You are on page 1of 14

ნეიტრინო

ცოტნე ლაცაბიძე
• ვულკანების კერები, აპარატი და აგებულება
ვულკანიზმის აპარატი ცხადია ვულკანია. ვულკანების აგებულება რამდენიმე ნაწილისგან
შედგება, ესენია: ვულკანის კერა, ყელი და კრატერი. კერები როგორც კონტინენტებზე ისე
ოკეანეებშიც შეიძლება გაჩნდეს. ოკეანეებში მათი სიღრმე 20კმ -ს არ აღემატება,
კონტინენტებზე კი 70-100კმ-ია.კერები ზედა მანტიაში ყალიბდება, უფრო კონკრეტულად
ქერქისა და მანტიის საზღვარზე. რა თქმა უნდა, ოკეანური ქერქის სისქე ბევრად მცირეა
ამიტომ მანტია ზედაპირთან ოკეანეებში უფრო ახლოს არის.
ის რითიც ვულკანური კერა დედამიწის ზედაპირს უკავშირდება არის ვულკანის ყელი, ყელის
ბოლო, ანუ ამოსავალი კი არის კრატერი. სწორედ კრატერებიდან ამოიფრქვევა და იღვრება
სილიკატური, ხშირად ბლანტი მლღვარი ლავისა და ტუფის სახით. (ტუფი არის ამოსროლილი
ლავის შხეფები, რომლებიც ჰაერში ცივდება და მიწაზე ნატეხების სახით ცვივა ). აღსანიშნავია
აგრეთვე ისიც, რომ ზოგჯერ ამოფრქვევა მხოლოდ ერთი, მთავარი კრატერიდან არ ხდება ,
არამედ ვულკანის ფერდობზე არსებული პარაზიტული კონუსებიდანაც .
ვულკანური ამოფრქვევის პროდუქტებია ვულკანური ფერფლი და მტვერი . ამოფრქვევისას
ჰაერში წვრილი შხეფები ცვივა, რომლებიც ამავდროულად ცივდებიან . თუკი უფრო დიდი
პორციებია ნაწილობრივ გაცივებული გამაგრებული ლავის , მაშინ ამას ვულკანური ბომბები
ეწოდება. გარდა ამისა როცა ვულკანური აფეთქება ხდება, მიწის ქერქიც იმსხვრევა და
კრატერიდან საკუთრივ ლავის გარდა არალავური წარმოშობის ნატეხებიც ამოიფქრვევა
ხოლმე. ვულკანური პროდუქტია მაგალიტად ჰიდროტერმაც . როდესაც მაგმა ცივდება მას
სცილდება სხვადასხვა აირებით გაჯერებული ქიმ. აქტიური სასარგებლო მეტალების
შემცველი წყალხსნარი. სწორედ ესაა ჰიდროთერმა.ვულკანური კერებიდან ისინი
ნაპრალებისა და პორების მეშვეობით მოედინებიან, გზად ქანებტანაც რეაგირებენ და სახეს
უცვლიან მათ.
• ვულკანები მოქმედების მიხედვით
თავდაპირველად მოვიყვანოთ ზოგადი აღწერილობა ვულკანური ამოფრქვევისა .
ყველაფერი მიწისძვრებით იწყება. ვულკანის გარშემო რამდენიმე ასეული კმ-ის რადიუსზე
მიწაში ნაპრალები და ბზარები ჩნდება. ისმის გუგუნი, გარშემო მიწაც ცხელდება და
გადამწყვეტ მომენტში ხდება აფეთქება, კრატერიდან ვულკანური ფერფლის აირებით
გაჯერებული ნაკადი ამოვარდება და სვეტად აღიმართება ვულკანის თავზე . იქაურობა
ბნელდება, ვულკანი ბომბებს, ქანების ნატეხებს და ვულკანურ ფერფლს ყველა
მიმართულებით აფრქვევს. ვულკანის მოქმედების ხანგრძლივობა შესაძლოა საათობით ,
წლობით ან საუკუნეობით გაგრძელდეს. ვულკანის ტანის ფერდობებზე გავარვარებული
ლავის ნაკადები მიედინება და ისინი გზად ყველაფერს ანადგურებს,ტყეებს ანახშირებს ,
რელიეფის ფორმებს ცვლის , ანგრევს ნაგებობებს და ა.შ. ლავური ნაკადი ლავის
განლაგების ფორმას ეწოდება, მათ სიგანე და სიგრძე სხვადასხვანაირი შეიძლება ჰქონდეთ
ეს დამოკიდებულია ლავის სიბლანტესა და ფერდობის დახრილობაზე.
ზემოთ ვულკანების ზოგადი სახე განვიხილე, თუმცა როგორც უკვე ვახსენე
მათი გარჩევა შეიძლება მოქმედების მიხედვით. ამ კლასიფიკაციით
გამოყოფენ სამი ტიპის ვულკანს: მოქმედი, მძინარე და ჩამქრალი. ეს
ტიპები ძირითადად ამოფრქვევათა სიხშირის მიხედვით განირჩევა.
მოქმედ ვულკანებს უწოდებენ ისეთ ვულკანებს, რომლებიც დღეს
შესაძლოა მშვიდად არიან, თუმცა მათი ამოფრქვევის შესახებ
კაცობრიობას წარსულიდან კარგად ახსოვს. დღეისთვის დედამიწაზე 600-
მდე ასეთი ვულკანია, მათ შორის ყველაზე ცნობილებია მაგალიტად
ვეზუვი, კრაკატუ, ეტნა, ასევე იაპონიის ვულკანები.
მიძინებულს უწოდებენ ვულკანს, რომლებიც მშვიდად არიან თუმცა მათი
ამოფრქვევის შანსი არსებობს და შესაძლოა ნებისმერ დროს
გამოიღვიძოს. მათ ვულკანების დამახასათებელი ფორმა შენარჩუნებული
აქვთ, თუმცა ისტორიული ცნობები მათი ამოფრქვევის შესახებ არ
არსებობს. ასეთი ვულაკნების ქვეშ ხშირად შეიძლება იყოს მიწისძვრების
კერები.
რაც შეეხება ჩამქრალ ვულკანს ( მათ ხშირად გადაშენებულადაც
მოიხსენიებენ), ასეთ ვულკანებს მათ უწოდებენ, რომლებსაც დღეს
ვულკანური აქტივობის არანაირი კვალი არ ეტყობათ და შეწყვეტილი აქვთ
ყოველგვარი ვულკანური აქტივობა. ასეთი ვულკანები დედამიწაზე
• ვეზუვი
ვულკანი ვეზუვი ალბათ ყველაზე ცნობილი
ვულკანია, რომლის შესახებაც ბევრს
გაუგია. მისი ამოფრქვევა იტალიური
ქალაქების ტრაგედიასთან არის
დაკავშირებული. ეს საკმაოდ დიდი ხნის
წინ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მოხდა.
მოსახლეობამ რომელიც ვულკანის
გარშემო მიდამოებში ცხოვრობდა არ
იცოდა რომ ვულკანი მოქმედი იყო,
შესაბამისად ვულკანის უეცარი
ამოფრქვევა ქალაქბის, პომპეისთვისა და
ჰერკულანუმისთვის საბედისწერო
აღმოჩნდა. ამოფრქვევამ ისნი გაანადგურა,
ქალაქები ფერფლში ჩამარხა და უამრავი
ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა.
• ვულკანები ამოფრქვევის მიხედვით
ვულკანები ერთმანეთისგან შეგვიძლია გავარჩიოთ ასევე ამოფრქვევის მიხედვითაც . აქ
გვექნება 4 სხვადასხვა ტიპი: ჰავაის ანუ ეფუზიური, ვულკანოს ანუ ექსპლოზიური , სტრომბოლის
ანუ შერეული და გუმბათური ანუ ექსტრუზიული ტიპები. ესენი ერთმანეთისგან განსხვავდებიან
ამოფრქვეული მასალის რაოდენობრივი თანაფარდობისა და ლავის სიბლანტის მიხედვით .
ჰავაის ტიპის ამოფრქვევისთვის თხევადი (ბაზალტური) ლავის მშვიდი ამოფრქვევაა
დამახასიატებელი, შესაბამისად ასეთი ტიპის ამოფქრევევა ფარისებრ ვულკანს წარმოქმნის .
მისთვის დამახასიათებელია ასევე კრატერში ჩამდგარი ლავის ცეცხლოვანი ტბები და ლავური
ნაკადები.
ვულკანოს ტიპი- ამ დროს დიდ როლს ტამაშობენ აირები, რომლებიც ლავიდან მძლავრი
აფეთქებების სახით გამოიყოფიან. მისთვის მცირე ზომის ლავური ნაკადებია
დამახასიატებელი.
სტრომბოლის ტიპი- ამ ამოფრქვევის დროს სტრატოვულკანები ყალიბდება. ეს ერთგვარი
შრეებრივი, შერეული ვულკანია, რომლის კონუსიც ერთმანეთის მონაცვლე გამყარებული
ლავური ნაკადებისა და ნატეხებისგან არის ნაგები. სტრომბოლის ტიპის ამოფრქვევას
ახასიათებს ასევე თხევადი ლავის დიდი რაოდენობით ამოფრქვევა და გრძელი ლავური
ნაკადები.
გუმბათური ტიპი- მათთვის დამახასიათებელია ბლანტი ლავის გამოწურვა აირების მძლავრი
ჭვალის ქვემოდან მიწოლით, შედეგად წარმოიქმნება გუმბათები და ობელისკები .
• სტრატოვულკანის სქემა და ვულკანის
კონუსის ვიზუალიზაცია
გარდა იტალიური ვულკანებისა ცნობლი და გამორჩეულები არიან
ინდონეზიისა და იაპონიის ვულკანები. ინდონეზიის არქიპელაგზე ძალიან
ბევრი ვულკანია, რომელთა დიდი ნაწილი დღესაც აქტიურია. სწორედ აქაურ
კუნძულ კრაკატუზე მოხდა ყველაზე დიდი ვულკანური ამოფრქვევა 1883 წელს.
იგი განეკუთვნებოდა გუმბათური ამოფრქვევის ტიპს. მისი ხმა კი 5000 კმ-ით
დაშორებულ ადგილებშიც კი გაიგონეს. ამოფრქვევა იმდენად მასშტაბური
იყო რომ კუნძული მთლიანად გაანადგურა, ამოფრქვევის შემდეგ კი
წარმოიქმნა ახალი კუნძული, რომელსაც inac krakatu ეწოდება.
• ვულკანის ნაგებობა, კალდერა
ვულკანი როგორც ვიცით ამოფრქვევის დროს
მყარსაც (ფერფლი, მტვერი, ქვები, ტალახი),
თხევადსაც (ლავა) და აირად(წყლის ორთქლი,
ნახშირორჟანგი) მასალასაც აფრქვევს. ისინი
მორფოლოგიურად კონუსის ფორმისაა და ამ
ფორმას თავად ამოფრქვევების შედეგად იღებს.
მაგალიტად იაპონიაში, სადაც მოქმედი ვულკანები
მრავლადაა, ხშირად შევხვდებით იმის
მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება ამოიზარდოს
ცარიელ ადგილზე ამოფრქვევის მეშვეობით
ვულკანური მთები. თუმცა შესაძლებელია მივიღოთ
ისეთი ვარიანტიც, რასაც კალდერა ეწოდება.
ძლიერ ამოფრქვევებს ხშირად თან ახლავს ამ
ვულკანური ნაგებობების ნაწილობრივ თავის
თავში ჩაქცევა, რისი საბოლოო პროდუქტიც არის
სწორედ კალდერა. ეს არის წრიული ან ოვალური
ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული, ერთი
შეხედვით მეტეორიტის დაცემის შედეგად
გაჩენილი კრატერიც კი შეიძლება მოგვაგონოს.
რელიეფის ასეთი ფორმები შეიძლება შეგვხვდეს
იაპონიაში ალასკასა და ფილიპინებში.
ვულკანური ქანები
განვიხილოთ ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი
ქანები.დედამიწის სიღრმიდან ამოსულმა და გაცივებულმა მაგმამ,
დაკრისტალების შედეგად შეიძლებაწარმოქმნას ქანები, ე.წ მაფმური ქანები.
მაგმის გაცივების პირობების მიხედვით შეგვიძლია გავარჩიოთ ორი ძირითადი
ტიპი მაგმური ქანებისა,ესენია ეფუზიური ანუ ამონთხეული, როდესაც მაგმა
დედამიწის ზედაპირზე ცივდება. ასევე ინტრუზიული, ანუ როცა მაგმა დედამიწის
ქერქის სიღრმეში ცივდება. მაგმური ქანები, ძირითადად სილიკატური
შედგენილობისაა, ტუმცა მასში მაინც შეგვიძია
₾გ ავარჩიოთ როგორც
ულტრაფუძე, ისე ფუძე და მჟავე ქანები. მაგმურ ქანებთან დაკავშირებულია ასევე
სხვადასხვაგვარი სასარგველო წიაღისეული. მაგალითად მჟავე ქანებთან კალა
და ოქრო, ფუძესტან კი სპილენძი და ტიტანი. ყოველივე აქედან ჩანს, რომ თავისი
გამანადგურებელი ეფექტის მიუხედავად ვულკანებს სარგებლის მოტანაც
შეუძლიათ. ვულკანებთან და მის პროდუქტებთან მადან წარმოშობისა და
საბადოების კავშირი დღეს უკვე ახალი ამბავი არაა. მაგალითად სასოფლო
სამეურნეო მნიშნვნელობა აქვს საკუთრივ ვულკანური ამოფრქვევის პროდუქტებს.
ტუფს იყენებენ სამშენებლო საქმეში (იგი ამოფრქვევის შედეგად ამოსროლილი
მასალის შეცემენტების შედეგად წარმოქმნილი ვულკანური მკვივი ქანია).
საქართველოშიც არის ცნობილი ბოლნისის ტუფი. ასევე ცნობილია ქალაქ
ერევანის მოწითალო ფერის ტუფით ნაგები შენობები.
გარდა ტუფისა მნიშვნელოვანია პემზაც- იგი ფოროვანი ვულკანური ქანია,
რომლისგანაც მაღალი ხარისხის ცემენტს აწარმოებენ. და ბოლოს არ უნდა
გამოგვრჩეს ვულკანური მინა, რომელიც ვულკანის ლავის სწრაფი
გაციების შედეგად წარმოქმნილ ამორფულ მასას წარმოადგენს.
ვულკანური მინის ერთ-ერთი გამოვლინებაა უკვე ნახსენები პემზაც და
ასევე ყველასთვის კარგად ნაცნობი ობსიდიანი, მუქი შეფერილობის
ლამაზი ქანი, მრავალი პრაქტიკული გამოყენებით ( მას საქართველოში
„ცის ნატეხსაც“ უწოდებდნენ).

ობსიდიანი

პემზა
• ლაკოლითი, ნეკი, დაიკა
ლაკოლითი-ტერმინი პირველად დაამკვირდა ამერიკელმა გეოლოგმა
გროვ კარლ ჯილბერტმა მე-19 საუკუნეში.ლაკოლითი ამოფრქვეული
ქანების უზარმაზარ მასას ეწოდება, რომელსაც ჭრილში სოკოსებრი ან
გუმბათოვანი ფორმა გააჩნია. ლაკოლითები სრულიად ბუნებრივი
პროცესების შედეგები არიან. როდესაც მიწის წიაღში მაგმის დაგროვება
მიმდინარეობს, რომელმაც ამოფრქვევისას დედამიწის ზედაპირს ვერ
მიაღწია, იგი შეიძლება გაქვავდეს დანალექ ქანებს შორის.
ნეკი- ნეკი არის მაგმური ქანის სვეტისებური სხეული, რომლითაც
ამოვსებულია ვულკანის ყელი.
დაიკა-იგი საკმაოდ საინტერესო გეოლოგიური წარმონაქმნია. არის
ეროზიისადმი მდგრადი, ამიტომ რელიეფის დადებით ფორმებს ქმნის. მას
პარალელურგვერდებიანი, გამწე, შედარებით ვიწრო კედლისებური
ფორმა აქვს. დაიკების ჯგუფური გამოვლინებაც ხშირია.
ლაკოლითი

დაიკი

ნეკი

You might also like