You are on page 1of 3

მცენარის კვება - ფოტოსინთეზი

გაიხსენე რა მოუვათ უსაკვებოდ დარჩენილ ორგანიზმებს- თევზებს, ფრინველებს,


ძუძუმწოვარ ცხოველებს, ადამიანებს.

როგორც ყველა ცხოველსა და ადამიანს, მცენარესაც სჭირდება კვება, მაგრამ როგორ


მოიპოვებს მცენარე საკვებს?

მზის ენერგიის ხარჯზე არაორგანული ნივთიერებებიდან ორგანული


ნივთიერებების სინთეზს ფოტოსინთეზი („ფოტოს“-სინათლე, „სინთეზის“-
შეერთება.) ეწოდება. ფოტოსინთეზი რთული პროცესია, მის განსახორციელებლად
საჭიროა რამდენიმე ბუნებრივი ფაქტორი: მზის სინათლე, ქლოროფილი,
ნახშიროჟანგი, წყალი.

მზის სინათლე - ეს არის ენერგიის ბუნებრივი წყარო, რომელიც აუცილებელია


მცენარეში საკვები ნივთიერების წარმოსაქმნელად.

ქლოროფილი - არის პიგმენტი რომელიც მცეანრეს მწვანე შეფერილობას აძლევს,


როგორც ვიცით ის ქლოროპლასტშია მოთავსებული. ქლოროფილს უნარი აქვს
შთანთქოს სინათლის ენერგია, რომელიც შემდგომ გარდაიქმენბა ქიმიურ ენერგიად.

ნახშირორჟანგი ( СO2 ) - აირია, რომელიც ატმოსფერული ჰაერის შემადგენელობაში


შედის, ის ასევე აუცილებელია ფოტოსინთეზეის პროცესისათვის.

წყალი (H2O) - ფესვების საშუალებით მიეწოდება ფოთოლს. წყალი და


ნახშირორჟანგი, ქლოროფილისა და სინათლის ენერგიის დახმარებით
შეერთდებიან, ამ დროს წარმოიქმნება ორგანული ნივთერება (საკვები ნივთიერება)
ნახშირწყალი (C6H12O6)

6CO2 (ნახშირორჟანგი) + 6H2O (წყალი ) +სინათლის


ენერგია C6H12O6 (ნახშირწყალი) + 6O2
(ჟანგბადი)

ამრიგად ფოტოსინთეზეი არის მცენარეთა მიერ მზის


ენერგიის დახმარებით წყლისაა და
ნახშირორჟანგისაგან ორგანული ნივთიერებების
(საკვები ნივთიერებების) წარმოქმნის პროცესი,
რომელსაც თან სდევს ჟანგბადის გამოყოფა. ჟანგბადი კი ხელს უწყობს ჯანსაღი
გარემო პირობების ჩამოყალიბებას.

საშინაო დავალება:

1) დააკვირდი ზემოთ აღნშნულ სურათს და შეავსე ცხრილი:

საკვების შესაქმნელად მცენაარეებს მცენარე მას იღებს


სჭირდებათ
სინათლე
წყალი
ნახშიროჟანგი

2) უპასუხე კითხვებს:
 რატომ უწოდებენ მცენარის მიერ საკვების შექმნის პროცესს
„ფოტოსინთეზს“ ?
 რა დროს გამოყოფს მცენარე ჟანგბადს?
 რომელ უმდაბლეს მცენარეს იცნობთ, როლებმაც აქტიურად დაიწყეს
ფოტოსინთეზის პროცესი ოკეანეში და რა მნიშვნელობა აქვს ჟანგბადის
წარმოქმნას?
 მხლოდ მწვანე მცენარეები ახერხებენ ფოტოსინთეზს?
 მცენარეს რომელი ნაწილები მონაწილეობენ ფოტოსინთეზში?
3) შეავსე გამოტოვებული ადგილები:
მწვანე მცენარეები ______________ თავად ქმნიან. ამ პროცესს ____________
ეწოდება. საკვების შესაქმნელად მცენარე ჰაერიდან ______________ შთანთქავს.
მცენარეს საქვების წარმოსაქმნელად ____________________,
_____________________________ და ____________________ ესაჭიროება.
მზის სინათლებე მწვანე მცენარეები ჰაერში გამოყოფს აირს, რომელსაც
__________________ ეწოდება.

You might also like