You are on page 1of 2

ვარიანტი 1

მამუკა ბაქრაძე 110015


1. ბიოქიმიის როლი და მნიშვნელობა სასიცოცხლო პროცესებსა და სურსათის
წარმოებაში.
ბიოქიმია განიმარტება როგორც მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ ორგანიზმში

მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს, მათი რეგულირების მექანიზმებს, ენერგიის

წარმოქმნასადა ტრანსფორმაციას (გარდაქმნას).კვების პროდუქტთა წარმოება კაცობრიობის

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. საკვები ჟანგბადთან ერთად ადამიანის

სიცოცხლის უზრუნველყოფის, ზრდისა და განვითარების, შრომისუნარიანობის, ნაადრევი

სიბერის თავიდან აცილების, დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობის

უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური ფაქტორია. საკვები განაპირობებს ადამიანის ფიზიკურ

და გონებრივ განვითარებას, ორგანიზმის მდგრადობას გარემოს უარყოფითი

ზემოქმედების მიმართ. საკვებში კვების პროდუქტების და სხვა კომპონენტების

უკმარისობა ან სიჭარბე იწვევს სპეციფიკურ, არასწორი კვებით გამოწვეულ დაავადებათა

განვითარებას, ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას.კვების პროდუქტების

ინგრედიენტები ორგანიზმში მოხვედრისას მეტაბოლიზმის პროცესში რთული

ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად ფორმირდება უჯრედის სტრუქტურულ

ელემენტებად, რითაც ორგანიზმს უზრუნველყოფს პლასტიკური მასალით და ენერგიით,

განსაზღვრავს ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამიტომ საკვების

ხარისხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს ერის

ჯანმრთელობას.კვების პროდუქტებმა უნდა დააკმაყოფილოს არა მარტო ადამიანის

მოთხოვნილება ძირითად საკვებ ნივთიერებასა და ენერგიაზე, არამედ შეასრულოს

პროფილაქტიკური და სამკურნალო ფუნქციები. ზუსტად ამიტომ ჩვენ,როგორც მომავალმა

კვების ტექნოლოგებმა უნდა შევისწავლოთ ბიოქიმია,რათა მომავალში შევქმნათ უვნებელი

სურსათი,თუნდაც არსებული სურსათის შემადფგენლობა შევცვალოთ ისე,რომ არ იყოს

ზიანი ორგანიზმისთვის

2. უჯრედის ენერგეტიკა. საკვების ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა).


ადამიანის სხეული შედგება უჯრედებისგან, რომელიც თავის მხრივ შედგება ქიმიური

ნივთიერებებისგან. ზრდასრულ ორგანიზმში მუდმივად ხდება ძველი ან დაზიანებული


უჯრედების განახლება. ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად საჭიროა ქიმიური ნივთიერებები,

რომლებსაც საკვები შეიცავს. საკვების ენერგეტიკული ღირებულება კალორიებში ან

კილოკალორიებში იზომება (1კკალ = 1000კალ). საკვების კალორიულობას პროდუქტის ყოველ

100 გრამზე ანგარიშობენ. ადამიანი ჯანმრთელი რომ იყოს და ზრდა–განვითარების პროცესი

ნორმალურად მიმდინარეობდეს, საჭიროა სხვადასხვა ნივთიერების მიღება. ეს ნივთიერებები

ჩვენი ორგანიზმის საშენი მასალაა. ჯანსაღი კვება გულისხმობს პროდუქტების

მრავალფეროვნებას, ბალანსირებულ რაციონს. კვების პროდუქტები შეიცავს საკვებ

ნივთიერებებს, როგორიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, წყალი და

მინერალური ნივთიერებები. უჯრედის ენერგეტიკაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა

აქვს ჟანგვისა და აღდგენის რეაქციებს. ადამიანის ორგანიზმში დაშლის საბოლოო გამოყოფილ

პროდუქტებს შორის, რაოდენობის მიხედვით, ჭარბობს ნახშირორჟანგი და წყალი, რომელსაც

გამოვყოფთ, ძირითადად, შარდისა და ოფლის სახით

3. ცილების როლი ცოცხალ ორგანიზმში და ადამიანის კვებაში (მაგალითების


მოტანით)
ცილები არიან პროდუქტები რომლებსაც აკისრიათ სხვადასხვაგვარი მიზნები და
დანიშნულებები ცოცხალ ორგანიზმში: საშენი, გადამტანები, ენერგეტიკული,
სატრანსპორტო, მამოძრავებელი (პირველხარისსხოვნად სამშენებლო დანიშნულება
აქვს). ცილები ჩვეუელბრივი სემანტიდებია ე.ი ისინი ინფორმაციული მოლეკულები
არიან. ცილები შედგებიან თანმიმდევრობით დაწყობილი 20დან 23მდე ამინომჟავისგან.
ზოგადი კვებითი ღირებულება განისაზღვრება პროუქტში ცილების არსებობით.
ცილები სხვადასხვა ცოცხალ არსებაში სხვადასხვაგვარად იწვის მაგრამ ყველა
შემთხვევაში ისინი ორგანიზმში სრულად ვერ იჟანგებიან. ცილების შეუცვლელი
ამინომჟავები იმდენად მნიშვნელოვანია რომ ადამიანის ორგანიზმი მათი ნაკლებობისას
ხდება: ნივთიერებათა ცვლის, სასუნთქი სისტემების, რეგენერაციის (კიდევ ბევრი)
რეაქციების დარღვევა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ცილის პირველწყარო დედამიწაზე
მცენარეებია რომლებიც ნახშირბადის აზოტისა და წყლის საშუალებით წარმოქმნის მას.

You might also like