You are on page 1of 18

ხერხემლიანები

ავტორი:ნინო გელაშვილი 01.04.2012


მიზანი:ხერხემლიანთა
ძირითადი ჯგუფების გაცნობა

შედეგი:მოსწავლეები ფლობენ ხერხემლიან


ცხოველთა აგებულებას ,გავრცელებას
მნიშვნელობას
ხერხემლიანები
ხერხემლიანები, ქალიანები ცხოველების ქვეტიპი ქორდიანების ტიპისა.
ხერხემლიანების როგორც სხეულის აგებულება, ისე ფიზიოლოგიური მოქმედება
განვითარების მაღალ დონეზეა. სხეული დაფარული აქვთ კანით, რომელიც
უშუალო კონტაქტშია გარემოს ფაქტორთან,მონაწილეობს აირთა ცვლაში,
ორგანოებიდან ნივთიერებათა დაშლის პროდუქტების გამოყოფაში. კანის
წარმონაქმნებია ქერცლი, ბუმბული, თმა (და მისი
სახეცვლილებანი), ბრჭყალები, ჩლიქები,ფრძხილები,რქები და სხვა. კანში ბევრია
ლორწოს გამომყოფი, სპეციფიკური თებოს, ოფლისა და სხვა ჯირკვალი.
კუნთოვანი სისტემა მძლავრი და დიფერენცირებულია.ხერხემლიანებში შედის 5
ძირითადი ჯგუფი: 1.თევზები2. ამფიბიები3.ქვერწამავლები 4. ფრინველები 5.
ძუძუმწოვრები
ხერხემლიანებს აქვთ სამი ტიპის ჩონჩხი: შემაერთებელქსოვილოვანი,
ხრტილოვანი და ძვლოვანი. ჩონჩხი შედგებახერხემლის, ქალას, კიდურების
სარტყლებისა და თავისუფალი კიდურების ჩონჩხისაგან. გამოყოფილია
ხერხემლის განყოფილებები: კისრის, მკერდის, წელის, გავის და კუდისა.
ზოგს ესა თუ ის განყოფილება არ გააჩნია. მალათა როგორც აგებულება, ისე
რაოდენობა განსხვავებულია კლასების მიხედვით. ქალა შედგება ტვინის
ქალას და სახის ქალასაგან.ზედა კიდურის ჩონჩხი შედგება მხრის წინა მხრის
და მტევნისაგან.ქვედა კიდურის ჩონჩხი შედგება ბარძაყის წვივისა და
ტერფის ძვლებისაგან.
თევზები
თევზები წყლის ხერხემლიანი ცხოველებია , რომლებსაც არა აქვთ სხეულის მუდმივი
ტემპერატურა. თევზების ზომა-წონა განსხვავებულია: პანდაკის სიგრძე 7,5 მმ-ს აღწევს,
ხოლო ვეშაპისებრი ზვიგენისა 15-20 მ-ს. თევზების უმრავლესობას თითისტარისებური
სხეული აქვს, ზოგს - გვერდებიდან (კამბალა) ან ზურგ-მუცლისაკენ (სკაროსი)
გაბრტყელებული, გველივით (გველთევზა) წაგრძელებული ან ნემსივით ( ზღვის ნემსთევზა)
წაწვრილებული, ზოგი ბურთისებური (ზღარბთევზა) ან თასმისებურია (ქაშაყთმეფე).
თევზების სხეული სიმეტრიულია, გარდა კამბალასი, რომელსაც ორივე თვალი ცალ მხარეს
აქვს. სხეული დაფარულია ქერცლით. ზღარბთევზას სხეული შემოსილია გრძელი ქიცვებით,
ზუთხისნაირთა სხეულზე 5 მწკრივადაა განლაგებული ძვლოვანი ბალთები. ლოქოსა და
სხვათა სხეული ტიტველია. თევზების კანი დიდი რაოდენობით შეიცავს ლორწოს გამომყოფ
ერთუჯრედიან ჯირკვლებს. ღრმა ზღვის თევზების უმრავლესობას მანათობელი ორგანოები
აქვს. თევზების შეფერილობა კანის ნაირგვარ პიგმენტებზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ,
მათი ზურგის მხარე უფრო მუქია, ვიდრე მუცლისა. საერთოდ დიდად სასარგებლო თევზები
არიან.
თევზების კუნთოვანი სისტემა საკმაოდ დიფერენცირებულია და მასთან დაკავშირებულია
ზოგი თევზების ელექტრული ორგანოებ, ხოლო უმრავლესობას - ძვლოვანი ზვიგენების
უმეტესებას და ზუთხისებრ თევზებს დაუნაწევრებელი ქორდა აქვთ.
ამფიბიები
ამფიბიები, წყალხმელეთა ცხოველები ,ხერხემლიანი ცხოველების კლასი, რომელსაც გამომუშავებული აქვს
როგორც წყალში, ისე ხმელეთზე არსებობის უნარი. ამფიბიები წყლიდან წყალხმელეთა ცხოვრების ნირზე
გადასული პირველი ხერხემლიანები არიან.
თევზების მსგავსად ისინიც ქვირითს ყრიან (ზოგი ცოცხალ მშობიარეა), რადგან მათ კვერცხებსა და
ჩანასახს არა აქვთ ხმელეთზე განვითარების სამარჯვები. უმეტეს შემთხვევაში
განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს. ამფიბიების სხეულის ორგანიზაცია არ არის ისეთი
სრულყოფილი, როგორც ხმელეთის ხერხემლიანებისა. მათი სხეულის ტემპერატურა ცვალებადია,
ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა - დაბალი და სხვა.
თანამედროვე ამფიბიებს ეკუთვნის 2850-მდე სახეობა, რომლებიც ერთიანდება 3 რიგში: უფეხო
ამფიბიები, კუდიანი ამფიბიები და უკუდო ამფიბიები. ამფიბიების კანი შიშველი, რბილი და ნოტიოა,
შეიცავს ნაირგვარი სეკრეტის გამომყოფ ჯირკვლებს. ზოგ ამფიბიას შხამის გამომყოფი ჯირკვლები აქვს
(სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი გომბეშო). ამფიბიებს მალათა რაოდენობა 9-იდან (უკუდო ამფიბიების
უმრავლესობა) 275-მდე (უფეხო ამფიბიები) მერყეობს. უკუდო ამფიბიების უმრავლესობის ნეკნები
მთლიანად რედუცირებულია. წინა ტვინი, რომლის ნახევარსფეროები მთლიანად გაყოფილია, კარგადაა
განვითარებული, ხოლო ნათხემი - სუსტად. თავის ტვინიდან გამოდის 10 წყვილი ნერვი. ამფიბიების
ლარვებს გვერდითი ხაზის ორგანოები (გვერდითი ხაზი) აქვთ. ნიადაგში მცხოვრებ უფეხო ამფიბიებსა და
მღვიმეებში ბინადარ კუდიან ამფიბიებს სუსტად აქვთ განვითარებული თვალები.
ყველა ზრდასრული ამფიბია ცხოველებით იკვებება. გომბეშოებსა და პიპებს კბილები არა აქვთ. სარჩოს
დაჭერაში მათ ხელს უწყობს საკმაოდ გრძელი და მოძრავი ენა, რომელიც წებოვან ლორწოს გამოყოფს.
საჭმლის მომნელებელი მილი მოკლეა. ზრდასრული ამფიბიები ძირითადად ფილტვებით სუნთქავენ, ხოლო
ლარვები - ლაყუჩებით. სუნთქვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანი. ზოგი ამფიბია
(მაგ., უფილტვო სალამანდრებნი) მხოლოდ კანით სუნთქავს. წყალში ბინადარი კუდიანი ამფიბიები კი
მთელი სიცოცხლე - ლაყუჩებით.
ქვეწამავლები
ქვეწარმავლები, რეპტილები ხერხემლიან ცხოველთა კლასი. ნამდვილი ხმელეთის ცხოველები არიან,
რაც იმაში გამოიხატება, რომ ხმელეთზე მრავლდებიან და ვითარდებიან. დებენ ყვითრით მდიდარ და
ნაჭუჭით დაფარულ კვერცხებს, ამფიბიებთან შედარებით უფრო სრულყოფილი სუნთქვისა და
სისხლის მიმოქცევის სისტემები აქვთ.
ქვეწარმავლები ფილტვებით სუნთქავენ. ისინი,ამფიბიების მსგავსად, ჰაერიდან შთანთქავენ ჟანგბადსა
და გამოყოფენ ნახშირორჟანგს. მათი მშრალი კანი არ არის შეგუებული კანით სუნთქვასთან, ამიტომ
ქვეწარმავლის ფილტვები უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ამფიბიებისა. მართლაც, რეპტილიების
ფილტვებს აქვთ ნაკეცები, რის გამოც იზრდება მათი სასუნთქი ზედაპირი. ეს უზრუნველყოფს
ჟანგბადის უხვად მიწოდებას ორგანიზმისათვის. ქვეწარმავლებს აქვთ მარტივი ტიხრებით მრავალ
უჯრედად დაყოფილი ფილტვები, რომლებიც დანაოჭებულია. ქვეწარმავლების სხეულის
ტემპერატურა არაა მუდმივი. იგი იცვლება ჰაერის ტემპერატურის შესაბამისად. რეპტილიები
ცივსისხლიანი ცხოველები არიან.
უდაბნოს ქვიშაში მცხოვრები ქვეწარმავლები მცხუნვარე მზის ქვეშ დაცულნი არიან გამოშრობისაგან,
ვინაიდან მათი გარეგანი საფარველი გამძლეა, მკვრივი და ცხოველს დაზიანებისა და წყლის
დაკარგვისაგან იცავს, ე.ი. ცხოველის გამოშრობა არ ხდება. გველების სხეული დაფარულია რქოვანი
ქერცლებით, ნიანგისა და კუს სხეული დაფარულია რქოვანი ფარებით. სხეულის რქოვანა გარსი არ
იზრდება, ამიტომ ცხოველის ზრდასთან ერთად ის სკდება. გველების სხეულიდან ძველი კანი ცვივა
პატარა ან დიდ ნაჭრებად. ახალი რქოვანა გარსი წარმოიქმნება ძველის ქვეშ, კანის ზედა შრიდან.
კანის გარე საფარველის გამოცვლას - კანის ცვლა ეწოდება. ქვეწარმავლები კანს იცვლიან.
რამდენადაც განსხვავებულია ქვეწარმავლების სახეობები და მათი ცხოვრების ნირი, იმდენად
განსხვავებულია მათი კვება. რეპტილიები საკვებად ძირითადად სხვა ცხოველებს იყენებენ. გველი
ნადირობს მსხვილ ცხოველებზე. მაგალითად:ჩვეულებრივი ანკარა წყალსატევებში იჭერს
ბაყაყებს, გველგესლა ჯერ შხამით კლავს მსხვერპლს, შემდეგ კი ყლაპავს.
რეპტილიები ფრინველებთან და ძუძუმწოვრებთან ერთად განეკუთვნებიან უმაღლეს ხერხემლიანებს .
ფრინველები
ფრინველები ხერხემლიან ცხოველთა კლასი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 8,6 ათას
სახეობას. ფრინველების კლასში გაერთიანებული არიან ორფეხა, ბუმბულით დაფარული,
კვერცხისმდებელი ცხოველები, ფრინველებისთვის დამახასიათებელია მტკიცე, მსუბუქი,
პნევმატური ჩონჩხი, ოთხსაკნიანი გული, ინტენსიური ნივთიერებათა ცვლა, სხეულის
მუდმივი, მაღალი ტემპერატურა(37,8-45,5 °C). წარმოშობითა და სხეულის აგებულებით
ფრინველები ახლოს დგანან ქვეწარმავლებთან, ამიტომაც ტ.ჰაქსლის კლასიფიკაციით
მათთან ერთიანდებიან ერთ ზეკლასში.
ფრინველები გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში - არქტიკიდან ანტრაქტიდამდე,
ვერტიკალურად კი 7 ათას მეტრს აღწევენ. ზოგი ფრინველები გარკვეულ ტერიტორიაზე
ბინადრობს, ბევრი კი იცვლის საბინადრო ადგილს და უფრო ხელსაყრელზე გადადის
(ფრინველთ მიმოფრენები). ფრინველების კლასის ამომწყდარი ფორმები ცნობილია ჯერ
კიდევ იურული პერიოდიდან(არქეოპტერიქსი).
თანამედროვე ფრინველების კანი თხელია, ორშრიანი, უჯირკვლებო (უმრავლესობას აქვს
მხოლოდ ერთი - ზანდაროზის ჯირკვალი), კანის გარკვეულ უბნებზე - იზრდება ბუმბული და
ღინღლი, რომელიც ეხმარება სხეულს ჰომოთერმულობის შენარჩუნებაში, სხეულის
ხვედრითი წონის შემცირებაში. უმთავრესია მომქნევი (ფრთების), საჭის (ბოლოს) და მათი
მფარავი ბუმბული, რომელიც ემსახურება ფრენას ბუმბულის შეფერვა
დამოკიდებულია პიგმენტებსა (მელანინები, ლიპოქრომები) და მის მიკროსტრუქტურაზე.
ბუმბული, ნისკარტისა და ფეხების მფარავი რქოვანი შალითა რეგულარულად ახლდება
მთლიანად ან ნაწილობრივ, ჩვეულებრივ, წელიწადში ერთხელ, განგურის გზით.იკეთებს
ბუდეს და დებს ნაჭუჭით დაფარულ კვერცხს
ძუძუმწოვრები
ძუძუმწოვრები ცხოველების კლასი ხერხემლიანების ქვეტიპისა. მათი
სხეულის სიგრძე 1,5 სმ-იდან (ფუღუ) - 33 მ-ზე მეტია (ლურჯი ვეშაპი),
შესაბამისად მასა - 1,5 გ-იდან, 190 ტ აღწევს. ჩვეულებრივ
წაგრძელებული სხეული აქვთ, 5-5-თითიან 4 კიდურზე დაყრდნობილი.
ზოგს (ცხენებსა და სხვა) ნაკლები თითი აქვს. ხელფრთიანების კიდურები
ფრთებადაა გადაქცეული, ხოლო ფარფლფეხიანებისა - ფარფლებად.
ცხოვრების ნირის შესაბამისად, ძუძუმწოვრებს თევზისებური სხეული
აქვს, უკანა კიდურები არ გააჩნია. კანი ბალნით აქვთ დაფარული.
ვეშაპებს, ბეჰემოთს და ზოგ სხვა ძუძუმწოვრებს ბალნიანი საფარველი
მეორეულად რედუცირებული აქვს. კანის წარმონაქმნებია ბრჭყალი,
ჩლიქი, ფრჩხილი, რქა, ქერცლი და სხვა. ძუძუმწოვრებს აქვთ მუშკის,
თებოს, ოფლისა და სხვა ჯირკვლები. მნიშვნელოვანია სარძევე
კირკვლები, რომელთა სეკრეტით დედა კვებავს თავის ნაშიერებს.
მადლობთ ყურადღებისათვის

You might also like