთვნება:
 ნედლეულის ნაწილები, რომლებმაც დაკარგეს მითითებულ სახეობისათვის
დამახასიათებელი შეფერადება (გამუქებული, გაშავებული, გახუნებული და ა.შ.)
 იგივე მცენარის სხვა ნაწილები, რომლებიც არ შეესაბამება ნედლეულის
დადგენილ აღწერას.
 ორგანული მინარევები (სხვა არაშხამიან მცენარეთა ნაწილები).
 მინერალური მინარევები (მიწა, ქვიშა, კენჭები).
ამასთანავე ყურადღებას აქცევენ ბეღლის მავნებლების არსებობასაც.
თუ საანალიზო სინჯის მასა 100 გ-ზე მეტია, აწონვას აწარმოებენ ცდომილებით ±
0,1გ, ხოლო თუ საანალიზო სინჯის მასა 100 გ და ნაკლებია ცდომილებით ± 0,05გ.
მინარევების შემცველობას ანგარიშობენ პროცენტებში ფორმულით:

სადაც m1- მინარევის მასაა გ-ში; m2- ნედლეულის საანალიზო სინჯის მასაა გ-ში.
ბეღლის მავნებლებით სამკურნალო მცენარეული ნედლეულის დაბინძურების დონის
განსაზღვრა.
ბეღლის მავნებლების არსებობაზე გამოკვლევებს აუცილებლად აწარმოებენ
სამკურნალო მცენარეული ნედლეულის მიღების დროს, აგრეთვე შენახვის შემთხვევაში
ყოველწლიურად.
ცოცხალი და მკვდარი მავნებლების შემცველობაზე ნედლეულს იკვლევენ გარეგანი
დათვალიერებით, ასევე დაწვრილმანებისა და მინარევების შემცველობის განსაზღვრის
დროს, შეუიარაღებელი თვალით ან ლუპის (5-10X) მეშვეობით. ამასთან ყურადღებას

39
აქცევენ ბეღლის მავნებლებით ნედლეულის დაზიანებული ნაწილების არსებობას.
ნედლეულის გარდა, გულდასმით ათვალიერებენ საფუთავი მასალის ნაკერებს, ნაკეცებს,
ყუთის ხვრელებს. ნედლეულში ბეღლის მავნებლების აღმოჩენის შემთხვევაში
დაბინძურების ხარისხს საზღვრავენ სპეციალურად გამოყოფილი საანალიზო სინჯის
გამოყენებით.
ნედლეულის საანალიზო სინჯს ცრიან 0,5 მმ ზომის ნასვრეტებიან საცერში. საცერში
გაცრილ ნედლეულში ამოწმებენ ტკიპების არსებობას; საცერზე დარჩენილ ნედლეულში -
ჩრჩილს, მარცვლეულის რკილებს, მათ ლარვებს და სხვა ცოცხალ ან მკვდარ მავნებლებს.
ტკიპებს ითვლიან ლუპის მეშვეობით, ჩრჩილს, მის ლარვებს, ჭუპრებს და სხვა
მავნებლებს - შეუიარაღებელი თვალით ან ლუპით. აღმოჩენილი მავნებლების და მათი
ლარვების რაოდენობას ანგარიშობენ 1 კგ ნედლეულზე და ამით ადგენენ მის
დაბინძურების ხარისხს.
ნედლეულის დაბინძურება მიეკუთვნება I ხარისხს, თუ 1 კგ ნედლეულში არაუმეტეს
20 ტკიპაა (ფქვილის ტკიპა - Tyroglyphus farinae L., ბეწვიანი ტკიპა - Glyciphagus destructor
Schrank., მტაცებელი ტკიპა - Cheyletus eruditus Schrank., ჩირის ტკიპა - Carpoglyphus lactis L.
და სხვ.); II ხარისხს _ თუ 20 ტკიპაზე მეტია, რომლებიც თავისუფლად მოძრაობენ
ნედლეულის ზედაპირზე და არ ქმნიან ფართო მასას; III ხარისხს _ თუ ტკიპები ბევრია,
რომლებიც ქმნიან ერთიან ქეჩისებრ მასას და მათი მოძრაობა გაძნელებულია.
ნედლეულის დაბინძურება I ხარისხს მიეკუთვნება, თუ 1 კგ ნედლეულში ბეღლის
ჩრჩილი - Tinea granella L., და მისი ლარვები, აგრეთვე პურის რკილი - Sidotrepa panicea L.,
და სხვა მავნებლები არაუმეტეს 5-ია,; II ხარისხს _ 6-10 მავნებლის არსებობის
შემთხვევაში; III ხარისხს, თუ 10 მავნებელზე მეტია.
სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში ბეღლის მავნებლების აღმოჩენისას მას
უტარდება დეზისენქცია, რის შემდეგაც ნედლეულს გაცრიან 0,5 მმ ზომის ნასვრეტებიან
საცერში (ტკიპებით დაბინძურებისას) ან 3 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში (სხვა
მავნებლებით დაბინძურებისას).
გადამუშავების შემდეგ ნედლეულს იყენებენ დაბინძურების ხარისხზე
დამოკიდებულების მიხედვით. I ხარისხის დაბინძურების შემთხვევაში ნედლეული
შეიძლება დაშვებულ იქნას მედიცინაში გამოყენებისათვის, II ხარისხის და
განსაკუთრებულ შემთხვევებში III ხარისხის დაბინძურების დროს ნედლეული შეიძლება
გადამუშავდეს ინდივიდუალური ნივთიერებების მიღების მიზნით.

სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ტენიანობის განსაზღვრა

ნედლეულის ტენიანობად ითვლება ჰიგროსკოპული ტენისა და აქროლადი


ნივთიერებების ხარჯზე მასის დანაკარგი, რომელსაც მუდმივ მასამდე ნედლეულის
გამოშრობით საზღვრავენ.
ნედლეულის საანალიზო სინჯს აწვრილმანებენ 10 მმ ზომის ნაწილაკებამდე,
შეურევენ და იღებენ 3-5 გ ორ წონაკს, რომლებიც აწონილია ცდომილებით ± 0,01 გ.

40
თითოეულ წონაკს ათავსებენ სახურავთან ერთად წინასწარ გამომშრალ და აწონილ
ბიუქსში და 100-1050C-მდე გახურებულ მაშრობ კარადაში აშრობენ. გამოშრობის დროის
ათვლა ხდება იმ მომენტიდან, როდესაც მაშრობ კარადაში ტემპერატურა კვლავ 100-1050C
მიაღწევს. ფოთლების, ბალახებისა და ყვავილებისათვის პირველი აწონვა ხდება 2 სთ-ის
შემდეგ, ხოლო ფესვების, ფესურების, ქერქების, ნაყოფების, თესლებისა და სხვა სახის
ნედლეულისათვის - 3 სთ შემდეგ.
გამოშრობას აწარმოებენ მუდმივი მასის მიღებამდე. მასა ჩაითვლება მუდმივად, თუ
ორ თანმიმდევრულ აწონვებს შორის სხვაობა არ აღემატება 0,01 გ, 30 წთ-ით გამოშრობის
და ექსიკატორში 30 წთ-ით გაცივების შემდეგ.
მოქმედი ნივთიერებებისა და ნაცრის რაოდენობის აბსოლუტურად მშრალ
ნედლეულზე გადასაანგარიშებლად, გამოშრობისას მასის დანაკარგს 1-2 გ წონაკებში
(ზუსტი წონა) საზღვრავენ. წონაკები აღებულია ნაცრისა და მოქმედი ნივთიერებების
შემცველობის განსაზღვრისათვის განკუთვნილი საანალიზო სინჯიდან. აწონვებისას
წონებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 0,0005 გ. ნედლეულის ტენიანობას (X)
პროცენტებში გამოითვლიან ფორმულით:

სადაც m-ნედლეულის მასაა გამოშრობამდე გ-ში; m1 - ნედლეულის მასაა გამოშრობის


შემდეგ გ-ში.
საბოლოო შედეგად ჩაითვლება ორი პარალელური განსაზღვრის საშუალო
არითმეტიკული, რომელიც გამოთვლილია მეათედ პროცენტამდე. ორ პარალელურ
განსაზღვრას შორის დასაშვები განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს 0,5%.

საერთო ნაცრის განსაზღვრა

3–5 გ დაწვრილმანებულ მცენარეულ ნედლეულს (ზუსტი წონა) ათავსებენ წინასწარ


გამომწვარ ფაიფურის, კვარცის ან პლატინის ტიგელში ისე, რომ თანაბრად იქნეს
განაწილებული ტიგელის ფსკერზე. შემდეგ ტიგელს ფრთხილად აცხელებენ, აძლევენ
შესაძლებლობას ნედლეულს ბოლომდე დაიწვას შეძლებისამებრ დაბალ ტემპერატურაზე,
დარჩენილი ნახშირიც უნდა დაიწვას შესაძლო დაბალ ტემპერატურაზე, როდესაც
ნახშირიც დაიწვება ტემპერატურას უმატებენ. იმ შემთხვევაში, როდესაც ნახშირი
ბოლომდე არ იწვება, ნარჩენს აცივებენ, ასველებენ წყლით ან ამონიუმის ნიტრატის
ნაჯერი ხსნარით, აორთქლებენ წყლის აბაზანაზე და საჭიროებისამებრ ამ ოპერაციას
იმეორებენ რამდენჯერმე.
გამოწვა მიმდინარეობს სუსტი გავარვარებით 500 0C ტემპერატურაზე ერთიანი მასის
მიღებამდე; უნდა მოვერიდოთ ნაცრის გალღობას და მის შედუღებას ტიგელის კედლებზე.
გამოწვის დამთავრების შემდეგ ტიგელს აცივებენ ექსიკატორში და წონიან.

41
ქლორწყალბადმჟავაში უხსნადი ნაცრის განსაზღვრა

მცენარეული ნედლეულის დაწვის შედეგად მიღებულ ნარჩენს ტიგელში უმატებენ


15 მლ 10%-იან ქლორწყალბადმჟავას, ტიგელს ახურავენ საათის მინას და აცხელებენ 10წთ
მდუღარე წყლის აბაზანაზე, უმატებენ 5 მლ ცხელ წყალს, ამითვე ჩარეცხავენ საათის
მინასაც. ხსნარს ფილტრავენ უნაცრო ფილტრში. ნარჩენი მთლიანად გადააქვთ ცხელი
წყლის დამატებით ფილტრის ქაღალდზე, რომელსაც ჩარეცხავენ ცხელი წყლით
ქლორიდებზე უარყოფით რეაქციამდე. ფილტრი ნარჩენით გადააქვთ იმავე ტიგელში
გამოაშრობენ წვავენ, გაავარვარებენ როგორც აღწერილია ზემოთ და წონიან.

სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში ექსტრაქტული ნივთიერებების


შემცველობის განსაზღვრა

ნედლეულში ექსტრაქტული ნივთიერებების განსაზღვრას აწარმოებენ, იმ


შემთხვევაში თუ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციაში არ არის მითითებული
მოქმედი ნივთიერებების რაოდენობითი განსაზღვრის მეთოდი.
დაახლოებით 1 გ (ზუსტი წონა) დაწვრილმანებულ ნედლეულს, რომელიც 1 მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერშია გაცრილი, ათავსებენ 200-250 მლ ტევადობის
კონუსურ კოლბში, ამატებენ სათანადო ნორმატიულ - ტექნიკურ დოკუმენტაციაში
მითითებულ 50 მლ გამხსნელს. კოლბას ახურავენ საცობს, წონიან (ცდომილებით 0,01 გ)
და 1 სთ ტოვებენ. შემდეგ კოლბას უკუმაცივარს მიუერთებენ, აცხელებენ და სუსტი
დუღილის შენარჩუნებით 2 სთ განმავლობაში ადუღებენ. გაცივების შემდეგ კოლბას
შიგთავსით ისევ იმავე საცობით ხურავენ, წონიან და მასაში დანაკარგს გამხსნელით
შეავსებენ. კოლბის შიგთავს გულმოდგინედ ანჯღრევენ და 150-200 მლ ტევადობის მშრალ
კოლბში მშრალი ფილტრის ქაღალდით ჩაფილტრავენ. 25 მლ ფილტრატი პიპეტით
გადააქვთ მუდმივ მასამდე 100-1050C ტემპერატურაზე წინასწარ გამომშრალ და ზუსტად
აწონილ 7-9 სმ დიამეტრის ფაიფურის ფიალაში და წყლის აბაზანაზე მშრალ მასამდე
ამოაქროლებენ. ფიალას ნარჩენით მუდმივ მასამდე აშრობენ 100-1050C ტემპერატურაზე,
შემდეგ 30 წთ განმავლობაში აცივებენ უწყლო კალციუმის ქლორიდიან ექსიკატორში და
დაუყოვნებლივ წონიან.
ექსტრაქტული ნივთიერებების შემცველობას პროცენტებში (X) აბსოლუტურად
მშრალ ნედლეულზე გადაანგარიშებით გამოითვლიან ფორმულით:

სადაც
m - მშრალი ნარჩენის მასაა გ-ში;
m1 - ნედლეულის მასაა გ-ში;
W - ნედლეულის გამოშრობისას მასაში დანაკარგია პროცენტებში.

42
ლორწოს შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული

ტუხტის ფესვები - RADICES ALTHAEAE

ველურად მოზარდი და კულტივირებული


მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის სამკურნალო ტუხტის
- Althaea officinalis L. და სომხური ტუხტის - Althaea armeniaca
Ten., ოჯ. ბალბასებრნი _ Malvaceae, შემოდგომაზე ან
გაზაფხულზე შეგროვებული, მიწისაგან და კორპის შრისაგან
კარგად გასუფთავებული და გამშრალი გვერდითი და
გაუმერქნებელი ღერძული ფესვები.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. ფესვები
კორპისაგან გასუფთავებული, თითქმის ცილინდრული
ფორმის ან 2-4 ნაწილად სიგრძეზე გახლეჩილი, ბოლოებში
ოდნავ შევიწროვებული, სიგრძით 10-35 სმ და სისქით 2 სმ.
ფესვის ზედაპირი სიგრძივ-დაღარული, აშრევებადი გრძელი,
სურ. 23. სამკურნალო ტუხტი რბილი ლაფნის ბოჭკოებით და მუქი წერტილებით -
მოჭრილი და ჩამოცილებული წვრილი ფესვების ნარჩენებით.
გადანატეხი ცენტრში მარცვლოვან-ხორკლიანი, გარედან ბოჭკოვანი. ფესვის ფერი
გარედან და გადანატეხზე თეთრი, მოყვითალო-თეთრი (სამკურნალო ტუხტი) ან
ნაცრისფერი (სომხური ტუხტი). სუნი სუსტი, თავისებური. გემო მოტკბო ლორწოს
შეგრძნებით.

სურ. 24. ტუხტის ფესვი

დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი


ფესვის სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. სუნი სუსტი, თავისებური. გემო მოტკბო ლორწოს
შეგრძნებით.
ფხვნილი თეთრი, მოყვითალო-თეთრი ან ნაცრის-ფერი, 0,310 მმ დიამეტრის
ნასვრეტებიან საცერში გაცრილი. სუნი სუსტი, თავისებური. გემო მოტკბო, ლორწოს
შეგრძნებით.
ტუხტის ფესვები კორპგაუცლელი. მთლიანი ნედლეული წარმოადგენს კორპისგან
გაუსუფთავებელ. თითქმის ცილინდრული ფორმის ან სიგრძეზე 2-4 ნაწილად გახლეჩილ,

43
დატოტვილ, სხვადასხვა სიგრძის, 2სმ-მდე სისქის ფესვებს. ზედაპირი სიგრძივ
დაღარული, მონაცრისფრო-წაბლისფერი.

სურ. 25. ტუხტის ფესვების მიკროსკოპია


ა- ფესვის და პერიდერმის ფრაგმენტი; ბ-ცენტრალური ცილინდრის ფრაგმენტი; 1. თხელკედლიანი
პარენქიმა სახამებლის მარცვლებით; 2. ტანგენტალურად გამოწეული ლაფნის ბოჭკოების ჯგუფები სუსტად
გასქელებული ან გამერქნებული კედლებით; 3. ბოჭკოების მცირე ჯგუფები მერქანში; 4. ჭურჭლები; 5-
ტრაქეიდები; 6. გულგულის სხივები 7. ლორწოს შემცველი უჯრედები ქერქის და მერქნის პარენქიმაში;
8.კალციუმის ოქსალატის დრუზები.

მიკროსკოპია. განივ განაკვეთზე მოჩანს ფესვისათვის დამახასიათებელი


თხელკედლიანი პარენქიმული ქსოვილის სიჭარბე. ფესვში გვხვდება მრავალრიცხოვანი
ტანგენტალურად გაჭიმული ლაფნის ბოჭკოების ჯგუფები, რომლებიც განლაგებულია
წყვეტილ კონცენტრულ სარტყელებად. ბოჭკოთა უფრო პატარა ჯგუფები გაბნეულია
მერქანში. ბოჭკოები სისქით 10-35 მკმ სუსტად გასქელებული, გაუმერქნებელი ან სუსტად
გასქელებული ან გამერქნებული კედლებით და დიდი სანათურებით.
ჭურჭლები და ტრაქეიდები განლაგებულია მცირე ჯგუფებად. გულგულის სხივები
ერთ, იშვიათად ორ რიგად. პარენქიმაში მოჩანს მრავალრიცხოვანი, ლორწოს შემცველი

44
დიდი უჯრედები, როგორც ქერქში, ასევე მერქანში. ლორწო წყალში იხსნება, უჯრედები
ხდება უფერო და მოჩანს როგორც ცარიელი. პარენქიმის უჯრედები სავსეა სახამებლის
მარცვლებით, ზოგან გვხვდება კალციუმის ოქსალატის პატარა კრისტალები.
ფხვნილი. მიკროსკოპში მოჩანს სახამებლის შემცველი პარენქიმის ნაგლეჯები,
ცალკეა სახამებლის მომრგვალო, ოვალური და კვერცხისებრი ფორმის მარცვლები, ზომით
3-27 მკმ, კალციუმის ოქსალატის დრუზები, ჭურჭლების და ბოჭკოების ნაგლეჯები;
ხშირად გვხვდება მათი ორად დატოტვილი ბოლოები; ლორწოს აღმოაჩენენ ტუშში
გასინჯვით.
თვისებითი რეაქციები. განაკვეთის ან ფხვნილის შესველებისას ამიაკის ან ნატრიუმის
ტუტის ხსნარით წარმოიქმნება ყვითელი შეფერადება (ლორწო).

სურ. 26. ტუხტის ფესვების მიკროსკოპია

რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო


ნაცარი არაუმეტეს 8%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს
0,5%; გახევებული ფესვები არაუმეტეს 3%; კორპისაგან ცუდად გასუფთავებული ფესვები
არაუმეტეს 3%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 0,5%; მინერალური მინარევები
არაუმეტეს 0,5%;
დაწვრილმანებული ნედლეული. ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი
არაუმეტეს 8%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 0,5%;
ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს
15%; 1 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 3%;
ორგანული მინარევები არაუმეტეს 0,5%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0, 5%.

45
სურ. 27. ტუხტის ბალახი

ფხვნილი. ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 8%; 10%


ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 0,5%; ნაწილაკები, რომლებიც
არ იცრება 0,310 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 1%.
ტუხტის ბალახი. ნედლეული წარმოადგენს შეფოთლილ ღეროების, მთლიანი ან
დამტვრეული ფოთლების, ყვავილების, კვირტების და ნაყოფების ნარევს. ღეროები
მომრგვალო, სიგრძეზე წყვეტილად დაღარული, შებუსვილი, სიგრძით 120 სმ-მდე, სისქით
8 მმ-მდე, მონაცრისფრო-მწვანე. სუნი სუსტი, გემო ოდნავ ლორწოვანი.
სააფთიაქო ტუხტის ბალახი პოლისაქარიდების შემცველობა არანაკლებ 5%
(ისაზღვრება გრავიმეტრულად); ტენიანობა არაუმეტეს 60%; საერთო ნაცარი არაუმეტეს
18%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 3%; მინერალური -არაუმეტეს 1,5%.

სურ. 28. ტუხტის ბალახის მიკროსკოპია

46
სურ. 29. ტუხტის ფოთლების მიკროსკოპია
1. ზედა ეპიდერმისი; 2. ქვედა ეპიდერმისი; 3. ბაგე ფოთლის ორივე მხარეს (ანომოციტური ტიპი);
4. კალციუმის ოქსალატის დრუზები მეზოფილში ძარღვების გასწვრივ; 5. მარტივი ერთუჯრედიანი
ბუსუსები; 6. ვარსკვლავისებრი ბუსუსი; 7. ბუსუსის ფუძე გაქვავებული გარსით; 8. ჯირკვლოვანი
ბუსუსები; 9. ლორწოს შემცველი უჯრედები.

ბალახის მიკროდიაგნოსტიკა ხდება ფოთლების მიხედვით. ფოთლისათვის


სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს: ზედა ეპიდერმისის სუსტად დაკლაკნილ,
კრიალოსნისებრ გასქელებულ და ქვედა ეპიდერმისის ძლიერ დაკაკნილ უჯრედებს;
ანომოციტური ტიპის ბაგეებს, ბაგის მიმდებარე 2-4 უჯრედით; დამახასიათებელია ორი
ტიპის ბუსუსი: მარტივი, ვარსკვლავისებრი 1-8 სხივიანი და ჯირკვლოვანი ბუსუსი ერთ
ან ორუჯრადიანი ფეხითა და მრავალუჯერადიანი თავაკით; თავაკი შედგება რამდენიმე
იარუსად განლაგებული გამომყოფი უჯრედებისაგან; თითოულ იარუსში 2-4 უჯრედია;
ბუსუსების მიმაგრების ადგილებზე ეპიდერმისის უჯრედები ქმნის როზეტს; კალციუმის
ოქსალატის მრავალრიცხოვანი დრუზები განლაგებულია ფოთლის მეზოფილის და
ძარღვების გასწვრივ.

47
დიდი მრავალძარღვას ფოთლები - FOLIA PLANTAGINIS MAJORIS

ველურად მოზარდი და კულტივირებული


მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის დიდი
მრავალძარღვას – Plantago major L., ოჯ.
მრავალძარღვასებრნი – Plantaginaceae, ყვავილობის
დროს შეგროვებული გამშრალი ფოთლები.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული.
მთლიანი ან ნაწილობრივ დაწვრილმანებული
ფოთლები, დაგრეხილი, ფართოკვერცხისებრი ან
ფართოელიფსური, კიდემთლიანი ან ოდნავ
დაკბილული, 3-9 სიგრძივი რკალისებრი
სურ. 30. დიდი მრავალძარღვა
დაძარღვით, ვიწროვდება სხვადასხვა სიგრძის
ფართო ყუნწებად. ყუნწის მოწყვეტის ადგილას მოჩანს გრძელი, მუქი ძაფისებრი
ძარღვების ნარჩენები. ფოთლების სიგრძე ყუნწით 24 სმ-მდე, სიგანე 3-11 სმ. ფერი მწვანე
ან მურა - მწვანე, სუნი სუსტი, გემო ოდნავ მომწარო.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ფოთლის სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი მწვანე ან მურა-მწვანე, სუნი სუსტი, გემო
ოდნავ მომწარო.

სურ.31. დიდი მრავალძარღვას ფოთლები

მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ზედა ეპიდერმისის


უჯრედები მრავალკუთხა სწორი კედლებით. ქვედა ეპიდერმისის _ ოდნავ დანაოჭებული.
კუტიკულა ზოგიერთ ადგილას წარმოქმნის დანაოჭებებს. ბაგე ფოთლის ორივე მხარესაა,
უპირატესად _ ქვედა მხარეს, მომრგვალო, შემოსაზღვრულია ეპიდერმისის 3-4 უჯრედით
(ანომოციტური ტიპი). ბუსუსები _ მარტივი და თავაკიანი. მარტივი ბუსუსები
გაფართოებული ფუძითაა, მრავალუჯრედიანი, გლუვი ზედაპირით. თავაკიანი ბუსუსები
ორი ტიპისაა: ერთუჯრედიანი ფეხით და მოგრძო ორუჯრედიანი თავაკით, იშვიათად
გვხვდება თავაკიანი ბუსუსები მრავალუჯრედიანი ფეხით და ბურთისებრი ან ოვალური

48
ფორმის ერთუჯრედოვანი თავაკით. ბუსუსის მიმაგრების ადგილას ეპიდერმისის
უჯრედები ქმნის როზეტს.

სურ. 32. მრავალძარღვას ფოთლის მიკროსკოპია


1. ზედა ეპიდერმისი; 2. ქვედა ეპიდერმისი; 3. კუტიკულის დანაოჭება; 4. ანომოციტური ტიპის ბაგე;
5. მარტივი ბუსუსი; 6. თავაკიანი ბუსუსი; 7. თავაკიანი ბუსუსები მრავალუჯრედოვანი ფეხით;
8. ბუსუსის მიმაგრების ადგილას ეპიდერმისის უჯრედების მიერ წარმოქმნილი როზეტი.

რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. პოლისაქარიდები არანაკლებ 12%;


ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 20%; 10% ქლორწყალბადმჟავას
ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 6%; გამუქებული და გაშავებული ფოთლები
არაუმეტეს 5%; საყვავილე ღერო არაუმეტეს 1%; 1 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში
გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 5%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 1%; მინერალური
მინარევები არაუმეტეს 1%.
დაწვრილმანებული ნედლეული. პოლისაქარიდები არანაკლებ 12%; ტენიანობა
არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 20%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში
უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 6%; გამუქებული და გაშავებული ფოთლების ნაჭრები
არაუმეტეს 5%; საყვავილე ღეროების ნაჭრები არაუმეტეს 1%; ნაწილაკები, რომლებიც არ
იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან ხასცერში არაუმეტეს 10%; 0,5 მმ დიამეტრის
ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 7%; ორგანული მინარევები
არაუმეტეს 1%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.

49
ვირისტერფას ფოთლები – FOLIA FARFARAE

ველურად მოზარდი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის ვირისტერფას – Tussilago


farfara L., ოჯ. ასტრასებრნი – Asteraceae, ზაფხულის პირველ ნახევარში შეგროვებული და
გამშრალი ფოთლები.

სურ. 33. ვირისტერფა

გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. მთლიანი ან ნაწილობრივ


დაწვრილმანებული ფოთლების ნარევი. ფოთლები მომრგვალო, გულისებრი, კიდეებზე
ამოკვეთილი და არათანაბრად იშვიათად _ წვრილად დაკბილული, ზევიდან შიშველი,
ქვევიდან მოთეთრო-ქეჩისებრი ერთმანეთში გადახლართული გრძელი ბუსუსების
სიჭარბის გამო. ყუნწები წვრილი, ზევიდან ღარიანი, ხშირად შენარჩუნებული ქეჩისებური
შებუსვით. ფოთლის ფირფიტის სიგრძე 8-15 სმ, სიგანე დაახლოებით 10 სმ, ყუნწის სიგრძე
დაახლოებით 5 სმ. ფოთლები არ უნდა იყოს ძალიან ნორჩი, ე.ი. არ უნდა ქონდეს სქელი
შებუსვა ზედა მხარეს.
ფოთლების ფერი ზედა მხარეს მწვანე,
ქვევიდან _ მოთეთრო-ნაცრისფერი, უსუნო,
გემო სუსტი-მომწარო ლორწოს შეგრძნებით.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ფოთლის სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი
მონაცრისფრო-მწვანე, უსუნო, გემო სუსტი-
მომწარო ლორწოს შეგრძნებით.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის
დათვალიერებისას მოჩანს ზედა ეპიდერმისის
სურ. 34. ვირისტერფას დაწვრილმანებული მსხვილი მრავალკუთხა, სწორი, ხშირად
ფოთლები კრიალოსნის მაგვარი გასქელებულ-
კედლებიანი უჯრედები. ქვედა ეპიდერმისის
უჯრედები წვრილი, დაკლაკნილი კედლებით,
ძარღვებზე ეპიდერმისის უჯრედები მოგრძოა, დანარჩენი _ იზოდიამეტრული.
კუტიკულა სქელი, დანაოჭებულ- ნაკეცებიანი, ძარღვებზე სიგრძივ- ნაკეცებიანი. ძლიერ

50
დაკლაკნილი კედლებით. კუტიკულა თხელია, დანაოჭებულნაკეცებიანი. საჰაერო
ღრუებზე ეპიდერმისი შემაღლებულია, აქ განლაგებულია 1-2 ბაგე. ბაგეები მსხვილია,
ოვალური, ანომოციტური ტიპის. ფოთლის ზედა მხარეს ბაგეები იშვიათად გვხვდება,
გააჩნიათ ბაგის მიმდებარე 4-5 უჯრედი; ქვედა მხარეს ბაგე მრავალრიცხოვანია
რადიალურად განლაგებული ბაგის მიმდებარე 7-9 უჯრედით.

სურ. 35. ვირისტერფას ფოთლების მიკროსკოპია


ა) ფოთლის ზედა ეპიდერმისი, ბ) ქვედა ეპიდერმისი ვ) ფოთლის განივი ჭრილი. 1. ზედა ეპიდერმისი, 2.
მესრისებური ქსოვილი, 3. ღრუბლისებური ქსოვილი 4. ქვედა ეპიდერმისი, 5. ბუსუსი, 6. ბაგე, 7. საჰაერო
სიღრუე
ფოთლის ორივე მხარეს კუტიკულა ბაგის ირგვლივ ქმნის რადიალურ ნაკეცს.
ფოთლის ზედა მხარე თითქმის შიშველია, ქვედა - დაფარულია მრავალრიცხოვანი
მარტივი ბუსუსებით. ბუსუსები შედგება მოკლე ფუძისაგან წარმოქმნილი 3-6 მომცრო
უჯრედებისაგან და გრძელი, ზონარის მაგვარი, ძლიერ დაკლაკნილი საბოლოო
უჯრედისაგან. ბუსუსები ერთმანეთშია გადახლართული. ღრუბლისებური ქსოვილი
აერენქიმის ტიპისა - მისი უჯრედები განლაგებულია ერთრიგად ძეწკვებად, ქმნის მსხვილ
საჰაერო უჯრედშორისებს.

სურ. 36. ვირისტერფას ტრიქომები

51
რიცხვითი მაჩვენებლები.
მთლიანი ნედლეული. ტენიანობა
არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი
არაუმეტეს 20%; 10%
ქლორწყალბადმჟავას ხსნარში
უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 10%;
გამუქებული და ჟანგისფერი-მურა
ლაქებიანი ფოთლები არაუმეტეს 8%;
ორგანული მინარევები არაუმეტეს 2%;
მინერალური მინარევები 2%.
დაწვრილმანებული ნედლეული.
ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო
ნაცარი არაუმეტეს 20%; 10% სურ. 37. ვირისტერფას ფოთლის მიკროსკოპია
ქლორწყალბადმჟავას ხსნარში
უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 10%; გამუქებული და ჟანგისფერი მურა ლაქებიანი
ფოთლების ნაჭრები არაუმეტეს 8%; ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7მმ დიამეტრის
ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 20%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ნაწილაკები არაუმეტეს 5%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 2%; მინერალური
მინარევები 1%.

სელის თესლები – SEMINA LINI

კულტივირებული ბალახოვანი მცენარის სელის - Linum usitatissimum L., ოჯ.


სელისებრნი - Linaceae, მწიფე და გამშრალი თესლები.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. თესლები
შებრტყელებული, კვერცხისებრი ფორმის, ერთ ბოლოში
წამახვილებული, მეორეზე მომრგვალებული,
არათანაბარგვერდებიანი, სიგრძით 6მმ-მდე, სისქით 3 მმ-
მდე. თესლის ზედაპირი გლუვი, პრიალა, კარგად
შესამჩნევი ნაწიბურით (ლუპა 10X). თესლების ფერი ღია-
ყვითლიდან მუქ-ყავისფრამდე, უსუნო, გემო ლორწოვან-
ზეთოვანი.
მიკროსკოპია. თესლის სიგრძივი განაკვეთის
დათვალიერებისას კარგად შეიმჩნევა: კანი _ მუქი-მურა
ფერის ზოლის სახით, ენდოსპერმი და ჩანასახი. დიდ
გადიდებაზე აშკარად განირჩევა თესლის კანის ფენა.
სურ. 38. სელი
ეპიდერმისი შედგება ლორწოს შემცველი დიდი ზომის,
ოთხკუთხა, კუტიკულის სქელი ფენით დაფარული უჯრედებისაგან. ეპიდერმისის

52
უჯრედების გვერდითი (რადიალური) კედლები ოდნავ დაკლაკნილია, რომლებიც
ლორწოს გაჯირჯვებისას შესაძლოა გასწორდეს და დაგრძელდეს. ეპიდერმისის ქვეშ
მოთავსებულია პარენქიმული უჯრედების 1 - 2 წყება. მესამე შრე წარმოდგენილია
მექანიკური ქსოვილის ერთრიგად განლაგებული ძლიერ გასქელებული, გამერქნებული,
ყვითელი ფერის უჯრედებისაგან, რომლებიც ფორების არხებითაა განჭოლვილი.

სურ. 39. სელის თესლები

მექანიკური ქსოვილის ქვეშ განლაგებულია ვიწრო, თხელკედლიანი, თესლის


სიგანეზე გაჭიმული უჯრედების ფენა. კანის ყველაზე შიგნითა პიგმენტური შრე შედგება
ოთხკუთხა უჯრედების ერთი რიგისაგან, შესამჩნევად გასქელებული დაფორილი
გარსითა და მუქი ყვითელი შემცველობით. ენდოსპერმი შედგება მრავალკუთხა
უჯრედებისაგან და შეიცავს ალეირონის მარცვლებსა და ცხიმოვანი ზეთის წვეთებს
(რეაქცია სუდან III-ით). ლებნების ქსოვილი განირჩევა უფრო წვრილი უჯრედებით.

სურ. 40. სელის თესლების მიკროსკოპია


1. ეპიდერმისი, 2. პარენქიმის უჯრედები, 3. მექანიკური შრე, 4. სიგანეზე გაჭიმული უჯრედების ფენა, 5.
პიგმენტური შრე, 6. თესლის ენდოსპერმი, 7. ჩანასახი.

ჰისტოქიმიური რეაქციები. სელის თესლებს აწვრილმანებენ 0,5 მმ დიამეტრის


ნასვრეტებიან საცერში გაცრილ ფხვნილამდე და ათავსებენ სასაგნე მინაზე, 2 - 3 წვეთ შავ
ტუშში (წყლით განზავებული 1 : 10). გულმოდგინედ შეურევენ და აფარებენ საფარ მინას.

53
მუქ-ნაცრისფერ (თითქმის შავ) ფონზე ლორწოს შემცველი უჯრედები განირჩევა თეთრი
ლაქების სახით.
რიცხვითი მაჩვენებლები. ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არა უმეტეს 6%;
მცენარის სხვა ნაწილები (კოლოფების, ნაყოფის ყუნწის, დაქუცმაცებული თესლების
ნაწილები) არაუმეტეს 1%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 2%; მინერალური
მინარევები არაუმეტეს 0,5%.

ცაცხვის ყვავილები – FLORES TILIAE

ველურად ზრდადი და კულტივირებული ხეების გულისებრი ცაცხვის _ Tilia cordata


Mill. და ფართოფოთლიანი ცაცხვი _ Tilia platyphyllos Scop., ოჯ. ცაცხვისებრნი – Tiliceae,
ყვავილობის ფაზაში შეგროვებული და გამშრალი ყვავილედი.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული.
ყვავილედი ფარისებრი, შედგება 5-15 (გულისებრი
ცაცხვი) ან 2-9 (ფართოფოთლიანი ცაცხვი)
წაგრძელებულ ყუნწიანი ყვავილებისაგან, რომლებიც
საერთო საყვავილე ღერძზეა მოთავსებული და ქვედა
ნაწილით შეზრდილია თანაფოთლის მთავარ
ძარღვთან. ყვავილები სწორი, დიამეტრზე 1 - 1,5 სმ.
ჯამი შედგება 5 წაგრძელებულ-კვერცხისებრი
ფოთოლაკისაგან, კიდეებსა და შიგნითა ზედაპირზე
სურ. 41. გულისებრი ცაცხვი სქლადაა შებუსვილი. გვირგვინი შედგება 5
თავისუფალი კვერცხისებრი, ჯამზე გრძელი
ფურცლისაგან. მტვრიანები მრავალრიცხოვანია, ყვითელი ფერის 2-2 სამტვრით,
რომლებიც გრძელ ძაფებზეა განლაგებული და 5 კონადაა შეზრდილი. ბუტკო ერთი, ზედა
სფეროსებრი ნასკვით, რომელიც ფაფუკი ბუსუსებით სქლადაა დაფარული. გვხვდება
ყვავილების კოკრები და უმწიფარი ნაყოფები – სფეროსებრი, ძლიერ შებუსვილი, 2 მმ-მდე
დიამეტრის კაკლები. თანაყვავილი ფირფიტისებრი, ძარღვების ხშირი ქსელით, სიგრძით
6 სმ-მდე და სიგანით 1,5 სმ-მდე, წაგრძელებულ-ელიფსური ფორმის ბლაგვწვერიანი,
ქვედა ნახევარი შეზრდილია საყვავილე ღერძის მთავარ ძარღვთან.
გვირგვინის ფურცლების ფერი მოთეთრო-ყვითელი, ჯამის ფოთოლაკების- მომწვანო
ან მოყვითალო-ნაცრისფერი, თანაყვავილების - ღია ყვითელი ან მომწვანო-ყვითელი,
სუნი სუსტი არომატული, გემო მოტკბო, ოდნავ ძელგი, ლორწოს შეგრძნებით.
დაწვრილმანებული ნედლეული. ყვავილების, ყვავილის ყუნწების და
თანაყვავილების სხვადასხვა ფორმის ნაჭრების ნარევი ზომით 0,5 მმ-დან 20 მმ-მდე.
გვირგვინის ფურცლების ფერი მოთეთრო-ყვითელი, ჯამის ფოთოლაკების მომწვანო
ან მოყვითალო-ნაცრისფერი, თანაყვავილის - ღია ყვითელი ან მომწვანო-ყვითელი. სუნი
სუსტი, არომატული, გემო მოტკბო, ოდნავ ძელგი, ლორწოს შეგრძნებით.

54
სურ. 42. ცაცხვის ყვავილები
მიკროსკოპია. თანაყვავილის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ფოთლის ორივე
მხარის ეპიდერმისის ოდნავ დაკლაკნილი უჯრედები. ბაგეები მხოლოდ ქვედა მხარეზეა,
ოვალური, 4-6 ბაგისმიმდებარე უჯრედით
(ანომოციტური ტიპი). ბუსუსები უმეტესად
გვხვდება თანაყვავილის შუა ნაწილში, საყვავილე
ღერძთან მისი შეზრდის ადგილთან ახლოს.
ბუსუსები ორი ტიპისაა: მრავალუჯრედოვანი
ოვალური თავაკითა და 1-3 უჯრედიანი მოკლე
ფეხით; ვარსკვლავისებრ-სხივისებრი, რომელიც
შედგება 3-7 გრძელი, დაკლაკნილი, ფუძესთან
შეზრდილი უჯრედისაგან. მეზოფილი ძლიერ
ფაშარია, აერენქიმის ტიპის, დრუზებით, სურ. 43. ცაცხვის ყვავილების
იშვიათად კალციუმის ოქსალატის პრიზმული მიკროსკოპია

კრისტალებით, რომლებიც განსაკუთრებით


მრავალრიცხოვანია ძარღვების ახლოს.
გვირგვინის ფურცლები და ჯამის
ფოთოლაკები ხასიათდება კალციუმის
ოქსალატის დრუზებით და ისეთივე ბუსუსების
არსებობით, როგორიც ეს თანაყვავილისათვის
არის დამახასიათებელი. გარდა ამისა ჯამის
ფოთოლაკების ფუძესთან, შიგნითა მხარეს
განლაგებულია გრძელი, სწორი ბუსუსები,
რომელიც შედგება ფუძეებით შეზრდილი ორი
პარალელური უჯრედისაგან; გვირგვინის
სურ. 44. ცაცხვის ყვავილების მიკროსკოპია ფურცლებზე - ორთითა ბუსუსები, ფუძესთან
შეზრდილი ორი დაკლაკნილი უჯრედით.
გვირგვინის ფურცლებში კარგად შეიმჩნევა ლორწოს შემცველი მსხვილი საცავები.
თვისებითი რეაქციები. დაწვრილმანებული ნედლეულის წყლით შესველებიდან 3-5
წთ შემდეგ, ნედლეულის ნაწილები ლორწოთი იფარება. დაწვრილმანებული ნედლეულის

55
3% ამონიუმის ჰიდროჟანგის ხსნარით შესველებისას წარმოიქმნება ინტენსიური ყვითელი
შეფერადება (ფლავონოიდები).

ვიტამინების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული


ასკილის ნაყოფები – FRUCTUS ROSAE

სხვადასხვა სახეობის ასკილის– Rosa, ოჯ. ვარდისებრნი- Roseceae, სრული სიმწიფის


პერიოდში შეგროვილი და გამშრალი ნაყოფები.
ძაღლის ასკილის - R. canina L. ფარიანი ასკილის - R. corymbifera Borkh.,
წვრილყვავილიანი ასკილის - R. micrantha Smith., შებუსვილი ასკილის - R. tomentosa Smith.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. ჯამის
ფოთოლაკებისგან და ნაყოფის ყუნწისგან
გასუფთავებული ცრუ ნაყოფები სხვადასხვა
ფორმის: ბურთისებრი, კვერცხისებრი ან ოვალური
ძლიერ გაჭიმულ თითისტარისებრ ფორმამდე.
ნაყოფების სიგრძე 0,7-3 სმ, დიამეტრი – 0,6-1,7 სმ.
ნაყოფის წვერში მოთავსებულია მცირე ზომის
მრგვალხვრელიანი ხუთკუთხა ბაქანი. ნაყოფები

სურ. 45. ასკილის ნაყოფები შედგება გაფართოებული ხორცოვანი, დამწიფებისას


წვნიანი ნაყოფსაჯდომისა (ჰიპანთიუმი) და მის
ღრუში მოთავსებული მრავალრიცხოვანი კაკლუჭებისაგან. მშრალი ნაყოფის კედლები
მყიფეა, გარეთა ზედაპირი პრიალა, იშვიათად მქრქალი, მეტნაკლებად დანაოჭებული.
ნაყოფები შიგნიდან მოფენილია გრძელი, ძლიერ უხეში, ჯაგრისებრი ბუსუსებით.
კაკლუჭები წვრილია, მოგრძო, სუსტად გამოხატული წახნაგებით. ნაყოფის ფერი
ნარინჯისფერ-წითლიდან მურა-წითლამდე, კაკლუჭები ღია – ყვითელი, ზოგჯერ მურა
ფერის. უსუნო. გემო მომჟავო-ტკბილი, ოდნავ მწკლარტე.

სურ. 46. ასკილის დაწვრილმანებული ნაყოფები

მიკროსკოპია. ნაყოფების ფხვნილის პრეპარატის დათვალიერებისას მოჩანს შემდეგი


სადიაგნოსტიკო ელემენტები: ჰიპანთიუმის (ნაყოფის) ეპიდერმისის ნაგლეჯები ღია

56
ყვითელი ფერის ფირფიტების სახით, შედგება მრავალკუთხა არათანაბრადგასქელებული
უჯრედებისგან, ზოგ ადგილებში კრიალოსნისებრ გასქელებული კედლებითა და
ერთეული ბაგეებით; ნაყოფის რბილობის ნაგლეჯები შედგება თხელკედლიანი
პარენქიმული უჯრედებისაგან, რომლებიც შეიცავს ნარინჯისფერ - წითელი ფერის
კაროტინის ბელტებს და კალციუმის ოქსალატის მრავალრიცხოვან დრუზებს; კაკლუჭის
ნაყოფსაფრის ფრაგმენტები შედგება ძლიერ გასქელებული დაფორილ გარსიანი
გაქვავებული უჯრედების ჯგუფების ან იშვიათად ერთეული უჯრედებისაგან.
მრავალრიცხოვანი მსხვილი ერთუჯრედოვანი ბუსუსები (ან მათი ნამსხვრევები) ორი
ტიპისაა: ძლიერ მსხვილი, სწორი, სქელი კედლებით და ვიწრო ღრუთი და შედარებით
წვრილი ბუსუსები, ოდნავ ტალღოვანი კედლებითა და ფართო ღრუთი; გამტარი კონების
ნაგლეჯები სპირალური ჭურჭლებით.

სურ. 47. ასკილის ნაყოფის ფხვნილის მიკროსკოპია


1. ჰიპანთიუმის ეპიდერმისის ნაგლეჯები; 2. ნაყოფის რბილობის ნაგლეჯები ქრომოპლასტებით და
კალციუმის ოქსალატის დრუზებით; 3. გაქვავებული უჯრედები; 4. მსხვილი ერთუჯრედიანი ბუსუსები.

რიცხვითი მაჩვენებლები. ასკორბინის მჟავა არანაკლებ 0,2%; ტენიანობა არაუმეტეს


15%. საერთო ნაცარი არაუმეტეს 3%; ასკილის სხვა ნაწილები (ღეროების, ჯამის
ფოთოლაკებისა და ნაყოფის ყუნწის ნაჭრები) არაუმეტეს 2%; გაშავებული, მიმწვარი,
მავნებლებისა და დაავადებისაგან დაზიანებული ნაყოფები არაუმეტეს 1%; 3 მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაყოფების დაწვილმანებული ნაწილები მათ
შორის კაკლუჭები არაუმეტს 3%; უმწიფარი ნაყოფები არაუმეტეს 0,5%; ორგანული
მინარევები არაუმეტეს 0,5%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0,5%.

57
ხოლოსასის, კაროტოლინის და სიროფების მოსამზადებლად გამოყენებული
ნედლეულისათვის: ორგანული მჟავები არანაკლებ 2,6%; ტენიანობა არაუმეტეს 15%;
საერთო ნაცარი არაუმეტეს 4%, ასკილის სხვა ნაწილები (ღეროების, ჯამის
ფოთოლაკებისა და ნაყოფის ყუნწის ნაჭრები) არაუმეტეს 2%, გაშავებული, მიმწვარი,
მავნებლებისა და დაავადებისაგან დაზიანებული ნაყოფები არაუმეტეს 3%; 3 მმ
დიამეტრის ნახვრტებიან საცერში გაცრილი ნაყოფების დაწვრილმანებული ნაწილები,
მათ შორის კაკლუჭები არაუმეტეს 3%; უმწიფარი ნაყოფები (მწვანედან ყვითელ
შეფერადებამდე) არაუმეტეს 5%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 0,5%; მინერალური
მინარევები არაუმეტეს 0,5%.

სურ. 48 ასკილის ნაყოფების ფხვნილის მიკროსკოპია


1. ჰიპანთიუმის (ნაყოფის) ეპიდერმისის ნაგლეჯები; 2. ნაყოფის რბილობის ნაგლეჯები ქრომოპლასტებით
და კალციუმის ოქსალატის დრუზებით; 3. გაქვავებული უჯრედები; 4. მსხვილი ერთუჯრედიანი
ბუსუსები; 5. გამტარი კონების ნაგლეჯები სპირალური ჭურჭლებით; 6. დრუზები

რაოდენობითი განსაზღვრა. 1. ასკორბინის მჟავის შემცველობის განსაზღვრა.


მსხვილად დაწვრილმანებული ნაყოფების საანალიზო სინჯიდან იღებენ 20 გ მასის
წონაკს, ათავსებენ ფაიფურის როდინში, გულმოდგინედ სრესენ მინის ფხვნილთან ერთად
(დაახლოებით 5 გ), თანდათანობით ამატებენ 300 მლ წყალს და აყოვნებენ 10 წთ
განმავლობაში. შემდეგ ნარევს მოურევენ და გამონაწვლილს ფილტრავენ. 100 მლ
ტევადობის კონუსურ კოლბში შეაქვთ 1 მლ მიღებული ფილტრატი, 1 მლ 2%

58
ქლორწყალბადმჟავას ხსნარი, 13 მლ წყალი, ურევენ და ტიტრავენ მიკრობიურეტიდან
ნატრიუმის 2,6-დიქლოფენოლინდოფენოლატის (0,001 მოლ/ლ) ხსნარით ვარდისფერი
შეფერადების მიღებამდე, რომელიც არ ქრება 30-60 წმ განმავლობაში. გატიტვრას
აგრძელებენ არაუმეტეს 2 წთ. ფილტრატის ინტესიური შეფერვის ან მასში ასკორბინის
მჟავის მაღალი შემცველობის შემთხვევაში [ნატრიუმის 2,6 –
დიქლორფენოლინდოფენოლატის (0,001 მოლი/ლ) 2 მლ-ზე მეტი დანახარჯი], საწყის
გამონაწვლილს წყლით ანზავებენ 2-ჯერ და მეტად. ასკორბინის მჟავას შემცველობას
აბსოლუტურ მშრალ ნედლეულზე გადაანგარიშებით პროცენტებში (X) გამოთვლიან
ფორმულით:

სადაც 0,000088 - ასკორბინის მჟავას რაოდენობაა გრამებში, რომელიც შეესაბამება


ნატრიუმის 2,6-დიქლოფენოლინდოფენოლატის ხსნარის (0,001 მოლ/ლ) 1 მლ-ს, V -
ნატრიუმის 2,6 - დიქლოფენოლინდოფენოლატის ხსნარის (0,001 მოლ/ლ) ტიტრაციაზე
დახარჯული მოცულობაა მილილიტრებში; m - ნედლეულის მასაა გრამებში, W -
ნედლეულის გამოშრობისას მასის დანკარგია პროცენტებში.
შენიშვნა. ნატრიუმის 2,6 დიქლორფენოლლინდოფენოლატის ხსნარის (0,001
მოლი/ლ) მომზადება: 0,22 გ ნატრიუმის 2, 6-დიქლორფენოლინდოფენოლატს ხსნიან 500
მლ ახლადადუღებულ და გაციებულ წყალში ენერგიული შენჯღრევით (წონაკის
გახსნისათვის ხსნარს ტოვებენ ერთი დღე-ღამით). ხსნარს ფილტრავენ ერთი ლიტრი
ტევადობის გამზომ კოლბში და ხსნარის მოცულობა ჭდემდე აყავთ გამოხდილი წყლით.
ხსნარის ვარგისობის ვადაა არაუმეტეს 7 დღე-ღამე გრილ, ბნელ ადგილას შენახვის
პირობებში.
ტიტრის დადგენა. რამოდენიმე კრისტალ ასკორბინის მჟავას (3 –5) ხსნიან 50 მლ 2%
გოგირდმჟავაში; 5 მლ მიღებული ხსნარს ტიტრავენ მიკრობიურეტიდან ნატრიუმის 2,6-
დიქლორფენოლინდოფენოლატის ხსნარით ვარდისფერი შეფერადების მიღებამდე,
რომელიც არ ქრება 1-2 კვირის განმავლობაში.
5 მლ ასკობრინის მჟავას ამავე ხსნარს ტიტრავენ კალიუმის იოდატის ხსნარით (0, 001
მოლ/ლ), რამოდენიმე კრისტალი კალიუმის იოდიდის (დაახლოებით 2 მგ) და 2-3 წვეთი
სახამებლის ხსნარის თანაობისას ცისფერი შეფერადების მიღებამდე შესწორების
კოეფიციენტს გამოთვლიან ფორმულით:

59
სადაც V - კალიუმის იოდატის ხსნარის (0,001 მოლ/ლ) ტიტრაციაზე დახარჯული
მოცულობაა მილილიტრებში; V1 _ ნატრიუმის 2,6-დიქლორფენოლინდოფენოლატის
ტიტრაციაზე დახარჯული ხსნარის მოცულობაა მილილიტრებში.
2. თავისუფალი ორგანული მჟავეების განსაზღვრა. ნედლეულის საანალიზო სინჯს
აწვრილმანებენ 2მმ დიამეტრის ნახვრეტებიან საცერში გაცრილ ნაწილაკებამდე. 25 გ
დაწვრილემანებულ ასკილის ნაყოფებს ათავსებენ 250 მლ ტევადობის კოლბში, ამატებენ
200 მლ წყალს და აცხელებენ 2 სთ მდუღარე წყლის აბაზანაზე, შემდეგ აცივებენ,
რაოდენობრივად გადააქვთ 250 მლ ტევდობის საზომ კოლბში, მოცულობა ჭდემდე აყავთ
გამოხდილი წყლით და შეურევენ. აქედან იღებენ 10 მლ გამონაწვლილს და ათავსებენ 500
მლ ტევადობის კოლბში. ამატებენ 200-300 მლ ახლად ადუღებულ წყალს, 1 მლ 1%
ფენოფტალეინის სპირტიან ხსნარს, 2 მლ 0,1% მეთილენის ლურჯას ხსნარს და ტიტრავენ
ნატრიუმის ტუტის ხსნარით (0,1 მოლ/ლ) ქაფში ლილისფერ-წითელი შეფერადების
წარმოქმნამდე. თავისუფალი ორგანული მჟავების შემცველობას ვაშლის მჟავაზე
გადაანგარიშებით აბსოლუტურად მშრალ ნედლეულში პროცენტებში (X) გამოითვლიან
ფორმულით:

სადაც 0,0067 - ვაშლის მჟავას რაოდენობაა გრამებში, რომელიც შეესაბამება 1 მლ


ნატრიუმის ტუტეს (0,1 მოლ/ლ), V - ტიტრაციაზე დახარჯული ნატრიუმის ტუტის
ხსნარის (0,1 მოლი/ლ) მოცულობაა მილილიტრებში; m – ნედლეულის მასაა გრამებში; W -
ნედლეულის გამოშრობისას მასის დანაკარგია პროცენტებში.
ასკილის ნაყოფებში ასკორბინის მჟავის აღმოჩენა ქრომატოგრაფიული მეთოდით. 0,5გ
ასკილის ნაყოფებს აწვრილმანებენ როდინში, უმატებენ 5მლ წყალს, ურევენ, აყოვნებენ
15წთ და ფილტრავენ. მიღებული გამონაწვლილი კაპილარის საშუალებით შეაქვთ
სილუფოლის ფირფიტაზე (ერთი კაპილარის მოცულობით). მის გვერდით სუფთა
ასკორბინის მჟავავა მოწმის სახით. ფირფიტას ათავსებენ ქრომატოგრაფიულ კამერაში
გამხსნელთა სისტემით ეთილაცეტატი – ყინულოვანი ძმარმჟავა (80:20),
ქრომატოგრაფირება მიმდინარეობს 20 წთ (გამხსნელთა გადადგილება 13 სმ–ზე). ამის
შემდეგ ქრომატოგრამას აშრობენ ჰაერზე. ქრომატოგრამას ამუშავებენ 0,04%–იანი (ან
0,001ნ) 2,6–დიქლორფენოლინდოფენოლ ნატრიუმის წყლიანი ხსნარით. ასკორბინის მჟავა
მჟღავნდება თეთრი ფერის ლაქების სახით ვარდისფერ ფონზე.

60
ჭინჭრის ფოთლები – FOLIA URTICAE

ველურად ზრდადი, მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარის, ორსახლიანი ჭინჭრის -


Urtica dioica L., ოჯ. ჭინჭრისებრნი - Urticaceae, ყვავილობის დროს შეგროვებული და
გამშრალი ფოთლები.

სურ. 49. ორსახლიანიჭინჭრი


გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. ფოთლები მთლიანი ან ნაწილობრივ
დაწვრილმანებული, მარტივი, ყუნწიანი, სიგრძით 20 სმ-მდე, სიგანით 9 სმ-მდე
(ფუძესთან), კვერცხისებრ-ლანცეტა და ფართო კვერცხისებრი, წამახვილებული,
ფუძესთან ჩვეულებრივ გულისებრი, კიდეები მახვილ-მსხვილ ხერხკბილა, წვეროსკენ
მოღუნული კბილაკებით. ფოთლის ზედაპირი ხაობეწვიანია, განსაკუთრებით ბევრი
ბუსუსია ძარღვების გაყოლებაზე. ფოთლების ყუნწები სიგრძით 7 - 8 სმ, განაკვეთზე
მომრგვალო ან ნახევრად მრგვალი, ყუნწის ზედა მხარე მეჭეჭებიანი, დაფარულია
ბუსუსებით.ფოთლების ფერი მურა-მწვანე, ყუნწების - მწვანე. სუნი სუსტი. გემო მომწარო.
დაწვრილმანებული ნედლეული.7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
სხვადასხვა ფორმის ფოთლის ნაჭრები. ფერი მუქი მწვანე. სუნი სუსტი. გემო მომწარო.

სურ. 50. ჭინჭრის ფოთლის მიკროსკოპია


მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ზედა ეპიდერმისის
მრავალკუთხა ან მცირედ დაკლაკნილი უჯრედები, ქვედა ეპიდერმისის უჯრედები
ძლიერ დაკლაკნილია. ბაგეები შემოსაზღვრულია 3-5 ეპიდერმისის უჯრედით
(ანომოციტური ტიპი), გვხვდება ძირითადად ფოთლის ქვედა მხარეს.

61
ეპიდერმისის უჯრედებში ხშირად შეინიშნება ცისტოლიტები წაგრძელებულ -
მომრგვალო წარმონაქმნების სახით, რომელთაც აქვთ მარცვლოვანი სტრუქტურა და
ცენტრში მცირე ზომის ლაქა - ფეხი. ბუსუსები გვხვდება ფოთლის ორივე მხარეს,
რომლებიც სამი ტიპისაა:
რეტორტისებრი, მსუსხავი და
თავაკიანი. რეტორტისებრი ბუსუსები
ერთუჯრედოვანია, აქვთ
გაფართოვებული ფუძე და მოგრძო
წამახვილებული წვერი. მსუსხავი
ბუსუსები შედგება მრავალუჯრედოვანი
ფუძისა და ბოლო მსხვილი

სურ. 51. ჭინჭრის ფოთლის მიკროსკოპია უჯრედისაგან, რომელიც ადვილად


მსხვრევადი თავაკით ბოლოვდება.
თავაკიანი ბუსუსები წვრილია, ორ - იშვიათად სამუჯრედიანი თავაკით და
ერთუჯრედოვანი ფეხით.
მსხვილ ძარღვებზე განლაგებულია კალციუმის ოქსალატის წვრილი დრუზების
შემცველი უჯრედები, რომლებიც ქმნიან დამახასიათებელ ძეწკვებს.
თვისებითი რეაქციები. ნედლეულის საანალიზო სინჯს აწვრილმანებენ 0,25 მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილ ნაწილებამდე. 1 გ ნედლეულს ათავსებენ 15
მლ ტევადობის კოლბში, ამატებენ 10 მლ ჰექსანს და მექანიკურ სანჯღრეველაზე
ანჯღრევენ 3 სთ განმავლობაში. შემდეგ ფილტრავენ, გამხსნელს გადადენიან როტაციულ
ამაორთქლებელზე, წყლის აბაზანის არა უმეტეს 45 0C-
ის პირობებში 2-3 მლ მოცულობამდე. 0,1 მლ
გამონაწვლილი მიკრიპიპეტით შეაქვთ "სილუფოლის"
ფირფიტაზე (ზომით 13 X 5 სმ) 1, 5 - 2 სმ სიგანის სახით
კიდიდან 1,5 სმ დაშორებით.
ფირფიტას ჰარზე აშრობენ 3-5 წთ განმავლობაში
და ქრომატოგრაფირებას აწარმოებენ გამხსნელთა
სისტემაში ბენზოლი - პეტროლეინის ეთერი 40-70 0C
დუღილის ტემპერატურის (1 : 1) აღმავალი მეთოდით.
როდესაც გამხსნელთა ფრონტი გაივლის 10 სმ,
ფირფიტას ამოიღებენ კამერიდან, ჰაერზე აშრობენ 2-3
წთ განმავლობაში და აჩერებენ 360 ნმ სიგრძის
ტალღაზე უი შუქზე 2 წთ განმავლობაში. ფირფიტაზე
უნდა გამოჩნდეს ლაქა მოყვითალო-მწვანე სურ. 52. მსუსხავი ბუსუსი
ფლუორესცენციით (ვიტამინი K1).

62
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო
ნაცარი არაუმეტეს 20%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს
2%; გაშავებული ფოთლები არაუმეტეს 5%; მცენარის სხვა ნაწილები (ღეროები,
ყვავილედები, და სხვ) არაუმეტეს 5%; 3 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ფოთლის ნაწილაკები არაუმეტეს 10%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 2%;
მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.

სურ. 53. ჭინჭრის ფოთლების მიკროსკოპია


1. ზედა ეპიდერმისი; 2. ქვედა ეპიდერმისის დაკლაკნილკედლიანი უჯრედები; 3. ბაგეები
ძირითადად ფოთლის ქვედა მხარეზე (ანომოციტური ტიპი) 4. ცისტოლიტები; 5. მარტივი
რეტორტისებური ბუსუსი; 6. მსუსხავი ბუსუსი; 7. თავაკიანი ბუსუსი; 8. ძარღვი.

63
ორკბილას ბალახი – HERBA BIDENTIS

ველურად ზრდადი და კულტივირებული


ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის
სამადდაყოფილი ორკბილას – Bidens tripartita L.
ოჯ. ასტრასებრნი – Asteraceae, კოკრობის ფაზაში
და ყვავილობის დასაწყისში შეგროვებული და
გამშრალი ბალახი.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული.
შეფოთლილი ღეროები და მისი ნაჭრები,
მთლიანი და დაქუცმაცებული ფოთლები და
კალათა ყვავილედები. ფოთლები
სურ. 54. ორკბილა
მოპირისპირედაა განლაგებული, მათი ყუნწები
მოკლეა და ბოლოებით ერთმანეთთან შეზრდილი. შუა ფოთლები სამ-ხუთად დაყოფილი,
ლანცეტისებრი, თათისებრგანლაგებული წილებით, კენწრული ფოთლები - მთლიანი,
ფართო-ლაცენტა, სიგრძით 15 სმ-მდე. ღეროები მომრგვალო - ოვალური, სიგრძივ-
დაღარული სისქით 0,8 სმ-მდე. კალათა ყვავილედი - დიამეტრზე 0,6 - 1,5 სმ. საბურვლის
გარეთა ფოთოლაკები რაოდენობით 3-8, მწვანე, მოგრძო-ლანცეტისებრი, კიდეებზე
შებუსვილი, კალათას ტოლი ან მასზე 2-ჯერ მეტი. საბურვლის შიგნითა ფოთოლაკები
უფრო მოკლეა, მოგრძო-ოვალური, კიდეებზე აპკისებრი, მურა-ყვითელი
მრავალრიცხოვანი მუქი-იისფერი ძარღვებით. ყვავილები წვრილი, მილისებრი, ჯამის
ნაცვლად ორი დაკბილული ფხა გააჩნია.
ფოთლების ფერი მწვანე ან მუქი მწვანე, ღეროების - მწვანე ან მომწვანო-იისფერი,
ყვავილების - ყვითელი. სუნი სუსტი. გემო მომწარო,ოდნავ ძელგი.

სურ. 55. ორკბილას ბალახი

64
სურ. 56. ორკბილას ფოთლების მიკროსკოპია
1. ზედა ეპიდერმისი; 2. ქვედა ეპიდერმისი; 3. ბაგე; 4. მარტივი მუხლუხისებრი თხელკედლიანი ბუსუსები,
5. ბუსუსის გარშემო ეპიდერმისის როზეტად შეკრებილი უჯრედები; 6. მარტივი სქელგარსიანი ბუსუსები;
7. სეკრეტორული სავალები ძარღვების გასწვრივ

დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი


ფოთლების, ღეროების, კოკრების, ყვავილების ნაჭრები. ფერი მწვანე, მუქი-მწვანე ან
მომწვანო-იისფერი ჭუჭყიან-ყვითლად დაწინწკლული. სუნი სუსტი, გემო მომწარო,
ოდნავ ძელგი.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ზედა და ქვედა
ეპიდერმისის დაკლაკნილკედლებიანი უჯრედები. ბაგეები მრავალრიცხოვანი,
გარშემორტყმულია ეპიდერმისის 3-5 უჯრედით (ანომოციტური ტიპი). ფოთლის
მთელფირფიტაზე გვხვდება 9-18 უჯრედისაგან შემდგარი მარტივი მუხლუხისებრი
თხელკედლიანი ბუსუსები, რომლებიც ზოგჯერ მუქი შიგთავსითაა ამოვსებული.
ბუსუსის ქვედა უჯრედზე კარგადაა გამოხატული კუტიკულის სიგრძივი ნაკეცები.

65
ფოთლის კიდეებზე და ძარღვებზე გვხვდება 2-13 უჯრედიანი მარტივი ბუსუსები სქელი
კედლებით და სიგრძივ ნაკეცებიანი კუტიკულით.
ასეთი ბუსუსების ფუძესთან ეპიდერმისის რამდენიმე უჯრედია, რომლებიც ოდნავ
შემაღლებულია ფოთლის ზედაპირიდან. ძარღვების გასწვრივ გადის სეკრეტორული
სავალები მოწითალო-მუქი შიგთავსისთ, რომლებიც განსაკუთრებით კარგად შეინიშნება
ფოთლის კიდეებზე.

წიწმატურას ბალახი – HERBA BURSAE PASTORIS

ველურად ზრდადი ერთწლოვანი მცენარის წიწმატურას - Capsella bursa-pastoris (L.)


Medik, ოჯ. კომბოსტოსებრნი – Brassicaceae, ყვავილობის ფაზაში და ნაყოფიანობის
დასაწყისში (ნაყოფების გამუქებამდე) შეგროვებული და გამშრალი მიწისზედა ნაწილი.

sur. 57. წიწმატურა

გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. შეფოთლილი ღეროები 40 სმ სიგრძით,


მარტივი ან დატოტვილი, წიბოებიანი ზედაპირით, შიშველი ან ქვედა ნაწილში სუსტად
შებუსვილი, წაგრძელებულ მტევნისმაგვარ ყვავილედებით, ყვავილებით და უმწიფარი
ნაყოფებით, ხშირად ფესვთანური ფოთლების როზეტით. ფესვთანური ფოთლები
წაგრძელებულ-ლანცეტაა, ყუნწიანი, ფრთისებრდაყოფილი, მახვილ-სამკუთხა ნაჭდევით,
მთელკიდიანი ან დაკბილული წილებით; ღეროსეული ფოთლები-მორიგეობითი,
მჯდომარე, წაგრძელებულ-ლანცეტა, მთელკიდიანი ან ამოკვეთილ კბილაკებიანი; ზედა
ფოთლები თითქმის ხაზურა, ისრისებრი ფუძით. ყვავილები წვრილი, სწორი, ფურცლები
განცალკევებული. ჯამი მწვანე 4 მოგრძო-კვერცხისებრი ფოთოლაკისაგან შედგება.
გვირგვინი 4 უკუკვერცხისებრფურცლიანი. ნაყოფი - ჭოტაკები უკუსამკუთხა
გულისებრი, წვერთან ოდნავ ამოკვეთილი, შეჭყლეტილი, იხსნება ორ საგდულზე. ღეროს,

66
ფოთლების და ნაყოფების ფერი მწვანე, ყვავილების - მოთეთრო, სუნი სუსტი. გემო
მომწარო.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ფოთლების, ღეროების და ყვავილედების
სხვადასხვა ფორმის ნაჭრები, ცალკეული ყვავილები
და ნაყოფები. ღეროების, ფოთლების და ნაყოფების
ფერი მწვანე, ყვავილების - მოთეთრო. სუნი სუსტი.
გემო მომწარო.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის
დათვალიერებისას მოჩანს ეპიდერმისის წვრილი
თხელკედლიანი უჯრედები, ზედა მხარეს
მოხაზულობით ოდნავ დაკლაკნილი, ქვედა მხარეს -
ძლიერ დაკლაკნილი. ბაგეები ორივე მხარეს,
ქვედაზე ისინი მეტია, წვრილი, ეპიდერმისის სამი
სურ. 58. წიწმატურას ბალახის უჯრედით გარშემორტყმული, რომელთაგან ერთი
მიკროსკოპია მნიშვნელოვნად მცირეა დანარჩენ ორზე
(ანიზოციტური ტიპი). ფოთლის ორივე მხარეს
ბევრი ერთუჯრედოვანი ბუსუსებია: დატოტვილი ბუსუსები 3-6 და იშვიათად შვიდად
განშტოებულია, უხეშად დამეჭეჭებული ზედაპირით, ბუსუსის სხივები ფოთლის
ზედაპირზეა მიკრული; მარტივი ბუსუსები მსხვილი, ფართო ფუძით და ვიწრო
წამახვილებული ბოლოთი, მათი ზედაპირი გლუვია ან ოდნავ დამეჭეჭებული; ფოთლის
ზედაპირის წამოწეული ორსხივიანი ბუსუსები იშვიათად გვხვდება.
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. 70% სპირტით გამოწვლილული
ექსტრაქტული ნივთიერებები არანაკლებ 10%; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი
არაუმეტეს 10%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 2%; 1 მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 2%; ფესვები (მათ
შორის ანალიზის დროს გადარჩეული), დაზიანებული მცენარის ნაწილები და
გაყვითლებული ფოთლები არაუმეტეს 3%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 2%;
მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.
დაწვრილმანებული ნედლეული. 70% სპირტით გამოწვლილული ექსტრაქტული
ნივთიერებები არანაკლებ 10%; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს
10%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 2%; ნაწილაკები,
რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არა უმეტეს 10%; 0,5 მმ
ზომის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 10%; ორგანული
მინარევები არაუმეტეს 2%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.

67
სურ. 59. წიწმატურას ფოთლების მიკროსკოპია
1. ზედა ეპიდერმისი; 2. ქვედა ეპიდერმისი; 3. ბაგეები (ანიზოციტური); 4. ერთუჯრედიანი დატოტვილი
ბუსუსები; 5. მარტივი ბუსუსები; 6. ორსხივიანი ბუსუსები.

68
ეთეროვანი ზეთები

ეთეროვანი ზეთები წარმოადგენს ორგანული შენაერთების სხვადასხვა კლასის


სურნელოვანი ნივთიერებების, მეტწილად ტერპენოიდების, იშვიათად არომატული ან
ალიფატური შენაერთების ნარევს.
ეთეროვან ზეთებს ღებულობენ სამკურნალო მცენარეული ნედლეულიდან წყლის
ორთქლთან გადადენით, ორგანული გამხსნელებით ექსტრაქციით, დაწნეხვით და სხვა
მეთოდებით.
აღწერა. უფერო ან შეფერადებული გამჭირვალე სითხეებია, ხშირად მოყვითალო
ფერის, სპეციფიკური სუნითა და გემოთი. როგორც წესი, ეთეროვანი ზეთები წყალზე
მსუბუქია. ჰაერის და სინათლის ზემოქმედებით მრავალი ეთეროვანი ზეთი თანდათან
იჟანგება, იცვლის სუნსა და ფერს (მუქდება). ზოგიერთი ეთეროვანი ზეთი შენახვისას
სქელდება.
ხსნადობა. ეთეროვანი ზეთები წყალში მცირედ ხსნადი ან პრაქტიკულად უხსნადია;
ხსნადია სპირტში, ეთერში და სხვა ორგანულ გამხსნელებში. სხვადასხვა კონცენტრაციის
სპირტში (მითითებულია სათანადო ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციაში) ხსნადობას
საზღვრავენ შემდეგი წესით: 10 მლ ტევადობის საზომ ცილინდრში 1 მლ ეთეროვან ზეთს
ათავსებენ და ბიურეტიდან თანდათანობით, 0,1 მლ-ის ულუფებით განსაზღვრული
კონცენტრაციის სპირტს ამატებენ ენერგიული შენჯღრევით 20 0C -ზე, ეთეროვანი ზეთის
სრულ გახსნამდე.
ნამდვილობა. ფერის და გამჭირვალების განსაზღვრისათვის, 10 მლ ეთეროვან ზეთს
2-3 სმ დიამეტრიან მინის უფერო, გამჭირვალე ცილინდრში ათავსებენ და გამჭოლ
სინათლეზე აკვირდებიან. სუნის დასადგენად ეთეროვანი ზეთის 0,1 მლ (2 წვეთი) ისე
შეაქვთ 12 სმ სიგრძის და 5 სმ სიგანის ფილტრის ქაღალდზე, რომ ზეთმა არ დაასველოს
ქაღალდის ნაპირები. ყოველ 15 წუთში საცდელი ნიმუშის სუნს ადარებენ საკონტროლო
ნიმუშთან, რომელიც იმავე წესითაა ფილტრის ქაღალდზე შეტანილი. 1 სთ განმავლობაში
სუნი უნდა იყოს საკონტროლო ნიმუშის სუნის ანალოგიური. გემოს დასადგენად ენაზე
იდებენ ფილტრის ქაღალდზე შეტანილი ეთეროვანი ზეთის წვეთებიან ზოლს, ან 1 წვეთ
ეთეროვან ზეთს ურევენ 1 გ შაქრის ფხვნილთან და ენის წვერით სინჯავენ.
უცხო მინარევები. სპირტი. 2 - 3 წვეთი ეთეროვანი ზეთი გადააქვთ საათის მინაზე
მოთავსებულ წყალში და შავ ფონზე აკვირდებიან; ზეთის ირგვლივ არ უნდა
შეინიშნებოდეს შემღვრევა. 1 მლ ეთეროვანი ზეთი შეაქვთ სინჯარაში, ბამბის ქულას
აფარებენ, რომლის შიგნით ფუქსინის კრისტალია მოთავსებული და ადუღებამდე
აცხელებენ; ბამბა არ უნდა შეიღებოს მოიისფრო-ვარდისფრად.
ცხიმოვანი ზეთები. 1 მლ ეთეროვან ზეთს სინჯარაში 10 მლ სპირტთან ანჯღრევენ;
არ უნდა შეინიშნებოდეს შემღვრევა და ცხიმოვანი ზეთის წვეთები.
წყალი. წყლის შემცველობას საზღვრავენ გამოხდის მეთოდით (იხ. შესაბამისი
სტატია).

69
რიცხვითი მაჩვვენებლები. გამყარების ტემპერატურას საზღვრავენ შესაბამისი
სტატიის მეთოდიკით (იხ. სფ, ტ 1, გვ. 19). ამასთან ეთეროვანი ზეთის ფენის სიმაღლე
უნდა იყოს არანაკლებ 5 სმ.
 სიმკვრივეს საზღვრავენ პიკნომეტრის დახმარებით (იხ. სფ, ტ 1, გვ. 26).
 პოლარიზაციის სიბრტყის ბრუნვის კუთხეს საზღვრავენ პოლარიმეტრში (იხ. სფ, ტ
1, გვ. 33).
 მჟავობის რიცხვს საზღვრავენ ზეთის 1,5 - 2 გ წონაკში, რომელიც აღებულია
ცდომილებით ± 0, 01 გ და გახსნილია 5 მლ განეიტრალებულ სპირტში (იხ. სფ, ტ 1,
გვ. 177).

ეთეროვანი ზეთის გარდატეხის მაჩვენებლის განსაზღვრა

გარდატეხის მაჩვენებელს საზღვრავენ რეფრაქტომეტრით, რომელიც წინასწარ


გასწორებულია გამოხდილი წყალზე. ამისათვის რეფრაქტომეტრის პრიზმაზე მინის
წკირის საშუალებით ათავსებენ რამოდენიმე წვეთ ეთეროვან ზეთს. პრიზმის დახურვის
შემდეგ ასწორებენ ოკულარს, პოულობენ ოპტიმალურ განათებას, ხრახნს ამოძრავებენ
მანამ სანამ ხედვის არე არ გაიყოფა ნათელ და ბნელ ნაწილად. არამკვეთრი ზღვარი
ნათელ და ბნელ ნაწილს შორის ზოგჯერ გამოწვეულია სითხის უკმარისობით. ბნელი და
ნათელი ნაწილების შეხების საზღვარი უნდა ემთხვეოდეს ოკულარის დიგონალური
ხაზების გადაკვეთის წერტილს. გარდატეხის მაჩვენებლის ათვლას აწარმოებენ სკალაზე
მთელი, მეათედი, მეასედი და მეათასედი სიზუსტით. ცდას იმეორებენ 3–4–ჯერ.

ეთეროვანი ზეთების თხელფენოვანი ქრომატოგრაფია

სილუფოლის ფირფიტაზე კაპილარის საშუალებით შეაქვთ ეთეროვანი ზეთი (ერთი


კაპილარის მოცულობით). აგრეთვე შესაბამისი მოწმის ნიმუშების სპირტიანი ხსნარები.
გამზომ ცილინდრში ამზადებენ გამხსნელთა სისტემას ქრომატოგრაფიისათვის ბენზოლი–
ეთილაცეტატი, ან ტოლუოლი ეთილაცეტატი 95:5 სისტემას გადაიტანენ კამერაში,
ჩაკიდებენ ფირფიტას და ახდენენ ქრომატოგრაფირებას (დრო 10–15წთ) გამომჟღავნებას
ახდენენ ფოსფომოლიბდენის მჟავის 5%–იანი სპირტიანი ხსნარით 105 0C გაცხელებით,
ეთეროვანი ზეთის შემადგენელი კომპონენტები მჟღავნდება ლურჯი ფერის ლაქების
სახით.

სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში ეთეროვანი ზეთის


შემცველობის განსაზღვრა

ეთეროვანი ზეთის შემცველობას საზღვრავენ სამკურნალო მცენარეული


ნედლეულიდან წყლის ორთქლთან მისი გადადენით. ეთეროვანი ზეთის შემცველობა

70
გამოისახება წონა - მოცულობით პროცენტებში აბსოლუტურად მშრალ ნედლეულზე
გადაანგარიშებით.
ნედლეულის მასა, მისი დაწვრილმანების ხარისხი, გადადენის დრო, მეთოდი და
შესაძლო გამხსნელები მითითებულია სამკურნალო მცენარეულ ნედლეულზე სათანადო
ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
განსაზღვრას აწარმოებენ ქვემოთ მოყვანილი ოთხი მეთოდიდან ერთ-ერთით.
ეთეროვანი ზეთის შემცველი ნედლეული, რომელიც გამოხდის დროს განიცდის
ცვლილებებს, წარმოშობს ემულსიას, ადვილად სქელდება ან ერთთან მიახლოებული
სიმკვრივე გააჩნია, ანალიზი უტარდება მეთოდებით 3 ან 4.
მეთოდი 1. ეთეროვანი ზეთის განსაზღვრისათვის იყენებენ სპეციალურ აპარატურას
(იხ. სურ. 55). დაწვრილმანებული ნედლეულის წონაკს ათავსებენ 1000 მლ ტევადობის
ფართოყელიან, მრგვალძირა ან ბრტყელძირა კოლბში – ა, ამატებენ 300 მლ წყალს და
ახურავენ რეზინის საცობს - ბ ბურთულებიანი უკუმაცივრით - გ. საცობის ქვევით
ამაგრებენ ლითონის კაუჭებს, რომელზეც წვრილი მავთულით კიდებენ დაგრადუირებულ
მიმღებს - დ ისე, რომ მაცივრის ქვედა ნაწილი მოთავსდეს მიმღების ძაბრისებრ
გაფართოებული ნაწილის ზევით და არ ეხებოდეს მას. მიმღები თავისუფლად უნდა
თავსდებოდეს კოლბის ყელში, არ ეხებოდეს კედლებს და დაშორებული უნდა იყოს წყლის
დონიდან, არანაკლებ 50 მმ-ით. მიმღების დაგრადუირებული ნაწილის ყოველი დანაყოფი
ტოლფასია 0,025 მლ-ის.
კოლბას შიგთავსით აცხელებენ და ადუღებენ სამკურნალო მცენარეულ ნედლეულზე
არსებულ სათანადო ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული დროის
ხანგრძლივობით. მიმღების დაგრადუირებულ ნაწილში ზეთის მოცულობას ზომავენ
გადადენის დამთავრებისა და ოთახის ტემპერატურამდე აპარატურის გაცივების შემდეგ. 6
- 8 განსაზღვრის შემდეგ მაცივარი და დაგრადუირებული მიმღები უნდა გაირეცხოს
თანმიმდევრობით აცეტონით და წყლით.
ეთეროვანი ზეთის შემცველობას წონა-მოცულობით პროცენტებში (X)
აბსოლუტურად მშრალ ნედლეულზე გადაანგარიშებით გამოითვლიან ფორმულით:

სადაც V - ეთეროვანი ზეთის მოცულობაა (მლ); m - ნედლეულის მასაა (გ);W -


გამოშრობისას ნედლეულის მასის დანაკარგია პროცენტებში.
მეთოდი 2. ეთეროვანი ზეთის განსაზღვრისათვის იყენებენ სპეციალურ აპარატურას
(იხ. სურ. 55). ეთეროვანი ზეთის განსასაზღვრავი აპარატურა შედგება 1000 მლ ტევადობის
მრგვალძირა კოლბისაგან - ა, ორთქლგამტარი მილისაგან - ბ, მაცივრისაგან -გ, მიმღების
დაგრადუირებული მილისაგან - დ, რომელიც ქვემოდან ბოლოვდება გამშვები ონკანით - ე
და ჩამოსასხამი მილისაგან - ვ. მიმღების ზედა ნაწილში არის გაგანიერება - ზ გვერდითი
მილით - თ, რომელიც ემსახურება გამოსახდელში ეთეროვანი ზეთის გამხსნელის შეტანას

71
და აპარატურის შიგნითა ნაწილის ატმოსფეროსთან დაკავშირებას. კოლბა და
ორთქლგამტარი მილი ჰერმეტულად ერთდება. დაგრადუირებული მილის დანაყოფი
ტოლფასია 0,02 მლ-ის. აპარატურის წყლით შესავსებად იყენებენ რეზინის მილს - ი,
რომლის შიგა დიამეტრია 4,5 - 5 მმ, სიგრძე 450 მმ და ძაბრს - კ, დიამეტრზე 30 - 40 მმ.
ყოველი განსაზღვრის წინ აპარატურაში 15 - 20 წთ განმავლობაში ორთქლს
უშვებენ. 6 - 8 განსაზღვრის შემდეგ მაცივარი და დაგრადუირებული მიმღები უნდა
გაირეცხოს აცეტონით და შემდეგ წყლით.
შენიშვნა. დასაშვებია ასეთივე სხვა აპარატურის გამოყენება, რომლის
ორთქლგამტარი მილი - ბ ჰერმეტულად მიერთებულია მაცივარზე, ხოლო ჩამოსასხამი
მილი - ე კაუჩუკის მილითაა შეცვლილი.
დაწვილმანებული ნედლეულის წონაკს კოლბში ათავსებენ, ამატებენ 300 მლ წყალს
და კოლბას ორთქლგამტარ მილს შეუერთებენ. დაგრადუირებულ და ჩამოსასხმელ
მილებს ონკანიდან წყლით ავსებენ, ძაბრით დაბოლოებული რეზინის მილის
დახმარებით. კოლბას შიგთავსით აცხელებენ და ადუღებენ ისეთი ინტენსივობით, რომ
გამონახადის ჩამოდენის სიჩქარემ შეადგინოს 60 - 65 წვეთი 1 წთ-ში. გამოხდის
ხანგრძლივობა მითითებულია სამკურნალო მცენარეულ ნედლეულზე სათანადო
ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
გადადენის დამთავრებიდან 5 წთ შემდეგ აღებენ ონკანს, თანდათან უშვებენ
გამონახადს ისე, რომ ეთეროვანმა ზეთმა დაიკავოს მიმღების დაგრადუირებული ნაწილი.
5 წთ გავლის შემდეგ აითვლიან ეთეროვანი ზეთის მოცულობას. ეთეროვანი ზეთის
შემცველობას წონა - მოცულობით პროცენტებში (X) აბსოლუტურად მშრალ ნედლეულზე
გადაანგარიშებით გამოითვლიან ფორმულით:

სადაც V - ეთეროვანი ზეთის მოცულობაა მლ-ში; m - ნედლეულის მასაა გ-ში; W -


ნედლეულის გამოშრობისას მასაში დანაკარგია პროცენტებში.
მეთოდი 3. ეთეროვანი ზეთის განსაზღვრისათვის იყენებენ #2 ნახატზე გამოსახულ
აპარატურას. დაწვრილმანებული ნედლეულის წონაკს ათავსებენ კოლბში, ამატებენ 300
მლ წყალს, კოლბას შეუერთებენ ორთქლგამტარ მილს, შემდეგ დაგრადუირებულ და
ჩამოსასხმელ მილებს ონკანიდან წყლით ავსებენ ძაბრით დაბოლოებული რეზინის მილის
საშუალებით. ამის შემდეგ გვერდითი მილიდან მიმღებში პიპეტით შეაქვთ 0,5 მლ
დეკალინი და ზუსტად აითვლიან მის მოცულობას, რისთვისაც სითხის დონეს მილის
დაგრადუირებულ ნაწილში უშვებენ. ამის შემდეგ მოქმედებენ ისე, როგორც ეს არის
აღწერილი მეთოდი 2-ში.
ეთეროვანი ზეთის შემცველობას წონა - მოცულობით პროცენტებში (X)
აბსოლუტურად მშრალ ნედლეულზე გადაანგარიშებით გამოითვლიან ფორმულით:

72
სადაც V - დეკალინში ეთეროვანი ზეთის მოცულობაა მლ-ში; V1 - დეკალინის
მოცულობაა მლ-ში; m - ნედლეულის მასაა გ-ში; W - ნედლეულის გამოშრობისას მასაში
დანაკარგია პროცენტებში.

სურ. 55. აპარატურა ეთერზეთის შემცველობის I მეთოდით განსაზღვრისათვის შემცველობის 2 და 3


მეთოდებით განსაზღვრისათვის
ა. ფართოყელიანი მრგვალძირა ან ბრტყელძირა კოლბა; ა. მრგვალძირა კოლბა; ბ. რეზინის
საცობი; გ. ბურთულებიანი უკუმაცივარი; ბ - ორთქლგამტარი მოღუნული მილი; დ – მიმღების
დაგრადუირებული მილი; გ. მაცივარი; დ. დაგრადუირებული მიმღები მილი; ე. გამშვები ონკანი; ვ.
ჩამოსასხამი; ზ – გაგანიერება; თ – გვერდითი მილი; ი – რეზინის მილი; კ - ძაბრი

73
ეთეროვანი ზეთების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული
ბაღის პიტნის ფოთლები – FOLIA MENTHAE PIPERITAE

მრავალწლოვანი კულტივირებული ბალახოვანი მცენარის ბაღის პიტნის – Mentha


piperita L., ოჯ. ჭინჭრისდედასებრნი – Lamiaceae, მცენარის ყვავილობის ფაზაში
მექანიზებული წესით შეგროვებული, დაწვრილმანებული და გამშრალი ფოთლები.

სურ. 60. ბაღის პიტნა


გარეგანი ნიშნები. სხვადასხვა ფორმის, 10 მმ და მეტი ზომის ფოთლის ნაჭრები,
ყვავილებისა და კოკრების მინარევით. ფოთლის კიდე ხერხკბილა არათანაბარი მახვილი
კბილებით; ზედაპირი შიშველი, მხოლოდ ქვედა მხარეს ლუპის დახმარებით იშვიათად
შეიმჩნევა ძარღვებზე მიტკეცილი ბუსუსები; აგრეთვე ფოთლის მთელ ფირფიტაზე -
ბრწყინავი ოქროსფერ - ყვითელი ან უფრო მუქი ჯირკვლები.ფოთლების ფერი ღია
მწვანედან - მუქმწვანემდე. სუნი ძლიერი, არომატული. გემო ოდნავ მშუშხავი,
გამაგრილებელი.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედა და ქვედა
მხრიდან დათვალიერებისას მოჩანს ეპიდერმისის
უჯრედები ძლიერ დაკლაკნილი კედლებით,
ბაგეები ორი ბაგის მიმდებარე უჯრედით,
რომლებიც განლაგებულია ბაგის სიგრძივი
ღერძის პერპენდიკულარულად (დიაციტური
ტიპი). ძარღვებზე და ფოთლის კიდეებზე მოჩანს
მარტივი 2-4 უჯრედიანი ბუსუსები
დამეჭეჭებული კუტიკულით. მთელ ზედაპირზე
ს ურ. 61. ბაღის პიტნას ფოთლების
განლაგებულია წვრილი თავაკიანი ბუსუსები, მიკროსკოპია
რომლებიც შედგება მოკლე ერთუჯრედოვანი
ფეხისა და ერთუჯრედოვანი უკუკვერცხისებრი თავაკისაგან. ფოთლის ორივე მხარეს
პატარა ჩაღრმავებებში მოჩანს ეთერზეთოვანი ჯირკვლები; მათ აქვთ მოკლე ფეხი და
მრგვალი თავაკი, რომლებიც შედგება 8, იშვიათად 6 რადიალურად განლაგებული
გამომყოფი უჯრედისაგან (ყოველთვის ნათლად არ მოჩანს).

74
რიცხვითი მაჩვენებლები. ეთეროვანი ზეთის შემცველობა არანაკლებ 1%; ტენიანობა
არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 14%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში
უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 6%; გაშავებული ფოთლები არაუმეტეს 5%; ღეროები
არაუმეტეს 10%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები
არაუმეტეს 8%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 3%; მინერალური მინარევები
არაუმეტეს 1%.

სურ. 62. ბაღის პიტნას ფოთლების მიკროსკოპია


1. ფოთლის ზედა ეპიდერმისი; 2. ქვედა ეპიდერმისი; 3. ბაგეები (დიაციტური); 4. მარტივი 2–4
უჯრედიანი ბუსუსები 5. თავაკიანი ბუსუსები; 6. ეთერზეთოვანი ჯირკვლები

სალბის ფოთლები – FOLIA SALVIAE

კულტივირებული ნახევარბუჩქის სამკურნალო სალბის – Salvia offcinalis L., ოჯ.


ჭინჭრისდედასებრნი – Lamiaceae, ზაფხულის განმავლობაში შეგროვებული, გამოცეხვილი
და გამშრალი ფოთლები.
გარეგანი ნიშნები. სხვადასხვა ფორმის ფოთლის ნაჭრები და მთლიანი ფოთლები
ზომით 1-35 მმ-მდე, მცენარის სხვანაწილების მცირე მინარევით (ღეროს, ყუნწიანი და
უყუნწო ყვავილების ნაჭრები). ფოთლების ზედაპირი თანაბრად - დანაოჭებული ან
წვრილ - ბუდოვანი ძარღვების ხშირი ქსელით, რომლებიც ზემოდან ძლიერ ჩაზნექილია
და ქვემოდან გამოზნექილი; ფოთლის ზედაპირი დაფარულია გრძელი ბუსუსებით,

75
განსაკუთრებით ქვედა მხრიდან. ფოთლის კიდე წვრილადაა დაკბილული. ღეროების
ნაჭრები ოთხწახნაგოვანია, შებუსვილი; ყვავილები ორტუჩა შებუსვილი ჯამით და
ორტუჩა, ლურჯ-იისფერი გვირგვინით.ფოთლების ფერი მწვანე, მონაცრისფრო-მწვანე ან
ვერცხლისფერ-თეთრი. სუნი არომატული. გემო მომწარო-სანელებლის, ოდნავ ძელგი.

სურ. 63. სალბი


მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ეპიდერმისის
უჯრედები ზედა მხრიდან - მრავალკუთხა, ოდნავ დაკლაკნილი, ქვედა მხრიდან - უფრო
დაკლაკნილი კედლებით. ბაგეები უპირატესად ქვედა მხარეს, გარშემორტყმულია ბაგის
ხვრელის მიმართ პერპენდიკულარულად განლაგებული ბაგის მიმდებარე ორი უჯრედით
(დიაციტური ტიპი). ეთერზეთოვანი ჯირკვლები ფოთლის ორივე მხარეს, მომრგვალო
ფორმის, მისი ფეხი ილანდება და ძნელად გასარჩევია, გააჩნია რადიალურად
განლაგებული 6-8 გამომყოფი უჯრედი. მარტივი მრავალუჯრედოვანი ბუსუსები
მრავალრიცხოვანია, განსაკუთრებით ქვედა მხარეს, ქვედა უჯრედები
(ხშირად 2-4) მოკლე, მნიშვნელოვნად გასქელებული კედლებით, ზედა უჯრედი -
გრძელი, მოხრილი, თხელი კედლებით. თავაკიანი ბუსუსები მცირე ზომისაა, შედგება
მოკლე 1-3 უჯრედიანი ფეხის და სფეროსებრი 1-2 უჯრედიანი თავაკისაგან, რომლებიც
უკეთესად ჩანს ფოთლის კიდეზე და ძარღვებზე.

სურ. 64. სალბის ფოთლების მიკროსკოპია

რიცხვითი მაჩვენებლები. ეთეროვანი ზეთი არანაკლებ 0, 8%; ტენიანობა არაუმეტეს


14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 12%; გაშავებული და გამუქებული ფოთლები არაუმეტეს

76
5%; მცენარის სხვა ნაწილები (ყვავილები და ღეროს ნაჭრები) არაუმეტეს 13%; 0,5 მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 10%; ორგანული
მინარევები არაუმეტეს 3%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0, 5%.

სურ. 65. სალბის ფოთლების მიკროსკოპია.


1. ზედა ეპიდერმისის უჯრედები; 2. ქვედა ეპიდერმისის უჯრედები; 3. ბაგე; 4. ეთერზეთოვანი ჯირკვალი;
5. მარტივი მრავალუჯრედოვანი ბუსუსები; 6. თავაკიანი ბუსუსები.

77
წნელისებრი ევკალიპტის ფოთლები – FOLIA EUCALYPTI VIMINALIS

კულტივირებული წნელისებრი ევკალიპტის ხის _ Eucalyptus viminalis Labill., ოჯ.


მირტისებრნი - Myrtaceae, გვიან შემოდგომაზე, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე
შეგროვებული და გამშრალი ფოთლები.

სურ. 66. წნელისებრი ევკალიპტი

გარეგანი ნიშნები. ორი ტიპის ფოთლების ნარევი: ძველი ღეროების - ყუნწიანი


ვიწროლანცეტადან ნამგლისებრ - მოხრილამდე, მახვილწვერიანი, სქელი, სიგრძით 4 - 27
სმ, სიგანით 0,5 - 5 სმ; ნორჩი ყლორტების ფოთლები – მჯდომარე, მომრგვალო ფუძით ან
მოკლე ყუნწიანი, მოგრძო - კვერცხისებრი ფორმის, წვეროსთან წამახვილებული, სიგრძით
3,5 - 11 სმ, სიგანით 0,7 - 4 სმ. გვხვდება გარდამავალი ფორმის ფოთლები, მოგრძო -
კვერცხისებრიდან ლანცეტამდე. ფოთლები შიშველია, მთელკიდიანი ან ტალღოვანი
კიდით; შეინიშნება მრავალრიცხოვანი წერტილები, რომლებიც ილანდება მკვეთრი
განათების შუქზე (ეთეროვანი ზეთის სათავსოები).
ფოთლების ფერი ღია - მწვანედან მონაცრისფრო - მწვანემდე, ზოგჯერ იისფერი
ელფერითა და სუსტი მონაცრისფრო ნაფიფქით. სუნი არომატული, მოსრესვით
ძლიერდება. გემო სანელებლის - მწარე.
დაწვრილმანებული ნედლეული. 5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ფოთლების სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი ღია - მწვანედან მონაცრისფრო -
მწვანემდე, ზოგჯერ იისფერი ელფერით. სუნი არომატული. გემო სანელებლის - მწარე.

სურ. 67. ევკალიპტის ფოთლების განივი ჭრილის მიკროსკოპია

78
მიკროსკოპია. ძველი, ასევე ნორჩი
ყლორტების ფოთლების ეპიდერმისის
ზედაპირის უჯრედები მრავალკუთხა, მათ
ცენტრში მოჩანს ღია-ნაცრისფერი ლაქები
(ბორცვები). ფოთლის განივ ჭრილზე
ეპიდერმისის უჯრედები მეტ-ნაკლებად
ტოლგვერდაა ძლიერ გასქელებული
გარეთა კედლებით და კუტიკულის სქელი
ფენით, რომელიც ბორცვის სახითაა
გამოწეული; ბაგეები ჩაძირულია ფოთლის
მეზოფილში. ფოთლები იზოლა-
ტერალურია. ნორჩი ყლორტების
ფოთლებში მესრისებური ქსოვილი
შედგება ორი, იშვიათად სამრიგად
განლაგებული უჯრედებისაგან; ღრუბლი-
სებრი ქსოვილი და უჯრედშორისები
კარგადაა გამოხატული. ძველი ღეროების

სურ. 68. ევკალიპტის ფოთლების მიკროსკოპია ფოთლების მესრისებრი ქსოვილი


1. ეპიდერმისის უჯრედები; 2. კუტიკულა; 3. ბაგე; 4. წარმოდგენილია სამი, იშვიათად ოთხრიგად
მესრისებური ქსოვილი; 5. ღრუბლისებური ქსოვილი; განლაგებული უჯრედებით; ღრუბლისებრი
6. კალციუმის ოქსალატის ერთეული პრიზმული
ქსოვილის უჯრედები ნათლად არაა
კრისტალები; 7. დრუზები; 8. ეთერზეთების სათავსო;
გამოხატული. როგორც ძველი, ისე ნორჩი
9. გამტარი კონა; 10. კორპის ლაქა; 11. ძარღვი
კრისტალური შემონაფენით. ყლორტების ფოთლების მთავარ ძარღვს
გააჩნია კრისტალების შემცველი
შემონაფენი, გვხვდება კალციუმის ოქსალატის დრუზები. ეთერზეთოვანი სათავსოები
მსხვილია, მომრგვალო ან ოვალური ფორმის, ჩაძირულია მეზოფილში და ხშირად
ფოთლის სისქის ნახევარზე მეტი უჭირავს; მათ შიგნით შეიმჩნევა გამომყოფ უჯრედთა 1 -
2 შრე.
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. ეთეროვანი ზეთი არანაკლებ 1%;
ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 5%; გამუქებული ფოთლები
არაუმეტეს 3%; ევკალიპტის სხვა ნაწილები (ღეროები, კოკრები, ნაყოფები) არაუმეტეს 2%;
ორგანული მინარევები არაუმეტეს 0, 5%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0, 5%.
დაწვრილმანებული ნედლეული. ეთეროვანი ზეთი არანაკლებ 0,8%; ტენიანობა
არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 5%; ფოთლების გამუქებული ნაჭრები
არაუმეტეს 3%; ევკალიპტის სხვა ნაწილები (კოკრები, ნაყოფები, ღეროების ნაჭრები)
არაუმეტეს 2%; ნაწილაკები რომლებიც არ იცრება 5მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში,
არაუმეტეს 5%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს
10%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 0,5%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0,5%.

79
კატაბალახას ფესურები ფესვებით – RHIZOMATA CUM RADICIBUS VALERIANAE

მრავალწლოვანი კულტივირებული და ველურადზრდადი ბალახოვანი მცენარის


სამკურნალო კატაბალახას -Valeriana officinalis L., ოჯ. კატაბალახასებრნი-–Valerianaceae,
შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე
შეგროვებული, ფოთლებისა და
ღეროების ნარჩენებისაგან გათავისუფ-
ლებული, მიწისაგან გარეცხილი და
გამშრალი ფესურები და ფესვები.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი
ნედლეული. მთლიანი ან დაჭრილი
ფესურები სიგრძით 4 სმ-მდე, სისქით
სურ. 69. კატაბალახა
3 სმ-მდე, ფაშარი გულგულით,
ხშირად ღრუიანი, განივტიხრებიანი.
ფესურიდან ყველა მიმართულებით გამოდის მრავალრიცხოვანი წვრილი დამატებითი
ფესვები, ზოგჯერ მიწის ქვედა ყლორტები - სტოლონები. ფესვები ხშირად მოცილებულია
ფესურებისაგან, გლუვია, მტვრევადი, სხვადასხვა სიგრძის, სისქით 3 სმ-მდე. ფესურები
და ფესვები გარედან მოყვითალო - ყავისფერი, გადანატეხზე მოყვითალოდან
ყავისფერამდე. სუნი ძლიერი, არომატული. გემო სანელებლის, მოტკბო-მომწარო.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ფესვებისა და ფესურების სხვადასხვა ფორმის, ღია - მოყავისფრო ნაჭრები. სუნი ძლიერი,
არომატული. გემო სანელებლის, მოტკბო-მომწარო.

სურ. 70. კატაბალახას ფესურები ფესვებით

ფხვნილი. მონაცრისფრო - მურა, 0,2 მმ ზომის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი. სუნი


ძლიერი, არომატული. გემო სანელებლის, მოტკბო-მომწარო.
მიკროსკოპია. ფესვის განივ განაკვეთზე მოჩანს ეპიდერმისი, რომლის უჯრედები
ხშირად მოგრძოა ბუსუსებად ან დვრილებად. ჰიპოდერმის უჯრედები უფრო მსხვილია,
ხშირად ეთეროვანი ზეთის წვეთებით. ქერქი ფართო, შედგება ერთგვაროვანი მომრგვალო
პარენქიმული უჯრედებისაგან, რომლებიც სავსეა სახამებლის მარტივი და რთული – 2 - 5

80
მარცვლებით, ზომით 3 - 9 მკმ (იშვიათად 20 -მდე). ენდოდერმა შედგება რადიალური
კედლებგასქელებული უჯრედებისაგან. ნორჩ ფესვებს აქვთ პირველადი აგებულება. ძველ
ფესვებს ბაზალურ ნაწილში აქვთ მეორადი აგებულება სხივური მერქნით.

სურ. 71. კატაბალახას ფესვის მიკროსკოპია


ფხვნილი. მიკროსკოპში მოჩანს პარენქიმის ნაფლეთები სახამებლის მარტივი და
რთული - 2 - 5 მარცვლებით, ჭურჭლების ნაფლეთები, კორპის ქსოვილის ნამცეცები,
სახამებლის ცალკეული მარცვლები, იშვიათად გაქვავებული უჯრედები.
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. 70% სპირტით გამოწვლილული
ექსტრაქტული ნივთიერებები, არანაკლებ 25%; ტენიანობა არაუმეტეს 15%; საერთო ნაცარი
არაუმეტეს 14%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 10%;
კატაბალახას სხვა ნაწილები (ღეროებისა და ფოთლების ნარჩენები, მათ შორის
ანალიზისათვის გადარჩეული), აგრეთვე ძველი გამხმარი ფესურები არაუმეტეს 5%;
ორგანული მინარევები არაუმეტეს 2%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 3%.
დაწვრილმანებული ნედლეული. 70% სპირტით გამოწვლილული ექსტრაქტული
ნივთიერებები არაუმეტეს 25%; ტენიანობა არაუმეტეს 15%; საერთო ნაცარი არაუმეტეს
13%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 10%; კატაბალახას
სხვა ნაწილები (ღეროებისა და ფოთლების ნარჩენები), აგრეთვე ძველი გამხმარი
ფესურები არაუმეტეს 5%; ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის
ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 10%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ნაწილაკები არაუმეტეს 10%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 2%; მინერალური
მინარევები არაუმეტეს 1%.
ფხვნილი. 70% სპირტით გამოწვლილული ექსტრაქტული ნივთიერებები არანაკლებ
25%; ტენიანობა არაუმეტეს 10%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 13%; 10%
ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 10%; 0,2 მმ დიამეტრის
ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 1%;

81
სურ. 72. კატაბალახას ფესვის მიკროსკოპია
1. ეპიდერმა ბუსუსებით და მისაწოვრებით; 2. ჰიპოდერმა ეთერზეთის წვეთებით; 3. პარენქიმის უჯრედები
სახამებლის მარცვლებით; 4 . ენდოდერმა, 5–ფლოემა; 6. ქსილემის ჭურჭლები; 7 . გულგული

მწარე აბზინდას ბალახი – HERBA ARTEMISIAE ABSINTHII


მწარე აბზინდას ფოთლები – FOLIA ARTEMISIAE ABSINTHII

ველურადზრდადი მრავალწლოვანი ბალახოვანი


მცენარის მწარე აბზინდას _ Artemisia absinhium L., ოჯ.
ასტრასებრნი _ Asteraceae, ყვავილობის დასაწყისში
შეგროვებული და გამშრალი ბალახი და ყვავილობამდე
ან ყვავილობის დასაწყისში შეგროვებული და
გამშრალი ფოთლები.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. ბალახი.
მთლიანი ან ნაწილობრივ დაწვრილმანებული
საყვავილე ღეროების შეფოთლილი წვეროები სიგრძით
არაუმეტეს 25 სმ, რომლებიც არ შეიცავს ღეროს უხეშ
სურ. 73. მწარე აბზინდა ნაწილებს. საყვავილე ღეროები ოდნავ წიბოებიანი,
ბოლოვდება შეფოთლილი, გაშლილი, რთული

82
საგველებით, რომლთა ყლორტებზე განლაგებულია წვრილი სფეროსებრი კალათები
დიამეტრზე 2,5 - 4 მმ. კალათები თავდაქინდრული, განლაგებულია თითო-თითოდ ან ორ-
ორად ლანცეტისებრი მფარავი ფოთლების უბეებში. გარედან კალათები დაფარულია
საბურვლის კრამიტისებრად განლაგებული ხაზური, გარედან შებუსვილი
ფოთოლაკებისაგან, შიგნითა ფოთოლაკები ელიფსური, ბლაგვი, აფსკისებრი.
ყვავილსაჯდომი ამოზნექილი, დაფარულია თეთრი თასმისმაგვარი, ქერქლისებრი
აფსკებით. ყვავილები წვრილი, გარეთა მილისებრი - ბუტკოებიანი, შიგნითა ძაბრისებრი -
ორსქესიანი. თანაყვავილების საყვავილე ღეროს ზედა მხარეს განლაგებული
თანაყვავილები მჯდომარე, მოგრძო, მთელკიდიანი, ქვედა - სამად, იშვიათად ორჯერ-
სამჯერფრთისებრ დაყოფილი. შეიძლება შეგვხვდეს უყვავილო შეფოთლილი ყლორტები.
ღეროების ფერი მომწვანო-ნაცრისფერი, ფოთლების _ ზემოდან მონაცრისფრო-მწვანე,
ქვემოდან _ ვერცხლისფერ-ნაცრისფერი, ყვავილების _ ყვითელი. სუნი არომატული,
თავისებური, ძლიერი. გემო _ ცხარე-სანელებლის.

სურ. 74. მწარე აბზინდას ბალახი

ფოთლები. ყუნწიანი, მოხაზულობით სამკუთხა-მომრგვალო, ორ-სამჯერ


ფრთისებრგანკვეთილი; უყუნწო - სამყურა და ფრთისებრდანაკვთულნი. ფოთლის
წილაკები ხაზოვან მოგრძო, ბლაგვად წამახვილებული, მთელკიდიანი. ფოთლები ორივე
მხრიდან შებუსვილი. ფირფიტის სიგრძე 10 სმ-მდე.ფოთლების ფერი ზემოდან _
მონაცრისფერო-მწვანე, ქვემოდან _ ვერცხლისფერ-ნაცრისფერი, სუნი არომატული,
თავისებური, ძლიერი. გემო _ სანელებლის.
დაწვრილმანებული ნედლეული. ბალახი. 7 მმ
დიმეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
საყვავილე კალათები, ღეროებისა და ფოთლების
სხადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი _ მონაცრისფერო-
მწვანე, სუნი არომატული, თავისებური, ძლიერი.
გემო ცხარე-სანელებლის.
ფოთლები. ფოთლის ნაჭრები სხადასხვა
ფორმის გაცრილი 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან
საცერში. ფერი მონაცრისფერო-მწვანე ან სურ. 75. T-ს მაგვარი ბუსუსი
ვერცხლისფერ-მწვანე ან ვერცხლისფერ-

83
ნაცრისფერი. სუნი არომატული, თავისებური, ძლიერი. გემო ცხარე-სანელებლის.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ეპიდერმისის
დაკლაკნილკედლებიანი უჯრედები. ბაგეები ფოთლის ორივე მხარეს, გარშემორტყმულია
ეპიდერმისის 3-5 უჯრედით (ანომოციტური ტიპი). დამახასიათებელია მრავალრიცხოვანი
T - ს მაგვარი ბუსუსები, ორ-ოთხ უჯრედიანი მოკლე ფეხისა და გრძელი თხელკედლიანი
ბოლოწამახვილებული უჯრედისაგან, რომლებიც მიმაგრებულია ფეხის შუა ადგილას და
ჰორიზონტალურად მდებარეობს. ბუსუსების მიმაგრების ადგილს მრგვალი ლილვაკის
შეხედულება აქვს.

სურ. 76. აბზინთას ფოთლების მიკროსკოპია


1. ზედა ეპიდერმისის უჯრედები; 2. ქვედა ეპიდერმისის; 3. ბაგე (ანომოციტური ტიპი); 4. Т-ს
მაგვარი მარტივი ბუსუსები; 5. ბუსუსის მიმაგრების ადგილი; 6. ეთერზეთის ჯირკვლები

ფოთლის ორივე მხარეს განლაგებულია მსხვილი, ოვალური ეთერზეთოვანი


ჯირკვლები განივი ტიხრებით. ჯირკვლების გვერდებზე და განაკვეთებზე
დათვალიერებისას მოჩანს 8 (იშვიათად 6) გამომყოფი უჯრედი, რომლებიც
განლაგებულია მოკლე ერთუჯრედოვან ფეხზე 2 რიგად და 4 იარუსად.
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. ბალახი. 70% სპირტით
გამოწვლილული ექსტრაქტული ნივთიერებები არანაკლებ 20%; ტენიანობა არაუმეტეს
13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 13%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი
არაუმეტეს 3%; ბალახის გამუქებული ნაწილები არაუმეტეს 3%; 3 მმ-ზე მეტი დიამეტრის

84
ღეროები არაუმეტეს 3%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 2%; მინერალური მინარევები
არაუმეტეს 1, 5%;
ფოთლები. 70% სპირტით გამოწვლილული ექსტრაქტული ნივთიერებები არანაკლებ
25%; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 13%; 10%
ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 4%; გამუქებული ფოთლები
არაუმეტეს 3%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 1%; მინერალური მინარევები
არაუმეტეს 1%.
დაწვრილმანებული ნედლეული. ბალახი. 70% სპირტით გამოწვლილული
ექსტრაქტული ნივთიერებები არანაკლებ 20%; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი
არაუმეტეს 13%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 3%;
ბალახის გამუქებული ნაჭრები არაუმეტეს 3%; 3 მმ-ზე მეტი დიამეტრის ღეროს ნაჭრები
არაუმეტეს 3%; ნაწილაკები რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში
არაუმეტეს 10%; 0,3 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები
არაუმეტეს 10%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 2%; მინერალური მინარევები
არაუმეტეს 1, 5%.
ფოთლები. 70% სპირტით გამოწვლილული ექსტრაქტული ნივთიერებები არანაკლებ
25%; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 13%; 10%
ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 4%; ფოთლის გამუქებული
ნაჭრები არაუმეტეს 3%; ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან
საცერში არაუმეტეს 10%; 0,5მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები
არაუმეტეს 10%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 1%; მინერალური მინარევები
არაუმეტეს 1%.

ფარსმანდუკის ბალახი – HERBA MILLEFOLII

ველურად ზრდადი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის ათასფოთოლა


ფარსმანდუკის - Achilea millefolium L., ოჯ. ასტრასებრნი - Asteraceae, ყვავილობის ფაზაში
შეგროვებული და გამშრალი ბალახი.

სურ. 77. ათასფოთოლა ფარსმანდუკი

85
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. მთლიანი ან ნაწილობრივ დაქუცმაცებული.
ღეროები მომრგვალო, შებუსვილი მორიგეობით განლაგებული ფოთლებით, სიგრძით 15
სმ-მდე. ფოთლები სიგრძით 10სმ, სიგანით 3 სმ-მდე, მოგრძო, ორჯერფრთისებრ
განკვეთილი ლანცეტა ან ხაზურა წილებად. კალათები წაგრძელებულ-კვერცხისებრი,
სიგრძით 3 - 4 მმ, სიგანით 1,5 - 3 მმ, ფარისებრ ყვავილედებად შეკრებილი ან ცალკეული
სახით. კალათების საბურველი კრამიტისებრი, საბურვლის ფოთოლაკები მოგრძო-
კვერცხისებრი, მურა ფერის აპკისებრკიდეებიანი. კალათების ყვავილსაჯდომი აპკისებრი
თანაყვავილებით. განაპირა ყვავილები ბუტკოიანი. შუა ყვავილები მილისებრი,
ორსქესიანი .ღეროების და ფოთლების ფერი მონაცრისფერო-მწვანე, განაპირაყვავილების
_ თეთრი, იშვიათად ვარდისფერი, შუა - მოყვითალო. სუნი სუსტი, არომატული. გემო
სანელებლის, მომწარო.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
კალათების, ცალკეული ყვავილების, ფოთლების, ღეროების სხვადასხვა ფორმის ნაჭრები.
ფერი მონაცრისფერო - მწვანე მოთეთრო-ყვითელი წინწკლებით. სუნი სუსტი,
არომატული, გემო სანელებლის, მომწარო.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ფოთლის წილების
სიგრძის მიმართულებით რამდენადმე გაჭიმული ეპიდერმისის უჯრედები. დაკლაკნილი
კედლებით და დანაოჭებული კუტიკულით. ქვედა ეპიდერმისი გამოირჩევა უფრო
წვრილი უჯრედებითა და ძლიერდაკლაკნილი კედლებით. ბაგეები ფოთლის ორივე
მხარეს, ჭარბობს ქვედაზე, გარშემორტყმულია ეპიდერმისის 3-5 უჯრედით
(ანომოციტური ტიპი). ფოთლის ორივე მხარეზე,
განსაკუთრებით ქვედაზე, გვხვდება
მრავალრიცხოვანი ბუსუსები და ეთერზეთოვანი
ჯირკვლები. ბუსუსები მარტივია, ფუძესთან აქვს
4-7 მოკლეუჯრედი თხელი გარსით, ბუსუსის
ბოლო უჯრედი გრძელია, ოდნავ დაკლაკნილი,
სქელი გარსითა და ვიწრო ძაფისებრი ღრუთი,
ხშირად მომტვრეულია. ჯირკვლები შედგება 2
რიგად და 4 (იშვიათად 3) იარუსად განლაგებული
8 (იშვიათად 6) გამომყოფი უჯრედისაგან.
ფოთლის ძარღვებს თან ახლავს სეკრეტორული სავალები მოყვითალო მარცვლოვანი ან
ზეთოვანი შემცველობით.
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. ეთეროვანი ზეთი არანაკლებ 0,1%;
ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 15%; 10% ქლორწყალბადმჟავას
ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 3%; ბალახის გაყვითლებული, გამუქებული და
გაშავებული ნაწილები არაუმეტეს 1%; 3 მმ-ზე სქელი ღეროები არაუმეტეს 0,5%;
მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.

86
სურ. 78. ფარსმანდუკის ფოთლების მიკროსკოპია
1–ზედა ეპიდერმისის უჯრედები; 2– ქვედა ეპიდერმისის უჯრედები; 3–კუტიკულის დანაოჭება; 4– ბაგე
(ანომოციტური ტიპის); 5 –მარტივი ბუსუსი; 6–ეთერზეთოვანი ჯირკვლები; 7–მარტივი ბუსუსების ფუძე;
სეკრეტორული სავალები ძარღვების გასწვრივ

დაწვრილმანებული ნედლეული. ეთეროვანი ზეთი არანაკლებ 0,1%, ტენიანობა


არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 15%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში
უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 3%, ბალახის გაყვითლებული, გამუქებული და გაშავებული
ნაწილები არაუმეტეს 1%; ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7მმ დიამეტრის
ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 10%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში
გაცრილი ნაწილაკები, არაუმეტეს 10%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 0,5%;
მინერალური მინარევბი არაუმეტეს 1%.

87
გვირილას ყვავილები – FLORES CHAMOMILLAE

ველურადზრდადი და კულტივირებული ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის


სააფთიაქო გვირილას -Chamomilla recutita(L) Rauschert (Matricaria recutita L., M. chamomilla
L.) ოჯ. ასტრასებრნი– Asteraceae, ყვავილობის დასაწყისში შეგროვებული და გამშრალი
ყვავილები (კალათა ყვავილედები).

სურ. 79. სააფთიაქო გვირილა

გარეგანი ნიშნები. მთლიანი ან ყვავილებისაგან ნაწილობრივ დაცვენილი კალათა


ყვავილედები, ნახევრად ბურთისებრი ან კონუსური ფორმის, საყვავილე ღეროს გარეშე ან
მისი არაუმეტეს 3 სმ სიგრძის ნარჩენებით. კალათა შედგება განაპირა ენისებრი და შუა
ორსქესიანი მილისებრი ყვავილებისაგან. ყვავილსაჯდომი შიშველი, წვრილფოსოებიანი,
ღრუიანი, ყვავილობის დასაწყისში ნახევრადსფეროსებრი ფორმის, ყვავილობის ბოლოს -
კონუსური. კალათის საბურველი კრამიტისებრი, მრავალრიგიანი, შედგება
მრავალრიცხოვანი, მოგრძო, ბლაგვწვერიანი და ფართო ფირფიტისებრ კიდეებიანი
ფოთოლაკებისაგან. კალათის ზომა (ენისებრი ყვავილების გარეშე) 4-8 მმ განივ
განაკვეთზე. ენისებრი ყვავილები თეთრია, მილისებრი - ყვითელი, საბურველი
მოყვითალო-მწვანე, სუნი ძლიერი, არომატული, გემო სანელებლის, მომწარო, ოდნავ
ლორწოვანი.
მიკროსკოპია. კალათა ყვავილედის ნაწილების დათვალიერებისას მოჩანს
მილისებრი ყვავილების ეპიდერმისის მოგრძო უჯრედები დაკლაკნილი კედლებით;
ენისებრი ყვავილების ზედა (შიგნითა) მხარის ეპიდერმისს აქვს დვრილისებრი
გამონაზარდები. საბურვლის ფოთოლაკის ეპიდერმისი შედგება ძლიერ მოგრძო,
სქელკედლიანი, მრავალრიცხოვანი ფორებით განჭოლილი უჯრედებისაგან.
ენისებრი და განსაკუთრებით მილისებრი ყვავილების, აგრეთვე საბურვლის
ფოთოლაკების ზედაპირზე მოთავსებულია ეთერზეთის 6-8 უჯრედიანი ჯირკვლები,
რომლებიც განლაგებულია 2 რიგად და 3-4 იარუსად. საბურვლის ფოთოლაკის
ცენტრალური ძარღვის გასწვრივ და ყვავილსაჯდომში გადის სეკრეტორული სავალები
ზეთისებრი მოყვითალო შიგთავსით. მილისებრი ყვავილების მეზოფილში გვხვდება
კალციუმის ოქსალატის წვრილი დრუზები.

88
სურ.80. გვირილას ყვავილების მიკროსკოპია
1 – მილისებური ყვავილების ეპიდერმისის უჯრედები ; 2 –ენისებრი ყვავილების ზედა (შიგნითა) მხარის
ეპიდერმისის უჯრედები, 3 – საბურველის ფოთოლაკების ეპიდერმისის უჯრედები; 4 – ეთერზეთოვანი
ჯირკვლები; 5 – კალციუმის ოქსალატის წვრილი დრუზები

რიცხვითი მაჩვენებლები. ეთეროვანი ზეთი არანაკლებ 0,3%; ტენიანობა არაუმეტეს


14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 12%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი
არაუმეტეს 4%; ფოთლები, ღეროები, კალათები 3სმ-ზე გრძელი საყვავილე ღერძების
ნარჩენებით არაუმეტეს 9%; გაშავებული და გამუქებული კალათები არაუმეტეს 5%;
ორგანული მინარევები (სხვა არაშხამიანი მცენარეებისა და გვირილას სხვა სახეობების
კალათები) არაუმეტეს 3%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0,5%.

89
დიდი კამას ნაყოფები – FRUCTUS FOENICULI

კულტივირებული, ორწლოვანი და მრავალწლოვანი


ბალახოვანი მცენარის, დიდი კამას - Foeniculum vulgare
Mill., ოჯ. ნიახურისებრნი - Apiaceae, მწიფედ გამშრალი
ნაყოფები.
გარეგანი ნიშნები. ნაყოფი - ტყუპი თესლურა, იშლება
ორ ნახევარ ნაყოფად (მერიკარპიუმი). მერიკარპიუმი
მოგრძო, თითქმის ცილინდრული ფორმის, შიშველი.
წვერზე აქვს ხუთკბილიანი ჯამის ნარჩენი და ბუტკოს
ზედა დისკო ორი განშტოებული სვეტით. მერიკარპიუმის
გარეთა მხარე ამოზნექილია, შიგნითა - ბრტყელი.
თითოეული მერიკარპიუმი ხასიათდება ძლიერ
გამოზნექილი ხუთი სიგრძივი ნეკნით: სამი მათგანი
მდებარეობს ამოზნექილ მხარეს, ორი უფრო
სურ.81.დიდი კამა
განვითარებული - გვერდებზე. თესლი მერიკარპიუმში
ერთია, რომელიც შეზრდილია ნაყოფსაფართან. ნაყოფების სიგრძე 4-10 მმ, სიგანე 1,5 - 4
მმ. ნაყოფების ფერი მომწვანო-მურა, სუნი ძლიერი, არომატული; გემო მოტკბო-
სანელებლის.
მიკროსკოპია. მერიკარპიუმის განივ ჭრილზე მოჩანს ეპიდერმისი (ეგზოკარპიუმი),
რომელიც შედგება ოვალური უჯრედების ერთი შრისგან. ნეკნების მეზოკარპიუმში გადის
გამტარი კონები, რომლებიც გარშემორტყმულია ბადისებრი გასქელების ოვალური ან
მომრგვალო უჯრედებით. ნეკნებს შორის
განლაგებულია მსხვილი ეთერზეთოვანი არხები:
მერიკარპიუმის გარეთა მხარეს 4, შიგნითა
მხარეს - 2. ეთერზეთოვანი არხები
გარშემორტყმულია ყავისფერგარსიანი
უჯრედების ფენით. ენდოკარპიუმი მჭიდროდაა
შეზრდილი თესლის მოყვითალო - ყავისფერ
კანთან. თესლის ენდოსპერმის უჯრედები სავსეა
ალეირონის მარცვლებით, ცხიმოვანი ზეთის
სურ. 82. დიდი კამას ნაყოფები
წვეთებით და კალციუმის ოქსალატის წვრილი
დრუზებით.
რიცხვითი მაჩვენებლები. ეთეროვანი ზეთი არანაკლებ 3%; ტენიანობა არაუმეტეს
14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 10%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი
არაუმეტეს 1%; დაზიანებული და განუვითარებელი ნაყოფები და დიდი კამას სხვა
ნაწილები არაუმეტეს 1%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 1,6%; მინერალური
მინარევები არაუმეტეს 0,5%.

90
სურ. 83. ცერეცოს ნაყოფის მიკროსკოპია
ეგზოკარპიუმი; 2 - გამტარი კონა; 3- ეთერზეთოვანი არხი; 4- ენდოკარპიუმი; 5 -ენდოსპერმი; 6–
წვრილი დრუზები

კამის ნაყოფები – FRUCTUS ANETHI GRAVEOLENTIS

კულტივირებული ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის,


კამის – Anethum graveolens L., ოჯ. ნიახურისებრნი - Apiaceae,
მწიფედ გამშრალი ნაყოფები.
გარეგანი ნიშნები. ცალკეული ნახევარ ნაყოფები
(მერიკარპიუმი), იშვიათად მთლიანი ნაყოფები (ტყუპი
თესლურა), სიგრძით 3-7 მმ, სიგანით 1,5-4 მმ. მერიკარპიუმები
ფართო ელიფსური, ზურგის მხარეს ოდნავ ამოზნექილი, შიდა
მხარეს – სწორი. თითოეული მერიკარპიუმი შედგება სამი
ძაფისებრი და ორი გვერდითი, ბრტყელი, ფრთისებრი
წიბოსაგან. ნაყოფების ფერი მომწვანო-მურა ან მურა,
წიბოების – მოყვითალო-მურა. სუნი ძლიერ არომატული. გემო
სურ. 84. კამა

91
მოტკბო-სანელებლის, ოდნავ ცხარე.
მიკროსკოპია. მერიკარპიუმის განივ განაკვეთზე მოჩანს ეპიდერმისის
ტანგენტალურად წაგრძელებული უჯრედები გასქელებული კედლებით. მეზოკარპიუმი
შედგება პარენქიმული უჯრედებისაგან თხელი ან ოდნავ
გასქელებული კედლებით, განსაკუთრებით გვერდით
წიბოებში. წიბოებში განლაგებულია გამტარი კონები
მექანიკურ ბოჭკოთა ჯგუფებით. ღარებში მოთავსებულია
ეთეროვანი ზეთის არხები; 4 ამოზნექილ მხარეს, 2 - ბრტყელ
მხარეს. არხები სხვადასხვა ზომისაა, მურა ფერის გამომყოფი
უჯრედებით. ენდოკარპიუმი მჭიდროდაა შეზრდილი თესლის
სურ. 85.კამის ნაყოფები
კანთან. ენდოსპერმი შედგება მრავალკუთხა უჯრედებისაგან,
რომლებიც სავსეა ალეირონის მარცვლებით, ცხიმოვანი ზეთის წვეთებით, კალციუმის
ოქსალატის წვრილი კრისტალებით.

სურ. 86. სურნელოვანი კამის ნაყოფების მიკროსკოპია


1 . ეპიდერმისი, 2. პარენქიმა, 3. თესლის გარსი, 4. ენდოსპერმი 5. გამტარი კონა, 6. ეთერზეთოვანი არხი.

რიცხვითი მაჩვენებლები. ეთეროვანი ზეთი არანაკლებ 2%; ტენიანობა არაუმეტეს


12%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 10%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი
არაუმეტეს 1%; მცენარის სხვა ნაწილები არაუმეტეს 1%; ორგანული მინარევები არაუმეტეს
2%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.

თავშავას ბალახი – HERBA ORIGANI

ველურადზრდადი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის თავშავას _ Origanum


vulgare L., ოჯ. ჭინჭრისდედასებრნი _ Lamiaceae ყვავილობის ფაზაში შეგროვებული და
გამშრალი ბალახი.

92
სურ. 87. თავშავა

გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. მთლიანი ან ნაწილობრივ დაქუცმაცებული


20 სმ-მდე სიგრძის შეფოთლილი, საყვავილე ღეროები. ფოთლები მოპირისპირე, ყუნწიანი,
მოგრძო-კვერცხისებრი, წვერში წამახვილებული, წვრილად დაკბილული ან თითქმის
მთელკიდიანი, სიგრძით 2 - 4 სმ. ღერო ოთხწახნაგა,
სუსტად შებუსვილი ან თითქმის შიშველი.
ყვავილედი ფარისმაგვარი საგველა, ტოტებგაშლილი,
მრავალყვავილიანი, შეკრებილია ნახევრად-
ჩხოსებრად. თანაყვავილები ჯამზე გრძელია, მოგრძო,
მახვილწვერიანი. ჯამი სამკუთხა - ლანცეტასებრი
კბილებით, შიშველი ან მეჩხერი ბუსუსებით.
გვირგვინი ორტუჩა, ყვავილები წვრილი, სიგრძით 3 -
სურ. 89. თავშავას ფოთლების
5 მმ. ფოთლების ფერი ზედა მხრიდან მწვანე, ქვედა მიკროსკოპია
მხრიდან - ღია მწვანე; ღეროების - მწვანე ან
მეწამული; თანაყვავილების და ჯამის - მურა-მეწამული ან მომწვანო-მურა; გვირგვინის -
მურა-მეწამული ან მურა-მოვარდისფრო. სუნი არომატული. გემო მომწარო-სანელებლის,
ოდნავ ძელგი.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ღეროების, ფოთლების, ყვავილედების და ცალკეული ყვავილების ნაჭრები. ფერი
მონაცრისფრო-მწვანე მურა-მეწამული წინწკლებით. სუნი არომატული. გემო მომწარო-
სანელებლის, ოდნავ ძელგი.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ზედა ეპიდერმისის
სუსტად დაკლაკნილკედლიანი უჯრედები, ზოგან კრიალოსნისებრი გასქელებებით.
ქვედა ეპიდერმისის უჯრედები უფრო დაკლაკნილია. ბაგეები მრავალრიცხოვანი,
გარშემორტყმულია ბაგის ხვრელის მიმართ პერპენდიკულარულად განლაგებული
ეპიდერმისის 2 უჯრედით (დიაციტური ტიპი). ბუსუსები ორი ტიპის: მარტივი და
თავაკიანი, განლაგებული ფოთლის მთელ ფირფიტაზე, განსაკუთრებით ქვედა მხარეს.
მარტივი ბუსუსები მრავალრიცხოვანი, უხეშად დამეჭეჭებული, 1-5 უჯრედიანი;
თავაკიანი ბუსუსები ერთუჯრედოვანი ფეხითა და ოვალური ერთუჯრედიანი თავაკით.
ეთერზეთოვანი ჯირკვლები 8–უჯრედიანია, განლაგებულია ძირითადად ფოთლის ქვედა

93
მხარეს. ჯირკვლების მიმაგრების ადგილზე ეპიდერმისის უჯრედები ხშირად როზეტს
წარმოქმნის.

სურ. 88. თავშავას ფოთლების მიკროსკოპია


1.ზედა ეპიდერმისი; 2. ქვედა ეპიდერმისი; 3.ბაგე; 4.მარტივი ბუსუსები; 5. თავაკიანი ბუსუსი; 6.
ეთერზეთოვანი ჯირკვალი; 7. ეპიდერმისის როზეტად შეკრებილი უჯრედები ჯირკვლების ირგვლივ

რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. ეთეროვანი ზეთი არანაკლებ 0,1%;


ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 10%; ბალახის გამუქებული და
გაშავებული ნაწილები არაუმეტეს 7%; ღეროების და გვერდითი ყლორტების ნაჭრები, მათ
შორის ანალიზის დროს გადარჩეული არაუმეტეს 40%; ორგანული მინარევები არაუმეტეს
1%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.
დაწვრილმანებული ნედლეული. ეთეროვანი ზეთი არანაკლებ 0,08%; ტენიანობა
არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 10%; ბალახის გამუქებული და გაშავებული
ნაწილები არაუმეტეს 7%; ღეროების და გვერდითი ყლორტების ნაჭრები არაუმეტეს 40%;
ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს
10%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 10%;
ორგანული მინარევები არაუმეტეს 1%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.

94
სურ. 90. თავშავას ფოთლების მიკროსკოპია

ბეგქონდარას ბალახი – HERBA SERPILLI

ბალახოვანი მცენარის ბეგქონდარას Thymus serpyllum L., ოჯ. ჭინჭრისდედასებრნი -


Lamiaceae, ყვავილობის ფაზაში შეგროვებული, გამშრალი და გამოცეხვილი ბალახი.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ან ნაწილობრივ დაქუცმაცებული წვრილი ყლორტების,
ფოთლების, 0,5 სმ-მდე სისქის ღეროების ნაჭრებისა და ყვავილების ნარევი. ფოთლები
მოკლე ყუნწიანი, ლანცეტა, ელიფსური ან მოგრძო-ელიფსური, მთელ კიდიანი სიგრძით
15 მმ-მდე, შიშველი ან მცირედ შებუსვილი, ქვედა მხარეს მკვეთრად გამოზნექილი
ძარღვებით. ლუპით (10X) ფოთლის მთელ ზედაპირზე მოჩანს მრავალრიცხოვანი მურა
წერტილები (ჯირკვლები), ფოთლის ძირთან – გრძელი მეჩხერი ჯაგრისებრი ბუსუსები.
ყლორტების ნაჭრები წვრილი, ოთხწახნაგა, შებუსვილი, მომწვანო-ყავისფერი ან
მოყვითალო-მურა ფერის, ხშირად იისფერი ელფერით. ყვავილები წვრილი, ცალკეული ან
რამდენიმე ერთად ნახევრად ჩხროებად შეკრებილი.

სურ. 91. ბეგქონდარა


თითოეული ყვავილი შედგება ორტუჩა ჯამისა და ორტუჩა გვირგვინისაგან. ჯამი
სიგრძით დაახლოებით 4 მმ, გარედან შებუსვილი; ჯამის კბილაკები კიდეებზე
წამწამისებრი ბუსუსებით. გვირგვინი სიგრძით 5-8 მმ, მტვრიანა 4, ბუტკო ოთხბუდიანი,
ზედა ნასკვით. ფოთლების ფერი - მწვანე ან მონაცრისფრო-მწვანე; ჯამი – მურა-წითელი;

95
გვირგვინი – მოლურჯო-იისფერი. სუნი არომატული. გემო მომწარო-სანელებლის, ოდნავ
ცხარე.

სურ. 92. ბეგქონდარას ფოთლის მიკროსკოპია


1. ზედა ეპიდერმისი; 2. ქვედა ეპიდერმისი; 3. კუტიკულის დანაოჭება; 4. ბაგე; 5. ეთერზეთოვანი
ჯირკვალი; 6. მარტივი მრავალუჯრედიანი ბუსუსი; 7. ერთ-ორუჯრედიანი მარტივი ბუსუსები; 8. თავაკიანი
ბუსუსები; 9. დვრილისებრი გამონაზარდები.

მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ზედა და ქვედა


ეპიდერმისის დაკლაკნილკედლიანი უჯრედები; ზედა ეპიდერმისზე ზოგჯერ შეინიშნება
დანაოჭებული კუტიკულა და კრიალოსნისებრ გასქელებული კედლები. ბაგეები გვხვდება
ფოთლის ორივე ზედაპირზე, რომლებსაც თან ახლავს ბაგის ხვრელის მიმართ
პერპენდიკულარულად განლაგებული ბაგის მიმდებარე ორი უჯრედი (დიაციტური
ტიპი). ეთერზეთოვანი ჯირკვლები მსხვილია, შედგება 8 გამომყოფი უჯრედისაგან,
რომლებიც რადიალურად არის განლაგებული; ჯირკვლების მიმაგრების ადგილის
ირგვლივ ეპიდერმისის უჯრედები ზოგჯერ ქმნის როზეტს. ბუსუსები სამი ტიპისაა:
მსხვილი, მრავალუჯრედოვანი, დამეჭეჭებული ბუსუსები, რომლებიც ფოთლის ძირთანაა
განლაგებული (წვერთან და ფოთლის კიდეებზე უფრო წვრილი ბუსუსები გვხვდება);
თავაკიანი ბუსუსები - ოვალური ერთუჯრედოვანი თავაკითა და მოკლე ერთუჯრედოვანი

96
ფეხით; ეპიდერმისის დვრილისებრი გამონაზარდები, გლუვი ან ოდნავ დამეჭეჭებული,
ხშირად ფოთლის ზედა მხარეს და კიდეებზე გვხვდება.
რიცხვითი მაჩვენებლები. 30% სპირტით გამოწვლილული ექსტრაქტული
ნივთიერებები არანაკლებ 18%; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს
12%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 5%; 0,5 მმ-ზე სქელი
ღეროების ნაჭრები არაუმეტეს 10%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 1%; მინერალური
მინარევები არაუმეტეს 1%.

ჩვეულებრივი ურცის ბალახი – HERBA THYMI VULGARIS

კულტივირებული ნახევარბუჩქის ჩვეულებრივი ურცის Thymus vulgaris L., ოჯ.


ჭინჭრისდედასებრნი - Lamiaceae, ყვავილობამდე შეგროვებული და გამშრალი ბალახი.

სურ. 93. ურცი

გარეგანი ნიშნები. ფოთლების, ყვავილების და 1 მმ-მდე სისქის ღეროების ნაწილები.


ფოთლები წვრილი, მოკლე ყუნწიანი, მთელკიდიანი, მოგრძო-უკუკვერცხისებრი ან
ლანცეტისებრი, ქვევით ჩახვეული კიდეებით; სიგრძე 5 -10 მმ, სიგანე 2 - 5 მმ. ლუპის (10X)
ქვეშ ფოთლის ორივე ზედაპირზე მრავალრიცხოვანი მრგვალი, პრიალა, მოწითალო-
ყავისფერი ჯირკვლები ეთეროვანი ზეთით. ყვავილები წვრილი, ცალკეული ან რამდენიმე
ერთად. ჯამი ორტუჩა, ხუთკბილიანი, გვირგვინი ორტუჩა. ღეროების ნაწილები
სხვადასხვა სიგრძის, სისქით 1 მმ-მდე, ოთხწახნაგა. ფოთლების ფერი ზემოდან მუქი-
მწვანე ან წაბლისფერ-მწვანე, ქვემოდან _ ნაცრისფერ-მწვანე; ჯამი - ღია-მწვანე, ზოგჯერ
ზედა ტუჩის ფუძესთან იისფერი, გვირგვინი - ვარდისფერი, ღია-ლილისფერი ან
მოთეთრო, ღეროები - მომწვანო-ყავისფრიდან მურა ფრამდე, ნაცრისფერი ელფერით.
სუნი ძლიერი, არომატული. გემო ცხარე სანელებლის.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ზედა ეპიდერმისის
სუსტადდაკლაკნილი უჯრედები, ხშირად კრიალოსნისებრი გასქელებითა და
დანაოჭებული კუტიკულით, ქვედა ეპიდერმისის უჯრედები _ დაკლაკნილკედლიანი.
ბაგეები ზედა მხარეზე იშვიათია, ქვედაზე _ მრავალრიცხოვანი, გარშემორტყმულია ბაგის
ხვრელის პერპენდიკულარულად განლაგებული ბაგის მიმდებარე ორი უჯრედით
(დიაციტური ტიპი).

97
სურ. 94. ურცის ფოთლების მიკროსკოპია
1. ზედა ეპიდერმისი; 2. ქვედა ეპიდერმისი; 3. ბაგე; 4. ეთერზეთოვანი ჯირკვალი; 5. მარტივი
ერთუჯრედიანი ბუსუსი; 6. დვრილისებრი გამონაზარდები; 7. ორუჯრედიანი მოხრილი ბუსუსი;
8. წვრილი თავაკიანი ბუსუსი.

ეთერზეთოვანი ჯირკვლები მრგვალი, შედგება რადიალურად განლაგებული 8


(იშვიათად 12) გამომყოფი უჯრედისაგან. ბუსუსები სამი ტიპის: 1. მარტივი
ერთუჯრედიანი ან იშვიათად 2-უჯრედიანი სწორი, დამეჭეჭებული ზედაპირით.
დვრილისებრი; 2. მუხლში მოხრილი 2-3 უჯრედიანი ბუსუსები რომლებიც გვხვდება
ფოთლის ქვედა მხარეს და კიდეებში ფუძესთან.; 3. წვრილი თავაკიანი ბუსუსები
ერთუჯრედოვანი მოკლე ფეხითა და ერთუჯრედოვანი ოვალური თავაკით – ფოთლის
მთელ ზედაპირზე.
რიცხვითი მაჩვენებლები. ეთეროვანი ზეთი არანაკლებ 1%; ტენიანობა არაუმეტეს
13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 12%; 1 მმ-ზე მეტი სისქის ღეროები არაუმეტეს 5%; 0,5 მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილები არაუმეტეს 7%; ორგანული
მინარევები არაუმეტეს 2%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 2%

98
სურ. 95. ურცის ფოთლების მიკროსკოპია

საგულე გლიკოზიდების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ფიტოქიმიური


ანალიზი

დაწვრილმანებულ მცენარეული ნედლეულის 5გ ათავსებენ 100მლ ტევადობის


მილესილსაცობიან კოლბში. ამატებენ 25 მლ 90°-იან ეთილის სპირტს და გამოწვლილვას
ახდენენ წყლის აბაზანაზე 15 წთ-ის განმავლობაში, გამონაწვლილს გადმოასხამენ,
ნედლეულს განმეორებით უმატებენ 25 მლ სპირტს და ისევ წვლილავენ იმავე დროის
განმავლობაში. გამოწვლილვას იმეორებენ 3-4ჯერ. სპირტიან გამონაწვლილებს აერთებენ,
გამხსნელს აორთქლებენ წყლის აბაზანაზე სპირტის სრულ მოცილებამდე. ნაშთს ხსნიან
ცხელი წყლის მცირე რაოდენობაში. სითხეს უმატებენ ტყვიის ფუძეაცეტატის ხსნარის
საკმარის რაოდენობას ბალასტური ნივთიერებების სრულ დალექვამდე. მოცულობა
წყლით აყავთ 25 მლ-მდე. ტყვიის ჭარბი რაოდენობის მოსაცილებლად სითხეს უმატებენ
ნატრიუმის ფოსფატის კონცენტრირებულ ხსნარსს ტყვიის იონების სრულ დალექვამდე
და მოცულობა წყლით აყავთ 25მლ-მდე. სითხეს ისევ აცენტრიფუგებენ ან ფილტრავენ,
ამგვარად, გასუფთავებულ სითხეს ათავსებენ გამყოფ ძაბრში და გლიკოზიდებს
წვლილავენ ნარევით (ქლოროფორმი : 96° ეთილის სპირტი - 2:1), რომლის შეფარდება
სითხის მოცულობასთან შეადგენს 1,5:1 ან 1:1.
გამოწვლილვას აწარმოებენ 3-ჯერ, თთოეულს 15 წთ-ის განმავლობაში. მიღებულ
სპირტ-ქლოროფორმიან გამონაწვლილებს აერთებენ, აუწყლოებენ მშრალი ნატრიუმის
სულფატით და წურავენ სპირტ-ქლოროფორმის ნარევით წინასწარ შესველებული პატარა
ზომის ფილტრში. ფილტრს რეცხავენ იმავე ნარევით. გამხსნელს აორთქლებენ წყლის
აბაზანაზე წინასწარ მუდმივ წონამდე გამომშრალ და აწონილ ფაიფურის ფიალაზე
მშრალი ნაშთის მიღებმდე. ნაშთს აშრობენ თერმოსტატში 80°C -ზე მუდმივი წონის
მიღებამდე და წონიან. გლიკოზიდთა ჯამის პროცენტულ რაოდენობას გამოიანგარიშებენ
ფორმულით:

99
სადაც a არის ობიექტში გლიკოზიდების პროცენტული რაოდენობა.
d- ანალიზისთვის აღებული ობიექტის რაოდენობა გ-ში.
c - ანალიზის შედეგად მიღებული გლიკოზიდების ჯამის რაოდენობა გ-ში.
b - გლიკოზიდების რაოდენობა 100გ-ში.
მიღებული მშრალი ნაშთის ნაწილს ხსნიან სპირტში და ატარებენ ლეგალის რეაქციას,
ხოლო ნაწილს წყალში და ატარებენ ბალიეს და კელერ-კილიანის რეაქციას.

თვისებითი რეაქციები საგულე გლიკოზიდებზე

ლეგალის რეაქცია. 1 მლ სპირტიან სხნარს უმატებენ 2-3 წვეთ 10%-იან


ნიტროპრუსიდ ნატრიუმის წყლიან ხსნარს და 4-5 წვეთ 30%-იან ნატრიუმის ტუტის
ხსნარს და ანჯღრევენ. საგულე გლოკოზიდების არსებობის შემთხვევაში მიიღება
ალუბლისფერ-წითელი შეფერადება (რეაქცია 5 წევრიან ლაქტონურ რგოლზე).
ბალიეს რეაქცია. 0,5მლ წყლიან ხსნარს უმატებენ ახლადმომზადებულ რეაქტივს,
რომელიც შედგება 0,5 მლ 10% ნატრიუმის ტუტისა და 9,5 მლ პიკრინის მჟავას ნაჯერი
წყლიანი ხსნარისგან 15-20 წთ-ის შემდეგ ნარინჯისფერ-წითელი შეფერადების წარმოქმნა
მოწმობს გლიკოზიდების არსებობას (რეაქცია 5 წევრიან ლაქტონურ რგოლზე) რეაქციის
დასაჩქარებლად სინჯარას აცხელებენ წყლის აბაზანაზე 5 წთ-ის განმავლობაში.
კელერ-კილიანის რეაქცია. გამოსაკვლევ ობიექტის მცირე ნაწილს ასხამენ სინჯარაში,
უმატებენ კონცენტრირებულ ძმარმჟავას და შემდეგ ფრთხილად ასხამენ გოგირდმჟავას,
რომელშიც გახსნილია რკინის ჟანგის სულფატის 0,05გ. სითხეების შეხების ზღვარზე
მიიღება ვარდისფერი ზოლი, რაც მიუთითებს დეზოქსიშაქრების არსებობაზე.

საგულე გლიკოზიდების თხელფენოვანი ქრომატოგრაფია

სილუფოლის ფირფიტაზე კაპილარის საშუალებით შეაქვთ საგულე გლიკოზიდების


ჯამის სპირტიანი ხსნარი. გამზომ ცილინდრში ამზადებენ გამხსნელთა სისტემას
ქრომატოგრაფიისათვის მეთანოლი : ქლოროფორმი - 2:23; ჩაკიდებენ ფირფიტას და
ახდენენ ქრომატოგრაფირებას (დრო 10–15წთ) გამოსამჟღავნებელი რეაქტივი 3,5-
დინიტრობენზოლის მჟავის 2%-იანი სპირტიანი ხსნარი. გამომჟღავნების შემდეგ
ასხურებენ 10%-იან ნატრიუმის ტუტის ხსნარს მეთანოლში.

100
საგულე გლიკოზიდების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული

ფუტკარას ფოთლები – FOLIA DIGITALIS

ველურად ზრდადი და კულტივირებული ბალახოვანი მცენარეების ძოწი ფუტკარას


_ Digitalis purpurea L. და ბუსუსოვანი ფუტკარას _ D. lanata L. ოჯ. შავწამალასებრნი–
Scrophulariaceae, როზეტისეული და ღეროსეული ფოთლები.

ა ბ
სურ. 96. ა-ძოწი ფუტკარა, ბ- ბუსუსოვანი ფუტკარა

გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული.


ფოთლები წაგრძელებულ - კვერცხისებრი ან
კვერცხისებრ-ლანცეტისებრი ფორმის, კიდეები
არათანაბრად დანაკვთული. ფესვთანური
ფოთლები ფრთიანი გრძელი ყუნწებით,
ღეროსეული - მოკლეყუნწიანი ან უყუნწო.
ფოთლები მსხვრევადი, დანაოჭებული, ქვედა
მხრიდან უხვად შებუსვილი, წვრილი, ძლიერ
სურ. 97. ფუტკარას დაწვრილმანებული
გამოზნექილი ძარღვების განშტოებათა ხშირი
ფოთლები
ქსელით. ფოთლების სიგრძე 10-30 სმ და მეტი,
სიგანე 11 სმ-მდე. ფოთლების ფერი ზედა მხრიდან მუქი-მწვანე, ქვედა მხრიდან -
მონაცრისფრო-მწვანე. სუნი სუსტი. გემოს არ უსინჯავენ.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ფოთლების სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი მონაცრისფრო-მწვანე. სუნი სუსტი. გემოს
არ უსინჯავენ.
ფხვნილი. მონაცრისფრო - მწვანე ფერის, 0,16 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში
გაცრილი. სუნი სუსტი. გემოს არ უსინჯავენ.

101
ა. ძოწი ფუტკარა ბ. ბუსუსოვანი ფუტკარა
სურ. 98. ფუტკარას ფოთლების მიკროსკოპია
1.ზედა ეპიდერმისი; 2. ქვედა ეპიდერმისი; 3. მარტივი მრავალუჯრედიანი ბუსუსი; 4 - თავაკიანი
ბუსუსები; 5. ბაგე; 6. ბუსუსის ირგვლივ როზეტად შეკრებილი უჯრედები.

მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ეპიდერმისის


დაკლაკნილკედლიანი უჯრედები. ბაგეები ჭარბობს ფოთლის ქვედა მხარეს, მათ გარს
აკრავს 3-7 ბაგისმიმდებარე უჯრედი (ანომოციტური ტიპი). ბუსუსები მარტივი და
თავაკიანი. მარტივი ბუსუსები მრავალრიცხოვანია, განსაკუთრებით ფოთლის ქვედა
მხარეს, 2-8 უჯრედიანი, სუსტად დამეჭეჭებული
კუტიკულით და თხელი კედლებით; ბუსუსის ცალკეული
უჯრედი ხშირად „ჩავარდნილი“. თავკომბალა ბუსუსები
ორი ტიპისაა: მოკლე ერთუჯრედოვან ფეხზე
ორუჯრედიანი თავაკით და მრავალუჯრედოვან გრძელ
ფეხზე ერთუჯრედოვანი სფეროსებრი ან ოვალური
თავაკით (გვხვდება იშვიათად).
ფხვნილი. ფხვნილის დათვალიერებისას მოჩანს
დაკლაკნილკედლებიანი ეპიდერმისის ნაგლეჯები;
პარენქიმის უჯრედების და სპირალური ჭურჭლების
ნაგლეჯები; მრავალრიცხოვანი მარტივი ბუსუსები და
სურ. 99. ფუტკარას ფოთლის მათი ნაგლეჯები; უფრო იშვიათად გვხვდება თავაკიანი
განივი განაკვეთის მიკროსკოპია ბუსუსები.

102
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. 1 გ ნედლეულის ბიოლოგიური
აქტივობა უნდა იყოს 50 - 66 ბმე ან 10,3 - 2,6 კმე; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო
ნაცარი არაუმეტეს 18%; გამუქებული ან გაყვითლებული ფოთლები არაუმეტეს 1%;
მცენარის სხვა ნაწილები (ღეროები, ყვავილები და ნაყოფები) არაუმეტეს 1%; 2 მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი დაქუცმაცებული ფოთლები არაუმეტეს 2%;
ორგანული მინარევები არაუმეტეს 0,5%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0,5%.
დაწვრილმანებული ნედლეული. 1 გ ნედლეულის ბიოლოგიური აქტივობა უნდა
იყოს 50-60 ბმე ან 10,3 - 12,6% კმე; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს
18%; გამუქებული ან გაყვითლებული ფოთლები არაუმეტეს 1%; მცენარის სხვა ნაწილები
(ღეროების, ნაყოფების, ყვავილების ნაჭრები) არაუმეტეს 1%; ნაწილაკები, რომლებიც არ
იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 5%; 0,5 მმ დიამეტრის
ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 10%; ორგანული მინარევები
არაუმეტეს 0,5%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0,5%.

შროშანას ბალახი – HERBA CONVALLARIAE


შროშანას ფოთლები – FOLIA CONVALLARIAE
შროშანას ყვავილები – FLORES CONBALLARIAE

სურ. 100. მაისის შროშანა

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების მაისის შროშანას – Convallaria majalis L.,


ამიერკავკასიური შროშანა - C. transcaucasica Utkin et Grossh, იაპონური შროშანას - C.
keiskei Mig., ოჯ. შროშანასებრნი – Liliaceae, შეგროვებული და გამშრალი: ბალახი
(ყვავილობის პერიოდში), ფოთლები (ყვავილობამდე და ყვავილობის დასაწყისში),
ყვავილები (ყვავილობის პერიოდში).
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. ბალახი. მთლიანი, იშვიათად
დაქუცმაცებული ფოთლების, ყვავილედები საყვავილე ღერძებით, ცალკეული
ყვავილებისა და საყვავილე ღერძების ნაჭრების ნარევი. ფოთლები ელიფსური ან

103
ლანცეტისებრი ფორმის, წამახვილებული წვერით, ფუძესთან შევიწროვებული და
თანდათან გრძელ დახშულ ხალთაში გადასული, ცალკეული ან 2-3 ერთმანეთზე
შემოხვეული. ფოთლები კიდემთლიანი, დაძარღვა რკალისებრი, ფოთლის ფირფიტა
თხელი, მსხვრევადი, შიშველი და ოდნავ პრიალა ზედაპირით. ფოთლების სიგრძე 20 სმ-
მდე, სიგანე 8 სმ-მდე. ყვავილედი ცალგვერდა, ფაშარი მტევანი 3-12 (20) მოყვითალო
ყვავილით, რომლებიც განლაგებულია წიბოებიან შიშველ საყვავილე ღეროზე, სიგრძით 20
სმ-მდე, სისქით 1,5 მმ. ყვავილები ორსქესიანი, გვირგვინისებრი, ზარისებრი
ყვავილსაფრით. გვირგვინი ფურცლებშეზრდილია, 6 მოკლე, გადაღუნული კბილაკით,
მოკლეყუნწიანი, ფირფიტისებრი ხაზურა თანაყვავილებით. ფოთლების ფერი მწვანე,
იშვიათად მურა-მწვანე, ყვავილები მოყვითალო, საყვავილე ღერძი ღია-მწვანე. სუნი
სუსტი. გემოს არ უსინჯავენ.
ფოთლები. კიდემთლიანი, იშვიათად დაქუცმაცებული, ელიფსური ან
ლანცეტისებრი ფორმის, წვეროსკენ წამახვილებული, ფუძესთან შევიწროვებული,
თანდათან გრძელ ხალთაში გადასული. ცალკეული ან 2-3 ერთად შეერთებული.
ფოთლები კიდემთლიანი, დაძარღვა რკალისებრი. ფოთლის ფირფიტა თხელი,
მსხვრევადი, შიშველი, ოდნავ პრიალა ზედაპირით. ფოთლის სიგრძე 20 სმ-მდე, სიგანე 8
სმ-მდე. ფოთლის ფერი მწვანე, იშვიათად მურა-მწვანე, სუნი სუსტი, გემოს არ უსინჯავენ.
ყვავილები ყვავილედების 20 სმ-მდე სიგრძის საყვავილე ღერძების ნარჩენით,
აგრეთვე ყვავილებისა და ზოგჯერ საყვავილე ღერძების ნაჭრების ნარევი. საყვავილე ღერო
წიბოებიანი, შიშველი, სისქით 1,5 მმ ცალგვერდა ფაშარი მტევანი 3-12 (20) მოყვითალო
ყვავილით. ყვავილები ორსქესიანი, გვირგვინისებრი, ზარისებრი ყვავილსაფრით,
ფურცლებშეზრდილი 6 მოკლე გადაღუნული კბილაკით, მოკლე ყუნწიანი,
თანაყვავილებით. მტვრიანა 6, მოკლე ფირფიტისებრი ხაზურა ძაფებზე მიმაგრებულია
ყვავილსაფრის ფუძესთან; ნასკვი ზედა, სამბუდიანი, სვეტი გაფართოებული სამფრთიანი
დინგით. საყვავილე ღეროს ფერი ღია-მწვანე, ყვავილების – მოყვითალო. სუნი სუსტი.
გემოს არ უსინჯავენ.
დაწვრილმანებული ნედლეული. ბალახი. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში
გაცრილი ფოთლები (მწვანე, იშვიათად მურა-მწვანე), საყვავილე ღერძები (ღია მწვანე) და
ყვავილები (მოყვითალო). სუნი სუსტი. გემოს არ უსინჯავენ.
ფოთლები. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ფოთლების სხვადასხვა
ფორმის ნაჭრები. ფერი მწვანე ან მურა-მწვანე. სუნი სუსტი. გემოს არ უსინჯავენ.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას ორივე მხარეს მოჩანს
ფოთლის სიგრძის გასწვრივ გაჭიმული ეპიდერმისის სწორკედლებიანი უჯრედები.
ბაგეები ჩაძირული, მომრგვალო, ფოთლის სიგრძის მიმართ ორიენტირებული,
გარშემორტყმულია ეპიდერმისის 4 უჯრედით (ტეტრაპერიგენული ტიპი). ზედა
ეპიდერმისის ქვეშ განლაგებულია ფოთლის სიგანის მიმართ დაგრძელებული
მესრისებური ქსოვილის უჯრედები ("წოლელა" მესრისებრი ქსოვილი). ღრუბლისებრი
ქსოვილი ფაშარია და შედგება ფოთლის სიგანის მიმართ წაგრძელებული და დატოტვილი

104
უჯრედებისაგან. მეზოფილის ცალკეულ უჯრედებში მოჩანს კალციუმის ოქსალატის
წვრილი რაფიდების კონები და მსხვილი ნემსისებრი კრისტალები (სტილოიდები).

სურ.101. შროშანას ფოთლების მიკროსკოპია


1.ზედა ეპიდერმისი; 2. ქვედა ეპიდერმისი; 3. ბაგეები; 4. მესრისებური პარენქიმა; 5. ღრუბლისებური
პარენქიმა; 6. კალციუმის ოქსალატის რაფიდები; 7. ნემსისებური კრისტალები.

ყვავილი. გვირგვინის ზედაპირის დათვალიერებისას ორივე მხრიდან მოჩანს ღერძის


მიმართ ოდნავ გაჭიმული ეპიდერმისის მრავალკუთხა უჯრედები, თხელი სწორი
კედლებით და ნაზი დანაოჭებული კუტიკულით. ბაგეები ჩაძირული, მომრგვალო,
ყვავილსაფარის სიგრძის მიმართულებით ორიენტირებული, გარშემორტყმულია
ეპიდერმისის 4-5 უჯრედით. კბილაკების ეპიდერმისი დვრილისებრი გამონაზარდებით.
ყვავილსაფრის ქსოვილში ჩანს კალციუმის ოქსალატის წვრილი რაფიდები, გვხვდება
მსხვილი ნემსისებრი კრისტალები - სტილოიდები. ყვავილის მტვერი სფეროსებრი
ფორმის გლუვი ზედაპირით.
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. ბალახი. 1 გ ნედლეულის
ბიოლოგიური აქტივობა უნდა იყოს არანაკლებ 120 ბმე ან 20 კმე; ტენიანობა არაუმეტეს
14%; ყვავილედი არანაკლებ 5%; 3 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი

105
ნაწილაკები არაუმეტეს 3%; გაყვითლებული და გამუქებული ფოთლები და გამუქებული
ყვავილები არაუმეტეს 5%; ორგანული მინარავები არაუმეტეს 1%; მინერალური
მინარევები არაუმეტეს 0, 5%.
ფოთლები. 1 გ ნედლეულის ბიოლოგიური აქტივობა უნდა იყოს არანაკლებ 90 ბმე ან
15 კმე; ტენიანობა არაუმეტეს 14%; 3 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ნაწილაკები არაუმეტეს 3%; გაყვითლებული და გამუქებული ფოთლები არაუმეტეს 5%;
ორგანული მინარავები არა უმეტეს 1%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0,5%.
ყვავილები. 1 გ ნედლეულის ბიოლოგიური აქტივობა უნდა იყოს არანაკლებ 200 ბმე
ან 33 კმე; ტენიანობა არაუმეტეს 12%; ყვავილედები გამუქებული ყვავილებით არაუმეტეს
5%; ცალკეული საყვავილე ღეროები არაუმეტეს 1%; ორგანული მინარევები არაუმეტეს
0,5%; მინერალური მინარევები არა უმეტეს 0,3%.

.
სურ.102. შროშანას ფოთლების მიკროსკოპია
დაწვრილმანებული ნედლეული. ბალახი. 1 გ ნედლეულის ბიოლოგიური აქტივობა
უნდა იყოს არანაკლებ 120 ბმე ან 20 კმე; ტენიანობა არაუმეტეს 14%; ყვავილედი არანაკლებ
5%; ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს
10%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი არაუმეტეს 20%; გაყვითლებული
და გამუქებული ფოთლების ნაჭრები და გამუქებული ყვავილები არაუმეტეს 5%;
ორგანული მინარევები არაუმეტეს 1%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0,5%.
ფოთლები. 1 გ ნედლეულის ბიოლოგიური აქტივობა უნდა იყოს არანაკლებ 90 ბმე ან
15 კმე; ტენიანობა არაუმეტეს 14%; ნაწილაკები რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის
ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 10%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ნაწილაკები არაუმეტეს 20%; გაყვითლებული და გამუქებული ფოთლების ნაჭრები
არაუმეტეს 5%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 1%; მინერალური მინარევები
არაუმეტეს 0, 5%.

106
ყვითელი ცხვირისატეხელას ბალახი – HERBA ADONIS VERNALIS

ველურად ზრდადი მრავალწლოვანი


ბალახოვანი მცენარის ყვითელი
ცხვირისატეხელას (გაზაფხულის
ცხვირისატეხელა) Adonis vernalis L., ოჯ.
ბაიასებრნი - Ranunculaceae, ყვავილობის
პერიოდში (ნაყოფების ჩამოცვენამდე)
შეგროვებული და გამშრალი ბალახი.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული.
მთლიანი ან ნაწილობრივ დაწვრილმანებული
შეფოთლილი ღეროები ყვავილებით ან მათ
სურ. 103. ყვითელი ცხვირისატეხელა
გარეშე, იშვიათად კოკრებით ან სხვადასხვა
დონის სიმწიფის ნაყოფებით, რომლებიც
ზოგჯერ ნაწილობრივ დაცვენილია. მურა ქერქლისებური ფოთლების ზევით მოჭრილი
ღეროები სიგრძით 10 - 35 სმ, სისქით 0, 4 სმ-მდე, მარტივი ან მცირედ დატოტვილი.
ფოთლები მორიგეობითი, მჯდომარე, ნახევრად ღერომხვევი, საერთო მოხაზულობით
მომრგვალო ან ფართო-ოვალური, 5 წილად თათისებრ განკვეთილი, რომელთაგან ორი
ქვედა ფრთისებრ განკვეთილია, სამი ზედა - ორჯერ ფრთისებრ განკვეთილი, ფოთლების
წილები ხაზურია, წვეროსთან სადგისისებრ წამახვილებული, მთელკიდიანი, სიგრძით 0,5
- 2 სმ, სიგანით 0, 5 -1 მმ. ფოთლები დაყვავილების შემდეგ გახეშეშებული. ყვავილები
ღეროების წვერში ერთეული, სწორი, სიგანეზე დაახლოებით 3,5 სმ, განცალკევებული
ყვავილსაფრით, ჯამის 5-8 ფოთოლაკით, 15-20 გვირგვინის ფურცლით, მრავალრიცხოვანი
მტვრიანებითა და ბუტკოებით. ჯამის ფოთოლაკები კვერცხისებრია, ბლაგვიწვერით,
იშვიათად დაკბილული, შებუსვილი, სიგრძით 12-20
მმ, სიგანით დაახლოებით 12 მმ, ადვილად ცვივა.
გვირგვინის ფურცლები წაგრძელებულ-ელიფსური,
წვერში შევიწროვებული, დაკბილული. კრებადი
ნაყოფი, ოვალური, შედგება ცილინდრული, მუქ
ყვავილსაჯდომზე განლაგებული მშრალი
კაკლუჭებისაგან. კაკლუჭები სიგრძით 3,5 -5,5მმ,
სიგანით დაახლოებით 3 მმ, ოვალური კაუჭისებრად
მოხრილი მოკლესვეტით, შებუსვილი. ღეროებისა და
ფოთლების ფერი მწვანეა ყვავილების - მოოქროსფრო-
ყვითელი, ნაყოფების - მონაცრისფერო-მწვანე. სუნი სურ. 104. ყვითელი ცხვირსატეხელას
სუსტი, გემოს არ უსინჯავენ. დაწვრილმანებული ბალახი

დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი


ღეროების, ფოთლების ნაჭრები, ყვავილებისა და ნაყოფების ნაწილები. ღეროების და

107
ფოთლების ნაჭრები მწვანეა, ყვავილების - ოქროსფერ-ყვითელი. სუნი სუსტი, გემოს არ
უსინჯავენ.

სურ. 105. ყვითელი ცხვირისატეხელას ფოთლების მიკროსკოპია


1. მარტივი ლენტისებური ბუსუსი; 2. ბუშტისებრი ბუსუსი; 3. ბუსუსის მიმაგრების ადგილი

მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას ორივე მხარეს მოჩანს


ეპიდერმისის მსხვილი უჯრედები წილების გასწვრივ რამდენადმე დაგრძელებული,
ძლიერ დაკლაკნილი კედლებით. ზედა ეპიდერმისის უჯრედებს ზოგჯერ
კრიალოსნისებრი გასქელებები გააჩნია, კუტიკულა კარგადაა გამოხატული სიგრძივი,
ტალღისებრი ნაოჭებით. ბაგეები მხოლოდ ქვედა მხარესაა, მსხვილი, ოვალური, ფოთლის
ზედაპირის ოდნავ ამოწეული, ეპიდერმისის 4-5 უჯრედით გარშემორტყმული და
ფოთლის ფირფიტის გასწვრივ ორიენტირებული (ანომოციტური ტიპი). ფოთლის
წილების კიდეებსა და ფუძესთან იშვიათად გვხვდება ორი ტიპის ერთუჯრედოვანი
ბუსუსები: გრძელი ლენტისებრი, მომრგვალო წვერით, ფუძესთან შევიწროვებული;
მოკლე ბუშტისებრი ბუსუსები, მიმაგრების ადგილთან მკვეთრად შევიწროვებული. ყველა
ბუსუსი, სპირალურად დანაოჭებული კუტიკულით მიმაგრებულია ეპიდერმისის ძალიან
პატარა მომრგვალო უჯრედზე.
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. 1 გ ბალახის ბიოლოგიური
აქტივობა უნდა იყოს 50-66 ბმე ან 6,3-8 კმე; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი
არაუმეტეს 12%, მცენარის გამუქებული ნაწილები არაუმეტეს 3%; მცენარეები მურა

108
ქერქლისებრ ფოთლებიანი ღეროებით არაუმეტეს 2%; ორგანული მინარევები არაუმეტეს
2%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0,5%.
დაწვრილმანებული ნედლეული. 1 გ ნედლეულის ბიოლოგიური აქტივობა უნდა
იყოს 50-66 ბმე ან 6,3-8 კმე; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი 12%; ნაწილაკები,
რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 10%; 0,25 მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 10%. ორგანული
მინარევები არაუმეტეს 2%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0,5%.

საპონინების შემცველი მცენარეული ნედლეულის ფიტოქიმიური ანალიზი

ქაფის წარმოქმნის რეაქცია. 0,5 გ მშრალ, დაწვრილმანებულ ნედლეულს უმატებენ


5მლ გამოხდილ წყალს. ნარევს აცხელებენ წყლის აბაზანაზე სინჯარით 10 წთ-ის
განმავლობაში. მიღებულ მონახარშს ფილტრავენ.იღებენ ორ სინჯარას. ერთში ასხამენ 5მლ
0.1ნ მარილმჟავას (pH-1) მეორეში 5მლ 0,1 ნ ნატრიუმის ტუტის ხსნარს (pH-13), ორივე
სინჯარას უმატებენ 2-3 წვეთ საკვლევ ხსნარს და ანჯღრევენ 1 წთ-ის განმავლობაში, თუ
ორივე სინჯარაში წარმოიქმენება დაახლოებით ერთი და იმავე სიმაღლის და
მდგრადობის ქაფი, მაშინ ნედლეული შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს, თუ სინჯარაში
რომლის pH არის 13 ქაფის სიმაღლე და მდგრადობა გაცილებით მეტია, მაშინ ნედლეული
შეიცავს სტეროიდულ საპონინებს.

ქაფიანობის რიცხვის განსაზღვრა

საკვლევი ნედლეულის 0,1გ უმატებენ 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის


100მლ, აცხელებენ წყლის აბაზანაზე 30 წთ. მიღებულ გამონაწვლილს ფილტრავენ.
მომზადებული ხსნარის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 მლ-ს ასხამენ 20 მლ-იან ერთნაირი დიამეტრის
სინჯარებში და უმატებენ გამოხდილ წყალს 10 მლ-მდე. სინჯარებს თავს ახურავენ და
ანჯრევენ ენერგიულად 15 წმ-ის განმავლობაში. შემდეგ აყოვნებენ 15 წთ-ს და ზომავენ
ქაფის სიმაღლეს თუ ქაფის სიმაღლე მეტია 1 სმ-ზე, იმ სინჯარაში, სადაც ჩასხმულია
გამოსაკვლევი ხსნარის მინიმალური რაოდენობა (1 მლ) ამზადებენ უფრო განზავებულ
ხსნარს და ცდას იმეორებენ. ქაფიანობის რიცხვს ანგარიშობენ ფორმულით.

სადაც n არის ხსნარის მლ-ის რაოდენობა იმ სინჯარაში სადაც ქაფის სიმაღლე არის 1
სმ.

109
თვისებითი რეაქციები საპონინებზე

1. 2 მლ საპონინების წყლიან ხსნარს უმატებენ 1 მლ 10% ნატრიუმის ნიტრატის


წყლიან ხსნარს და 1 წვეთ კონცენტრირებულ გოგირდმჟავას. წარმოიქმნება სისხლისფერ-
წითელი შეფერადება.
2. ლაფონის რეაქცია. 2მლ წყლიან ხსნარს უმატებენ 1 მლ კონცენტრირებულ
გოგირდმჟავას, 1 მლ ეთილის სპირტს, 1 წვეთ 10% გოგირდმჟავა-რკინის ხსნარს.
გაცხელებისას წარმოიქმენება მომწვანო-ცისფერი შეფერილობა.
3. 2 მლ წყლიან გამონაწვლილს უმატებენ რამდენიმე წვეთ ტყვიის ფუძე-აცეტატის
ხსნარს წარმოიქმნება ნალექი, რაც მიუთითებს სტეროიდული საპონინების არსებობაზე.

საპონინების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეულ


ძირტკბილას ფესვები – RADIX GLYCYRRHIZAE

ველურადზრდადი ძირტკბილას Glycyrrhiza glabra L.


ოჯ. Fabaceae - პარკოსნები, ფესვები და მიწისქვედა
ყლორტები კორპგაცლილი - Radix Glycyrrhizae mundata
და კორპგაუცლელი - Radix Glycyrrhizae naturalis
გარეგანი ნიშნები. ფესვების და მიწისქვედა
ყლორტების ნაჭრები სხვადასხვა სიგრძის 0,5-5სმ
დიამეტრის. გვხვდება უფრო მსხვილი ფესვებიც, ზოგჯერ
გადადის მსხვილ ფესურაში. კორპგაუცლლელი ფესვები
და ყლორტები მონაცრისფრო - ყავისფერი, წაგრძელებულ
- დანაოჭებული, კორპგაცლილი ნედლეულის ფერი ღია-
ყვითელი. გადანაჭერზე ძლიერ ბოჭკოვანი, გემო მოტკბო.
მიკროსკოპია. ფესვის განივი ჭრილზე აღსანიშნავია
სურ. 106. ძირტკბილა კარგად გამოხატული სხივური შენება. კორპგაუცლელი
ფესვი დაფარულია მრავალშრიანი კორპით. კორპის ქვეშ
განლაგებულია მსხვილი ტანგენტალურად გაჭიმული პარენქიმის უჯრედები.
კორპგაცლილ ფესვს კორპის ფენა არ გააჩნია. კორპთან ერთად მოცლილი აქვს ქერქის
ნაწილიც. ქერქში აღსანიშნავია კარგად გამოხატული, ფართე მრავალრიგიანი,
პერიფერიისაკენ ლაფნის ბოჭკოებისაკენ, ლაფნის უბანში ძაბრისებურად გაფართოებული
გულგულის სხივები. ლაფნის გამტარი ელემენტები დეფორმირებული, ჩაშლილი,
გაჯირჯოვებული, თეთრი ან მოყვითალო გარსით, თითქმის დაკარგული აქვთ
უჯრედული სტრუქტურა. ჩაშლილი ლაფნის უბანს აქვს სამკუთხედის ფორმა და იგი
ფუძით ესაზღვრება კამბიუმს, სადაც შენარჩუნებულია მოქმედი ლაფნის ზოლი, ხოლო

110
ზედა ნაწილით ადის ლაფნის ბოჭკოების ჯგუფებს
შორის პერიფერიული ნაწილისაკენ. კამბიუმი
კარგად შესამჩნევია ლაფანსა და მერქანს შორის
უბანზე, ხოლო გულგულის სხივები თითქოს
წყდება და შეუმჩნეველია. მერქანი ისევე, როგორც
ქერქი გაყოფილია ფართო გულგულის სხივებით
რადიალურ ზოლებად, რომლებშიც
განლაგებულია ჯგუფებად ან ერთეულად
ჭურჭლები, მერქნის ბოჭკოების ჯგუფები და სურ. 107. ძირტკბილას ფესვები
მერქნის პარენქიმის უჯრედები. ფესვის ცენტრში -
პირველადი მერქნის უბანი, ხოლო მიწისქვედა ყლორტების ცენტრში გულგული. ლაფნის
და მერქნის ბოჭკოებს აქვს ერთნაირი სტრუქტურა, მათი გარსი სქელია, ამასთან მხოლოდ
გარეთა ნაწილია გამერქნებული, ხოლო შიდა ნაწილი უჯრედისია (ცელულოზისაა).
(რეაქცია ფლოროგლუცინთან და კონცენტრულ მარილმჟავასთან). ბოჭკოების ჯგუფები
შემოსაზღვრულია კრისტალური შემონაფენით.

სურ.108. ძირტკბილას ფესვების მიკროსკოპია


1. კორპი; 2. ქერქის პარეენქიმა; 3. გულგულის სხივები; 4. მოქმედი ლაფანი; 5. ლაფნის ბოჭკოები; 6.
მერქნის ჭურჭლები; 7. სახამებლის მარცვლები; 8. კამბიუმი; 9. კრისტალები პარენქიმის უჯრედებში

111
სურ.109. ძირტკბილას ფესვების მიკროსკოპია
ქერქის და მერქნის პარენქიმა ამოვსებულია მარტივი, მომრგვალო, ოვალური
სახამებლის მარცვლებით 2-14 მკმ დიამეტრით, იშვიათად უფრო მსხვილი. სახამებელი
განსაკუთრებით ბევრია გულგულიის სხივების უჯრედებში (რეაქცია ლუგოლის
ხსნართან) ძირტკბილას ფესვის ფხვნილი ღია-ყვითელი ფერის. ფხვილისათვის ძირითად
სადიაგნოზო ნიშანს წარმოადგენს ბოჭკოების ჯგუფები პრიზმული კრისტალების
შემონაფენით, ჭურჭლების ნაგლეჯები, ბადისებრი ვიწრო ტრაქეიდები ფორებით,
პარენქიმის უჯრედები სახამებლის მარცვლებით, ქერქის და ჩაშლილი ლაფნის
ფრაგმენტები.

თირკმლის ჩაის ფოთლები – FOLIA ORTHOSIPHONIS STAMINEI

კულტივირებული მცენარის თირკმლის ჩაის –


Orthosiphon stamineus Benth., ოჯ. ჭინჭრის-
დედასებრნი _ Lamiaceae, ვეგეტაციის პერიოდში
შეგროვებული და გამშრალი ფოთლები და
ყლორტების წვეროები.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული.
ფოთლების, ღეროების და ყლორტების წვეროების
ნაჭრები. ფოთლები დაქუცმაცებული, იშვიათად

სურ.110. თირკმლის ჩაი


მთლიანი, ნაწილობრივ დაგრეხილი,
მოკლეყუნწიანი. ფოთლის ფირფიტა რომბისებრ -
ელიფსური ან წაგრძელებულ - კვერცხისებრი, წვერში წამახვილებული, ფუძესთან
სოლისებრი, ზედა ნაწილში მსხვილხერკბილა, ფუძესთან მთელკიდიანი, ზედა მხრიდან
შიშველი, ქვედა მხარეს ძარღვების გასწვრივ ბუსუსები იშვიათად გვხვდება. ფოთლის
მთელ ფირფიტაზე განლაგებულია წერტილოვანი ჯირკვლები (ლუპის ქვეშ). ღეროები

112
ოთხწახნაგა, სისქით 2,5 მმ-მდე, სიგრძით 120 მმ-
მდე. ყლორტების წვერთან ახლოს ფოთლები
განლაგებულია მოპირისპირედ.
ფოთლების ფერი მწვანე, მონაცრისფრო -
მწვანე ან მურა იისფერი; ღეროების - მომწვანო-
ყავისფერი ან მოიისფრო-ყავისფერი,
გადანატეხზე მოყვითალო - თეთრი. სუნი სუსტი
გემო მომწარო ოდნავ ძელგი
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ სურ.111. თირკმლის ჩაის ფოთლები
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ფოთლებისა და ყლორტების სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი მწვანე, მონაცრისფრო -
მწვანე ან მოიისფრო-ყავისფერი. სუნი სუსტი. გემო მომწარო, ოდნავ ძელგი.

სურ.112. თირკმლის ჩაის მიკროსკოპია


1. ქვედა ეპიდერმისი; 2. ზედა ეპიდერმისი; 3. ბაგე; 4. მარტივი ბუსუსები; 5. ჯირკვლოვანი ბუსუსები,
6. ეთერზეთის ჯირკვლები.

მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას ზედა მხარეზე მოჩანს


ეპიდერმისის მრავალკუთხა უჯრედები, სწორი ან მცირედ დაკლაკნილი კედლებით;

113
ქვედა მხარეზე - უჯრედები შედარებით წვრილია, მათი კედლები უფრო დაკლაკნილია.
ბაგეები განლაგებულია ფოთლის ორივე მხარეს და გარშემორტყმულია 2-3, იშვიათად 4
ბაგისმიმდებარე უჯრედით (ანომოციტური ტიპი). ძარღვებსა და ფოთლის კიდეებზე
გვხვდება მარტივი 1-7 უჯრედიანი ბუსუსები დამეჭეჭებული ზედაპირით; ფოთლის
ორივე მხარეს გვხვდება ჯირკვლოვანი ბუსუსები, მოკლე ფეხითა და ერთ-ორ უჯრედიანი
თავაკით. ფოთლის ორივე მხარეს მცირე ჩაღრმავებებში გვხვდება ეთერზეთოვანი
ჯირკვლები, რომლებიც შედგება 4, იშვიათად 6 გამომყოფი უჯრედისა და
ერთუჯრედოვანი ფეხისაგან.
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული.ექსტრაქტული ნივთიერებები,
რომლებიც წყლით გამოიწვლილება არანაკლებ 30%; ტენიანობა არაუმეტეს 12%; საერთო
ნაცარი არაუმეტეს 12%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს
5%; ორივე მხრიდან გაშავებული ფოთლები არაუმეტეს 2%; ღეროები (მათ შორის
ანალიზის დროს გადარჩეული) არაუმეტეს 30%; 1 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში
გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 4%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 1%; მინერალური
მინარევები არაუმეტეს 1%.
დაწვრილმანებული ნედლეული. ექსტრაქტული ნივთიერებები, რომლებიც წყლით
გამოიწვლილება არანაკლებ 30%; ტენიანობა არაუმეტეს 12%; საერთო ნაცარი არაუმეტეს
12%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 5%; ორივე მხრიდან
გაშავებული ფოთლების ნაჭრები არაუმეტეს 2%; ღეროების ნაჭრები არაუმეტეს 30%;
ნაწილაკები რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 10%;
0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 10%;
ორგანული მინარევები არაუმეტეს 1%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.

კუროსთავის ბალახი – HERBA TRIBULI TERRESTRIS

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის კუროსთავის (ტატაში) – Tribulus terrestri L., ოჯ.


ორყურასებრნი _ Zygophylaceae, მიწისზედა ნაწილი, შეგროვილი ზაფხულის
განმავლობაში და გამშრალი.

სურ.113. კუროსთავი

114
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ან დაქუცმაცებული ფოთლების, ღეროების, ფესვების,
ნაყოფების ნარევი. ღეროები სიგრძით 60 სმ-მდე, დამუხლული ფოთოლაკები მოგრძო,
ნაწილობრივ დახვეული და დამტვრეული, სიგრძით 1,2 სმ-მდე, სიგანით 0,5 სმ-მდე,
ქვედა მხარეს ლუპით დასანახი მოთეთრო შებუსვით. დანაწევრებული ნაყოფი შედგება 3
ვარსკვლავისებრად განლაგებული ნაწილისაგან, დიამეტრზე 2 სმ-მდე დანაოჭებული
გარსით და მახვილი მაგარი ქაცვებით, იშვიათად
გვხვდება ნაყოფის ცალკეული სამკუთხა ნაწილები 2-4
ქაცვით. ღეროები მომწვანო-ყვითელი ფერის, ფოთლები-
მწვანე, ნაყოფები ღია მწვანე. სუნისუსტი, თავისებური.
მიკროსკოპია. ფოთოლაკების ზედა ეპიდერმისის
უჯრედები სუსტად დაკლაკნილი, ქვედა
ძლიერდაკლაკნილი, ხვეულის კუთხეებში
კრიალოსნისებრი გასქელებით. ბაგეები ორივე მხარეს,
ანომოციტური ტიპის, შემოსაზღვრულია 4-5 უჯრედით.
კიდეებზე და უმეტესად ქვედა ეპიდერმისზე გვხვდება
სურ.114. კუროსთავის ნაყოფები
გრძელი ერთუჯრედიანი ბუსუსები, მათი მიმაგრების
ადგილზე ეპიდერმისის უჯრედები განლაგებულია რადიალურად და ქმნის როზეტს.
თვისებითი რეაქციები. 1გ
დაქუცმაცებულ ნედლეულს უმატებენ
80%-იან ეთილის სპირტს და ადუღებენ
15 წთ-ის განმავლობაში წყლის
აბაზანაზე. ახდენენ
ქრომატოგრაფირებას სორბენტის
თხელფენაზე სისტემაში ქლოროფორმი
- მეთანოლი - წყალი (61:32:7).
გაშრობის შემდეგ ასხურებენ 1% პარა-
დიმეთილამინო ბენზალდეჰიდის
ხსნარს ქლორწყალბადმჟავას 4
მოლი/ლ მეთანოლიან ხსნარში და
აცხელებენ საშრობ კარადაში 600C
ტემპერატურაზე 2-3 წუთის
განმავლობაში. წარმოიქმნება ოთხი
ვარდისფერი ლაქა (ფუროსტანული
გლიკოზიდები).
რიცხვითი მაჩვენებლები. სურ.115. კუროსთავის ფოთლების მიკროსკოპია
მთლიანი ნედლეული. სპექტრო- 1.ერთუჯრედიანი ბუსუსები, 2. ანომოციტური
ფოტომეტრულად განსაზღვრული ტიპის ბაგეები, 3. სახამებლის მარცვლები, 4.
კალციუმის ოქსალატის დრუზები.
ფუროსტანული გლიკოზიდების
რაოდენობა არანაკლებ 0,7%; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 16%;

115
ორგანული და მინერალური მინარევები შესაბამისად არაუმეტეს 1%; დაქუცმაცებული
ნედლეულისათვის რეგლამენტირებულია აგრეთვე 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან
საცერში გაუცრელი (არაუმეტეს 2% და 0, 2მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში
გაუცრელი ნაწილები (არაუმეტეს 5%).

მწარე გლიკოზიდების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული

წყლის სამყურას ფოთლები – FOLIA MENYANTHIDIS TRIFOLIATAE

ველურად ზრდადი, მრავალწლოვანი,


ბალახოვანი მცენარის, წყლის სამყურას -
Menyanthes trifoliata L., ოჯ. წყლის-
სამყურასებრნი – Menyanthaceae, ყვავილობის
შემდეგ შეგროვებული და გამშრალი
ფოთლები.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი მცენარე.
მთლიანი ან ნაწილობრივ დაწვრილმანებული,
თხელი, შიშველი, სამნაკვთიანი ფოთლები,
სურ.116. წყლის სამყურა რომელთაც შერჩენილი აქვთ 3 სმ სიგრძის
ყუნწები. ცალკეული ფოთოლაკები ელიფსური
ან მოგრძო უკუკვერცხისებრი, მთელკიდიანი ან ოდნავ არასწორი კიდით, სიგრძით 4-10
სმ, სიგანით 2,5- 7 სმ.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ფოთლის სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი
მწვანე. სუნი სუსტი. გემო ძლიერ მწარე.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის
დათვალიერებისას მოჩანს ზედა ეპიდერმისის
მრავალკუთხა უჯრედები სწორი კედლებით;
ქვედა ეპიდერმისის უჯრედები სუსტად
დაკლაკნილი კედლებით. ფოთლის ორივე
მხარეს, უმეტესად ქვედა მხარეს, გვხვდება სურ. 117. წყლის სამყურას დაწვრილმანებული
ფოთლები
ჩაძირული ბაგეები, რომლებიც გარ-
შემორტყმულია ეპიდერმისის 4-7 უჯრედით (ანომოციტური ტიპი). ბაგეების ირგვლივ
შეიმჩნევა კუტიკულის სხივისებრი ნაკეცები. ფოთლის ქვედა მხარეს ეპიდერმისის ქვეშ
მოჩანს აერენქიმა დიდი უჯრედშორისებით.

116
სურ. 118. წყლის სამყურას ფოთლების მიკროსკოპია
1. ზედა ეპიდერმისის მრავალკუთხა უჯრედები სწორი კედლებით, 2. ქვედა ეპიდერმისის უჯრედები
სუსტად დაკლაკნილი კედლებით; 4. კუტიკულის დანაოჭება, 5. აერენქიმა.

რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. ფლავონოიდების ჯამი რუტინზე


გადაანგარიშებით არანაკლებ 1%; ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს
10%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 2%; გაყვითლებული,
გამუქებული და გაშავებული ფოთლები არაუმეტეს 5%; 3 სმ-ზე მეტი სიგრძის ყუნწებიანი
ფოთლები არაუმეტეს 8%; ცალკეული ყუნწები არაუმეტეს 3%; ორგანული მინარევები
არაუმეტეს 1%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0, 5%.
დაწვრილმანებული ნედლეული. ფლავონოიდების ჯამი რუტინზე გადაანგარიშებით
არანაკლებ 1%; ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 10%; 10%
ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 2%; გაყვითლებული,
გამუქებული და გაშავებული ფოთლის ნაჭრები არაუმეტეს 5%; ნაწილაკები რომლებიც არ
იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 10%; 0,5 მმ დიამეტრის
ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 5%; ორგანული მინარევები
არაუმეტეს 1%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0, 5%.

117
ბაბუაწვერას ფესვები – RADICES TARAXACI

ველურადზრდადი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის სამკურნალო


ბაბუაწვერას _ Taraxacum officinale Wigg., ოჯ. ასტრასებრნი _ Asteraceae, შემოდგომაზე
(აგვისტო-სექტემბერში) შეგროვებული ფესვის ყელისაგან გასუფთავებული, მიწისაგან
გარეცხილი და გამშრალი ფესვები.

სურ. 119. სამკურნალო ბაბუაწვერა

გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. ფესვები ღერძისებრი, მცირედ


დატოტვილი, მთლიანი ან დადაჭრილი, სიგრძით 2-15 სმ, სისქით 0, 3-3 სმ,
სიგრძივდანაოჭებული, ზოგჯერ სპირალურად გადაგრეხილი, მკვრივი, მყიფე,
გადანატეხი უსწორო. ფესვის ცენტრში მოჩანს პატარა ყვითელი მერქანი, მას გარს აკრავს
ფართო მონაცრისფერო-თეთრი ქერქი, რომელშიც სარძევე მილები შეიმჩნევა (ლუპის ქვეშ)
მურა კონცენტრული ვიწრო სარტყლების სახით. ფერი გარედან ღია-მურადან მუქ-
მურამდე. უსუნო. გემო მომწარო მოტკბო შეგრძნებით.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ფესვის სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი მონაცრისფერო-თეთრი, მუქი-მურა და
ყვითელი ჩანართებით. უსუნო. გემო მომწარო, მოტკბო შეგრძნებით.
მიკროსკოპია. განივ განაკვეთზე მოჩანს,
ფესვის არაბოჭკოვანი შენება; იშვიათად
გვხვდება მოპირისპირედ განლაგებული
გულგულის 1-2 ფართო სხივი. კორპი თხელია,
ღია-ყავისფერი. ქერქი ფართო, შედგება
პარენქიმის დიდი, ოვალური ფორმის
უჯრედებისაგან. ქერქში გადის ლაფნისა და რძის
სავალი მილების წვრილი გამტარი ელემენტებისაგან
წარმოქმნილი ჯგუფების კონცენტრული მწკრივები.
სურ. 120. ბაბუაწვერას დაწვრილმანებული
ფესვები

118
სურ. 121. ბაბუაწვერას ფესვების მიკროსკოპია.
а — განივი ჭრილის სქემა; б — განივი ჭრილის ფრაგმენტები; в — სიგრძივი ჭრილი; 1. კორპი ღია ყვითელი
ფერის; 2. მეორადი ქერქი; 3. პარენქიმის უჯრედები ინულინით; 4. სარძევე მილები; 5. ლაფნის ბოჭკოები; 6.
კამბიუმი; 7. მერქნის ჭურჭლები.

პარენქიმის უჯრედები სავსეა ინულინის უფერო კოშტებითა და ბელტებით,


რომლებიც ადვილად იხსნება პრეპარატის გაცხელებისას. რძის სავალი მილები
ამოვსებულია მოყვითალო-ყავისფერი შემცველობით. კამბიუმის შრე მკვეთრადაა
გამოხატული. მერქანი გაფანტულ-ჭურჭლოვანი, შედგება მსხვილი ჭურჭლებისა და
ინულინის შემცველი პარენქიმისაგან.
თვისებითი რეაქციები. 1. ფესვის ქერქის ნაწილზე ან ფხვნილზე იოდის ხსნარის და
წვეთებისას არ უნდა წარმოიქმნას ლურჯი შეფერადება (სახამებლის არ არსებობა).
2. ფესვის ანათალი ან ფხვნილი α-ნაფტოლის 20% ხსნარის და კონცენტრული
გოგირდმჟავას მიმატებით მოიისფერო-ვარდისფრად იღებება (ინულინი).

119
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. წყლით გამოწვლილული
ექსტრაქტული ნივთიერებები არანაკლებ 40%; ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი
არაუმეტეს 8%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 4%;
ფესვის ყელისა და ფოთლების ყუნწებისაგან ცუდად გასუფთავებული ფესვები არაუმეტეს
4%; დამჭკნარი ფესვები არაუმეტეს 2%; გადანატეხზე გამუქებული ფესვები არაუმეტეს
10%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 0,5%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 2%.
დაწვრილმანებული ნედლეული. წყლით გამოწვლილული ექსტრაქტული
ნივთიერებები არანაკლებ 40%; ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 8%;
10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 4%; გადანატეხზე
გამუქებული ფესვების ნაწილები არაუმეტეს 10%; ნაწილაკები რომლებიც არ იცრება 7 მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 10%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან
საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 10%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 0,5%;
მინერალური მინარევები არაუმეტეს 2%.

ალკალოიდების შემცველი მცენარეული ნედლეულის


ფიტოქიმიური ანალიზი

დაწვრილმანებული ნედლეულის 5გ ათავსებენ მილესილსაცობიან შუშაში ამატებენ


10%-იანი ამონიუმის ჰიდროქსიდის ხსნარის 15მლ და ქლოროფორმის ან ეთილის ეთერის
50 მლ-ს, ანჯღრევენ 1 სთ განმავლობაში სანჯღრევზე, შემდეგ ჩაწურავენ სითხეს გამყოფ
ძაბრში, ამატებენ 3 მლ წყალს შეწონილი ნაწილაკების დასალექად, ანჯღრევენ და
აყოვნებენ 15 წმ. ქლოროფორმიან ფენას უმატებენ 1%-იან ძმარმჟავას 5 მლ ანჯღრევენ
3წთ-ს. ქლოროფორმიან ფენას გადაღვრიან, ძმარმჟავიან ფენას შეატუტიანებენ ამონიუმის
ჰიდროქსიდის ხსნარით ლაკმუსის წითელი ქაღალდის გალურჯებამდე. შემდეგ უმატებენ
ქლოროფორმის 5 მლ ანჯღრევენ 5წთ. ქლოროფორმიან ფენას გამოყოფენ. ასე იმეორებენ
3-ჯერ. ქლოროფორმიან ფენებს აგროვებენ წინასწარ მუდმივ წონამდე გამომშალ და
აწონილ ფაიფურის ფიალაზე, აორთქლებენ წყლის აბაზანაზე მშალ ნაშთამდე. წონას
ანგარიშობენ პროცენტებში.
მშრალი ნაშთის ნაწილს იყენებენ თხელფენოვანი ქრომატოგრაფიისათვის. ნაწილს
უმატებენ 1%-იან ქლორწყალბადმჟავას, მიღებულ სითხეს ფილტრავენ და გადააქვთ 4 ცალ
საათის მინაზე და ატარებენ ფერად რეაქციებს:
1. საათის მინაზე მოთავსებულ სითხეს უმატებენ დრაგენდორფის რეაქტივის
რამდენიმე წვეთს, მიიღება აგურისფერ-წითელი ხაჭოსებრი ნალექი.
2. პიკრინის მჟავის 1%-იანი წყლიანი ხსნარის დამატებით მიიღება ყვითელი ნალექი
3. ტანინის 10%-იან ხსნართან მოყავისფრო ნალექი
4. სილიკოვოლფრამის ან ფოსფომოლიბდენ მჟავის 1%-იან წყლიან ხსნართან
მომწვანო ნალექი.

120
ალკალოიდების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული
შმაგას ფოთლები – FOLIA BELLADONNAE

მრავალწლოვანი კულტივირებული ბალახოვანი მცენარე შმაგას – Atropa belladonna


L., ოჯ. ძაღლყურძენასებრნი- Solanaceae, კოკრობის ფაზის დასაწყისიდან მასიურ
ნაყოფიანობამდე შეგროვებული და გამშრალი ფოთლები.

სურ.122. შმაგა

გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. ფოთლები მთლიანი ან ნაწილობრივ


დაწვრილმანებული ელიფსური, კვერცხისებრი ან წაგრძელებულ-კვერცხისებრი ფორმის,
წვერისკენ წამახვილებული, მთელკიდიანი, ფუძისკენ მოკლე ყუნწად შევიწროებული,
თხელი, სიგრძით 20 სმ-მდე და სიგანით 10 სმ-მდე.
ფოთლების ფერი ზემოდან მწვანე ან მურა-მწვანე, ქვემოდან - უფრო ღია. სუნი
სუსტი, თავისებური. გემოს არ უსინჯავენ.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
სხვადასხვა ფორმის ფოთლის ნაჭრები. ფერი მწვანე ან მურა-მწვანე. სუნი სუსტი,
თავისებური. გემოს არ უსინჯავენ.

სურ.123. შმაგას ფოთლების მიკროსკოპია

121
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ეპიდერმისის
უჯრედები დაკლაკნილი გვერდითი კედლებით და დაკეცილი კუტიკულით. ბაგეები
მრავალრიცხოვანი, შემოსაზღვრული 3-4 ბაგის მიმდებარე უჯრედით, რომელთაგან ერთი
გაცილებით პატარაა სხვებზე (ანიზოციტური ტიპი); ბაგეები სჭარბობს ფოთლის ქვედა
მხარეს. ბუსუსები იშვიათად, თავაკიანი და მარტივი. თავაკიანი ბუსუსები ორი ტიპისაა:
მრავალუჯრედოვანი გრძელი ფეხითა და ერთუჯრედოვანი თავაკით, ასევე
ერთუჯრედოვანი ფეხითა და მრავალუჯრედოვანი (4-6 უჯრედიანი) თავაკით. მარტივი
ბუსუსები 2-3 (იშვიათად 6) უჯრედიანი, თხელი კედლებით. ღრუბლისებრ პარენქიმაში
მოჩანს ოვალური უჯრედები, რომლებიც ამოვსებულია კალციუმის ოქსალატის წვრილი
კრისტალური ქვიშით. მცირე გადიდებაზე მათ აქვთ მუქი, თითქმის შავი ლაქის
შეხედულება, დიდზე - ნაცრისფერი, სხვადასხვაგვარი კრისტალური მარცვლოვანებით.
ძალიან იშვიათად კრისტალური ქვიშის შემცველი უჯრედის ცენტრში შეიძლება
გავარჩიოთ კალციუმის ოქსალატის დრუზები ან პრიზმული კრისტალები.

სურ.124. შმაგას ფოთლების მიკროსკოპია


1. ეპიდერმისის უჯრედები; 2. კუტიკულის დანაოჭება; 3. ბაგე (ანიზოციტური ტიპი); 4. ჯირკვლოვანი
ბუსუსები მრავალუჯრედიანი თავაკით ერთუჯრედიან ფეხზე; 5. ჯირკვლოვანი ბუსუსები ერთუჯრედიანი
თავაკით მრავალუჯრედიან ფეხზე; 6. მარტივი ბუსუსები; 7. კალციუმის ოქსალატის ქვიშით ამოვსებული
ოვალური უჯრედები

122
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. ალკალოიდების ჯამი ჰიოსციამინზე
გადაანგარიშებით არანაკლებ 0,3%; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს
15%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 3%; გაყვითლებული,
გამუქებული და გაშავებული ფოთლები არაუმეტეს 4%; მცენარის სხვა ნაწილები
(ღეროები, ყვავილები, ნაყოფები) არაუმეტეს 4%; 3 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში
გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 4%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 0, 5%;.
მინერალური მინარევები არაუმეტეს 0, 5%.
დაწვრილმანებული ნედლეული. ალკალოიდების ჯამი ჰიოსციამინზე
გადაანგარიშებით არაუმეტეს 0,3%; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს
15%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 3%; გაყვითლებული,
გამუქებული და გაშავებული ფოთლის ნაჭრები არაუმეტეს 4%; მცენარის სხვა ნაწილები
(ღეროების, ნაყოფების, ყვავილების ნაჭრები) არაუმეტეს 4%; ნაწილაკები რომლებიც არ
იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 8%; 0,5 მმ დიამეტრის
ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 10%; ორგანული მინარევები
არაუმეტეს 0,5%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0, 5%.

ლენცოფას ფოთლები – FOLIA HYOSCYAMI

ველურად ზრდადი და
კულტივირებული, ორწლოვანი ბალახოვანი
მცენარის, ლენცოფას – Hyoscyamus niger L.,
ოჯ. ძაღლყურძენასებრნი – Solanaceae,
ზაფხულის განმავლობაში შეგროვებული და
გამშრალი ფოთლები.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი
ნედლეული. მთლიანი ან ნაწილობრივ
სურ.125. ლენცოფა დაწვრილმანებული ფოთლები, მოგრძო -
კვერცხისებრი, კვერცხისებრი ან ელიფსური
ფორმის, ფრთისებრდანაკვთული ან მთლიანი, არათანაბრად დაკბილული კიდეებით.
ფესვთანური ფოთლები გრძელი ყუნწით, ორივე
მხარეს დაფარული სქელი, გრძელი რბილი
ბუსუსებით; ღეროსეული - უყუნწო, ნაკლებად
შებუსვილი, ბუსუსები ძირითადად
განლაგებულია ძარღვებზე და ფოთლის
ფირფიტის ნაპირებზე. ფოთლების სიგრძე 5 - 20
სმ, სიგანე 3 - 10 სმ. შუა ძარღვი მოთეთრო,
ბრტყელი, ფუძისკენ ძლიერ გაფართოებული.
ფოთლების ფერი მონაცრისფრო - მწვანე.
სურ. 126. ლენცოფას ფოთლები

123
სუნი სუსტი, სპეციფიკური, მძაფრდება ფოთლების დანამვისას. გემოს არ უსინჯავენ.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ფოთლის სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი მონაცრისფრო - მწვანე, სუნი სუსტი,
სპეციფიური, მძაფრდება დანამვისას. გემოს არ უსინჯავენ.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ზედა ეპიდერმისის
უჯრედები ოდნავ დაკლაკნილიკედლებით, ქვედა ეპიდერმისის უჯრედები - უფრო
დაკლაკნილია. ბაგეები მრავალრიცხოვანი, ფოთლის ორივე მხარეზე, გარშემორტყმულია
3 (იშვიათად 4) ბაგის მიმდებარე უჯრედით, რომელთაგან ერთი გაცილებით პატარაა
სხვებზე (ანიზოციტური ტიპი). ბუსუსები მრავალრიცხოვანი, 2 ტიპის - მარტივი და
თავაკიანი. მარტივი ბუსუსები თხელკედლიანია, ზოგიერთი მათგანი 2 - 3 უჯრედიანი,
მცირე ზომის, დანარჩენი - მრავალუჯრედოვანი, ძალიან მსხვილი. თავაკიანი ბუსუსები
გრძელი მრავალუჯრედოვანი ფეხით და 4 - 8 (იშვიათად 1 - 2) უჯრედიანი ჯირკვლოვანი
თავაკით. ფოთლის მეზოფილი შეიცავს კალციუმის ოქსალატის ერთეულ პრიზმულ
კრისტალებს; ხშირად გვხვდება ჯვარედინად შენაწევრებული კრისტალები. მსხვილ
ძარღვებზე გვხვდება კრისტალური ქვიშით სავსე წაგრძელებულ - ოვალური უჯრედები.
ნორჩ ფოთლებში გვხვდება მხოლოდ წვრილი, ძლივს შესამჩნევი პრიზმული
კრისტალები, რომლებიც განლაგებულია ძარღვების სიახლოვეს.

სურ.127. ლენცოფას ფოთლების მიკროსკოპია


1.ზედა ეპიდერმისი; 2. ქვედა ეპიდერმისი; 3. ბაგე; 4.მარტივი ბუსუსები; 5. ჯირკვლოვანი ბუსუსები
გრძელ მრავალუჯრედიან ფეხზე 1 –2 ან მრავალუჯრედიანი თავაკით; 6. კალციუმის ოქსალატის ერთეული
ან შეზრდილი პრიზმული კრისტალები.

124
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული.ალკალოიდების ჯამი ჰიოსციამინზე
გადაანგარიშებით არანაკლებ 0,05%; ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი
არაუმეტეს 20%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 10%;
გაყვითლებული, გამუქებული, გაშავებული ფოთლები არაუმეტეს 3%; მცენარის სხვა
ნაწილები (ღეროები, ყვავილები, ნაყოფები, არაუმეტეს 5%; 3 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან
საცერში გაცრილი დაწვრილმანებული ნაწილაკები არაუმეტეს 8%; ორგანული მინარევები
არაუმეტეს 1%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.

სურ.128. ლენცოფას ფოთლების მიკროსკოპია


დაწვრილმანებული ნედლეული.
ალკალოიდების ჯამი ჰიოსციამინზე გადა-
ანგარიშებით არანაკლებ 0,05%; ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს
20%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 10%;
გაყვითლებული, გამუქებული და გაშავებული ფოთლების ნაჭრები არაუმეტეს 3%;
მცენარის სხვა ნაწილები (ყვავილები, ნაყოფები, ღეროების ნაჭრები) არაუმეტეს 5%;
ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 8%;
0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 10%;
ორგანული მინარევები არაუმეტეს 1%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.

ლემას ფოთლები – FOLIA STRAMONII

ველურად ზრდადი და
კულტივირებული, ერთწლოვანი ბალახოვანი
მცენარის, ჩვეულებრივი ლემას – Datura
stramonium L., ოჯ. ძაღლყურძენასებრნი –
Solanaceae, ყვავილობის დასაწყისიდან
ნაყოფიანობის დასრულებამდე შეგროვებული
და გამშრალი ფოთლები.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული.
მთლიანი ან ნაწილობრივ დაწვრილმანებული
სურ. 129. ლემა ფოთლები, კვერცხისებრი ფორმის, შიშველი,
წვერთან წამახვილებული, ფუძესთან
უმეტესად სოლისებრი, კიდეებზე არათანაბრად მსხვილად ამოკვეთილ-დაკბილული,

125
ღრმად ამოკვეთილ-ფრთისებრი; ყუნწები ცილინდრული. დაძარღვა ფრთისებრი. ქვედა
მხარეს ძარღვებთან შეიმჩნევა მცირედი შებუსვა. მთავარი და პირველი რიგის გვერდითი
ძარღვები ქვედა მხრიდან ძლიერაა გამოზნექილი, შიშველი და მოყვითალო - თეთრია.
ფოთლის სიგრძე - 25 სმ-მდე, სიგანე - 20 სმ-მდე.ფოთლების ფერი ზედა მხრიდან მუქი
მწვანე, ქვედა მხრიდან - რამდენადმე ღია ფერისაა. სუნი სუსტი, სპეციფიკური, მძაფრდება
ფოთლების დანამვისას. გემოს არ უსინჯავენ.

სურ.130. ლემას ფოთლები

დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი


სხვადასხვა ფორმის ფოთლის ნაჭრები. ფერი - მწვანე, სუნი სუსტი, სპეციფიური,
მძაფრდება დანამვისას. გემოს არ უსინჯავენ.

სურ.131. ლემას ფოთლების მიკროსკოპია


მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ეპიდერმისის
უჯრედები: ზედა მხარეს ოდნავ დაკლაკნილი კედლებით, ქვედა მხარეს - უფრო
დაკლაკნილი. ბაგეები გვხვდება ფოთლის ორივე მხარეს, ქვედა ეპიდერმისზე - უფრო
მრავალი, გარშემორტყმულია 3-4 ბაგისმიმდებარე უჯრედით, რომელთაგან ერთი
გაცილებით პატარაა სხვებზე (ანიზოციტური ტიპი). ბუსუსები 2 ტიპის: მარტივი და
თავაკიანი. მარტივი - მსხვილი 2 (იშვიათად 5) თხელკედლიანი უჯრედით და
უხეშმეჭეჭიანი ზედაპირით, განლაგებულია ძირითადად ძარღვებსა და ფოთლის კიდეზე.
უფრო წვრილი თავაკიანი ბუსუსები, მრავალუჯრედოვანია (იშვიათად ერთუჯრედოვანი)
მომრგვალო ან უკუკვერცხისებრი თავაკითა და მოკლე, ოდნავ მოღუნული
ერთუჯრედოვანი ფეხით. ნორჩ ფოთლებზე თავაკიანი ბუსუსები გაცილებით მეტია,
ვიდრე ძველზე. პარენქიმის უჯრედებში დიდი რაოდენობით მოჩანს კალციუმის
ოქსალატის ბლაგვწვერიანი დრუზები.

126
სურ. 132. ლემას ფოთლების მიკროსკოპია
1–ზედა ეპიდერმისი; 2–ქვედა ეპიდერმისი; 3–ბაგე; 4–მარტივი ბუსუსები; 5–ჯირკვლოვანი ბუსუსები
მრავალუჯრედიანი თავაკით ერთუჯრედიან ფეხზე, 6–კალციუმის ოქსალატის დრუზები

რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. ალკალოიდების ჯამი ჰიოსციამინზე


გადაანგარიშებით არანაკლებ 0,25%; ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი
არაუმეტეს 20%; გაშავებული და გაყვითლებული ფოთლები არაუმეტეს 5%; მცენარის სხვა
ნაწილები (ღეროები, ცალკეული ნაყოფები, ყვავილები) არაუმეტეს 2%;
დაწვრილმანებული ნაწილები 3 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
არაუმეტეს 4%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 0,5%; მინერალური მინარევები
არაუმეტეს 0, 5%.
დაწვრილმანებული ნედლეული. ალკალოიდების ჯამი ჰიოსციამინზე
გადაანგარიშებით არაუმეტეს 0,25%; ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი
არაუმეტეს 20%; გაყვითლებული და გაშავებული ფოთლების ნაჭრები არაუმეტეს 0, 5%;
მცენარის სხვა ნაწილები (ღეროს, ცალკეული ნაყოფების, ყვავილების ნაჭრები) არაუმეტეს
2%; ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს
8%; ნაწილაკები 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი არაუმეტეს 10%;
ორგანული მინარევები არაუმეტეს 0,5%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0, 5%.

127
თერმოფსის ბალახი – HERBA THERMOPSIDIS

ველურადზრდადი ლანცეტისებრი თერმოფსისის – Thermopsis Lanceolata,


ოჯ.პარკოსნები – Fabaceae ყვავილობის დასაწყისში ნაყოფების მომწიფებამდე, შეგროვილი
და გამშრალი ბალახი.

სურ. 132. ლანცეტისებრი თერმოფსისი


გარეგანი ნიშნები. ღეროები10- 30სმ სიგრძით, მარტივი და დატოტვილი, ოდნავ
ხეშესი ზედაპირით, დაფარული რბილი, მოთეთრო მიკრული ბუსუსებით. ფოთლები
მორიგეობითი მოკლე ყუნწით, სამ ფოთოლაკიანი, ორი მსხვილი თანაფოთლებით.
ფოთოლაკები წაგრძელებული ლანცეტისებური ფორმის სიგრძით 30-60მმ, 5-12მმ
სიგანით, ზედა ეპიდერმისი თითქმის შიშველი,ქვედა დაფარულია ფირფიტაზე მიკრული
ბუსუსებით. ყვავილები ყვითელი შეკრებილი კენწრულ ფუნჯად, ნაყოფი წაგრძელებული
ხაზურა შებუსვილი, ერთბუდიანი ბრტყელი პარკი. ნედლეულში არ უნდა იყოს
მომწიფებული ნაყოფები, თესლები მომრგვალო-კვერცხისებრი, მომწვანო-შავი. ღეროს და
ფოთლების ფერი მონაცრისფრო-მწვანე, სუნი სუსტი, თავისებური, ნედლეული
შხამიანია.

სურ. 133. თერმოფსის ბალახის მიკროსკოპია

მიკროსკოპია. ფოთოლაკის ზედა ეპიდერმისის უჯრედები მსხვილი, მრავალკუთხა,


ქვედა ეპიდერმისი – დაკლაკნილი, კონტურებით, ადგილ-ადგილ გასქელებული გარსით.
ბაგე ფოთლის ორივე მხარეს გვხვდება, თუმცა ქვედა მხარეს გაცილებით მეტია, ბაგეები
ოვალური, ჩაყურსული, შემოსაზღვრული ეპიდერმისის 4-5 უჯრედით. ფოთლის მთელი

128
ზედაპირი დაფარულია ორ უჯრედიანი ბუსუსებით, რომელთაგან ერთი მოკლე,
ფუძისეული, კასრისებური (ბაზალური), მეორე გრძელი – ტერმინალური უჯრედი,
ერთმანეთთან დაკავშირებულია სწორი კუთხით. ამიტომაც ბუსუსები მიკრული არის
ფოთლის ფირფიტაზე. ბუსუსის ასეთი შენება კარგად ჩანს ფოთლის კიდეში. ბუსუსის
გრძელი უჯრედი არის სქელი უხეში გარსით - ხერხკბილა, ვიწრო სიღრუით ან თხელი,
სწორი ზედაპირით, ფართო სიღრუით.ბუსუსის გარშემო ეპიდერმისის უჯრედები ქმნიან
როზეტს.

სურ. 134. თერმოფსის ბალახის მიკროსკოპია


1.ზედა ეპიდერმისი; 2. ქვედა ეპიდერმისი; 3. ბაგე; 4. მარტივი ორუჯრედიანი ბუსუსები; 5. როზეტად
შეკრებილი ეპიდერმისის უჯრედები; 6. ფენოლოგლიკოზიდების კრისტალები.

ბუსუსის მოვარდნის ადგილას ჩანს მრგვალი სიღრუე. ეპიდერმისის უჯრედებში


მოთავსებულია სფერო კრისტალების ჩანართები, რომლებიც ფენოლოგლიკოზიდებს
წარმოადგენს, მოყვითალო–მურა ფერით და სხვადასხვა ფორმით: მომრგვალო, ოვალური,
ან დატოტვილი. ისინი ტუტეში იხსნება, ამიტომაც მიკროსკოპში მათი დანახვა
შესაძლებელია თუ პრეპარატი გამჭვირვალებულია ქლორალჰიდრატის ხსნარში.

129
სეკურინეგას ყლორტი – CORMUS SECURINEGAE

კულტივირებული ნახევრადბუჩქისებრი
სეკურინეგას - Securinega suffruticosa, ოჯ. რძიანასებრნი –
Euphorbiaceae, ახალგაზრდა, არაგამერქნებული
ყლორტები ფოთლებით, ბუტონებით, ყვავილებით და
ხანდახან მწვანე ნაყოფებით.
გარეგანი ნიშნები. ყლორტები ცილინდრული
სისქით 3 მმ, შიშველი, მონაცრისფრო-მწვანე. ფოთლები
მორიგეობითი, იშვიათად მოპირისპირე, შიშველი,
მოკლე ყუნწით, მწვანე ან მურა მწვანე, სიგრძით 1,5-7სმ,
სურ. 136. ნახევრადბუჩქისებრი სიგანით 3,5 სმ-მდე. ფოთლის ფორმა ელიფსური,
სეკურინეგა
უკუკვერცხისებური, მომრგვალო წვერით და
მახვილისებური ფუძით, კიდემთლიანი ან იშვიათად ოდნავ ხერხკბილა, ყვავილები
ცალსქესიანი ჯამისმაგვარი ყვავილსაფრით. ჯამის ფოთოლაკები 5, ელიფსური, მოხრილი,
მწვანე ან მომწვანო-ყვითელი. მტვრიანებიანი ყვავილები კონებად შეკრებილი 12-15,
მოკლე ყვავილსაჯდომზე. ბუტკოიანი ყვავილები ერთეული იშვიათად 3-8, უფრო
გრძელი ყვავილსაჯდომით. ნასკვი ზედა, სამბუდიანი კოლოფი მურა-მწვანე 6 თესლით.
თესლები მურა სამწახნაგა.

სურ. 137. სეკურინეგას ფოთლების მიკროსკოპია


ა–ზედა ეპიდერმისი; ბ–ქვედა ეპიდერმისი; 1. კალციუმის ოქსალატის დრუზები; 2. გასქელებულგარსიანი
ეპიდერმისის უჯრედები; 3. ბაგე
მიკროსკოპია. ფოთლის ზედა ეპიდერმისის უჯრედები მრავალკუთხა, ბაგეების
გარეშე, ადგილ-ადგილ გასქელებული გარსით. ქვედა ეპიდერმისის უჯრედები ოდნავ
დაკლაკნილი კედლებით, ბაგეები შემოსაზღვრულია ეპიდემისის 2-3-5 უჯრედით
(ანიზოციტური ტიპი). ფოთლის მეზოფილში, უფრო ხშირად კი ძარღვთან ახლოს
შეიმჩნევა სხვადასხვა ზომის კალციუმის ოქსალატის დრუზები.

130
ქრისტესისხლას ბალახი – HERBA CHELIDONII

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის ქრისტესისხლას – Chelidonium majus L., ოჯ.


ყაყაოსებრნი – Papaveraceae, ყვავილობის ფაზაში შეგროვებული და გამშრალი ბალახი.

სურ. 138. ქრისტესისხლა

გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. მთლიანი ან ნაწილობრივ დაქუცმაცებული


შეფოთლილი ღეროები ყვავილებით და განვითარების სხვადასხა დონის ნაყოფებით,
ღეროს, ფოთლების, ყვავილების და ნაყოფების ნაჭრები. ღეროები ოდნავ წიბოებიანი,
ზოგჯერ დატოტვილი, მუხლთშორისებში ღრუიანი, ოდნავ შებუსვილი, სიგრძით 50 სმ-
მდე. ფოთლები მორიგეობითი, ყუნწიანი, ფართო ელიფსური მოყვანილობის, ფოთლის
ფირფიტები კენტფრთისებრ განკვეთილი 3-4 წყვილი სეგმენტებით. კოკრები
უკუკვერცხისებრი ორი შებუსვილი ჯამის ფოთოლაკით, რომლებიც ყვავილის გაშლისას
ცვივა. ყვავილები შეკრებილია საყვავილე ღეროებზე 4–8 იღლიებში ქოლგისებრ
ყვავილედებად, რომლებიც გრძელდება ნაყოფიანობის პერიოდში. გვირგვინი შედგება 4
უკუკვერცხისებრი ფურცელისაგან, მტვრიანები მრავალი. ნაყოფი - მოგრძო,
ჭოტისმაგვარი ორსაგდულიანი კოლოფია. თესლები მრავალრიცხოვანი, წვრილი,
კვერცხისებრი ფოსოებიანი ზედაპირით (ლუპის ქვეშ), ხორცოვანი თეთრი
დანამატით.ღეროების ფერი ღია-მწვანე, ფოთლების - ერთი მხრიდან მწვანე, მეორე
მხრიდან - ნაცრისფერი, გვირგვინის - კაშკაშა ყვითელი, ნაყოფების - ნაცრისფერ – მწვანე,
თესლების - მურადან შავამდე. სუნი თავისებური. გემოს არ უსინჯავენ.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ფოთლების, ღეროების, ყვავილების და ნაყოფების ნაწილები. ფერი მონაცრისფრო - მწვანე
ყვითელი წინწკლებით. სუნი თავისებური. გემოს არ უსინჯავენ.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ეპიდერმისის
დაკლაკნილკედლებიანი უჯრედები. ბაგეები მხოლოდ ფოთლის ქვედა მხარეს
გარშემორტყმულია ბაგის მიმდებარე 4-7 უჯრედით (ანომოციტური ტიპი). ფოთლის
ქვედა მხარეზე ძარღვების გასწვრივ იშვიათად გვხვდება 7-20 უჯრედისაგან შემდგარი
გრძელი მარტივი ბუსუსები, რომლებიც ხშირად გაწყვეტილია, იშვიათად დაგრეხილი ან
მათი ცალკეული უჯრედი „ჩავარდნილია“. ბლაგვი კბილაკების წვეროებში ძარღვების

131
შეერთების ადგილას განლაგებულია ჰიდატოდები დვრილისებური ეპიდერმისით და 2-5
მსხვილი წყლის ბაგეებით. ღრუბლისებრ პარენქიმაში შეინიშნება წყლის მსხვილი ბაგეები
და ფაშარი უჯრედშორისები (აერენქიმა). ძარღვებს თან ახლავს სარძევე მილები მუქი -
მურა შიგთავსით (ტუტეში დუღილის შემდეგ).

სურ. 139. ქრისტესისხლას ფოთლის მიკროსკოპია


1.ზედა ეპიდერმისი; 2. ქვედა ეპიდერმისი; 3. ბაგე; 4. მარტივი მრავალუჯრედიანი ბუსუსები;
5.როზეტად შეკრებილი ეპიდერმისის უჯრედები; 6. დვრილისებრი გამონაზარდები, 7. აერენქიმა, 8.სარძევე
მილები.
რიცვითი მაჩვენებლები. მთლიანი
ნედლეული. ალკალოიდების ჯამი ჰელიდონინზე
გადაანგარიშებით არანაკლებ 0,2%; ტენიანობა
არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 15%;
10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი
ნაცარი არაუმეტეს 2%; მცენარის გამუქებული და
გაშავებული ნაწილები არაუმეტეს 3%; ორგანული
მინარევები არაუმეტეს 1%; მინერალური
მინარევები არაუმეტეს 0, 5%.
დაწვრილმანებული ნედლეული.
ალკალოიდების ჯამი ჰელიდონინზე სურ. 140. ქრისტესისხლას ფოთლის
მიკროსკოპია
გადაანგარიშებით არანაკლებ 0,2%; ტენიანობა

132
არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 15%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში
უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 2%; მცენარის გაყვითლებული, გაშავებული ნაწილები
არაუმეტეს 8%; ღეროების ნაჭრები არაუმეტეს 40%; ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7 მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 10%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან
საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 10%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 1%;
მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.

პატარა გველის სუროს ბალახი – HERBA VINCAE MINORIS

ველურად მოზარდი ან კულტივირებული პატარა გველის სუროს –Vinca minor L.,


ოჯ. ქენდირისებრნი _ Apocynaceae, ყვავილობის ფაზაში შეგროვებული ბალახი.

სურ. 141. გველის სურო


გარეგანი ნიშნები. ნედლეული შედგება ფოთლების, ღეროების და ყვავილებისაგან.
ღეროები შიშველი, ცილინრული, 30 სმ-მდე სიგრძის. ფოთლები წაგრძელებული,
ელიფსური, მოკლე ყუნწით. კიდემთლიანი, ქვედა მხრისკენ ოდნავ ჩაბრუნებული
კიდეებით, ბრწყინავი, ტყავისებური. ფოთლის ზედა მხარეზე ყუნწი არის ოდნავ
შებუსვილი. ყვავილები ერთეული, გვირგვინი მუქი ლურჯი ფერის, მილისებრ-
ძაბრისებრი. ყვავილების ფერი მუქი მწვანე, ქვედა ზედაპირი ღია ფერის, ღეროები ღია
მწვანე, სუნი არ აქვს. გემოს არ უსინჯავენ.

სურ. 142. გველის სუროს ფოთლის მიკროსკოპია

მიკროსკოპია. ქვედა და ზედა ეპიდერმისის უჯრედები დაკლაკნილი კედლებით,


ზოგჯერ გასქელებული. ბაგეები პარაციტული ტიპის, განლაგებული მხოლოდ ქვედა

133
მხარეზე. ფოთლის ზედა ზედაპირზე, ძარღვების გასწვრივ განლაგებულია
ერთუჯრედიანი, სქელგარსიანი, მახვილწვერიანი ბუსუსები და ფოთლის კიდეში წვრილი
მისაწოვრები. ფოთლებს აქვს მრავალრიცხოვანი სწორი, არადანაწევრებული სარძევეები,
მომწვანო-ყვითელი შემცველობით. ყუნწზე შეიმჩნევა მრავალუჯრედიანი ჯირკვლები.

სურ. 143. პატარა გველის სუროს ფოთლის მიკროსკოპია


Б – 1.ეპიდერმისის უჯრედები; 2. პარაციტული ტიპის ბაგეები; 3. ერთუჯრედიანი ბუსუსები; 4. სარძევეები,
5. ეპიდერმისის უჯრედის კედლის კრიალოსნისებრი გასქელება.

პასიფლორას ბალახი - HERBA PASSIFLORAE

ველურად ზრდარდი ან კულტივირებული სისხლისფერი პასიფლორა, ვნების


ყვავილი – Passiflora incarnata L., ოჯ. პასიფლორასებრნი _ Passifloraceae, ზაფხულის
განმავლობაში შეგროვებული ბალახი.

სურ. 144. პასიფლორა

134
გარეგანი ნიშნები. ნედლეული შედგება
დამტვრეული ღეროებისაგან ფოთლებით,
სპირალურად დახვეული ულვაშების, ყვავილების
და უმწიფარი ნაყოფების ნარევისაგან. ღერო
ცილინდრული წვრილხეშეში ან შიშველი, ღრუიანი,
50სმ სიგრძით 1-4მმ დიამეტრით. ფოთლები
ყუნწიანი ფართოელიფსური, ღრმად სამად
გაყოფილი, სიგრძე და სიგანე 6-16სმ ფარგლებში.
ფოთოლაკები წაგრძელებული ან ფართო ელიფსური
სურ. 145. პასიფლორას ფოთლის წვეროსაკენ წამახვილებული, კიდეები წვრილ
მიკროსკოპია ხერხკბილა, ძარღვის გასწვრივ ოდნავ შებუსვილი,
ფოთლის ფერი ღია მწვანე ან მოყვითალო-მწვანე. ყვავილები ერთეული, მსხვილი
გრძელი ყვავილსაჯდომით და ორი თანაფოთოლით. ყვავილსაფარი რთული, ჯამის
ფოთოლაკები 5, ტყავისებური - ლანცეტა, გვირგვინი განცალკევებულ 5 ფურცლიანი
მოთეთრო მურა. ფოთოლაკებსა და მტვრიანებს შორის რამდენიმე რიგად განლაგებულია
მურა იისფერი ძაფისებური გამონაზარდები, რომლებიც ქმნის ხავერდოვან გვირგვინს. 5
მტვრიანა შეზრდილია და ქმნის გრძელ მილს. ნასკვი ზედა ერთბუდიანი. ნაყოფი
ოვალური კენკრა, მონაცრისფრო-მწვანე, ნედლეულში იშვიათად გვხვდება. სუნი სუსტი,
თავისებური. გემოს არ უსინჯავენ.

სურ. 146. პასიფლორას ფოთლის მიკროსკოპია


1. მარტივი ბუსუსი, 2. კუტიკულის დანაოჭება, 3. კალციუმის ოქსალატის დრუზები, 4. უჯრედის
გასქელებული გარსი, 5. ბუსუსის მიმაგრების ადგილი, 6. ღრუბლისებური ქსოვილი.
მიკროსკოპია. პასიფლორას ფოთლის ორივე მხარეს ეპიდერმისის უჯრედები.
დაკლაკნილი კონტურებით, ძარღვზე მრავალკუთხა გაწელილი, ადგილ-ადგილ კარგად
გამოხატული გასქელებული კედლებით. ბაგეები ფოთლის ორივე მხარეს, თუმცა ქვედა
მხარეს უფრო მეტია. ბაგე ოვალური 3-5 ბაგის მიმდებარე უჯრედით. ფოთლის

135
ზედაპირზე განსაკუთრებით ქვედა მხარეს მრავალრიცხოვანი მარტივი ბუსუსები, 1-2 – 4
უჯრედით. ბუსუსის ბაზალური უჯრედში ხშირად შეიმჩნევა წვრილი წვეთები, რომელიც
სუდან III-ით იღებება ნარინჯისფერ-წითლად. ბაზალური უჯრედი მოკლეა
გასქელებული გარსით, ამიტომ ბუსუსის მოვარდნისას მიმაგრების ადგილას შეიმჩნევა
მრგვალი სიღრუე, რომლის გარშემო ხშირად იქმნება კუტიკულის რადიალური
დანაოჭება. მეზოფილში ფაშარ ღრუბლისებურ პარენქიმას აქვს აერინქიმის სახე,
ძარღვებზე განლაგებულია დიდი რაოდენობით კალციუმის ოქსალატის დრუზები.

ჩაის ფოთლები - FOLIUM THEAE

ჩინური ჩაის ბუჩქი _ Thea sinensis L. (Camellia sinensis


L.) ოჯ. ჩაისებრნი _ Theaceae.
გარეგანი ნიშნები. ჩაის ფოთლები ფართო ან ვიწრო
ლანცეტისებრია, წვეროსაკენ და ფუძესთან
შევიწროვებულია, მუქი მწვანე ფერის, კიდეები ხერხკბილა
(ფუძის გარდა), კბილაკები თავდება შავი წერტილებით
(მრავალუჯრედიანი ჯირკვალი). ნორჩი ფოთლები თავის
ყუნწიანად დაფარულია მოთეთრო გრძელი ბეწვებით,
სურ. 147. რომლებიც თითქმის მთლიანად სცვივა. ფოთლის შუა
ჩინური ჩაის ბუჩქი ძარღვიდან მახვილისებრი კუთხით გამომავალი მეორადი
ძარღვები ფოთლის კიდემდე მიუღწევლად რკალისებრ უერთდებიან ერთიმეორეს, რაც
ფოთლის ქვედა მხარეზე უფრო მკაფიოდაა შესამჩნევი. ჩაის ფოთლებს სუნი არა აქვს, გემო
ოდნავ ძელგი.
მიკროსკოპია. ამზადებენ ფოთლის ზედაპირულ პრეპარატს. ამისათვის ფოთლებს
ადუღებენ ნატრიუმის ან კალიუმის ჰიდროქსიდის 3% ხსნარში. გამჭვირვალებული
ფოთლის ნაწილს ათავსებენ სასაგნე მინაზე, ჭრიან შუაზე და ერთ ნაწილს გადააბრუნებენ
იმ მიზნით, რომ მიკროსკოპში ფოთლის ორივე მხარე გამოჩნდეს.

სურ. 148. ჩაის ფოთლის მიკროსკოპია


ფოთლის ზედა მხარეს მოჩანს ეპიდერმისის მრავალკუთხა უჯრედები. ბაგეები
მხოლოდ ქვედა ეპიდერმისზე გვხვდება. ზოგიერთი ფოთლის ქვედა ეპიდერმისზე

136
შეიმჩნევა სქელკედლიანი ერთუჯრედიანი, ზოგჯერ მოხრილი ბუსუსები. ნორჩ
ფოთლებზე ბუსუსები მრავლადაა. ჩაის ფოთლებისათვის დამახასიათებელია მექანიკური
ქსოვილი - იდიობლასტები, რომლებიც გამჭვირვალებულ ფოთოლზე სხვადასხვა ფორმის
მორჩებიანი უჯრედების სახით გამოჩნდება. მათი აღმოჩენა უფრო ადვილია პრეპარატზე
ფლოროგლუცინის და ქლორწყალბადმჟავას მოქმედების შემდეგ. ვინაიდან ლიგნინით
დაფარული იდიობლასტები იღებება იისფერ - წითლად.
ფოთოლს განივი ანათალის მოსამზადებლად, ათავსებენ ნამიან კამერაში ერთი დღე-
ღამის განმავლობაში, ან ნახევარი საათით ალბობენ თბილ წყალში, ამშრალებენ ფილტრის
ქაღალდით, ათავსებენ ანწლის გულგულში. ანათალს იღებენ მთავარ ძარღვზე,
გამჭვირვალების მიზნით მრავალჯერ ჩარეცხავენ (საფარი მინის ქვეშ) კალიუმის
ჰიდროქსიდის 5% ხსნარით.
განივ განაკვეთზე მოჩანს
ზედა ეპიდერმისი,
ერთწყებიანი მესრისებრი
პარენქიმა, რომელსაც
მოსდევს ღრუბლისებრი
პარენქიმა. ბაგეები ფოთლის
მხოლოდ ქვედა
ეპიდერმისზე. ძარღვში ჭურჭელბოჭკოვანი კონების ირგვლივ და ფოთლის ფირფიტაზე
განვითარებულია იდიობლასტები, რომლებიც ჩაის ფოთლისათვის მნიშვნელოვანი
დიაგნოსტიკური ნიშანია. იდიობლასტები ამ შემთხვევაში მექანიკური ქსოვილის
წარმომადგენელია და სხვადასხანაირად გაქვავებულ უჯრედებს მოგვაგონებს.
შუა ძარღვზე, ფოთლის ქვედა გვერდიდან მოჩანს ეპიდერმისი,რომელსაც 2–3 წყება
ჰიპოდერმის უჯრედები მისდევს. ჰიპოდერმა კოლენქიმის მოვალეობას ასრულებს და
თანდათანობით თხელკედლიან პარენქიმაში გადადის, რომელშიც უხვადაა გაბნეული
იდიობლასტები. პარენქიმულ უჯრედებში იშვიათად მოიპოვება კალციუმის ოქსალატის
ერთეული დრუზები. პარენქიმას მოსდევს ნამგლის მოყვანილობისამებრ დალაგებული
სტერეიდები,რომლებიც გარეთა მხრიდან გარს ეკვრის ფლოემას. ფლოემა შედგება
საცრისებური მილებისა და კამბიფორმისაგან. ქსილემა ბადისებრი და სპირალური
ტრაქეიდებისაგან და ლიბრიფორმისაგან შედგება.
მიკრორეაქცია კოფეინზე. სასაგნე მინაზე ათავსებენ ანათალს ან მცირე რაოდენობით
ჩაის ფოთლის ფხვნილს, ასველებენ ამოინიუმის ჰიდროჟანგის 25% ხსნარით ისე, რომ
მინაზე არ დარჩეს ზედმეტი სითხე. უმატებენ თანდათანობით ქლოროფორმის რამდენიმე
წვეთს და უკანასკნელის აქროლების შემდეგ საფარი მინის დაუფარებლად შეაქვთ
მიკროსკოპში. მიიღება კოფეინის ნემსისებრი კრისტალები.
მიკროსუბლიმაცია. ვინაიდან კოფეინი ქროლდება, მისი შემცველობის დამტკიცება
შეიძლება მიკროსუბლიმაციით. ფხვნილადქცეულ გამოსაკვლევ მასალას მცირე
რაოდენობით ათავსებენ სასაგნე მინაზე და აწარმოებენ მიკროსუბლიმაციას.რის შედეგად
სასაგნე მინაზე მიიღება კოფეინის ნემსისებური კრისტალები.

137
შხამას ფესურა ფესვებით - RHIZOMATA ET RADICES VERATRI

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის ლობელიის შხამას _ Veratrum lobelianum


Bernh. ოჯ. შროშანასებრნი _ Liliaceae, ფესურა ფესვებით შეგროვილი შემოდგომაზე ან
ადრე გაზაფხულზე.

სურ. 149. შხამა

გარეგანი ნიშნები. ნედლეულს წარმოადგენს ფესურა მისგან გამომავალი


მრავალრიცხოვანი დამატებითი ფესვებით. ფესურა ვერტიკალურია, 1,5–3სმ სისქით, 8 სმ
სიგრძით, წარძელებულ კონუსური, მთლიანი ან სიგრძეზე გაჭრილი, გარედან ფესურა
მუქი–მურა, გადანაჭერზე მონაცრისფრო–თეთრი, გადანაჭერი გლუვი ან მარცვლოვანი,
გადატეხვით მტვერდება სახამებლის შემცველობის გამო. ფესურა ყველა მხრიდან
დაფარულია მრავალრიცხოვანი ფესვებით. ფესვის სისქე 2–3მმ, სიგრძე 10–20სმ. ფესვის
ზედაპირი წაგრძელებულდანაოჭებული, ჩალისფერ–ყვითელი, გადანაჭერზე
მონაცრისფრო – თეთრი, გლუვი ან მარცვლოვანი, ლუპით დათვალიერებისას ფესურის
განივ ჭრილზე კარგად ჩანს ფესვების მიმაგრების ადგილები, უფრო მუქი, მომრგვალო ან
წაგრძელებული ჩაღრმავებების სახით; გარედან მურა ფერის ჰიპოდერმა, შემდეგ
მოთეთრო ან ნაცრისფერი ქერქი, რომელშიც შეიმჩნევა ძალიან იშვიათი გამტარი კონები,
შემდეგ მუქი, არათანაბარი, ენდოდერმის რგოლი, ცენტრალურ ცილინდრში
მრავალრიცხოვანი გამტარი კონები. ნედლეული ძალიან შხამიანია, იწვევს ლორწოვანი
გარსების გაღიზიანებას ამიტომ მასთან მუშაობისას სიფრთხილეა საჭირო.

სურ. 150. შხამას ფესვის მიკროსკოპია

138
სურ. 151. შხამას ფესვის მიკროსკოპია
1. ეპიდერმისი, 2. აერენქიმა, 3. ქერქის პარენქიმა, 4. კალციუმის ოქსალატის რაფიდები, 5. ენდოდერმა, 6.
ფლოემა, 7. ქსილემა
მიკროსკოპია. ამზადებენ ფესვის განივ ანათალს. ფესვს აქვს პირველადი შენება.
ფესვის მფარავ ქსოვილს წარმოადგენს ეპიდერმისი, რომელიც შესდგება ერთშრიანი
თხელგარსიანი პატარა უჯრედებისაგან. ეპიდერმისის მიმდებარედ 2–4 რიგად,
ერთმანეთთან მიჯრიდ (მჭიდროდ), განლაგებულია პარენქიმის უჯრედები, შემდეგ
პარენქიმის უჯრედები განლაგებულია რადიალურად გაწელილ 1–3 რიგად, რის
შედეგადაც იქმნება აერენქიმა, ქერქის შიდა შრის პარენქიმის უჯრედების განლაგებულია
მჭიდროდ. ქერქის მთელი პარენქიმა ამოვსებულია სახამებლის მარცვლებით. სახამებლის
მარცვლები მარტივი და რთული, მომრგვალო კვერცხისებური. პარენქიმის ცალკეულ
უჯრედებში გვხვდება კალციუმის ოქსალატის რაფიდები. ენდოდერმა შედგება ყვითელლ
გარსიანი გასქელებული უჯრედებისაგან, ადგილადგილ შეიმჩნევა თხელგარსიანი
გამტარი უჯრედები, ცენტრალურ ცილინდრში პერიციკლი წარმოდგენილია წვრილი
თხელგარსიანი უჯრედების ფენით. ლაფანი და მერქანი განლაგებულია რადიალურად.
მერქანში უფრო მსხვილი ჭურჭლები განლაგებულია რგოლურად, მსხვილ ჭურჭლებზე კი
მოთავსებულია 1–2 უფრო მცირე ზომის ჭურჭლები. ცენტრში პატარა უბანზე
განთავსებულია გულგული, რომელიც შედგება ოდნავ გასქელებულ გარსიანი
უჯრედებისაგან.

139
მარტივი ფენოლების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული
დათვის კენკრას ფოთლები - FOLIA UVAE URSI

ველურად ზრდადი, მარადმწვანე ბუჩქის დათვის კენკრას _ Arctostaphylos uva ursi (L.)
Spreng., oj. მანანასებრნი _ Ericaceae, გაზაფხულზე ყვავილობის დაწყებამდე, დაწყებისას, ან
შემოდგომაზე ნაყოფის სიმწიფის დაწყებიდან თოვლის საფარველის გაჩენამდე
შეგროვებული ფოთლები.

სურ. 152. დათვის კენკრა


გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. ფოთლები პატარა, ტყავისებრი, სქელი,
მსხვრევადი, მთელკიდიანი, უკუკვერცხისებრი ან წაგრძელებულ - ოვალური ფორმის,
წვერში მომრგვალებული, ზოგჯერ მცირედ ამოკვეთილი, ფუძისკენ სოლისებრ -
შევიწროვებული, ძალიან მოკლე ყუნწით. ფოთლის სიგრძე 1-2 სმ, სიგანე 0,5-2 სმ,
დაძარღვა ბადისებრი. ფოთლები ზედა მხრიდან მუქი-მწვანე, პრიალა, კარგად შესამჩნევი
„ჩავარდნილი“ ძარღვებით, ქვედა მხრიდან უფრო ღია, მქრქალი, შიშველი. უსუნო. გემო
ძლიერ ძელგი, მომწარო.
დაწვრილმანებული ნედლეული. 3 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ფოთლის სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი ღია მწვანედან - მუქ მწვანემდე; უსუნო. გემო
ძლიერ ძელგი, მომწარო.

სურ. 153. დათვის კენკრას ფოთლების განივი ჭრილის მიკროსკოპია

140
მიკროსკოპია. ფოთლის
ზედაპირის დათვალიერებისას
მოჩანს ეპიდერმისის მრავალკუთხა
უჯრედები სწორი და საკმაოდ
სქელი კედლებით. ბაგე მსხვილი,
მომრგვალო, ფართოდ გახსნილი
ბაგის ხვრელით, გარშემორ-
ტყმულია ეპიდერმისის 8
(იშვიათად 5-9) უჯრედით
(ანომოციტური ტიპი). მსხვილ
ძარღვებს თან ახლავს კალციუმის
ოქსალატის კრისტალები
პრიზმების, მათი შენაზარდებისა
და დრუზების სახით. ფოთლის
ფუძესთან ხშირად გვხვდება ოდნავ
მოღუნული 2 - 3 უჯრედიანი
ბუსუსები.
თვისებითი რეაქციები. 0,5 გ
დაწვრილმანებულ ფოთლებს
ადუღებენ 10 მლ წყალში 2-3 წთ
განმავლობაში და ფილტრავენ
სურ. 154. დათვის კენკრას ფოთლების მიკროსკოპია 1- ზედა
ეპიდერმისი, 2- ქვედა ეპიდერმისი, 3- ანომოციტური ტიპის ქაღალდის ფილტრში.
ბაგე, 4- კალციუმის ოქსალატის კრისტალები, 5- მარტივი  1 მლ ფილტრატს ამატებენ
ბუსუსი.
რკინის ქვეჟანგის სულფატის
პატარა კრისტალს; ჩნდება მოწითალო - იისფერი, შემდეგ მუქი -იისფერი შეფერვა და
ბოლოს, მიიღება მუქი - იისფერი ნალექი (არბუტინი).
 1 მლ ფილტრატს (ფაიფურის ფიალაში) ამატებენ 4 მლ ამიაკის ხსნარს და წვეთობით 1
მლ 10% ფოსფორმოლიბდენმჟავას ხსნარს ქლორწყალბადმჟავაში. ჩნდება ლურჯი
შეფერვა (არბუტინი).
 2-3 მლ ფილტრატს (ფაიფურის ფიალაში) ამატებენ 2-3 წვეთ რკინა - ამონიუმის შაბის
ხსნარს, ჩნდება მოშავო-ლურჯი შეფერადება და ნალექი (მთრიმლავი ნივთიერებები).
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. არბუტინი არანაკლებ 6%; ტენიანობა
არაუმეტეს 12%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 4%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში
უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 2%; ორივე მხრიდან გამუქებული ფოთლები არაუმეტეს 3%;
მცენარის სხვა ნაწილები (ღეროები, ნაყოფები) არაუმეტეს 4%; ორგანული მინარევები
არაუმეტეს 0,5%; მინერალური მინარევები 0,5%.

141
მთის ჩადუნას (მამრობითი გვიმრა) ფესურები - RHIZOMA FILICIS MARIS

მრავალწლოვანი სპოროვანი მცენარის მამრობითი გვიმრას _ Dryopteris filix-mas (L.)


Schott., ოჯ. გვიმრანაირნი _ Polypodiaceae, ფესურა, რომელიც დაფარულია ფოთლების
ყუნწების ფუძესთან გაფართოებული ნაწილებით, ნედლეულში გვხვდება ყუნწების
ნაწილები ფესურისაგან განცალკევებულიც.

სურ. 155. მამრობითი გვიმრა

გარეგანი ნიშნები. ფესურა 5–20 სმ სიგრძით, 2–3 სმ სისქით, ყუნწის ნაწილები 4–6 სმ
სიგრძით, 0,8–1 სმ სისქით, ოდნავ გადაღუნული, განლაგებულია ფესურაზე
კრამიტისებურად და მიმართულია ირიბად ზევით. ზრდის წერტილი მჭიდროდაა
მიკრული ერთმანეთთან, ფესურის განივი განაჭერი არათანაბრად მრავალკუთხა ფორმით,
ყუნწის ფუძე მომრგვალო სამკუთხა ან
ოვალური, ფესურა და ყუნწებიც გარედან
ყავისფერი დაფარული ფირფიტისებური
ქერქლებით, გადანაჭერზე მარცვლოვანი, ღია
მწვანე ფერის, ფესურის განივ განაჭერზე მოჩანს
8–10 ნათელი წერტილი, განლაგებული
რგოლურად, ეს გამტარი კონებია. მათ გარდა
გააჩნია უფრო პატარა კონებიც. ყუნწის
ნაწილებს გააჩნია უფრო ხშირად 8 გამტარი
კონა განლაგებული არასრული რგოლის სახით.
გემო არასასიამოვნო, თავდაპირველად
მოტკბო–მშუშხავი, შემდეგ გამაღიზიანებელი,
სურ. 156. მამრობითი გვიმრას ფესურის სუნი სუსტი დამახასიათებელი.
მიკროსკოპია
მიკროსკოპია. ფესურისა და ყუნწის ფუძის
ნაწილის განივი ჭრილის შიდა შენება მსგავსია. მფარავი ქსოვილი წარმოდგენილია
ნაწილობრივ დაშლილი ეპიდერმისით, რომელსაც მოსდევს საკმაოდ სქელი 5–8 რიგად
განლაგებული, გასქელებულ კედლიანი ყავისფერი უჯრედების – ჰიპოდერმის ფენა.
ძირითადი პარენქიმა ფაშარია, შედგება მსხვილი მომრგვალო ან ოვალური

142
უჯრედებისაგან, რომლებიც ამოვსებულია 4–6 მკმ მარტივი სახამებლის მარცვლებით.
უჯრედშორისებში გვხვდება ერთუჯრედიანი, ოვალური, ბურთისებური ან ნახევრად
ბურთისებური ფორმის ჯირკვლები, რომლებიც ფუძიდან გამოწეული თხელი ფეხით
მიმაგრებულია პარენქიმაზე, ჯირკვლების შემცველობა მარცვლოვანია, ან ღია–მწვანე, ან
მომწვანო ყვითელი წვეთებია. სუდან III-ით იღებება ნარინჯისფერ წითელ ფრად. დიდი
რაოდენობით ჯირკვლები გვხვდება ძირითადი ქსოვლის უფრო პერიფერიულ ნაწილში
გამტარ კონებთან ახლოს. გამტარი კონები განივ ჭრილში ოვალურია განლაგება
კონცენტრული, ცენტროქსილემური, ქსილემა შესდგება მსხვილი კიბისებური
ტრაქეიდებისაგან, ქმნიან როზეტად განლაგებულ ჯგუფებს მერქნის პარენქიმის ირგვლივ.
ლაფანი შესდგება თხელკედლიანი, მერქნის ირგვლივ განლაგებული ელემენტებისაგან.
ენდოდერმა დიფერენცირებული, წარმოდგენილია ყვითელგარსიანი ოდნავ
გასქელებული გარსით

სურ. 157. მამრობითი გვიმრას ფესურის მიკროსკოპია


1. ეპიდერმისი; 2. ჰიპოდერმა; 3. ძირითადი პარენქიმის უჯრედები; 4. ჯირკვლები; 5. ენდოდერმა;
6. ქსილემის ტრქეიდები; 7- ფლოემა.

143
კუმარინების აღმოჩენა მცენარეულ ნედლეულში

კოლბაში ათავსებენ 5გ ნედლეულს, ამატებენ 50 მლ 95%-იან ეთანოლს, აცხელებენ


წყლის აბაზანაზე ადუღებამდე და ტოვებენ 3-4 სთ-ს ხშირი შენჯღრევით. სპირტიან
ექსტრაქტს შეასქელებენ 5-10 მლ-მდე. ატარებენ შემდეგ რეაქციებს:
1. რეაქცია ლაქტონზე – ორ სინჯარაში ასხამენ 2-2 მლ სპირტიან ექსტრაქტს. ერთ-
ერთ მათგანს უმატებენ 0,5 მლ 10% ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარს; ორივე სინჯარას
აცხელებენ წყლის აბაზანაზე ადუღებამდე, აცივებენ და ყოველ სინჯარას უმატებენ 4მლ
გამოხდილ წყალს, თუ ტუტიანი სინჯარა დარჩა გამჭვირვალე, მაშინ რეაქცია ლაქტონზე
ითვლება დადებითად. რამდენიმე წვეთი კონცენტრირებული მარილმჟავით შემჟავების
შემდეგ გამჭვირვალე სითხე კარგავს ყვითელ შეფერილობას, იმღვრევა და გამოიყოფა
ბამბისებრი ნალექი.
2. რეაქცია ლაქტონზე – 3-5 მლ სპირტიან ექსტრაქტს ამატებენ 10 წვეთ 10%
კალიუმის ტუტის ხსნარს მეთანოლში. ხსნარს აცხელებენ წყლის აბაზანაზე და გაცივების
შემდეგ უმატებენ 5-10 მლ გამოხდილ წყალს, კარგად შენჯღრევის შემდეგ ხსნარს
ანეიტრალებენ 10 %-იანი ქლორწყალბადმჟავას ხსნარით მჟავე რეაქციამდე. ამ დროს
შემღვრევის ან ნალექის წარმოქმნა მიუთითებს მცენარეულ ნედლეულში კუმარინების
არსებობაზე.
3. დიაზორეაქცია: სინჯარაში ასხამენ 1-2 მლ სპირტიან ექსტრაქტს და 3-4 მლ 2%-იან
ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ან ტუტის ხსნარს. სითხეს აცხელებენ წყლის აბაზანაზე
ადუღებამდე და შემდეგ აცივებენ. ხსნარს უმატებენ 2 - 3 წვეთ ახლადმომზადებულ
დიაზოტირებულ პარანიტროანილინს, ალუბლისფერი-წითელი ან ინტენსიური მუქი
წითელი შეფერადება მოწმობს კუმარინების არსებობაზე.
დიაზორეაქტივის მომზადება. 3,5გ პარანიტროანილინს ხსნიან 45 მლ
კონცენტრირებულ მარილმჟავაში, ხსნარს ანზავებენ წყლით 100 მლ-მდე (500 მლ).
ერთდროულად ამზადებენ 10 % ნატრიუმის ნიტრიტის ხსნარს. ამ ორ რეაქტივს ურევენ
უშუალოდ ანალიზის ჩატარების წინ.
შენიშვნა: მოცემული რეაქციები მოწმობს კუმარინების არსებობას, თუ მცენარეული
ნედლეული არ შეიცავს ფლავონოიდებს და ანტრაცენნაწარმებს.

კუმარინების თხელფენოვანი ქრომატოგრაფია


სისტემა:
ეთილაცეტატი:პეტროლეინის ეთერი = 1: 1
გამომჟღავნება: ნატრიუმის ტუტის 10%-იანი ხსნარი მეთანოლში შესხურების შემდგომ
ულტრაიისფერ არეში დათვალიერების შემდგომ მჟღავნდება დიაზორეაქტივით.

144
კუმარინების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული

ძიძოს ბალახი – HERBA MELILOTI

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის სამკურნალო ძიძოს _ Melilotus officinalis (L.)


Pall., ოჯ. პარკოსნები – Fabaceae, ყვავილობის ფაზაში შეგროვილი და გამშრალი
მიწისზედა ნაწილები.

სურ. 158. სამკურნალო ძიძო

გარეგანი ნიშნები. შეფოთლილი მოყვავილე 30 სმ-მდე სიგრძის ყლორტები, 1–2 სმ


დიამეტრის ღეროებით, ყვავილებითა და ნაყოფების უმნიშვნელო რაოდენობით. სუნი
არომატული (კუმარინის), გემო მომწარო.

სურ. 159. ძიძოს ფოთლის მიკროსკოპია

დაქუცმაცებული ნედლეული. ღეროების, ფოთლებისა და ნაყოფების (8მმ-მდე ზომის


ნაყოფების უმნიშვნელო რაოდენობით) ნაწილების ნარევი.
მიკროსკოპია. სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს ნაკლებად დაკლაკნილ ზედა და
ძლიერდაკლაკნილ ქვედა ეპიდერმისს; ანომოციტური ტიპის ბაგის აპარატი
განლაგებულია ზედა და ქვედა ეპიდერმისზე; ბუსუსების ორი ტიპი: მარტივი,
ერთუჯრედიანი, თხელკედლიანი, მახვილწვერიანი და ჯირკვლოვანი
მრავალუჯრედიანი თავაკითა და ერთუჯრედიანი მოკლე ფეხით; მთავარ და მსხვილ
გვერდით ძარღვებს გარს აკრავს კრისტალური სარტყელი; მეზოფილში იშვიათად
გვხვდება კალციუმის ოქსალატის დრუზები.

145
სურ. 160. ძიძოს ფოთლის მიკროსკოპია
А- ზედა ეპიდერმისი, Б – ქვედა ეპიდერმისი, В - ძარღვის მიმდებარე ეპიდერმისი, Г- ფოთლის კიდე.
1. მარტივი ბუსუსი, 2. მარტივი ბუსუსის მიმაგრების ადგილი, 3. თავაკიანი ბუსუსი, 4. ძარღვი
კრისტალური სარტყელით.

რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო


ნაცარი არაუმეტეს 10%; ღეროები დიამეტრზე 3 მმ-ზე მეტი, არაუმეტეს 2%; 0,5მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 5%; მცენარის
ფერშეცვლილი ნაწილები არაუმეტს 2%; ორგანული მინარევები არაუმეტს 1%,
მინერალური მინარევები არაუმეტეს 0,5%.
დაქუცმაცებული ნედლეული. 8 მმ-ზე მეტი ზომის მცენარის ნაწილები არაუმეტს
10%; დაუშვებელია 1 მმ-ზე მეტი დიამეტრის ღეროთა ნაწილები.

146
ფლავონოიდების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ფიტოქიმიური
ანალიზი

1. ციანიდური სინჯი. 50 მლ მოცულობის კოლბში ათავსებენ 1 გ დაწვრილმანებულ


და გამომშრალ ნედლეულს, ამატებენ 10 მლ 95%-იან სპირტს და აცხელებენ წყლის
აბაზანაზე ადუღებამდე. კოლბს ანჯღრევენ რამდენჯერმე, ახურავენ თავსახურს და
აყოვნებენ 3-4 სთ დროდადრო შენჯღრევით. სპირტიან ექსტრაქტს ასქელებენ 2 მლ-მდე,
გაყოფენ ორად და გადააქვთ სინჯარებში. ყოველ სინჯარას უმატებენ 3-3 წვეთ
კონცენტრირებულ მარილმჟავას. ერთ-ერთ სინჯარას უმატებენ 40 მგ თუთიის ფხვნილს.
ორივე სინჯარას აცხელებენ წყლის აბაზანაზე ადუღებამდე და ტოვებენ 5-10 წთ.
ფლავონოიდების არსებობის შემთხვევაში სინჯარაში, სადაც დამატებულია თუთიის
ფხვნილი სითხე შეიფერება წითელ ან ნარინჯისფერ-წითლად, რაც მიუთითებს
ანთოციანიდების შემცველობაზე.
2. ამიაკის ხსნართან ფლავონოიდები, ფლავანონები, ფლავონოლები და
ფლავონონოლები იძლევიან ყვითელ შეფერილობას, რომელიც გადადის ნარინჯისფერში
ან წითელში. ხალკონები და აურონები ამიაკის ხსნართან მაშინვე იძლევიან წითელ ან
ძოწისფერ შეფერადებას. ანთოციანები ამიაკთან ან ნატრიუმის კარბონატთან წარმოქმნიან
ლურჯ ან იისფერ შეფერადებას.
3. კატექინები ვანილინის რეაქტივთან (ვანილინის 1% ხსნარი კონცენტრირებულ
მარილმჟავაში) წარმოქმნიან წითელ-ჟოლოსფერ შეფერადებას, რაც მიუთითებს
ფლოროგლუცინის და რეზორცინის ნაწარმების არსებობაზე.
4. 1 მლ საკვლევ ობიექტზე ტყვიის ფუძე აცეტატის 2% ხსნარის 3-5 წვეთის
დამატებისას წარმოიქმნება ნარინჯისფერ-ყვითელი შეფერადება, რაც ადასტურებს
ფლავონოიდების შეცველობას.
ფლავონოიდების აღმოჩენის ქრომატოგრაფიული მეთოდი.
სისტემა: ბუთანოლი : ძმარმჟავა : წყალი - 4 : 1: 5
გამომჟღავნება - ნატრიუმის ან კალიუმის ჰიდროქსიდის ხსნარით.

ფლავონოიდების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული


ჩიტის მატიტელას ბალახი – HERBA POLYGONI AVICULARIS

ველურადზრდადი ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის ჩიტის მატიტელას -


Polygonum aviculare L., ოჯ. მატიტელასებრნი _ Polygonaceae, ყვავილობის ფაზაში
შეგროვებული და გამშრალი ბალახი.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ან ნაწილობრივ დაქუცმაცებული შეფოთლილი
ყლორტები, სიგრძით 40 სმ. ღეროები წვრილი, დატოტვილი, ცილინდრული,
დამუხლული.

147
სურ.161. ჩიტის მატიტელა

ფოთლები მარტივი, მორიგეობითი, მოკლე - ყუნწიანი, მთელკიდიანი, სხვადასხვა


ფორმის, ფართონიჩბისებრი ან ფართოელიფსური, უკუკვერცხისებრი, იშვიათად ვიწროდ
წაგრძელებული ან თითქმის ხაზური, ბლაგვი ან წამახვილებული, სიგრძით 3 სმ-მდე,
სიგანით 1 სმ-მდე. ფოთლების ფუძესთან ორი თანაფოთოლია მოთავსებული, რომლებიც
ერთმანეთთან ლილვაკადაა შეზრდილი. ლილვაკები მოვერცხლისფრო-თეთრია,
აფსკისებრი, განკვეთილი. ფოთლების იღლიებში 1 - 5 ყვავილია განლაგებული.
ყვავილსაფარი ღრმად, თითქმის 2/3-მდეა ჩაჭრილი, ხუთწევრიანი. ფოთლები და
ღეროები მწვანე ან მურა-მწვანე, ყვავილსაფრის ქვედა ნაწილში მკრთალი – მწვანე, ზედა
ნაწილში - თეთრი ან ვარდისფერი. სუნი სუსტი. გემო ოდნავ ძელგი.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნახვრეტებიან საცერში გაცრილი
ღეროების, ფოთლების და ყვავილების სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი მონაცრისფრო -
მწვანე, სუნი – სუსტი, გემო - ოდნავ ძელგი.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ზედა და ქვედა
ეპიდერმისის უჯრედები სწორი, გასქელებული კედლებით ხშირად მურა შემცველობით.
ზედა ეპიდერმისის უჯრედების კედლები ხშირად კრიალოსნისებრადაა გასქელებული.
კუტიკულა ფოთლის კიდეებსა და მსხვილ ძარღვებზე სიგრძივ - დაკეცილია. ბაგეები
გარშემორტყმულია ეპიდერმისის 3 უჯრედით, რომელთაგან ერთი მნიშვნელოვნად
პატარაა სხვებზე (ანიზოციტური ტიპი).ფოთლის ფირფიტის კიდეებზე ეპიდერმისის 1- 3
წყება უჯრედებს სქელი გარსი აქვთ და ოდნავ დვრილებადაა წარზიდული. ფოთლის
მეზოფილში ბევრია კალციუმის ოქსალატის დრუზები. დამახასიათებელია მექანიკური
ბოჭკოების არსებობა, რომლებიც უფრო ხშირად ძარღვებზეა განლაგებული როგორც
ზედა, ასევე ქვედა მხრიდან, აგრეთვე ფოთლის ფირფიტის კიდის გასწვრივ. ბოჭკოებს
აქვთ დაკლაკნილი კონტური და სქელი გარსი.
რიცხვითი მაჩვენებლები.მთლიანი ნედლეული. ფლავონოიდების ჯამი
ავიკულარინზე გადაანგარიშებით არანაკლებ 0,5%; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო
ნაცარი არაუმეტეს 13%; ბალახის მურა და გაშავებული ნაწილები არაუმეტეს 3%; ფესვები
არაუმეტეს 2%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 2%; მინერალური მინარევები
არაუმეტეს 2%.

148
სურ.162. ჩვეულებრივი მატიტელას ფოთლების მიკროსკოპია
1 - დვრილისებრი გამონაზარდები 2- კალციუმის ოქსალატის დრუზები; 3 - მექანიკური ბოჭკო.

დაწვრილმანებული ნედლეული. ფლავონოიდების ჯამი ავიკულარინზე


გადაანგარიშებით არანაკლებ 0,5%; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს
13%; ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში
არაუმეტეს 10%; 0,5 მმ დიამეტის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს
10%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 2%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 2%.

წალიკას ბალახი – HERBA POLYGONI HYDROPIPERIS

ველურადზრდადი ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის წალიკას – Polygonum


hydropiper L., ოჯ.მატიტელასებრნი - Polygonaceae, ყვავილობის ფაზაში შეგროვებული და
გამშრალი ბალახი.

სურ.163. წალიკა

149
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული.მთლიანი ან ნაწილობრივ დაქუცმაცებული
შეფოთლილი საყვავილე ღეროები, სიგრძით 45 სმ-მდე, ხეშეში ქვედა ნაწილების გარეშე,
სხვადასხვა სიმწიფის ნაყოფებით. ღეროები ცილინდრული, ამობურცული მუხლებით.
ფოთლები მორიგეობითი, მოკლეყუნწიანი, მოგრძო-ლანცეტა, წამახვილებული ან ბლაგვი
წვერით, მთელკიდიანი, შიშველი, სიგრძით 9 სმ-მდე, სიგანით 1, 8 სმ-მდე. ყუნწების
ძირში მოთავსებულია ორი თანაფოთოლი, რომლებიც ერთმანეთთან შეზრდილია
აპკისებრი, ცილინდრული ფორმის ღერომხვევ ლილვაკად, სიგრძით 1, 5 სმ-მდე.
ლილვაკების ზედაპირი შიშველია, ზედა კიდეზე მოკლე (2 მმ) ჯაგრებიანი.
ყვავილედი – წვრილი წყვეტილი მტევნები, სიგრძით 6 სმ-მდე, ყვავილები მოკლე
ყუნწიანი. ყვავილსაფარი გვირგვინისებრი, 4-5
ბლაგვი წილით, სიგრძით 3-4 მმ, დაფარულია
მრავალრიცხოვანი მურა წერტილით
(სათავსოები). მტვრიანა 6, იშვიათად 8, ბუტკო
ზედა, ერთბუდიანი ნასკვით და 2-3 სვეტით.
ნაყოფები კვერცხისებრ-ელიფსური ფორმის
კაკლუჭები, ერთი მხრიდან ბრტყელი, მეორე
მხრიდან ამოზნექილი, ჩასმულია შერჩენილ
ყვავილსაფარში.
სურ.164. წალიკას ფოთლების მიკროსკოპია ღეროების ფერი მწვანე ან მოწითალო,
ფოთლების – მწვანე, ლილვაკების – მოწითალო,
ყვავილების – მომწვანო ან ვარდისფერი, ნაყოფების – შავი. უსუნო. გემო ოდნავ ცხარე.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნახვრეტებიან საცერში გაცრილი
ფოთლების, ღეროების და ყვავილედების სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი მწვანე ან
მოწითალო-მწვანე. უსუნო. გემო ოდნავ ცხარე.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ეპიდერმისის
დაკლაკნილკედლიანი უჯრედები; ბაგეები ფოთლის ორივე მხარეს, გარშემორტყმულია
ბაგის მიმდებარე 2-4 უჯრედით (ანომოციტური ტიპი). ზედაპირზე გვხვდება უფერო ან
ღია-მურა ფერის 2-4 უჯრედიანი ჯირკვლები. ფირფიტის კიდეებსა და ფოთლის ქვედა
მხარის ძარღვების გასწვრივ განლაგებულია კონუსური ფორმის ბუსუსები, რომლებიც
რამდენიმე უჯრედის კონებად შეზრდის შედეგს წარმოადგენს. ფოთლის მეზოფილში
უხვადაა კალციუმის ოქსალატის მსხვილი, მახვილწვერიანი დრუზები და მსხვილი,
მომრგვალო ან ოვალური ფორმის სქიზოგენური სათავსოები, ღია-მურა, მურა ან
ოქროსფერ-ყვითელი ფერის შემცველობით.
შენიშვნა. ყველაზე მნიშვნელოვან დიაგნოზურ ნიშანს, რომელიც წალიკას
ნედლეულს ახლო სახეობებისგან განასხვავებს, წარმოადგენს მიწისზედა ყველა ორგანოს –
ფოთლების, ღეროების, ყვავილსაფრისა და ლილვაკის პარენქიმაში არსებული
სათავსოები. წალიკას სხვა სახეობებიდან სათავსოები რბილ წალიკას (Polygonum mite
Schrank) მხოლოდ ფოთლის მეზოფილში გვხვდება.

150
სურ.165. წალიკას ფოთლების მიკროსკოპია
1. ზედა ეპიდერმისი, 2. ქვედა ეპიდერმისი, 3. ბაგეები, 4. ჯირკვლები, 5. ბუსუსების კონები (კონოვანი
ბუსუსი), 6. კალციუმის ოქსალატის დრუზები, 7. სათავსოები.

რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. ფლავონოიდების ჯამი


კვერცეტინზე გადაანგარიშებით არანაკლებ 0,5%; ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო
ნაცარი არაუმეტეს 8%; ბალახის გამუქებული, გაშავებული და გაყვითლებული ნაწილები
არაუმეტეს 5%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 3%; მინერალური მინარევები
არაუმეტეს 0, 5%.
დაწვრილმანებული ნედლეული. ფლავონოიდების ჯამი კვერცეტინზე
გადაანგარიშებით არანაკლებ 0,5%; ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს
8%; ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს
10%; 0,5 მმ დიამეტის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 10%;
ორგანული მინარევები არაუმეტეს 3%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0,5%.

151
ბოსტნის წალიკას ბალახი – HERBA POLYGONI PERSICARIAE

სურ.166. ბოსტნის წალიკა

ერთწლოვანი, ველურად ზრდადი ბალახოვანი მცენარის ბოსტნის წალიკას –


Polygonum persicaria L., ოჯ. მატიტელასებრნი - Polygonaceae, ყვავილობის ფაზაში
შეგროვებული და გამშრალი ბალახი.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. მთლიანი ან ნაწილობრივ დაქუცმაცებული
40 სმ-მდე სიგრძის შეფოთლილი, ყვავილებიანი ყლორტები, ქვედა უხეში ნაწილების
გარეშე, სხვადასხვა დონეზე დამწიფებული ნაყოფებით. ღეროები დატოტვილი ან
მარტივი, სიგრძივ დაღარული, ამობურცული მუხლებით. ფოთლები მორიგეობითი,
მოკლეყუნწიანი, ლანცეტა, გრძლად წამახვილებული, სოლისებრი ფუძით, ზედა მხარეზე
მუქი ლაქით ან მის გარეშე, მთელკიდიანი, სიგრძით 16 სმ, სიგანით 2,5 სმ. ფოთლების
ყუნწების ძირში მოთავსებული აფსკისებრი ლილვაკები მჭიდროდ ეხვევა ღეროებს.
ლილვაკის ზედაპირი და ზედა ნაწილის კიდეები მოფენილია 0,2-დან 3,5 მმ-მდე სიგრძის
წამწამებით. ყვავილედი კენწრული, ხშირი
თავთავისებრი მტევნები. ყვავილები წვრილი,
ყვავილსაფარი მარტივი, 4-5 ღრმად
განკვეთილი, სიგრძით 2,2 - 3,5 მმ.
ყვავილსაფრის ნაკვთებსა და საყვავილე
ღეროზე განლაგებულია ერთეული
ჯირკვლები (ლუპის ქვეშ). ნაყოფები სამწახნაგა
კაკლუჭები, ერთი- ან ორივე მხრიდან
ბრტყელი, სიგრძეზე 2,2 - 2,9 მმ, სიგანეზე 1,6 -
2 მმ, პრიალა, შავი ან მუქი-ყავისფერი.
ღეროების ფერი მწვანე, ზოგჯერ მურა
ელფერით; ფოთლების - ზედა მხარე მწვანე,
ქვედა - მონაცრისფრო-მწვანე; ყვავილსაფრის -
მოვარდისფრო, იშვიათად თეთრი, ფუძესთან სურ.167. ბოსტნის წალიკას მიკროსკოპია
მომწვანო. უსუნო. გემო მომწარო.

152
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ღეროების, ფოთლების და ყვავილედის სხვადასხვა ფორმის ნაწილაკები. ფერი მწვანე ან
მურა-მწვანე, უსუნო, გემო მომწარო.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ზედა ეპიდერმისის
სწორკედლიანი, ქვედა-დაკლაკნილკედლიანი უჯრედები. ბაგეები ბაგის მიმდებარე 2-4
უჯრედით, ზოგჯერ 2 უჯრედით, რომლებიც განლაგებულია ბაგის ხვრელის გასწვრივ
(ანომოციტური ტიპი). ფოთლის ორივე ზედაპირზე გვხვდება ჯირკვლები 2-4 უჯრედიანი
ფეხით და 8 (12 - 16) უჯრედიანი თავაკით, იშვიათად მუქი შემცველობის ან უფერო 2-4
უჯრედიანი თავაკით. ფოთლის მთელ ფირფიტასა და კიდეებზე განლაგებულია 2-5
შეზრდილი უჯრედისაგან წარმოქმნილი ბუსუსების კონები, რომლებიც ხშირად წვერში
ოდნავ ცილდება ერთმანეთს. ფოთლის მეზოფილში კალციუმის ოქსალატის მსხვილი
დრუზები.
ღეროსა და ლილვაკების ეპიდერმისზე ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების გარდა
გვხვდება აფსკისებრი ბუსუსები, უჯრედების რამოდენიმე რიგითა და 2-უჯრედიანი
ფუძით. ყვავილსაფრის ქსოვილებში- კალციუმის ოქსალატის პრიზმული კრისტალები.

სურ.168. ბოსტნის წალიკას მიკროსკოპია


1. ზედა ეპიდერმისი, 2. ქვედა ეპიდერმისი, 3. ბაგეები, 4. ჯირკვლები, 5. ბუსუსების კონები (კონოვანი
ბუსუსი), 6. კალციუმის ოქსალატის დრუზები.

153
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო
ნაცარი არაუმეტეს 10%; ბალახის გამუქებული, გაშავებული და გაყვითლებული ნაწილები
არაუმეტეს 10%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 3%; მინერალური მინარევები
არაუმეტეს 1%.
დაწვრილმანებული ნედლეული. ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი
არაუმეტეს 10%; მცენარის გამუქებული, გაშავებული და გაყვითლებული ნაწილები
არაუმეტეს 10%; ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან
საცერში არაუმეტეს 10%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები
არაუმეტეს 10%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 3%; მინერალური მინარევები
არაუმეტეს 1%.

შავბალახას ბალახი – HERBA LEONURI

სურ.169. შავბალახა

ველურად ზრდადი და კულტივირებული მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის,


საგულე შავბალახას – Leonurus cardiaca L., და ხუთად განკვეთილი შავბალახას – Leonurus
quinquelobatus Gilib., ოჯ. ჭინჭრისდედასებრნი – Lamiaceae.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. ხელით მოკრეფილი ბალახი: ღეროების 40
სმ სიგრძის ზედა ნაწილები ყვავილებითა და ფოთლებით. ღერო ოთხწახნაგა, ღრუიანი,
სისქით 0, 5 სმ-მდე. ფოთლები მოპირისპირე, ქვედა სამ-ხუთნაკვთიანი ან დაყოფილი,
ყვავილედებში სამნაკვთიანი ან ლანცეტისებრი, დაკბილული ან მთელკიდიანი,
სოლისებრი ფუძით, სიგრძით 14 სმ-მდე, სიგანით 10 სმ-მდე. ყვავილედები
თავთავისებრი, წყვეტილი; ყვავილები და კოკრები 10-18 (20) ერთად ჩხოსებრად
შეკრებილი ფოთლების უბეებში. ჯამი მილისებრ-ზარისებრი, ხუთი სადგისისებრ
წაწვეტებული კბილაკით, კონუსური, ეკლიანი. გვირგვინი სიგრძით 0,12 სმ-მდე, ორტუჩა,
ჯამზე უფო გრძელი, ზედა ტუჩი მთელკიდიანია, ქვედა - სამნაკვთიანი; მტვრიანა 4;
ნასკვი ქვედა. ღეროები, ფოთლები, ყვავილის ჯამის ფოთოლაკები ბუსუსებითაა
დაფარული.

154
ღეროების ფერი მონაცრისფრო - მწვანე, ფოთლების – მუქი - მწვანე, ჯამის
ფოთლაკების – მწვანე, გვირგვინის – ვარდისფერი, ან მოვარდისფრო - იისფერი. სუნი
სუსტი. გემო მწარე.
მექანიზირებულად აღებული ბალახი. ღეროების, ფოთლების და ყვავილების
ნაჭრები. ღერო, ხშირად გახლეჩილი, სიგრძით 20 სმ-მდე, სიგანით 0,5 სმ-მდე.
ნედლეულის მორფოლოგიური ნიშნები ფერი, სუნი და გემო ხელით მოკრეფილი ბალახის
ანალოგიურია.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში
გაცრილი ღეროების, ფოთლების და
ყვავილედების ნაჭრები. ფერი
მონაცრისფრო-მწვანე, სუნი სუსტი, გემო
მომწარო.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის
დათვალიერებისას ორივე მხარეს მოჩანს
ეპიდერმისის უჯრედები თხელი
დაკლაკნილი გვერდითი კედლებით,
განსაკუთრებით ქვედა მხარეს. ბაგეები
მრავალრიცხოვანი, უპირატესად ქვედა
სურ.170. შავბალახას ფოთლის მიკროსკოპია
ეპიდერმისზეა განლაგებული,
გარშემორტყმულია ბაგისმიმდებარე 3-4 (იშვიათად 2) უჯრედით (ანომოციტური ტიპი).
ჯირკვლები მოკლე ფეხით და 4-6 (იშვიათად 8) გამომყოფი უჯრედით. ბუსუსები ორი
ტიპისაა: მრავალრიცხოვანი მრავალუჯრედოვანი უხეშად დამეჭეჭებული, უჯრედების
შეერთების ადგილებში გაფართოებული; წვრილი თავაკიანი ბუსუსები ერთ-
ორუჯრედიან მოკლე ფეხითა და 1-2 უჯრედიანი მრგვალი თავაკით.
ლუმინესცენტური მიკროსკოპია. მშრალი ფხვნილის ულტრაიისფერ არეში
დათვალიერებისას, საერთო განათების ფონი მონაცრისფერო-ყავისფერია; ძარღვები უფრო
ნათელი, თეთრი ელფერით; ბუსუსები თითქმის გამჭვირვალე; ფოთლის ზედაპირის
საერთო ფონზე ჯირკვლებს უფრო მუქი ლაქების სახე აქვს.
ფხვნილის 10% ალუმინის ქლორიდის სპირტიანი ხსნარით შესველებისას ყველა
ქსოვილი მკაფიო ოქროსფერ - ყვითელი ხდება (ფლავონოიდები).
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. 70% სპირტით გამოწვლილული
ექსტრაქტული ნივთიერებები არანაკლებ 15%; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი
არაუმეტეს 12%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 6%;
მცენარის გაშავებული, გამუქებული და გაყვითლებული ნაწილები არაუმეტეს 7%;
ღეროები, მათ შორის ანალიზის დროს გადარჩეული, არაუმეტეს 46%; ორგანული
მინარევები არაუმეტეს 3%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.
დაწვრილმანებული ნედლეული. 70% სპირტით გამოწვლილული ექსტრაქტული
ნივთიერებები არანაკლებ 15%; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს

155
12%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 6%; მცენარის
გაშავებული, გამუქებული და გაყვითლებული ნაწილები არაუმეტეს 7%; ღეროების
ნაჭრები არაუმეტეს 46%; ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან
საცერში არაუმეტეს 17%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები
არაუმეტეს 16%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 3%; მინერალური მინარევები
არაუმეტეს 1%.

სურ. 171. შავბალახას ფოთლის მიკროსკოპია


1. ზედა ეპიდერმისი; 2. ქვედა ეპიდერმისი; 3. ბაგე; 4. ჯირკვლები: 4ა . ოთუჯრედიანი
თავაკით; 4ბ. 8-უჯრედიანი თავაკით; 5. მარტივი მრავალუჯრედიანი ბუსუსი; 6. მრავალუჯრედიანი
როზეტი ბუსუსის ფუძესთან; 7. ჯირკვლოვანი ბუსუსი.

156
კრაზანას ბალახი – HERBA HYPERICI

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების დასვრეტილი კრაზანას _ Hypericum


perforatum L. და ლაქებიანი კრაზანას (ოთხწახნაგიანი კრაზანა) - Hypericum maculatum
Crantz. (H. quadrangulum L.), ოჯ. კრაზანასებრნი - Hypericaceae, ყვავილობის ფაზაში
შეგროვებული და გამშრალი ბალახი.

სურ 172. დასვრეტილი კრაზანა

გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული.ღეროს ზედა ნაწილები ფოთლებით,


ყვავილებით, კოკრებითა და უმწიფარი ნაყოფებით. ღეროები ღრუიანი, ცილინდრული,
სიგრძით 30 სმ-მდე, ორი (Hypericum perforatum L.) ან ოთხი (Hypericum maculatum Crantz.)
სიგრძივი წიბოებით. ფოთლები მოპირისპირე, მჯდომარე, მოგრძო ან მოგრძო – ოვალური,
მთელკიდიანი, შიშველი, სიგრძე 3,5 სმ-მდე, სიგანეზე 1,4 სმ-მდე. დასვრეტილი კრაზანას
ფოთლები მრავალრიცხოვანი მლანდავი საცავებით ნათელი წერტილების სახით.
ყვავილები მრავალრიცხოვანი, დიამეტრზე დაახლოებით 1 - 1,5 სმ, შეკრებილია ფარისებრ
საგველა ყვავილედებად.

სურ.173. კრაზანას ფოთლების მიკროსკოპია

ჯამი შეზრდილფოთოლაკებიანი, ღრმად ხუთად დაყოფილი, ჯამის ფოთოლაკები


ლანცეტა, წვრილად წამახვილებული (დასვრეტილ კრაზანას) ან მოგრძო-ოვალური
ბლაგვი წვერით (ლაქებიან კრაზანას). გვირგვინი ფურცლებგანცალკევებული, ჯამზე 2-3-
ჯერ გრძელი, გვირგვინის ფურცლები ხუთია,მტვრიანები –მრავალრიცხოვანი ფუძესთან
ძაფებით სამ კონად შეზრდილი, ნაყოფი სამბუდიანი მრავალთესლიანი კოლოფი.

157
ღეროს ფერი _ მომწვანო-ყვითლიდან მონაცრისფრო-მწვანემდე, ზოგჯერ
მოვარდისფრო-იისფერი; ფოთლები – მონაცრისფრო-მწვანედან მუქ მწვანემდე;
გვირგვინის ფურცლები - ღია ყვითელი ან ყვითელი ლუპით კარგად შესამჩნევი შავი
წერტილებით; ნაყოფები - მომწვანო–ყავისფერი. სუნი სუსტი, თავისებური. გემო მომწარო,
ოდნავ ძელგი.

სურ.174. კრაზანას ფოთლების მიკროსკოპია


1. ზედა ეპიდერმისის; 2. ქვედა ეპიდერმისი; 3. ბაგე; 4. სათავსო მუქი ფერის შიგთავსით; 5. უფერო
სათავსო; б. ფოთოლაკის ფრაგმენტი პიგმენტური ლაქებით და ძარღვებით

დაწვრილმანებული ნედლეული. 7მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი


ღეროების, ფოთლების (მონაცრისფრო-მწვანე ფერის), სხვადასხვა ფორმის ყვავილების
(ყვითელი ფერის) და უმწიფარი ნაყოფების ნაჭრები. სუნი სუსტი, თავისებური, გემო
მომწარო, ოდნავ ძელგი.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ეპიდერმისის
დაკლაკნილკედლიანი უჯრედები მკაფიოდ გამოხატული გასქელებით. ბაგეები
გარშემორტყმულია ეპიდერმისის 3-4 უჯრედით (ანომოციტური ტიპი), განლაგებულია
ფოთლის მხოლოდ ქვედა მხარეს. საცავები გხვდება ორი ტიპის: პიგმენტური ოვალური
ფორმის საცავები მოწითალო-იისფერი პიგმენტის შემცველობით, რომლებიც ძირითადად
განლაგებულია ფოთლის კიდეებზე; უფერო გამჭვირვალე საცავები (დასვრეტილ
კრაზანაში) გვხვდება ფოთლის მთელ ფირფიტაზე, ძარღვების გასწვრივ ისინი
სიგრძივადაა გაჭიმული. ლაქებიან კრაზანაში იშვიათად ან საერთოდ არ გვხვდება.

158
ფშნის ეკალის ფესვები – RADICES ONONIDIS

კულტივირებული და ველურად ზრდადი


მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის ფშნის ეკალის _ Ononis
arvensis L., ოჯ. ცერცვისებრნი _ Fabaceae, შემოდგომაზე
შეგროვებული და გამშრალი ფესვები.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. მთლიანი ან
დაჭრილი ფესვები, სიგრძით 40 სმ-მდე, სისქით 0,5-2,5სმ.
ფესვები ცილინდრული, ოდნავ შეჭყლეტილი, დაგრეხილი,
სწორი ან მოხრილი, მაგარი, ხისებრი. ფესვების ზედაპირი
სიგრძივ-დაღარული; საფევი ზოგ ადგილებში აშრევებული;
გადანატეხი ბოჭკოვანი. ფესვის ზედაპირის ფერი ღია -
ყავისფერი, გადანატეხზე მოყვითალო - თეთრი. სუნი სუსტი,
სურ 175. ფშნის ეკალი
თავისებური. გემო მოტკბო-მომწარო, ოდნავ ძელგი.
დაწვრილმანებული ნედლეული.
7მმ დიამეტრის
ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ფესვების სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი ღია -
ყავისფერი, ან მოყვითალო - თეთრი. სუნი სუსტი, თავისებური. გემო მოტკბო - მომწარო,
ოდნავ ძელგი.

სურ.176. ფშნის ეკალის ფესვები

მიკროსკოპია. განივ განაკვეთზე ფესვს გააჩნია მკაფიოდ გამოხატული სხივური


აღნაგობა: ფლოემისა და ქსილემის ელემენტები განლაგებულია ვიწრო რადიალურ
ჭიმებად, რომლებიც ფართო, მრავალ მწკრივიანი გულგულის სხივებითაა დაცილებული.
ფლოემაში მოჩანს პარენქიმის მსხვილი ოვალური უჯრედები, წვრილუჯრედოვანი
გამტარი ელემენტები და ლაფნის მრავალკუთხა ბოჭკოები, რომლებიც განლაგებულია
ცალკეულად ან მცირე ჯგუფებად. კამბიუმის ზოლი ფართოა, მკაფიოდ გამოხატული.
ქსილემა შედგება ჭურჭლებისაგან, უფრო წვრილი ტრაქეიდებისაგან, მერქნის პარენქიმის
უჯრედების და ლიბრიფორმის ბოჭკოთა ჯგუფებისაგან, რომლებსაც გულგულის
სხივების მხრიდან ემიჯნება კალციუმის ოქსალატის პრიზმული კრისტალების შემცველი
უჯრედები. გულგულის სხივების უჯრედები ქერქის ნაწილში ტანგენტალურადაა
დაგრძელებული, მერქანში – რადიალური მიმართულებით და გააჩნია გამერქნებული
დაფორილი გარსები. ქერქის ნაწილის გულგულის სხივების უჯრედებში ხშირად

159
კალციუმის ოქსალატის ცალკეული ან 2-3 ერთად პრიზმული კრისტალები გვხვდება;
მერქნის ნაწილის გულგულის სხივებში ხშირად გადის ლიბრიფორმის ბოჭკოთა
რადიალური ჭიმები კრისტალების შემცველი შემონაფენით. ფესვის პარენქიმული
უჯრედები შეიცავს სახამებლის წვრილ, მარტივ და რთულ მარცვლებს.
თვისებითი რეაქციები. ფილტრის ქაღალდის ზოლზე მიკროპიპეტით შეაქვთ 0,05 მლ
გამონაწვლილი და ათვალიერებენ უი შუქზე; შეინიშნება ცისფერი ფლუორესცენცია,
რომელიც ამიაკის ორთქლზე დამუშავების შემდეგ ძლიერდება (იზოფლავონოიდები).

სურ. 177. ფშნის ეკალის მიკროსკოპია


1. სხივური შენება; 2. გულგულის სხივები; 3. პარენქიმის მსხვილი უჯრედები; 4. ლაფნის ბოჭკოები,;
5. კამბიუმი; 6. ქსილემის ჭურჭლები; 7. ტრაქეიდები; 8. მერქნის პარენქიმის უჯრედები; 9. ლიბრიფორმის
ჭიმები; 10. კალციუმის ოქსალატის პრიზმული უჯრედების კრისტალების შემცველი უჯრედები.

რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. იზოფლავონოიდები არანაკლებ


1,5%; ტენიანობა არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 10%; გადანატეხზე
გაშავებული ფესვები არაუმეტეს 1%; მცენარის სხვა ნაწილები არაუმეტეს 2%; ორგანული
მინარევები არაუმეტეს 1%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.
დაწვრილმანებული ნედლეული. იზოფლავონოიდები არანაკლებ 1,5%; ტენიანობა
არაუმეტეს 14%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 10%; გადანატეხზე გაშავებული ფესვები

160
არაუმეტეს 1%; მცენარის სხვა ნაწილები არაუმეტეს 2%; ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება
7მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 10%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან
საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 10%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 1%;
მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%

ანტრაცენნაწარმების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ფიტოქიმიური


ანალიზი

ანტრაცენნაწარმების გამოყოფა ნედლეულიდან

საკვლევი ნედლეულის ფხვნილის 1.0 გ (ზ.წ.) უმატებენ 100 მლ ქლოროფორმს და 25


მლ 25 %-იან გოგირდმჟავას, აცხელებენ წყლის აბაზანაზე უკუმაცივრით 2 სთ-ის
განმავლობაში.
ქლოროფორმიან გამონაწვლილს ფილტრავენ, უმატებენ 25 მლ 10%-იან ნატრიუმის
ბისულფიტის ხსნარს და ანჯღრევენ 5 წთ-ის განმავლობაში, აყოვნებენ, ქლოროფორმიან
ფენას გამოყოფენ, უმატებენ 1 %-იან მარილმჟავას მჟავე რეაქციამდე, ანჯღრევენ კიდევ 5
წთ, აყოვნებენ, როცა ფენები მთლიანად დაიყოფა ქლოროფორმიან ფენას გამოყოფენ,
გაფილტრავენ, გადაიტანენ წინასწარ მუდმივ წონამდე გამომშრალ ფაიფურის ფიალაზე,
ააორთქლებენ და აშრობენ ჯერ 60°C-ზე, შემდეგ კი 100°C-ზე მუდმივ წონამდე.
ანტრაცენნაწარმების რაოდენობას ანგარიშობენ შემდეგი ფორმულით.

– მიღებული ნალექის მასა; p- ნედლეულის მასა

თვისებითი რეაქციები

მიკროსუბლიმაცია. 0,2გ ფხვნილადქცეულ ნედლეულს ათავსებენ მშრალი სინჯარის


ფსკერზე და აცხელებენ (სინჯარა უჭირავთ თითქმის ჰორიზონტალურად) 210 °C
ტემპერატურაზე 10 წთ. მცენარეულ ნედლეულში არსებული ანტრაგლიკოზიდები
მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით იშლება და წარმოიქმნება თავისუფალი
აგლიკონები, ერთდროულად ანტრონის და ანტრანოლის ნაწარმები იჟანგებიან
ანტრაქინონების წარმოქმნამდე, რომლებიც აქროლდება. სუბლიმატი კონდენსირდება
სინჯარის ცივ ნაწილში ყვითელი წვეთების ან ყვითელი ნემსისებრი კრისტალების სახით.
გაცივების შემდეგ სინჯარის კედელზე დააწვეთებენ 1 წვეთ 5%-იან ნატრიუმის ტუტის
ხსნარს ეთილის სპირტში. სუბლიმატთან შეხებისას წარმოიქმნება წითელი ან იისფერი
შეფერილობა ანტრაცენნაწარმების ბუნების მიხედვით (ფენოლატების წარმოქმნის გამო).

161
ჩირხის რეაქცია. 0,5გ დაწვრილმანებულ ნედლეულს უმატებენ 25მლ წყალს და
აცხელებენ წლის აბაზანაზე 5 წთ-ის განმავლობაში. გაცივების შემდეგ ფილტრავენ და
უმატებენ ნატრიუმის ან კალიუმის ტუტის 3-5% ხსნარს. მიიღება სისხლისფერ - წითელი
შეფერილობა.
ბორნტრეგერის რეაქცია. 0,2 გ დაწვრილმანებულ ნედლეულს ადუღბენ 5მლ 10%-იან
ნატრიუმის ტუტესთან 2 წთ-ის განმავლობაში. გაცივების შემდეგ ნარევს განაზავებენ 5მლ
წყლის დამატებით და გაფილტრავენ. ფილტრატის 3 მლ ათავსებენ გამყოფ ძაბრში,
უმატებენ 3 მლ 10%-იან მარილმჟავას ხსნარს (ხსნარი ფერს შეიცვლის) და 10 მლ
ქლოროფორმს. ფრთხილად ურევენ და დაყოფის შემდეგ ქლოროფორმის ფენას
გამოყოფენ, გაფილტრავენ და შეანჯღრევენ 3მლ 10%-იან ამიაკის ხსნართან.
ანტრაცენნაწარმების შემცველობის შემთხვევაში ამიაკის ფენა იფერება ალუბლისფერ-
წითლად.

ქრომატოგრაფიული მეთოდი
სისტემა: ტოლუოლი : აცეტონი: = 4 : 1 :
ვამჟღავნებთ კონცენტრირებული ამიაკის ორთქლით.

ანტრაცენნაწარმების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული


ხეჭრელის ქერქი – CORTEX FRANGULAE

ველურადზრდადი ბუჩქის ან ტანმორჩილი ხის


მტვრევადი ხეჭრელის - - Frangula alnus Mill. (syn.: Rhamnus
frangula L.), ოჯ. ხეჭრელისებრნი - Rhamnaceae, გაზაფხულზე
ყვავილობის დაწყებამდე შეგროვებული ღეროებისა და
ტოტების ქერქი.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. ქერქის
სხვადასხვა სიგრძის ღარისებრი ან მილისებრი ნაჭრები,
სისქით 0,5 - 2 მმ. ქერქის გარეთა ზედაპირი მეტნაკლებად
გლუვი, მუქი-მურა, ნაცრისფერ-მურა, მუქი-ნაცრისფერი ან
ნაცრისფერი, ხშირად მოთეთრო, განივად გაჭიმული
სურ 178. ხეჭრელი მეჭეჭებით ან ნაცრისფერი ლაქებით; კორპის გარეთა
ზედაპირის ჩამოფხეკისას ჩანს წითელი ფენა. ქერქის
შიგნითა ზედაპირი გლუვია, მოყვითალო-ნარინჯისფერი ან მოწითალო-მურა ფერის.
გადანატეხი ღია-ყვითელი, თანაბრად ხეშეში (ლუპა 10 X). სუნი სუსტი. გემო მომწარო.

162
სურ 179. ხეჭრელის ქერქი

დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი


ქერქის სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ქერქის ფერი გარეთა მხრიდან მუქი - მურა,
ნაცრისფერ - მურა, მუქი - ნაცრისფერი ან ნაცრისფერი. შიგნიდან მოყვითალო-
ნარინჯისფერი ან მოწითალო - მურა. სუნი სუსტი. გემო მომწარო.
ფხვნილი _ ყვითელი - მურა ფერის 0,16 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში
გაცრილი. სუნი სუსტი. გემო მომწარო.
მიკროსკოპია. განივ განაკვეთზე ჩანს
კორპის მუქი-წითელი ფართო შრე
უჯრედების 10 - 20 რიგით, რომელიც ბევრ
ადგილზე გაწყვეტილია მეჭეჭებით. კორპის
ქვეშ განლაგებულია ფირფიტოვანი
კოლენქიმა. გარეთა ქერქის უჯრედები
ოვალურია და დიდი რაოდენობით შეიცავს
კალციუმის ოქსალატის დრუზებს;
ზოგიერთ უჯრედში გვხვდება სახამებლის
მარცვლები. მექანიკური ბოჭკოების
გარსები მცირედაა გასქელებული და
სუსტად გამერქნებული. გულგულის
სხივები ხშირად მოხრილია, შედგება
უჯრედთა ერთი-, ორი-, იშვიათად სამი
რიგისაგან, ყვითელი შემცველობით.
სურ 180. ხეჭრელის ქერქის მიკროსკოპია
გულგულის სხივებს შორის განლაგებულია
ლაფნის ბოჭკოთა ჯგუფები მოყვითალო ფერის გამერქნებული და გასქელებული
კედლებით, რომლებიც გარშემორტყმულია კრისტალების შემცველი შემონაფენით, რაც
ქმნის კონცენტრულ სარტყელებს. ფხვნილში ჩანს ლაფნის ბოჭკოთა ჯგუფები
კრისტალების შემცველი შემონაფენით. დრუზები, კალციუმის ოქსალატის ერთეული
კრისტალები და კორპის ქსოვილის მუქი - წითელი ნაგლეჯები. ლუმინესცენტური
მიკროსკოპია. ამზადებენ ქერქის განივ ჭრილს ჩასაყურსი სითხის გარეშე. კორპის
უჯრედების გარეთა შრე მკაფიო, მოცისფრო - მწვანეა.

163
სურ 181. ხეჭრელის ქერქის მიკროსკოპია
1 — კორპის ფენა; 2 — ფირფიტოვანი კოლენქიმა; 3 — გარეთა ქერქის პარენქიმა; 4 — კალციუმის
ოქსალატის დრუზებუ; 5 — მექანიკური ბოჭკო; 6 — გულგულის სხივები; 7 — ლაფნის ბოჭკოების
ჯგუფები, კრისტალური შემონაფენით

კორპის შიგნითა შრეების გარსებს აქვთ მოცისფრო - ლურჯი ნათება. შიგთავსს - მუქი
წითელი, თითქმის შავი. კოლენქიმის შრეს მომწვანო-ნაცრისფერი. ლაფნის ბოჭკოთა
ჯგუფებს მომწვანო - ცისფერი. ქერქისა და გულგულის სხივების პარენქიმის ნათება
ინტენსიურ ნარინჯისფერი, ალისფერ - ნარინჯისფერი ან ყვითელ - ნარინჯისფერია
(ანტრაცენნაწარმები). პროკამბიალურ შრეებს აქვთ მოცისფრო - მწვანე ნათება.
თვისებითი რეაქციები. ქერქის შიგნითა ზედაპირის 1 - 2 წვეთი 10% ნატრიუმის
ტუტის ხსნარით შესველებისას შეიმჩნევა სისხლისფერ - წითელი შეფერადება. 0,5 გ
ფხვნილს რამოდენიმე წუთით ადუღებენ 10 მლ 10% ნატრიუმის ტუტის სპირტიან
ხსნართან და ფილტრავენ. გაცივების შემდეგ ფილტრატს შეამჟავებენ განზავებული

164
ქლორწყალბადმჟავით სუსტ მჟავე რეაქციამდე და ამატებენ 10 მლ ეთილის ეთერს ან
ქლოროფორმს. ეთეროვანი ფენა იღებება ყვითლად. 5მლ ეთერიან გამონაწვლილს
შეანჯღრევენ 5 მლ ამიაკის ხსნართან, უკანასკნელი იღებება ალუბლისფერ - წითლად
(ემოდინები), ეთერიანი ფენა რჩება ყვითლად შეფერადებული (ქრიზოფანოლი).
ფხვნილის მიკროსუბლიმაციის შემთხვევაში წარმოიქმნება ყვითელი კრისტალური
ნაფიფქი, რომელიც 10% ნატრიუმის ტუტის სპირტიანი ხსნარის დამატებით ღებულობს
ალუბლისფერ - წითელ შეფერადებას (ანტრაცენნაწარმები).

სურ 182. ხეჭრელის ქერქის მიკროსკოპია

რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. ანტრაცენნაწარმები ისტიზინზე


გადაანგარიშებით არანაკლებ 4,5%; ტენიანობა არაუმეტეს 15%; საერთო ნაცარი არაუმეტეს
5%; 10% ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 0,6%; ბუჩქისებრი
ლიქენებით დაფარული ქერქის ნაჭრები არაუმეტეს 1%; მერქნის ნარჩენებიანი ქერქის
ნაჭრები არაუმეტეს 1%; 2 მმ-ზე სქელი ქერქის ნაჭრები არაუმეტეს 3%; ორგანული
მინარევები არაუმეტეს 0,5% მინერალური მინარევები არაუმეტეს 0,5%.
დაწვრილმანებული ნედლეული. ანტრაცენნაწარმები ისტიზინზე გადაანგარიშებით
არანაკლებ 4,5%; ტენიანობა არაუმეტეს 15%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 5%; 10%
ქლორწყალბადმჟავას ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 0,6%; ნაწილაკები, რომლებიც
არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 5%; 0,5 მმ დიამეტრის
ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები, არაუმეტეს 5%; ორგანული მინარევები
არაუმეტეს 0,5%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 0, 5%.
ფხვნილი. ანტრაცენნაწარმები ისტიზინზე გადაანგარიშებით არანაკლებ 4,5%;
ტენიანობა არაუმეტეს 15%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 5%; 10% ქლორწყალბადმჟავას
ხსნარში უხსნადი ნაცარი არაუმეტეს 0,6%; ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 0,16 მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 1%;

165
სინამაქის ფოთლები – FOLIA SENNAE

კულტივირებული ბუჩქის მსხვილფოთოლა სინამაქის - Cassia acutifolia Del., ოჯ


პარკოსანნი – Fabaceae, ყვავილობის და ნაყოფიანობის ფაზაში, შეგროვებული
დაწვრილმანებული და გამშრალი ფოთლები.

სურ 183. მსხვილფოთოლა სინამაქი

გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. რთული წყვილფრთართული ფოთლის


ცალკეული ფოთოლაკები და ყუნწები, მთლიანი ან ნაწილობრივ დაწვრილმანებული,
წვრილი ბალახოვანი ღეროების ნაჭრები, კოკრები, ყვავილები და უმწიფარი ნაყოფები.
ფოთოლაკები წაგრძელებულ - ლანცეტისებრი ან ლანცეტა - ოვალური, წვეროსკენ
წამახვილებული, შუა ნაწილში ყველაზე ფართო, ფუძესთან არათანაბარი გვერდებით,
თხელი, მსხვრევადი, კიდემთლიანი, ძალიან მოკლე ყუნწით. მეორადი ძარღვები ორივე
მხრიდან კარგად შეიმჩნევა, ისინი მთავარი ძარღვიდან მახვილი კუთხით გამოდიან და
ერთმანეთს რკალებად უერთდებიან, რომლებიც ფოთლის კიდეს პარალელულად
გასდევს. ფოთოლაკის სიგრძე 1 - 3 სმ, სიგანე 0,4 - 1,2 სმ ნაყოფი პარკი, ბრტყელი,
ტყავისებური, მცირედ მოხრილი, სიგრძით 3 - 5 სმ, სიგანით 1, 5 - 2 სმ.
ფოთოლაკების ფერი ორივე მხრიდან მონაცრისფრო - მწვანე ან ზედა მხრიდან
მოყვითალო - მწვანე, მქრქალი; ნაყოფების - მომწვანო - ყავისფერი, სათესლე საკნების
მუქი ელფერით; კოკრების და ყვავილების - ყვითელი. სუნი სუსტი; გემო მომწარო,
ლორწოს შეგრძნებით.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ნედლეულის სხვადასხვა ფორმის ნაჭრები, ფერი მონაცრისფრო - მწვანე. გემო მომწარო,
ლორწოს შეგრძნებით.
მიკროსკოპია. ფოთლის ზედაპირის დათვალიერებისას მოჩანს ეპიდერმისის
მრავალკუთხოვანი უჯრედები სწორი კედლებით. ბუსუსების ფუძესთან მდებარე
უჯრედები განლაგებულია რადიალურად და ქმნიან დაკუთხულ 6 -10 სხივიან როზეტს.
ბუსუსები მოკლე, მარტივი, ხშირად მოხრილი, ერთუჯრედოვანი, სქელი კედლებით და
უხეშმეჭეჭიანი ზედაპირით. ბუსუსები ხშირად ჩამოცვენილია, რის გამოც როზეტის
ცენტრში მომრგვალო ნაჭდევი შეინიშნება. ბაგეები გარშემორტყმულია ეპიდერმისის

166
2 - 3, იშვიათად 4 უჯრედით (ანომოციტური ტიპი), რომლებიც განლაგებულია ფოთლის
ორივე მხარეს. მეზოფილში გვხვდება კალციუმის ოქსალატის მრავალი დრუზა. ფოთლის
მთავარი და შედარებით მსხვილი გვერდითი ძარღვები გარშემორტყმულია
კრისტალებიანი შემონაფენით.

სურ 184. სინამაქის ფოთლების მიკროსკოპია

თვისებითი რეაქციები. 0,5 გ დაწვრილმანებულ ნედლეულს რამდენიმე წთ


განმავლობაში ადუღებენ 10 მლ 10% ნატრიუმის ტუტის სპირტიან ხსნართან და
ფილტრავენ. გაცივების შემდეგ ფილტრატს შეამჟავებენ განზავებული
ქლორწყალბადმჟავით სუსტ მჟავე რეაქციამდე და ანჯღრევენ 10 მლ ეთერთან; ამ დროს
ეთეროვანი ფენა მომწვანო - ყვითლად იღებება; 5 მლ ეთეროვან გამონაწვლილს
ანჯღრევენ ამიაკის ხსნარის თანაბარ მოცულობასთან; ეს უკანასკნელი ალუბლისფერ -
წითლად იღებება (ოქსიანტრაქინონები).
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. ანტრაცენული რიგის აგლიკონების
ჯამი ქრიზოფანის მჟავაზე გადაანგარიშებით არანაკლებ 1,35%; ტენიანობა არაუმეტეს
12%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 12%; 2 მმ-ზე სქელი ღეროების ნაჭრები არაუმეტეს 3%;
ფოთოლაკები და ნაყოფები არანაკლებ 60%, მათ შორის გამუქებული, გაშავებული

167
ფოთოლაკები არაუმეტეს 3%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 3%; მინერალური
მინარევები არაუმეტეს 1%.

სურ.185 სინამაქის ფოთლების მიკროსკოპია


1 — ეპიდერმისის მრავალკუთხა უჯრედები; 2 — ეპიდერმისის როზეტად შეკრებილი უჯრედები; 3
— მარტივი ერთუჯრედიანი ბუსუსები ; 4 — ბაგე; 5 — კალციუმის ოქსალატის დრუზები; 6 — ძარღვები
კრისტალური შემონაფენით

დაწვრილმანებული ნედლეული.ანტრაცენული რიგის აგლიკონების ჯამი


ქრიზოფანის მჟავაზე გადაანგარიშებით არანაკლებ 1,35%; ტენიანობა არაუმეტეს 12%;
საერთო ნაცარი არაუმეტეს 12%; 2 მმ-ზე სქელი ღეროს ნაჭრები არაუმეტეს 3%;
ფოთოლაკები და ნაყოფები არანაკლებ 60%, მათ შორის გამუქებული, გაშავებული
ფოთოლაკები არაუმეტეს 3%; ნაწილაკები რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის
ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 10%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ნაწილაკები არაუმეტეს 10%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 3%; მინერალური
მინარევები არაუმეტეს 1%.

168
ენდროს ფესურა და ფესვები – RHIZOMATA ET RADICES RUBIAE

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარების მღებავი


ენდროს – Rubia tinctorum L. და ქართული ენდროს -
Rubia iberica C. Koch, გაზაფხულზე ვეგეტაციის
დასაწყისში ან შემოდგომაზე ნაყოფიანობის პერიოდში
შეგროვებული და გამშრალი, მიწისგან გულმოდგინედ
გასუფთავებული ფესურებ და ფესვები.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული.
ფესურები და ფესვები სიგრძივ–დანაოჭებული,
ცილინდრული, სხვადასხვა სიგრძის, სისქით 2 - 18 მმ,
სურ 187. ენდრო
კორპის აშრევებადი ქერქლებით. ფესურებს ცენტრში
ღრუ გააჩნია. ფესურების და ფესვების ფერი გარედან მოწითალო - ყავისფერი,
გადანატეხზე მოჩანს მოწითალო - ყავისფერი ქერქი და მოწითალო - ყავისფერი მერქანი.
სუნი სუსტი, სპეციფიკური. გემო მოტკბო, შემდეგ ოდნავ ძელგი და მწარე.

სურ. 188. ენდროს ფესურა და ფესვები

დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი


ფესურებისა და ფესვების სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი მოწითალო - ყავისფერი,
ნარინჯისფერ - ყავისფერი. გემო მოტკბო, შემდეგ ოდნავ ძელგი და მწარე.
მიკროსკოპია. ფესვის (ან ფესურის) განივ განაკვეთზე მოჩანს კორპის ძლიერ
თხელკედლიანი უჯრედები. ქერქის პარენქიმის ზოგიერთ უჯრედში გვხვდება
კალციუმის ოქსალატის რაფიდები. კამბიუმი ვიწრო ზოლის სახით. მერქანი გულგულის
სხივების გარეშე. მერქნის ჭურჭლები განლაგებულია ჯგუფებად, მერქნის პარენქიმის
უჯრედები - რადიალურ რიგებად. მერქნის ყველა ელემენტი გამერქნებულია. ფესურაში
ცენტრალური ადგილი უკავია გულგულის მსხვილ, გასქელებულ და დაფორილკედლიან
უჯრედებს. მასში აგრეთვე გვხვდება კალციუმის ოქსალატის რაფიდები.
ლუმინესცენტური მიკროსკოპია. ფესვის განივი განაკვეთის დათვალიერებისას უი -
შუქზე (სითხის გარეშე) მოჩანს ბუნდოვანი თითქმის შავი კორპი. ქერქი ხასიათდება
ინტენსიური ალისფერი ან მოწითალო-ნარინჯისფერი ნათებით (ანტრაცენის ნაწარმები);

169
მერქნის ჭურჭლები და ტრაქეიდების გარსები მკაფიო მომწვანო - ცისფერია, მერქნის
პარენქიმის უჯრედების შემცველობა ალისფერი ან მოყვითალო - ნარინჯისფერი.
ცალკეულ ჭურჭლებში, თილების ადგილზე კრისტალების შენაზარდები გვხვდება მკაფიო
ალისფერ - წითელი ლუმინესცენციით (რუბერითრინის მჟავა). ფესურაში გულგულს
ქერქის მსგავსი ნათება აქვს.

სურ.189 ენდროს ფესვის მიკროსკოპია


1-კორპი; 2 - ქერქის პარენქიმა; 3 - კამბიუმი; 4 - მერქნის ჭურჭლები; 5 - კალციუმის ოქსალატის
რაფიდები
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. შეკავშირებული ანტრაცენნაწარმები
არანაკლებ 3%; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 10%; ენდროს სხვა
ნაწილები (ღეროები, ფოთლები და სხვ.) არაუმეტეს 1,5%; ორგანული მინარევები
არაუმეტეს 1%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.
დაწვრილმანებული ნედლეული. შეკავშირებული ანტრაცენნაწარმები არანაკლებ 3%;
ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 10%; ნაწილაკები, რომლებიც არ
იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 10%; 0,25 მმ დიამეტრის
ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 5%; ორგანული მინარევები
არაუმეტეს 1%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.

170
მთრიმლავი ნივთიერებების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული
სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში მთრიმლავი ნივთიერებების რაოდენობის
განსაზღვრა

2 გ (ზუსტი წონა) დაწვრილმანებულ ნედლეულს, რომელიც 3 მმ დიამეტრის


ნასვრეტებიან საცერშია გაცრილი, 500 მლ ტევადობის კონუსურ კოლბში ათავსებენ,
ადუღებამდე გაცხელებულ 250 მლ წყალს ამატებენ და პერიოდული მორევით ადუღებენ
30 წთ განმავლობაში უკუმაცივრის დახმარებით დახურულსპირალიან ელექტროქურაზე.
სითხეს ოთახის ტემპერატურამდე აცივებენ და დაახლოებით 100 მლ-ს 200 - 250 მლ
ტევადობის კონუსურ კოლბში წურავენ ბამბის საშუალებით ისე, რომ ნედლეულის
ნაწილაკები არ მოხვდეს კოლბში. შემდეგ 25 მლ მიღებული გამონაწვლილი პიპეტით
გადააქვთ 750 მლ ტევადობის კონუსურ კოლბში, ამატებენ 500 მლ წყალს, 25 მლ
ინდიგოსულფომჟავას ხსნარს და კალიუმის პერმანგანატის ხსნარით (0,02 მოლ/ლ),
ტიტრავენ მუდმივი მორევით ოქროსფერ - ყვითელ შეფერადებამდე.
პარალელურად ატარებენ საკონტროლო ცდას.
კალიუმის პერმანგანატის ხსნარის (0,02 მოლ/ლ) 1 მლ შეესაბამება 0, 004157გ
მთრიმლავ ნივთიერებებს ტანინზე გადაანგარიშებით.
მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობას (X) პროცენტებში აბსოლუტურად მშრალ
ნედლეულზე გადაანგარიშებით გამოითვლიან ფორმულით:

სადაც V - ტიტრაციაზე დახარჯული კალიუმის პერმანგანატის ხსნარის (0,02 მოლ/ლ)


მოცულობაა, მლ-ში; V1 - საკონტროლო ცდის დროს ტიტრაციაზე დახარჯული კალიუმის
პერმანგანატის ხსნარის (0,02 მოლ/ლ) მოცულობაა, მლ-ში; 0,004157 - მთრიმლავი
ნივთიერებების რაოდენობაა გ-ში (ტანინზე გადაანგარიშებით), რომელიც შეესაბამება
კალიუმის პერმანგანატის ხსნარის (0,02 მოლ/ლ) 1 მლ-ს,; m - ნედლეულის მასაა გ-ში; w -
გამოშრობისას ნედლეულის მასის დანაკარგია პროცენტებში; 250 - გამონაწვლილის
საერთო მოცულობაა, მლ-ში; 25 - ტიტრაციისათვის აღებული გამონაწვლილის
მოცულობაა, მლ-ში.

171
მუხის ქერქი – CORTEX QUERCUS

ჩვეულებრივი მუხის (ყუნწიანი) Quercus robur L.


(syn.: Q. Pedunculata Ehrh.). და კლდის მუხას Quercus
petraea (Mattuschka) Liebl. (syn.: Q. sessiliflora Salisb.) ოჯ.
წიფლისებრნი - Fagaceae, ამონაყარის, წვრილი
ღეროებისა და ნორჩი ყლორტების ადრე გაზაფხულზე
შეგროვებული ქერქი.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული.
მილისებრი, ღარისებრი ან წვრილი ზოლების სახის,
სხვადასხვა სიგრძის, სისქით დაახლოებით 2-3 მმ (6 მმ-
სურ 190. ჩვეულებრივი მუხა
მდე) ქერქის ნაჭრები. გარეთა ზედაპირი პრიალა,
იშვიათად მქრქალი, გლუვი ან ოდნავ დანაოჭებული, ზოგჯერ წვრილი ნაპრალებით;
ხშირად შეიმჩნევა განივად გაჭიმული მეჭეჭები. შიგნითა ზედაპირი მრავალრიცხოვანი
მოგრძო, წვრილი ნეკნებით. გადანატეხზე გარეგანი ქერქი მარცვლოვანი, სწორი, შიგნითა
- ძლიერ ბოჭკოვანი, ხიწვიანი. ქერქის ფერი გარედან ღია - მურა ან ღია - ნაცრისფერი,
ვერცხლისფერი, შიგნით მოყვითალო - მურა. სუნი სუსტი, თავისებური, ძლიერდება
ქერქის წყლით დასველებისას. გემო ძლიერ ძელგი.

სურ 191. მუხის ქერქი

დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი


ქერქის სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი ღია - მურა, ღია - ნაცრისფერი, ვერცხლისფერი
ან მოყვითალო-მურა. სუნი სუსტი, თავისებური, ძლიერდება ქერქის წყლით
დასველებისას. გემო ძლიერ ძელგი.
ფხვნილი - მოყვითალო - მურა, 0, 5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი.
სუნი სუსტი, თავისებური. გემო ძლიერ ძელგი.
მიკროსკოპია. განივ განაკვეთზე ჩანს მურა ფერის კორპის ფენა უჯრედების
მრავალრიცხოვანი რიგებით. გარეთა ქერქში მოთავსებულია კალციუმის ოქსალატის
დრუზები, გაქვავებული უჯრედების ჯგუფები და კორპიდან რამდენადმე დაშორებული

172
ტანგენტალურად განლაგებული მექანიკური სარტყელი, რომელიც შედგება
მონაცვლეობით განლაგებული ლაფნის ბოჭკოებისა და გაქვავებული უჯრედების
ჯგუფისაგან. გარეთა ქერქში სარტყლიდან შიგნითა მიმართულებით გაფანტულია
ბოჭკოების და გაქვავებული უჯრედების ჯგუფები. პარენქიმის ზოგიერთი უჯრედი
შეიცავს ფლობაფენს - მურა – წითელი ფერის ჩანართების სახით. შიგნითა ქერქში
განლაგებულია მრავალრიცხოვანი, ტანგენტალურად გაჭიმული ლაფნის ბოჭკოთა
ჯგუფები კრისტალებიანი შემონაფენით. ბოჭკოთა ჯგუფები განლაგებულია პარალელურ
კონცენტრულ სარტყელებად. ამ ჯგუფებს შორის გადის ერთწყება გულგულის სხივები,
იშვიათად გვხვდება უფრო ფართო სხივები, რომლებიც კამბიუმთან ახლოს შეიცავს
გაქვავებულ უჯრედთა ჯგუფებს, რაც გამოშრობისას შიგნითა ზედაპირზე განაპირობებს
კარგად შესამჩნევი მოგრძო ნეკნების წარმოქმნას.

სურ.192. მუხის ქერქის მიკროსკოპია

ფხვნილი ხასიათდება კრისტალურ შემონაფენიანი ბოჭკოთა ჯგუფების


მრავალრიცხოვანი ნაგლეჯებით და გაქვავებულ უჯრედთა ჯგუფების არსებობით, მოჩანს
მუქი ფერის კორპის ნაჭრები; იშვიათად გვხვდება კალციუმის ოქსალატის დრუზები;
პარენქიმული უჯრედების შიგთავსი რკინა-ამონიუმის შაბის ხსნარით იღებება მოშავო -
ლურჯად.
თვისებითი რეაქციები. ქერქის შიგნითა ზედაპირის რკინა - ამონიუმის შაბის ხსნარის
წვეთით შესველებისას შეიმჩნევა მოშავო - ლურჯი შეფერადება. 0,1 გ დაწვრილმანებულ
ნედლეულს 2-3 წთ განმავლობაში ადუღებენ 10 მლ წყალში, აცივებენ და ფილტრავენ. 1
მლ ფილტრატს ამატებენ 2-3 წვეთ რკინა - ამონიუმის შაბის ხსნარს: შეიმჩნევა მოშავო -
ლურჯი შეფერადება (მთრიმლავი ნივთიერებები).
რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. მთრიმლავი ნივთიერებები
არანაკლებ 8%; ტენიანობა არაუმეტეს 15%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 8%; შიგნითა
ზედაპირზე გაშავებული ქერქის ნაჭრები არაუმეტეს 5%; 6 მმ-ზე მეტი სისქის ქერქის
ნაჭრები, არაუმეტეს 5%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 1%; მინერალური მინარევები
არაუმეტეს 1%.

173
სურ. 193. მუხის ქერქის მიკროსკოპია
ა) განივი ჭრილი, ბ) ფხვნილის ელემენტები; 1 – კორპის ფენა, 2–კალციუმის ოქსალატის დრუზები, 3 –
გაქვავებული უჯრედები, 4 – მექანიკური სარტყელი შედგება გაქვავებული უჯრედებისა და ლაფნის
ბოჭკოებისაგან, 5–ბოჭკოების ჯგუფი კრისტალური შემონაფენით, 6. პარენქიმის უჯრედების, ზოგიერთი
ამოვსებული მურა ფერის ფლობაფენით, 7–გულგულის სხივები, 8. ლაფნის ბოჭკოების კრისტალური
შემონაფენი

დაწვრილმანებული ნედლეული. მთრიმლავი ნივთიერებები არანაკლებ 8%;


ტენიანობა არაუმეტეს 15%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 8%; შიგნითა ზედაპირზე
გაშავებული ქერქის ნაჭრები არაუმეტეს 5%; ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7 მმ
დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 10%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან
საცერშიგაცრილი ნაწილაკები არაუმეტეს 5%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 1%;
მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.
ფხვნილი. მთრიმლავი ნივთიერებები არანაკლებ 8%; ტენიანობა არაუმეტეს 15%;
საერთო ნაცარი არაუმეტეს 8%; ნაწილაკები რომლებიც არ იცრება 0,5 მმ დიამეტრის
ნასვრეტებიან საცერში არაუმეტეს 5%.

174
დვალურას ფესურები – RHIZOMATA BISTORTAE

ველურადზრდადი მრავალწლოვანი ბალახოვანი


მცენარის, დვალურას –Polygonum bistorta L. და
Polygonum carneum C. Koch, ოჯ. მატიტელასებრნი -
Polygonaceae, დაყვავილების შემდეგ შეგროვებული,
ფესვებისაგან, ფოთლებისა და ღეროების ნარჩენებისაგან
გასუფთავებული, მიწისაგან გარეცხილი და გამშრალი
ფესურები.
გარეგანი ნიშნები. მთლიანი ნედლეული. ფესურა
მაგარი, გველისებრ - დაგრეხილი, რამდენადმე
გაბრტყელებული, განივი რგოლური გასქელებებითა და
მოჭრილი ფესვების კვალით. ფესურების სიგრძე 3 - 10 სმ,
სურ 194. დვალურა
სისქე 1,5 - 2 სმ. კორპი მუქი, მოწითალო - მურა;
გადანატეხზე - ვარდისფერი ან მურა - ვარდისფერი, გადანატეხი გლუვი. უსუნო. გემო
ძლიერ ძელგი.
დაწვრილმანებული ნედლეული. 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი
ფესურების სხვადასხვა ფორმის ნაჭრები. ფერი მურა - ვარდისფერი, მოწითალო - მურა.
უსუნო. გემო ძლიერ ძელგი.

სურ.195. დვალურას ფესურები

მიკროსკოპია. განივ განაკვეთზე მოჩანს ფესურას კონოვანი ტიპის შენება. გარედან


ის კორპის მუქი - მურა ფერის ფენითაა დაფარული. გამტარი კონები ოვალური ან
თითისტარისებრი ფორმის (კვეთაზე), კოლატერალური, ღია, განლაგებულია წრიულად.
კონებს გარეთა (ფლოემა) და შიგნითა (ქსილემა) მხარეს ემიჯნება სუსტად გასქელებული,
ოდნავ გამერქნებული სკლერენქიმული ბოჭკოების მცირე ჯგუფები. ძირითადი პარენქიმა
შედგება მომრგვალო უჯრედებისაგან, რომლებიც ქმნის მსხვილ უჯრედშორისებს
(აერენქიმა). პარენქიმის უჯრედები შეიცავს სახამებლის წვრილ, მარტივ მარცვლებს და
კალციუმის ოქსალატის მსხვილ დრუზებს.

175
თვისებითი რეაქციები. 1 მლ ფესურების მონახარშს (1 : 10) ამატებენ 2 - 3 წვეთ რკინა
ამონიუმის შაბის ხსნარს. წარმოიქმნება მოშავო - ლურჯი შეფერადება (მთრიმლავი
ნივთიერებები).

სურ. 196. დვალურას ფესურების მიკროსკოპია


ა- განივი ჭრილი, ბ- გამტარი კონის ფრაგმენტი, 1- ძირითადი პარენქიმის უჯრედები, 2- კალციუმის
ოქსალატის დრუზები, 3-მექანიკური ბოჭკო, 4-ფლოემა, 5- კამბიუმი, 6-მერქანი, 7- კორპი.

რიცხვითი მაჩვენებლები. მთლიანი ნედლეული. მთრიმლავი ნივთიერებები


არანაკლებ 15%; ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 10%; გადანატეხზე
გაშავებული ფესურები არაუმეტეს 10%; ფესვების, ფოთლებისა და ღეროების ნარჩენები,
მათ შორის ანალიზის დროს გადარჩეული არაუმეტეს 1%; ორგანული მინარევები
არაუმეტეს 0, 5%; მინერალური მინარევები არაუმეტეს 1%.
დაწვრილმანებული ნედლეული. მთრიმლავი ნივთიერებები არანაკლებ 15%;
ტენიანობა არაუმეტეს 13%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 10%; გადანატეხზე გაშავებული

176
ფესურების ნაჭრები არაუმეტეს 10%; ფესვების, ფოთლების და ღეროების ნაჭრები
არაუმეტეს 1%; ნაწილაკები, რომლებიც არ იცრება 7 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში
არაუმეტეს 10%; 0,5 მმ დიამეტრის ნასვრეტებიან საცერში გაცრილი ნაწილაკები
არაუმეტეს 15%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 0,5%; მინერალური მინარევები
არაუმეტეს 1%.

თრიმლის ფოთლები – FOLIA COTINI COGGIGRIAE

ბუჩქოვანი ან მცირე ზომის ხე მცენარის თრიმლის – Cotinus coggigria Scop. (Rhus


cotinis L.) ოჯ. თუთუბოსებრნი – Anacardiaceae, ფოთლები შეგროვილი ზაფხულის
განმავლობაში და გამშრალი.

სურ. 197. თრიმლი


გარეგანი ნიშნები. მთლიანი ან დამტვრეული ფოთლები, ფრთისებრ - დაძარღვული,
გრძელყუნწიანი და ელიფსური ან უკუკვერცხისებრი ფირფიტით. ფოთლების ფირფიტის
სიგრძე 3 - 12 სმ, სიგანე 3 - 8 სმ, ყუნწის სგრძე 1- 6 სმ; წვერი ბლაგვი, წაკვეთილი, ძირი
მომრგვალო, კიდემთლიანი. ფოთლების ზედა მხარე მუქი მწვანე, შიშველი; ქვედა -
მტრედისფერ - მწვანე, შებუსვილი. ფოთლის გასრესვით შეიგრძნობა სპეციფიკური სუნი.

სურ. 198. თრიმლის ფოთლების მიკროსკოპია

177
მიკროსკოპია. ფოთლის ფირფიტის ორივე მხარეს ეპიდერმისის უჯრედები
დაკლაკნილკედლიანია; ბაგეები ანომოციტური ტიპის. ქვედა მხარეს განლაგებულია 2
ტიპის ბუსუსები: მარტივი, გრძელი ბუსუსები, მიმაგრების ადგილების ირგვლივ
მკვეთრად გამოხატული როზეტით და თავაკიანი ბუსუსები ერთუჯრედიანი ფეხითა და
წაგრძელებული მრავალუჯრედიანი თავაკით.

სურ.199. თრიმლის ფოთლების მიკროსკოპია


1 - ეპიდერმისის უჯრედები; 2 - ბაგე; მარტივი ბუსუსები; 4 - როზეტად შეკრებილი ეპიდერმისის
უჯრედები; 5 - თავაკიანი ბუსუსი; 6 - კუტიკულის დანაოჭება; 7 - კალციუმის ოქსალატის დრუზები

თვისებითი რეაქციები. 1 მლ ფოთლების მონახარშს (1 : 10) ამატებენ 2 - 3 წვეთ რკინა


ამონიუმის შაბის ხსნარს. წარმოიქმნება მოშავო - ლურჯი შეფერადება (მთრიმლავი
ნივთიერებები).
რიცხვითი მაჩვენებლები. ტანინის შემცველობა არანაკლებ 15%;
სპექტროფოტომეტრული მეთოდით განსაზღვრული ფლავონოიდების ჯამი არანაკლებ
1%ლ; ტენიანობა არაუმეტეს 12%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 2%; მცენარის სხვა ნაწლები
(ტოტები, ყვავილები, ნაყოფები) არაუმეტეს 7%; 0,5 მმ ზომის ნასვრეტებიან საცერში
გაცრილი ნაწილები არაუმეტეს 4%; ორგანული და მინერალური მინარევები შესაბამისად
არაუმეტეს 1%.

თუთუბოს ფოთლები – FOLIA RHOIS CORIARIAE

ბუჩქოვანი ან მცირე ზომის ხემცენარის თუთუბოს – Rhus coriaria L. ოჯ.


თუთუბოსებრნი – Anacardiaceae რთული ფოთლები შეგროვილი ზაფხულის
განმავლობაში და გამშრალი.

178
სურ. 200. თუთუბო

გარეგანი ნიშნები. ნედლეული შედგება გამშრალი მთლიანი ფოთლების ან


ცალკეული ფოთოლაკებისაგან, ფოთოლაკების ფერი ზედა მხარეს მუქი მწვანე, ქვედა
მხარეს თითქმის ნაცრისფერი, სიგრძე 15-20 სმ. სიგანე 1,5–3სმ, წაგრძელებულ
კვერცხისებური - სოლისებური ფუძით, წამახვილებული წვერით, კიდეები
მსხვილხერხკბილა
მიკროსკოპია. სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს ეპიდერმისის მრავალკუთხა
(უმეტესად ხუთკუთხა) ფორმის კრიალოსნის მსგავსად გასქელებულ გარსიან უჯრედებს.
მრავალრიცხოვან მარტივ ბუსუსებს განსაკუთრებით ძარღვების გასწვრივ, ცენტრალურ
ნაწილში მოყვითალო - წაბლისფერი შემცველობით. მეჩხერად განლაგებულ თავაკიან
ბუსუსებს ერთუჯრედიანი ფეხითა და მრავალუჯრედიანი თავაკით. ბაგეები
ანომოციტური ტიპის. მეზოფილში ძარღვების გასწვრივ განლაგებულია კალციუმის
ოქსალატის მრავალრიცხოვანი დრუზები 2 ან 3 რიგად.

სურ. 201. თუთუბოს ფოთლების მიკროსკოპია

რიცხვითი მაჩვენებლები. ტანინის შემცველობა არანაკლებ 15%; ტენიანობა


არაუმეტეს 12%; საერთო ნაცარი არაუმეტეს 6,5%; 0,5 მმ ზომის ნასვრეტებიან საცერში
გაცრილი ნაწილები არაუმეტეს 4%; გაშავებული ფოთლები არაუმეტეს 2%; ღეროსეული
ნაწილები არაუმეტეს 4%; ორგანული მინარევები არაუმეტეს 1%; მინერალური _
არაუმეტეს 1%.

179
გამოყენებული ლიტერატურა

1. სახელმწიფო ფარმაკოპეა, ტომი II, თბილისი 2003 –453 გვ


2. ლინა ერისთავი ფარმაკოგნოზია თბილისი 2006 – 684 გვ
3. Atlas Microscopy drugs , Charles University in Prague, Fakulty of Pharmacy in Hradec Kralove.
Autors: Dahlia Spilkova, Maria Kasparova, Haha Kucerova, Vaclav Koula.2005
4. Практикум по фармакогнозии: Учеб. пособие для студ. вузов / В. Н. Ковалев, Н. В.
Попова, В. С. Кисличенко и др. 2003 -512c.
5. Самылина И.А., Аносова О.Г. Фармакогнозия. Атлас: учебное пособие: в 2-х т. – М.:
ГЭОТАР-Медиа, 2007. – Т.1. – 192с.
6. Руководства к практическим занятиям по фармакогнозии» Долгова А. А, Ладыгина Е. Я.,
1977 – 255c.
7. Химический анализ лекарственных растений/Под. ред. Гринкевич Н. И., Сафронич Л. Н./ -
М. Высшая школа, 1983

180
შინაარსი
შესავალი ........................................................................................................................................................ 2
თავი 1. სამკურნალო მცენარეული ნედლეულის მიღების წესები ............................................................ 4
და საანალიზო სინჯების შერჩევის მეთოდები ........................................................................................... 4
დაფასოებული პროდუქციიდან სინჯების აღება...................................................................................... 9
სამკურნალო მცენარეულ საშუალებათა საშუალო და საანალიზო ...................................................... 10
სინჯების შერჩევა ........................................................................................................................................ 10
თავი 2. სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ანალიზის მეთოდები ............................................. 11
ფოთლები- FOLIA ....................................................................................................................................... 14
ბალახები - HERBAE.................................................................................................................................... 21
ყვავილები - FLORES................................................................................................................................... 22
ნაყოფები - FRUCTUS .................................................................................................................................. 23
თესლები - SEMINA..................................................................................................................................... 24
ქერქები - CORTICES ................................................................................................................................... 26
ფესვები, ფესურები, ბოლქვები, ტუბერები, ტუბერბოლქვები - ........................................................... 27
RADICES, RHIZOMATA, BULBI, TUBERA, BULBOTUBERA.................................................................... 27
ნაკრებები - SPECIES ................................................................................................................................... 30
თავი 3. სამკურნალო მცენარეული ნედლეულის მიკროსკოპული და მიკროქიმიური გამოკვლევის
ტექნიკა ......................................................................................................................................................... 32
ფოთლები, ბალახები, ყვავილები ............................................................................................................. 32
ნაყოფები, თესლები .................................................................................................................................... 33
ქერქები ......................................................................................................................................................... 34
ფესვები, ფესურები, ტუბერები, ბოლქვები, ტუბერბოლქვები .............................................................. 35
თავი 4. ფიტოქიმიური ანალიზი ............................................................................................................... 37
დაწვრილმანების განსაზღვრა ................................................................................................................... 38
მინარევების შემცველობის განსაზღვრა ................................................................................................... 39
სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ტენიანობის განსაზღვრა ...................................................... 40
საერთო ნაცრის განსაზღვრა ...................................................................................................................... 41
ქლორწყალბადმჟავაში უხსნადი ნაცრის განსაზღვრა ............................................................................ 42
სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში ექსტრაქტული ნივთიერებების ............................................ 42
შემცველობის განსაზღვრა.......................................................................................................................... 42
დიდი მრავალძარღვას ფოთლები - FOLIA PLANTAGINIS MAJORIS .................................................. 48
ვირისტერფას ფოთლები – FOLIA FARFARAE ...................................................................................... 50

181
სელის თესლები – SEMINA LINI ............................................................................................................. 52
ცაცხვის ყვავილები – FLORES TILIAE .................................................................................................... 54
ვიტამინების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული.......................................................... 56
ასკილის ნაყოფები – FRUCTUS ROSAE .................................................................................................... 56
ჭინჭრის ფოთლები – FOLIA URTICAE..................................................................................................... 61
ორკბილას ბალახი – HERBA BIDENTIS................................................................................................... 64
წიწმატურას ბალახი – HERBA BURSAE PASTORIS ............................................................................... 66
ეთეროვანი ზეთები ..................................................................................................................................... 69
ეთეროვანი ზეთის გარდატეხის მაჩვენებლის განსაზღვრა .................................................................. 70
ეთეროვანი ზეთების თხელფენოვანი ქრომატოგრაფია ......................................................................... 70
სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში ეთეროვანი ზეთის .................................................................. 70
შემცველობის განსაზღვრა.......................................................................................................................... 70
ეთეროვანი ზეთების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული........................................... 74
ბაღის პიტნის ფოთლები – FOLIA MENTHAE PIPERITAE ................................................................. 74
სალბის ფოთლები – FOLIA SALVIAE...................................................................................................... 75
წნელისებრი ევკალიპტის ფოთლები – FOLIA EUCALYPTI VIMINALIS ............................................. 78
კატაბალახას ფესურები ფესვებით – RHIZOMATA CUM RADICIBUS VALERIANAE ..................... 80
მწარე აბზინდას ბალახი – HERBA ARTEMISIAE ABSINTHII .............................................................. 82
მწარე აბზინდას ფოთლები – FOLIA ARTEMISIAE ABSINTHII ............................................................ 82
ფარსმანდუკის ბალახი – HERBA MILLEFOLII ........................................................................................ 85
გვირილას ყვავილები – FLORES CHAMOMILLAE ................................................................................ 88
დიდი კამას ნაყოფები – FRUCTUS FOENICULI ...................................................................................... 90
კამის ნაყოფები – FRUCTUS ANETHI GRAVEOLENTIS ........................................................................ 91
თავშავას ბალახი – HERBA ORIGANI ...................................................................................................... 92
ბეგქონდარას ბალახი – HERBA SERPILLI ............................................................................................... 95
ჩვეულებრივი ურცის ბალახი – HERBA THYMI VULGARIS ................................................................. 97
საგულე გლიკოზიდების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ფიტოქიმიური
ანალიზი ....................................................................................................................................................... 99
თვისებითი რეაქციები საგულე გლიკოზიდებზე ................................................................................. 100
საგულე გლიკოზიდების თხელფენოვანი ქრომატოგრაფია ................................................................ 100
საგულე გლიკოზიდების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული .................................. 101
ფუტკარას ფოთლები – FOLIA DIGITALIS .......................................................................................... 101
შროშანას ბალახი – HERBA CONVALLARIAE .................................................................................... 103

182
შროშანას ფოთლები – FOLIA CONVALLARIAE ................................................................................... 103
შროშანას ყვავილები – FLORES CONBALLARIAE .............................................................................. 103
ყვითელი ცხვირსატეხელას ბალახი – HERBA ADONIS VERNALIS ................................................. 107
საპონინების შემცველი მცენარეული ნედლეულის ფიტოქიმიური ანალიზი .................................. 109
ქაფიანობის რიცხვის განსაზღვრა ........................................................................................................... 109
საპონინების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეულ .......................................................... 110
ძირტკბილას ფესვები – RADIX GLYCYRRHIZAE .................................................................................. 110
თირკმლის ჩაის ფოთლები – FOLIA ORTHOSIPHONIS STAMINEI ................................................. 112
კუროსთავის ბალახი – Herba Tribuli terrestris........................................................................................ 114
მწარე გლიკოზიდების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული ...................................... 116
წყლის სამყურას ფოთლები – FOLIA MENYANTHIDIS TRIFOLIATAE ........................................... 116
ბაბუაწვერას ფესვები – RADICES TARAXACI ....................................................................................... 118
ალკალოიდების შემცველი მცენარეული ნედლეულის ....................................................................... 120
ფიტოქიმიური ანალიზი .......................................................................................................................... 120
ალკალოიდების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული .................................................. 121
შმაგას ფოთლები – FOLIA BELLADONNAE .......................................................................................... 121
ლენცოფას ფოთლები – FOLIA HYOSCIAMI ........................................................................................ 123
ლემას ფოთლები – FOLIA STRAMONII ................................................................................................ 125
თერმოფსის ბალახი – HERBA THERMOPSIDIS ..................................................................................... 128
სეკურინეგას ყლორტი – CORNUS SECURINEGAE ............................................................................... 130
ქრისტესისხლას ბალახი – HERBA CHELIDONII .................................................................................. 131
პატარა გველის სუროს ბალახი – HERBA VINCAE MINORIS ............................................................... 133
პასიფლორას ბალახი - HERBA PASSIFLORAE ...................................................................................... 134
ჩაის ფოთლები - FOLIUM THEAE ........................................................................................................... 136
შხამას ფესურა ფესვებით - RHIZOMATA ET RADICES VERATRI ...................................................... 138
მარტივი ფენოლები შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული .......................................... 140
დათვის კენკრას ფოთლები - FOLIA UVAE URSI .................................................................................. 140
მთის ჩადუნას (მამრობითი გვიმრა) ფესურები - RHIZOMA FILICIS MARIS ..................................... 142
კუმარინების აღმოჩენა მცენარეულ ნედლეულში ................................................................................ 144
კუმარინების შემცველისამკურნალომცენარეული ნედლეული ......................................................... 145
ძიძოს ბალახი – HERBA MELILOTI ......................................................................................................... 145
ფლავონოიდებისა შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ფიტოქიმიური ანალიზი 147

183
ფლავონოიდების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული............................................... 147
ჩიტის მატიტელას ბალახი – HERBA POLYGONI AVICULARIS ......................................................... 147
წალიკას ბალახი – HERBA POLYGONI HYDROPIPERIS ...................................................................... 149
ბოსტნის წალიკას ბალახი – HERBA POLYGONI PERSICARIAE ....................................................... 152
შავბალახას ბალახი – HERBA LEONURI ................................................................................................. 154
კრაზანას ბალახი – HERBA HYPERICI ................................................................................................... 157
ფშნის ეკალის ფესვები – RADICES ONONIDIS ..................................................................................... 159
ანტრაცენნაწარმების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ფიტოქიმიური ანალიზი
..................................................................................................................................................................... 161
ანტრაცენნაწარმების გამოყოფა ნედლეულიდან ................................................................................. 161
ანტრაცენნაწარმების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული ......................................... 162
ხეჭრელის ქერქი – CORTEX FRANGULAE ........................................................................................... 162
სინამაქის ფოთლები – FOLIA SENNAE ................................................................................................. 166
ენდროს ფესურა და ფესვები – RHIZOMATA ET RADICES RUBIAE ................................................. 169
მთრიმლავი ნივთიერებების შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული ............................ 171
სამკურნალო მცენარეულ ნედლეულში მთრიმლავი ნივთიერებების რაოდენობის განსაზღვრა .. 171
მუხის ქერქი – CORTEX QUERCUS ......................................................................................................... 172
დვალურას ფესურები – RHIZOMATA BISTORTAE .............................................................................. 175
თრიმლის ფოთლები – FOLIA COTINI COGGIGRIAE ........................................................................... 177
თუთუბოს ფოთლები – FOLIA RHOIS CORIARIAE .............................................................................. 178
გამოყენებული ლიტერატურა ................................................................................................................. 180
შინაარსი ..................................................................................................................................................... 181

184
შენიშვნები

185

You might also like