You are on page 1of 8

„ვიტამინები“

ვიტამინი-ორგანული ნივთიერებაა,
რომელსაც ორგანიზმი არ
ასინთეზებს (ან მცირე
რაოდენობით ასინთეზებს)
რომლის მიღებაც აუცილებელია
დიეტით. შესაბამისად,
კონკრეტული ნვთიერება
ზოგიერთი ორგანიზმისთვის
შეიძლება იყოს ვიტამინი, ხოლო
სხვისთვის არა.
ვიტამინების როლი ადამიანის ორგანზმისათვის
ვიტამინს უდიდესი როლი აკისრია ადამიანის
ცხოვრებაში მისი ნორმალური
ცხოველქმედებისა და სიცოცხლისუნარიანობის
შენარჩუნებაში. ვიტამინები მონაწილეობენ
ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ისინი
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია რაც
კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ
ნაწილაკად აქცევს მათ. ერთი ვიტამინის ან
ვიტამინების ჯგუფის ნაკლებობა ადამიანების
ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა დაავადების
განვითარებას, რასაც ავიტამინოზი ჰქვია. მისი
მკურნალობა შეიძლება იმ ვიტამინების მიღებით
ბუნებრივი საკვებიდან ან დრაჟეს სახით
რომლის ნაკლებობასაც განვიცდით.
დღეისათვის ცნობილია 30-მდე ვიტამინი
რომლებიც გავრცელებულია როგორც
მცენარეულ ასვე ცხოველურ ორგანიზმებში. ჩვენ
ადამიანები ამ საჭირო ვიტამინების რაოდენობას
ჩვენი კვების რაციონიდან ვიღებთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი C,A და B1
ვიტამინები
C ვიტამინი (ასკორბინი)
C6H8C6-ქიმიური ფორმულა
ასკორბინის მჟავა (წყალში ხსნადი), — ეგრედ წოდებული ვიტამინი C,
ძლიერი ანტიოქსიდანტია. იგი არეგულირებს სისხლის შედედებას ,
აწესრიგებს კაპილარების გამტარობას, მონაწილეობს
სისხლწარმოქმნაში, მოქმედებს ანთებისა და ალერგიის წინააღმდეგ ,
აწესრიგებს სტრესის შედაგად გამოწვეულ პრობლემებს, აძლიერებს
რეპარაციულ (აღდგენით) პროცესებს, ზრდის ინფექციების მიმართ
მდგრადობას.

მნიშვნელოვანია, რომ C ვიტამინის ადექვატური რაოდენობა ორგანიზმში


ბევრად უფრო ზრდის В1, В2, A, E ვიტამინების, პანტოტენისა და
ფოლიუმის მჟავეების მდგრადობას. ჰორმონები, რომელთაც
თირკმელზედა ჯირკვალი გამოჰყოფს, შეიცავენ უფრო მეტ ასკორბინს,
ვიდრე სხეულის რომელიმე სხვა ნაწილი. ვიტამინი C ეხმარება ამ
,,სტრესული’’ ჰორმონების გამოყოფას და იცავს ორგანიზმს
ტოქსინებისაგან, რომლების წარმოიქმნება მათი მეტაბოლიზმის
(გარდაქმნის) პროცესში.

ნორმა
ვიტამინი C - დეფიციტი იწვევს სკარბის (სუროვანდი), პეტექიებს, ექიმოზს ,
ღრძილებიდან სისხლდენა, სახსრების შეშუპება, რეგენერაციის
დაქვეითება. მისი დეფიციტი ვითარდება, როცა მიღება ნაკლებია 10
მგ/დღეზე. დეფიციტს იწვევს მოწევა (თამბაქოს მოხმარება)
ალკოჰოლიზმი.
A ვიტამინი - რეტინოლი
20H20O - ქიმიური ფორმულა
თავდაპირველად ვიტამინი A სტაფილოდან მიიღეს და მისი ჯგუფის
წარმომადგენლებს, კაროტინოიდებს, სტაფილოს ინგლისური შესატყვისი
- carrot უწოდეს. კაროტინოიდები მცენარეებში, ზოგიერთ სოკოსა და ზღვის
წყალმცენარეებში არსებობენ, ხოლო ორგანიზმში ჟანგვითი პროსის
შედეგად A ვიტამინად გადაიქცევა. სულ ხუთასამდე რიგის
კაროტინოიდია ცნობილი. მათ შორის ყველაზე ცნობილ კაროტინოიდს
განეკუთვნება b - კაროტინი, რომელიც A ვიტამინის პროვიტამინს
წარმოადგენს.
ვიტამინი А მონაწილეობს: ჟანგვა-აღდგენის, ცილის სინთეზისა და
ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ძვლისა და კბილის ფორმირებაში,
ახალი უჯრედების განვითარებასა და იმუნური სისტემის
ფუნქციონირებაში.
ბავშვის სისხლში А ვიტამინის შემცველობა, წითელასა და ჩუტყვავილას
(ბატონების) ადვილად გადატანის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
მოზრდილმა ადამიანმა ყოველდღე უნდა მიიღოს 33000 МЕ А ვიტამინი. ის
დაავადებები, რომლებიც რეტინოლის უკმარისობას იწვევენ - 10000 МЕ
დღეში.
B1- ვიტამინი თიამინი
C12H17N4OS-ქიმიური ფორმულა
ვიტამინი B1(თიამინი) ძირითადად გამოირჩევა ორგანიზმზე ანტინერვული მოქმედებით . თიამინი არ
წარმოიქმნება ორგანიზმში, ამიტომ აუცილებელია ის ყოველ დღე ორგანიზმში მოხვდეს საკვების
სახით.
სასარგებლო თვისებები და ორგანიზმზე მოქმედება: ვიტამინი B1 დიდ როლს თამაშობს
ნივთიერებათა ცვლაში. ვიტამინი B1 აუცილებელია ორგანიზმის ყოველი უჯრედის ნორმალური
მუშაობისთვის, განსაკუთრებით ნერვული უჯრედებისთვის . ის ასტიმულირებს ტვინის მუშაობას .
აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემებისთვის .
თიამინი არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობას, კუჭ -ნაწლავის წამყვან ფუნქციებს , ზრდის
ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების წინააღმდეგ. ზრდის მონელების უნარს .
არეგულირებს კუნთების და გულის მუშაობას. ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას და მონაწილეობს
ცხიმების, ცილების და წყლის ცვლაში.
ვიტამინი B1-ის უკმარისობის დროს შეიძლება განვითარდეს:
- მეხსიერების დაქვეითება.
- დეპრესია.
- დაღლილობა.
- გულმავიწყობა.
- ხელების კანკალი და მრავალი სხვა.
რა იწვევს ვიტამინი B1-ის დეფიციტს ორგანიზმში: ვიტამინი B1-ის უკმარისობა ორგანიზმში შეიძლება
გამოიწვიოს ჭარბი ნახშირწყლების მიღებამ, ალკოჰოლის , ჩაის და ყავის მიღებამ . საგრძნობლად
მცირდება თიამინის შემადგენლობა ნერვულ -ფსიქოლოგიური აშლილობის დროს . ცილების
დეფიციტი რაციონში ასევე ამცირებს B1 ვიტამინის რაოდენობას .
ნორმა: მისი დეფიციტის განვითარებისთვის ადამიანი უნდა იღებდეს 0,3 მგ-ზე ნაკლებს ყოველ 1000
კალორიაზე.
წყალში ხსნადი: C, P, B ვიტამინები.
ცხიმში ხსნადი: A, D, E, K ვიტამინები

You might also like