You are on page 1of 297

1

ჯაკომო ლეოპარდი

დიალოგები

2
მალამბრუნოსა და ფარფარელოს
საუბარი
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. ეჰეი, ქვესკნელის სულნო, ფარფარელო, ჩირიატო,
ბაკონერო, ასტაროტო, ალკინო, და რა ვიცი, კიდევ რა გქვიათ! მოგიხმობთ
ბელზებელის1 სახელით და გიბრძანებთ ჩემი ხელოვნების ძალით,
რომელსაც შეუძლია ციდან ჩამოგლიჯოს მთვარე და ზესკნელის თაღს
მიალურსმოს მზე, — ახლავე აქ გაჩნდეს ერთი თქვენგანი და თან იქონიოს
თქვენივე მთავრის მიერ გაცემული უფლებამოსილება და იმის ნებართვა,
რომ ჩემს სამსახურს მოახმაროს ჯოჯოხეთის მთელი ძალა.
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. აგერ გახლავარ.
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. რა გქვია?
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო, ფარფარელო, მიმსახურე, შენი ხმალი და ჩემი კისერი.
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნო. ბელზებელის უფლებამოსილება თუ მოიტანე?
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. აი, აქა მაქვს. შენს სამსახურში მე შემიძლია მოვიმოქმედო
ყველაფერი, რისი ძალიც შესწევს მხოლოდ მეფეს და, მაშასადამე, უფრო
მეტი, ვიდრე ყველა სულიერს ერთად.
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. კეთილი და პატიოსანი. ერთი სურვილი უნდა
შემისრულო.
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. ბრძანე, რა გნებავს. გინდა ატრიდებზე2 ცნობილი და
სახელგანთქმული გახდე?
მ ა ლ ა მ ე ბ რ ნ ო. არა.
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. იქნებ უფრო მეტი სიმდიდრე გსურს, ვიდრე იპოვიან ქალაქ
მანოაში,3 როდესაც მას აღმოაჩენენ?

1
ბელზებელი - უკეთურ და ბოროტ სულთა მთავრი ,,ახალი აღთქმის“ დემონოლოგიაში
2
ატრიდები - მიკენის მეფის ატრევის მემკვიდრეები და შთამომავალნი ( აგემემნონი,
მენელაოსი და სხვა.)
3
მანოა- ,,ზღაპრული ქალაქი, რომელსაც მეორენაირად ელდორადოსაც უწოდებდნენ. ის
გამოიგონეს ესპანელებმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მანოა სამხრეთ ამერიკაში,
მდინარეებს - ორინოკოსა და ამაზონს შორის მდებარეობდა’’ ( ლეოპარდესის შენიშვნა)
მკითხველთა ლიგა

3
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. არა.
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. ან იქნებ იმაზე ვრცელ საბრძანებელს ნატრობ, რაც ერთ
ღამეს, როგორც გადმოგვცემენ, სიზმრად უნახავს კარლოს მეხუთეს 4?
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. არა.
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. გნებავს, პენელოპეზე 5 უკარება ქალს მოგგვრი, რომელიც
ყველა სურვილს შეგისრულებს?
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. არა; შენის აზრით, ამისთვის ეშმაკია საჭირო?
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. გინდა გაიძვერად დარჩე და სახელი და პატივი კი არ
მოგაკლდეს?
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. პირიქით, ეშმაკი თუ დამჭირდებოდა, მხოლოდ იმიტომ,
რომ სახელისა და პატივისაგან დავეხსენი.
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. კი მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, რას მიბრძანებ?
მ ა ლ ა მ რ უ ნ ო. ბედნიერი გამხადე თუნდ ერთი წამით.
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. არ შემიძლია.
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. რას ჰქვია, არ შეგიძლია?
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. არ შემიძლია, სინიდისს გეფიცები.
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. პატიოსანი ეშმაკის სინიდისს?
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. რა თქმა უნდა. იცოდე, პატიოსანი ეშმაკებიც ისევე
არსებობენ, როგორც პატიოსანი ადამიანები.

4
კარლოს მეხუთ ე (1 500—1558) — ესპანეთის მეფე (1516 წლიდან), გერმანიის იმპერატორი
(1519 წლიდან), მსოფლიო იმპერიის მბრძანებელი (ესპანეთი და მისი კოლონიები, იტალიის,
ავსტრიის, ფლანდრიის და სხვ. ნაწილები), იმპერიისა, სადაც, თანამედროვეთა თქმით, მზე
არასოდეს არ ჩადიოდა.
5
პ ე ნ ე ლ ო პ ე ჰომეროსის „ოდისეას“ გმირი, ოდისევსის. მეუღლე.

მკითხველთა ლიგა

2
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. შენ კი იცოდე, რომ ამ კოჭზე დაგკიდებ კუდით, თუკი კვლავ
განაგრძობ ურჩობას და ნებას არ დამყვები.
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. რა ვქნა, რომც მომკლა, შენი თხოვნის შესრულება არ
შემიძლია.
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნო. მაშინ თავიდან მომწყდი, ჯანდაბამდისაც გზა გქონია:
დაე, თვითონ ბელზებელი გამომეცხადოს,
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. თვით ბელზებელიც რომ გამოგეცხადოს და თან მთელი
ჯუდეკა6 და მალებოლჯეც7 წამოიძღვანოს, ჩემზე მეტად ვერც ის მოგანიჭებს
ბედნიერებას ვერც შენ და ვერც რომელიმე შენს მოყვასს.
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. ვერც ერთი წამით?
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. ეს ისევე შეუძლებელია, გნებავს წამით, გნებავს წამის
ნახევრით თუ წამისვე მეათასედით, როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე
ვერავინ გაგხდის ბედნიერს.
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. მაგრამ თუ არასდიდებით არ შეგიძლია ბედნიერება
მომანიჭო, იქნებ საიმისოდ მაინც გეყოს ძალა, რომ უბედური არ ვიყო?
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. თუ შეგიძლია, ყველაზე მეტად არ გიყვარდეს შენივე თავი?
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. სიცოცხლეში რა მოგახსენო, ჯერ უნდა მოვკვდე.
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. მართლაცდა, ეს სიცოცხლეში არცერთ სულდგმულს არ
შეუძლია, ვინაიდან თვით თქვენივე ბუნება ყველაფერს გაუძლებს,
ყველაფერს აიტანს, გარდა ამისა,
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. აგრეა.
ფ ა რ ფ ა ე ლ ო. ხოლო თუ შენ უცილობლად ყველაზე დიდი სიყვარულით,
მთელის არსებით გიყვარს შენივე თავი, მაშასადამე, შენი თავისთვის
უცილობლად ყველაზე დიდი სიკეთეც გსურს, რაც კი შეიძლება საერთოდ
ისურვოს კაცმა; ეს შენი სურვილი ისე ძლიერია, რომ ყოვლად შეუძლებელია

6
ჯუდეკა — - დანტეს „ჯოჯოხეთის“ მეცნოე წრის უკანასკნელ — მეოთხე გარსი.
7
მალებოლჯე — „ჯოჯოხეთის“ მერვე წრე.

მკითხველთა ლიგა

3
მისი ასრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის უბედური იქნები და
ვერასდიდებით თავს ვერ დაიხსნი უბედობისგან.
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნო. ნუთუ ვერც მაშინ, როცა განცხრომას მივეცემი?
ვერავითარი განცხრომა ვერ მომანიჭებს ვერც ბედნიერებას და ვერც
სიამოვნებას?
ფ ა რ ფ რ ე ლ ო. ვერავითარი.
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. და არანაირ განცხრომას არ დაერქმევა ჭეშმარიტი,
ვინაიდან ვერც ერთი ვერ გაუტოლდება ბედნიერების იმ თანდაყოლილ და
შლეგურ სურვილს, რომელიც გამუდმებით ფეთქავს ჩემს სულში? ასე რომ,
თვით იმ დროის მანძილზეც, სანამ გრძელდება განცხრომა, მე კვლავ
უბედური ვიქნები?
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. დიახ, უბედური, ვინაიდან ადამიანებიცა და სხვა
არსებებიც, მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა ტანჯვას, ტკივილსა თუ
გაჭირვებასაც არ განიცდიდნენ და, ასე განსაჯე, იმითაც კი ტკბებოდნენ,
რასაც თქვენს ენაზე განცხრომა ჰქვია, — მაინც უბედურზე უბედურნი იყვნენ.
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. ასე რომ, დაბადებიდან სიკვდილამდე არ მოიძებნება არც
ერთი წამი, როცა ჩვენ უბედურად არ ვგრძნობდეთ თავს?
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. არა, მოიძებნება, — ყოველთვის, როცა ისე ღრმად
გძინავთ, რომ სიზმრები არ გაშფოთებენ, ან გული მიგდით, ანდა კიდევ ამა
თუ იმ მიზეზის გამო გონებას კარგავთ.
მ ა ლ ა მ ბ რ ე ნ ო. მაგრამ არა მაშინ, როდესაც ვგრძნობთ, რომ ცოცხალნი
ვართ?
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. არა, მაშინ კი არა.
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. როგორც ირკვევა, უმჯობესია არ ცოცხლობდე, ვიდოე
ცოცხალი იყო.
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. დიახ, თუკი უმჯობესია არ იყო უბედური, ვიდრე უბედური
იყო.
მ ა ლ ა მ ბ რ უ ნ ო. ერთის სიტყვით...
ფ ა რ ფ ა რ ე ლ ო. ერთის სიტყვით, თუ გნებავს დროზე ადრე ჩამაბარო
სული, მე მზად ვარ თან წავიტანო. მკითხველთა ლიგა

4
ჰერაკლესა და ატლანტის
საუბარი
ჰ ე რ ა კ ლ ე.8 მამავ ატლანტო!9 ზევსმა10 გამომგზავნა. მოკითხვა დამაბარა
შენთან და მიბრძანა, თუ ქანცი გაგიწყვიტა ამ სიმძიმემ, მე თვითონ
მოვიგდო მხრებზე, როგორც მოვიქეცი ერთხელ, არ მახსოვს, რამდენი
საუკუნის წინათ11, და სულის მოთქმის საშუალება მოგცე.
ა ტ ლ ა ნ ტ ი. გმადლობ. ჩემო ძვირფასო ჰერაკლე, და დიდად დავალებული
ვარ მისი უდიდებულესობის ზევსისაგან. მაგრამ სამყარო ისეთი მსუბუქი
გახდა, რომ ეს მოსასხამი, რომლითაც თოვის დროს ვიფარავ თავს, უფრო
მეტად როდი მამძიმებს. ზევსის ნებასურვილი რომ არ მაიძულებდეს, ამ
ადგილას ვიდგე ფეხმოუცვლელად და ზურგზე ეს ბურთი მეკიდოს, იღლიაში
ამოვიჩიდი, ან ჯიბეში ჩავიდებდი, ან კიდევ წვერის ერთ ბეწვზე
დავიკიდებდი, დაე, იქანაოს, — და ჩემი საქმეების მოსაგვარებლად
გავწევდი.
ჰ ე რ ა კ ლ ე. კი მაგრამ, რას უნდა მივაწეროთ, რომ ასეთი მსუბუქი გახდა? მე
შევნიშნე რომ, ცოტა არ იყოს, ფორმა შეიცვალა12 და ნაზუქივით აღარც
ისეთი მრგვალია, როგორც იმ ხანად, მე რომ კოსმოგრაფიას

8.
ჰ ე რ ა კ ლ ე — ზევსისა და ტირინთოს მეფის ამფიტრიონის მეუღლის— ალკმენეს ძე, ძველი
საბერძნეთის უდიდესი მითიური გმირი.
9
ა ტ ლ ა ნ ტ ი — ერთ-ერთი ტიტანი, იაპეტოსისა და კლიმენეს ძე, პრომეთეს (პრომეთევსისა) და
ეპიმეთეს (ეპიმეთევსის) ძმა. მონაწილეობდა ზევსის წინააღმდეგ მიმართულ ამბოხებაში (ე. წ.
„ტიტანომახია“). მას შემდეგ, რაც ოლიმპიელმა ღმერთებმა ზევსის წინამძღოლობითა და ციკლოპებისა
და ასმკლავიანი ურჩხულების — „ჰეკატონხეირების“ დახმარებით დაამარცხეს მეამბოხე ტიტანები,
ატლანტს საშინელი სასჯელი ხვდა წილად: მხრებით უნდა სჭეროდა ცის თაღი... „მართალია, ატლანტზე
უმეტესწილად ამბობენ, რომ მხრებით უჭირავს ცის თაღი, მაგრამ როგორც „ოდისეას“ პირველი
სიმღერიდან (52 და შმდ.) და ესქილეს „პრომეთედან“ (347 და შმდ) ჩანს. ძველი ბერძნების
წარმოდგენით, მას დედამიწაც უნდა საეროდა“ (ლეოპარდის შენიშვნა)
10
ზ ე ვ ს ი — კრონოსისა და რეას ძე, ბერძნული პანთეონის უპირველესი ღვთაება უკვდავთა და
მოკვდავთა მამა.
11
ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მიკენის მეფის ერისთევსის ბრძანებით, ჰერაკლემ აღასრულა
თორმეტი საგმირო საქმე, რომელთაგანაც მეთერთმეტე იყო ჰესპერიდების ოქროს ვაშლების მოტაცება,
რაშიც მას დაეხმარა ატლანტი. ვიდრე ტიტანი თავისი ასულების — ჰესპერიდების ბაღიდან ვაშლებს
მოიტანდა, ცის თაღი მის მაგივრად ჰერაკლეს ეჭირა მხრებით.
12
ლეოპარდი გულისხმობს მეთვრამეტე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეცნიერულ აღმოჩენას:
1735—36 წწ. საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციამ, რომელიც ერთდროულად
აწარმოებდა დაკვირვებებსა და გრაღესულ გაზომვებს ჩვენი პლანეტის ჩრდილო და სამრეთ (პერუ)
ნახევარ-დეროებში, დაამტკიცა, რომ დედამიწა პოლუსების მახლობლად ჩა ყლეტილი).
მკითხველთა ლიგა

5
ვსწავლობდი,13 ვიდრე არგონავტებთან ერთად გავუდგებოდი შორეულ
გზას.14 მაგრამ ვერა და ვერ გამიგია, რატომ უნდა იწონიდეს უფრო ნაკლებს?
ა ტ ლ ა ნ ტ ი. რა მოგახსენო. მაგრამ როგორი მსუბუქი გახდა, ამაში
შეგიძლია ახლავ დარწმუნდე, თუკი ერთი წამით დაიდებ ხელის გულზე და
თვითონვე აწონ-დაწონი.
ჰ ე რ ა კ ლ ე. ვფიცავ ჰერაკლეს, არასდიდებით არ დავიჯერებდი, რომ მე
თვითონ არ მომესინჯა! ეს რაღა ახალი ამბავია? აღმოჩენაც ეს არის
სწორედ! პირველად რომ ზურგზე მოვიგდე, ისე ფეთქავდა, თითქოს
ცხოველის გულიაო და თანაც გაბმით ზუზუნებდა, ბზიკების ბუდესავით.
ახლა კი, თუ მაინც ფეთქავს, მხოლოდ იმ საათის მექანიზმივით, რომელსაც
ზამბარა გაუწყდა, ხოლო რაც შეეხება ზუზუნს, ჩამიჩუმიც აღარ მესმის.
ა ტ ლ ა ნ ტ ი. ამაზედაც ვერაფერს მოგახსენებ, მხოლოდ ის შემიძლია
გითხრა, რომ სამყარო რახანია აღარ იძვრის და აღარც - ისე ხმაურობს, რომ
გაგონება შეიძლებოდეს. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ მოკვდა-
მეთქი და დღე-დღეზე ველოდი, როდის აყროლდებოდა. იმაზეც კი
ვიმტვრევდი თავს, სად დამემართა ან რანაირი ეპიტაფია შემეთხზა. მერე კი
დავრწმუნდი, რომ არ იხრწნება და გადავწყვიტე, ადრე თუ ცხოველი იყო,
ახლა დაფნასა და სხვა მისთანებივით, მცენარედ იქცა-მეთქი, ამიტომაა,
რომ აღარ იძვრის და აღარც სუნთქავს. შენ წარმოიდგინე, მეშინია, ვაითუ
ფესვები გაიდგას ამ ჩემს მხრებში.

13
მითოლოგიური ტრადიციის მიხედვით, ჰერაკლეს საუცხოო მწეოთნელები და მასწავლებლები ჰყავდა:
ასე, მაგალითად, მომავალ გმირს საომარი ეტლის მართვას ასწავლიდა ამფიტრიონი, ხელჩართული
ბრძოლის წესებს — კასტორი, ჭიდაობას. ავტოლიკე, მშვილდოსნობას — ევრიტე, მუსიკას — ეეშოლკე დ.
ლინოსი, ხოლო მეცნიერების სხვადასხვა დარგში წვრთნიდა ბრძენი კენტავრი ქირონი.
14
არგონავტთა შორის ბერძენი მწერლები სხვადასხვა გმირებს ასახელებენ, ერთი და იგივეა მხოლოდ
მათი რიცხვი — 50, „არგოს“ ნიჩაბთა რაოდენობის მინედვით უძველესი ვერსია არგონავტებად ბეოტიაში
მობინადრე მონიების მითიური ტომის თავკაცებს თვლის. იმისდა კვალად, რაც უფრო პოპულარული
ხდებოდა მითი მთელს ელადაში, არგონავტთა რიგებს თანდათანობით ავსებდნენ ლეგენდარული
გმირები: ორფევსი, ჰერაკლე, კასტორი და პოლიდევკე, მელეაგრე, თესევსი და სხვ.

მკითხველთა ლიგა

6
ჰ ე რ ა კ ლ ე. მე კი მგონია, რომ ეპიმენიდესავით15 სძინავს, რომელიც
ნახევარ საუკუნეს ძილში ატარებდა, ან კიდევ ჰერმოტიმესავით16, ვისზედაც
მოგვითხრობენ, ვითომ როცა მოეპრიანებოდა, მაშინ ამოუვიდოდა
სხეულიდან სული და მრავალი წლის მანძილზე გარე-გარე, მთელი
დედამიწის ზურგზე დაბორიალობდა, ბოლოს კი უკანვე ბრუნდებოდა, სანამ
მეგობრებმა, რომლებსაც სურდათ ბოლო მოეღოთ - ამ საღათასეული
ბოლთის ცემისათვის, კოცონზე არ დაწვეს სხეული. და აი, უკან
დაბრუნებულსა და სხეულში ჩასაბრუნებლად გამზადებულ სულს სახლი
დანგრეული დახვდა, ასე რომ, თუ ჭერქვეშ თავის შეფარებას დააპირებდა,
სხვა სახლი უნდა ექირავა ან სასტუმროში დაბინავებულიყო. მაგრამ ხომ არ
შეიძლება, რომ სამყაროს ასე გამოუღვიძებლად ეძინოს, თორემ რომელიმე
მეგობარს ან კეთილმოსურნეს შეიძლება მოეჩვენოს — მოკვდაო და ამიტომ
ერთ მშვენიერ დღეს აიღოს და დაწვას. მოდი, ვსინჯოთ, იქნებ როგორმე
გამოვაღვიძოთ.
ა ტ ლ ა ნ ტ ი.კი მაგრამ, როგორ?
ჰ ე რ ა კ ლ ე. ერთს ლაზათიანად ვუცხუნებ ამ ჩემს კომბალს. თუმცა არა,
მეშინია, ვაითუ ლავაშივით გავაბრტყელო. ან, ვინ იცის, შეიძლება მისი
ქერქი — რაკიღა ასე უჩვეულოდ მსუბუქი გახდა, — ისეთი თხელი
აღმოჩნდეს, რომ კვერცხის ნაჭუჭივით დაიფშვნას. არც იმაში ვარ
დარწმუნებული, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩემს დროს ხელდახელ
ერკინებოდნენ ლომებს, ხოლო ახლა რწყილებსღა ებრძვიან, გული არ
წაუვათ დარტყმის ხმაზე და ერთბაშად ძირს არ ჩამოცვივიან. უმჯობესია
განზე გადავდო ჩემი კომბალი, შენ კი — ეგ შენი მოსასხამი და ამ ბუშტით

15
ეპიმენიდე — ლეგენდარული კრეტელი ქურუმი, წინასწარმეტყველი და პოეტი (VII ს. ძვ. წ. ა.).
გადმოცემით, 57 წელი საღათას ძილში გაატარა თურმე, მოჯადოებულ მღვიმეში, საიდანაც გამოსულს
უმცროსი ძმა ღრმად მოხუცებული დახვდა. მითის მიხედვით, ეპიმენიდეს 157 წელი უცოცხლია (სხვა
ვერსიით – 299 წელი).
16
ჰემოტიმე — კლაჰომენელი ფილოსოფოსი (VI —V ს. ძვ. წ. ა.). არისტოტელეს მიხედვით, ჰერმოტიმე
პირველი იყო ბერძენ მოაზროვნეთა შორის, რომელიც გონებას („ნუს“) ყოველი საგნის მიზეზად
თვლიდა. სექსტუს ემპირიკუსის მტკიცებით, ჰერმოტიმე აღიარებდა სამყაროს არსებობის ორ საწყისს —
სპირიტუალურსა და მატერიალურს. ლუკიანეს თანახმად („ქება ბუზისა“, 7), ჰერმოტიმე ზებუნებრივი
უნარით ყოფილა დაჯილდოებული: მის სულს შეეძლო მიეტოვებინა სხეული და ასე, უსხეულმყოფელს,
ებორიალა სამყაროს უსასრულო სივრცეში. სულის ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას ფილოსოფოსის
მტრებს დრო უხელთიათ და დაუწვავთ მისი სხეული. თანამოქალაქეებს ღვთაებრივი პატივი მიუგიათ
ჰერმოტიმესთვის და ტაძარი აუგიათ მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად (იხ. აგრეთვე პლინიუს უფროსი,
„ბუნებითი ისტორია“, VII, 52)

მკითხველთა ლიგა

7
ფრენბურთი ვითამაშოთ. აფსუს, რატომ ხელთათმანები17 არ წამოვიღე,
ანდა ჩოგნები, რომლებითაც ჰერმესთან18 ერთად ზევსის სახლში თუ
ბაღჩაში ვთამაშობ ხოლმე. არა უშავს რა, შიშველი ხელებითაც იოლას
გავალთ.
ა ტ ლ ა ნ ტ ი.კეთილი, მაგრამ ვაითუ ჩვენი თამაშის შემყურე მამაშენს19
თვითონაც მოუნდეს ჩვენთან თამაში და თავისი ცეცხლოვანი ბურთულით20
სადღაც ჯანდაბაში გვიკრას თავი, როგორც ფაეტონს — პოში.21
ჰ ე რ ა კ ლ ე. ასედაც მოხდებოდა, მე რომ ფაეტონივით ვინმე მელექსის22
შვილი ვიყო და არა მისი23 საკუთარი ძე. თანაც, ხომ იცი, გულს ნურავინ
მომაყვანინებს, თორემ, იცოცხლე, პოეტებისა არ იყოს, ლირის ჟღერით რომ
ასახლებდნენ ქალაქებს, მე შემიძლია ამ ჩემი კომბლით უდაბნოდ ვაქციო
ცაცა და მიწაც. ზევსის ბურთულას კი ერთს ისეთს მოვუნიავებ, რომ აქედან
თვით ემპირეამდე24 ახტეს, ან არა და, აღმა ფრენისას ჰაერშივე დაიფშვნას
და აქეთ-იქით მიმოიფანტოს. დარდი ნუ გაქვს, კიდევაც რომ მომეპრიანოს
და ციდან ხუთი თუ ექვსი ვარსკვლავი ჩამოვგლიჯო საკენჭაოდ, ანდა
კომეტას კუდში ვწვდე, შურდულივით მოვიქნიო და მიზანში ვისროლო, ან

17
იგულისხმება სპეციალური ხელთათმანები, რომლებსაც სათითურები წაგრძელებული
ჰქონდათ კარგად გარანდული ჯოხებით, ხოლო ჯოხებს შორის მკვრივი აპკი იყო გაკრული.
ამნაირი ხელთათმანები ბურთის თამაშისას ჩოგნების მაგივრობას სწევდა.
18
ჰერმესი — ზევსისა და პლეადა მაიას (ატლანტის ასულის) ძე, ღმერთების მაცნე, მწყემსების,
მოგზაურების, ვაჭრების, ელჩების, სპორტსმენების, მოგვების მფარველი.
19
იგულისხმება ზევსი.
20
იგულისხმება მეხი („მეხთამტყორცნელი“ — „ტერპიკერანოს“ — ზევსის ერთ-ერთი ეპითეტია).
21
ფაეტონი — მზის ღმერთის ჰელიოსისა და ოკეანიდ კლიმენეს (სხვა ვერსიით — მეროპეს) ძე. მითის
მიხედვით, მამასა სთხოვა, ერთხელ მაინც დამრთე იმისი ნება, რომ შენი ოქროცურვილი ეტლით ცის
თავანზე გავისეირნოო. ჰელიოსმა თხოვნა შეუსრულა საყვარელ ძეს, მაგრამ ფაეტონმა სადავე ვერ
დაუჭირა ცეცხლისმფრქვეველ რაშებს, რომლებმაც თავი წაართვეს გამოუცდელ მეეტლეს. ეტლი გზას
ასცდა, აღმა-დაღმა დაჰქროდა ზეცის უსასრულო სივრცეში და გადაბუგვას უქადდა ცასაც და
დედამიწასაც. კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ზევსი იძულებული შეიქნა მეხით გაუგმირა
ფაეტონი, რომელიც მდინარე ერიდანოსში ჩავარდა. ეს მითიური მდინარე უფრო გვიან პადუსსთან —
დღევანდელ პოსთან იქნა გაიგივებული.
22
იგულისხმება აპოლონი, მუზების მფარველი და მათი მთავარი („მუსაგეტი“). ჰელიოსსა და აპოლონს
ერთი საერთო ეპითეტი ჰქონდათ — „ფოიბოს“ („ბრწყინვალე“), რის გამოც პირველი ღვთაება
თანდათანობით მეორესთან იქნა გაიგივებული.
23
ზევსის.
24
ემპირეა („ემპიროს“ — „ცეცხლით მოცული“) — ბერძნული მითოლოგიური თუ
კოსმოლოგიური თვალსაზრისით, ცის უზენაესი ნაწილი, წმინდა ცეცხლითა და სინათლით
სავსე, ნეტარი ღმერთების სავანე.
მკითხველთა ლიგა

8
კიდევ ბადროს ნაცვლად თვითონ მზე ვტყორცნო, მამაჩემი თვალს
დახუჭავს და თავს მოიკატუნებს, ვითომ არაფერიც არ შეემჩნიოს. ეგეც არ
იყოს, ჩვენ ხომ კეთილი განზრახვით ვაპირებთ თამაშს,— გვინდა შევეწიოთ
სამყაროს. აბა ფაეტონს კი არ ვგავართ, ვისაც ეტლში ჩაჯდომისას მხოლოდ
ერთი საფიქრალი ჰქონდა: სურდა თავისი სიმარჯვე დაემტკიცებინა
ჰორებისათვის,25 რომლებსაც სადავით ეჭირათ რაშები, და უებრო მეეტლედ
გამოჩენილიყო ანდრომედას,26 კალისტოსა27 ვარსკვლავეთის სხვა
ლამაზმანთა თვალში, რომლებსაც, თუ ჭორებს ვენდობით, გზადაგზა
სხივების თაიგულებსა და სინათლის დაგორგლილ ბურთულებს ესროდა
თურმე, და საერთოდაც უნდოდა თავი მოეწონებინა ზეცის მკვიდრთათვის,
რომელნიც იმ დღეს დიდიანპატარიანად სასეირნოდ გამოსულიყვნენ,
ვინაიდან დღესასწაული იყო. ერთის სიტყვით, მამაჩემის რისხვა ნუ
შეგაშინებს, რადგან, თუ საქმე საქმეზე მიდგა, იცოდე, ზარალს
აგინაზღაურებ. მაშ, ნუღარ ყოყმანობ, მოსასხამი მოიძვრე და ბურთი
მომაწოდე.

25
ჰორები — ქალღმერთები, რომლებიც განაგებდნენ წელიწადის დროთა და დღე-ღამის საათთა
მონაცვლეობას, განსაზღვრავდნენ ბუნების, საზოგადოებისა და სამყაროს წესრიგს. ჰორები ზევსის
მხევლებად ითვლებოდნენ: ცის კარს უღებდნენ, ხოლო თავიანთი მეუფის გამობრძანების შემდეგ
ხელახლა ხურავდნენ მას. ძველი ბერძნები თავდაპირველად ითვლიდნენ წელიწადის ორ, შემდეგ სამ და
ბოლოს ოთხ დროს. ამისდა კვალად, თანდათანობით იზრდებოდა ჰორების რიცხვიც. ასე, მაგალითად,
ათენში თავდაპირველად თაყვანს სცემდნენ მხოლოდ ორ ჰორას: გაზაფხულისას — თალოს
(„ყვავილოვანს“) და ზაფხულისას— კარლოს („ნაყოფიერს“). ჰესიოდე იხსენიებს სამ ჰორას: „ევნომიას“
(„კანონიერებას“), „დიკეს“ („სამართლიანობას“) და „ეირენეს“ („მშვიდობას“) — ზევსისა და თემიდას
ასულთ.
26
ანდრომედა — ეთიოპიის მეფის კეთევსისა და კასიოპეას ასული. ანდრომედას დედამ, რომელიც
უსაზღვროდ ამაყობდა თავისი ქალის სილამაზით,ერთხელ დაიკვეხა: ჩემ', ასულს ვერც ერთი ნერეიდა
(ნერეიდები — ზღვის ნიმფები) ვერ შეედრებაო. შეურაცხყოფილმა ნერეიდებმა პოსეიდონთან უჩივლეს
ღედოფალს. ზღვათა მეუფემ ეთიოპელთა ქვეყანას მოუვლინა საშინელი ურჩხელი. ორაკულის
წინასწარმეტყველებით, კეფევსის სამეფო მხოლოდ მაშინ გადაურჩებოდა ურჩხულს, თუ მას
ანდრომედას მისცემდნენ შესაჭმელად. ქვეყნის სახსნელად კეფევსი იძულებული შეიქნა დათანხმებოდა
ორაკულის ნებას, მაგრამ სასიკვდილოდ განწირული მეფის ასული გადაარჩინა პერსევსმა, რომელმაც
მოკლა ურჩხული, ანდრომედა კი ცოლად შეირთო და არგონში წაიყვანა. სიკვდილის შემდეგ ანდრომედა
თანავარსკვლავედად აქციეს ღმერთებმა (ანდრომედას თანავარსკვლავედი).
27
კალისტო - არკადიელი ნიმფა, რომელსაც ზევსისაგან შეეძინა არკადი — არკადიის მეფე და ეპონიმი.
განრისხებულმა ჰერამ, ზევსის ეჭვიანმა მეუღლემ, ძუ დათვად აქცია ნიმფა. ერთხელ, ნადირობისას,
კინაღამ შვილს შემოაკვდა დათვად ქცეული დედა, რომელიც ბოლოს ნადირობის ქალღმერთმა
არტემიდემ მოკლა. ზევსმა უკვდავება უბოძა მრავალტანჯულ ნიმფას და დიდი დათვის
თანავარსკვლავედად აქცია იგი.
მკითხველთა ლიგა

9
ა ტ ლ ა ნ ტ ი. მეტი რა გზა მაქვს, ნებას უნდა დაგყვე. შენ ზორბა ჭაბუკი ხარ
და, თანაც, შეიარაღებული, მე კი უიარაღო და მიხრწნილი. მაგრამ
ფრთხილად იყავი, არ დაგივარდეს, თორემ ვაითუ ახალი კოპი დააჯდეს, ან
სადმე ჩაიტყლიჭოს, ანუ ვაგლახად გაიბზაროს, მაშინდელისა არ იყოს,
იტალიას რომ სიცილია მოსწყდა, ხოლო ესპანეთს — აფრიკა,28ან კიდევ —
ღმერთმა დაგვიფაროს, — სულაც ჩამოემტვრეს რომელიმე პროვინცია ანდა
მთელი სამეფო, თორემ ხომ იცი, უბედური ომი ატყდება და უყარე მერე
კაკალი.
ჰ ე რ ა კ ლ ე. არხეინად იყავი.
ა ტ ლ ა ნ ტ ი. აჰა, დაიჭი! ერთი უყურე, რა უშნოდ ხტება, ალბათ იმიტომ,
რომ ფორმა აღარ უვარგა.
ჰ ე რ ა კ ლ ე. რა მოგდის, ცოტა უფრო მაგრა დაარტყი, თორემ ჩემამდე ვერ
აღწევს.
ა ტ ლ ა ნ ტ ი. დარტყმა რა შუაშია: აღმოსავლეთიდან ნიავქარი ქრის და
ბურთი მიაქვს, იმიტომ, რომ ბუმბულივით მჩატეა.
ჰ ე რ ა კ ლ ე. ჰოო, ეგ ცოდვა არ ახალია, ძველია: მისდღემჩი ქარიფანტია
იყო ეგ თავქარიანი.
ა ტ ლ ა ნ ტ ი. მართალი გითხრა, არ აწყენდა, რომ გაგვებერა, თორემ რაღა
ეგა და რაღა ბერფუყი ნესვი.
ჰ ე რ ა კ ლ ე. აი, ეგ კი ახალი ბიწი ჩანს: უწინ ხომ ეს ჩვენი ბურთულა
ციკანივით მკვირცხლად დახტოდა და დაკუნტრუშობდა.
ა ტ ლ ა ნ ტ ი. აბა, გაიქე! ჩქარა, გაიქე-მეთქი! ვაიმე, ვარდება ღმერთმანი,
ვარდება! შენი აქ მოსვლის. საათი დასწყევლოს ღმერთმა!
ჰ ე რ ა კ ლ ე. რა ვქნა, ისე მრუდედ და დაბლა მომაწოდე, რომ
კისრისტეხითაც ვერ მივწვდებოდი. როგორა ხარ, შე საცოდავო? ხომ
არაფერი იტკინე? შენც არ მომიკვდე, ან თუ ვინმე ირხევა, ან თუ ვისიმე ხმა
ისმის! მგონი, ყველას უწინდებურად სძინავს.

28
მესინისა და გიბრალტარის სრუტეების წარმოქმნას, რომელთაგანაც პირველი სიცილიას აპენინის
ნახევარკუნძულისაგან, ხოლო მეორე — ესპანეთს აფრიკის კონტინენტისაგან ჰყოფს, ძველი გეოგრაფები
უხსოვარ დროში მომხდარ გეოლოგიურ კატასტროფას უკავშირებდნენ.
მკითხველთა ლიგა

10
ა ტ ლ ა ნ ტ ი. მორჩი, გაფიცებ სტიქსის29ყველა კალაპოტს; მოდი. ხელი
წამიკა და კვლავ მხრებზე მომაგდებინე! შენ კი სასწაფოდ გასწიე ცაში და
მამაშენის წინაშე მიშუამდგომლე! სულ შენითა მჭირს, რაცა მჭირს.
ჰ ე რ ა კ ლ ე. ჰო, კაი, კაი!.. აგერ რამდენი საუკუნეა, მამაჩემის სახლში ერთი
მელექსე ცხოვრობს, ჰორაციუსი30 ჰქვია; კარის პოეტად მიიღეს ავგუსტუსის31
თავმდებობით, რომელიც ზევსის მიერ განღმრთობილ იქნა იმ მიზნით, რომ
მის გაღმერთებას რომის ძლევამოსილების განვრცობისა და
განდიდებისათვის შეეწყო ხელი. ეს პოეტი ერთთავად რაღაც სიმღერებს
გაჰკივის, და ერთ სიმღერაში, სხვათა შორის, ნათქვამია: სამართლიანი კაცი
ირნევა, ქვეყანაც რომ დაიქცესო.32 შეიძლება იფიქრო, რომ, ყველა კაცი
სამართლიანი გახდა, რაკი ქვეყანა კი არა, მთელი სამყარო დაიქცა და დაეცა
კიდეც.
ა ტ ლ ა ნ ტ ი. მერედა, ვის ეპარება ეჭვი კაცთა სამართლიანობაში? მაგრამ
რაღას უდგიხარ? ჩქარა მოუსვი და მამაშენის წინაშე, როგორც გინდა, ისე
გამამართლე, თორემ წუთი-წუთზე გულის კანკალით მოველი, როდის
დამეცემა მეხი და მე, ატლანტს, ეტნად მაქცევს.33

29
სტიქსი („სტიგოს“ — „პირქუში“, „საშინელი“) — მდინარე ჩრდილო არკადიაში, რომელიც უსიერ
ტევრში, მაღალი ქარაფიდან ჩანჩქერად ეშვებოდა ღრმა მორევში, საიდანაც, ძველი ბერძნების რწმენით,
ქვესკნელში ინთქმებოდა. სტიქსი იყო საიქიოს მთავარი მდინარე, რომელიც შვიდჯერ უვლიდა გარს
სულთა სამეფოს. სტიქსის წყალს იფიცებდნენ ღმერთები. ამ ფიცის გამტეხ ღმერთს ერთი წლის
მანძილზე ძილქუში (საღათას ძილი) იპყრობდა, ხოლო შემდეგ ცხრა წლით ირიცხებოდა ღმერთების
სათათბიროდან.
30
ჰორაციუსი — კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი (65 ძვ. წ. ა. — წ. ა.) — დიდი რომაელი პოეტი.
31
ავგუსტუსი (63 ძვ. წ. ა. 14 ახ. წ. ა.) რომის პირველი იმპერატორი, ჰორაციუსის, ვერგილიუსისა და სხვა
პოეტების მეგობარი და მფარველი.
32
იხ. ჰორაციუსი, „სიმღერები“, 111, 3 (სტრ. 7—8).
33
შედარებით გვიანდელი ბერძნული მითი ატლანტს აფრიკის მეფედ მიიჩნევს, რომელმაც
თითქოს მასპინძლობა არ გაუწია პერსევსს და ამ უკანასკნელმა გორგონა მედუზას თავის
მეშვეობით მთად აქცია იგი: იგულისხმება ატლა– სის (ატლანტის) ქედი ჩრდილო აფრიკაში (ინ.
ოვიდიუსი, „მეტამორფოზები“, IV, 627 და შმდ.)... თავისი გაუფრთხილებლობითა და
დაუდევრობით თავზარდაცემული ტიტანი შიშობს, ვაითუ ზევსმა მეხი დამკრას და ცეცხლის
მფრქვეველ მთად მაქციოს, ეტნის მსგავსადო.

მკითხველთა ლიგა

11
დედამიწისა და მთვარის
საუბარი
დ ე დ ა მ ი წ ა. მთვარევ, ჩემო ძვირფასო, მე ვიცი, რომ ლაპარაკიც შეგიძლია
და კითხვებზე პასუხის გაცემაც: პოეტებისაგან არაერთხელ გამიგონია,
მთვარე ცოცხალი არსებააო. ეგეც არ იყოს, ბავშვების ლაპარაკს რომ
მიუგდო ყური, ძალაუნებურად უნდა დაიჯერო, თითქოს თვალებიცა გაქვს,
ცხვირიც და პირიც, ამ ჩვენი ონავრების მსგავსად, რომლებიც იფიცებიან,
ყოველივე ეს ჩვენი თვალით გვინახავსო; როგორც ჩანს, მზერა ამ ასაკში
მართლაც საოცრად მახვილი უნდა იყოს. მეორეს მხრივ, ალბათ, თავადაც
მოგეხსენება, რომ მეც შენსავით ცოცხალი არსება ვარ და
ყმაწვილიქალობაში, ვინ მოსთვლის, რამდენი ვაჟიშვილი მოვუვლინე
ქვეყნიერებას, 34 ასე რომ, იმედია, ჩემი ლაპარაკი არ გაგიკვირდება. ხოლო
თუ შენს მეზობლად იმდენი საუკუნეა ვცხოვრობ, ჩემო მშვენიერო, რომ
სათვალავიც კი ამერია, მაგრამ დღემდე ერთი სიტყვითაც არ
გამოგლაპარაკებივარ, მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეებს ვერ ავუდიოდი და
საჭორაოდ არ მეცალა. ახლა კი საქმეები შემომელია, თუმცა, რაცა მაქვს,
ისიც თავის ნებაზე და თავისი გზით მიედინება, მაგრამ, რა ვქნა, უქმად
ყოფნას არ ვარ ჩვეული და ლამის მოწყენილობამ მომკლას. ამიტომაც
გადავწყვიტე, ამიერიდან ხშირ-ხშირად გელაპარაკო და შენს საქმეებზე
მაინც ვიფიქრო, თუკი, რასაკვირველია, თავს არ შეგაწყენ.
მ თ ვ ა რ ე. რას ბოდიშობ ნეტავი შენს ლაპარაკზე უფრო მოსაწყენი არაფერი
მარგუნოს ბედმა. თუ ჩემთან საუბარი გსურს, მესაუბრე, რამდენიც გნებავს.
მე კი, თუმცა, დუმილის ტრფიალს რომ იტყვიან, სწორედ ისა ვარ,35 როგორც,
ალბათ, თავადვე მოგეხსენება, მაგრამ ხათრს როგორ გაგიტეხ: დიდი
სიამოვნებით მოგისმენ და არც პასუხს დაგზარდები.

34
ბერძნული მითოლოგიის მიხედვით დედამიწის . გეასა და ცის — ურანოსის კავშირისაგან იშვნენ
ტიტანები, კიკლოპები, ჰეკატონხეირები; გეა ითვლებოდა აგრეთვე ერინიებისა და გიგანტების დედად.
დედამიწისა და ზღვის (პონტოს) კავშირმა დასაბამი მისცა ღვთაებებს — ნერევსს, თავმანტს, ფორკისს,
ევრიბიას და სხვ.
35
ავტორი ნართაულად მიგვანიშნებს ვერგილიუსის „ენეიდის“ ერთ პასაჟზე (წიგნი I). აღსანიშნავია, რომ
„ენეიდის“ ეს წიგნი იტალიურად თარგმა ლეოპარდიმ. როცა ის მხოლოდ თექვსმეტი წლისა იყო. ამ
დროისათვის მას უკვე თარგმნილი ჰქონდა მოსხოსის „იდილიები“, ჰომეროსის „ოდისეას“ პირველი
სიმღერა და ბერძნული თუ რომაული მწერლობის ზოგიერთი შედევრი (მთლიანად ან ნაწილობრივ).

მკითხველთა ლიგა

12
დ ე დ ა მ ი წ ა. გესმის ის სანეტარო ხმები, ციური სხეულები რომ გამოსცემენ
მოძრაობისას?
მ თ ვ ა რ ე. მართალი გითხრა, არაფერიც არ მესმის.
დ ე დ ა მ ი წ ა. არც მე მესმის რამე, ქარის გრიალის გარდა, რომელიც ჩემი
პოლუსებიდან ეკვატორისკენ და, პირიქით, ეკვატოტიდან პოლუსებისკენ
ქრის და, როგორც ჩანს, წარმოდგენაც არა აქვს მუსიკაზე. მაგრამ,
პითაგორას მტკიცებით, ციური სფეროები ისე საამურ ხმებს გამოსცემენ,
რომ პირდაპირ მოჯადოებული დარჩები,36 და ამ მელოდიას შენი ხმაც

36ამ პასაჟის გასაგებად ზოგადად მაინც უნდა ვიცნობდეთ დიდი ბერძენი ფილოსოფოსის
პითაგორასა (VI ს. ძვ. წ. ა.) და მისი სკოლის კოსმოლოგიას: პითაგორელთა მიხედვით, სამყაროს
შუაგულად გვევლინება „ცენტრალური ცეცხლი“, რომელსაც ფილოლაოსი ჰესტიას სამყაროს
კერას, ზევსის სახლს, ღმერთების დედას, ან კიდევ ბუნების საკურთხეველს, კავშირსა და ზომას
უწოდებს. ცენტრალური ცეცხლის ირგვლივ წრიულად ბრუნავს ათი ღვთაებრივი სხეული: უძრავ
ვარსკვლავთა ცა, ხუთი პლანეტა, მათ ქვემოთ — მზე, მთვარე და დედამიწა, ხოლო დედამიწის
ქვემოთ — ე. წ. „ანტიდედამიწა“ — ერთგვარი მეათე პლანეტა, რომლის არსებობასაც
პითაგორელები უშვებდნენ იმ მიზნით, რომ ურ სხეულთა რიცხვი ღვთაებრივ ათამდე
(დეკადამდე) დაემრგვალებინათ. ამ უკანასკნელის მეშვეობით ხსნიდნენ ისინი მთვარის
დაბნელებას, თუმცა შემდეგ იგი „კომეტით“ შეცვალეს, რომელსაც, არისტოტელეს მოწმობით,
მეათე პლანეტად თვლიდნენ. კოსმიური სხეულები დასაბამს იღებენ ცენტრალური
ცეცხლისგან, რომელიც სწორედ ამის გამო იწოდება „ღმერთების დედად“. ისინი მიმაგრებული
არიან გამჭვირვალე წრეებზე, ანუ სფეროებზე, რომლებიც ერთმანეთისაგან შუალედებით
არიან განმხოლოებულნი. ეს შუალედები ისე შეეფარდებიან ერთმანეთს, როგორც ოქტავის
ტონების ინტერვალები. ყოველი სწრა-დ მოძრავი სხეული გამოსცემს ბგერას, რომლის
სიმაღლე მოძრაობის სისწრაფეზეა დამოკიდებული. ამიტომაც პლანეტებისა და მათი
სფეროების მოძრაობა ე. წ. „კოსმიური ჰარმონიის“ წყაროდ გვევლინება. ციურ სფეროთა ეს
ჰარმონია კიდით-კიდემდე განწონის მთელ სამყაროს, მაგრამ მას მხოლოდ იმიტომ ვერ
აღიქვამს ჩვენი სმენა, რომ ის გამუდმებით, უწყვეტად ჟღერს. ამრიგად, ყოველი პლანეტა
თითქოს გიგანტური კოსმიური ლირის სიმისა თუ ლარის როლს ასრულებს... თვითონ
ლეოპარდი ციცერონის სიტყვებით განმარტავს თავისი დიალოგის ამ პასაჟს
(„სახელმწიფოსათვის“, VI, XVIII, 18, — „სციპიონის სიზმარი“): „კი მაგრამ, ეს რაღა ბგერაა,
ესოდენ მაღალი და ესოდენ ამო, რომელიც ავსებს ჩვენს სმენას? . არათანაბარი, მაგრამ მაინც
გარკვეული თანაფარდობითა და გონივრულად განლაგებული შუალედებით დაყოფილი ეს
ბგერა დასაბამს იღებს თვით სფეროთა შმაგი ბრუნვისგან და, ერთმანეთში რომ ურევს მაღალს
და დაბალს, სხვადასხვა გაწონასწორებულ თანახმიერებას წარმოქმნის. მდუმარებაში ამნაირი
მოძრაობის გამოწვევა შეუძლებელია და ბუნება ისე იქცევა, რომ ყველაფერი, რაც უკიდურეს
წერტილებში მდებარეობს, ერთ მხარეს — დაბალს, მეორეზე კი მაღალ ბგერებს გამოსცემს.
ამის გამო, აი, ის უმაღლესი ციური სფერო, რომელიც თან მიაქანებს ვარსკვლავებს და ყველაზე
სწრაფად ბრუნავს, მოძრაობისას მაღალსა და მკვეთრ ბგერს აძლევს დასაბამს. ყველაზე
დაბალ ბგერას კი წარმოქმნის მთვარის, აი, ეს — ყველაზე და– ბალი წრე. დედამიწა, რომელიც
მეცხრეა რიგის მიხედვით, ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას, სამყაროს ცენტრში

13
ეწვნის, რადგანაც სამყაროული ლირის მერვე ლარი ბრძანდები,37მე კი
თურმე ჩემივე საკუთარი ხმა მიხშობს სმენას და მიტომაც არაფერი არ
მესმის.
მ თ ვ ა რ ე. როგორც ჩანს, მეც დახშული მქონია სმენა, ვინაიდან თვითონაც
არა მესმის რა და, თუ დამიჯერებ, წარმოდგენაც არა მაქვს იმაზე, რომ
თურმე, ნუ იტყვი და, ლარი ვყოფილვარ.
დ ე დ ა მ იწა. მაშინ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. მითხარი, მართლა
დასახლებული ხარ, როგორც ამტკიცებენ ძველი თუ ახალი დროის
ბრძენკაცნი ორფევსიდან38 მოყოლებული ლალანდამდე?39 მე კი, რაგინდ
მაღლაც უნდა ვიშვერდე რქებს, რომლებსაც ადამიანები მთის წვერებსა თუ
მწვერვალებს უწოდებენ და რომლებითაც — ისევე, როგორც ლოკოკინა
თავისი საცეცებით, — ყველაფერს ვათვალიერებ, სულიერის ჭაჭანებასაც
ვერ ვხედავ შენს ზედაპირზე. თუმცა ის კი გამიგონია, რომ ვინმე დავით
ფაბრიციუსს,40 რომელსაც უთუოდ ლინკევსზე41 უფრო მახვილი და ბასრი

მდებარეობს. მაგრამ რვა გზა, რომელთაგანაც ორი თანაბარი ძალმოსილებისაა,


ერთმანეთისაგან შუალედებით გაყოფილ შვიდ ბგერას გამოსცემს, ხოლო ეს რიცხვი, თუ
შეიძლება ასე ითქვას, ყოველი საგნის კვანძად გვევლინება“.
37
როგორც ზემო შენიშვნიდან ჩანს, პითაგორელთა კოსმოლოგიურ სისტემაში მთვარე
მართლაც სამყაროული ლირის მერვე ლარია — უძრავ ვარსკვლავ– თა ცის, ხუთი პლანეტისა და
მზის შემდეგ.
38
ორფევსი — მითიური მომღერალი, ფსევდო-ავტორი ძველი ბერძნულლი მისტიური
ჰიმნებისა (ე. წ. „ორფიკული ჰიმნები“), მუზა კალიოპესა და თრა– კიის მეფის ეაგრეს ვაჟი,
ევრიდიკეს მეუღლე. ლეოპარდი თავის „ასტრონომიის ისტორიაში“ წერს: „როგორც ფიქრობენ,
ორფევსი იყო პირველი, ვისაც ცი– უოი სხეულები ჩვენი დედამიწის მსგავსად დასახლებულად
მიაჩნდა... პროკლემ („ტიმეოსის“ კომენტარები“, IV) შემოგვინახა . რამდენიმე ორფიკული
ლექსი, რომლებიც გვაუწყებენ, რომ მთვარე დასახლებულია“...
39
ლალანდი ჟოზეფ-ჟერომ ლე ფრანსე დე (1732—1807) — ფრანგი ასტრონომი, 1762 წლიდან სიცოცხლის
ბოლომდე „კოლექ დე ფრანსის“ პროფესორი, ავტორი „ტრაქტატისა ასტრონომიის შესახებ“;
განსაკუთრებული ინტენსივობით მუშაობდა პლანეტათა თეორიის დარგში, იკვლევდა მთვარეს, მზესა და
სხვა ც0ურ სხეულებს. ეს სერიოზული მეცნიერი ცხოვრებაში, ცოტა არ იყოს, ახირებული კაცი გახლდათ.
პატივმოყვარეობამ ათქმევინა ცნობილი ფრაზა: „მე გასანთლული ტილო ვარ, როცა მაგინებენ და
ღრუბელი ვარ, როცა მაქებენო“; პატივმოყვარეობისავე გამო ხანდახან არ თაკილობდა სენსაციურ
განცხადებებსაც.
40
დავით ფაბრიციუსი (1564—1617) — გერმანელი ღვთისმეტყველი და ასტრონომი. თავის
„ასტრონომიის ისტორიაში“ ლეოპარდი წერს: ფაბრიციუსი ამტკიცებდა, „ჩემი თვალით მიხილავს
მთვარის მცხოვრებნიო“.
41
ლინკევსი – - მითიური გმირი, ერთ-ერთი არგონავტი, რომელსაც უჩვეულოდ ბასრი და მახვილი მზერა
ჰქონდა.
მკითხველთა ლიგა

14
მზერა ჰქონდა, ერთხელ თვალი მოუკრავს მთვარის რამდენიმე
მცხოვრებისათვის, რომლებიც თურმე მზეზე გასაშრობად ჰფენდნენ
ტილოებს.
მ თ ვ ა რ ე. შენი რქებისა რა მოგახსენო, მაგრამ მე, ყოველ შემთხვევაში,
დასახლებული ვარ.
დ ე დ ა მ ი წ ა. მერედა, რა ფერისანი არიან შენი ადამიანები? მთ ვ ა რ ე.
რომელი ადამიანები?
დ ე დ ა მ ი წ ა. რომელი და შენი მცხოვრებნი. აკი თვითონვე თქვი,
დასახლებული ვარო?
მთვარე. მერე რა?
დ ე დ ა მ ი წ ა. რა და ის, რომ შეუძლებელია მარტოოდენ მხეცებით იყო
დასახლებული.
მ თ ვ ა რ ე. არც ადამიანებით და არც მხეცებით. არც კი ვიცი, რანი არიან ან
ერთნი და ან მეორენი, ან რა ჯიშისა და ჯილაგისანი. მაგ შენი სიტყვებიდან,
რომლებითაც, თუ არა ვცდები, ნართაულად მიმანიშნებდი ადამიანებზე,
მართალი გითხრა, თითქმის ვერავითარი აზრი ვერ გამოვიტანე.
დ ე დ ა მ ი წ ა. კი მაგრამ, მაინც რა ხალხების სამკვიდრო ბრძანდები?
მ თ ვ ა რ ე. მრავალი სხვადასხვა ხალხისა, მაგრამ შენ მათზე უფრო მეტი
როდი იცი, ვიდრე მე — შენს მცხოვრებლებზე.
დ ე დ ა მ ი წ ა. ეს რა მესმის?! სხვას რომ ეთქვა, არაფრით არ დავიჯერებდი.
მაგრამ მითხარი, შენს მცხოვრებლებს არასოდეს არ დაუპყრიხარ?
მ თ ვ ა რ ე. არა მგონია... კი მაგრამ, როგორ? რისთვის?
დ ე დ ა მ ი წ ა. პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების, ან სხვისი სიმდიდრისა
თუ მიწა-წყლის მიტაცების მიზნით; პოლიტიკური ხრიკებით თუ იარაღით.
მ თ ვ ა რ ე. არ ვიცი, რას ნიშნავს „იარაღი“, „პატივმოყვარეობა“,
„პოლიტიკური ხრიკები“ და სხვა დანარჩენი, რასაც შენ მეუბნები.
მკითხველთა ლიგა

15
დ ე დ ა მ ი წ ა. იარაღი თუ არა, ის მაინც უეჭველად გეცოდინება, თუ რა არის
ომი. ერთმა აქაურმა ფიზიკოსმა ამას წინათ სამზერი ჭოგრიტით — ეს
იმისთანა ხელსაწყოა, რომლის მეშვეობითაც ძალზე შორეული საგნების
დანახვა შეიძლება, — შენს ზედაპირზე შენიშნა დიდებული ციხე-სიმაგრე
დამრეცი ქონგურებით,42 რაც იმას ნიშნავს, რომ ალყის შემორტყმა და
გალავნის იერიში შენი ხალხებისათვის უცხო ხილი არ უნდა იყოს.
მ თ ვ ა რ ე. მომიტევე, ქალბატონო დედამიწავ, თუ უფრო თამამ სიტყვასა
გკადრებ, ვიდრე შენს მხევალსა და მოახლეს შეეფერება; გულახდილად
რომ მოგახსენო, სულ მთლად გამოთაყვანებულხარ, თუ მართლა გგონია,
რომ სამყაროს ყველა ნაწილში ყველაფერი ისევეა, როგორც შენს
ზედაპირზე თუ შენს წიაღში, თითქოს ბუნებას მეტი საქმე არა ჰქონდა რა,
გარდა იმისა, რომ ზედმიწევნითი სიზუსტით გაემეორებინა ყოველივე
მიწიერი. შე გეუბნები, დასახლებული ვარ-მეთქი, შენ კი იმნაირი დასკვნა
გამოგაქვს, რომ ჩემი მცხოვრებნი მაინცდამაინც ადამიანები უნდა იყვნენ. მე
გიხსნი, ისინი ადამიანები არ არიან-მეთქი, შენ კი თითქოს მეთანხმები,
მაგრამ უწინდებურად დარწმუნებული ხარ იმაში, რომ მათ ისეთივე
თვისებები აქვთ და ისეთივე ცხოვრებით ცხოვრობენ, როგორც ეგ შენი
ხალხები. ამასთან, ვიღაც უცნობი ფიზიკოსი მოგყავს მოწმედ, მთელი მისი
სამზერი ჭოგრიტებითურთ. თუ ეს შენი ჭოგრიტები ყველაფერს ასევე
კარგად ხედავენ, მაშინ უნდა გითხრა, რომ მათი მზერა დიდად როდი
განსხვავდება იმ პატარა ბავშვების მხედველობისაგან, რომლებმაც თურმე
თვალები და ცხვირ-პირიც კი დამინახეს, თუმცა მე თვითონ არ ვიცი, სად
ჯანდაბაში უნდა მქონდეს ისინი.
დ ე დ ა მ ი წ ა. მაშასადამე, ისიც ტყუილია, რომ შენი პროვინციები ფართო
და ლარივით სწორი შარაგზებითაა დასერილი, როგორც ეს სამზერი
ჭოგრიტით მშვენივრად მოჩანს გერმანიის მხრიდან?
მ თ ვ ა რ ე. მე ისიც კი არ ვიცი, დამუშავებული ვარ თუ არა, შარაგზებზე ხომ
არავითარი წარმოდგენა არა მაქვს.
დ ე დ ა მ ი წ ა. უნდა მოგახსენო, ჩემო მშვენიერო, რომ მე კაი გვარიანი ხეპრე,
გაუთლელი და გონებაჩლუნგი გახლავარ; ამიტომაა, ასე ადვილად რომ
42
თვით ლეოპარდი ამ ადგილის განმარტებისას იმოწმებს „გაძეტა უნივერსალეს“, რომელიც იუწყებოდა,
რომ ერთ მიუნჰენელ პროფესორს გრით ჰოიზენს ტელესკოპით შეუნიშნავს მთვარეზე დიდებული ციხე-
სიმაგრე.
მკითხველთა ლიგა

16
მაბრიყვებენ და მასულელებენ ადამიანები. მაგრამ ყური მიგდე, რას
გეტყვი: შენი მცხოვრებლები კიდევაც რომ არ ფიქრობდნენ იმაზე, თუ
როგორ დაგიპყრონ, იცოდე, დამონების საფრთხე მაინც გემუქრება,
რადგანაც მეტისმეტად ბევრი მტერი გყავს აქ, ქვემოთ, ადამიანებს შორის,
რომლებიც სხვადასხვა დროს აპირებდნენ შენს დაპყრობას და
საგულდაგულოდ ემზადებოდნენ კიდეც ამისთვის. მაგრამ მიუხედავად
იმისა, რომ ყველაზე მაღალ მწვერვალებზე აბობღდნენ და თითის
წვერებზეც კი აიწიენ, ჯერჯერობით მაინც ვერ მოგწვდნენ. ეგეც არ იყოს,
აგერ უკვე რა ხანია ვამჩნევ, რომ საეჭვოდ გითვალთვალებენ, შენს ფაზებს
სწავლობენ, შენი ადგილების რუკებს ადგენენ, მთების სიმაღლეებს
ზომავენ და, არ ვიცი, რა მანქანებით, მათი სახელებიც კი გაიგეს. ჩემი
შენდამი კეთილგანწყობილების გამო, საჭიროდ ვცანი, ყოველივე ამასთან
დაკავშირებით გამეფრთხილებინე, რათა, ყოველი შემთხვევისათვის,
თადარიგი დაიჭირო და სათანადო ზომებიც მიიღო. ახლა კი სულ სხვა რამ
მინდა გკითხო: ძალიან გაბეზრებენ თავს ძაღლები, როცა გიყეფენ? რას
ფიქრობ იმაზე, ვინც შენს თავს ჭაში უჩვენებს სხვებს? რა სქესისა ხარ —
მამრობითის თუ მდედრობითის? უწინ ამის თაობაზე სხვადასხვანაირად
ფიქრობდნენ. მართალია თუ არა, რომ არკადიელები შენზე ადრე გაჩნდნენ
ქვეყნად?43 რომ მანდაური ქალები თუ, რა ვიცი, რა ვუწოდო შენი
მცხოვრებლების ნახევარს, — კვერცხსა დებენ და ერთი ამ კვერცხთაგანი აქ,
დაბლა, ვარდება ხოლმე, ოღონდ არ ვიცი, როდის? რომ მთელს სიგრძეზე
გახვრეტილი ხარ, კრიალოსანის მძივივით, როგორც ვარაუდობს ერთი
თანამედროვე ბუნეისმცდელი.44 რომ, ერთი ინგლისელის მტკიცებისა არ
იყოს, მთლიანად ჭყინტი ყველისგან ხარ გაკეთებული? 45რომ ერთ მშვენიერ

43
ცენტრალურ პელოპონესში მდებარე არკადიის მცხოვრებლებს ოდითგანვე იქაურ
მკვიდრებად (ავტოხონებად) მოჰქონდათ თავი და ამტკიცებდნენ, მთვარეზე ადრე გავჩნდითო.
44
ამ ადგილის განმარტებისას ლეოპარდი თვითონვე ასახელებს ესპანელ მეცნიერს, სახელმწიფო
მოღვაწეს, სწავლულსა და მოგზაურს ანტონიო დე ულოას (1716—1795). ეს იყო მრავალმხრივ
განსწავლული კაცი, დაუღალავი მაძიებელი და ექსპერიმენტატორი; მისი ინტერესები თანაბრად
ვრცელდებოდა ფიზიკასა და ქიმიაზე, გეოლოგიასა და გეოგრაფიაზე, ბუნებისმეტყველებასა
ასტრონომიაზე. ტიპოგრაფიასა და საფეიქრო მრეწველობაზე, მწერლობასა და ხელოვნებაზე. თავის
ერთ-ერთ ნაშრომში „დაკვირვება გაშლილი ზღვიდან მზის დაბნელებაზე“ (კადიქსი, 1778 წ.) ულოა
წერდა, რომ მთვარეზე შეუნიშნავს მათი წერტილი, რომელიც, მისი მტკიცებით, ნამდვილი ხვრელი უნდა
ყოფილიყო. ფრანგი ასტრონომი ლალანდი (იხ. აქვე, შენ. 5) არ იზიარებდა ამ თვალ(აზრის; ულოს მიერ
შენიშნული მნათი წერტილი მას ვულკანად მიაჩნდა.
45
„მთვარე გაკეთებულია ჭყინტი ყველისგან“ (დედანში ეს სიტყვები ინგლისურადაა მოტანილი, — გ. ბ.),
— ეს ინგლისური ანდაზა იმაზე ითქმის, ვინც წარმოუდგენელ რამეს ამტკიცებს“ (ლეოპარდის შენიშვნა).
მკითხველთა ლიგა

17
დღეს, ან იქნებ, ღამესაც მაჰმადმა საზამთროსავით შუაზე გაგრა და კაი
მოზრდილი ნაჭერი სახელოში ჩაუვარდა? გსიამოვნებს თუ არა მინარეთის
წვერზე ჯდომა? ან რა აზრისა ხარ ბაირამის სასწაულზე?
მ თ ვ ა რ ე. რას გაჩერდი, მიდი, განაგრძე! სანამ ეგრე გაუჩერებლად
ლაქლაქებ, არც პასუხის გაცემა მჭირდება და, მაშასადამე, არც ჩემი ჩვეული
მდუმარების დარღვევა. თუ მართლა ჩემთან საუბარზე გელევა სული,
მაგრამ სხვა სათქმელი და სალაპარაკო არ გაგაჩნია, გიჯობს მე ნუკი
მომმართავ, — სულ ერთია, მაინც ვერაფერს გაიგებ, — არამედ უბრძანე
ადამიანებს, სხვა პლანეტა გააკეთონ, რათა შენს გარშემო ბრუნავდეს,
გაჭრილი ვაშლივითა გგავდეს და შენსავით იყოს დასახლებული. შენ ხომ
სხვა რამეზე ლაპარაკი არ შეგიძლია, სულ ერთსა და იმავეს გაიძახი:
ადამიანები და ძაღლები, ადამიანები და ძაღლებიო, მაგრამ მე იმდენივე
ვიცი მათზე, რამდენიც შენ იმ დიად მზეზე, რომლის გარშემოც, როგორც
ამბობენ, ისევე ბრუნავს ეს, ჩვენი მზე, როგორც მე — შენს გარშემო.
დ ე დ ა მ ი წ ა. მართლაცდა, რაც უფრო მეტადა ვცდილობ, ლაპარაკში ერთი
სიტყვითაც არ შევეხო ჩემს საქმეებს, მით უფრო ნაკლებ ვახერხებ ამას.
კეთილი, აწი უფრო ყურადღებით ვიქნები. მაგრამ ერთი ესეც მითხარი:
მაღლა რომ სწევ, მერე კი კვლავ დაბლა უშვებ ჩემი ზღვის წყალს, თამაშობ
თუ რას შვრები?
მ თ ვ ა რ ე. იქნებ ვთამაშობ კიდეც, მაგრამ თუ შენზე ასე ვმოქმედებ, თვითონ
ვერც კი ვგრძნობ ამას, ისევე როგორც შენ: აბა, რა იცი, რანაირ
ზემოქმედებას ახდენ ჩემზე? თუმცაღა ეს ზემოქმედება იმდენად ძლიერია
ჩემსაზე, რამდენადაც თვითონვე აღემატები ზომით, წონითა თუ
ძალმოსილებით.
დ ე დ ა მ ი წ ა. და მართლაც, იმის თაობაზე, თუ რანაირად ვმოქმედებ შენზე,
მხოლოდ ერთი რამ ვიცი: კერძოდ, ის, რომ დროდადრო მზის შუქს
გიბნელებ, ჩემს თავს კი შენს შუქს ვართმევ.46 ეგეც არ იყოს, როცა ღამითა
ხარ მოცული, ისე მაგრა გან.თებ ხოლმე, რომ ხანდახან ნაწილობრივ მეც კი
ვხედავ ჩემსავე ნათელს.47 ჰო, მართლა, კინაღამ ყველაზე მთავარი. არ

46
იგულისხმება მთვარის დაბნელება.
47
იგულისხმება ე. წ. „ფერფლისებრი სინათლე“ — მთვარის იმ ნაწილს მკრთალი ნათება, რომელიც
მზით არ არის განათებული და რომელიც დედამიწიდან მიფენილ შუქს ირეკლავს.
მკითხველთა ლიგა

18
დამავიწყდა? მითხარი, მართალია თუ არა, რასაც არბოსტო წერს: თითქოს
ყველაფერი, რასაც თვითეული ადამიანი თანდათანობით კარგავს დროთა
განმავლობაში, სახელდობრ, სიჭაბუკე, სილამაზე, ჯანმრთელობა, სიმხნევე
ანდა სიმდიდრე, დახარჯული კეთილი მიზნით: სახელისა და მოყვასთა
პატივისცემის მოსახვეჭად, უასაკოთა სიკეთის გზაზე დასაყენებლად თუ
კაცთა კეთილდღეობის დასამკვიდრებლად, — ყოველივე ეს ცად აიზიდება
და შენს ზედაპირზე გროვდება, ასე რომ, შენს მთვარეულ სინამდვილეში
შეიძლება ადვილად მიაკვლიო ყოველივე ადამიანურს, რასაკვირველია,
სიგიჟის თუ სიშლეგის გარდა, რომელიც განუყრელია კაცთა მოდგმისგან.
თუ ყოველივე ეს მართალია, მაშინ, ჩემი ანგარიშით, ისე გამოტენილი უნდა
იყო, რომ ალბათ, ნემსის ჩასავარდნი ადგილიც არ მოგეძებნება, მით
უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ უკანასკნელ ხანს ადამიანებმა ძალზე ბევრი
რამ დაკარგეს, კერძოდ, სამშობლოს სიყვარული, სიმამაცე,
დიდსულოვნება, პატიოსნება, და დაკარგეს არა ნაწილობრივ და არა
ზოგიერთებმა, არამედ მთლიანად და უკლებლივ ყველამ. ხოლო თუ ეს
თვისებები შენს სინამდვილეში არ მოიძებნება, მაშინ მთელს სამყაროშიც
სულ ტყუილად დავუწყებთ ძებნას. მაგრამ მე მინდა, ასეთი ხელშეკრულება
დავდოთ: ამიერიდან შენ თანდათანობით დამიბრუნებ ყოველივე ჩემს
კუთვნილს, რადგანაც, ეჭვს გარეშეა, თვითონაც მოწადინებული იქნები,
თავი დააღწიო ამ მძიმე ტვირთს, განსაკუთრებით კი გონებას, რომელსაც,
ჩემი გამოანგარიშებით, შენი სივრცის უმეტესი ნაწილი უნდა ეკავოს; მე კი
ვაიძულებ ადამიანებს, ყოველწლიურად კაი გვარიანი გამოსასყიდი
გადაგიხადონ.
მ თ ვ ა რ ე. აღარ მოეშვები ამ ადამიანებს? რაკიღა სიშლეგე და სიგიჟე,
როგორც თვითონვე ამტკიცებ, შენს ფარგლებს არა ტოვებენ, ამიტომ გინდა
ყოველ მიზეზს გარეშე მეც ჭკუიდან შემშალო და საღი აზრი დამაკარგვინო,
ვითომცდა, ადამიანების მიერ დაკარგული გონიერების ძებნის საბაბით?
მაგრამ მე წარმოდგენაც არა მაქვს, სად ჯანდაბაში უნდა იყოს, ან არის კია,
საერთოდ, ეგ გონიერება მთელს სამყაროში? ერთი ის ვიცი დაბეჯითებით,
რომ აქ ნამდვილად არ არის არც გონიერება და არც სხვა რამ თვისება,
რომლებზედაც შენ მეკითხები.
მკითხველთა ლიგა

19
დ ე დ ა მ ი წ ა. იმას მაინც ვერ მეტყვი, არის თუ არა შენს სინამდვილეში
ბიწიერება, სიავე, უბედურება, ტანჯვა, სიბერე, ერთის სიტყვით, —
ბოროტება? ამ სიტყვების აზრი მაინც თუ გესმის?
მ თ ვ ა რ ე. მაგათი — იცოცხლე! და არა მარტო სიტყვების, არამედ იმისაც,
რასაც ისინი აღნიშნავენ, რადგანაც მხოლოდ ამით ვარ სავსე და არა იმით,
რაც შენ წარმოგედგინა.
დ ე დ ა მ ი წ ა. მაინც რა სჭარბობს შენს მცხოვრებლებში — ღირსება თუ
ნაკლი?
მ თ ვ ა რ ე. ნაკლი გაცილებით უფრო მეტი აქვთ.
დ ე დ ა მ ი წ ა. სიკეთისა და ბოროტების თანაფარდობაზე რაღას იტყვი?
მ თ ვ ა რ ე. ეეჰ, სიკეთე სად მოვა ბოროტებასთან.
დ ე დ ა მ ი წ ა. კი მაგრამ, შენი მცხოვრებნი ბედნიერები არიან თუ
უბედურნი?
მ თ ვ ა რ ე. იმდენად უბედურნი, რომ არ ვისურვებდი, მათ შორის თვით
ყველაზე ბედნიერის ადგილას ვყოფილიყავი.
დ ე დ ა მ ი წ ა. აქაც რომ ზუსტად ასეა საქმე?! საკვირველია, ღმერთმანი,
თითქოს საერთო არაფერი გვაქვს, ამ მხრივ კი ოდნავადაც არ
განვსხვავდებით ერთმანეთისგან.
მ თ ვ ა რ ე. საერთო არაფერი გვაქვსო?! კი მაგრამ, მეც ხომ შენნაირი ფორმა
მაქვს, შენსავით ვბრუნავ და შენსავით მანათებს მზე? ამიტომ ის მსგავსებაც
სავსებით ბუნებრივია, რომელიც შენ ასე გაკვირვებს, რადგანაც ბოროტება
ისევე ნიშნეულია სამყაროს ყველა პლანეტისათვის თუ არა, ყოველ
შემთხვევაში, მთელი მზის სისტემისათვის მაინც, როგორც მრგვალი ფორმა
და სხვა დანარჩენიც, რაზედაც ეს-ესაა მოგახსენებდი. შენ რომ შეგეძლოს
ურანს, სატურნსა თუ ჩვენი სისტემის სხვა პლანეტებსაც მიაწვდინო ხმა და
ჰკითხო, არის თუ არა მათზე უბედურება, ბოროტება სჭარბობს სიკეთეს, -
თუ, პირიქით, სიკეთე — ბოროტებას, მერწმუნე, ყველა იმასვე გიპასუხებდა,
რაც ჩემგან მოისმინე.
მკითხველთა ლიგა

20
იმიტომ გეუბნები ასე დაბეჯითებით, რომ თვითონვე მიკითხავს ვენერასა
და მერკურისთვის, რომლებსაც შენზე უფრო ვუახლოვდები ხოლმე,
აგრეთვე რამდენიმე კომეტისათვის, რომლებმაც გვერდით ჩამიქროლეს, და
ყველანი ერთნაირ პასუხს მაძლევდნენ. მე მგონია, ვერც მზე და ვერც
რომელიმე სხვა ვარსკვლავი იტყოდა სხვა რამეს.
დ ე დ ა მ ი წ ა. და მაინც, მე უკეთესის იმედი მაქვს, მით უმეტეს, ახლა, როცა
ადამიანები ესოდენ ბედნიერ მომავალს აღმითქვამენ.
მ თ ვ ა რ ე. ნება შენია, მე კი აღგითქვამ, რომ უკუნისამდე ლიტონი იმედის
ამარა დარჩები.
დ ე დ ა მ ი წ ვ ა. იცი რა, ადამიანებმა და ცხოველებმა ერთი ყაყანი ატეხეს,
რადგანაც იმ ნაწილში, რომლითაც გელაპარაკები, ახლა, როგორც ხედავ, ან,
უფრო სწორად, ვერ ხედავ, — ჯერ კიდევ ღამეა. ყველას ეძინა, მაგრამ ჩვენმა
ლაპარაკმა გამოაღვიძათ და ფეთიანებივით წამოიშალნენ.
მ თ ვ ა რ ე. ჩემს ამ ნაწილში კი, როგორც ხედავ, უკვე დილაა.
დ ე დ ა მ ი წა. არ მინდა, ჩემი გამოისობით გაუტყდეთ ძილი, რადგანაც სხვა
სიკეთე არ გააჩნია ამ საცოდავებს ლაპარაკას მერეც მოვასწრებთ, ახლა კი
ნახვამდის, დილა მშვიდობისა,
მ თ ვ ა რ ე. ნახვამდის, ღამე მშვიდობისა.

მკითხველთა ლიგა

21
მოდისა და სისხლილის
საუბარი
მ ო დ ა. ქალბატონო სიკვდილო, გესმის. ქალბატონო სიკვდილო?
ს ი კ ვ დ ი ლ ი. ცოტაც მოითმინე, თავის დროზე დაუძახებლადაც
მოგაკითხავ.
მ ო დ ა. ქალბატონო სიკვდილო!
ს ი კ ვ დ ი ლ ი. ჯანდაბამდისაც გზა გქონია! როცა არ გენდომები, მაშინ
მოგივალ.
მ ო დ ა. ისე ლაპარაკობ, თითქოს უკვდავი არ ვიყო.
ს ი კ ვ დ ი ლ ი. უკვდავიო?„ათას წელზე მეტი გავიდა“, 48მას შემდეგ, რაც
უკვდავთა დროებამ ჭირი მოგჭამა.
მ ო დ ა. თქვენ კი, ქალბატონო, ისევე ვერ შელევიხართ პეტრარკას,49
როგორც მეთხუთმეტე ან მეცხრამეტე საუკუნის ილიელი ლირიკოსი.
ს ი კ ვ დ ი ლ ი. პეტრარკას ლექსები იმიტომ მომწონს, რომ მათში ჩემს
საკუთარ ტრიუმფსა ვხედავ, 50და კიდევ იმიტომ, რომ: შიგ თითქმის ყოველ
წამს მე ვიხსენები. თუმცა გვეყოფა, თავიდან მომწყდი!
მ ო დ ა. გაფიცებ შენს სიყვარულს ყველა მომაკვდინებელი ცოდვის მიმართ,
შეჩერდი და შემომხედე.
ს ი კ ვ დ ი ლ ი. გხედავ.
მ ო დ ა. ნუთუ ვერა მცნობ?
ს ი კ ვ დ ი ლ ი. უნდა მოგახსენო, რომ მხედველობა არ მივარგა, სათვალეს
კი ვერ ვიკეთეა, იმიტომ, რომ საჩემოს თვით ინგლისელებიც ვერ ამზადებენ,
მაგრამ კიდევაც რომ დაემზადბინათ, მე თვითონ რა ჯანდაბაზე უნდა
გამეკეთებინა მათი ნახელავი?

48
ციტატა ფრანჩესკო პეტრარკას კანცონიდან „სიმღერების წიგნი.“
49
პეტრარკა (1304—1374) — დიდი იტალიელი პოეტი და სწავლული.
50
ნართაული მინიშნება პეტრარკას პოემაზე „სიკვდილის ტრიუმფი“. მკითხველთა ლიგა

22
მ ო დ ა. მე მოდა ვარ, შენი და.
ს ი კ ვ დ ი ლ ი. ჩემი და?
მ ო დ ა. რა თქმა უნდა, ნუთუ არ გახსოვს, რომ ორივენი წარმავლობის
ნაშიერნი ვართ.
ს ი კ ვ დ ი ლ ი. როგორ უნდა მახსოვდეს, თუკი მეხსიერებას ჩემზე უფრო
დაუძინებელი მტერი არა ჰყავს?
მ ო დ ა. აი, მე კი კარგად მახსოვს, და ისიც მშვენივრად მესმის, რომ ორივეს
ერთი მიზანი გვაქვს: გადავაკეთოთ და სახე ვუცვალოთ ყველაფერს, რათა
ამ მზისქვეშეთში აღარაფერი იყოს უცვლელი და მარადიული. მხოლოდ შენ
შენი გზით მიდიხარ ამ მიზნისაკენ, მე კი ჩემი გზით.
ს ი კ ვ დ ი ლ ი. თუკი შენსავე აზრებს არ ესაუბრები, ან მსმენელი ყელში არ
გიზის, უფრო ხმამაღლა ილაპარაკე და ეცადე მკაფიოდ წარმოთქვა ყოველი
სიტყვა. შენ კი კბილებში სცრი და ხმაც ისეთი წვრილი გაქვს, გეგონება,
ობობას ქსელიაო. ასე ხვალამდისაც ვერაფერს გამაგებინებ, რადგან უნდა
მოგახსენო, რომ სმენა უკეთესი როდი მაქვს, ვიდრე მზერა.
მ ო დ ა. თუმცა ეს კარგ ტონად არ ითვლება და თუმცა საფრანგეთში
საერთოდ არაა მიღებული ილაპარაკო იმიტომ, რომ მოგისმინონ, მაგრამ რა
გაეწყობა, რახან დები ვართ და შეგვიძლია ზედმეტი ცერემონიები თავიდან
ავიცილოთ, მოგახსენებ, როგორც. შენ გნებავს. მე ვამტკიცებ, რომ ჩვენ
ერთნაირი ბუნება გვაქვს და ერთნაირი ზნე-ჩვეულება – გამუდმებით
განვაახლოთ სამყარო. მაგრამ შენ იმთავითვე ხალხსა და მის სისხლ-ხორცს
მიჰყავი ხელი, მე კი უპირატესად თმას, წვერ-ულვაშს, ტანსაცმელს,
სამკაულებს, ავეჯს, სრა-სასახლეებს და სხვა მისთანათ ვჯერდები.
მართალია, მეც არასოდეს გამიშვა ხელიდან შემთხვევა, რომ კაი გვარიანი
ოინი გამეთამაშა და, სხვათა შორის, არცთუ შენზე უარესად. ასე
მაგალითად: მე ვხვრეტ ხან ყურებს, ხან ბაგეებს და ნესტოებსაც. ვაწამებ
ხალხს, უცნაურ რგოლებს ვაყრევინებ შიგ, ან ვაიძულებ ადამიანებს
თავიანთი ხელით დაიბუგონ საკუთარი ხორცი და ზედ, სილამაზის
გულისთვის, გავარვარებული შანთით ათასნაირი დამღა აღბეჭდონ; ან
სახვევებითა თუ ურიცხვი სხვა საშუალებით ახალშობილთა თავებს
მკითხველთა ლიგა

23
ვასახიჩრებინებ მათ,51 რაკიღა ჩვევად ვნერგავ, როგორც, მაგალითად,
აზიაში თუ ამერიკაში, რომ ქვეყნის მთელ მოსახლეობას ერთნაირი
მოყვანილობის თავები ჰქონდეს; ან ვკარნახობ მათ, თავი იწამონ ვიწრო
ფეხსაცმელებით52 და სული შეიხუთონ კორსეტებით, ისეთნაირად
შემოტმასნილი ამ არტახებით, რომ ლამის თვალები ბუდიდან
გადმოუცვივდეთ. ვინ მოთვლის, რას აღარ ჩავდივარ. მოკლედ, ვარწმუნებ
ან ვაიძულებ მორჭმულთ, ყოველდღიურად აიტანონ ათასგვარი სიმძიმილი
და გაჭირვება, ზოგჯერ თვით ტანჯვა-წამებაც და, შენ წარმოიდგინე,
გმირულადაც კი დასდონ თავი ჩემი სიყვარულის გულისთვის. აღარაფერს
ვიტყვი თავის ტკივილზე, სურდოზე, ათასნაირ ანთებაზე, ყოველდღიურ, ან
სამდღიანსა თუ ოთხდღიან ციებ-ცხელებაზე, რითაც ნებაყოფლობით
ავადდებიან ადამიანები, რადგანაც მორჩილად იხრიან ქედს ჩემი
თავნებობის წინაშე და მზად არიან სიცივით იკანკალონ ანდა სიცხით
ამოხდეთ სული; ზურგი მატყლის ქსოვილით შეიმოსონ, ხოლო მკერდი —
თხელი ტილოთი, ერთის სიტყვით, ყველაფერი ჩემი კარნახით აკეთონ,
თვით თავიანთი თავის საზიანოდ.
ს იკ ვ დ ი ლ ი. ახლა კი მჯერა, რომ მართლა ჩემი და ხარ; ღმერთმანი, ამაში
საეკლესიო წიგნიდან ყოველგვარი ამონაწერის გარეშეც ისევე ღრმად ვარ
დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველა მოკვდება.
მაგრამ იცი რა? ერთ ადგილას ამდენ ხანს დგომით შეიძლება გული
წამივიდეს. თუ გნებავს ფეხდაფეხ მომყვე სირბილით, ფრთხილად იყავი,
არ გასკდე, რადგან მე ქარივით დავქრივარ. გზადაგზა კი შეგიძლია გამანდო
51
„ამ ჩვეულებასთან დაკავშირებით, რომელიც თანაბრად ახასიათებს არა– ერთ ველურ ხალხს, —
ძალით შეცვალონ თავების მოყვანილობა, — საგულისხშოა ჰიპოკრატეს თზულების — „ჰაერის, წყლისა
და ადგილმდებარეობისათვის“ — ერთი ადგილი (თხზულებანი, მერკურიალის გამოც., კლასიკ., I, გვ. 29),
სადაც ლაპარაკია ერთ პონტოურ ტომზე, რომლის წევრებსაც მაკროკეფალები, ანუ გრძელთავები
ეწოდებოდათ, და რომლებსაც ჩვევად ჰქონდათ პატარა ბავმეებისთვის იმნაირად შეეხვიათ თავები, რომ
ისინი შეძლებისდაგვარად დაგრძელებოდათ. შემდეგ, როცა ეს ჩვეულება მიატოვეს, ბავშვები მაინც
გრძელთავები იბადებოდნენ, იმიტომ, რომ, ჰიპოკრატეს თქმით, ასეთები იყვნენ მათი მშობლები“
(ლეოპარდის შენიშვნა).
52
შდრ. „დღიურების“ ერთი პასაჟი: „ჩინელი ქალები თავს ისახიჩრებენ იმ მიზნით, რომ პატარა ფეხები
ჰქონდეთ, რადგანაც მშვენიერი ჰგონიათ ის, რაც ბუნებას ეწინააღმდეგება. რა საჭიროა იმ ბარბაროსული,
ესე იგი, არაბუნებრივი ჩვეულებებისა თუ შეხედულებების მთელი სიმრავლის ჩამოთვლა, რაც ადამიანის
სილამაზესა თუ მშვენიერებას ეხება? მაგრამ ისიც უეჭველია, რომ ამ ველურების, ჩინელების და სხვათა
და სხვათა თვალში არაბუნებრივად დამახინჯებული თუ დასახიჩრებული ადამიანი გაცილებით უფრო
ლამაზი ჩანს, ვიდრე სხვისი ბუნებრივი სილამაზე და დახვეწილი აღნაგობა. მეტიც, ამ უკანასკნელის
ზოგიერთ ნაკვთს ისინი სიმახინჯედაც კი აღიქვამენ და შ. მაშასადამე, მშვენიერების შეგრძნება მათში
სულ სხვანაირ განცდებს იწვევს, ვიდრე ჩჯენში, კი მაგრამ, მაინც ვინაა მართალი? რატომ ვუწოდებთ
ამნაირ გემოვნებას ბარბაროსულს?“..
მკითხველთა ლიგა

24
ყველაფერი, რისი თქმაც გსურს. არა და, რაკი ასე ახლო ნათესავები
ვყოფილვართ, პირობას გაძლევ, რომ სიკვდილის შემდეგ მთელს ჩემს
ბარგი-ბარხანას გიანდერძებ; ახლა კი კარგად ბრძანდებოდე.
მ ო დ ა. ჩვენ რომ სანაძლეოზე გავჯიბრებოდით ერთმანეთს, ღმერთმა იცის,
ვის დარჩებოდა გამარჯვება: შენ მიქრიხარ, მე კი მივფრინავ; და თუ შენ ერთ
ადგილას დიდხანს დგომით გული მიგდის, მე პირდაპირ ცვილის
სანთელივითა ვდნები. მაშ, გავქუსლოთ და გზადაგზა, როგორც შენ თვითონ
თქვი, ჩვენს საქმეებზე ვილაპარაკოთ.
ს ი კ ვ დ ი ლ ი. აბა, ჰე... იცი, რას გეტყვი? თუ შენ მართლა დედაჩემის
საშოდანა ხარ გამოსული, ჩემს საქმეში ცოტ-ცოტა ხელიც უნდა
შემომაშველო.
მ ო დ ა. კი მაგრამ, განა აქამდე არა გშველოდი? თანაც გაცილებით უფრო
მეტად, ვიდრე შენ თვითონ გგონია. ჯერ ერთი, მართალია, გამუდმებით
ვცვლი, ვაუქმებ და წინაუკმო ვატრიალებ ჩვეულებებს, მაგრამ არასდროს
დამიშვია, რომ ადამიანებს აეღოთ და ერთის დაკვრით გადაეწყვიტოთ,
აღარასოდეს მომკვდარიყვნენ; ამიტომაა, რომ ეს ჩვეულება, როგორც
ხედავ, ყველგან უცვლელი დარჩა, დასაბამიდან — დღევანდელ დღემდე.
ს ი კ ვ დ ი ლ ი. უჰ, რა დიდი საქმეა არა ქნა ის, რაც არ შეგიძლია.
მ ო დ ა. რა არ შემიძლია? აი, ხომ ხედავ, თვითონვე აღიარე, რა ცუდად
გესმის მოდის ძალმოსილება.
ს ი კ ვ დ ი ლ ი. კარგი ერთი, ამაზე მერეც მოვასწრებთ ლაპარაკს, როცა
ჩვევად იქცევა ის, რომ აღარავინ აღარ მოკვდეს. მანამდე კი მე ვისურვებდი,
რომ შენ, როგორც შეშვენის მოსიყვარულე დას, უფრო უკეთ მიწყობდე ხელს,
ვიდრე აქამდე, რათა უფრო სწრაფად და უფრო ადვილად გავჟუჟო ყველა.
მ ო დ ა. ჩემი ზოგიერთი საქმის თაობაზე უკვე მოგახსენე, რომლებიც შენს
წისქვილზე ასხამენ წყალს. მაგრამ ეს მხოლოდ უბადრუკი წვრილმანია
იმასთან შედარებით, რაც ახლა უნდა გითხრა. თანდათანობით, მით
უმეტეს, ამ ბოლო ხანს, დავავიწყებინე და ხელი ავაღებინე ხალხს ყველა იმ
საქმესა თუ თვითწვრთნაზე, რომლებიც სხეულის გაკაჟებას უწყობენ ხელს,
ხოლო მათ სანაცვლოდ დავნერგე და უჩვეულო პატივით შევმოსე ხალხის
თვალში ურიცხვი სხვა საქმიანობა, ათასნაირად რომ აძაბუნებენ სხეულს და
დღეს უმოკლებენ ადამიანებს. მკითხველთა ლიგა

25
ეგეც არ იყოს, ამქვეყნად იმნაირი წესრიგი დავამყარე და ისეთნაირი ზნე-
ჩვეულებები დავამკვიდრე, რომ სულისა და სხეულის სიცოცხლეს მკვდარი
უფრო ეთქმის, ვიდრე ცოცხალი. ამიტომაც ამ ჩვენს საუკუნეს თამამად
შეიძლება სიკვდილის საუკუნე უწოდოს კაცმა. და თუ უწინ სხვა
სამფლობელოები არ გაგაჩნდა, ორმოებისა და მღვიმეების გარდა, სადაც
სიბნელეში თესავდი ძვლებსა და მტვერს — ხოლო ეს თესლი,
მოგეხსენებათ, ნაყოფს არ იძლევა, — ახლა მზის გულზედაც შემოგემატა
საბრძანებელი; და ადამიანები, რომლებიც ირგვლივ დაძრწიან და
დაწანწალებენ, მხოლოდ შენი კეთილმოწყალების იმედით არიან, თუმცა
დაბადებისთანავე როდი მოგიცელავს ისინი. მეტიც, ყველგან, სადაც უწინ
სძულდით და გგმობდნენ, ახლა, ჩემი გარჯის წყალობით, იქამდის მივიდა
საქმე, რომ ყველა, ვისაც ტვინის ნატამალი მაინც მოეძებნება, გუნდრუკს
გიკმევს და ხოტბას ასხამს, სიცოცხლეზე მაღლა გაყენებს და ისე
სანუკვარად გთვლის, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გიხმობს და სასოებით
შემოგცქერის, როგორც თავის ერთადერთ ნუგეშს. და ბოლოს, ამასაც
გეტყვი: რამდენი ვინმე მინახავს, რომ იკვეხნიდა, უკვდავება მსურს და
მთლიანად როდი მოვკვდები, ვინაიდან უმეტესი ნაწილი ჩემი თავს
დააღწევს სიკვდილის კლანჭებსაო.53 მე, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ეს
მხოლოდ ფუჭი ყბედობა იყო, და თუ ის, ან სხვა ვინმე. მაინც რჩებოდა კაცთა
ხსოვნაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხუმრობით ცოცხლობდა და უფრო
მეტად როდი ტკბებოდა თავისი დიდებით, ვიდრე საფლავის სინესტით
იტანჯებოდა. მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, უკვდავებასთან ეს ლაციცი რომ
არაფრად გეპიტნავებოდა, რადგანაც ამას, როგორც ჩანს, საკუთარი
ღირსებისა და რეპუტაციის შებღალვად თვლიდი; ამიტომაც ავდექი და
გავაუქმე უკვდავებისკენ სწრაფვისა თუ იმათთვის უკვდავების მინიჭების
ჩვეულება, ვინც ამას იმსახურებდა. ასე რომ, ვინც ახლა კვდება, მერწმუნე.
მისი იოტის ოდენა ნაწილაკიც აღარ რჩება ცოცხალი და მთლიანად, მთელი
თავისი არსებით. მიწაში დაინთქმება, ზუსტად იმ ლიფსიტასავით, ერთ
ლუკმად რომ ყლაპავენ, თავის ფხიან-ფარფლებიანა.

53
ლეოპარდის ირონია მიმართულია დიდი რომაელი პოეტის ჰორაციუსის ერთი
სახელგანთქმული ოდის (III, 3: „ძეგლი ავიგე“..) წინააღმდეგ, რომელიც საფუძვლად უდევს
პუშკინის ცნობილ ლექსს „ძეგლი“.
მკითხველთა ლიგა

26
აი, რამდენი და რამდენნაირი სამსახური გამიწევია შენთვის დღევანდელ
დღემდე, რათა განმედიდებინა შენი სახელი, რაც, იმედი მაქვს, შევძელი
კიდეც. ამ მიზნის მისაღწევად მზადა ვარ ყოველდღე უფრო მეტი
მოვიმოქმედო, სწორედ ამ განზრახვით გამოვწიე შენს საძებნელად. მე
მგონია, ამიერიდან განუყრელნი ვიქნებით, რადგან თუ ყოველთვის მხარში
ვედგებით ერთიმეორეს, შეგვეძლება ყველა ცალკეულ შემთხვევაში რჩევა
ვკითხოთ ერთმანეთს და არა მარტო უკეთესი გეგმა დავსახოთ, არამედ
უკეთაც განვახორციელოთ იგი.
სიკვდილი. მართალი ხარ. ასეც მოვიქცეთ.

სილფისა და გნომის 54
საუბარი
ს ი ლ ფ ი. 55ვაჰ, ეს შენა ხარ, საბაზიას56 ძევ? საით გაგიწევია?
გ ნ ო მ ი. მამაჩემმა გამომგზავნა, გამიგე, რას აპირებენ ეს ვირეშმაკა
ადამიანებიო. თვითონ საგონებელში ჩავარდნილი, იმიტომ, რომ რახანია

54
გნომი — გნომები — დედამიწის სულები, წიაღისეული სიმდიდრის, მაღაროების,
მინერალების, ოქრო-ვერცხლის, პატიოსანი თვლების მცველი ჯუჯა გენიები. გნომები —
თავდაპირველად ებრაელი კაბალისტების ფანტაზიის ნაყოფიებრაელების დიასპორასთან
ერთად მოედვნენ მთელს მსოფლიოს; ამასთანავე, მათმა ბუნებამ და ხასიათმა მნიშვნელოვანი
ცვლილებები განიცადა იმ ხალხების მითოლოგიური შეხედულებებისა თუ რელიგიური
წარმოდგენების შესაბამისად, რომლებმაც ებრაელებისაგან შეითვისეს და, ბოლოს, გაითავისეს
კიდეც გნომები განსაკუთრებით პოპულარულ არსებებად გვევლინებიან გერმანელებისა და
სკანდინავიელების მითოლოგიაში, სადაც ისინი, უპირატესად, ბოროტ ჯუჯებად არიან
წარმოდგენილნი.
55
სილფი — სილფები — კელტური და გერმანული მოდგმის ხალხთა მითოლოგიაში — ზებუნებრივი,
ჰაეროვანი არსებები. მთის კალთები, უსიერი ტექრები, ნაკრძალი ადგილებია მათი საცხოვრისი. ისინი
უფრთნიან და გაურბიან ადამიანს, რადგანაც ბოროტად მიაჩნიათ იგი. შუა საუკუნეების კაბალისტური
წიგნები სამ ჯგუფად ჰყოფენ სილფებს. თვითეულს თავისი საკუთარი მთავარი ჰყავს: დამალექი,
ტეინონი და სეიანონი, რომლებიც, თავის მხრივ, ემორჩილებიან ერთ საერთო მთავარს — მიწის სულს,
ფერიათა მეფის ვასალს არიელს. შექსპირის მომხიბლავ ფეერიაში — „ქარიშხალი“ მნიშვნელოვან როლს
ასრულებს სილფების მეუფე–პროსპეროს ცოდნისა და ნების მორჩილი სული.
56
საბაზია (საბაძია) — მცირე აზიური — ფრიგიულ-თრაკიული ღვთაება. მისი კულტი გამოირჩეოდა
ორგიასტული ხასიათით. შემდგომში გაიგივებულ იქნა დიონისესთან (ე. წ. „დიონისიოს საბაძიოს“).
მკითხველთა ლიგა

27
თავს აღარ გვაბეზრებენ და მამიჩემის სამფლობელოში ადამიანის
ჭაჭანებაც აღარსად ჩანს. ჰოდა, ეჭვობს, რაიმე უკეთურობას ხომ არ
მიმზადებენო, თუ, რა თქმა უნდა, ხელახლა ჩვევად არ იქცა აღებ-მიცემობა
ოქრო-ვერცხლზე კი არა, ხვასტაგზე გადაცვლით, ანდა თუ განათლებული
ხალხები ამჟამად ქაღალდის ფულით არ კმაყოფილდებიან, წკრიალა
მონეტის ნაცვლად, ან, ველურებისა არ იყოს, მინის მძივებს არ სჯერდებიან,
და თუ ხელახლა არ შემოუღიათ ლიკურგეს57 კანონები, რაც თვითონ მას
ნაკლებ სარწმუნოდ მიაჩნია.
ს ი ლ ფ ი. „ამაოდ უცდით: დედაბუდიანად ამოწყდნენ“, როგორც ნათქვამია
ერთი ტრაგედიის დასასრულს, სადაც ერთიმეორის მიყოლებით იხოცება
ყველა მოქმედი პირი.58
გ ნ ო მ ი. რისი თქმა გსურს?
ს ი ლ ფ ი. იმისა, რომ ადამიანები ერთიანად გადაშენდნენ და თვით მათი
ბუნებაც გადაეგო.
გ ნ ო მ ი. მაგრამ ამის თაობაზე ხომ გაზეთებს უნდა ეუწყებინათ? მაშ, რატომ
არსად დაგვილანდავს ამ მოვლენის გამო ამტყდარი ყაყანი და მითქმა-
მოთქმა?

57
ლიკურგე (IX ს. ძვ. წ. ა.)–დიდი ლაკედემონელი კანონმდებელი; მის მრავალრიცხოვან პოლიტიკურ,
ეკონომიკურსა თუ ადმინისტრაციულ რეფორმებს შორის, რომლებიც სპარტის (ლაკედემონის)
სახელმწიფო წყობილების განმტკიცებას ისახავდნენ მიზნად, აღსანიშნავია ფულის რეფორმაც;
პლუტარქე („ლიკურ– გე“, 9) წერს: „ლიკურგემ მოძრავი ქონების გადანაწილებაც განიზრახა, მას სურდა,
ამ ღონისძიებით ძირფესვიანად მოესპო ჯერ კიდევ არსებული უთანასწორობა მოქალაქეთა შორის.
მაგრამ, როცა დაინახა, სპარტელები წინააღმდეგობის გაუწევლად პირად ქონებაზე ძნელად თუ აიღებენ
ხელსო, სხვა გზას მიმართა და დაფარული ხერხებით მოუღო ბოლო თანამემამულეთა სიხარბეს. ჯერ მან
აკრძალა ოქროსა და კერცხლის ფული და ხმარებაში შემოიღო რკინის ფული, რომელიც მცირე
ღირებულებასთან ერთად ისეთი ტლანქი და მძიმე იყო, რომ ითი მნა თანხის შესანახად სახლში დიდი
საკუჭნაო უნდა აეგოთ, მის გადასატანად კი უღელი ხარის შებმა უხდებოდათ ურემში. რკინის ფულის
შემოღებით ლიკურგე მრავალი სახის ბოროტმოქმედება განდევნა ლაკედემონიდან და მართლაც, განა
ვინ მოიპარავდა, ვინ აიღებდა ქრთამად, ან ძალით ვინ გაიტაცებდა იმას, რისი დამალვაც არ
შეიძლებოდა, რაც საქონლად არასახარბიელო იყო და დამსხვრევის შემდეგაც უსარგებლო რჩებოდა? ...
(აკ. ურუშაძის თარგმანი).
58
იგულისხმება იტალიელი პოეტის ზაქარია ვალარესოს (გარდ. 1769 წ.) ტრაგედია, რომელსაც ასეთი
სათაური აქვს: „რუცვასკანდ უმცროსი, არქიზეტრაგიკული ტრაგედია კატოფილი, პანკიანოსი“ (ვენეცია,
1724 წ.). ეს სიხალისითა და სატირული სარკაზმით გამსჭვალული პიესა, არსებითად, სხვა არა არის რა,
თუ არა იტალიელი მწერლების ლამარინისა და მაცეის „უმცროსი ულისესა“ და „მეროპეს“ პაროდია,
რომლებიც ბრმად ბაძავდნენ ბერძენ ტრაგიკოსებს.

მკითხველთა ლიგა

28
ს ი ლ ფ ი. ნამდვილი ჭკუის კოლოფი ხარ! ნუთუ არ გესმის, რომ მას შემდეგ,
რაც ადამიანები გადაშენდნენ, გაზეთებიც აღარ იბეჭდება?
გ ნ ო მ ი. ერიჰა! - კი მაგრამ, როგორღა გავიგებთ, რა არის ახალი ამქვეყნად?
ს ი ლ ფ ი. რაღა უნდა იყოს ახალი? ის, რომ მზე ამოვიდა და ჩავიდა, რომ
აქა-იქ წამოწვიმა, თბილი ამინდი ცივით შეიცვალა, თოვა დაიწყო ან ქარი
ამოვარდა? მართლაცდა, მას შემდეგ, რაც ადამიანები გადაშენდნენ,
ფორტუნამ59 თვალებიდან ჩამოიგლიჯა სახვევი, ცხვირზე სათვალე
წამოისკუპა, ბორბალი კავზე ჩამოჰკიდა, გულხელდაკრეფილი ზის,
თვალყურს ადევნებს ყველაფერს, რაც ქვეყნად ხდება და არაფერში აღარ
ერევა. ახლა აღარც სადმე სახელიმწიფოა და აღარც სამეფო, უსაშველოდ
რომ იბერებოდნენ და მერე საპნის ბუშტებივით სკდებოდნენ, — ყველა
აღიგავა პირისაგან მიწისა, აღარ ეომებიან ერთმანეთს და ერთი წელიწადი
ისე ჰგავს მეორეს, როგორც წყლის ორი წვეთი.
გ ნ ო მ ი. ახლა იმასაც ვეღარ გაიგებ, რა თვეა და რა რიცხვი, რადგან
კალენდრებსაც აღარ ბეჭდავენ.
ს ი ლ ფ ი. იმაზე დამიდგა დარდი, თუ არ მეცოდინება, რა თვეა; განა მთვარე
ამის გამო გზას ვეღარ გაიგნებს ცაზე?
გ ნ ო მ ი. აღარც კვირის დღეების სახელი გვეცოდინება.
ს ი ლ ფ ი. რაო, ხომ არ გეშინია, რომ დღე აღარ დადგება, თუკი სახელს ვერ
უწოდებ? ან, იქნებ, გგონია, რომ შეიძლება გავლილ დღეს სახელი დაუძახო
და უკანვე შემოაბრუნო?
გ ნ ო მ ი. წელთაღრიცხვაც აგვერევა.
ს ი ლ ფ ი. მერე რა, ჩვენც ავდგეთ და ხანდაზმულებმაც ახალგაზრდებად
გავასაღოთ თავი. ეგეც არ იყოს, თუ ვეღარ დავთვლით, რამდენი წელი
მოვიტოვეთ უკან, სატანჯველი შეგვიმცირდება და, როცა მთლად
დავჩაჩანაკდებით, ყოველდღე მაინც აღარ ვიქნებით სიკვდილის
მოლოდინში.

59
ფორტუნა — რომაულ მითოლოგიაში, ბედნიერების, შეძთხვევითობიდა, საერთოდ, ბედისწერის
ქალღმერთი (შეესატყვისება ბერძნულ „ტიქე“-ს). წარმოდგენილი ჰყავდათ ქალის სახით, რომელსაც
ხელში ე. წ „სიუხვის რქა“ ეჭირა, ან კიდევ სფეროსა თუ ბორბალზე იჯდა (ბედის ცვალებადობის, ბედის
ტრიალის სიმბოლო) და თვალები სახვევით ჰქონდა აკრული. მკითხველთა ლიგა

29
გ ნ ო მ ი. კი მაგრამ, ამ მღილებმა მაინც როგორ ამოიჭამეს თავი?
ს ი ლ ფ ი. როგორ და, ჯერ ერთი, ისე, რომ ერთმანეთს ეომებოდნენ, მეორეც,
ზღვის ტალღებს ეწირებოდნენ, მესამეც, ერთმანეთს ნთქამდნენ; ბევრმა
მათგანმა საკუთარი ხელით მოისწრაფა სიცოცხლე, ბევრი უქმად ყოფნამ
დაალპო, ზოგმა წიგნებს დააკლა თავი, ზოგი აღვირახსნილობასა თუ ათას
სხვა უკუღმართობას ემსხვერპლა; ერთის სიტყვით, ყველა გზა მოსინჯეს,
რათა თავიანთი ბუნების საპირისპიროდ ევლოთ და უფსკრულში
გადაჩეხილიყვნენ.
გ ნ ო მ ი. ვერა და ვერ ჩავმხვდარვართ მაგ შენი სიტყვების აზრს; როგორ
მოხდა, რომ ერთი და იმავე სახეობის ცხოველები დედაბუდიანად
ამოწყდნენ?
ს ი ლ ფ ი. ყველა ყველა და შენ — გეოლოგიაში ასე კარგად გაწაფულს — კი
უნდა გახსოვდეს, რომ ეს პირველი შემთხვევა როდია: ცხოველთა რამდენი
ძველთუძველესი სახეობა არსებობდა ამქვეყნად, რომელთაგანაც დღეს
მხოლოდ გაქვავებული ჩონჩხებიღა შემოგვრჩა. ხოლო ამ საბრალო
ქმნილებებისთვის უთუოდ უცხო იყო მთელი ის დახვეწილი მანქანები,
რომლითაც ადამიანებმა მუსრი გაავლეს ერთიმეორეს.
გ ნ ო მ ი. კეთილი და პატიოსანი; მაგრამ სეირი ის იქნებოდა, ამ ხროვის
ორიოდე წევრი მკვდრეთით რომ აღმდგარიყო. ნეტავი გამაგებინა, რას
იფიქრებდნენ იმის შემყურენი, რომ მას შემდეგაც, რაც კაცთა მთელი
მოდგმა გადაეგო, ყველაფერი ძველებურად გრძელდება და თავისი გზით
მიდის, თუმცა ღრმად იყვნენ დარწმუნებული, მთელი სამყარო მხოლოდ
ჩვენთვისაა შექმნილი და ჩვენთვის არსებობსო.
ს ი ლ ფ ი. და ხელაღებით უარყოფდნენ იმას, რომ სამყარო სილფებისთვის
არსებობს.
გ ნ ო მ ი. ერიჰა, ხუმრობ თუ მართლა, სილფივით, გიქრის თავში?
ს ი ლ ფ ი. ვითომ რატომაო? რა დროს ხუმრობაა?
გ ნ ო მ ი. - კარგი ერთი, თუ ღმერთი გწამს! ვინ არ იცის, რომ სამყარო
გნომებისათვის არსებობს?
მკითხველთა ლიგა

30
ს ი ლ ფ ი. რაო, ქვესკნელში მცხოვრები გნომებისათვის? ეს რა გაიგონა ჩემმა
ყურებმა? კი მაგრამ, რას აქნევენ გნომები მზეს, მთვარეს, ზღვას, ჰაერს, ველ-
მინდვრებს?
გ ნ ო მ ი. სილფები რაღას აქნევენ ოქროსა და ვერცხლის ძარღვებს ან
დედამიწის მთელ სხეულს, მისივე კანის გარდა?
ს ი ლ ფ ი. იცი, რას გეტყვი? მოვრჩეთ ამ ფუჭ მიეთ-მოეთსა და დავიდარაბას.
მე, მაგალითად, ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ თვით ხვლიკებისა და
ჩრჩილების აზრით სამყარო მხოლოდ მათი ჯიშისა და ჯილაგის სახმარად
არსებობს. მაგრამ, დაე, ყველა თავ-თავის აზრზე დარჩეს, სულერთია, ამ
აზრს მაინც ვერავინ ამოგვიგდებს თავიდან. ჩემზე მოგახსენებ, თავბედი
უნდა მეწყევლა, სილფად რომ არ გავჩენილიყავი; ეს არის და ეს.
გ ნ ო მ ი. მეც ასევე, გნომად რომ არ დავბადებულიყავი. მაგრამ იმის გაგება
კი მაინტერესებს, რას იტყოდნენ ამჟამად თავიანთი ქედმაღლობის
თაობაზე ადამიანები, ასე უსაშველოდ რომ იბღინძებოდნენ, . წინაუკმო
ატრიალებდნენ ყველაფერს, ათასი წყრთის სიღრმეზე მიძვრებოდნენ
მიწის წიაღში, რათა ჩვენი კუთვნილი ავლადიდება მიეტაცებინათ და თანაც
ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი მათ ეკუთვნით და ბუნებამ მხოლოდ
თავშესაქცევად დაუმალა მთელი განძი ადამიანებს და მიწაში დაფლა.
რადგანაც მათი გამოცდა სურდა, — აბა, ვნახოთ, თუ შეძლებენ დამალულის
პოვნას და მზის სინათლეზე გამოტანასო.
ს ი ლ ფ ი. მერედა, რა გიკვირს? ისინი არა მარტო ღრმად იყვნენ
დარწმუნებული, რომ ამქვეყნად ყველაფერი მათ სახმარად არის შექმნილი,
არამედ იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ კაცთა მოდგმასთან შედარებით
ყოველივე დანარჩენი უბადრუკობა იყო. ამიტომაც თავიანთ საკუთარ
პერიპეტიებს სამყაროულ გადატრიალებებად ასაღებდნენ, ხოლო
თავიანთი ტომების ისტორიას — სამყაროს ისტორიად. თუმცა, ალბათ,
შეიძლება დავითვალოთ, ისე, რომ დედამიწის ფარგლებს არც კი
გავცილდეთ, იმდენივე სახეობა, ყველა სულდგმულს რომ თავი ვანებოთ,
თუნდაც მხოლოდ ცხოველებისა, რამდენიც იყო ადამიანი, და მათ
სახმარად შექმნილმა ამ ცხოველებმა ერთხელაც ვერ შეამჩნიეს, რომ
სამყარო გადატრიალდა.
მკითხველთა ლიგა

31
გ ნ ო მ ი. ნუთუ კოღოებიცა და რწყილებიც კაცთა სასიკეთოდ იყვნენ
შექმნილი?
ს ი ლ ფ ი. რა თქმა უნდა, — იმ მიზნით, რომ ადამიანებს მოთმინებაში
გამოებრძმედათ თავი, მათივე საკუთარი აღიარებით.
გნო მ ი. ჭეშმარიტად! რწყილები რომ არა, როგორღა უნდა გაეწვრთნათ და
გამოებრძმედათ თავიანთი მოთმინება?
ს ი ლ ფ ი. აკი ღორებიც, ქრისიპეს 60 თქმით, მხოლოდ ხორცის ნაჭრები
იყვნენ, ბუნების მიერ კაცთა სამზარეულოებისა და საკუჭნაოებისთვის
დამზადებულნი, და რომ არ აყროლებულიყვნენ, მათში მარილის ნაცვლად
ჩადებული იყო ცოცხალი სული.
გ ნ ო მ ი. მე კი პირიქით მგონია: მაგ ქრისიპეს თავში ცოტაოდენი მარილიც
რომ ჰქონოდა და არა მარტო სული, ალბათ, აღარ მოიგონებდა ამ
წარმოუდგენელ სისულელეს.
ს ი ლ ფ ი. ანდა, თუ გნებავს, კიდევ ერთი, არანაკლებ თავშესაქცევი და
წარმოუდგენელი ამბავი. ცხოველთა ძალზე ბევრი სახეობა საერთოდ ვერ
შენიშნეს და ვერც შეიცნეს მათმა ბატონპატრონებმა — ადამიანებმა, არ
ვიცი, იმიტომ, რომ იმ ადგილებში ბინადრობდნენ, სადაც კაციშვილს
არასოდეს დაუდგამს ფეხი, თუ იმიტომ, რომ ზოგიერთის ტანმორჩილობის
გამო ვერასდიდებით ვერ შეძლეს მათი მიგნება. ბევრი სხვა სახეობა კი
ადამიანების მიერ მხოლოდ უკანასკნელ ხანს იქნა შემჩნეული, იგივე
ითქმის მცენარეებისა და ბევრი სხვა არსის სახეობათა მიმართ. ზუსტად
ასევე, თავიანთი ჭოგრიტების მეშვეობით ადამიანები დროდადრო
აღმოაჩენდნენ ხოლმე ხან ვარსკვლავს და ხანაც პლანეტას, და თუმცა
ათასწლეულების მანძილზე აზრადაც არ მოსვლიათ მათი არსებობა,
დაუყოვნებლივ შეჰქონდათ ისინი თავიანთი ავლადიდების რეესტრში. მათ
სჯეროდათ, რომ ვარსკვლავები და პლანეტები, თუ შეიძლება ასე ითქვას,
მაღლა ცაში გამოდგმული ჭრაქებია, მათ უმოწყალესობათათვის გზის
გასანათებლად, როცა ისინი რაიმე საქმეზე ეშურებოდნენ ღამით.

60
ქრისიპე (დაახლ. 280— 207 წ. ძვ. წ. ა.) — — ძენონ კიტიონელთან ერთად სტოელთა ფილოსოფიური
სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ამ ადგილის განმარტებისას ლეოპარდის მოაქვს ციტატა ციცერონის
თხზულებიდან „ღმერთების ბუნებისათვის“ (II, 64): „კი მაგრამ, რა არის ღორი, თუ არა საჭმელი,
რომელშიაც, ქრისიპეს თქმით, მარილის ნაცვლად ჩადებულია სული, რათა ხორც0 არ აყროლდეს“.
მკითხველთა ლიგა

32
გ ნ ო მ ი. ზაფხულობით, კი ცეცხლოვანი ციცინათელების ცვენას რომ
უმზეოდნენ ღამეული ცის თაღზე, ისინი ალბათ, ფიქრობდნენ: ეს უთუოდ
რომელიღაცა სულია, ჩვენს სამსახურად წარმოგზავნილი, ნაღვენთს რომ
სწმენდს ვარსკვლავებსო.
ს ი ლ ფ ი. ახლა, როცა ისინი გადაშენდნენ, დედამიწას არც კი უგრძვნია, რომ
რაღაც დააკლდა, არც მდინარეები დაღლილან დენით და არც ისა ჩანს, რომ
ზღვა დამშრალიყოს, თუმცა ვაჭრობისა და ზღვაოსნობის სამსახური აღარ
სჭირდება.
გ ნ ო მ ი, ვარსკვლავებიცა და პლანეტებიც უწინდებურად ამოდიან და
ჩადიან, და არც ფლასებით შემოსილან გლოვის ნიშნად. 61
ს ი ლ ფ ი. და არც მიწის პირს დასდებია მეწამული ფერი, როგორც
დაემართა, ვერგილიუსის62 სიტყვებით, კეისრის მკვლელობისას, 63თუმცა,
ჩემი აზრით, მზე უფრო მეტად როდი უნდა დაემწუხოებინა ამ სიკვდილს,
ვიდრე პომპეუსის ქანდაკება.

61
მთელი ეს პასაჟი სხვა არა არის რა, თუ არა ადამიანური აზროვნებისათვის ნიშნეული
ანთროპომორფიზმისა და ანთროპოცენტრიზმის გაშარჟება.
62
დიდი რომაელი პოეტი ვერგილიუსი (73—19 ძვ. წ. ა.) თავის „გეორგიკებში“ (I, 466—467) წერს: „როდესაც
ცეზარი (კეისარი) დაიღუპა, რომი შეებრალა მზეს და მუქ-მეწამულ ღრუბლებში დამალა სახე“.
63
კეისარი (101—44 ძვ. წ. ა.) სახელგანთქმული რომაელი მხედართმთავრისა და სახელმწიფო მოღვაწის
პომპეუსის (106—48 ძვ. წ. ა.) მოსისხლე მტერი იყო. სწორედ მასთან ქიშპობამ იმსხვერპლა პომპეუსი,
მისი მკვლელობის ოთხი წლის თავზე კი კეისარი თვითონ გახდა შეთქმულების მსხვერპლი: მოკლულ
იქნა პომპეუსის მიერ აგებულ კურიაში — სენატის სხდომათა სასახლეში (სვეტონიუსი, „თორმეტი
ცეზარის ცხოვრება“, — „ღვთაებრივი იულიუსი“. 80 და შმდ.). მეთქმულთა ხანჯლებით ოცდასამგან
დაჭრილმა კეისარმა სწორედ პომპეუსის ქანდაკების ფერხთით დალია სული.

მკითხველთა ლიგა

33
ბუნებისა და სულის
საუბარი
ბ უ ნ ე ბ ა. წადი, საყვარელო ასულო ჩემო! რადგანაც ამ სახელით იწოდები
უკუნითი უკუნისადმე. იცხოვრე და იყავ დიადი და უბედური.64
სუ ლ ი.კი მაგრამ, რა შეგცოდე, ჯერ ხომ ცხოვრებაც არ დამიწყია? რატომ
მომისაჯე. ამნაირი სასჯელი?
ბ უ ნ ე ბ ა. რანაირი სასჯელი, ასულო ჩემო?
ს უ ლ ი. აკი წინასწარვე დამიბედე, უბედური იყავიო? .
ბ უ ნ ე ბ ა. მე მინდა, რომ შენ დიადი იყო, ხოლო ერთი წარმოუდგენელია
მეორის გარეშე, ეგეც არ იყოს, შენი დანიშნულება ისაა, რომ
ასულდგმულებდე სხეულს კაცისას, ხოლო ყოველი კაცი უცილობლად
უბედური იბადება და უბედურია მისი ცხოვრებაც.
ს უ ლ ი. კი მაგრამ, განა უფრო სამართლიანი არ იქნებოდა, იმაზე გეზრუნა,
რომ ის, პირიქით, ბედნიერი იბადებოდეს, ხოლო თუ ეს არ შეგიძლია,
სულაც არ მოგევლინა ამქვეყნად?
ბ უ ნ ე ბ ა. ერთიცა და მეორეც ჩემს ძალმოსილებას აღემატება, რადგან
თვითონ მეც იძულებული ვარ ქედს ვიხრიდე ბედისწერის წინაშე, ხოლო მან
სხვაგვარად ინება, როგორიც უნდა იყოს ამის მიზეზი, თანაბრად
გონებამიუწვდომელი როგორც შენთვის, ისე ჩემთვისაც. რაკი ისე ხარ
შექმნილი, რომ შენი წყალობით ენიჭება ხატება ადამიანურ არსს, არავითარ
ძალას, არც ჩემსას და არც სხვისას, არ შეუძლია დაგიხსნას იმ უბედური
ხვედრისაგან, რომელიც საერთოა ყველა კაცისთვის. მაგრამ, გარდა ამისა,
შენ გელის შენი საკუთარი ხვედრიც, რომელიც ათასწილ უფრო მძიმეა და

64
თავის დღიურში 1821 წლის 12 თებერვალს 7 წლის ლეოპარდი წერს: „იყავ დიადი და უბედური“, —
დალამბერის ამ სიტყვებით მისი „საფრანგეთის აკადემიის ქებიდან“... ბუნება მიმართავს დიდ
ადამიანებს, რომლებიც დაჯიდოებულნი არიან უჩვეულო გრძნობელობით, ვნებიანობით და ა. შ. ისინი
განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან ბედნიერების წყურვილს და იტანჯებიან ამით“. როგორც
კომენტატორები მიუთითებენ, დალამბერის ეს სიტყვები ამოღებულია არა მისი ზემოხსენებული
თხზულებიდან, არამედ „დე სასის ქებიდან“, სადაც სხვათა შორის, ნათქვამია: „მან ვერ შეძლო წაეშალა
ის ბრწყინვალე და სას– ტიკი დამღა, რომელსაც ბუნება, დიდ ადამიანს რომ ბადებს, როგორც ჩანს,
თვითონვე აღბეჭდავს მის შუბლზე: იყავ დიადი და უბედური“.
მკითხველთა ლიგა

34
დაბადებითვე თან დაგყვება, იმ უპირატესობის გამო, რომელიც მე
მოგანიჭე.
ს უ ლ ი. ჯერ ვერაფრის შეცნობა ვერ მოვასწარი, რადგან ეს წუთია შემოვდგი
ფენი ამქვეყნად და, ალბათ, სწორედ ამიტომ არ გამეგება შენი. მითხარი,
უპირატესობა და უბედური ხვედრი თავისი არსით ერთი და იგივეა? ხოლო
თუ ერთი სხვაა და მეორე — სხვა, არ შეგიძლია ერთმანეთისაგან
განაცალკევო ისინი?
ბ უ ნ ე ბ ა. ადამიანებისა და, შესაბამისად, ყველა სახეობის ცხოველთა
სულშიც ეს ორი რამ, შეიძლება ითქვას, თითქმის ერთი და იგივეა, ვინაიდან
ერთი სულის უპირატესობა დანარჩენთა წინაშე განსაზღვრავს იმას, რომ ის
უფრო დაძაბული ცხოვრებით ცხოვრობს და ამიტომაც უფრო მწვავედ
განიცდის, რარიგ უბედურია იმისი ხვედრი; ხოლო ვინც უფრო მწვავედ
განიცდის საკუთარ უბედობას, სწორედ ისაა ნამდვილად უბედური. ზუსტად
ასევე, რაც უფრო დაძაბულია სულის ცხოვრება, მით უფრო მძაფრია მისი
თავმოყვარეობა, რასაც უნდა ესწრაფვოდეს და რა ნიღბითაც უნდა
გვევლინებოდეს იგი, თავმოყვარეობის სიმძაფრე კი ნეტარების ასეთსავე
მძაფრ წყურვილს იწვევს და ამიტომ უფრო მძაფრი ხდება
დაუკმაყოფილებლობის მტანჯველი განცდაც, რომელიც ნეტარების
ვერწვდომისგან იღებს დასაბამს. ყოველივე ეს დასაბამითვე საფუძვლად
უდევს განგების ნებით შექმნილი სამყაროს წესრიგს, და მე არ შემიძლია
ამისი შეცვლა. ეგეც არ იყოს, შენი გონების სიმძლავრისა და წარმოსახვის
სიმძაფრის გამო შენი არსების უმეტესი ნაწილი ხელიდან დაგისხლტება და
აღარ დაემორჩიქება შენს ხელმწიფებას. ველური მხეცები, იმ მიზნის
მისაღწევად, რომელსაც თვითონვე უსახავენ საკუთარ თავს, ადვილად
იყენებენ მთელ თავიანთ ძალას, უნარსა და შესაძლებლობას. მაგრამ
ადამიანები იშვიათად თუ ბედავენ იმის კეთებას, რისი ძალიც აშკარად
შესწევთ, რადგანაც მათ, ჩვეულებრივ, ხელს უშლის მათივე აზრი და
წარმოსახვა, ათასნაირ ეჭვს რომ იწვევს გადაწყვეტილების გამოტანისას და
ათასნაირ დაბრკოლებას ქმნის მისი ასრულებისას. ვისაც ყველაზე ნაკლებ
სჩვევია ყველაფრის აწონ-დაწონა, ვისთვისაც უცხოა განმარტოებისა და
ფიქრში დანთქმის მოთხოვნილება, ყველაზე ადვილად ახერხებს
გადაწყვეტილების მიღებას და ყველაზე მეტი წარმატებითაც მოქმედებს.
მაგრამ ის, ვინც შენსავით ერთთავად თავის თავშია დანთქმული, თავისი
შესაძლებლობებით დათრგუნვილი და თავისივე თავით ძლეული, თითქმის
მკითხველთა ლიგა

35
ყოველთვის ყოყმანობს, ფიქრშიაც და საქმეშია, ხოლო ყოყმანი ერთი
ყველაზე საშინელი სატანჯველია, კაცთა ცხოვრების გამამწარებელი. ნურც
იმას დაივიწყებ, რომ შენი უებრო ნიჭის წყალობით ადვილად დაეუფლები
ყველა თავსამტვრევ საგანს თუ ცოდნის ყველა ურთულეს დარგს და სულ
მალე უკან მოიტოვებ შენსავე მოყვასთ, მაგრამ, ამასთან, შეუძლებელი ან
წარმოუდგენლად ძნელი გეჩვენება ათასგვარი წვრილმანის დაუფლება და
მათი სათანადოდ მოხმარა, რაგინდ აუცილებელნიც უნდა ჩანდნენ ისინი
სხვებთან ურთიერთობისას. თუმცა იმაშიც დარწმუნდები, რა ოსტატურად
იყენებს და რა ადვილად ეუფლება მათ ათასობით ადამიანი, რომლებიც
არამცთუ ვერ შეგედრებიან თავიანთი ნიჭიერებით, არამედ აშკარა ზიზღის
ღირსნიც კი არიან. ეს სიძნელე და ათასი სხვა უბედურება მიწყივ თანა სდევს
დიად სულებს და გასაქანს არ აძლევს მათ. სამაგიეროდ ყველაფერს
ანაზღაურებს სახელი და ქება-დიდება, რასაც ისინი იხვეჭენ თავიანთი
სიდიადის წყალობით, და უკვდავი ხსოვნა, სამარადისოდ რომ ტოვებენ
შთამომავლობის გულში.
ს უ ლ ი. კი მაგრამ, მაინც ვინ მომაგებს მაგ შენს ნანინატრ სახელს და პატივს:
ზეცა, შენ თუ სხვა ვინმე?
ბ უ ნ ე ბ ა. ადამიანები, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ ქება-დიდება
მიაგონ კაცს.
ს უ ლ ი. აი, ხომ ხედავ, მე კი მეგონა, რახან, შენივე სიტყვებით რომ ვთქვათ,
ხელი არ მიმიწვდება იმაზე, რაც აუცილებელია ადამიანებთან
ურთიერთობისათვის და რაც თვით ყველაზე უნიჭოთათვისაც კი
ხელმისაწვდომი ყოფილა თურმე, — მთელი ჩემი დღე და მოსწრება
ყველასათვის საძულველი, უსახელო და უცნობი ვიქნები და ადამიანები
არამცთუ არ განადიდებენ, არამედ ზურგს მაქცევენ და სათოფეზეც აღარ
გამეკარებიან, რაკიღა მათთან ურთიერთობის თავი არა მაქვს-მეთქი.
ბ უ ნ ე ბ ა. მე მომავლის წინასწარჭვრეტის ნიჭი არა მაქვს და, მაშასადამე,
არ შემიძლია დაბეჯითებით გიწინასწარმეტყველო, როგორ მოგექცევიან
ადამიანები, ან რას იფიქრებენ შენზე, სანამ მათ შორის მოგიწევს ყოფნა.
თუმცა ჩემი უხსოვარი დროის გამოცდილებით შემიძლია დავასკვნა, რომ
ისინი, უფრო მოსალოდნელია, შურით აღძრულნი დაგიწყებენ დევნას,
ხოლო. ესაა ერთი გარდუვალი უბედურება, რასაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში
თავს ვერ დააღწევს ვერც ერთი დიადი სული; ან კიდევ ზიზღით დაგიწყებენ
მკითხველთა ლიგა

36
ცქერას და შენი სახელის გაგონებასაც არ ისურვებენ. ეგეც არ იყოს, თვით
წარმატებაცა და შემთხვევითობაც, - ჩვეულებრივ, მტრულად არიან
განწყობილნი შენნაირების მიმართ. მაგრამ შენი სიკვდილისთანავე, იმ
კაცისა არ იყოს, რომელსაც კამოენსი ერქვა ან, სულ დიდი-დიდი შენი
სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მეორე კაცივით, რომელსაც
მილტონს უწოდებდნენ სახელად, პირდაპირ გაგაღმერთებენ და ცაში
აგიყვანენ ქება-დიდებით, ყველანი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, შენი
საღად მოაზროვნე მოყვასნი მაინც. ვინ იცის, იქნებ იმისი ნეშტი, ვისშიაც შენ
ჰპოვებ სავანეს, დიდებულ აკლდამაში იქნას დაკრძალული, მისი
გარეგნობა, ათასნაირად ნაძერწ-ნახატ-ნაქანდაკარი, უსასრულოდ
გავრცელდეს ადამიანთა შორის, მისი ცხოვრების ყველა წვრილმანი
ათასჯერ იქნეს აღწერილი და ათასთა მიერ — საგულდაგულოდ
დაზუთხულ-დაზეპირებული, ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, მთელს
განათლებულ სამყაროს არ მოიცავს მისი სახელი. მაგრამ ყოველივე ეს
შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბედისწერის სიავე და
შენივე ნიჭის სიჭარბე ხელს არ შეგიშლის იმაში, რომ უჩვენო და დაუმტკიცო
ადამიანებს, რისი ღირსიც ხარ. მერწმუნე, ამის მაგალითები სანთლით
როდია საძებნი, თუმცა ეს ვიცი მხოლოდ მე და კიდევ ბედისწერამ.
ს უ ლ ი. დედავ-ბატონო, მართალია, ჯერჯერობით ცოდნის ნატამალიც არ
გამაჩნია, მაგრამ იმას კი ვგრძნობ, რომ ერთადერთი და უმძაფრესი
სურვილი, რომელიც შენ ჩამინერგე, ბედნიერების სურვილია. თუმცა,
დავუშვათ და, იმავდროულად, დიდებაც რომ მსურდეს, სულ ერთია, მე
შემიძლია მიველტვოდე ამ, თვითონაც არ ვიცი, სიკეთეს თუ ბოროტებას
მარტოოდენ როგორც ბედნიერებას ან მისი დაუფლების საშუალებას. და აი,
შენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ის უებრო ნიჭი, რომელიც ასე
უშურველად მიბოძე, შეიძლება ვარგისი და გამოსადეგი იყოს დიდების
მოსახვეჭად, მაგრამ ნეტარებისაკენ კი არ მიგვიძღვის, არამედ
წარმოუდგენელი უბედურებისაკენ. ისიც ნაკლებად სარწმუნოა, რომ ამ
ნიჭმა დიდებას მაზიაროს ამქვეყნიურ სიცოცხლეშივე, ხოლო სიკვდილის
შემდეგ რას ვაქნევ თუნდაც მთელი ქვეყნის ყველა სიკეთეს? და ბოლოს,
ადვილი შესაძლებელია ისედაც მოხდეს, როგორც შენ ამბობ: თავნება და
ჟინიანი დიდება, რომელსაც მხოლოდ ამდენი უბედურების ფასად თუ
მოიხვეჭს კაცი, თვით სიკვდილის შემდეგაც კი არა მხვდეს წილად. ამრიგად,
შენივე საკუთარი სიტყვებიდან გამომდინარე, მე შემიძლია დავასკვნა, რომ
მკითხველთა ლიგა

37
ყველაზე მეტად კი არ გიყვარვარ, როგორც თავდაპირველად ამტკიცებდი,
პირიქით, ბოროტს იზრახავ ჩემთვის და უფრო მეტადა გძულვარ, ვიდრე
ადამიანებს და ბედისწერას ჩემს ამქვეყნიურ სიცოცხლეში; რადგანაც
უყოყმანოდ მიბოძე ესოდენ დამღუპველი ნიჭი, როგორიც ეგ შენი ნაქები
უპირატესობა გახლავს. განა სწორედ ეს არ იქნება ერთი ყველაზე
დაუძლეველი დაბრკოლება, რომელიც იმის საშუალებას არ მომცემს, ჩემს
ერთადერთ სანუკვარ მიზანს — ბედნიერებას მივაღწიო?
ბ უ ნ ე ბ ა. ასულო ჩემო, ყოველი კაცის სული, საიმისოდაა განწირული, რომ
უბედურების წერა შეიქნეს, თუმცა ამაში შე როდი მიმიძღვის ბრალი. მაგრამ
ადამიანთა ყოფის საყოველთაო უბედურებასა და ამქვეყნიური სიამით
ტკბობისა თუ განცხრომის მთელ ამაოებაში კაცობრიობის უკეთეს ნაწილს
სწორედ დიდება მიაჩნია უდიდეს სიკეთედ, რომელიც განგების ნებით
წილად ხვდომია მოკვდავთ, და მათი მუდმივი ზრუნვისა და რუდუნების
ყველაზე ღირსეულ მიზნად. ამიტომ სიძულვილის კი არა, არამედ იმ
ჭეშმარიტი და განსაკუთრებული სიყვარულის გამო, რასაც შენდამი
ვგრძნობ, მე გადავწყვიტე მის მისაღწევად მებოძებინა შენთვის ყველაფერი,
რაც კი შემეძლო
ს უ ლ ი. მითხარი, შენს მიერ ზემოხსენებულ ველურ მხეცთა შორის
შემთხვევით თუა ისეთი, რომ მისი სასიცოცხლო ძალა და გრძნობათა
სიცხოველე ადამიანისაზე ნაკლები იყოს?
ბ უ ნ ე ბ ა. იმათგან მოყოლებული, რომელნიც ჯერ კიდევ მცენარეებსა
ჰგვანან, ამ მხრივ ყველანი დაუვარდებიან ადამიანს, ერთნი მეტად,
მეორენი ნაკლებად. ადამიანის სასიცოცხლო ძალთა მარაგი და გრძნობათა
სიცხოველე გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სულდგმულისა;
იმიტომ, რომ ის ყველაზე უფრო სრულქმნილია უფლის ქმნილებათა
შორის.
ს უ ლ ი. მაშ, თუ გიყვარვარ, ყველაზე ნაკლებ. სრულქმნილთა შორის
მიმიჩინე ბინა, ხოლო თუ ეს არ შეგიძლია, მაშინ მიმზადე მთელი ეს
დამღუპველი და ზეაღმტაცი ნიჭი და ყველაზე ხეპრე და რეგვენ სულს
დამამგვანე, რომელიც ოდესმე მოგივლენია ქვეყნად.
ბ უ ნ ე ბ ა. აი, ეს სამსახური კი შემიძლია გაგიწიო და მზადა ვარ თხოვნა
შეგისრულო, თუკი თვითონვე უარს ამბობ უკვდავებაზე, რომელიც მსურდა
შენთვის მერგუნებინა წილად. მკითხველთა ლიგა

38
ს უ ლ ი. უკვდავების ნაცვლად კი მე გთხოვ, რამდენადაც შეგიძლია, ჩემი
სიკვდილი დააჩქარო.
ბ უ ნ ე ბ ა. ამაზე ბედისწერას მოვეთათბირები.

პრომეთეს დავა
ზევსის გამეფებიდან რვაას ოცდაცამეტი ათას ორას სამოცდამეთხუთმეტე
წელს მუზების65 კოლეგიამ დაბეჭდა და ქალაქ ღრუბლებსმიღმეთის66
საზოგადოებრივ თავყრილობათა ადგილებში გამოაკრა აფიშები,
რომლებითაც წინადადებას აძლევდა უკვდავ ღმერთებს, დიდს თუ პატარას,
ისევე როგორც ქალაქის დანარჩენ მცხოვრებთ, ყველას, ვისაც უხსოვარ
დროს თუ სულ ახლახან გამოეგონებინა ღირსშესანიშნავი, — ნატურალური,
ან კიდევ ნახაზისა თუ აღწერილობის სახით წარედგინათ თავიანთი
გამოგონება ზემოხსენებული კოლეგიის წევრებისაგან არჩეული
ჟიურისათვის. ამასთანავე, მუზები ბოდიშს იხდიდნენ, რომ თავიანთი
ყბადაღებული სიღარიბის გამო ისეთ გულუხვობას ვერ გამოიჩენდნენ,
როგორიც სურდათ, და იმას, ვისი გამოგონებაც ყველაზე უკეთესად და
სასარგებლოდ იქნებოდა მიჩნეული, ჯილდოდ სთავაზობდნენ დაფნის
გვირგვინსა და დღისით თუ ღამით, შინ თუ საზოგადოებრივ
თავყრილობათა ადგილებში, ქალაქში თუ ქალაქგარეთ მისი მუდმივი
ტარების პრივილეგიას, აგრეთვე იმის უფლებას, რომ ზემოხსენებული
გვირგვინით შუბლშემკული ფერმწერთა ტილოებზე ყოფილიყო
გამოსახული და მოქანდაკეთა თუ ჭედურობის ოსტატთა მიერ ამ სახითვე
ნაძერწ-ნაჭედ-ნაქანდაკარი.

65
მუზები — ზევსისა და მნემოსინეს (სხვა ვერსიით ურანოსისა და გეას) ასულნი, ხელოვნებისა და
მეცნიერების მფარველი ქალღმერთები.
66
ღრუბლებსმიღმეთი („ჰიპერნეფელე“) ლეოპარდის ფანტაზიით გამოგონებული ქალაქის სახელი
აღებულია ბერძენი სატირიკოსის ლუკიანე სამოსატელის (II ს. ახ. წ. ა.) ერთ-ერთი დიალოგიდან —
„იკარომენიპე, ანუ გაფრენა ღრუბლებსმიღმეთში“, სადაც ფილოსოფოსი მენიპე მოგვითხრობს, რო– გორ
გაფრინდა ჭეშმარიტების საძებნად ცაში — ზევსის საბრძანებელში.

მკითხველთა ლიგა

39
ზეცის მრავალი ბინადარი ჩაება ამ კონკურსში, მაგრამ მხოლოდ
თავშექცევისა და დროსტარების მიზნით, ვინაიდან ეს ისევე სჭირდება
ღრუბლებსმიღმეთის მცხოვრებლებს, როგორც ყველა სხვა ქალაქის
მკვიდრთ, და ეგეც არ იყოს, აღთქმული ჯილდო ჭილის ქუდადაც არ ღირდა.
რაც შეეხება დიდებას, თუკი თვითონ ადამიანებმა, მას შემდეგ, რაც
ფილოსოფოსები გახდნენ, შეიზიზღეს იგი, რა დიდი თავისმტვრევა
სჭირდება იმის მიხვედრას, თუ რა ფასი აქვს მას ღმერთების თვალში,
თავიანთი სიბრძნით უსაშველოდ რომ ჩრდილავენ ადამიანებს და არა
მარტო ჩრდილავენ, მეტიც, სრულიად უჩინოს ხდიან, ვინაიდან პითაგორასა
და პლატონის აზრით, ღმერთების გარდა არც არავინ იმსახურებს ბრძენის
სახელს.67
მოხდა ისე, რომ (ჭეშმარიტად არნახული და არგაგონილი შემთხვევა იმ
დროიდან მოყოლებული, როცა დაწესებული იქნა ჯილდო ყველაზე
ღირსეულთათვის) მინიჭებაზე ვერავითარი ზეგავლენა ვერ მოახდინა ვერც
შუამდგომლობამ, ვერც მიმხრობა-მიკერძოებამ, ვერც ფარულმა აღთქმა-
დაპირებებმა, ვერც მზაკვრულმა ხრიკებმა. უპირატესობა მიენიჭა სამს:
ბახუსს — ღვინის გამოგონები სათვის, ათენას — ზეთისხილიდან ძვირფასი
ზეთის გამოხდისათვის, რაც ასე ძალიან სჭირდებათ ღმერთებს
ყოველდღიური განბანის შემდეგ ტანის დასაზელად, და ჰეფესტოს —
„მომჭირნედ“ სახელდებული სპილენძის ქვაბქოთნის გაკეთებისთვის,
რომელშიაც ნელ ალზე და ძალიან სწრაფად შეიძლებოდა მოგეხარშა
ყველა ფერი, რაც კი მოგეპრიანებოდა.68 რაკი ჯილდო სამად უნდა გაეყოთ,
თვითეულს მხოლოდ დაფნის პატარა ტოტი თუ შეხვდებოდა, მაგრამ
სამივემ უარი თქვა არა მარტო თავის წილზე, არამედ, საერთოდ, მთელ
ჯილდოზედაც. ჰეფესტომ მოიმიზეზა, თითქმის მთელი დღე ცხელ
ქურასთან ვტრიალებ სამჭედლოში, ოფლი წურწურით ჩამომდის და
გვირგვინი მხოლოდ ხელს შემიშლისო; ის კი არა და, შეიძლება სულაც
დავიწვა და დავიდაგო, თუკი ნაპერწკალი გამხმარ ფოთლებს ეცა და

67
ამის შესახებ ის. დიოგენე ლაერტელი, „გამოჩენილ ფილოსოფოსთა ცხოვრება“ (I, 12); პლატონი,
„ფედროსი“, 278 d.
68
აქ ჩამოთვლილია ბერძნულ-რომაული პანთეონის სამი ღვთაება: ს ი — ღვინის, თრობის, სიხალისის
ღმერთი, შემდეგში გაიგივებულ იქნა დი– ონისესთან; ათენა (მინერვა) — მეცნიერებისა და სიბრძნის
მფარველი ქალი ღმერთი; ჰ ე ფ ე ს ო (ვულკანი) — ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთი.
მკითხველთა ლიგა

40
ჩინჩხვარივით ააბრიალაო, ათენამ თქვა: თავზე ისედაც ვეება მუზარადი
მხურავს, „მეომართა ასი ქალაქის გადამწვდომ-გადმფარავი“, როგორც
აღნიშნავს ჰომეროსი. 69და ჩემს კისერს კიდევ ტვირთის მიმატება
ეჭირვებაო? ბახუსმა ცივი უარი განაცხადა თავისი თავსარქმლის მოხდაზე:
ვაზის გვირგვინს არასდიდებით არ გავცვლი დაფნისაზეო; ისე კი,
სიამოვნებით მივიღებ დაფნას, თუ ნებას დამრთავთ, აბრად გამოვაკრა ჩემი
დუქნის კარზეო; მაგრამ მუზებმა შორს დაიჭირეს, სამაგისო დაფნის
გვირგვინი აბა სად გვაქვსო, და ის მათ საერთო ხაზინაში დარჩა.
ჯილდოს მაძიებელთაგან იოტისოდენა შურიც არავის აღძვრია
გამარჯვებული ღმერთების მიმართ, არ დამდურებია მსაჯულებს და არ
დაუგმია მათი გადაწყვეტილება, არავის, პრომეთეს70 გარდა, ვინაც
მსაჯულებს საკონკურსოდ წარუდგინა თიხის ყალიბი, რომელსაც იყენებდა
პირველი ადამიანების შექმნისას, და თან დაურთო აღწერილობა, სადაც
განმარტავდა მის მიერ გამოგონილ კაცთა მოდგმის თვისებებს და
დანიშნულებას. მართლაც რომ განცვიფრებას იწვევს პრომეთეს
გულისწყრომა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც სასაცილოდაც არ
ჰყოფნის არავის, არც გამარჯვებულებს და არც დამარცხებულებს. მაგრამ
მიზეზთა კვლევისას ცხადი შეიქნა, რომ ტიტანს მართლაც სურდა მეტიც,
სული ელეოდა არა , იმდენად საპატიო გვირგვინზე, რამდენადაც იმ
პრივილეგიაზე, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში მოიპოვებდა.
ზოგიერთის ვარაუდით, მას უნდოდა გვირგვინით დაეფარა თავი მეხისგან,
ტიბერიუსის მსგავსად, რომელიც გრგვინვის გაგონებისთანავე გვირგვინს
დაიკოსებდა თურმე თავზე, რადგან სჯეროდა, დაფნას მეხი არ ეცემაო. 71
მაგრამ ქალაქ ღრუბლებსმიღმეთში არც ელვა იცის და არც მეხი.

69
იხ. ჰომეროსი, „ილიადა“, V, 743—744.
70
პრომეთე (უფრო სწორია პრომეთევსი) — იაპეტოსისა და ოკეანიდ ასიას (სხვა ვერსიით, კლიმენესა თუ
თემიდას) ძე, ღმერთების წინააღმდეგ ამბოხებული ტიტანი, ადამიანების მწე და მფარველი.
71
რომის იმპერატორის ტიბერიუსის (42 წ. ძვ. წ. ა.—37 ახ. წ. ა., იმპერატ. 14—37) ცხოვრების
აღწერაში („თორმეტი ცეზარის ცხოვრება“, „ტიბერი– უსი“, 69) სვეტონიუსი წერს: „ღმერთებსა
და მათ თაყვანისცემაზე ნაკლებად ზრუნავდა, რადგანაც ასტროლოგიის მიმდევარი იყო და
მტკიცედ სწამდა, რომ ყველაფერს წყვეტს ბედისწერა. მაგრამ საშინლად ეშინოდა მეხის და
როცა ღრუბლები ფარავდა ცას, ყოველთვის დაფნის გვირგვინს იდგამდა თავზე, რად– განაც
თვლიან, რომ ამ ფოთლებს მენი არ ეცემა“.
მკითხველთა ლიგა

41
სხვები უფრო დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ პრომეთეს, როგორც
ხანშიშესულ ხალხს ემართება, თმამ დაუწყო ცვენა, და რაკი ეს უსიამოვნება
ნამეტანი ახლოს მიჰქონდა გულთან და, შესაძლოა, სინესიოსის „სიქაჩლის
ქებაც“ არ წაეკითხა72 ან, ვინ იცის, იქნებ კიდევაც წაეკითხა, მაგრამ
სარწმუნო ვერაფერი ეპოვა შიგ, — სწორედ ამიტომ უნდოდა, დიქტატორ
ცეზარისა არ იყოს, გვირგვინით დაეფარა სიქაჩლე.73
მაგრამ კვლავ მივუბრუნდეთ ჩვენს ამბავს. ერთ მშვენიერ დღეს, მომოსთან74
საუბრისას, პრომეთე საშინლად აღშფოთებული გახლდათ იმის გამო, რომ
ღვინოს, ზეთსა და ქვაბქოთნებს უფრო მაღალი შეფასება მისცეს, ვიდრე
კაცთა მოდგმას, ამ — მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, — ყველაზე დიად
ქმნილებას, რომელიც ოდესმე გამოსულა უკვდავთა ხელიდან. მაგრამ რაკი
დაინახა, რომ მთლად ვერ დაარწმუნა მომოსი, რომელიც ყურით მოთრეულ
საბუთებს უპირისპირებდა მის აზრს, ტიტანმა შესთავაზა, დაუყოვნებლივ
დავეშვათ დედამიწაზე და, სულ ერთია, ხუთი კონტინენტიდან პირველად
რომელს დავადგამთ ფეხს, იქ შევჩერდეთ, სადაც წავაწყდებით კაცთა
საცხოვრისსო; წინასწარ კი დავნიძლავდეთ, რომ ხუთსავე კონტინენტზე თუ
არა, სამსა თუ ოთხზე მაინც აღმოვაჩენთ იმის უტყუარ საბუთს, რომ
ადამიანი ყველაზე სრულყოფილი ქმნილებაა სამყაროშიო. მომოსი
დაყაბულდა, სანაძლეოს ფასზე შეთანხმდნენ და დაუყოვნებლივ დაეშვნენ
დედამიწაზე. უწინარეს ყოვლისა, „ახალ სამყაროს“ მიაშურეს, რომელიც
თვით თავისი სახელისა და აგრეთვე იმის გამო, რომ ზედ ცის არც ერთ
ბინადარს ჯერ კიდევ არ დაედგა ფეხი, ყველაზე მეტად უღვივებდათ
ცნობისწადილს. პოპაიანის75 ქვეყანას გადაუქროლეს და ჩრდილოეთით,
მდინარე კაუკას76 ახლოს დაეშვნენ, რადგანაც ეტყობოდა, რომ აქ

72
სინესისი (დაახლ. 365 415 წ.) — ბერძენი მწერალი, ფილოსოფოსი-ნეოპლატონისტი და სახელმწიფო
მოღვაწე; ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კირენეში, ალექსანდრიაში, ათენსა და კონსტანტინოპოლში.
მისი თხზულებებიდან აღსანიშნავია „ეგვიპტელი, ანუ პროვიდენციის შესახებ“, „დიონი, ანუ
თვითდამკვიდრების შესახებ“, „სიზმრების წიგნი“, „სიქაჩლის ქება“ (თავისებური პასუნი დიონ
ქრისოსტომის თხზულებისა — „თმების ქება“), „ჰიმნები“ და ა. შ.
73
ინ. სვეტონიუსი, „თორმეტი ცეზარის ცხოვრება“, — „ღვთაებრივი იულიუსი“
74
მომოსი — ბერძნულ მითოლოგიაში, ავსიტყვაობისა და დაცინვის ღვთაება, ნიქტეს (ღამის) ძე.
75
პოპაიანი — მთაგორიანი პროვინცია ანდების კალთებზე, კოლუმბიაში. არსებობს ქალაქი პოპაიანიც,
რომელიც 1937 წელს დაარსა ესპანელმა ბენალკანსარმა.
76
კაუკა -კოლუმბიის მდინარე, პოპაიანიდან დაახლ. 25 კილომეტრით დაშორებული.
მკითხველთა ლიგა

42
ადამიანთა საცხოვრისი უნდა ყოფილიყო: მინდვოებში სახნისის
ნაკვალევი, ნახევრად წაშლილი ბილიკები, უღვდოდ აჭრილ-აჩეხილი და
ერთმანეთზე უთავბოლოდ მიყრილი ხეები, სამარხთა მსგავსი
მიწაყრილები და აქა-იქ მიმოფანტული ადამიანის ძვლები: მაგრამ რარიგ
არ ძაბავდნენ სმენას, თვალგაშტერებით გაჰყურებდნენ შორეთს და
გაფაციცებით ზვერავდნენ არემარეს, ზეცის ბინადართ არც ძეხორციელის
ხმა მისწვდენიათ საიდანმე და არც კაცის ჭაჭანება დაულანდავთ. ასე
გავლეს კაი გვარიანი მანძილი, ხან ფეხით და ხან ფრენით, გადაიარეს
მთები, გადასერეს მდინარეები, კლდენი და ღრენი, მაგრამ ყველგან
ხვდებოდათ კვლავ იგივე ნაკვალევი, იგივე უდაბურება და უკაცურობა.
„მაინც რამ ამოაგდო აქაურობა? — უკვირდა მომოსს, — ხომ აშკარად ჩანს,
რომ ოდესღაც დასახლებული უნდა ყოფილიყო?“ პრომეთე იხსენებდა
ხმელეთის წამლეკ ზღვებს, მიწისძვრებს, გრიგალებს და ცხელი
ქვეყნებისათვის — როგორც გაეგო, — ესოდენ ჩვეულებრივ კოკისპირულ
წვიმებს. და მართლაც, სწორედ ამ დროს, ორივეს გარკვევით ესმოდა,
როგორი წკაპაწკუპით ცვიოდა მიწაზე წვიმის წვეთები ხის ტოტებიდან,
რომლებსაც მეზობელ ჭალაში ქარი არხევდა. და მაინც, მომოსი
ვერასდიდებით ვერ მიმხვდარიყო, როგორ უნდა წაელეკა აქაურობა ზღვას,
თუკი ისე შორს იყო, რომ თვალსაწიერზეც არ ჩანდა. ან რა სასტიკი უნდა
ყოფილიყო ბედის განაჩენი, რომ მიწისძვრებს, გრიგალებს და თავსხმებს
ერთიანად გაეჟუჟათ ადამიანები, მაგრამ დაენდოთ იაგუარები, მაიმუნები,
ჭიანჭველაჭამიები, კენგურუები, არწივები და მიწაზე მძრომთა თუ ცაში
მფრინავთა ურიცხვი ჯიში ანუ ჯილაგი, ვინაიდან აქაურობა სავსე იყო
ყოველი ჯურის ცხოველით. ბოლოს გავიდნენ ტრიალ მინდორზე. სადაც
დაინახეს სახლების ან, უფრო სწორად, უბადრუკი ქოხმახების გროვა,
რომლებიც პალმის ტოტებით იყო გადახურული და თვითეული ცალ-ცალკე
ხის მესერით შემორაგული. ერთი ქონის წინ უამრავ ხალხს მოეყარა თავი.
ზოგიფეხზე იდგა, ზოგიც თიხის ქოთანს შემოსხდომოდა, რომელიც
ცეცხლზე თუხთუხებდა. ცის მკვიდრთ ადამიანის იერი მიიღეს და ახლოს
მივიდნენ. პრომეთე თავაზიანად მიესალმა ყველას, მერე მიუბრუნდა იმას,
ვისაც ქცევასა და მიხრა-მოხრაზე ეტყობოდა, რომ ამათში თავკაცი უნდა
ყოფილიყო და ჰკითხა, რას აკეთებთო?

მკითხველთა ლიგა

43
ვ ე ლ უ რ ი. ვერა ხედავ, სადილს ვაპირებთ.
პ რ ო მ ე თ ე. ემანდ რას ხარშავთ?
ვ ე ლ უ რ ი. ხორცს რასმე.
პ რ ო მ ე თ ე. შინაური საქონლისას თუ ნადირისას?
ვ ე ლ უ რ ი. რასაკვირველია, შინაურისას: ჩემი საკუთარი ვაჟისას.
პ რ ო მ ე თ ე. რას ამბობ, კაცო, ეგ შენი ვაჟი, პასიფაეს 77 ნაშიერივით, ხბო
ხომ არ იყო?
ვ ე ლ უ რ ი. ხბო კი არა, ისეთივე ადამიანი, როგორც ჩვენა ვართ.
პ რ ო მ ე თ ე.ხომ არ გაგიჟდი, შენს საკუთარ ხორცსა ჭამ?
ვ ე ლ უ რ ი. ჩემს საკუთარს კი არა, მისას: აბა, ტყუილად გავაჩინე და
გამოვზარდე?
პ რ ო მ ე თ ე. რომ თვითონვე შეგეჭამა?
ვ ე ლ უ რ ი. რა გიკვირს, დედამისსაც მალე შევჭამ, რადგან, ვატყობ, შვილებს
ვეღარ გააჩენს.
პ რ ო მ ე თ ე. ჰო, ჯერ კვერცხს ჭამენ, მერე ქათამსაც.
ვ ე ლ უ რ ი. დანარჩენ ქალებსაც, მე რომ მყავს, მაშინვე შევჭამ, როგორც კი
შვილის გაჩენას ვეღარ შეძლებენ. ან ამ ჩემს მონებს ხო უყურებ? მაგათი
თავის ხეთქვამ, მუქთად შევინახავდი, რომ არ მრავლდებოდნენ და
დროდადრო საკლავით არ მამარაგებდნენ. დაბერდებიან თუ არა, მაგათაც
შევჭამ, თუ მანამდე თვათონვე არ შემჭამა ვინმემ.
პ რ ო მ ე თ ე. ერთი ეს მითხარი, ეგ მონები შენი თვისტომნი არიან თუ სხვა
ტომისანი?

77
პასიფაე — კუნძულ კრეტეს ნახევრად მითიური მეფის მინოსის მეუღლე, რომელსაც
პოსეიდონის მიერ კუნძულზე მიგზავნილ ზღვის ხართან არაბუნებრივი კავშირის შედეგად
შეეძინა მინოტავრი — კაცის ტანიანი და ხარის თავიანი ურჩხული.
მკითხველთა ლიგა

44
ვ ე ლ უ რ ი. სხვა ტომისანი.
პ რ ო ე თ ე. აქედან შორსაა მაგათი საცხოვრებელი?
ვ ე ლ ო გადაკარგულში: ჩვენსა და მათ სახლებს შუაში წყარო ჩაუდის.
ამ სიტყვებით მან თითი გაიშვირა ბექობისკენ და თან დასძინა: „აგე, იქ იყო
მაგათი სადგომი, მაგრამ ჩვენებმა უტირეს დედა!“ პრომეთემ ახლაღა
შენიშნა, რომ ველურები ისე ხარბად და რაღაც უცნაური სინაზით თუ
სიყვარულით მიშტერებიან, როგორც კატა უყურებს თაგვს, და რაკი აშკარად
არ უნდოდა მისივე საკუთარი ქმნილებების კერძი გამხდარიყო, ბევრი აღარ
უფიქრია: დაჰკრა ფენი და აფრინდა. მომოსი უკან მიჰყვა. ორივე ღვთაება
ისე აეტანა შიშს, რომ აფრენისას ისეთივე უწმინდურებით წაბილწეს
ველურების მეჯლისი, როგორსაც მტაცებელი ჰარპიები78 სტომაქიდან
ათხევდნენ ტროელთა სუფრას. მაგრამ ველურები ენეასის79 მხლებლებზე
უფრო მშივრები და ნაკლებ გულაზიზნი იყვნენ და ამიტომ ღრეობა არ
შეუწყვეტიათ. პრომეთემ კი, ფრიად უკმაყოფილომ და „ახალ სამყაროზე“
გულაყრილმა, „ძველი სამყაროს“ უძველეს ნაწილს — აზიას მიაშურა.
ლამის ერთ წამში რომ გალიეს მთელი მანძილი, რომელიც ვესტ-ინდოეთს
ოსტ-ინდოეთისაგან აშორებს, ორივე ღვთაება მშვიდობით დაეშვა ერთ
ხეობაში, აგრის80 მახლობლად, სადაც ურიცხვი ხალხი შეჯგუფებულიყო
საკმაოდ ღრმა ორმოს გარშემო, რომელიც შეშით იყო ამოვსებული. ორმოს
პირას, ცალ მხარეს, რამდენიმე კაცი იდგა, წელში ანთებული ჩირაღდნები
ეჭირათ და მზად იყვნენ კოცონი გაეჩაღებინათ, მეორე მხარეს აღმართულ
ფიცარნაგზე კი — ყმაწვილი ქალი, რომელიც გაშმაგებული როკვითა და
წივილ-კივილით გამოხატავდა თავის აღტყინებას. მის დანახვაზე

78
ჰარპიები — ბერძნულ მითოლოგიაში, ფრთიანი ურჩხულები; წარმოდგენილი ჰყავდათ ქალისთავიან
ფრთოსანთა სახით. ლეოპარდი გულისხმობს ვერგილიუსის „ენეადის“ ერთ პასაჟს (სიმღერა III, 217,
225—228): „ყველაფერს ბილწავენ ისინი სტომაქიდან ამონათხევი უწმინდურებით... თავზარდაცემულნი
ვხედავთ, რომ მთიდან მოფრინავენ ჰარპიები, ფრთების ფართქუნით აყრუებენ არემარეს; უკეთური
ყაშყაშით დაგვაცხრნენ თავს; იტაცებენ ურჩხულნი ხორაგს; საშინლად ყარან; უწმინდური შეხებით
ბილწავენ სუფრას“...
79
ენესი — ანქისესა და აფროდიტეს ძე, დარდანელთა მბრძანებელი, ტროას მეფის პრიამოსის ნათესავი,
მონაწილეობდა ტროას ომში. ტროას დამხობის შემდეგ დარდანელების თანხლებით უნდა
გადასახლებულიყო ეპირსა თუ თესალიაში, უფრო გვიანდელი ვერსიით — ლაციუმში, სადაც მის
შთამომავლებს უნდა დაეარსებინათ ქალაქი რომი და დასაბამი მიეცათ იულიუსთა საიმპერატორო
დინასტიისთვის.
80
აგრა — ინდოეთის ქალაქი, დელიდან დაახლ. 200 კმ-ით დაშორებული; მდებარეობს მდინარე ჯამნას
მარჯვენა სანაპიროზე; ოდესღაც მოგოლთა იმ პერიის დედაქალაქი.
მკითხველთა ლიგა

45
პრომეთეს ეგონა, ნამდვილად ანალ ლუკრეციასა თუ ახალ ვირგინიას, ან
კიდევ ერეხთევსის ასულის, იფიგენიას, კოდროსის, მენეკევსისა თუ
კურციუსებისა და დეციუსების ერთ-ერთ მეტოქეს ვხედავ, რომელიღაცა
წინასწარმეტყველების აღსასრულებლად თავისი ნებით რომ ეწირება
მსხვერპლად სამშობლოს კეთილდღეობასო. 81 მერეღა გაიგო, რომ
მსხვერპლშეწირვის მიზეზი მისი ქმრის სიკვდილი ყოფილიყო, და
გაიფიქრა, საბრალო, ალბათ, ალკესტიდას82 მსგავსად აპირებს თავისი
სიცოცხლის ფასად სიკვდილისაგან დაიხსნას საყვარელი მეუღლეო. მაგრამ
აუხსნეს, საცოდავი მხოლოდ იმიტომ დაყაბულდა თვითდაწვას, რომ
ასეთია მისი კასტის ქალების ჩვეულებაო; ქმარი ყოველთვის ჭირის
დღესავით სძულდა, ახლა კი მაგრა გამოათვრეს, ხოლო მიცვალებული
არამცთუ აღდგება მკვდრეთით, არამედ ამავე კოცონზე დაიფერფლებაო.
ტიტანმა მაშინვე ზურგი აქცია ამ სანახაობას და ევროპისკენ აიღო გეზი,
მიფრინავდნენ და თან გზადაგზა ლაპარაკობდნენ:
მ ო მ ო ს ი. რას წარმოიდგენდი მაშინ, როცა თავს სწირავდი, რათა
ადამიანების გულისთვის ცეცხლი მოგეპარა ზეციდან, რომ ისინი ასე

81
აქ ჩამოთვლილნი არიან ისტორიული თუ მითიური გმირები: ლუკ რ ე (VI ს. ძვ. წ. ა.) —
რომაელი დიდებულის ტარკვინიუს კოლატინუსის მეუღლე; მისი სილამაზით მოხიბლული
მეფისწული სექსტიუს ტარკვინიუსი ღამით შეიპარა ქალის საწოლ ოთახში და ნამუსი ახადა მას.
ლუკრეციამ ვერ აიტანა შეურაცხყოფა და თავი მოიკლა. ეს გახდა ტარკვინიუსთა ტირანიის
წინააღმდეგ ამბოხებისა და მათი დამხობის მიზეზი... ვ ა რ გ ი ნ ი ა (V ს. ძვ. წ. ა.) — რომაელი
პატრიცის ვირგინიუსის ასული, რომელიც საკუთარი ხელით მოჰკლა მამამ, რათა საშინელი
შეურაცხყოფა აეცილებინა მისთვის... ე რ ე ნ ე ვ ს ი ს სუ ლი — იგულისხმება შემდეგი მითი:
ათენის მბრძანებელი ერეხთევსი ეომებოდა ელევსინელებს, რომლებსაც დახმარებას უწევდნენ
თრაკიელები, პოსეიდონის ძის ერმოლპეს მეთაურობით. დელფოს სამისნოს
წინასწარმეტყველებით, ერეხთევსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებდა, თუკი თავის ერთ-
ერთ ასულს მსხვერპლად შესწირავდა ღმერთებს. ერენთევსმა ხთონიაზე შეაჩერა თავისი
არჩევანი (სხვა ვერსიით, მსხვერპლად შეწირულ იქნა ერეხთევსის ყველა ასული, მცირეწლოვან
კრეუსას გარდა). კოდ რო ს ი — ატიკის უკანასკნელი მეფე, რომელმაც თავი დასდო, რათა
დორიელი დამპყრობლებისაგან ეხსნა ქვეყანა... მ ე ნ ე კ ე ვ ს ი — თებელი უფლისწული,
კრეონტის ძე. თებეს წინ– აღმდეგ შვიდთა ლაშქრობის დროს წინასწარმეტყველმა ტირესიამ
იწინასწარმეტყველა: თებელები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიგერიებენ მომხდურთ, თუ
კრეონტი ღმერთებს მსხვერპლად შესწირავს თავის ვაჟსაო. მაშინ მე ნეკევსმა ნებაყოფლობით
მოისწრაფა სიცოცხლე.
82
ალკესტიდა — თესალიელი გმირის, ფერეს („ფერი“) მეფის ადმეტეს მეუღლე, რომელიც დათანხმდა
ქმრის ნაცვლად ჩასულიყო ჰადესში, საიდა ნაც ის დაიხსნა და ამ ქვეყნად დააბრუნა ჰერაკლემ.
მკითხველთა ლიგა

46
უკუღმართად გამოიყენებდნენ მას: ერთნი — ქოთნებში თავიანთი
ახლობლების მოსახარშად, მეორენი კი — საკუთარი ნებასურვილით
თავიანთი თავის დასაწვავად?
პ რ ო მ ე თ ე. ვერასდიდებით ვერ წარმოვიდგენდი; მაგრამ ნურც იმას
დაივიწყებ, ჩემო ძვირფასო მომოს, რომ ჩვენ ჯერხნობით მხოლოდ
ბარბაროსები მოვინახულეთ, ბარბაროსების მიხედვით კი ადამიანის
ბუნებაზე მსჯელობა არ შეიძლება; მასზე მხოლოდ ცივილიზებული
ადამიანების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომლებსაც ამჯერად უნდა
ვეწვიოთ, და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი თვალით ვნახავთ და ჩვენი
ყურით მოვისმენთ რაღაცა ისეთს, რაც არა მარტო ქების, არამედ
განცვიფრებისა და აღტაცების ღირსადაც მოგეჩვენება.
მ ო მ ო ს ი. მაგრამ მე მაინც არ მესმის, რატომაა აუცილებელი, რომ
ადამიანები, თუკი მათი მოდგმა ყველაზე სრულყოფილია მთელს
სამყაროში, — მაინცადამაინც განათლებული უნდა იყვნენ, რათა ცოცხლად
არ დაიწვან თავი და არ შეახრამუნონ თავიანთი შვილები? აკი დანარჩენი
ცხოველები ერთიანად ბარბაროსები არიან, მაგრამ, ამისდა მიუხედავად,
განზრახ არც ერთი არ იწვავს თავს, ფენიქსის გარდა, რომელიც, კაცმა რომ
თქვას, არც არსებობს, და მხოლოდ ძალზე ცოტანი თუ მთვამენ
თავიანთსავე მსგავსთ, მით უმეტეს — თავიანთ ნაშიერთ, და ისიც მხოლოდ
განსაკუთრებულ შემთხვევებში და არა იმიტომ, თითქოს რახან გააჩინეს ამ
ქვეყანაზე, ბოლოს თვითონვე უნდა შეჭამონ. ისიც გაითვალისწინე, რომ
დედამიწის ხუთივე კუთხიდან მხოლოდ ერთი, დანარჩენ ოთხზე
გაცილებით უფრო პატარა კუთხე თუ ფლობს და ისიც მთლიანად როდი
ფლობს მაგ შენს ნაქებ ცივილიზაციას, მხოლოდ ერთი და, ჰა და ჰა,
შეიძლება კიდევ მეორე, და შენ გაგიჭირდება იმის მტკიცება, რომ
ცივილიზაცია საბოლოოდ მომწიფდა, და “რომ პარიზსა თუ
ფილადელფიაში უკლებლივ ყველამ მიაღწია იმნაირ სრულყოფილებას,
რაზედაც, საერთოდ, შეიძლება ხელი მიუწვდებოდეს კაცთა მოდგმას. ახლა
იმას აღარ იკითხავ, რამდენი წელი დასჭირდათ ადამიანებს, რათა
გამუდმებული ოფლის ღვრითა და ჭაპანწყვეტით ჯერ კიდევ
არასრულყოფილი ცივილიზაციის დღევანდელ დონემდე მიეღწიათ?
ზუსტად იმდენი, რამდენმაც განვლო ადამიანის შექმნიდან, აი, აგერ,
გუშინდელ დღემდე. და თითქმის ყველა გამოგონება, რომელიც ესოდენ
საჭირო ან განსაკუთრებით სასარგებლო გამოდგა ცივილიზებულ
მკითხველთა ლიგა

47
მდგომარეობამდე ასამაღლებლად, თავის არსებობას უნდა უმადლოდეს
არა იმდენად ზუსტ მიზანდასახულობას, რამდენადაც ანაზდეულსა და
გაუთვალისწინებელ შემთხვევითობას, ასე რომ, ადამიანური ცივილიზაცია
უმალ ბედისწერის ქმნილებაა, ვიდრე ბუნებისა, ხოლო იქ, სადაც
მისდღემში ამის მსგავსი არა ყოფილა რა გამოგონილი, ხომ ჩვენივე
თვალით ვიხილეთ, რომ ხალხები დღესაც პირველყოფილი ბარბაროსობის
მდგომარეობაში იმყოფებიან?! ჰოდა, მე ვამბობ, თუ ბარბაროსი ათი თავით
დაბლა დგას ნებისმიერ ცხოველზე; თუ განათლება, ბარბაროსობის ეს
ერთგვარი საპირისპირო მოვლენა, თვით ჩვენს დროშიაც კი კაცთა მოდგმის
მხოლოდ მცირე ნაწილის ხვედრია; თუ ამ მცირე ნაწილმაც მხოლოდ
უთვალავი საუკუნის შემდეგ მიაღწია ცივილიზაციის დღევანდელ დონეს და
ისიც, უპირატესად, კეთილმოწყალე შემთხვევითობისა და არა სხვა რაიმე
კანონზომიერი მიზეზის ძალით; და თუ, ბოლოს, თვით ცივილიზაცია ჯერ
კიდევ ძალზე შორსაა სრულყოფილებისგან, მაშინ ცოტა შენც გაანძრიე
ტვინი და თავად განსაჯე, მთელი ეგ შენი მსჯელობა კაცთა მოდგმის
სრულყოფილების თაობაზე ცოტა უფრო სწორი ხომ არ იქნებოდა
ასეთნაირად შესწორებულიყო: ადამიანი მართლაც აღემატება ყველა სხვა
ჯიშისა თუ ჯილაგის ცხოველს, მაგრამ არა თავისი სრულქმნილებით,
არამედ, პირიქით, არასრულქმნილებით. თუმცაღა კაცნი, იმ აკვიატებული
წარმოდგენის შედეგად, რომელიც თვითონვე შეიმუშავეს და რომელსაც
ეჭვშეუვალ ჭეშმარიტებად თვლიან, — თავიანთ მსჯელობებსა თუ
მოსაზრებებში გამუდმებით ურევენ ერთმანეთში ამ ორ
ურთიერთსაპირისპირო ცნებას. ეჭვს გარეშეა, რომ ყველა სხვა ქმნილება,
ცალკე ერთეულებადაც და მთელ გვარებადაც, დასაბამითვე სრულყოფილი
იყო. მაგრამ თუნდაც ასევე უეჭველი არ იყოს ჩვენთვის, რომ ბარბაროსობის
საფეხურზე დარჩენილი ადამიანი ყველა დანარჩენ სულდგმულზე უარესია,
მე მაინც ვერასდიდებით ვერ დავეთანხმები იმ აზრს, თითქოს ყველაზე
არასრულყოფილ არსებას — ხოლო ადამიანი, ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ
ასეთია, — ყველაზე სრულყოფილად უნდა ვთვლიდეთ. ამასაც დაუფიქრდი:
ადამიანური ცივილიზაცია, რომლის მიღწევასაც ამდენი ტანჯვა-წამება
დასჭირდა და რომელიც, ალბათ, ვერასოდეს მიაღწევს სურყოფილებას, არც
ისე მომწიფებულა, რომ შეუძლებელი იყოს მისი დანგრევა, როგორც
ცივილიზაციის საკმაოდ მაღალ საფეხურზე მდგარი არა ერთი და ორი, აწ
უკვე გადაშენებული ძველი ხალხის ისტორია გვიმოწმებს ამას. ერთის
სიტყვით, ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე შემიძლია დავასკვნა, რომ

მკითხველთა ლიგა

48
თუკი შენი ძმა ეპიმეთე 83 საკონკურსოდ წარადგენდა იმ ყალიბს, რომელსაც
იყენებდა პირველი ვირისა თუ პირველი ბაყაყის შექმნისას, უცილობლად
მოიპოვებდა სანუკვარ ჯილდოს, რომელიც შენ არ გეღირსა. მაგრამ, ასეა თუ
ისე, სიამოვნებით დაგეთანხმები და ვაღიარებ, რომ ადამიანი მართლაც
ყველაზე სრულყოფილი არსებაა, თუკი შენც, შენის მხრივ, აღიარებ, რომ ეს
სრულყოფილება მსგავსია იმისა, რასაც სამყაროს მიაწერს დიდი პლატონი,
ვინც ამტკიცებს, რომ ეს ჩვენი სამყარო ჭეშმარიტად კეთილია და ყოვლად
სრულქმნილი,84 მაგრამ სწორედ ამ სრულქმნილების გამო თავის წიაღში
უნდა იმარხავდეს ყოველნაირ ბოროტებასო.85 და მართლაც, მასში იმდენია
ბოროტება, რამდენიც შეუძლია დაიტიოს. და თუ ამ თვალსაზრისით
შევხედავთ ყველაფერს, მე მზად ვარ დავეთანხმო თვით ლაიბნიცსაც, ვისი
აზრითაც, ჩვენი სამყარო ყველა შესაძლო სამყაროთა შორის უკეთესია და
უსრულქმნილესი.
შეუძლებელია ეჭვი შეგვეპაროს იმაში, რომ მომოსის მოსაზრების
გასაბათილებლად პრომეთეს მზად ჰქონდა ნათელი, ზუსტი და
დიალექტიკის ყველა წესის უზადო დაცვით გამართული პასუხი. მაგრამ ისიც
ფაქტია, რომ ეს პასუხი გაუცემელი დარჩა, ვინაიდან სწორედ ამ წამს ქალაქ
ლონდონის თავზე აღმოჩნდნენ. დაბლა დაშვებისას შენიშნეს, რომ უამრავი
ხალხი აწყდებოდა ერთი კერძო სახლის კარს. ბრბოს შეერიენ და შიგ
შევიდნენ. მტრისას, რაც მათ იქ დახვდათ: საწოლზე გულაღმა ეგდო
მკვდარი კაცი; მკერდგანგმირულს მარჯვენა ხელში რევოლვერი ჩაებღუჯა.
იქვე, მის გვერდით, იწვა ორი პატარა ბავშვი. ორივე მკვდარი. ოთახში იყო
რამდენიმე მოსამსახურე და მათი დაკითხვით გართული სასამართლოს
ორიოდე მოხელე. მწერალი ოქმსა წერდა.

83
ეპიმეთე (ეპიმეთევსი) — პრომეთეს ძმა, მხდალი და წინდაუხედავი ტიტანი, რომელმაც
ყურად არ იღო ძმის რჩევა, არავითარი საჩუქარი არ მიეღო ღმერთებისაგან, რომელთა
შურისგებაც შეიძლება თავს დასტყდომოდათ, და ცოლად შეირთო ზევსის მიერ გამოგზავნილი
პანდორა. ცნობისმოყვარეობით დაბრმავებულმა ქალმა გახსნა ზევსის მიერ მისი
მეუღლისათვის ნაჩუქარი საბედისწერო ყუთი, რამაც ურიცხვი უბედურება დაატეხა თავს კაცთა
მოდგმას.
84
იხ. პლატონი, „ტიმეოსი“, 28 a და შმდ.
85
იხ. „ტიმეოსის“ დასკვნითი ნაწილი.
მკითხველთა ლიგა

49
პ რ ო მ ე თ ე. ვინ არიან ეს უბედურები?
მ ო ს ა მ ს ა ხ უ რ ე. ჩემი ბატონი და მისი შვილები..
პ რ ო მ ეთე. კი მაგრამ, ვინ მოკლა?
მ ს ა მ ს ა ხ უ რ ე. სამივე — ჩემმა ბატონმა.
პ რ ო მ ე თ ე. ესე იგი შენ ამბობ, რომ შვილებიც მოკლა და თავიც მოიკლა?
მ ო ს ა მ ს ა ხ უ რ ე. დიახ.
პ რ ო მ ე თ ე. ვაი ჩვენს დღეს და მოსწრებას; რა უბედურება უნდა
დასტყდომოდა თავზე საცოდავს!
მ ო ს ა მ ს ა ხ უ რ ე. მე თუ მკითხავთ, არაფერიც არ დასტყდომია,
პ რ ო მ ე თ ე. იქნებ ღარიბ-ღატაკი იყო და ყველას მიერ მოძულებული? ან
უიმედოდ შეყვარებული, ანდა კიდევ სასახლის კარზე ყბადაღებული?
მ ო ს ა მ ს ა ხ უ რ ე. პირიქით, ძალიან მდიდარი იყო და პატივისცემით
გარემოსილი; სასიყვარულოდ არ ეცალა, სასახლეში კი წყალობა არ
დაჰკლებია.
პ რ ო მ ე თ ე. აბა, მაშ რამ გააწირინა თავიცა და ეს ცოდვის შვილნიც?
მ ო ს ა მ ს ა ხ უ რ ე. რა ვიცი, თუ იმ ბარათს ვენდობით, სიკვდილის წინ რომ
დაუწერია, როგორც ჩანს, სიცოცხლე მობეზოდა.
პ რ ო მ ე თ ე. ეს მოხელეები რაღას აკეთებენ?
მ ო ს ა მ ს ა ხ უ რ ე. უნდათ დაადგინონ, სრულ ჭკუაზე იყო თუ არა ჩემი
ბატონი. თუ ჭკუაზე იყო, მთელი მისი ავლადიდება, კანონის თანახმად,
ხაზინას გადაეცემა; არაფერი ამას არ დაუდგება წინ. ჩვენ კი ცარიელზე
დაგვსვამენ.
პ რ ო მ ე თ ე. ერთი ეს მითხარი, ან ნათესავი არ ჰყავდა ამ უბედურს, ან
მეგობარი, რომ კი არ მოეკლა და, მისთვის დაეტოვებისა შვილები?
მ ს ა ხ უ რ ი. ჰყავდა, როგორ არა ჰყავდა, მათ შორის ერთი — ყველაზე
გულითადი და ახლობელი; სწორედ მას დაუტოვა თავისი ძაღლი86

86
„ეს ნამდვილი ამბავია“, — შენიშნავს თვით ლეოპარდი ამ ეპიზოდთან დაკავშირებით.
მკითხველთა ლიგა

50
მომოსმა ის იყო დააპირა მიელოცა პრომეთესათვის, ეს რა კეთილ ნაყოფს
გვაძლევს, თურმე, განათლება და რა ბედნიერებას გვჭირდება
ცხოვრებაშიო; უნდოდა ისიც მოეგონებინა ტიტანისათვის, რომ არც ერთი
სულიერი თავისი ნებით არ იკლავს თავს და არც — ცხოვრებაზე
ხელჩაქნეული — სასიკვდილოდ არ იმეტებს თავის ნაშიერთ; მაგრამ
პრომეთემ დაასწრო და ისე, რომ აღარც კი გახსენებია, ქვეყნიერების ორი
თუ სამი კუთხე კიდევ დაგვრჩა მოსასი ველიო, — დაუყოვნებლივ გადაუხადა
მომოსს სანაძლეო.

ფიზიკოსისა და მეტაფიზიკოსის
საუბარი
ფ ი ზ ი კ ო ს ი. ევრიკა, ევრიკა! 87
მ ე ტ ა ფ ი ზ ი კ ო ს ი. რაო, რას მიაგენი?
ფ ი ზ ი კ ო ს ი. სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას.
მ ე ტ ა ფ ი ზ ი კ ო ს ი. ეგ რაღა წიგნი გიჭირავს ხელში?
ფ ი ზ ი კ ო ს ი. ყველაფერი აქა მაქვს ჩაწიკწიკებული; და თუ ადამიანები
უფრო დიდხანს იცოცხლებენ ამ ჩემი გამოგონების წყალობით, მე ხომ, სულ
მცირე, მარად ცოცხალი ვიქნები, ესე იგი, ის მინდა მოგახსენო, რომ უკვდავ
სახელს მოვიხვეჭ.
მ ე ტ აფ ი ზ ი კ ო ს ი. მოდი, ისე მოიქეცი, როგორც მე გირჩევ: აიღე ტყვიის
ყუთი, ჩადე შიგ ეგ შენი წიგნი და მიწაში ჩაჰფალ, სიკვდილის წინ კი არ
დაგავიწყდეს, ვინმეს ასწავლო ადგილი, რომ მივიდეს და ამოთხაროს, როცა
გამოიგონებენ იმის საშუალებას, თუ როგორ იცხოვრონ ბედნიერად.
ფ ი ზ ი კ ო ს ი. მანამდე?

87
ევრიკა (ბერძნ. „ჰეურეკა“) — „ვიპოვე“ („მივაგნე“) — წამოუძახი დიდ ბერძენ ფიზიკოსს, მექანიკოსსა და
მათემატიკოსს არქიმედეს (287—212 ძვ. წ. ა.) ჰიდროსტატიკის ძირითადი კანონის აღმოჩენისას.
მკითხველთა ლიგა

51
მ ე ტ ა ფ ი ზ ი კ ო ს ი. მანამდე კი არც არის საჭირო. ჩემს თვალში მეტი ფასი
დაედებოდა, შიგ გადმოცემული რომ იყოს სიცოცხლის შემოკლების
საშუალება.
ფ ი ზ ი კ ო ს ი. კი მაგრამ, ეგ საშუალება რა ხანია ცნობილი გახლავს, და მის
მიგნებას დიდი თავისმტვრევა როდი სჭირდება.
მ ე ტ ა ფ ი ზ ი კ ო ს ი. ასეა თუ ისე, მე მას უფრო ვაფასებ, ვიდრე შენსას.
ფ ი ზ ი კ ო ს ი. ვითომ რატომაო?
მ ე ტ ა ფ ი ზ ი კ ო ს ი. იმიტომ, რომ სანამ სიცოცხლე ბედნიერი არ გამხდარა,
ხოლო აქამდე არც არასდროს ყოფილა ბედნიერი, — ჩვენთვისვე
უმჯობესია, რომ მოკლე იყოს.
ფ ი ზ ი კ ო ს ი. არამც და არამც: სიცოცხლე თავისთავად სიკეთეა, ამიტომაც
ყველას სწყურია და ყველას უყვარს, ვინაიდან ეს ბუნებრივია
ადამიანისათვის.
მ ე ტ ა ფ ი ზ ი კ ო ს ი. ჰო, ასე ფიქრობენ ადამიანები, მაგრამ ცდებიან, იმ
უბირთა მსგავსად, ფერი რომ საგანთა თვისება ჰგონიათ, მაშინ როდესაც ის
საგანთა თვისება კი არ არის, არამედ სინათლისა.88 მე ვგულისხმობ
შემდეგს: ადამიანს სწყურია და უყვარს მარტოოდენ თავისი საკუთარი
ბედნიერება, სიცოცხლეს კი მხოლოდ იმდენად ეტრფის, რამდენადაც ამ
ბედნიერების მიღწევის საშუალებად წარმოუდგენია. ასე რომ, ადამიანს,
საბოლოო ანგარიშით, სიცოცხლე კი არ უყვარს, არამედ ბედნიერება,
თუმცაღა ბედნიერების სიყვარულს ხშირად სიცოცხლის სიყვარულთან

88
ანტიკური დროის მეცნიერებსა და ფილოსოფოსებს საგანგებოდ არ დაუმუშავებიათ ფერის პრობლემა.
ბევრი მათგანი მხოლოდ ცალკეულ ვარაუდთა გამოთქმას სჯერდებოდა. ზოგიერთისათვის ფერი სხვა
არა იყო რა, თუ არა სხეულთა სპეციფიკური თვისება, ვთქვათ, სიმყარის, სიმძიმის, სუნის და სხვა
მინთანათა მსგავსად. ზოგიერთის აზრით, ფერი შუქისა და ჩრდილის ცვალებადი თანაფარდობისაგან
იღებდა დასაბამს. მხოლოდ ეპიკურემ, რომელმაც შენიშნა, რომ საგანთა შეფერილობა კანონზომიერად
იცვლება სინათლის ინტენსივობისა და განათებული ზედაპირის მდებარეობის შესაბამისად,
გაბედულად დაასკვნა, ფერი, შესაძლოა, სხვა არა არის რა, თუ არა არეკლილი და მოდიფიცირებული
სინათლე და ამიტომ ის არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკუთრივ საგანთა თვისებადო. XVII საუკუნეში
ფოსმა, დეკარტმა, ბოილმა და სხვებმა ექსპერიმენტებით დაადასტურეს ეპიკურესეული ჰიპოთეზის
სისწორე. მაგრამ ფერის მწყობრი, დასრულებული და მეცნიერულად დასაბუთებული თეორია შექმნა
მხოლოდ ნიუტონმა თავისი „ტრაქტატით ფერის შესახებ“, რომელზედაც ერთ ევროპელ სწავლულს
უთქვამს: ეს იქსებოდა ძეცნიერების ყველაზე დიდებული ძეგლი, ნიუტონისავე „საწყისები“ რომ არ
არსებობდესო.
მკითხველთა ლიგა

52
აიგივებს. სიმართლე კი, თუ გნებავს, ისაა, რომ ამნაირი შეცდომა იმდენადვე
ბუნებრივია, რამდენადაც ის მცდარი წარმოდგენა, საგანთა თვისებად რომ
მიიჩნევს ფერს. სიცოცხლის სიყვარული ის თვისება როდია, რომელიც
ბუნებრივად და უცილობლად განუყრელია ადამიანისაგან. შენ თვითონ
დარწმუნდები ამაში, თუ გაიხსენებ, რომ ძველად მრავალზე მრავალი
არჩევდა სიკვდილს, თუმცა კი შეეძლოთ ეცოცხლათ, და ახლაც სულ
სხვადასხვა ვითარებაში ვინ მოსთვლის, რამდენი ნატრობს სიკვდილს,
ხოლო ზოგიერთი თავისი ხელითაც კი იმოკლებს დღეს. ყოველივე ეს
შეუძლებელი იქნებოდა, სიცოცხლის სიყვარული ბუნებით თანდაყოლილი
რომ იყოს ჩვენთვის, სამაგიეროდ, საკუთარი ბედნიერების სიყვარული
დვრიტადა დევს ყოველი სულდგმულის ბუნებაში, და უმალ ქვეყანა
დაიქცევა, ვიდრე ესა თუ ის სულდგმული თავისივე ბედნიერების
სიყვარულსა და მისკენ სწრაფვაზე აიღებს ხელს. ახლა კი შენგან მოველი
ფიზიკური, მეტაფიზიკური თუ რომელიც გნებავს მეცნიერებიდან
მოხმობილ საბუთებს იმის დასტურად, რომ სიცოცხლე თავისთავად არის
სიკეთე. ჩემის აზრით, ბედნიერი სიცოცხლე უთუოდ სიკეთეა, მაგრამ
მხოლოდ ბედნიერი და არა ყოველგვარი სიცოცხლე. უბედური სიცოცხლე,
რამდენადაც ის უბედურია, — ბოროტებაა. და თუ დავუფიქრდებით, რომ
ბუნების, კერძოდ, ადამიანური ბუნების გამოისობით სიცოცხლე და
უბედურება ერთმანეთისაგან განუყრელია, თავად განსაჯე, რა
გამომდინარეობს აქედან.
ფ ი ზ ი კ ო ს ი. გემუდარები, მოვეშვათ ამას, ისედაც ყველაფერი სატირალია.
ერთი ამ კითხვაზე მიპასუხე, ისე რომ მეტის–მეტ თავის მტვრევას ნუ
მოჰყვები: ადამიანი რომ უსასრულოდ ცოცხლობდეს, მაგრამ არა
სიკვდილის შემდეგ, არამედ ამ ქვეყნადვე, ესე იგი, უკვდავი იყოს, — საამური
იქნებოდა თუ არა ეს მისთვის?
მ ე ტ ა ფ ი ზ ი კ ო ს ი. ამ შენს იგავმიუთხრობელ ვარაუდს იგავითვე
ვუპასუხებ, მით უმეტეს, რომ უსასრულოდ არ მიცოცხლია და, მაშასადამე,
საკუთარი გამოცდილებით ვერაფერს მოგახსენებ. ეგეც არ იყოს, არც ერთ
უკვდავთან საუბარი არ მღირსებია და რა უნდა გითხრა მათზე, თუკი იგავი
არ მოვიშველიე? კალიოსტრო89 რომ გვერდით გვყავდეს, იცოცხლე, ის კი
89
კალიოსტრო ალესანდრო, ნამდვილი სახელი და გვარი — ჯუზეპე ბალზამო (1743—1795) —
სახელგანთქმული იტალიელი მაგიდა ავანტურისტი.
მკითხველთა ლიგა

53
გაგვარკვევდა ამ საკითხში. ვინაიდან თვითონვე იცოცხლა რამოდენიმე
საუკუნე,90 თუმცა იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ სხვებზე ნაკლებ
როდი ამოსძვრა სული, როგორც ჩანს, უკვდავი არ უნდა ყოფილიყო.
მხოლოდ ერთს გეტყვი: ბრძენ ქირონს,91 მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი
იყო, ბოლოს და ბოლოს, ისე მობეზრდა სიცოცხლე, რომ ზევსს გამოსთხოვა
სიკვდილის ნებართვა და კიდევაც მოკვდა. თავად დაფიქრდი, თუკი თვით
ღმერთებსაც უმძიმთ უკვდავება, რა ეშველებათ საბრალო ადამიანებს?
ჰიპერბორეელები,92 ყველასათვის უცნობი, მაგრამ სახელგანთქმული
ხალხი, რომლის საცხოვრისსაც ვერც ზღვით და ვერც ხმელეთით ვერ
მიუდგები, ხალხი, სავსე ყოველი სიკეთით და, განსაკუთრებით, საუცხოო
სახედრებით, რომლებსაც ისინი მსხვერპლად სწირავენ, — დიახ,
ჰიპერბორეელები, რომლებსაც, თუ არ ვცდები, შეუძლიათ უკვდავნი იყონ,
ვინაიდან მათთვის უცხოა ყოველგვარი სნეულებაც, ქანცგამწყვეტი შრომაც,
ომებიც, განხეთქილებაც, შიმშილობაც, ბიჭიერებაც, დამნაშავეობაც, —
ყოველივე ამის მიუხედავად, მაინც იხოცებიან, ვინაიდან დაახლოებით
ათასწლოვანი სიცოცხლის დამლევს, ყოველივე მიწიერით
გულმოყირჭებულნი, მაღალი ქარაფიდან თავიანთი ნებით ცვივიან ზღვაში
და სათითაოდ იღუპებიან.
ერთ ასეთ იგავსაც მოგახსენებ. ,,ძმები ბიტონი და კლეობისი,“93 რაკი
ჯორები არა ჰყავდათ, ერთ დღესასწაულზე თვითონვე შეებნენ თავიანთი
90
კალიოსტრო ირწმუნებოდა, ათობით საუკუნეა ვცოცხლობ ამ ქვეყნადი; კერძოდ, იესო ქრისტეს
თანამედროვედ ასაღებდა თავს და ამტკიცებდა, მე ვუწინასწარმეტყველე მაცხოვარს, რომ ებრაელები
აცვამდნენ ჯვარსო.
91
ქირონი — ბერძნულ მითოლოგიაში, კენტავრი, კრონოსისა და ფილირას ძე, ძველი თესაღიური
ღვთაება, ბრძენი, სამართლიანი და კაცთმოყვარე, მრავალი მითიური გმირის, მათ შორის, ასკლეპიოსის,
აქილევსის, იასონის, კასტორის, პოლიდევკეს, ამფიარეს და სხვათა აღმზო დელი. გადმოცემით,
ჰერაკლემ შემთხვევით დაჭრა თავისი მოწამლული ისრით. კენტავრი ისე იტანჯებოდა სხეულში
ჩაღვრილი შხაძისაგან, რომ ტკივილებით გაწამებულმა უარი თქვა უკვდავებაზე და ღმერთებს
გამოსთხოვა სიკვდილი.
92
ჰიპერბორეელები — ძველი ხალხების წარმოდგენით, უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრები ტომი. თვით
ლეოპარდი თავისი დიალოგის ამ პასაქის განმარტებისას იმოწმებს ბერძენსა და რომაელ ავტორებს —
პინდარეს, სტრაბონს, პლინიუს უფროსს.
93
იხ. ჰეროდოტე, I, 31:“ როდესაც არგოსელებს ჰერას დღესასწაული ჰქონდათ, მათი (ლეობისისა და
ბიტონის, — ბ. ბ.) დედა აუცილებლად უნდა მისულიყო სალოცავში ურმით, ხარები ვერ მიუყვანეს მას
დროზე და რაკიღა დრო აღარ იყო, ჭაბუკები თვითონ შეებნენ უღელში და ეწეოდნენ ურემს, ურმით კი
თავიანთი დედა მიჰყავდათ, 45 სტადიონი გაიარეს და მივიდნენ სამლოცველოში. მათ ეს გააკეთეს
საზეიმო შეკრებულობის თვალწინ და სიცოცხლის აღსასრულიც შესანიშნავი ჰქონდათ, ამით ღმერთმა
გვიჩვენა, რომ ადამიანისათვის უმჯობესია სიკვდილი, ვიდრე სიცოცხლე. ირგვლივ მყოფი არგოსელები
ადიდებდნენ ჭაბუკების ძალას, ხოლო არგოსელი ქალები — მათ დედას, ასეთი შვილები რომ ჰყავდა.
დედა კი დიდად იყო გახარებული შვილების საქმითა და სახელით, იდგა ქანდაკების წინ და
ლოცულობდა კლეობისისა და ბიტონისათვის, რომლებმაც დედა დიდად ასახელეს და სთხოვა

54
დედის — ჰერას ქურუმის ეტლში და ასე მიიყვანეს ბომონში. ქალი შეევედრა
ჰერას, მისი ვაჟებისათვის სანაცვლოდ მიეგო ყველაზე დიდი სიკეთე, რაც კი
შეიძლებოდა წილად ხვდომოდა მოკვდავთ. მაგრამ ჰერამ, ნაცვლად იმისა,
რომ უკვდავება მიენიჭებინა მათთვის, რაც მას დიახაც შეეძლო და რაც
მაშინ, ასე ვთქვათ, მოდაში იყო, — ისე ინება, რომ ორივემ იმავ წამს
მშვიდად და უდრტვინველად დალია სული. იგივე ბედი ეწიათ აგამედეს და
ტროფონიოსს. 94დელფოს ტაძრის შენება რომ დაასრულეს, საზღაური
მოსთხოვეს აპოლონს, ხოლო ღმერთმა პასუხად ბრძანა: შვიდი დღის
შემდეგ შეგისრულებთ სათხოვარს, მანამდე კი თქვენს ხარჯზე იქეიფეთო.
მეშვიდე ღამეს მან ისეთი ტკბილი ძილი მოჰგვარა მშენებლებს, რომ თუმცა
გამოღვიძება შეეძლოთ, მაგრამ რაკი ეს სიტკბოება ერთხელ იგემეს, სხვა
საზღაური აღარც გახსენებიათ. თუმცა, რახან იგავებზე მიდგა საქმე, ერთსაც
მოგახსენებ და თან ასეთ კითხვას დაგისვამ. შენისთანებს ჰგონიათ, თითქოს
კაცის სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხვრობს იგი, მცირეოდენი
სხვაობის გარდა, ბუნებრივი ხანგრძლივობით თითქმის ყველგან
ერთნაირია. მაგრამ ერთი ძველი მწერალი 95 გადმოგვცემს, რომ ინდოეთისა
და ეთიოპიის ზოგიერთ კუთხეში ხალხი ორმოც წელზე მეტს ვერ
ცოცხლობს, და ვინც ამ ასაკში კვდება, ამბობენ, რომ ღრმად მოხუცებული
გარდაიცვალა, ხოლო შვიდი წლის გოგონას უკვე გასათხოვარ ქალიშვილად
თვლიან. ჩვენ ვიცით, რომ ასევე ნაადრევად მწიფდებიან საქორწინოდ
გვინეაში, დეკანის ნახევარკუნძულზე და სხვა მხარეებში, თავიანთი ჰავით
რომ უახლოვდაიან ცხელი სარტყლის ქვეყნებს. ამრიგად, თუ
ჭეშმარიტებად მივიჩნევთ იმას, რომ არსებობს ერთი ან რამდენიმე ხალხი,
სადაც ადამიანები ორმოც წელზე მეტს ვერ ცოცხლობენ, რაც აიხსნება

ღმერთქალს, მიენიჭებინა მათთვის, რაც კი რამ საუკეთესოა ადამიანისათვის. ამ ლოცვის შემდეგ,


როგორც კი შესწირეს მსხვერპლი და ინადიმეს, ჭაბუკებმა იმავე ტაძარში დაიძინეს და აღარ ამდგარან,
ასეთი ბოლო ჰქონდათ მათ. არგოსელებმა მათი გამოსახულებები გააკეთეს და შესწირეს დელფოს,
რადგანაც საუკეთესო ვაჟკაცები იყვნენ“ (თარგმანი თ. ყაუხჩიშვილისა).
94
აგამედე და ტროფონისი — ორქომენის მეფის, ერგინეს “ვაჟიშვილები, აპოლონისა
(დელფოში) და პოსეიდონის (მანტინეაში) ტაძრების, ავგიასის (ელიდაში) და ჰიერონის
(ბეოტიაში) საგანძურების სახელგანთქმული მშენებლები. პინდარესა და პლუტარქეს
თანახმად, დელფოს ტაძრის მშენებლობა რომ დაასრულეს, ძმებმა გასამრჯელო მოსთხოვეს
აპოლონს. ღმერთმა აღუთქვათ, შვიდი დღის შემდეგ შეგისრულებთ სათხოვარსო, მაგრამ
მეშვიდე ღამეს სამუდამო ძილით დააძინა თურმე ისინი.
95
იგულისხმება პლინიუსი უფროსი, „ბუნებითი ისტორია“, VI, 30; VII, 2.
მკითხველთა ლიგა

55
მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი მიზეზით და არა სხვა რამით, როგოც
ფიქრობდნენ ჰოტენტოტებზე,96 — საკითხავია, ზემოხსენებული ხალხები,
შენის აზრით, დანარჩენებზე უფრო ბედნიერნი იქნებიან თუ უბედურნი?
ფ ი ზ ი კ ო ს ი. რასაკვირველია, უბედურნი: აკი უფრო ადრე იხოცებიან.
მ ე ტ ა ფ ი ზ ი კ ო ს ი. მე კი მგონია, რომ ისინი, პირიქით, სწორედ ამის გამო
ჩვენზე ბედნიერნი არიან. მაგრამ მთავარი მაინც სულ სხვაა. კარგად
დაფიქრდი. მე უარვყოფდი იმას, რომ სიცოცხლე თავისთავად, ანუ
მარტოოდენ საკუთარი არსებობის შეგრძნება, სასიამოვნო და სასურველია
ჩვენთვის თვით ჩვენივე ბუნების თანახმად. მაგრამ ის, რასაც აგრეთვე
სიცოცხლე ჰქვია და, შესაძლოა, უფრო მეტად ღირსია ამ სახელისა, ესე იგი,
შეგრძნებათა სიმძაფრე და სიუხვე, — მართლაც სასიამოვნო და
სასურველია ყველა კაცისთვის თვით მათივე ბუნებისამებრ, ვინაიდან
ყოველივე ის, რასაც უფრო ვნებიანად ვეძლევით ანდა უფრო - მძაფრად
განვიცდით, თუკი იმედგაცრუებას ანდა ტკივილს არ იწვევს ჩვენში, უფრო
სასიამოვნო გვეჩვენება სწორედ ამ ვნებიანობისა და სიმძაფრის გამო,
სიამოვნების მომგვრელი სხვა რამ თვისების ნატამალიც რომ არ გააჩნდეს.
მაშასადამე, იმათ, ვისი სიცოცხლეც ბუნებრივად მთავრდება ორმოცი წლის
ასაკში, რაც ორჯერ უფრო მოკლე ყავლია, ვიდრე ის, რაც ბუნებამ გაიმეტა
დანარჩენთათვის, – სიცოცხლის ყოველი მონაკვეთი ორჯერ უფრო
ცხოველმყოფელი ეჩვენებათ, ვიდრე ჩვენ: ისინი ხომ ჩვენთან შედარებით
ორჯერ უფრო სწრაფად იზრდებიან და აღწევენ სრულქმნილებას, ისევე,
როგორც ჭკნობას და მიხრწნილებას; მაშასადამე, მათი ბუნების ყველა
სასიცოცხლო მიდრეკილება ამნაირი სისწრაფის შესაბამისად ორჯერ უფრო
მძაფრია, ვიდრე დანარჩენებისა და ყველა მათი თვითნებური მოქმედებაც,
მათი გარეგნული მოქნილობაც, სიმარდეც და სიკისკასეც ამ უმეტესი
სიმძაფრის შესატყვისია, თუკი უფრო მოკლე დროის მანძილზე
სასიცოცხლო ენერგიის ისეთივე მარაგი აქვთ მინიჭებული, როგორც ჩვენ.
ამიტომ, წლების უფრო ნაკლებ რაოდენობაზე განაწილებული ეს მარაგი
საკმარისია საიმისოდ, რომ, უმნიშვნელო ცარიელი შუალედების
გამოკლებით, მთლიანად აავსოს ისინი, მაშინ როდესაც იგივე მარაგი
აშკარად არ კმარა ორჯერ უფრო გრძელი ვადისთვის, ხოლო მათი

96
ჰოტენტოტები — სამხრეთ აფრიკაში მობინადრე ჯუჯების ტომი.
მკითხველთა ლიგა

56
მოქმედებანი და შეგრძნებანი, თავიანთი ძალმოსილებითა და
სასიცოცხლო გზის უფრო ნაკლებ მანძილზე კონცენტრაციის წყალობით,
სავსებით სამყოფნი არიან საიმისოდ, რომ სიცოცხლის სიმძაფრით
განწონონ მთელი მათი წუთისოფელი, მაშინ როდესაც ჩვენი — შედარებით
უფრო გრძელი წუთისოფლის მანძილზე იშვიათი როდია უქმად ყოფნის,
უმიზნობისა და ცხოველმყოფელ გიძნობათა ნაკლებობის შუალედები. და
რაკი ჩვენთვის სასურველია არა მარტო ლიტონი არსებობა, არამედ
სვებედნიერი არსებობა, და დღეგრძელობა როდია იმის საზომი, უბადრუკია
თუ არა ვისიმე ყოფა, — მე დავასკვნი, რომ, რაც უფრო მოკლეა
ზემოხსენებულ ხალხთა სიცოცხლე, მით უფრო სავსეა ტკბობითა და
ყოველივე იმით, რასაც განცხრომის სახელი ჰქვია, და ამიტომაც იმსახურებს
უპირატესობას არა მარტო ჩვენი, არამედ თვით ძველი ასირიის, ეგვიპტის,
ჩინეთისა და ინდოეთის მბრძანებელთა სიცოცხლის წინაშეც,
რომელთაგანაც თვითეული — კვლავ მივუბრუნდეთ იგავებს, — ათას
წელიწადს ცოცხლობდა. ამიტომ ჩემს თესლში სრულიად უფასურია
უკვდავება, რასაც სიამოვნებით ვუთმობ თევზებს, რომლებსაც ამ თვისებას
მიაწერს ლევენჰუკი,97 — რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ მათ არ
შესანსლავენ ადამიანები, ან არ შთანთქამენ ვეშაპები, — და ნაცვლად
იმისა, რომ შევვენელებინა, ან დროებით შეგვეწყვიტა ჩვენი სხეულის
ზრდაგანვითარება, და ამ გზით გაგვეხანგრძლივებინა სიცოცხლე, როგორც
ამას გვირჩევს მოპერტიუი,98 მე ვამჯობინებდი გამომენახა მისი
შემოკლების საშუალება და ზოგიერთი მწერის ეფემერული
სიცოცხლისათვის გამეტოლებინა იგი, დიახ, ზოგიერთი მწერისა, რომელთა
შორისაც თვით ყველაზე უხუცესთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, მავანთა
აზრით, ერთ დღეს არ აღემატება, და მიუხედავად ამისა, როცა ისინი
იხოცებიან, უკვე დიდი პაპები და დიდედები არიან თურმე. ამ შემთხვევაში,
ჩემის აზრით, ალბათ, აღარ დაგვრჩებოდა სევდისა და მოწყენის დრო, რას
ფიქრობ, ამ ჩემს მსჯელობასთან დაკავშირებით?

97
ლევენჰუკი ანტონ (1632—1723) — ჰოლანდიელი ნატურალისტი, მიკროსკოპის
გამომგონებელი.
98
მოპერტუიპიერ ლუი მორო (1698—1759) — ფრანგი მათემატიკოსი და ნატურალისტი. ამ პასაჟის
განმარტებისას ლეოპარდი იმოწმებს მობერტიუის „ფილოსოფიურ წერილებს“ (წერილი 11).
მკითხველთა ლიგა

57
ფ ი ზ ი კ ო ს ი. რასა და იმას, რომ ნაკლებად დამაჯერებელიმეჩვენება, და
თუ შენ ეგ შენი მეტაფიზიკა გიყვარს, მე ამ ჩემს ფიზიკას ვეტრფი; იმას
მოგახსენებ, რომ შენ ყველაფერზე თავს იმტვრევ, ასჯერ ზომავ და ერთხელ
ჭრი, მე კი ყველაფერს სახელდახელოდ ვანგარიშობ, თვალის ერთი
შევლებით ვზომავ და ამას ვჯერდები. მაგრამ მიკროსკოპიც რომ არ ავიღო
ხელში, დაბეჯითებით შემიძლია ვამტკიცო, რომ სიცოცხლე უნდა გვერჩიოს
სიკვდილს, და სწორედ პირველს ვაკუთვნებ ვაშლს, თუმცაღა ორივე
შემოსილი მიდგას თვალწინ.
მ ე ტ ა ფ ი ზ ი კ ო ს ი. მეც ვიზიარებ შენს აზრს, მაგრამ როცა მახსენდება
ბარბაროსების ერთი ჩვეულება, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ყოველი
უბედური დღის აღსანიშნავად შავ კენჭს აგდებდნენ კაპარჭში, ხოლო ყოველ
ბედნიერ დღეს თეთრი კენჭის ჩაგდებით აღნიშნავდნენ, ძალაუნებურად
ვანგარიშობ, რა ცოტა თეთრ და რა ბევრ შავ კენჭს პოულობდნენ, ალბათ, ამ
პარკუჭებში მათი პატრონების სიკვდილის შემდეგ! ნეტა ყველა იმ დღის
კენჭები მანახა, რომელთაგანაც ამიერიდან შედგება ჩემი სიცოცხლე და თან
მათი გადარჩევის უფლებაც მომცა, რათა გადამეყარა შავი კენჭები და,
ამრიგად, ჩემი სიცოცხლიდან გამომერიცხა ყველა უბედური დღე, თეთრი
კენჭები კი დამენარჩუნებინა. სიამოვნებით ვისარგებლებდი ამ უფლებით,
თუნდაც წინასწარ მცოდნოდა, რა ცოტა აღმოჩნდებოდა თეთრი კენჭების
რიცხვი, და ისიც, რომ მათი ფერი თოვლივით ქათქათა არ იქნებოდა.
ფ ი ზ ი კ ო ს ი. ბევრი ჩვენგანი კი, პირიქით, უყოყმანოდ არჩევდა თვით
კუპრივით შავი კენჭების სიმრავლეს; მეტიც, არც იმაზე იტყოდა უარს, რომ
უკლებლივ ყველა კენჭი შავი ყოფილიყო, ვინაიდან, მათი აზრით, არცერთი
კენჭი არ იქნება ისეთი შავი, როგორც უკანასკნელი. ყველას, ვინც ასე
ფიქრობს, და მათ შორის მეც, დიახ, ჩვენ ყველას შეგვიძლია მრავალი კენჭი
შევმატოთ ჩვენს სიცოცხლეს, თუკი ვისარგებლებთ იმ ხელოვნებით,
რომელიც აღწერილია, აი, ამ წიგნში.
მ ე ტ ა ფ ი ზ ი კ ო ს ი. დაე, ყველამ თავისი ჩვეულებისამებრ იმსჯელოს,
ყველა თავისი ჩვეულებისამებრ მოიქცეს; მაგრამ არც სიკვდილი მოიშლის
ისე ქცევას, როგორც სჩვევია. ხოლო თუ შენ გსურს სიცოცხლის
გახანგრძლივებით ჭეშმარიტი სარგებლობა მოუტანო ადამიანებს, მაშინ
აღმოაჩინე ისეთი ხელოვნებაც, რომლის წყალობითაც შესაძლებელი
გახდება გაზარდო მათსავ საქმეთა სიმრავლე და გრძნობათ სიმტკიცე. ამ
მკითხველთა ლიგა

58
გზით შენ მართლაც გაახანგრძლივებ კაცთა სიცოცხლეს და, შინაარსით
რომ აავსებ ცარიელი დროის უსასრულო შუალედებს, — რახან ჩვენს
არსებობას უაზრობა უფრო ეთქმის, ვიდრე სიცოცხლე, — უფლებას
მოიპოვებ იკვეხნიდე და თავი მოგქონდეს იმით, რომ დღეგრძელობა
მიანიჭე ადამიანებს. თანაც, ისე აღასრულებ ამას, რომ არ ეცდები
შესაძლებლად აქციო შეუძლებელი და ძალადობით დაარღვიო ბუნების
წესრიგი, თუნდაც ეს ძალადობა ბუნებისავე შემწეობას ისახავდეს მიზნად.
ან იქნებ გგონია, რომ ჩვენი წინაპრები ჩვენზე დიდხანს არ ცოცხლობდნენ,
თუმცაღა იმ საფრთხის გამოისობით, რომელშიაც გამუდმებით იგდებდნენ
თავს, ჩვენზე ადრე იხოცებოდნენ? თუ იქნები, მწყალობელი შენ იქნები იმ
ხალხისა, ვის ცხოვრებასაც ბედნიერი, არა, ბედნიერი კი არა, ნაკლებ
უბედური ეთქმის ყოველთვის, როცა სიცოცხლისაგან განუყრელია
ბობოქარი ვნებათაღელვა, რომელსაც საერთო არა აქვს რა ტკივილსა და
მწუხარებასთან, და როცა გაცილებით ნაკლებია უაზრობა და უქნარობა.
ხოლო როცა სიცოცხლე სავსეა უქნარობით, უმოქმედობითა და
გულმოყირჭებით, ესე იგი, როცა ის ცარიელი, უაზრო და უშინაარსო ხდება,
შეიძლება ჭეშმარიტებად მიიჩნიო პირონის99 სიტყვები, რომელთა
თანახმადაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არ არსებობს არავითარი
განსხვავება. თუმცა ეს რომ მჯეროდეს, გეფიცები, სიკვდილი აღარც ასე
შემაშინებდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, სიცოცხლე მართლაც ცოცხალი
უნდა იყოს, ესე იგი, ლაღი, სისხლსავსე, ჭეშმარიტი, არადა სიკვდილი
ათასწილ უმჯობესია მასზე.

99
პირონი (365—275 ძვ. წ. ა.) — ბერძენი ფილოსოფოსი, სკეპტიციზმის ფუძემდებელი.
მკითხველთა ლიგა

59
ტორკვატო ტასოსა და მისი დემონის100 საუბარი

დ ე მ ო ნ ი. როგორა ხარ, ტორკვატო?


ტ ო რ კ ვ ა ტ ო. თავად მოგეხსენება, როგორაა კაცი ციხეში, სადაც ყელამდეა
უბედურება.
დ ე მ ო ნ ი. შენც ნახე რაღა ამ ნასადილევს ჩივილის დრო... გამხნევდი და
ერთად ვიცინოთ.
ტ ო რ კ ვ ა ტ ო, მართლა სასაცილოდ არა მაქვს საქმე?! მაგრამ შენთან
ყოფნა და შენი სიტყვები ყოველთვის მანუგეშებენ. მოდი აქ, ჩემს გვერდით
ჩამოჯექ.
დ ე მ ო ნ ი. როგორ ჩამოვჯდე? შენ გგონია ეს ადვილი საქმეა სულისთვის?
კარგი, ჩათვალე, რომ უკვე ვზივარ.
ტ ო კ ვ ა ტ ო. აჰ, რა იქნება, ერთხელ კიდევ შემახვედრა ჩემს ლეონორას! 101
ყოველთვის, როცა მასზე ვფიქრობ, ასე მგონია, სიხარული ჟრუანტელივით
მივლის მთელს ტანში, თხემით ტერფამდე, და ჩემი ყოველი ნაკვთი,
ყოველი ძარღვი ცხრიანივით თრთის და ცანცახებს. ხოლო როდესაც მის
სახეს წარმოვიდგენ, ჩემს სულში იღვიძებენ უცნაური ხატებანი და
გულისთქმანი, ასე რომ, წამით მგონია, თითქოს კვლავ ის ტორკვატო ვარ,
რაც უწინ ვიყავ, სანამ ადამიანებს გავიცნობდი და ამდენ უბედურებას
გამოვივლიდი, ის ტორკვატო, რომელიც არაერთხელ დამიტირებია,
როგორც მკვდარი. დიახ, მე ვამბობ, რომ კაცთა შორის ცხოვრების
100
ტორკვატო ტასო (1544—1595) — დიდი იტალიელი პოეტი, მსოფლიო სახელი მოიხვეჭა თავისი ეპიური
პოემით „განთავისუფლებული იერუსალიმი“. დიდხანს ცხოვრობდა ფერარის დუკის (ჰერცოგის)
ალფონსო II დ'ესტეს (1559—1597) სასახლის კარზე, სადაც, გადმოცემის თანახმად, თავდავიწყებით
შეჰყვარებია ჰერცოგის და ლეონორა (ელეონორა) დ'ესტე. განრისხებულ ჰერცოგს წმ. ანას ჰოსპიტალში
დაუმწყვდევია პოეტი, რომელსაც შვიდი წელი დაუყვია ამ ნახევრად საპატიმროსა და ნახევრად
საავადმყოფოში. სხვა ვერსია წმ. ანას ჰოსპიტალში პოეტის დამწყვდევის მიზეზად მის სულით
ავადმყოფობას მიიჩნევს. „ტორკვატო ტასოს მისი სულიერი სნეულების ჟამს აეკვიატა ერთი აზრი,
რომელიც სოკრატეს ცნობილ წარმოდგენასა ჰგავდა: მას ეჩვენებოდა, რომ დროდადრო ხედავს კეთილსა
და მის მიმართ მეგობრულად განწყობილ სულს, რომელსაც დიდხანს ესაუბრებოდა ათას რამეზე. ამას
ვგებულობთ ტასოს ცხოვრების აღწერილობიდან, რომელიც შეუდგენია მანსოს. მანსო თვითონ
ესწრებოდა ერთ ამნაირ დიალოგს ან, თუ გნებავთ, მონოლოგს“ (ლეოპარდის შენიშვნა).
101
ლეონორა — იგულისხმება ელეონორა დ’ესტე (იხ. ზემო შენიშვნა).

მკითხველთა ლიგა

60
გამოცდილება და ამ ცხოვრების მანძილზე განცდილი ტანჯვაწამება ყოველ
ჩვენგანში საბოლოოდ აკვდინებს ან საღათას ძილით აძინებს იმას, ვინც
ვიყავით, ანდა რანიც ვიყავით უწინ. ზოგჯერ. ეს ჩვენი უწინდელი „მე“ ერთი
წამით იღვიძებს სულში, მაგრამ მით უფრო იშვიათად, რაც უფრო მეტი დრო
გადის. შემდეგ ის თანდათან სულ უფრო ღრმად ინთქმება და იძირება ჩვენს
სულში, სულ უფრო გამოუღვიძებლად ეძლევა ძილქუშს, ბოლოს კი სულაც
კვდება, კვდება მანამდის, სანამ თვითონ ჩვენ სამუდამოდ დავლევდეთ
სულს. მე მიკვირს, რანაირად შეიძლება იყოს საყვარელ ქალზე ფიქრი ისე
ძლიერი, რომ სული განმიახლოს და უბედურება დამავიწყოს? და თუ
საბოლოოდ არ მიმხდოდა იმის იმედი, რომ, ერთხელაც იქნება, ისევე
ვნახავ, მართალი გითხრა, ვირწმუნებდი, თითქოს ჯერ კიდევ შემრჩა
ბედნიერების განცდის უნარი.
დ ე მ ო ნი. შენი აზრით, რა უფრო სანუკვარია: ხედავდე საყვარელ ქალს თუ
ფიქრობდე მასზე?
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. რა მოგახსენო; ერთი ეს ვიცი: როცა ჩემს გვერდით იყო, ქალი
მეგონა, შორიდან კი ქალღმერთი მგონია.
დ ე მ ო ნ ი. ეს ქალღმერთები ისე მოწყალენი არიან, რომ როდესაც ვინმე
უახლოვდებათ, იმ წამსვე იძარცვავენ თავიანთ ღვთაებრიობას, შუბლიდან
იხსნიან თვალისმომჭრელად მოელვარე დიადემას და ჯიბეში ინახავენ,
რათა გათავხედებული მოკვდავი არ დააბრმაონ.
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. სამწუხაროდ, მართალი ხარ. მაგრამ, შენის აზრით, განა
ყველა ქალის საერთო ნაკლი არ არის ის, რომ სინამდვილეში სულ
სხვანაირნი არიან, ვიდრე ჩვენს წარმოსახვაში?
დ ე მ ო ნ ი. არ მესმის, რა მათი ბრალია, რომ სისხლისა და ხორცისაგან
არიან შექმნილნი და არა ამბროსიისა და ნექტარისაგან? ვინა ფლობს
ამქვეყნად თუნდაც იმის მეათასედ სრულყოფილებას, რასაც თქვენი
წარმოსახვა მიაწერს ქალებს? და კიდევ, აი, რა იწვევს ჩემს გაოცებას: თუკი
იოტის ოდენადაც არ გიკვირთ, რომ ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ
ადამიანები, ესე იგი, არცთუ მაინცდამაინც დიდი ქებისა და სიყვარულის
ღირსი არსებიბი არიან, რატომღა ემწყვდევით ჩიხში ყოველთვის, როცა
რწმუნდებით, რომ ქალები სინამდვილეში, თურმე ნუ იტყვით და,
ანგელოსები არა ყოფილან? მკითხველთა ლიგა

61
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. მიუხედავად ამისა, შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ მენატრება
მასთან შეხვედრა და საუბარი.
დ ე მ ო ნ ი. კარგი, ამაღამ სიზმრად მოგივლენ, სილამაზის ქალღმერთივით
მომხიბლავს და ისე მოწყალეს და მოალერსეს, რომ შენ გაბედავ უფრო
თამამად და გულახდილად ელაპარაკო, ვიდრე ოდესმე;
გამომშვიდობებისას კი ხელს ჩამოართმევ, ხოლო ის დაჟინებით
შემოგხედავს და სიხარულს ისე თბილ ნაკადად ჩაგიღვრის სულში, რომ
მთელი ხვალინდელი დღის მანძილზე, როგორც კი შენი სიზმარი
გაგახსენდება, იგრძნობ, რა ნეტარებით გიძგერს მკერდში გული.
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. ნუგეშიც აშასა ჰქვია: სიზმარი სიცხადის, სიცრუე
ჭეშმარიტების ნაცვლად.
დ ე მ ო ნ ი. რა არის ჭეშმარიტება?
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. მართალი გითხრა, ეს მე უკეთ როდი მესმის, ვიდრე
პილატეს.102
დ ე მ ო ნ ი. კეთილი, მაშინ ამ კითხვას შენს მაგივრად მე ვუპასუხებ. იცოდე,
ჭეშმარიტებას მხოლოდ ერთი რამ განასხვავებს სიზმრისაგან. ის, რასაც
ჩვენ სიზმარში ვხედავთ, ზოგჯერ შეიძლება იყოს მშვენიერი, ისე საამო, რომ
ნამდვილსა და ჭემშარიტს ვერას შევადრით.
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. მაშასადამე, სიზმრად განცდილი ნეტარება ჭეშმარიტის
ტოლფასია?
დ ე მ ო ნ ი. რა თქმა უნდა. მე ერთ კაცსაც კი ვიცნობ, რომელიც იმ დღეს, როცა
საყვარელ ქალს იხილავს სიზმარშე, გაურბის და თავს არიდებს მასთან
შეხვედრას, რადგანაც იცის, რომ ის აშკარად ვერ გაუძლებს შედარებას იმ

102
იესო ქრისტესა და პონტიუს პილატეს დიალოგის რემინისცენცია: „ჰრქუა მას პილატე: უკეთუ
მეუფე ხარ შენ? ჰრქუა მას იესო: შენ იტყვი, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისთვის ვშობილვარ და
ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი, რომელი ჭეშმარიტებისაგან
იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისა”. ჰრქუა მას პილატე: რაი არს ჭეშმარიტებაი?“ (იოანე, 18, 37—38).

პილატე — იუდეის პროკურატორი იმპერატორ ტიბერიუსის დროს, მისი თანხმობით იუდეველ


ფანატიკოსთა ბრბომ ჯვარს აცვა იესო ქრისტე.
მკითხველთა ლიგა

62
საოცნებო ხატებასთან, რომელიც სიზმარმა აღბეჭდა მის სულში; რომ
სიცხადე უთუოდ შებღალავს სიზმარეული ხილვის სიწმინდეს და ამრიგად
ენით უთქმელი ნეტარების გზას დაუხშობს მას. აი, რატომ არ უნდა
ვგმობდეთ ჩვენს შორეულ წინაპრებს, რომლებიც ჩვენზე გაცილებით უფრო
გულმოდგინენი, გამჭრიახნი და ქმედითნი იყვნენ ყოველთვის, როცა საქმე
ეხებოდა ადამიანის ბუნებისათვის მისაწვდომი ტკბობისკენ სწრაფვას, არ
უნდა ვგმობდეთ პითაგორასაც, რომელიც ლობიოს ჭამას უკრძალავდა
თავის მიმდევრებს,103 რადგანაც თვლიდა, რომ მისი მონელება ამღვრევს და
აშფოთებს სიზმრებს. მიტევების ღირსნი არიან ის ცრუმორწმუნენიც,
რომელნიც გულმხურვალე ლოცვითა და ზედაშის ღვრით ევედრებოდნენ
ჰერმესს104 — ძილის მეუფეს, — სასიამოვნო სიზმრები გვანახეო, და ამ
მიზნით თავიანთი საწოლის ფეხებს ღმერთის გამოსახულებებით
ამკობდნენ. სიცხადეში რომ ვერ პოულობდნენ ბედნიერებას, ისინი
ცდილობდნენ სიზმრად მაინც ზიარებოდნენ მას და, ჩემის აზრით,
ნაწილობრივ კიდეც აღწევდნენ მიზანს, რადგან ჰერმესი, როგორც ჩანს,
ყველა ღმერთზე მოწყალე იყო მათი ლოცვა-ვედრების მიმართ.
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. კი მაგრამ, რა გამოდის: თუ ჩვენ, კაცნი, მარტოოდენ
სულიერი თუ ხორციელი ტკბობისა და სიამოვნებისათვის ვცოცხლობთ, რაც
გვეძლევა მხოლოდ სიზმარში, ან უმეტესწილად სიზმარში, მაშასადამე,
ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, რომ საჭიროა ვიცოცხლოთ
მხოლოდ სიზმრებისათვის; მაგრამ რა ვქნა, არასდიდებით არ შემიძლია
ვაიძულო ჩემი თავი: ესაა შენი ერთადერთი მიზანი-მეთქი.
დ ე მ ო ნ ი. შენ უკვე გაიძულეს და შენს მაგივრადაც გადაწყვიტეს, რაკიღა
ცოცხლობ და თანახმა ხარ კვლავაც იცოცხლო. რა არის ტკბობა?
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. ჩემი გამოცდილება არც ისე მდიდარია, რომ ამ კითხვაზე
პასუხის გაცემა შევძლო.

103
პითაგორა ლობიოს ჭამას უკრძალავდა თავის მიმდევრებს, რის გამოც მას დასცინოდნენ ჯერ კიდევ
ძველი ბერძენი მწერლები, კერძოდ ლუკიანე. თავის ტრაქტატში „ხალხური შეცდომებისათვის ძველ
დროში“, ლეოპარდის - მოაქვს ციტატები გრამატიკოს აპოლონიოს დისკოლოსის, პლინიუს უფროსისა და
ცის ცერონის თხზულებებიდან, რომლებიც ისევე ხსნიდნენ პითაგორას მიერ ლობიოს ჭამის აკრძალვას,
როგორც ქვემოთ — თვით ამ დიალოგის ავტორი.
104
ჰერმესის შესახებ იხ. შენიშვნები, „ჰერაკლესა და ატლანტის სა– უბარი.“

მკითხველთა ლიგა

63
დ ე მ ო ნ ი. გამოცდილებით ეს არავინ არ იცის, არამედ — მხოლოდ
წარმოდგენით, ვინაიდან ტკბობა წარმოსახული საგანია და არა
ჭეშმარიტად არსებული. ის სურვილია და არა სინამდვილე; გრძნობა,
რომელიც აღიქმება გონებით, მაგრამ არ განიცდება გულით; ან, უფრო
სწორად, გრძნობაც კი არა, არამედ — ცნება. ნუთუ თვითონვე ვერ ამჩევთ,
რომ სწორედ იმ დროს, როცა რაღაც ისეთით ტკბებით, რაც
გონისმიმხდელად სასურველი გეჩვენებოდათ და რისკენ სწრაფვისას არად
აგდებდით არავითარ განსაცდელს და გაჭირვებას, — მარტოოდენ ამწამიერ
განცხრომას როდი სჯერდებით, არამედ სამერმისოდ მოელით რაღაც უფრო
ნამდვილს, რაღაც უფრო მძაფრს, ერთის სიტყვით, ჭეშმარიტ ტკბობას, და
ცდილობთ თქვენი წარმოსახვით წინასწარვე გამოიწვიოთ საარსებოდ
მომავალი ნეტარების ყოველი წამი. განცდილი ტკბობა კი ყოველთვის ისე
მთავრდება, რომ ვერასდიდებით ვერ აღწევს იმ წამს, რომელიც ნამდვილ
ნეტარებას მოგანიჭებდათ, და ბევრს ვერაფერს გიტოვებთ სულში, გარდა
ლიტონი იმედისა, ვინ იცის, იქნებ მომავალში მაინც ვეზიაროთ
ნეტარებასო, ანდა — ცოტად თუ ბევრად სანუგეშო წარმოდგენისა, თითქოს
მართლაც განიცადეთ სიამოვნება, რათა შემდეგ გამუდმებით იფიქროთ
ამაზე და სხვებსაც გაუზიაროთ თქვენი განცდები, მაგრამ არა მარტო
კვეხნით, არა მარტო ქადილით, ანდა თავის მოსაწონებლად, არამედ იმ
მიზნითაც, რომ უკეთ მოიტყუოთ თქვენივე თავი, ხოლო სწორედ ეს
გახლავთ თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილი.
ტ ო რ კ ვ ტ ო. ნუთუ ადამიანებს არასდიდებით არ შეუძლიათ ირწმუნონ,
რომ სწორედ ამწამიერი ნეტარებით ტკბებიან?
დ ე მ ო ნ ი. მაგისი რწმენა რომ მისცათ, მაშინ ხომ მათთვის უცხოც აღარ
იქნებოდა ნამდვილი ტკბობა! მაგრამ თვითონვე მითხარი: მთელი შენი
ცხოვრების მანძილზე თუ ყოფილა ისეთი წამი, როცა შენ შეგეძლო
გულწრფელად გეთქვა: აი, ტკბობაც ამასა ჰქვიაო. შენ ყოველდღე
გულწრფელად ამბობდი და ახლაც ამბობ: აი, ტკბობაც ამას ერქმევა ! უფრო
იშვიათად და ნაკლებ გულწრფელად: ტკბობა თუ ერქვა, ამას ერქვაო. ასე
რომ, ტკბობა ყოველთვის წარსულშია ან მომავალში, და არასოდეს
აწმყოში.
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. ესე იგი, არსად, არასდროს, არაფერში არ არის.
დ ე მ ო ნ ი. როგორც ჩანს. მკითხველთა ლიგა

64
ტ ო რ კ ვ ტ ო. თვით სიზმარშიაც?
დ ე მ ო ნ ი. მართალი თუ გნებავს, თვით სიზმარშიაც.
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. და მაინც, არა მარტო მთავარი, არამედ ერთადერთი
მიზანიც, რომლისკენაც ვისწრაფით მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე, ეს
გახლავთ სიამოვნება, თუკი სიამოვნებად მივიჩნევთ ბედნიერებას: ხოლო
ბედნიერება, მიუხედავად იმისა, თუ სადაა მისი სათავე, არ შეიძლება სხვა
რამ იყოს, გარდა ჭეშმარიტი ტკბობისა.
დ ე მ ო ნ ი. რა თქმა უნდა.
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. მაშასადამე, მთელი ჩვენი სიცოცხლე, რომელიც ვერასოდეს
ვერ აღწევს მიზანს, ძალზე შორსაა სრულყოფილებისგან და ამიტომ, თვით
თავისივე ბუნებით, სხვა არა არის რა, თუ არა გაუთავებელი ტანჯვა-წამება.
დ ე მ ო ნ ი. შესაძლოა, ასედაც იყოს.
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. „შესაძლოა“ კი არა, ასეა სწორედ. მაგრამ მაშინ რატომღა
ვცოცხლობთ, ესე იგი, რატომ ვთანხმდებით იმას, რომ ცოცხალნი ვიყოთ.
დ ე მ ო ნ ი. აბა, რა ვიცი? თქვენ, ადამიანებმა, ჩემზე უკეთ უნდა იცოდეთ.
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. მე, ჩემდა თავად, გეფიცები, არაფერიც არ ვიცი.
დ ე მ ო ნ ი. მაშინ შენზე ბრძენს დაეკითხე. იქნებ მას ჰქონდეს მაგ შენი
საჭოჭმანო კითხვის პასუხი.
ტ ო რ კ ვ ტ ო. ასედაც ვიზამ. მაგრამ იმნაირი სიცოცხლე, რომლითაც მე
ვცოცხლობ, ყოვლად აუტანელია, ვინაიდან, ტანჯვაც რომ არად ჩავაგდოთ,
მარტო მოწყენილობა მომიღებს ბოლოს.
დ ე მ ო ნ ი, რა არის მოწყენილობა?
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. ამ შემთხვევაში კი ჩემი გამოცდილება სავსებით საკმარისია,
რათა შენი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო, ჩემი აზრით,
მოწყენილობა, თავისი არსით, ჰაერსა ჰგავს, რომელიც ავსებს ნივთიერი
საგნების გამყოფ მთელ სივრცეს და იმ სიცარიელესაც, რომელიც არის
ყოველ მათგანში; და თუ ერთი საგანი ისე გადაადგილდა, რომ მეორემ არ
დაიკავა მისი ადგილი, დარჩენილ სიცარიელეს დაუყოვნებლივ შეავსებს
ჰაერი. ასე კაცის სიცოცხლეშიც მოწყენილობა ავსებს ყველა შუალედს
სიამოვნებას და უსიამოვნებას შორის. მაშასადამე, მსგავსად იმისა, როგორც
მკითხველთა ლიგა

65
მატერიალურ სინამდვილეში, პერიპატეტიკოსთა105 მოძღვრების თანახმად,
არ არსებობს სიცარიელე, არც ჩვენს ცხოვრებაში არსებობს იგი, თუ არ
ჩავთვლით იმ იშვიათ წამებს, როცა ჩვენი სული, ამა თუ იმ მიზეზის გამო, არ
აზროვნებს. მთელი დანარჩენი დროის მანძილზე კი სული — თუნდაც
თავისთავად, ესე იგი, სნეულისაგან განცალკევებით განხილული,
ყოველთვის რაღაცას განიცდის, ვინაიდან მაშინაც კი, როცა ყოველგვარი
სასიამოვნო თუ უსიამოვნო შეგრძნებისგან არის დაცლილი, ყოველ
შემთხვევაში, მოწყენილობით მაინც სავსეა, ხოლო მოწყენილობას ისევე
განიცდიან, როგორც ტკივილსა თუ სიამოვნებას.
დ ე მ ო ნ ი. და რაკი მთელი თქვენი სიამოვნება ობობას ქსელივით წვრილი,
ნატიფი და გამჭვირვალე ძაფებით არის ნაქსოვი, ამიტომ მოწყენილობა
ისევე ატანს მათში, როგორც ჰაერი — აბლაბუდაში და მთლიანად განწონის
სულს. თუმცა მე ვერ დავიჯერებ, თითქოს მოწყენილობა სხვა რამეა და არა
ბედნიერების დაუოკებელი წყურვილი, რომელსაც ვერ აცხრობს
ვერავითარი განცხრომა და კიდევ უფრო ამძაფრებს ათასგვარი უბედურება.
ამ წყურვილის მოკვლა, როგორც მოგახსენე, თითქმის შეუძლებელია, ხოლო
ტკბობა, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით, საერთოდ არ არსებობს.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის მთელი სიცოცხლე
ნაწილობრივ ტანჯვა-წამების, ნაწილობრივ კი მოწყენილობისაგან არის
შეთხზული, და ერთ-ერთ ამ ბოროტებას სხვაგვარად ვერ დააღწევ თავს, თუ
მეორის წერა არ გახდი. ასეთია არა მარტო შენი, არამედ, საერთოდ, ყველა
ადამიანის ბედიც.
ტ ო რ კ ვ ტ ო. რა წამალი უშველის მოწყენილობას?
დ ე მ ო ნ ი. ძილი, ოპიუმი, ტანჯვა. ეს უკანასკნელი ყველაზე უკეთესი
წამალია, ვინაიდან როცა კაცი იტანჯება, ყოველ შემთხვევაში, მოწყენილი
მაინც არ არის.
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. ამნაირ წამალს მე მირჩევნია მთელი სიცოცხლე მოწყენილი
ვიყო, მაგრამ აკი მოქმედებათა, საქმეთა თუ გრძნობათა
მრავალფეროვნებაცა და სხვადასხვაობაც თუ მთლიანად ვერ გვიხსნიან

105
პერიპატეტიკოსები — არისტოტელეს მიმდევრები... სიცარიელის არარსებობის არისტოტელესეული
კონცეფციის შესახებ იხ. ჩემი გამოკვლევა „ბლეზ პასკალი“, წიგნში — ბლეზ პასკალი, აზრები, თბ., 1981,
გვ. 27 და შმდ.
მკითხველთა ლიგა

66
მოწყენილობისაგან, რაკიღა ჭეშმარიტ სიტკბოებას ვერ გვანიჭებენ,
ნაწილობრივ ხომ მაინც გვიმსუბუქებენ და უფრო ადვილად ასატანს ხდიან
მას. აქ კი, ამ პირქუშ დილეგში, სადაც მე მოწყვეტილი ვარ ყველას და
ყველაფერს, სადაც წართმეული მაქვს თვით წერის უფლებაც, სადაც
იძულებული ვარ დროის მოსაკლავად საათის რეკვას ვუგდო ყური, ან ჭერზე
კოჭები, ბზარები თუ ხის ჭიებით ჩახრული ნახვრეტები ვთვალო,
თვალჩაციებით ვუმზირო იატაკის მოხატულ ფილებს და ჩემს სენაკში
მოფარფატე პეპლებისა თუ აბეზარი ბუზების ცქერით შევიქციო თავი, — არ
ვიცი, რამ უნდა გამიქარვოს მოწყენილობა, ან ოდნავ მაინც შემიმსუბუქოს
სევდის სიმძიმილი.
დ ე მ ო ნ ი. ერთი მითხარი, დიდი ხანია, რაც ამნაირი ცხოვრება მოგესაჯა?
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. ვითომ არ იცი? ეს რამდენიმე კვირაა.
დ ე მ ო ნ ი. და ვერავითარ განსხვავებას ვერა გრძნობ, მოწყენილობა დღესაც
ისევე გიწეწავს სულს, როგორც პირველ დღეს?
ტ ო რ კ ვ ა ტ ო. რა თქმა უნდა, პირველად უფრო მიჭირდა. მერე კი ჩემი
მოცლილი და მოშვებული სული თანდათანობით შეეჩვია იმას, რომ სულ
უფრო დიდხანს ესაუბრა საკუთარ თავთან და, ამრიგად, უფრო მეტი ნუგეშიც
ეცა ჩემთვის. ბოლოს, ამ ჩვეულების წყალობით, იმის უნარიც შეიძინა, რომ
არა მარტო ესაუბროს, ელაყბოს კიდეც საკუთარ თავს, ასე რომ ზოგჯერ ისიც
კი მეჩვენება, თითქოს ათობით თანამოსაუბრე მიზის თავში, და თვით
ყველაზე უბადრუკი საგანი, რამაც შეიძლება აზრად გამიელვოს, სავსებით
საკმარისია, რათა დაუსრულებელი კამათის მიზეზად იქცეს ჩემსა და
ჩემსავე თავს შორის.
დ ე მ ო ნ ი. შენ თვითონ დარწმუნდები, რომ ეს ჩვეულება დღითიდღე უფრო
ღრმად გაიდგამს ფესვს, ასე რომ შემდეგ, როცა კვლავ მოგეცემა
ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება, სულ ისეთი განცდა გექნება, რომ
მათ შორის უფრო მარტო ხარ, ვიდრე ამ სენაკში იყავი. მაგრამ ნუ
წარმოიდგენ, თითქოს ამნაირი ცხოვრების ატანა შეუძლია მხოლოდ იმას,
ვინც უწინ შენსავით ერთთავად ფიქრს იყო ნაჩვევი: ადრე თუ გვიან, იგივე
დღე მოელის ყველას. მეტსაც გეტყვი, კაცთაგან, ანუ, რაც იგივეა,
ცხოვრებისაგან მოკვეთა არც თუ მთლად ფუჭია და ურგები: მართლაცდა,
თვით გულმოყირჭებული, იმედგაცრუებული და თავისი მწარე
გამოცდილების წყალობით ყველაფერზე ხელჩაქნეული კაციც, ბოლოს და
მკითხველთა ლიგა

67
ბოლოს, კვლავ ეჩვევა იმას, რომ შორიდან უმზიროს ყოველივე ადამიანურს,
შორიდან კი ყველაფერი უფრო მშვენიერი და უფრო მეტი პატივისცემის
ღირსი ჩანს, ვიდრე ახლოდან; ამიტომაც ივიწყებს ყოვლის უბადრუკობას
და ამაოებას, კვლავინდებურად აღადგენს წარმოსახვით და, თავისი
განწყობის შესაბამისად, ლამის ხელახლა ქმნის მთელს სამყაროს,
ძველებურად აფასებს და ეტრფის სიცოცხლეს, ძველებურად სასურველი
ჰგონია იგი; და თუ მას საბოლოოდ არ წართმევია იმის უფლება, თუ მის
სულში სამუდამოდ არ ჩამქრალა იმისი რწმენა, რომ ერთ მშვენიერ დღეს
შეიძლება კვლავ დაუბრუნდეს ამ ცხოვრებას და თავისი ადგილი დაიკავოს
მოყვასთა შორის, — მარად უკვდავი იმედი კვლავაც ისევე ამხნევებს,
კვლავაც ისევე ასულდგმულებს, როგორც ოდესღაც, სიჭაბუკეში. ასე რომ,
სიმარტოვე თითქმის იმასვე აკეთებს, რასაც სიჭაბუკე, ესე იგი, აახლებს და
აახალგაზრდავებს სულს, უწინდელ სიმძაფრეს ანიჭებს წარმოსახვას და
აიძულებს მას, იმუშაოს, ხოლო გამოცდილებით დაბრძენებულ კაცს კვლავ
უბრუნებს იმ ოდინდელი გამოუცდელობის ყველა სიკეთეს, რომლის გამოც
შენ ასე ჭმუნავ. ახლა კი გტოვებ, რადგანაც ვხედავ, რომ ძილი ნანატრი
სტუმარივით მოგადგა კარზე; გტოვებ, რათა გაგიმზადო ის სანეტარო
სიზმარი, რასაც დაგპირდი. ასე, სიზმარეულ ჩვენებებსა და სიცხადის
ოცნებებს შორის გაილევა შენი სიცოცხლე, და რას მოისთვლი სანაცვლოდ,
გარდა იმისა, რომ სიცოცხლე გადის, ხოლო ესაა ამქვეყნიური არსებობის
ერთადერთი ნაყოფი, რომელიც შეიძლება მოწყვიტო ცხოვრების ხიდან, და
ერთადერთი მიზანი, რომლისკენ სწრაფვას ყოველ დილით, გაღვიძებისას,
თქვენს სასიცოცხლო საქმედ უნდა თვლიდეთ. ვინ იცის, რამდენჯერ
კბილებით გჭერიათ იგი. ნეტა იმ დღეს, როცა ხელში აიტაცებთ, ან მხრებზე
მოიგდებთ! მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, დრო შენს საკანში უფრო ნელა
როდი გადის, ვიდრე შენი ჯალათის106 დარბაზებსა თუ ბაღებში. ნახვამდის.
ტ ო რ კ ვ ტ ო, ნახვამდის. თუმცა არა, ჯერ მომისმინე! შენი სიტყვები ისეთ
სიმხნევეს მინერგავენ გულში! ვერ ვიტყვი, თითქოს მთლიანად
მიქარვებდნენ მწუხარებას, მაგრამ თუ ის უმეტესწილად უმთვარო და
უვარსკვლავო ღამის წყვდიადსა ჰგავს, შენი სიტყვების წყალობით მწუხრის
ბინდბუნდს ემგვანება, რომელიც სასიამოვნო უფროა ჩვენთვის, ვიდრე

106
იგულისხმება ალფონსო II დ'ესტე.
მკითხველთა ლიგა

68
უამური და შემაჭირველი. კვლავ რომ დამჭირდეს შენი ხმობა, მითხარი, სად
გეძებო, სადა გაქვს ბინა?
დ ე მ ო ნ ი. ნუთუ აქამდე ვერ მიხვდი? ერთ კეთილშობილ სასმელში!

ბუნების საუბარი ისლანდიელთან


ერთი ისლანდიელი, რომელსაც თითქმის მთელი დედამიწის ზურგი
მოევლო და ურიცხვი სხვადასხვა მხარე მოეხილა, ერთხელ აფრიკის
კონტინენტზე მოგზაურობდა. იარა, იარა და როცა ეკვატორის მახლობლად
იმ ადგილს მიადგა, სადაც კაციშვილს ჯერ კიდევ არ დაედგა ფეხი, ისეთი
სასწაულის მოწმე შეიქნა, როგორიც უხილავს ვასკო და გამას,107 როცა ის
იყო, კეთილი იმედის კონცნისათვის უნდა აექცია გვერდი; იქ მას გოლიათის
სახით გამოსცხადებია თურმე თვით კონცხი — სამხრეთის ზღვათა
მფარველი — და უბრძანებია არ გასულიყო მის წინ გაშლილ უცნობ
სივრცეში.108 ჩვენმა ისლანდიელმა შორიდან შენიშნა უზარმაზარი ფიგურა.
წელზევით რომ ამოზიდულიყო მიწის სიღრმიდან. ერთხანს ქვის ქანდაკება
ეგონა, იმ ვეება ჰერმების მსგავსი, რომლებიც დიდი ხნის წინათ აღდგომის
კუნძულზე ეხილა.109 მაგრამ მიუახლოვდა თუ არა, ცხადი შეიქნა, რომ ეს იყო
წარმოუდგენელი სიმაღლის ქალი, რომელიც მიწაზე იჯდა და
წელგამართულს ზურგი და იდაყვები მთისათვის მიებჯინა. არა ქანდაკება,
არამედ ცოცხალი ქალი. მისი სახე მშვენიერი იყო და წყრომით მზირალი.
გიშრისფერი თვალები და თმები ჰქონდა. თვალჩაციებით დააშტერდა
ისლანდიელს, პირველად კრინტიც არ დაუძრავს და მხოლოდ კარგა ხნის
დუმილის შემდეგ თქვა:

107
ვასკო და გამა (1469—1524) — სახელგანთქმული პორტუგალიელი მოგზაური; 1498 წელს კეთილი
იმედის კონცხის გავლით აღმოაჩინა ინდოეთის გზა.
108
იგულისხმება ერთი ეპიზოდი დიდი პორტუგალიელი პოეტის ლუის კამოენსის (1525—1580) პოემისა
„ლუზიადები“ (სიმღერა V).
109
აღდგომის კუნძულის სახელგანთქმული ქანდაკებების არსებობა ლეოპარდიმ შეიტყო ცნობილი
ფრანგი ზღვაოსნის ქან-ფრანსუა დე გალო ლაპერუზის (1741—1788) მოგზაურობათა ანგარიშებიდან
(გამოქვეყნდა სამჯერ — 1797, 17994 ტომად და 1831 წელს). ამ ქანდაკებებს პირწმინდად გარეგნული
მსგავ– სების საფუძველზე ლეოპარდი უწოდებს ჰერმებს — ქვის სვეტებს, რომლებსაც ჰერმესის —
გზებისა და მოგზაურების მფარველი ღმერთის გამოსახულება აგვირგვინებდა, ძველ საბერძნეთში
ჰერმებს ყოველი ათასი ნაბიჯის შემდეგ დგამდნენ გზების გაყოლებით.
მკითხველთა ლიგა

69
ბ უ ნ ე ბ ა. ვინა ხარ, ან ამ მხარეში რისთვის მოსულხარ, სადაც შენი
მოდგმისას ჯერ არავის დაუდგამს ფეხი?
ი ს ლ ა ნ დ ი ე ლ ი. მე ვარ ერთი საწყალი ისლანდიელი, რომელიც ბუნებას
გაურბის. თითქმის მთელი სიცოცხლის მანძილზე გავურბოდი მას. ვინ
მოსთვლის, რამდენი ქვეყანა შემოვიარე და, აი, ახლა აქ მიდევს გზა.
ბ უ ნ ე ბ ა. ასე ციყვი გაურბის ჩხრიალა გველს, სანამ მის ხახაში არ ამოჰყოფს
თავს. მე ისა ვარ, ვისაც შენ გაურბი.
ი ს ლ ა ნ დ ი ე ლ ი. შენ ბუნება ხარ?
ბუ ნ ე ბ ა. დიახ, ბუნება.
ი ს ლ ა ნ დ ი ე ლ ი. ვაი შენ, ჩემო თავო! ამაზე უარესი რა უნდა
დამმართოდა?!
ბ უ ნ ე ბ ა. შენ დიახაც უნდა გცოდნოდა, რომ მე განსაკუთრებით ხშირადა
ვარ ამ ადგილებში: როგორც მოგეხსენება, ჩემი ძალაუფლება აქ გაცილებით
უფრო ძლიერია, ვიდრე დედამიწის რომელიც გნებავს სხვა კუთხეში. მაგრამ
რამ დაგაფრთხო, რატომ გამირბიხარ კისრისტეხით?
ი ს ლ ა ნ დ ი ე ლ ი. მინდა მოგახსენო, რომ სიყმაწვილეშივე, როგორც კი
მცირეოდენი გამოცდილება შევიძინე, დავრწმუნდი ცხოვრების ამაოებასა
და ადამიანთა უგუნურებაში, რომლებიც გმუდმებით ეომებიან ერთმანეთს
ფუჭი ფუფუნებისა და უსარგებლო სიმდიდრის გამო; თავსაც იუბედურებენ
და სხვებსაც აუბედურებენ; ყოველი ფეხის ნაბიჯზე მახეს უგებენ, სტანჯავენ
და აწამებენ ერთიმეორეს და, ამრიგად, მით უფრო მეტად შორდებიან
ბედნიერებას, რაც უფრო ხარბად მიილტვიან მისკენ. ამ აზრებით
აღძრულმა გადავწყვიტე ხელი ამეღო ყველა სურვილზე, არავისთვის
მომებეზრებინა თავი, არავის შევცილებოდი სახელისა თუ სიმდიდრის
მოხვეჭაში და მშვიდად და უჩინრად მეცხოვრა. რაკიღა ბედნიერების იმედი
არა მქონდა, რადგან ეს საერთოდ აუხდენელი ოცნებაა კაცთა მოდგმისთვის,
ერთადერთ საზრუნავად ის დავისახე, რომ ტანჯვისთვის მაინც
გამერიდებინა თავი. არა, ისე არ გამიგო, თითქოს ან შრომაზე მეთქვას უარი,
ან ოფლის ღვრაზე: თავადაც ხომ მოგეხსენება, რა განასხვავებს შრომას —
ფუჭი ფუსფუსისაგან და უქნარობას — აუმღვრევლობისაგან.
მკითხველთა ლიგა

70
ის იყო, ჩემი განზრახვის ასრულებას შევუდექი, რომ მწარე გამოცდილებამ
მაშინვე დამარწმუნა, რაოდენ ფუჭია იმაზე ოცნება, თითქოს შეიძლება
კაცთა შორის იცხოვრო, ისე, რომ თუ გაღმა არ შეედავები, გამოღმა არ
შემოგედავონ: არ მინდოდა სხვისი ბოროტი, სხვა გულბოროტმა მე არ
დამინდო! ყველაფერს ვთმობდი, ყველას წინაშე უკან ვიხევდი, ყველაზე
მცირეს ვჯერდებოდი; მერედა რა?! არამცთუ ვინმემ რამე დამითმო, ეს
მცირედიც არ შემარჩინა. მაშინ კი ბევრი აღარ მიფიქრია, სრულიად
განვეშორა ადამიანებს, რომლებმაც საბოლოოდ მომაძულეს თავი და
სიმარტოვე ვირჩიე განდეგილივით; მადლობა ღმერთს, ჩვენს კუნძულზე
ძნელი როდია განმარტოება. ვიყავი ასე. ჩემს ცხოვრებაში სიამოვნების
ნატამალიც არ განმიცდია, მაგრამ ვაი რომ ვერც ტანჯვას დავაღწიე თავი,
ვინაიდან ხანგრძლივი ზამთარი, სასტიკი ყინვა და ზაფხულის ხვატი, რაც
ჩვეულებრივი ამბავია ჩვენში, პირდაპირ სულსა მხდიდა, ხოლო ცეცხლი —
მე ხომ მის პირას ვათენ-ვაღამებდი, — შაშხივით მიხმობდა ხორცს, კვამლი
კი თვალებსა მწვავდა, ასე რომ, არც შინ და არც ღია ცის ქვეშ ჩემს გემოზე
არასდროს მღირსებია მოსვენება, ვერც აუმღვრევლობა შევინარჩუნე, თუმცა
ეს იყო ჩემი მთავარი საზრუნავი, — ვინაიდან გრიგალთა მძვინვარება
ხმელეთსა თუ ზღვაზე, ჰეკლას110 თავზარდამცემი გრუხუნი, ერთთავად
იმისი შიში, თუ როდის იფეთქებდა ხანძარი, რაც ესოდენ ხშირი მოვლენაა
იქ, სადაც ხალხი ჩვენსავით ხის სახლებში ცხოვრობს, — ყოველივე ეს ძილს
მიფრთხობდა და თავგზას მიბნევდა. როცა ცხოვრება ერფეროვანია, როცა
მის მდორე დინებას არაფერი არ არღვევს, არც რაღაცისკენ სწრაფვა, არც
რაიმეს იმედი, არც რამ საზრუნავი, გარდა იმისა, თუ როგორ შეინარჩუნო
სიმშვიდე და აუმღვრევლობა, მაშინ არამცთუ გრიგალის ან ხანძრის
მძვინვარება, თვით ყველაზე უბადრუკი წვრილმანებიც კი წარმოუდგენელ
შეშფოთებას იწვევს, გაცილებით უფრო დამთრგუნველს, უფრო მტანჯველს
და აუტანელს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს კაცს, რომელიც
თავისი დღე და მოსწრება მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ რა ძნელია ამ
ცხოვრებაში თავის გატანა და რა გულმხეცნი და ულმობელნი არიან კაცნი.
რაკიღა დავრწმუნდი, რომ რაც უფრო მეტად ვიზღუდავ, რაც უფრო მეტად
ვიმცირებ და ვიპატარავებ თავს, ისე, რომ ლამის გუნდის ხელა ვხდები, რაც

110
ჰეკლა — ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოქმედი ვულკანი (ისლანდიაში დაახლოებით
200 მოქმედი თუ ჩამქრალი ვულკანია).
მკითხველთა ლიგა

71
უფრო მეტად ვცდილობ არავინ შევაწუხო ჩემი არსებობით, მით უფრო
მეტად მამღვრევს, მთრგუნავს და მსრესს ყველაფერი, რაც გარს მარტყია, —
გადავწყვიტე ამიერიდან გამუდმებით გამომეცვალა ჰავაცა და ადგილიც:
ვნახოთ თუ მოიძებნება მთელს დედამიწაზე თუნდაც ერთი, ერთადერთი
კუთხე, სადაც შეიძლება ისე იცხოვრო, რომ ბოროტება არ მოგაგონ შენი
უბოროტობის სანაცვლოდ, ხოლო თუ შენ არად აგდებ შვებას და ლხენას,
სამაგიეროდ ტანჯვისგან მაინც დაიხსნა თავი-მეთქი, — ვფიქრობდი მე.
ამნაირი გადაწყვეტილება ერთმა აზრმა მიმაღებინა, რომელიც
მოულოდნელად დამებადა თავში: იქნება შენ კაცთა მოდგმის, ისევე,
როგორც ყოველი ჯურის ცხოველისა თუ მცენარის საცხოვრისი მარტოოდენ
ამა და ამ ჰავითა და ადგილით შემოსაზღვრე, ხოლო ამ არეალს გარეთ
ადამიანებს ან საერთოდ არ გაეძლებათ, საერთოდ არ დაედგომებათ, ანდა
რის ვაივაგლახით, ჯახირით და ტანჯვა-წვალებით. თუ ასეა, მაშინ მათ
უბედურებაში შენ კიარ მიგიძღვის ბრალი, არამედ თვითონვე არიან
დამნაშავენი, რაკიღა თვითნებურად დაარღვიეს შენს მიერ კაცთა
საცხოვრისად დადგენილი ზღვარი.
თითქმის მთელი დედამიწა შემოვიარე, ლამის ყველა ქვეყანას ვეწვიე. სულს
მიხუთავდა ტროპიკული სიცხე, პოლუსების მახლობლად კვლავინდებურად
მთოშავდა სუსხი, მაწამებდა ზომიერი ჰავის ქვეყნებში ამინდის
ცვალებადობა და თითქმის ყველგან შიშის ზარს მცემდა გაშმაგებული
სტიქიის მძვინვარება. მოვინახულე უთვალავი ადგილი, სადაც დღე არ
გაივლის ჭექა-ქუხილისა და მეხთატეხის გარეშე, მაგრამ ეს ხომ იგივეა, რომ
შენი მხედრიონით ლაშქრავდე, არბევდე და აწიოკებდე იქაურ
მოსახლეობას, რომელსაც არავითარი ბრალი არ მიუძღვის, არც არაფერი
შეუცოდავს შენს წინაშე. სხვაგან ცა უღრუბლოა და ლურჯად მოკამკამე,
სამაგიეროდ მიწისძვრები აქცევენ და მიწისქვეშ მოთუხთუხე ლავის
მფრქვეველ ვულკანთა მძვინვარება წალეკვით ემუქრება იქაურობას. სადაც
სხვა სტიქიონები არ ბობოქრობენ, იქ თავაწყვეტილი ქარები დათარეშობენ
და მიწასთან ასწორებენ ყველაფერს. მომისმენია, რა ავბედითად ჭრიალებს
თავს ზემოთ თოვლის სიმძიმით ჩამოზნექილი ჭერი; მიგრძვნია, როგორ
მეცლება ფეხქვეშ კოკისპირული წვიმებით ჩარეცხილი და ჩასაქცევად
გამზადებული მიწა; კისრისტეხით გავქცევივარ ადიდებულსა და ჩემს
ჩასანთქმელად კალაპოტიდან ამოვარდნილ მდინარეებს, თითქოს რამე
დამეშავებინოს მათთვის. ვინ მოსთვლის, რამდენი ველური მხეცი,
მკითხველთა ლიგა

72
რომლებიც არ გამიღიზიანებია და არც თავს დაესხმივარ, ისე, სრულიად
უმიზეზოდ დამდევნებია შესაჭმელად, რამდენი შხამიანი გველისაკბენად,
რამდენჯერ დამხვევია მფრინავი მწერების ხროვა თავიანფეხებიანად
გამოსახვრელად. აღარაფერს ვამბობ იმ ურიცხვ ხიფათზე, განსაცდელსა თუ
ფათერაკზე, ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაღუპვას რომ უქადის კაცს, იმდენად
ურიცხვზე, რომ ძველი დროის ერთმა ბრძენმა ვერ იქნა და ვერ გამოუძებნა
შიშს უკეთესი წამალი, შემდეგი გამოთქმის გარდა: ყველაფრის უნდა
გეშინოდესო.111 არც ათასნაირ ავადმყოფობას დავუნდივარ, თუმცაღა მე,
მართალია, ასკეტივით არ ვამჭლევებ, მაგრამ არც ვანებივრებ ხორცს. მე
ყოველთვის დიდად მიკვირდა, როცა ვხედავდი, თუ რაოდენ უძღები და
დაუოკებელი სურვილი ჩადე ჩვენს სულში განცხრომისა და ტკბობისა,
რომელთა გარეშეც ჩვენი სიცოცხლე, თითქოს ყოველივე იმისაგან
განძარცული, რისკენ სწრაფვაც მისთვის ბუნებრივია, — ლამის უაზრო და
უშინაარსო ხდება; იმავდროულად კი დაადგინე, რომ კაცისთვის ყველაზე
მავნე სწორედ გამუდმებული განცხრომა გახლავს, ვინაიდან ეს
დამღუპველად მოქმედებს სულის სისაღესა თუ ხორცის სიმრთელეზე და,
ამრიგად, გვიმოკლებს დღეს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის
ყოველთვის თავს ვიკავებდი ყოველგვარი განცხრომისაგან, მაინც არ ამცდა
ათასნაირი სნეულება, რომელთაგანაც ზოგი სიკვდილს მიქადდა, ზოგი —
ამა თუ იმ ასოს დაკარგვას და უწინდელზე კიდევ უფრო უბადრუკ ყოფას,
ხოლო ყველანი ერთად ნამდვილი ჯალათებივით მაწამებდნენ, მრავალი
დღის და თვის მანძილზე წარმოუდგენელი ტკივილებით ჯიჯგნიდნენ ჩემს
სულს და სხეულს. და თუმცა თვითეული ჩვენგანი ავადმყოფობისას
სრულიად ახალსა და ყოვლად უჩვეულო ტკივილს განიცდის,
წარმოუდგენლად იტანჯება და უწინდელზე უფრო უბედურად გრძნობს
თავს (თითქოს ჩვენი ცხოვრების ყოველი დღე ისედაც სავსე არ იყოს
უბედურებით), მთელი იმ ბოროტების სანაცვლოდ, ორიოდე დღე რა არის,
ორიოდე დღითაც არ იმეტებ ჩვენთვის სულისა და ხორცის უჩვეულო
სისაღეს და ძალთა სიჭარბეს, რათა ამ უბადრუკი დროის მანძილზე მაინც
დავტკბეთ თავისი სიმძაფრით თავბრუდამხვევი, ჯერარნახული და
განუცდელი ნეტარებით.

111
იგულისხმება სენეკა, „ძიებანი ბუნების შესახებ“, II, II:“თუ გსურთ არაფრისა არ გეშინოდეთ,
დაუფიქრდით იმას, რომ ყველაფრისა უნდა გეშინოდეთ“.
მკითხველთა ლიგა

73
იმ ქვეყნებში მოგზაურობისას, სადაც წლის უმეტესი დროის მაძილზე
აუღებლად დევს თოვლი, ლამის ისევე დავბრმავდი, როგორც საკმაოდ
ხშირად ბრმავდებიან ლაპლანდიელები112 თავიანთ მშობლიურ მხარეში.
ცხოველმყოფელი მზე და მაცოცხლებელი ჰაერი, რომლებიც ესოდენ
აუცილებელნი არიან. ჩვენთვის და რომლებსაც ვერსად გავექცევით, ვერსად
წაუვალთ, გამუდმებით გვემუქრებიან: ჰაერი — სინესტით, სიმშრალით თუ
სხვა რამ თვისებით, მზე — თავისი სიცხით და თვით სინათლით, ასე რომ
კაცისათვის მეტ-ნაკლებად მავნე, მეტ-ნაკლებად სახიფათოა მზეზე თუ
ჰაერზე დიდხანს ყოფნა. ამრიგად, მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე
ერთი დღეც არ მახსოვს ტკივილისა და ტანჯვის გარეშე, ერთ დღეზეც ვერ
ვიტყვი, რომ მას ქრთილის ოდენა ბედნიერება მაინც მოეტანოს ჩემთვის.
ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვრწმუნდები, რომ ჩვენთვის იმდენადვე
გარდუვალია უბედურება, რამდენადაც მიუწვდომელია ბედნიერება,
იმდენადვე შორსაა სიმშვიდე, რამდენადაც განუყრელია ბორგნეულობა.
ამიტომაც გავკადნიერდები და მართლის თქმას გაგიბედავ: შენა ხარ
ადამიანის, ყველა სულდგმელის, ყველა შენი ქმნილების მოსისხლე მტერი:
ხან მახეს გვიგებ, ხან გვიტევ, ხან გვემუქრები; გვტანჯავ, გვაწამებ, გვარბევ,
ერთ გასაჭირს როდი გვაჯერებ, არამედ ჭირს ჭირზე გვისართავ და არ ვიცი,
შენი ზნისა თუ შენს მიერვე დადგენილი წესისამებრ, თუ შეიძლება ასე
ითქვას, შენი ოჯახის, შენი საკუთარი სისხლის და ხორცის, თვით შენივე
შვილების ჯალათი ხდები. და მე ყოველგვარი იმედი გადამიწყდა, რადგანაც
მივხვდი, რომ თვით ადამიანებიც კი თავს ანებებენ იმის დევნას, ვინც მათ
გაურბის, მაშინ როდესაც შენ — ვიცოდე მაინც, რა დაგიშავეთ? —
დაუსვენებლივ გვერეკები, დაუნდობლად და დაუზოგავად გვდევნი მანამ.
სანამდის სულს არ ამოგვხდი. უკვე ვხედავ, როგორ მიახლოვდება უნუგეშო
და უსიხარულო სიბერე, ეს ჩვენი წყევლა, ეს ჩვენი უბედურება, მეტიც,
წყევლათა-წყევლა, უბედურებათა-უბედურება; მიახლოვდება სიბერე,
რომელსაც თვით ჩვენს სიყრმეში აქვს ფესვი გადგმული, ჩვენთან ერთად
იზრდება და მწიფდება, რათა ბოლოს ჩვენვე მოგვინელოს. ასე რომ, ჩვენი
სიცოცხლის მხოლოდ ერთი მესამედი თუ ეთმობა ზრდასა და ძალთა
გაფურჩქვნას, ძალზე მცირე ნაწილი — სიმწიფეს და ძალთა სისრულეს,

112
ლაპლანლები —ლაპლანდიის — ნორვეგიის, ფინეთის, შვეცის ჩრდილოეთისა და მურმანსკის ოლქის
დასავლეთ ნაწილის მომცველი ტერიტორიის მცხოვრებნი. ლაპლანდიელებს სხვაგვარად საამები ან
ლოპარები ეწოდებათ.
მკითხველთა ლიგა

74
უმეტესი წილი კი — ჭკნობას და კვდომას, ისევე როგორც მათგან განუყრელ
ტანჯვა-ვაებას.
ბ უ ნ ე ბ ა. რას მიედ-მოედები, ადამიანო? ან იქნებ გგონია, რომ ეს სამყარო
თქვენთვის — კაცთათვის — არის შექმნილი? იცოდე, როცა მას ვქმნიდი,
წესრიგს ვამყარებდი თუ სხვა რამეს ვაფუძნებდი, ცოტა მეტს
ვგულისხმობდი და ვითვალისწინებდი, ვიდრე ეგ თქვენი ბედნიერებაა თუ
უბედურება. ამიტომ, როცა ჩემი მოქმედებით ან მოძრაობით რაიმე ზიანს
გაყენებთ, მართალი გითხრა, ვერც კი ვგრძნობ ამას. და თუ ზოგჯერ კიდევაც
გწყალობთ, ან ბედნიერებას განიჭებთ, ესეც შეუმჩნეველი მრჩება. მხოლოდ
თავს იტყუებთ, თუ ფიქრობთ, რომ ოდესმე მიკეთებია ან ახლა ვაკეთებ
რამეს თქვენდა სალხენად და საამებლად. ის კი არა და, რომ დამჭირებოდა
და მთელი თქვენი მოდგმისთვის მუსრი გამევლო, მერწმუნე, ვერც ამას
ვიგრძნობდი.
ი ს ლ ა ნ ი ე ლ ი. კი მაგრამ, ესაა საქმე? ვთქვათ, ვიღაცა მეპატიჟება თავის
მამულში, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მითხოვია; მეპატიჟება დაჟინებით,
საშველს არ მაძლევს; და მეც, იმ მიზნით, რომ ვაამო, — რადგან მეტი გზა
არცა მაქვს, — თანხმობას ვუცხადებ და მივემგზავრები. იქ კი
საცხოვრებლად მთავაზობენ უბადრუკსა და ერთიანად დაცხავებულ
გალიას, მყრალს და ნესტიანს; ჭერიდან წვიმა ჩამოდის, კედლებიდან და
კარ-ფანჯრებიდან კი ქარი უქიქინებს, ხოლო სახურავი ყოველ წამს მზადაა
ჩამოინგრეს და ქვეშ მომიყოლოს. მასპინძელი, ნაცვლად იმისა, რომ
სტუმრის სიამოვნებასა და მხიარულ დროსტარებაზე ეზრუნა, ჩემს
სარჩენად ძლივს იმეტებს ორიოდ ლუკმას და, ეგეც არ იყოს, ნებას აძლევს
თავის შვილებს და მთელ სახლეულს, აბუჩად ამიგდონ, დაცინვა, მუქარა და,
შენ წარმოიდგინე, ცემა-ტყეპაც კი არ მომაკლონ. ხოლო თუ შევჩივლე,
რატომ მეპყრობიან შენს სახლში ასე უდიერად-მეთქი, პასუხად ამბობს:
„შენმა მზემ,.სწორედ შენთვის ავაშენე ეს სახლი, ან კიდევ იმისთვის
გავაჩინე შვილები და გარს შემოვიხვიე სახლეული, რომ შენ გემსახურონ!
მეტი საქმე არა მაქვს, ხომ იცი, რომ შენ გარჩინო, გეფერო და გელოლიავო!“
მე კი სანაცვლოდ მივუგებ: „იცი რა, ჩემო მეგობარო? თუ ჩემთვის არ აგიგია
ეს სახლი, მაშინ რატომღა მახევდი კალთებს, ვინ გეხვერწებოდა,
დამპატიჟეო? მაგრამ რაკიღა მაიძულე, რომ გსტუმრებოდი, განა მოვალე
არა ხარ ისე მიმასპინძლო, რომ მე მშვიდად, უშიშრად და უზრუნველად
ვიგრძნო თავი?“ ახლაც ამასვე ვამბობ. მე ვიცი, რომ ეს სამყარო კაცთა
მკითხველთა ლიგა

75
სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ როდი შეგიქმნია. პირიქით, უმალ იმას
ვირწმუნებ, რომ ყველაფერი ისე შეჰქმენი და, თითქოს განზრახ,
ყველაფერი ისე გაარიგე და დააწესე, რომ დღენიადაგ გვტანჯო. მაგრამ
მაშინ საკითხავია: მე გთხოვე, არიქა, ამქვეყნად მომიწვიე-მეთქი? ან იქნებ
ძალით, შენდა უნებურად შემოგეჭერი? ხოლო თუ შენი ნებასურვილით
მომიყვანე, ან, უფრო სწორად, ძალით მომათრიე და აქ მომიჩინე ბინა, ისე
რომ არც თანხმობა გიკითხავს, არც უარის თქმისა თუ წინააღმდეგობის
გაწევის საშუალება მოგიცია ჩემთვის, მაშინ მითხარი, ნუთუ არავითარი
მოვალეობა არ გაკისრია ჩემს მიმართ? კარგი, ვთქვათ, ჩემი მოვლა-
პატრონობითა და ჩემს. ბედნიერებაზე ზრუნვით არ გსურს შეიწუხო თავი,
მაგრამ ის მაინც არ გმართებს, რომ ტანჯვა-წამებისაგან დამიხსნა და
ჯოჯოხეთად არ მიქციო აქ ყოფნა? და რასაც ახლა გეუბნები, იცოდე, კაცთა
მთელი მოდგმის, ყველა სულდგმულისა და ყველა ქმნილების სახელით
გეუბნები.
ბ უ ნ ე ბ ა. მე კი მგონია, შენ ივიწყებ იმას, რომ სამყაროს მთელი სიცოცხლე
დაბადებათა და გარდაცვალებათა მარადიული წრებრუნვაა, რომ
სიკვდილსა და სიცოცხლეს დაუხსნელი კავშირი ჰკრავს, და თუ ერთი არ
ემსახურება მეორეს ან, პირიქით, მეორე — პირველს, ხოლო ორივე ერთად
— სამყაროს არსებობისა და თვითმყოფობის შენარჩუნებას, — ყველაფერი
დაიშლება, დაირღვევა და არად იქცევა. აი, რატომაა მარადიული
სიკვდილიცა და სიცოცხლეც; აი, რატომაა საზიანო სამყაროსათვის, რომ
მასში თუნდაც ერთი, ერთადერთი სულდგმულიც არ იტანჯებოდეს.
ი ს ლ ა ნ დ ი ე ლ ი. ზუსტად ამასვე ამტკიცებს თითქმის ყველა
ფილოსოფოსიც. მაგრამ თუ მოკვდავი იტანჯება, ხოლო სიკვდილის მიზეზი
არავითარ სიამოვნებას არ განიცდის და მალე თვითონაც მოკვდება, მაშინ
კეთილი ინებე და ამ კითხვაზე მიპასუხე, რომლის პასუხი არცერთ
ფილოსოფოსს არ მოეძებნება: ვის აძლევს ხელს, ან ვის რასა რგებს, რომ
სამყაროს ამ უბედურესი სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იყოს
მხოლოდ ერთი გზით, მხოლოდ ერთი საშუალებით: ყოველივე იმის
სიკვდილით, რაც შეადგენს თვითონ სამყაროს?
მაგრამ ამნაირ საუბარში გართული, როგორც გადმოგვცემენ, შეუმჩნევლად
მიუახლოვდა ორი ლომი, შიმშილით ისე გამხდარი, გაძვალტყავებული და
გამოფიტული, რომ ძლივს მოახერხეს ისლანდიელის შეჭმა. ამ საქმეს რომ
მკითხველთა ლიგა

76
მორჩნენ და ცოტა მომაგრდნენ, ორიოდე დღეს კიდევ შეძლეს თავის გატანა.
თუმცა ზოგიერთი უარყოფს ამას და, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ
ისლანდიელის ბოლო სიტყვებზე ამოვარდა საშინელი ქარი, მიწას გააკრა
ის და ზედ ქვიშის ზვიადი მავზოლეუმი აღმართა. დიდი ხნის შემდეგ, ეს
ჩვენი ისლანდიელი, ჩირივით გამომხმარი და დიდებულ მუმიად ქცეული,
ვიღაც მოგზაურებმა იპოვეს და ევროპის ერთერთი ქალაქის მუზეუმში
მოათავსეს.

ფრედერიკ რეიშისა 113და მისი მუმიების


საუბარი

მუმიების ქორო
(ფრედერიკ რეიშის კაბინეტში)

ჰოი, სიკვდილო, ერთადერთო უკვდავო ქვეყნად,


ყოვლის მიმრქმელო, დედობრივი შენი წიაღი
ყველაფერს იტევს, ყველა ტკივილს უამებს სულებს,
ტანჯვისგან დახსნილთ.
მალამოსავით ეფინები ჭრილობებს ჩვენსას,
შვებას თუ არა სიმშვიდეს მაინსც გვანიჭებს
თვლემამორეულ გონებაში ღამის უკუნმა
იმძლავრა, უკვე მიინავლა აზრის ნათელი,
არსად კიაფობს არც სურვლის, არც სასოების
უმწეო სხივიც.
ვნებათაღელვაც,შიშიც, ძრწოლაც დაცხრა ერთიან

113
ფრედერიკ რეიში (1638 1731) — ჰოლანდიელი ბუნებისმეტყველი და ანატომისტი. მუმიებს ლეოპარდი
უწოდებს იმას, „რისთვისაც მეცნი– ერების ენაზე უფრო მართებული იქნებოდა ანატომიური პრეპარატები
გვეწოდებინა“, როგორც შენიშნავს თვითონ ავტორი.
მკითხველთა ლიგა

77
დაწრეტილ სულში; აღარ გვამღვრევს, აღარ გვაშფოთებს
სიცარიელის სადინარით მდორე დინება
მარადისობის.
ჩვენცა ვცხოვრობდით, კაცნი გვერქვა ოდესღაც ჩვენცა,
მაგრამ ისე, ვით სიბერეში - სიყრმის სიზმარი,
ჩვენშიაც სრულად წარიხოცა და გაქრა კვალი
გარდასულ ყოფის.
რანი ვიყავით, ან რა ერქვა იმ მწარე მწარე წამსა,
რასაც სიცოცხლეს უწოდებენ რატომღაც კაცნი,
და რაც ისევე გვაფრთხობს მკვდართა, როგორც ცოცხალნი
უფრთხიან სიკვდილს.
რარიგ მშვიდია, უშფოთველი და უგრძნობელი
აწ ჩვენი ყოფა, მაგრამ ვაი, რომ ნეტარება -
აღქმული ჯილდო - არც მოკვდავთა დ არც მკვდართა
არ არის ხვედრი.

რ ე ი ში (კაბინეტის ზღუობლთან ჩერდება და კარში დატანებული


ფანჯრიდან იჭყიტება შიგ) — დალახვროს ეშმაკმა, ვინ ასწავლა ამ
მკვდრებს სიმღერა? რა მამლებივით გაჰყივიან ამ შუაღამისას? მართალი
გითხრათ, ჭირის უფლმა დამასხა და კინაღამ მათზე უფრო მკვდარი არ
გავხდი?! რას წარმოვიდგენდი, რომ გახრწნისგან დაცვა საკმარისი
იქნებოდა მათ გასაცოცხლებლად? ისინი კი გაცოცხლდნენ, მკვდრეთით
აღდგნენ, და მე ციებცხელებიანივით ვცახცახებ და ვერავითარი
ფილოსოფია ვეღარა მშველის. ღმერთმა დასწყევლოს ის ეშმაკი,
რომელმაც ჩამჩურჩულა, მთელი ამ ძმობისთვის ჩემს ჭერქვეშ მომეცა
თავშესაფარი. ახლა რაღა ვქნა? ჩაკეტილში დავტოვო, ვაითუ კარი
გამოამტვრიონ! თუმცა შეიძლება საკლიტედანაც გამოძვრნენ და ჩემს
საწოლამდე მოაღწიონ. ყვირილს მოვყვე და ხალხი შევყარო, მიშველეთ,
მკვდრების მეშინია-მეთქი, ხომ მომეჭრა თავი? არა, მეტი გზა არ არის,
გული უნდა გავიმაგრო და ერთი ჩემებურად დავუცაცხანო, ეგება ცოტათი
მაინც დავაშინო ეს თავხედები (კაბინეტში შედის).
მკითხველთა ლიგა

78
ეს რა ამბავი გაგიმართავთ, ჩემო კარგებო? ხომ არ დაგავიწყდათ, რომ
მკვდრები ხართ? ნუთუ მეფის სტუმრობამ114 ისე გაგაამაყათ და
გაგაყოყოჩათ, რომ ადექით და ხელაღებით გადაწყვიტეთ, თითქოს ძველ
კანონებს აღარ ემორჩილებით? თუმცა თქვენ, ალბათ, ხუმრობთ; არა
მგონია, სერიოზულად ფიქრობდეთ ამას. თუ მართლა გაცოცხლდით,
სულითა და გულით გილოცავთ; მაგრამ ნურც ისე მდიდარი გგონივართ, რომ
ცოცხლებიც ისევე შეგინახოთ, როგორც მკვდრებს გინახავდით. ამიტომ
კეთილინებეთ და აქედან მიბრძანდით. ხოლო თუ მართალია, რასაც
ვამპირებზე ამბობენ, და თუ თქვენც მათ რიცხვს ეკუთვნით, მაშინ სხვა
მსხვერპლს დაუწყეთ ძებნა; ისღა მაკლია, თქვენ გაწოვინოთ სისხლი: სულ
ტყუილად გგონიათ, რომ ამ შემთხვევაშიც იმნაირ გულუხვობას გამოვიჩენ,
როგორც მაშინ, როცა სისხლის მაგივრად ხელოვნურ სითხეს
გიშხაპუნებდით115 ერთის სიტყვით, თუ მოწყალებას მოიღებთ და
კვლავინდებურად ჩუმად და წყნარად იქნებით, ჩვენც კვლავ გულითად
მეგობრებად დავრჩებით და ამ ჩემს სახლში არაფერი არ მოგაკლდებათ;
არადა, ამ ძელს ხომ უყურებთ? დავავლებ ხელს და ერთიანად ამოგჟუქავთ.
ე რ თ-ე რ თ ი მ კ ვ დ ა რ ი. ნუ ბრაზობ: პირობას გაძლევ, რომ მალე ისეთივე
მკვდრები ვიქნებით, როგორიც აქამდე ვიყავით, და შენ აღარ დაგჭირდება
ჩვენი დახოცვა.
რ ე ი შ ი. კი მაგრამ, რა ჯანდაბამ გაფიქრებინათ ამ უდროო დროს სიმღერის
წამოწყება.
მ კ ვ დ ა რ ი. ეს-ესაა, ზუსტად შუაღამისას, შესრულდა ის დიადი
მათემატიკური წელი,116 რაზედაც ამდენს წერდნენ ძველი ბერძნები.

114
იგულისხმება რუსეთის მეფე პეტრე I (1682—1725). „რეიშის კაბინეტს ორჯერ ეწვია მეფე პეტრე
პირველი, რომელმაც ბოლოს იყიდა კიდეც ეს კაბი– ნეტი და პეტერბურგს გაუგზავნა იგი“ (ლეოპარდის
შენიშვნა). პეტრე I-მა ორ– ჯერ გნახულა რეიშის ინეტი — 1698 და 1717 წ. აღსანიშნავია, რომ
ჰოლანდიელი მეცნიერის ანატომიური პრეპარატები დღემდე გამოფენილია „ზამთრის სასახლეში“.
115
„რეიშის მიერ გვამების შესანახად გამოგონილი ხერხი იმაში მდგომარეობდა, რომ მათში შეჰყავდა
ერთგვარი ნივთიერება, რომელიც სასწაულებრივ ზემოქმედებას ახდენდა“ (ლეოპარდის შენიშვნა).
116
დიადი მათემატიკური წელი პითაგორელების, ჰერაკლიტესა თუ პლატონის მიმდევრებისა და
ზოგიერთი სხვა ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენელთა აზრით, დიადი მათემატიკური წელი
ითვლიდა ათი ათას წელს, რომლის გასრულების შემდეგაც ყველა ციური სხეული კვლავ უბრუნდებოდი
ერთგვარ საწყის მდგომარეობას ერთურთის მიმართ. პლატონის მიხედვით, იგივე დრო იყო საჭირო
უსხეულმყოფელ სულთა ხელახალი რეინკარნაციისათვის (განსხეულებისათვის)
მკითხველთა ლიგა

79
სწორედ ესაა მიზეზი, რომ მკვდრები თავიანთი სიკვდილის შემდეგ
პირველად ალაპარაკდნენ. და განა მარტო ჩვენ, უკლებლივ ყველა
მკვდარმა, სადაც უნდა იყვნენ ისინი, — ყველა სასაფლაოზე, ყველა
სამარეში, ყველა სამარხში, ზღვის ფსკერზე, ღია ცის ქეშ, თოვლში, ქვიშაში,
— ამ შუაღამისას ერთდროულად დააგუგუნა ის სიმღერა, რომელიც შენ
მოისმინე.
რ ე ი შ ი. და კიდევ დიდხანს აპირებთ სიმღერასა და ლაპარაკს?
მ კ ვ დ ა რ ი. სიმღერას უკვე მოვრჩით, ლაპარაკით კი ერთ თხუთმეტიოდე
წუთსაც ვილაპარაკებთ; შემდეგ კი დავდუმდებით და კრინტს აღარ
დავძრავთ მანამ, სანამ არ გაილევა კიდევ ერთი დიადი წელი.
რ ე ი შ ი. თუ ასეა, მეტი არაა ჩემი მტერი, ერთხელ კიდევ გამაღვიძოთ
შუაღამისას! კეთილი და პატიოსანი; ილაპარაკეთ, მე კი თავს არ შეგაწყენთ,
ჩემთვის მივდგები აგერ — კუთხეში და სიამოვნებით მოვისმენ ყველაფერს;
ამაზე საინტერესო რა უნდა იყოს?
მ კ ვ დ ა რ ი. მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია ლაპარაკი,
თუ რომელიმე ცოცხალს შეკითხვებზე პასუხს ვაძლევთ. ვისაც ცოცხალი
თანამოსაუბრე არა ჰყავს, მორჩა, მოგჭამა ჭირი: ხელად დადუმდება.
რ ე ი შ ი. დიდად სამწუხაროა: მე მეგონა, ყურს დაგიგდებდით და კაი
გვარიანად გავერთობოდი. თქვენ კი თურმე არ შეგიძლიათ...
მ კ ვ დ ა რ ი. რომც შეგვეძლოს, რისთვის უნდა დაგეგდო ყური:
ერთმანეთისთვის სათქმელიც რომ არაფერი გვაქვს?
რ ე ი შ ი. ათასი კითხვა მიტრიალებს თავში, მაგრამ დროის სიმცირის გამო
ვერც ერთს ვერ ამოვირჩევ, ვერც ერთს ვერ მივანიჭებ უპირატესობას.
ამიტომ მოკლედ მითხარით, რა იგრძენით უშუალოდ სიკვდილის წამს?
მ კ ვ დ არ ი. მე პირადად, მართალი გითხრა, არც კი მიგრძვნია, როგორ
გავთავდი.
დ ა ნ ა რ ჩ ე ნ ი მ კ ვ დ რ ე ბ ი. არც ჩვენ.
რ ე ი შ ი, როგორ თუ არ გიგრძვნიათ?
მ კ ვ დ ა რ ი. როგორ და ისე, როგორც შენ, მაგალითად, ძილის წინ, ბევრიც
ეცადო, ვერასდიდებით ვერ იგრძნობ იმ წამს, როცა იძინებ. მკითხველთა ლიგა

80
რ ე ი შ ი. კი მაგრამ, ძილი ხომ სავსებით ბუნებრივია?
მ კ ვ დ ა რ ი. ხოლო სიკვდილი, შენის აზრით, არაბუნებრივი რამ არის? აბა,
დამისახელე თუნდაც ერთი კაცი, ან ცხოველი, ანდა მცენარე, უკვდავი რომ
იყოს.
რ ე ი შ ი. ახლა კი აღარც თქვენი სიმღერა მიკვირს და აღარც ლაპარაკი, რაკი
თვითონაც არ გიგრძვნიათ, როგორ გათავდით.
„ისრით განგმირულს არ აწუხებს წყლული სრულიად,
კვლავ ბრძოლად იწევს, და ვერც კი გრძნობს, რომ მოკლულია“,
როგორც ამბობს ერთი იტალიელი პოეტი.117 მე მეგონა, სიკვდილის ასავალ-
დასავალი თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, ვიდრე ცოცხლებს, მაგრამ ხუმრობა
იქით იყოს და, ნუთუ მართლა არავითარი ტკივილი არ გიგრძვნიათ
სიკვდილის წამს?
მ კ ვ დ ა რ ი. რის ტკივილი, რა ტკივილი, თუკი ის, ვინც შეიძლება ტკივილს
განიცდიდეს, ვერც კი გრძნობს, რომ კვდება?
რ ე ი შ ი. მაგრამ ყველა ღრმადაა დარწმუნებული, რომ არ არსებობს
სიკვდილზე უფრო მტკივნეული განცდა.
მ კ ვ დ ა რ ი. თითქოს სიკვდილი მართლაც განცდა იყოს და არა რაღაც
განცდის საპირისპირო.
რ ე შ ი. კი მაგრამ, ისინიც, ვინც იზიარებენ ეპიკურელთა შეხედულებას
სულის ბუნებასა თუ რაობაზე118 და ისინიც, ვინც საყოველთაოდ
აღიარებულ აზრს იცავენ, მოკლედ, ყველა, ანდა ყველა თუ არა, უდიდესი
უმრავლესობა მაინც ერთმანეთს ეთანხმება ერთ რამეში, კერძოდ, იმაში,
რასაც ახლა მე ვამტკიცებ; ესე იგი, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ
სიკვდილი, თავისი ბუნებით, უკიდურესად მტიკვნეულია, და რომ მას
ვერავითარი სხვა ტკივილი ვერ შეედრება.

117
ციტატა მოტანილია იტალიელი პოეტის ფრანჩესკო ბერნის (დაახლ. 1497 —1535) პოემიდან
„შეყვარებული როლანდი“ (სიმღერა 53, სტროფი 69).
118
ეპიკურე და მისი მიმდევრები უარყოფდნენ ინდივიდუალური სულის უკე დავებას. იხ. დიოგენე
ლაერტელი „გამოჩენილ ფილოსოფოსთა ცხოვრება“, 1, 125.
მკითხველთა ლიგა

81
მ კ ვ დ ა რ ი. მაშინ ერთთაც და მეორეთაც ასე დაეკითხე ჩვენი სახელით:
თუკი ადამიანს არ შეუძლია შეიგრძნოს ის წამი, - როცა ყველა მისი უნარი
მხოლოდ დროებით და ნაწილობრივ წყვეტს მოქმედებას ძილის,
ძილქუშის, გულის წასვლის თუ სხვა მისთანათა შედეგად, როგორღა
შეიგრძნობს იმ წამს, როცა ყველა ზემოხსენებული უნარი დროებით ან
ნაწილობრივ კი არა, მთლიანად და სამუდამოდ იშრიტება და ქრება? ეგეც
არ იყოს, როგორ შეიძლება, რომ სიკვდილის წამს მთელის არსებით
შეგვძრას ამა თუ იმ ცოცხალმა განცდამ, ამა თუ იმ მძაფრმა შეგრძნებამ?
მეტიც, როგორ შეიძლება, რომ სიკვდილი თავისთავად იყოს რაიმე
ცოცხალი განცდა, ანდა შეგრძნება? ნუთუ, თქვენი აზრით, როცა მთელი
გრძნობელობა არა მარტო სუსტდება და ჩლუნგდება, არამედ მთლიანად
იშრიტება და სულაც ქრება, ადამიანს კიდევ რჩება რაიმე მძაფრი
შეგრძნების თუ განცდის უნარი? ან, იქნებ, გგონიათ, რომ თვით ეს დაშრეტა
და ჩაქრობა შეიძლება მძაფრი შეგრძნება იყოს? მაგრამ ხომ თქვენი
თვალით გინახავთ, რომ თვით იმ კაცსაც, ვინც ხანგრძლივი ავადმყოფობისა
და სასტიკი ტკივილებისგან წარმოუდგენლად იტანჯებოდა, სწორედ იმ
წამს, როცა სული ეყრება სხეულს, რაღაც უცნაური სიმშვიდე ეუფლება, რაც
მხოლდ იმას მოწმობს, რომ მის არსებაში ოდნავღა მბჟუტავი სასიცოცხლო
ძალა აშკარად აღარ არის საკმარისი, რათა კვლავინდებურად იგრძნოს
ტკივილი, რომელიც თვით სიცოცხლეზე ადრე მთავრდება. ჩვენი სახელით
ეს გადაეცი ყველას, ვისაც ჰგონია, რომ სიკვდილის წამს წარმოუდგენელი
წამება და წვალება ელის.
რ ე ი შ ი. ეპიკურელებისათვის ეს შეიძლება საკმარისი საბუთიც იყოს,
მაგრამ არა მისთვის, ვინც სულის ბუნებაზე სულ სხვაგვარად მსჯელობს,
კერძოდ, ისე, როგორც მე ვმსჯელობდი უწინ, ხოლო ამას იქით,
რასაკვირველია, უფრო დარწმუნდებით და დაბეჯითებით ვიმსჯელებ,
რაკიღა ჩემი ყურით მოვისმინე, როგორ მღერიან და ლაპარაკობენ
მკვდრები. რადგან ის, ვისაც სწამს, რომ სიკვდილი სხვა არა არის რა, თუ არ
სულისა და სხეულის გაყრა, და რომ ადამიანის არსებობას მხოლოდ მათი
მჭიდრო კავშირი, ურთიერთშერწყმა თუ შენივთება განაპირობებს,
ვერასდიდებით ვერ დაიჯერებს, თითქოს შესაძლებელი იყოს სულისა და
ხორცის გაყრა, მათი გათავისთავადება თუ განცალკევება წარმოუდგენელი
ძალადობისა და ენით უთქმელი ტანჯვის გარეშე.
მკითხველთა ლიგა

82
მ კ ვ დ ა რ ი. ერთი ეს მითხარი: ხომ არ გგონია, რომ სული მიკრულია სხეულს
რომელიღაც ძარღვით, კუნთით ან აპკით, რომლებიც უთუოდ უნდა
გაწყდნენ სულისა და ხორცის გაყრისას? ან იქნებ, შენის აზრით, სული
სხეულის ერთ-ერთი ასოა, რომელიც ძალით უნდა მოიკვეთოს ანდა
მოიჭრას? ნუთუ ვერ ხედავ, რომ სული თავისით ეყრება სხეულს, როცა რაიმე
ხორცის გარსში აღარ აყენებს, და ამიტომაც არ სჭირდება ძალით
ამოძირკვა, ან ძირფესვიანად აღმოფხვრა. ესეც მითხარი: განა
განსხეულებისას სული გრძნობს, რომ ძალით ასახლებენ სხეულში, ანდა
ძალით აჯაჭვავენ მას, რათა, შენივე თქმისა არ იყოს, ერთარსად შეანივთონ
ისინი? მაშ, სხეულთან გაყრისას რატომღა უნდა გრძნობდეს, რომ ძალით
აშორებენ, ძალით ატოვებინებენ თავის სახლს, ან მტკივნეულად რატომ
უნდა განიცდიდეს ამ განშორებას? უნდა იცოდე და ეჭვმიუტანლად გწამდეს,
რომ სულის განსხეულებაცა და სულისა და სხეულის გაყრაც ერთნაირად
მშვიდია, უმტკივნეულო და უტანჯველი,
რ ე ი შ ი . კი მაგრამ, თუ სიკვდილი ტანჯვა არ არის, მაშ რაღა არის?
მ კ ვ დ ა რ ი. უმალ სიამოვნებაა იცოდე, ჩვენ ისევე ვკვდებით, როგორც
ვიძინებთ, არა ერთ წამს, არამედ თანდათანობით. თუმცა ეს თანდათანობა
სხვადასხვანაირია, რასაც სიკვდილის მიზეზთა სხვადასხვაობა
განაპირობებს, რომელთა გამოისობითაც. კვდომა ხან უფრო მეტად
ჭიანურდება, ხან — უფრო ნაკლებ. უკანასკნელ წამს სიკვდილი აღარც
მტკივნეულია და აღარც სასიამოვნო, ისევე, როგორც ძილი. მაგრამ ის
უმტკივნეულოა იმ ხნის მანძილზეც, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს
უკანასკნელ წამს, ვინაიდან ტკივილი რაღაც ცოცხალია, ხოლო როდესაც
კაცი კვდება, მისი გრძნობებიც მომაკვდავად უნდა ჩავთვალოთ, იმდენად
ძალადაწრეტილი არიან ისინი. სამაგიეროდ სიკვდილმა შეიძლება
სიამოვნება განგვაცდევინოს. ვინაიდან სიამოვნება სიკვდილივით ცოცხალი
როდია, მეტიც, ყველა ადამიანური სიამოვნება, არსებითად, სხვა არა არის
რა, თუ არა ერთგვარი მოშვებულობა, ღონემიხდილობა, მიბნედილობა.
ამიტომ კაცი შეიძლება მაშინაც კი განიცდიდეს სიამოვნებას, როცა მისი
გრძნობელობის უნარი თითქმის მთლიანად მიმქრალია და მისუსტებული,
ვინაიდან თვით სისუსტე, როგორც უკვე ითქვა, — ესაა ერთგვარი
სიამოვნება, მით უმეტეს, როცა ტანჯვისაგან გათავისუფლებს; ხომ
მოგეხსენება, რომ ყოველგვარი ტანჯვისა თუ ტკივილის შეწყვეტა
თავისთავად არის სიამოვნება. მკითხველთა ლიგა

83
მაშასადამე, სიკვდილისმიერი სისუსტე და სიძაბუნე განსაკუთრებით
სასიამოვნო უნდა იყოს, ვინაიდან წარმოუდგენელი ტანჯვისაგან
გვათავისუფლებს. მე პირადად სიკვდილის წამს არ დავკვირვებივარ ჩემს
შეგრძნებებსა და განცდებს, ვინაიდან ექიმებმა ამიკრძალეს ტვინის
გადაღლა, მაგრამ ბუნდოვნად მაინც მახსოვს, რომ ჩემი სული დაახლოებით
ისეთსავე სასიამოვნო მოთენთილობას განიცდიდა, რასაც უშუალოდ ძილის
წინ განვიცდით ხოლმე.
დ ა ნ ა რ ჩ ე ნ ი მ კ ვ დ ე ბ ი. დიახ, გვახსოვს, ჩვენც ასეთივე განცდა გვქონდა.
რ ე ი შ ი. თუ ასეა, ასე იყოს, მაგრამ ყველა, ვისთანაც ამ საგანზე მისაუბრია,
სულ სხვანაირად სჯიდა, თუმცა, რამდენადაც მახსოვს, არც ერთს არ
დაუმოწმებია თავისი საკუთარი გამოცდილება. ახლა კი ამ კითხვაზედაც
მიპასუხეთ: როცა სიკვდილის წინ ესოდენ სასიამოვნო განცდები გქონდათ,
ფიქრობდით კია, რომ კვდებით და სიკვდილის გულმოწყალებას უნდა
უმადლოდეთ ამ თქვენს სიამოვნებას? თუ სულ სხვა იყო თქვენი
საფიქრალი?
მ კ ვ დ ა რ ი. სანამ არ მოვკვდი, ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ
როგორმე თავს დავიძვრენდი ამ განსაცდლისგან; ყოველ შემთხვევაში,
სანამ ჯერ კიდევ შემეძლო აზრის მოკრება, იმედი მქონდა, ორიოდე საათს
კიდევ ვიცოცხლებ-მეთქი. მე მგონია, ასე ემართება ყველა მომაკვდავს.
დ ა ნ ა რ ჩ ე ნ ი მ კ ვ დ ე ბ ი. დიახ, ჩვენც სწორედ ასე დაგვემართა.
რ ე ი შ ი. ჰო, ისეა, როგორც ციცერონი ამბობს: არ მოიძებნება ისეთნაირად
მიწოწნილი ბერიკაცი, თავს რომ არ იმხნევებდეს, ორიოდე წელს მაინც
ვიცოცხლებო. 119კი მაგრამ, უკანასკნელ წამს როგორ იგრძენით, რომ თქვენი
სული გაეყარა სხეულს? მითხარით, როგორ მიხვდით, რომ უკვე მოკვდით?
ხმას არ იღებენ. რა მოგივიდათ, თქვე კაი ხალხო, ხომ არ დაყრუვდით?
თუმცა, როგორც ჩანს, თხუთმეტი წუთი უკვე გავიდა. აბა, ერთი კარგად
მოვსინჯო: დიახ, კვლავ ისეთივე მკვდრები არიან. როგორიც უნდა იყვნენ
მკვდრები. აწი კი ნამდვილად ვეღარ შემაშინებენ. წავალ, ერთ პირსაც
წავუძინებ.

119
იხ. ციცერონი, „სიბერისათვის“, VII, 2). მკითხველთა ლიგა

84
ქრისტეფორე კოლუმბისა და პედრო
გუტიერესის საუბარი
კ ო ლ უ მ ბი: 120 რა მშვენიერი ღამეა!
გ უ ტ ი ე რ ე ს ი.121 მართლაც რომ მშვენიერია, მაგრამ ხმელეთზე კიდევ
უფრო მშვენიერი მოგეჩვენებოდა.
კ ო ლ უ მ ბ ი . აი, ხომ ხედავ, შენც დაგღალა ცურვამ.
გ უ ტ ი ე რ ე ს ი. არა, არა, მხოლოდ არა ცურვამ! მაგრამ უფრო დიდხანს კი
გაჭიანურდა, ვიდრე მოველოდი და, ცოტა არ იყოს, მომბეზრდა. ნუ გგონია,
თითქოს სხვებივით ვდრტვინავდე შენს საქციელზე. მენდე, რაც უნდა
გადაწყვიტო ამ მოგზაურობისას, ისევე, როგორც უწინ, ყოველნაირად მხარს
დაგიჭერ. მაგრამ, რახან სიტყვამ მოიტანა, მოდი, გულახდილად მითხარი:
ნუთუ ძველებურად დარწმუნებული ხარ, რომ დედამიწის ამ ნაწილში რაიმე
ხმელეთს აღმოაჩენ და, ესოდენ ხანგრძლივი გამოცდილების მიუხედავად,
ჯერ კიდევ არაფერი არ გაეჭვებს?
კ ო ლ უ მ ბ ი. მართალი გითხრა, — ან კი სხვა რა უნდა უთხრა მეგობარს,
რომელიც, იცი, საიდუმლოს შეგინახავს,–ცოტა არ იყოს თვითონაც
შევეჭვდი, მით უმეტეს, რომ მოგზაურობისას ბევრმა სასიკეთო ნიშანმა
მოლოდინი არ გაგვიმართლა: გაიხსენე თუნდაც ის ფრინველები,
რომლებმაც გომერიდან122 გამოსვლის შემდეგ თავზე გადაგვიფრინეს და
დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ აიღეს გეზი, — მე კი მეგონა, რომ ეს
ხმელეთის სიახლოვეს მოასწავებდა. რამდენი რამ ვივარაუდე ზღვაში
გასვლამდე, რამდენი რამ ვიწინასწარმეტყველე, გზაში ესა და ეს
შეგვხვდება, ესა და ეს შეგვემთხვევა-მეთქი, მაგრამ დღითიდღე სულ უფრო
თვალნათლივ ვრწმუნდებოდი, რომ სინამდვილე არც ჩემს ვარაუდს
შეესაბამება და არც წინასწარმეტყველებას. და რაკი ყველა ვარაუდი

120
კოლუმბი ქრისტეფორე (1451—1506) — სახელგანთქმული ზღვაოს ჩo და მოგზაური, ამერიკის
კონტინენტის აღმომჩენი.
121
გუტიერესი პედრო (გარდ. 1493) — არაგონისა და კასტილიის მე– ფის ფერდინანდ V კათოლიკეს
(1468—1516) კამერდინერი. ნებაყოფლობით გაჰყვა კოლუმბს პირველ მოგზაურობაში. რამდენიმე
მეზღვაურთან ერთად დატოვებული იქნა კოლუმბის მიერ 1492 წლის დეკემბერში აღმოჩენილ კუნძულ ის
პანიოლაზე (ჰაიტი) და იქვე დაიღუპა.
122
გომერა — კანარის არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული.
მკითხველთა ლიგა

85
გამიცრუვდა, რაც უწინ უეჭველად მეჩვენებოდა, ახლა უკვე იმასაც ვფიქრობ,
რომ შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს მათ შორის ყველაზე მთავარიც,
რომლის თანახმადაც ოკეანის გაღმა მხარეს ხმელეთი უნდა
მდებარეობდეს. მართალია, ერთის მხრივ, ეს ვარაუდი იმდენად ურყევ
საფუძველს ემყარება, რომ თუ ისიც მცდარი აღმოჩნდა, საერთოდ აღარ
ვენდობი ადამიანის არავითარ აზრს, არავითარ მსჯელობას, რომელიც
უშუალოდ არ ეხება იმას, რაც შეიძლება შენივე თვალით დაინახო, ყურით
მოისმინო ან ხელით მოსინჯო. მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენთვის ისიც
აშკარაა, რომ პრაქტიკული ცდა ძალიან ხშირად არ ემთხვევა თეორიულ
აზრს, ძალიან ხშირად განსხვავდება მისგან და ამიტომ ასე ვეუბნები ჩემსავე
თავს: ვინ გითხრა, თითქოს დედამიწის ყველა ნაწილი დანარჩენ ნაწილებს
უნდა ჰგავდეს და თუ მთელი აღმოსავლეთი ნახევარსფერო ნაწილობრივ
წყალს უჭირავს, ნაწილობრივ კი ხმელეთს, ამიტომ დასავლეთი
ნახევარსფეროც წყალსა და ხმელეთს შორის უნდა იყოს დანაწილებული?
ვინ გითხრა, თითქოს ის მთლიანად არ უჭირავს უნაპირო ზღვას? ან, ვინ
იცის, იქნებ მიწას და წყალს რაღაც მესამე სტიქიონიც ენაცვლება იქ? ხოლო
თუ მას, მეორე ნახევარსფეროს მსგავსად, მხოლოდ ზღვა და ხმელეთი
ავსებს, განა გამორიცხულია, რომ ის მთლიანად დაუსახლებელი, ან
საცხოვრებლად უვარგისი იყოს? მაგრამ დავუშვათ, რომ ისევე
დასახლებულია, როგორც ჩვენი ნახევარსფერო, — ვინ მეტყვის
დაბეჯითებით, რომ იქაც ისეთივე გონიერი არსებები ბინადრობენ, როგორც
აქ? ხოლო თუ ბინადრობენ, ან იმის დასტური სად არის, რომ ისინიც
ადამიანები არიან და არა გონიერებით დაჯილდოებული სხვა ცხოველები?
ანდა, თუ მაინც ადამიანები არიან, ხომ შეიძლება თხემით ტერფამდე
განსხვავდებოდნენ ჩვენგან: ვთქვათ, უფრო ტანსრულნი იყვნენ, უფრო
ძლიერი, უფრო მარჯვენი, ბუნების მიერ შეუდარებლად უფრო დიდი
გონივრული თუ სულიერი ძალებით დაჯილდოებულნი, მეცნიერებებს
უფრო სრულყოფილად დაუფლებულნი და ხელოვნებებშიაც უკეთ
გაწაფულნი? დიახ, ასე ვეუბნები ჩემსავე თავს. ჭეშმარიტად, ბუნებისათვის
ნიშნეულია, როგორც თავად შეგვიძლია დავრწმუნდეთ, იმნაირი
ძალმოსილება, და მისი გამოვლინებანი იმდენად მრავალრიცხოვანნი და
მრავალფეროვანნი არიან, რომ შეუძლებლია, არა მარტო ეჭვშეუვალი
სიზუსტით იმსჯელო იმაზე,
მკითხველთა ლიგა

86
რაც მას შეუქმნია ან ახლაც ქმნის ყველაზე შორეულ მხარეებში, რომლებიც
სრულიად უცნობია ჩვენთვის, არამედ ისიც საკითხავია, ტყუვდება თუ არა
ადამიანი, მისთვის ჩვეული საგნებისა თუ მოვლენების მიხედვით რომ
აფასებს ამ შორეულ მხარეთა უცხო ბუნებას, რადგან არც ისაა
გამორიცხული, თუ წარმოვიდგენთ, რომ ამ უცნობ სამყაროში ყველაფერი
განსაცვიფრებლად განსხვავებულია ჩვენი სამყაროსაგან.
აი, ჩვენ საკუთარი თვალი და ვხედავთ, რომ ისარი ამ ზღვებში პოლარული
ვარსკვლავისაგან საკმაოდ დიდი კუთხით ისიება ღასავლეთისკენ: ეს კი
არნახული და არგაგონილი მოვლენა გხლავს, რომელსაც შეუძლია
საგონებელში ჩააგდოს რომელიც გნებავს ზღვაოსანი, და მეც, ამდენი
თავისმტვრევის მიუხედავად, ვერავითარი დამაჯერებელი ახსნა ვერ
მოვუძებნე მას. ამით იმის თქმა კი არა მსურს, თითქოს სარწმუნოდ უნდა
მიგვაჩნდეს ძველი მწერლების მონაჩმახი, რომლებიც უცნობი სამყაროსა
თუ ამ ოკეანის სასწაულებს გვიხატავენ, თუნდაც ის არაკები, რომლებსაც
შორეულ ქვეყნებზე ყვება ჰანონი:123 თითქოს იქაური ღამეები სავსე იყოს
მოცეკვავე ცეცხლის ენებით, ხოლო ზღვას ცეცხლის მდინარეები
ერთვოდნენ. აკი თვითონვე დავრწმუნდით, რაოდენ ფუჭი და საფუძველს
მოკლებული აღმოჩნდა ჩვენი მეზღვაურების შიში იმ საშინელებათა წინაშე,
რასაც ამ მოგზაურობას უკავშირებდნენ. გაიხსენე თუნდაც ის შემთხვევა,
როცა გზა გადაგვიღობა წყალმცენარეების წარმოუდგენელმა სიუხვემ და
სიმრავლემ, ლამის მინდვრად რომ აქციეს ზღვა და გასაქანს აღარ
გვაძლევდნენ, მეზღვაურებს კი ეგონათ, თითქოს უკვე მივადექით ოკეანის
უკიდურეს ზღვარს, რომელსაც შეიძლება ხომალდებით მიაღწიოს კაცმა. მაგ
შენი კითხვის პასუხად, აი, რას გეტყვი: ჩემი ვარაუდი ემყარებოდა სავსებით
სანდო წანამძღვრებს, ათასჯერ აწონილ-დაწონილს, ყოველმხრივ
შემოწმებულსა და დასაბუთებულს არა მარტო ჩემი, არამედ მრავალი
სახელოვანი გეოგრაფის, ასტრონომისა და ზღვაოსნის თვალსაზრისითაც,
რომლებსაც, როგორც მოგეხსენება, სათითაოდ ვეთათბირებოდი
ესპანეთში, იტალიასა თუ პორტუგალიაში. მაგრამ, ყოველივე ამის
მიუხედავად, ის მაინც შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს, ვინაიდან, ერთხელ
123
ჰანონი — კართაგენელი მოგზაური, რომელმაც VI საუკუნის დამლევსა თუV-ის დამდეგს (ძვ. წ. ა.)
ზღვით იმოგზაურა აფრიკის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ და გზადაგზა მრავალი კოლონია დააარსა,
რაც კართაგენის სავაჭრო და სამხედრო ძლიერების განმტკიცებას ისახავდა მიზნად. მისი მოგზაურობის
დღიურმა („პერიპლუს“), რომელიც თავდაპირველად ფინიკიურ ენაზე იყო და წერილი, ჩვენს დრომდე
ბერძნული თარგმანით მოაღწია.
მკითხველთა ლიგა

87
კიდევ გაგიმეორებ, ბევრმა ჩემმა დასკვნამ, ყველაზე სანდო წანამძღვრებზე
დაფუძნებულმა, აშკარად ვერ გაუძლო ცდით შემოწმებას. არცაა გასაკვირი,
რადგანაც საქმე ეხება საგნებს, რომლებიც ჯერ კიდევ სრული იდუმალების
ბურუსითაა მოცული.
გ უ ტ ი ე რ ე ს ი. ასე რომ, შენი გამოისობით, არც შენსა და არც ჩვენი
თანამგზავრების სიცოცხლეს, არსებითად, არავითარი სხვა საყრდენი არ
გააჩნია, თეორიული დასკვნების გარდა?
კ ო ლ უ მ ბ ი. დიახ, ასეა, ვერ უარვყოფ. მაგრამ, ჯერ ერთი, ადამიანები
ყოველდღე საფრთხეში იგდებენ თავს იმის შედეგად, რომ გაცილებით
უფრო სუსტ საყრდენს ანდობენ თავიანთ სიცოცხლეს, თანაც, ყოვლად
უბადრუკი მიზნის გულისთვის ან, უბრალოდ, თავიანთი უგუნურების გამო,
და, ეგეც არ იყოს, ერთსაც დაუკვირდი: ახლა მეც, შენცა და ეს ჩვენი
თანამგზავრებიც ამ ხომალდებზე, ამ ზღვაში, ამ უდაბურ სივრცეში,
იდუმალებით მოცული მომავლის მოლოდინში რომ არ ვიყოთ და არც
ჯერარნახული და არგაგონილი განსაცდელი გვემუქრებოდეს, რა იქნებოდა
მაშინ ჩვენი სიცოცხლე? რა საქმეს მოვკიდებდით ხელს? როგორ
გავატარებდით ამ დღეებს? შენ გგონია, დიდ სიხარულში? იქნებ, პირიქით,
დიდ მწუხარებაში და ტანჯვაში? ან, იქნებ, მოწყენილობისათვის ვერ
დაგვეღწია თავი? რას ნიშნავს „ყოფა, რომელსაც არც რაიმეს მოლოდინი
ამღვრევს და არც მუქარა“? თუ ეს კმაყოფილებაა და ბედნიერება, მაშინ ის
უნდა გვერჩიოს ყველაფერს, ხოლო თუ უსიხარულო და უბადრუკი
არსებობის გარდა სხვა არა არის რა, არც კი ვიცი, რას უნდა გვერჩიოს იგი.
აღარაფერს ვამბობ იმ დიდებაზე. რომელსაც მოვიხვეჭთ, და იმ
სარგებლობაზე, რომელსაც მოვუტანთ ქვეყანას, თუ მოლოდინი არ
გაგვიცრუვდა და წარმატებით დაგვირგვინდა ეს ჩვენი მოგზაურობა. მაგრამ
მარცხითაც რომ დამთავრდეს და არავითარი შედეგი არ გამოიღოს, ფუჭად
მაინც არ ჩაივლის, იმიტომ, რომ ერთხანს მაინც დაგვიხსნის
მოწყენილობისაგან, სიცოცხლეს შეგვაყვარებს და ჩვენს თვალში
ღირებულებას შესძენს იმ საგნებს, რომლებსაც სხვა დროს არავითარ
ყურადღებას არ მივაქცევდით.
მკითხველთა ლიგა

88
ძველი მწერლები გადმოგვცემენ, — ალბათ, თვითონაც წაგიკითხავს ან
გაგიგონია, — რომ უბედური შეყვარებულები სანტა მაურას (ძველად მას
ლავკადა ერქვა)124 ქარაფიდან ცვიოდნენ ზღვაში, მაგრამ თუ რაღაც
სასწაულით გადარჩებოდნენ, აპოლონის125 წყალობით თავს აღწევდნენ
სიყვარულის მწველ სახმილს. არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა ეს გადმოცემა,
მაგრამ ის კი მწამს, რომ სასიკვდილო საფრთხისაგან თავდაღწეულთ
აპოლონის წყალობის გარეშეც გაუტკბებოდათ სიცოცხლე ან, ყოველ
შემთხვევაში, ის ერთხანს მაინც უფრო ძვირფასი და სასურველი გახდებოდა
მათთვის, ვიდრე მანამდე. ჩემის აზრით, ყოველი მოგზაურობა თავისებური
ნახტომია ლავკადის კლდიდან, რადგანაც ისეთივე სარგებლობა მოაქვს,
მხოლოდ უფრო დიდი ხნით, და სწორედ ამით აღემატება ზემოხსენებულ
ნახტომს. ხალხს ჰგონია, რომ მეზღვაურები და ჯარისკაცები, რომლებიც
ყოველი ფეხის ნაბიჯზე საფრთხეში იგდებენ თავს, ყველაზე ნაკღებ
აფასებენ სიცოცხლეს. მე კი, პირიქით, ვთვლი, რომ იშვიათად თუ ვინმეს
შეუძლია, ისე უყვარდეს და აფასებდეს სიცოცხლეს, როგორც აფასებენ მას
მეზღვაურები და ჯარისკაცები. რამდენი სიკეთე, რომლებსაც არაფრად
აგდებენ მათი მფლობელნი, რამდენი ნივთი თუ საგანი, რომლებსაც
სიკეთის სახელს ვერც კი უწოდებ, სასურველად და ფასეულად ეჩვენებათ
ზღვაში გასულ მეზღვაურებს მხოლოდ იმიტომ, რომ მოკლებულნი არიან
მათ. ვინა თვლის სიკეთედ იმას, რომ ფეხქვეშ მიწის ნაგლეჯსა გრძნობდეს,
რომელსაც შეუძლია თამამად დაეყრდნოს ფეხით? ვის, თუ არა
მეზღვაურებს და, მით უმეტეს, ჩვენ, რომლებმაც არ ვიცით, რა შედეგით
დასრულდება ეს ჩვენი მოგზაურობა, — ვის შეიძლება ენატრებოდეს უფრო
მეტად, თვალი მოჰკრას ხმელეთის ბუნდოვან ზოლს? ესაა ჩვენი პირველი
და, იმავდროულად, უკანასკნელი ნატვრა, რომლითაც ვიღვიძებთ და
ვიძინებთ კიდეც. და თუ ერთ მშვენიერ დღეს ბედი გაგვიღიმებს და შორითვე
დავლანდავთ მთის მწვერვალებსა თუ ხეთა კენწეროებს, შეიძლება
სიხარულისაგან გავგიჟდეთ. ხოლო მას შემდეგ, რაც. ხმელეთს დავადგამთ
ფეხს, ჩვენზე ბედნიერი აღარავინ გვეგონება იმის გამო, რომ კვლავ მყარ

124
სანტამაურა (ძველად. ლავკადა) — კუნძული. ადრიატიკის ზღვაში, საბერძნეთის დასავლეთ
სანაპიროსთან, ცნობილი თავისი კონცხითა და თეთრი კლდეებით. გადმოცემა, რომელსაც იმოწმებს
ლეოპარდი, ოვიდიუსისაგან იღებს დასაბამს („ჰეროიდები“, 15, 165—172).
125
აპოლონი — ბერძნული პანთეონის ერთ-ერთი უპირველესი ღვთაება, ზევსისა და ქალღმერთ ლეტოს
ძე.
მკითხველთა ლიგა

89
მიწაზე დავდივართ და შეგვიძლია არა მარტო ვიაროთ, არამედ კიდეც
ვირბინოთ, ვიხტუნოთ ან, როგორც მოგვეპრიანება, ისე მოვიქცეთ.
გ უ ტ ი ე რ ე ს ი. მართალს ბრძანებ, და თუ შენი ვარაუდი ისეთივე ჭეშმარიტი
გამოდგა, როგორც ეგ შენი თავის მართლება, რომლითაც ირკვევა მთელი
შენი ქცევის მიზეზი, ღმერთმანი, რამდენიმე დღეში აგვიხდება ეს ჩვენი
ნატვრა.
კ ო ლ უ მ ბ ი. მე კი, ჩემის მხრივ, თუ ვეღარ ვბედავ უწინდებურად
დაბეჯითებით ვამტკიცო, ყოველ შემთხვევაში, იმედი მაინც მაქვს, რომ სულ
მალე აგვიხდება იგი. ეს რამდენიმე დღეა, როგორც მოგეხსენება, ზონდი
უკვე ზღვის ფსკერს ეხება და ნიადაგის სინჯი, რომელიც გემბანზე
ამოგვაქვს, დამაიმედებელი მეჩვენება. ქარიც თითქოს უწინდებურად აღარ
ბობოქრობს; მიმართულების შეუცვლელად, პირდაპირ და თანაბარი
ძალით აღარ უბერავს, არამედ ხან იკლებს და ხანაც იმატებს, ხან აქედან
შემოგვიტევს და ხან იქედან, ერთის სიტყვით, ისე იცვლება, გეგონება,
რაღაცა გზას უღობავსო. ეგეც არ იყოს, გაიხსენე ლერწმის ღერო, ტალღებზე
რომ ტივტივებდა და სულ ახლახან მოჭრილსა ჰგავდა, ანდა ხის ტოტი,
რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა მოწითალო ნაყოფთა კუნწულა. ეს
ფრინველებიც, მართალია, ერთხელ უკვე მომატყუეს, მაგრამ ახლა ისე
ხშირად და ისე გუნდგუნდად გადაგვიფრენენ ხოლმე თავზე, რომ
ძალაუნებურად ხმელეთის სიახლოვეს გაფიქრებინებენ კაცს, მით უმეტეს,
რომ მათ შორის ზოგჯერ ოოოლა ისეთიც გამოერევა, რომლებიც ზღვის
ფრინველებს არ ჰგვანან. ერთის სიტყვით, ყველა ეს ნიშანი, ერთად
აღებული, მთელი ჩემი უნდობლობის მიუხედავად, მაიძულებს ერთთავად
დაძაბული ვიყო და რაღაც სასიკეთოს ველოდე.
გ უ ტ ი ე რ ე ს ი. ღმერთმა ინებოს, რომ ამჯერად მაინც მოლოდინი არ
გაგვიცრუვდეს.

მკითხველთა ლიგა

90
ტიმანდრესა და ელეანდრეს126
საუბარი
ტ ი მ ა ნ დ რ ე. მე მინდა, ან უფრო სწორად, უნდა პირდაპირ მოგახსენოთ
ჩემი სათქმელი. აზრიცა და მიზანიც ყოველივე იმისა, რასაც თქვენ წერთ,
ყველაზე მკაცრი გმობისა და განკიცხვის ღირსი მეჩვენება.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. თუ ასეთივე არ გეჩვენებათ ჩემი ქცევაც, მაგას კიდევ
გაუძლებს კაცი, რადგან არც სიტყვებსა და არც ნაწერებს თითქმის
არავითარი ფასი არა აქვთ.
ტ ი მ ა ნ დ რ ე. რაც შეეხება თქვენს ქცევას, ამ მხრივ, ბევრს ვერაფერს
გისაყვედურებთ. ვიცი, რომ მოყვასთათვის დიდი მოკეთე თუ
კეთილისმყოფელი არა ხართ, იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ, მაგრამ იმასაც
ვხედავ, რომ არც ბოროტისმყოფელი ბრძანდებით, იმიტომ, რომ არა
გსურთ. ხოლო, რაც შეეხება თქვენს სიტყვებსა თე ნაწერებს, აქ კი მართლაც
იმსახურებთ გმობასაც და გაკიცხვასაც. ეგეც არ იყოს, მე არ გეთანხმებით
იმაში, თითქოს დღეს სიტყვებს არავითარი მნიშვნელობა აღარა აქვთ:
მთელი თანადროული ცხოვრება მხოლოდ მათზეა დაფუძნებული. მაგრამ,
მოდით, თავი ვანებოთ სიტყვებს და მხოლოდ თქვენს ნაწერებზე
ვილაპარაკოთ, რომლებშიაც გამუდმებით ჰგმობთ და დასცინით კაცთა
მოდგმას. ჯერ ერთი, ეს უკვე აღარ არის მოდაში.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. ისევე, როგორც ჩემი გონება. ხოლო ის ამბავი, რომ შვილები
მამასა ჰგვანან, არ ახალია, ძველია.
ტ ი მ ა ნ დ რ ო. ჰოდა, არც ის იქნება ახალი, რომ თქვენს წიგნებს არავითარი
წარმატება არ ექნებათ, ისევე როგორც ყველაფერს, რაც საზოგადოებრივ
აზრსა და ცხოვრების მდინარებას უპირისპირდება.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. მაგაზე დამიდგა დარდი; ხომ არა გგონიათ, რომ
მათხოვრებივით აიტუზებიან სხვის კართან?

126
„ტი მ ა ნ დ რ ე“ „კაცთა პატივისმცემელს“ ნიშნავს ბერძნულად, ხოლო „ელეანდრე“ —
„კაცთშემწყალეს“.
მკითხველთა ლიგა

91
ტ ი მ ა ნ დ რ ე. ორმოცი თუ ორმოცდაათი წლის წინათ, ფილოსოფოსები
თითქმის ერთხმად ჰგმობდნენ კაცთა მოდგმას, ამ ჩვენს საუკუნეში კი
პირიქით.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. კი მაგრამ, ამ ორმოცი თუ ორმოცდაათი წლის წინათ,
ერთხმად რომ ჰგმობდნენ კაცთა მოდგმას, როგორ გგონიათ,
ფილოსოფოსები მართალნი იყვნენ თუ არა?
ტ ი მ ა ნ დ რ ე. კაცმა რომ თქვას, მეტწილად მართალნი იყვნენ.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. მერედა, სულ რაღაც ნახევარი საუკუნის მანძილზე კაცთა
მოდგმა ისე შეიცვალა, რომ მთლიანად დაუპირისპირდა თავისსავე თავს?
ტ ი მ ა ნ დ რ ე. არა მგონია, მაგრამ ამას რა კავშირი აქვს ჩვენს
მსჯელობასთან?
ე ლ ე ა ნ დ რ ე. ვითომ არა აქვს? იქნებ, კაცობრიობა უფრო ძლიერი გახდა,
უფრო ამაღლდა, არნახულ მწვერვალებს მიაღწია, ასე რომ, ახლანდელ
მწერლობას ისღა დარჩენია, მხოლოდ ელოლიავებოდეს და ფეხქვეშ
ეგებოდეს მას?
ტ ი მ ა ნ დ რ ე. მე სერიოზულად გელაპარაკებით, თქვენ კი ხუმრობთ.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. თუ სერიოზულობაზე მიდგა საქმე, არც აქ დაგრჩებით ვალში.
ამ ჩვენს საუკუნეში ადამიანები საქმით ძირს უთხრიან თავიანთ მსგავსთ,
სიტყვით კი ცაში აჰყავთ ისინი. გასული საუკუნე რა მოსატანია? მაგრამ მე
არც ჩემსავე მსგავსთ ვუთხრი ძირს და არც არამსგავსთ, ამიტომ არც
მოვალედა ვთვლი თავს, თუკი ჩემი სინიდისი არ მაძლევს ნებას, ვაქო და
ვადიდო ისინი.
ტ ი მ ა ნ დ რ ე. მაგრამ, ყველა თქვენი მოყვასის მსგავსად, მოვალე ხართ
იმაზე მაინც იფიქროთ, თუ რა არგოთ კაცთა მოდგმას, რომელსაც თვითონვე
ეკუთვნით.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. კი მაგრამ, თუ კაცთა მოდგმას, რომელსაც თვითონვე
ვეკუთვნი, სხვა საფიქრალი არა აქვს, გარდა იმისა, რომ როგორმე მავნოს?
მაშინ, ღმერთმანი, ვერ გამიგია, რომელ მოვალეობაზე მელაპარაკებით.
მაგრამ დავუშვათ, რომ ეს მოვალეობა მაინც მაკისრია: რას მიბრძანებთ,
ჩემთვის რა შემიძლია, რომ მთელს მოდგმას რაიმე ვარგო?
მკითხველთა ლიგა

92
ტ ი მ ა ნ დ რ ე. საქმისა რა მოგახსენოთ, საქმით ბევრი არაფერი შეგიძლიათ,
თუმცა, კაცმა რომ თქვას, სხვას ვისა აქვს ამის შეძლება, აი, წიგნებით კი,
იცოცხლე, დიახაც შეგიძლიათ და მოვალეცა ხართ სარგებლობა მოუტანოთ
თქვენსავე მოყვასთ; მაგრამ არა იმნაირი წიგნებით, რომლებშიაც ყოველ
გვერდზე თავს ესხმით ადამიანს და რომლებსაც სარგებლობის კი არა,
მხოლოდ ზიანის, და მერე რამხელა ზიანის მოტანა თუ შეუძლიათ.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. გეთანხმებით, რომ ჩემს წიგნებს სარგებლობის მოტანა არ
შეუძლიათ, მაგრამ იმედი მაქვს, ქვეყანას მაინც არ დააქცევენ. ისე კი, ნუთუ
მართლა ფიქრობთ, რომ წიგნებმა შეიძლება რაიმე არგონ კაცთა მოდგმას?
ტ ი მ ა ნ დ რ ე. განა მარტო მე? ყველა ასე ფიქრობს.
ე ლ ე ა ნ დ ე. მაინც რანაირ წიგნებს გულისხმობთ?
ტ ი მ ა ნ დ რ ე. სხვადასხვანაირს, უპირატესად კი ზნეობაზე დაწერილ
წიგნებს.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. მაგრამ ყველა მაინც არ ფიქრობს ასე, რადგან მე პირადად
სხვაგვარად ვფიქრობ, — როგორც უპასუხა სოკრატეს ერთმა ბანოვანმა. 127
ზნეობისადმი მიძღვნილი ესა თუ ის წიგნი სასარგებლო რომ იყოს, მაშინ
ყველაზე სასარგებლო, ჩემის აზრით, პოეტური წიგნები უნდა ყოფილიყო;
ამასთან, სიტყვას „პოეტური“ მისი ფართო გაგებით ვხმარობ და
ვგულისხმობ წიგნებს, რომლებსაც შეუძლიათ სულის სიღრმემდე შესძრან
მკითხველი, სულ ერთია, პროზად არიან დაწერილი თუ ლექსად. რადგან
მაინცადამაინც დიდი წარმოდგენისა არ გახლავართ იმ პოეზიაზე,
რომელიც წაკითხვისა და გააზრების შემდეგ არავითარი კეთილშობილური
გრძნობის ნაკვალევს არ ტოვებს მკითხველის სულში და, ამრიგად, არ
აიძულებს მას, ნახევარი საათით მაინც დათრგუნოს სულმდაბლობა, ანდა
თავი შეიკავოს უღირსი საქციელის ჩადენისაგან. მაგრამ თუ წიგნის
წაკითხვიდან ერთი საათის შემდეგ მკითხველი გატეხს გულითადი
მეგობრისთვის მიცემულ სიტყვას, მართალი გითხრათ, ამის გამო ვერ
შევიზიზღებ პოეზიას, რადგანაც მაშინ უნდა შემეზიზღებინა ამქვეყნად
ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ვნებიანი, ყველაზე დიდებული ქმნილებები.
ამასთანავე, მე გამოვრიცხავ დიდ ქალაქებში მცხოვრებ მკითხველსაც,
რადგან დიდი გულისყურითაც რომ კითხულობდეს წიგნებს, ვერავითარი
127
იგულისხმება მანტინელი ქურუმი ქალი დიოტიმა. იხ. პლატონი, „ნადიმი“, 202 c.
მკითხველთა ლიგა

93
პოეზია ნახევარი საათითაც ვერ მოუტანს რაიმე სარგებლობას, ვერ
შესძრავს, ვერ ააღელვებს.
ტ ი ა ნ დ რ ე. თქვენ კვლავ დაცინვითა და გაბოროტებით მსჯელობთ, რაც
იმას მოწმობს, რომ სხვები ყოველთვის ნაკლებად გაფასებდნენ და ცუდად
გეპყრობოდნენ, რადგან უმეტესწილად სწორედ ესაა სიძულვილისა და
გაბოროტების მიზეზი, რასაც თქვენივე საკუთარი აღიარებით, თავიანთ
მსგავსთა მიმართ განიცდიან ადამიანები.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. მართლაცდა, ვერ ვიტყვი, თითქოს ადამიანები კარგად
მეპყრობოდნენ ან მეპყრობიან, რადგანაც ამის მტკიცებას რომ
მოვყოლოდი, ერთადერთ უჩვეულო გამონაკლისად უნდა მიმეჩნია თავი.
მაგრამ არცთუ დიდი სიავე უქნიათ ოდესმე ჩემთვის: ისა მშველოდა, რომ
არც არაფერს მოვითხოვდი მათგან, არც რამეში შეეცილებივარ და, მით
უმეტეს, არც არა წამირთმევია მათთვის. აი, რას გეტყვით, და გთხოვთ
სარწმუნოდ მიიჩნიოთ ჩემი სიტყვები: მე თვითონ ვიცი და ვგრძნობ
კიდევაც, რომ იმის მეათასედის გაკეთებაც არ შემიძლია, რაც საჭიროა
საიმისოდ, რომ ადამიანებს მოაწონო თავი; არ ვიცი, ჩემი ბუნებაა ამაში
დამნაშავე, თუ ჩემი ხასიათის ბრალია, მაგრამ შეიძლება, ითქვას, რომ არც
ადამიანებთან ურთიერთობისთვის ვარგივარ და არც, უბრალოდ,
ცხოვრებისათვის. ამიტომ, ადამიანები უკეთ რომ მეპყრობოდნენ,
გაცილებით უფრო დაბალი წარმოდგენა მექნებოდა მათზე.
ტ ი მ ა ნ დ რ ე. მაშინ მით უმეტეს გმობის ღირსი ხართ, რადგანაც
უსამართლოდ რომ გაებოროტებინეთ, თქვენს სიძულვილსა და, ასე
ვთქვათ, შურისძიების სურვილს რაღაც გამართლება მაინც მოეძებნებოდა,
მაგრამ აკი თვითონვე ბრძანებთ, რომ სიძულვილისთვის არავითარი
საფუძველი არ გაგაჩნიათ, რაღაც უცნაური და უბადრუკი პატივმოყვარული
მისწრაფების, კერძოდ, იმის სურვილის გარდა, რომ კაცთმოძულის სახელი
მოიხვეჭოთ, დამთხვეული ტიმონის128 მსგავსად. ეს სურვილი კი
თავისთავად ზიზღის ღირსია და სრულიად უცხო სწორედ ჩვენი
საუკუნისთვის, რომელიც ყეელაზე მეტად აფასებს კაცთმოყვარეობას.

128
ტიმონი (V ს. ძვ. წ. ა.) — ათენის მოქალაქე, ფილოსოფიურად განს– წავლული პიროვნება.
თანამედროვეთა სიმდაბლისა და გადაგვარების შემყურემ საბოლოოდ შეიზიზღა ადამიანი,
განმარტოვდა და ხმის გაცემის ღირსად აღარავის თვლიდა. ამიტომაც შეარქვეს მეტსახელად
„მიზანთროპი“ („კაცთმოძულე“).
მკითხველთა ლიგა

94
ე ლ ე ა ნ დ რ ე. რაც შეეხება პატივმოყვარულ მისწრაფებას, ამაზე პასუხის
გაცემა ზედმეტად მიმაჩნია: აკი მოგახსენეთ, რომ არასოდეს არაფერი
მომითხოვია და არც მოვითხოვ ადამიანებისაგან. მაგრამ ჩემს სიტყვებს
რომც არ ენდოთ, თუმცა კი სანდონი არიან, ის მაინც უნდა აღიაროთ, რომ
პატივმოყვარეობა როდი მაწერინებს იმნაირ წიგნებს, რომელთა
წყალობითაც, როგორც თვითონვე ამტკიცებთ, მხოლოდ გმობას თუ
მოვიხვევ და არა დიდებას. კაცთა მოდგმის მოძულე ხართო? ჩემთვის
იმდენად უცხოა ეს გრძნობა, რომ არა მსურს ან არ შემიძლია თვით ისიც კი
მძულდეს, ვინც შეურაცხყოფას მაყენებს. მე საერთოდ არა მაქვს
სიძულვილის თავი, საერთოდ არ შემიძლია მძულდეს ვინმე. ჰო, მართლა,
სწორედ ესაა ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ადამიანებთან
ურთიერთობისთვის ღმერთს არ ვუქნივარ. ამ მხრივ, მათლაც არ არის ჩემი
საშველი, ვინაიდან ერთთავად ამასა ვფიქრობ: ყველა, ვინც არწმუნებს
საკუთარ თავს, რომ სხვისთვის შეურაცხყოფის ან ზიანის მიყენების მიზნით
რაიმეს ისარგებლებს ან ისიამოვნებს, იმიტომ კი არ შეურაცხყოფს ვინმეს,
რომ ბოროტი უყოს მას (ამნაირი მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს არავითარ
საქციელს, არავითარ აზრს თუ განზრახვას), არამედ მხოლოდ იმ მიზნით,
რომ რაიმე არგოს თავისსავე თავს, ეს კი სავსებით ბუნებრივი სურვილი
გახლავთ და მიტომაც არ იმსახურებს ზიზღს თუ სიძულვილს. ეგეც არ იყოს,
სხვისი ნაკლისა თუ დანაშაულის დანახვისას, ყოველთვის, სანამ
აღვშფოთდებოდე, მე ჩემსავე თავს ვუკვირდები: ვფიქრობ, რა იქნებოდა,
ყოველივე ეს მე რომ მომსვლოდა, მე დამმართოდა, ან ამნაირ დღეში
ჩავვარდნილიყავი; და რაკი ვერასოდეს ვერ ვპოულობ იმის საფუძველს,
რომ ყველა ეს ბიწი სრულიად უცხოდ ჩავთვალო ჩემთვის და, ამრიგად,
თავდაჯერებით ვამტკიცო, საქმე საქმეზე, რომ მიდგეს, ჩემი სული ისევე არ
მიიკარებს მათ, როგორც სხივი სიბნელეს-მეთქი, — გამბედაობა აღარ
მყოფნის აღშფოთების გამოსათქმელად. ამიტომაც ყოველთვის
სამერმისოდ ვდებ ჩემს მრისხანებას, როცა იმნაირი ავზნეობის მოწმე
გავხდები, რომელიც, ბუნებით, მართლა შეუძლებელი იქნება ჩემთვის,
მაგრამ ჯერ კიდევ არ შევსწრებივარ ამნაირ რამეს. და ბოლოს, ჩემი სული
ისე სავსეა ყოველივე ადამიანურის ამაოებაზე ფიქრით, რომ
ვერასდიდებით ვერ გადამიწყვეტია გალაშქრება მისი ერთ-ერთი
გამოვლინების წინააღმდეგ. აღშფოთებაც და სიძულვილიც მეტისმეტად
მძაფრ ვნებებად მესახება, ვიდრე ამას იმსახურებს მთელი ჩვენი ცხოვრების
უბადრუკობა. მკითხველთა ლიგა

95
ახლა ხომ ხედავთ განსხვავებას ტიმონის სულსა და ჩემს სულს შორის?
ტიმონს სძულდა ადამიანები და გაურბოდა მათ, მაგრამ უყვარდა და
სიხარულით ეგებებოდა ალკიბიადეს,129 რომელშიაც იმ უდიდესი
უბედურების მიზეზს ხედავდა, მომავალში თავს რომ უნდა დასტყდომოდა
ორივე მათგანის სამშობლოს. მე კი, თუმცა ვერ შევიძულებდი ალკიბიადეს,
მაგრამ უფრო მეტად კი ვეცდებოდი თავი ამერიდებინა მისთვის, ვიდრე
ყველა დანარჩენისთვის და წინასწარ გავაფრთხილებდი ჩემს
თანამოქალაქეებს, სასწრაფოდ ეღონათ რამე საფრთხის თავიდან
ასაცილებლად. ამბობენ, ტიმონს ადამიანები კი არ სძულდა, არამედ
ადამიანის სახით მოვლენილი მხეცებიო. მე კი არც ადამიანებისა და არც
მხეცების სიძულვილი არ შემიძლია.
ტ ი მ ა ნ დ რ ე. მაგრამ არც არავინ გიყვართ.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. მომისმინეთ, ჩემო მეგობარო. მე იმისთვის დავიბადე, რომ
მყვარებოდა და შესაძლოა, უფრო ვნებიანად, უფრო გულმხურვალედ და
უფრო მეტადაც, ვიდრე ამის უნარი შესწევს კაცის სულს. ახლა კი, როგორც
თვითონვე ხედავთ, მართალია ჯერ კიდევ არ მიმიღწევია იმ ასაკისთვის,
როცა კაცი გულგრილი ან ვნებათაგან აუმღვრეველი ხდება, მაგრამ სულაც
არ მრცხვენია იმისი თქმა, რომ არავინ არ მიყვარს, ჩემივე თავის გარდა, და
ისიც მხოლოდ ბუნებრივ აუცილებლობის ძალით, ისე ნაკლებად, რომ არც
კი ვიცი, შეიძლება თუ არა სიყვარული ეწოდოს ამას. მიუხედავად ამისა, მე
მზადა ვარ, უმალ თვითონვე ვიტანჯო, ვიდრე სხვისი ტანჯვის მიზეზი
გავხდე. ვფიქრობ, აქ თქვენც კი შემიძლია მოწმედ მოგიხმოთ, თუმცაღა
ცუდად იცნობთ ჩემს ზნესა და ჩემს ჩვეულებებს.
ტ ი მ ა ნ დ რ ე. აი, მაგის უარყოფა ნამდვილად არ შემიძლია.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. ის კი არა და, ხანდახან სრულიად ვივიწყებ ჩემსავე თავს და
მხოლოდ იმის ცდაში ვარ, თუ როგორ მივანიჭო ადამიანებს უდიდესი,
მეტიც, ერთადერთი სიკეთე, რომელსაც, მას შემდეგ, რაც არავითარი
სურვილი აღარ შემრჩა, ჯერ კიდევ ვუსურვებდი ჩემსავე თავს: მე
ვგულისხმობ ტანჯვისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას.

129
ალკიბიადე (459—404 ძვ. წ. ა.) — ათენელი სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი და ავანტურისტი.
მკითხველთა ლიგა

96
ტ ი მ ა ნ დ ე. კი მაგრამ. აკი პირდაპირ აცხადებთ, რომ არც ადამიანი
გიყვართ და არც ადამიანთა მოდგმა?
ე ლ ე ა ნ დ რ ე. დიახ, პირდაპირ ვაცხადებ, მაგრამ ისევე, როგორც — ჩემზე
რომ იყოს დამოკიდებული, — უყოყმანოდ დავსჯიდი ყველა დამნაშავეს,
თუმცა არც ერთი არა მძულს, რომ შემეძლოს, მთელ ბოროტებას ავღგვიდი
მიწის პირისგან კაცთა მოდგმის საკეთილდღეოდ, მიუხედავად იმისა, რომ
არ მიყვარს იგი.
ტ ი მ ა ნ დ რ ე. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ თუ არც თქვენთვის
მოყენებული შეურაცხყოფა, არც სიძულვილი და არც პატივმოყვარეობა
არაფერ შუაშია, მაშ, რაღა გაიძულებთ ასე წეროთ?
ე ლ ე ა ნ დ რ ე. ბევრი რამ. ჯერ ერთი, შეუწყნარებლობა ყოველგვარი
თვალთმაქცობისა და ქვებუდანობის მიმართ, რომლებსაც საუბრისას
ხანდახან მეც ვუხდი ხარკს, მაგრამ წერისას — არასდროს, რადგანაც
საუბარში ჩაბმას არცთუ იშვიათად აუცილებლობა მაიძულებს; წერას კი
არავინ მაძალებს, და ჩემგან რომ მოითხოვდნენ — ერთი ვწერო და მეორე
ვიფიქრო, არ ვიცი, რა სიამოვნება უნდა მენახა კალმის წრიპინში. ახლა
ერთხმად დასცინიან იმას, ვინც ლათინურად წერს, ვინაიდან აღარავინ
ლაპარაკობს ამ ენაზე და ძალზე ცოტას თუ ესმის იგი. არანაკლებ
სასაცილოა, ჩემის აზრით, ის სიკერპე, რომლითაც ყველა სიტყვასა თუ
ყველა ნაწერში ერთხმად მიაწერენ ადამიანს რაღაც წარმოუდგენელ
თვისებებს, თუმცა ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ დღეს მათ ნასახსაც
ვეღარ ჰპოვებთ ვერც ერთი ჩვენგანის სულში, ხოლო სამყაროს — ერთგვარ
იდეალურსა თუ წარმოსახულ არსთა სიმრავლეს, რომლებსაც თაყვანს
სცემდნენ ოდესღაც, ახლა კი არარაობად თუ არარსებულად თვლიან
ისინიც, ვინც მათ ახსენებს და ისინიც, ვინც ამას ისმენს. მავანი რომ ნიღაბს
იკეთებდეს და გადაცმული დაიარებოდეს, იმ მიზნით, რომ სხვები
მოატყუოს ან არავინ იცნოს, — ეს თვალთმაქცობა არც ისე უცნაური
მეჩვენება, მაგრამ როცა ყველა ნიღბებს იფარებს და, თანაც, ეს ნიღბები
წყლის წვეთებივით ჰგვანან ერთმანეთს; როცა ყველა ერთნაირად
გადაცმული დაიარება, ეს უკვე აშკარა სიბრიყვეა ჩემს თვალში. დაე,
ჩამოიხსნან ნიღბები და საკუთარი სახისა თუ სამოსის ამარა დარჩნენ:
შედეგი იგივე იქნება, ხალხში კი საგრძნობლად იკლებს სიყალბესა და
სიცრუეც.
მკითხველთა ლიგა

97
რადგან შეუძლებელია, ბოლოს და ბოლოს, ყელში არ ამოგივიდეს ეს
მუდმივი, თუმცა ყოვლად უაზრო თვალთმაქცობა, ეს ნაძალადევი
საჭიროება, თავს ასაღებდე იმად, რაც არა ხარ სინამდვილეში.
პირველყოფილი ველურობისა და განკერძოება-გათიშულობის
მდგომარეობიდან ადამიანებს ერთბაშად, ერთი ნახტომით რომ მიეღწიათ
თანამედროვე ცივილიზებული ყოფისათვის და არა თანდათან, საკითხავია,
იპოვნიდნენ კია თავიანთ ენაში სიტყვას ყოველივე ზემოთქმულის
აღსანიშნავად, ხოლო თავიანთ ცხოვრებაში — მათი გამუდმებული
გამეორებისა და მათზე გაუთავებელი ლაყბობის ჩვევას? უნდა მოგახსენოთ,
რომ ეს ჩვეულება იმ უძველსი ადათ-წესების გადმონაშთად მესახება,
რომლებიც უკვე უცხონი არიან ადამიანის აწინდელი ბუნებისათვის და
მხოლოდ ტრადიციის წყალობით ინარჩუნებენ თავიანთ ძალმოსილებას. მე
ვერ ვეგუები ვერც ამ ადათ-წესებსა და ვერც ზემოხსენებულ ჩვეულებას;
ამიტომაც თანამედროვე ენაზე ვწერ და არა იმაზე, რომელზედაც
ლაპარაკობდნენ ძველი ტროელები. ეგეც არ იყოს, ჩემის აზრით, არაფერია
უფრო ცხადი, აშკარა და ხელშესახებად საგრძნობი, ვიდრე უბედურება,
რომელიც თანაბრად გარდუვალია ყოველი სულდგმულისათვის. თუ ეს
თვალსაზრისი მცდარია, მაშინ ამქვეყნად ყველაფერი მცდარი ყოფილა და
არც ამ ჩვენი მსჯელობის გაგრძელებასა და არც არავითარ სხვა მსჯელობას
არა აქვს აზრი. ხოლო თუ ეს მართალია, ვითომ რატომ არა მაქვს იმის
უფლება, რომ ხმამაღლა, ყველას გასაგონად ვდრტვინავდე ჩვენი უბედობის
გამო და გულახდილად ვამბობდე: ვიტანჯები-მეთქი? მაგრამ მე რომ
გულამოსკვნით მოვთქვამდე და მდუღარე ცრემლებს ვღვრიდე (ესეც ჩემი
ქცევის მესამე მიზეზი), უთუოდ გულს გავუწყალებდი ჩემს თავსაც და
სხვებსაც, რგებით კი ვერავის ვერაფერს ვარგებდი. მაგრამ მწარედ რომ
დავცინი ჩვენს უბედობას, თავსაც ვინუგეშებ და ვცდილობ ასევე ვანუგეშო
სხვებიც. და თუნდაც ვერ შევძლო ეს, სულერთია, მაინც იმ აზრზე დავრჩები,
რომ ჩვენი უბედობის საპასუხო სიცილია არა მარტო ერთადერთი სიკეთე,
რასაც შეიძლება გამოვრჩეთ ამ უბედურებას, არამედ მისი შემსუბუქების
ერთადერთი საშუალებაც. პოეტები ამბობენ, რომ სასოწარკვეთილებას
ყოველთვის ღიმილი დასთამაშებს ბაგეზე.

მკითხველთა ლიგა

98
ნუ გგონიათ, თითქოს არ თანავუგრძნობდე ადამიანებს და არც მათ
უბედურებას ვიზიარებდე, მაგრამ რაკი ვერავითარი საშუალებით,
ვერავითარი გულმოდგინებით, ვერავითარი მცდელობითა თუ
ძალისხმევით ვერაფერს ვუშველი მათ, კაცისთვის უფრო შესაფერისად და
კეთილშობილური სასოწარკვეთილებისათვის უფრო ღირსეულად მიმაჩნია
დავცინოდე ჩვენს საერთო უბედურებას, ვიდრე სხვებთან ერთად ცხარე
ცრემლით დავტიროდე მას და ჩემს დღეში მყოფთაც გმინვასა და მოთქმა-
გოდებას ვურჩევდე. დასასრულ, ისღა დამრჩენია სათქმელად, რომ არც
თქვენზე და არც არავიზე ნაკლებ არ ვუსურვებ ბედნიერებას კაცთა მოდგმას,
მაგრამ არავითარი იმედი არა მაქვს ამისა და არც საამური ოცნებებით
ვიტყუებ და ვიბრუებ თავს, როგორც ამას სჩადის ჩვენი საუკუნის თითქმის
ყველა ფილოსოფოსი. ჩემი სასოწარკვეთილება იმდენად უსაზღვროა და
უცვლელი, იმდენად ურყევ რწმენაზე დაფუძნებული, რომ ადგილს აღარ
მიტოვებს ნათელი სიზმრებისა თუ მომავალზე ოცნებისათვის და ხელ-ფეხს
მიბოჭავს, საშუალებას არ მაძლევს რამე ვიღონო, რათა სიცხადესა თუ
სინამდვილეში ხორცი შევასხა მათ. ხომ მოგეხსენებათ, რომ ადამიანი
იშვიათად თუ მოჰკიდებს ხელს საქმეს, რომლის წარმატებაშიც წინასწარ
დარწმუნებული არ არის, ანდა, თუ მოჰკიდებს, ძალზე დუნედ, უხალისოდ
და უნიათოდ აკეთებს მას. ისიც კარგად იცით, რომ თუ ისე არა წერ, როგორცა
ფიქრობ, ან შენსავე მრწამსს, თუნდაც მცდარ მრწამსს უპირისპირდები,
ვერასოდეს ვერაფერს შექმნი მნიშვნელოვანსა და საყურადღებოს.
ტ ი მ ა ნ დ რ ე. მაშინ უნდა შეიცვალო მრწამსი, თუკი ის, თქვენი მრწამსისა
არ იყოს, არ შეესაბამება ჭეშმარიტებას.
ე ლ ე ა ნ რ ე. მე მწამს, რომ უბედური ვარ და ისიც ვიცი, რომ არ ვცდები. თუ
ვინმეს სხვანაირი წარმოდგენა აქვს თავის ხვედრზე, სულითა და გულით
ვულოცავ მას. ისიც ვიცი, რომ სიკვდილამდე თავს ვერ დავაღწევ ჩემს
სვედავსილობას. თუ ვინმეს სხვა რამის იმედი აქვს, ღმერთმა ნუ მოუშალოს.
ტ ი მ ა ნ დ რ ე. ჩვენ ყველანი უბედურები ვართ და ყოველთვის უბედურები
ვიყავით; ამიტომ, იმედია, კვეხნას არ მოჰყვებით და თქვენს მიერ
აღმოჩენილ სიახლედ არ გაასაღებთ ამ ძველისძველ ჭეშმარიტებას. მაგრამ
კაცთა ცხოვრების ვითარება შეიძლება სასიკეთოდ შეიცვალოს და
შეუდარებლად უკეთესიც გახდეს. ვიდრე ამჟამად არის, როგორც უკვე
შეიცვალა წარსულთან შედარებით. მკითხველთა ლიგა

99
როგორც ჩანს, არ გახსოვთ, ან არ გინდათ გაიხსენოთ, რომ ადამიანს უნარი
შესწევს დაუსრულებლად სრულყოს თავისი თავი.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. გენდობით და მჯერა კიდეც, რომ ადამიანს შეუძლია
სრულყოს თავისი თავი, მაგრამ რომ ის სრულყოფილია, რაც გაცილებით
უფრო არსებითი გახლავთ, არ ვიცი, ვინ დამაჯერებს, ანდა როდის
დამაჯერებს ამაში.
ტ ი მ ა ნ დ რ ე. თუ სრულყოფილებას ვერ მიაღწია, ეს დროის ნაკლებობის
ბრალია, მაგრამ რომ მიაღწევს, ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. მერედა, ვის ეპარება ეჭვი? ის მცირეოდენი ხანი, რამაც
სამყაროს დასაბამიდან ჩვენს დღეებამდე განვლო, შეიძლება მართლაც არ
ჰყოფნოდა საამისოდ, და აქედან შეუძლებელია რაიმე დასკვნის გამოტანა
ადამიანის უნარის, ნიჭიერებისა თუ დანიშნულების შესახებ, მით უმეტეს,
რომ მას ურიცხვი სხვა საქმეც ჰქონდა. მაგრამ ახლა ყველა მხოლოდ იმაზე
ფიქრობს, თუ როგორ სრულყოს ეს ჩვენი მოდგმა.
ტ ი მ ა ნ დ რ ე. რა თქმა უნდა, მთელ ცივილიზებულ სამყაროში ამაზე
ფიქრობენ, და მერე რამდენს ფიქრობენ. ამიტომ, თუ გავითვალისწინებთ
საშუალებათა სიმრავლესა და ძალმოსილებას, აგრეთვე იმას, თუ როგორ
გაიზარდა სულ მოკლე ხნის მანძილზე ეოთიცა და მეორეც, შეიძლება იმედი
ვიქონიოთ, რომ საბოლოო მიზანი ადრე თუ გვიან მიღწეული იქნება, და ეს
იმედი ნაწილობრივ უკვე ხორცს ისხამს იმ უაღრესად სასარგებლო
ქმედითობისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით, რომლებსაც
თვითონვე იწვევს, თვითონვე აძლევს დასაბამს. და თუ ყოველთვის მავნე
იყო და გმობის ღირსი, ახლა ხომ ორმაგად მავნედ, გმობის ღირსად და
აშკარა მკრეხელობად ითვლება ყოველგვარი ცდა — სააშკარაოდ
გამოიტანო, ქვეყნის თვალწინ გამოფინო შენი სასოწარკვეთილება და
ადამიანებს თავში ჩაუჭედო ის აზრი, რომ უბედურება გარდუვალია, რომ
ცხოვრება ფუჭია და ამაო, რომ კაცთა მოდგმა უმწეოა და უბადრუკი, ხოლო
მისი ბუნება — ბოროტებაა. ასე ხომ შეიძლება მხნეობა მიხადო, დათრგუნო
და თავიანთი თავის პატივისცემა დააკარგვინო მათ, ერთის სიტყვით,
მოშალო ის საფუძველი, რომელსაც ემყარება ყველა პატიოსანი, ყველა
ღირსეული სიცოცხლე და რომელიც ცხოვრების მიზნად თავის თავზე
ზრუნვასა და თავისი კეთილდღეობისათვის ბრძოლას უსახავს ადამიანს.
მკითხველთა ლიგა

100
ე ლ ე ა ნ დ რ ე. მე მინდა პირდაპირ, არაორჭოფულად მითხრათ: თქვენის
აზრით, ჭეშმარიტია თუ ყალბია ის, რასაც კაცთა უბედურებაზე
მოგახსენებთ?
ტ ი მ ა ნ დ რ ე. თქვენ კვლავ მაგ თქვენს იარაღს აჟღარუნებთ, და როცა
ვაღიარებ, მართალი ბრძანდებით-მეთქი, რატომღაც გამარჯვებული
გგონიათ თავი. მე კი გეუბნებით, რომ ყოველგვარი ჭეშმარიტება როდი
შეიძლება უქადაგო ყველას და ყველა დროში.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. ღვთის გულისათვის, ერთ კითხვაზედაც მიპასუხეთ: ის
ჭეშმარიტებანი, რომლებსაც გამუდმებით ვიმეორებ და ვქადაგებ,
ფილოსოფიის ძირითადი ჭეშმარიტებანი არიან თუ მეორეხარისხოვანი?
ტ ი მ ა ნ დ რ ე. მე, ჩემდათავად, მიმაჩნია, რომ მათშია ყოველგვარი
ფილოსოფიის არსი.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. მაშასადამე, სასტიკად ცდება ყველა, ვინც გამუდმებით
იმეორებს და ქადაგებს, რომ ადამიანის სრულყოფილების პირობა
ჭეშმარიტების შემეცნებაა, რომ მთელი მისი უბედურება მცდარი
წარმოდგენებისა და უმეცრებისაგან იღებს დასაბამს, და რომ ჩვენი მოდგმა,
ბოლოს და ბოლოს, ბედნიერი გახდება, როცა ყველა კაცი ან მათი
უმრავლესობა მაინც შეიცნობს ჭეშმარიტებას და მხოლოდ მისი მიხედვით
წარმართავს თავის ცხოვრებას. განა ამას არ ამტკიცებს ძველი თუ ახალი
დროის თითქმის ყველა ფილოსოფოსი? თქვენის აზრით კი ჭეშმარიტებანი,
რომლებიც შეადგენენ ყოველგვარი ფილოსოფიის არსს, თურმე უნდა
დავუმალოთ ადამიანთა უმრავლესობას. მე მგონია, თქვენ უყოყმანოდ
დაეთანხმებოდით იმასაც, რომ ყველას დაევიწყებინა. ზემოხსენებული
ჭეშმარიტებანი და არავითარი წარმოდგენა არა ჰქონოდა მათზე, რადგან
ვინც იცის და ზეპირად ახსოვს ისინი, თურმე ნუ იტყვით და,
წყალწაღებულად უნდა მიგვაჩნდეს. მაგრამ ეს ხომ არსებითად იმას
ნიშნავს, რომ ფილოსოფია მთელი დედამიწის ზურგზე ამოიძირკვოს. მე
კარგად მახსოვს საბოლოო დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ
ჭეშმარიტი და სრულქმნილი ფილოსოფიიდან: არ უნდა
ვიფილოსოფოსოთ, საიდანაც უშუალოდ გამომდინარეობს, რომ
ფილოსოფია, ჯერ ერთი, სრულიად უსარგებლოა, რადგანაც იმისთვის, რომ
არ ვიფილოსოფოსოთ, სულაც არ არის აუცილებელი ფილოსოფოსები
ვიყოთ და, მეორეც, ის აშკარად მავნეა, რადგანაც ამ უკანასკნელი დასკვნის
მკითხველთა ლიგა

101
არსს შეიძლება ჩავწვდეთ მხოლოდ ჩვენივე ძალისხმევის შედეგად,
ჩაწვდომის შემდეგ კი შეუძლებელია საქმეში გამოიყენო იგი, ვინაიდან
ადამიანების ნება როდია, დაივიწყონ შეცნობილი ჭეშმარიტებანი, და უფრო
ადვილია ყველა სხვა ჩვეულებაზე ხელის აღება, ვიდრე დავიწყება იმისა,
რასაც ფილოსოფოსობის ჩვევა ჰქვია. ერთის სიტყვით, ფილოსოფია,
რომელიც თავდაპირველად იმედოვნებს და, იმავდროულად,
უბედურებისაგან განკურნებას აღგვითქვამს ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, იმით
ამთავრებს, რომ მხოლოდ თავისი - თავის განკურნებასღა ცდილობს და
ისიც ამაოდ. ყოველივე ამის დადგენის შემდეგ, ჩემს თავს ნებას ვაძლევ,
ვიკითხო: კი მაგრამ მაინც რატომ გვგონია, რომ ეს ჩვენი საუკუნე უფრო
სრულყოფილია, ან თავისი თავის შეცნობის უფრო მეტი უნარი შესწევს?
იმიტომ, რომ უკეთ იცნობს ჭეშმარიტებას? მაგრამ ეს ცოდნა, როგორც
დავრწმუნდით, კიდევ უფრო მიუწვდომელს ხდის ადამიანის ბედნიერებას.
ან, იქნებ, იმიტომ, რომ ახლა ზოგ-ზოგმა მაინც იცის, რომ ფილოსოფოსობა
ფუჭია, თუნდაც თვითონ თავს ვერ იკავებდნენ ფილოსოფოსობისაგან?
მაგრამ პირველყოფილი ადამიანები ხომ ნამდვილად არ
ფილოსოფოსობდნენ და ველურებიც იოლად გადიან ფონს ამის გარეშე.
მაშ, ჩვენი წინაპრებისაგან განსხვავებით, რა ახალი, ან უფრო მძლავრი
საშუალებები მოგვეძებნება სრულყოფილების მისაღწევად?
ტ ი მ ა ნ დ რ ე. რამდენიც გნებავთ, ყველა უჩვეულოდ მძლავრია და
ქმედითი, მაგრამ მათზე მსჯელობა შორს წაგვიყვანდა.
ე ლ ე ა ნ დ რ ე. მაშ, დროებით მოვეშვათ მათ. მე კი იმას, რაც ზემოთ ჩემზე
მოგახსენეთ, აი, რას დავსძენ: თუკი ჩემს ნაწერებში ზოგიერთ უსიამოვნო ან
სავალალო ჭეშმარიტებას ვეხები ხოლმე, რათა გული მოვიოხო, ან
სიცილით ვინუგეშო თავი, განა იმავე წიგნებში არ დავტირი, ვგმობ და
ვუკრძალავ ადამიანებს იმ ცივი და უბადრუკი ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვას,
რომლის ცოდნაც ან დაუდევრობისა თუ მცონარების, ან უსულგულობის,
უსამართლობისა თუ ზნედაცემულობის წყაროდ გვევლინება? და, პირიქით,
ვაქებ და ვადიდებ ყველა თვალსაზრისს, — თუგინდ მცდარნიც იყვნენ
ისინი,— რომლებიც კეთილშობილურსა და ღირსეულ აზრებს აღძრავენ
სულში, სიქველესა და სათნოებას ნერგავენ ქვეყნად და საზოგადო თუ
საკუთარი სიკეთისა და კეთილდღეობისათვის ბრძოლის ჟინით აღანთებენ
ადამიანებს; იმ მშვენიერ და საამურ, თუმცაღა ფუჭ ოცნებებს, რომლებიც
აზრს ანიჭებენ კაცთა ცხოვრებას; სულის ყველა ბუნებრივ თვითცდუნებას
მკითხველთა ლიგა

102
და, ბოლოს, წინაპართა ყველა შეცდომას, რომლებიც ძირფესვიანად
განსხვავდებიან არაერთი ბარბაროსული ცდომილებისაგან და რომლებსაც
უთუოდ უნდა მოღებოდათ ბოლო თანადროული განათლება
განსწავლულობისა და ფილოსოფიის მიღწევათა შედეგად. მაგრამ
განათლებაცა და ფილოსოფიაც აშკარად გასცდნენ თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლებს (ყოველივე ადამიანურის გარდუვალი
თავისებურება!) და ერთი ბარბაროსობიდან ძლივსძლივობით
თავდაღწეულნი ახლა მეორე, პირველზე არანაკლებ ბარბაროსობაში
ჩაგვყარეს, თუმცაღა ეს უკანასკნელი, რომელიც უმეცრებით კი არა,
ცოდნითა და შემეცნებითაა განსაზღვრულ-განპირობებული, უმალ სულს
აჩნდება ლაქად, ვიდრე სხეულს და უფრო ჩვენი არსების სიღრმეში
იმალება, ვიდრე თავს იჩენს მის გარეთ. ყოველ შემთხვევაში, მე მგონია,
რამდენადაც წინაპართა ყველა ცდომილება აუცილებელი იყო, რათა
განათლებულ ხალხებს ახლანდელი მდგომარეობისათვის მიეღწიათ,
იმდენადვე შეუძლებელია მათი აღორძინება, და ეს დღითიდღე სულ უფრო
ძნელი ხდება. რაც შეეხება ადამიანის სრულყოფილებას, გეფიცებით, მას
რომ ამ მდგომარეობისთვის მიეღწია, სულ მცირე, მთელ ტომს. მაინც
დავწეოდი კაცთა მოდგმის საქებად და სადიდებლად. მაგრამ რაკი
ჯერჯერობით. ამას არ მოვსწრებივარ და იმედიც არა მაქვს, რომ
სიკვდილამდე მაინც მოვესწრები, მზადა ვარ, მთელი ჩემი ავლადიდების
უმეტესი ნაწილი ვუანდერძო ყველას, ვინც დროთა განმავლობაში, მას.
შემდეგ, რაც კაცთა მოდგმა სრულყოფილებას მიაღწევს, ყოველწლიურად
თითო პანეგირიკს130 მიუძღვნის ან, წინაპართა მაგალითისამებრ, ტაძრებსა
თუ ძეგლებს აუგებს მას, ანდა კიდევ იმ სახით მიაგებს პატივს, როგორც
თვითონ მიიჩნევს უმჯობესად.

130
პანეგირიკი (ბერძნ.) — სახოტბო სიტყვა.
მკითხველთა ლიგა

103
კოპერნიკი 131
(დიალოგი)
გამოსვლა პირველი
პირველი ჰორა132 და მზე

პ ი რ ვ ე ლ ი ჰ ო რა. დილა მშვიდობისა, თქვენო ბრწყინვალებავ!


მ ზ ე. უმჯობესი იქნებოდა, ღამე მშვიდობისა გესურვებინა.
ჰ ო რ ა. ეტლი მზადაა.
მ ზ ე. კეთილი და პატიოსანი.
ჰ ო რ ა. ცისკრის ვარსკვლავი უკვე გამობრძანდა.
მ ზ ე. გამობრძანდა და სადაც უნდა, იქ წაბრძანდეს.
ჰ ო რ ა. რისი თქმა სურს ამით თქვენს ბრწყინვალებას?
მ ზ ე. რისი და იმის, რომ, თუ შეიძლება, თავი დამანებე.
ჰ ო რ ა. კი მაგრამ, თქვენო ბრწყინვალებავ, ღამე ისე გაგრძელდა და
გაჭიანურდა, რომ მეტი აღარ შეიძლება. ცოტაც რომ შევყოვნდეთ, ვაითუ
ყველაფერი აირ-დაირიოს.
მ ზ ე. გინდ აირ-დაირიოს და გინდ გადაირიოს, აქედან ფეხის მომცვლელი
არა ვარ.
ჰ ო რ ა. რას ბრძანებთ, თქვენო ბრწყინვალებავ? შეუძლოდ ხომ არა
გრძნობთ თავს?

131
კოპერნიკი ნიკოლოზ (1473—1543) - დიდი პოლონელი ასტრონომი, ჰელიოცენტრული სისტემის
შემქმნელი.
132
ჰორა — იხ. შენიშვნები „ჰერაკლესა და ატლანტის საუბარი“, 18.
მკითხველთა ლიგა

104
მ ზე. არაფერსაც არა ვგრძნობ, გარდა იმისა, რომ მომკალი და ადგილიდან
ნუ დამძრავ. შენ კი გასწი, საქმეს მიხედე.
ჰ ო რ ა. სად გავწიო, ან სად წამესვლება, თუ ამოსვლაზე უარს აცხადებთ? მე
ხომ დღის საათთა შორის პირველი ვარ, ხოლო დღეს რა გაათენებს, თუკი
თქვენი ბრწყინვალება არ ინებებს, როგორც წესი და რიგია, ამ ალაყაფიდან
გამობრძანებას?
მ ზ ე. მაშინ შენც ადექი და დღის კი არა, ღამის პირველი საათი იყავი. ანდა,
დაე, ღამის ჰორებმა ზედიზედ მეორედაც იყარაულონ, შენ კი შენს
დობილებთან ერთად მოისვენე. იმიტომ რომ, მართალი გითხრა, ყელში
ამომივიდა სულ ერთი და იგივე, ერთი და იგივე; იტრიალე, უნათე, და სითბო
უგზავნე იმ უბადრუკ არსებებს, რომლებიც ტალახის პაწაწინა კოლბოხზე
ცხოვრობენ, იმდენად პაწაწინაზე, რომ მთელი ჩემი შორსმჭვრეტელობის
მიუხედავად, აქამდე ვერ იქნა და ვერსად დავლანდე. და, აი, წუხელ
გადავწყვიტე ამას იქით ხელი ავიღო მათ სამსახურზე, ხოლო თუ
ადამიანებს უსინათლოდ არ გაეძლებათ, მაშინ კეთილინებონ და საერთოდ
ნუ ჩააქრობენ ცეცხლს; თუმცა მე რა მესაქმება, თავის თავს თვითონ
მიხედონ.
ჰ ო რ ა. კი მაგრამ, თქვენო ბრწყინვალებავ, ერთხელ მაინც თუ
დაფიქრებულხართ, ამ საცოდავებმა როგორ უნდა გაძლონ უთქვენოდ? თუ
ვეღარც ცეცხლს ჩააქრობენ, ვეღარც ფარნებს და ვეღარც სანთლებს, რა
ჯიბე გაუძლებს ამას? საწვავის რაღაც იაფი წყარო რომ აღმოეჩინათ,
ვთქვათ, ჰაერი გამოეყენებინათ ქუჩების, სახლების, დახლების,
სარდაფების თუ სხვა მისთანათა გასანათებლად, კიდევ არა უშავდათ,
მაგრამ უბედურება ისაა, რომ ადამიანებს სამასი წელიც არ ეყოფათ
საამისოდ. ხოლო ამასობაში ზეთიც გაუთავდებათ, ცვილიც, ქონიც და
ფისიც, ასე რომ, საწვავის ნასახიც აღარ დარჩებათ.
მ ზ ე. მაშინ ციცინათელებზე, ამ მოციმციმე ხოჭოებზე მოუწევთ ნადირობა.
ჰ ო რ ა. ანდა სიცივისაგან როგორღა დაიცავენ თავს? რადგან თქვენი
ბრწყინვალების გულმოწყალებისა და შემწეობის გარეშე ადამიანები მაინც
ვერ შეძლებენ გათბობას, თუნდაც ცეცხლს შეუკეთონ მთელი ხე-ტყე, რაც
დედამიწაზე მოიპოვება.
მკითხველთა ლიგა

105
ეგეც არ იყოს, შიმშილით ამოწყდებიან, ვინაიდან დედამიწა აღარ
აღმოაცენებს არავითარ ნაყოფს და რამდენიმე წელიწადში ამ საცოდავების
სახსენებელიც არსად დარჩება: ერთხანს ხელის ფათურით იბორიალებენ
დედამიწის ზურგზე საზრდოსა და სათბობის საძებნად, მერე კი, როცა
შთანთქამენ ყველაფერს, რისი შთანთქმაც შეიძლება, და უკანასკნელი
ნაკვერცხალიც მიიფერფლება, ან შიმშილი მოუღებთ ბოლოს, ან
სიცივისგან გათოშილნი ყინულის ლოლუებად გადიქცევიან.
მ ზ ე. მაგაზე დამიდგა დარდი. მე რა, კაცთა მოდგმის ძიძა ვარ თუ რა? ან,
იქნებ, მათი მზარეული გგონივარ და ჩემს ერთადერთ მოვალეობად ის
მიგაჩნია, რომ დროულად აღმოვაცენო ნაირნაირი ნაყოფი და სასმელ-
საჭმელი არ მოვაკლო მათ სუფრას? რა ჩემი საქმეა, თუ იმ უბადრუკი
არსებების. ჯოგს, რომლებიც აქედან რამდენიმე მილიონი კილომეტრის
დაშორებით დაღოღავენ დედამიწაზე და რომლებსაც მათი სიმცირისა და
სიპატარავის გამო ვერც კი ვხედავ, უჩემოდ არც რაიმეს დანახვის თავი აქვს
და არც სიცივის გაძლებისა? მაგრამ თუ მაინც იძულებული ვიქნები ბუხრის
ან კერიის მაგივრობა გავუწიო კაცთა სახლეულს, ადამიანთა მთელს
მოდგმას, გონება მოითხოვს, რომ სახლეული თვითონვე მიუჩოჩდეს
ბუხარს, თვითონვე იტრიალოს მის ირგვლივ და არა პირიქით: ბუხარმა —
სახლეულის თუ სახლის ირგვლივ. რახან დედამიწას უჩემოდ არ გაეძლება,
თვითონვე გაისარჯოს, თვითონვე იტრიალოს ჩემს გარშემო, თუ უნდა, რომ
გვერდითა ვყავდე. მე კი პირადად დედამიწა არას მარგია და ამიტომ არც მის
სიახლოვეს დავეძებ.
ჰ ო რ ა. თუ სწორად გაგიგეთ, თქვენს ბრწყინვალებას ამისი თქმა სურს: დაე,
დედამიწამ აწი თვითონ აკეთოს ის, რაც აქამდე მე მიკეთებიაო.
მ ზ ე. დიახ, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე.
ჰ ო რ ა. რა თქმა უნდა, თქვენს ბრწყინვალებას საკმარისზე მეტი საბაბი აქვს
ამის სათქმელად და, ეგეც არ იყოს, ვის შეუძლია ხელი შეგიშალოთ იმაში,
რომ, როგორც გინდათ, ისე მოიქცეთ? მაგრამ კარგად დაფიქრდით, თქვენო
ბრწყინვალებავ, რამდენი დიდებული რამ განქარდება, რამდენი
აუცილებელი რამ სამუდამოდ გამოგვეცლება ხელიდან მხოლოდ იმიტომ,
რომ ამ ახალი წესრიგის შემოღებას აპირებთ. დღეს აღარ ეყოლება აღარც
თავისი საუცხოო, ოქროცურვილი ეტლი და აღარც თავისი ფიცხი ცხენები,
რომლებიც საღამოობით ზღვაში ბანაობდნენ.
მკითხველთა ლიგა

106
ათასნაირ წვრილმანზე რომ აღარაფერი ვთქვა, ჩვენ — საბრალო ჰორებს
წყალში ჩაგვეყრება ამდენი წლის სამსახური ცაში და, ამრიგად, ზეციური
მხევლებიდან მიწიერ მოახლეებად ვიქცევით, თუკი, რასაკვირველია,
სულაც არ გავქრით და განვქარდით, რასაც მე პირადად უფრო მოველი.
მაგრამ რაც მოსახდენია, მოხდეს, თქვენს ნებას ვინ აღუდგება წინ? მთავარი
მაინც ის არის, თუ როგორ დავითანხმოთ დედამიწა, რომ თქვენს გარშემო
ტრიალს მოჰყვეს. ნამდვილად გადაირევა: ამდენი ხანია ადგილიდან არ
დავძრულვარ და ახლა რა ძალა მადგია, კისრისტეხით ვირბინო მზის
გარშემო და ოფლი ვღვარო, გიჟი ხომ არ გგონივართო, — იტყვის. და
მართლაც, თუკი თქვენს ბრწყინვალებას, როგორც ვატყობ, ჭკუაში უჯდება
ის, რასაც მცონარება შემპარავი ხმით ჩასჩურჩულებს, არ ვიცი, ამ საპყარს,
უძრავსა და ექნარა დედამიწას რა ძალა დააძლევინებს ცოდვის
მცონარებას, რა აამოძრავებს და აამოქმედებს.
მ ზ ე. ხომ გაგიგონია, გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო?
დასჭირდება და ისე დაიწყებს სირბილს, რომ აღარც გაჩერდება. მაგრამ
ჩვენთვის უფრო საიმედო და ხელსაყრელი იქნებოდა რომელიღაც პოეტი
თუ ფილოსოფოსი გამოგვეძებნა, რათა ერჩიათ დედამიწისთვის,
დაუყოვნებლივ დაეწყო ბრუნვა, ხოლო თუ არც რჩევა გასჭირდა, არც
თხოვნა და არც შეგონება, ძალით მაინც დაეტრიალებინათ ჩემს ირგვლივ,
ვინაიდან საამისო ძალა სწორედ პოეტებისა და ფილოსოფოსების ხელთაა.
ძველისძველად, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი და მიამიტურად
ვენდობოდი, პოეტებს, განა სწორედ მათ არ გამაბრიყვეს თავიანთი
გრძნეული სიმღერებით და მაიძულეს ეს სულელური სამუშაო მეტვირთა,
თითქოს დიდად საპატიო და სასახელო საქმე ყოფილიყოს და, მთელი ჩემი
სიდიდის თუ სიმძიმის მიუხედავად, კისრისტეხით მერბინა ქვიშის
უბადრუკი მარცვლის გარშემო? მაგრამ მას შემდეგ, რაც მოწიფულობის
ასაკს მივაღწიე, ფილოსოფიას ვანიჭებ უპირატესობას, ვინაიდან
ყველაფერში სარგებლობას ვეძებ და არა მშვენიერებას, პოეტური
გრძნობელობა კი გულის ამრევად თუ არა, ყოველ შემთხვევაში, სასაცილოდ
მაინც მეჩვენება.
მკითხველთა ლიგა

107
ახლა უმიზეზოდ თითსაც აღარ გავანძრევ, და რაკი არავითარი მიზესი არა
მაქვს საიმისოდ, რომ სიმშვიდეს და მოვალეობას მოუსვენრობასა და
მუხლჩაუხრელ შრომას ვარჩევდე, მით უმეტეს, თუ ეს მოუსვენრობა
არავითარ ნაყოფს არ იძლევა ამდენი ოფლის ღვრისა და თვით თავის
მტვრევის სანაცვლოდ (თუმცა მთელს სამყაროში არ მოიძებნება, ნაყოფი,
ჩალის ფასადაც რომ ღირდეს), — საბოლოოდ გადავწყვიტე სხვას
გადავულოცო წვალება და ჭაპანწყვეტა, თვითონ კი ჩემს ნებაზე,
მოსვენებით ვიცხოვრო შინ. ეს გარდატეხა ჩემში, ასაკს გარდა, როგორც უკვე
მოგახსენე, ფილოსოფოსებმაც გამოიწვიეს: მათი ამქარი ამჟამად ნამეტანი
ძლიერი გახდა, და ეს ძლიერება დღითიდღე უფრო იზრდება. ამიტომ ახლა,
როცა მე ვცდილობ რამენაირად მივაღწიო იმას, რომ დედამიწამ ჩემს
მაგივრად იწყოს ტრიალი, ერთის მხრივ, თითქოს უფრო მიზანშეწონილი
იქნებოდა გვეპოვა პოეტი და არა ფილოსოფოსი, ვინაიდან პოეტები
თავიანთი მაცთუნებელი გამონაგონით ხან ასე და ხან ისე არწმუნებენ
ყველას, თითქოს სამყაროში ყველაფერი ფასეულია და ღირებული,
საოცნებოა და მშვენიერი, და ამრიგად, ხალისიანი იმედებსა და, ამასთან,
არცთუ იშვიათად გარჯის სურვილსაც აღუძრავენ ადამიანებს, მაშინ
როდესაც ფილოსოფოსები, პირიქით, კლავენ ამ სურვილს. მაგრამ, მეორეს
მხრივ, ფილოსოფოსების გავლენა ამჟამად უფრო დიდია და არა მგონია,
დედამიწამ ჩემზე უფრო ყურადღებით მოუსმინოს პოეტს, თუმცა, კიდევაც
რომ მოუსმინოს, ეს არავითარ შედეგს არ გამოიღებს. ასე რომ, ჩვენთვის
უმჯობესია, ფილოსოფოსს მივმართოთ შემწეობისთვის, რადგან
მართალია, ფილოსოფოსებს გაცილებით უფრო ნაკლებ შესწევთ იმის
უნარი, რომ სამოქმედოდ წააქეზონ და განაწყონ ხალხი, მაგრამ, ვინ იცის,
იქნებ ამჯერად სასწაული მოხდეს და იმედი გაგვიმართლონ. თუკი, რაღა
თქმა უნდა, დედამიწა დაღუპვას არ ამჯობინებს იმას, რომ უქნარობა
დასძლიოს და გაისარჯოს, თუმცა მე მაშინაც კი ვერ ვიტყვი, უჭკუოდ მოიქცა-
მეთქი. კარგი, ვნახოთ, რა გამოვა აქედან, შენ კი ასე ქენი: დაუყოვნებლივ
დაეშვი დედამიწაზე, თუმცა, არა, უმჯობესია შენი ერთ-ერთი · დობილი
გაგზავნო, რომელიც უფრო მარჯვე გგონია, და თუ ის სადმე გამოჩხრეკს
ჩვენთვის საჭირო ფილოსოფოსს, — არა კაბინეტში, არამედ ღია ცის ქვეშ,
გარინდებული რომ მიშტერებია ცას და ვარსკვლავებს, ხოლო გონება
მკარნახობს, რომ ამნაირი ფილოსოფოსი უეჭველად მოიძებნება, ვინაიდან
ჯერ არასდროს არ ყოფილა ამსიგრძე ღამე, — წამითაც ნუღარ დააყოვნებს,
მკითხველთა ლიგა

108
უწონადო გახადოს, მხრებზე მოიგდოს და აქ მომგვაროს, დანარჩენი კი მე
ვიცი. ხომ გესმის ჩემი?
ჰ ო რ ა. მესმის, თქვენო ბრწყინვალებავ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც
თქვენ გნებავთ.

გამოსვლა მეორე
კ ო პ ე რ ნ ი კ ი თავისი სახლის ბანზე ზის, პირი აღმოსავლეთისკენ აქვს
მიქცეული: ხელში მილივით დაგრაგნილი ქაღალდის ფურცელი უჭირავს და
ასე უყურებს ცას, ვინაიდან სამზერი ჭოგრიტი ჯერ კიდევ არ არის
გამოგონილი.
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. ხედავ, როგორ გაგრძელდა და გაჭიანურდა? ან ყველა საათი
შეცდომით უჩვენებს დროს, ანდა მზე, სულ მცირე, ერთი საათის წინათ
მაინც უნდა ამოსულიყო: მაგრამ აღმოსავლეთს ჯერჯერობით რიჟრაჟის
ნასახიც არ დასტყობია, თუმცა ღამე სარკესავით კრიალაა და ნათელი.
ვარსკვლავებიც ისე კაშკაშებენ, შუაღამე ეგონება კაცს. ქექე ახლა
„ალმაგესტი“133 ან საკრო ბოსკო134 და იმედი გქონდეს, რომ შიგ იპოვი ამ
არნახული მოვლენის ახსნას; მეტი არაა ჩემი მტერი! მე არაერთხელ
გამიგონია იმ ღამის ამბავი, რომელიც ზევსმა ამფიტრიონის მეუღლესთან
გაატარა.135 მახსოვს, ამას წინათ, ერთი ესპანელის წიგნში ისიც წავიკითხე,

133
იგულისხმება სახელგანთქმული ბერძენი ასტრონომისა და მათემატიკოსის კლავდიოს
პტოლემაიოსის (II ს. ჩვ. წ. ა.) მთავარი თხზულება „ასტრონომიის დიდი სისტემა“, რომელიც შუა
საუკუნეებში უპირატესად არაბული თარგმანის მეშვეობით იყო ცნობილი. თარგმანში მას „ალმაგესტი“
ეწოდება.
134
საკრო ბოსკო — იგულისხმება ინგლისელი ბერი, ასტრონომი დ» მათემატიკოსი ჯონ ჰოლივუდელი
(XIII ს.), ლათინურად – იოჰანეს დე - საკრო ბოსკო. მისი ასტრონომიული თხზულება „სამყაროული
სფეროსათვის“, მიუხედავად კომპილაციური ხასიათისა, დიდი პოპულარობით სარგებლობდა შუა
საუკუნეების ევროპაში.
135
მითის მიხედვით, ზევსს თვალში მოუვიდა ტირინთოს მეფის ამფიტრიონის მეუღლე ალკმენე. ის ღამე,
რომელიც უკვდავთა და მოკვდავთა მამამ დედოფალთან გაატარა, უჩვეულოდ გაგრძელდა, რადგან
ზევსის ბრძანებით მზემ დააყოვნა ამოსვლა. ზევსისა და ალკმენეს კავშირისგან იშვა ჰერაკლე.
მკითხველთა ლიგა

109
რომ პერუელების გადმოცემით, ერთხელ, უხსოვარ დროს, მათ ქვეყანაში
გაუთენებელი ღამე მდგარა, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, მზე მაინც ამოსულა
იმ ტბიდან, რომელსაც იქაურები ტიტიკაკას 136 უწოდებენ. მაგრამ, მართალი
გითხრათ, მთელს ამ აბდა-უბდას ზღაპრებად ვთვლიდი და, როგორც
ჭკუადამჯდარ კაცს შეჰფერის, თქვენ წარმოიდგინეთ, დარწმუნებულიც კი
ვიყავი ჩემი აზრის სისწორეში. ახლა კი ვხედავ, რომ არც გონებას და არც
მეცნიერებას არაფრის ახსნა არ შეუძლიათ, და თავს ნებას ვაძლევ
დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ ეს არაკებიცა და სხვა მისთანანიც სრული
სიმართლეა. მეტიც, ვაპირებ, თუ შევძელი, ყველა ტბა და ჭაობი შემოვიარო,
ვინ იცის, იქნებ ბადითაც კი დავიჭირო მზე, მაგრამ ეს რა შრიალი ისმის?
გეგონება, რომელიღაც ვეებერთელა ფოინველი ფრთებს აფართქუნებსო.

გამოსვლა მესამე
უჰანასკნელი ჰორა და პოკერნიკი
ჰ ო რ ა. კოპერნიკ, მე უკანასკნელი საათი ვარ.
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. უკანასკნელიო?.. ეჰ, რას იზამ კაცი?! მაგრამ ცოტა მაინც
მაცალე, რომ სიკვდილამდე ანდერძის დაწერა მოვასწრო და ჩემი საქმეები
მოვაწესრიგო.
ჰ ო რ ა. რას ამბობ, ადამიანო, სიცოცხლის უკანასკნელი საათი ხომ არ
გგონივარ?
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. აბა, მაშინ ვინა ხარ? უკანასკნელი საათი, უკანასკნელი ჟამი,
მაგის მეტი რა მიკითხავს „ჟამნში“137 ?
ჰ ო რ ა. ჰო, მაგის კითხვა, როგორც ვატყობ, თავს გირჩევნია.

136
ტიტიკაკა — დიდი ტბა (ფართობი დაახლ. 10000 კვ. კმ) პერუსა და ბოლივიის საზღვარზე, ზღვის
დონიდან 4000 მ-ის სიმაღლეზე.
137
ჟამნი — საეკლესიო ლოცვათა კრებული.
მკითხველთა ლიგა

110
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. კი მაგრამ, ვინ გითხრა, რომ კანონიკე138 ვარ? ვინ გასწავლა
ჩემი სახელი? აკი სახელით მომმართე.
ჰ ო რ ა. აქ, დედამიწაზე შევიტყვე ყველაფერი, ხალხს გამოვკითხე. მე კი
მხოლოდ და მხოლოდ დღის უკანასკნელი საათი ვარ.
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. აჰა, ახლა კი გასაგებია: დღის პირველი საათი ავად გახდა და
ამიტომ დღესაც ვეღარ ვეღირსეთ, არა?
ჰ ო რ ა. ნუ მაწყვეტინებ. დღეს საერთოდ ვერ ეღირსებით, ვერც დღეს, ვერც
ხვალ და ვერც ვერასოდეს, თუკი სასწრაფო ზომებს არ მიიღებ.
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. კაი დაგემართოს, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, დადგება
დღე თუ არ დადგება?!
ჰ ო რ ა. მე გეტყვი, რაც არის შენზე დამოკიდებული. უწინარეს ყოვლისა,
ახლავე, დაუყოვნებლიბ, ერთად უნდა ვეახლოთ მზეს, ჩემს მბრძანებელს,
მის სასახლეში. ზოგ რამეს. გზაში გაიგებ, დანარჩენს კი თვით მისი
ბრწყინვალება გაუწყებს, როცა ვეახლებით.
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ წინ, თუ არა ვცდები, კაი
გვარიანი მანძილი გვიდევს. როგორ წამოვიღო იმდენი საგზალი, რომ
შიმშილით არ მოვკვდე? რამდენიმე წელი ხომ მაინც გაივლის, სანამ მზეს
მივაღწევდეთ და, ეგეც არ იყოს, ჩემი ანგარიშით მისი ბრწყინვალების
თვალუწვდენელ სამფლობელოებში იმდენი ნაყოფიც არ მოიკრიფება, რომ
ერთ საუზმედ მეყოს.
ჰ ო რ ა. შენ დარდი ნუ გაქვს; დიდხანს როდი მოგიწევს მზის სასახლეში
ყოფნა. ხოლო გზას ერთ წამში გავლევთ: ხომ არ დაგავიწყდა, რომ მე სული
ვარ.
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. შენ კი სული ხარ, მაგრამ ამ ჩემს ხორცს რა ეშველება?
ჰ ო რ ა. კარგი ერთი, თუ ღმერთი გწამს, შენისთანა კაცს, ფილოსოფოსსა და
ისიც მეტაფიზიკოსს, ნამდვილად არ ეკადრება ამდენი მიეთ-მოეთი და
დროის ტყუილუბრალოდ ფლანგვა. შენი ერთი ხელი მომეცი და დანარჩენი
მე ვიცი.

138
კანონიკე — (კანონიკუს) — საეკლესიო მოხელე. 1503 წელს კოპერ– ნიკი ბევრად აღიკვეცა კრაკოვში.
მკითხველთა ლიგა

111
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. რაც არის, არის, წავიდეთ! ვნახოთ, რა გამოვა ამ არნახული
საქმიდან.

გამოსვლა მეოთხე
კოპერნიკი და მზე
კ ო პ ე რ ნ იკ ი. თქვენო ბრწყინვალებავ...
მ ზ ე. მომიტევე, კოპერნიკ, სავარძელს რომ ვერ გთავაზობ. ჩვენ აქ არც
სკამები გვაქვს და არც სავარძლები. მაგრამ, იმედია, მალე მოვრჩებით
საქმეს. ჩემმა მხევალმა ალბათ უკვე გაგაცნო მისი არსი. მე კი ის მაძლევს
წარმატების იმედს, რომ გოგონამ დაწვრილებით მომახსენა შენი ღირსების
ამბავი. მე მგონია, ამ საქმეში შენზე უკეთეს კაცს ვერ ვიშოვი.
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. მოწყალეო ხელმწიფევ, ამ საქმის წარმატებით
დაგვირგვინებას, ჩემის აზრით, მრავალი სიძნელე ეღობება წინ.
მ ზ ე. სიძნელემ როგორ უნდა შეაშინოს შენისთანა კაცი? იმასაც კი ამბობენ,
სიძნელე მამაცთა სიმამაცესა ზრდისო. მაგრამ მაინც რა სიძნელეა ასეთი?
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. ჯერ ერთი, მართალია, ფილოსოფიის გავლენა და
ძალმოსილება დიდია, მაგრამ არა მგონია იმდენად დიდი იყოს, რომ
დაარწმუნოს დედამიწა, ამდენი საუკუნის განმავლობაში ერთ ადგილას
უქმად ჯდომის შემდეგ უცებ წამოხტეს და ციბრუტივით ტრიალს მოჰყვეს,
და მერე როდის, ახლა, როცა გმირებისა და გმირობის დრო რახანია
წარსულს ჩაბარდა.
მ ზ ე. ვერ დაარწმუნებ და აიძულე! მკითხველთა ლიგა

112
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. დიდი სიამოვნებით ვაიძულებდი, თქვენო ბრწყინვალებავ,
ჰერაკლე თუ არა, როლანდი139 მაინც რომ ვიყო, და არა ვარმიელი140
კანონიკე ბერი.
მ ზ ე. მერე რა? არ გახსოვს, რა უთქვამს ძველი დროის ერთ თქვენებურ
მათემატიკოსს.141 მომეცით სამყაროში საყრდენი წერტილი და ცასა და
დედამიწას გადავაბრუნებო? შენ კი არც ცის გადაბრუნება გჭირდება და
დედამიწიდანაც კაი შორსა ხარ. ჰოდა, თუ წინასწარვე თითს არ მოკაკვამ ამ
მათემატიკოსის წინაშე, შეუძლებელია შენს ნებაზე ვერ ააბრუნო და
აამოძრავო დედამიწა, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს თვითონ მას.
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. უფალო ჩემო, კაცმა რომ თქვას, ეს შეუძლებელი საქმე
როდია, მაგრამ საჭიროა ბერკეტი და, თანაც, იმსიგრძე ბერკეტი, რომ
არამცთუ მე, არამედ თვით თქვენი ბრწყინვალებაც, რაგინდ მდიდარიც
უნდა ბრძანდებოდეთ, სანახევროდაც ვერ აუვა ვერც მისთვის საჭირო
მასალისა და ვერც მისი დამზადების ხარჯებს. მაგრამ მე უფრო მეტად
მაფიქრებს მეორე სიძნელე, რაზედაც ახლავე მოგახსენებთ, უფრო სწორად,
სიძნელე კი არა, სიძნელეთა მთელი გორგალი. აქამდე დედამიწას პირველი
ადგილი ეჭირა სამყაროში, რომლის შუაგულშიაც, როგორც თავად
მოგეხსენებათ, უძრავად ეგო და სხვა საქმე და საფიქრალი არა ჰქონდა,
გარდა იმისა, რომ აქეთ-იქით ეცქირა და მოუსვენრად ეცეცებინა თვალი,
მაშინ როდესაც ყველა სხვა ციური სხეული, დიდიცა და პატარაც,
მანათობელიცა და ჩამქრალიც, გამუდმებით დაჰქროდა მის ზემოთ, მის
ქვემოთ, მის შორიახლო და, თანაც, ისეთი წარმოუდგენელი სისწრაფით,
რომ პირდაპირ გაშტერებული დარჩება კაცი. ამიტომ დედამიწას
ყოველთვის სამყაროს მბრძანებლად მიაჩნდა თავი, და საგანთა იმნაირი

139
როლანდი — სახელგანთქმული ფრანგი რაინდი, კარლოს დიდის (742— 814) ერთ-ერთი თორმეტ
პერთაგანი, უკვდავყოფილი ფრანგული ნაციონალური ეპოსით „სიმღერა როლანდზე“. როლანდია
აგრეთვე მთავარი გმირი ლოდოვიკო არბოსტოს (1474—1533) ეპიური პოემისა „მძვინვარე როლანდინ და
მათეო ბოიარდოს (1430— 1494) პოემისა „შეყვარებული როლანდი“, რომელიც შემდეგ თავისებურად
გადააკეთა ფრანჩესკო ბერნიმ (დაახლ. 1497—1535).
140
ვარმია — პოლონეთის ისტორიული პროვინცია, რომელიც კოპერნიკის ეპოქამდე ცოტა ხნით ადრე
პოლონელებმა ბრძოლით დაიბრუნეს გერმანელებისაგან.
141
თქვენებურ ე.ი. დედამიწის მკვიდრს. იგულისხმება დიდი ბერძენი ფიზიკოსი, მექანიკოსი და
მათემატიკოსი არქიმედე (287—212 ძვ. წ. ა.).
მკითხველთა ლიგა

113
წესრიგის დროს, რომელიც არსებობდა აქამდე, უსამართლობა იქნებოდა
იმის თქმა, თითქოს მას გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე.
პირადად მე გულწრფელად ვაღიარებ, რომ მას სრული უფლება ჰქონდა, ასე
ეფიქრა. ადამიანებზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია: მიწიერ არსთა შორის
ჩვენ ყველაზე უმთავრესნი, ყველაზე უპირველესნი გვგონია და კვლავაც
გვეგონება თავი; ამიტომ ჩვენს შორის თვით ყველაზე უკანასკნელი,
ჩამოკონკილ-ჩამოძონძილი და ლუკმა პურის არმქონი, უყოყმანოდ
აცხადებს თავს არა კონსტანტინოპოლის, არა გერმანიის, არა ნახევარი
მსოფლიოს მბრძანებლად, რომის იმპერატორთა მსგავსად, არამედ მთელი
სამყაროს — მზის, მთვარის, ყველა ხილული თუ უხილავი ვარსკვლავის
მეუფედ და, ამასთანავე, ვარკვლავების, პლანეტების, თქვენი
ბრწყინვალებისა და, საერთოდ, ყოველი საგნის არსებობის საბოლოო
მიზნადაც. ახლა კი, თუ ჩვენ გვსურს, რომ დედამიწამ მიატოვოს მისი
ჩვეული ადგილი, თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ის კისრისტეხით
დარბოდეს, ციბრუტივით ტრიალებდეს, ოფლს ღვრიდეს, მუხლჩაუხრელად
შრომობდეს და დაუზარებლად ასრულებდეს ყველაფერს, რასაც აქამდე
სხვა ციური სხეულები ასრულებდნენ, მოკლედ, ისე იქცეოდეს, თითქოს
ერთი ჩვეულებრივი პლანეტა იყოს, მაშინ მისი უდიდებულესობა დედამიწა
და მათი უდიდებულესობანი— ადამიანები ტახტიდან უნდა გადადგნენ,
უარი თქვან ძალაუფლებაზე და თავიანთი ძონძები და უბედურების ამარა
დარჩნენ, უბედურება კი ცოტა როდია.
მ ზ ე. საით ჰქრის შენი გონება, მამაო ნიკოლოზ? სინიდისი ხომ არა
გქენჯნის იმის გამო, რომ ეს საქმე „მისი უდიდებულესობის“ შეურაცხყოფად
გეჩვენება?
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. არა, თქვენო ბრწყინვალებავ, არც კოდექსებში, არც
დიგესტებში,142 არც სამოქალაქო, საიმპერიო თუ საერთაშორისო
სამართლის ტრაქტატებში, არც ბუნებრივი სამართლის წიგნებში ერთი
სიტყვაც არ არის ნათქვამი ამ ტიტულის შეურაცნყოფის თაობაზე. მაგრამ
საქმის არსს რომ მივუბრუნდეთ, ეს ჩვენი წამოწყება მარტოოდენ საკითხის

142
დიგესტები — ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანე I-ის (527-565) დროს შედგენილი „სამოქალაქო
სამართლის კორპუსის“ („კორპუს იურის ცივილის“) ერთი ნაწილი.
მკითხველთა ლიგა

114
მატერიალურ მხარეს როდი ეხება, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება
მოეჩვენოს კაცს, და არც მისი შედეგები ვრცელდება მარტოოდენ ფიზიკის
სფეროზე: ის თავდაყირა დააყენებს საგანთა მთელ ჰიერარქიასა და
ყოველივე არსებულის წესრიგსაც, ძირფესვიანად შეცვლის ყოველი
ქმნილების მიზანსა თუ დანიშნულებას და, ამრიგად, დღემდე არნახულ
გადატრიალებას გამოიწვევს ყველაფერში, რაც შემეცნების
გონებამჭვრეტელობით სფეროს განეკუთვნება. ასე რომ, ადამიანები, თუკი
შეძლებენ ან, საერთოდ, მოისურვებენ საღად იაზროვნონ, თვალნათლივ
დარწმუნდებიან, რომ სინამდვილეში თურმე სულაც არ ყოფილან ისინი,
რანიც აქამდე იყვნენ, ან რადაც დღემდე ასაღებდნენ თავს.
მ ზ ე. აი, ეს გარემოება ყველაზე ნაკლებ მადარდებს, შვილო ჩემო, ვინაიდან
მეტაფიზიკას სულაც არა ვცემ უფრო მეტ პატივს, ვიდრე ფიზიკას, ალქიმიას
ან, თუ გნებავს, ნეკრომანტიას.143 ადამიანები იქნებიან ისინი, რანიც არიან,
და ეს სავსებით საკმარისია, ხოლო თუ მათ არაფრად ეპიტნავებათ ამნაირი
ცვლილება და, სიცხადისა თუ სინამდვილის საპირისპიროდ, კვლავ
უკუღმართად დაიწყებენ მსჯელობას, რაც მათთვის სავსებით ჩვეულებრივი
ამბავია, ალბათ, არ გაუჭირდებათ, უწინდებურად იმადვე მიაჩნდეთ თავი,
რადაც მოეპრიანებათ: ბარონებად, ჰერცოგებად, იმპერატორებად ან, თუ
გნებავს, თვით ღმერთებადაც. მათთვისაც შეღავათი იქნება და, მართალი
გითხრა, არც მე მექნება რაიმე საწინააღმდეგო.
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. კეთილი და პატიოსანი, დავტოვოთ ადამიანები დედამიწაზე.
მაგრამ თუ დაფიქრებულხართ, თქვენო ბრწყინვალებავ, რა მოხდება,
ყოველ მიზეზს გარეშე, სხვა პლანეტებზე? როგორც კი დაინახავენ, რომ
დედამიწა ზუსტად მათსავით იქცევა, და დარწმუნდებიან, რომ ისიც ერთი
მათთაგანი გახდა, აღარც თვითონ მოინდომებენ ისეთსავე გლუვ,
ყოველგვარი სამკაულისაგან გაძარცულ, უსახურ და უდაბურ სფეროებად
დარჩენას, როგორც აქამდე იყვნენ; არასდიდებით აღარ მოითმენენ იმას,
რომ მხოლოდ დედამიწა იყოს შემკული ათასნაირი სამკაულით და
თვითონაც მოითხოვენ თავიანთ მდინარეებსა და ზღვებს, თავიანთ მთებს
და მცენარეებს, ისევე, როგორც თავიანთ ცხოველებს და თავიანთ
მცხოვრებლებსაც. ვერც გაამტყუნებ: რაკი დედამიწას არავითარი
143
ნეკრომანტია (ბერძნ. „ნეკროს“ — მკვდარი, „მანტეია“-მისნობა, მკითხაობა) — მაგიის ერთ-ერთი სახე:
მიცვალებულთა სულების გამოხმობა მათგან მომავლის გაგების მიზნით.
მკითხველთა ლიგა

115
უპირატესობა აღარ ექნება მათ წინაშე, ისინი ვერ აიტანენ, რომ რამეში
ჩამორჩნენ მას. აი, კიდევ ერთი არნახული გადატრიალება მთელს
სამყაროში: ურიცხვი სიმრავლე ახალ-ახალი ოჯახებისა და ახალი
მოსახლეებისა, რომლებიც — დარწმუნებული ბრძანდებოდეთ,თვალის
დახამხამებაში სოკოებივით ამოიზრდებიან ყველგან.
მ ზ ე. მერედა, შენ რა გადარდებს? დაე, იზარდონ და გამრავლდნენ,
როგორცა ნებავთ: ჩემი სითბო და სინათლე ყველას ეყოფა. შენ
წარმოიდგინე, უფრო მეტი ენერგიაც კი არ დამეხარჯება. სამყარო საკმაოდ
ვრცელია და ნაყოფიერი, რათა ვალებში ჩაუფვლელადაც შეიფაროს,
შემოსოს, გამოკვებოს და ყოველივე აუცილებლით უზრუნველყოს ისინი.
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. მაგრამ თუ თქვენი ბრწყინვალება უფრო გულდასმით
ჩაუღრმავდება ამ საკითხს, დარწმუნდება, რომ უცილობლად თავს იჩენს
კიდევ ერთი არეულობა. დაინახავენ თუ არა, რომ მზვარეში კი აღარ
ზიხართ, არამედ ტახტზე, და გარს გახვევიათ პლანეტების დიდებული
ამალა, თვითონაც მოინდომებენ განცხრომასა და ტახტზე მორჭმით
ჯდომას. მაგრამ ტახტზე მჯდომს, რასაკვირველია, ქვეშევრდომებიც
სჭირდება და ამიტომ თვითეული მათგანი მოიწადინებს, თქვენი
მაგალითისამებრ, საკუთარი პლანეტების ასაბია ახლდეს. თავის მხრივ, ამ
ახალ პლანეტებსაც ხომ დასჭირდება თავიანთი მოსახლეობა და
დედამიწასავით მორთვა–მოკაზმვა? რა ეშველება მაშინ კაცთა საბრალო
მოდგმას, ისედაც ტახტიდან ჩამოგდებულსა და, დანარჩენს რომ თავი
ვანებოთ, მარტოოდენ თქვენი სამყაროს წინაშეც ლამის სრულ არარაობად
ქცეულს? სანამდე დაეშვება და დაეცემა, როცა უეცრად აღმოცენდება
ათასობით ახალი სამყარო და მთელს გალაქტიკაში არ დარჩება ყველაზე
უბადრუკი ვარსკვლავიც კი, თავისი საკუთარი სისტემა რომ არ გააჩნდეს?
მაგრამ კაცთა მოდგმასაც რომ მოვეშვათ, მარტოოდენ თქვენი
ინტერესებიდან გამომდინარე, კი, რას გირჩევთ: აქამდე მთელს სამყაროში
პირველი თუ არა მეორე მაინც იყავით, დედამიწის შემდეგ, და ბადალი არ
მოგეძებნებოდათ, იმიტომ, რომ დანარჩენი ვარსკვლავები ვერ ბედავდნენ
თქვენს მეტოქეობას. ამ ახალი წესრიგის დროს კი იმდენივე მეტოქე
გამოგიჩნდებათ, რამდენიც იქნება საკუთარი სისტემის მქონე ვარსკვლავი.
მაშ, ფრთხილად იყავით, რომ იმ ცვლილებამ, რომლის დანერგვასაც ახლა
ვაპირებთ, აუნაზღაურებელი ზარალი არ მიაყენოს თქვენს ღირსებას.

მკითხველთა ლიგა

116
მ ზ ე. ნუთუ არ გახსოვს, რა უთქვამს თქვენს კეისარს, ალპების
გადალახვისას ბარბაროსთა ერთი უბადრუკი სოფლის გვერდით რომ
ჩაუვლია: მე მირჩევნია პირველი ვიყო ამ სოფელში, ვიდრე მეორე —
რომშიო ? კეისრისა არ იყოს, მეც უფრო მხიბლავს პირველობა მზის
სისტემაში, ვიდრე მეორეობა მთელს სამყაროში. მაგრამ ახლა
პატივმოყვარეობის გამო როდი ვცდილობ სამყაროული წესრიგის შეცვლას,
არამედ სიმშვიდის სიყვარულის ან, უფრო სწორად — ცოდვა გამხელილი
სჯობია, — სიზარმაცის გამო. რაში მენაღვლება, მეყოლება მეტოქე თუ არ
მეყოლება, პირველი ვიქნები თუ უკანასკნელი? მე ხომ, ციცერონისაგან
განსხვავებით, სიმშვიდეს უფრო ვუფრთხილდები, ვიდრე ღირსებას.144
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. რაც შეეხება სიმშვიდეს, პირობას გაძლევთ, თქვენო
ბრწყინვალებავ, ძალღონეს არ დავიშურებ, რათა არასოდეს მოგაკლდეთ
იგი. მაგრამ რა? ეს ჩვენი წამოწყება წარმატებითაც რომ დავაგვირგვინოთ,
მე ხომ ვიცი, დიდხანს მაინც ვერ გაუძლებთ უქმად ყოფნას. ჯერ ერთი,
დარწმუნებული ვარ, მალე იძულებული გახდებით ჭის ჯალამბარივით თუ
წისქვილის დოლაბივით ერთ ადგილას დაიწყოთ ბრუნვა, და ეგეც არ იყოს,
ბოლოს და ბოლოს, სხვა გზა არ გექნებათ, გარდა იმისა, რომ ციბრუტივით
ტრიალს მოჰყვეთ; მე არ გეუბნებით, დედამიწის ირგვლივმეთქი, მაგრამ
თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას? ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ ტრიალმა
თქვენივე თავის ირგვლივ ხელახლა აგამოქმედოთ და ავამოძრავოთ,
ხელახლა გაგიყენოთ სამყაროს შორეულ გზებს. მაგრამ დროს ნუღარ
ვკარგავთ, თქვენი ნება უნდა ასრულდეს. ყოველგვარი ხელისშემშლელი
მიზეზისა თუ დაბრკოლების მიუხედავად, ვეცდები ერთგულად
გემსახუროთ, მაგრამ თუ სამსახური არ გამომივიდა, გევედრებით, ჩემს
უმწეობას მიაწეროთ ეს და არა იმას, თითქოს მხნეობამ მიღალატა, ან
სიმამაცე არ მეყო.
მ ზ ე. აბა, შენ იცი, კოპერნიკ, აბა, შენ იცის
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. ერთი საჭოჭმანო საკითხი რჩება...
მ ზ ე. მაინც რომელი?

144
ლეოპარდი გულისხმობს ციცერონის მიერ პუბლიუს სექსტიუსის დასაცავად წარმოთქმულ სიტყვას
(XLV, 98): „ადამიანებს არ შეჰფერით... დიდ პტივს სცემდნენ ყოველნაირ სიმშვიდეს, თუკი ის
შეუთავსებელია ღირსებასთან“.
მკითხველთა ლიგა

117
კ ო პ ე რ ნ ი კ ი. არ მინდა, ამ საქმის გამო ცოცხლად დამწვან და დამხრუკონ,
ფენიქსის მსგავსად. რადგან, თუ კოცონზე დაწვა მომელის, მეტი არაა ჩემი
მტერი, ამ ფრინველივით ვეღარ აღვდგე და ავღორძინდე ჩემივე
ფერფლიდან. ეს კი ნიშნავს, რომ ვეღარასოდეს ვიხილავ თქვენს
ბრწყინვალებას.
მ ზ ე. მისმინე, რას გეტყვი: როგორც მოგეხსენება, იმხანად, როცა თქვენ —
ფილოსოფოსები — ის-ის იყო, მოევლინეთ ქვეყანას, ესე იგი, როცა
პოეტებისა იყო ბურთი და მოედანი, მე წინასწარმეტყველი ვიყავი. მაშ, ნება
მიბოძე, უკანასკნელად გიწინასწარმეტყველო და, ჩემი ძველი
ძალმოსილების ხათრით, მენდე: მე გეუბნები, რომ ოდესმე შენი რომელიმე
თანამოაზრე თუ თანამზრახველი იქნებ ვერც ასცდეს დამწვრობას,
დადაღვას და სხვა მისთანათ, მაგრამ პირადად შენ არაფერ ცუდს არ
გიქადის ეს ჩვენი წამოწყება. ხოლო თუ გსურს ბოლომდე გულდამშვიდებით
იყო, ასე მოიქეც: წიგნი, რომლის დაწერასაც აპირებ, პაპს მიუძღვენი 145
გარწმუნებ, ასე თუ მოიქცევი, კანონიკოსობის ხარისხსაც კი არ დაკარგავ.

145
კოპერნიკმა მართლაც პაპ პავლე III-ს (1534—1549) მიუძღვნა თავისი თხზულება „ციურ სფეროთა
მიმოქცევისათვის“.
მკითხველთა ლიგა

118
პლოტინისა და პორფირიოსის146
საუბარი
„ერთხელ, როდესაც მე, პორფირიოსმა, გადავწყვიტე თავი მომეკლა,
პლოტინმა შენიშნა ეს, მოულოდნელად მეწვია შინ და მითხრა, ამნაირი
გადაწყვეტილება საღი აზრის ნაყოფი კი არ არის, არამედ ერთგვარი
მელანქოლიური სნეულებისაო; შემდეგ კი მირჩია საცხოვრებელი ადგილი
გამომეცვალა“. ამას წერს თვით პურფირიოსი „პლოტინის ცხოვრებაში“147
და პორფირიოსის ცხოვრების აღწერისას ამასვე იმეორებს ევნაპიოსიც,148
რომელიც იქვე დასძენს, რომ პლოტინს თავის ერთ-ერთ თხზულებაში
გამოწვლილვით განუხილავს მისი და პორფირიოსის იმდღევანდელი
საუბარი.
პ ლ ო ტ ი ნი . ხომ იცი, პორფირიოს, რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ: ისიც იცი,
როგორ გაფასებ. ამიტომ არ უნდა გაგაკვირვოს იმან, რომ მე დაჟინებით
ვადევნებ თვალყურს შენს ქცევას, შენს სიტყვებს თუ გუნება-
განწყობილებას: ჩემი შენდამი სიყვარულია ამის მიზეზი. ეს რამდენიმე
დღეა გამჩნევ, რომ რაღაცა გაწუხებს, ერთთავად გულჩათხრობილი
დაიარები. გამოხედვაც რაღაც უცნაური გაგიხდა და დროდადრო არანაკლებ
უცნაური სიტყვებიც აღმოგხდება ხოლმე. მოკლედ რომ მოვჭრა, მგონი,
სასიკეთოს არას აპირებ.
პ ო რ ფ ი რ ი ო ს ი. მაინც რას? არ მეტყვი, რას გულისხმობ?
პ ლ ო ტ ი ნ ი. რასა და იმას, რომ შენ აპირებ, რაღაცა ავი აუტეხო საკუთარ
თავს. მისმინე, პორფირიოს, ნუ უარყოფ, რომ მართალი ვარ, პატივიეცი
ჩვენს ძმურ სიყვარულს, რომელიც ამდენი ხანია ერთმანეთთან

146
პლოტინი (204 — 270) — დიდი ბერძენი ფილოსოფოსი-ნეოპლატონისტი, სახელგანთქმული
„ენეადების“ ავტორი. პორფირიოსი (233 — 304) — ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი-
ნეოპლატონიკოსი, პლოტინის მოწაფე და მეგობარი.
147
ლეოპარდი, ძველი ბერძნული ენის შესანიშნავი მცოდნე, ძალზე ზუსტად და მაღალმხატვრულად
თარგმნის ამ სიტყვებს, რომლებიც მართლაც ამოღებულია პორფირიოსის „პლოტინის ცხოვრებიდან“
(11).
148
ევნაპიოსი (IV ს. ძვ. წ. ა.) — ბერძენი ფილოსოფი-ნეოპლატონისტი, „ფილოსოფოსთა და სოფისტთა
ბიოგრაფიების“ ავტორი; ამ წიგნში ერთერთი ბიოგრაფია პორფირიოსისაა.
მკითხველთა ლიგა

119
გვაკავშირებს. ვიცი, რა უსიამოვნოა შენთვის ეს საუბარი, მაგრამ როცა ასე
შავადაა საქმე, რას მიბრძანებ, განზე გავდგე და დუმილი ვარჩიო? ან შენ რა
დაგიშავდება, რომ ხვაშიადი გაუმჟღავნო შენს ძველ მეგობარს, რომელსაც
საკუთარი თავივით უყვარხარ? მოდი, ერთად ვიმსჯელოთ, ყველაფერი
კარგად ავწონ-დავწონოთ. ნუთუ იმდენი აღარ დამიმსახურებია, რომ გული
გადამიშალო, შენი გასაჭირი შემომჩივლო და, თუ გნებავს, იტირო კიდეც?
მერე კი ვინ დაგიშლის იმის ჩადენას, რასაც ორივენი გონივრულად და
შენთვის სასარგებლოდ მივიჩნევთ?
პ ო რ ფ ი რ ი ო ს ი. მე არასოდეს გამიწბილებია შენი თხოვნა, ჩემო
ძვირფასო პლოტინ. ახლაც გამოგიტყდები და გაგანდობ იმას, რაც
მინდოდა საიდუმლოდ შემენახა და რასაც, ღმერთმანი, შენს გარდა,
კაციშვილს არ გავუმჟღავნებდი. რასაც ჩემს განზრახვაზე ფიქრობ, სწორია.
თუ გნებავს ამაზე ვიმსჯელოთ, რა გაეწყობა, ამჯერადაც ნებას დაგყვები,
თუმცა გული კი მეურჩება, ვინაიდან ამნაირ განზრახვას, როგორც ჩანს,
მალვა უყვარს, და სულსაც, როცა შავი ფიქრები მოეძალება, ყველაზე მეტად
სწყურია განმარტოება და თავისი ფიქრების ჩხრეკა, თვითჩაღრმავება.
მაგრამ შენს კითხვას დავასწრებ და თვითონვე გეტყვი, რომ ამ ჩემი
განზრახვის მიხეზია არა უკვე მომხდარი ან მოსალოდნელი უბედურება,
არამედ მხოლოდ ის, რომ სიცოცხლე მომბეზრდა. ისეთნაირად მომძულდა
თავი, რომ ეს ჩემი სიძულვილი თანდათანობით აუტანელი ტკივილსა თუ
კრუნჩხვას დაემგვანა. მე არა მარტო გონებით ვწვდები ყოველივე იმის
ამაოებას, რასაც ყოველდღე და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდები, არამედ
აშკარადაც ვგრძნობ: ვხედავ, ვისმენ, ხელით ვეხები, ასე რომ, არა მარტო
ჩემი გონება სავსე ამ უსანრულო ამაოებით, არამედ თვით ჩემი გრძნობაც
და თვით ჩემი ხორციელი ვნებებიც. ვიცი, რომ ცოტა უცნაურად ვმსჯელობ,
მაგრამ ეს უცნაურობა ყველაზე უკეთ ესადაგება და ყველაზე ზუსტად
გამოხატავს ჩემს სულიერ განწყობილებას. შენ, ალბათ, იტყვი, არ შეიძლება
გონება იყოს ამნაირი განწყობილების სათავეო თუმცა მე თვითონაც
ვაღიარებ, რომ ის უმეტესწილად ხორციელ სნოულებათაგან იღებს
დასაბამს. მიუხედავად ამისა, ჩემი განწყობილების მიზეზი პირწმინდად
გონებისეული გახლავს; მეტსაც გეტყვი, სულის ყველა სხვანაირ
განწყობილებას, რომლის წყალობითაც ადამიანები ცოცხლობენ და
ცხოვრებასა თუ მთელ თავიანთ მოღვაწეობას გარკვეულ აზრსა და
მნიშვნელობასაც კი ანიჭებენ, გონებასთან საერთო არაფერი აქვს და
მკითხველთა ლიგა

120
მთლიანად გრძნობათა მცდარობასა თუ წარმოსახვის მაცდურ თამაშზეა
დაფუძნებული. არაფერია უფრო გონებისეული, ვიდრე სევდა. ყოველგვარი
განცხრომა ფუჭია. თვით ტანჯვაც მე ვგულისხმობ სულიერ ტანჯვას,
უმეტესწილად ფუჭია და ამაო, რადგან თუ დაუკვირდები მის მიზეზს და
საბაბს და გულდასმით განიხილავ მათ, დარწმუნდები, რაოდენ უბადრუკნი
და უმნიშვნელონი არიან ისინი. იგივე ითქმის შიშისა თუ იმედის მიმართ.
მხოლოდ სევდა, ყოველივე არსებულის ამაოებით გამოწვეული სევდა არ
არის ამაო; არც სევდა და არც ცდომილება, ვინაიდან მცდარ საფუძველზე
როდია დაფუძნებული. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ყველაფერი, რაც
ადამიანის ცხოვრებაში არსებითია და ჭეშმარიტი, სევდაზე დაიყვანება,
სევდას ეთანაფარდება, რადგანაც ყოველივე დანარჩენი სხვა არა არის რა,
თუ არა ამაოება.
პ ლ ო ტ ი ნი . თუ ასე გგონია, ასე იყოს. არ მინდა შემოგედავო. მაგრამ ჩვენ
მოვალენი ვართ კარგად ავწონ-დავწონოთ და გულდასმით განვიხილოთ
შენი განზრახვა, განვიხილოთ თავისთავად და არა ესოდენ ზოგადად. აღარ
გაგიმეორებ, რას ფიქრობს ამაზე პლატონი,149 თავადაც კარგად
მოგეხსენება: კაცს ისევე არა აქვს იმ ბნელი დილეგიდან გაქცევის უფლება,
რომელშიაც ღმერთების ნებითაა გამომწყვდეული, როგორც მონას
ეკრძალება გაექცეს პატრონს.150 ხომ მიმიხვდი: არავის არა აქვს იმის
უფლება, რომ თავისი ხელით მოესწრაფოს სიცოცხლე.
პ ო რ ფ ი რ ი ო ს ი. ერთ რამესა გთხოვ, პლოტინ, ახლა მაინც მოვეშვათ
პლატონსაც, მის მოძღვრებასაც და მის ფანტასტიკურ აზრებსაც. სხვა საქმეა
აქებდე, განმარტავდე და სკოლებში მსმენელთა წინაშე ან წიგნებში იცავდე
მის შეხედულებებს, და სულ სხვაა ყოველდღიურ ცხოვრებაში მისდევდე
მათ. მსმენელთა წინაშე თუ წიგნებში, იცოცხლე, მეც ვაღიარებ პლატონის
აზრებს და სახელმძღვანელო საწყისებად ვსახავ მათ, ვინაიდან დღეს ასევე
იქცევა ყველა, მაგრამ, აი, ცხოვრებაში კი რა მოგახსენო: არამცთუ
მისაბაძად, არამედ ჩვენთვის სრულიად შეუფერებლად და
შეუწყნარებლადაც კი მიმაჩნია ისინი. მე ხომ ვიცი, ჩვეულებრივ რასაც
ამბობენ: პლატონმა თავის თხზულებებში ჩააქსოვა საუკუნო სიცოცხლის

149
პლატონი (427—347 ძვ. წ. ა.) — დიდი ბერძენი ფილოსოფოსი, ვისი მოძღვრებაც შემდგომ
განავითარეს ნეოპლატონიკოსებმა პლოტინის, იამბლიქოსისა და პროკლე დიადოხოსის მეთაურობით.
150
ინ. პლატონი, „ფედონი“, 62 წ.
მკითხველთა ლიგა

121
რწმენა, რათა ადამიანებისათვის სამუდამოდ ჩაენერგა საზარელი შიში და
ორჭოფობა მათი სიკვდილშემდგომი ხვედრის მიმართ, ხოლო საუკუნო
ტანჯვის წინაშე საზარელი შიშის წყალობით კაცთა ყოველგვარი
უკეთურობა და უსამართლობა აღეკვეთა ამქვეყნად. მე რომ პლატონს
მთელი ამ ძრწოლისა თუ ცრუმორწმუნეობის მიზეზად ვთვლიდე, მე რომ
მწამდეს, თითქოს ყოველივე ეს თვითონვე გამოიგონა, მაშინ ასე ვეტყოდი
მას: ნუთუ ვერ ხედავ, პლატონ, რომ ბუნება, ბედისწერა, აუცილელებლობა
თუ სამყაროს შემქმნელი ან ყოვლის გამრიგე სხვა რამ ძალა იმთავითვე
კაცთა მოდგმის მოსისხლე მტერი იყო და კვლავაც იქნება? ვინ მოთვლის,
რამდენი რამ გვიმტკიცებს იმ ჩვენი ბრიყვული თვითრწმენის
უსაფუძვლობას, რომლის წყალობითაც ასე დაჟინებით და ქედმაღლურად
ვიჩემებთ პირველობას დანარჩენ არსთა შორის, რამდენი რამ
გვიქარწყლებს ჩვენი უპირატესობის გრძნობას, მაგრამ ერთი ხომ მაინც
ცხადია, ერთ რამეში ხომ მაინც ვერავინ წაგვართმევს, ვერავინ შეგვეცილება
პირველობას, რასაც ჩვენ გვაკუთვნებს ბებერი ჰომეროსი,—პირველობას
უბედურებაში.151 თუმცა ბუნებამ ამ უბედურების წამალიც მოგვცა. და ეს
წამალი არის სიკვდილი, რომელსაც ჭირის დღესავით როდი უფრთხის ის,
ვინც გამუდმებით არ იქექება თავის აზრებსა თუ თავის განცდებში, ხოლო
ზოგიერთს სასურველადაც კი უჩანს. ამ ტანჯვითა და ვაებით სავსე
წუთისოფელში აღსასრულის მოლოდინი და მასზე ფიქრი შეიძლება სულზე
უტკბესი ნუგეშიც კი ყოფილიყო ჩვენთვის, მაგრამ შენ, საშინელი ეჭვი და
ორჭოფობა რომ ჩანერგე კაცთა სულებში, თვით ეს ნუგეშიც კი არ შეგვარჩინე
და, ამრიგად, სიმწარედ გვიქციე სიტკბო. მხოლოდ შენ მიგიძღვის ბრალი
იმაში, რომ საცოდავი მოკვდავნი, როგორც ვხედავთ, მყუდრო
ნავთსაყუდელს უფრო უფრთხიან, ვიდრე მღელვარე ზღვას, და თავიანთ
ერთადერთ წამალს — სამუდამოდ დაცხრომას და დასვენების ცხოვრების
ორომტრიალსა და ტანჯვა-ვაებას ამჯობინებენ. შენ უფრო სასტიკი და
ულმობელი იყავი კაცთა მიმართ, ვიდრე ბედისწერა, აუცილებლობა ანდა
ბუნება. და რაკი ამ ეჭვს ვერაფერი ვერ გაგვიფანტავს, რაკი ჩვენს სულებსაც
ვერაფერი დაიხსნის მისგან, შენ სამუდამოდ გასწირე და საიმისოდ გაიმეტე
შენივე მსგავსნი, რომ ყოველთვის ძრწოლით ელოდნენ სიკვდილს და

151
იხ. ჰომეროსი, „ილიადა“, XVIII, 446— 447.
მკითხველთა ლიგა

122
სიცოცხლეზე უფრო დიდ უბედურებად მიაჩნდეთ იგი. არც ერთ ცხოველს არ
აშინებს სიკვდილი, მაშინ როდესაც ადამიანმა, შენის წყალობით,
სამუდამოდ დაკარგა სულის სიმშვიდე და აუმღვრევლობა აღსასრულის
ჟამს. ჩვენს უბედურებას ესღა თუ აკლდა, პლატონ.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შენი მიზანი — კაცთა უკეთურობისა და
უსამართლობის აღკვეთა — მიუღწეველი დარჩა. მართლაცდა, შენს მიერ
ჩანერგილი ეჭვიცა და ცრუ რწმენაც მხოლოდ სიკვდილის წინ თუ
აძრწუნებენ უკეთურს, დიახ, მხოლოდ მაშინ, როცა ის უკვე სულს ებრძვის,
სულთმობრძავმა კი ისედაც ვის რაღა უნდა ავნოს? მაშინ როდესაც ისინი
ხშირად მთელი სიცოცხლის მანძილზე თავზარსა სცემენ კეთილს,
რომელიც იმას კი არ ცდილობს, ვის რა უმტროს და უმუხთლოს, არამედ
მხოლოდ იმას, თუ რითი შეეწიოს მოყვასს. არანაკლებ აშინებენ ისინი
სუსტს და უმწეოს, ვისაც არც ძალადობის თავი აქვს და არც ავის ქმნისა.
მაგრამ არც თავხედი და მოძალადე, არც გულმხეცი და გონებაჩლუნგი,
მოკლედ არც ერთი მათგანი, ვისაც კანონის გარდა სხვა სადავეცა სჭირდება,
არაფრად აგდებს ამ შენს შიშსა თუ ძრწოლას და არც თავის ავკაცობას არ
იშლის. რიგიანი კანონები და რიგიანი აღზრდა, რომელიც აფაქიზებს და
შეძლებს დაგვარად სრულყოფს სულს, — აი, რა უწყობს ხელს კაცთა შორის
სამართლიანობისა და სულგრძელობის შენარჩუნებას, ვინაიდან
დახვეწილი და განათლებული კაცი, ალბათ, არასოდეს არ ხელყოფს
მოყვასის სიცოცხლეს, არასოდეს მის სისხლში არ გაისვრის ხელს, მიზნად
არ დაისახავს სხვის გაუბედურებას და არც კანონის დარღვევას ეცდება,
რათა საფრთხეში არ ჩაიგდოს თავი. მთელი ეს სიქველე რაღაც
ფანტასტიკური გამონაგონის, სავალალო ცრუმორწმუნეობის ან, თუ
გნებავს, ბრმა რწმენის შედეგი როდია, რომლებიც, სახელმწიფოს მიერ
დაწესებული ესოდენ ურიცხვი და ეგზომ მკაცრი სასჯელის მსგავსად,
მხოლოდ სულის სიმდაბლისა და სისასტიკის ზრდას უწყობენ ხელს, ეს ორი
თვისება კი ყველაზე მავნე და დამღუპველია ჩვენთვის. მაგრამ შენ ამასაც არ
დასჯერდი და სიკეთისა და სიქველის საზღაურიც დაგვიწესე. მერედა, რა
საზღაური?! უღიმღამო არსებობა, სავსე მხოლოდ მოწყენილობით და,
როგორც ჩანს, თვით სიცოცხლეზეც უფრო მეტად აუტანელი. ყველასათვის
აშკარაა შენს მიერ დაწესებული სასჯელის საშინელება, მაგრამ შენს მიერვე
აღთქმული ჯილდო კი იდუმალების ბურუსითაა მოცული და მიუწვდომელია
ჩვენი გონებისათვის.
მკითხველთა ლიგა

123
ამიტომაც არ შესწევს მაგ შენს ჯილდოს იმისი ძალა, რომ სიკეთისა და
სიმართლის გზაზე დაგვაყენოს. და თუ ჭეშმარიტად არც ერთი
ბოროტმოქმედი არ შეუკრთია შენი ჰადესის152 საშინელებას, არც
შეუშინებია იმდენად, რომ ბოროტებაზე აეღო ხელი, მე გავბედავ და ვიტყვი,
რომ არც ერთ კეთილ კაცს არასოდეს უქმნია თვით ყველაზე უმნიშვნელო
სიკეთე იმ მიზნით, რომ სიკვდილის შემდეგ ნეტართა კუნძულები 153
დაემკვიდრებინა. ჩვენს წარმოსახვაში ეგ შენი სანეტარო სავანე ოდნავადაც
არა ჰგავს იმას, რაც შეიძლებოდა სურვილის საგნად მიგვეჩნია. მაგრამ ამ
ნეტარების მოლოდინი დიდ ნუგეშსაც რომ არა გვცემდეს, საკითხავია, რა
იმედი დაუტოვე თვით ყველაზე ქველსა და ყველაზე სამართლიანს, თუკი
შენი მინოსი, ეაკე და რადამანთისი,154 სამი ერთმანეთზე სასტიკი და
ულმობელი მსაჯული, ბრალის ნატამალსაც კი არ მიუტევებენ და თვით
უმცირეს შეცოდებასაც არ შეუნდობენ კაცს: ვის შეუძლია თავს თვლიდეს ისე
წმინდად და უმწიკლოდ, როგორც შენ მოითხოვ ამა? ასე რომ, საუკუნო
ნეტარებასთან ზიარება, მიუხედავად იმისა, თუ რას წარმოადგენს ის
თავისთავად, თითქმის შეუძლებელია, და რაგინდ ღრმადაც უნდა ვიყოთ
დარწმუნებული, რომ პატიოსნად და ალალმართლად გავატარეთ მთელი
სიცოცხლე, სულ ერთია, ჩვენ, საბრალო მოკვდავნი, მაინც ვერ ვიტყვით
დაბეჯითებით, თუ რა გველის სიკვდილის შემდეგ, და ვერც იმ შიშისაგან
დავიხსნით თავს, რომელიც მომავალი სასჯელის წარმოდგენისას
გვეუფლება ხოლმე. ასე, შენი მოძღვრების წყალობით, შიში სამუდამოდ
თრგუნავს იმედს და ადამიანის ერთადერთი მეუფე ხდება, და შენი სწავლის
ერთადერთი ნაყოფი, საბოლოო ანგარიშით, მხოლოდ ის არის, რომ კაცთა
მოდგმას, რომლის წილხვედრადაც ამქვეყნიურ სიცოცხლეში
წარმოუდგენელი სისაწყლე და უბედურება გვევლინება, საერთოდ აღარა
აქვს იმის იმედი, რომ სიკვდილი მაინც მოუღებს ბოლოს მის უბედობას,
არამედ იმ ქვეყნადაც დაუსრულებელ ტანჯვასა და ვაებას ელის. ამიტომ შენ
სისასტიკით აღემატე არა მარტო ბუნებას და ბედისწერას, არამედ თვით

152
ჰადესი (ბერძნ. აქ — საიქიო, სულეთი) ლეოპარდის დიალოგში ქრისტიანული ესქატოლოგიის
ჯოჯოხეთთანაა გაიგივებული.
153
ნეტართა კუნძულები (ბერძნ. „მაკარონ ნესოი“) — გმირების, ბრძენკაცთა და, საერთოდ, ამქვეყნიურ
სიცოცხლეში სიწმინდითა და სიქველით შემოსილ სულთა მარადიული სამყოფელი. დაახლოებით
იგივეა, რაც ქრისტიანული სამოთხე.
154
მინოსი ეაკე და რადამანთისი — ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, საიქიოში სულთა
გამკითხველნი, მათი მსაჯულნი.
მკითხველთა ლიგა

124
უწყალო ჯალათს, თვით ყველაზე გულმხეც ტირანსაც, რომელსაც ოდესმე
უცხოვრია ქვეყნად.
ანდა რა შეიძლება იყოს უფრო სასტიკი, ვიდრე შენი მცნება, რომელიც კაცს
უკრძალავს იმას, რომ თვითონვე მოუღოს ბოლო თავის ტანჯვას, წამებას,
უბედურებას, დასძლიოს სიკვდილის შიში და საკუთარი ხელით
მოისწრაფოს სიცოცხლე? რა თქმა უნდა, არც ერთ სხვა ცხოველს არ
აღეძვრის თვითმკვლელობის სურვილი, მაგრამ მათი ტანჯვაც ხომ არ არის
ისე უნაპირო, როგორც კაცისა და, ეგეც არ იყოს, ალბათ, არც საიმისოდ
ეყოფოდათ გამბედაობა, რომ თვითონვე გაეწყვიტათ თავიანთი
სიცოცხლის ძაფი. თუმცა, ბუნებით რომ მოსდგამდეთ ამნაირი
მიდრეკილება, მათ შინ ცხოველებს ვერაფერი დაუშლიდა სიკვდილს და
ვერავითარი აკრძალვა, ვერავითარი შიში თუ ეჭვი ხელს ვერ ააღებინებდათ
იმ განზრახვაზე, რომ უბედურებისაგან თვითონვე დაეხსნათ თავი.
მაშასადამე, მხოლოდ შენი ბრალია, რომ ცხოველები ამ მხრივაც ჩვენზე
მაღლა დგანან, და თავისუფლება, რომელიც ნუ დასჭირდებოდათ, თორემ
ვერავითარი ძალა ვერ წაართმევდათ, — დიახ, სწორედ ეს თავისუფლება,
რომელიც თვით ეგზომ ძუნწმა ბუნებამაც კი არ დაიშურა ჩვენთვის, შენის
წყალობით, სამუდამოდ წართმეული აქვს ადამიანს. და თუმცა ის
ერთადერთია დანარჩენ არსთა შორის, რომელსაც შეიძლება სურდეს
სიკვდილი, მაგრამ სწორედ მას არა აქვს სიკვდილის ნება. ბუნება,
ბედისწერა, განგება, გამუდმებით გვიხათქუნებენ შოლტს, სისხლიანი
ზოლებით გვიჭრელებენ სხეულს და აუტანელი ტკივილებით გვაწამებენ.
შენ ისწრაფი ჩვენდა საშველად, მაგრამ შველის ნაცვლად ხელ-ფეხს
გვიბორკავ, და ჩვენ იმის საშუალებაც აღარა გვაქვს, რომ თავი დავიცვათ ან
დარტყმები ავიცილოთ. კაცთა დაუსრულებელი უბედურების შემყურეს
ჭეშმარიტად ასე მგონია, რომ ისინი ყველაზე მეტად ბრალს უნდა სდებდნენ
შენს სწავლას, და თვითონ შენაც უფრო მეტად უნდა გგმობდნენ, ვიდრე
ბუნებას, რომელსაც, კაცმა რომ თქვას, სხვანაირი ცხოვრებისთვის არც
შევუქმნივართ, მაგრამ იმის უფლება კი დაგვიტოვა, რომ, როცა გვინდა,
ხელი ავიღოთ მასზე.

მკითხველთა ლიგა

125
ამრიგად, ჯერ ერთი, ჩვენს ამქვეყნიურ ხვედრს არც ისე დიდ უბედურებად
უნდა ვთვლიდეთ, რაკიღა შეგვიძლია, როცა მოგვეპრიანება, მაშინ
შევიმოკლოთ სიცოცხლის დღენი და, მეორეც, რა ვუყოთ, რომ კაცი ძალზე
იშვიათად თუ ბედავს თავისი სიცოცხლის ხელყოფას; თვით იმაზე ფიქრი,
რომ ყოველ წამს შეგიძლია თავი დაიხსნა
შენი უბადრუკი ხვედრისგან, ჩვენს გაძაღლებულ ცხოვრებაში ისეთი დიდი
ნუგეშია და სასოება, რომ მისი იმედით, ალბათ, აღარც გაგიჭირდება ამ
წუთისოფლის გათრევა. რადგან ჩვენი სვედავსილობის საშინელებას
ყველაზე უკეთ გვიმოწმებს ჩვენივე შიში: თუ თვითნებურად მოვისწრაფებთ
სიცოცხლეს, ვაითუ იმ ქვეყნად უფრო მეტი სატანჯველი გველოდესო,
ვიდრე ამ ცხოვრებაში, და არა მარტო უფრო მეტი, არამედ უფრო სასტიკიც,
უფრო ხანგრძლივიც და, რაც მთავარია, — სრულიად უცნობიც, ჯერ
განუცდელიც, — მაშინ როდესაც მთელი ამქვეყნიური ტანჯვა-ვაება ესოდენ
კარგად ცნობილია ჩვენთვის, — ასე რომ, შიში საუკუნო ტანჯვის წინაშე,
რომელსაც ვერაფრით გაზომავ, ვერაფერს შეადარებ, უთუოდ დაჩრდილავს
ჩვენს სულში ამქვეყნად განცდილი ყოველგვარი უბედურების სიმწარეს და
საშინელებას. შენ არ გაგჭირვებია ამ საზარელი ეჭვის გამოწვევა, მაგრამ
უმალ კაცთა მთელი მოდგმა აღიგვება მიწის პირისგან, ვიდრე შესაძლებელი
გახდება მისი გაქარწყლება. ასე რომ, არასოდეს დაბადებულა და არც
დაიბადება რაიმე, კაცთა მოდგმისათვის უფრო საბედისწერო და
დამღუპველი, ვიდრე ეგ შენი გენიაა, პლატონ.
აი, რას ვიტყოდი, მართლაც რომ მწამდეს, თითქოს სწორედ პლატონმა
შექმნა და თავს მოგვახვია ეს მოძღვრება. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ვარაუდი
მცდარია. ასეა თუ ისე, ამ საგანზე საკმაოდ ვილაპარაკეთ, და მე
მადლობელი ვიქნები, თუ აღარ მივუბრუნდებით მას.
პ ლ ო ტ ი ნ ი. ხომ მოგეხსენება, პორფირიოს, თუ როგორ მიყვარს
პლატონი,155 მაგრამ სიყვარული იმას როდი ნიშნავს, რომ ყოველ წამს
დავიმოწმოთ მისი ავტორიტეტი, მით უმეტეს, იმ საკითხის გარჩევისას,
რაზედაც ახლა ერთმანეთს ვესაუბრებით. მე მის მეტი არა მინდა რა, რომ
ჩემი საბუთები მარტოოდენ გონების მონაცემებს ემყარებოდნენ, და თუ
გაკვრით შევეხე პლატონის სწავლსაც, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ჩემი

155
პლატონისადმი პლოტინის დამოკიდებულების შესახებ იხ. პორფირიოსი, „პლოტინის ცხოვრება“, 2, 5,
20...
მკითხველთა ლიგა

126
სიტყვის თავისებურ შესავლად გამომეყენებინა იგი. ახლა კი მივუბრუნდები
ჩემს საბუთებს, რომელთა მოტანასაც აქ ვაპირებდი, და ვიტყვი, რომ არა
მარტო პლატონი, ან სხვა რომელიმე ფილოსოფოსი, არამედ, როგორც ჩანს,
თვითონ ბუნებაც გვიშლის და გვიკრძალავს იმას, რომ ჩვენივე ხელით
მოვისწრაფოთ სიცოცხლე. სიტყვას აღარ გავაგრძელებ: თუ კარგად
დაუკვირდები, ალბათ, არც თავად გაგიჭირდება იმის მიხვედრა, რომ
თვითმკვლელობა ბუნების საწინააღმდეგო საქციელია ან, უფრო სწორად,
ესაა ყველაზე არაბუნებრივი საქციელი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია
ჩავიდინოთ. არაბუნებრივია იმიტომ, რომ საგანთა მთელი წესრიგი
თავდაყირა დადგება, თუკი ისინი თვითონვე დაიწყებენ თავიანთი თავის
განადგურებს. ეტყობა, ბუნებას სძაგს, როცა ვინმე იმისთვის იყენებს
სიცოცხლეს, რომ თვით ეს სიცოცხლე მოსპოს; როცა ჩვენი ყოფნა და ჩვენი
არსებობა იმ მიზანს ემსახურება, რომ აღარ ვიარსებოთ, აღარ ვიყოთ. ისიც
ცხადია, რომ თუ ჩვენთვის რაიმე უბრძანებია ან ურყევ მცნებად დაუსახავს
ბუნებას, - არა მარტო ყოველი კაცისა, არამედ ყოველი სულდგმულისა და
თვით მთელი სამყაროსათვის ცხოვრების წესად დასახული უპირველესი და
უმკაცრესი მცნება, რასაკვირველია, ის გახლავთ, რომ ყოველნაირი
საშუალებით, ძალღონის დაუზოგავად ვესწრაფოდეთ თვითდაცვას და
თვითშენახვას, ხოლო განა ეს არ უპირისპირდება თვითმკვლელობას? რა
დიდი მტკიცება ამას უნდა? განა თვითონვე ვერ ვგრძნობთ, თუ საით
მიგვიძღვის ჩვენი სასიცოცხლო ძალა, ანდა როგორ გვაიძულებს, გვინდა თუ
არა, წარმოუდგენელი სიძულვილით გვძულდეს სიკვდილი და გვეშინოდეს
მისი? მაშასადამე, რაკი თვითმკვლელობა უპირისპირდება ბუნებას, ხოლო
რამდენად უპირისპირდება, ჩვენ უკვე ვნახეთ, — მე არ შემიძლია
დასაშვებად მიმაჩნდეს იგი.
პ ო რ ფ ი რ ი ო ს ი. მე დაწვრილებით განვიხილე ეს საკითხიც. აკი თვითონვე
ბრძანე, შეუძლებელია კაცი დაფიქრდეს და ყურადღება კი არ გაამახვილოს
მასზე. მე მგონია, შენს ყოველ საბუთს შეიძლება ათასი სხვა საბუთი
დავუპირისპიროთ და ათასნაირადაც დავუპირისპიროთ, მაგრამ ვეცდები
მოკლედ მოვჭრა ჩემი სათქმელი.
მკითხველთა ლიგა

127
შენ საეჭვოდ თვლი, დასაშვებია თუ არა ჩვენთვის თვითმკვლელობა, მე კი
გეკითხები: დასაშვებია თუ არა ჩვენთვის უბედურების დათმენა? ბუნება
თავის მოკვლას გვიკრძალავსო? საკვირველია, ღმერთმანი: არა სურს თუ არ
შეუძლია ბედნიერება მომანიჭოს, ან არა და, უბედურებისგან მაინც
დამიხსნას, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაიძულებს მაინც ვიცოცხლო?
რა ვუყოთ, რომ ბუნებამ დაბადებითვე ჩაგვინერგა თვითშენახვის სურვილი
და სიკვდილის სიძულვილი? განა მისივე წყალობით არ დაგვყვა
უბედურების სიძულვილიცა და ბედნიერების სიყვარულიც?ხოლო ეს ორი
უკანასკნელი გრძნობა იმდენადვე ძლიერია პირველ ორზე, რამდენადაც
ბედნიერებაა ჩვენი სიძულვილის თუ სიყვარულის, მთელი ჩვენი ცხოვრების
საბოლოო მიზანი. ამიტომ არც სიცოცხლე გვიყვარს და არც სიკვდილი
გვძულს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთიცა და მეორეც ის არის, რაც არის,
არამედ იმიტომ, რომ პირველს ჩვენი ბედნიერების, ხოლო მეორეს ჩვენივე
უბედურების მიზეზად ვსახავთ. მაშ, რა არის არაბუნებრივი იმაში, რომ
ვცდილობთ თავი დავაღწიოთ უბედურებას ჩვენს ხელთ არსებული
ერთადერთი საშუალებით? ხოლო ეს საშუალება არის სიკვდილი, ვინაიდან
სიცოცხლეში, ბევრიც ვეცადოთ, უბედურებას ვერ ავცდებით. ამიტომ
შეუძლებელია სწორი იყოს ის აზრი, თითქოს ბუნება გვიკრძალავდეს თავის
მოკვლას — ამ ჩვენს ერთადერთ სიკეთეს, — და სიცოცხლეზე ხელის აღებას,
თუკი ეს უკანასკნელი აშკარა ბოროტებაა და უბედურება, ვინაიდან სხვას
არაფერს იმეტებს ჩვენთვის, ტანჯვისა და ვაების გარდა, თუმცა, კაცმა რომ
თქვას, რაც არა აქვს, რა გაიმეტოს?
პ ლ ო ტ ი ნ ი. ასეა თუ ისე, შენმა სიტყვებმა ვერ დამარწმუნა იმაში, თითქოს
თავის მოკვლა ბუნების საწინააღმდეგო საქციელი არ იყოს: იმდენად
აშკარაა, რომ მთელი ჩვენი არსება უფრთხის და სიძულვილით უყურებს
სიკვდილს. და მერე, ჩვენ ვხედავთ, რომ ცხოველები — თუკი ადამიანი
ძალით არ გადაახვევინებთ ჩვეული გზიდან, — არამცთუ თავს არ იკლავენ,
არამედ თვით ყველაზე დიდი გაჭირვებისა და უბედურების ჟამსაც კი
სიახლოვეს არ იკარებენ იმაზე ფიქრს, რომ შეიძლება თვითონვე მოუღონ
ბოლო თავიანთ უბედურებას.

მკითხველთა ლიგა

128
ასე რომ, მხოლოდ კაცთა შორის თუ ჰპოვებ თითო-ოროლა თვითმკლელს,
და ისიც არა იმ ხალხებში, რომლებიც ბუნებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ
და მართლაც, ბუნების რომელი შვილი გინდა აიღო, რომ თავზარდაცემული
არ უკუიქცეს ამ საშინელების წინაშე, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ვინ, რომელმა
მათგანმა იცის, რა არის თვითმკვლელობა, ან ვის რაში სჭირდება ეს?
მხოლოდ ჩვენ — ბუნებისგან განდგომილთ და გადაგვარებულთ თუ
შეგვიძლია ჩვენივე ხელით მოვისწრაფოთ სიცოცხლე.
პ ო რ ფ ი რ ი ო ს ი. მეტი რა გზა მაქვს, უნდა დაგეთანხმო; თუ
თვითმკვლელობა არაბუნებრივი საქციელია, დე ასე იყოს. მაგრამ რა
მნიშვნელობა აქვს ამას, თუკი ჩვენ, განათლებული ადამიანები,156 არამც თუ
ბუნების შვილებად, ბუნებრივ არსებებადაც კი აღარ ვითვლებით? შეადარე
ჩვენი თავი არა მარტო ნებისმიერ სულდგმულთა მოდგმას, არამედ იმ
ველურ ტომებსაც, რომლებიც სადღაც შორს, ინდოეთისა თუ ეთიოპიის
მივარდნილ კუთხეებში ცხოვრობენ და, გადმოცემით, პირველყოფილი
ბარბაროსობის დროინდელ ჩვეულებებს ინარჩუნებენ. შენ გაგიჭირდება
იმისი თქმა, რომ ჩვენცა და ისინიც ერთსა და იმავე მოდგმას ვეკუთვნით. მე
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამ ჩვენმა, თუ შეიძლება ასე ითქვას,
ფერისცვალება და ჩვენი სულის თუ სიცოცხლის სახეცვლილებამ ათასჯერ
მეტი უბედურება დაგვატეხა თავს. რა თქმა უნდა, ამ ველური ტომების არც
ერთ წევრს არ აღეძვრის იმის სურვილი, რომ სიცოცხლე მოისწრაფოს;
მეტსაც გეტყვი, ვერც კი წარმოიდგენს, რომ სიკვდილი შეიძლება სასურველი
იყოს, მაშინ როდესაც ბევრ ჩვენნაირ, ესე იგი, განათლებულ ადამიანს,
სასურველად უჩანს სიკვდილი, ხოლო ზოგი თავსაც კი იკლავს. მაგრამ თუ
განათლებული ადამიანისთვის ნებადართულია ბუნების საპირისპიროდ
იცხოვროს და ბუნების საპირისპიროდვე უბედურიც იყოს, ვითომ რატომ
აღარა აქვს ბუნების საპირისპიროდ სიკვდილის ნებაც? რადგან მხოლოდ
სიკვდილის წყალობით თუ დავაღწევთ თავს იმ ურიცხვ ახალ-ახალ
უბედურებას, რომლებიც ჩვენი ოდინდელი ყოფის ძირფესვიანი
156
„მეცხრამეტე საუკუნის აზრი ბუნებრივი მდგომარეობისა და ცივილიზაციის შესახებ აშკარად
განსხვავდება პორფირიოსის აზრისაგან. მაგრამ რაც შეეხება პორფირიოსის მიერ ნებაყოფლობითი
თვითმკვლელობის გასამართლებლად - მოხმობილ არგუმენტებს, ზემოხსენებული განსხვავება
შეიძლება კამათის საგნად იქცეს, - მაგრამ ეს იქნება მხოლოდ სიტყვიერი კამათი. თუ ჩვენ
გაუმჯობესებას, სრულქმნას, ანუ პროგრესს ვუწოდებთ იმას, რასაც. პორფირიოსი წახდენად და
გადაგვარებად სახავს, ხოლო გაუმჯობესებულსა და სრულყოფილ ბუნებას — იმას, რასაც ის მეორე
ბუნებად თვლის, მაშინ მისი არგუმენტების ძა– ლა იოტის ოდენადაც არ შემცირდება“ (ლეოპარდის
შენიშვნა).
მკითხველთა ლიგა

129
ცვლილებისაგან იღებენ დასაბამს, ხოლო რაც შეეხება ბუნების მიერ
დაწესებული ამ ოდინდელი, ამ დასაბამიერი ყოფის კვლავ დაბრუნებას,
ვფიქრობ, ეს თითქმის შეუძლებელია ოჯახურსა თუ საზოგადოებრივ
ცხოვრებაში, თავისი არსით გაცილებით უფრო მნიშვნელოვან სულიერ
ცხოვრებაში კი საერთოდ შეუძლებელიც. რა შეიძლება იყოს უფრო მეტად
არაბუნებრივი, ვიდრე საექიმო ხელოვნება, კერძოდ, მისი ორივე ძირითადი
დარგი — დასტაქრობაცა და წამლებით მკურნალობაც. ორივე მათგანის
მოქმედება, ორივეს მიერ გამოყენებული ნივთიერებებიცა და ხელსაწყო-
იარაღებიც ძალზე შორსაა ბუნებისაგან და არც ცხოველები და არც
ველურები არ იცნობენ მათ. მაგრამ რაკიღა ის სნეულებანი, რომელთა
განკურნებასაც მიზნად ისახავს საექიმო ხელოვნება, არაბუნებრივნი არიან,
და ჩვენ მხოლოდ ერთადერთ მიზეზს— განათლებას, ესე იგი, ჩვენი
ოდინდელი ბუნების გადაგვარებას უნდა ვუმადლოდეთ მათ, ამიტომ
ზემოხსენებული ხელოვნებაც, მთელი მისი არაბუნებრიობის მიუხედავად,
საჭიროდ და, შენ წარმოიდგინე, აუცილებლადაც კი ითვლება. მაშასადამე,
თვითმკვლელობა, რომელიც ყველა იმ უბედურებისაგან გვათავისუფლებს,
რაც თავს მოგვახვია ჩვენმავე გადაგვარებამ, არაბუნებრივიც რომ იყოს, არ
შეიძლება მხოლოდ ამიტომ ითვლებოდეს გმობისა და განკიცხვის ღირსად:
არაბუნებრივ ბოროტებას მარტოოდენ არაბუნებრივი საშუალებით თუ
უმკურნალებ. განა უმაგალითო სისასტიკე და უსამართლობა არ იქნებოდა,
რომ გონება, რომელიც ჩვენი ბუნებრივი თუ ბუნებით თანდაყოლილი
უბედურების გასაასკეცებლად თავგამოდებით ეურჩება და ეწინააღმდეგება
თვით ამ ბუნებას, მაინცდამაინც აქ შეთანხმებოდა მას და, ამრიგად, დაეხშო
ჩვენთვის ერთადერთი — უკანასკნელი გამოსავალი, რომელსაც თვითონვე
გვიჩვენებს, და იძულებული გავეხადეთ, გვინდა თუ არა, ხარბად
ჩავბღაუჭებოდით ჩვენს უბადრუკ ხვედრს?
სიმართლე, თუ გნებავს, ესაა, პლოტინ. ძველისძველი და ველური ტომების
დასაბამიერი ბუნება უკვე აღარ არის ჩვენი ბუნება. ჩვეულება და გონება
მეორე ბუნებად გვექცა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ოდინდელი
ბუნება. თავდაპირველად ადამიანისთვის არაბუნებრივი იყო არა მარტო
თვითმკვლელობა, არამედ იმის სურვილიც, რომ თავი მოეკლა.
მკითხველთა ლიგა

130
ახლა კი ერთიც და მეორეც ბუნებრივი, ანუ ჩვენი აწინდელი ბუნების
შესატყვისი გახდა, რომელიც, ოდინდელისა არ იყოს, ჯერ კიდევ ისწრაფის,
იმისკენ, რაც ჩვენთვის ყველაზე უმჯობესი, ყველაზე უკეთესი ჰგონია, და
არცთუ იშვიათად გვასურვებინებს ჩვენს უდიდეს სიკეთეს — სიკვდილს.
ამაში არაფერია გასაოცარი: ჩვენს აწინდელ ბუნებას ხომ უპირატესად
გონება წინამძღვრობს და წარმართავს, ხოლო გონება დაბეჯითებით
ამტკიცებს, რომ სიკვდილი ბოროტება კი არ არის, როგორც შეიძლება ერთი
შეხედვით მოგვეჩვენოს, არამედ — ერთადერთი ქმედითი წამალი,
რომელსაც შეუძლია ჩვენი უბედურებისაგან განგკურნოს, და ერთადერთი
თუ არა, ერთ-ერთი უდიდესი სიკეთე მაინც, რომელიც შეიძლება
სასურველად მიაჩნდეს კაცს. და მე გეკითხები. როგორ გგონია, რას
უთანხმებენ ადამიანები თავიანთ ქცევას? ჩვენს ოდინდელ ბუნებას? მაშინ
მითხარი, როდის და რანაირ ქცევას? არა, ოდინდელს კი არა, აწინდელ
ბუნებას, ესე იგი, გონებას უთანხმებენ მას. კი მაგრამ, თუ ასეა, ეს
ერთადერთი საქციელი – თვითმკვლელობა – რატომღა უნდა
ეთანხმებოდეს არა აწინდელ ბუნებას, ანუ გონებას, არამედ — ოდინდელს,
დასაბამიერს? ვითომ რა აუცილებელია, რომ ეს უკანასკნელი, რომელიც
უკვე რა ხანია აღარ გვკარნახობს ჩვენი ცხოვრების წესს, კვლავინდებურად
სიკვდილის კანონმდებლად რჩებოდეს? რატომ არ უნდა განაგებდეს გონება
სიკვდილს, თუკი მხოლოდ ის განაგებს სიცოცხლეს? და მართლაც, ჩვენ
ვხედავთ, რომ სინამდვილეში გონებაცა და ჩვენი აწინდელი ყოფის მთელი
უბედურებაც არა მარტო ახშობენ მრავალტანჯულ ადამიანთა გულებში
სიკვდილის თანდაყოლილ შიშს, რაზედაც წეღან ლაპარაკობდი, არამედ
სიყვარულად და მწველ სურვილადაც კი აქცევენ მას, როგორც ეს-ესაა
მოგახსენე. ხოლო როდესაც ჩნდება ეს სურვილი და სიყვარული, რომლებიც
ბუნების თანახმად ვერ გაჩნდებოდნენ, და როდესაც არსებობს ურიცხვი
უბედურება, რომლებსაც იწვევს ჩვენივე ფერისცვალება და არა ბუნება, მით
უმეტეს, აშკარა ხდება, თუ როგორ ეწინააღმდეგება ყოველივე ამას
თვითმკვლელობის აკრძალვა. მე მგონია, რაც ითქვა, სავსებით საკმარისია
იმის გასარკვევად, დასაშვებია თუ არა თვითმკვლელობა. ისღა დაგვრჩენია,
გავარკვიოთ, სასარგებლოა თუ არა იგი.

მკითხველთა ლიგა

131
პ ლ ო ტ ი ნ ი. ეს უკვე შეგეძლო აღარ გეთქვა, ჩემო ძვირფასო პორფირიოს:
თუ ამნაირი საქციელი დასაშვებია, და თუ მე დაუშვებლად მიმაჩნია ის
აზრი, თითქოს უსამართლო და უკანონო შეიძლება სასარგებლო იყოს, სხვა
რა დამრჩენია, უნდა ვაღიარო, რომ თვითმკვლელობა არა მარტო
დასაშვები, სასარგებლოც ყოფილა თურმე. მოკლედ რომ მოვჭრათ,
ყველაფერი ამ კითხვაზე დაიყვანება: რანაირი სიცოცხლე გვიჯობს —
ტანჯული თუ უტანჯველი? მე ეჭვიც არ მეპარება, რომ თითქმის ყველა
ჩვენგანი ამჯობინებდა ტანჯვას, მხოლოდ იმ პირობით, რომ ხანდახან
სიტკბოც ეგემა, სიტკბოც განეცადა, და პირიქით, უარს იტყოდა იმნაირ
სიცოცხლეზე, რომლისთვისაც სრულიად უცხოა ტკბობაც და ტანჯვაც:
იმდენად მძაფრია და უძღები ჩვენს სულში . ტკბობის წყურვილი. თუმცა
ჩვენ, არსებითად, წართმეული გვაქვს ამ ორნაირ სიცოცხლეს შორის
არჩევანის შესაძლებლობა, რადგანაც ტკბობა და განცხრომა,
გულახდილად რომ ვთქვათ, იმდენადვე მიუწვდომელია, რამდენადაც
გარდუვალია ტანჯვა. და მე ვამტკიცებ, რომ ტანჯვა ისევე უწყვეტია,
როგორც ტკბობის წყურვილი და ბედნიერების მოთხოვნილება, რომელთა
დაცხრომა და დაკმაყოფილება ჭეშმარიტად შეუძლებელია. აღარაფერს
ვამბობ იმ მტანჯველ განცდებზე, რომლებიც მხოლოდ ხანდახან, დროებით
თუ გვაწყევლინებენ გაჩენის დღეს და რომლებსაც ცხოვრების გზაზე თავს
ვერ დააღწევს ვერც ერთი ჩვენგანი. ისინიც გარდუვალნი არიან, ვინაიდან
ადრე თუ გვიან, მეტად თუ ნაკლებად, უფრო ხშირად თუ უფრო ძვირად,
შეუძლებელია მათი წერა არ გახდეს თვით ყველაზე ბედნიერ ვარსკვლავზე
დაბადებული კაციც. რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩვენთვის იმის ცოდნაც
საკმარისია, რომ რაც უფრო მეტს ვიცოცხლებთ, მით მეტი ტანჯვა გველის:
და თუ ასეა, ვითომ რა გვიშლის ხელს, რატომ არ უნდა მივიჩნიოთ
გონივრულად ის გადაწყვეტილება, რომელიც სიკვდილს ამჯობინებს
სიცოცხლეს? რადგან თუ სიცოცხლეს ავირჩევთ, ვერაფერს მივიმკით
სანაცვლოდ, რაკიღა მასში, საერთოდ, არა ყრია რა — არც სიკეთე, არც
ტკბობა, არც განცხრომა, არც არაფერი.

მკითხველთა ლიგა

132
პ ო რ ფ ი რ ი ო ს ი. მარტოოდენ მოწყენილობა, უსასოება და შეუძლებლობა
იმისა, რომ სასიკეთოდ შეცვალო შენი მდგომარეობა და შენი ხვედრი, ჩემის
აზრით, საკმარისია, რათა თავის მოკვლის სურვილი აღუძრა თვით იმ
კაცსაც, რომელსაც კი არ უჭირს, არამედ ულხინს. მე ყოველთვის მიკვირდა,
რატომ არსად იხსენიებიან ის მეფეები თავიანთი მდგომარეობით
გაბეზრებულებსა და ცხოვრებით გულმოყირჭებულებს, მარტოოდენ
მოწყენილობის გამო რომ დაუპირებიათ თავის მოკვლა, მაშინ როდესაც
გამუდმებით გვესმის და ვკითხულობთ კიდეც, ცხოვრებაზე მათსავით
გულაყრილი რამდენი კერძო პირი, რამდენი უბრალო მოკვდავი იქცევა ასე.
ამ უკანასკნელთა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ ის უბედურნიც, რომლებიც
კირენელთა სკოლის მიმდევრის, ფილოსოფოს ჰეგესიას157 საუბრების
მოსმენის შემდეგ, სადაც ის ამტკიცებდა, რაოდენ უბადრუკია კაცთა
სიცოცხლე, — მონასმენით შეძრწუნებულნი ერთიმეორის მიყოლებით
იკლავდნენ თავს. ამიტომაც იყო, რომ ჰეგესიას მეტსახელად „სიკვდილის
ქადაგი“ შეარქვეს თურმე, როგორც გადმოგვცემენ, პტოლემაიოსმა,158
ბოლოს და ბოლოს, საერთოდ აუკრძალა ამაზე საუბარი, თუმცა ეს თავადაც
მშვენივრად მოგეხსენება. ხოლო თუ აქა–იქ მაინც ახსენებენ იმ მეფეებს,
რომლებმაც თავიანთი ხელით მოისწრაფეს სიცოცხლე, როგორც
მაგალითად, მითრიდატემ, კლეოპატრამ რამაელმა ოტონმა 159 ა. შ., — ჩვენ
157
ჰეგესია (IV—III ს. ძვ. წ. ა.) — კირენელთა ფილოსოფიური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო
წარმომადგენელი; ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ალექსანდრიაში. სიხარულს და ბედნიერებას თვლიდა
სიცოცხლის უმაღლეს მიზნად, მაგრამ ურიცხვი უბედურების გამო, რასაც ამ ქვეყნად თავს ვერ დააღწევს
და ვერ აირიდებს ვერც ერთი კაცი, ფუჭ ქიმერად, მიუწვდომელ ოცნებად თვლიდა ამ მიზანს და
ამტკიცებდა, ტანჯვით აღსავსე სიცოცხლეს სიკვდილი ჯობსო. როგორც ჩანს, - ეს მტკიცება იმდენად
გულმხურვალე, მჭევრმეტყველური და შთამბეჭდავი იყო, რომ საბედისწერო ზემოქმედებას ახდენდა მის
მიმდევრებსა და მკითხველებზე: ბევრმა მათგანმა თავი მოიკლა. ამიტომაც შეერქვა მეტსანელად
„სიკვდილის ქადაგი“ თუ „სიკვდილის მასწავლებელი“ (ინ. დიოგენე ლაერტელი, II, 86).
158
იგულისხმება ან პტოლემაიოს I სოტერი, ანუ ლაგოსი, რომელსაც ალექსანდრე მაკედონელის
სიკვდილის შემდეგ წილად ხვდა ეგვიპტე, ლაგიდთა დინასტიის დამაარსებელი (323—283 ძვ. წ. ა.), ანდა
პტოლემაიოს II ფილადელფოსი, ეგვიპტის მბრძანებელი (285—247 ძვ. წ. ა.) — ხელოვნებისა და
მეცნიერების მფარველი; გადმოცემის თანახმად, სწორედ მისი ინიცი ით უთარგმნიათ ბიბლია (ძველი
აღთქმა) ებრაულიდან ბერძნულად (ე. წ. „სამოცდაათის თარგმანი“ — „სეპტანტა“, „სეპტუაგინტა“).
159
მითრიდატე I დიდი (123—63 ძვ. წ. ა.) — პონტოს მეფე, რომის მოსისხლე მტერი. ძველი
წელთაღრიცხვის 90 წლიდან მოყოლებული თითქმის განუწყვეტლივ ეომებოდა რომს.
მრავალნაცადი მეომარი, შორსმჭვრეტელი და გამჭრიახი პოლიტიკოსი, - პოლიგლოტი
(გადმოცემით, თავისუფლად ფლობდა ყველა იმ ხალხის ენას, რომლებზედაც
მბრძანებლობდა). ჭაბუკობიდან მოყოლებული სწავლობდა შხამიანი მცენარეების თვისებებს,
მცირე დოზით ყოველდღიურად იღებდა შხამს და, ბოლოს, მიაღწია იმას, რომ საწამლავი
საერთოდ აღარ მოქმედებდა მასზე. რომაელთაგან დამარცხებულმა, თავის მოწამვლა რომ ვერ
შეძლო, ერთგული მონა მოიშველია და ხმლით მოისწრაფა სიცოცხლე... მკითხველთა ლიგა

133
ვიცით, რომ ყველა მათგანს მხოლოდ თავსდატეხილმა უბედურებამ
გადააწყვეტინა თავის მოკვლა, რათა ამ გზით უფრო დიდი უბედურებისაგან
დაეხსნათ თავი. მე კი უფრო ადვილად ვირწმუნებ შემდეგს. მეფეებმა
ყველაზე უმალ შეიძლება იგრძნონ ისეთი ზიზღი და სიძულვილი როგორც
თავიანთი მდგომარეობის, ისე ყველასა და ყველაფრის მიმართ, რომ
სიკვდილი სანატრელი გაუხდეთ. მართლაცდა, მონარქებს, რომლებმაც,
მათდა სავალალოდ, მიაღწიეს იმის ზღვარს, რასაც ამქვეყნიური
ბედნიერება ჰქვია, უკვე აღარ შეიძლება ჰქონდეთ უფრო დიდი
ბედნიერებისა თუ ნეტარების იმედი და, მაშასადამე, აღარც იმისი რწმენა,
რომ მათი ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება. ხოლო

კ ლე ო პ ა ტ რ ა — კლეოპატრა ფილოპატორი (69—30 ძვ. წ. ა.), პტოლემაიოს ავლენესის ასული,


ეგვიპტის დედოფალი (51—30 ძვ. წ. ა.), თავისი დროის ერთ-ერთი ულამაზესი და
განათლებულესი ქალი, პოლიგლოტი; ცბიერი და შორსმჭვრეტელი სახელმწიფო მოღვაწე,
გაიუს იულიუს კეისრისა და მარკუს ანტონიუსის საყვარელი. კეისრის სიკვდილის შემდეგ (44 წ.
ძვ. წ. ა.) რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, გაიუს იულიუს ოქტავიანესა და მარკუს ემილიუს
ლეპიდუსთან ერთად ე. წ. „მეორე ტრიუმვირატის“ (43 წ. ძვ. წ. ა.) წევრი — მარკუს ანტონიუსი 41
წელს აღმოსავლეთ პროვინციების საქმეთა მოსაგვარებლად ჩავიდა ტარსას, სადაც პირველად
შეხვდა კლეოპატრას და იმდენად მოიხიბლა მისი მშვენებით, რომ საბოლოოდ დაივიწყა
სამხედრო დიდებაც, ოჯახიც და რომის ინტერესებიც. 37 წელს კანონიერ მეუღლესთან —
ოქტავიასთან გაუყრელად იქორწინა კლეოპატრაზე, რომელთანაც შეძენილი შვილები
ანდერძში კანონიერ მემკვიდრეებად მოიხსენია. ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია რომში და
წელს ოქტავიანე თავისი ყოფილი მოკავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოემართა. 31
წლის 2 სექტემბერს აქციუმის კონცხთან გაიმართა საზღვაო ბრძოლა, რომელშიაც ოქტავიანემ
გაიმარჯვა და ანტონიუსმა და კლეოპატრამ გაქცევით უშველეს თავს. 30 წელს ოქტავიანეს მიერ
ალყაშემორტყმულ ალექსანღრიაში მიჯნურებმა თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე...

ოტო ნი მარკუს სილვიუს — რომის იმპერატორი 69 წელს (ჩვ. წ. ა.). დაწინაურდა ნერონის კარზე,
ვისი სიკვდილის შემდეგაც ესპანეთისა და გალიის არმიებმა რომის ტანტზე აიყვანეს მხცოვანი
სენატორი სერვიუს სულპიციუს გალბა (68 წ.). ოტონი, რომელიც იმ ხანად ლუზიტანიის
(დღევანდელი პორ”ტუგალია) მმართველი იყო, თავდაპირველად გალბას უჭერდა მხარს,
მაგრამ მას შემდეგ, რაც იმპერატორმა ტახტის მემკვიდრედ სხვა გამოაცხადა, ოტონმა
პრეტორიანთა გვარდიის დახმარებით დაამხო 'იგი (ეს მოხდა 69 წლის 15 იანვარს; თვითონ
გალბა და მისი მემკვიდრე ლუციუს კალპურნიუს პიზონი მოკლულ იქნენ) და თვითონ ავიდა
ტახტზე. მაგრამ მისი მმართველობაც უდღეური, აღმოჩნდა: ზემო და ქვემო გერმანიის
ლეგიონებმა იმპერატორად გამოაცხადეს 30ტელიუსი, რომელმაც ბედრიაკესთან (კრემონის
მახლობლად) გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა ოტონი და ამ უკანასკნელმა თავისი
მმართველობის 95-ე დღეს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მაშინ იგი 18 წლისა იყო
(სვეტონიუსი, „თორმეტი ცეზარის ცხოვრება“, — „ოტონი“, 11).
მკითხველთა ლიგა

134
დღევანდელობა, ანუ აწმყო, რაგინდ უღრუბლოც უნდა იყოს, ყოველთვის
მოსაწყენია და უსიხარულო, რადგან ჩვენ მხოლოდ მომავალს შევხარით,
მხოლოდ მომავლის რწმენით ვსულდგმულობთ. ასეა თუ ისე, ბოლოს და
ბოლოს, უნდა შევიგნოთ, რომ ორი რამ არ გვაძლევს თავის მოკვლის ნებას,
ორი რამ გვაიძულებს გვიყვარდეს სიცოცხლე და სიკვდილს გვერჩიოს იგი:
ჯერ ერთი, შიში იმის წინაშე, რაც საიქიოს გველის და, მეორეც, სრულიად
უბრალო და უმნიშვნელო, მაგრამ მაინც აშკარა და თვალში საცემი შეცდომა,
რომელსაც ვუშვებთ ყოველთვის, როცა ვითვლით, ვანგარიშობთ, ვზომავთ,
ვწონით და ერთმანეთს ვადარებთ ჩვენს სარგებელს და ზარალს. ამ
შეცდომას ხან განზრახ, შეგნებულად ჩავდივართ, ხანაც უნებურად,
ყოველგვარი განსჯის გარეშე, როცა მისაღებად ვთვლით სიცოცხლეს, ესე
იგი, როცა თანხმობას ვაცხადებთ იმაზე, რომ ვიცოცხლოთ და ამას
ვჯერდებით.
პ ლ ო ტ ი ნი . მართალს ბრძანებ, ჩემო ძვირფასო პორფირიოს, მაგრამ ნება
მიბოძე ერთი რჩევა მოგცე და, თუ ბოროტად არ ვისარგებლებ შენი
მოთმინებით, ესეცა გთხოვო: მაგ შენი განზრახვის ასრულებისას გონების კი
არა, ბუნების ხმას მიუგდე ყური. მე ვგულისხმობ დასაბამიერ ბუნებას ჩვენს
მშობელსა და მთელი სამყაროს დედას. ხოლო ის, მართალია, დიდად
არასოდეს გვანებივრებდა, გვესიყვარულებოდა და გვიალერსებდა,
პირიქით, გვსჯიდა და შავ დღესაც გვაყრიდა ხოლმე, მაგრამ არც ისე
ულმობელი ყოფილა ჩვენს მიმართ, არც იმდენი უბედურება დაუტეხია
ჩვენთვის, რამდენადაც თვითონვე დავიტეხეთ თავს ჩვენი არნახული და
არგაგონილი, მართლაც რომ დაუოკებელი ცნობისწადილით, ჩვენი
დაუსრულებელი თავის მტვრევითა და ტვინის ჭყლეტით, ჩვენი შლეგური
ზმანებებით, ბრიყვული წარმოდგენებითა და უბადრუკი მოძღვრებებით.
პირიქით, ცდილობდა ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა ჩვენი უბედური
ხვედრი, რაკიღა იერს უცვლიდა, შეძლებისდაგვარად მალავდა და
მთლიანად როდი გვიმჟღავნებდა მის თავზარდამცემ საშინელებას. და
თუმცა აშკარად წავხდით და გადაგვარდით, ხოლო ბუნების ძალმოსილება
უჩვეულოდ დაკნინდა ჩვენში, მაგრამ მთლიანად როდი ჩამკვდარა და არც
ჩვენ შევცვლილვართ და გადავგვარებულვართ იმდენად, რომ ძველი
ადამიანის ნასახიც აღარ დარჩენილიყო არც ერთი ჩვენგანის სულში.
მკითხველთა ლიგა

135
შესაძლოა, ეს ჩვენი სიბრიყვითაც აიხსნებოდეს, მაგრამ ძველი ბუნების
გადმონაშთი არა მარტო არსებობს, არამედ ყოველთვის იარსებებს და არც
შეიძლება სხვაგვარად იყოს. ავიღოთ თუნდაც ის, რასაც შენ გამოთვლისას
თუ გაზომვაწონისას დაშვებულ შეცდომად სახავ. ეს მართლაც შეცდომაა,
იმდენადვე უხეში, რამდენადაც აშკარა და თვალში საცემი, მაგრამ
გამუდმებით კი მეორდება, და მის გამეორებაში ბრალი მიუძღვის არა
მარტო ურიცხვ რეგვენსა თუ გონებაჩლუნგს, არამედ მრავალ მაღალნიჭიერ
სწავლულსა და, შენ წარმოიდგინე, თვითონ ბრძიკაცთაც; მეორდება და
კვლავაც განმეორდება, თუკი ბუნება, რომელმაც დასაბამი მისცა კაცთა
მოდგმას, თვითონვე არ აღგვის და ძირფესვიანად არ აღმოფხვრის მას, —
დიახ, თვითონ ბუნება და არა ჩვენი გონება ან ჩვენი ნება. დამერწმუნე,
არავითარი სიძულვილი სიცოცხლის მიმართ, არავითარი სასოწარკვეთა,
ყოვლის ამაოების, უმწეობის, სიცარიელისა თუ სიმარტოვის არავითარი
განცდა, არავითარი ზიზღი სამყაროსა თუ საკუთარი თავის მიმართ არ
შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა სწორედ ამნაირი განწყობილებაა
გონივრული, მაშინ როდესაც განწყობილება, რომელიც მას უპირისპირდება,
ზუსტად ასევე უპირისპირდება გონებასაც. მაგრამ გაივლის ორიოდე დღე,
ოდნავ მაინც მოვიკეთებთ და მოვჯობინდებით და, აი, თანდათანობით,
ზოგჯერ კი უცაბედადაც, თითქმის შეუმჩნევლად თუ ქვეშეცნეულად, კვლავ
გვიბრუნდება სიცოცხლის ხალისი, კვლავინდებურად იღვიძებს იმედი და
ყოველივე ადამიანური იმნაირ ფასს იძენს ჩვენს თვალში, რომ
უწინდელივით სასურველად და ჩვენი სწრაფვის საგნად აღვიქვამთ, მაგრამ
არა გონებით, არამედ გულით. და ეს სავსებით საკმარისია, რათა კაცი,
რომელმაც მშვენივრად იცის ჭეშმარიტება და ეჭვიც არ ეპარება მასში,
ხარბად ჩაებღაუჭოს სიცოცხლეს და გონების საპირისპიროდ, კვლავ ჩაებას
ცხოვრების ფერხულსა თუ ორომტრიალში, ვინაიდან გონება კი არა,
სწორედ გული წარმართავს ჩვენს არსებობას.

მკითხველთა ლიგა

136
რა ვუყოთ, რომ ცხოვრებასთან შეგუება არ ეთანხმება გონებას, მაშინ
როდესაც თვითმკვლელობა გონივრული ქცევა გვგონია, თუმცა
სინამდვილეში გონივრული კი არა, მხეცური, არაადამიანური საქციელია. და
თუ იძულებულნი ვიქნებით, ორიდან ერთი ვირჩიოთ: ვიყოთ მხეცები,
გონების შესაბამისად, თუ ადამიანები, ბუნების თანახმად, — დაუშვებელია
პირველს მივაკუთვნოთ უპირატესობა და მასზე შევაჩეროთ ჩვენი არჩევანი.
ან რატომ არავითარ ანგარიშს არ ვუწევთ ჩვენს მეგობრებს და ნათესავებს,
ჩვენთვის უახლოეს ადამიანებს — დედ-მამას, ცოლ-შვილს, დებსა თუ ძმებს,
რომლებთანაც ამდენი ხნის ერთად ცხოვრებამ თითქოს ერთმანეთს
შეგვანივთა და საუკუნოდ შეგვაკავშირა? რატომ ერთხელაც არ მოგვივა
თავში აზრად, რომ ჩვენი სიკვდილი სამუდამოდ გაგვყრის და დაგვაშორებს
ერთიმეორეს? რატომ გულს არ გვტკენს ეს განშორება და არ ვუფიქრდებით
იმას, თუ რა დღეში ჩააგდებს მათ საყვარელი ადამიანის დაკარგვა, როგორ
გაუარმდებათ სიცოცხლე და სიმწარედ ექცევათ წუთისოფელი? მე მესმის,
რომ ბრძენი ბალღივით გულჩვილი არ უნდა იყოს და არც ისე ნებდებოდეს
სიბრალულსა თუ მწუხარებას, რომ უბედურებით ცნობამიხდილს აღარც
ღირსება ახსოვდეს და აღარც თავმოყვარეობა: მიწაზე გორავდეს,
მხდალივით გული მისდიოდეს, მკერდში მჯიღს იცემდეს და მდუღარე
ცრემლებს აფრქვევდეს, ერთის სიტყვით, ისე იქცეოდეს, როგორც არ
შეშვენის, არ ეკადრება კაცს, რომელსაც ღრმად აქვს შეგნებული ჩვენი ამ
ქვეყნიური არსებობის ამაოება. მაგრამ სულის სიმტკიცე მხოლოდ შავი
დღისთვის გვჭირდება, რათა ღირსეულად შევეგებოთ ბედისწერით
მოვლენილ უბედურებს, და არა იმისთვის, რომ ბოროტად გამოვიყენოთ
იგი, ჩვენივე ხელით მოვისწრაფოთ სიცოცხლე და, ამრიგად, წავართვათ
მეგობრებს, ნაცნობებს და ნათესავებს ჩვენს გვერდით ყოფნის ბედნიერება,
ჩვენი სიახლოვითა და ჩვენთან საუბრით მინიჭებული სიხარული. ბრძენი კი
არა, მხოლოდ ბარბაროსი არ განიცდის, მხოლოდ ბარბაროსი არა გლოვობს
ნათესავებისა თუ მეგობრების დაკარგვას. მხოლოდ მას, ვინც არაფრად
აგდებს სხვებს და მარტოოდენ თავის თავსა და თავის განცდებს
ელოლიავება, — დიახ, მხოლოდ მას თუ შეუძლია გულგრილად და
განუსჯელად გაწიროს თავი და არც კი დაფიქრდეს, რა დღეში აგდებს
საკუთარ მოყვასთ. თვითმკვლელი მართლაც არავის უწევს ანგარიშს და არც
არას დაგიდევს, გარდა საკუთარი სარგებლისა თუ გამორჩენისა.
მკითხველთა ლიგა

137
ის, თუ შეიძლება ისე ითქვას, აბეზარი მწერივით იშორებს თავიდან
ახლობლებსა თუ, საერთოდ, კაცთა მოდგმაზე ფიქრს და ამიტომაცაა, რომ
თვითმკვლელობაში ვლინდება ამქვეყნად ყველაზე შეუფარავი, ყველაზე
უკეთური და ყველაზე ურცხვი თვითმოყვარეობა თუ თავკერძობა, ჩვენი
პიროვნული „მე“-ს უსაზღვრო და უსაზმნო სიყვარული.
და ბოლოს, პორფირიოს, რაგინდ ურიცხვიც ან უსასრულოდ უნდა იყოს
უბედურება, თუკი რაღაც გაუსაძლისი არა გვჭირს (ხოლო შენ
დღესდღეობით ვერ იტყვი ამას), ან საზარელი ტკივილი არ გვანატრებინებს
სიკვდილს, მაინც შეიძლება მისი ატანა, მით უმეტეს, თუ კაცი შენსავით
ბრძენია და სულით ძლიერი. ხოლო თვით ჩვენი სიცოცხლე იმად არა ღირს,
რომ კაცს სხვა საფიქრალი არა ჰქონდეს, გარდა იმისა, თუ როგორ
შეინარჩუნოს ან დაუტევოს იგი. მაშ, რა საჭიროა ამდენი ყოყმანი,
დაუსრულებელი მერყეობა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. სულ
უმნიშვნელო საბაბიც საკმარისია, რათა სიცოცხლისკენ გადავიხაროთ, ესე
იგი, ამ ქვეყნისკენ ვიქციოთ პირი. მერედა, მეგობრის თხოვნა განა
საკმარისზე მეტი საბაბი არ არის? ხოლო მე გთხოვ, ჩემო ძვირფასო
პორფირიოს, ამდენი ხნის მეგობრობის სახელით გემუდარები: ხელი აიღე
მაგ განზრახვაზე, ნურც შენს მეგობრებს გაუხდი სატირლად საქმეს,
რომლებსაც სულითა და გულით ხართ, და ნურც მე გამიმწარებ სიცოცხლეს,
რადგანაც შენზე ძვირფასი მეგობარი არ გამაჩნია. ის არა სჯობს, მხარში
ამოგვიდგე და ამ ცხოვრებაში გაგვაძლებინო, ვიდრე განშორებით
მოგვიკლა გული? ვიცოცხლოთ, ჩემო პორფირიოს, და დავეხმაროთ
ერთიმეორეს; ნუ ვიტყვით უარს იმაზე, რომ ჩვენი წილი ტვირთი ვათრიოთ,
იმ უზარმაზარი და უმძიმესი ტვირთის ყოვლად უმნიშვნელო ნაწილი,
რომელიც ბედისწერამ მხრებზე აჰკიდა მთელს კაცთა მოდგმას. ვიყოთ
ერთად, მხარი მხარს მივცეთ, გავამხნევოთ და დახმარების ხელი
გავუწოდოთ ერთიმეორეს, — ასე უკეთ ჩავაბარებთ ცხოვრების მძიმე
გამოცდას. ხოლო როდესაც მოვა სიკვდილი, უდრტვინველად შევხვდებით
მას: უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ჩვენს გვერდით იქნებიან მეგობრები და
სიკვდილს გაგვიადვილებს იმაზე ფიქრი, რომ მერე, როცა აღარ ვიქნებით,
ისინი კვლავ არაერთხელ გაგვიხსენებენ ჩუმი და სევდიანი სიყვარულით.
მკითხველთა ლიგა

138
კალენდრების გამყიდველისა და გამვლელის
საუბარი
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. აბა, კალენდრები, ახალი კალენდრები! ბედნიერი ახალი
წლის მახარობლები ხომ არ ინებებთ. კალენდარს, სინიორ?
გ ა მ ვ ლ ე ლ ი. ახალი წლის კალენდარს?
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. დიახ, სინიორ.
გ ა მ ვ ლ ე ლ ი. თქვენის აზრით, ეს ახალი წელი ბედნიერი იქნება?
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. რა თქმა უნდა, თქვენო მოწყალებავ.
გ ა მ ვ ლ ე ლ ი. შარშანდელივით?
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. არა, გაცილებით უფრო ბედნიერი.
გ ა მ ვ ლ ე ლ ი, აბა, წლევანდელივით?
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. არა, თქვენო მოწყალებავ, წლევანდელზე ბედნიერი.
გ ა მ ვ ლ ე ლ ი. მაშასადამე, შარშანდელივით, იმის წინდელივით, ან
რომელიღაც წინანდელი წელიწადივით? ნუთუ არ გინდათ, რომ
წლევანდელი წელი ერთ-ერთი უკანასკნელი წელიწადილით ბედნიერი
იყოს?
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. არა, მართალი გითხრათ, არ მინდა.
გ ა მ ვ ლ ე ლ ი. რამდენი ახალი წელი დადგა მას შემდეგ, რაც კალენდრებით
ვაჭრობას მიჰყავით ხელი?
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. ოცი მაინც იქნება, თქვენო მოწყალებავ.
გ ა მ ვ ლ ე ლ ი. კი მაგრამ, არ გინდათ, რომ ახალი წელი ამ ოციდან ერთ-
ერთსა ჰგავდეს? მაინც რომელს?
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. რა მოგახსენოთ.
გ ა მ ვ ლ ე ლ ი. ნუთუ არ გახსოვთ, რომ ერთ-ერთი მაინც ბედნიერი
ყოფილიყოს თქვენთვის?
მკითხველთა ლიგა

139
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. მართალი გითხრათ, არ მახსოვს, თქვენო მოწყალებავ.
გ ა მ ვ ლ ე ლ ი. და მაინც, ცხოვრება დიდებული რამ არის ასეა, არა?
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლი . რაღა თქმა უნდა.
გ ა მ ვ ლ ე ლ ი. ნუთუ არ გინდათ, რომ წინ გედოთ ეს ოცი წელი, ანდა კიდევ
მთელი სიცოცხლე, დაბადების დღიდან მოყოლებული?
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. ეეეჰ, ბატონო ჩემო, ყველაფერი ღმერთის ნებაა.
გ ა მ ვ ლ ე ლ ი. ანდა ხელახლა რომ დაგაწყებინათ ზუსტად ისეთივე
ცხოვრება, რომლითაც დღემდე გიცხოვრიათ, მთელი თავისი სიხარულით
თუ მწუხარებით?
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. ღმერთმა დამიფაროს.
გ ა მ ვ ლ ე ლ ი. კი მაგრამ, მაინც ვისი ცხოვრების გამეორებას ისურვებდით,
ჩემი ცხოვრების, ჩვენი ხელმწიფის თუ სხვა ვინმსას? თუ გგონიათ, ან მე, ან
ხელმწიფე, ანდა სხვა ვინმე სხვანაირ პასუხს გავცემდით ამავე კითხვას და
თანახმანი ვიქნებოდით, თავიდან დაგვეწყო ყველაფერი?
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. არა მგონია.
გ ა მ ვ ლ ელი. ასე რომ, ამ პირობით უარს იტყოდით ცხოვრების თავიდან
დაწყებაზე, თუნდაც მაგ თქვენი უარით საერთოდ დაგეკარგათ ცხოვრების
ყოველგვარი შესაძლებლობა?
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. რა თქმა უნდა, სინიორ, უარს ვიტყოდი.
გ ა მ ვ ლ ე ლ ი. კი მაგრამ, მაინც რანაირ ცხოვრებას ისურვებდით?
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. რასაც ღმერთი მარგუნებს წილად, ოღონდ, თუ შეიძლება,
ყოველგვარი პირობის გარეშე.
გ ა მ ვ ლ ე ლ ი. ესე იგი, გაუშვი, ყველაფერი მივანდოთ შემთხვევითობას:
მოხდეს, რაც მოსახდენია, მხოლოდ თქვენ წინასწარ ნურაფერი
გეცოდინებათ, ისევე, როგორც არაფერი არ იცით ამ ახალი წლის შესახებ?
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. ჭეშმარიტად.
მკითხველთა ლიგა

140
გ ა მ ვ ლ ე ლ ი, მეც ზუსტად მაგასვე ვიტყოდი, იძულებული რომ
ვყოფილიყავი თავიდან დამეწყო ცხოვრება, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ვინ
იტყოდა სხვა რამეს? მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შემთხვევითობა
დიდად როდი გვანებივრებდა და არც ახლა გვანებივრებს. ცხადია, ყველა
ჩვენგანი ფიქრობს, რომ ცხოვრებაში ცუდი მეტი ნახა, ვიდრე კარგი, რომ
ბოროტება გაცილებით მეტია სიკეთეზე, და იმ პირობით, რომ მის
ცხოვრებაში არაფერი შეიცვლებოდა, არავინ არ ისურვებდა მეორედ
მოსულიყო ამქვეყნად. ბედნიერება ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი როდია,
არამედ ჩვენთვის სრულიად უცნობი ცხოვრებისა. მისი ადგილი აწმყოში კი
არ არის, არამედ მომავალში. მაგრამ ახალი წლიდან შემთხვევითობა,
რასაკვირველია, უფრო კეთილმოწყალე იქნება თქვენს მიმართ, ჩემს
მიმართ, თვითეული ჩვენგანის მიმართ, და დაიწყება ბედნიერი ცხოვრება,
ასეა, არა?
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. ღმერთმა ინებოს, რომ აგრე იყოს.
გ ა მ ვ ლ ე ლ ი. მაშ, ამირჩიეთ ერთი ყველაზე ლამაზი კალენდარი.
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. ინებეთ, თქვენო მოწყალებავ, სულ რაღაც ოცდაათი
სოლდო160 ღირს.
გ ა მ ვ ლ ე ლ ი. ესეც თქვენი ოცდაათი სოლდო.
გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი. მადლობელი ვარ, თქვენო მოწყალებავ, კარგად
ბრძანდებოდეთ. აბა, კალენდრები, კაი კალენდრები, ბედნიერი ახალ წლი
წლის მახარობლები!

160
სოლო- იტალიური ფულის ერთეული.
მკითხველთა ლიგა

141
ტრისტანისა161 და მისი მეგობრის
საუბარი
მ ე გ ო ბ ა რ ი. წავიკითხე თქვენი წიგნი; იგი სავსეა ჩვეულებრივი
მელანქოლიით.
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. დიახ, ჩემი ჩვეულებრივი მელანქოლიით...
მ ე გ ო ბ ა რ ი. მელანქოლიითა და გულშემზარავი სასოწარკვეთით. როგორც
ჩანს, ცხოვრებაზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენისა არა ბრძანდებით.
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. აბა, რა გითხრათ, მე ამეკვიატა შლეგური აზრი, რომ ჩვენი
ცხოვრება უბედურებაა.
მ ე გ ო ბ ა რ ი. იქნებ მართლაც უბედურებაა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს...
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. თუმცა არა, უბედურება კი არა, ბედნიერებაა. აზრი შევიცვალე,
მაგრამ წიგნის წერისას ეს შლეგური აზრი, როგორც მოგახსენე, თავიდან არ
მშორდებოდა. მე ღრმად ვიყავი დარწმუნებული მის სისწორეში და
ყველაფერს მოველოდი, გარდა იმისა, რომ ჩემს თვალსაზრისს საეჭვოდ
გახდიდა ვინმე. ასე მეგონა, ყოველი მკითხველის სული დაუყოვნებლივ
დამიდასტურებდა მის სიმართლეს. ვფიქრობდი, დავა შეიძლება
გამოიწვიოს მხოლოდ იმან, სასარგებლოა თუ არა ამნაირი თვალსაზრისი-
მეთქი, მაგრამ თუ მისი ჭეშმარიტებაც სადავო შეიქნებოდა, ეს კი არასოდეს
მომსვლია თავში. რაკი უბედურება საერთოა ყოველი ჩვენგანისათვის, ისიც
კი მჯეროდა, რომ ჩემი საწყალობელი ხმა ექოსავით გამოძახილს ჰპოვებდა
მსმენელთა გულში. მერე კი, როცა გავიგე, რომ გადაჭრით უარყოფენ არა
მარტო ცალკეულ დებულებებს, არამედ მთელს წიგნსაც და ერთხმად
ამტკიცებენ, რომ ცხოვრება სულაც არ არის უბედურება, ხოლო თუ მე მაინც
უბედურებად მესახება, ამაში დამნაშავეა მარტოოდენ ჩემი ავადმყოფობა,

161
ტრისტანი — ხელნაწერი დიალოგის ამ პერსონაჟის სახელის ნაცვლაღ თავდაპირველად
ეწერა „ავტორი“. შემდეგ ლეოპარდიმ შეცვალა იგი, „ტრისტანი“ წარმოსდგება სიტყვიდან
„ტრისტე“, რაც ნიშნავს „მწუხარე“.
მკითხველთა ლიგა

142
ან ჩემივე სვედავსილობა, — თავდაპირველად იმდენად გაშტერებული და
გაოგნებული დავრჩი, რომ ლამის გავხევდი, გავქვავდი და დიდხანს ისიც კი
მეგონა, თითქოს რომელიღაც სხვა სამყაროს მცხოვრები გავხდი. შემდეგ,
როგორც იქნა, გონს მოვეგე, ჯერ ცოტა არ იყოს, გავბრაზდი, მერე კი სიცილი
დავიწყე და ჩემს თავს ვუთხარი: ადამიანები, საერთოდ, ქმრებსა ჰგვანან,
რომლებმაც — თუ მშვიდად და უშფოთველად ცხოვრება სურთ, —
ძალაუნებურად უნდა ირწმუნონ, რომ ცოლები არ ღალატობენ, და ასედაც
იქცევიან, თუნდაც ყველამ იცოდეს, რომ ჭეშმარიტება სულ სხვაგვარია,
ვიდრე მათი მიამიტური რწმენა. ვისაც სურს, ან ვინც იძულებულია ამა თუ იმ
ქვეყანაში იცხოვროს, ვალდებულია მას მთელი დედამიწის ზურგზე ერთ-
ერთ საუკეთესო ქვეყანადა თვლიდეს. და საერთოდაც, ადამიანები, თუკი
სიცოცხლე არ მობეზრებიათ, მოვალენი არიან სწამდეთ, რომ ცხოვრება
მშვენიერია და საამური. აკი სწამთ კიდეც, და ვაი მას, ვინც მათ რწმენას არ
იზიარებს. ვინაიდან კაცთა მოდგმას, არსებითად, ჭეშმარიტება კი არა სწამს,
არამედ ის, რაც მისთვის ხელსაყრელია, ან არა და, ხელსაყრელად მაინც
ეჩვენება. ადამიანთა მოდგმა, რომელსაც სწამდა, სწამს და კვლავაც იწამებს
უთვალავ სისულელეს, არასოდეს არ ირწმუნებს იმას, რომ არაფერი არ
იცის, არაფერს არ ნიშნავს და არც არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ვერც
ერთი ფილოსოფოსი, ამ სამიდან ერთ-ერთის ქადაგება რომ დაეწყო, ვერ
მიაღწევდა წარმატებას და ვერც მიმდევრებს გაიჩენდა ხალხში: რადგან
სამივე მეტისმეტად ხელსაყრელია მისთვის, ვისაც სიცოცხლე სურს. ეგეც არ
იყოს, პირველი ორი აშკარად ამცირებს და შეურაცხყოფს ადამიანის
სიამაყეს, ხოლო მესამე, თუმცა არა მარტო მესამე, არამედ დანარჩენი ორიც,
მისგან მოითხოვს სულის სიმტკიცეს და სიმამაცეს, რომელთა გარეშეც ვერც
ერთს ირწმუნებ, ვერც მეორეს და ვერც მესამეს. ადამიანები კი მხდალნი
არიან, სუსტნი, სულმოკლენი და სულმდაბალნი; ოღონდ საიმედო უთხარი
რამე და იმ წამსვე დაგიჯერებენ, რადგანაც წამდაუწუმ იცვლიან აზრს და
შეხედულებას, ვითარებისა და აუცილებლობის შესაბამისად, თავიანთ
ნებაზე რომ ათამაშებენ მათ და, პეტრარკას162 თქმისა არ იყოს, მზად არიან
ყოველ წამს იარაღი დაყარონ ბედისწერის წინაშე; ხარბად ებღაუჭებიან
უბადრუკ ნუგეშს ყოველგვარი უბედურების, დანაკარგისა თუ დანაკლისის
შემდეგ; უყოყმანოდ იღებენ ყოველივე იმის საზღაურს, რაც არ ღირსებიათ,
162
ი. პეტრარკა, „სიმღერების წიგნი“, cccX XXI.
მკითხველთა ლიგა

143
ან რაც დაკარგეს და მორჩილად ეგუებიან ყოველნაირ მდგომარეობას,
თვით ყველაზე მკაცრსა და სასტიკ ხვედრს; რაკი არაფერი აქვთ, რაცა სურთ
ჰქონდეთ; ისინი ათასგვარი ცრუ და მაცთური რწმენით სუდგმულობენ,
რომლებიც, მთელი მათი არაგულწრფელობის მიუხედავად, იმდენად
ურყევნი არიან, თითქოს ამ ქვეყნად ყველაზე ჭეშმარიტნი და ეჭვშეუვალად
დასაბუთებულნი იყვნენ. მე კი, მსგავსად იმისა, როგორც სამხრეთ ევროპაში
დასცინიან მოღალატე ცოლებზე შეყვარებულ ქმრებს, დღენიადაგ დავცინი
ცხოვრებაზე შეყვარებულ ადამიანებს, რადგანაც მოწიფული ხალხისთვის
აშკარად უღირს საქციელად მიმაჩნია ესოდენ მიამიტური სიყვარული: არ
მესმის, ბრიყვების მსგავსად, რატომ უნდა მოატყუებინო ან გააცურებინო
თავი სხვებს? ჩვენს უბედურებასა და სვედავსილობას ისღა აკლია, რომ
ბუნებისა თუ ბედისწერის დასაცინი და მასხრად ასაგდები გავხდეთ. არა,
წარმოსახვის მცდარობაზე კი არა, გონების ცდომილებაზე მოგახსენებთ. არ
ვიცი, ეს ჩემი გრძნობები ავადმყოფობით არის თუ არა გამოწვეული; გინდ
სნეული ვიყო და გინდ ჯანმრთელი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია
დაბეჯითებით, რომ მეზიზღება კაცთა სიმხდალე და უარვყოფ ნუგეშად
შემოპარებულ ყოველგვარ სიცრუესა თუ სიყალბეს, რაც მხოლოდ ბავშვების
დასამშვიდებლად და დასაყვავებლად თუა გამოსადეგი, მადლობა ღმერთს,
იმდენი სიმამაცე კი გამაჩნია, რომ ქედუხრელად ავიტანო სრული
უიმედობა, თამამად გავუსწორო თვალი ცხოვრების უდაბნოს,
გულახდილად ვაღიარო, რაოდენ უბადრუკია ჩვენი ყოფა და უყოყმანოდ
გავიზიარო მწუხარე, მაგრამ ჭეშმარიტი ფილოსოფიური აზრის ყველა
დასკვნა, ყველა შედეგი. დიახ, ასე ვამბობდი გულში, თითქოს თვითონვე
ვყოფილიყავი ამ მწუხარე აზრის ავტორი. მე ხომ მინახავს, რომ ყველა ისე
უარყოფს მას, როგორც, ჩვეულებრივ, უარყოფენ რაღაც ახალს, ჯერ
არნახულს და არგაგონილს. მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და გამახსენდა,
რომ ის ისევე ახალია, როგორც სოლომონი, ჰომეროსი,163 ანდა ჩვენთვის
163
სოლომონი (972–932 ძვ. წ. ა.) ისრაელის მეფე, დავითის ძე და მემკვიდრე; ბიბლიური
ტრადიციის მიხედვით, უკიდურესი პესიმიზმით გამსჭვა– ლული წიგნის „ეკლესიასტეს“ ავტორი.
ჰ ო მ ე ო ს ი ს პესიმისტური მსოფლშეგრძნების შესახებ იხ. „ილიადა“, X V! 1, 446—447: „ყველა
იმ ქმნილებას შორის, რომელიც სუნთქავს და მტვერში ხოხავს, ადამიანზე უბედური
ჭეშმარიტად არავინაა მთელს სამყაროში“.
მკითხველთა ლიგა

144
ცნობილი ყველა ძველი პოეტი თუ ფილოსოფოსი, რომელთა ქმნილებებიც
სავსეა შედარებებით, ხატოვანი გამოთქმებით თუ არაკებით, თვალნათლივ
რომ წარმოგვიჩენენ ჩვენს უბედურ ხვედრს. ასე, ერთი მათგანი ამბობს, რომ
ადამიანი ყველაზე უბედური არსებაა სულდგმულთა შორის;164 მეორე
შენიშნავს, უმჯობესი იქნებოდა, საერთოდ არ დავბადებულიყავით, მაგრამ
რახან დავიბადენით, ნეტავი აკვანშივე მოვმკვდარიყავითო165; მესამე
ამტკიცებს, ვინც ღმერთებს უყვართ სიჭაბუკეშივე კვდებაო,166 და ვინ
მოთვლის, რამდენნაირად აღარ იმეორებენ ერთსა და იმავე აზრს. ისიც
გამახსენდა, რომ თვით გუშინდელსა თუ გუშინწინდელ დღემდე ამასვე
ამტკიცებდა და ადასტურებდა ყველა პოეტი, მწერალი თუ ფილოსოფოსი.
ამიტომ ხელახლა შემიპყრო განცვიფრებამ. და ამ ყოფაში გავატარე
რამდენიმე ხანი, ხან ვბრაზობდი, ხან ვიცინოდი, ხანაც ვკვირობდი, სანამ
უფრო გულდასმით არ ჩავუღრმავდი საკითხს და, ბოლოს და ბოლოს, არ
მივხვდი, რომ ადამიანთა ცხოვრების მიჩნევა უბედურებად ჩვენი გონების
ერთი ყველაზე დახავსებული და დრომოჭმული შეცდომა გახლავთ. არა,
ცხოვრება ბედნიერებაა, და ეს აღმოჩენა მეცხრამეტე საუკუნის უდიდეს
მიღწევათა რიცხვს განეკუთვნება. მაშინღა დავცხრი და ვაღიარე, რომ
თურმე სასტიკად ვცდებოდი.
მ ე გ ო ბ ა რ ი. აღიარეთ და აზრიც შეიცვალეთ?
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. რა თქმა უნდა, ნუთუ თქვენ მთხოვთ, რომ ეჭვის თვალით
ვუყურებდე მეცხრამეტე საუკუნის მიერ აღმოჩენილ ჭეშმარიტებას?
მ ე გ ო ბ არ ი. და ყველა საკითხზე ისევე ფიქრობთ, როგორც ეს ჩვენი
საუკუნე?

164
იგულისხმება ჰომეროსი, იხ. აქვე, ზემო შენიშვნა.
165
იგულისხმება სოფოკლე, „ოიდიპოსი კოლონოსში“, 1279—1282.
166
ეს გამოთქმა, რომელიც ბერძენ დრამატურგს მენანდრეს (343—291 ძვ. წ. ა.) ეკუთვნის, ლეოპარდიმ
ეპიგრაფად წაუმძღვარა თავის ერთ-ერთ ლირი– კელ შედევრს „სიყვარული და სიკვდილი“. ლეოპარდის
დროს მენანდრეს თხზულებები საერთოდ არ იყო ცნობილი. ზემოხსენებული ფრაგმენტი შემოინახა
ბიზანტიელმა კომპილატორმა სტობეოსმა (V ს. ჩვ. წ. ა.). მხოლოდ ჩვენი საუკუნის დამდეგს:1905 წელს
კულტურული მსოფლიო სენსაციური აღმოჩენის მოწმე გახდა: ანტიკური ქალაქის აფროდიტოპოლისის
არქეოლოგიური გათხრების დროს (ეგვიპტის თებეს მახლობლად) ძველი ბერძნული სახლის
ნანგრევებში ფრანგმა მეცნიერმა გუსტავ ლეფევრმა იპოვა საკმაოდ სქელი რვეული — მენანდრეს ოთხი
კომედიის ვრცელი ფრაგმენტები.
მკითხველთა ლიგა

145
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. რასაკვირველია; ვითომ რატომ არ უნდა ვფიქრობდე?
მ ე გ ო ბ ა რ ი. მაშასადამე, თქვენ გწამთ, რომ ადამიანს შეუძლია
დაუსრულებლად სრულყო თავისი თავი?
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. რა თქმა უნდა.
მ ე გ ბ ა რ ი. ისიცა გჯერათ, რომ კაცთა მოდგმა დღითიდღე უკეთესი ხდება?
ტ რ ი ს ტ ან ი. ცხადია, მჯერა; თუმცა, სულო ცოდვილო, ხანდახან იმასაც
ვფიქრობ, რომ ძველად ერთი კაცი ტანის სიმრთელითა და სხეულის
ძალმოსილებით ოთხ ჩვენისთანას მაინც გაუტოლდებოდა. ხოლო სხეული
მთელი ადამიანია, ვინაიდან, დანარჩენს რომ თავი ვანებოთ, სულის
სიდიადე, სიმამაცე, ვნებათა სიმძაფრე, მოქმედებისა თუ ტკბობის უნარი,
ერთის სიტყვით, თითქმის ყველაფერი, რაც სიცოცხლეს აზრსა და
ღირებულებას ანიჭებს, კუნთების სიმკვრივეზეა დამოკიდებული და ამის
გარეშე ვერ იარსებებს. ტანსუსტი კაცი კაცი კი არ არის, არამედ ბავშვი,
მეტიც, ბავშეზეც უარესია, ვინაიდან მისი ხვედრი ესაა: იდგეს და უყუროს,
როგორ ცხოვრობენ სხვები, თვითონ კი, დიდი-დიდი, მარტოოდენ ლაყბობა
თუ შეუძლია, რადგანაც ამ ცხოვრების ღვიძლი შვილი კი არ არის, არამედ
გერი. ამიტომ ძველად, თვით ყველაზე განათლებულ ეპოქებშიაც კი, ტანის
სისუსტე სამარცხვინოდ ითვლებოდა. ჩვენს დროში კი აღზრდა, რა ხანია,
თავს აღარ იწუხებს ტანის სიმრთელეზე ზრუნვით და მხოლოდ სულს
ელოლიავება; მაგრამ სწორედ იმით, რომ მარტოოდენ სულის
სრულქმნილებაზე ფიქრობს, ანგრევს და ანადგურებს სხეულს და ვერ კი
ამჩნევს, რომ სხეულის დანგრევით სულსაც ანგრევს. მაგრამ დავუშვათ, რომ
აღზრდაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება ჯერ კიდევ
შესაძლებელია; მიუხედავად ამისა, მთელი თანადროული ყოფის ძირეული
გარდაქმნის გარეშე წარმოუდგენელია კერძო თუ საზოგადოებრივი
ცხოვრების სხვა მხარეების მოწესრიგება, ცხოვრებისა, რომელშიაც უწინ
ყველაფერი ემსახურებოდა ერთ მიზანს — სხეულის გაკაჟებას და
გამობრძმედას, ახლა კი, პირიქით, — მის დამახინჯებასა და დასახიჩრებას
ემსახურება. შედეგი ერთია: ჩვენს შორეულ წინაპრებთან შედარებით
ბავშვებზედაც უმწეონი და უსუსურნი ვართ, მაშინ როდესაც ისინი, ჩვენთან
შედარებით ნამდვილი ვაჟკაცები იყვნენ, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით.
მკითხველთა ლიგა

146
ეს სხვაობა თვალში საცემია არა მარტო ცალკეული პიროვნებების, არამედ
მთელი მასების (რა გული მომცემს, რომ არ ვიხმარო ეს დიდებული
თანადროული ტერმინი) ერთმანეთთან შედარების დროსაც. აქვე დავსძენ,
რომ სიმწიფის თვალსაზრისით ჩვენი წინაპრების ზნეობრი თუ
მეტაფიზიკური სისტემები გაცილებით მაღლა იდგნენ ჩვენსაზე. მაგრამ
ისღა მაკლია სწორედ, რომ ესოდენ უბადრუკი არგუმენტების ზეგავლენით
ზურგი ვაქციო ჩემს მრწამსს: არა, მე კვლავ ურყევად მწამს კაცობრიობის
ნათელი მომავალი, კაცობრიობისა, რომელიც ძლევამოსილი ნაბიჯებით
მიიწევს წინ, გამარჯვებიდან გამარჯვებისკენ.
მ ე გ ო ბ ა რ ი. და თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ცოდნის ნათელს,
როგორც ამბობენ, დღითიდღე უფრო ემატება ბრწყინვალება?
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. რა თქმა უნდა, თუმცა კი ვხედავ, რომ რაც უფრო იზრდება
სწავლის წყურვილი, მით უფრო მცირდება მეცნიერებაში ჩაღრმავების
მოთხოვნილება. აბა, დაითვალეთ სწავლულთა რაოდენობა, — მე
ვგულისხმობ ჭეშმარიტ სწავლულთ, — რომლებიც ხუთასი წლის წინათ თუ
უფრო ადრე ცხოვრობდნენ; გაგიკვირდებათ, რამდენად აღემატება მათი
რიცხვი ჩვენი დროის მეცნიერებისას. ფუჭია ყველა თვალსაზრისი, რომლის
თანახმადაც სწავლულთა რიცხვი ცოტაა მხოლოდ იმიტომ, რომ ცოდნის
დაგროვება ცალკეული პირების მიერ კი აღარ ხდება, არამედ მთელი მისი
მარაგი თანდათანობით ნაწილდება ურიცხვ მეცნიერს შორის, რომელთა
სიმრავლეც თითქოსდა ანაზღაურებს და აწონასწორებს მრავალმხრივ
სწავლულთა ნაკლებობას. იქ, სადაც ყველამ ცოტცოტა იცის, საერთოდ
ნაკლებია ცოდნა, ვინაიდან ნამდვილი ცოდნა ცოდნას ამრავლებს და არა
უბადრუკ წვრილმანებად ხურდავდება. შეუძლებელია ზერელე ცოდნის
განაწილება მრავალთა შორის, რადგან ის შეიძლება მხოლოდ თანაბრად
ეკუთვნოდეს მრავალ უვიცს. მთელი დანარჩენი ცოდნა კი სწავლულთა
კუთვნილებაა, მისი უმეტესი ნაწილი კი — ჭეშმარიტი სწავლულებისა. და თუ
არ ჩავთვლით შემთხვევით გამონაკლისებს, მხოლოდ ჭეშმარიტ
სწავლულს, ესე იგი, მხოლოდ მას, ვინც ცოდნის უზარმაზარ კაპიტალს
ფლობს, შეუძლია გაამდიდროს ზოგადსაკაცობრიო ცოდნის მარაგი და
ხელი შეუწყოს მის შემდგომ განვითარებას.
მკითხველთა ლიგა

147
კი მაგრამ, ხომ არა გგონიათ, რომ თუ არ ჩავთვლით გერმანიას, სადაც ჯერ
კიდევ ვერ მოახერხეს ამოეძირკვათ ჭეშმარიტი განსწავლულობა,
დღითიდღე უფრო ძნელდება ახალ-ახალი სახელების აღმოჩენა,
რომლებიც შეიძლება მივაკუთვნოთ ჭეშმარიტ სწავლულთა რიცხვს? ამ
მოსაზრებას ისე, ჰაიჰარად გამოვთქვამ, რათა ცოტათი წავიფილოსოფოსო
ან, თუ გნებავთ, წავისიბრძნისმეტყველო, რაც სრულიადაც არ ნიშნავს იმას,
რომ მე დარწმუნებული ვარ თქვენი მტკიცების სისწორეში. თუნდაც
თვალნათლივ ვხედავდე, რომ მსოფლიო სავსეა, ერთის მხრივ, უმეცარი
გაიძვერებით, ხოლო მეორეს მხრივ, თავდაჯერებული უვიცებით, სულ
ერთია, მაინც ისე ღრმად ვიქნებოდი დარწმუნებული, როგორც დღესა ვართ,
რომ ცოდნის ნათელს დღითიდღე უფრო ემატება ბრწყინვალება.
მ ე გ ო ბ ა რ ი. მაშასადამე, თქვენის აზრით, ეს ჩვენი საუკუნე წინარე
საუკუნეებზე უფრო მაღლა დგას?
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. რა თქმა უნდა. ასე ფიქრობდა ყველა საუკუნე, მათ შორის,
თვით ყველაზე ბარბაროსული საუკუნენიც; ასევე ფიქრობს ჩემი საუკუნეც
და, მასთან ერთად, მეც. რომც მკითხოთ, კი მაგრამ, რითი აღემატება იგი
დანარჩენ საუკუნეებს, იმით, რაც სულს ეხება, თუ იმით, რაც სხეულს ეხებაო,
მე დავიმოწმებ იმას, რასაც წეღან გეუბნებოდით.
მ ე გ ო ბ ა რ ი. მოკლედ რომ მოვჭრათ, რათა ყველა კითხვა ორიოდე
სიტყვაზე დავიყვანოთ, ბარემ მითხარით, იმასვე ფიქრობთ თუ არა
ადამიანისა და სამყაროს ბედსა თუ ბუნებაზე (რადგან ამჟამად მწერლობასა
და პოლიტიკაზე როდი ვმსჯელობთ), რასაც ფიქრობენ გაზეთები?
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. ზუსტად იმასვე. მე აღფრთოვანებული ვარ გაზეთების
ფილოსოფიური სიღრმით და სიბრძნით, გაზეთებისა, რომლებიც
ჩანასახშივე ახშობენ და კლავენ ყველა სხვანაირ ლიტერატურასა თუ
მეცნიერებას, განსაკუთრებით — სერიოზულს, რომელიც მიზნად არ ისახავს
ბრბოის გართობას. დიახ, მე მოწიწებით ვიხრი ქედს ჩვენი საუკუნის ამ
მოძღვართა და გზის მაჩვენებელ მნათობთა წინაშე; ასეა, არა?
მ ე გ ო ბ ა რ ი. რა თქმა უნდა. თუ გულწრფელად ამბობთ ამას და არა ჩემი
დაცინვის მიზნით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩვენიანი ხართ.
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. რასაკვირველია, თქვენიანი ვარ.
მკითხველთა ლიგა

148
მ ე გ ო ბ ა რ ი. მერედა, რას უპირებთ მაგ თქვენს წიგნს? ხომ არ გსურთ
შთამომავლობამდე მიაღწიოს და მის გულამდე მიიტანოს გრძნობები,
რომლებიც ასე ეწინააღმდეგებიან თქვენს ახლანდელ მრწამსს?
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. შთამომავლობამდეო? ნუ მაცინებთ, თუ ღმერთი გწამთ; მაგის
თქმა ხუმრობით კი არა, სერიოზულად რომ შეიძლებოდეს, უფრო
გულიანად გავიცინებდი. ჩემზე კი არა, სხვებზე მოგახსენებთ,
განკერძოებით რომ დგანან ამ ჩვენს მეცხრამეტე საუკუნეში: მერწმუნეთ,
ისინი ოდნავადაც არ უფრთხიან შთამომავლობის მსჯავრს, რადგანაც
შთამომავლობას უფრო მეტი როდი ეცოდინება მათზე, ვიდრე წინაპრებმა
იცოდნენ. „ცალკეული პიროვნებები უკვალოდ გაქრნენ მასების წინაშე“, —
ასე მომხიბლავად გამოთქვამენ თავიანთ აზრს თანამედროვე
მოაზროვნენი. ეს კი ნიშნავს, რომ ცალკეულ პიროვნებებს საერთოდ აღარ
სჭირდებათ თავის შეწუხება: რანაირი დამსახურებაც უნდა მიუძღოდეთ
ქვეყნის წინაშე, სულ ერთია, სიცხადეში კი არა, სიზმარშიაც აღარ შეიძლება
ჰქონდეთ რაიმეს იმედი, თუნდაც ისეთი უბადრუკი ჯილდოსი, როგორიც
არის დიდება. გაუშვი, ყველაფერი მასებმა აკეთონ; მაგრამ რანი არიან
თვით ეს მასები, რომლებიც ყველაფერს ცალკეული პიროვნებების გარეშე
აკეთებენ, თუმცაღა თვითონვე შედგებიან ცალკეული პიროვნებებისაგან, —
ამას, ალბათ, პიროვნებებისა და მასების თანამედროვე მცოდნენი
ამიხსნიან, მნათობებივით ნათელს რომ ჰფენენ ქვეყანას.167 ჩვენ კი ისევ
შთამომავლებსა და წიგნებს მივხედოთ, თქვენ თვითონვე მშვენივრად
ხედავთ, რომ თითქმის ყველა წიგნის დაწერას ამჟამად უფრო ნაკლები დრო
სჭირდება, ვიდრე მის წაკითხვას, და რაკი ყოველი წიგნის ფასი მასზე
დახარჯული დროის ოდენობით განისაზღვრება, ამიტომ ის ზუსტად
იმდენსავე ხანს ცოცხლობს, რამდენი შრომაც დაიხარჯა მის შესაქმნელად.
მე პირადად, ჩემის მხრივ, ვფიქრობ, რომ მომავალი საუკუნე ერთს
ლაზათიანად შეაფურთხებს მეცხრამეტე საუკუნის მთელს უზარმაზარ
ბიბლიოგრაფიას, ან კიდევ იტყვის: ჩემი ბიბლიოთეკები სავსეა წიგნებით,

167
X X საუკუნეში ეს აზრი შემდგომ განავითარა პოლ ვალერიმ: „ლოგიკის ლეადანსი — განპირობებული
გაზეთებით, ბესტიალური პოლიტიკით, დემოსის აღზევებით, ესე იგი, თვით ლოგიკის ზედმეტობითა და
უსარგებლობით, ლოგიკისა, რომელიც ისევე ფუჭია მასების წინაშე, როგორც მჭევრმეტყველება — ნა–
რის წინაშე. ზუსტი ლოგიკა საშიშია, — თვითეულის უშუალო ინტერესები იოლად როდი იტანენ
დაინტერესებელ განხილვას. - იმპულსს არ უყვარს დაყოვნება. ხალხის ვნებათა ღელვისათვის უცხოა
მოთმინება“ (პოლ ვალერი, რჩეული პროზა, თბ., 1983, გვ. 394).
მკითხველთა ლიგა

149
რომელთაგანაც თვითეულის შექმნას ოცი-ოცდაათი წელი მაინც დასჭირდა,
ხოლო თუ, ვთქვათ, და, ნაკლები დროც დაიხარჯა, ყოველ შემთხვევაში,
უკლებლივ ყველა მათგანი უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოევლინა
ქვეყნიერებას. ჯერ ისინი წავიკითხოთ, რადგანაც ეჭვს გარეშეა, მათგან
უფრო მეტი აზრის გამოტანა შეიძლება; და როცა ყველას წავიკითხავ,
მაშინღა მივუბრუნდები ექსპრომტად დაწერილ წიგნებს. ჩემო ძვირფასო, ეს
ჩვენი საუკუნე ბავშვების საუკუნეა, და ცოტა მოწიფული ხალხი, რომელიც,
რაღაც სასწაულით, ჯერ კიდევ შემორჩენილა აქა-იქ, სირცხვილით უნდა
იწვოდეს, იმ კაცის მსგავსად, რომელიც გამართულად დაიარება მაიმახების
ქვეყანაში. ამ ბეჯით ბავშვებს სურთ აკეთონ ყოველივე ის, რასაც უწინ
მოწიფული ხალხი აკეთებდა, მაგრამ აკეთონ ბავშვურად, ხელის ერთი
მოსმით, ერთბაშად, ყოველგვარი მოსამზადებელი სამუშაოს გარეშე. მათ
ისიც კი სურთ, რომ განათლების დღევანდელმა დონემ და ახლანდელი თუ
მომავალი საუკუნის ბუნებამ სამუდამოდ დაიხსნან ისინიცა და მათი
მემკვიდრეებიც თავაუღებელი შრომისა და ოფლის ღვრისაგან, რათა
უშრომლადა და უწვალებლად შეიძინონ რაიმეს კეთებისა თუ შექმნის
უნარი. ამ რამდენიმე დღის წინ ერთი ჩემი მეგობარი, საქმიანი და
პრაქტიკული კაცი მეუბნებოდა, რომ დღეს თვით საშუალო ნიჭიც კი
სანთლით საძებნი გახდა: თავისი უტვინობისა თუ უმწეობის გამო თითქმის
არავის აღარ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობა, ან აკეთოს ის საქმე,
რისი კეთებაც აუცილებლობამ, ბედმა თუ საკუთარმა არჩევანმა არგუნა
წილად. ჩემის აზრით, ნაწილობრივ სწორედ ეს განასხვავებს ამ ჩვენს
ასწლეულს ყველა დანარჩენი საუკუნისაგან. მაშინაც და ახლაც სულის
სიდიადე იშვიათი გამონაკლისი გახლდათ, მაგრამ უწინ ყველაფერს
განაგებდა საშუალო ნიჭი, ახლა კი — არარაობა. ამდენი გნიასიც და
ღრიანცელიც სწორედ იმის შედეგია, რომ ყველას სურს ყველაფერი იყოს;
ამიტომაც აღარავინ აქცევს ყურადღებას იმ თითო-ოროლა ჭეშმარიტ
ტალანტს, რომლებიც ჩემის აზრით, ჯერ კიდევ უნდა ბოგინობდნენ სადღაც,
მაგრამ რომლებსაც არავითარი შესაძლებლობა აღარ რჩებათ, რომ
პატივმოყვარე მოშურნეთა ბრბოში როგორმე გაიკაფონ გზა. და რაკი ყველა
არარაობას აზრთა მპყრობელი ჰგონია თავი, ამიტომ უსახელობა,
უპატივცემლობა და აუგი ხდება როგორც უბადრუკ მჯღაბნელთა, ისე
ჭეშმარიტ ტალანტთა საერთო ხვედრი.
მკითხველთა ლიგა

150
მაგრამ გაუმარჯოს სტატისტიკას! გაუმარჯოს ეკონომიკურ, მორალურ თუ
პოლიტიკურ მეცნიერებებს! გაუმარჯოს ჯიბის ენციკლოპედიებსა თუ ჩვენი
საუკუნის სხვა დიდებულ ქმნილებებს! გაუმარჯოს, გაუმარჯოს და კიდევ
გაუმარჯოს მეცხრამეტე საუკუნეს! რა ვუყოთ, რომ მწირია და ღარიბი
საქმით, სამაგიეროდ უხვია და მდიდარი სიტყვით, ეს კი, როგორც
მოგეხსენებათ, სიკეთის ნიშანია. მაშ ვინუგეშოთ თავი იმით, რომ ეს იქნება
ერთადერთი საუკუნე, რომელიც დარჩენილი სამოცდარვა წლის მანძილზე
168
გაუთავებლად ილაყბებს და ილაქლაქებს, და, ვინ იცის, ბოლოს და
ბოლოს, იქნებ თავისი პრინციპებიც კი გამოთქვას.
მ ე გ ო ბ ა რ ი. ჩემის აზრით, მაგ თქვენს სიტყვებში ირონია გამოსჭვივის;
მაგრამ ხომ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ჩვენი საუკუნე გარდამავალი საუკუნეა?
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. მერედა, რა დასკვნა გამოგაქვთ მანდედან? ყოველი საუკუნე
ასე თუ ისე გარდამავალი იყო, ვინაიდან ადამიანთა საზოგადოება
არასოდეს არა დგას ერთ ადგილზე და ვერც ერთ საუკუნეში ვერ მიაღწევს იმ
მდგომარეობას, რომელიც უცვლელი დარჩება უკუნისამდე. ასე რომ, ეს
მშვენიერი სიტყვა ოდნავადაც ვერ ამართლებს მეცხრამეტე საუკუნეს, ან
ასევე შეიძლება ამართლებდეს ყველა სხვა საუკუნესაც. საკითხავი მხოლოდ
ისაა, თუ სად მიიყვანს საზოგადოებას ის გზა, რომელსაც ამჟამად ადგას, ანუ
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საით მივემართებით — უარესობიდან
უკეთესობისკენ თუ, პირიქით, უკეთესობიდან უარესობისაკენ? იქნებ, იმის
თქმა გნებავთ, რომ ეს გარდამავლობა თანდათანობით გადასვლას კი არ
გულისხმობს, არამედ სწრაფ ნახტომს ცივილიზაციის ერთი
მდგომარეობიდან მეორისაკენ, რომელიც ძირეულად განსხვავდება
პირველისაგან? თუ ასეა, თქვენის ნებართვით, ერთს გულიანად გავიცინებ
ამ სწრაფ ნახტომზე და გიპასუხებთ, რომ ყოველი გადასვლა
თანდათანობითი უნდა იყოს, ხოლო თუ ის ერთბაშად ხდება, სულ მალე
უკანვე ბრუნდება, უკანვე შემოიქცევა, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ. გაიაროს იგივე
გადასასვლელი. ასე ყოფილა და ასე იქნება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ,
რომ ბუნებისათვის უცხოა ნახტომები, ხოლო ბუნებაზე ძალდატანებით
168
ლეოპარდის ეს დიალოგი დაიწერა 1832 წელს. ხელნაწერშია — „სამოც– დარვა წლის
მანძილზე“, რაც პირველ გამოცემაში (1834 წ.) ასე გასწორდა: „სამოცდაექვსი წლის მანძილზე“.
ქართულ თარგმანში ხელნაწერისეული ვა– რიანტია დატოვებული.
მკითხველთა ლიგა

151
ვერასოდეს მიაღწევთ რაიმე მყარ შედეგს. ან, უკეთ რომ ვთქვათ, ყველა ეს
ანაზდეული ნახტომი მხოლოდ მოჩვენებითია და არა ჭეშმარიტი.
მ ე გ ო ბ ა რ ი. გემუდარებით, ასე ხმამაღლა და ქვეყნის გასაგონად მაინც ნუ
მსჯელობთ, თორემ ვინ იცის, რამდენ მტერს გაიჩენთ.
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. მაგაზე დამიდგა დარდი; ახლა ვერც მტრები და ვერც
მეგობრები ბევრს ვეღარაფერს დამაკლებენ.
მ ე გ ო ბ ა რ ი. ან, უფრო სწორად, ყველანი აგითვალსწუნებენ იმის გამო, რომ
ძალზე ცოტა რამ გესმით თანამედროვე ფილოსოფიის მიღწევებისა და
არაფრად აგდებთ ცოდნისა და ცივილიზაციის პროგრესს.
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. ძალზე სამწუხაროა, მაგრამ რა გაეწყობა? ამითვალწუნებენ
და როგორმე ვინუგეშებ თავს.
მ ე გ ო ბ ა რ ი. კი მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შეიცვალეთ თუ არა აზრი? ან
რას უპირებთ თქვენს წიგნს?
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. აჯობებს, დაწვათ; ანდა, თუ დასაწვავად ვერ გავიმეტებთ,
შევინარჩუნოთ, როგორც პოეტური ზმანებების, შლეგური ბოდვის,
ახირების, ჟინიანობისა და ავტორის ავადმყოფური განცდების
გამომხატველი წიგნი; ავტორისა, რომელიც დასტირის თავის უბედობას,
ვინაიდან, ჩვენში დარჩეს და, ყველანი ბედნიერებად მიმაჩნიხართ, ჩემო
ძვირფასო მეგობარო, მაგრამ, აი, მე კი, თუ თქვენ და ეს ჩვენი საუკუნე არ
შემრისხავთ ამის თქმისათვის, უბედური ვარ, უბედურად ვთვლი ჩემს
თავსაც და ძველი თუ ახალი სამყაროს ყველა გაზეთი ერთად ვერ
დამარწმუნებს საპირისპირო აზრის სისწორეში.
მ ე გ ო ბ ა რ ი. არ ვიცი, რატომ თვლით თავს ასე უბედურად, როგორც
თვითონვე ბრძანებთ. მაგრამ უბედურია კაცი თუ ბედნიერი, ეს მხოლოდ
თვითონ შეუძლია განსაჯოს, და მისი განსჯა ამ შემთხვევაში უტყუარია.

მკითხველთა ლიგა

152
ტ რ ი ს ტ ა ნ ი. მართალი ბრძანდებით, მაგრამ პირდაპირ მოგანხინებთ,
რომ, სხვებისაგან განსხვავებით, მე არ ვემორჩილები ჩემს უბედურებას,
ქედს არ ვუხრი ბედისწერას და უკან არ ვიხევ მის წინაშე. მეტიც, მე მყოფნის
გამბედაობა, გულმხურვალედ, ვნატრობდე სიკვდილს, ვნატრობდე, ისე
ხარბად, ისე ვნებიანად, ისე გულწრფელად, როგორც ამ ქვეყნად, ალბათ,
ცოტას თუ უნატრია. არასდიდებით არ გეტყოდით ამას, დარწმუნებული
რომ არ ვიყო იმაში, რომ, როდესაც ჩემი საათი დაჰკრავს, საქმით არ
უარვყოფ ჩემს სიტყვებს. მართალია, ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორი იქნება
ჩემი აღსასრული, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ეს საათი შორს აღარ უნდა
იყოს. მე მეტისმეტად მომწიფდი სასიკვდილოდ და თუ სულიერად მკვდარს
მაიძულებდნენ, — მას შემდეგ, რაც გაიხსნება ჩემი სიცოცხლის საზარელი
დრამის კვანძი, — ერთ ორმოცსა თუ ორმოცდაათ წელიწადს კიდევ მეთრია
ამქვეყნიური არსებობის ტვირთი, რასაც მიქადის გულქვა ბუნება, ჩემის
აზრით, ეს ყოვლად უაზრო იქნებოდა და გაუმართლებელი. მარტო ამის
გაფიქრებაც კი თავზარსა მცემს. მაგრამ ყველა იმ უბედურებისა არ იყოს,
რომლებიც თავიანთი საშინელებით, ასე ვთქვათ, მთლიანად თრგუნავენ და
გასაქანს არ აძლევენ წარმოსახვას, — ის აზრი, რომ შეიძლება დიდხანს
ვიცოცხლო, საზარელ სიზმრად, უსაზმნო და უნიადაგო ზმანებად მესახება.
როდესაც შორეულ მომავალზე მელაპარაკებიან, თითქოს მას რაიმე
კავშირი ჰქონდეს ჩემთან, ძალაუნებურად მეღიმება ხოლმე, ისე ღრმადა
ვარ დარწმუნებული, რომ წინ დიდი გზა აღარ მიდევს. წიგნები და
თავაუღებელი შრომა (ახლა მიკვირს, რომ ოდესღაც ვნებიანად მიყვარდა
ისინი), დიადი მიზანდასახულობანი, ოცნებები უკვდავი სახელისა თუ
დიდების მოხვეჭაზე, — დადგა დრო, როცა ყოველივე ეს სასაცილოდ იქცა
ჩემს თვალში. არა, მე არ დავცინი ჩვენი საუკუნის მიზნებსა და
მისწრაფებებს: ღმერთმა ქნას, ყველაფერი კეთილად დაგვირგვინდეს,
ყველაფერმა წარმატებით შეისხას ხორცი; მე ვაქებ ჩემი თანამედროვეების
კეთილ ნებასა და აღტაცებული ვართ მათი მხნეობით, მაგრამ არც
შთამომავლებისა მშურს და არც იმათი, ვისაც დღეგრძელი სიცოცხლე
უწერია ამქვეყნად. უწინ შურის თვალით ვუყურებდი ბრიყვებს, სულელებს
და იმათაც, ვისაც დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე, და მათ ადგილას
ყოფნას ვნატრობდი. ახლა კი აღარც ბრიყვისა მშურს და აღარც ბრძენისა,
აღარც დიდისა და აღარც არარაობისა, აღარც უძლურისა და აღარც ძლევა
მოსილისა. ერთადერთი, ვისიცა მშურს, ეს გახლავთ მკვდრები და
ვისურვებდი მხოლოდ მათთვის გამეცვალა ადგილი. მკითხველთა ლიგა

153
ყველა სასიამოვნო განცდა, ყველა საამო ოცნება მომავალზე, რომლებიც
ჩემს სიმარტოვეში აღმეძვრის ხოლმე, და რომლებსაც დიდხანს ვერ
ვწყდები, მიხატავენ მხოლოდ სიკვდილს და მერე ფარვანასავით მევლებიან
თავზე. ჩემი სული ისევე სავსეა ამ სურვილით, რომ ვერც
ბავშვობისდროინდელი ოცნებების მოგონება, ვერც ფიქრი უაზროდ
ჩავლილ სიცოცხლეზე უწინდებურად ვეღარ მამღვრევს, ვეღარ მაშფოთებს.
თუ ღმერთმა ქნა და ვეღირსე სიკვდილს, ისე მშვიდად და უდრტვინველად
მოვკვდები, თითქოს ჩემს სისოცხლეში სხვა რამის იმედი არა მქონდეს და
არც სხვა რაიმე მენატროს. სიკვდილი — აი, ერთადერთი სამადლო საქმე,
რამაც შეიძლება ბედისწერასთან შემარიგოს. არჩევანი რომ
შემოეთავაზებინათ კეისრისა თუ ალექსანდრეს დიდებასა და
დაუყოვნებლივ სიკვდილს შორის, მე ვიტყოდი დაუყოვნებლივ სიკვდილს
ვარჩევ და კიდევ იმას, რომ ყოყმანისა და აწონ-დაწონის დრო აღარ
დამრჩეს-მეთქი.

მკითხველთა ლიგა

154
ფოლიკო ოტონიერის ღირსსახსოვარი
სიტყვები
თავი პირველი
ფილიპო ოტონიერი, ვისი ღირსსახსოვარი აზრების გადმოცემასაც აქ
გპირდებით, რომელთაგანაც ზოგი სხვებისაგან გამიგონია, ზოგი კი თვით
მასთან საუბრისას მაქვს მოსმენილი, – დაიბადა და სიცოცხლის უმეტესი
ნაწილი გაატარა ქალაქ ტუჩაში, ვიეტრაპოლეს პროვინციაში, სადაც ამ ცოტა
ხნის წინათ გარდაიცვალა და სადაც კაციშვილს არ ახსოვს, რომ ვინმე
შეურაცხყოს სიტყვით ან საქმით. მიუხედავად ამისა, საყოველთაო ზიზღისა
და სიძულვილის საგანი გახლდათ თავისი თანამოქალაქეების თვალში,
რადგანაც მათი აზრით, არაფრად აგდებდა ყოველივე იმას, რასაც ასე
ძლიერ ეტრფის და ხარბად მიელტვის ადამიანთა უმრავლესობა, თუმცაღა
ოტონიერის არასოდეს უგრძნობინებია ვინმესთვის, რაოდენ უფასურად
მიაჩნდა სხვებისთვის ესოდენ სანუკვარი საგნები და არც არასდროს
დაუგმია ისინი, ვისაც ბედნიერების წყაროდ და სიცოცხლის მიზნად·
დაესახა მათი ფლობა. ამიტომაც სტოვებდა უცნაური კაცის
შთაბეჭდილებას, თუმღაცა ყველაზე მეტად იმას ცდილობდა, არაფრით
გამორჩეულიყო სხვებისაგან, ყველაზე ნაკლებად კი იმას, რომ თავი
მოეწონებინა თავისი რჩეულობით. თვითონვე იტყოდა ხოლმე: თუკი
განათლებული კაცის ზნე-ჩვეულებებსა და ქცევას — ჩვენი
თანამედროვეობის თვალში ამ ყველაზე დიდ უცნაურობას შევადარებთ
იმათ ზნე-ჩვეულებებსა და ქცევას, ვინც ყოვლად უცნაურ არსებებად
მიაჩნდათ უწინ, ცხადი გახდება, რომ ეს უკანასკნელნი სულ სხვა ბუნებისანი
კი არ ყოფილან, არამედ ოდნავ შესამჩნევად თუ განსხვავდებოდნენ
ყოველივე იმისაგან, რაც სავსებით ბუნებრივად მიაჩნიათ ჩვენს
თანამედროვეებს, და ამიტომ უცნაურობა, რომელიც დღეს ესოდენ
აუტანელი ჩანს, თითქმის სრულიად შეუმჩნეველი დარჩებოდა თვით იმ
დროშიაც და იმ ხალხებშიაც, რომლებსაც უწინ ყველაზე ნაკლებ
განათლებულად, ან ყველაზე უფრო ზნედაცემულად თვლიდნენო.
მკითხველთა ლიგა

155
და როცა ერთმანეთს უდარებდა ორ სხვადასხვანაირ უცნაურობას ჟან-ჟაკ
რუსოსას,169 რომელიც სრული დამთხვეულობის ნიმუშად ესახებოდათ
ჩვენს წინაპრებს, და დემოკრიტესას თუ პირველი კინიკოსი
ფილოსოფოსებისას,170 ის დასძენდა: ახლა რომ ვისიმე ცხოვრება
ისეთნაირად განსხვავდებოდეს ჩვენი ყოფისგან, როგორც ამ
ფილოსოფოსების ცხოვრება — მათი თანადდროული ბერძნული
საზოგადოების წეს-ჩვეულებებისაგან, მაშინ მას არა მარტო დამთხვეულად,
არამედ კაცთა მოდგმის თავსლაფდამსხმელადაც მიიჩნევდნენო. ის
ფიქრობდა, რომ აბსოლუტური საზომი, რომლითაც ამა თუ იმ ქვეყანაში
სხვადასხვა დროს ზომავდნენ და აფასებდნენ უცნაურობას, შეიძლებოდა ამ
ქვეყანაში ცივილიზაციის დონის საზომადაც გამოგვეყენებინა, მისი
განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.
ცხოვრებაში, მთელი თავისი ზომიერების მიუხედავად, ის თავს აცხადებდა
ეპიკურელად, შესაძლოა, უფრო ხუმრობით, ვიდრე სერიოზულად. თვით
ეპიკურეს171 კი გმობდა და ასე ამბობდა: მის დროში და მის ქვეყანაში კაცს
შეეძლო უფრო მეტი სიამოვნება მიეღო სიქველისა თუ დიდებისაკენ
სწრაფვით და არა უქმად ყოფნითა და ყველაფრის უარყოფით, განცხრომის
გარდა, რასაც ეს ბრძენკაცი ადამიანის უზენაეს სიკეთედ თვლიდაო.
ამასთანავე, ის ამტკიცებდა, რომ ეპიკურეს მოძღვრება, თითქოს
საგანგებოდ ჩვენი დროისათვის შექმნილი, სრულიად უცხო იყო მისი
თანამედროვეობისათვის.
ფილოსოფიაში სოკრატეს172 მიმდევრად მოჰქონდა თავი და დღის უმეტეს
ნაწილს, ათენელი ბრძენის მსგავსად, ხან ერთსა და მეორე ნაცნობთან,
უპირატესად კი თავის მეგობრებთან ფილოსოფიურ საუბრებში ატარებდა.

169
ჟან-ჟაკ რუსო (1712-1778) — დიდი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი. ეს მელანქოლიური, მეოცნებე
და გაუწონასწორებელი სული უცნაური და ექსტრავაგანტური კაცის შთაბეჭდილებას ახდენდა თავის
თანამედროვეებზე.
170
დემოკრიტე (V ს. ძვ. წ. ა.) — დიდი ბერძენი ფილოსოფოსი მაერიალისტი... პირველი კინიკოსი
ფილოსოფოსების, განსაკუთრებით კი მათი უმთავრესი წარმომადგენლის დიოგენე სინოპელის
(4 13 323 ძვ. წ. ა.) უცნაურობათა შესახებ იხ. დიოგენე ლაერტელი, V1, 2, 20—80.
171
ეპიკურ ე (341—270 ძვ. წ. დიდი ბერძენი ფილოსოფოსი.
172
სოკრატ ე (469 399 ძვ. წ. ) დიდი ბერძენი ფილოსოფოსი.
მკითხველთა ლიგა

156
მსჯელობდა ყველაფერზე, რასაც გარემოება თუ შემთხვევა უკარნახებდა.
მაგრამ სოკრატესაგან განსხვავებით, ხარაზებისა თუ დურგლების
სახელოსნოების, ან კიდევ სამჭედლოებისა თუ სხვა მისთანათა სტუმარი
როდი გახლდათ, რადგანაც თვლიდა, რომ ათენელ დურგლებსა თუ
მჭედლებს საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდათ, რათა
ფილოსოფიურ საუბრებში გაეფლანგათ იგი, ხოლო ტუჩელ ხელოსნებსაც
რომ მათთვის მიებაძათ, შიმშილით ამოსძვრებოდათ სული. საუბარიც
სოკრატესაგან განსხვავებული იცოდა, ესე იგი, კითხვას კითხვაზე არ აყრიდა
თანამოსაუბრეს და არც ახალ-ახალ საბუთებს იშველიებდა, რადგანაც, მისი
აზრით, თვით ჩვენს თანამედროვეებს შორისაც კი, რომლებიც ძველ
ბერძნებზე გაცილებით უფრო მრავალისმთმენნი არიან, იშვიათად თუ
მოიძებნებოდა ისეთი ამტანი კაცი, რომ ათას კითხვაზე პასუხის გაცემისა და
ათასობით დასკვნის მოსმენისათვის გაეძლო, და მართლაც, სოკრატეს
მხოლოდ იმით ჰგავდა, რომ უმეტესწილად ირონიულად და გადაკრული
სიტყვით, ნართაული მინიშნებებით ლაპარაკობდა. ათენელი ბრძენკაცის
საყოველთაოდ ცნობილი ირონიის მიზეზთა კვლევისას ის ამტკიცებდა:
სოკრატეს დაბადებითვე თან დაჰყვა სულის უჩვეულო კეთილშობილება და
საოცრად მოსიყვარულე გული, მაგრამ რაკი განგებამ აშკარად გასწირა და
ხორციელი სილამაზის ნასახიც არ გაიმეტა მისთვის, როგორც ჩანს,
სიყმაწვილეშივე გადაიწყვიტა ყოველგვარი იმედი და საბოლოოდ ირწმუნა,
რომ არავინ არასოდეს შეიყვარებდა, ანდა, თუ შეიყვარებდა, ეს იქნებოდა
მხოლოდ მეგობრული სიყვარული, ამ გრძნობას კი ყველაზე ნაკლებად
შესწევს იმის უნარი, რომ დააკმაყოფილოს სიყვარულით მფეთქავი გული,
რომელშიაც გაცილებით უფრო მძაფრი ვნებები ბობოქრობენ. მეორეს
მხრივ, თუმცა უჩვეულო გამბედაობით გამოირჩეოდა, რომლის წყაროდაც
გონების ძალმოსილება გვევლინება, მაგრამ, როგორც ჩანს, აშკარად აკლდა
ბუნებრივი სიმამაცე და ბევრი სხვა თვისებაც, რომლებიც ესოდენ
აუცილებელნი იყვნენ მის მშფოთვარე დროში — გამუდმებული ომებისა და
ამბოხებების საუკუნეში, რასაც ზედ ერთვოდა ათენელთა
აღვირახსნილობაც, — აუცილებელნი იყვნენ საიმისოდ, რომ თავის
სამშობლოში საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მიეყო ხელი.

მკითხველთა ლიგა

157
ეგეც არ იყოს, მისი უშნო და სასაცილო გარეგნობის გამო, ალბათ,
ათვალწუნებული ჰყავდათ თანამოქალაქეებს, რომლებიც, ყველაფერს რომ
თავი ვანებოთ, ენობრივადაც კი ოდნავ თუ ასხვავებდნენ ერთმანეთისგან
სიკეთეს და სილამაზეს,173 და ამასთანავე, ცნობილნი იყვნენ თავიანთი
ავყიობითა და ბილწსიტყვაობით. ამიტომაც თავისუფალ, ერთთავად
მოყაყანე და მოგნიასე, სიმდიდრი– თა და ფუფუნებით სავსე ქალაქში,
სადაც გამუდმებით მძვინვარებდნენ შმაგი ვნებები, ხოლო ცხოვრება
დუღდა და გადმოდიოდა, ღარიბ-ღატაკმა და უპოვარმა სოკრატემ,
რომელსაც არც სიყვა– რულში სწყალობდა ბედი და არც საზოგადოებრივი
მოღვაწეობისთვის ვარგოდა, მაგრამ დაჯილდოებული იყო უდიდესი ნიჭით,
რა– საც ზემოხსენებულ თვისებებთან შერწყმის წყალობით მხოლოდ უნდა
გამემძაფრებინა მისი სვედავსილობა, ნაცვლად იმისა, რომ რამეში
წასდგომოდა, რაკიღა სხვა საქმე არა ჰქონდა რა, ფილოსოფიური საუბრები
გაიხადა თავის ერთადერთ ხელობად, რომ ლებშიაც გამოწვლილივით
განიხილავდა თანამოქალაქეთა ქცევასა და ზნე-ჩვეულებებს, ხოლო ამ
განხილვაში თავის ჩვეულ ირონიას აქსოვდა, რაც სავსებით ბუნებრივი უნდა
ყოფილიყო იმ კაცისათვის, რომელსაც ბევრი რამ უშლიდა ხელს იმაში, რომ,
თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისი წილი მიეღო ამ ცხოვრებისგან. მაგრამ
ზნეობრივი სიფაქიზისა და ბუნებრივი კეთილშობილების, ისევე, როგორც
უდიდესი გავლენის წყალობით, რომელიც თავისი საუბრებით მოიპოვა და
რომელსაც ნაწილობრივ მაინც უნდა დაეშოშმინებინა მისი თავმოყვარეობა,
სოკრატეს ირონია გესლიანი და ზიზღნარევი კი არ იყო, არამედ სასიამოვნო
და მშვიდი.
ასე, სოკრატემ, ციცერონის ცნობილი გამოთქმით, ფილოსოფია პირველად
ჩამოიყვანა ციდან და ქალაქის მოედნებზე დაამკვიდრა, რათა მას ზურგი
ექცია იდუმალების ბურუსით მოცული საგნები– სათვის, რომლებსაც

173
ლეოპარდი გულისხმობს ძველი ბერძნული ეთიკური აღზრდის იდეალს ე. წ. „კალოკაგათიას“. ამ
არსებითი სახელის შესატყვისი ზედსართავი „კალოკა– გათოს“ (სიტყვებიდან: „კალოს“ — ლამაზი,
მშვენიერი და „აგათოს,“ - „კეთლი“) იყო სულიერად და ფიზიკურად სრულყოფილი ადამიანის ეპითეტ.
თავის დღიურში ლეოპარდი აღნიშნავს, რომ ამ სიტყვაში ვლინდება „ხასიათი იმ კეთილშობილი
ხალხისა, რომელიც ყველა წესიერსა და პატიოსან კაცს ლამაზსა და კეთილს უწოდებდა (ლამაზიც რომ
არ ყოფილიყო, ვინაიდან ეს ზედსართა– ვიცა და მისგან წარმოებული განყენებული სახელიც
„კალოკაგათა“ უნაკლო პა– ტიოსნებისა და უმწიკვლოების აღსანიშნავად იხმარებოდა, ვინც უნდა
ყოფილიყო ამ თვისებების პატრონი), რაკიღა ისე ძალიან აფასებდა მშვენიერებას, რომ არ სურდა
სიქველის ქებისაგან გაეცალკევებინა სილამაზის ქება“.
მკითხველთა ლიგა

158
მანამდე იკვლევდა, და კაცთა ყოფა-ცხოვრება თუ ზნე-ჩვეულებანი, მათი
სიქველე თუ ბიწიერება, მათთვის სასარგებლო თუ საზიანო, მოკლედ რომ
ვთქვათ, სიკეთე თუ ბოროტება დაესახა შესწავლის, აზრთა გაცვლა-
გამოცვლის, პაექროპისა და კამათის საგნად. მაგრამ თავდაპირველად
სოკრატეს აზრადაც არ მოსვლია ამ სიახლეთა დანერგვა, მიზნად არ
დაუსახავს ვინმესთვის რაიმე ესწავლებინა და არც ის უცდია, რომ
ფილოსოფოსის სახელი მოეხვეჭა, რომელიც მაშინ მხოლოდ ფიზიკოსებისა
და მეტაფიზიკოსების კუთვნილება იყო, ასე რომ, იმედიც არ ჰქონია, თავისი
საუბრებითა თუ პაექრობებით დაემსახურებინა იგი. ის კი არა და, საჯაროდ
აცხადებდა, არაფერი არ ვიციო, და მხოლოდ ერთ რამეს ესწრაფოდა:
როგორმე შეექცია თავი სხვის საქმეებზე ლაყბობით, ვინაიდან, ბუნებით,
პრაქტიკული საქმიანობა უფრო ხიბლავდა, ვიდრე თეორიული მსჯელობა
და ფილოსოფიური საუბრებიც მხოლოდ იმ ხელისშემშლელ მიზეზთა გამო
გაიხადა ხელობად, რომლებიც ძირშივე ახშობდნენ და გასაქანს არ
აძლევდნენ მის ქმედითობას და რაკი ყველა ფილოსოფიური სკოლა,
რომელიც მის შემდეგ აღმოცენდა საბერძნეთში, ასე თუ ისე, მეტად თუ
ნაკლებად, სოკრატეს სკოლის თავისებურ განშტოებად გვევლინება,174
ოტონიერი ამტკიცებდა, რომ მთელი ჩვენი თანადროული ფილოსოფიის
უშუალო წინაპრის — ბერძნული სიბრძნისმეტყველების პირველსაწყისი
სხვა არა იყო რა, თუ არა იმ კაცის პაჭუა ცხვირი და სატირისებური
გარეგნობა, რომელსაც უზარმაზარი ნიჭი და მხურვალე გული ჰქონდაო. იქვე
დასძენდა — სოკრატეს მოწაფეების ქმნილებებში 175მათი მასწავლებლის
პიროვნება ჩვენი ძველი კომედიის იმ ნიღბებსა ჰგავს, რომლებსაც ყველგან
ერთი და იგივე სახელი ჰქვიათ, ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვიათ და
ერთნაირი ბუნება აქვთ, დანარჩენით კი ყველა კომედიაში სხვადასხვა–
ნაირნი არიანო.
ოტონიერი არ დაუტოვებია არც ერთი ფილოსოფიური და არც სხვა
ხასიათის თხზულება. წერით მხოლოდ თავისთვის წერდა. როცა
ჰკითხავდნენ, რატომ წერილობითაც ისევე არ ფილოსოფოსობ, როგორც

174
სოკრატეს მოძღვრების საფუძველზე ჩამოყალიბებული ფილოსოფიური სკოლების შესახებ იხ. ჩემი
წერილი „სოკრატე“, „საუნჯე“, 1983, N 6, გვ. 280.
175
იგულისხმება პლატონის ყველა დიალოგი („კანონების“ გამოკლებით), აგრეთვე ქსენოფონტეს
(დაახლ. 444—354 ძვ. წ. ა.) „მოგონებები სოკრატეზე“, „სოკრატეს აპოლოგია“, „ნადიმი“
მკითხველთა ლიგა

159
ზეპირ საუბარშიო, პასუხად იტყოდა ხოლმე: კითხვა სხვა არა არის რა, თუ
არა საუბარი წიგნის დამწერთან. მაგრამ როგორც დღესასწაულზე თუ
დროის სატარებლად თავშეყრილ ხალხში მალე სწყინდება იმას, ვინც
დროსტარებაში არ მონაწილეობს, — საუბარშიაც გაცილებით უფრო
სასიამოვნოა ლაპარაკი, ვიდრე ყურის გდებაო. წიგნი კი უცილობლად იმ
თანამოსაუბრესა ჰგავს, რომელიც ყოველთვის ლაპარაკობს, მოსმენით კი
არასოდეს არაფერს ისმენსო. ამიტომ აუცილებელია, რომ წიგნი
სასიამოვნო საგანზე საუბრობდეს და ჭკვიანურადაც საუბრობდეს, —
მხოლოდ ამ შემთხვევაში თუ მიუტევებს მკითხველი სიტყვამრავლობას,
არადა, ისევე მოგვაბეზრებს თავს, როგორც ყველა ენამოუღლელი ყბედიო.

თავი მეორე
მისთვის არ არსებობდა არავითარი განსხვავება საქმის კეთებასა და
გართობას შორის. ამიტომ, რაგინდ სერიოზულიც უნდა ყოფილიყო საქმე,
მისი დამთავრების შემდეგ ამბობდა: კარგად გავერთეო, მხოლოდ
ხანდახან, როცა ნახევარ საათს მაინც უქმად დაჰყოფდა, გულახდილად
აღიარებდა, თავშესაქცევი ვერაფერი ვნახეო.
ის ამტკიცებდა, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე ნამდვილ სიხარულს ყალბი
გამონაგონი გვანიჭებს, და რომ ბავშვებს თვით არაფერიც ყველაფრად
მიაჩნიათ, დიდებს კი, პირიქით, ყველაფერი — მხოლოდ არაფრად.
ყოველნაირ სიამოვნებას, რომელსაც, ჩვეულებრივ, ჭეშმარიტს უწოდებენ,
ის ადარებდა არტიშოკს176: ვისაც სურს გულამდე მიაღწიოს,
თავდაპირველად ფოთლები უნდა დაღეჭოს და გადაყლაპოსო. ამასთანავე,
დასძენდა იგი, — ამნაირი არტიშოკი იშვიათია და უმეტესწილად ისეთები
გვრჩება ხელთ, რომლებიც გარეგნულად პირველსა ჰგვანან, მაგრამ გულის
ნასახიც არ გააჩნიათო. მე კი, მომკალი და, ფოთლებს ნუ მაღეჭინებ, ამიტომ
მეტწილად იმას ვჯერდები, რომ არც ერთს ვუსინჯავ გემოს და არც მეორესო.

176
არტიშო კი — „მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა...
საჭმელად ხმარობენ. ყვავილედის ხორციან ყვავილსაჯდომსა და გარეთა წვნიანი ქერქის ბოლოებს,
რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს და არომატულ ნივთიერებებს“... (ქსე, ტ. I, გვ.
592).
მკითხველთა ლიგა

160
როცა ჰკითხავდნენ, ადამიანის ცხოვრებაში რომელი წამი მიგაჩნია
ყველაზე უარესადაო, ასე მიუგებდა: ჩემთვის პირადად, თუ არ ჩავთვლით იმ
წამებს, როცა შიშსა თუ ტკივილს განვიცდი, არ არსებობს განცხრომის წამზე
უარესი წამი, რადგანაც მისი მოლოდინი ან მისი ხსოვნა, რასაც მთელი
დანარჩენი სიცოცხლე მის აქვს, გაცილებით უფრო ტკბილია, ვიდრე თვით
განცხრომაო. გარდა ამისა, ყოველგვარ ადამიანურ განცხრომას ის
ადარებდა სურნელებას, რადგანაც თვლიდა, რომ თავისი
მსწრაფლწარმავლობით ის აშკარად განსხვავდება ყოველივე იმისაგან,
რასაც გრძნობებით აღვიქვამთ, ვინაიდან რაც უფრო მეტ სიამოვნებას
გვანიჭებს, მით უფრო სწრაფად ქრება, მით უფრო მეტ სინანულს გვიტოვებს
გაქრობისა თუ განქარების შემდეგ, და რომ ჩვენს გრძნობათა შორის
ყნოსვას ყველაზე ნაკლებ შესწევს იმის უნარი, რომ საკუთარი აღქმის
წყალობით დატკბეს. სურნელებასვე ადარებდა იგი სიამოვნების
მოლოდინსაც და ამბობდა: წარმოიდგინეთ ნუგბარი სასმელ-საჭმელი,
რომელსაც მადის აღმძვრელი სურნელი ასდის, მაგრამ გემოს გავუსინჯავთ
თუ არა, ერთგვარად იმედგაცრუებული ვრჩებით, რადგანაც სურნელება
გაცილებით მეტს გვპირდებოდაო. იმასაც ყვებოდა, რომ ხანდახან
საშინელი მოუთმენლობა იპყრობდა თურმე, როცა ის, რაც სასურველად
მიაჩნდა და რასაც თითქმის უკვე მიღწეულად თვლიდა, ერთბაშად არ
ეძლეოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ სული ელეოდა მასზე, არამედ მხოლოდ
იმიტომ, რომ შიშობდა, თუ ბევრი ფიქრის დრო დამრჩა, ვაითუ
მოსალოდნელ სიამოვნებაზე გაცილებით უფრო მეტის წარმოდგენა
მოვასწრო, ვიდრე სინამდვილეში შეიძლება ახდეს და, ამრიგად, მთელი
სიხარული ჩამმწარდესო. და მთელი ამ ხნის მანძილზე ისე გულმოდგინედ
ცდილობდა თავიდან მოეშორებინა მომავალ სიამოვნებაზე ფიქრი,
როგორც ცდილობენ არ იფიქრონ მოსალოდნელ უბედურებაზე.
იმასაც ამბობდა, ყოველი ჩვენგანი დაბადებითვე იმ კაცსა ჰგავს, რომელიც
უხეშსა და მოუხერხებელ საწოლში წევს, მოუსვენრად წრიალებს, ბორგავს,
წამდაუწუმ გვერდს ინაცვლებს და მთელ ღამეს ასეთ ვაივაგლახში ატარებს,
თუმცა იმედს მაინც არ კარგავს, ეგება ძილი მომეკიდოსო, ზოგჯერ კი
მართლა ჰგონია, თითქოს სძინავს, სანამ არ ინათებს და ღამენათევი და
ნაცემ-ნაგვემივით დაჟეჟილი მოქამულ გუნებაზე არ ადგებაო.
მკითხველთა ლიგა

161
ერთხელ, როდესაც მეფუტკრეებს აკვირდებოდა, რომლებიც არამარტო
უვლიდნენ, კიდევაც ელაპარაკებოდნენ ფუტკრებს, თქვა: ბედნიერები!
წარმოდგენაც არა აქვთ, რომ უბედურები არიანო.
ის თვლიდა, რომ ადამიანთა უბედურებებს ვერც დათვლი და ვერც
დაიტირებ.
ჰორაციუსის კითხვაზე: რატომაა, რომ არც ერთი კაცი ბედნიერი არ არის
თავისი ხვედრით,177— ასეთი პასუხი ჰქონდა: იმიტომ, რომ არ არსებობს
ისეთი ხვედრი, რომელიც ბედნიერებას მიანიჭებდა ადამიანს. ბედნიერები
რომ იყვნენ, არა მარტო ქვეშევრდომნი, ღარიბ-ღატაკნი და უმწეონი,
არამედ მბრძანებლები, მდიდრებიცა და ძალმორჭმულებით
გალაღებულნიც კმაყოფილნი იქნებოდნენ თავიანთი ხვედრით და შურის
თვალით აღარ დაუწყებდნენ ყურებას ერთიმეორეს, რადგანაც ადამიანები
უფრო მეტად ხარბნი და გაუმაძღარნი როდი არიან, ვიდრე სხვა არსებები,
მაგრამ კმაყოფილებას მათ მხოლოდ ბედნიერება ანიჭებთ. ხოლო თუ
უბედურები არიან, რა გასაკვირია, რომ უკმაყოფილონი იყვნენ? აქვე
იხსენებდა ქსენოფონტეს სიტყვებს, რომელიც ურჩევს კაცს, თუ ყანის
ყიდვას დააპირებს, რაც შეიძლება მოუვლელი და ცუდად დამუშავებული
ნაკვეთი შეიძინოს, რადგან თუ ნაყიდი ყანა დროთა განმავლობაში უფრო
მეტ მოსავალს არ მისცემს, ვიდრე ყიდვისას, და წლითი-წლამდე
უკეთესობის იმედი აღარ ექნება, გულამღვრეული წყალში ჩაყრილად
ჩათვლის თავის ფულს. და მართლაც, მხოლოდ იმ ყანას შეჰხარის პატრონი,
რომელიც ყოველ წელს უფრო მეტ მოსავალს აძლევს.178
და, პირიქით, — ამტკიცებდა იგი, რაგინდ დიდიც უნდა იყოს უბედურება,
ადვილი შესაძლებელია კიდევ უფრო დიდ უბედურებად იქცეს, და თვით
ყველაზე უბედურ კაცს იმითიც კი არ შეუძლია გაიმაგროს გული, ამაზე
უარესი რაღა დამემართებაო. იმედი უსაზღვროა და უსასრულო,
ბედნიერება კი საზღვრული და სასრული, და თუ ღარიბისა და მდიდრის,
ბატონისა და მონის მდგომარეობას მათსავე სურვილებს და მისწრაფებებს
177
ჰორაციუსი, სატირები, I, I, 1– 3.
178
იხ. ქსენოფონტე, „მეურნე“ (ოიკონომიკოს“), 20, 23: „დამუშავებული მიწა... ჯერ ერთი, ძვირი ღირს და,
მეორეც, მისი გაუმჯობესება შეუძლებელია ხოლო თუ მისი გაუმჯობესება შეუძლებელია, არც ისე დიდ
სიამოვნებას გან– ჭებს. პირიქით, თვითეული საგანიც და საქონელიც, რომელიც შეიძლება უკე– თესი
გახდეს, მეტისმეტად ახარებს პატრონს“.
მკითხველთა ლიგა

162
შევუფარდებთ, ცხადი გახდება, რომ მათი ყოფა თითქმის არაფრით არ
განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენი სვედავსილობისათვის ბუნებას არ
დაუდევს არავითარი ზღვარი. თვით წარმოსახვისაც კი არ ძალუძს იმნაირი
უბედურების წარმოდგენა, ან ახლა რომ არ ატყდებოდეს, ან წარსულში არ
დასტყდომოდეს, ან ოდესმე მაინც არ დაატყდეს თავს კაცთა მოდგმას.
ამიტომ ადამიანთა უდიდეს უმრავლესობას არ შეიძლება ჰქონდეს იმის
იმედი, რომ ოდესმე მაინც ეღირსება ბედნიერებას, მაშინ, როდესაც
უბედურების მოლოდინისა და სავსებით საფუძვლიანი შიშის საბაბი არავის
დაელევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ბედის წყალობა წამიერია,
მისი უკუღმა ტრიალი კი იმდენად ხანგრძლივი და დაუსრულებელი, რომ
შეუძლებელია თვით სასოწარკვეთილების შეუვალი სიკერპეც კი არ შედრკეს
მისი სიმუხთლის წინაშე.
ის ხშირად დასცინოდა ფილოსოფოსებს, რომლებიც ქედმაღლურად
აცხადებდნენ, რომ კაცს შეუძლია თავი დააღწიოს ბედისწერის
დამთრგუნველ ძალმოსილებას, თუკი შეიზიზღებს და არარაობად მიიჩნევს
ყოველგვარ ბედნიერებას თუ უბედურებას, რასაც თავისივე ძალისხმევით
ვერ მიაღწევს ან თავიდან ვერ აიცილებს, თვითონვე ვერ შეინარჩუნებს ან
განირიდებს, და რომ ადამიანთა ბედნიერებაცა და უბედურებაც მთლიანად
მათზეა დამოკიდებული.179 ამნაირ თვალსაზრისზე ის, სხვათა შორის
ამბობდა: დავუშვათ, რომ მართლაც არსებობდა ისეთი კაცი, რომელიც
სხვების თვალწინ ცხოვრობდა როგორც ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, მაგრამ
თვით ისიც კი არ იქნებოდა ჭეშმარიტი ფილოსოფოსი თავისივე თავის
წინაშე; დავივიწყოთ ისიც, რომ შეუძლებელია შენს საქმეზე უფრო მეტად არ
ზრუნავდე, ვიდრე სხვისაზე, ანდა, პირიქით, სხვის საქმეზე ისე ზრუნავდე,
თითქოს ის შენი იყოს; წარმოვიდგინოთ, რომ სულის ამნაირი
განწყობილება, რაზედაც ლაპარაკობენ ეს ფილოსოფოსები, არა მარტო
შესაძლებელია (თუმცა, სინამდვილეში, ყოვლად შეუძლებელი გახლავთ),
არამედ აქაც და ამჟამადაც ნიშნეულია ერთ-ერთი ჩვენგანისათვის, რომ ის
გაცილებით უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე წარმოუდგენიათ ამ
ბრძენკაცთ, უფრო მყარი, ბედის ტრიალში გამოჯერკილ-გამობაძმედილი
და, ხანგრძლივი გამოცდილების წყალობით, უფრო ღრმად

179
იგულისხმებიან სტოიკოსები.
მკითხველთა ლიგა

163
ფესვგადგმულიც; კი მაგრამ, განა ყოველივე ამის მიუხედავად, ადამიანის
ბედნიერებაცა და უბედურებაც კვლავინდებურად ბედისწერის ხელთ არ
იქნება? განა ბედისწერაზევე არ იქნება დამოკიდებული სულის თვით
იმნაირი განწყობილებაც, რომელსაც, ზემოხსენებულ ბრძენკაცთა აზრით,
მისი დამთრგუნველი ძალმოსილებისაგან უნდა დავეხსენით? განა
ადამიანის სულს თუ გონებას ყოველდღიურად ურიცხვი განსაცდელი არ
ემუქრება? განა უთვალავ სნეულებას შედეგად არ მოსდევს შეშლილობა,
სიშმაგე, სიგიჟე, სიშლეგე, გონების დროებითი ან სამუდამო დაბინდვა თუ
დაბნელება? განა შეუძლებელია ჩვენი სულის ამღვრევა, დაძაბუნება,
გაუკუღმართება, გადაგვარება? განა მეხსიერება, ცოდნისა და სიბრძნის
საცავი, სიყმაწვილითვე არა ცვდება და ჩლუნგდება? რამდენი ადამიანი
სიბერეში ბავშვივით ჭკუასუსტი ხდება და თითქმის ყველა კარგავს გონების
ძველებურ ძალმოსილებას. თვით ესა თუ ის ხორციელი სნეულება,
რომელიც ინდობს და დაუზიანებელს ტოვებს ჩვენი გონების ყველა უნარს,
ჩვეულებრივ, მეტნაკლებად ფიტავს სულის სიმტკიცეს და სიმამაცეს, არცთუ
იშვიათად კი მათ ნასახსაც აღარ უტოვებს კაცს. მოკლედ რომ ვთქვათ,
უდიდესი სიბრიყვეა, ერთის მხრივ, აღიარო, რომ ჩვენს სხეულს
გამუდმებით ემუქრება ურიცხვი საფრთხე, განსაცდელი თუ სნეულება,
რომელთა თავიდან აცილებაც ჩვენს ძალ-ღონეს აღემატება, ხოლო მეორეს
მხრივ, გადაჭრით უარყო, რომ ჩვენი სული, რომელიც ყველა სხვა მხრივ
სხეულზეა დამოკიდებული, მთლიანად ჩვენ როდი გვექვემდებარება.
ადამიანი სხვა არა არის რა თუ არა უბადრუკი სათამაშო ბედისწერის
ხელშიო, — დასძენდა იგი.
შეკითხვაზე, რატომ იბადებიან ადამიანებიო, ხუმრობით იტყოდა ხოლმე:
იმიტომ, რომ იცოდნენ, რამდენად უმჯობესი იქნებოდა, სულაც არ
დაბადებულიყვნენო.

მკითხველთა ლიგა

164
თავი მესამე
ერთხელ, როდესაც დიდი უბედურება დაატყდა თავზე, მან თქვა: როცა ის,
ვინც გიყვარს, ხელიდან გეცლება ამა თუ იმ საბედისწერო შემთხვევის, ან
ხანმოკლე და უკურნებელი სნეულების შედეგად, მისი დაკარგვით
გამოწვეული სიმძიმილი ვერ შეედრება იმ სიმწარეს, როდესაც ჩემსავით
ხედავ (აქ ის თავის უბედურებას გულისხმობდა), რა თანდათანობით ილევა
და იფერფლება შენთვის საყვარელი არსება, როგორ არღვევს მის
ორგანიზმს ხანგრძლივი ავადმყოფობა, მოურჩენელი სენი, რომელიც
მხოლოდ მას შემდეგ მოუღებს ბოლოს, როცა მთლიანად შეიცვლება
სულითაც და ხორცითაც და შენს თვალწინ ლამის სულ სხვა ადამიანად
იქცევა. აი, სწორედ ესაა ყველაზე დიდი უბედურება, რადგანაც ამ
შემთხვევაში, საყვარელ ადამიანს რომ კარგავ, ერთადერთ ნუგეშად მისი
ნათელი სახეც კი აღარ გრჩება, რომელიც ისეთივე ადგილს დაიჭერდა შენს
გულში, რაც უწინ ცოცხალს ეკუთვნოდა. მართალია, ის მაინც რჩება შენში,
მაგრამ არა ისეთი, როგორიც უწინ გიყვარდა და, ამრიგად, ნუგეშის ნასახსაც
აღარ გიტოვებს, რადგანაც სამუდამო განშორების შემდეგ მის უწინდელ
წმიდა ხატებას შენს სულში სულ სხვა, ახალი, წარმოუდგენლად შეცვლილი
და ტანჯვით შეშლილი სახე ენაცვლება. ასე რომ, საყვარელ ადამიანს
მთლიანად და, თუ შეიძლება ასე ითქვას, უნაშთოდ კარგავ, ვინაიდან თვით
შენს წარმოსახვაშიაც კი ვეღარ აგრძელებს არსებობას და, ამრიგად, ნუგეშის
ნაცვლად მხოლოდ გიმძაფრებს ტკივილს. ამნაირი ჭირისუფლის მწუხარება
რაღაცნაირად ნათელი და ამაღლებული კი არ არის, არამედ
თავზარდამცემი და დამთრგუნველი.
ერთხელაც, როცა მისი თანდასწრებით ვიღაცა წუწუნებდა: ამ უბედურებას
თუ გადავურჩი, დანარჩენისა მე ვიციო, — მან თქვა: მაშინ ამ დანარჩენზე
წუწუნით გაგვიწყალებდი გულს, ახლა რომ ასე ადვილად ასატანი
გეჩვენებაო.
მეორე ჩიოდა: ეს ტკივილი რომ დიდხანს გაგრძელდეს, ღმერთმანი, ვეღარ
გავუძლებო, რაზედაც მან თქვა: პირიქით, შეეჩვეოდი და უფრო ადვილად
გაუძლებდიო.
მკითხველთა ლიგა

165
ადამიანის ბუნების ბევრ მხარეს ხშირ შემთხვევაში სულ სხვანაირი
თვალსაზრისით უყურებდა, ვიდრე კაცთა უმრავლესობა და, თქვენ
წარმოიდგინეთ, თვით ზოგიერთი ბრძენიც. ასე მაგალითად, სხვებისაგან
განსხვავებით, ის თვლიდა, რომ კაცს მაშინ კი არ უნდა ეახლო თხოვნით, ამა
და ამ საქმეში დამეხმარე ან შუამდგომლობა გამიწიეო, როცა მშვენიერ
გუნებაზე ბრძანდება, მით უმეტეს, თუ ისეთს არაფერს ითხოვ და მის
შესრულებას უბრალო თანხმობის მეტი არაფერი სჭირდება. მე მგონია,
ამბობდა იგი, როცა კაცს რაღაცას სთხოვ, მისმა მხიარულმა გუნება-
განწყობილებამაც და უგუნებობამაც შეიძლება თანაბრად შეუშალოს ხელი
შენი თხოვნის შესრულებას, ვინაიდან ამ გრძნობების ბუნება ისეთია, რომ
კაცი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, თავის განცდებს ელოლიავება და
ელაციცება, ასე რომ სხვაზე ფიქრისათვის იოტის ოდენა ადგილიც აღარ
რჩება. როდესაც გვიჭირს — მწუხარება, ხოლო როდესაც გვილხინს —
სიხარული ისეთნაირად ავსებს და განწონის ჩვენს სულს, რომ სხვისი ჭირისა
თუ ლხინისათვის აღარა გვცხელა. ორი დრო ყველაზე არახელსაყრელია
თანალმობის გამოსავლენად: დიდი სიხარულისა და მწუხარების დრო. ეს
უკანასკნელი იმიტომ, რომ ადამიანი მხოლოდ თავისი თავის მიმართ
განიცდის სიბრალულს, პირველი კი იმიტომ, რომ მთელი სინამდვილე,
ადამიანთა მთელი ცხოვრება ზეიმად, დღესასწაულად, ზეაღმტაც
ბედნიერებად გვესახება და ყოველგვარი გაჭირვება თუ უბედურება ყოვლად
უადგილო სიცრუედ, წმინდა წყლის გამონაგონად წარმოგვიდგება, რასაც
ხელაღებით უარყოფს და თავიდან იშორებს სული, როგორც მისი
ამჟამინდელი განწყობილებისათვის სრულიად უცხოს, მიუღებელსა თუ
შეუთავსებელს. საიმისოდ,რომ კაცი სხვას მხარში ამოუდგეს, ან დახმარების
ხელი გაუწოდოს, ყველაზე ხელსაყოელია არა ნეტარების, არამედ მშვიდი
და ზომიერი სიხარულის დრო, სიხარულისა, რომელსაც თითქოს საბაბიც
არ გაანია, მაგრამ, იდუმალებით მოცული სათავიდან რომ იღებს დასაბამს,
მოკლებული არ არის გარკვეულ ცხოველმყოფელობას და სულის ოდნავ
ზეაწეული განწყობილების, გრძნობათა მშვიდი და გამოუცნობი
მღელვარების წყაროდ გვევლინება. ამ დროს ადამიანი ყველაზე
ლმობიერია და გულისხმიერი, თავაზიანად ეგებება მთხოვნელებს და
ზოგჯერ სიამოვნებით სარგებლობს ხელსაყრელი შემთხვევით, რათა ეს
გამოუცნობი მღელვარება ქველმოქმედებად გარდაქმნას, ქების ღირს
საქმედ აქციოს. მკითხველთა ლიგა

166
იმასაც უარყოფდა, თითქოს. როცა ჩვენს უბედურებას შევჩივით, ან ასე თუ
ისე ვუმჟღავნებთ სხვებს, ყველაზე დიდ თანაგრძნობას სწორედ ისინი
გვიცხადებენ, ვისაც თვითონვე განუცდია დაახლოებით ასეთივე
უბედურება. ის კი არა და, ჩვენს ჩივილს რომ ისმენენ, ერთი სული აქვთ,
როდის იხელთებენ დროს. რათა აქეთ შემოგვჩივლონ თავიანთი დარდი, და
როცა გგონია, რომ შენი სიტყვებით გულშეძრულთ საცაა ცრემლი
მოადგებათ თვალზე, სწორედ მაშინ გაწყვეტინებენ სიტყვას და თავიანთ
უბედურებას შემოგტირებენ, თანაც ცდილობენ დაგარწმუნონ, რომ მასთან
შედარებით შენი საკუთარი უბედურება, თურმე ნუ იტყვით და, საერთოდ, რა
გასამხელია. ის ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში დაახლოებით იგივე ხდება,
რაც „ილიადაში“ აქილევსზეა ნათქვამი: უბედური პრიამოსი ქვითინით
ემხობა თავისი ძის მკვლელის წინაშე, და როცა მოთქმასა და ვედრებას
მორჩება, აქილევსი თვითონვე იწყებს ტირილს, მაგრამ არა მხცოვანი
მეფის, არამედ საკუთარი უბედურებით გულშეძრული: მოხუცი მამა და
მოკლული მეგობარი ახსენდება. და იქვე დასძენდა: თუ ჩვენ დიდი ხნის
წინათ განგვიცდია ისეთივე უბედურება, რასაც ვხედავთ ან გვესმის, მაშინ ის
ჩვენს თანაგრძნობას იწვევს, ხოლო თუ ამჟამად განვიცდით, პირიქით, ხელს
უშლის და ჩანასახშივე ახშობს თანაგრძნობის ყოველნაირ
გამოვლინებასო.180
ის ამტკიცებდა, უსულგულობა და დაუდევრობა იმდენჯერ ქცეულან
სისასტიკისა თუ უკეთური ქცევის მიზეზად, რომ თვეთონაც შეიძლება
მიჩნეულ იქნენ სისასტიკედ და უკეთურობადო: ასეა, მაგალითად, —
ამბობდა იგი, — როცა ვინმე დიდკაცი ამალის თანხლებით მიემგზავრება
სასახლიდან, მაგრამ დროს ტარებაში გართული ვეღარ ამჩნევს, როგორ
გაეპარა დრო და თავშესაფრის გარეშე ტოვებს მსახურებს, რომლებიც
თავსხმა წვიმაში დგანან გალუმპულები და საცოდავად კანკალებენ; მაგრამ
ამის მიზეზია არა მათი პატრონის სისასტიკე და გულმხეცობა, არამედ ის,
რომ არც კი დაფიქრებულა, თუ რა ძვირად დაუჯდებოდათ, საცოდავებს მისი
ბატონკაცური დაუდევრობა.

180
ინ. „ილიადა“,X XIV, 468—676. ლეოპარდის, მისივე საკუთარი აღიარებით, ყველაზე მეტად უყვარდა ეს
ადგილი.
მკითხველთა ლიგა

167
ერთი შემთხვევის გამო მას უთქვამს: ქველმოქმედი და სხვისი მოამაგე
კაცისთვის გაცილებით უფრო ადვილია აშკარა უმადურობის ატანა, ვიდრე
იმისა, რომ თავისი დიდი ამაგის ნაცვლად უბადრუკი საზღაური მიიღოს,
რადგანაც იმას, ვისზედაც ამაგი მიუძღვის, გულღრძოობისა თუ უკეთურობის
გამო ჰგონია, თითქოს ამას იქით აღარაფრით აღარ არის დავალებული
თავისი კეთილისმყოფელისაგან, ეს უკანასკნელი კი, ზრდილობისა თუ
თავაზიანობის გამო იძულებულია ხალხს ისე მოაჩვენოს თავი, თითქოს
თავისი სიკეთის საზღაური სრულად მიიღო და, ამრიგად, ერთდროულად
კარგავს როგორც სრულიად უსარგებლო, მაგრამ მისი თავმოყვარეობის
მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელ მადლიერებას, ისე იმის
შესაძლებლობასაც რომ დრტვინავდეს სხვისი უმადურობის გამო და თავი
მოჰქონდეს იმად, რაც არის სინამდვილეში, ესე იგი ადამიანად, რომელსაც
ამაგი არ დაუფასდა.
მის მიერ გამოთქმული ერთი ამნაირი აზრიც გადმომცეს: ჩვენ მზადა ვართ
უყოყმანოდ ვაღიაროთ ჩვენი თანამოსაუბრეების მახვილგონიერება და
გამჭრიახობა, თუკი მათ შეუმჩნეველი არ რჩებათ ჩვენი ჭეშმარიტი თუ
მოჩვენებითი ღირსებები და მხედველობიდან არ ეპარებათ ჩვენი სიტყვისა
თუ ქცევის სინატიფე და დახვეწილობა; ხოლო თუ ისინი სათანადო პატივს
მიაგებენ და კიდევაც იმახსოვრებენ მათ, ჩვენს თვალში კიდევ უფრო მაღლა
იწევს იმათი ფასი: ახლა ისინი ნამდვილი მოაზროვნეებიც არიან, უაღრესად
გულისხმიერნიც და დიდებული მეხსიერების მქონენიც. მაგრამ ვერავითარი
სხვა ძალა, ვერავითარი სხვა ღირსება ვერ გვაიძულებს ამნაირი თვისებები
აღმოვაჩინოთ მათში, ანდა ჩვენს თავს გამოვუტყდეთ, რომ აღმოვაჩინეთ
ისინი.

მკითხველთა ლიგა

168
თავი მეოთხე
ერთხელ თქვა, მერყევი და გაუბედავი ადამიანები, რომლებსაც
გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, განსაკუთრებულ სიკერპესა და სიჯიუტეს
იჩენენ თავიანთი განზრახვის ასრულებისას, რაც სწორედ მათი
გაუბედაობით აიხსნებაო: მართლაცდა, თუ უარს იტყვიან იმაზე, რისი ქმნაც
ძლივსძლივობით გაბედეს და გადაწყვიტეს, იძულებულნი იქნებიან ახალი
გადაწყვეტილება მიიღონ; ამიტომაც უჩვეულო გულმოდგინებით ჰკიდებენ
ხელს თავიანთი ჩანაფიქრის ასრულებას, რადგანაც შიშობენ, ვაითუ რაიმე
გაუთვალისწინებელმა გარემოებამ ხელი აგვაღებინოს ჩვენი განზრახვის
ხორცშესხმაზეო. მაშინ ხომ თავიდან უნდა დაიწყოს დაუსრულებელი
ყოყმანი, კვლავ განმეორდეს თავიანთი გაუბედაობის მტანჯველი განცდა,
სიცოცხლეს რომ უწამლავდათ მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ
გადაწყვეტილების მიღებას მოახერხებდნენ, და ისინიც თავს არ ზოგავენ,
ერთი სული აქვთ, როდის მოაბამენ თავს და მოათავებენ კიდევაც საქმეს,
რადგანაც იმედი არა აქვთ, რომ ერთხელ კიდევ სძლევენ, ერთხელ კიდევ
მოერევიან თავიანთ თავს, და უფრო ამის შიში აქეზებთ, ვიდრე საოცნებო
საგნისკენ სწრაფვა, ან იმ დაბრკოლებათა დაძლევის სურვილი, რომლებიც
ძალაუნებურად უნდა გადალახონ მისკენ სწრაფვისას.
ხანდახან სიცილით იტყოდა ხოლმე: ადმიანები, რომლებსაც სჩვევიათ,
თავიანთი აზრები თუ განცდები სხვებს გაანდონ და გაუზიარონ,
მარტოდმარტონიც რომ იყვნენ, გამწარებით წამოიყვირებენ, თუკი, ვთქვათ,
ბზიკმა უკბინათ, ან შემთხვევით ჭიქა გაუვარდათ ხელიდან. და პირიქით,
კაცი რომელიც სიმარტოვეს არის ნაჩვევი, დამბლაც რომ დაეცეს, ერთს არ
ამოიკვნესებს, თუნდაც ამ დროს ახლობლები ეხვიონ გარსო.
ის ფიქრობდა, რომ იმათმა უმრავლესობამ, ვისაც ძველად თუ ახლა დიდ
ადამიანებად თვლიდნენ ან თვლიან, მხოლოდ ერთი რომელიღაც
ღირსების წყალობით მოიხვეჭა ეს სახელი, ღირსებისა, რომელიც აშკარად
ჩრდილავდა ყველა დანარჩენს, მაშინ როდესაც იმას, ვისი სულის ყველა
უნარი ერთმანეთის ტოლფარდი და ტოლფასია, ძალიან უჭირს რაღაცა
ისეთის შექმნა, რაც დიდი ადამიანის სახელის ღირსი იქნებოდა და
დიდების შარავანდედით შემოსავდა მის შემოქმედს თანამედროვეთა თუ
შთამომავალთა თვალში. მკითხველთა ლიგა

169
ახლანდელ განათლებულ ხალხებში ის გამოჰყოფდა და ერთმანეთისგან
განასხვავებდა ადამიანთა სამ ფენას. პირველ ფენას აკუთვნებდა იმათ, ვისი
საკუთარი ბუნება, ან ის, რაც ბუნებით საერთოა ყველა კაცისთვის,
მთლიანად გარდაქმნილი და სახეცვლილია ხელოვნების წყალობით თუ
ქალაქური ცხოვრების წესით. ამ ფენის წარმომადგენლების უნარი შესწევთ
წარმატებით გაართვან თავი საკუთარსა თუ საზოგადო საქმეებს,
დაიკმაყოფილონ სულიერი მოთხოვნილებანი კეთილშობილური
ადამიანური ურთიერთობის საშუალებით და სასიამოვნო შთაბეჭდილება
მოახდინონ ერთმანეთზე ყოველთვის, როცა ერთად ყოფნა უწევთ,
მოკლედ, მიესადაგონ თანადროული საზოგადოებრივი ცხოვრების წესს.
ზოგადად რომ ვთქვათ, მხოლოდ ამ ფენის წარმომადგენლებს შეუძლიათ
საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდნენ ზემოხსენებული ხალხების
თვალში.
მეორე ფენას მიეკუთვნებიან ისინი, ვისი ბუნებაც ოდნავ შესამჩნევად თუ
შეიცვალა დასაბამიერ მდგომარეობასთან შედარებით, და რაკი, თუ
შეიძლება ასე ითქვას, სათანადო წვრთნა ვერ მიიღო, თავისი სისუსტისა, თუ
შეზღუდულობის გამო თითქმის სრულიად ვერ აღიქვამს ხელოვნების
მომნუსხველ ძალას, ისტორიული გამოცდილებისა თუ კეთილშობილური
მაგალითის ღირებულებას, ვერა გრძნობს მათ ზემოქმედებას და, მით
უმეტეს, ვერ ინარჩუნებს მათგან მიღებულ შთაბეჭდილებებს. ეს ფენა
ყველაზე მრავალრიცხოვანია და ყველაზე საძულველი არა მარტო
სხვებისათვის, არამედ თავისი თავისთვისაც, ყველაზე დიდი ზიზღისა და
ყველაზე ნაკლები ყურადღების ღირსი. მას ეკუთვნის ყველა, ვინც ატარებს
ან იმსახურებს უბირის სახელს, რა წოდებასაც უნდა ეკუთვნოდეს
ბედისწერის ჟინიანობისა თუ თავნებობის ძალით. ერთი სიტყვით, ესაა
ბრბო.

მკითხველთა ლიგა

170
მესამე ფენა მრავალრიცხოვნებით ახლოს ვერ მივა პირველ ორთან.
თითქმის ისევე, ზოგჯერ კი უფრო მეტად საძულველია, ვიდრე მეორე, და
მოიცავს ყველას, ვისმა ბუნებამაც, ძალთა სიჭარბის გამო, ხელაღებით
უარყო და სიახლოვეს არ გაიკარა ცხოვრების თანადროული წესი, ან ძალზე
ზერელედ და ზედაპირულად შეითვისა მისი თითო-ოროლა ქვეგანაწესი,
რაც აშკარად არ კმარა საიმისოდ, რომ წარმატებით ართმევდეს თავს
დაკისრებულ მოვალეობას, ისე იქცეოდეს ადამიანებთან ურთიერთობისას,
როგორც ჯერ არა, სასიამოვნო და სასურველი თანამოსაუბრე იყოს მათთვის
და თავისი თავის პატივისცემას უნერგავდეს სხვებს. ეს ფენა, თავის მხრივ
ორ ჯგუფად იყოფა. პირველს შეადგენენ ძლიერი და ქედუხრელი
პიროვნებები, რომლებიც ზიზღით უყურებენ მათ მიმართ გამოვლენილ
საყოველთაო ზიზღს, ხშირ შემთხვევაში კი უფრო მეტად ამაყობენ ამით,
ვიდრე იამაყებდნენ საყოველთაო პატივისცემით. ისინი განსხვავდებიან
დანარჩენ მოკვდავთაგან ნებისყოფის უჩვეულო სიმტკიცით და
შემართებით, მაგრამ არა მარტო იმიტომ, რომ მათი ბუნება არ შეიძლება
სხვაგვარი იყოს. მათ არაფრის იმედი არა აქვთ, არაფერს ნატრობენ,
არაფერს მიელტვიან და მარტოდმარტონი არიან ხალხმრავალ ქალაქთა
უდაბნოში, მაგრამ არა მარტო იმიტომ, რომ სხვები გაურბიან, არამედ
იმიტომაც, რომ თვითონვე გაურბიან სხვებს. მეორე ჯგუფის წევრთა ბუნება
ისეთია, რომ მის ძლიერებას უშუალოდ ერწყმის ერთგვარი სისუსტე თუ
სიმხდალე და ამიტომ ეს ბუნება გამუდმებით ეომება თავისსავე თავს. ისინი
ნებაყოფლობით არასოდეს გაურბიან საზოგადოებას, თუმცა
თავგამოდებით ცდილობენ ყოველმხრივ თავიანთ ქედუხრელსა და
საზოგადოების მიმართ უღრმესი ზიზღით გამსჭვალულ თანამოძმეებს
ჰგავდნენ; მაგრამ, მათგან განსხვავებით, ძალზე მტკივნეულად განიცდიან
აგდებულ დამოკიდებულებას, რასაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან, და
თავიანთი ღირსების ხელყოფას იმ ხალხის მხრივ, რომელიც თავისი
სიქველითაც და ნიჭიერებითაც მათზე გაცილებით უფრო დაბლა დგას.
ამტომაც, მთელი თავიანთი მცდელობისა და გულმოდგინების მიუხედავად,
ვერასდიდებით ვერ ახერხებენ მიესადაგონ ყოველდღიური ცხოვრების
მოთხოვნებს და ადამიანებთან ურთიერთობისას სხვებისთვის თუ არა,
თავიანთი თავისთვის მაინც ასე თუ ისე ასატანნი გახდნენ. მეტ-ნაკლებად
ასეთი იყო ახლო წარსულში და ასეთივეა ახლაც თითქმის ყველა ჭეშმარიტი
ტალანტი, მაღალი ნიჭით ცხებული თითქმის ყველა სული. მკითხველთა ლიგა

171
ამის თვალსაჩინო ნიმუშია ჟან-ჟაკ რუსო, ძველ დროში კი ვერგილიუსი, ვისი
ცხოვრების აღწერილობაშიც, რომელიც რომაელ გრამატიკოსს დონატუსს
ეკუთვნის, მისი კოლეგის — გრამატიკოსისა და მეცენატის აზატის —
მელისეს ავტორიტეტულ მოწმობაზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ პოეტი
ძუნწად მეტყველი იყო და თითქმის არაფრით განირჩეოდა უმეცართაგან. 181
ეს რომ მართალია, ვერგილიუსი რომ მართლაც ვერ ეგუებოდა ადამიანებს,
ჩვენ შეგვიძლია დაბეჯითებით დავასკვნათ მისი სტილის სინატიფის,
მთელი მისი პოეზიის ბუნებისა და აგრეთვე იმის მიხედვით, რასაც
ვკითხულობთ „გეორგიკების“ მეორე წიგნის დასასრულს, სადაც პოეტი,
ბევრი სხვა მაღალნიჭიერი რომაელისაგან განსხვავებით, პირდაპირ
ამბობს: მინდა ადამიანებს განვეშორო და განმარტოებით ვიცხოვროო,182
მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორ ამბობს ამას, ძნელი როდია მიხვდე, რომ
განმარტოებას აიძულებს და ანატრებინებს არა ის, რომ მარტოსულის
ცხოვრება მოსწონს, არამედ მისივე საკუთარი ბუნება, და რომ სიმარტოვე
ბედნიერებად კი არ ესახება, არამედ თავშესაფარად და სამკურნალო
საშუალებად. მართალია, საზოგადოებამ შეიძლება მოწყალება მოიღოს და
როგორც ერთი, ისე მეორე ჯგუფის ცალკეული წარმომადგენლები
ერთგვარად დააფასოს ან, ასე თუ ისე, აღიაროს, მაგრამ ეს პატივი ძალზე
ცოტას თუ ხვდება წილად და ისიც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ. რაც
შეეხება მეორე ჯგუფის წევრთა უდიდეს უმრავლესობას, ისინი
სიცოცხლეშიც და, მით უმეტეს, სიკვდილის შემდეგაც აბსოლუტურ
არარაობად, ან თითქმის არარაობად არიან შერაცხილი. ამიტომაც

181
1. დონტუსი ელიუს (IV ს. ჩვ. წ. ა.) - რომაელი გრამატიკოსი და ფილოლოგი. ლათინური
ენის გრამატიკის გარდა მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ტერენციუსის კომედიებისა და
ვერგილიუსის „ენეიდის“ კომენტარები ვერგილიუსის ცხოვრების აღწერისას
გამოუყენებია არა მარტო მელისეს, არამედ ისტორიკოს სვეტონიუსის თხზელებაც
დიდი რომაელი პოეტის შესახებ... მეცენაგ ი (დაახლ. 69—8 ძვ. წ. ა.) — ეტრუსკული
წარმომავლობის დიდგვაროვანი რომაელი მხედარი, ავგუსტუსის მეგობარი,
ვერგილიუსის, ჰორაციუსის, პროპერციუსისა და სხვათა მფარველი, დიდ მზრუნველობას
იჩენდა მეცნიერებისა და ხელოვნების მიმართ... მელისე გაიუს (I ს. ძვ. წ. ა.) — მეცენატის
აზატი, წერდა სახუმარო ხასიათის ნაწარმოებებს. გაიეს მელისე დონატუსის კოლეგა,
ესე იგი, გრამატიკოსი არ ყოფილა; როგორც ჩანს, ლეოპარდი ერთმანეთში ურევს გაიუს
მელისესა და ელიუს მელისეს (II ს. ჩვ. წ. ა.) — ავლე გელიუსის თანამედროვეს, ცნობილ
გრამატიკოსს.
182
ინ. ვერგილიუსი, „გეორგიკებე“, II, 485—486.
მკითხველთა ლიგა

172
ოტონიერი თავს უფლებას აძლევდა ემტკიცებინა, რომ თუ კაცს სურს
აფასებდნენ და პატივს სცემდნენ, სხვა გზა არ დარჩენია, გარდა ერთისა:
უღალატოს თავის ბუნებას და რაც შეიძლება შორს განუდგეს მას. ეგეც არ
იყოს, ამ ჩვენს დროში საზოგადოებრივი ცხოვრების ფერხულში ჩაბმულნი
არიან მხოლოდ მეორე ფენის წარმომადგენლები, რომელსაც თავისი
ბუნებით, საშუალო ადგილი უჭირავს დანარჩენ ორს შორის. ყველაფერს
რომ თავი ვანებოთ, — დასძენდა იგი, — მარტო ესეც საკმარისია, რათა
თვალნათლივ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს დროში ცხოვრების ყველა სადავე
ხელთ უპყრია, ყველაფერს განაგებს, ყველაფერს წარმართავს და თავის
ნებაზე ატრიალებს მხოლოდ საშუალო ნიჭი.
სიბერეზე საუბრისას ის ერთმანეთისაგან განასხვავებდა სხვადასხვა
ეპოქაში მის სამ სხვადასხვანაირ თანაფარდობას სხვადასხვა ასაკის
მიმართ. ყოველი ხალხის არსებობის საწყის ეტაპზე, როცა ყველა თაობის
ზნე-ჩვეულებები ჯერ კიდევ წრფელია და შეურყვნელი, ხოლო ცოდნა და
ცხოვრებისეული გამოცდილება ჯერ კიდევ არ აიძულებს ადამიანებს ზურგი
აქციონ სიქველეს და ზედმეტ ბარგად მიიჩნიონ სამართლიანობა და
პატიოსნება, სიბერე ყველა სხვა ასაკზე უფრო საპატიოდაა მიჩნეული,
ვინაიდან პატიოსნებასა და იმდროინდელი ადამიანებისათვის ნიშნეულ
ყველა სხვა ღირსებას მასში, როგორც ეს არა მარტო მოსალოდნელია,
არამედ სავსებით ბუნებრივიც, უშუალოდ ერწყმის სიბრძნე და
წინდახედულება. პირიქით, მას შემდეგ, რაც დრონი იცვალნენ, რაც ზნეობა
შეირყვნა და გადაგვარდა, არც ერთი სხვა ასაკი ისე ბილწად და ზიზღის
ღირსად აღარ ითვლება, როგორც, სიბერე, რომელიც ახლა უკვე მთელის
არსებით მიელტვის ბოროტებას, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უფრო სრულად
შეითვისა და შეისისხლხორცა იგი, მეორეც, იმიტომ, რომ უფრო ხშირად და
უფრო დიდხანს იძულებული იყო აეტანა სხვისი სიავე, და ბოლოს,
გულგრილობის გამო, რაც, ბუნებით, ესოდენ ნიშნეულია მისთვის, — მაგრამ
აღარც ძალა მოსდგამს ბოროტების ჩასადენად და აღარც სხვა საშუალება
დარჩენია, ცბიერების, მზაკვრობის, სიმუხთლის, ვერაგობის თუ
თვალთმაქცობის, ერთის სიტყვით, ბოროტმოქმედების ყველაზე ბილწი და
ამაზრზენი იარაღის გარდა.
მკითხველთა ლიგა

173
მაგრამ შემდეგ, როცა ადამიანთა ზნედაცემულობა და გახრწნილება
ყოველგვარ ზღვარს გადადის, როცა პატიოსნებისა და სიქველისადმი
ზიზღი აშკარად უკან იტოვებს გამოცდილებას, სამყაროს შემეცნებასა თუ
მწარე სინამდვილის შეგნებას ან, თუ შეიძლება ასე ითქვას, როცა ცოდნა და
გამოცდილება წინ უსწრებს ასაკს, ასე რომ, ადამიანი სიყმაწვილითვე უკვე
გამოცდილია, გახრწნილი და გადაგვარებული, — სიბერე კვლავ საპატიო
ხდება, თუმცა არა, საპატიო კი არა ხდება, რადგანაც ამიერიდან ძალზე ცოტა
რამ თუ იმსახურებს იმას, რომ საპატიოდ იწოდებოდეს, არამედ მხოლოდ
ნებისმიერ სხვა ასაკთან შედარებით, ასე თუ ისე, ასატანი ჩანს. რადგანაც
სულის სიფიცხე და სხეულის სიმტკიცე, რომლებიც ოდესღაც მხარში ედგნენ
წარმოსახვასა თუ ზრახვათა კეთილშობილურ სწრაფვას და არაერთხელ
ქცეულან კეთილზნეობის, ქველმოქმედებისა თუ საგმირო საქმეთა წყაროდ,
ახლა მხოლოდ გაუკუღმართებული ნებისა და ბოროტი ზრახვის
თანამდგომებად თუ თანამშრომლებად გვევლინებიან, თავიანთი
ძალმოსილებით ფრთებს რომ ასხამენ და უჩვეულოდ ამძაფრებენ სულის
ყველა უკეთურ სწრაფვასა თუ მიდრეკილებას; ხანდაზმულობაში კი ერთიცა
და მეორეც ცვილივით. რბილდება სიბერისათვის ნიშნეული
გულგრილობის, სისუსტისა და სიძაბუნის შედეგად, თუმცა თვით ესეც კი
უმალ ბიწიერების წყაროდ გვევლინება, ვიდრე სიქველისა და სათნოებისა.
ამრიგად, ყოველთვის, როცა ზნეობრივი თვალსაზრისით განვსჯით და
განვიხილავთ იმას, თუ რა არის სიბერე ყველა სხვა ასაკთან შედარებით,
შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა ეპოქაში ის შემდეგნაირად
შეეფარდებოდა და შეეფარდება მათ: უძველეს დროში — როგორც უკეთესი
— კარგს, უფრო გვიან — როგორც უარესი — ცუდს, ამ ჩვენს დაწყევლილ
დროში კი პირიქით, — როგორც ცუდი უარესს.

მკითხველთა ლიგა

174
თავი მეხუთე
ის ხშირად მსჯელობდა ჩვენთვის ნიშნეულ თვითმოყვარეობაზე, რასაც
დღეს „ეგოიზმს“ უწოდებენ. როგორც ჩანს, არცთუ იშვიათად ეძლეოდა
მასზე ლაპარაკის საბაბი. მოკლედ გადმოგცემთ მის აზრებს ამ საგანზე. ის
ამბობდა, რომ თუ ვინმე შენთან საუბარში პატიოსნებას უქებს ან, პირიქით,
უპატიოსნობას სწამებს და აგინებს კაცს, ვისთანაც რაიმე საქმე ჰქონია, ამ
უკანასკნელზე შენ ვერაფერს ვერ გაიგებ, გარდა ერთისა: რა თვალით
უყურებს მისი მაქებარი თუ მაგინებელი, მოსწონს თუ იწუნებს, კმაყოფილია
მისით თუ არა. თუ აქებს, მაშასადამე, კმაყოფილია, ხოლო თუ აგინებს, —
უკმაყოფილო.
ის ამტკიცებდა, რომ ამჟამად აღარ არსებობს სიყვარული მეტოქის გარეშე.
როცა ჰკითხავდნენ, ვითომ რატომაო, პასუხად მიუგებდა: იმიტომ, რომ
თვითმოყვარეობისათვის სწორედ სიყვარულია ყველაზე საშიში მეტოქეო.
დავუშვათ, — ამბობდა იგი, — რომ დახმარებას სთხოვ ვინმეს; მაგრამ მას
არ შეუძლია ისე შეგისრულოს თხოვნა, თუ არ მოიმდურა და გაანაწყენა
ვიღაც მესამე. დავუშვათ ისიც, რომ ეს მესამე, ის, ვისაც შენ თხოვნით
მიმართავ და შენ, სამივე, ერთსა და იმავე წოდებას ეკუთვნით, ერთნაირი
სიმდიდრის პატრონნი ხართ და თანაბარი გავლენით სარგებლობთ
საზოგადოებაში; კისერს მოვიჭრი, თუ შენს თხოვნას შესრულება უწერია,
თუნდაც ის, ვისაც თხოვნით მიმართავ, წინასწარვე დარწმუნებული იყოს
იმაში, რომ სამუდამოდ მოგიმადლიერებს, და რომ შენი მადლიერება
აშკარად გადასწონის იმ ვიღაც მესამის გულისწყრომას და მომდურაობას.
რადგანაც ადამიანები გაცილებით უფრო ძლიერია გულისწყომისა და
სიძულვილის შიში, ვიდრე ერთგულებისა და მადლიერების იმედი; და ვერც
ვერავის გაამტყუნებ: აკი ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვრწმუნდებით, რომ
პირველი გაცილებით უფრო ქმედითია, ვიდრე მეორე. მიზეზიც გასაგებია:
როცა აპირებ სანაცვლო მიაგო და შური იძიო მასზე, ვინც გძულს, შენსავ
სასიკეთოდ მოქმედებ, ხოლო როდესაც ცდილობ დაეხმარო იმას, ვინც
გიყვარს, ან სამაგიერო სამსახური გაუწიო შენს კეთილისმყოფელს, რაც არ
უნდა იყოს, მაინც სხვისი გულისთვის იღვწი.
მკითხველთა ლიგა

175
იმასაც ამბობდა, რომ ყურადღება და გულისხმიერება, რასაც სხვების
მიმართ ანგარებისა თუ გამორჩენის მიზნით იჩენ, ძალზე იშვიათად თუ
აღწევს მიზანს, ვინაიდან ადამიანები ნამეტანი ჭკვიანები გახდნენ და
მიღებით, იცოცხლე, ყველაფერს ხალისით იღებენ, მაგრამ, აი, გაცემა კი
სიკვდილივით უმძიმთ. და მხოლოდ ყურადღება, რომელსაც გარყვნილი
ყმაწვილკაცები იჩენენ უკვე ჭკნობაშეპარულ ლამაზმანთა მიმართ, არა
მარტო სხვებზე ხშირად მართლდება, არამედ თითქმის ყოველთვის აღწევს
მიზანს.
ქვემოთ მოტანილი შენიშვნები, რომლებიც უპირატესად თანამედროვეთა
ზნეობას ეხება, მახსოვს, თვით მასთან საუბრისას მაქვს მოსმენილი. ახლა
ქვეყანაში გამოსულსა და გაქნილ-გამოქექილ ხალხში სამარცხვინოდ
მხოლოდ ის ითვლება, რომ რაღაცისა გრცხვენოდეს, და აკი ამნაირ
ადამიანებს თავიანთი სირცხვილის გარდა არც არაფრისა რცხვენიათ, თუკი
საერთოდ გამორიცხული არ არის, რომ ისინი ოდესმე მაინც შეაწუხოს
სირცხვილის გრძნობამ.
განსაცვიფრებელია მოდის ძალმოსილება: მაშინ როდესაც მთელი
ხალხები და ცალკეული ადამიანები ჯიუტად ებღაუჭებიან თათიანთ ზნე-
ჩვეულებებს და უტეხი სიკერპით ცდილობენ კვლავ ისევე იმსჯელონ, ისევე
მოიქცნენ და იმოქმედონ, როგორც ოდითვე სჩვევიათ, თუნდაც ეს მათი
საქციელი არაგონივრული და თვით მათთვისვე საზიანოც იყოს, —
საკმარისია მოდამ მოიწადინოს და დაუყოვნებლივ აიძულებს მათ ერთი
უარყონ, მეორეს ზურგი აქციონ, მესამეს უღალატონ და სახელდახელოდ
შეითვისონ ახალი ჩვევები, შეხედულებები თუ ქცევის წესები, მიუხედავად
იმისა, რომ მთელი სიძველე, რაზედაც უარს ამბობენ, შეიძლება
გონივრული, სასარგებლო და ფასეულიც იყოს, ხოლო ესოდენ ნაჩქარევად
შეთვისებული და აღიარებული სიახლე, ამ მხრივ, ძირფესვიანად
უპირისპირდებოდეს მას.183
ძალზე იშვიათად თუ დასცინიან იმას, რაც მართლა სასაცილოა ჩვენს
საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც და ცალკეულ ადამიანებშიც, ხოლო თუ ვინმე
183
შდრ. ამ პასაჟს ლეოპარდის დიალოგი „სიკვდილისა და მოდის საუბარი“
მკითხველთა ლიგა

176
გაბედავს და დააპირებს ამაზე სიცილს, ვერავის აიყოლიებს და ისიც
სასწრაფოდ ჩუმდება ნირწამხდარი და დარცხვენილი. პირიქით, ყოველდღე
დასცინიან ბევრ ისეთ რასმე, რაც, თავისი ბუნებით, სავსებით სერიოზულია
და ღირსეული, დასცინიან და, თქვენ წარმოიდგინეთ, სხვებსაც გულიანად
აცინებენ და ახარხარებენ. უმეტესი ნაწილი იმისა, რასაც გამუდმებით
დასცინიან და ამასხრებენ, სრულიადაც არ არის დაცინვის ღირსი, ბევრ
რამეს კი სწორედ იმიტომ დასცინიან, რომ იოტისოდენადაც არ იმსახურებს
გამასხრებასა და გაბიაბრუებას.
ჩვენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვამბობთ და სხვებისგანაც გვესმის: „ჩვენი
სულმნათი წინაპრები“, „კაცი ის იყო, თუ იყო“ „აფსუსი არ არის, ის მიწაში
ლპებოდეს და ეს კი მზეს უყურებდეს“ და სხვა მისთანი, — ყოველთვის,
როცა გვინდა მავანზე ვთქვათ, რომ ის უღირსი კაცია და მასზე დანდობა არ
შეიძლება. ყველა თაობას, ერთის მხრივ, ჰგონია, რომ ძველად ადამიანები
გაცილებით უკეთესნი იყვნენ, მეორეს მხრივ კი ღრმად დარწმუნებულია
იმაში, რომ რაც უფრო მეტად შორდებიან თავიანთ დასაბამიერ
მდგომარეობას, ადამიანები და ხალხები დღითიდღე უკეთესნი ხდებიან, და
ხელახლა რომ დაბრუნებოდნენ მას, ყოველ მიზეზს გარეშე უკუღმა
წავიდოდა საქმე.
ჭეშმარიტება, რა თქმა უნდა, ულამაზოა და უსახური, მაგრამ ხშირ
შემთხვევაში მასაც შეუძლია მოგვანიჭოს ერთგვარი სიამოვნება, და თუ ჩვენ,
ადამიანები, ჭეშმარიტებაზე უფრო მეტად მშვენიერებას ვაფასებთ, იქ,
სადაც მშვენიერება არ არის, ყველაზე მაღლა უნდა ვაყენებდეთ
ჭეშმარიტებას. ახლა კი, დიდ ქალაქებში, ადამიანი უფრო მეტად, ვიდრე
ოდესმე, შორსაა მშვენიერებისაგან, რომელსაც საერთოდ აღარ დარჩა
ადგილი ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ ასევე შორსაა იგი ჭეშმარიტებისაგანაც,
რადგანაც დიდ ქალაქებში ყველაფერი ან ყალბია, ან ამაო და ფუჭი, ასე
რომ, ვერც მზერით თუ სმენით, ვერც ყნოსვით თუ შეხებით, მოკლედ ვერც
ერთი შენი გრძნობით ვერ აღიქვამ ვერაფერს, სიყალბის და სიცრუს, ანუ,
რაც იგივეა დაახლოებით — სიმახინჯისა და სიბილწის გარდა, ხოლო
მგრძნობიარე სულებისათვის, თამამად შეიძლება ითქვას, არ არსებობს
უფრო დიდი უბედურება.
მკითხველთა ლიგა

177
ვისაც იმისი თავი არა აქვს, რომ თვითონვე აკეთოს თავისი საქმე და
ცდილობს სხვას გადააბაროს იგი, ან საერთოდ ამაოდ ესწრაფვის, ან
სხვებზე უფრო დიდი წვალებით და ნაკლები წარმატებით ახერხებს იმას,
რომ დაიკმაყოფილოს უმთავრესი მოთხოვნილება, რომელიც, ყველაფრის
მიუხედავად, ჯერ კიდევ შერჩა. მე ვგულისხმობ რაღაცის კეთების,
სასიცოცხლო მიზნის ძიების მოთხოვნილებას, რომელიც გაცილებით უფრო
ძლიერია, ვიდრე ყოველივე ის, რისთვისაც ვწვალობთ, ვიღვწით,
ვშრომობთ, ოფლსა ვღვრით, რათა როგორმე შევავსოთ არსებობის
სიცარიელე; უფრო ძლიერი, ვიდრე თვით სიცოცხლის წყურვილი,
არსებობის მოთხოვნილება. უაზრო სიცოცხლე საერთოდ არ გიტოვებს იმის
სურვილს, რომ იცოცხლო, ვინაიდან სიცოცხლე ბედნიერების გარეშე სიკეთე
კი არ არის, არამედ ბოროტება. რაკიღა ვცოცხლობთ, ჩვენი უპირველესი და
უმთავრესი მიზანი ისაა, რომ სიცოცხლეში რაც შეიძლება ნაკლებად
უბედურნი ვიყოთ. უაზრო და უშინაარსო სიცოცხლე კი ყველაზე უბედური
სიცოცხლეა. ამიტომ, თუ გვსურს აზრი მივანიჭოთ მას და რაც შეიძლება
მეტი უბედურება ავიცილოთ თავიდან, ყველაზე უკეთესი საშუალება ის
გახლავთ, რომ თვითონვე ვიზრუნოთ ჩვენს თავზე და ჩვენს საქმეებზე.
ის ამბობდა, ადამიანთა ყიდვა-გაყიდვის ჩვეულება, გარკვეული
თვალსაზრისით, შეიძლება სასარგებლოდაც კი მივიჩნიოთ კაცთა
მოდგმისთვისო; ასე მაგალითად, ყვავილის აცრა კონსტანტინოპოლში
თავდაპირველად ჩერქეზეთიდან შემოვიდა,184 სადაც ეს სენი ხშირად
ემუქრება მცირეწლოვანთა არა მარტო სიცოცხლეს, არამედ სილამაზესაც
და, ამრიგად, საგრძნობ ზარალს აყენებს ქალებით ვაჭრობას, რაც
ჩვეულებრივი საქმიანობაა ჩერქეზებისთვის; ყვავილის აცრა
კონსტანტინეპოლიდან ლონდონში გადაიღეს, იქიდან კი ევროპის სხვა
ქვეყნებშიაც გავრცელდაო.
თავის თავზე ყვებოდა: როგორც კი სკოლა დავამთავრე და ცხოვრებაში
შევდგი ფეხი, ჩემს თავს სიტყვა მივეცი, არ მექო არავინ და არაფერი, რასაც
მართლა ქების ღირსად არ მივიჩნევდი. ეს განუხორციელებელი
გადაწყვეტილება არა მარტო ჭეშმარიტების გულმხურვალე სიყვარულის,
არამედ ჩემი ჭაბუკური გამოუცდელობისა და გულუბრყვილობის შედეგიც

184
ჩემთვის უცნობი დარჩა ლეოპარდის ამ ცნობის პირველწყარო.
მკითხველთა ლიგა

178
გახლდათ. აღთქმის დადებიდან მთელი წელი ისე გავიდა, რომ ერთხელაც
არ მომცემია შემთხვევა, ვინმე ან რამე შემექო და, მართალი გითხრათ,
შიშმა ამიტანა: სკოლაში იმდენი მაწვალეს, ენკომიური, ანუ სახოტბო
მჭევრმეტყველების იმდენი ნიმუში მაზუთხვინეს და ახლა, თუ კოტას მაინც
არ წავივარჯიშებ ქებაში, ვაითუ ყველაფერი დამავიწყდეს-მეთქი. ასე რომ,
საჩქაროდ გავტეხე აღთქმა.

თავი მეექვსე
მსახურს ხმამაღლა აკითხებდა ხან ერთსა და ხან მეორე წიგნს,
უმეტესწილად ძველ ავტორებს, ანაზდეულად აწყვეტინებდა კითხვას და
ისე საგულდაგულოდ განმარტავდა ამა თუ იმ ადგილს, გეგონებოდათ
ზეპირი შენიშვნებით აჭრელებსო წიგნის კიდეებს. ერთხელ,
185
ფილოსოფოსთა ცხოვრების დიოგენე ლაერტელისეული აღწერილობის
კითხვისას, ყური მოჰკრა თუ არა სიტყვებს, რომ კითხვაზე: რითი
განსხვავდება მცოდნე კაცი უვიცისგანო, ხილონი186 ასე პასუხობდა თურმე:
მასულდგმულებელი იმედითაო, მან თქვა: ახლა კი ყველაფერი პირიქითაა,
უვიცს იმედი ასულდგმულებს, მცოდნეს კი აღარაფრის იმედი აღარა აქვსო.
ზუსტად ასევე, როცა ზემოხსენებულ ცხოვრებათა აღწერილობაში
წაუკითხეს სოკრატეს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ამქვეყნედ ერთადერთი
სიკეთე ცოდნაა, ერთადერთი ბოროტება კი — უმეცრება, 187— მან შენიშნა:
არ ვიცი, რას ფიქრობდნენ ძველი ბერძნები ცოდნისა თუ უმეცრებისთვის,
მაგრამ მე კი უკუღმა შევაბრუნებდი ამ გამოთქმასო.
როცა იმავე წიგნიდან გაიგო ჰეგესიას188 მიმდევართა დოგმა: რასაც უნდა
იქმოდეს ბრძენი, ყველაფერს თავის სასიკეთოდ იქმსო, 189— მან თქვა: თუ

185
დიოგენე ლაერტელი (II—III ს.) — ბერძენი სწავლული, ავტორი კომპილაციური ხასიათის თხზულებისა
„სახელგანთქმელ ფილოსოფოსთა ცხოვრების, მოძღვრებებისა და გამონათქვამების შესახებ“.
186
ხილონი (VI ს. ძვ. წ. ა.) — ძველი საბერძნეთის ერთ: შვიდ ლეგენდარულ ბრძენთაგანი. ლეოპარდის
მიერ დამოწმებულ ადგილს დიოგენე ლაერტელის თხზულებაში სხვაგვარი აზრი აქვს: ინ. დიოგენე
ლაერტელი, I–3, 69.
187
იხ. დიოგენე ლაერტელი, 11, 5, 31.
188
ჰეგესია — იხ. შენიშვნები, „პლოტინისა და პორფირიოსის საუბარი 4, 12.
189
ეს აზრი ცოტა სხვაგვარადა აქვს გადმოცემული დიოგენე ლაერტელს, II, 8, 95.
მკითხველთა ლიგა

179
ყველა, ვინც ასე იქცევა, მართლა ბრძენია, მაშინ მოვიდეს პლატონი და
მთელს ცივილიზებულ სამყაროში თავისი სახელმწიფო დააარსოსო.190
ძალიან მოსწონდა ბიონ ბორისთენელის191 გამოთქმა, გადმოცემული იმავე
ლაერტელის მიერ: ყველაზე დიდი ტანჯვა წილად ხვდება იმას, ვინც
ყველაზე დიდ ბედნიერებას მიელტვისო, და იქვე დასძენდა: ყველაზე
ნეტარი კი ისაა, ვინც ყველაზე მცირე ბედნიერებას სჯერდება, ხოლო მას
შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი სიზმარივით გაუქრება თვალდა ხელშუა,
არაფერი არ უღირს, მეხსიერებაში გამოიწვიოს იმისი ლანდი და ისევე
დატკბეს ბედნიერების მოგონებით, როგორც უწინ თვით ბედნიერებით
ტკბებოდაო.
ცივილიზებული ხალხები სხვადასხვა ასაკს უსადაგებდა ერთ ბერძნულ
ლექსს: სიჭაბუკეში მოქმედებენ, მოწიფულობაში ჭკუას გვასწავლიან,
სიბერეში კი ჭმუნავენო, და დაასკვნიდა: ამ ჩვენს წყეულ დროს მხოლოდ
ჭმუნვა ხვდა წილადაო.
პლუტარქეს ერთი ფრაგმენტის მოსმენისას, რომელიც ამ სიტყვებით
გადმოიღო მარჩელო ადრიანიმ (უმცროსმა): „კიდევ უფრო ნაკლებად
მოითმენდნენ სპარტელები სტრატოკლეს უტიფრობასა და თავგასულობას,
რომელმაც დაარწმუნა ათენელები, მსხვერპლი შეეწირათ გამარჯვების
აღსანიშნავად, მაგრამ შემდეგ, როცა მათ გაიგეს, რომ სინამდვილეში
საზეიმოდ კი არა, თურმე სატირლად ჰქონდათ საქმე, რადგანაც სასტიკი
მარცხი ეწვნიათ, ათენელების აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, ხოლო
სტრატოკლემ მათი აღშფოთების პასუხად თქვა: რა დაგიშავეთ? ნუთუ ის,
რომ სამი ბედნიერი დღე გაჩუქეთო?192 — ოტონიერის, თავის მხრივ,
უთქვამს: იმათთვის, ვინც აღშფოთებას გამოთქვამს ბუნების მიმართ,
დრტვინავს და ყვედრებით გაიძახის, რომ ის მხოლოდ თავისთვის
არსებობს, ესე იგი, თვალის ჩინივით უფრთხილდება ჭეშმარიტებას,
საიდუმლოდ ინახავს და უთვალავ ფერად მოელვარე, მომხიბლავი და
190
იგულისხმება პლატონის ცნობილი დიალოგი „სახელმწიფო“, რომლის ნახმადაც იდეალურად
ორგანიზებული სახელმწიფოს სათავეში ფილოსოფოსები უნდა იდგნენ.
191
ბიონ ბოისთენელი (IV ს. ძვ. წ. ა.) — ბერძენი ფილოსოფოსი. ლეოპარდის მიერ მოტანილი მისი
გამოთქმის შესახებ იხ. დიოგენე ლაერტელი, IV, 7, 47—4გ.
192
პლუტარქეს ეს ფრაგმენტი ამოღებულია მისი თხზულებიდან „პოლიტიკური შეგონებანი“.
მკითხველთა ლიგა

180
მომაჯადოებელი, მაგრამ სრულიად ფუჭი საბურვლის ქვეშ მალავს მას, —
ურიგო არ იქნებოდა დაახლოებით იგივე გვეთქვა პასუხად: კი მაგრამ, რა
დაგიშავათ? ნუთუ ის, რომ ორიოდე ბედნიერი დღე გაჩუქათ? სხვა
შემთხვევის გამო მას უთქვამს: კაცთა მოდგმას, თუკი სათანადოდ
გავიაზრებთ ადამიანის გულისა და გონების ყველა ბუნებრივ ცდომილებას
თუ მცდარობას, თავისუფლად შეიძლება მივუსადაგოთ ტორკვატო ტასოს
სიტყვები ბავშვზე, რომელსაც მოტყუებით დაალევინეს წამალი: „და ამ
ტყუილმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნა“.193
როცა ციცერონის „პარადოქსების“ ერთი ადგილი წაუკითხეს, რომელიც
ჩვენს ენაზე შეიძლება ამ სიტყვებით იქნეს გადმოცემული: იქნება ტკბობა
უკეთესსა და ქების ღირსსა გვხდის? განა ოდესმე გინახავთ კაცი, რომ თავს
იწონებდეს და იკვეხნიდეს მის მიერ განცდილი ტკბობითა და
ნეტარებითაო, 194 — მან შენიშნა: ჩემო ძვირფასო ციცერონ, რაც შეეხება ამ
ჩვენს დროს, ვერ ვიტყვი, თითქოს ადამიანები უკეთესნი და ქების ღირსნი
ხდებოდნენ ტკბობის წყალობით, მაგრამ უფრო მეტად რომ აქებენ მათ, ეს
კი ცხადია უნდა მოგახსენო, რომ სახელისა და ქება-დიდების მოხვეჭის
ერთადერთი გზა, რომელსაც თავის ასპარეზად სახავს თითქმის ყველა
ყმაწვილი კაცი, განცხრომისა და ტკბობის გზა გახლავს; და ყოველთვის,
როცა განცხრომის ჟინს დაიცხრობენ, თავს ვალდებულად თვლიან, არა
მარტო მთელ ქვეყანას მოჰფინონ თავიანთი გმირობის ამბავი და,
მიუხედავად იმისა, სურთ თუ არა ამის მოსმენა, ყველას, ნაცნობსაც და
უცნობსაც, ყურები გამოუჭედონ გაუთავებელი ბაქი-ბუქითა და კვეხნით,
არამედ გახელებით ეძიონ ახალ-ახალი ტკბობისა და განცხრომის წყაროც,
მაგრამ არა საკუთრივ განცხრომის, არამედ მისი წყალობით მოხვეჭილი
ქება-დიდებისა და იმის გულისთვის, რომ არასოდეს შემოაკლდეთ კვეხნის
საბაბი. ბევრი ისე მიიწერს ყოველივე ამას, რომ ჯერ არაფრისთვის
მიუღწევია, არც უცდია და, თქვენ წარმოიდგინეთ, აზრადაც არ მოსვლია,
რამესთვის მიეღწია.

193
ტორკვატო ტასო“, „განთავისუფლებული იერუსალიმი“, I, 3.
194
ციცერონი, „სოფისტთა პარადოქსები“, I, III, 15.
მკითხველთა ლიგა

181
ალექსანდრე დიდის საგმირო საქმეთა არიანესეული195 აღწერის კითხვისას
შენიშნა რომ ისოსთან196 ბრძოლის წინ დარიოსმა თავისი ლაშქრის
მეწინავე რიგებში ჩააყენა დაქირავებული ბერძენი ჯარისკაცები, ხოლო
ალექსანდრემ თავისი დაქირავებული ბერძენი მოლაშქრენი — ზურგში.
მარტო ამნაირი წყობაც საკმარისი იყო იმისთვის, — დასძინა მან, — რომ
წინასწარ გამოგვეცნო ბრძოლის შედეგიო.
არასოდეს უსაყვედურებია . მწერლებისათვის იმის გამო, რომ ისინი ბევრს
ლაყბობენ თავიანთ თავზე; პირიქით, აქებდა მათ და განსაკუთრებით
უყვარდა ეს ადგილები, რადგანაც თავიანთ თავზე საუბრისას, —
ამტკიცებდა იგი, — ნამდვილი მჭევრმეტყველები ხდებიან და, მათი დროის,
მათი ხალხისა და თვით მათივე საკუთარი ჩვეულების საპირისპიროდ,
თითქმის ყოველთვის კარგად წერენო. არცაა გასაკვირი: როდესაც კაცი
თავის თავზე წერს, მთელი მისი არსება, განცდა თუ ფიქრი მისთვის
ყველაზე ახლობელსა და ყველაზე კარგად ნაცნობ საგანს დასტრიალებს
თავს, და ამიტომ არც გრძნობები აკლია და არც აზრები, რომლებიც
თავისთავად მისივე სულის სიღრმეში იბადებიან და სრულიადაც არა
ჰგვანან იმ გაცვეთილ აზრებს, რომლებსაც არცთუ იშვიათად სესხულობენ
ან სხვადასხვა წყაროდან იპარავენ; ეგეც არ იყოს, ის ზედმეტად თვლის
ყოველგვარ ფუჭ სამკაულს, რომელიც სრულიად უადგილო ჩანს, ზიზილ-
პიპილებს, რომლებიც ყოველივე მოჩვენებითს უფრო მკეთრად და
ხაზგასმით წარმოაჩენენ, ვიდრე არსებითს, და ბოლოს, ყოველგვარ
კუდაბზიკობას და მანჭვა-გრეხას. არ არის სწორი ის აზრი, თითქოს
მკითხველს არაფერი ესაქმება, რას ამბობენ მწერლები თავიანთ თავზე.
ჯერ ერთი, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც მწერლის მიერ გულით
განცდილია, გულწრფელად ნაფიქრ-ნააზრევი და ბუნებრივი ენით
გადმოცემული, სათანადო შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე; მეორეც,
იმიტომ, რომ სხვის ცხოვრებას ვერასოდეს ვერ აღწერ ისე სრულყოფილად,
ვერასოდეს ისე გულწრფელად და დამაჯერებლად ვერ იმსჯელებ მასზე,

195
არიანე ფლავიუს (დაახლ. 95—175) — ბერძენი მწერალი და ისტო. რიკოსი. ჩვენამდე მოღწეული მისი
ისტორიული თხზულებებიდან უმთავრესია - „ალექსანდრეს ლაშქრობის ისტორია“.
196
ისოსი –- კილიკიის ქალაქი, რომლის მახლობლად გამართულ ბრძოლიში (333 წ. ძვ. წ. ა.) ალექსანდრე
მაკედონელმა სასტიკად დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოსი (არიანე. 2,7—12; შდრ. სტრაბონი, 14, 676;
დიოდორე სიცილიელი, 17, 33 და შმდ.).
მკითხველთა ლიგა

182
როგორც შენს საკუთარ ცხოვრებაზე; და ბოლოს, იმასაც უნდა ვუწევდეთ
ანგარიშს, რომ ყველა ადამიანი, ასე თუ ისე, ერთმანეთსა ჰგავს როგორც
თანდაყოლილი, ისე შეძენილი თვისებებითაც და ბედისწერის
განჩინებითაც; ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველივე ადამიანური, როცა
მას საკუთარი გამოცდილების მაგალითზე განიხილავ, გაცილებით მეტ
თვალსაჩინოებას იძენს და უფრო მეტადაც გვაღელვებს, ვიდრე მაშინ, როცა
სხვისი მაგალითის მიხედვით მსჯელობ მასზე. თავისი აზრის დასტურად ის,
სხვათა შორის, იმოწმებდა დემოსთენეს197 სიტყვას „გვირგვინისათვის“,
სადაც ორატორი თავის თავზე მსჯელობისას თითქოს საკუთარ თავს
აღემატება მჭევრმეტყველებით; აგრეთვე ციცერონს, რომელზედაც
შეიძლება იგივე ითქვას თითქმის ყველგან, სადაც ის საკუთარ თავზე იწყებს
ლაპარაკს; განსაკუთრებით საგრძნობია ეს, ციცერონის ცნობილ სიტყვაში
„მილონის დასაცავად“198, რომელიც თავიდან ბოლომდე დიდებულია,
მაგრამ მაინც ვერაფერი შეედრება მის დასასრულს, სადაც ორატორი თავის
თავზე ჩამოაგდებს სიტყვას. ზუსტად ასევე ბოსიეს199 სიტყვებში ყველაზე
მომხიბლავი და შთამბეჭდავია ის ადგილი, სადაც დიდებულ ქადაგებათა
ავტორი პრინც კონდეს ხოტბის დასასრულს გულისშემძვრელი სიტყვებით
იხსენიებს თავის სიბერეს და მოახლოებულ აღსასრულს. იმპერატორ
იულიანეს200 თხზულებათა შორის, რომელთა ავტორი ყველა სხვა მხრივ
ნამდვილ სოფისტს, ხანდახან კი ყოვლად აუტანელ სოფისტს მოგვაგონებს,
უთუოდ ყველაზე ღირსშესანიშნავია გესლიანი პამფლეტი „მისოპოგონი“,
ანუ „წვერულვაშის მოძულე“, სადაც ის საკადრისს მიაგებს ავყია

197
დემოსთენე (384-322 ძვ. წ. ა.) — დიდი ათენელი ორატორი, ფილიპე მაკედონელის (359—336 ძვ. წ. ა.)
პოლიტიკური ექსპანსიის წინააღმდეგ თავგამოდებული მებრძოლი. თავის ბრწყინვალე სიტყვაში
„გვირგვინისათვის“ დემოსთენე იცავს ორატორ კტესიფონს და, იმავდროულად, ამართლებს თავის
პოლიტიკურ მოღვაწეობას.
198
„მილონის დასაცავად“ დიდი რომაელი ორატორის ციცერონის (106— 43 ძვ. წ. ა.) ერთ-ერთი
საუკეთესო სიტყვა, წარმოთქმული სახალხო ტრიბუნის მილონის დასაცავად, რომელსაც
ბრალად ედებოდა პოლიტიკური ავანტურისტის კლავდიუსის მკვლელობა.
199
ბოსიუე ჟაკ-ბენინ (1627—1704) — სახელგანთქმული ფრანგი ღვთისმეტყველი და მქადაგებელი;
ლეოპარდი გულისხმობს მის სამგლოვიარო სიტყვას, წარმოთქმულს მხედართმთავარ ლუი დე კონდეს
(1621—1686) ხსოვნის პატივსაცემად.
200
იულიანე აპოსტატა („განდგომილი“; 331 — 363) — ბიზანტიის იმპერატორი (361 — 363). მისი
პამფლეტი „მისოპოგონი“ („წვერისმოძულე“) მიმართულია ანტიოქიის მცხოვრებთა წინააღმდეგ,
რომლებიც იმპერატორს დასცინოდნენ იმის გამო, რომ ფილოსოფოსებივით გრძელ წვერს ატარებდა.
იულიანეს მეორე თხზულება „კეისრები“, უფრო ზუსტად — „ნადიმი, ანუ სატურნალიები“ დაწერილია
ლუკიანეს „ღმერთების თათბირის“ მიბაძვით.
მკითხველთა ლიგა

183
ანტიოქიელებს. ამ პატარა თხზულებაში, მის სხვა ღირსებებზე რომ
აღარაფერი ვთქვათ, ავტორი თითქმის ტოლს არ უდებს ლუკიანეს
დახვეწილი კომიზმით, მახვილგონიერების სიმძაფრით, სიუხვით და
სიკისკასით, მაშინ როდესაც იმავე ლუკიანეს მიბაძვით დაწერილ
„კეისრებში“ მისი სტილი უნიათოა, უღიმღამო და, ცოტა არ იყოს,
მოსაწყენიც. იტალიურ მწერლობაში, რომელიც განებივრებული არ არის
რიტორიკული სიტყვების სიუხვით, უღრესად შთამბეჭდავი და ყოველმხრივ
დახვეწილი მჭევრმეტყველების ნიმუშად შეიძლება მიჩნეულ იქნეს
ლორენცინო დე მედიჩის201 აპოლოგია, დაწერილი თავის მართლების
მიზნით, ისევე როგორც ტორკვატო ტასოს პროზაულ თხზულებათა არა
ერთი და ორი ადგილი, განსაკუთრებით კი, მისი წერილები, სადაც მას სხვა
სათქმელი და საფიქრალი არ გააჩნია, საკუთარი სვედავსილობის გარდა.

თავი მეშვიდე
იხსენებენ მის ზოგიერთ ოხუნჯობასა და მოსწრებულ სიტყვაპასუხსაც.
ერთი ყმაწვილი კაცი, რომელიც გატაცებით სწავლობდა კაზმულ
სიტყვიერებას, მაგრამ სრულიად გამოუცდელი იყო ცოვრებაში, თურმე
ამტკიცებდა: სწორი გზის არჩევა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენა
კითხვითაც კარგად შეიძლება, თუ დღეში ას გვერდს მაინც ჩააბულბულებო.
ოღონიერდს უპასუხნია: კი მაგრამ, წიგნში რომ ხუთი მილიონი გვერდიაო?
მეორე ყმაწვილკაცს, რომელიც თავისი უგუნურებისა და წინდაუხედაობის
წყალობით შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და თითქმის ყოველი ფეხის
ნაბიჯზე თავს ირცხვენდა, უნერხულობის თავიდან ასაცილებლად

201
ლორენცინო დეი მედიჩი (1514-1548) - ფლორენციის მმართველი საგვარეულოს ერთ-ერთი
წარმომადგენელი; თავდაპირველად თავისი ნათესავის — ფლორენციის დუკის ალესანდრო დე მედიჩის
(1510—1535) აღვირახსნილი ცხოვრების, მისი დებოშებისა და ღამეული ორგიების ხელშემწყობი და
ამფსონი იყო, მაგრამ შემდეგ თავისი სიმუხთლის და ორგულობის გამო საძულველი შეიქნა დუკასათვის;
მაშინ ლორენცინომ გადაწყვიტა ბრუტუსის როლი ეთამაშა — დესპოტი მთავრისაგან დაეხსნა
ფლორენცია. ერთხელ, როცა ალესანდრომ დაავალა, ბიცოლაშენ კატარინა ჯინორის შემახვედრეო, ვისი
ხელში ჩაგდების სურვილიც მოსვენებას არ აძლევდა დუკას, ლორენცინომ ღამით დაიბარა იგი ქალის
სახლში და მიპარვით მოკლა, შემდეგ კი ფლორენციიდან გაიქცა; თავს აფარებდა ბოლონიას, ვენეციას,
კონსტანტინოპოლს, პარიზს ბოლოს, ისევ ვენეციას, სადაც მოკლულ იქნა კოზიმო I დე მედიჩის (1389—
1464) შთამომავალთა ბრძანებით. ვენეციაში დაიწერა - ლორენცინოს „აპოლოგია“, რომლითაც იგი
თავის გამართლებას ისახავდა მიზნად.
მკითხველთა ლიგა

184
დაეჩემებინა: მთელი ცხოვრება ფარსია და კომედიაო, რაზედაც
ოტონიერის უთქვამს: კეთილი და პატიოსანი, მაგრამ კომედიაშიც
უმჯობესია ტაშისცემა დაიმსახურო, ვიდრე ფეხების ბრაგა-ბრუგი და
სტვენაო; თუ კომედიანტი ხარ, ხალხის გართობა და გამხიარულებაც უნდა
შეგეძლოს, არადა შიმშილით სიკვდილი არ აგცდებაო.
ერთხელ, როდესაც გაიგო, რომ პოლიციელებს დამნაშავე შეეპყროთ,
რომელსაც ძარცვისას კაცი შემოჰკვდომოდა და კოჭლობის გამო ვერ
მოესწრო გაქცევა, ოღონიერიმ თქვა: ამდენს გაჰყვირიან, მართლმსაჯულება
მოიკოჭლებსო, მაგრამ ხომ ხედავთ, მეგორებო, მაინც ეწევა დამნაშავეს,
თუკი ეს უკანასკნელი თვითონაც კოჭლობსო.202
იტალიაში მოგზაურობისას, არ ვიცი, სად, ერთ კარისკაცს მისთვის, ცოტა არ
იყოს, აგდებულად უთქვამს: თუ ნებას მომცემ, გულახდილად მოგახსენებო,
რაზედაც ოტონიერის უპასუხნია: დიდად დაგიმადლებ, ამ ჩემს
მოგზაურობას იშვიათობათა ძიების გარდა სხვა მიზანი კი არა აქვსო.
ერთხელაც, არ ვიცი, რა გაჭირვება ადგა, ფულის სასესხებლად მისდგომია
კარზე ერთ კაცს. შეწუხდა თურმე ეს კაცი, მაგდენი ფული ვინ მომაშავაო, და
თან დასძინა: მდიდარი რომ ვიყო, იმის მეტი საზრუნავი არ მექნებოდა, რომ
მეგობრებისთვის გამემართა ხელიო, რაზედაც ოტონიერის უპასუხნია:
ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენი გამოისობით ერთბაშად ამდენი საზრუნავი
დაგეყაროს თავზეო.
სიჭაბუკეში რამდენიმე ლექსი შეეთხზა, რომლებშიაც მოძველებული
სიტყვები და გამოთქმები გამოეყენებინა. ერთ ხნიერ ქალს, რომელსაც
თურმე მისივე თხოვნით წაუკითხა ეს ლექსები, უთქვამს: ვერაფერი ვერ
გავიგე, ჩემ დროს ამ სიტყვებს არ ხმარობდნენო, რაზედაც ოტონიერის
უპასუხნია: მე კი მეგონა, რომ ხმარობდნენ, მათი ხნისა ხომ ქვაც აღარ
დაგორავს მიწაზეო.
ერთ მეტისმეტად მდიდარსა და ძუნწ კაცზე, ვისთვისაც ქურდებს ორიოდე
გროში მოეპარათ, უთქვამს: ხომ ხედავთ, ქურდებთანაც იძუნწა და
იწუწურაქაო.

202
ჰორაციუსის სიტყვების პერიფრაზი („ოდები“, III, 2)
მკითხველთა ლიგა

185
ხოლო ერთ ანგარიშიან კაცზე, რომელსაც რაც არ უნდა დაენახა ან გაეგონა,
იმ წამსვე თვლასა და ანგარიშს იწყებდა, — თქვა: ყველა რაღაცას აკეთებს,
ეს კი გაკეთებულს ითვლისო.
ერთხელ, როცა შემთხვევით შესწრებია, რა ცხარედ დაობდა და კამათობდა
რამდენიმე ანტიკვარი „ცით მგრგვინავი იუპიტერის“ ქანდაკების ირგვლივ,
რომელიც რომაული სახლის ტრიკლინიუმში203 ეპოვათ და ამიტომ
„იუპიტერ ტრიკლინიუსს“ უწოდებდნენ პირობითად, — ოტონიერის
უთქვამს: როგორ არ გესმით, რომ ეს იუპიტერ ტრიკლინიუსი კი არ არის,
არამედ ტრიკინიუსიო.
ერთ ბრიყვზე, რომელსაც დიდ მცოდნედ მოჰქონდა თავი და ლაპარაკში
წამდაუწუმ ლოგიკას ახსენებდა, ოტონიერიმ თქვა: მისთვის აშკარად არ
კმარა ის დეფინიცია, რომლითაც ძველი ბერძნები განსაზღვრავდნენ
ადამიანს: „მოაზროვნე ცხოველი“, არამედ უნდა ითქვას; „ლოგიკურად
მოაზროვნე ცხოველიო“. სიკვდილის შემდეგ თვითონვე შეთხზა თავისი
ეპიტაფია, რომელიც შემდეგ ამოკვეთეს მისი საფლავის ქვაზე:
აქ განისვენებს
ფილიპო ოტონიერი,
რომელიც დაბადებული იყო
დიად საქმეთათვის და დიდებისათვის,
მაგრამ უქმად და უმიზნოდ გაატარა მთელი სიცოცხლე.
აღესრულა უსახელოდ და უსინანულოდ,
მაგრამ თავისი ბუნების და თავისი ხვედრის
სრული შეგნებით.

203
ტრიკლინიუმი — სასადილო ოთახი ძველ რომაულ სახლში.
მკითხველთა ლიგა

186
გარეული მამლის სიმღერა
ზოგიერთი იუდეველი მოძღვრისა თუ მწერლის მტკიცებით, ცასა და მიწას
შუა, ანუ ნახევრად მიწაზე და ნახევრად ცაში ცხოვრობს ერთი უცნაური
ველური მამალი: ფეხები მიწაზე აქვს დაყრდნობილი, ბიბილოთი და
ნისკარტით კი ცის თავანს სწვდება. ბევრ სხვა თავისებურებასთან ერთად,
რომლებიც შეიძლება ზემოხსენებულ ავტორთა თხზულებებში
ამოიკითხოთ, ამ უზარმაზარი მამლის ერთი საოცარი თვისებაა
გონიერებაც; ყოველ შემთხვევაში, ვიღაცას თუთიყუშივით უსწავლებია
მისთვის ადამიანური მეტყველება. ამიტომაც ერთ ძველებურ პერგამენტზე
აღმოჩნდა სიმღერის ტექსტი, რომელიც დაწერილია ებრაული ასოებით და
რომლის ენაც რაღაცით ენათესავება ქალდეველებისა და რაბინების,204
ისევე როგორც თარგუმის, კაბალისა და თალმუდის205ენას. სიმღერის

204
ქალდეველები — ახალი ბაბილონის სამეფოს (VII—VI ს. ძვ. წ. ა.) მცხოვრებნი, სემიტური
მოდგმის ხალხი. 538 წელს სპარსეთის მეფემ კიროსმა დაიპყრო ბაბილონი და თავის
ძლევამოსილ სამეფოს შეუერთა იგი. ქალდეველები ეწოდებოდა აგრეთვე მათემატიკური და
ასტრონომიული ცოდნით სახელგანთქმულ ბაბილონელ ქურუმთა კასტას. ძველ რომში
ქალდეველებს უწოდებდნენ ყველას, ვისაც შეეძლო მომავლის წინასწარმეტყველება
ვარსკვლავთა განლაგების, მათი ურთიერთმდებარეობის მიხედვით. რაბინები — ებრაელთა
კულტის მსახურნი, სჯულის მოძღვარნი, მასწავლებელნი.
205
თარგუმი (არაბ. სიტყვიდან „თარჯუმან“ — „თარჯიმანი“, „მთარგმნე– ლი“) — ტერმინი,
რომელიც აღნიშნავს ქალდეურ ენაზე გადაღებულ ბიბლიურ წიგნებს. თარგუმის შექმნის
ისტორია მოკლედ ასეთია: 586 წელს (ძვ. წ. ა.) ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორ II-მ (604—
562) იერიშით აიღო და მიწასთან გაასწორა იუდეველთა სამეფოს დედაქალაქი იერუსალიმი,
ხოლო მისი მცხოვრებნი ტყვედ წაასხა ბაბილონს. ებრაელთა ტყვეობა სამოცდაათ წელს
გაგრძელდა, სანამ სპარსეთის მეფემ კიროსმა ბაბილონის აღების შემდეგ (იხ. ზემო შენიშვნა),
სამშობლოში დაბრუნების ნება არ მისცა მათ. ტყვეობის მანძილზე ებრაული ენა ისე შეირყვნა
ქალდეურის გავლენით და მასთან აღრევით, რომ სამშობლოში დაბრუნებული
ებრაელებისათვის თითქმის გაუგებარი შეიქმნა მათივე საღმრთო წერილი. სწორედ ამ
გარემოებამ განაპირობა ქალდეურ ენაზე ბიბლიური წიგნების თარგმნის აუცილებლობა. ეს
თარგმანები სიტყვასიტყვით არ მისდევენ დედანს, არამედ მრავალ ჩანართს, დამატებასა თუ
განმარტებასაც შეიცავენ. ცნობილია ათიოდე თარგუმი (ონკელოსის, იონათან ბენ უძიელის,
ფსევდო-იონათანის, იერუსალიმის და სხვ.).

კაბალა (ებრ. „კაბბალაჰ“ - „გადმოცემა“) — მისტიური მიმდინარეობა იუდაიზმში; დასაბამს


იღებს. დაახლ. ძვ. წ. ა. II საუკუნიდან. ზოგადად — იმ გადმოცემების ერთობლიობა, რომლებიც
მიზნად ისახავენ ძველი აღთქმის განმარტებას. დასრულებულ სახეს იღებს შუა საუკუნეების
ევროპაში.
მკითხველთა ლიგა

187
სათაურია „შინ დეტანერგოლ ბარა ლეცაფრა“, რაც ნიშნავს – „გარეული
მამლის სიმღერა“. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ათასჯერ მივმართე კითხვით
რაბინებს, კაბალისტებს, იუდეველ ღვთისმეტყველთა და სჯულის
მცოდნეთ, რის ვაივაგლახით შევძელი გამეგო, გამეშიფრა და ჩვენს ენაზე
გადმომეღო ეს სიმღერა, როგორც ქვემოთა ვნახავთ. დღემდე ვერ
გამირკვევია, დროდადრო იმეორებს ამ სიმღერას მამალი, ყოველ დილით
მღერის თუ მხოლოდ ერთხელ იმღერა თავის სიცოცხლეში, ვინ ისმენს, ან
ვის მოუსმენია იგი და ზემოხსენებული ენა მშობლიური იყო მამლისათვის
თუ მისი სიმღერა რომელიღაც სხვა ენიდან არის თარგმნილი? რაც შეეხება
ქვემოთ მოტანილ თარგმანს, ცდა არ დამიკლია, რომ შეძლებისდაგვარად
ზუსტი გამოსულიყო (ამას ვესწრაფოდი ყოველნაირი საშუალებით).
ამიტომაც ვარჩიე პროზად გადმომეღო და არა ლექსად, თუმცა თვით
სიმღერის საგანი პოეტურია. არათანაბარ, ზოგჯერ კი აშკარად
მაღალფარდოვან სტილს მე ნუ ჩამითვლით ნაკლად, ვინაიდან თარგმანის
სტილი დედნისას ჰგავს, ხოლო დედანი, ამ მხრივ, არაფრით არ
განსხვავდება აღმოსავლური ენებისა და, მით უმეტეს, აღმოსავლელი
პოეტებისათვის დამახასიათებელი ფერადოვანი და კაზმული
მეტყველებისგან.
ჰეი, გაიღვიძეთ მოკვდავნო! იბადება ახალი დღე, დედამიწაზე ბრუნდება
ჭეშმარიტება, ფუჭი ლანდები და მოჩვენებები კი სტოვებენ მას. ადექით,
რათა კვლავ მოიგდოთ მხრებზე ცხოვრების მძიმე ტვირთი, ყალბი
სამყაროდან კვლავინდებურად გადმოაბიჯეთ ჭეშმარიტების სამყაროში.
ამ დროს ყველა ხელახლა უბრუნდება თავის ცხოვრებაზე ფიქრს, მთელის
არსებით მიიქცევა სიცოცხლისაკენ, მეხსიერებაში იწვევს თავის ზრახვებს,
მიზნებს, მისწრაფებებს და გონების თვალს გადაავლებს იმ ტკბობასა თუ
ტანჯვას, რასაც უქადის ახალი დღე. ახლა ყველა, უფრო მეტად, ვიდრე
ოდესმე, ცდილობს თავის თავში ჰპოვოს ნეტარი მოლოდინის განცდა და
სასიამოვნო აზრები. მაგრამ ძალზე ცოტას თუ უსრულდება ეს სურვილი; ასე
რომ გამოღვიძება მოლოდინს უცრუებს ყველას. უბედური

თალმუდი — ამ სიტყვით ებრაელები აღნიშნავენ მოსეს კანონების რა– ბინებისეული


ინტერპრეტაციის შემცველ კოდექსს (II ს.). არსებობს ორი მუდი: იერუსალიმური და
ბაბილონური.
მკითხველთა ლიგა

188
გამოღვიძებისთანავე კვლავ ექცევა თავისი მწარე ხვედრის კლანჭებში
მხოლოდ ის ძილია ტკბილი, რომელიც სიხარულითა და სასოებით არის
მოგვრილი. ერთიც და მეორეც უცვლელად ინახება განთიადამდე, მაგრამ
ახალი დღის მანძილზე ორივე ილევა, ქარწყლდება, ქრება.
მოკვდავთა ძილი რომ უსასრულო, ან სიცოცხლის მაგვარი იყოს, ყველა
სულდგმული დღის მნათობის მოალერსე სხივებში რომ ნებივრობდეს და
არსად ჩანდეს რუდუნების ნიშანწყალიც, არც ოფლისღვრა თუ ჭაპანწყვეტა,
იალაღებზე არ ისმოდეს ჯოგის ბღავილი, არც ნადირის ღრიალი ტყეში, არც
ფრინველების ჟივილხივილი ამოდ მოლივლივე ჰაერში, არც ფუტკრებისა
თუ სხვა მწერების ბზუილი ყვავილებით მოჩითულ ველ-მინდვრებში და
მყუდროებას არ არღვევდეს არც ერთი ჩქამი, ტალღის ტლაშუნის, ქარის
ზუზუნისა თუ მეხის გრიალის გარდა, — სამყარო, რაღა თქმა უნდა, ფუჭი და
უაზრო შეიქნებოდა, მაგრამ განა მასში უფრო ნაკლები იქნებოდა
ბედნიერება, ან უფრო მეტი — უბედურება, ვიდრე ამჟამად? შენ გეკითხები,
მზეო, სიფხიზლის უფალო და დღის შემოქმედო: საუკუნეების მანძილზე,
რომლებიც დღევანდელ დღემდე გადუზომავს და უკან მობრუნებლად
გაუსტუმრებია წარსულში შენს ურიცხვ აისს თუ დაისს, უთვალავ ჩასვლას
თუ ამოსვლას, ერთი ბედნიერი მაინც თუ გინახავს მოკვდავთა შორის?
ადამიანთა ურიცხვ საქმეთაგან, რომელნიც დღემდე საკუთარი თვალით
გიხილავს, ერთს მაინც თუ მიუღწევია მიზნისათვის, ერთს მაინც თუ
მიუნიჭებია ხანგრძლივი თუ მსწრაფლწარმავალი კმაყოფილება იმ
არსებისთვის, რომელმაც ის წამოიწყო და დაასრულა? თუ ხედავ, ან,
საერთოდ, თუ გინახავს ბედნიერება ამ უსასრულო სამყაროში? სად, რომელ
ტრამალზე ბინადრობს იგი, რომელ ტევრში, ან რომელი მთის
მწვერვალზე? რომელ ხევში, რომელ ქალაქში, სოფელში, ან უდაბნოში?
რომელ პლანეტაზე, იმ ურიცხვ ციურ სხეულთაგან, რომელთაც ათბობს და
ანათებს შენი ცხოველმყოფელი შუქი? იქნებ შენს მზერას ემალება და
მღვიმის სიღრმეს, მიწის წიაღს ან ზღვის უფსკრულს აფარებს თავს? შენის
წყალობით ცხოველური ან მცენარეული თვისებებით შემკულსა თუ მათგან
განძარცულ რომელ არსებას, რომელ სულდგმულს უძევს წილი მის ნეტარ
არსში? და თვითონ შენ, მუხლმოუღლელი გოლიათივით206 უძილოდ და

206
შდრ. ფსალმუნი, XVIII, 6.
მკითხველთა ლიგა

189
მოუსვენებლად, დღისით თუ ღამით რომ დაჰქრიხარ ერთხელ და
სამუდამოდ დასაზღვრული უსასრულო გზით, მითხარი, თვითონ შენ
ბედნიერი ხარ თუ უბედური?
გაიღვიძეთ, მოკვდავნო! ჯერ კიდევ სიცოცხლის ტყვეები ხართ. მოვა დრო
და ვერავითარი გარეშე ძალა ვეღარ გამოგაფხიზლებთ მარადიული და
უძღები ძილისაგან. ჯერჯერობით კი თქვენთან ხელი არა აქვს სიკვდილს:
თქვენი ხვედრი ჯერხნობით მხოლოდ ისაა, რომ დროდადრო, სულ მცირე
ხნით განიცადოთ მისი მსგავსება. რადგან სიცოცხლის შენარჩუნება
შეუძლებელი იქნებოდა, ასე ხშირ-ხშირად რომ არ წყდებოდეს. დიდი ხნით
არ გეღირსოს ეს ხანმოკლე და მშფოთვარე ძილი, — სასიკვდილო
საფრთხეა ყოველი სულდგმულისათვის და მარადიული ძილის მიზეზი.
ცხოვრება თავისას ითხოვს: ვერ გაუძლებთ, თუ დროდადრო მაინც არ
მოიხსნით მხრებიდან მის მძიმე ტვირთს, სულს არ მოითქვამთ, ძალღონეს
არ მოიკრებთ და არ ეზიარებით სიკვდილის ლანდსა თუ ჩრდილს.
როგორც ჩანს, ყოველი სულდგმულის არსებობას ერთადერთი მიზანი აქვს,
და ეს მიზანი არის სიკვდილი. ის, რაც არ არსებობს, არც მოკვდება, და
ამიტომ არარსებობიდან იღებს დასაბამს ყოველი არსი. შეუძლებელია
ბედნიერება იყოს არსებობის საბოლოო მიზანი, რადგანაც ამ ქვეყნად
არავინაა და არაფერია ბედნიერი. მართალია, ყველა სულდგმული, რა
საქმესაც უნდა ჰკიდებდეს ხელს, ბედნიერებას ისახავს მიზნად, მაგრამ ვერც
ერთი ვერასოდეს ვერ აღწევს, მას, და მთელი სიცოცხლის მანძილზე,
ტანჯვით, წამებით, ჭაპანწყვეტით, ყველა ისწრაფის მხოლოდ ერთი,
ბუნების მიერ დასახული ერთადერთი საბოლოო მიზნისაკენ, რომელსაც
სახელად ჰქვია სიკვდილი.
მაგრამ ასეა თუ ისე, ახალი დღის დასაწყისი მოკვდავთათვის უფრო ადვილი
ასატანია. გაღვიძებისას ძალზე ცოტას თუ ელის რაიმე სასიკეთო და
სასიხარულო, მაგრამ სული რატომღაც სავსეა სიხარულით, იქნებ იმიტომ,
რომ ამ დროს ყველა მისი განცდა, ყველა მისი შეგრძნება სილაღედ და
სიხალისედ გარდაიქმნება, საამისოდ უშუალო საბაბი რომც არ გააჩნდეს, ან
იქნებ იმიტომაც, რომ დღის ყველა სხვა დროზე უკეთ შეუძლია აიტანოს
უბედურება.
მკითხველთა ლიგა

190
ამიტომ თვით იმასაც კი, ვისი უკანასკნელი განცდაც დაძინების წინ
სასოწარკვეთილება გახლდათ, გაღვიძებისას, რაგინდ უცნაური და
შეუფერებელი უნდა იყოს მის დღეში მყოფი კაცისთვის, კვლავ უბრუნდება
სასოება. ათასგვარი გაჭირვება და უბედურება, შიშისა და ძრწოლის
ათასგვარი საბაბი ამ დროს არც ისე დამთრგუნველი ჩანს, როგორც უწინ.
წინა დღის შფოთი და მღელვარება მეორე დღეს ზიზღსა და ლამის
სიცილსაც კი იწვევს, როგორც ცთომილებისა და ფუჭი ფანტაზიის ნაყოფი.
საღამო შეიძლება შევადაროთ სიბერეს, დილა კი, პირიქით, სიჭაბუკესა
ჰგავს, რადგანაც თვითმრწმენია და ნდობით აღვსილი, საღამო კი —
სიმხნევისგან განძარცვული, გულმკვნესარე და ჭმუნვით მოცული. მაგრამ
სიჭაბუკე, რომელსაც ყოველ სისხამ დილით იბრუნებენ მოკვდავნი, ისევე
ხანმოკლეა და მსწრაფლწარმავალი, როგორც მთელი სიცოცხლის სიჭაბუკე,
და მათ დღეს მალე ეპარება მწუხრი.
მაგრამ საბრალოა სიჭაბუკეც, სიცოცხლის ყველაზე სანატრელი დრო. თვით
ეს მწირი სიკეთეც კი იმდენად უდღეურია, რომ ცოცხალი არსება ათასი
უტყუარი ნიშნითა გრძნობს, რა სწრაფად უახლოვდება სიკვდილს; ვერც კი
ასწრებს შეიცნოს თავისი ძალა, რომ ეს უკანასკნელი ხელიდან უსხლტება
უკვე. მოკვდავ არსთა სიცოცხლის უმეტესი ნაწილი სხვა არა არის რა, თუ არა
უწყვეტი ჭკნობა და კვდომა. ბუნების ყოველი ქმედითობის მიზანი
სიკვდილია და მისკენ სწრაფვა; ასე რომ არა, განა სიბერე ასე აშკარად
დაჩრდილავდა ყველაფერს მთელს სამყაროში? ხილული სინამდვილის
ყველა ნაწილი საოცარი სისწრაფით, განუწყვეტლივ მიილტვის
სიკვდილისაკენ. მხოლოდ სამყაროს არ ეტყობა კვდომის ნიშანწყალი,
რადგან თუმცა შემოდგომითა და ზამთრობით ყველას მიხრწნილი და
მომაკვდავი ეჩვენება, სამაგიეროდ ყოველ გაზაფხულს ხელახლა
უბრუნდება სინორჩე და სიკისკასე.

მკითხველთა ლიგა

191
მაგრამ, მსგავსად იმისა, როგორც მოკვდავნი ყოველი ახალი დღის დამდეგს
თითქოს კვლავინდებურად იბრუნებენ გარდასულ სიჭაბუკეს, მთელი
დანარჩენი დღის მანძილზე კი ბერდებიან, ჭკნებიან, ქრებიან და, ბოლოს
და ბოლოს, მტვრად და ნაცრად იქცევიან, — სამყაროც, თუმცა ყოველი
წლის გარიჟრაჟზე კვლავინდებურად ჯეელდება, მაგრამ მთელი დანარჩენი
ხნის მანძილზე მაინც გამუდმებულ კვდომას განიცდის. მოვა დრო და
სამყარო, ისევე როგორც მთელი ბუნება, ფერფლად იქცევა და როგორც
ოდესღაც არსებული დიადი სამეფოებისა თუ სახელმწიფოების, მათი
ბრწყინვალების, მათი დიდების კვალიც აღარსად დარჩა, მთელი სამყაროც,
მისი ქმნილებებიც, მათი ბედის წაღმა-უკუღმა ტრიალიც, მათი ტანჯვაც,
წამებაც და უბედურებაც ასევე უკვალოდ გაქრება და გადაგვარდება, და
მხოლოდ უწყვეტი დუმილის, უღრმესი სიმშვიდის სავანედ იქცევა
უსასრულო სივრცე. ამრიგად, სამყაროს არსებობის ენით უთქმელი და
შემაძრწუნებელი საიდუმლო მანამდე გაქრება და განქარდება, ვიდრე მის
ახსნასა და შეცნობას მოასწრებდნენ.

მკითხველთა ლიგა

192
სტრატონ ლამპსაკელის 207აპოკრიფული
ფრაგმენტი
წინათქმა
ეს ფრაგმენტი, რომელიც თავშესაქცევად ვთარგმნე ბერძნულიდან ჩვენს
ხალხურ ენაზე, ამოღებულია ხელნაწერი კოდექსიდან, რომელიც ამ
რამდენიმე ხნის წინათ ინახებოდა და, შესაძლოა, ახლაც ინახება ათონის
მთაზე, ბერ-მონაზონთა ძველ წიგნთსაცავში. მე მას „აპოკრიფული
ფრაგმენტი“ ვუწოდე, რადგანაც ყველასათვის აშკარაა, რომ ის, რასაც ჩვენ
ვკითხულობთ მეორე თავში — „სამყაროს დასასრულისათვის“ —
შეიძლებოდა მხოლოდ ამ ცოტა ხნის წინათ დაწერილიყო, მაშინ როდესაც
სტრატონ ლამასაკელი, რომელსაც მეტსახელად „ბუნებისმეტყველს“
უწოდებდნენ, ქრისტეს დაბადებამდე სამასი წლის წინათ ცხოვრობდა.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თავი „სამყაროს დასაბამისათვის“ ბევრ
რამეში ეთანხმება და შეესაბამება იმ ძუნწ ცნობებს, რომლებიც ძველმა
მწერლებმა დაგვიტოვეს ამ ფილოსოფოსის მსოფლმხედველობის შესახებ.
ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ პირველი თავი და, შესაძლოა, მეორის
დასაწყისიც სტრატონს ეკუთვნოდეს, დანარჩენი კი დამატებული უნდა იყოს
ვინმე სწავლული ბერძენის მიერ, არაუგვიანეს გასული საუკუნისა. თუმცა
ამისი განსჯა განათლებული მკითხველისათვის მიმინდვია.

207
სტრატონ ლამპაკელი (III ს. ძვ. წ. ა.) — სახელგანთქმული ბერძენი ფილოსოფოსი და
ბუნებისმეტყველი, არისტოტელეს მრწაფის თეოფრასტეს (დაახლ. 372—187 ძვ. წ. ა.) შეგირდი;
თეოფრასტეს სიკვდილის შემდეგ პერიპატეტიკოსთა სქოლარქი: თვრამეტი წლის მანძილზე სათავეში
ედგა არისტოტელეს მიერ დაარსებულ ფილოსოფიურ სკოლას. როგორც დირ-გენე ლაერტელი
გადმოგვცემს (V, 3, 58), სტრატონის მოწაფე ყოფილა თვით ეგვიპტის მბრძანებელი პტოლემაიოს II
ფილადელფოსი (285—247 ძვ. წ. წ.).
მკითხველთა ლიგა

193
სამყაროს დასაბამისათვის
ყველა მატერიალური საგანი სასრულია და დასაღუპად განწირული, რაც
იმას ნიშნავს, რომ ყველას ჰქონდა დასაბამიც. თვით მატერიას კი
არავითარი დასაბამი არა ჰქონია, ესე იგი, თავისთავად არსებობს
უკუნისიდან. როდესაც ვხედავთ, თუ როგორ იზრდებიან, კნინდებიან და,
ბოლოს, სულაც ქრებიან მატერიალური საგნები და ამის მიხედვით
დავასკვნით, რომ ისინი შექმნილნი არიან და აქვთ დასაბამი, მაშინ იმაზე,
რაც არ იზრდება, არც კნინდება და არცა ქრება, უნდა ვიფიქროთ, რომ არც
დასაბამი ჰქონია და არც აღმოცენებულა ამა თუ იმ მიზეზის ძალით. რა თქმა
უნდა, ყოვლად შეუძლებელია იმის დამტკიცება და დასაბუთება, რომ ამ
ორი დასკვნიდან ერთ-ერთი ჭეშმარიტია, მეორე კი ყალბი. თუ გვწამს და
გვჯერა პირველის ჭეშმარიტება, სარწმუნოდ უნდა მიგვაჩნდეს მეორეც. ჩვენ
ვხედავთ, რომ მატერია იოტის ოდენად არც იკლებს და არც იმატებს, ასე
რომ, ის დაუსრულებელია და წარუდინებელი. მაშინ როდესაც მისი კერძო
გამოვლინებანი, რომლებსაც ჩვენ მატერიალურ საგნებს ვუწოდებთ,
ხრწნადნი არიან და წარმავალნი, თვით მატერიასთან ხელი არა აქვს
წარმავლობას, ხრწნილებას, სიკვდილს; არაფერი არ გვიმოწმებს იმას, რომ
მატერიას ჰქონდა დასაბამი, და რომ მისი არსებობისთვის საჭირო და
აუცილებელი იყო ესა თუ ის გარეშე მიზეზი ან ძალა. სამყარო, ანუ მატერიის
არსებობის გარკვეული ფორმა, დასაბამის მქონეა და დასაღუპად
განწირული. ახლა კი მისი დასაბამისათვის ვილაპარაკოთ.
მატერია ზოგადად, ისევე როგორც მცენარეები და სულიერი არსებები
კერძოდ, თავის თავში, ბუნებით, იმარხავს ერთგვარ ძალასა თუ ძალებს,
რომლებიც გამუდმებით ბორგავენ და ხან ასე და ხან ისე ამოძრავებენ მას.
ამ ძალებზე ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ვარაუდი გამოვთქვათ და, მათი
ქმედითობის შედეგთა მიხედვით, განვსაზღვროთ კიდეც ისინი; მაგრამ
თვით ამ ძალების შეცნობა, მათს ბუნებაში წვდომა ჩვენი გონების
შესაძლებლობას აღემატება. ჩვენ ისიც კი არ ვიცით დაბეჯითებით,
ნამდვილია თუ არა ის მოქმედება, რასაც ერთ-ერთ ძალას მივაწერთ,
მხოლოდ მას უნდა ვთვლიდეთ ამ მოქმედების მიზეზად, თუ სხვა ძალებსაც
და, პირიქით, ძალები, რომლებსაც სხვადასხვა სახელს ვუწოდებთ,მართლა
სხვადასხვანი არიან, თუ ეს მხოლოდ ერთი ძალაა.
მკითხველთა ლიგა

194
თვით ადამიანშიც ხომ ჩვენ გამუდმებით აღვნიშნავთ სხვადასხვა სიტყვით
ერთსა და იმავე ვნებას თუ ძალას. ასე მაგალითად, პატივმოყვარეობა,
ვერცხლის მოყვარეობა და სხვა მისთანანი, რომელთაგანაც თვითეულს
სხვადასხვანაირ, ზოგჯერ კი ურთიერთსაპირისპირო და
ურთიერთგამომრიცხველ შედეგებამდე მივყავართ, სინამდვილეში სხვა არა
არის რა, თუ არა ერთი და იგივე ვნება, კერძოდ, თვითმოყვარეობა,
რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირად მოქმედებს.
ამრიგად, ეს ძალა ან, შესაძლოა, ეს ძალები, გამუდმებით რომ ამოძრავებენ,
თვითნებურად ზელენ და აგუნდავებენ მატერიას, ურიცხვ სხვადასხვა
ქმნილებას ძერწავენ მისგან, ანუ, რაც იგივეა, ათასნაირად ცვლიან მას. ეს
ქმნილებები, ერთად აღებულნი, მათი ნამდვილი სახით განხილულნი, ესე
იგი, გვარებად და სახეებად დანაწევრებულნი და გარკვეული
თანაფარდობებით ერთმანეთთან დაკავშირებულნი, თავიანთი
ერთობლიობით ქმნიან და აყალიბებენ ხილულ სამყაროს.
მაგრამ ზემოხსენებული ძალა არასოდეს არ წყვეტს მოქმედებას,
გამუდმებით ცვლის მატერიას და ამიტომ გამუდმებით ანგრევს მის მიერ
შექმნილ საგნებსაც, რათა მათი მასალისაგან სხვა, ახალი საგნები შექმნას.
თუმცა, რაკიღა ცალკეულ ქმნილებათა ამ საყოველთაო ნგრევის
მიუხედავად, მათი გვარები და სახეები მთლიანად თუ არა, უმეტესწილად
მაინც განაგრძობენ არსებობას, ხოლო მათი ბუნებრივი თანაფარდობანი
არსებითად უცვლელნი რჩებიან, ჩვენ ვამბობთ, რომ სამყარო არსებობს.
მაგრამ სამყაროთა უსასრულო სიმრავლე, მარადისობის უსასრულო
მანძილზე მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი არსებობის შემდეგ, თანდათან
ქრება, როცა ზემოხსენებული ძალის მარადიული ქმედითობისა და
მატერიის უწყვეტი წრებრუნვის, მისი მიქცევა-მოქცევის შედეგად იღუპებიან
ის გვარები და სახეები, რომელთაგანაც შედგებიან თვით სამყარონი, და
ინგრევა ყველა წესრიგი, ირღვევა ყველა თანაფარდობა, რომლებიც
საფუძვლად უდევს მათ არსებობას. ხოლო თვით მატერია, მთელი ამ
ნგრევისა და განადგურების მიუხედავად, იოტის ოდენადაც კი არ იკლებს,
ერთი ნაწილაკითაც კი არ მცირდება; ქრება მხოლოდ მისი არსებობის ესა
თუ ის ფორმა, რათა მათ ნაცვლად ერთიმეორის მიყოლებით აღმოცენდნენ
ახალ-ახალი ფორმები, ესე იგი, სამყაროები, და ასე შემდეგ
დაუსრულებლივ.
მკითხველთა ლიგა

195
სამყაროს დასასრულისათვის
ძნელია ითქვას, თუ რამდენ ხანს არსებობდა აქამდე და რამდენ ხანს
იარსებებს ამას იქით ჩვენი სამყარო, რომლის ნაწილად თუ ერთ-ერთ
შემადგენელ სახეობადაც გვევლინება კაცთა მოდგმა. წესრიგი, რომელსაც
ის ემყარება, უცვლელი ჩანს და უცვლელადვე ითვლება, ვინაიდან ძალიან
ნელა, წარმოუდგენლად ხანგრძლივი დროის მანძილზე იცვლება, ასე რომ
სამყაროს ცვალებადობა არამცთუ ჩვენი გრძნობებით, გონებითაც არ
აღიქმება. მაგრამ, რაგინდ ხანგრძლივიც უნდა იყოს, მთელი ეს დრო
მხოლოდ ერთი უბადრუკი წამია მატერიის მარადიულ არსებობასთან
შედარებით. ამ ჩვენს აწინდელ სამყაროში თვალნათლივ ჩანს, რა
გამუდმებით იღუპებიან ცალკეული ქმნილებანი და რა განუწყვეტლივ
გარდაიქმნება საგანთა ურიცხვი სიმრავლე სულ სხვა საგნებად. მაგრამ რაკი
გამუდმებულ ნგრევას და რღვევას ასევე გამუდმებით ენაცვლება ახლის
შექმნა და შენება, ხოლო გვარები და სახეები თავიანთ არსებობას
ინარჩუნებენ, საყოველთაოდ გავრცელებულია ის აზრი, თითქოს ამ ჩვენს
სამყაროში არ არის და არც არასდროს იქნება რაიმე მიზეზი, რომლის
ძალითაც ის უნდა დაიღუპოს. მაგრამ შეიძლება ვამტკიცოთ საპირისპირო
აზრის სისწორეც, და მრავალი ნიშნის მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი აზრი
შემდეგი გახლავთ:
ჩვენ ვიცით, რომ თავისი ღერძის გარშემო დედამიწის მუდმივი ბრუნვის
შედეგად ეკვატორის მომიჯნავე ნაწილები ცენტრიდან გარეთ მიისწრაფიან,
ხოლო პოლუსებთან მდებარე ნაწილები პირიქით — ცენტრისაკენ, რის
გამოც ჩვენი პლანეტის ფორმა, ცოტა არ იყოს, შეიცვალა და კვლავაც
იცვლება, კერძოდ, ეკვატორთან ის უფრო ამოზნექილი გახდა, პოლუსების
მახლობლად კი პირიქით — უფრო ბრტყელი. გარკვეული დროის მანძილზე,
რომლის ხანგრძლივობის გაზომვა კიდევაც რომ შეიძლებოდეს, ყოველ
შემთხვევაში, ადამიანები ვერასოდეს მოახერხებენ ამას, — ზემოხსენებული
ცვლილების შედეგად დედამიწა ეკვატორის ორივე მხრიდან
თანდათანობით ჩაიჭყლიტება, სფეროს ფორმას დაკარგავს და, ბოლოს და
ბოლოს, ბრტყელ დისკოდ გადაიქცევა.
მკითხველთა ლიგა

196
ახლა უკვე ბორბალივით რომ განაგრძობს ტრიალს თავისი ღერძის
გარშემო, ის სულ უფრო და უფრო გაბრტყელდება და გაფართოვდება,სანამ
მისი ნაწილების ცენტრიდანული სწრაფვის შედეგად დედამიწის შუაგულში
უზარმაზარი ნახვრეტი არ წარმოიქმნება, რომელიც დღითიდღე სულ უფრო
მეტად გაიზრდება და გაფართოვდება, ასე რომ ჩვენი პლანეტა
თანდათანობით ბეჭდის ფორმას მიიღებს, ბოლოს კი ნაწილ-ნაწილ
დაწყდება, დაიმსხვრევა და დაქუცმაცდება, ხოლო დედამიწის აწინდელი
ორბიტიდან ასხლეტილი ეს ნამსხვრევები მეტეორიტების წვიმასავით
დაატყდება თავზე მზეს ან, შესაძლოა, სხვა პლანეტებსაც.
ამ მოსაზრების დასტურად შეიძლებოდა მოგვეტანა სატურნის რგოლის
მაგალითი, რომლის ბუნების თაობაზეც დღემდე დაობენ
208
ვარსკვლავთმრიცხველნი. ამიტომ შეიძლება დამაჯერებლობას
მოკლებული არ იყოს შემდეგი გაუგონარი ვარაუდი: ვინ იცის, იქნებ ეს
რგოლი ოდესღაც პატარა პლანეტა იყო, რომელიც სატურნის თანამგზავრის
როლს ასრულებდა. დაახლოებით იმავე მიზეზთა ძალით, რომლებიც
დედამიწაზე საუბრისას მოვიხსენიეთ, ის შეიძლება თანდათანობით
გაბრტყელდა და რგოლის ფორმა მიიღო, თანაც, გაცილებით უფრო მოკლე
დროში, რადგანაც, ალბათ, ნაკლებად მკვრივი მატერიისაგან შედგებოდა,
შემდეგ კი თავის ორბიტას მოსწყდა, სატურნს დაეცა და, მიზიდულობის
ძალის ზემოქმედებით, მის ირგვლივ დაიწყო ბრუნვა, როგორც ამას
ვხედავთ კიდეც სინამდვილეში. შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ
ზემოხსენებული რგოლი, დღემდე რომ ბრუნავს თავისი ცენტრის გარშემო,
რომელიც, ამავე დროს, სატურნის ცენტრიცაა, განუწყვეტლივ თხელდება

208
„ქრისტიან ჰიუგენსმა, ჰოლანდიის ქალაქ ჰააგის მკვიდრმა, 1629 წლის 14 პI-ის პლანეტა სატურნზე
დაკვირვება დაიწყო და აღმოაჩინა მის გარშემო ბრტყელი სხეული, რომელსაც რგოლის ფორმა ჰქონდა.
სწავლულები სხვადასხვა აზრისანი არიან ამ რგოლის წარმომავლობის თაობაზე. მოპერტიუის ვარაუდიო
ის კომეტის კუდიდან უნდა წარმოქმნილიყო... ბიუფონი თვლის, რომ ის ოდეს– ღაც პლანეტის ნაწილი
უნდა ყოფილიყო, რომელიც მეტისმეტად ძლიერი ცენტრიდანული ძალის ზემოქმედებით მოსწყდა მას.
კოსინიმ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც სატურნის რგოლი სხვა არა არის რა, თუ არა
თანამგზავრების გროვა, რომლებიც ძალზე მჭიდროდ არიან განლაგებულნი დაახლოებით ? ერთსა და
იმავე სიბრტყეში და იმდენად პატარები არიან, რომ შეუძლებელია მათი ცალ-ცალკე დანახვა“
(ლეოპარდი, „ასტრონომიის ისტორია“)... მცირეოდენი დაზუსტება: ლეოპარდი ცდება — ჰიუიგენსს არ
შეეძლო 1629 წელს დაჰკვირგებოდა სატურნს, ვინაიდან იგი ამ წელს დაიბადა (1629—1693). პირველად
სატურნის რგოლი შეამჩნია გალილეო გალილეიმ; ჰიუიგენსმა (1656 წელს) მხოლოდ ამოიცნო ამ რგოლის
ბუნება და შემდეგნაირად ჩამოაყალიბა · იგი: „პლა ნეტა გარშემორტყმულია ვიწრო, თხელი რგოლით,
რომელიც არსად არ ეხება პლანეტას და დახრილია ეკლიპტიკის მიმართ“.
მკითხველთა ლიგა

197
და ფართოვდება, ხოლო მანძილი მასა და სატურნს შორის სულ უფრო და
უფრო იზრდება, თუმცაღა იმდენად ნელა, რომ ადამიანებს არც ამ
ცვლილების შემჩნევა შეუძლიათ და არც მისი შემეცნება, მით უმეტეს, თუ
გავითვალისწინებთ იმ უზარმაზარ მანძილს, რომელიც სატურნს
გვაშორებს. აი, ყველაფერი, რაც, ხუმრობით თუ სერიოზულად, შეიძლება
ითქვას სატურნზე.
ეგეც არ იყოს, მთელს იმ ცვლილებას, რასაც განიცდიდა და, როგორც უკვე
ვიცით, დღესაც განიცდის დედამიწის გარშემოწერილობა, — უთუოდ უნდა
განიცდიდეს ყველა სხვა პლანეტაც, თუმცა თვითეულ მათგანზე ეს
ცვლილება იმდენად თვალსაჩინო როდია, როგორც, ვთქვათ, იუპიტერზე. ეს
ითქმის არა მარტო იმ პლანეტებზე, რომლებიც, დედამიწის მსგავსად, მზის
ირგვლივ ბრუნავენ, არამედ იმათზედაც, რომლებიც — ყველა საფუძველი
გვაქვს ასე ვიფიქროთ, — თვითეული ვარსკვლავის გარშემო უნდა
ბრუნავდნენ. ამიტომ ყველა პლანეტა, მას შემდეგ, რაც ამოიწურება მთელი
ის დრო, რომელიც დედამიწაზე საუბრისას მოვიხსენიეთ, თავის ორბიტას
მოსწყდება და ზოგი — მზეს, ზოგი კი სხვა ვარსკვლავებს დაენარცხება.
რაღა თქმა უნდა, ამ დაცემისას ხანძრის ალში დაინთქმებიან არა მარტო
ზოგიერთი არსებანი, ან მეტი წილი ცალკეული საგნებისა თუ
ქმნილებებისა, არამედ პირწმინდად წარიხოცებიან მათი გვარებიცა და
სახეებიც, რომლებიც დღეს არსებობენ დედამიწაზე და სხვა პლანეტებზე.
სწორედ ამას, ან დაახლოებით რაღაც ამგვარს გულისხმობდნენ ბერძენი და
არა მარტო: ბერძენი ფილოსოფოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, სამყარო
ცეცხლის ალში დაინთქმებაო. მაგრამ რაკიღა ვხედავთ, რომ მზეც თავისი
ღერძის გარშემო ბრუნავს და, მაშასადამე, სხვა ვარსკვლავებზე დაც ამასვე
უნდა ვფიქრობდეთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ, ადრე თუ გვიან, ერთიცა
და მეორენიც პლანეტებივით დაიმსხვრევიან, ხოლო მათი ალი მთელს
სამყაროში გაიფანტება და განქარდება. ამრიგად, ციურ სხეულთა წრიული
მოძრაობა, რომელიც დღეს. სამყაროული წესრიგის საფუძვლად და თვით
სამყაროს არსებობის წყაროდ თუ აუცილებელ პირობად გვევლინება,
დროთა ვითარებაში თვითონვე იქცევა ამ წესრიგისა და ამავე სამყაროს
განადგურების მიზეზად.
მკითხველთა ლიგა

198
როდესაც დაიღუპებიან პლანეტები, დედამიწა, მზე, ვარსკვლავები, მაგრამ
არა მათი შემადგენელი მატერია, ძველი სამყაროს ნანგრევებიდან
წარმოიქმნებიან ახალი ქმნილებები, ახალი გვარები და სახეები, მატერიის
მარადიულ ძალთა ქმედითობის შედეგად აღმოცენდებიან საგანთა ახალი
წესრიგნი და ახალი სამყაროები. მაგრამ ამ წესრიგთა და სამყაროთა
თვისებებზე, ისევე როგორც თვისებებზე ყველა იმ წესრიგისა თუ
სამყაროისა, რომლებიც არსებობენ უხსოვარ წარსულში, ან იარსებებენ
შორეულ მომავალში, ჩვენ ვარაუდის გამოთქმაც კი არ შეგვიძლია.

მკითხველთა ლიგა

199
დღიურებიდან
მშვენიერება კი არა, არამედ ჭეშმარიტება, ანუ ყოველგვარი ბუნების
მიბაძვა, — აი, ნატიფ ხელოვნებათა მიზანი.209 ეს მიზანი რომ მშვენიერება
იყოს, მაშინ ჩვენთვის უფრო მეტად მოსაწონი იქნებოდა ის, რაც უფრო
მშვენიერია, და ასე შემდეგ, თვით მეტაფიზიკურ მშვენიერებამდე,
რომელიც ხელოვნებაში არამცთუ არ მოგვწონს, არამედ ზიზღსაც კი იწვევს.
ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ეს მშვენიერება საკუთრივ ბუნების
ფარგლებში რჩება. აქედან გამომდინარე, ტკბობას, რომელსაც ნატიფი
ხელოვნებანი გეანიჭებენ, ბუნებისადმი მიბაძვა უდევს საფუძვლად,
ვინაიდან მართლაც რომ არსებობდეს მშვენიერება თავისთავად, მაშინ,
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უფრო მეტად მოგვეწონებოდა ის, რაც უფრო
მშვენიერია; ასე მაგალითად, იდეალური სამყაროს მშვენიერების აღწერა
უფრო მეტ სიამოვნებას მოგვანიჭებდა, ვიდრე ჩვენი სამყაროისა. ხოლო
იმას, რომ თვით ბუნებისეული მშვენიერებაც კი არ გახლავთ ნატიფ
ხელოვნებათა ერთადერთი მიზანი, თვალნათლივ გვიმოწმებს ყველა დიდი
პოეტი, უწინარეს ყოვლისა კი — ჰომეროსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა
ჭეშმარიტი პოეტი ეცდებოდა ყველაზე დიდი მშვენიერება დაეძებნა
ბუნებაში, მაშინ როდესაც ჰომეროსმა გაცილებით უფრო ნაკლები
მშვენიერებით შემოსა აქილევსი, ვიდრე შეეძლო შეემოსა, ისევე, როგორც
ღმერთები და სხვ. მაშინ ანაკრეონტი უფრო დიდი პოეტი იქნებოდა, ვიდრე
ჰომეროსი და ა. შ. ჩვენ ვგრძნობთ, რომ აქილევსი უფრო მოგვწონს, ვიდრე
ენეასი და ა. შ. შეცდომა იქნებოდა, ვერგილიუსის პოემა ჰომეროსის ეპოსზე
უფრო დიდ ქმნილებად მიგვეჩნია და ა. შ. ხომ მახინჯია ვნებათა
მძვინვარება, სიკვდილი, გრიგალის ბობოქრობა და სხვა მისთანანი, მაგრამ
ჩვენ მაინც მოგვწონს, და ძალიანაც. მოგვწონს, მხოლოდ და მხოლოდ იმის
წყალობით, რომ სრულყოფილი ასახვა ჰპოვეს მიმბაძველობით

209
ხელოვნების, როგორც ბუნების მიბაძვის კონცეფცია დასრულებულ სახეს იღებს არისტოტელეს
„პოეტიკაში“, თუმცა მისი პირველსაწყისი პლატონიზმსა და, უფრო ადრე, პითაგორიზმშიაც იძებნება.

მკითხველთა ლიგა

200
ხელოვნებაში 210 და თუ პარინი,211 პოეზიაზე მსჯელობისას, მართალია,
როცა ამტკიცებს, რომ ადამიანისათვის ყველაზე მეტად საძულველია
მოწყენილობა,212 მაშასადამე, თვითეულ ჩვენგანს სიამოვნებას უნდა
ანიჭებდეს სიახლე, თუნდაც ეს უკანასკნელი თავისთავად მახინჯიც იყოს.
ტრაგედიის, კომედიის, სატირის საგანი სიმახინჯეა, ხოლო დავა იმის
თაობაზე, ეკუთვნიან თუ არა ისინი პოეზიას, მხოლოდ სიტყვების აზრზე
დავაა, მხოლოდ სიტყვიერი დუელია და სხვა არაფერი. საკმარისია ითქვას,
რომ ყველა პოეზიად მიიჩნევს მათ, კერძოდ, არისტოტელეც და
ჰორაციუსიც,213 და რომ მე, პოეზიაზე მსჯელობის დროს, ყოველთვის
ვგულისხმობ მის შემოსენებულ სახეებსაც.
ნატიფ ხელოვნებათა სრულყოფილება მშვენიერების ხარისხით კი არ
გაიზომება, არამედ მიბაძვის სისრულეს ხარისხით. მაგრამ თუ ყოველი
საგნის ჭეშმარიტი სრულყოფილება, არსებითად, სხვა არა არის რა, თუ არა
სრული შესატყვისობა ამ საგანსა და მის დანიშნულებას შორის, რაღა იქნება
მაშინ ნატიფ ხელოვნებათა დანიშნულება?
სარგებლობა არ არის პოეზიის მიზანი, თუმცა ის შეიძლება სასარგებლოც
იყოს. პოეტს შეუძლია განზრახაც კი ისწრაფოდეს იმისკენ, რომ
სარგებლობა მოუტანოს ხალხს და აღწევდეს კიდეც მიზანს (როგორც,
შესაძლოა, იქცეოდა თვით ჰომეროსიც), მაგრამ, ყოველივე ამის
მიუხედავად, სარგებლობა არ არის პოეზიის მიზანი. ასე მაგალითად, გლეხს
210
ამ ძველისძველ პრობლემას, რომელიც დასმულია ჯერ კიდევ არისტოტელეს „პოეტიკაში“,
თავისებურად წყვეტს პლუტარქე ქერონეელი (დაახლ. 50— 125); ბუნებრივი სიმახინჯე, რომელიც
ხელოვნების საგანი ხდება, მისი აზრით, შეუძლებელია მშვენიერებად იქცეს, მაგრამ მხატვრული
ოსტატობის წყალობით, რომელიც ხელოვნური მიბაძვის განუყოფელ ელემენტად გვევლინება,
სიმახინჯე თავისებურად გარდაიქმნება და ხელოვნების ქმნილება ერთგვარი მეორეული, ანუ
„არეკლილი“ მშვენიერების ილუზორულ განცდას იწვევს (იხ. გ. გილბერტი და 3. კუნი, ესთეტიკის
ისტორია, მოსკოვი, 1960, გვ. 122).
211
პრინი ჯუზეპე (1729—1799) იტალიელი პოეტი, კრიტიკოსი და ბუბლიცისტი, დიდხანს კითხულობდა
ორატორული ხელოვნების კურსს მილანის უმაღლეს სასწავლებლებში.
212
„ჩვენს სულს, რომელსაც უპირატესად მოქმედება და მოძრაობა უყვარს, ყველაზე მეტად ეშინია
მოწყენილობის. ამიტომაცაა, რომ სიამოვნებით ეძლევა ყოველნაირ საგანსა თუ საქმიანობას, რასაც
შეუძლია ისე შესძრას და ააღევოს, რომ არა ავნოს რა, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა არაფერს უფრთხ ს და
არც არაფრის შიში არა აქვს, ის სიამოვნებას იღებს როგორც მხიარული, ისე სევდიანი სანახაობისგანაც“
(პარინი, „მეორე მსჯელობა პოეზიაზე“).
213
იგულისხმება არისტოტელეს „პოეტიკა“ და ჰორაციუსის „პოეტური ხელოვნებისათვის“.
მკითხველთა ლიგა

201
შეუძლია ნაჯახით გაჩიჩქნოს მიწა და თესლი ჩაყაროს შიგ, ან აჩეხოს
სიმინდის ყანა, მაგრამ ეს სრულადაც არ ნიშნავს იმას, რომ ნაჯახი სახნისად
ან ნამგლადაა გამოსადეგი. პოეზია შეიძლება მხოლოდ არაპირდაპირ იყოს
სასარგებლო, ისევე როგორც ნაჯახს: შეუძლია აჭრას სიმინდი და, ამრიგად,
ნამგლის მაგივრობა გასწიოს; მაგრამ სარგებლობა არ არის პოეზიის
ბუნებრივი მიზანი, რომლის გარეშეც ვერ იარსებებდა, როგორც ვერ
იარსებებდა იმ შემთხვევაში, სიამოვნებას რომ არ გვანიჭებდეს, რადგან
მხოლოდ სიამოვნებაა პოეზიის ბუნებრივი დანიშნულება.214

214
ლეოპარდის ამ ფრაგმენტში აშკარად იგრძნობა იმანუილ კანტის ესთეტიკური მოძღვრების გავლენა,
მოძღვრებისა, რომლის ერთ-ერთ ცენტრალურ მომენტადაც ე. წ. უანგარო, დაუინტერესებული, ანუ
წმინდა სიამოვნებისა და ანგარებანარევი სიამოვნების ცნება გვევლინება. ინგლისელი ესთეტიკოსები
გილბერტი და კუ ნი წერენ: „ჩვენ ზოგჯერ განვიცდით წმინდა სიამოვნებას, რომელსაც არ ურევია
არავითარი ანგარება. ჩვეულებრივ, სიამოვნებას წინ უსწრებს სურვილი, გულისთქმა, მოთხოვნილება.
მაგრამ ის მოთხოვნილებანი, რასაც განიცდის ადამიანი ცხოველური სამყაროს დანარჩენ
წარმომადგენელთა მსგავსად, ისევე როგორც ცხოველური სამყაროს მძლავრი ინსტინქტები აიხსნება
ორგანიზმის საპასუხო რეაქციით მისი გარემომცველი სინამდვილის მიმართ. ადამიანის
მოთხოვნილებანი, იმდენად, რამდენადაც ის ეკუთვნის ცხოველთა სამყაროს, ბუნებრივ მიზეზად
გვევლინებიან და გარდუვალად იწვევენ ბუნებრივ შედეგებს. ამ შემთხვევაში დაკმაყოფილება წმინდა
სიამოვნებად ვერ ჩაითვლება. ასე მაგალითად, სიამოვნება, რასაც გვანიჭებს ჭამა, როცა მშივრები ვართ,
მიზეზთა და შედეგთა მწკრივით განისაზღვრება. სიამოვნება, რასაც გვანიჭებს ფორმის განცდა —
ლამაზად გაშლილი სუფრის ჭვრეტა — შეიძლება მიჩნეულ იქნას უანგარო სიამოვნებად, ანუ ფორმით
წმინდა ტკბობად. სიამოვნება, რომელიც მგრძნობელობას უკავშირდება, ცხოველური და ამიტომ
ანგარებიანი სიამოვნებაა. პირიქით, მშვენიერი სხეულის რიტმიკისა და პლასტიკის ჭვრეტით
გამოწვეული ტკბობა თავისუფალი, წმინდა იქნება. კანტი ამბობს, რომ უანგარო სიამოვნება,
„მიდრეკილების ინტერესი“, არას დაგიდევს საგნის რეალურ არსებობას, მაშინ როდესაც ანგარებიანი
სურვილი ფლობასა და დაკმაყოფილებას მიელტვის... ტკბობა, რასაც ჩვენ გვანიჭებს, ვთქვათ, ბერძნული
ლარნაკის ჭვრეტა, იმ ლარნაკის შეძენის სურვილით კი არ უნდა იყოს გამოწვეული, არამედ გონებრივი
პროცესით, გრძნობების თამაშით, რომლებიც გვაღელვებენ და სიხა– რულით გვავსებენ, ლარნაკის
ჭვრეტისას. „მშვენიერებაზე მსჯელობა, რომელსაც ერევა თუნდაც სულ მცირე ინტერესი, უკვე აღარ არის
გემოვნების წმინდა მსჯელობა“ („ესთეტიკის ისტორია“, გვ. 353—354). ხელოვნების ქმნილებებითა და,
საერთოდ, ხელოვნებით მონიჭებულ სიამოვნებას კანტი განიხილავს როგორც წმინდა, უანგარო,
თავისუფალსა და დაუინტერესებელ სიამოვნებას.

მკითხველთა ლიგა

202
ნატიფ ხელოვნებათა სისტემა
მიზანი - ტკბობა; მეორეული მიზანი (ხანდახან) — სარგებლობა; საგანი და
მიზნის მიღწევის საშუალება — ბუნების, და არა უცილობლად მშვენიერების
მიბაძვა; პირველმიზეზი იმისა, რომ ამ საგანმა, ან ამ საშუალებამ შეიძლება.
მიზანს მიაღწიოს — განცვიფრება. ყოველივე განსაცვიფრებლის
ზემოქმედების ძალა და მისკენ სწრაფვის სურვილი, ბუნებით, ნიშნულია
ადამიანისათვის; ჩვენი მიდრეკილება — გვწამდეს და ვენდობოდეთ
განსაცვიფრებელს.215 განცვიფრებას იწვევს მშვენიერებისა თუ ყოველივე
იმის მიბაძვა, რაც ჭეშმარიტად არსებულია, ან შეიძლება არსებობდეს.
აქედან — ტრაგედიით და სხვ. ტკბობა, რასაც გვანიჭებს არა უშუალოდ
მისაბაძი ნიმუში, არამედ თვითონ მიბაძვა, რომელიც იწვევს განცვიფრებას.
მეორეხარისხოვანი და მიბაძვის სხვადასხვა საგანთან დაკავშირებული
მიზეზები — მშვენიერება, აღზრდა, ყურადღება იმის მიმართ, რასაც
ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვამჩნევთ. პირველმიზეზი ტკბობისა, რასაც
მიბაძვა და სხვ. გვანიჭებს, აგრეთვე სიამოვნებისა, რასაც ნატიფი
ხელოვნებანი გვაგრძნობინებენ, — ადამიანის ბუნებრივი შიში
მოწყენილობისა და სევდის წინაშე. ამ შიშის მიზეზთა ძიება და ა. შ. ნატიფ
ხელოვნებათა ნაკლისა თუ ზადის მიზეზი — შეუსაბამობა, შეუფერებლობა,
ყოველგვარი უადგილობა. სწორედ ამაზე დაიყვანება (მათი მტკიცების
საპირისპიროდ, ვისაც ჰგონია, თითქოს ამგვარ ნაკლს მხოლოდ ის
გარემოება განაპირობებს, რომ ხელოვნების ერთადერთ საგნად
მშვენიერება გვევლინება) ყველა იმნაირი ზადი თუ ხარვეზი, როგორიცაა,
მაგალითად, სიმდაბლე, სიმახინჯე, სიურცხვე, სისასტიკე, სიბინძურე და
სხვა მისთანანი, რომლებიც მართებულად გამოხატულნი და თავ-თავიანთ
ადგილას გამოყენებულნი, სრულიადაც არა სტოვებენ ნაკლოვანებისა თუ

215
თავისი „დღიურების“ სხვა ადგილას ლეოპარდი წერს: „განსაცვიფრებელი და უჩვეულო სასიამოვნოა,
თუმცაღა მისი განსაკუთრებული თვისება სასიამოვნო საგანთა არცერთ გვარს არ მიეკუთვნება. სული
ყოველთვის სიამოვნებას განიცდის, როცა სავსეა (მხოლოდ არა ტკივილით) და ყოველგვარი ცოცხალი
და სრული განყენება მისთვის თავისთავად არის სიამოვნება, ისევე როგორც დას. ვენება შრომის შემდეგ
სასიამოვნოა ჩვენთვის. საქმე ისაა, რომ ამნაირი განყენება სურვილებისაგან განთავისუფლებაა და
დასვენება. ოპიუმით გამოწვეული გარინდებისა არ იყოს (რაც, ამასთანავე, ჭეშმარიტ უბედურებათა
დავიწყების საშუალებასაც იძლევა), სასიამოვნოა ის გარინდება, რასაც განცვიფრება, სიახლე,
უჩვეულობა იწვევს“.

მკითხველთა ლიგა

203
მანკიერების შთაბეჭდილებას, პირიქით, სიამოვნებას გვანიჭებენ და,
მიბაძვის წყალობით, ჩვენს განცვიფრებას იწვევენ: და მხოლოდ მაშინ,
როცა უადგილოდ არიან ნახმარი, უდაო ნაკლად აღიქმებიან ჩვენს მიერ,
როგორც მაგალითად, ანაკრეონტიკაში — კიკლოპის ფიგურა, ეპიურ
პოეზიაში (უპირატესად) — მახინჯის ფიგურა და ა. შ... მიბაძვა განიტოტება
და განიყოფება ნატიფ ხელოვნებათა სხვადასხვა საგნისა თუ დარგის
მიხედვით, როგორც, მაგალითად, პოეზიის სხვადასხვა გვარისა,
რომელთაგანაც თვითეული მით უფრო ღირსეულია და კეთილშობილური,
რაც უფრო ღირსეულია მისი საგანი, რის გამოც ის გვარი, რომლის საგნადაც
სიმახინჯე გვევლინება, ნაკლებად ფასეულია და ვერ შეედრება, ვთქვათ,
ეპიურ პოემას, თუმცა, ასეა თუ ისე, მაინც პოეზიის გვარად ითვლება, რაკიღა
მიბაძვის გზით განცვიფრებას იწვევს და სიამოვნებას გვანიჭებს.
ორმაგი ეჭვი აღმეძვრის ხოლმე სულში ნატიფი ხელოვნების სხვადასხვა
დარგთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, შეუძლია თუ არა ხალხს ჩვენს დროში,
ხელოვნების ნაწარმოებთა მსაჯული იყოს? და მეორეც, შეიძლება თუ არა,
რომ მშვენიერების პირველსახე თვით ბუნებაში გვეგულებოდეს და
ადამიანთა შეხედულებებსა თუ ჩვეულებებზე დამოკიდებულად არ
ვთვლიდეთ, რომლებიც შეადგენენ ჩვენს ბუნებას ? თუ პირველ კითხვასთან
დაკავშირებით რაიმე საგულისხმო აზრი დამებადა თავში, ალბათ, ოდესმე
ჩავიწერ; რაც შეეხება მეორეს, მინდა მოგახსენოთ შემდეგი: ამა თუ იმ საგნის
შესატყვისი და შესაბამისი ჩვენ გვგონია მხოლოდ ის (მთელი მშვენიერება
კი, შეიძლება ითქვას, სხვა არა არის რა, თუ არა შესაბამისობა), რასაც,
ჩვეულებრივ, ვხედავთ მასში, და პირიქით, შეუსაბამო — ის, და ა. შ.
ამიტომაც მშვენივრად მივიჩნევთ მხოლოდ იმას, რაც ამას და ამას შეიცავს,
მახინჯად, ანუ ნაკლის მქონედ და მანკიერად კი იმას, რაც მას არ შეიცავს.
ასე მაგალითად, ჩვენ მახინჯი გვეჩვენება ამა თუ იმ ჯიშის ძაღლების
გარეგნობა, როცა მათ მოჭრილი აქვთ ყურები და ა. შ. მოდის ძალმოსილება
იმ მხრივ, რაც ეხება ქალების სილამაზეს და მომხიბვლელობას და ა. შ.
ჩემის აზრით, ბუნებაში არსებობს მხოლოდ მშვენიერების ესკიზი, ვთქვათ,
ჰარმონიის, თანაბარზომიერების და სხვათა და სხვათა, მოკლედ, ის, რაც
განუყრელი უნდა იყოს ყოველი მშვენიერი საგნისაგან, როცა მას აშუქებს
მხოლოდ ბუნებრივი ნათელი.

მკითხველთა ლიგა

204
რაც შეეხება მისი მშვენების უფრო მკვეთრად წარმოჩენას, შუქ-ჩრდილის
თამაშით მის შემკობას და ა. შ., — ყოველივე ეს მხოლოდ ჩვენს
შეხედულებებზეა დამოკიდებული. ამ აზრის დასტურად შეიძლებოდა
მოგვეხმო ურიცხვი სხვადასხვა მაგალითი, რომლებსაც მე ორად ვაჯგუფებ:
პირველი ჯგუფის მაგალიები გვიმოწმებენ აზრთა სხვადასხვაობას
ბუნებრივ საგნებთან დაკავშირებით, მეორისა კი მიბაძვის, ანუ ნატიფ
ხელოვნებათა სხვადასხვა დარგის საგნებთან მიმართებით ცხადყოფენ
ამას.
ბეკონ ვერულამელი216 ამბობს, სულის ყველა უნარი, რომელიც ხელოვნურ
ჩვევამდე დაიყვანება, უნაყოფო ხდებაო. ვეცდები მოკლედ განვმარტო ეს
სავსებით მართალი აზრი, რომელსაც, კერძოდ პოეზიას მივუსადაგებ.
უნაყოფო ხდება ყველა უნარი, როცა ისინი ხელოვნურ გაწაფულობად
იქცევიან, ესე იგი, როცა ადამიანები ვეღარ პოულობენ ვერაფერს მათ
გასაღრმავებლად და გასავითარებლად, როგორც პოულობდნენ ადრე,
როცა ჯერ კიდევ არ გააჩნდათ არც დასრულებული ფორმა, არც სახელი და
არც საკუთარი წესები. ტორკვატო ტასოს თქმისა არ იყოს, ჩემს
მეხსიერებაში იკვეთება ამ უნაყოფობის ამსახველი და განმსაზღვრელი
ოთხი მიზეზი. ჯერ ერთი, კაციშვილი არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ
დახვეწოს კიდევ უფრო მეტად თავისი უნარი, როცა ის უკვე ჩამოყალიბდა,
დასრულებული სახე მიიღო, განმტკიცდა და როცა თვით ამ უნარის
მფლობელს სრულყოფილი ჰგონია იგი. ამიტომ ყველა სჯერდება
მიღწეულს და გულდამშვიდებით ფიქრობს, რომ თავი ქუდში აქვს. მაგრამ ეს
მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როცა ბუნებრივი უნარი ხელოვნურ
გაწაფულობად იქცევა, რადგანაც ყველა, ვისაც მისი სრულყოფა უცდია,
თავს იმტვრევდა იმაზე, თუ როგორ გაეღრმავებინა და გაემდიდრებინა იგი,
ვინაიდან ჯერ კიდევ არავის დაეჯილდოვებინა თვითონ ის — ხელოვანის,
ხოლო მისი უნირი — ხელოვნების სახელით. ხოლო როცა ის, ბოლოს და
ბოლოს, იღებს ამ ჯილდოს, ასე ჰგონია, რომ ვეღარაფერს მიუატებს თავის
უნარს, თუნდაც ეს უკანასკნელი ოდნავადაც არ გაზრდილიყოს. მეორეც (ეს

216
ბეკონ ვერულამელი — ფრენსის ბეკონი (1561-1626) დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი. ლეოპარდის
მოაქვს მისი სიტყვები ცნობილი იტალიელი პოეტისა და მეცნიერის ჯოვანი ვინჩენცო გრაფინას (1664—
1718) თხზულებიდან „ტრაგედიისათვის“ (1715).

მკითხველთა ლიგა

205
მიზეზი უპირატესად პოეზიას ეხება), იმათი უმრავლესობა, ან თითქმის
მთელი ბრბო იმ ხალხისა, ვისაც პოეზია გაუხდია თავის ხელობად (თუმცა
შეიძლება დაახლოებით იგივე ითქვას სხვა ხელოვნების მიმდევრებზედაც),
ვერ ბედავს ვერც ერთი დადგენილი წესის დარღვევას, ეშინია, თუნდაც ერთი
ნაბიჯით გადაუხვიოს წინამორბედთა მიერ გაკვალულ გზას, რადგანაც
ნამდვილი ასოკირკიტასავით ფიქრობს, რომ ვერც ერთ ბწკარს ვერ დაწერს,
თუკი ზემოხსენებულ წესებს არ დაიცავს. ერთის - სიტყვით, ეს მეორე
მიზეზი გახლავთ პედანტიზმი. მესამე მიზეზი, რომელიც უპირატესად
ნიშნეულია გონიერი, ჭკუადამჯდარი და, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით
მაღალნიჭიერი ხალხისთვისაც, არსებითად, სხვა არა არის რა, თუ არა
ჩვეულება, რასაც ვერცერთი ვერ აღწევს თავს, სულ ერთია, საკუთარ
ჩვეულებას ეხება საქმე თუ სხვისას. საკუთარს — იმიტომ, რომ, რაკიღა
შეეჩვევიან გამუდმებით ერთი და იმავე ხასიათის ლექსები, ტრაგედიები და
ა. შ. წერონ, ისმინონ და იკითხონ, უკვე აღარ შეუძლიათ სხვაგვარად წერა,
მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ცრურწმენით არ არიან შებოჭილნი და
ხელ-ფეხ შეკრულნი, სხვისას — იმიტომ, რომ ვერ ბედავენ დაკანონებული
ჩვეულების დარღვევას, და თუმცა წინასწარ აკვიატებულ აზრებს როდი
ემონებიან, მაგრამ ლექსის წერისას მაინც შიშობენ, ვაითუ თავხედობაში
ჩამოგვართვან, თუ დღემდე არნახული და არგაგონილი ჩანაფიქრის
ხორცშესხმას მოვინდომებთო, დრამის დაწერას ან სცენაზე დადგმას რომ
დააპირებენ, მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვთ: თუ მხოლოდ ჩვენი
წარმოსახვის ჟინიან თამაშს ავყვებით და უარს ვიტყვით ჩვეულ ფორმებზე,
მასხრად აგვიგდებენ და სიცილს დაგვაყრიანო. ეპიური პოემის წერისას
ფიქრობენ და არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობენ, რომ თუ ფორმის ძიებისას
გატკეპნილ გზას გადაუხვიეს, სახელწოდების თვითნებურ შეცვლასა და
ლამის ყალბისმქმნელობაში დასდებენ ბრალს, რადგანაც არავინ აღიარებს
ეპიურ პოემად იმას, რაც ასე თუ ისე განსხვავდება მისი საყოველთაოდ
აღიარებული ფორმისაგან. მართლაცდა, თუ ვინმე თავის ქმნილებას
ტრაგედიას დაარქმევს, პუბლიკა მოელის იმას, რაც, ჩვეულებრივ, ამ
სახელით აღინიშნება, და თუ ამის ნაცვლად სულ სხვა რამ შესთავაზეს,
გამკილავ სიცილს მოჰყვება და, კაცმა რომ თქვას, — არცთუ უმიზეზოდ.

მკითხველთა ლიგა

206
ჩვენი დროის ნამდვილი უბედურება ისაა, რომ პოეზია უკვე ხელოვნურ
გაწაფულობად იქცა, და თუ გსურს ჭეშმარიტად ორიგინალური იყო,
თამამად უნდა დაარღვიო და დაამსხვრიო დაკანონებული წესები,
ხელაღებით უარყო და უკუაგდო დრომოჭმული ფორმები, დახავსებული
ჩვეულებები, მაგრამ რაკი ამ წესებს უკვე მოქალაქეობის უფლება აქვთ
მოპოვებული, ეს სითამამე ძალიან ძვირად დაუჯდება ყველას, ასე რომ,
თვით ბრძენკაცსაც კი აღარ ჰყოფნის გამბედაობა და, ღმერთმანი, ვერც
გაამტყუნებ. რადგანაც ჩვეულებებს განსაკუთრებულ პატივს უნდა ვცემდეთ
ყველაფერში, რაც, პოეზიისა არ იყოს, ხალხისათვის იქმნება, და არ
შეიძლება ხალხის მოტყუება ყალბი და თვითნებურად შერქმეული თუ
გადარქმეული სახელებით. თუმცა ისიც მართებული იქნებოდა, რომ
ლექსისთვის სულაც არ დაგვერქმია სახელი, თუკი პოეზიის ჩვენთვის
ცნობილ ვერც ერთ ჟანრს ვერ დავესესხებოდით მას, მაგრამ საამისოდ
საჭიროა სიმამაცე, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე როდი გვხვდება, ისევე
როგორც მრავალი არსებითი და არა უმნიშვნელო, ან წარმოსახვითი
დაბრკოლებისა თუ წინააღმდეგობის დაძლევის უნარი. მეოთხე — ყველაზე
ძლიერი, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი შემდეგი გახლავთ: თვით
ჭეშმარიტმა პოეტმაც რომ გადაწყვიტოს ზურგი აქციოს გარედან
შეთვისებულ ყველა იდეას, ხელი აიღოს ყველა ჩვეულ ფორმაზე, არავითარ
პირობითობას აღარ გაუწიოს ანგარიში და ისე დაიწყოს ლექსების თხზვა,
როგორც თვითონ ეპრიანება, ისიც კი ვერ იქნება ჭეშმარიტად
ორიგინალური, ან იმდენად ორიგინალური მაინც, როგორიც იყვნენ ძველი
პოეტები, ვინაიდან ყოველ წამს, თავისდა შეუმჩნევლად, თავისდა
განსაცვიფრებლად და გასამმაგებლად, ხელახლა მოეხვევა თავს იგივე
ფორმები, იგივე ხერხები, იგივე საშუალებები, იგივე წესები, იგივე სახეები,
იგივე პოეტური ქანრები და ა. შ. ასე, დამშრალი ნაკადულის კალაპოტში
მიშვებული მეორე ნაკადული, რამდენიც უნდა ეცადო გადაუღობო ან
გაუმრუდო გზა, მაინც დაჟინებით მიიწევს ძველი სადინარისაკენ, რათა
ერთხელ და სამუდამოდ გაკვალული გზით განაგრძოს დენა. რა თქმა უნდა,
ბუნება თვითონვე გვთავაზობს ახალ-ახალსა და ერთმანეთისაგან
განსხვავებულ იდეებს, და ერთმა პოეტმა საერთოდ რომ არ იცოდეს მეორე,
ალბათ, არც მოიძებნებოდა ერთნაირი ნაწარმოებების შემქმნელი ორი
პოეტი, ვინაიდან ეს შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ შემთხვევით,
შემთხვევა კი, როგორც ამას თვალნათლივ ხედავს ყველა, არც ისე ხშირად
უწყობს ხელს ამნაირ დამთხვევებს. მკითხველთა ლიგა

207
ამიტომ, როცა ნიმუში ცოტა იყო, ან საერთოდ არ იყო, ესქილე, მაგალითად,
თვითონვე იგონებდა ტრაგედიის ხან ერთსა და ხან მეორე სახეს, და რაკი
არც დაკანონებული ფორმებითა თუ ტრადიციული წესებით გახლდათ
შეზღუდული, მხოლოდ თავის ბუნებას მისდევდა, მხოლოდ თავის
გულისხმას უგდებდა ყურს და ყოველი ახალი ნაწარმოების შექმნისას
თვითნებურად იცვლიდა ფორმას.217 ასე, ჰომეროსიც, თავისი პოემების
თხზვისას, თავისთავად დაეხეტებოდა წარმოსახვის უკიდეგანო ტრამალზე
და ხარბად ისრუტავდა ყველაფერს, რაც კი მოეპრიანებოდა, ვინაიდან
ყველაფერი ჭეშმარიტად თვალწინა ჰქონდა, და მთელი სინამდვილე
თითქოს ხელისგულზე ედო, რაკიღა წინამორბედთა მიერ შექმნილი
სახეები როდი უხშობდნენ და უბინდავდნენ მზერას. ამრიგად, ძველი
პოეტები თითქმის ძალაუნებურად უნდა ყოფილიყვნენ და იყვნენ კიდევაც
ორიგინალურნი, და თუ ხანდახან მაინც ერთმანეთს ჰგავდნენ, ეს აიხსნება
მხოლოდ შემთხვევითობით. დღეს კი, როცა ლამის წაგვლეკოს
ჩვეულებების, ფორმებისა თუ კანონების სიმრავლემ, როცა ამდენია ცოდნა,
განსაზღვრება, გამოცდილება, როცა ამდენს კითხულობენ და ა. შ., პოეტი,
კიდევაც რომ არ უნდოდეს გატკეპნილი გზით სიარული, ძალაუნებურად
უბრუნდება მას, და რაკი ბუნება უკვე აღარ მოქმედებს დამოუკიდებლად და

217
ესქილეს (525— 455 ძვ. წ. ა.) ლეოპარდისეულ შეფასებას მთლიანად იზი– ბრებს
თანამედროვე მეცნიერებაც. ცნობილი რუსი ელინისტი პიოტროვსკი თავის წერილში „ესქილეს
ტრაგიკული თეატრი“ (იხ. წიგნში — ესქილე, ტრაგედიები, მოსკოვი-ლენინგრადი, 1937, გვ. X X
II) წერს: „სტილისტური განსხვავება ესქილეს ჩვენამდე მოღწეული ტრაგედიებიდან უძველეს
„სპარსელებსა“ (დაიდგა 472 წ.) და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შექმნილ „ორესტეას“ (458
წ.). შორის ძალზე დიდია. ის გარემოება, რომ „სპარსელები“ შექმნილია ორმოცდაათ წელს
გადაბიჯებული პოეტის მიერ, გვიჩვენებს, თუ რა დაძაბულად - ხვეწდა უკვე ხანში შესული
ესქილე თავის ხელოვნებას და რაოდენ გრძელი შემოქმე– დებითი გზა უნდა გაევლო ჯერ კიდევ
„სპარსელებამდე“. ეს გზა მიემართებოდა დეკორაციული ლირიკულ-ეპიური ქმედებიდან
დრამის განვითარებული ხელოვნებისაკენ. ამ აზრით, ესქილეს პოეტური ღვაწლი ჩვენ
წარმოგვიდგება ტი– ტანურ შრომად, კაცობრიობის ისტორიაში დრამის, როგორც ხელოვნების
ახალი სახის შექმნის პირველ ცდად. ესქილეს ამ შემოქმედებითი როლის შესახებ მოკლედ და
სხარტად ლაპარაკობს არისტოტელე თავის „პოეტიკაში“. „ესქილემ ერთიდან ორამდე გაზარდა
მსახიობების რიცხვი, შეამცირა ქოროს მნიშვნელო და უპირატესობა მიანიჭა დიალოგს“ — ეს
ნიშნავს, რომ მან შექმნა დრამა იმისაგან, რაც ჯერ კიდევ არ იყო დრამა“ (იხ. აგრეთვე იქვე, გვ. X
X II — IIVIII).

მკითხველთა ლიგა

208
თავისთავად, პოეტის სულზე უცილობელსა და გარდუვალ ზემოქმედებას
ახდენენ შეძენილი თუ შეთვისებული იდეები, რომლებიც ზღუდავენ
ბუნების ძალმოსილებას და აჩლუნგებენ წარმოსახვის ძალას, რომელიც,
ასე რომ არ იყოს საქმე, წინამორბედ პოეტთა მთელი სიმრავლის
მიუხედავად, თავისთავად, ბუნებრივად და ძალდაუტანებლად (მე
ვგულისხმობ ჭეშმარიტი პოეტის წარმოსახვას) დღესაც კი აღმოაჩენდა ბევრ
ისეთ რასმე, რასაც ჯერ კიდევ არავინ არ შეხებია, ან სხვანაირად შეხებია და
ა. შ.
სასაცილოს გვიხატავდნენ როგორც ძველი, ისე თანამედროვე კომიკოსებიც.
ძველ ავტორებში მე ვგულისხმობ ბერძნებსაც და რომაელებსაც, —
ლუკიანე218 და სხვ., თანამედროვეებში კი უპირატესად ფრანგებს. მაგრამ ამ
ორ გამოხატულებას შორის უზარმაზარი განსხვავებაა, რომელიც ადვილი
გამოსაცნობია და თვალში საცემი. მაგრამ თუ გამოვიკვლევთ და
განვსაზღვრავთ მას, ამ განსხვავების არსი, ჩემის აზრით, შემდეგნაირად
წარმოგვიჩნდება: ძველი ავტორებისათვის სასაცილო თვით საგნებშივე იყო
მოცემული, თანამედროვე კომიკოსებისთვის კი—სიტყვებში
(თანამედროვეებად მე ვთვლი ყველაზე უახლესი კომედიების, სატირების
და სხვა მისთანათა ავტორებს, რადგანაც გოლდონისათვის,219 მაგალითად,
სრულიად უცხო როდი იყო ატიკური მახვილგონიერება, ისევე როგორც
ჩვენი ძველი კომიკოსების, ვთქვათ, ბერნისა220 და სხვათათვის, ძველი
დროის ფრანგი ავტორების, მაგალითად, ბუალოსა221 და მისი
თანამოკალმეებისაგან განსხვავებით). ძველ ავტორთა ქმნილებებში
სასაცილო ყოველთვის ხელშესახები იყო; მათ შეეძლოთ სრულყოფილად
გამოეხატათ და ჩვენს თვალწინ გაეცოცხლებინათ მისი ხორცშესხმული
ხატება, მაშინ როდესაც თანამედროვენი გვიხატავენ მხოლოდ მის ლანდსა
თუ აჩრდილს, გაცრეცილ კვამლსა თუ ნისლს. სასაცილო, რომელსაც
გვინატავდნენ ძველი კომიკოსები, მთლიანად გათქვეფილი იყო სიცილში,

218
ლუკიანე სამოსატელი (II ს. ჩვ. წ. ა.)—ცნობილი ბერძენი სატირიკოსი.
219
გოლდონი კარლო (1707—1793) — სახელგანთქმული იტალიელი დრამატურგი.
220
ბერნი ფრანჩესკო (დაახლ. 1497—1535) — ცნობილი იტალიელი პო– ეტი, ავტორი ეპიური პოემისა
„შეყვარებული როლანდი“.
221
ბუალო ნიკოლა (1636—1711) — ცნობილი ფრანგი პოეტი და ხელოვნების თეორეტიკოსი.

მკითხველთა ლიგა

209
მაშინ როდესაც თანამედროვეთა ქმნილებებში სიცილს უღიმღამო ღიმილი
ცვლის. სასაცილო ძველებისა მყარი იყო, ახლებისა მყიფეა და
მსწრაფლწარმავალი. ძველებისათვის ეს იყო გულიანი და გადამდები
სიცილის უშრეტი წყარო, ახლებისათვის — მხოლოდ წამიერი საბაბი.
ძველი ავტორების სასაცილო ხორცშესხმული იყო სახეებში, ხასიათებში,
შედარებებში, მოქმედების განვითარებაში, მოკლედ, საგნებში,
თანამედროვეებისა კი, ზოგადად რომ ვთქვათ, მოქცეულია სიტყვებში, და
მას საფუძვლად უდევს გამოთქმათა თავისებური წყობა, ორაზროვნება,
ნართაული მინიშნებები, სიტყვებისა და თვით ერთი სიტყვის
თვითმიზნური თამაში და ა. შ. გამორიცხეთ ნართაული მინიშნებები,
ჩამოაშორეთ ორაზროვნება, დაშალეთ და ახალი წყობით დააკავშირეთ
გამოთქმები, შეცვალეთ ერთი სიტყვა მეორით, და სასაცილო თვალსა და
ხელშუა გაქრება. პირიქით, სასაცილო ბერძენი და რომაელი ავტორებისა
ესოდენ მსუბუქ, ჰაეროვანსა და მოუხელთებელ გარსში როდია მოქცეული,
ის მყარია, თითქმის ნივთიერი და ხელშესახებად საგრძნობი.
მაგალითისათვის ავიღოთ ლუკიანე, როცა ის თავის „მხილებულ ზევსში“
პარკას222 თითისტარზე მატყლის ფთილებივით დაკიდებულ ღმერთებს
მეთევზის ანკესზე ჩამოკონწიალებულ ლიფსიტებს ადარებს. ბერძნები და
რომაელები უჩვეულო მახვილგონიერებით, ენამოსწრებულობითა და
გულუხვობით სთვაზობდნენ მკითხველს ამნაირ სახეებს; ისინი
პოულობდნენ სასაცილოს ისეთ იდუმალსა და თავანკარა წყაროებს, რომ
დღეს ამის დაჯერებაც კი გვიჭირს... სასაცილოს სიახლე სავსებით
ჩვეულებრივი რამ გახლდათ ძველი კომიკოსებისათვის, და ეს სიახლე მათი
კომიკური ტალანტის ძალით იყო განპირობებული. მაშინაც კი, როცა
ამნაირი სახეებით, შედარებებითა და სხვა მისთანებით არ ანებივრებდნენ
მკითხველს, მათი გამკილავი სიტყვა მაინც უფრო მკვეთრად საგრძნობი,
თითქმის ხელშესახებად განივთებული და გასაგნებული იყო, ვიდრე ჩვენი
თანამედროვე ავტორებისა. მაგრამ ბევრ ჩვენგანს და, მით უმეტეს
ფრანგების უმრავლესობას, შესაძლოა, — შესაძლოა კი არა, სწორედ ასეა, —
მეტისმეტად ტლანქი ეჩვენება. ის, რაც ოდესღაც ატიკური

222
პარკა — პარკები — რომაულ მითოლოგიაში იგივეა, რაც ბერძნული მოირები, ბედისწერის
ქალღმერთები.

მკითხველთა ლიგა

210
მახვილსიტყვაობის შნოდ და ლაზათად ითვლებოდა, და რაც ასე
მოსწონდათ ბერძნებს — ძველი დროის ამ ყველაზე განათლებულ ხალხს —
და რომაელებს. თუმცა, ვგონებ, დაახლოებით ისეთივე აზრისა იყო
ჰორაციუსიც, რომელიც დიდად როდი სწყალობდა პლავტუსის223-
რომაელთა შორის სიცილის ამ სანიმუშო ოსტატის — მხიარულ
ოხუნჯობებს; ალბათ, არცაა გასაკვირი, ვინაიდან ჰორაციუსის „სატირებისა“
და „ეპისტოლეებისათვის“ უცხოა ის ლაღი გონებამახვილობა, რაც
ახასიათებს ძველ ბერძენსა თუ რომაელ კომიკოსებს, თუმცა მისი
გონებამახვილობა, არც ისე დახვეწილია, როგორც ჩვენი
თანამედროვეებისა. დღეს პიროწმინდა მახვილსიტყვაობისა თუ
ენაკვიმატობის წყალობით თვით სასაცილოც კი უჩვეულოდ მჩატე გახდა,
წარმოუდგენლად დაიხვეწა, დაკნინდა, დათხელდა და დაილია, ასე რომ,
წყალ-წყალად და წყლად კი არა, მეტიც, ეთერად, ორთქლად, ნისლად იქცა.
თუმცა სწორედ ამნაირი სასაცილო ითვლება დღეს დახვეწილი გემოვნების,
კარგი ტონის, გასხეპილი თავაზიანობის უტყუარ ნიშნად, მაღალი
საზოგადოებისა თუ განათლებული ხალხის თავშექცევის ღირსად და
საკადრისად. ძველებურ კომედიებში სასაცილო უპირატესად
განპირობებული გახლდათ მოქმედებით, რომელიც სცენაზე უნდა
გაეთამაშებინათ გმირებს; აქ თვით მოქმედების განვითარება
გვევლინებოდა მახვილგონიერების, სიხალისის, სიცილის წყაროდ. ასეთია,
მაგალითად, ძველებური მახვილსიტყვაობის ნამდვილი მარგალტის —
მაფეის224 კომედიის „ცერემონიების“ ის ადგილი, სადაც ორაციო რის
ვაივაგლახით ცდილობს გადაძვრეს ფანჯრიდან, რათა თავი დააღწიოს მის
კარზე თავშეყრილი ხალხის მისალმებას. არსებობს კიდევ ერთი
განსხვავება სასაცილოს ძველებურსა და თანადროულ გამოხატულებებს
შორის: პირველი სასაცილოს ძირს ეძებდა ხალხის ყოველდღიურ
ცხოვრებაში და არა საზოგადოების უკიდურესად გაფაქიზებულ-
გააზიზებული ფენის ყოფაში, რომელიც, კაცმა რომ თქვას, მაშინ არც
არსებობდა ან, ყოველ შემთხვევაში, ისე დახვეწილი და რაფინირებული

223
პლავტუსი ტიტუს მაქციუს (დაახლ. 250—184 ძვ. წ. ა.) — რომაელი კომედიოგრაფი.
ჰორაციუსს არ მოსწონდა მისი კომიზმი (იხ. „პოეტური ხელოვნებისათვის“, 270—273).
224
მაფეი შიპიონე (1675—1755) — იტალიელი დრამატურგი.

მკითხველთა ლიგა

211
მაინც არ იყო, როგორც დღეს გახლავთ, მაშინ როდესაც მეორე (უპირატესად
ეს ეხება ფრანგებს) დაჟინებით ტრიალებს მაღალი საზოგადოების წრეში
და წამითაც არ ტოვებს ფუფუნების, სიმდიდრის, ქარაფშუტობის გარემოს.
ამიტომ ძველი კომიკოსების თვალით დანახული სასაცილო გაცილებით
უფრო ხორციელი, უფრო საგნობრივი, უფრო ნივთიერი იყო და იმ იარაღს
ჰგავდა, რომელსაც პირი არც ისე მაგრა აქვს ალესილი, მაგრამ სწორედ
ამიტომ უკეთა ძლებს და უფრო დიდხანს ემსახურება პატრონს, მაშინ
როდესაც პირბასრი ხანჯალი (ეს სიბასრე დროებასა და ხალხის ხასიათზეა
დამოკიდებული) სწრაფად ბლაგვდება, ჩლუნგდება და უბრალო ხალხი
ვეღარცა გრძნობს მის დარტყმას, ისევე როგორც პარსვისას პირველ წამს
ვერც კი ვგრძნობთ, როგორ გვისერავს ბასრი სამართებელი სახეს. ყველა
ხელოვნება ბუნებას ბაძავს და ბუნებასვე გამოხატავს, საიდანაც დასაბამს
იღებს გრძნობელობა: მუსიკა კი მხოლოდ გრძნობასა ბაძავს და გრძნობასვე
გამოხატავს, ხოლო ამ გრძნობას ბუნებისგან კი არ იღებს, არამედ თავისივე
თავისაგან. აი, რატომ ამბობს დე სტალი 225(„კორინა“, წიგნი 9, თავი 2):
„ნატიფ ხელოვნებათაგან ყველაზე უშუალოდ სწორედ მუსიკა მოქმედებს
სულზე. დანარჩენები ამა თუ იმ იდეის მიმართ მიაქცევენ მას; მხოლოდ
მუსიკა მიიქცევა ჩვენი არსებობის ყველაზე იდუმალი, ყველაზე
ცხოველმყოფელი წყაროს მიმართ და მთლიანად ცვლის ჩვენს შინაგან
განწყობილებას“.
სიტყვას პოეზიაში და ა. შ. არ შეუძლია ასე ძალუმად გამოხატოს გრძნობის
უსაზღვროება და უსასრულობა, რადგანაც ის დაკავშირებულია საგნებთან
და სწორედ ამიტომ ახდენს ყოველთვისმეორეულ, არა ესოდენ უშუალო“
შთაბეჭდილებას; ვინაიდან სიტყვებს, ისევე როგორც ნიშნებსა და
ფერწერულსა თუ სკულპტურულ სახეებს გარკვეული და სასრული
მნიშვნელობა აქვთ. ამ მხრივ, არქიტექტურა ცოტათი მაინც უახლოვდება
მუსიკას, მაგრამ არ გააჩნია ზემოქმედების ისეთივე მყისიერება და
უშუალობა.
ძველი პოეტები და მხატვრები, უწინარეს ყოვლისა, ბერძნები, განუხრელად
იცავდნენ ერთ წესს: უცილობლად უფრო მეტ საფიქრალს უტოვებდნენ

225
დესტალი მადამ (1766—1817) — ცნობილი ფრანგი მწერალი ქალი.

მკითხველთა ლიგა

212
მსმენელსა თუ მაყურებელს, ვიდრე თვითონვე უშუალოდ გამოხატავდნენ...
ამის მიზეზი სხვა არა არის რა, თუ არა სისადავე და უბრალოება, რომელთა
წყალობითაც ისინი არას დაგიდევდნენ წვრილმანებს, ჩვენი თანამედროვე
მწერლებისგან განსხვავებით, რომელთა ძალისხმევაც ყოველ წამს აშკარა
ხდება იმით, რომ არაფერზე მარტივად არ ლაპარაკობენ და არც საგნებს
გვიხატავენ ისე, როგორც მათ გვივლენს ბუნება, გამუდმებით იქექებიან
წვრილმანებში, აღუწერელს არ ტოვებენ არანაირ ვითარებასა თუ
გარემოებას, უსაშველოდ წელავენ და აჭიანურებენ თრობას, ერთის
სიტყვით, წელებზე ფეხს იდგამენ, რომ როგორმე თავი მოაწონონ
მკითხველს; მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ ააშკარავებს მათი ჩანაფიქრის
სიმწირეს, ძირშივე ჰკლავს ბუნებრივ სილაღეს, უშუალობას და
დაუდევრობას და შიშველი სახით წარმოგვიჩენს ხელოვნებასა თუ
ხელოვნურობას; მოკლედ, ლექსებში თვით პოეტი უფრო მეტს ლაპარაკობს,
ვიდრე მათი საგანი... ამნაირი ჩვეულების შედეგთა შორის — დიახ, შედეგთა
და არა მიზეზთა, რადგანაც ძველები არას დაგიდევდნენ არავითარ შედეგს,
მათ მხოლოდ ზემოხსენებული მიზეზი: სისადავე და უბრალოება
ამოძრავებდათ, -- უთუოდ ყველაზე ღირსშესანიშნავი იყო შემდეგი: მათი
პოეზიაცა და ნატიფი ხელოვნებანიც უსასრულობის შთაბეჭდილებას
ტოვებდნენ, მაშინ როდესაც თანადროული ხელოვნება გვიტოვებს
მხოლოდ სასრულობისა და საზღვრულობის შეგრძნებას. მიზეზი ნათელია:
ფუნჯისა თუ კალმის ორიოდე მოსმით რომ გვიხატავდნენ საგანს და
მხოლოდ ნაწილობრივ გვიჩვენებდნენ მას, ძველი მხატვრები საშუალებას
აძლევდნენ წარმოსახვას, თავისუფლად ებორიალა იმ ბავშვურ,
ბუნდოვანსა და გაურკვეველ იდეებს შორის, რომლებსაც მთელის არცოდნა
ბადებს. ასე მაგალითად, სოფლის სურათის აღქმისას, რომელსაც ჩვენს
თვალწინ ორიოდე მონახაზით აცოცხლებდა ძველი პოეტი, ისე, რომ
აზრადაც არ მოსდიოდა საგულდაგულოდ დაემუშავებინა და დაეხვეწა
ყველა წვრილმანი, — წარმოსახვა უშუალოდ გრძნობდა და განიცდიდა
ბუნდოვან იდეათა უჩვეულო მოზღვავებას, რომლებიც ფრთონავდნენ და
ციცინათელებივით ციმციმებდნენ იმ უცნაური იდუმალებითა და
ჯადოქრული ხიბლით, რასაც ბავშვობაში არაერთხელ აუვსია ჩვენი სული
განცვიფრებით და აღტაცებით.

მკითხველთა ლიგა

213
თანამედროვე მხატვრები კი, მთელი სიმკვეთრითა და სისრულით რომ
წარმოგვიჩენენ საგანსაც და მის საზღვრებსა თუ განსაზღვრებულობასაც,
საერთოდ ვეღარ გვაგრძნობინებენ და განგვაცდევინებენ ამ უსასრულო
მღელვარებას, ხოლო რასაც გვაგრძნობინებენ, ის უკვე აშკარად
საზღვრულია და სასრული, ვინაიდან მთლიანი საგნის ცოდნისაგან იღებს
დასაბამს; ის მხოლოდ მოწიფულობის ასაკისთვისაა ნიშნეული; მისთვის
უცხოა ყოველგვარი უცნაური იდუმალება, ისევე როგორც ბავშვობაში
განცდილი ტკბობა ბუნდოვანი ოცნებებითა და წარმოდგენებით.
უკვე არაერთხელ შეუნიშნავთ, რომ თუ სამეცნიერო აკადემიაებმა,
შესაძლოა, ხელიც შეუწყეს მეცნიერებათა განვითარებას, ისევე როგორც
ახალ აღმოჩენებს და ერთგვარად გააიოლეს კიდეც ისინი, სამაგიეროდ
ლიტერატურულ აკადემიებს ზიანის მეტი არაფერი მოუტანიათ
მწერლობისათვის226 მართლაცდა, სამეცნიერო აკადემიები არასოდეს არ
იფარგლებოდნენ ერთი რომელიმე ფილოსოფიური სისტემით, არამედ
თავისუფალ ასპარეზს ტოვებდნენ ჭეშმარიტების ძიებისათვის; მათთვის
მისაღები გახლდათ ყოველგვარი სისტემა, რომელიც ამ ძიებას უწყობდა
ხელს. განსაკუთრებით ძნელი იყო ერთადერთი სისტემით შემოფარგვლა
ბუნების კვლევისას, რადგანაც აქ აუცილებელია ხელსაყრელი პირობები

226
XVII-XVIII საუკ. იტალიის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული -ცხოვრება უჩვეულო კრიზისს
განიცდის. ამ დროიდან, ფრანჩესკო დე სანკტისის თქმით, „იტალია მოწყვეტილი იყო თანადრულ
სამყაროს და რო მეტად წააგავდა ცვილის ფიგურების კაბინეტს, ვიდრე ცოცხალ ადამიანთა
საზოგადოებას“ („იტალიური ლიტერატურის ისტორია“, ტ. II, მოსკოვი, 1964, გვ. 258). მეცნიერული,
ლიტერატურული და, საერთოდ, კულტურული ცხოვრების გამოცოცხლების მიზნით, იტალიის დიდსა თუ
პატარა ქალაქებში ერთი მეორის მიყოლებით იქმნებიან ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა
დარგის აკადემიები. შედარებით უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა სამეცნიერო აკადემიების არსებობა, სადაც
მოღვაწეობენ იმ დროის ყველაზე თვალსაჩინო სწავლულნი, მკვიდრ საფუძველს რომ უყრიან კვლევის
ექსპერიმენტულ მეთოდს (ასეთია, მაგალითად, „აკადემია დელ ჩიმენტო“, დაარსებული ფლორენციაში
1657 წელს). სამაგიეროდ, ლიტერატურული აკადემიების საქმიანობა, აშკარად ანაქრონისტუ ხასიათი
მიიღო; კვლავ დაიწყო ანტიკური მწერლობის დრომოჭმული ფორმებისა და ჟანრების აღორძინება,
რომლებიც უკვე აღარაფერს აღარ ეუბნებოდა არც გონებას და არც გულს. ლიტერატურა ხატავდა
„მოჩვენებით ცხოვრებას, უკიდურესი ზედმეტობით, სიტყვამრავლობითა და იაფფასიანი რელიგიური,
პატრიოტული და ზნეობრივი ჰეროიზმით, რადგანაც სიტყვებს მიღმა აღარ იდგა შინაარსი... ისეთი
შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ პოეზიისა და დახვეწილი გემოვნების ასაღორძინებლად საკმარისი იყო
ზოგიერთი წესის დაცვა,–ექიმების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, მაშინ როდესაც ავადმყოფი
უკვე მკვდარი იყო“ (ფრანჩესკო დე სანკტისი, იქვე, გვ. 258, 260). ეს სიტყვები, უწინარეს ყოვლისა, ენება
„არკადიას“ — რომის ლიტერატურულ აკადემიას, რომელიც დაარსებულ იქნა 1690 წელს და
ფორმალურად 1925 წლამდე იარსება.

მკითხველთა ლიგა

214
შეუქმნა ახალ აღმოჩენებს, რომელთა ხორცშესხმის ერთადერთ
საფუძვლად რეალური სინამდვილე გვევლინება, და ყოვლად
შეუძლებელია იმის წინასწარ განჭვრეტა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად
ამა თუ იმ აღმოჩენას, ან რომელ ფილოსოფიურ სისტემას შეიძლება
შევუთანხმოთ ეს შედეგი. ერთადერთი სისტემით რომ ეხელმძღვანელათ,
სამეცნიერო აკადემიები ისეთსავე ზიანს მოუტანდნენ მეცნიერებას,
როგორიც ლიტერატურულმა აკადემიებმა მოუტანეს მწერლობას.
მართალია, მწერლობას თავისი საკუთარი წესები აქვს, მაგრამ მას
არასოდეს დაჰყრია ხეირი, როცა ცდილობდნენ მკაცრად განესაზღვრათ ეს
წესები, სავალდებულო ნორმებად გამოეცხადებინათ და კანონთა
კოდექსებად ექციათ ისინი. ყველა დიდი ბერძენი პოეტი არისტოტელემდე
ცხოვრობდა, ყველა დიდი რომაელი პოეტი — ჰორაციუსამდე, ან მისი
თანამედროვე იყო. კი მაგრამ, განა სასარგებლოდ არ უნდა ვთვლიდეთ
ყოველგვარ ცდას, რომელიც მიზნად ისახავს დახვეწილი გემოვნების
გამომუშავებას, მის განზოგადებასა და ყოველი ლიტერატურული
ქმნილებისათვის სავალდებულო ნორმად გამოცხადებას? რა თქმა უნდა,
დახვეწილი გემოვნება საჭიროა ხალხისთვის, მაგრამ მას უნდა ფლობდეს
უკლებლივ ყველა და არა მხოლოდ პედანტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი,
რომელიც მწერლობაში ხელთ იგდებს საკანონმდებლო ძალაუფლებას და
ნამდვილი დიქტატორივით თავის ნებას კარნახობს მას.
ჯერ ერთი, ძალიან ძნელია ხელი შეუწყო გენიალურ ნაწარმოებთა შექმნას.
სახელი, პატივი, დიდება, გავლენა, ტაშისცემა, შემოსავალი, რა თქმა უნდა,
მძლავრი საშუალებები არიან, რომლებიც ნიადაგს უმზადებენ მათ
გამოჩენას, მაგრამ არა ის პატივი და დიდება, რასაც მწერალს ტაშისცემით
მიაგებს ესა თუ ის აკადემია. ძველი ბერძნები და რომაელები საჯაროდ
მართავდნენ ლიტერატურულ ასპარეზობებს, და ჰეროდოტე227 იმ
განზრახვით წერდა თავის ისტორიას, რომ ხალხისათვის წაეკითხა იგი.
ყოველივე ეს გაცილებით უფრო მძლავრი სტიმულია, ვიდრე

227
ჰეროდოტე (დაახლ. 484—425 ძვ. წ. ა.) — დიდი ბერძენი ისტორიკოსი... გადმოცემით, თავისი
„ისტორიის“ ზოგიერთი ნაწილი მას საჯაროდ წაუკითხავს ათენში, ოლიმპიაში, კორინთოში (იხ. თ.
ყაუხჩიშვილი, „ჰეროდოტე და მისი „ისტორია“, — წიგნში — ჰეროდოტე, ისტორია, ბერძნულიდან
თარგმნა, წინასიტყვაობა და საძიებელი დაურთო თინათინ ყაუხჩიშვილმა, ტ. I, თბ., 1975,

მკითხველთა ლიგა

215
მცირერიცხოვან რჩეულთა საზოგადოებაზე ფიქრი, რომელიც მთლიანად
ყველაზე განათლებული და ნაკითხი პიროვნებებისაგან შედგება, და
რომელზედაც შეუძლებელია ისეთივე შთაბეჭდილების მოხდენა,
როგორსაც ახდენენ ხალხზე. ეგეც არ იყოს, კრიტიკისათვის თავის
მოწონების მიზნით წერენ: ა). შიშით, ეს კი დამღუპველია; ბ). მეტისმეტი
გულმოდგინებით, ესე იგი, ცდილობენ, მათ ქმნილებებში რაც შეიძლება
მეტი იყოს უჩვეულო, დახვეწილი, მახვილგონივრული და ა. შ., ერთის
სიტყვით, ათასგვარი წვრილმანი. მხოლოდ მაშინ, როცა მსმენელი იქნება
ხალხი, ეს შეიძლება ხელშემწყობი აღმოჩნდეს ნაწარმოების
ორიგინალურობის, სიდიადის, ბუნებრიობისათვის. მეორეც, თუ გენიის
დახმარება ფუჭი საქმეა, თუ დეზები არაფერს აძლევენ მას, სამაგიეროდ
ლაგამი ნამდვილად ჰკლავს; მე ვგულისხმობ სხვების მიერ და არა თვით
მისივე საკუთარი თავდაჭერილობით ამოდებულ ლაგამს.228 ხოლო თუ არ
არსებობს გენია, მაშინ ყოველგვარი წამალი, ყოველგვარი სამკურნალო
საშუალება ზედმეტია. მწერლობაში ჭკუის დარიგებასა და სწავლებას კი ჯერ
არავისთვის შეუძენია და შეუმატებია ლიტერატურული ღირსება, როცა არ
არსებობს არავითარი სასიკეთო ზნე-ჩვეულება (მე ვგულისხმობ საღ აზრსა
და ნატიფ გემოვნებას). მაგრამ თუ გემოვნება გარყვნილია, განა
სარგებლობას არ მოგვიტანს ყოველგვარი ცდა, რომელიც მიზნად ისახავს
მის გაჯანსაღებას და გამოსწორებას? მოგვიტანს, მაგრამ მხოლოდ
იმდენად, რომ აკადემიების მცდელობისა და მეცადინეობის წყალობით,
შეიძლება ცუდად აღარ წერონ; მაგრამ თუ ჰგონიათ, რომ ვინმეს კარგად
დააწყებინებენ - წერას, თავს იტყუებენ მხოლოდ და მხოლოდ. არკადია229
იმ მიზნით იქნა დაარსებული, რომ მთლიანად აღმოეფხვრა და ამოეძირკვა
მეჩვიდმეტე საუკუნის ლიტერატურაში დამკვიდრებული წერის მანერა.
ამოძირკვა კიდეც, მაგრამ „არკადიული სტილი“ თავის მხრივ, სათრეველ
მეტსახელად იქცა; იტალიაში „არკადიულს“ უწოდებენ ყოველგვარ ლექსს,
რომელზედაც შეიძლება ითქვას - „არც წყალია და არც ღვინოო“. მაშ, რაღა
საშუალება მოგეძეგნებათ დღეს გადაგვარებული გემოვნების წინააღმდეგ

228
შდრ. ფსევდო-ლონგინე, ამაღლებულისათვის, II: „...ამაღლებული ყოველთვის თანაბრად საჭიროებს
არა მარტო დეზებს, არამედ სადავესაც“.
229
არკადია — იხ. აქვე, შენ. 18.

მკითხველთა ლიგა

216
საბრძოლოველად? იმასვე გავიმეორებ, რაც ჩემი მსჯელობის დასაწყისში
ვთქვი. ყველა განათლებულ ხალხს ჰქონია თავისი ოქროს საუკუნე, რასაც
მოჰყვა დაცემის ხანა და ხალხებმა რის ვაივაგლახით დააღწიეს თავი ამ
ნამდვილ უბედურებას. მაგრამ მას შემდეგ ჭეშმარიტად დიდი მწერლების
რიცხვმა უჩვეულოდ იკლო უწინდელ დროსთან შედარებით (მე ვგულისხმობ
"საკუთრივ ლიტერატურას და არა აზროვნებას, ფილოსოფიას და ა. შ.),
ერთის სიტყვით, ოქროს ხანის აღორძინების ნიშნებს ჯერ კიდევ ვერსადა
ვხედავ. ბედნიერი საუკუნეების დიდ მწერლებს თვალწინ ედგათ სიკეთის
ნიმუში, რისთვისაც უნდა მიებაძათ და არა უკეთურებისა, რისთვისაც ზურგი
უნდა ექციათ. მე ვგულისხმობ შემდეგს: თუ მაშინ საერთოდ არსებობდნენ
ცუდი მწერლები, ყოველ შემთხვევაში, არ არსებობდა მათი ამქარი, და
პირადად მათზე, ზოგადად და დაახლოებით, მხოლოდ ის იყო ცნობილი,
რომ ისინი არავის არ მოსწონს, და არა მიზეზები იმისა, თუ რატომ არავის
არ მოსწონს ისინი. მათი მანკიერების ნუსხა დაზუსტებული არ გახლდათ,
მათი ნაკლი — სათითაოდ განხილული და გამოწვლილვით
გაანალიზებული, თუმცა, სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ, რომ თვით
გენიალური მწერლებიც კი ბავშვურ შეცდომებს უშვებენ ხოლმე. ერთის
სიტყვით, მოძღვრება იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, ჯერ
კიდევ არ იყო დეტალურად დამუშავებული და საბოლოო სახით
ჩამოყალიბებული. დაცემის ხანის მომდევნო პერიოდის მწერლობაში
სრული გაუგებრობა და დაბნეულობა სუფევს. თავს იჩენს ათასგვარი ეჭვი,
შიში, წვრილმანი ანგარიშიანობა. ყველაფერი ათასჯერ იზომება და
იწონება, ვინაიდან აღარავის აღარა სჯერა, რომ ბუნებრივი გემოვნებაც
საკმარისია, ხელოვნებისა და კრიტიკის გავლენა დღითიდღე იზრდება,
ბუნება თავის ძალმოსილებას კარგავს (შესაძლოა, დაცემის ხანაში მას მეტი
ძალა ჰქონდა, ვიდრე მომდევნო პერიოდის მწერლობაში), იქმნება
ნაწარმოებები, რომლებიც შეიძლება სრულყოფილნიც იყვნენ, მაგრამ
მშვენიერებისა კი არა სცხიათ რა.

მკითხველთა ლიგა

217
წარმოსახვის ძალმოსილება და ნაყოფიერება ორი სხვადასხვა რამ
გახლავთ. მძლავრი წარმოსახვა ჰქონდათ ჰომეროსსა და დანტეს,
ნაყოფიერი — ოვიდიუსს და არიოსტოს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს
განსხვავება, როცა პოეტსა თუ სხვა ვინმეს წარმოსახვის გამო აქებენ.
მძლავრი წარმოსახვა აუბედურებს ადამიანს, აღრმავებს მის
გრძნობელობას; ნაყოფიერი კი, პირიქით, ახარებს მას, ახარებს თავისი
მრავალფეროვნებით და სიმსუბუქით, რომლითაც ის თავს დაჰფრენს და
დაჰფარფატებს ყველა საგანს, ანდა უკუიქცევა მისგან, — ანუ, რაც იგივეა,
თავშექცევის საბაბთა სიუხვით. აქედანვე იღებს დასაბამს ხასიათთა
სხვაობაც. პირველისათვის ნიშნეულია სიმკაცრე, გრძნობების სიღრმე,
ვნებების უჩვეულო სიმძაფრე; ყოველთვის პირქუში და გულჩათხრობილი
(მით უმეტეს, ჩვენს დროში) ცხოვრებას აღიქვამს როგორც მძიმე
სატანჯველს. მეორისათვის — სიმჩატე, სილაღე, სიმსუბუქე,
დაუდგრომლობა, პირუმტკიცობა, ენაკვიმატობა; მას არ შეუძლია
თავდავიწყებით ან დიდხანს უყვარდეს ვინმე, მწუხარება ახლოს არ მიაქვს
გულთან, თვით ყველაზე დიდ უბედურებაშიაც ადვილად ინუგეშებს თავს და
ა. შ. დაუკვირდით ამ ორ ხასიათს. ერთი დანტეა, მეორე კი ოვიდიუსი, და
თქვენ დარწმუნდებით, რომ მათი პოეზიის ურთიერთგანსხვავება ზუსტად
შეესაბამება მათივე ბუნების სხვადასხვაობას. იმასაც დაუფიქრდით, რა
სხვადასხვანაირად განიცდიდნენ და იტანდნენ დანტე და ოვიდიუსი
თავიანთ განდევნილობას. ასე, სულის ერთი და იგივე უნარი ორ სრულიად
სხვადასხვანაირ ვნებასა ბადებს, ჩვენი შინაგანი ბუნების შესაბამისად,
რომელიც ამ ერთსა და იმავე უნარს ლამის ორ სრულიად სხვადასხვა
უნარად აქცევს. წარმოსახვის სიმძაფრე, ჩემის აზრით, მაინცადამაინც
სრულად როდი ითვისებს და ითავსებს სიმამაცეს, რადგანაც ცოცხლად,
თვალნათლივ გვიჩვენებს და წარმოგვიდგენს ათასნაირ განსაცდელს,
საფრთხეს, სიკვდილს და ა. შ., გაცილებით უფრო ცოცხლად, ვიდრე
აზროვნება, ვინაიდან ეს უკანასკნელი მხოლოდ და მხოლოდ მთხრობელია,
წარმოსახვა კი — მხატვარი. გამბედავ ადამიანთა წარმოსახვა, რომელიც ასე
თუ ისე, მეტად თუ ნაკლებად, ნიშნეული უნდა იყოს მათთვის, რადგანაც
შთაგონება ყოველთვის წარმოსახვას ახლავს თან და მისგანვე იღებს
დასაბამს, — ჩემის აზრით, უფრო მეორე ტიპს, მეორენაირ ბუნებას
განეკუთვნება.
მკითხველთა ლიგა

218
მონტესკიეს230 სიტყვებიდან („ცდა გემოვნების შესახებ. სულის
კმაყოფილებისათვის“, გვ. 360—370) გამოიტანეთ შემდეგი დასკვნა:
ლიტერატურისა თუ ნატიფ ხელოვნებათა წესები არ შეიძლება ზოგადი და
ყველასათვის გამოსადეგი იყოს. მაგრამ ისიც უეჭველია, რომ ადამიანის
არსებობის ფორმა, ძირითადად და არსებითად, საერთოა ყველა
ჩვენგანისათვის, და ამიტომ კაზმული სიტყვიერებისა და ნატიფ
ხელოვნებათა უმნიშვნელოვანესი წესებიც საერთო და ზოგადი ხდება.
არსებობს მხოლოდ უმნიშვნელო და არაარსებიბი განსხვავება ხალხებს,
ცალკეულ პიროვნებებსა და, უწინარეს ყოვლისა, საუკუნეებს შორის. ყველა
ადამიანი ზოგიერთივით ბეცი რომ იყოს, არქიტექტურის არაერთ დარგსა
თუ ნაწილს ათასნაირი ნაკლი ექნებოდა და საჭირო გახდებოდა მისი
ძირეული გარდაქმნა. ანდა პირიქით. ახლა კი ის ნაკლის მქონეა მხოლოდ
ბეცთათვის. აღმოსავლელი კაცის სული უფრო ცოცხალი, უფრო ფიცხი,
უფრო ნაყოფიერი იყო და არის, ვიდრე ევროპელისა. ამიტომ გრძნობათა
უჩვეულო სიჭარბე და სიუხვე, რომელიც ნიშნეულია აღმოსავლური
პოეზიისა თუ ხელოვნების სხვა დარგებისთვის, და რომელიც უთუოდ
ნაკლად და მანკიერებად ჩაგვეთვლებოდა ჩვენ — ევროპელებს,
შეიძლებოდა საერთოდ არ მიგვეჩნია, ან გაცილებით უფრო ნაკლებ
მანკიერებად მიგვაჩნია იმ ხალხისათვის, რომელსაც უნარი შესწევს უფრო
გულისხმიერი იყოს პოეტის მიმართ და უფრო უკეთ უგებდეს მას. იგივე
შეიძლება ითქვას სიბნელის, ბუნდოვანების, მეტაფორების სიუხვის,
ათასგვარი წვრილმანის. თუ ზედმეტობის, მაღალფარდოვნების და სხვა
მისთანათა მიმართ. ასევე განასხვავეთ ერთმანეთისაგან ევროპელი
ხალხები და ნუ დაჰგმობთ ერთ-ერთის მწერლობას იმის გამო, რომ არა
230
მონტესკიე შარლ (1689—1755) — სახელგანთქმული ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი. ლეოპარდი
გულისხმობს მის სიტყვებს: „ჩვენი მზერა რომ უფრო სუსტი და ბუნდოვანი იყოს, აღარაფრად
დაგვჭირდებოდა ნატიფ სამკაულთა სიუხვე და არქიტექტურულ დეტალთა მრავალფეროვნება; ჩვენი
მზერა რომ უფრო მკაფიო იყოს, ხოლო სულს შეეძლოს ერთბაშად მოიცვას საგანთა მეტი სიმრავლე,
არქიტექტურას უფრო მეტი სამკაული მოეთხოვებოდა; ჩვენი ყური რომ ისევე იყოს აგებული, როგორც
ზოგიერთი ცხოველისა, ბევრი ჩვენი მუსიკალური ინსტრუმენტის გადაკეთება მოგვიხდებოდა. მე მესმის,
რომ საგანთა ურთიერთთანაფარდობა უწინდებური დარჩებოდა, მაგრამ რაკიღა შეიცვლებოდა მათი
თანაფარდობა ჩვენს მიმართ, ამიტომ ზოგიერთი მათგანი, რომლებიც ახლანდელ მდგომარეობაში
გარკვეულ ზემოქმედებას ახდენენ ჩვენზე, უკვე აღარ მოახდენდა მას. ხოლო რაკი ხელოვნების
სრულყოფილება ისაა, რომ იმ სახით წარმოგვისახოს საგნები, რა სახითაც ისინი ყველაზე მეტ
სიამოვნებას მოგვანიჭებენ, აუცილებელი შეიქნებოდა ხელოვნების ცვლილებაც, რაკიღა შეpცვლებოდა
თვით უშუალო უნარი ჩვენთვის სიამოვნების მონიჭებისა“.

მკითხველთა ლიგა

219
ჰგავს მეორისას, რომელიც კლასიკურადაა მიჩნეული. არ არსებობს
მშვენიერების ზოგადი ტიპი თუ ფორმა, ის სხვა არა არის რა, თუ არა
შესაბამისობის იდეა. ის აზრი, თითქოს საგანთა იდეები არსებობენ თვით
საგნებამდე, და თითქოს ამ უკანასკნელთ თავისთავადი მნიშვნელობა არ
გააჩნიათ, პლატონის ზმანება გახლავთ (იხ. მონტესკიე, იქვე, თ. I, გვ. 366).
სინამდვილეში, საგანთა არსებობის ფორმა, მონტესკიეს მტკიცებისა არ
იყოს, თვითნებურია და მხოლოდ მათ შემოქმედზეა დამოკიდებული.231
ჩვენ ვიცნობთ მხოლოდ ერთადერთ მიზეზს იმისას, თუ რატომ არიან
საგნები მაინცადამაინც ასეთნი და არა ისეთნი: ეს გახლავთ მათი
შემოქმედის ნება. ვინ იცის, არსებობს თუ არა საგანთა სულ სხვა სისტემა, ან
ურიცხვი სხვა სისტემები, რომლებიც ისეთნაირად განსხვავდებიან ჩვენი
სისტემებისგან, რომ თვით მათი წარმოდგენაც კი ჩვენს შესაძლებლობას
აღემატება? მაგრამ თვით მას შემდეგაც კი, რაც უარვყავით პლატონის
ზმანება, ჩვენ კვლავინდებურად ვოცნებობთ მშვენიერების ერთგვარ
წარმოსახულ არქეტიპზე (ინ. ჯ. ბოსის232 „მსჯელობანი“ „იტალიურ
ბიბლიოთეკაში“). მაგრამ თუ შესატყვისობის იდეა საყოველთაოა, ხოლო
კრიტიკული მსჯელობა იმის შესახებ, თუ რომელი საგნები შეესატყვისებიან
ერთიმეორეს, შეხედულებებზე, ხასიათებზე, ჩვეულებებზე და სხვა
მისთანებზეა დამოკიდებული, აქედან უშუალოდ გამომდინარეობს შემდეგი
დასკვნა: მართალია მწერლობა და ხელოვნება, თავიანთი არსით, ზოგადსა
და საყოველთაო წესებს ექვემდებარებიან, მაგრამ სხვა მხრივ გამუდმებით
უნდა იცვლებოდნენ არა მარტო ბუნების, არამედ ადამიანის იმნაირი
თვისებების შესაბამისადაც, როგორიცაა გემოვნება, ზნე-ჩვეულებები და
სხვა მისთანანი, რომლებიც სხვადასხვანაირი იდეის სახით წარმოგვიჩენენ
ფარდობითს შესატყვისობას.

231
პლატონის მიხედვით, როგორც მშვენიერ, ისე ყველა სხვა საგანთა პირი ველმიზეზი, მათი საწყისი და
საბოლოო მიზანი არის იდეა, რომელიც თავისთავად არსებობს, ხოლო საგანს მასთან ზიარების
წყალობით ენიჭება თავისი არსიცა და რაობაც. მონტესკიე არ იზიარებს ამ აზრს და ამტკიცებს, რომ
„მშვენიერის, კეთილის, სასიამოვნოს და სხვა მისთანათა პირველწყარო თვითონ ჩვენშია“.
მშვენიერებაზე მსჯელობისას ლეოპარდი უპირატესად ამ სენსუალისტურ კონცეფციას ემყარება.
232
ბოსი ჯუზეპე (1777—1813) — იტალიელი მხატვარი-კლასიცისტი. ლეოპარდი გულისხმობს მის
„მსჯელობას ლეონარდოს „საიდუმლო სერობის“ შესახებ“, რომელიც 1810 წელს გამოქვეყნდა.

მკითხველთა ლიგა

220
ერთმანეთისგან უნდა ვასხვავებდეთ მუსიკალურ ბგერას და ჰარმონიას.
ბგერა მუსიკის მასალა თუ მატერიაა, ისევე როგორც საღებავი — ფერწერისა,
მარმარილო — ქანდაკებისა და ა. შ. ბუნებრივი და საერთო ზემოქმედება,
რასაც ჩვენზე ახდენს მუსიკა, ჰარმონიის შედეგი კი არ გახლავთ, არამედ
ბგერისა, რომლის გაგონებისთანავეც უჩვეულო მღელვარებით გვევსება
სული, მაშინაც კი, როცა იგი ერთგვაროვანია და მონოტონური.233
სწორედ ესაა ძირითადი თავისებურება, რომელიც მუსიკას ყველა სხვა
ხელოვნებისაგან განასხვავებს. მართალია, ლამაზი და ნათელი ფერიც
თავისებურ ზემოქმედებას ახდენს ჩვენს სულზე, მაგრამ არა ესოდენ
ძლიერს. ერთიცა და მეორეც მშვენიერება კი არ არის, არამედ ბუნებრივი
ზეგავლენა და ზემოქმედება. ჰარმონია ცვლის ბგერის მოქმედებას და ამ
მხრივ (სწორედ ეს ერთადერთი მხარე მიეკუთვნება ხელოვნებას) მუსიკა არ
განსხვავდება ხელოვნების დანარჩენი დარგებისაგან, რადგანაც ჰარმონიის
ღირსება ბუნების მიბაძვით განიზომება, თუკი ხორცშესხმულად
წარმოგვიჩენს რაღაც განსაზღვრულს, ანდა ბგერის ბუნებასთან
მისადაგებული შესატყვისობისა თუ შესაბამისობის იდეის მიხედვით,
იდეისა, რომელიც თვითნებურია და სხვადასხვა ხალხში —
ერთმანეთისაგან განსხვავებული. ამიტომ ადვილად შეგვიძლია
წარმოვიდგინოთ, რომ ბგერა თავისებურ ზემოქმედებას ახდენს
ცხოველებზედაც, თუმცა არც ეს ზემოქმედებაა აუცილებელი და არც ის, რომ
მაინცდამაინც იმ ბგერებით იყოს განპირობებული, რომლებიც ზეგავლენას
ახდენენ ადამიანის სულზე (ჩვენ ხომ ვიცით, რომ ზოგიერთ ხალხს
სიამოვნებას ანიჭებს ისეთი ბგერები, რომლებიც სრულიად არ ჰგვანან
ჩვენსას და, ალბათ, აუტანელნიც იქნებოდნენ ჩვენთვის). ცხოველთა
ასოები და, ამისგან დამოუკიდებლად, მათი არსებობის ფორმა აშკარად
განსხვავდებიან ჩვენი ასოებისა და არსებობის ფორმისაგან, და ჩვენ
წარმოდგენაც არა გვაქვს, რა შედეგი მოსდევს ამ განსხვავებას. თუ ეს
განსხვავება არც ისე დიდია, და თუ ჩვენ და ცხოველებს, სულ მცირე, რაღაც
საერთო მაინცა გვაქვს, ბგერა უცილობლად შესძრავთ ამ უკანასკნელთაც,
როგორც მაგალითად, დელფინებს, ანდა გველებს - (იხ. შატობრიანი234).

233
შდრ. პოლ ვალერი, რჩეული პროზა, თბ., 1983, გვ. 187—188.
234
შატობრიანი ფრანსუა-რენე დე (1768—1848) – დიდი ფრანგი მწერალი. ლეოპარდი გულისხმობს მისი
წიგნის — „ქრისტიანობის გენიის“ ერთ პასაჟს (წიგნი III, თავი II), სადაც მწერალი მოგვითხრობს,
ამერიკაში ჩემი თვალით მინახავს, რა მორჩილად მისდევდა ჩხრიალა გველი ფლეიტაზე დამკვრელსაო

221
მკითხველთა ლიგა

მაგრამ ჰარმონია — მშვენიერებაა, ხოლო მშვენიერება დამოუკიდებელი კი


არ გახლავთ, არამედ შესატყვისობისა თუ შესაბამისობის იმ იდეითაა
განპირობებული, რომელზედაც ყველას თავისებური წარმოდგენა აქვს.
მაშასადამე, ცხოველებს გარკვეული, თუნდაც უაღრესად განყენებული
წარმოდგენაც რომ ჰქონდეთ ჰარმონიაზე, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ
ჰარმონია და მშვენიერება მათთვისაც იგივე უნდა იყოს, რაც ჩვენთვის.
ამრიგად, ზოგიერთ ცხოველზე მუსიკა, როგორც ხელოვნება კი არ ახდენს
თავისებურ ზემოქმედებას, არამედ მისი მასალა თუ მატერია, ანუ ბგერა.
მართლაცდა, რა უფლება გვაქვს დავიჩემოთ, რომ ცხოველები უთუოდ უნდა
ტკბებოდნენ ჰარმონიით, როცა ის ამდენ ადამიანსაც ვერ ანიჭებს
სიამოვნებას? მე ვგულისხმობ ბევრ ჩვენგანსაც და მთელ ხალხებსაც,
როგორც მაგალითად, თურქებს, რომელთა მუსიკაც ესოდენ
არაკეთილხმიერი და ჰარმონიისაგან - განძარცვული გვეჩვენება.
ერთადერთ გამონაკლისად ჩაითვლება ის შემთხვევა, როცა ცხოველის
გუნება თუ განწყობილება შეიძლება იმდენად დაემთხვეს ჩვენსას, რომ მან,
მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც იგრძნოს ის ჰარმონია, რასაც ჩვენა
ვგრძნობთ, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰარმონიად მიიჩნიოს ის, რაც
ჩვენს აღქმასაც ჰარმონიად ესახება. მართალია, ამნაირი მოქმედების
წარმოდგენა უფრო ძნელია, ვიდრე ბგერის ზემოთ აღწერილი მოქმედებისა,
მაგრამ სრულიად შეუძლებელი მაინც არ არის. ბგერისა და ჰარმონიის ეს
ურთიერთგანსხვავება, რომელთაგანაც. პირველი ბუნებრივად, ანუ
ხელოვნებისაგან დამოუკიდებლად მოქმედებს და საერთო ზეგავლენას
ახდენს ყველა ჩვენგანზე (იგულისხმება ბუნების თვითნებური მოქმედება,
რომელიც განყენებული სახით სულაც არ არის აუცილებელი და
გარდუვალი), ხოლო მეორის ზემოქმედებას შეიძლება განყენებული სახით
— ბუნებრივად და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ხელოვნებაზე და–
მოკიდებულად ვთვლიდეთ, — დაგეხმარებით იმის გარკვევაში, თუ
რატომაა, რომ ცხოველები, რომლებზედაც ხანდახან თავისებურ
ზეგავლენას ახდენს მუსიკა, არც ერთი სხვა ხელოვნების ზემოქმედებას არ
განიცდიან. საქმე ისაა, რომ მუსიკის მასალა, თვით თავისი ბუნებით ისე
ძალუმად და განუხრელად მოქმედებს ადამიანზე, რომ გასაკვირი არ იქნება,
თუკი მისი ზემოქმედება, ასე თუ ისე, ვრცელდება სხვა ცოცხალ
არსებებზედაც, რომლებიც თავიანთი აღქმის უნარით, შესაძლოა, ყველაზე
ახლოს დგანან ადამიანებთან. მკითხველთა ლიგა

222
სხვა საქმეა დანარჩენ ხელოვნებათა მასალა, საღებავების გამოკლებით,
რომლებიც ბუნებრივ ზემოქმედებას ახდენენ ადამიანზე და, ჩემი
ვარაუდით, რომელიც ანალოგიის კანონიდან იღებს დასაბამს (მე
დასაშვებად მივიჩნევ ამ კანონის არსებობას, მაგრამ არა იმიტომ, რომ
ბუნება უცილობლად უნდა მისდევდეს მას, არამედ მხოლოდ იმდენად,
რამდენადაც ჩვენ ვხედავთ, რომ მისი კვალი, ასე თუ ისე, მაინც საგრძნობია
სინამდვილეში), შეიძლება გარკვეულ სიამოვნებას ანიჭებდნენ
ცხოველებსაც, რასაც, ალბათ, თავისი მაგალითებიც მოეძებნება.
ხელოვნების დანარჩენი დარგები კი, რომელთა მასალაც თავისთავად
ვერავითარ ზემოქმედებას ვერ ახდენს ცხოველებზე, რადგანაც მხოლოდ
მუსიკის მასალა, მხოლოდ მუსიკის მატერია ფლობს ზემოქმედების
ბუნებრივსა და ხელოვნებისაგან დამოუკიდებელ ძალას, — ვერც თვითონ
ახდენენ ზეგავლენას ცხოველთა სულზე, მით უმეტეს, რომ ცხოველებს სულ
სხვანაირი წარმოდგენა აქვთ მშვენიერებაზე, ვიდრე ჩვენ, და თვით ჩვენს
შორისაც რამდენი სხვადასხვანაირი წარმოდგენა არსებობს მასზე. რაც
შეეხება სინამდვილის მიბაძვას, რომელიც ჩვენში განცვიფრების ბუნებრივ
გრძნობას იწვევს, შესაძლოა ის, ჩვენდა შეუმჩნევლად, ამავე გრძნობას
აღვიძებს ცხოველებშიაც ან, შესაძლოა, ისინი ვერც კი გრძნობენ მიბაძვას
და ხელოვნების ქმნილებებში ასახულ საგნებს ბუნებრივ საგნებად თვლიან,
და ბოლოს (ეს უკანასკნელი ვარაუდი უფრო სარწმუნო ჩანს), არც ისაა
გამორიცხული, რომ ხელოვნების საგნებზე მათ მხოლოდ ძალზე
ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, რომელიც მერყეობს ბუნებრივი საგნისა და
რომელიღაც სხვა — მისი მსგავსი საგნის ორ სხვადასხვანაირ აღქმას შორის,
რაკიღა არაფერი იციან იმაზე, რაც ჩვენ ვიცით, არაფერი იციან
ხელოვნებაზე, მის მანერაზე, მიბაძვის ათასნაირ სიძნელეზე და ა. შ. და ა.შ.,
ერთი სიტყვით, იმაზე, რაც საკუთრივ განცვიფრების მიზეზად გვევლინება.
მართლაცდა, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თვალით დარწმუნდეთ იმაში,
რომ მიმბაძველობითი ხელოვნების მშვენიერი ნიმუშები არამცთუ
ჩვენსავით არ აცვიფრებენ ველურებს, არამედ, ალბათ, არ შევცდებით თუ
ვიტყვით, რომ ნაკლებად ეხებიან მათ სულსა და გულს.

მკითხველთა ლიგა

223
სხვა მხრივ, რაც შეეხება არა მარტო მშვენიერებას, არამედ ყოველივე
დანარჩენსაც, რასაც ხელოვნებას ვაკუთვნებთ, ყოველთვის უნდა
გვახსოვდეს, ყოველთვის ანგარიშს უნდა ვუწევდეთ არსებობის
სხვადასხვანაირ ფორმებს, წვდომის, ასახვის, აგზნების, შთაგონების
სხვადასხვა უნარს, და სწორედ ამით ვხელძღვანელობდეთ, როცა
ერთმანეთს ვადარებთ არა მარტო ადამიანსა და სხვა ცოცხალ არსებებს,
არამედ თვით ცალკეულ ადამიანებსაც. ისიც გაუმართლებელია, რომ
აუცილებლად, აბსოლუტურად და, მაშასადამე, საყოველთაოდ ვთვლიდეთ
იმას, რაც თვითნებური და ფარდობითია როგორც ადამიანში, ისე
ნებისმიერ სულდგმულშიაც, და ამიტომ სხვა არსებებში შეიძლება
საერთოდ არ არსებობდეს, ან სულ სხვანაირი სახით არსებობდეს.
სიამოვნება, რასაც ბგერა განგვაცდევინებს, მშვენიერების კატეგორიას
როდი განეკუთვნება; ის იმ სიამოვნების მსგავსია, რომელსაც რაღაცის
გემოსხილვით, სურნელის აღქმით თუ სხვა მისთანათა წყალობით
განვიცდით ხოლმე. ბუნებამ ყველა გრძნობას სიამოვნების საკუთარი წყარო
უბოძა. მაგრამ ბგერის თავისებურება ის გახლავთ, რომ მისი ზემოქმედება
თავისთავად უფრო სულიერია, ვიდრე საჭმლის, სურნელების, შეხებით
საგრძნობი საგნებისა და ა. შ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სურნელება,
მართალია, გაცილებით უფრო ნაკლებ, მაგრამ მაინც ისეთივე
თავისებურებას ფლობს, აღვიძებს ჩვენს წარმოსახვას და ა. შ. მაშასადამე,
თვით ბგერის სულიერება ჩვენი სხეულის ასოთა შეგრძნების შედეგი
გახლავთ. მართლაც, აქ საჭირო არ არის სულის ყურადღება, ვინაიდან ბგერა
უშუალოდ იზიდავს მას და მთელი მღელვარება თვით ბგერისგანვე იღებს
დასაბამს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სული თითქმის სრულიად ვერ ამჩნევს
მას. მაშინ როდესაც მშვენიერება, სულ ერთია, ბუნებრივი თუ ხელოვნური,
საერთოდ ვერ ახდენს ზემოქმედებას, თუკი სული საგანგებოდ არ განეწყო,
ან არ მოემზადა მის აღსაქმელად. ამიტომ მშვენიერების აღქმით
მონიჭებულ სიამოვნებას, გარკვეული აზრით, რაციონალურად უნდა
ვთვლიდეთ. სწორედ ეს გახლავთ იმ უშუალობის უმთავრესი მიზეზი,
რომელიც ხელოვნების სხვა დარგებისაგან განსხვავებით, მუსიკის
ზემოქმედებას ახასიათებს.

მკითხველთა ლიგა

224
მე დამაჯერებლად მეჩვენება ის მიზეზი, რომელსაც მოიხმობს მონტესკიე
(,,ცდა გემოვნების შესახებ. სიმეტრიით მოგვრილი სიამოვნებისათვის“),
როდესაც გვიხსნის, თუ „რატომ უყვარს სულს საგანთა უმრავლესობაში
თავისებური სიმეტრიის ჭვრეტა“, რაც, მისი აზრით, „გარკვეულ
წინააღმდეგობას შეიცავს“. „ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სიამოვნებისა,
რომელსაც საგანთა ჭვრეტისას განიცდის სული, სხვა არა არის რა, თუ არა
სიმსუბუქე, რომლითაც მას შეუძლია აღიქვას ისინი. სიმეტრიაც სწორედ
იმიტომ მოსწონს სულს, რომ ის ზედმეტი შრომისაგან ათავისუფლებს და
ეხმარება, ხელს უწყობს მას, ზოგავს მის ენერგიას და, თუ შეიძლება ასე
ითქვას, სანახევროდ მაინც უიოლებს საქმეს.235 აქედან გამომდინარეობს
ზოგადი წესი: ყველგან, სადაც სიმეტრია სასარგებლოა სულისათვის და
მხარში უდგას მის ქმედითობას, ის სასიამოვნო და სასურველია ჩვენთვის,
მაგრამ იქ, სადაც სიმეტრია უსარგებლოა, ის ყოველთვის მტკნარი
გვეჩვენება, ვინაიდან მთლიანად აქარწყლებს მრავალფეროვნებას.
ამრიგად, საგნები, რომლებსაც ჩვენ თანმიმდევრულად აღვიქვამთ,
მრავალფეროვანნი უნდა იყვნენ, ვინაიდან თვითეულ მათგანს სული
ადვილად მოიცავს მზერით. და პირიქით, იმ საგნებს, რომლებსაც ჩვენ
ერთბაშად, ერთის შეხედვით აღვიქვამთ ხოლმე, როგორც, ვთქვათ, ფასადს,
პარტერს თუ ტაძარს, — ყოველთვის ცდილობენ სიმეტრიულობა მიანიჭონ,
რაც ესოდენ სასიამოვნოა სულისთვის იმ სიმსუბუქის გამო, რომლითაც
სიმეტრია საშუალებას აძლევს მას ერთი შეხედვით მოიცვას მთელი საგანი“.
მაგრამ საკითხავია, რატომაა, რომ სოფლის სანახების, ბუნებრივი თუ
მხატვრის ტილოზე ასახული ლანდშაფტის და სხვა მისთანათა ჭვრეტისას,
რომელთაც ერთის შეხედვით აღვიქვამთ ხოლმე, ისევე როგორც პარტერს,
— მიუხედავად იმისა, რომ საგნები აქაც და იქაც ერთი და იგივენი არიან.
ლანდშაფტში მრავალფეროვნებას მიელტვის თვალი, პარტერში კი —
სიმეტრიას? რატომაა, რომ ინგლისურ პარკებშიაც, ზუსტად ასევე,
მრავალფეროვნება უფრო მოგვწონს, ვიდრე სიმეტრია? ჭეშმარიტი მიზეზი
შემდეგია: ყველა ზემოხსენებული სიამოვნება, ისევე როგორც, საერთოდ

235
სიმეტრიის შესახებ ის. ლ. ტარასოვის საინტერესო წიგნი“ ეს განსაცვიფრებელი სიმეტრიული
სამყარო“, მოსკ. 1982.

მკითხველთა ლიგა

225
სიამოვნება, რომელსაც მზერა გვანიჭებს, მშვენიერების სფეროს
განეკუთვნება. მშვენიერება შესატყვისობასა თუ შესაბამისობაზეა
დამოკიდებული, სიმეტრია კი იგივე როდია, რაც შესატყვისობა, ის მხოლოდ
მისი ნაწილია თუ სახესხვაობა, რომელიც თავის მხრივ, დამოკიდებულია
შეხედულებებზე, გემოვნებათა სიჭრელეზე და სხვა მისთანებზე,
რომლებიც, თავიანთი მხრივ, განსაზღვრავენ შესატყვისობისა თუ
შესაბამისობის იდეას და ა. შ. ასე რომ, ყველგან, სადაც ჩვენი გემოვნება,
ყოველგვარი თანდაყოლილი თუ საყოველთაო მიზეზებისაგან
დამოუკიდებლად, შესატყვისად თუ შესაბამისად მიიჩნევს სიმეტრიას, იქვე
მოითხოვს მასაც, ხოლო სადაც შესატყვისად არა თვლის, იქ არც მოითხოვს;
და ბოლოს, სადაც შესაფერისად ესახება მრავალფეროვნება, იქვე ჩნდება
მრავალფეროვნების მოთხოვნილებაც. ეს იმდენად უეჭველია, რომ თუმცა
ჩვეულებრივ ამბობენ, სოფლის ხედის უპირველესი ღირსება მისი
მრავალფეროვნებააო, მაგრამ რაკი ამნაირი გემოვნებაც ფარდობითია,
ისეთი ხალხიც მოიძებნება, ვინც სოფლურ ლანდშაფტში სიმეტრიას
ამჯობინებს, როგორც მაგალითად, ტოსკანელები, რომლებიც ქალაქგარეთ
ყოველი ფეხის ნაბიჯზე ერთნაირი წესით და რიგით გაშენებულ ბაღებსა
ჭვრეტენ. ასევე ჩვენც, ჩვეულებისამებრ, გვიყვარს ვენახებში მწკრივად
ჩაყოლებული ვაზის რიგები, ლარივით სწორი ხეივნები, თანაბარი სიდიდის
კვლები და ა. შ., მაშინ როდესაც თვალსაწიერის მთელს სიგრძეზე
გადაჭიმული თანაბარი სიმაღლის მთაგრეხილი უთუოდ გვეხამუშებოდა. რა
შუაშია აქ სასარგებლო და უსარგებლო? რატომაა, რომ თავიანთი ბუნებით
ერთნაირ საგნებში სიმეტრია მხოლოდ ხანდახან იჩენს თავს, ხანდახან კი
არა? ან, იქნებ, ამნაირი მონაცვლეობა მხოლოდ ზოგიერთ ჩვენგანს
მოსწონს, ზოგიერთს კი არა? მეტიც, ერთი და იგივე ხეები ჩვენ მაშინაც
მოგვწონს, როცა მწკრივად იზრდებიან ხელოვნურად გაშენებულ ჭალაში და
მაშინაც, როცა უწესრიგოდ არიან ალუფხულნი უსიერ ტევრში. სიმეტრია და
მრავალფეროვნება — ხელოვნების მოქმედება და ბუნების მოქმედება —
მშვენიერების ორი სხვადასხვა სახეა. თავ-თავიანთ ადგილას ჩვენ ერთიც
მოგვწონს და მეორეც. არათანაბარზომიერება ხელოვნების ქმნილებებში
იმიტომ გვაცბუნებს ხოლმე (იმათი გამოკლებით, რომლებიც ბუნების
უშუალო მიბაძვად გვევლინებიან, მაგალითად, ინგლისური პარკები), რომ
მათგან საპირისპირო რამეს მოველით.
მკითხველთა ლიგა

226
თანაბარზომიერებას კი ვიწუნებთ იმ საგნებში, რომლებიც მხოლოდ მათი
ბუნებრივი სახით მოგვწონს, რადგანაც ჩვენ გვგონია, რომ
თანაბარზომიერება არ შეშვენის ბუნებას, თუკი ტოსკანელებივით
შეჩვეულნი არა ვართ ამას.
ჰომეროსმა და დანტემ თავიანთი დროის კვალობაზე მეტისმეტად ბევრი
იცოდნენ, თქვენ წარმოიდგინეთ, უფრო მეტი, ვიდრე ჩვენი განათლებული
თანამედროვეების ერთმა ნაწილმა, ესე იგი, არა მარტო თავიანთ ეპოქასთან
შედარებით, არამედ ყოველგვარი შედარების გარეშეც, უპირობოდაც. უნდა
განვასხვავოთ ორგვარი ცოდნა: საგნობრივი და ფილოსოფიური, ფიზიკური
და მათემატიკური, მოვლენათა ცოდნა და მიზეზთა ცოდნა. პირველი
აუცილებელია მდიდარი და ნაყოფიერი წარმოსახვისთვის, სიზუსტის,
სიმართლის, თვალსაჩინოებისა და შემოქმედებითი ძალმოსილების
გამოსავლენად. მეორე მხოლოდ შეიძლება ვნებდეს პოეტს. მაშასადამე,
განათლება ძალზე სასარგებლოა პოეტისათვის, მაშინ როდესაც მიზეზთა
არცოდნა საშუალებას აძლევს მას, არა მარტო სხვებზე, არამედ თავის
თავზე მსჯელობის დროსაც, ყველა მოვლენა, რომლებსაც ხედავს ან
იცნობს, იმ მიზეზთა შედეგად გამოაცხადოს, რომელთა გამომგონებლადაც
მისი წარმოსახვა გვევლინება.
გენიალური ქმნილებები, მაშინაც კი, როცა შემაძრწუნებელი ძალით
გვიხატავენ ყოველივე არსებულის უბადრუკობას და თვალნათლივ
გვიჩვენებენ და გვაგრძნობინებენ ამქვეყნიურ ცხოვრებაში უბედურების
გარდუვალობას, მაშინაც კი, როცა მათში ჩანს მხოლოდ საშინელი
სასოწარკვეთა, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც მალამოსავით ეცხებიან
მაღალი და კეთილშობილი სულის ჭრილობებს და კიდევაც ანუგეშებენ მას,
თუნდაც ეს უკანასკნელი უკიდურესად დათრგუნვილი, სასომიხდილი,
ყველაფერზე ხელჩაქნეული, მძიმე სევდით გულგასენილი, ცხოვრების
წინაშე შიშით შემკრთალი, სიმწრითა თუ სიკვდილის საფრთხით
ზარდაცემული, გათელილი და მიწასთან გასწორებულიც იყოს (სულ ერთია,
მძაფრი და ბობოქარი ვნებაა ამის მიზეზი თუ სხვა რაიმე).

მკითხველთა ლიგა

227
სიკვდილიც რომ გახლდეთ მათი ერთადერთი თემა, ეს ქმნილებები მაინც
ხელახლა აღაგზნებენ მას და წამით მაინც აღვიძებენ მის არსებაში
სიცოცხლის თითქოს სამუდამოდ ჩამქრალსა და ჩაფერფლილ სურვილს.
ყოველივე ის, რასაც სინამდვილეში ვხედავთ, აძრწუნებს და აკვდინებს
სულს, მაგრამ როცა მთელს ამ საშინელებას უშუალოდ ჩვენს გარემომცველ
სინამდვილეში კი არა, გენიალურ ქმნილებებში მიბაძვისა თუ სხვა რამ გზით
ასახულს ვხედავთ (მე ვგულისხმობ, კერძოდ, ლირიკას, რომელიც საკუთრივ
მიბაძვად როდი გვევლინება), მაშინ ის ცოტა ხნით მაინც აცოცხლებს სულის
უდაბნოდ ქცეულ სამყაროს. როგორც ჩანს, ავტორი, ესოდენ შთამბეჭდავი
ძალით რომ აგვიწერს და მთელი არსებით განიცდის ილუზიათა უსასრულო
ამაოებას, სულის სიღრმეში მაინც ინარჩუნებს მათ გარკვეულ მარაგს, რასაც
თვითონვე თვალნათლივ გვიმოწმებს და გვიდასტურებს თავისი
დიდოსტატური ხელოვნებით, რომელიც სასომიხდილსა და ილუზიებისგან
განძარცულ მკითხველს, ვისაც კითხვა კიდევ უფრო ცხადად წარმოუჩენს
ყოველივე არსებულის უბადრუკობას. უხანობასა და
მსწრაფლწარმავლობას. — ბოლოს და ბოლოს. მაინც თავს ახვევს ავტორის
სულის უიდუმალეს სიღრმეში მთვლემარე ილუზიებს. ზუსტად ასევე,
ყოველივე მშვენიერის, ამაღლებულისა და დიადის უნუგეშო და
უცილობელი ამაოებისა თუ სიყალბის შეცნობა მაინც მშვენიერებისა და
სიდიადის თავისებური შეგრძნებით განწონის ჩვენს სულს, როცა
გენიალური ქმნილებების კითხვისას ვეუფლებით და ვეზიარებით ამ
ცოდნას. და ბოლოს, მთელი სინამდვილის, მთელი სამყაროს უბადრუკობის
ჭერეტა ამ ქმნილებების ფურცლებზე აგრეთვე ამაღლებს მკითხველის
სულს და საშუალებას აძლევს მას, ერთგვარი კმაყოფილებაც კი ჰპოვოს
თავის უბადრუკობაში და საკუთარი სასოწარკვეთილებით დატკბეს. ესაა
დიადი საქმე, შინაგანი ტკბობისა და აღტაცების წყარო; ესაა პოეზიის
ქმედითობის მთავარი ძალა, რომელსაც შეუძლია შთაგონებით აღავსოს
მკითხველის სული და უფრო მაღალი წარმოდგენა შეუქმნას თავის თავზე.
თავის ამაოებაზე, თვით თავის უსასოობასა და უმწეობაზე. ამ განცდის
გარეშე უმწეობისა და უბადრუკობის გრძნობა არაფრით განსხვავდება
სიკვდილისა და არარაობის შეგრძნებისაგან.

მკითხველთა ლიგა

228
მაგრამ თუ იგივე გრძნობა ცოცხალია, მისი ცხოველმყოფელი ძალა
მკითხველის სულში უთუოდ დაჩრდილავს ყოვლის უბადრუკობისა და
ამაოების განცდას, ჩვენი უნუგეშობის ამ უმთავრეს მიზეზს, ასე რომ, სული,
თუნდაც სულ მცირე ხნით, ისევე მძაფრად შეიგრძნობს სიცოცხლეს,
როგორც ადრე ყოველივე არსებულის განუწყვეტელ კვდომასა და თვით
თავის საკუთარ სიკვდილსა გრძნობდა. საყოველთაო უბადრუკობის ცოდნას
უკიდურესად მტანჯველი და სავალალო შედეგი მოსდევს: სრული
უგრძნობლობა და გულგრილობა თვით ამ უბადრუკობის მიმართ, რასაც
უშუალოდ უნდა იწვევდეს და იწვევს კიდეც ჩვენში ეს ცოდნა. კითხვა, ანუ
გენიალურ ქმნილებათა ჭვრეტითი შემეცნება, ჩანასახშივე ახშობს ამ
უგრძნობლობას თუ გულგრილობას და თანაგრძნობით განგვაწყობს
ყოველივე არსებულის უბადრუკობის მიმართ: სწორედ ეს გახლავთ ჩემს
მიერ აღწერილი მოვლენის ძირითადი მიზეზი.
თუმცა აქვე უნდა შევნიშნო, რომ ეს მოვლენა გაცილებით უფრო იშვიათად
იჩენს თავს ჩრდილოელთა პირქუში ლექსების, განსაკუთრებით, ჩვენი
თანამედროვეების, ვთქვათ, ლორდი ბაირონის ქმნილებების კითხვისას,
ვიდრე სამხრეთელთა ლექსების კითხვის დროს, რომელთა თვით ყველაზე
პირქეშსა და ყველაზე უსასოო ქმნილებებშიაც კი დროდადრო მაინც
გაკრთება იმედის და სინათლის სხივი. პეტრარკას, კერძოდ, მისი
„ტრიუმფების“, პრიამოსისა და აქილევსის საუბრის, ანდა კიდევ
„ვერთერის“ კითხვა გაცილებით უფრო ადვილად ახდენს ამნაირ
ზემოქმედებას, ვიდრე, ვთქვათ, „გიაურის“ ან „კორსარისა“, 236თუმცა ისინიც
აგვიწერენ და გვიხატავენ ადამიანთა ასეთსავე უბედურ ხვედრს და
ყოველივე არსებულის ამაოებას.
შესატყვისობა თუ შესაბამისობა, რომელიც დასაბამს აძლევს მშვენიერებას,
მარტოოდენ ყოველი საგნის ნაწილებზე როდი ვრცელდება. ბევრი საგანი
ისე მარტივია, რომ ნაწილები არა აქვს. ანდა რა ნაწილებზე შეიძლება

236
რაგინდ უცნაურიც უნდა ჩანდეს, ლეოპარდისათვის მიუღებელი იყო მისი დიდი თანამედროვე
ინგლისელი პოეტის ჯორჯ გორდონ ბაირონის (17881824) შემოქმედებითი პრინციპები (იხ. ინგლისელ-
ამერიკელი მწერალი ქალის აირის ორიგოს „ლეოპარდი“, იტალიური თარგმანი პაოლა ოიეტისა, მილანი,
1974, გვ. 297—298).

მკითხველთა ლიგა

229
ლაპარაკი, როცა საქმე ეხება ზნეობრივსა თუ ყველა სხვა მშვენიერებას,
რომელიც გრძნობებით როდი აღიქმება? შესატყვისობა დაცული უნდა
იყოს, ერთის მხრივ, თვით საგნის შიგნით — მთელსა და ნაწილებს შორის,
მეორეს მხრივ კი საგანი უნდა შეესაბამებოდეს იმას, რაც მის გარეშე: თავის
მიზანსა თუ დანიშნულებას, სარგებლობის მოთხოვნილებას, ადგილსა და
დროს, ყოველნაირ ვითარებასა თუ გარემოებას, ისევე როგორც
მოქმედებას, რომელსაც ასრულებს, ან უნდა ასრულებდეს და ა. შ.
წარმოვიდგინოთ დაშნა, რომლის წვერსაც პატიოსანი თვალი აგვირგვინებს;
ეს თვალი ჰარმონიულადაც რომ ერწყმოდეს იარაღის მთელ შემკულობას,
მის ზომას, ფორმას თუ მასლას, დაშნა მაინც მახინჯი იქნებოდა და ამ
სიმახინჯეს განაპირობებდა არა ნაწილთა ურთიერთშეუფერებლობა თუ
არათანაზომადობა, ან მათი დისჰარმონიული ურთიერთშერწყმა, არამედ
საგნის დანიშნულების მიმართ ერთ-ერთი ნაწილის შეუსაბამობა. ურიცხვ
სხვადასხვა შემთხვევაში იგივე ითქმის მშვენიერებისა თუ სიმახინჯის
მიმართ, რომლებსაც არა მარტო გრძნობებით, არამედ გონებითაც
აღვიქვამთ, იქნება ეს ზნეობრივი, ლიტერატურული ან სხვაგვარი სიმახინჯე
თუ მშვენიერება.
წარმოსახვასთან წილნაყარი შემოქმედებითი ძალმოსილება სულისა
ნიშნეული იყო მხოლოდ ძველი ხალხებისათვის. მას შემდეგ, რაც ადამიანი
უსასრულოდ უბედური გახდა და, რაც გაცილებით უარესია, გაიგო კიდეც ეს,
რითაც კიდევ უფრო გაამძაფრა და გააღრმავა თავისი უბედურება; მას
შემდეგ, რაც უფრო სრულად შეიცნო თავისი თავიცა და სიცოცხლისა თუ
სინამდვილის არსიც; მას შემდეგ, რაც ეს ჩვენი მსოფლიო ფილოსოფოსი
გახდა,237 ჭეშმარიტად მძლავრი, მდიდარი და ნაყოფიერი წარმოსახვა
ბავშვებს თუღა ახასიათებს, ან კიდევ გამოუცდელსა და გაუნათლებელ
ადამიანებს, რომლებთანაც ამჯერად არავითარი საქმე არა გვაქვს.
მართალია, მწერლისა თუ პოეტის სული დაბადებითვე მდიდარია ნიჭით,
გზნებით, აღტაცებით, ოცნებებით თუ ზმანებებით, მაგრამ თავს აღარ
იწუხებს და იმდაბლებს ძველებურად შთამბეჭდავი და თავბრუდამხვევი

237
შდრ. პოლ ვალერი (რჩეული პროზა, თბ., 1983, გვ. 389); „ცივილიზაციის აუცილებელი შედეგი ისაა,
რომ თვითეულ ჩვენგანს თავზე ახვევს ზოგადადამიანური გამოცდილების მთელ სიმძიმეს და სიკეთეს“.

მკითხველთა ლიგა

230
სახეების შექმნით, ანდა, თუ მაინც იწუხებს, მხოლოდ თავისი შეცვლილი ან,
თუ გნებავთ, განახლებული ბუნების საპირისპიროდ, განზრახ,
ძალისძალად, ძალდატანებით, თავისი ნების მბრძანებლური კარნახით,
ესე იგი, მხოლოდ მაშინ, როცა ემორჩილება ძალას, რომელიც უშუალოდ
წილნაყარი კი არ არის წარმოსახვასთან, არამედ სრულიად უცხოა მისთვის.
ამნაირი სულის ძალმოსილება, როცა ის ენთუზიაზმს ემორჩილება, რაც
დღეს უკვე საკმაოდ იშვიათი მოვლენა გახლავთ, ყოველთვის ვნების,
გრძნობელობის, სევდისა თუ მწუხარების მხარეს მიდრკება. ჰომეროსსა თუ
არიოსტოს ადგილი აღარ დარჩათ ჩვენს დროში და, ჩემის აზრით, არც
მომავალში. ამიტომ სხვა ხალხებმა, სავსებით გონივრულად და
ბუნებრივად, პოეზიაში წარმოსახვა კი არ აქციეს მთავარ შემოქმედებით
ძალად, არამედ გრძნობა; აქცენტის ამნაირი გადანაცვლება აბსოლუტურად
აუცილებელი იყო და თვით ადამიანის სახეცვლილებითა თუ
ფერისცვალებით გახლდათ განპირობებული. გარკვეული აზრით, ეს ჯერ
კიდევ რომში დაიწყო, გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ
ოვიდიუსი. იტალიამაც, თავისი პოეზიის საწყის ეტაპზე, როცა მას ჰყავდა
ჭეშმარიტი პოეტები — დანტე, პეტრარკა, ტასო (ერთადერთი გამონაკლისია
არიოსტო), დროულად იგრძნო ამ ცვლილების აუცილებლობა და კიდევაც
დაემორჩილა მას, მეტიც, თვითონვე მისცა მაგალითი სხვა ხალხებს, მაშ,
ახლა რატომღა ბრუნდება უკან? დროის უკან დაბრუნებაც რომ
შეიძლებოდეს?! მაგრამ ჩვენი უბედურება კი არ მცირდება, პირიქით, სულ
უფრო და უფრო იზრდება, ისევე როგორც ჩვენი ცოდნა, რომლითაც ლამის
ჩავყლაპოთ მთელი სამყარო და რომელიც, შესაძლოა, სულაც არ არის
საჭირო ჩვენთვის! რა დაგვემართა, რატომ უნდა ვაკეთოთ იგივე საქმე,
რასაც აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები, თუმცა ასე ძლიერ განვსხვავდებით
მათგან? რატომ ვცდილობთ წინ აღვუდგეთ საგანთა ბუნებას?238 რატომ
გვიჭირავს თავი ისე, თითქოს იმ უნარის მფლობელნი ვიყოთ, რასაც არა

238
მრდ. პოლ ვალერი (იქვე, გვ. 78—79): „ჩვენი პიროვნების, ჩვენი აზრების, სიკვდილისა თუ სიყვარულის
ჩვენმიერი განცდის უინტიმურესი და უღრმესი სუბსტანცია სხვა არა არის რა, თუ არა ჩვენი წინაპრების
გულუბრყვილობა, მათი ხატოვანი ლუღლუღი, მათი ზიზღი, მათი უმწეობა ფსიქოლოგიური მოვლენების
სფეროში, მათი ენობრივი სიღალატე და ა. შ. ხოლო ჩვენ ვაგრძელებთ ამ უბადრუკ წანამძღვრებს,
ვაგრძელებთ მათ ჩვენი სიჩქარით, ფაციფუცით, არათანმიმდევრულობითა. და ჩვენი უცნაური და
ნერვიული დროის ეგზომ ბოროტად გამოყენებით“.

მკითხველთა ლიგა

231
ვფლობთ, ან რაც ჟამთა ვითარებაში დავკარგეთ, ანდა დროის დინებამ
დაწრიტა, გამოფიტა და უნაყოფოდ აქცია? რატომ მიველტვით
ჰომეროსობას იმ ეპოქაში, რომელსაც აღარაფერი შერჩა ჰომეროსული?
მაშინ კეთილ-ვინებოთ და ისევე მოვიქცეთ, როგორც იქცეოდნენ მაშინ,
ვიცხოვროთ ისევე, როგორც ცხოვრობდნენ მაშინ, დავივიწყოთ ის, რაც არ
იცოდნენ მაშინ და თავის გამოსაცდელად ვიტვირთოთ იგივე შრომა,
გავუძლოთ იმავე ჭაპანწყვეტას, ოფლის ღვრასა თუ თვითწვრთნას, რაც
ყველას უნდა ეტვირთა და რისთვისაც ყველას უნდა გაეძლო მაშინ. ხოლო
თუ ყოველივე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა ჩვენთვის, იქნებ მაშინ მაინც
ვირწმუნოთ, რომ ცხოვრებასა და ფიზიკურ გამძლეობასთან ერთად სულიც
შეიცვალა და რომ მეორის ცვლილება პირველთა ცვალებადობის მუდმივი
და გარდუვალი შედეგია. ალბათ მეტყვიან, იტალიელებს თავიანთი ჰავისა
და ბუნების წყალობით უფრო მდიდარი წარმოსახვა აქვთ, ვიდრე სხვა
ხალხებს და ამიტომაც მათმა წარმოსახვამ უფრო დიდხანსშეინარჩუნა
შემოქმედებითი ძალმოსილებაო. ნეტავი ასე იყოს. მაგრამ სიყრმიდან
სიჭაბუკეზე, ხოლო სიჭაბუკიდან მოწიფულობის ასაკზე გადასვლასთან
ერთად, ჩემი პირადი გამოცდილება მარწმუნებს და სხვა, თვით ყველაზე
სახელგანთქმულ პოეტებზე დაკვირვებითაც ვხედავ, რომ სინამდვილეში
სულ სხვაგვარადაა საქმე. თუ ამას ამტკიცებენ უცხოელები, რაღა თქმა უნდა
ცდებიან, როგორც ყოველთვის ცდებიან ადამიანები რაღაც უცხოსა და
შორეულზე მსჯელობისას, რომელიც შორიდან გაცილებით უფრო
მშვენიერი და მნიშვნელოვანი ჩანს, რაკიღა მას, ჩვეულებრივ, წარსულს
ადარებენ და, ასე განსაჯეთ, წარსულთანაც კი აიგივებენ, ალბათ, იმიტომ,
რომ წარსულიც შორსაა ჩვენგან. სინამდვილეში კი ჟამთა მსვლელობამ არც
იტალიელთა წარმოსახვას დააკლო ხელი, ისიც დასუსტდა, დაიწრიტა და
მანერად იქცა, ხოლო შემოქმედებით ძალმოსილებას მხოლოდ იმდენად
ინარჩუნებს, რამდენადაც ნების კარნახსა და ადამიანის ბრძანებას
ემორჩილება; თავისთავად კი აღარც რაიმეს შექმნის უნარი შესწევს, აღარც
ძალა მოსდგამს და აღარც თავი აქვს.

მკითხველთა ლიგა

232
ახლა კი გაგიმჟღავნებთ იმის ჭეშმარიტ მიზეზს, თუ რატომაა, რომ
დანარჩენი ევროპელი ხალხებისაგან განსხვავებით, იტალიელები იცნობენ
მხოლოდ წარმოსახვით შექმნილ პოეზიას და როგორც დამშეულ კაცს
საჭმელი, ისე ენატრებათ ის პოეზია, რომლის წყაროდაც გრძნობა
გვევლინება. როცა ირგვლივ მხოლოდ უმაქნისობაა და მოწყენილობა, როცა
ყველაფერში ვლინდება მხოლოდ თავქარიანობა და ქარაფშუტობა, როცა
ყველას სული ელევა მხოლოდ გართობაზე, ერთის სიტყვით, როცა აღარც
სამშობლო გვაქვს, აღარც საზოგადოებრივი თუ სამწერლო ასპარეზი, აღარც
ვინმეს ვეომებით და ხმლები ქარქაშში გვიჟანგდება, როცა აღარავინ აღარ
იცის, რას მოახმაროს თავისი ძალა და ენერგია, იტალიელმა დაჰკარგა
რისიმე ღრმად განცდის უნარი და თითქმის სრულიად უგრძნობელი გახდა.
ზემოთ ვთქვი, მთელი მსოფლიო ფილოსოფოსად იქცა-მეთქი,
იტალიელმაც შეითვისა მცირეოდენი ფილოსოფია, რომელიც საკმარისია
საიმისოდ, რომ სამუდამოდ უბედური გახადოს იგი და ჩაახშოს ან, უფრო
ზუსტად, დათრგუნოს და მიაძინოს მისი წარმოსახვა, რომელიც თვითონ
ბუნებისგან აქვს ბოძებული, მაგრამ აშკარად არ კმარა საიმისოდ, რომ
ამომწურავად შეიცნოს ვნებების, გრძნობების, ადამიანის გულის სიღრმე და
მკაფიოდ წარმოაჩინოს ისინი. ეგეც არ იყოს, თანამედროვე იტალიელს
ამომწურავადაც რომ შეეცნო ადამიანის გული, მაინც ვერ შეძლებდა მის
გამოხატვას, რადგანაც — უნდა ვაღიაროთ, — აშკარად აკლია ის
საფუძვლიანი ცოდნა, რომელიც აუცილებელია ესოდენ რთული ამოცანის
გადასაწყვეტად. აი, რატომაა, რომ იტალიელი, მაშინაც კი, როცა ჭეშმარიტი
გრძნობით გულშეძრული, თავისი ღრმა განცდისა თუ განცდილის
გადატანას აპირებს ქაღალდზე, ან თავიდანვე ვერ ახერხებს სათანადო
ფორმა მოუძებნოს სათქმელს და ამიტომ ყველაფერი გაცვეთილი, მტკნარი
და მდარე გამოუდის ან, რაკი თავისი გრძნობის დაოკება არ შეუძლია,
აშკარად ვეღარ იმორჩილებს კალამს და უნდილი და უმწიფარი ყრმასავით
ჭყლოპინებს.

მკითხველთა ლიგა

233
ასე რომ, ყველა ზემოხსენებული მიზეზის გამო, თანამედროვე იტალიელი,
რომელსაც ხელი არ მიუწვდება გრძნობისმიერ პოეზიაზე, მარტოოდენ
წარმოსახვისმიერ პოეზიას ალევს მთელ თავის დროს, ნიჭსა თუ ძალას,
მაგრამ ეს ბუნებრივი მოწოდებით კი არა, მხოლოდ თვითნებური არჩევანით
განპირობებული გახლავთ. ამიტომაც ან საერთოდ ხელმოცარული რჩება,
ანდა მხოლოდ უღიმღამო მიბაძვა თუ გამოდის და ისე მიჩანჩალებს
წინაპრებს კუდში, როგორც პატარა ბალღი–ძიძას. ჩვენში დარჩეს და,
სწორედ ასე იქცევა მონტი, რომელიც, კაცმა რომ თქვას, პოეტი კი არ არის,
არამედ დახელოვნებული მთარგმნელი, ისე კარგად აქვს გაწაფული ხელი
და ისე მარჯვედ ფრცქვნის ძველ ბერძნებს და რომაელებს, ხოლო როცა
თვით იტალიელებს, ვთქვათ, დანტეს ძარცვავს. აქ -უკვე ძველი სტილისა და
ძველი ენის წინდახედული და დახვეწილი განმაახლებლის როლში
გვევლინება. 239
მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, იტალიელები, დროის ბუნებისა და
თვით პოეზიის ბუნების საპირისპიროდ, მაინცადამაინც პოეზიის იმ ჟანრით
იფარგლებიან, რომელიც დღეს შეიძლება მხოლოდ ნაძალადევი ან
მიმბაძველობითი იყოს, ხოლო ამის ერთადერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ
ამ ჟანრში მუშაობა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე მეორეში,
რომელსაც გრძნობისმიერი პოეზია ჰქვია სახელად: ჯერ ერთი, არავის
მოუვა აზრად, რომ ზოგიერთი ტალანტისათვის, მით უმეტეს, როცა ეს
ტალანტი არც ისე ძლიერია. ნაკლებად დაოსტატებულია და თავის
ხელობაშიაც ნაკლებად გაწაფული, მაგრამ, სამაგიეროდ, სიფიცხით,
მოუთმენლობით, სულსწრაფობით და ა. შ. გამოირჩევა, — გაცილებით
უფრო ადვილია ბაძავდეს სხვებს, ვიდრე თვითონვე ქმნიდეს. ხოლო
თანამედროვე იტალიელი პოეტები თითქმის ყოველთვის ბაძავენ, მაშინაც
კი, როცა პირდაპირ არ იწერენ სხვებისაგან, რაც სხვათა შორის, არც ისე
იშვიათი მოვლენა გახლავთ; ასე იქცევა, თუნდაც, არიჩი,240 რომელიც
გადაწერას პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, „ასლის აღებას“

239
მონტა ვინჩენცო (1754—1826) — იტალიელი პოეტი.
240
არიჩი ჩეზარე (1782—1836) — იტალიელი პოეტი და იურისტი, ავტორი დიდაქტიკური პოემისა
„ზეთისხილის მოვლა“, მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე „პასტორალური პოემა“ და სხვ.

მკითხველთა ლიგა

234
უწოდებს. მეორეც, რამდენადაც თხრობა უფრო ადვილია, ვიდრე
მოქმედების დრამატული განვითარება, სადაც მიმბაძველობითი
ხელოვნების ყოველგვარი შეცდომა თუ შეცოდება აშკარაა და თვალში
საცემი, და სადაც გაცილებით უფრო მკაცრია იმის მოთხოვნა, რომ ავტორის
აზრი თუ განცდა ბუნებასა და ჭეშმარიტებას შეესატყვისებოდეს, — იმდენად
თანამედროვე იტალიელებს, რომელთა გრძნობაც, როგორც უკვე
მოგახსენეთ, ღარიბია, ხოლო ადამიანის გულის ცოდნა — მწირი,
გაცილებით უფრო ეადვილებათ წარმოსახვისმიერ პოეზიაში მუშაობა,
რადგანაც ეს უკანასკნელი თითქმის პირწმინდად თვითნებურია და მისი
მეშვეობით ძნელი როდია თვალი მოსჭრა მკითხველს, ან ნაცარი მაინც
შეაყარო თვალში, როგორც იქცეოდა, ვთქვათ, არიოსტო. დიახ,
წარმოსახვისმიერი პოეზია უფრო ადვილია, ვიდრე გრძნობისმიერი, სადაც
ყოველი ფეხის ნაბიჯზე განუხრელად უნდა მისდევდე ბუნებას და
ჭეშმარიტებას, და სადაც თვითეული ჩვენგანის გული სიმართლისა თუ
სიყალბის, ჭეშმარიტისა თუ არაჭეშმარიტის, ბუნებრივისა თუ
ნაძალადევის, ძალისა თუ უნიათობის, ისევე როგორც გამონაგონის,
მდგომარეობის, გრძნობების, აზრების, გამოთქმების და სხვათა და სხვათა
მარად ფხიზელ, მკაცრ და პირუთვნელ მსაჯულად გვევლინება. წარმოსახვა
ზოგჯერ შეიძლება გააყალბო, ძალა დაატანო, ან არადა, რაღაცა მაინც
უბრძანო; გრძნობას კი ვერც გააყალბებ, ვერც ძალას დაატან და ვერც
უბრძანებ. ამიტომ რა გასაკვირია, რომ იმნაირ სინამდვილეში, როგორიც
ზემოთ აღვწერე, თანამედროვე იტალიელ პოეტებს, რომლებმაც
გრძნობისმიერი პოეზიის ნიმუშები გამოაქვეყნეს, უსტვინეს, სიცილი
დააყარეს და მასხრად აიგდეს. ღირსნიც იყვნენ, რადგან მიბაძვა (უკლებლივ
ყველამ უცხოელების მიბაძვას მიჰყო ხელი) ჯერ წარმოსახვისმიერ
პოეზიაში რა არის და გრძნობისმიერ პოეზიაში რა უნდა იყოს, სადაც ის
წარმოუდგენლად ყალბია, იმავე მიზეზის გამო, რომლის ძალითაც
გრძნობას ვერც გააყალბებ, ვერც ძალას დაატან და ვერც უბრძანებ რასმე.
და აი, საღად მოაზროვნე იტალიელებიცა და უცხოელებიც ერთხმად
ამტკიცებენ, რომ იტალიაში არ არსებობს გრძნობისმიერი პოეზია. მაგრამ,
ალბათ, ვერ ხვდებიან: ეს ხომ, არსებითად იმის მტკიცებას ნიშნავს, რომ
იტალიაში საერთოდ არ არსებობს მწერლობა, ყოველ შემთხვევაში, პოეზია
მაინც. თითქოსდა ცხოვრების თანადროული ვითარება საერთოდ
დასაშვებს ხდიდეს გრძნობისმიერ პოეზიას, ხოლო მისი არარსებობა
მთლიანად პოეზიის არარსებობის ტოლფასი არ იყოს. მკითხველთა ლიგა

235
გრძნობისმიერი პოეზია შეიძლება ნიშნეული იყოს მხოლოდ ჩვენი
საუკუნისთვის, მაშინ როდესაც ჭეშმარიტი და წმინდა (ესე იგი, შეურეველი)
წარმოსახვისმიერი პოეზია ნიშნეული იყო მხოლოდ ჰომეროსის ხანის, ან
სხვა ხალხების შესაბამისი ეპოქებისთვის. აქედან შეიძლება
ძალდაუტანებლად დავასკვნათ, რომ პოეზია არც ისე ორგანულია. ჩვენი
დროისთვის, და რომ ის ჩვენს თვალწინ იწრიტება, ჭკნება და მჭლევდება,
რაკიღა ასეთი იშვიათობა ხდება არა მარტო ჭეშმარიტი პოეტი, არამედ,
საერთოდ, თვით ჭეშმარიტი პოეზიაც. რადგანაც ყოველივე გრძნობისმიერი
ფილოსოფიას, ცდას, ადამიანისა თუ სამყაროს ცოდნას, ერთის სიტყვით,
რაღაც ჭეშმარიტს ემყარება, მაშინ როდესაც პოეზიის დასაბამიერი არსი ის
გახლდათ, რომ მას ასაზრდოებდა და შთაგონებას ანიჭებდა მხოლოდ
სიყალბე. და თუ პოეზიას განვიხილავთ იმ აზრით, რასაც ის საკუთარ არსად
თვლიდა თავისი განვითარების საწყის ეტაპზე, მაშინ გრძნობისმიერ
პოეზიას მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს პოეზია: ეს, უმალ,
ფილოსოფიაა, მჭევრმეტყველება თუ რა ვიცი, კიდევ რა, მხოლოდ უფრო
უკეთ შემკული, ვიდრე ფილოსოფია და მჭევრმეტყველება, რომლებიც
პრიზით არიან გამოხატულნი. ის შეიძლება ამაღლებული და მშვენიერიც კი
იყოს, მაგრამ მხოლოდ ილუზიების წყალობით, რომლებსაც თვით
გრძნობისმიერ პოეზიაშიც კი შეგვიძლია დავუთმოთ ადგილი და, თქვენ
წარმოიდგინეთ, უფრო დიდიც, ვიდრე უთმობენ უცხოელები.
იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი მწერლობა და ისეთი ხალხი (თუკი
დროებაცა და თვით ხალხიც ისე ძირეულად არ შეცვლილა და
განახლებულა, როგორც იტალიელები — რომაელებთან შედარებით), რომ
სხვადასხვა დროს სიტყვიერების ერთსა და იმავე ჟანრში ორი დიდი
მწერალი ჰყავდეს.

მკითხველთა ლიგა

236
მას შემდეგ რაც ამა და ამ ჟანრში შეიქმნა ჭეშმარიტად სრულყოფილი და
მომდევნო თაობებისა თუ საუკუნეებისათვის მისაბაძ ნიმუშად დასახული
ნაწარმოები, ყველა ნამდვილი ტალანტი უკვე თავს არიდებს მას, თუმცა ის
შეიძლება ბევრ სხვა სახესაც მოიცავდეს, — და სხვა ჟანრს მიმართავს, იქნებ
იმიტომ, რომ თვითონვე გრძნობს, რარიგ ძნელია გაუტოლდეს
ზემოხსენებულ ნიმუშს ან, იქნებ, იმასაც ფიქრობს, კიდევაც რომ
გავუტოლდე, ერთადერთი ხომ მაინც აღარ ვიქნებიო; იქნებ სიმხდალის, ან
იმის გამო, რომ თავისთავსა თუ თავის ძალებში ეპარება ეჭვი, რაც ესოდენ
ბუნებრივი გრძნობაა ყველასთვის, ვინც წინასწარ ხედავს მთელ იმ
სიძნელეს, რომლის გადალახვასაც მოითხოვს გრანდიოზული
შთანაფიქრის ხორცშესხმა და, ცხადია, შიშობს, რომ სიძნელეს თავს ვერ
გაართმევს და მეტოქეობას ვერ გაუწევს სხვას იმ საქმეში, სადაც
სრულქმნილება უკვე მიღწეულია და ყველას თვალწინა აქვს — მასაც და
სხვასაც. და მხოლოდ უნიჭობა, რომლისთვისაც ესოდენ ნიშნეულია
თავხედობა და თავდაჯერება, წარბშეუხრელად ებმება ასპარეზობაში,
რადგანაც მოსვენებას არ აძლევს ქება-დიდება, რასაც ერთხმად მიაგებენ
დიადი ქმნილების ავტორს, და ხარბად მიელტვის პატივს თუ სახელს,
რომელიც ერთი შეხედვით, ესოდენ ადვილი მოსახვეჭი ჩანს, ვინაიდან
დასახულ მიზანს მისი სიძნელის მიხედვით კი არ ზომავს, არამედ საკუთარი
სურვილისა და იმ სანუკვარი ჯილდოს მიხედვით, რომელიც ელის
გამარჯვებულს. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ის გახლავთ, რომ
კაზმული სიტყვიერების ეს ჟანრი უკვე აღარ არის ახალი, მას შემდეგ, რაც
დიდი მწერლის ხელში გამოიარა: მასში ორიგინალურობასაც კი ვეღარ
მიაღწევ, არამც თუ სიდიადეს. თუმცა ორიგინალურობაც რომ შეინარჩუნო,
მაინც თავს იჩენს ერთი დასაბამიერი სიძნელე: თვით ყველაზე
მაღალნიჭიერი კაციც კი, უკვე გატკეპნილ გზას რომ ხედავს, ძალაუნებურად
მასვე ირჩევს, მასვე ადგება, ვინაიდან საკუთრივ პოეტურ ჟანრს ამ გზასთან
აიგივებს, თითქოს მის გარეშე წარმოუდგენელი იყოს ზემოხსენებული
ჟანრის არსებობა, თუმცა მოიძებნება ბევრი სხვა გზაც და, შესაძლოა, უკვე
გატკეპნილზე უკეთესიც.

მკითხველთა ლიგა

237
თვით საბერძნეთშიაც კი, რომელსაც მწერლობის მრავალსაუკუნოვანი
ისტორიის მანძილზე ურიცხვი დიდებული მწერალი თუ პოეტი ჰყავდა,
ჰომეროსის დროიდან მოყოლებული არ დაბადებულა არც ერთი მეტ-
ნაკლებად თვალსაჩინო ეპიკოსი პოეტი, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე
უმნიშვნელო ავტორს, ვთქვათ, აპოლონიოს როდოსელის241 ბადალს. და
თვით ჰომეროსსაც (თუკი მართალია, რომ „ილიადა“ წინ უსწრებს
„ოდისეას“, როგორც ამტკიცებს ლონგინე242) „ოდისეას“ გამოქვეყნებით
ბევრი არაფერი შეუმატებია თავისი დიდებისათვის. თუმცა, ვინც უნდა
ყოფილიყო ეს ჰომეროსი, მე ვფიქრობ, რომ „ილიადა“ და „ოდისეა“ ერთ
ავტორს როდი ეკუთვნის,243 და რომ მეორე მხოლოდ პირველის სტილის,

241
აპოლონიოს როდოსელი (დაახლ. 295—215 ძვ. წ. ა.) ალექსანდრიელი პოეტი, ეპიური პოემის
„არგონავტიკის“ ავტორი.
242
ლონგინე — იგულისხმება ბერძენი ფილოსოფოსი კასიუს ლონგინე (დაახლ. 213—273)
ნეოპლატონიკოსების ამონიოს საკასისა და ორიგენეს მოწაფე. ლონგინეს მრავალრიცხოვანი
თხზულებებიდან („უზენაესი სიკეთისათვის“, „მთავრობათათვის“, „რიტორიკული ხელოვნება“,
„ჰომეროსის საკითხები და სხვ.) ფრაგმენტებმაღა მოაღწია ჩვენამდე. ლეოპარდის დროს ლონგინეს
შეცდომით მიეწერებოდა ძველი ბერძნული ესთეტიკური აზრის ერთ-ერთი შედევრის–
„ამაღლებულისათვის“ ავტორობაც. დღეს საბოლოოდ დადგენილია, რომ ტრაქტატი მას არ ეკუთვნის.
უცნობ ავტორს კი პირობითად უწოდებენ ფსევდო-ლონგინეს... რაც შეეხება „ილიადასა“ და „ოდისეას“
ფსევდო-ლონგინესეულ შედარებას, იხ. „ამაღლებულისათვის“, IX: ... „ილიადა“, რომელიც პოეტის
მოწიფულობის ასაკშია შექმნილი, როცა მისი შემოქმედებითი ძალმოსილება თავის აპოგეას აღწევს, –
მხოლოდ მოქმედებაა და ბრძოლა, მაშინ როდესაც „ოდისეა“ სხვა არა არის რა, თუ არა გაბმული
თხრობა, რაც ასერიგად ნიშნეულია სიბერისათვის. „ოდისეაში“ ჰომეროსი შეიძლება შევადაროთ
ჩამავალ მზეს, რომელიც, მართალია, ძველებურად ვეღარ აცხუნებს, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაუკარგავს
სიკაშკაშე და ცხოველმყოფელობა. აქ ჩვენ უკვე ვეღარა ვგრძნობთ იმ უჩვეულო ძალმოსილებას, რაც
ეგზომ გვაცვიფრებს „ილიადაში“, ვერც ამაღლებულის იმ თანაბარზომიერ რიტმს, რომლისთვისაც უცხოა
ყოველგვარი დაღმავლობა, ვერც ურთიერთმონაცვლე ვნებათა შმაგ ნაკადს, ვერც განწყობილებათა
სწრაფ ცვლასა თუ საზოგადოებრივ ჟღერადობას, და ბოლოს, ვერც სინამდვილისაგან ნასესხებ სახეთა
თუ ხასიათთა უსასრულო მრავალფეროვნებას. ისევე როგორც ოკეანის მოქცევას მიქცევა მოსდევს, ხოლო
მიქცევას — ტალღის დამცრობა და ქარი ძალის დაცხრომა, აქაც, „ოდისეას“ ზღაპრულსა და მითიურ
წიაღსვლებში ჩვენ ვხედავთ ამაღლებულის გამუდმებულ უკუმიქცევას“.
243
როგორც ჩანს, ლეოპარდი იზიარებს გერმანელი მეცნიერის ფრიდრი: ავგუსტ ვოლფის (1759—1824)
მიერ 1795 წელს ჩამოყალიბებულ თეორიას, რომლის თანახმადაც ჰომეროსის პოემები არ წარმოადგენს
ერთი ავტორის ქმნილებებს: ისინი თავდაპირველად იქმნებოდნენ ცალკეული სიმღერების სახით,
რომლებიც შემდეგ (VI ს. ძვ. წ. ა.) გააერთიანა და გაამთლიანა პისისტრატეს კომისიამ. ამ თეორიამ თავის
დროზე აზრთა დიდი ჭიდილი გამოიწვია ევროპულ მეცნიერებაში. ვოლფს გამოუჩნდნენ როგორც
თანამოაზრეები (ე. წ. „ვოლფელები“ — ჰერმანი, გროტი, კაუერი, ლახმანი და სხვ.) ისე
მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, „ილიადაც“ და „ოდისეა“ ერთ ავტორს ეკუთვნისო (ე. წ.
„უნიტარიები“ — ნიცშე, კირხჰოფი, ვილამოვიც-მელენდორფი და სხვ.). სადღეისოდ ვოლფის თეორია
მთლიანად უარყოფილია (დაწვრილებით ინ. სიმ. ყაუხჩიშვილი, ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ.
I, თბ., 1950, გვ. 68—77).

მკითხველთა ლიგა

238
ენის, თხრობის მანერისა თუ შინაარსის მიბაძვაა, რომელიც ზოგჯერ
საკმაოდ უნიათოა და მოსაწყენი, თუმცა ეს ორივე პოემის საერთო თვისება
გახლავთ. ამ ვარაუდის შემოწმება ელინისტი კრიტიკოსებისათვის
მიმინდვია, რომლებსაც გადაღეჭილი აქვთ ჰომეროსის დროინდელი
სიძველენი, ზედმიწევნით იცნობენ პოეტის ეპოქას და ზეპირად იციან ორივე
პოემა, — ყველა ამ ღირსებასთან ერთად კარგი გემოვნება და საღი აზრიც
რომ ჰქონდეთ! აღარაფერს ვიტყვი რომაელებზე და ვერგილიუსის შემდეგ
ეპოსის შექმნის მათ წარუმატებელ ცდებზე, ვერგილიუსისა, რომელმაც
ყველას დაასწრო და ისევე დაჩრდილა ყველა ამ ჟანრში,244 როგორც
ციცერონმა — მჭევრმეტყველებაში. მართალია, ტორკვატო ტასო არ
შეიძლება სრულყოფილ და, მით უმეტეს, ჰომეროსივით დიდ პოეტად იქნეს
მიჩნეული მის მიერ არჩეულ ქარში (ის დიდი იყო პირადად, მაგრამ არა მისი
პოემა, ანდა თვითონ — ამ პოემაში), მაგრამ მის შემდეგ იტალიაში აღარ
შექმნილა ღირსშესანიშნავი ეპიური პოემა, მიუხედავად იმისა, რომ
საშუალო ნიჭის არაერთ პოეტს უცდია კალამი ამავე ჟანრში. მეტიც,
მართალია არიოსტოს პოემები ჟანრობრივი თავისებურებით
მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ტასოს პოემისაგან, მაგრამ ბევრს ენამუშა
და ეუცნაურა, „განთავისუფლებული იერუსალიმის“ ავტორი არიოსტოს
შემდეგ რომ შეეჭიდა ესოდენ ძნელ საქმეს. ამიტომაც ტასოს მტრებმა არ
დაახანეს და „იერუსალიმის“ გამოქვეყნებისთანავე „ორლანდოს“
დაუპირისპირეს იგი, რათა არიოსტოს ქმნილებაზე დაბლა დაეყენებინათ
და თავხედობა და, ვინ იცის კიდევ რა არ დაებრალებინათ ტასოსათვის.
საფრანგეთში მოლიერის შემდეგ აღარ ყოფილა დიდი კომედიოგრაფი,
იტალიაში — გოლდონის შემდეგ. მართალია, ყოველივე ეს უპირატესად
მწერლობაში ვლინდება, მაგრამ შეიძლება იგივე ითქვას ადამიანის
მოღვაწეობის ბევრ სხვა სფეროზეც, მეცნიერებისა თუ ხელოვნების ბევრ
სხვა დარგზედაც. ჩემი მოსაზრების საპირისპიროდ შეიძლებოდა მოგვეტანა

244
ვერგილიუსის (70—19 ძვ. წ. ა.) „ენეიდის“ დაწერის შემდეგ რომაულ მწერლობაში იყო კიდევ
რამდენიმე ცდა ეპიური პოემის შექმნისა: მარკუს ანეუს ლუკანუსის (39—65) „ფარსალია“, სილიუს
იტალიკუსის (I ს. ჩვ. წ. ა.). „პუნიკა“, პაპინიუს სტაციუსის (61—96) „თებაიდა“, ვალერიუს ფლაკუსის (I ს. ჩვ.
წ. ა.) „არგონავტიკა“ თავისი მხატვრული ღირსებებით და მნიშვნელობით ვერც ერთი ვერ შეედრება
„ენეიდას“.

მკითხველთა ლიგა

239
ის მაგალითი, რომ საფრანგეთში კორნელის შემდეგ იყო რასინი, ხოლო მის
შემდეგ — ვოლტერი, და რომ ინგლისში შექსპირს მოჰყვა რამდენიმე
ტრაგიკოსი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ვერც ერთი ვერ შეედრებოდა მას
თავისი სრულქმნილებითა და დიდებით.245 ხოლო ეს უკანასკნელი (ე. ი.
დიდება) ჩემი მსჯელობის საგნად რომ იქცეს, ისეთივე უჩვეულო, ისეთივე
საყოველთაო და სახალხო უნდა იყოს, როგორიც გახლდათ მომდევნო
თაობებისათვის მისაბაძ ნიმუშად დასახული წინამორბედის დიდება.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ სხვაგვარი მდგომარეობაა იმ შემთხვევაში, როცა
დრამატულ ავტორებს ეხება საქმე, ვინაიდან თეატრალურ ასპარეზზე
წარმატებას ურიცხვი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. განსაკუთრებით,
ზოგიერთ ხალხში, მათი თავისებურებების შესაბამისად. უმთავრესი მაინც
ისაა, რომ ნებისმიერი ხალხის თეატრი, თავისი დიდი დრამატურგიც რომ
ჰყავდეს, მაინც ახალ სახელსა ნატრობს და დრამატული ქმნილებებისგანაც
იმდენად სრულყოფილებას როდი მოითხოვს, რამდენადაც სიახლეს. დიახ,
უმეტესწილად ყველა მხოლოდ სიახლეს ესწრაფის, რომელსაც უფრო
აღტაცებით უკრავენ ტაშს, ვიდრე დიდი დრამატურგების გაცილებით
უკეთეს, მაგრამ უკვე ცნობილ პიესებს. ამრიგად, დრამატულ ავტორს
ყოველთვის რჩება ადგილი, რომელიც შეიძლება მოიპოვოს, დიდება,
რომელიც შეიძლება მოიხვეჭოს, მიზანი, რომელიც კალამს ააღებინებს
ხელში და ჯილდო, რომელიც წარმატების შემთხვევაში არ ასცდება. მეტი რა
უნდა თვით ყველაზე ნიჭიერი მწერალს? ამას დაუმატეთ საზოგადოებრივი
ცხოვრების ურიცხვი წვრილმანი, რომელიც ადამიანს აიძულებს
თეატრისათვის წეროს ხალხი, რომელიც თავისი ხელობის მიზეზით თუ
გამორჩენის მიზნით დაეძებს და აქეზებს ამნაირ ავტორებს; თვით
ავტორთა ინტიმური ზრახვები, მოთხოვნილებები, მოვალეობანი,
წარმატების მიღწევისა თუ სახელის მოხვეჭის სურვილი თავიანთ ქალაქში,
თავიანთ მეგობრებში, თავიანთ წრეში და ა. შ.; ჩვეულებებისა და, ვინ
მოსთვლის, კიდევ რამდენი რამის გამუდმებული ცვალებადობა

245
იგულისხმებიან ინგლისელი დრამატურგები — ჯონ ვებსტერი (1580— 1630), ჯორჯ ჩაპმენი (1559-—
1634), ფრენსის ბომონტი (1584—1616), ჯონ ფლეტჩერი (1579—1625)...

მკითხველთა ლიგა

240
ცხოვრებაში, თეატრში, წარმოდგენებში და ყოველივე იმაში, რაც შემდეგ
შეიძლება სცენაზე წარმოდგენილი იქნეს. ასე რომ, დრამატულ ავტორს
ყოველთვის რჩება საკმაოდ ფართო ასპარეზი. სოფოკლეს დიდებას ჯერ
კიდევ სრულიად უცნობი ევრიპიდესათვის246 ხელი არ შეუშლია იმაში, რომ
მისი მემკვიდრე გამხდარიყო დრამატული ქმნილებების თავისებურება ის
არის, რომ მათი მოქმედებაც, მოთხოვნილებაცა და დანიშნულებაც
თითქმის ყოველთვის ცოცხალია, რასაც ვერ ვიტყვით კაზმული
სიტყვიერების ვერც ერთი სხვა დარგის ძეგლებზე. სხვაგვარად იქნებოდა
საქმე, ისევე, როგორც შორეულ წარსულში, დღესაც რომ არსებობდნენ
სახალხო თავყრილობები, სადაც ჰეროდოტე კითხულობ და თავის
ისტორიას247 ან, ჰომეროსის პოემებისა არ იყოს, იმ მიზნით რომ
იწერებოდნენ ლექსები, რათა შემდეგ ხალხის წინაშე წაეკითხათ, უფრო
ზუსტად, სიმღერით შეესრულებიათ,248 ანდა, ბოლოს, ტირტეოსებისა249 თუ
ბარდების250 დრო სამუდამოდ რომ არ ჩაბარებოდა წარსულს. მაგრამ რაკი
ყოველივე ეს მხოლოდ შორეულ მოგონებად იქცა, ჩვენ იმასღა ვჯერდებით,
რომ მწერლობის ყველა დარგში უკვე შექმნილი სრულყოფილებით
ვტკბებით და ახალ სრულქმნილებას აღარ მიველტვით. სულ სხვაგვარია
ყოველივე იმის ხვედრი, რაც საზოგადოების შეუნელებელი ყურადღებისა
თუ ცხოველი ინტერესის საგანი გახლავთ, და ლათინური მჭევრმეტყველება
ციცერონის შემდეგაც რომ კვლავინდებურად საჭირო ყოფილიყო, ვინ იცის,
იქნებ რომს სხვა დიდი ორატორებიც ჰყოლოდა.
„ბიბლია და ჰომეროსი — აი, ყოველგვარი სიტყვიერების ორი დიადი
წყარო“, — ამბობს ალფიერი251 თავის „ცხოვრებაში“ (იგივეა დანტე

246
ევრიპიდე (დაახლ. 480—406 ძვ. წ. ა.) თექვსმეტიოდე წლით უმცროსი იყო სოფოკლეზე (დაახლ. 496–
406). გადმოცემის თანახმად, ევრიპიდე მხოლოდ თვრამეტი წლისა ყოფილა, როცა პირველად მიუღია
მონაწილეობა ტრაგიკოსთა კონკურსში.
247
იხ. აქვე, შენ. 19.
248
ჰომეროსის პოემებს საჯაროდ ასრულებდნენ სიმღერით (რეჩიტაცია) რაფსოდები. რაფსოდულ, ისევე
როგორც პოეტურ ხელოვნებას საგანგებო დიალოგი მიუძღვნა პლატონმა — „იონი“.
249
ტირტეოსი (VII ს. ძვ. წ. ა) — სპარტელი პოეტი; სიმღერით ბიუძღოდა და საბრძოლველად აქეზებდა
ლაკედემონელთა (სპარტელთა) ლაშქარს II მესენიური ომის დროს (680 წ. ძვ. წ. ა.).
250
ბარები — კელტური მოდგმის ხალხთა ნაციონალური პოეტები, სახალხო მომღერლები და მგოსნები.
ტაციტუსის მოწმობით, ომის დროს წი5 მიუძღოდნენ და სიმღერით ამხნევებდნენ ლაშქარს.
251
ალფიერი ვიტორიო (1749—1803) — იტალიელი დრამატურგი.

მკითხველთა ლიგა

241
იტალიური მწერლობისთვის და ა. შ.). საქმე ისაა, რომ ეს წიგნები ყველაზე
ძველი წიგნებია და, მაშასადამე, ყველაზე ახლოს დგანან ბუნებასთან,
ყოველივე მშვენიერისა და დიადის, სიცოცხლისა და მრავალფეროვნების ამ
ერთადერთ წყაროსთან. მას შემდეგ, რაც სამყაროში თანდათანობით
მკვიდრდება გონება, იმისდა კვალად, რაც უფრო მტკიცედ იკიდებს ფეხს და
რაც უფრო მეტად იზრდება მისი გავლენა, ყველაფერი კნინდება,
მახინჯდება, უსულო, უსიცოცხლო, ერთფეროვანი ხდება.
ვინ არ იცის, რომ მწერლობის განვითარების გზა მეცნიერების
განვითარების გზას უპირისპირდება. პირველი, იმისდა კვალად,რაც უფრო
მეტად იქცევა ხელოვნურ გაწაფულობად, უნაყოფო სდება; მეორე, პირიქით,
იფურჩქნება. პირველი, გარკვეულ სიმაღლეს რომ მიაღწევს, დაბლა ეშვება;
მეორე, პირიქით, წინსვლასთან ერთად სულ უფრო და უფრო მაღლდება.
პირველის წიაღში წინაპრები თუ წინამორბედები მემკვიდრეებზე უფრო
დიადნი, განსაცვიფრებელნი, აღტაცების ღირსნი იყვნენ; მეორეში,
პირიქით, თანამედროვენი უფრო მაღლა დგანან; პირველი, რაც უფრო
მეტად შორდება თავის დასაბამსა თუ საწყისს, მით უფრო მეტად ირყვნება,
სანამ, ბოლოს და ბოლოს, მთლიანად არ გადაგვარდება; მეორე, პირიქით,
რაც უფრო ახლოა საწყისთან, მით უფრო არასრულყოფილია, მწირი,
მტკნარი და ხშირად უაზროც. მიზეზი ის გახლავთ, რომ პირველის
საფუძველია ბუნება, რომელიც სრულყოფილების გზით კი არ მიემართება
(ან მხოლოდ გარკვეულ დონემდე და გარკვეულ ზღვრამდე), არამედ —
თანდათანობითი გადაგვარებისა; მეორის საფუძველი კი გონებაა,
რომლისთვისაც აუცილებელია დრო მოსამწიფებლად თუ ძალის
მოსაცემად და რომელიც დროთა განმავლობაში, გამოცდილების
თანდათანობით დაგროვების კვალდაკვალ, სულ უფრო მეტად
სრულქმნილი ხდება. ეს გამოცდილება — გონების მოძღვარი, ძიძა და
აღმზრდელი, იმავდროულად, ბუნების მკვლელი გახლავთ.
რომელი მდგომარეობაა ბუნებრივი — მდგომარეობა უვიცისა თუ
მდგომარეობა ხელოვანისა? უვიცმა არ იცის და თითქმის ვერა გრძნობს
მშვენიერებას ხელოვნებაში, ძალიან ნაკლებად გრძნობს იმავე
მშვენიერებას ბუნებაში, ერთის სიტყვით, ყოველნაირ მშვენიერებას და ა. შ.
თვით ყველაზე მარტივი მუსიკაც კი ვერ შესძრავს უხეში და გაუთლელი
კაცის გულს.
მკითხველთა ლიგა

242
მუსიკის განცდასაც ისევე ეუფლებიან, როგორც რაიმე სხვა საგანს, იმ გზით,
ან იმის წყალობით, რომ უშუალოდ თუ არაუშუალოდ ეჩვევიან მას. ხოლო
მუსიკა ყოველგვარ მშვენიერებაზე უფრო ადვილი მისაწვდომი ჩანს და ა. შ.
მე ვგულისხმობ შემდეგს: მშვენიერება მშვენიერია მხოლოდ იმდენად,
რამდენადაც სიამოვნებას გვანიჭებს და ა.შ. უცნობი ჭეშმარიტება მაინც
ჭეშმარიტებაა, ვინაიდან მისი ჭეშმარიტება იმაზე როდია დამოკიდებული,
თუ რამდენად სასარგებლოა იგი. ბუნება უშუალოდ როდი გვაწვდის და
გვასწავლის ჭეშმარიტებას, მაშინ როდესაც აბსოლუტური მშვენიერება,
მართლაც რომ არსებობდეს, ჩვენთვის შეეძლო ეჩვენებინა და ესწავლებინა
მხოლოდ ბუნებას. მაგრამ როგორ შეიძლება მშვენიერება აბსოლუტური
იყოს, თუკი იმ კაცის სულზე, რომელიც ბუნებრივი მდგომარეობიდან არ
გამოსულა, თითქმის ვერავითარ ზემოქმედებას ვერ ახდენს, რის გარეშეც
შეუძლებელია მშვენიერების აღქმა, რომელიც განუყრელია, ან შეიძლება
განუყრელი იყოს ამა თუ იმ საგნისაგან?
თუ გვსურს, რომ სასაცილო, ჯერ, ერთი, სასარგებლო იყოს და, მეორეც,
ცოცხალსა და ხანგრძლივ სიამოვნებას გვანიჭებდეს, ესე იგი, მალე არ
გვბეზრდებოდეს, მისი საგანი რაღაც მნიშვნელოვანი და სერიოზული უნდა
იყოს. თუ სასაცილოს საგანი ათასგვარი წვრილმანია ან, თუ შეიძლება ასე
ითქვას, თავისივე თავი, მაშინ ის სასარგებლო და სასიამოვნო კი აღარ
იქნება, არამედ მოსაბეზრებელი და მოსაწყენი. რაც უფრო სერიოზულია
სასაცილოს საგანი, რაც უფრო მნიშვნელოვანი და არსებითია იგი, მით
უფრო სასიამოვნოა თვით სასაცილო ამ კონტრასტის წყალობით და ა. შ.
ჩემს დიალოგებში შევეცდები კომედიაში გადავიტანო ის, რაც აქამდე
ტრაგედიის საგნად ითვლებოდა — ესე იგი, არაჩვეულებრივ ადამიანთა
მანკიერებანი, ჩვენი ბედუკუღმართობისა თუ სვედავსილობის ძირითადი
მიზეზები, პოლიტიკის უაზრობანი, ყოფითი მორალისა თუ ფილოსოფიის
შეუსაბამობანი, ჩვენი საუკუნის ძირითადი ტენდენციები, მიზნები თუ
მისწრაფებები, სამყაროული უბედურება თუ უბადრუკობა და მისი
შედეგები, ადამიანის კი არა, მთელი ხალხების ქვენა გრძნობები და
ბიწიერებანი, კატასტროფები და გადატრიალებანი, სახელმწიფოსა თუ
საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეული მომენტები და ა. შ.

მკითხველთა ლიგა

243
მე მგონია, სიცილის იარაღი ამ ჩვენს სასაცილო და გულცივ ეპოქაში, თავისი
ბუნებრივი ძალის წყალობით, უფრო უკეთ გაჭრის, ვიდრე ვნების, გრძნობის,
წარმოსახვის, მჭევრმეტყველების და თვით ანალიტიკური მსჯელობის
იარაღი, თუმცა ამ ბოლო ხანს ეს უკანასკნელიც საკმაოდ მჭრელია. ამრიგად,
ჩემი უბედური სამშობლოსა და ჩვენი საუკუნის გულშესაძვრელად, მე
აღვმართავ გრძნობის, აღტაცების, მჭევრმეტყველების იარაღს ლირიკაში
თუ იმ ლიტერატურულ პროზაში, რომელზედაც ხელი მიმიწვდება; გონების,
ლოგიკისა და ფილოსოფიის იარაღს — ფილოსოფიურ ტრაქტატებში,
რომელთა შექმნასაც ვაპირებ, და სიცილის იარაღს ლუკიანესებურ
საუბრებსა თუ მოთხრობებში, რომლებსაც ამჟამად ვამზადებ.
ჩინელი ქალები თავს ისახიჩრებენ იმ მიზნით, რომ პატარა ფეხები
ჰქონდეთ, რადგანაც მშვენიერი ჰგონიათ ის, რაც ბუნებას ეწინააღმდეგება.
რა საჭიროა ამ ბარბაროსული, ესე იგი, არაბუნებრივი ჩვეულებებისა თუ
შეხედულებების მთელი სიმრავლის ჩამოთვლა, რაც ადამიანის
სილამაზესა თუ მშვენიერებას ეხება? მაგრამ ისიც უეჭველია, რომ ამ
ველურების, ჩინელების და სხვათა და სხვათა თვალში არაბუნებრივად
დამახინჯებული თუ დასახიჩრებული ადამიანი გაცილებით უფრო ლამაზი
ჩანს, ვიდრე სხვისი ბუნებრივი სილამაზე და დახვეწილი აღნაგობა. მეტიც,
ამ უკანასკნელის ზოგიერთ ნაკვთს ისინი სიმახინჯედაც კი აღიქვამენ და ა.შ.
მაშასადამე, მშვენიერების შეგრძნება მათში სულ სხვანაირ განცდებს
იწვევს, ვიდრე ჩვენში. კი მაგრამ, მაინც ვინაა მართალი? რატომ ვუწოდებთ
ამნაირ გემოვნებას ბარბაროსულს?
ყოველ შემთხვევაში, არა იმიტომ, რომ მას საერთო არაფერი აქვს
მშვენიერებასთან: აკი ზემოხსენებული ხალხები მშვენივრად აღიქვამენ
იმას, რაც ჩვენ სიმახინჯედ გვეჩვენება! — არამედ იმიტომ, რომ მას საერთო
არაფერი აქვს ბუნებასთან. მშვენიერება შესატყვისობაა თუ შესაბამისობა,
სიმახინჯე — შესაბამისობა. მაგრამ საგნებისთვის შესაბამისობად ითვლება
მათი ბუნებრივი არსისა თუ რაობისა და მათივე თვისებების
ურთიერთშესატყვისობა. თუ შენი ბუნება ასეთია, შენც ასეთი უნდა იყო და
არა ისეთი. შესაბამისობა და შესაბამისობა, როგორც მათ აღიქვამს ყველა,
თვითეული საგნის არსებობის ფორმას ეთანაფარდება.

მკითხველთა ლიგა

244
მაგრამ მშვენიერება მარტოოდენ ბუნებით დადგენილ შესაბამისობაზე
როდია დამოკიდებული, მეტიც, შეიძლება სულაც არ იყოს დამოკიდებული
მასზე (ესეც თქვენი ეგრეთწოდებული „ცუდი გემოვნება“). ის უცილობლად
განპირობებულია ჩვენი შეხედულებებით, რომლებიც ჩვეულებების,
მიდრეკილებების და სხვა მისთანათაგან იღებენ დასაბამს. ასე რომ,
მშვენიერება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიაჩნია ადამიანს (ან
ნებისმიერ სხვა სულდგმულს) შესაბამისად. ამიტომ მშვენიერი იქნება
მხოლოდ ის, რაც ადამიანს შესაბამისობად, ანუ, რაც იგივეა, მშვენიერებად
ესახება. ასეა საქმე. ადამიანისა თუ სხვა ცოცხალი არსების თვალსაზრისის,
მათი შეხედულების გარეშე არ არსებობს არც მშვენიერება და არც
სიმახინჯე, და სამყაროში საერთოდ რომ გაქრეს ყველა ცოცხალი არსება და
თვით სიცოცხლე, არა მარტო მშვენიერებისა და სიმახინჯის, არამედ თვით
ამ იდეების ნიშანწყალიც აღარ დარჩება მასში (მაგრამ შეიძლება დარჩეს
კარგი და ცუდი, იმის მიხედვით, სასარგებლონი არიან ისინი სხვა
ქმნილებებისთვის, თუ საზიანონი).
მაგრამ მყარი და ყოვლისმომცველია მხოლოდ ბუნება, როგორც ყოველი
საგნისა, საერთოდ, ისე ცალკეული საგნებისაც. მაშასადამე, შეხედულება,
რომელიც მშვენივრად და შესაბამისად მიიჩნევს რასმე, შეიძლება მყარი და
ყოვლისმომცველი იყოს მხოლოდ მაშინ, როცა არ უპირისპირდება ბუნებას,
ანდა შესაბამისად მიიჩნევს და აღიარებს იმას, რაც თვით ბუნებას შეუქმნია
და რითაც თავისი ნებით შეუმკია ყველა ქმნილება (მაგრამ ყოველივე ეს მან
შექმნა არა აბსოლუტური აუცილებლობის ძალით, არამედ თვითნებურად
და ფარდობითად). ამიტომ, როცა ჩვენი შეხედულება ადამიანის
გარეგნობასა თუ ნებისმიერ სხვა საგანზე არაბუნებრივია, სწორედ ამას
ეწოდება ცუდი ან, თუ გნებავთ, უკუღმართი გემოვნება. ამნაირი
შეხედულება, რომელსაც საერთო არა აქვს რა საგანთა ჭეშმარიტ —
მართალია არა აბსოლუტურად.. არამედ მხოლოდ ფარდობითად ჭეშმარიტ
ბუნებასთან, არ შეიძლება მყარი და ყოვლისმომცველი იყოს. პირიქით,
კარგი გემოვნება მხოლოდ იმდენადაა კარგი, რამდენადაც შეესაბამება
ნამდვილ ბუნებას; მხოლოდ ამნაირი გემოვნებაა მყარი, ყველასათვის
მისაღები და ყოვლისმომცველი.

მკითხველთა ლიგა

245
ამიტომაც, ადრე თუ გვიან, სასაცილო ხდება არაბუნებრივი სტილიც, ენაც,
თხრობის მანერაც და სხვა მისთანანი, ადამიანიც, რომელიც განზრახ
იმახინჯებს თავის გარეგნობას და ყოველივე ისეც, რაც მშვენიერების
ფარგლებს გარეთაა, რასაც საერთო არაფერი აქვს ბუნებასთან, ესე იგი,
იმასთან, თუ სინამდვილეში როგორია ყველაფერი ამქვეყნად და,
მაშასადამე, იმასთანაც, თუ როგორი უნდა იყოს. აქედან ჩანს, რომ
ბარბროსობა. ყოველთვის ბუნებისაგან გადახრად თუ გადახვევად
გვევლინება. ამიტომაც განათლებულ ხალხებს უმეტესწილად კარგი
გემოვნება აქვთ, ვინაიდან განათლება ბუნებასთან აახლოებს ადამიანებს.
ასე რომ, ბარბაროსულად და უკუღმართად ჩაითვლება ის გემოვნება,
რომელიც მშვენიერებას კი არა, არამედ ბუნებას უპირისპირდება.
არავითარი გემოვნება არ უპირისპირდება მშვენიერებას. მშვენიერია ის,
რაც მშვენიერადაა მიჩნეული: მეჩვიდმეტე საუკუნეში მშვენივრად
თვლიდნენ ათასნაირი სამკაულებითა და ზიზილ-პიპილებით შემკულ
სტილს, რომელიც მაშინ ისეთივე სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანებს,
როგორსაც დღეს გვანიჭებს სადა, ნათელი და ნატიფი. სტილი, ხოლო ეს
უკანასკნელი მიუღებელი გახლდათ მეჩვიდმეტე საუკუნის
მკითხველისათვის. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ: ნებისმიერ საუკუნეში
ბუნების შეგონებაც, ძალაც, შეგრძნებაც და გავლენაც შეიძლება
შესუსტებულ და დაჩრდილულ იქნეს ზნე-ჩვეულებებით, შეხედულებებით
და ა. შ. მაგრამ არამც და არამც — განადგურებული; ამიტომ, ადვილი
შესაძლებელია, რომ თუმცა მეჩვიდმეტე საუკუნის ავტორებს თავიანთი
ბარბაროსული სტილი ერჩიათ ნამდვილად დახვეწილ სტილს, მაგრამ
იმნაირ სიამოვნებას მაინც ვერ იღებდნენ მისგან, როგორსაც დღეს
გვანიჭებს სადა, ნათელი და ნატიფი, ანუ ბუნებრივი სტილი: უფრო ადრე
ბეზრდებოდათ, უფრო ხშირად განიცდიდნენ გულმოყირჭებს და ა. შ. ეს
ყალბი მშვენიერების შედეგი კი არ გახლდათ, ვინაიდან არ არსებობს ყალბი
მშვენიერება, არამედ საგანთა ყალბად გაგებული ბუნებისა, რომელიც
მაშინაც ისეთივე იყო, როგორიც დღესაა.
მაგრამ თვით დღესაც ბუნების საპირისპირო რამდენ საგანს მშვენიერად
მიგვაჩნევინებს ჩვეულება — ეს ჩვენი მეორე ბუნება; რარიგ განსხვავდებიან
ერთმანეთისაგან თვით ის საუკუნეები, რომლებსაც, ზოგადად და საერთოდ,
ნატიფი გემოვნება ჰქონდათ.
მკითხველთა ლიგა

246
რამდენ განსხვავებულ აზრსა და შეხედულებას იმის შესახებ, მშვენიერია
თუ არა ესა და ეს საგანი, ან მისი ესა და ეს ნაწილი, ბადებს თვითონ
ცივილიზაცია, რომელიც ა) ესოდენ სხვადასხვაგიარია სხვადასხვა
ადგილას, სხვადასხვა საუკუნეში და ა. შ.; ბ)ხშირად განზე იხრება
ბუნებისაგან, და მერე როგორ იხრება. აქედან იღებს დასაბამს მცდარი
შეხედულება არაბუნებრივ, მეტიც, ბუნების საპირისპირო საგანთა
მშვენიერების შესახებ და აქვე დევს ამ ყალბი მშვენებით ტკბობის სათავეც.
რამდენ არაბუნებრივ კაზმულობასა თუ სამკაულს, ადამიანის იერისა და
გარეგნობის დამამახინჯებელ რამდენ ხელოვნურ ნაკლს, ჟესტებს,
გრიმასებს, მანერებს, რომლებიც ძალზე შორს დგანან ბუნებისაგან და
ზოგჯერ კიდევაც უპირისპირდებიან მას, ძვალ-რბილში გამჯდარი
ჩვეულებებისა თუ შეხედულებების წყალობით, მშვენიერებად აღვიქვამთ
ჩვენ, ხოლო ყოველივე იმას, რაც მათ უპირისპირდება — სიმახინჯედ.
ყურებდაჭრილი ძაღლები, კუდა ცხენები და ა. შ. და ა. შ. შეიძლებოდა
მოგვეტანა ათასობით სხვა მაგალითი.
ესეც ცოტაა. თვითონ არსებითად და ძირითადად ერთფეროვან ბუნებას,
რასის, ჰავისა თუ ვითარებათა სიჭრელისა და სხვადასხვაობის მიხედვით,
უჩვეულო მრავალფეროვნება შეაქვს სინამდვილის ურიცხვ შემთხვევით,
მაგრამ ძალზე მნიშვნელოვან ასპექტში. ეთიოპელი არა ჰგავს
თეთრკანიანს; აღმოსავლური ლიტერატურული გემოვნება — ევროპულს.
ასევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ბერძნები და ბარდები;
თანამედროვე ჩრდილოელები და სამხრეთელები; იტალიელები და
ფრანგები. ყოველი მათგანის გემოვნება, თვითეულის ბუნების შესაბამისად,
მოსაწონია მხოლოდ ერთ-ერთისათვის, დანარჩენებისათვის კი —
მიუღებელი. ერთ ხალხზე ესა თუ ის გემოვნება იმნაირ ზემოქმედებას
ახდენს, როგორსაც მოახდენდა მეორე ხალხზე სრულიად საპირისპირო
გემოვნება (ყოველ შემთხვევაში, ზოგადად მაინც), რომელიც, თავის მხრივ,
პირველ ხალხს მიუღებელი ეჩვენება, ისევე როგორც სხვა დროსა თუ სხვა
საუკუნეს და ა. შ.
მკითხველთა ლიგა

247
კი მაგრამ, ვინაა მართალი? ვის გემოვნებას ან, თუ გნებავთ, ვის ბუნებას
უნდა ვანიჭებდეთ უპირატესობას დანარჩენების წინაშე? ყოველ
შემთtვევაში, უფრო ადვილია უპირატესობა მიანიჭო ამა თუ იმ ბუნებას,
ვიდრე ამა თუ იმ გემოვნებას, რომელიც კარგია, თუ ბუნებრივია, ხოლო სხვა
ბუნების შესატყვისი რომ იყოს, აღარ ივარგებდა და ფეხს ვერ მოიკიდებდა
ხალხში, როგორც ფრანგულმა გემოვნებამ ვერ მოიკიდა ფეხი ინგლისურ
პოეზიაში და ა. შ. ადისონის252 „კატონს“ აფასებენ, მაგრამ არ უყვართ
ინგლისში, ხოლო ის, რაც დიდი ხნით, ან საერთოდ ვერ იმსახურებს ხალხის
სიყვარულს, მშვენიერი კი არ არის ამ ხალხისათვის, არამედ მახინჯი,
რაგინდ დიდი მოწონებითაც უნდა სარგებლობდეს სხვა ხალხებში.
სხვა ადგილას მშვენიერება ჩვენ გავაცალკევეთ იმისგან, რაც სიამოვნებას
ანიჭებს მზერას; ზუსტად ასევე უნდა გავაცალკევოთ მშვენიერება
ბუნებრივისგან; არა იმიტომ, თითქოს ის, რაც სასიამოვნოა მზერისათვის,
არ შეიძლება მშვენიერი იყოს, ხოლო მშვენიერი — მზერისათვის
სასიამოვნო (უწინარეს ყოვლისა, სწორედ გარეგნული, გრძნობადი
მშვენიერება ატკბობს ჩვენს მზერას); მაგრამ ეს ორი სხვადასხვა თვისება
გახლავთ: ერთია სიამოვნებას ანიჭებდე მზერას და მეორე — მშვენიერი
იყო. ასევე განსხვავდება ერთმანეთისგან ბუნებრიობა და მშვენიერება.
ერთი რომელიმე საგანი შეიძლება მშვენიერი იყოს, მაგრამ არა —
ბუნებრივი, მეორე — პირიქით. ან ერთი და იგივე საგანი შეიძლება
ბუნებრივიც იყოს და მშვენიერიც ერთ-ერთი ჩვენგანისათვის და ბუნებრივი,
მაგრამ არა მშვენიერი — მეორისათვის.
სისადავე თითქმის ყოველთვის მშვენიერებაა, ხელოვნებაშიც,
მწერლობაშიც, მანერებშიც, ჩაცმულობაშიც და ა. შ. მაშასადამე, სისადავე
უპირობოა და ყველაფრისაგან დამოუკიდებლად მშვენიერია და კარგი?

252
ადისონ ჯოზეფ (1672_1719) — ინგლისელი მწერალი და პუბლი: ცისტი. მისი დრამატული
თხზულება „კატონი“ ფრანგული კლასიცისტური დრამის პრინციპებითაა შექმნილი (1713 წ.).
ადისონის სტილი, რომელსაც სანიმუშოდ მიიჩნევდა თვითონ ვოლტერი, სადაა, ნატიფი და
დახვეწილი. მაგრამ როგორც პოეტს განცდის უშუალობა და გულწრფელობა აკლდა, ხოლო
როგორც მოაზროვნეს — სიღრმე.

მკითხველთა ლიგა

248
ხშირად გამოაქვთ ამგვარი დასკვნა. მაგრამ ეს დასკვნა მცდარია. მაშ,
რატომაა სისადავე მშვენიერი?
მე ვთქვი, რომ ბუნებრივი ყოველთვის შესაბამისია და ამიტომ,
უმეტესწილად, მშვენიერია, ესე იგი, მშვენივრად ითვლება. მაშასადამე,
სისადავე მშვენიერია, ან მშვენიერი ჩანს, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ
ნიშნეულია ბუნებისათვის, რომელსაც, მართალია, დიახაც შეეძლო
სხვანაირად მოქცეულიყო, მაგრამ უმეტესწილად სადად იქცევა, ყველაზე
მარტივი საშუალებებით გადის ფონს და ა. შ. (რაც ნათლად ჩანს ბუნების
ჩემეული თეორიიდან), ყოველ შემთხვევაში, იმ მიმართებით მაინც, რაც
საგანთა გარეგნულ მხარეს ეხება. ხოლო მშვენიერებაზე მსჯელობისას
სწორედ ამ მხარის განხილვა გვმართებს, ვინაიდან ძალდატანებით, თავისი
საკუთარი არსის საპირისპიროდ გულმკერდმოღეღილი, მოშილიფებული
და ყოველგვარი საბურვლისაგან განძარცული ბუნება უკვე აღარ არის
ბუნება და, მაშასადამე, აღარც მშვენიერების წყაროდ გვევლინება; მეორეც,
სისადავე მშვენიერია იმიტომ, რომ უმეტესწილად სხვა არა არის რა, თუ არა
ბუნებრიობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საგანს სადა და მარტივი
ეწოდება არა იმიტომ, რომ, განყენებული აზრით, თავისთავად მარტივია,
არამედ იმიტომ, რომ ბუნებრივია, უშუალო, ხელოვნებით გაუყალბებელი,
სადა და მარტივი — ადამიანთან და არა საკუთარ თავსა თუ ბუნებასთან
მიმართებით და ა. შ.

მკითხველთა ლიგა

249
სწორედ ზემოხსენებულ და არა სხვა რამ მიზეზთა გამო გვევლინება
სისადავე დახვეწილი გემოვნების ძირითად თვისებად თუ არსებით ნიშნად,
და ადამიანები შეიძლება კიდეც დაშორდნენ, მაგრამ ადრე თუ გვიან კვლავ
უბრუნდებიან მას ანუ, რაც იგივეა, მარადიულსა და, არსებითად, უცვლელ
ბუნებას. ამიტომ ძველი ბერძნების პოეზია და პროზა ყოველთვის
მშვენიერი იქნება, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათთვის ნიშნეულია საკუთრივ
მშვენიერება, არამედ მათი სისადავისა და ბუნებრიობის გამო. და ის
საუკუნეები, ის ქვეყნები თუ ის ხალხები, რომლებიც არ აფასებდნენ და
ზიზღით უყურებდნენ სისადავეს და ბუნებრიობას, ყოველთვის ცუდი და
გაუკუღმართებული გემოვნებით გამოირჩეოდნენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ
არ იცნობდნენ მშვენიერების მარადიულსა და უცვლელ კანონებს,
რომლებიც, კაცმა რომ თქვას, არც არსებობენ, არამედ იმიტომ, რომ
ჩვეულებებით გარყვნილი და გადაგვარებული, ადამიანისათვის შეუსაბამო
და შეუფერებელი გემოვნების წყალობით იქამდე მივიდნენ, რომ არ
სცნობდნენ და არ აღიარებდნენ ბუნებას, რომელსაც ერთადერთს
შეიძლება ეწოდოს მარადიული. ამიტომაც ასცდნენ თუ გვერდი აუქციეს იმ
ერთადერთ გემოვნებას, რომელიც შეიძლება მყარი და ყოვლისმომცველი
იყოს, ვინაიდან მხოლოდ მას უდევს საფუძვლად სინამდვილე ანუ, რაც
იგივეა, ყოველივე არსებული, მისი ჭეშმარიტი სახით. ხოლო მათი
გემოვნება, რომელიც არა მარტო უდღეური იყო, არამედ უმეტესობისათვის
მიუღებელიც, თავისთავად კი არა, სწორედ ამიტომ გახლდათ ყალბი. იგივე
ითქმის ბერძნული ფერწერის, ქანდაკებისა თუ არქიტექტურის, ისევე
როგორც იტალიური ლიტერატურის მიმართ, რომელიც გემოვნებათა
სიჭრელისა და სხვადასხვაობის მიუხედავად, საყოველთაო
პატივისცემითაა გარემოსილი და ა. შ. მაგრამ არა იმიტომ, რომ
საყოველთაოა მშვენიერება, არამედ იმიტომ, რომ საყოველთაოა ბუნება,
იტალიური ლიტერატურა კი ყველაზე სრულად შეესატყვისება ბუნებას.

მკითხველთა ლიგა

250
სწორედ ბუნებრიობის და არა საკუთრივ მშვენიერების წყალობით ითვლება
ნამდვილი გემოვნების ნიმუშად ძველი მწერლობა და ხელოვნება,
რომლებიც თვით მასალის მხრივაც კი ყველაზე ახლოს დგანან ბუნებასთან.
მათი სისადავე, უშუალობა, გულწრფელობა საგნების, ვნებებისა თუ
გრძნობების აღწერისას, მათი მძლავრი და შთამბეჭდავი ზემოქმედება,
რომელსაც, ისე აღწევენ, რომ თითქოს არც კი მიესწრაფიან, — აი, მათი
უჭკნობი მშვენიერების საიდუმლო, რადგან უჭკნობია მხოლოდ ის, რაც
ბუნებრივია. ესაა ბუნების მიბაძვის ერთადერთი უტყუარი საშუალება,
ვინაიდან ბუნებას შეიძლება ბაძავდე ცოცხლად, მაგრამ ცუდად, და თვით
ყველაზე ზუსტი მიბაძვაც კი ხშირ შემთხვევაში ნაკლებ ბუნებრივი გამოდის,
ასე რომ, აშკარად არასაკმარისი, მტკნარი და მდარეა...
მაშასადამე, მშვენიერების ნაქები, უცვლელი და საყოველთაო კანონები
მაინც მართალნი არიან (არსებითად და ზოგადად), მაგრამ არა იმიტომ,
რომ მშვენიერი თავისთავადაა უცვლელი, საყოველთაო და აუცილებელი,
არამედ იმიტომ, რომ ასეთია ბუნება, რომელიც სწორედ იმის წყალობით,
რომ ბუნებაა, მასთან უშუალოდ დაკავშირებული ყოველგვარი
შესაბამისობისა და, მაშასადამე, მშვენიერების უშრეტ წყაროდ გვევლინება.
ამრიგად, ნატიფ ხელოვნებათა თეორია (ზოგიერთი კერძო გამონაკლისის
გარდა) ურყევი რჩება იმ მხრივ, რაც მის სახელმღვანელო დებულებებსა თუ
მითითებებს ეხება, თუმცა მისი გონებაჭვრეტითი საფუძველი ზოგჯერ-
მცდარია. მაგრამ ჩვენს შემთხევაში განყენებულობა საერთოდ ვერა ვნებს
მის კერძო გამოვლინებებს; საქმე მხოლოდ ისაა, შეგვიძლია თუ არა, რომ
ბუნების კანონები ვუწოდოთ იმას, რასაც ზემოხსენებული თეორია
მშვენიერების ზოგადსავალდებულო და საყოველთაო ნორმებად სახავს,
თუმცა ეს ნორმები მხოლოდ ჩვენთვისაა სავალდებულო და არა
ბუნებისათვის. მაშასადამე, რჩება რიტორიკის, პოეტიკის და ა. შ. წესები,
რჩება მითითება, როგორ გამოვიცნოთ ყალბი გემოვნება და თავიდან
ავიცილოთ იგი, თუმცა მას ყალბად უნდა ვთვლიდეთ არა თავისთავად, ან
მშვენიერებასთან მიმართებით, არამედ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც
საგანთა არსებობის ჭეშმარიტ ფორმას უპირისპირდება. მაშასადამე, ნატიფ
ხელოვნებათა საფუძვლად უნდა მიგვაჩნდეს ბუნება და არა მშვენიერება,
რომელიც თითქმის არც კია დამოკიდებული ბუნებაზე, როგორც
ფიქრობდნენ დღემდე.
მკითხველთა ლიგა

251
ახლა გადავიდეთ დაკვირვებებზე, რომლებიც გვიჩვენებენ, როგორ
იცვლება უპირობო მშვენიერების თვისებად დასახული სისადავე
ადამიანთა მსჯელობებში თუ თვით ბუნებაში 1) როგორც სისადავე,
2)როგორც მშვენიერება.
დრო. ზნე-ჩვეულებები, შეხედულებები, კლიმატი, რასა და ა. შ. ადამიანთა
გემოვნებას, ისევე როგორც მათ მსჯელობას სისადავეზე არანაკლებ
სხვადასხვანაირსა და მრავალფეროვანს ხდიან, ვიდრე მსჯელობას
მშვენიერებაზე, მომხიბვლელობაზე და ა. შ. მე ვთქვი, რომ იტალიურ
ლიტერატურას, ჩვენს დროში ყველაზე სადასა და უბრალოს, ყველგან
უპირატესობას ანიჭებენ. მაგრამ ისიც უეჭველია, რომ ფრანგები —
უაღრესად ცივილიზებული ხალხი აშკარად განსხვავდებიან დანარჩენი
ხალხებისგან იმაზე მსჯელობისას, რაც სადაა, ხოლო რაკი სადაა,
ბუნებრივია, და რაკი ბუნებრივია, მშვენიერიც არის, თუმცა დახვეწილი
გემოვნების მქონე ყველა სხვა ხალხს უყოყმანოდ ეთანხმებიან იმაში, რომ
სადა და ბუნებრივი, იმავდროულად, მშვენიერია, ანუ შესაბამისი.
ფრანგებზე უკიდურესი სისადავისა და, მაშასადამე, მშვენიერებისა თუ
მომხიბვლელობის შთაბეჭდილებასაც ახდენს ურიცხვი სხვადასხვა საგნის
„ნაივურობა“, რომლებიც ჩვენ, იტალიელებს (ძველი იტალიური
გემოვნების მიხედვით), და არა მარტო ჩვენ, გაცილებით უფრო
არაბუნებრივი, ხელოვნური, ნაძალადევი და ბუნებისგანაც უფრო მეტად
დაშორებული მოგვეჩვენებოდა, ვიდრე ფრანგებს. ამიტომ ჩვენთვის ისინი
გაცილებით უფრო ნაკლებ მომხიბვლელნი და მშვენიერნი არიან, ან
საერთოდ არ არიან ასეთნი, ანდა, ბოლოს, მათ მშვენიერებასაც და
მომხიბვლელობასაც პირწმინდად ხელოვნურად ვთვლით. მაგალითები:
ლაფონტენი — სისადავის ნიმუში ფრანგებისათვის; ფენელონი —
მომხიბვლელობის ნიმუში; ბოსიუე — ამაღლებულის ნიმუში253 და

253
ლაფონტენი ჟან დე (1621 — 1695) — დიდი ფრანგი პოეტი, სანელგანთქმული იგავ-არაკებისა და
ზღაპრების ავტორი. ლაფონტენს სისადავის ნიმუშად თვლიდა ფრანგი კრიტიკოსი ქან-ფრანსუა
ლაჰარპი (1739—1803), ვისი თხზულებიდან — „ლაფონტენის ხოტბა“ ლეოპარდის სათანადო ადგილი
აქვს ამოწერილი თავის „დღიურებში“ ფ ე ნ ე ლო ნი ფრანსუა დე სალინიაკი (1651—1715) — ცნობილი
ფრანგი მწერალი. „დღიურების“ ერთ-ერთ ადრინდელ ჩანაწერში ლეოპარდი „თავისი მშვენიერი
საუკუნის უდიდეს პროზაიკოსთა“ რიცხვს აკუთვნებს მას... ბო ს ი უ ე ჟაკ-ბენინ — იხ. შენიშვნები,
„ფილიპო ოტონიერის ღირსსახსოვარი სიტყვები“, თ. VI, 15.

მკითხველთა ლიგა

252
ა.შ.მაგრამ თვით ფრანგებზეც კი, რომლებიც ესოდენ შორს დგანან
ბუნებისაგან, განსაცვიფრებელ ზემოქმედებას ახდენს ის, რაც უფრო ახლოა
მასთან, თუმცა ჩვენ, იმ მდგომარეობაში, რომელშიაც ახლა ვიმყოფებით,
შეიძლება ბუნებისაგან ძალზე დაშორებულიც კი მოგვეჩვენოს ყველაფერი,
რაც ფრანგებს ბუნებასთან ახლო მყოფი ეჩვენებათ. და, პირიქით,
ყოველივე ის, რაც ჩვენ, იტალიელებს, სადა, ბუნებრივი, მომხიბლავი და
მშვენიერი გვგონია, ფრანგებს მეტისმეტად მარტივი და ამიტომ
არაბუნებრივიც ეჩვენებათ (როგორც ხდება ყოველთვის, როცა ბუნებაზე იმ
მდგომარეობის მიხედვით მსჯელობენ, რომელშიაც თვითონვე
იმყოფებიან) და მათი გემოვნებისათვის ის მომხიბლავი და მშვენიერი კი არ
არის, არამედ მდაბალი, უბადრუკი და მახინჯი. ამიტომაცაა, რომ
ფრანგული მომხიბვლელობა. მშვენიერება და ბუნებრიობა ჩვენს მიერ
ყოველთვის ხელოვნურობად და არაბუნებრიობად აღიქმება, ხოლო
იტალიური სისადავე და ა. შ. აუტანელ და სასაცილო სიტლანქედ ჩანს
ფრანგების თვალში. მაგრამ სადას და ბუნებრივს ყველანი ერთხმად
ვაღიარებთ მომხიბვლელად და მშვენიერად, ისევე როგორც მშვენიერს
ერთსულოვნად ვუწოდებთ შესაბამისს, თუმცა ერთმანეთს არ ვეთანხმებით
თვით შესაბამისის შეფასებისას.
სხვა ხალხები არანაკლებ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ასე რომ,
ინგლისელებისათვის საკმაოდ სადა და ბუნებრივი არ იქნება ის, რაც სადად
და ბუნებრივად მიაჩნიათ იტალიელებს, და პირიქით, იტალიელებისათვის
უხამსი და უხეში იქნება ის, რაც სადად და ბუნებრივად ეჩვენებათ
ინგლისელებს და ა. შ.
ამ თვალსაზრისით, უფრო მეტად საგრძნობი და თვალსაჩინოა განსხვავება
საუკუნეებს შორის. აღარაფერს ვიტყვი ორი კლასიკური მწერლობის —
ბერძნული და ლათინური მწერლობის ურთიერთგანსხვავებაზე,
რომელთაგანაც მეორე პირველის საფუძველზე შეიქმნა და ჩამოყალიბდა.
მეთოთხმეტე საუკუნის ავტორები აქამდე მოგვწონს, მაგრამ დღესაც
მათსავით, ან მათი ენით რომ წეროს ვინმემ, უთუოდ ბარბაროსად
შერაცხავენ, ხოლო მის სისადავეს და სხვა მისთანათ ნაყალბევად,
ნაძალადევად და დღევანდელობისთვის შეუსაბამოდ, შეუფერებლად და
არაბუნებრივად გამოაცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბუნება,
არსებითად, უცვლელი დარჩა.
მკითხველთა ლიგა

253
ფრანგებს უყვართ ბერძნები და რომაელები, მაგრამ თავს იკავებენ მათი
მიბაძვისაგან, თუმცა ბევრი რამ მათ მემკვიდრეობაში ზიზღის კი არა,
აღტაცების ღირსი ეჩვენებათ, მაგრამ თვლიან, რომ ყოველივე ეს მხოლოდ
ბერძნებისა თუ რომაელების ბუნების, მათი დროის, მათი გემოვნების და ა.
შ. შესაფერისი იყო. ისე კი, ბევრ ფრანგს თავისი მწერლობა უფრო მოსწონს,
ვიდრე ძველი ბერძნებისა თუ რომაელებისა, რაც მხოლოდ იმას მოწმობს,
რომ გემოვნება არ უვარგათ, და რომ ამ მხრივ სხვა ხალხებზე გაცილებით
უფრო მეტად დაშორდნენ ბუნებას. კარგი გემოვნების მქონე ფრანგი
მკითხველი იტალიელ კლასიკოსებსაც გაუგებს გემოს, თუმცაღა მათი
მანერა ასე ძლიერ განსხვავდება ფრანგი მწერლების მანერისაგან. მაგრამ
ისინი მას გაცილებით უფრო ნაკლებ სიამოვნებას მიანიჭებდნენ, ვიდრე
ჩვენ, ან ნებისმიერ უცხოელ მკითხველს; მისთვის აუტანელი იქნებოდა
ბევრი რამ, რაც ჩვენცა და სხვებსაც ბუნებრივად გვეჩვენება. აღარაფერს
ვიტყვი აღმოსავლურ მწერლობასა და აღმოსავლურ გემოვნებაზე,
ველურებზე და ა.შ.
აქამდე მხოლოდ მწერლობაზე ვლაპარაკობდი, მაგრამ იგივე შეიძლება
ითქვას ნატიფი ხელოვნებების, საზოგადოებაში თავის დაჭერისა და სხვათა
და სხვათა, ერთის სიტყვით, ყველაფრის მიმართ, რასაც შეიძლება
დავუკავშიროთ სისადავისა და ბუნებრიობის ცნება.
ერთგან მე აღვნიშნე, რომ ზოგიერთი ფრანგული „მიამიტობა“ ჩვენ
მეტისმეტად ნაძალადევი გვეჩვენება, მაგრამ არა ფარდობითად, ანდა
იმიტომ, თითქოს ისინი ჩვენთვის სულაც არ არიან „მიამიტურნი“, არამედ
აბსოლუტური გაგებით, ე. ი. იმიტომ, რომ, რაკი ჩვენთვისაც „მიამიტურნი“,
ანუ ჭეშმარიტად „მიამიტურნი“ არიან, რატომღაც თვალში გვხვდებიან თუ
გვეჩხირებიან, რადგანაც აშკარად ეწინააღმდეგებიან თვით ფრანგებისავე
თხრობის მანერას, სტილს და ა. შ., და ამრიგად შეუსაბამონი ჩანან, ყოველ
შემთხვევაში, ჩვენს თვალში მაინც, რომელიც ესოდენ უტყუარია ამჯერადაც
და ბუნებრიობაზე მსჯელობის დროსაც (სწორედ ესაა გემოვნების
დახვეწილობა, რომელსაც ასე ძლიერ ვაფასებთ და გულმოდგინედ
ვსწავლობთ ძველი მასწავლებლებისაგან).

მკითხველთა ლიგა

254
ერთის სიტყვით, არსებობს ბუნებრივის იმდენივე სახე, რამდენიცაა
ზნეჩვეულებები; მაშასადამე, კარგი გემოვნებაც იმდენნაირ გემოვნებად
იყოფა, რამდენნაირიც იყო და არის ზნე-ჩვეულებები სხვადასხვა დროს,
სხვადასხვა ხალხში და ა. შ. ასე რომ, კერძო შემთხვევებისათვის არ
არსებობს ზოგადი წესი იმის შესახებ, თუ რა არის მშვენიერი მწერლობაში,
ხელოვნებაში და ა. შ.
ვიდრე მშვენიერებაზე მსჯელობას წერტილს დავუსვამდე, მინდა შევნიშნო
შემდეგი: ისევე როგორც სიამოვნებას, რასაც მომხიბლავი, მშვენიერი და
სხვ. გვანიჭებს, უჩვეულობა უდევს საფუძვლად, რომელიც გარკვეულ
ფარგლებს არ სცილდება, ძველი ბერძნებისა თუ მეთოთხმეტე საუკუნის
ავტორთა სისადავეც ჩვენ გაცილებით უფრო დიდ სიამოვნებას გვანიჭებს,
ვიდრე მათ თანმედროვეებს ანიჭებდა; ამიტომაც მით უფრო გვხიბლავს,
მით უფრო მშვენიერი გვგონია იგი და ა. შ. იგივე ითქმის სხვა ხალხების
მიმართაც: განსხვავებას ხალხებსა და ეპოქებს, ანუ ზნე-ჩვეულებებსა და
სხვა მისათანათა შორის შეუძლია, ერთის მხრივ, როგორც მოგახსენეთ,
გააუფასუროს სისადავისა და ბუნებრიობის მნიშვნელობა, მეორეს მხრივ კი
ფასი აუწიოს მათ, ესე იგი, ადამიანებს უფრო მაღალი წარმოდგენა შეუქმნას
ამ თვისებებზე და ა. შ. ამიტომ სწორია ის აზრი, რომ ყოველგვარი
ადამიანური შეგრძნება ცვალებადია და მხოლოდ და მხოლოდ ზნე-
ჩვეულებებზე, გარემოებებზე, შეხედულებებზე და სხვა მისთანებზეა
დამოკიდებული...
ვნახოთ, რამდენად შეუძლია წარმოსახვას მხარში ამოუდგეს და ხელი
შეუწყოს ფილოსოფიას, რომელიც, არსებითად, მისი მტერია, და რამდენად
სწორია ის აზრი, რომ დიდი პოეტი, სხვანაირ ვითარებაში, შეიძლებოდა
დიდი ფილოსოფოსი, გონების თანამდგომი გამხდარიყო, გონებისა,
რომელიც, არსებითად, პოეტური ხელოვნების მკვლელად გვევლინება, – და
პირიქით, დიდი ფილოსოფოსი დიდი პოეტი გამოსულიყო. ჭეშმარიტი
პოეტის არსებითი თავისებურება მსგავსებათა მიკვლევის უჩვეულო უნარი
გახლავთ (ჰომეროსია ამის საუცხოო ნიმუში). აღტაცებით, ვნებით, გზნებით
და ა. შ. შეპყრობილ სულს შეუძლია განსაცვიფრებელი მსგავსებანი
აღმოაჩინოს საგანთა შორის.

მკითხველთა ლიგა

255
თუნდაც მსწრაფლწარმავალი ფიზიკური ძლიერება და ჯანმრთელობა,
კეთილისმყოფელ ზეგავლენას რომ ახდენენ სულზე, საშუალებას აძლევენ
მას დაინახოს კავშირი თვით იმ საგნებს შორისაც კი, რომლებიც ყველაზე
მეტად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მიაკვლიოს უკიდურესად უცნაურსა
და არანაკლებ მახვილგონივრულ შედარებებს, გინდა მსგავსებებს
(სერიოზულს თუ სახუმაროს), ჩასწვდეს იმ თანაფარდობათა იდუმალ
სიღრმეს, რომელთა არსებობა, ალბათ, აზრადაც არ მოუვიდოდა, თითქმის
ზებუნებრივი სიმსუბუქით აიტაცოს, ერთმანეთს დაუახლოვოს და
დაუკავშიროს სრულიად სხვადასხვაგვარი, ვთქვათ, იდეალური და
პირწმინდად ნივთიერი საგნები, გულისშემძვრელი გამოხატულება
მოუძებნოს თვით ყველაზე განყენებულ აზრს, შექმნას ჯერ არნახული და
არგაგონილი, უჩვეულოდ ცოცხალი და შთამბეჭდავი სახეები და ყოველივე
ეს ხელოვნების ქმნილებად აქციოს არა მარტო ახლად მიკვლეული
შედარებების, არამედ ცინცხალი ეპითეტების, თამამი მეტაფორების და იმ
სიტყვების მეშვეობით, რომლებიც თავის თავშივე შეიცავენ ერთგვარ
მსგავსებას. ასეთია დიდი პოეტის ურიცხვი შემოქმედებითი უნარი,
რომლებსაც მოიცავს და აერთიანებს საგანთა თანაფარდობების მიკვლევის
ნიჭი, თვით ყველაზე შორეული და უმნიშვნელო თანაფარდობებისა იმ
საგნებს შორის, რომლებსაც, ერთი შეხედვით, საერთო არაფერი აქვთ და
ამიტომ თითქმის წარმოუდგენელი გეჩვენებათ მათი ურთიერთშეჯერება
რაიმე ნიშნით. მაგრამ განა იგივე არ არის ფილოსოფოსის მთელი
შემოქმედებითი უნარიც: აღმოაჩინოს და შეიმეცნოს თანაფარდობანი,
ერთმანეთს დაუკავშიროს და განაზოგადოს ყოველი კერძო მომენტი?
ჩვეულების გავლენა შესაბამისობის წარმოდგენაზე. ოდითგანვე
დამკვიდრებულმა წესრიგმა სავალდებულოდ აქცია პოეტისთვის ლექსად
წერა. მაგრამ ამას კავშირი არა აქვს არც პოეზიის არსთან და არც საგნების
გამოხატვის მისეულ მანერასთან. მართალია, პოეზიის ენაც, მისი მანერაც
და პოეტური მეტყველების სრულიად უჩვეულო თავისებურებაც იმნაირია,
რომ უმძაფრესი ზემოქმედების მოსახდენად ყველაზე ხელსაყრელი ჩანს
რიტმის, რითმის და სხვა მისთანათა გამოყენება, რასაც საერთო არა აქვს რა
ჩვეულებრივსა და ყოველდღიურ მეტყველებასთან, რომლის მეშვეობითაც
საგნები ისე გამოითქმიან, როგორც არიან და როგორც მათ აღვიქვამთ
სინამდვილეში.
მკითხველთა ლიგა

256
მე არ ვლაპარაკობ რამდენად სასარგებლოა ჰარმონია და სხვ., მაგრამ
თავისი არსით თვით პოეზიაც კი არ არის დაკავშირებული ლექსთან. და
მაინც, ლექსის გარეშე თამამი მეტაფორების, სახეების, სენტენციების
გამოყენებისას, ცოტა არ იყოს, მოკრძალება და მომჭირნეობა გვმართებს,
რათა თავიდან ავიცილოთ ნაძალადეობისა თუ შეუსაბამობის უსიამოვნო
შეგრძნება, მსგავსი იმისა, რასაც ჩვენზე მეტისმეტად პოეტური პროზის
კითხვა ახდენს, თუმცაღა სიტყვა „პოეტური“, - თავისი მნიშვნელობის
მთელი სიფართოვის მიუხედავად, თავის თავში არ შეიცავს საკუთრივ
ლექსისა თუ მელოდიის არც იდიას და არც აუცილებლობას. შეიძლება
ვნებიანი პოეტი იყო პროზაში, და არც ეს იქნებოდა სრული შეუსაბამობა:
პროზას რომელიც შეიძლებოდა პოეზიად მიგვეჩნია, ყოველგვარი
შეუსაბამობის გარეშე შეეძლო შეეთვისებინა ენაც, მანერაც და ყოველივე
ისიც, რაც ახასიათებს პოეტს. მაგრამ საპირისპირო ჩვეულება მეტისმეტად
ძველია და, შესაძლოა, იქიდან იღებს დასაბამს, რომ პოეტები ლექსის
თხზვისას მუსიკით იყვნენ შთაგონებულნი და თვითონვე თხზავდნენ ამ
მუსიკის საზომით მღერადსა და მელოდიურ ლექსებს, რაც სავსებით
ბუნებრივია;254 ეს ჩვეულება ნებას არ გვაძლევს შესაბამისად მიგვაჩნდეს ის,

254
ქართველ მკითხველს შეუძლებელია აქ არ გაახსენდეს აკაკი წერეთელი, ვისი შთაგონებაც, თუ
შეიძლება ასე ითქვას, უწინარეს ყოვლისა, მუსიკალური“ იყო, რასაც ერთხმად აღნიშნავს თითქმის
ყველა, ვინც პირადად იცნობდა პოეტს... ძალზე საინტერესოა „მუსიკალური შთაგონების“ ერთი მომენტი,
რომელი საც, თავისი პირადი ცდიდან გადმოგვცემს პოლ ვალერი; მომენტი, რომელიც .თვით
შთაგონების უჩვეულო სირთულის გამო, სასურველი შედეგით არ ვირგვინდა თურმე: „მე გამოვედი
სასეირნოდ, რათა ქუჩის ხმაურს, ბრბოის ყაყანს, შთაბეჭდილებების სხვადასხვაობას ცოტათი მაინც
შეემსუბუქებინა ჩემი სიმძიმილი და დაღლილობა. მე მივაბიჯებდი ჩემს ქუჩაზე და უცებ ვიგრძენი,
როგორ დამ ე უ ფ ლ ა ერთგვარი რიტმი, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა და სულ მალე გამოიწვია
ჩემში რაღაც უცნაური ავტომატიზმის შეგრძნება. თითქოს ვიღაცამ გამოიყენა თავისი მიზნებისთვის ჩემი
ს ა ს ი ც ო ც ხ ლ ო მ ა ა ვ ა ნ ა. მალე სხვა რიტმი შეუერთდა პირველს და შეერწყა მას. ამ ორ რიგს შორის
დამყარდა ერთგვარი გარდიგარდმო (სხვა სიტყვა ვერ მიპოვია) თანაფარდობა, რომელიც ერთმანეთს
უკავშირებდა ჩემი ნაბიჯების ხმა– სა და რომელიღაც მელოდიას, რომელსაც მე ვღიღინებდი, ან უკეთ,
რომელიც თვითონ ღიღინებდა ჩ ე მ ი მ ე შ ვ ე ო ბ ი თ. ეს კომბინაცია თანდათანობით რთულდებოდა და
მალე თავისი სირთულით გადააჭარბა ყველაფერს, რასაც შეეძლო საშუალება მოეცა ჩემთვის
გამომევლინა მთელი ჩემი ჩვეულებრივი რიტმული უნარი. უცნაურობა, რაზედაც წეღან ვლაპარაკობდი,
ახლა თითქმის აუტანელი, თითქმის შემაშფოთებელი გახდა. მე კომპოზიტორი არა ვარ; მუსიკალური
ტექნიკა მთლიანად მიუწვდომელია ჩემთვის და, აი, მე დამეუფლა იმდენად რთული, მრავალხმიანი
თემა, რომ პოეტს მასზე ოცნებაც კი არ შეუძლია. მე გულში ვამბობდი, რომ გაუგებრობის მსხვერპლი
გავხდი, რომ შთაგონებას მისამართი შეეშალა, ვინაიდან, აბა, რა ვაქნევდი ამნაირ წყალობას, რომელსაც
კომპოზიტორი უთუოდ თავის მნიშვნელობას, ფორმასა და ვრცეულობას მიანი– ჭებდა, მაშინ როდესაც
ჩემში ეს ხმები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმოდნენ და ეთიშებოდნენ, სულ ამაოდ ავლენდნენ თავიანთი
ქმნადობის ძალას, რომლის სირთულეც და მწყობრი თანმიმდევრობაც განცვიფრებით ავსებდა და
სასოწარკვეთილებაში აგდებდა ჩემს უმეცრებას“ („პოეზია და აბსტრაქტული აზრი“, — რჩეული პროზა.
თბ., 1983, გვ. 215—216).

257
რაც არავითარ წინააღმდეგობას არ შეიცავს არც თავისთავად და არც
ადამიანის ენის, თვით ადამიანისა თუ სამყაროს ბუნების თვალსაზრისით.
გარემოებების კარნახით მივყავი ხელი ენებისა და კლასიკური
ფილოლოგიის შესწავლას.255 სწორედ ამან ჩამოაყალიბა ჩემი გემოვნება. მე
მეზიზღებოდა პოეზია. რა თქმა უნდა, წარმოსახვა არ მაკლდა, მაგრამ არც
კი მიფიქრია იმაზე, რომ პოეტი ვარ, სანამ რამდენიმე ბერძენი პოეტი არ
წავიკითხე256 (თუმცა მეცნიერებიდან პოეზიაზე ჩემი გადასვლა ანაზდეული
კი არ ყოფილა, არამედ თანდათანობითი, იმისდა კვალად, რაც უფრო მეტ
საერთოს ვპოულობდი ჩემს მცდელობასა და ძველი ბერძნების
ნამოღვაწარს შორის. იგივე ითქმის პოეზიიდან პროზაზე, კაზმული
სიტყვიერებიდან ფილოსოფიაზე ჩემი გადასვლის მიმართ. ყველაფერს
განაპირობებს ჩვეულება). წარმოსახვისა არ იყოს, არც შთაგონება მაკლდა,
არც ნაყოფიერება, არც ვნება, არც სულიერი ძალმოსილება, მაგრამ არც კი
დავფიქრებულვარ იმაზე, რომ მჭევრმეტყველი ვარ, სანამ არ წავიკითხე
ციცერონი.257 მთელ ჩემს ძალას უდიდესი სიამოვნებით რომ ვწირავდი
კაზმულ სიტყვიერებას, მე მძულდა და მეზიზღებოდა ფილოსოფია. ეს
„აზრები“, რომლებსაც ასე ხარბად აცხრება თავს ჩვენი თანამედროვეობა,
მე მხოლოდ მოწყენილობას მგვრიდა. ჩვეულებრივ ცრურწმენებს აყოლილს
მეგონა, რაკი სიტყვიერების, წარმოსახვისა და გრძნობებისთვის ვარ
დაბადებული, ჩემთვის საერთოდ შეუძლებელია სრულიად საპირისპირო

255
ლეოპარდის განსწავლისა და სულიერი ფორმირების გზა ეუნდერკინდის გზაა. ჯერ კიდევ
სიყმაწვილეში ის წარმატებით ეუფლება (ღამოუკიდებლად ძველ ბერძნულ, ლათინურ, ებრაულ,
ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებს, რომელთა ცოდნას კიდევ უფრო სრულყოფს სიჭაბუკეში)
თარგმნის ანტიკური მწერლობის შედევრებს, წერს საყურადღებო გამოკვლევებს, რომლებიც
პირველხარისხოვან იტალიელ მეცნიერთა რიგებში აყენებენ მას (იხ. აირის, ორიგო, ლეოპარდი, გვ. 67—
93).
256
ლეოპარდის ყველაზე საყვარელი ავტორი სიყრმის წლებში ჰომეროსია. „ილიადას“
კითხვითაა შთაგონებული მისი პირველი პოეტური ცდა — — სონეტი „ჰექტორის სიკვდილზე“,
რომელიც ათიოდე წლისამ დაწერა. დაახლოებით ამავე პერიოდს (1809—1810 წწ.) ეკუთვნის
ლექსები — „პუნიკური ომები“ და „კატონი აფრიკაში“, აგრეთვე ტრაგედია „პომპეუსი
ეგვიპტეში“, რომელსაც 1812 წელს საშობაო საჩუქრად უძღვნის მამამისს — გრაფ მონალდო
ლეოპარდის (ინ. არის ორიგო, იქვე, გვ. 72).
257
1810 წელს თორმეტი წლის ლეოპარდი წერს გამოკვლევებს ციცერონზე, სოკრატეზე, რუსოზე,
მეუდაბნოე ბერებზე და სხვ. (ინ. აირის, ორიგო, იქვე, გვ. 71—72).

მკითხველთა ლიგა

258
მიდრეკილებებს მივყვე — გონების, ფილოსოფიის, განყენებული
მათემატიკის სფეროში გადავინაცვლო და, თანაც, ყოველივე ამაში
წარმატებას მივაღწიო-მეთქი. არც აზროვნების, შედარების, მსჯელობის,
დაპირისპირების უნარი მაკლდა, არც სიღრმე, ყურადღება, გულისხმიერება
და ა. შ., მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, რომ ფილოსოფოსი ვარ, სანამ
მადამ დე სტალის258 ზოგიერთი თხზულება არ წავიკითხე.
შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა ადამიანის
ყველაზე ძლიერ, ყველაზე მოუღლელ და ნაყოფიერ უნართა
ერთობლიობაზე დაკვირვებიდან, რომლებიც თითქოს თანდაყოლილნი
ჩანან, მაგრამ სინამდვილეში აღმოცენდნენ (ზოგიერთის თქმით
„განვითარდნენ“) კითხვის, საქმიანობის, სხვადასხვა ვითარების შედეგად;
თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ადამიანის მოლოდინისა და იმ მკვეთრად
გამოხატული მიდრეკილების საპირისპიროდ, რომელიც მან
თანდათანობით შეიძინა, თუმცა დაბადებითვე თანდაყოლილი კი ეგონა.
რაკი ყველა მეტ-ნაკლებად ძლიერი ნიჭი, არსებითად, სხვა არა არის რა, თუ
არა სხეულის ასოთა ან სულის უნართა მოქნილობა, რომლის წყალობითაც
ჩვენ ადვილად ვეჩვევით და ვეგუებით ახალ გარემოს, შეცვლილ ვითარებას,
აქამდის უცნობ ჩვევებსა თუ ჩვეულებებს და ა. შ., ამიტომ უეჭველია, რომ
დიად ნიჭს, რა დარგშიაც უნდა ბრწყინავდეს იგი, შეუძლია არანაკლები
ძალით გაბრწყინდეს ყველა სხვა დარგშიც. და თუ ეს ასე არ ხდება, ამაში
დამნაშავეა მხოლოდ გარემოებათა თანადამთხვევა, რომლებმაც
განაპირობეს მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროთი მისი შემოზღუდვა და მისი
გემოვნება. და რაკი ყველა კაცი, რომელმაც თვალშეუდგამ მწვერვალს
მიაღწია სულიერი მოღვაწეობის ყველა სფეროში, დაჯილდოებულია
უჩვეულოდ ძლიერი ნიჭით, ანუ გონების სიფართოვითა და
მრავალმხრივობით, ეჭვს გარეშეა, რომ, ვთქვათ, დიდ პოეტს შეეძლო დიდი
მათემატიკოსიც ყოფილიყო, ანდა პირიქით....

258
მადამ სტ ა ლ ი — იხ. აქვე, შენ. 17... დე სტალის აზრები რამდენჯერმეა ციტირებული ლეოპარდის
„დღიურებში“.

მკითხველთა ლიგა

259
თუმცა რაც შეეხება საკუთრივ პოეტს, ისიც სწორია, რომ მისი ზოგიერთი
თვისება თუ მონაცემი, რაც აუცილებელია პოეზიისათვის, შეიძლება
ნიშნეულად მიგვაჩნდეს მხოლოდ მისთვის და დიდად ვარგისი არც კი იყოს
სხვა დარგებისთვის. და მაინც, მე ვამტკიცებ, რომ პოეტი მხოლოდ
გარემოებათა წყალობით ფლობს (და ბრწყინვალედაც ფლობს)
ზემოაღნიშნულ თვისებებს, სხვანაირ ვითარებაში კი შეიძლებოდა ამ
სულში სრულიად სხვა, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით საპირისპირო
თვისებებსაც კი ეჩინა თავი; რადგან მე ვთვლი, რომ გარემოება მათ კი არ
ავითარებს, როგორც ჰგონია ზოგიერთს, არამედ ბადებს.
ვისაც არ გააჩნია და არც არასოდეს ჰქონია წარმოსახვის უნარი, ვისაც
არასოდეს განუცდია, რა არის შთაგონება, ჰეროიკული სწრაფვა, აღმაფრენა,
ვისთვისაც უცხოა ცხოველმყოფელი და დიადი ილუზიები, მძაფრი და
მრავალფეროვანი ვნებები, ვინც არ იცნობს მშვენიერების უკიდეგანო
სამყაროს, ვინც არ კითხულობს და არც არასდროს უკითხავს ლექსები, ვინც
ვერა გრძნობს და არც არასდროს უგრძვნია პოეზიის მადლი, — რა თქმა
უნდა, არ შეიძლება იყოს დიდი, ჭეშმარიტი და სრულყოფილი
ფილოსოფოსი, იგი ყოველთვის დარჩება ცალმხრივ, შესღუდულ, ბეც
მოაზროვნედ, ვისთვისაც უცხოა ყოველგვარი გამჭრიახობა, აზრის
ანაზდეული აფეთქება, წამიერი ნათელხილვა, უაღრესად გულმოდგინე,
ბეჯითი და მოთმინებით აღჭურვილი მკვლევარი, დახვეწილი
დიალექტიკოსი და მათემატიკოსიც რომ იყოს. ის ვერასოდეს შეიცნობს
ჭეშმარიტებას, ყოველთვის მოტყუვდება სიყალბით; საკმაოდ
თავდაჯერებით დაიწყებს მის მტკიცებას და ა. შ., არა მარტო იმიტომ, რომ
გული და წარმოსახვა ხშირად უფრო დიდ სიმართლეს ამბობს, ვიდრე ცივი
გონება,259 როგორც ჩვეულებრივ ამტკიცებენ ხოლმე, — მე კი ამ მტკიცების

259
გონებისა და რაციონალური ცოდნის წინაშე გულისა და გულისმიერი შემეცნების უპირატესობის
აღიარება, აშკარად მოწმობს პასკალის გავლენას: „ჩვენი გონების ყოველგვარი ქმედითობა, ბოლოს და
ბოლოს, გრძნობის წინაშე ქედმოდრეკით მთავრდება“ „გულს თავისი კანონები აქვს, რომლებიც
სრულიად უცხოა გონებისათვის, ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა ეს. მე იმის თქმა მსურს, რომ გულს,
ბუნებით, უყვარს უზენაესი არსი და ბუნებითვე უყვარს თავისი თავიც, იმისდა მიხედვით, თუ ვის მიმართ
მიდრკება ხოლმე... თქვენ უარ– ყავით გული და გსურთ მისდიოთ მხოლოდ გონებას? რაო, იქნებ
გონებით გიყვართ თქვენივე თავი?“ „ღმერთს გული გრძნობს და არა გონება. აი, რა არის რწმენა:
ღმერთი, გრძნობადი გულისათვის, არა გონებისათვის“. „ჩვენ შევიცნობთ ჭეშმარიტებას არა მარტო
გონებით, არამედ გულითაც; სწორედ გულით შევიმეცნებთ ჩვენ პირველსაწყისთ, და სულ ამაოდ
ცდილობს, გონება, რომელსაც ხელი არა აქვს გულთან, უარყოს ეს პირველსაწყისნი“ „გულს თავისი
წესრიგი აქვს, გონებას. თავისი; გონება საწყისებს და დასაბუთებას ემყარება, გული — სხვა რამეს. ვინ
ამტკიცებს ან ასაბუთებს, სიყვარულის ყველა მიზეზისა, მწყობრი წესრიგით დალაგებისა და
თანმიმდევრული ჩამოთვლის გზით, რომ მავანი უნდა გვიყვარდეს? რა იქნებოდა უფრო სასაცილო?

260
გასარჩევად არა მცალია, — არამედ იმიტომ, რომ თვით ყველაზე ცივმა
გონებამაც კი უნდა იცოდეს ყოველივე ეს, თუ სურს ჩასწვდეს ბუნების
სისტემას და მართებულად განავითაროს იგი. ადამიანური იდეების
ანალიზისა და არსის ყოვლისმომცველი სისტემის უდიდეს და უმთავრეს
ნაწილს უთუოდ უნდა შეადგენდნენ წარმოსახვა, ბუნებრივი ილუზიები,
მშვენიერება, ვნებები, ერთის სიტყვით, ყოველივე პოეტური, რასაც მოიცავს
ბუნების მთლიანი სისტემა. ბუნების ეს ნაწილი არა მარტო სასარგებლოა,
არამედ აუცილებელიც მისი მეორე ნაწილის შესამეცნებლად, მეტიც,
ფილოსოფიურ აზროვნებაში დაუშვებელია ერთი ნაწილის გათიშვა
მეორისაგან, ვინაიდან ასეა აგებული, ესე იგი, გაუთიშავია თვითონ ბუნება.
წყარო ზემოხსენებული ანალიზისა, რამდენადაც ის ფილოსოფიას
ეკუთვნის, გული ან წარმოსახვა კი არ უნდა იყოს, არამედ ცივი გონება,
რომელიც სწვდება როგორც ერთის, ისე მეორის იდუმალ სიღრმეს. მაგრამ
როგორ შეიძლება ამნაირი ანალიზი ამომწურავად ჩაატაროს იმან, ვინც
სრულყოფილად არ იცნობს არც ერთ ზემოხსენებულ ფენომენს და, მით
უმეტეს, იმან, ვისაც თითქმის არავითარი წარმოდგენა არა აქვს მათზე?
თვით ცივ გონებას, ბუნების ამ მოსისხლე მტერს, არც სხვა საფუძველი
გააჩნია, არც სხვა წყარო და არც თავისი აზროვნების, ჭვრეტისა თუ
ქმედითობის სხვა საგანი, ბუნების გარდა. ვინც არ იცის ბუნება, მან არაფერი
იცის და რაგინდ მძლავრი გონების პატრონიც უნდა იყოს, მაინც ვერ
შეძლებს მართებულად მსჯელობას. ხოლო ვინც ბუნების პოეტურ მხარეს
არ იცნობს, მისთვის უცნობია ბუნების უზარმაზარი ნაწილი და თვით
ბუნება, ვინაიდან არ იცნობს მისი არსებობის ფორმას.
მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული ასეთი იყო ფილოსოფოსთა
უმრავლესობა, განსაკუთრებით, ინგლისელები და გერმანელები. რაკიღა
მიეჩვიენ იმას, რომ არაფერი ეკითხათ, არაფერზე ეფიქრათ, არაფერი
ესწავლათ და არც არაფრისთვის გაეწიათ ანგარიში, ფილოსოფიის,

მაცხოვრისა და წმ. პავლეს მადლი გულმოწყალებისმიერია და არა გონებისმიერი, რადგან მათ ჩვენი
განსწავლა კი არ სურდათ, არამედ გათბობა ჩვენი გულების. იგივე ითქმის წმ. ავგუსტინეს მიმართ. მათი
წესრიგი სხვა არა არის რა, თუ არა ყოველწამიერი გადახრა, ყოველწამიერი გადახვევა გონებისმიერი
წესრიგიდან; გადახვევა, რომელიც ამოკლებს მიზნისაკენ მიმავალ გზას და უფრო ცხადად წარმოგვიჩენს
ჩვენი არსებობის საბოლოო მიზანს“ (ინ. ბლეზ პასკალი, აზრები, თბ., 1981, გვ. 252—254).

მკითხველთა ლიგა

261
დიალექტიკის, მეტაფიზიკის, ანალიტიკისა თუ მათემატიკის გარდა; რაკიღა
ზურგი აქციეს ყოველივე პოეტურს და ყოველგვარი პოეზიისაგან განძარცვეს
თავიანთი სული; რაკიღა წესად დარგეს სიახლოვეს არ გაჰკარებოდნენ
მშვენივრების სისტემას, ხოლო თავიანთი მოძღვრება განეხილათ და
დაეფუძნებინათ, როგორც ყოველივე იმისაგან უზარმაზარი დისტანციით
დაშორებული, რაც წარმოსახვასთან თუ გრძნობებთან წილნაყარი
გახლავთ, რაკიღა დაკარგეს მშვენიერებისა თუ ვნებების არსში წვდომის
ყოველგვარი ჩვევა და სამაგიეროდ მიეჩვიენ მხოლოდ წმინდა აზროვნებას,
ცივ განსჯასა თუ მსჯელობას; რაკიღა აზრადაც. არ მოსდიოდათ, რომ
ბუნებაში არსებობს კიდევ რაღაც, გარდა პირწმინდად გონივრულისა,
რომელიც მხოლოდ მშრალ ანგარიშს, გათვლასა თუ გაანგარიშებას
ექვემდებარება და სრულიად უცხოა ყოველგვარი ვნებების, ილუზიებისა თუ
გრძნობებისათვის, — ისინი ყოველი ფეხის ნაბიჯზე უშვებდნენ უხეშ
შეცდომებს, აზროვნების უებრო სიზუსტის მიუხედავად. ეჭვს გარეშეა, რომ
ისინი არ იცნობდნენ და არ იცნობენ ბუნების უდიდეს ნაწილს და,
მაშასადამე, არც იმას, რაზედაც მსჯელობენ, რაგინდ დაშორებულიც უნდა
იყოს ეს უკანასკნელი პოეზიისგან, რადგანაც ბუნების ჭეშმარიტ სისტემაში
პოეტური უშუალოდ უკავშირდება ყოველივე დანარჩენს; არ იცნობდნენ და
არ იცნობენ სწორედ იმ ჭეშმარიტებას, რომლის კვლევასაც სახავენ თავიანთ
ერთადერთ მიზნად.
ბუნების შემსწავლელი მეცნიერება სხვა არა არის რა, თუ არა მეცნიერება
კავშირთა შესახებ. ადამიანის სულის ყველა მიღწევა კავშირთა
გამოვლენით განისაზღვრება. მაგრამ ნუღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ
წარმოსახვა, როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, უიდუმალეს კავშირთა და
ფარული ჰარმონიის ყველაზე განსაცვიფრებელ აღმომჩენად გვევლინება;
ისედაც აშკარაა, რომ ვინც არ იცის ბუნების თვისებათა უმეტესი ნაწილი ან,
თუ გნებავთ, ერთერთი მათგანი მაინც, ვისთვისაც უცნობია ბუნების თუნდაც
ერთი მხარე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ყოველივე იმასთან, რაც
შეიძლება აზრის საგნად იქცეს, მან არ იცის კავშირთა ურიცხვი სიმრავლეც
და ამიტომ შეუძლებელია მცდარად არ იმსჯელოს და იაზროვნოს, ყალბი
თვალსაზრისით არ აღიქვას ყველაფერი: შეუძლებელია მისი ყოველი
აღმოჩენა აღბეჭდილი არ იყოს არასრულფასოვნების ნიშნით;
შეუძლებელია მხედველობიდან არ გამორჩეს ყველაზე მნიშვნელოვანი,
ყველაზე აუცილებელი და თვით ყველაზე ცხადი საგნები. მკითხველთა ლიგა

262
დაშალეთ რთული მექანიზმი, ამოაცალეთ ბორბლების, კბილანების და
სხვა მისთანათა უმეტესი ნაწილი, გვერდზე გადადეთ და დაივიწყეთ ისინი.
შემდეგ კვლავ ააწყეთ მექანიზმი და დაიწყეთ ფიქრი მის თვისებებსა და მის
ნაწილებზე, რომელთა მეშვეობითაც მოქმედებს იგი: მთელი თქვენი
მსჯელობა უთუოდ ყალბი იქნება, ვინაიდან მექანიზმიც, მისი ნაწილებიცა
და მისი მოქმედებაც შეიცვალა, გაცილებით უფრო სუსტი, მეტიც, უვარგისი
და უსარგებლო გახდა. თქვენ კი, ვინ იცის, რაღას არ ამტკიცებთ ამ
მოწყობილობის ირგვლივ, ცდილობთ ახსნათ გამოშიგნული და ორად
გაყოფილი მექანიზმის მოქმედების პრინციპი, თითქოს ის უწინდებურად
მთელი იყოს, გულმოდგინედ ჩაჰკირკიტებთ მის ნაწილებს, რომლებიც
შერჩა ხელახალი აწყობის შემდეგ და ხან ერთსა და ხან მეორეს მიაწერთ იმ
მოქმედებას, რომელსაც მანქანა თქვენს თვალწინ ასრულებდა მისგან
მოხსნილი ბორბლებისა თუ სხვა ნაწილების მეშვეობით. ზუსტად იგივე
ხდება მაშინაც, როცა ბუნების მთლიანი და განუყოფელი სისტემიდან
ამოიღება და მოიხსნება მშვენიერების მექანიზმი, რომელიც ორგანულად
და განუყოფლად ესადაგება სისტემის ყველა ნაწილს ერთად და თვითეულ
მათგანს ცალ-ცალკე.
ერთხელ მე ვთქვი, რომ ჭეშმარიტების ცოდნა სრულყოფილია მხოლოდ
მაშინ, როცა ამომწურავადაა ცნობილი მისი კავშირი ყველა დანარჩენ
ჭეშმარიტებასა და საგანთა მთელს სისტემასთან. კი მაგრამ, რანაირ
ჭეშმარიტებას შეიმეცნებენ ფილოსოფოსები, რომლებიც გამუდმებით
გვერდს უქცევენ და უგულებელყოფენ ბუნების ყველაზე არსებით ნაწილს?
გონება და ადამიანები მხოლოდ გამოცდილების მეშვეობით შეიმეცნებენ
საგნებს. თუ გონებას სურს დამოუკიდებლად იაზროვნოს და იმოქმედოს,
ამასთანავე, რაღაცა აღმოაჩინოს და წარმატებასაც მიაღწიოს, ყველაფერი
საკუთარი გამოცდილებით უნდა იცოდეს. სხვისი გამოცდილება კი,
რომელიც ბუნების ყველაზე არსებით მხარეს ეხება, მას მხოლოდ
გაამეორებინებს იმ გზას, სხვებმა რომ უკვე გაიარეს.

მკითხველთა ლიგა

263
ზემოთქმულიდან აშკარაა, რარიგ ძნელია ჭეშმარიტი და სრულყოფილი
ფილოსოფოსის პოვნა. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ესაა ერთი ყველაზე
უჩვეულო და უიშვიათესი ნიჭი, რაც ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს, და
რომ ამნაირი ფილოსოფოსი, ალბათ, ათ საუკუნეში ერთხელაც არ იბადება,
თუკი საერთოდ იბადება ოდესმე (აქვე დაუკვირდით, თუ უწყობს ხელს თვით
საგანთა სისტემა ადამიანის სრულყოფილებას გონებისა და ფილოსოფიის
სრულყოფის გზით, რასაც ასე თავგამოდებით ამტკიცებს ზოგიერთი).
ამასთან, აუცილებელია, რომ ეს ფილოსოფოსი, იმავდროულად, დიდი და
სრულყოფილი პოეტიც იყოს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ისევე იაზროვნოს,
როგორც აზროვნებენ პოეტები, არამედ იმიტომ, რომ ცივი გონებითა და
მშრალი რიცხვების მეშვეობით იკვლიოს ის, რისი შეცნობაც მხოლოდ
ყველაზე ვნებიან პოეტს თუ შეუძლია. ფილოსოფოსი არასრულყოფილია,
თუკი ის მხოლოდ ფილოსოფოსია, თუკი მთელ თავის ძალასა და თავის
სიცოცხლეს მხოლოდ საკუთარი ფილოსოფიისა და საკუთარი გონების
სრულყოფას, მხოლოდ ჭეშმარიტების ძიებას ალევს, თუმცა სწორედ ეს
გახლავთ სრულყოფილი ფილოსოფოსის უმთავრესი მიზანი. გონებას
სჭირდება წარმოსახვა და ილუზიები, რომლებსაც თვითონვე ამსხვრევს;
ჭეშმარიტებას — სიცრუე; არსს — მოჩვენებითობა; სრულ უგრძნობლობას —
ყველაზე მძაფრი გრძნობელობა; ყინულს — ალი; მოთმინებას —
მოუთმენლობა; უძლურებას — უდიდესი ძალმოსილება; ყველაზე მცირეს —
ყველაზე დიდი; ალგებრას და გეომეტრიას — პოეზია.
ყოველივე ეს ადასტურებს ჩემს მიერ ერთხელ უკვე გამოთქმულ აზრს იმის
შესახებ, რომ დიდი ფილოსოფოსისათვის აუცილებელია წარმოსახვა.
დრამატული მოქმედების უკიდურესი სირთულე, მისი კვანძების
ჩახლართულობა და ა. შ. ხელს უშლის მაყურებლისა თუ მკითხველის სულს
ბუნებრიობის, სიწრფელის, მიბაძვის ძალის, დიალოგის, ვნებების და
სხვათა და სხვათა, ერთის სიტყვით, იმ კერძო და ცალკეულ მშვენიერებათა
აღქმაში, რომლებიც ძირითადად განსაზღვრავენ პოეზიის ყველა ჟანრის
ღირებულებას. მეტიც, ეს საშუალებას აძლევს ავტორს, არც კი იზრუნოს
ამნაირ მშვენიერებათა შექმნაზე, შთამბეჭდავი ხასიათების ოსტატურად
გამოძერწვაზე და ა. შ. მაშასადამე, ერთადერთი, ან ყოველ შემთხვევაში,
უპირველესი რამ, რასაც აღაგზნებს, რაზედაც მოქმედებს და რასაც
მიმართავს დახლართული ინტრიგის შემცველი ყოველი დრამა, ეს
გახლავთ ცნობისმოყვარეობა. მკითხველთა ლიგა

264
მხოლოდ ცნობისმოყვარეობა აიძულებს მაყურებელს შეუნელებელი
ყურადღებით ადევნოს თვალი წარმოდგენას, მხოლოდ ცნობისმოყვარეობა
იღებს საზრდოს და მხოლოდ მას აკმაყოფილებს კვანძის გახსნაც. ვერც
სხვანაირ განცდებსა და ვერც სხვანაირ თანაგრძნობას ამნაირი დრამები
ვერ აღძრავენ, თუნდაც მათ ავტორებს ერთადერთ მიზნად ის დაესახათ,
რომ ბობოქარი გრძნობები და მძაფრი ვნებათაღელვა ჩაექსოვათ თავიანთ
ქმნილებებში. მაგრამ ყოველივე ეს სრულიად უცხოა დრამატული პოეზიის
არსისათვის და თხრობის ჟანრს უფრო მიეკუთვნება, რაკიღა დრამატული
პოეზია სხვა არა არის რა, თუ არა ადამიანთა ცხოვრების ცოცხალი და ზუსტი
ასახვა და ამიტომ მკითხველისა თუ მაყურებლის სულში სხვანაირ
გრძნობებსაც უნდა აღძრავდეს, ლიტონი ცნობისმოყვარეობის გარდა,
რომლის გამოწვევა უბრალოდ მოყოლილ ამბავსაც კი შეუძლია. ამ
თვალსაზრისით, დრამატული მოქმედება არ განსხვავდება ნოველის
მოქმედებისაგან; დრამა ისეთსავე განცდებს იწვევს, როგორსაც ნოველა, და
მკითხველისა თუ მაყურებლისათვის სულ ერთია, მის თვალწინ
მიმდინარეობს ეს მოქმედება, ზეპირად უყვებიან თუ წერილობით
მოუთხრობენ, როგორც სათავგადასავლო რომანსა თუ თავშესაქცევ
მოთხრობაში. აქედან — მარტივი ინტრიგის აუცილებლობა და
ღირებულება ყოველგვარ დრამატულ ნაწარმოებში, უწინარეს ყოვლისა კი
იმათში, სადაც მაყურებლის თანაგრძნობა განსაკუთრებით ძლიერი უნდა
იყოს, ხოლო მღელვარება — მძაფრი, როგორც მაგალითად, ტრაგედიებში:
მოქმედების სიმარტივე მათთვის უფრო აუცილებელია, ვიდრე
კომედიებისათვის. თუმცა ის ამ უკანასკნელთაც სჭირდება, უფრო სრული
განვითარებისა და ხასიათების უფრო ცოცხლად, უფრო მკაფიოდ
გამოკვეთის მიზნით, რადგან უაღრესად შთამბეჭდავნიცა და
დასამახსოვრებელნიც რომ იყვნენ, ისინი მაინც დაიჩრდილებიან, თუკი
მაყურებლის ყურადღება მხოლოდ ცნობისმოყვარეობის შთანმთქმელ
ინტრიგაზე იქნა მიჯაჭვული ერთის სიტყვით, მაყურებელს სული არ უნდა
ელეოდეს იმაზე, თუ რა მოხდება შემდეგ და მოუთმენლად არ უნდა
მოელოდეს კვანძის გახსნას, რათა არ დაკარგოს თანმიმდევრული და.
შეუნელებელი ინტერესი დრამის ყოველი ნაწილისა და მოქმედების მთელი
მსვლელობის მიმართ.

მკითხველთა ლიგა

265
სწორედ ზემოხსენებულ მიზეზთა გამო უნიჭო დრამატული ავტორები
ყოველთვის ცდილობენ შეძლებისდაგვარად გაართულონ და
გადატვირთონ თავიანთი ქმნილებების ინტრიგა, ერთმანეთზე დაახვავონ
ეპიზოდები და ა. შ. დიდი მწერლები კი ყოველმხრივ უპირისპირდებიან მათ.
მიზეზი ერთია: ისინი ყოველთვის ახერხებენ მკითხველისა თუ მაყურებლის
ყურადღების დაპყრობას (მაშინაც კი, როცა მათ ქმნილებებში
მნიშვნელოვანი არაფერი ხდება) — ბუნებრიობით, სიწრფელით,
უშუალობით, ვნებათა სიმძაფრითა თუ მათი თანმიმდევრული
განვითარებით, მახვილგონიერებით და ა. შ. უნიჭო დრამატული ავტორები
მაშინაც კი არ არინ კმაყოფილნი, როცა ახერხებენ სადღაც გამოჩხრიკონ, ან
თვითონვე გამოიგონონ უკიდურესად ჩახლართული, უცნაური და
თავშესაქცევი ამბავი. თვალის დახამხამებაში ამოსწურავენ ყველაფერს,
რაც სიუჟეტმა შეიძლება შესთავაზოს ამნაირ მწერლებს. სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, მათ არ შეუძლიათ სიუჟეტისაგან გამოწურონ ყველაფერი,
რისი გამოწურვაც შეიძლება, და ამიტომაც მთელი მასალა მხოლოდ
ორიოდე სცენისათვის თუ ჰყოფნით. მას შემდეგ, რაც ეს სცენები დაიწერება
და თანმიმდევრულად დალაგდება, ავტორი ხელცარიელი რჩება (თუმცა
სიუჟეტს დიახაც შეეძლო კვლავინდებურად მიეცა მისთვის არაერთი
პათეტიკური თუ კომიკური სცენის მასალა), და რაკი მაყურებლის
ყურადღების შენარჩუნებისა თუ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების
სხვა საშუალებას ვეღარ პოულობს, იძულებულია თავიდან შეუდგეს ახალი
ეპიზოდების, ახალი პერიპეტიების, მოკლედ, ახალი სიუჟეტების ძებნას,
რათა ხელის ერთი მოსმით ამოსწუროს ისინიც. მოკლედ რომ ვთქვათ, მას
ერთი წამითაც არ შეუძლია დარჩენა ახალი ამბის, ნაწარმოების ქსოვილში
ჩასაწნავი ახალი ხლართის, ახალი სიუჟეტის გარეშე, არადა ვერაფერს
იტყვის, რადგან, კაცმა რომ თქვას, არც არაფერი აქვს სათქმელი. მერედა,
რამდენია ასეთი ავტორი? რამდენია ასეთი დრამა? ათასიდან ცხრაას
ოთხმოცდაცხრამეტი.

მკითხველთა ლიგა

266
რას მოასწავებს ის ამბავი, რომ ადამიანს უყვარს ვნებების მიბაძვა, ვნებების
გამოხატვა და ა. შ.? თანაც ყველაზე მძაფრი ვნებებისა? და ისეთი მიბაძვა,
რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენზე? რატომაა, რომ
სურათს, ქანდაკებას, ლექსს და სხვა მისთანათ, რაგინდ მშვენიერნი,
მომხიბლავნი და დახვეწილნიც უნდა იყვნენ ისინი, რაგინდ
სრულყოფილიც უნდა იყოს მათი ავტორის მიმბაძველობითი ხელოვნება,
თუკი არავითარ ვნება არ გამოხატავენ, არავითარ ვნებას არ სახავენ
თავიანთ საგნად (ან მხოლოდ ძალზე უღიმღამო ვნებს), — ხალხი
ყოველთვის ამჯობინებს ვნებების გამომხატველ სხვა სურათს, სხვა ლექსს,
სხვა ქანდაკებას და ა. შ., თუნდაც ეს უკანასკნელნი თავიანთი ღირსებით და
სრულყოფილებით აშკარად ჩამოუვარდებოდნენ პირველთ? ამიტომ ის
ხელოვნებანი, რომლებიც თვით თავიანთი არსით შორს დგანან
ყოველგვარი ვნების გამოხატვისგან, როგორც მაგალითად, არქიტექტურა,
ყველაზე ბოლოს იხსენიებიან ნატიფ ხელოვნებათა შორის და ყველაზე
ნაკლებ სიამოვნებას გვანიჭებენ, ყველაზე ნაკლებ გვატკბობენ ჩვენ. მაშინ
როდესაც დრამატული და ლირიკული პოეზია, სრულიად საპირისპირო
მიზეზის გამო, უპირველესადაა შერაცხილი. რას ნიშნავს ყოველივე ეს?
როგორც ჩანს, ადამიანს სურს არა მარტო მიბაძვის სიწრფელე, არა მარტო
მიმბაძველობითი ხელოვნების საგნებისა და თვით მიმბაძველობითი
ხელოვნების სისადავე, არამედ ძალმოსილებაც, ვნების სიმძაფრეც,
რომელსაც შეუძლია ქმედითობის მთვლემარე სული გააღვიძოს მის
არსებაში და სიმტკიცითა და სიმხნევით აღავსოს იგი. ადამიანს ეზიზღება
უმაქნისობა და ნატიფ ხელოვნებათა მეშვეობით ცდილობს თავი დაღწიოს
მას. მაგრამ პეიზაჟურ ფერწერას, იდილიებს და სხვა მისთანათ, ამ მხრივ,
ბევრი არაფერი შეუძლიათ, ისევე როგორც პასტორალურსა თუ სახუმარო
მხატვრობას, ერთის სიტყვით, ვნებისაგან დაცლილ არსებათა
გამოხატულებას. იგივე შეიძლება ითქვას კაზმული სიტყვიერების,
ქანდაკების და, გარკვეული აზრით, მუსიკის მიმართაც.
ჩემი „კანცონების“ შენიშვნებში (კანცონა VI, სტროფი 3, სტრიქონი 1)260 მე
ვთქვი და შევეცადე მეჩვენებინა, რომ მეტაფორა აორკეცებს აზრს და
260
იგულისხმება ლეოპარდის ლექსი „უმცროსი ბრუტუსი“, სადაც სიტყვებს — „რკინისაგან
ნაჭედი აუცილებლობა“ — ავტორი ასეთ შენიშვნას ურთავს: „მეტაფორა, ახალ საგნებს რომ
უსადაგებს სიტყვას, საგნებს, რომლებიც დაკავშირებული არიან მასთან, ამით თავის ძირითად
მნიშვნელობას კი არ ართმევს ამ სიტყვას (თუკი მეტაფორული მნიშვნელობა დიდი ხნის
გამუდმებული ხმარების გამო საბოლოოდ არ შეესისხლხორცა სიტყვას და მთლიანად არ

267
ამრავლებს ჩვენს სულში სიტყვის ზემოქმედების შედეგად აღძრული
იდეების რიცხვს. ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, თუ რატომაა
მეტაფორა ესოდენ მშვენიერი, პოეზიისათვის ესოდენ ნიშნეული და რატომ
ითვლება ჩვენს დიდ მოძღვართა მიერ პოეტური მეტყველების, ისევე
როგორც ამაღლებული და კაზმული პროზაული სიტყვის უმნიშვნელოვანეს
ნაწილად და უპირველეს იარაღად. მე იმის თქმა მსურს, რომ,
სიტყვატერმინისაგან განსხვავებით, ის ერთდროულად გვივლენს
რამდენიმე იდეას. აი, რატომ სჭირდება პოეტს მეტაფორების სიახლე
(რადგან ესაა მისი პოეტური ნიჭის, შთაგონების, პოეტური ბუნების,
გამომგონებლობის, შემოქმედებითი უნარის ერთი ყველაზე არსებითი
ნიშანი). რაკი ჩვენი მეტყველების უზარმაზარი ნაწილი მეტაფორულია,
ამიტომ მისი შემადგენელი მეტაფორები უკვე აღარ აღძრავენ, უკვე აღარ
აღვიძებენ ჩვენს სულში არაფერს, ერთადერთი მარტივი იდეის გარდა.
საქმე ისაა, რომ გადატანითი აზრით ხმარებული ამ სიტყვების
მნიშვნელობა საბოლოოდ შთანთქა მათმა მეტაფორულმა სახესხვაობამ,
რომელიც ერთადერთია, რასაც აღვიქვამთ, მაშინაც კი, როცა სიტყვას
ოდნავადაც არ შეუცვლია თავისი პირდაპირი მნიშვნელობა, არამედ
მთლიანად შეინარჩუნა იგი, რაც აშკარად მჟღავნდება კიდეც თავის
ადგილას. ასე მაგალითად, სიტყვას „ანთება“ თავისი პირდაპირი
მნიშვნელობა აქვს, მაგრამ როცა მე ვამბობ — „სულის ანთება რისხვით“, ეს
მეტაფორა აღვიძებს, მხოლოდ ერთ — მეტაფორულ იდეას, ვინაიდან
ამნაირ მეტაფორებში ხანგრძლივი ხმარების შედეგად უკვე აღარ იგრძნობა
სიტყვა „ანთების“ პირდაპირი აზრი, არამედ მხოლოდ მისი გადატანითი
მნიშვნელობა. ასე რომ, მსგავსი სიტყვები, ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე,
ერთმანეთისაგან თითქმის მთლიანად განსხვავებულსა და თითქმის
სრულიად მარტივ მნიშვნელობას იძენენ, რომელთაგანაც თვითეულს
შეიძლება ეწოდოს სიტყვის პირდაპირი აზრი. ყოველივე ეს გამორიცხულია
ახალი მეტაფორების ხმარებისას, სადაც იდეათა სიმრავლე უცვლელი

შთანთქა მისი ძირითადი მნიშვნელობა), არამედ, ასე ვთქვათ, ახალ მნიშვნელობასა თუ


მნიშვნელობებს ანიჭებს მას და, ამრიგად, აორკეცებს და ამრავლებს სიტყვით გამოხატულ
იდეებსაც“.

მკითხველთა ლიგა

268
რჩება და ჩვენ განვიცდით ყველა იმ სიამოვნებას, რაც შეიძლება
მოგვანიჭოს მეტაფორამ, მით უმეტეს, როცა ის თამამია, ისე ზღვრულად
შეკუმშული არ არის, რომ სხვადასხვა იდეები ლამის ერთმანეთს შეერწყან
და მკითხველის სულს ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა დასჭირდეს ამ
იდეათა თანაფარდობის, ურთიერთკავშირის, ნათესაობისა თუ
შესაბამისობის გამოსავლენად; რადგანაც სულს სწყურია მოძრაობა, მას
სურს ერთბაშად, თვალის ერთი გადავლებით გადალახოს მთელი მანძილი,
რომელიც ზემოხსენებულ იდეებს ერთმანეთისაგან აშორებს, და სწორედ ეს
გახლავთ მათი სიმრავლით გამოწვეული სიამოვნება. პირიქით,
მეტისმეტად ფართო მეტაფორა დამღლელია, რადგანაც მკითხველს არ
შეუძლია მოიცვას და მოიხელთოს მთელი სივრცე, რომელიც მეტაფორით
აღძრულსა თუ გამოწვეულ ერთ იდეას მეორისაგან აშორებს, ან ერთბაშად
კი არა, მხოლოდ თანდათანობით თუ აღიქვამს მას, რის შედეგადაც
იკარგება იდეათა სიმრავლის ერთდროულობისა თუ ერთჯერადობის
შეგრძნება, ესე იგი, სწორედ ის, რაც განსაზღვრავს მეტაფორით მონიჭებულ
სიამოვნებას.
ცნობილია, რომ ძველ დრამაში დიდი ადგილი ეჭირა ქოროს. ბევრი რამ
თქმულა ამ ჩვეულების სასარგებლოდაც და საწინააღმდეგოდაც.
თანამედროვე დრამამ განდევნა ქორო, როგორც უნდა განედევნა იგი
ყოველივე თანადროულს. ჩემის აზრით, ეს ჩვეულება მნიშვნელოვანწილად
განაპირობებდა იმ ბუნდოვანებას და გაურკვევლობას, რასაც, უწინარეს
ყოვლისა, უნდა უმადლოდეს თავის ხიბლს ძველი პოეზია და კაზმული
სიტყვიერება. ყოველივე ინდივიდუალური უბადრუკია, ძალზე ხშირად —
მახინჯი და ზიზღის ღირსი. მშვენიერებასა და სიდიადეს გაურკვევლობა
სჭირდება, ხოლო მისი გამოყვანა სცენაზე მარტო ერთი, ერთადერთი გზით
თუ შეიძლებოდა: უნდა გამოგეყვანა რაც შეიძლება მეტი ხალხი. ყოველივე
ის, რაც სიმრავლისგან მომდინარეობს, ერთგვარ მოწიწებას იწვევს,
მიუხედავად იმისა, რომ ყველა კერძო პირი, რომელთაგანაც შედგება ეს
სიმრავლე, შესაძლოა, ზიზღის ღირსიც იყოს. საზოგადოება, ხალხი,
წარსული, წინაპრები. შთამომავლობა, — ყველა ეს სიტყვა მშვენიერია და
დიდებული მხოლოდ იმიტომ, რომ გაურკვეველსა და ბუნდოვან აზრს
გამოხატავს. გავარკვიოთ, რა არის საზოგადოება, რა არის შთამომავლობა.
ადამიანები უმეტესწილად უბადრუკები არიან. არავინაა უნაკლო.
მკითხველთა ლიგა

269
ყოველგვარ შეგონებას, რომელიც სამართლიანობას, სიქველეს, გმირობას,
თანალმობას, სამშობლოს სიყვარულს ეხებოდა, ძველ დრამაში გუნდი, ანუ
უპიროვნო და უსახელო სიმრავლე წარმოსთქვამდა, ვინაიდან პოეტს
ზედმეტად მიაჩნდა იმის განმარტება, თუ რანაირი პიროვნებებისაგან
შედგებოდა მისი ქორო. ეს შეგონებები ლირიკული ლექსით იყო
გადმოცემული და ინსტრუმენტული მუსიკის თანხლებით იმღერებოდა.
ჩვენ შეგვიძლია, რამდენჯერაც მოგვეპრიანება, იმდენჯერ დავგმოთ
ყოველივე ეს, როგორც სიმართლის საპირისპირო, როგორც სულელური და
ა. შ., მაგრამ რანაირი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა მას მსმენელის
სულზე, ერთგვარი ბუნდოვანებისა თუ გაურკვევლობის გარდა, რაც
თავისთავად განსაზღვრავდა მის სიდიადეს, მშვენიერებასა და
პოეტურობას? ყველა ამ შეგონებას ერთი რომელიმე კერძო პირი როდი
წარმოსთქვამდა: მაშინ ხომ მათში აღარაფერი იქნებოდა უჩვეულო და
ამაღლებული! რაგინდ დიად და სრულყოფილ კაცადაც უნდა გამოეყვანა
პოეტს ეს გმირი, თვით კერძო პიროვნების ცნება ძალზე მკაფიოდ
განსაზღვრულია და შეზღუდული, რათა ჩვენს სულში განუსაზღვრელობისა
თუ უსაზღვროების იდეის გამოწვევა შეძლოს. ეს ორი უკანასკნელი თვისება
ძირეულად უპირისპირდება პირველ ორს, რომლებიც არა მარტო ვერ
აღძრავდნენ ზემოხსენებულ იდეას, არამედ, პირიქით, ხელს შეუშლიდნენ
მას. მსმენელებისათვის ცნობილი იქნებოდა ამ მოქმედი პირის სახელიც,
საქმეც, ზნე-ჩვეულებებიც, თავგადასავალიც. მათ თვალში ის სამუდამოდ
დარჩებოდა თეზევსად, ან ოიდიპოსად — თებეს მეფედ, მამის მკვლელად,
საკუთარი დედის მეუღლედ და ა. შ. აქ კი სცენაზე გამოდიოდა მთელი
ხალხი, თვით შთამომავლობა. ის სულ სხვანაირად მსჯელობდა, ვიდრე
დრამაში გამოყვანილი რომელიც გნებავთ მოკვდავი; მისი სათქმელი
ლირიკული ლექსით გახლდათ გამოხატული: ეს იყო თვით პოეზია.

მკითხველთა ლიგა

270
ხმის ტემბრიც უბრალო მოკვდავთაგან განსხვავებული ჰქონდა: ეს იყო
მუსიკა, ჰარმონია. მოქმედებათა შუალედებში ეს უცნობი და უსახელო
მსახიობი იწყებდა ღრმა და ამაღლებულ მსჯელობას იმ მოვლენების
შესახებ, რომლებიც უკვე მოხდა, ან აწი უნდა მომხდარიყო მაყურებლის
თვალწინ, დასტიროდა ადამიანის უბედურებას, გმინავდა, შეჩვენებას
უთვლიდა ბიწს, შებღალული უმანკოებისა თუ სათნოების გამო სანაცვლოს
მიაგებდა ბოროტებას იმ ერთადერთი ნაცვლისგებით, რომლითაც ამ
ქვეყნად შეიძლება ანგარიში გაუსწორო უკეთურთ, ესე იგი, — წყევლა-
კრულვით, რასაც ხალხი და შთამომავლობა უგზავნის მართალთა
მდევნელთ; ის ადიდებდა გმირობას, ხოტბას ასხამდა ადამიანის
კეთილისმყოფელთ, ლოცავდა მამულისათვის დათხეულ სისხლს (იხ.
ჰორაციუსი, „პოეტური ხელოვნებისათვის“, 193— 201261). ეს ნიშნავდა
სცენაზე ერთმანეთისათვის დაგვეკავშირებინა ორი სამყარო: რეალური და
იდეალური თუ ზნეობრივი, თანაც დაგვეკავშირებინა დრამატულად, ესე
იგი, მაყურებლის მზერისა თუ სმენისათვის აშკარად საგრძნობი გაგეხადა ეს
კავშირი, როგორც ამას მოითხოვს დრამატული ავტორის მოვალეობა თუ
დანიშნულება და რამდენადაც შესაძლებელია დრამაში გამოსახვა იმისა,
რაც არის და რაც ხდება სინამდვილეში, ეს ნიშნავდა ხორცი შეგესხა
ავტორის გამონაგონისა და მაყურებლის გრძნობებისათვის, მაყურებლისა,
ვისთვისაც თამაშდებოდა სპექტაკლი. მოვლენები ცალკეულ პირთა
მეშვეობით ვითარდებოდა. გრძნობები, აზრები, ვნებები, ერთის სიტყვით,
ყველაფერი, რასაც ეს მოვლენები იწვევდნენ, ან უნდა გამოეწვიათ ხალხში,
რომელიც ამფითეატრიდან უყურებდა იმას, რაც სცენაზე ხდებოდა, —
გამოხატული იყო სიმრავლის, ანუ ერთგვარი იდეალური არსების მიერ. მას
მინდობილი ჰქონდა ერთად შეეკრიბა და გამოეთქვა ყოველივე

261
დრამაში „მოსაუბრე პირი ოთხი არ უნდა იყოს. მეოთხე მოქმედ პირს გუნდი შეენაცვლოს და მისი
წილი ადგილი მან დაიკავოს; ოღონდ მოქმედებათა შორის არაფერი იმღეროს ისეთი, რაც სამოქმედოდ
წარმოდგენილ ამბავს ხელს არ უწყობს და მარჯვედ არ ესადაგება. გუნდი უნდა დაეხმაროს კეთილი და
მეგობრულად დაარიგოს; რისხვამორეულნი სწორ გზაზე უნდა დააყენოს და აღგზნებულნი
დააშოშმინოს; დაე, ქებით შეამკოს მან მოკრძალებული სალხინო სუფრა, ჯანსაღი კანონ-სამართალი და
ღია ჭიშკრის ჟამს არსებული მშვიდობა; ხოლო მინდობილი საიდუმლო გულდაგულ შეინახოს და
ღმერთებს შეევედროს, რათა ბედი ეწვიოს მხოლოდ საბრალოთ და გასცილდეს თავაღერილ
ამპარტავანთ“ (იხ. კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი, პოეტური ხელოვნებისათვის, ლათინურიდან თარგმნა,
შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო აკაკი ურუმაძემ, თბ., 1981, გვ. 21).

მკითხველთა ლიგა

271
სასარგებლო და ჭკუის სასწავლი, რაც შეიძლებოდა სცენაზე გათამაშებული
მოქმედებიდან გამოგეტანათ. მაყურებლებს საშუალება ეძლეოდათ
სცენიდან მოესმინათ იგივე განცდები, რაც მათში დრამამ აღძრა, და მათ
ეგონათ, თითქოს თვითონაც ფიცარნაგზე დგანან, ქოროსთან ერთად, და
არანაკლები თავდავიწყებით . ასრულებენ თავიანთ როლს, ვიდრე
შეასრულებდნენ იმ შემთხვევაში, დრამის გმირებად რომ ქცეულიყვნენ,
რომლებსაც ბაძავდნენ და ასახიერებდნენ ცალკეული მსახიობები. მაშინაც
კი, როცა ქორო უშუალოდ მონაწილეობდა მოქმედების მსვლელობაში,
სცენაზე ამდენი ხალხის ერთდროული ყოფნა გაცილებით უფრო პოეტური
იყო და, ალბათ, უფრო ძლიერსა და წარუშლელ შთაბეჭდილებასაც
ახდენდა მაყურებელზე, ვიდრე ჩვენი დრამატული თუ თეატრალური
ხელოვნება, რომელიც მთელს მოქმედებას ანაწილებს რამდენიმე მსახიობს
შორის.
ამ მოსაზრებებიდან შეიძლება დავასკვნათ, რამდენად სწორია ის აზრი,
თითქოს ქოროს გამოყვანა ილუზიების გაქარწყლებას უწყობდეს ხელს.
შესაძლებელია თუ არა სასიამოვნო ილუზია რაღაც ბუნდოვანისა და
გაურკვეველის გარეშე? მერედა, რარიგ სასიამოვნო, დიდებული და
პოეტური ილუზია უნდა აღეძრა ყოველივე იმას, რაც ზემოთ ითქვა?..
გაჰყვირიან, რომ ჩვენი პოეზია თანადროული უნდა იყოს, ესე იგი, ჩვენი
დღეების ენითა და იდეებით უნდა სარგებლობდეს, თანამედროვეობის ზნე-
ჩვეულებებსა და, შესაძლოა, თვით თანადროულ მოვლენებსაც უნდა
გამოხატავდეს. ამიტომაც გმობენ ყველას, ვისი გულისყურიც წარსული
დროის ამბების, აზრების, ზნეჩვეულებებისა თუ მოვლენებისკენაა
მიმართული...

მკითხველთა ლიგა

272
მე კი ვამტკიცებ, რომ ჩვენს საუკუნეში თანადროული შეიძლება იყოს
ყველაფერი, პოეზიის გარდა. როგორ შეიძლება, რომ პოეტი იყენებდეს
ენას, იზიარებდეს იდეებს და გამოხატავდეს ზნე-ჩვეულებებს იმ თაობისას,
ვისთვისაც დიდება მხოლოდ ლანდია, თავისუფლება, სამშობლო და
პატრიოტიზმი — მხოლოდ უაზრო სიტყვები; ჭეშმარიტი სიყვარული —
ბავშვობა; თაობისა, რომელსაც აღარ შერჩა არავითარი ილუზია და
რომლის სულშიც არა მარტო მძაფრი, კეთილშობილური, მშვენიერი,
ამაღლებული, არამედ, საერთოდ, ყველა სხვა ვნებაც ჩაქრა? განა პოეტი,
თუკი ის მართლა პოეტია, შეიძლება ეგოისტი ან მეტაფიზიკოსი იყოს?
როგორ შეიძლება, პოეტი პოეტად დარჩეს და თან, თავისი ბუნებით,
თანამედროვეც ერქვას?
გაიხსენეთ, რომ ძველი პოეტები მთელი ხალხისთვის თუ არა, ყოველ
შემთხვევაში, უპირატესად გაუნათლებელი ადამიანებისთვის წერდნენ,
რომლებისთვისაც უცხო იყო ყოველგვარი ფილოსოფია. თანამედროვე
პოეტებს კი, პირიქით, სხვა მკითხველი არ გააჩნიათ, განსწავლული და
განათლებული ხალხის გარდა. და როცა ამბობენ, პოეტი თანამედროვე
უნდა იყოსო, ამით მოითხოვენ, რომ ის ესადაგებოდეს სწორედ ამნაირი
მკითხველის ენასა თუ იდეებს და არა თანამედროვე ხალხებისას,
რომლებსაც წარმოდგენაც არა აქვთ არც ძველსა და არც ახალ პოეზიაზე და,
საერთოდ, არას დაგიდევენ მას.
მაგრამ დღეს ყოველი განსწავლული და განათლებული ადამიანი
უცილობლად ეგოისტია და ფილოსოფოსი, რომლისთვისაც უცხოა
ყოველგვარი ილუზია, ყოველგვარი მძაფრი და ცოცხალი გრძნობა. როგორ
შეიძლება პოეტი პოეტად დარჩეს და თან, თავისი ბუნებით, თანამედროვე
და ამნაირი ადამიანების მსგავსი იყოს? რა არის პოეტური მათ ენაში,
აზრებში, განცდებში, მიდრეკილებებში, ზნე-ჩვეულებებში, საქმეებში? რა
საერთო ჰქონდა, აქვს, ან შეიძლება ჰქონდეს ყოველივე ამასთან პოეზიას?
ამიტომ, მე მივუტევებ თანამედროვე პოეტს, თუკი ყველაფერში თავისი
ძველი წინაპრების კვალს მისდევს, თუ ძველ ენას ან მეტყველების მანერას
იყენებს, თუ აშკარად ემხრობა.

მკითხველთა ლიგა

273
ძველებს, თუ ძველებურ ზნე-ჩვეულებებს ამჯობინებს, თუ მის ლექსებში
სულ სხვა დროის ბუნებაა აღბეჭდილი, ერთის სიტყვით, თუკი ის ცდილობს
ძველი პოეტი ჩანდეს ან იყოს. მე მივუტევებ პოეტსაც და ახალ პოეზიასაც,
თუკი ისინი თანამედროვენი არ არიან და არცა სურთ თანამედროვენი
ჩანდნენ, რადგან იყო ამ ჩვენი საუკუნის თანამედროვე, იმას ნიშნავს, რომ
არც პოეტი იყო და არც პოეზია. პოეტი კი შეუძლებელია იყოს და,
იმავდროულად, არც იყოს პოეტი. და არ შეშვენის ფილოსოფოსებსა და
ფილოსოფოსთა საუკუნეს, მოითხოვდნენ იმას, რაც თავისი ბუნებით
შეუძლებელია და რისი განსაზღვრაც ლოგიკური წინააღმდეგობის
შემცველი გახლავთ.
ენობრივი ძალმოსილება, ორიგინალობა, სიმდიდრე და თვით
კეთილშობილება შეიძლება, უმეტესწილად, ბუნებით, ნიჭით, აღზრდით
მოგვეცეს, ანდა, მათი წყალობით, უმოკლეს ხანში დავეუფლოთ ყოველივე
ამას, ხოლო დაუფლების შემდეგ თავისუფლად გამოვიყენოთ ჩვენი უნარი
საქმეში. სიცხადე (განსაკუთრებით ჩვენს დროში) და სისადავე (მე
ვგულისხმობ სისადავეს, რომელიც თითქმის ბუნებრიობის ტოლფარდია და
ძირეულად უპირისპირდება ნაძალადევ უბრალოებას, რაშიაც უნდა
ვლინდებოდეს იგი, საგანში, სტილში თუ მთელს თხზულებაში, როგორც
ერთგან უკვე აღვნიშნე), — დიახ, სიცხადე და სისადავე (მაშასადამე,
სინატიფეც, რომელიც მათ გარეშე შეუძლებელია და უმეტესწილად სწორედ
მათი წყალობით მიიღწევა) — ნებისმიერი თხზულების ეს ორი ძირითადი,
ყველაზე საჭირო და ყველაზე აუცილებელი ღირსება, რომელთა გარეშეც
მთელს დანარჩენ სრულყოფილებას.

მკითხველთა ლიგა

274
ჩალის ფასი აქვს და რომლებიც, პირიქით, ასატანს ხდიან თვით იმ
ნაწარმოებსაც კი, რომელსაც არავითარი სხვა ღირსება არ გააჩნია, — ორივე
ხელოვნების წყალობად და შედეგად გვევლინება. ორივე ეს თეისება,
რომლებშიაც ყველაზე ნაკლებ უნდა იგრძნობოდეს ხელოვნება; რომლებიც
ყველაზე ბუნებრივი და ჩვენი ნებისაგან თითქოს სრულიად
დამოუკიდებელი გვგონია, რომლებიც ყველაზე ადვილად მისაღწევი და
თითქმის ჰაეროვანი სიმსუბუქით ხორცშესხმული გვეჩვენება და
რომელთაგანაც ერთ-ერთი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყოველგვარი
ხელოვნება ოსტატურად იჩქმალება, რათა აღარაფერი გვაგონებდეს
ხელოვნურობას და აღარსად ჩანდეს ძალისხმევის ნაკვალევი, — დიახ,
ორივე ეს თვისება მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნებისაგან იღებს დასაბამს;
ორივე მხილოდ ხანგრძლივი მცდელობისა და ძალისხმევის წყალობით თუ
მიიღწევა; არაფრის დაუფლება არ არის უფრო ძნელი და არც არაფერი
გვეძლევა უფრო გვიან, მაგრამ თვით მათი დაუფლების შემდეგაც კი
მხოლოდ წარმოუდგენელი რუდუნების წყალობით თუ შეიძლება საქმეში
გამოვიყენოთ ჩვენი უნარი.262 მწერლის სულ მცირე დაუდევრობა თითქოს
თანდათანობით იზრდება, ღრმავდება, ფართოვდება და საბოლოოდ
ნაწარმოები მთლიანად კარგავს სიცხადეს და სისადავეს, ვინაიდან ერთიც
და მეორეც მხოლოდ ხელოვნების შედეგად გვევლინება, როგორც
ჩვეულებად ქცეული, ისე მარად ფხიზელი ხელოვნებისა; ბუნება კი
არასოდეს გვასწავლის და არც არავის აჩუქებს მათ, რადგანაც
შეუძლებელია, რომ ისინი თავისთავად ევლინებოდნენ იმას, ვინც მათ არ
ეძებს; შეუძლებელია, რომ ნაწარმოების ერთი ნაწილი მაინც გამოვიდეს
სადა და ცხადი, თუკი მწერალი, თავისი ხელოვნების წყალობით,
გულმოდგინედ არ ისწრაფვის სისადავისა და სიცხადისაკენ. ამიტომ
მწერლის ყოველგვარი, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო დაუდევრობა,
რასაც უშუალო შედეგად მოსდევს სისადავისა და სიცხადის დაკარგვა,

262
შდრ. გალაკტიონ ტაბიძე: „...რომ პოეტმა უფრო მთლიანად გამოხატოს, გამოავლინოს თავისი ნიჭი,
შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი სავსებით დაუფლებულია დიდს ტექნიკას, როდესაც მას
აქვს ისეთი ფორმები და . გამოთქმები, რომლებსაც მკითხველები იმახსოვრებენ ძალაუნებურად და
სამედამოდ. არსებობს ტექნიკა მუსიკის, ტექნიკა მხატვრობის, ტექნიკა ქანდაკების, ტექნიკა
ხუროთმოძღვრების, მაშასადამე, არსებობს აგრეთვე ტექნიკა პოეზიისა. და ნამდვილად, მიღწევები
დიდი პოეტების, გენიალური პოეტების ტექნიკური ოსტატობისა ხანგრძლივი, გულმოდგინე,
თავდადებული მუშაობის ნაყოფია“ („ლიტერატურული საქართველო“, 1975 წ. 5 ოქტ.).

მკითხველთა ლიგა

275
გარდუვალ ზიანს აყენებს ნაწარმოებს და, არსებითად, აქარწყლებს მისი
ამა თუ იმ ნაწილის მშვენიერებასაც და ყველა სხვა ღირსებასაც. ვინაიდან
სისადავეცა და სიცხადეც ნებისმიერი ნაწარმოების მშვენიერებისა თუ
ღირსების იმდენად მნიშვნელოვან და პირველხარისხოვან ნაწილებად
გვევლინებიან, რომ ისინი, საერთოდ, შეუნაცვლებელნი არიან და
ნაწარმოების არც ერთ ნაწილში არასდიდებით არ შეიძლება მათი
უგულებელყოფა (ანდა მხოლოდ ხუმრობისა თუ სხვა რამ ამდაგვარის
გულისთვის). ძალმოსილება, ამაღლებულობა, სიმდიდრე, სიმოკლე,
სიმძაფრე, ბრწყინვალება და თვით. კეთილშობილებაც, — ყოველივე ეს
შეიძლება და არა მარტო შეიძლება, ხშირ შემთხვევაში კიდეც უნდა
ენაცვლებოდეს ნაწარმოებში სხვა რამ ღირსებას; ყველა ეს თვისება
შეიძლება ხან მეტი იყოს, ხან კი ნაკლები, გნებავთ ერთ, გნებავთ მრავალ
სხვადასხვა ნაწარმოებში და სიტყვიერების სხვადასხვა ჟანრში; ისინი
შეიძლება არათანაბარნი იყვნენ თვით ნაწარმოებების ხასიათის, მათი
ნაწილების, პირობებისა თუ ვითარებების მიხედვით, შეიძლება კი არა,
უთუოდ ასეთნი და მხოლოდ ასეთნი უნდა იყვნენ, მაგრამ რაც შეეხება
სიცხადეს და სისადავეს, ისინი დაუშვებელს ხდიან ყოველნაირ მეტ-
ნაკლებობას; სიტყვიერების ნებისმიერ ჟანრში, ნებისმიერ ენობრივ
ქსოვილში, ნებისმიერი ნაწარმოების ნებისმიერ ნაწილში მათ არა მარტო
წამითაც არა აქვთ „თვალის მოხუჭვის“ ნება, არამედ ყველგან და
ყოველთვის, ნებისმიერი მწერლის ნებისმიერ ნაწარმოებში აშკარად
საგრძნობნი, თვითმყოფნი და თავისთავადნი უნდა იყვნენ (თუმცაღა
სხვადასხვა საშუალების წყალობით, რომლებითაც ისინი მიიღწევიან, მათ
შეიძლება სხვადასხვანაირ ვითარებაში სხვადასხვა სახე მიეცეთ), ისევე
როგორც თვითიგივეობრივნი, თვითიდენტურნი, რაოდენობრივადაც და
თვისობრივადაც, ყოველთვის სიცხადედ და სისადავედ უნდა
გვევლინებოდნენ და ყოველთვის ერთსა და იმავე მიზანს უნდა
ემსახურებოდნენ.

მკითხველთა ლიგა

276
ლირიკოსი პოეტი — შთაგონების წამს, ფილოსოფოსი — სულის
ამამაღლებელი ჭვრეტის მომენტში, წარმოსახვისა და გრძნობელობის
ნიჭით ცხებული კაცი — აღტყინებისას, ნებისმიერი ადამიანი—
ვნებათაღელვის, თავდავიწყების, მწარე ქვითინის, გავბედავ და ვიტყვი,
თვით ზომიერი თრობის ჟამსაც, — სხვა თვალით და სხვა ადგილიდან,
თითქოს ხედვის უფრო მაღალი წერტილიდან, უფრო ზემოდან აღიქვამს
სამყაროს და არა იქიდან, სადაც, ჩვეულებრივ მდგომარეობაში,
სინამდვილის ჭვრეტად ჩერდება სული. ამიტომ, ერთბაშად რომ ამჩნევს
გაცილებით მეტ რასმე, ვიდრე ჩვეულებრივ ამჩნევდა, და ერთი შეხედვით
აღიქვამს საგანთა სიმრავლეს, რომელნიც ცალ-ცალკე არაერთხელ
აღუქვამს, მაგრამ ერთდროულად კი არასოდეს (ან მხოლოდ ასეთსავე
შემთხვევებში), — თვითეულ მათგანს შესაძლებლობა ეძლევა შენიშნოს
ურიცხვი ურთიერთკავშირიც, ერთმანეთთან რომ აერთებს ამ საგნებს. ესეც
არ იყოს, თვით სიახლე იმ სიმრავლესა, რასაც პირველად აღიქვამს,
თავისთავად აიძულებს მას, თუნდაც ერთბაშად და მყისიერად, მაგრამ
მაინც გაცილებით უფრო ღრმად და ამომწურავად განიხილოს ეს სიმრავლე,
ვიდრე აქამდე განიხილავდა; თავისთავად აიძულებს მას, ამავე დროს,
ჩასწვდეს ზემოხსენებულ კავშირთა არსსაც. ასე რომ, ამ წამს, იგი ფლობს
განზოგადების უჩვეულო უნარს (უჩვეულოს — თავისთვის და თავისი
ჩვეულებრივი სულიერი მდგომარეობისათვის), რომელსაც იყენებს კიდეც
საქმეში, რისი წყალობითაც აღმოაჩენს დიადსა და ზოგად ჭეშმარიტებებს,
რომელთა აღმოჩენას, ახსნასა და განმარტებას თვით ყველაზე
ხანგრძლივი, უსასრულო მოთმინებით აღბეჭდილი და გულმოდგინე
კვლევის, ცდების, შედარებების, დაკვირვებების და მსჯელობების, ისევე
როგორც გონებისა და ნიჭის, ესე იგი, აზროვნების, განსჯისა თუ მედიტაციის
ყველა სხვა უნარის უჩვეულო დაძაბვის მიუხედავად, სხვა დროს, ამ
შთაგონების, ამ თითქმის სიშმაგის, ამ ფილოსოფიური, პათეტიკური ან, თუ
გნებავთ, პოეტური აღტყინების გარეშე, ამაოდ ეცდებოდა არა მარტო ერთ-
ერთი ასეთი კაცი, ფილოსოფოსი თუ პოეტი, არამედ ნებისმიერი პოეტი,
ნებისმიერი გენიოსი, ნებისმიერი, თვით ყველაზე დახვეწილი და გამჭრიახი
ფილოსოფოსი, მეტიც, თვით ერთი და იმავე მიზნისკენ მსწრაფი ყველა
ფილოსოფოსი ერთად, ყველა საუკუნე ერთად, თუ ვიგულისხმებთ, რომ
მთელი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ წინ ისწრაფოდა და თანდათანობით
სრულყოფილი ხდებოდა ადამიანის სული, მაშინ როდესაც შთაგონებული
მსუბუქად, უზადოდ და სრულად ახერხებს ამას, თავდაპირველად —
277
საკუთრივ შთაგონების წამს, — თავისივე თავისთვის, შემდეგ კი — როგორც
თავისი თავის, ისე სხვისთვისაც, თუკი შესწევს იმის უნარი, რომ
მართებულად გამოხატოს თავისი აზრი და კვლავაც ნათლად და მკაფიოდ
ხედავდეს იმას, რაც იმ წამს იგრძნო და განიცადა.

წარმოსახვა და დიდებული ილუზიები, რომლებითაც


ხელმძღვანელობდნენ ძველები, ისევე როგორც სახელის მოხვეჭის შმაგი
წყურვილი, აიძულებდა მათ გამუდმებით ეფიქრათ შთამომავლობასა და
მარადისობაზე, ეცადათ უკვდავეყოთ თავიანთი საქმე და უჭკნობი დიდებით
შეემოსათ თავიანთი სახელი და თავიანთი ქმნილებები.
მიცვალებულთათვის პატივის მიგების მიზნით ისინი ძეგლებს უდგამდნენ
მათ, ძეგლებს, რომლებიც გაუძლებდნენ საუკუნეებს და შეიძლება დღესაც,
ათასწლეულების შემდეგაც, ურყევად დგანან. ჩვენ, ამნაირ შემთხვევებში,
არანაკლებ სახსრებს ვხარჯავთ, ვთქვათ, საფლავების შესამკობად,
რომლებიც სულ მალე უკვალოდ აღიგვებიან მიწის პირისგან.
გამაოგნებელია ძველი შენობებისა და ნაგებობების სიმტკიცე, რომლებსაც
დღემდე ვერაფერი დააკლო დრომ, მაშინ როდესაც ჩვენს ნაგებობებს, თვით
საზოგადოებრივ ნაგებობებსაც, არცთუ ისე შორეული შთამომავლებიც ვერ
იხილავენ. პირამიდები, ობელისკები, ტრიუმფალური თაღები; უჩვეულოდ
ღრმა ტვიფარი ძველი მედლებისა და მონეტებისა, რომლებმაც ამდენ
ხელში გამოიარეს, ბედის ჩარხის გამუდმებულ, წაღმა-უკუღმა ტრიალს
გაუძლეს და ათასწლეულების გამოვლით ჩვენს დრომდე მოაღწიეს, მაგრამ
მაინც შეინარჩუნეს ისეთი სილამაზე, სიცინცხლე და სიახლე, რომ მათზე
დღესაც შეგიძლიათ ყველაფერი გარკვევით ამოიკითხოთ, მაშინ როდესაც
ჩვენი მონეტების ტვიფარი ასიოდე წლის შემდეგ თითქმის მთლიანად
იშლება; შეიძლებოდა დაუსრულებლად ჩამოგვეთვალა ამნაირი
მაგალითები; ყოველივე ეს ძველი ილუზიების ნაყოფი და შედეგი, ძველ
ხალხებში წარმოსახვის უსასრულო ძალმოსილებისა და მისი შეუზღუდავი
მბრძანებლობის უტყუარი ნიშანი გახლავთ. თუ ისინი ცუდმედიდობის გამო
აგებდნენ ძეგლებს, პატივმოყვარეობის ეს ქმნილებები უკუნითი
უკუნისამდე ურყევად უნდა მდგარიყვნენ.

მკითხველთა ლიგა

278
ძველი ადამიანის სიამაყეს არ აკმაყოფილებდა მარტოოდენ ერთი საუკუნის
აღტაცება: ყველა საუკუნე, ჟამთა დასასრულამდე, მისი ძალმოსილების
მოწმე უნდა ყოფილიყო და თავისი ხარკი უნდა მიეზღა მისი
პატივმოყვარეობისათვის. თუ რაიმე იგებოდა სიამოვნებისა თუ
მშვენიერების გულისთვის, ან რისამე შემკობის მიზნით და ა. შ. — ეს
სიამოვნება, მშვენიერება და ა. შ. ათასწლეულებს უნდა ეგრძნოთ და
განეცადათ; თუ სარგებლობის გულისთვის, — ყველა მომდევნო თაობას
უნდა მიეღო ეს სარგებლობა. სულ ერთია, რა მიზნით აგებდნენ და
აშენებდნენ რასმე, — იმიტომ, რომ ხელსაყრელი, საპატიო, კერძო პირისა
თუ საზოგადოებისათვის სასარგებლო იყო; იმიტომ, რომ უკვდავეყოთ
პიროვნებისა თუ საზოგადოების ღირსსახსოვარი მიღწევები; იმიტომ, რომ
სიქველის, სიმამაცის, გმირობის, მოყვასისა თუ საზოგადოებისათვის
გაწეული სამსახურის სანაცვლო მიეგოთ კაცისთვის; იმიტომ, რომ თავიანთი
პატივისცემა გამოეხატათ მთელი საზოგადოებისა თუ რომელიმე კერძო
პირის, გინდა ცოცხალის, გინდაც მკვდრის მიმართ; იმიტომ, რომ თავიანთი
სიყვარული დაედასტურებინათ ვინმესთვის ა. შ., — დიახ, რა მიზანიც უნდა
დაესახათ, რისთვისაც და ყოფილიყო გამიზნული მათი ქმნილება, ამ
უკანასკნელს არასოდეს უნდა შეხებოდა ნგრევის, განადგურების,
გაპარტახების, სიკვდილის მსახვრალი ხელი. დიადი ილუზიები, რომლებიც
შთაგონებით ავსებდნენ ძველ ხალხებს, არა მარტო იმის ნებას არ
რთავდნენ მათ, რომ დაკმაყოფილებულიყვნენ სუსტი და წარმავალი
ზემოქმედებით, არამედ თვით იმაზე ფიქრისაც, რომ ეს ზემოქმედება
შეიძლება ხანმოკლე, უმნიშვნელო და მსწრაფლწარმავალი ყოფილიყო და,
ამრიგად, მხოლოდ იმას დასჯერებოდნენ, მხოლოდ იმით მოეზღუდათ
თავი, რაც მათ თვალსაწიერს არ სცილდებოდა. წარმოსახვა ყოველთვის
იმის მიმართ მიგვაქცევს, რაც ჩვენი გრძნობადი აღქმის ფარგლებს მიღმაა;
მაშასადამე, — მომავლისა თუ შთამომავლობის მიმართ, ვინაიდან აწმყო
ყოველთვის მწირია, უბადრუკი და შეზღუდული; ამიტომაც ვერ
აკმაყოფილებს წარმოსახვას, რომელიც მხოლოდ იმედებით ცოცხლობს,
მხოლოდ იმით სულდგმულობს, რომ გამუდმებით რაღაცას ჰპირდება,
რაღაცას აღუთქვამს თავისსავე თავს, მაგრამ ყველაზე ძლიერი
წარმოსახვისათვის მომავალს ზღვარი არ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან
სხვანაირი მომავალი არასაკმარისია მისთვის.
მკითხველთა ლიგა

279
ამიტომაც ამნაირი წარმოსახვა მხოლოდ მომავალს ელოლიავება,
მხოლოდ იმისკენ ილტვის.
ძველი ხელნაკეთი ნივთებისათვის ნიშნეული იყო უჩვეულო სიმყარე და
სიმტკიცე, განსხვავებით ჩვენი ნივთებისაგან, რომლებიც მათგან სიმყიფით
და მსწრაფლწარმავლობით განირჩევიან. და ეს სავსებით ბუნებრივი რამ
გახლავთ თვითმოყვარე263 საუკუნისთვის. თვითმოყვარე კი იმიტომაა, რომ
ყველა იმედი გაუცრუვდა. და, მსგავსად იმისა, როგორც იმედგაცრუებული
კაცი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, ამ ჩვენ საუკუნესაც აწმყოს გარდა
სხვა საფიქრალი აღარა აქვს, ხოლო რა იქნება შემდეგ, არას ნაღვლობს,
არას დაგიდევს. მაგრამ ის არა მარტო თვითმოყვარეა, არამედ,
სულმდაბალიც, როგორც ამ თვითმოყვარეობის, ისე ბევრი სხვა მიზეზის
გამოც. ან კი სულმოკლე როგორ არ უნდა იყოს ეს ჩვენი უკეთური დრო, —
მშვიდი, უზრუნველი, გულარხეინი დესპოტიზმის საუკუნე, დესპოტიზმისა,
რომელსაც სისხლის ღვრაც აღარ სჭირდება. სულმდაბლობა კი არც
აღმაფრენის თავი აქვს და აღარც კეთილშობილური მიზნების დასახვისა;
მარადისობის იდეა ვერ თავსდება ჩლუნგ გონებაში, ბიწიერ კაცს კი არ
შეუძლია ბედნიერებად მიაჩნდეს მაღალი იდეალებისაკენ სწრაფვა.
შორეულ წარსულსა და თანამედროვეობას შორის მდებარე გარდამავალი
პერიოდის ნივთიერ ძეგლებს აშკარად ატყვია, ერთის მხრივ, ძველი
ილუზიების, ხოლო მეორეს მხრივ, ახალი დროისათვის ნიშნეული
იმედგაცრუების კვალი. თუ დაცემის პერიოდის ბარბაროსულ ნაგებობებში
ჯერ კიდევ საგრძნობია უჩვეულო სიმტკიცე და გამძლეობა, მხოლოდ და
მხოლოდ თანადროულ ნაგებობებთან შედარებით. ანდა ვის შეუძლია
შეადაროს ამ უკანასკნელთა გამძლეობა მეთექვსმეტე საუკუნის კერძო თუ
საზოგადოებრივი ნაგებობების სიმტკიცეს, განსაკუთრებით იტალიაში?
რომში, სადაც ამდენია ყველა ეპოქის ძეგლები, ეგვიპტურიდან
მოყოლებული და თანადროულით დამთავრებული, მათი მიხედვით
შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანური წარმოსახვისა თუ ილუზიების
აღზევებასა და დაკნინებაზე, და არა მარტო ერთგზის, არამედ, მრავალგზის

263
„თავმოყვარისაგან“ განსხვავებით, „თეითმოყვარეს“ „ეგოისტისა“ „ეგოისტურის“ სინონიმად ხმარობს
ლეოპარდი.

მკითხველთა ლიგა

280
აღზევებაზეც, რასაც შედეგად მოსდევდა დაკნინება და ა. შ. შეიძლება
მოვიხილოთ მთელი საუკუნეები, რომლებიც წარმოსახვაზე უფრო ადრე
ჩაბარდნენ წარსულს და ა. შ.; შეიძლება თვალი გავადევნოთ არა მარტო
ხალხების, არამედ, საგანთა მატერიალურობის მიუხედავად,
სპირიტუალური თვალსაზრისით განხილულ ადამიანის სულის
ისტორიასაც. შეიძლება დავიწყოთ პიაცა დელ პოპოლოს ობელისკით264 და
დავამთავროთ ლუჩერნარის სასახლით, რომელიც იქვე, მის მახლობლად
შენდება. „ფულს, რომელსაც ჩვენ საბურნუთების, კოლოფებისა თუ
ზარდახშების დასამზადებლად ვხარჯავთ, ჩვენი წინაპრები ბიუსტებსა და
სტატუეტებზე ხარჯავდნენ, და თუ ჩვენ გამარჯვების აღსანიშნავად
ფოიერვერკს ვაწყობთ, ისინი თლილი ქვისაგან ტრიუმფალური თაღებს
აგებდნენ“ (ალგაროტი, 265„აზრები“, აზრი 13).
იგივე მოსაზრებები შეიძლება მივუსადაგოთ ლიტერატურასაც: ძველ
დროში არ არსებობდა არც ბროშურები, არც ცნობის ფურცლები და სხვა
მისთანანი, რომლებიც საიმისოდ არიან განწირულნი, რომ გამოსვლიდან
ერთი დღის შემდეგ დაასრულონ თავიანთი მწირი სიცოცხლე. თვით ისიც კი,
რაც საყოველდღიურო დანიშნულებისა თუ საყოფაცხოვრებო
საჭიროებისთვის იწერებოდა, ისე იწერებოდა, თითქოს მარადისობისთვის
უნდა გაეძლო.
ციცერონი, მას შემდეგ, რაც სენატსა და ხალხს რაიმეს ურჩევ და მხოლოდ იმ
მიზნით, რომ მისი რჩევა იმავე დღეს გამოეყენებინათ, ან კიდევ
სასამართლოში სიტყვის წარმოთქმისა და საქმის გარჩევის შემდეგ, თუნდაც
ეს საქმე უბადრუკი მემკვიდრეობის გამო ყოფილიყო აღძრული, — მაგიდას
მიუჯდებოდა, აიღებდა გაკვრით მოხაზულ შენიშვნებს, რომლებსაც
სიტყვის წარმოთქმისას იყენებდა, დაუსრულებლად ასწორებდა და
სრულყოფდა მათ ყველაზე დახვეწილი ხელოვნების წესების თანახმად და
ამ სახით აბარებდა თავის სიტყვას მარადისობას. ასევე იქცეოდნენ

264
იგულისხმება ეგვიპტური ობელისკი, რომელიც ანტონიუსსა და კლეოპატრაზე გამარჯვების შემდეგ
ჰელიოპოლისიდან ჩამოიტანა ავგუსტუსმა. XVI საუკუნეში ეს ობელისკი პიაცა დელ პოპოლოზე.
(„სახალხო მოედანზე“) დადგეს.
265
ალგაროტი ფრანჩესკო (1712—1764) — იტალიელი მწერალი და მეცნიერი.

მკითხველთა ლიგა

281
ატიკელი ორატორებიც, ასევე იქცეოდა დემოსთენეც, ვისი სახელითაც
ჩვენამდე მოაღწია და დღესაც ინტერესით იკითხება სიტყვა სამი ცხვრის
შესახებ, მაშინ როდესაც დღევანდელ პარლამენტებში წარმოთქმული
სიტყვები არავის აინტერესებს, არავინ კითხულობს და ორიოდე დღის
შემდეგ დავიწყებას ეძლევა; — სავსებით სამართლიანადაც, ვინაიდან თვით
მათ წარმომთქმელთაც არ ჰქონიათ იმის სურვილი და პრეტენზია, რომ მათ
სიტყვებს უფრო დიდხანს გაეძლო, და არც თავი შეუწუხებიათ ამაზე
ზრუნვით.
ბერძენი ტრაგიკოსების, ისევე როგორც სხვა ძველი პოეტებისა თუ
მწერლების ქმნილებებში ვერსად შეხვდებით იმ წვრილმანებს, ვნებებისა
თუ ხასიათების გამოწვლილვით აღწერებსა და თანდათანობით
განვითარებებს, რომლებიც ნიშნეულია თანამედროვე დრამების, აგრეთვე
ლექსებისა თუ სხვა ნაწარმოებებისათვის; არა მარტო იმიტომ, რომ
ძველები აშკარად ჩამოუვარდებოდნენ თანამედროვეებს ადამიანის გულის
ცოდნაში, რაც ყველას კარგად მოეხსენება, არამედ იმიტომაც, რომ
პირველნი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ წვრილმანებს და ნაკლებად
ზრუნავდნენ მათზე, მეტიც, ეზიზღებოდათ და ერცხვინებოდათ კიდეც
ისინი; სიზუსტისაკენ სწრაფვაც და წვრილმანების გამოკიდებაც ისევე უცხო
იყო მათთვის, რამდენადაც ნიშნეულია თანამედროვე ავტორებისთვის.
ეგეც არ იყოს, თანამედროვე ავტორები იმით ცდილობენ თანაგრძნობის
გამოწვევას მკითხველსა თუ მაყურებელში, რომ დრამის გმირებს
ამსგავსებენ და, ამრიგად, აიძულებენ მათ, ამ გმირებში, მათი გულის
ფეთქვაში, გრძნობებში, ბედის ტრიალში და ა. შ., როგორც კრიალა სარკეში,
თავიანთი თავი იცნონ, თავიანთ თავს უმზირონ და საკუთარ გულს, საკუთარ
გრძნობებს, საკუთარ აზრებს, საკუთარ უბედურებას, საკუთარ ბედის
ტრიალსა თუ საკუთარ განცდებს დაუკვირდნენ. შეიძლება დაბეჯითებით
ითქვას, რომ ბერძენი ტრაგიკოსების განზრახვა, განსაკუთრებით, მათ
შორის ყველაზე ძველებისა, სრულიად სხვა და, გარკვეული აზრით,
საპირისპიროც კი იყო. ამნაირი ზემოქმედება მეტისმეტად სუსტია,
უმნიშვნელო, ღრმად დაფარული და დახვეწილი, რათა ძველ პოეტებს
ზემოხსენებული გზა აერჩიათ, ხოლო მსმენელებს შეეგრძნოთ იგი, ანდა
შეგრძნების შემდეგ მღელვარება განეცადათ.
მკითხველთა ლიგა

282
როგორც ეს ნიშნეულია ნაკლებად განათლებული ხალხებისა თუ
ეპოქებისთვის, მაყურებლები ეძებდნენ, პოეტები კი ცდილობდნენ, რადაც
უნდა დასჯდომოდათ, თავიანთ დრამებში მიეღწიათ უფრო მძლავრი,
შთამბეჭდავი და გამაოგნებელი ზემოქმედებისათვის, გამოეხატათ უფრო
მძაფრი და ბობოქარი ვნებები, მოეხდინათ უფრო წარუშლელი
შთაბეჭდილება, მაგრამ, ამავე დროს, უფრო ნაკლებად შინაგანი, ნაკლებ
სულიერი და უფრო მეტად გარეგნული, საგნობრივი თუ ნივთიერი. ბერძენი
ტრაგიკოსები ვნებებსა თუ უბედურებებში ეძებდნენ უჩვეულოსა და
განსაცვიფრებელს, თითქმის ისევე, როგორც დღეს იქცევა ლორდი ბაირონი
(თუმცა ის გაცილებით უკეთ იცნობს ერთთაც და მეორეთაც), მაშინ როდესაც
თანამედროვე ავტორებს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი გმირების
ვნებები თუ უბედურებანი მსმენელებისას დაამგვანონ და, ამრიგად, ამ
უკანასკნელთათვის უფრო ახლობელი და გასაგები გახადონ ისინი, —
სრულიად საპირისპირო რამ მოეთხოვებათ... საშინელი, არნახული და
არგაგონილი უბედურებანი, ბედის უკუღმა ტრიალი, უმძიმესი დანაშაული,
განუმეორებელი ხასიათები, ბუნების საპირისპირო ვნებები, — აი, ბერძენი
ტრაგიკოსების საყვარელი სიუჟეტები. ალბათ, ასეთი იყო მათი განზრახვა,
თუმცა არჩევანი, გამონაგონი, მიგნებები ყოველთვის როდი
შეესატყვისებოდნენ ჩანაფიქრს ან, უფრო სწორად, იქნებ კიდევაც
შეესატყვისებოდნენ, მაგრამ ხან უფრო მეტად, ხანაც უფრო ნაკლებად, ვის
ქმნილებებში — მეტად, ვისაში კიდევ — ნაკლებად. მაგრამ თუ ზოგადად და,
ვიმეორებ, უწინარეს ყოვლისა, უძველეს ბერძენ ტრაგიკოსებზე
ვილაპარაკებთ, ისინი უპირატესად ეძებდნენ ზეადამიანურ სიქველეს თუ
ბიწიერებას, დანაშაულსა თუ გმირობას, წარმატებასა თუ უბედურებას და
ყველაფერს ერჩიათ ისინი, მაშინ როდესაც თანამედროვე ტრაგიკოსები
ეძებენ საკუთრივ ადამიანურ სიქველეს თუ ბიწიერებას და სხვა მისთანათ,
რასაც კი შეიძლება მიაკვლიონ ამ ცხოვრებაში. ამიტომაც მიმართავდნენ
უმეტესწილად მითიურ თქმულებებს, ამიტომაც ჰქონდათ სათანადო სცენა
და ამიტომაც ჰყავდათ სათანადო მსახიობები.

მკითხველთა ლიგა

283
ასე რომ, არა მარტო სიუჟეტი, არამედ მისი თავისებური დამუშავებაც,
მოქმედების განვითარებაც, კვანძის გასკვნაც და გახსნაც პოეტისა და მისი
მსმენელების მიზნის შესაბამისი უნდა ყოფილიყო, ხოლო მსმენელთა
მიზანი ის იყო, რომ განეცადათ, პოეტისა კი — ის, რომ განეცდევინებინა
მათთვის ყველაზე ცოცხალი, ყველაზე პოეტური გრძნობა და ა. შ. ამიტომაც
ყველა ცალკეულ ეპიზოდს მოეთხოვებოდა ამნაირი მიზნისა და ამნაირი
დრამის ბუნების შესაბამისობა; ესქილემ მიტომაც გამოიყვანა სცენაზე
ერინიები („ევმენიდებში“), რომელთა დანახვაზეც ქალებს გული
მისდიოდათ, ბავშვებს კი სისხლი ეყინებოდათ ძარღვებში (იხ. ფაბრიციუსი,
ბარტელემი 266და სხვ.). ამიტომ ადგილის, დროის, დრამაში აღწერილი ზნე-
ჩვეულებების მიხედვითაც მაყურებლისათვის ესოდენ შორეული იყო ყველა
ეს სიუჟეტი, თუმცადა ისტორია, არა მარტო მთელი ხალხისა, არამედ
მშობლიური ქალაქისაც, და არა მარტო მშობლიური ქალაქისა, არამედ
მათი დროისაც, ბერძენ დრამატურგებს ესოდენ უხვად სთავაზობდა
პოეტურ სიუჟეტებს და ა. შ. აქედან — ათასნაირი შეცოდება სიმართლის
წინაშე, ნახტომები, მოულოდნელობანი (თუმცა ყოველივე ამაში ნაკლები
იყო ხელოვნურობა და მრავალფეროვნება, ვიდრე ჩვენს თანადროულ
დრამებსა თუ რომანებში, რომელთა სიუჟეტიც მძაფრ ინტრიგაზეა
აგებული), მოქმედების მსვლელობაში ღმერთებისა თუ ნახევარღმერთების
გამუდმებული ჩარევები და ა. შ. თანამედროვე დრამატული პოეტები, ისევე.
როგორც დანარჩენი მწერლები, რომანების მთხზველები და ა. შ., უწინარეს
ყოვლისა, ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ გულზე, ძველი
დრამატურგები, ისევე როგორც ძველი მწერლები, — წარმოსახვაზე. ეს
დაკვირვება, რომლის სისწორესაც ვერავინ უარყოფს, სავსებით საკმარისია,
რათა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად განსხვავდებიან, თავიანთი არსით,
ძველი და ახალი დრამები ერთმანეთისგან, რამდენად განსხვავებული
საზომით უნდა მივუდგეთ ერთთაც და მეორეთაც და რაოდენ უაზროა მათი
ურთიერთშედარება, თითქოს ისინი სიტყვიერების ერთსა და იმავე ჟანრს
ეკუთვნოდნენ, რაც აშკარად არ არის სწორი. ძველი მწერლები მხოლოდ

266
ფაბრიციუსი იოჰან-ალბერტ (1668—1736) — გერმანელი მეცნიერი, კლასიკური ფილოლოგიის ერთ-
ერთი უდიდესი სპეციალისტი... ბარტელემი ჟან-ჟაკ (1716—1795) — ფრანგი მწერალი და მეცნიერი,
„ახალგაზრდა ხნაქარსისის მოგზაურობის“ ავტორი.

მკითხველთა ლიგა

284
ერთს მიელტვოდნენ: მაყურებლის მზერისა თუ წარმოსახვისთვის
მოევლინათ ცეცხლისმფრქვეველი ვულკანი, ან ბუნების სხვა რამ
საშინელება თუ სტიქიური უბედურება, რასაც საერთო არა აქვს რა იმასთან,
ვინც მათ უმზერს. ამიტომ ისინი გვიხატავდნენ იმ უბედურებებს,
დანაშაულობებს, ვნებებსა თუ საგმირო საქმეებს, რომლებისთვისაც
მაყურებლებს შეეძლოთ ისე ემზირათ, როგორც უმზერენ თავზარდამცემ
მეტეორებს, რომლებიც მხოლოდ დასანახავად არიან საშინელნი, ისე კი
არავის უქადიან რაღაც საშინელს,–და, ამრიგად, მიეღოთ სიამოვნება, რასაც
ყოველთვის გვანიჭებს განსაცვიფრებელი და საშინელი, თუკი მას არ
შეუძლია რაიმე გვავნოს ჩვენ. ამასთან, ისინი ვერ პოულობდნენ და არც
ევალებოდათ ეპოვათ რაიმე მსგავსება ამ უბედურებასა და თავიანთ
უბედობას, ან კიდევ თავიანთ მსგავსთა თუ მოყვასთა უბედურებას შორის.
ამ შენიშვნებიდან შეიძლება დავასკვნათ, რა არის იმის მიზეზი, რომ ძველ
ტრაგედიებში, ბევრიც ეძებოთ (თუმცა ძებნაც არ დაგჭირდებათ), ვერსად
იპოვით იმ წვრილმანებსა და იმ ძლივს შესამჩნევ გადასვლებს, ან იმ
სიზუსტეს მხატვრულ აღწერებში, ვნებათა თანდათანობით განვითარებაში,
გმირების ქცევასა თუ ხასიათებში, რაც ნიშნეულია თანამედროვე
დრამებისათვის.
ეს დაკვირვებები შეიძლება მივუსადაგოთ ძველ კომედიებსაც, უწინარეს
ყოვლისა კი იმათ, რომლებსაც თავდაპირველად დგამდნენ ათენში და
რომლებმაც სწორედ ამის გამო მიიღეს სახელწოდება „ძველი“,
„არქაული.“267 მიზნად არც ეს უკანასკნელნი ისახავდნენ იმას, რომ
მაყურებლებისათვის დაახლოვებინათ და მათი მსგავსი გაეხადათ
თავიანთი გმირები, იშვიათი გამონაკლისის, ესე იგი, იმ მაყურებლების
გარდა, რომლებიც თვითონვე გამოჰყავდათ განზრახ გაშარჟებული სახით.
ისინიც ცდილობდნენ, უწინარეს ყოვლისა, წარმოსახვაზე მოეხდინათ
ზემოქმედება, რაც სრულიად უცხოა არა მარტო თანამედროვე, არამედ იმ
კომედიისთვისაც, რომელსაც საბერძნეთში „ახალი“ (ნეა“),268ანუ „მეორე“

267
„ძველი“ კომედიის შესახებ ინ. სიმ. ყაუხჩიშვილი, ბერძნული ლიტერა ტურის ისტორია, თბ. 1950, გვ.
372 და შმდ.
268
„ახალი“ კომედიის შესახებ იხ. ს. ყაუხჩიშვილი, იქვე, გვ. 413

მკითხველთა ლიგა

285
(„დევტერა“) ერქვა. მე ვგულისხმობ მენანდრეს მთარგმნელის —
ტერენციუსის269 ქმნილებების მსგავს კომედიებს, ტერენციუსისა, რომელიც
პირველობდა ამ ჟანრში. აქედან — ძველ კომედიებში უცნაური,
არაბუნებრივი, პოეტური, ფანტასტიკური გამონაგონები, ალეგორიული
მოქმედი პირები, მაგალითად, „სიმდიდრე“ და სხვა მისთანანი; ღრუბლები,
ფრინველები, ბაყაყები;270 აქედან — ერთმანეთზე დახვავებული
შეუსაბამობანი, უცნაურობანი, ღვთაებები, სასწაულები და ა. შ. ძველი
კომედიები „მოქმედებებად“ („დრამატა“) კი არ გვევლინებოდნენ, ამ
სიტყვის საკუთარი გაგებით, არამედ მახვილგონიერებით სავსე სატირებად
თუ სატირულ ფანტაზიებად, რომლებიც დრამატული ფორმით,
დიალოგებით იყო გადმოცემული. ისინი ლუკიანეს სატირებს ჰგვანან,
რომლებიც ბევრი რამით მოგვაგონებენ ძველ კომედიებს სიგრძის, მოქმედ
პირთა სიმრავლისა და დეტალების, ერთის სიტყვით, შინაგანი თვისებების
კი არა, იმ გარეგნული, შემთხვევითი და თვითნებური წვრილმანების
გამოკლებით, რომლებსაც საერთო არა აქვთ რა სიტყვიერების ამ ჟანრის
არსთან.
ეპიკოსი პოეტის (ისევე როგორც მისი მსგავსი პოეტების) მიზანი ის კი არ
არის, რომ ამბავი მოგვითხროს, არამედ ის, რომ მოვლენები აგვიწეროს,
აგვაღელვოს, სახეების ტყვეობაში მოგვაქციოს, ვნებით აგვავსოს, სული
აამაღლოს, გზნებით აღანთოს, ხალხის ზნეობა წრფელი გზით წარმართოს,
სიმამაცე, სიქველე, სიმხნევე, დიდების წყურვილი, მამულის სიყვარული
ჩაგვინერგოს, საგმობი ჰგმოს და საქები აქოს, მეტოქეობის სულისკვეთებით
გაგვმსჭვალოს, თავისი ხალხის, წინაპრების, გმირების ღვაწლი ადიდოს და
ა. შ. მხოლოდ ყოველივე ეს ერთად, ან ნაწილობრივ მაინც, და არა თხრობა,
— აი, რა უნდა იყოს. ეპიკოსი პოეტის ჭეშმარიტი მიზანი; თუმცა თავი ისე
უნდა ეჭიროს, თითქოს მისი ნამდვილი და ჭეშმარიტი ან, ყოველ
შემთხვევაში, უმთავრესი მიზანი მაინც სხვა არა არის რა, თუ არა თხრობა.
პოეზიის სახელს, ალბათ, არც კი იმსახურებს ის პოემა, რომელიც მხოლოდ

269
მენანდრე (343—292 ძვ. წ. ა.) — ბერძენი კომედიოგრაფი, „ახალი კომედიის“ წარმომადგენელი...
ტერენციუსი (194—159 ძვ. წ. ა.) — რომაელი კომედიოგრაფი, წერდა მენანდრეს უშუალო მიბაძვითა თუ
გავლენით.
270
„სიმდიდრე“, „ღრუბლები“, „ფრინველები“, „ბაყაყები“ — არისტოფანეს კომედიების სათაურებია.

მკითხველთა ლიგა

286
ამბავს მოგვითხრობს, ესე იგი, რომლის მთელი ზემოქმედება იმაზე
დაიყვანება, რომ ლიტონ ცნობისმოყვარეობას უღვიძებს მკითხველს და
ჩახლართული ინტრიგით, ან ნებისმიერი სხვა საშუალებით ასაზრდოებს
მას. ეს, უმალ, ნოველაა, ვინემ პოემა, თუმცა მისი მოქმედება შეიძლება
კეთილშობილურიც, ამაღლებული, მომხიბლავიც და ა. შ. იყოს. ასეთია,
მაგალითად, „გამიჯნურებული ორლანდო“, „რიჩარდეტო“ 271და სხვ. ასეთია
ყველა ის პოემაც, რომლებშიაც თავიდან ბოლომდე ათასი უცნაური
გამონაგონი თუ თქმულებაა ჩაწნული, ანდა რომლებიც, ნამდვილი
პოემების მსგავსად, შიგადაშიგ ამ უცნაური გამონაგონითა თუ
თქმულებებითაა შემკული. ზოგჯერ მთლიანად, ან თითქმის მთლიანად
პოეტურ გამონაგონთაგან შემდგარი პოემაც მხოლოდ და მხოლოდ ამბავს
მოგვითხრობს. მაშინ მას, არსებითად, აღარც კი ეთქმის პოემა, ვინაიდან
პოეტი მასში თავის ჭეშმარიტ და მთავარ მიზნად იმას სახავს, რაც მისთვის
მხოლოდ მეორეული, მოჩვენებითი მიზანი უნდა იყოს: მე ვგულისხმობ
თხრობას. მაგრამ თვით ის პოემებიც კი, რომლებიც, პირიქით, ვრცელი
აღწერებით, ზნეობის, პოლიტიკის თუ სხვა მისთანათა თემებზე
გაჭიანურებული მსჯელობებით, ტირადებითა თუ სენტენციებით, გმობითა
თუ ქება-დიდებით, დამარწმუნებელი თუ გადამარწმუნებელი სიტყვებით
არის სავსე და ა. შ., აგრეთვე არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ ეპიურ პოემებად,
ვინაიდან პოეტი მათში აშკარად ამჟღავნებს იმ მიზნებს, რომლებიც
არავისთვის არ უნდა გაემხილა.
ერთგან მე უკვე ვილაპარაკე თანმხლებ იდეებზე, რომლებიც უშუალოდ
უკავშირდებიან მნიშვნელობას, საკუთრივ ბგერას თუ სიტყვების სხვა
თვისებებს და რომლებიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ იმ
ზემოქმედებას, რასაც ჩვენზე პოეტური, ორატორული თუ სხვა ხელოვნების
ქმნილებები ახდენენ. აქედან გარდუვალად გამომდინარეობს შემდეგი
დასკვნა: ერთი და იმავე ლექსის, სიტყვის, ბწკარის, ფრაზის, გამოთქმის,
ნაწარმოების ნებისმიერი, ყველაზე ვრცელი თუ ყველაზე მცირე ნაწილის
ზემოქმედება, - უწინარეს ყოვლისა, მე ვგულისხმობ მათ პოეტურ

271
„გამიჯნურებული ორლანდო (როლანდი)“ — იტალიელი პოეტის მატეო ბოიარდოს (1441—1494)
სარაინდო პოემა, რომელიც შემდეგ თავისებურად გადააკეთა ფრანჩესკო ბერნიმ... „რ ი ჩ ა რ დ ე ტ ო“
ეტის ნიკოლო ფორტეგუერის (1674—172ა, პოემა.

მკითხველთა ლიგა

287
ზემოქმედებას, — ყოველთვის უსასრულოდ ცვალებადი იქნება იმის
მიხედვით, თუ ვინ არის მსმენელი ან მკითხველი და როგორია მისი
სულიერი განწყობილება, ანდა ის მდგომარეობა, რომელშიაც ამჟამად, ესე
იგი, ნაწარმოების აღქმისას იმყოფება. რადგან ეს თანმხლები იდეები, თვით
სიტყვებისა და ფრაზებისაგან დამოუკიდებლად, შეიძლება უსასრულოდ
განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ადამიანთა ზემოხსენებული
სხვადასხვაობის შესაბამისად. ზუსტად ასევე, ბევრი სხვა რამის ან,
შესაძლოა, ყველაფრის პოეტური ზემოქმედება უსასრულოდ ცვალებადი
იქნება ადამიანებისა და გარემოებების მიხედვით.
მე ვგულისხმობ ნებისმიერ გარემოებას, წარმავალს, წარუვალს და ა. შ. ასე
მაგალითად, ბუნების ერთი და იგივე სურათი შეიძლება სრულიად
სხვადასხვანაირ ზემოქმედებას ახდენდეს და ახდენს კიდეც მაყურებლებზე,
მათი ზემოხსენებული სხვადასხვაობის მიხედვით: ვთქვათ, ეს სურათი, ან
ეს ხედი ვიღაცას თავის მშობლიურ სოფელს აგონებს, ვიღაცაში
ბავშვობისდროინდელ მოგონებებს აღვიძებს, ვიღაცის სულში ამა თუ იმ
ვნებას აღძრავს და ა. შ. იგივე მსჯელობა შეიძლება სიტყვებსა და მათი
ერთობლიობით განსაზღვრულ სტილზეც, მათ თავისებურებებსა და
განსხვავებებზედაც გავრცელდეს, და მაშინ ჩვენი შედარება დროული და
მრავლისმთქმელი მოგვეჩვენება,
ყოველივე ეს შეიძლება მიესადაგოს იმასაც, რაც ჩემს მიერ ერთხელ უკვე
ითქვა იმის შესახებ, თუ რაოდენ ბუნებრივია მსჯელობათა გარდუვალი
სხვადასხვაობა ყოველთვის, როცა ადამიანები აფასებენ ნაწარმოებების
ღირსებებს, რადგანაც თვით ამ უკანასკნელთა ზემოქმედება, თავისი
ბუნებით, გარდუვალად განსხვავდება ერთმანეთისგან (შურზე, უმეცრებასა
და სხვა მისთანებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომლებიც, თვით ადამიანთა
მანკიერების წყალობით, მთლიანად ცვლიან მსჯელობის არსს, მაგრამ,
მიუხედავად ამისა, მაინც ბუნებრივი და გარდუვალნი არიან), — და
რამდენადაა დამოკიდებული მწერლობისა თუ მწერლების დიდება ურიცხვ
სხვადასხვა გარემოებასა და მათ ურთიერთდამთხვევაზე.

მკითხველთა ლიგა

288
მწერლის ხელოვნება დაიყვანება და უნდა დაიყვანებოდეს კიდეც
შემდეგზე: მას მართებს ზოგადად და მიახლოებით მაინც უკვირდებოდეს
იმას, თუ რანაირ ზემოქმედებას ახდენენ და რანაირ იდეებს იწვევენ
ყოველთვის თუ უმეტესწილად — ესა და ეს სიტყვები, მათი ასეთი თუ ისეთი
ურთიერთშერწყმა, ამნაირი თუ იმნაირი ხმარება საერთოდ — მკითხველთა
თუ მწერლის თანამემამულეთა უმრავლესობაში, მთლიანად და კერძოდ —
იმნაირ ვითარებაში, რომელშიაც ყველაზე ხშირად ვხვდებით თვითეულ
მათგანს და რომელიც ყველაზე ჩვეულებრივია მათთვის ბუნებით თუ
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ღრმად ფესვგადგმული ჩვევების ძალით.
ყველაზე მეტად აქებენ და აფასებენ იმ მწერლების ნაწარმოებებს,
რომლებმაც შეძლეს უფრო უკეთ და უფრო სრულყოფილად შეესხათ ხორცი
ყოველივე იმისათვის, რაც ზემოთ ითქვა, თანმიმდევრულად
ეხელმძღვანელათ ამ დაკვირვებებით, სარგებლობა მიეღოთ მათგან,
საქმეში გამოეყენებინათ ისინი და მათთვის მიესადაგებინათ თავიანთი
სტილი, — და არა იმ მწერლებსა თუ იმ ნაწარმოებებს, რომლებიც
თანაბრად მოსწონს ყველას (და არა მარტო თანამემამულეებს, ყოველთვის
და ყოველნაირ ვითარებაში), და რომლებიც ყოველთვის ერთნაირ
ზემოქმედებას ახდენენ, ვინაიდან ეს საერთოდ შეუძლებელია
მოკვდავთათვის და სინამდვილეში ვერც ერთი პოეტი, ვერც ერთი მწერალი,
ვერც ერთი წიგნი თუ სტილი ვერ აღწევს ამას, არც არასდროს მიუღწევია და
ვერც ვერასდროს მიაღწევს.
იგივე დაკვირვებები უნდა მიესადაგოს ადექვატური თარგმანის სიძნელეს
და შეუძლებლობას, იმას, რომ ნებისმიერი წიგნი ბევრ რამეს კარგავს თვით
ყველაზე კარგ თარგმანშიაც, იმას, რომ სრულყოფილი თარგმანი საერთოდ
შეუძლებელია, რომ თვით ეს ცნება ლოგიკური წინააღმდეგობის შემცველი
გახლავთ, და რომ წარმოუდგენელია ასე ითარგმნოს, უწინარეს ყოვლისა, ის
წიგნები, რომელთა მთავარ ღირსებას და თვით მთელ ფასეულობასაც
სტილი და სიტყვიერი სრულქმნილება განაპირობებს, რითაც, არსებითად,
ამოიწურება მკითხველზე მათი ზემოქმედება, ხოლო ასეთია ყველა, ან
თითქმის ყველა ჭეშმარიტი ქმნილება, სულ ერთია, პოეტური თუ
პროზაული. ეს დაკვირვებები შეიძლება კიდევ უფრო შორს განვავრცოთ, თუ
გავიხსენებთ იდეათა მთელს მრავალფეროვნებას, რაც თან ახლავს ერთ,
ერთადერთ სიტყვას და ა. შ.
მკითხველთა ლიგა

289
ესე იგი, ერთი და იმავე ნაწარმოების ზემოქმედების მთელს
მრავალფეროვნებას და სხვადასხვაობასაც, უპირატესად, დროის, ხალხის,
თანამემამულეებისა თუ უცხოელების, მეტად თუ ნაკლებად შორეული
შთამომავლებისა და ა. შ. მსჯავრი განაპირობებს. ამიტომ შეუძლებელია,
რომ ამა თუ იმ ქმნილებამ, თვით ყველაზე შთამბეჭდავმა, დახვეწილმა და
სრულყოფილმა, დიდი ხნით მოიხვეჭოს სახელი და დიდება; მით უმეტეს,
შეუძლებელია, რომ ეს სახელი და დიდება ყველგან და ყოველთვის
ერთნაირი იყოს, რაოდენობრივადაც და თვისობრივადაც, რადგან,
ყველაფერს რომ თავი ვანებოთ, შეუძლებელია სრულყოფილად
ითარგმნოს რაიმე ძველი ენებიდან ანალზე, ან ერთი ახალი ენიდან —
მეორეზე, როგორც ზემოთ ითქვა. ეგეც არ იყოს, ანგარიში უნდა გაეწიოს
მკითხველთა ურთიერთგანსხვავებასაც, რაც საუკუნეების, ზნე-
ჩვეულებების, ჰავის, ქვეყნების და ა. შ. სხვადასხვაობითაა გამოწვეული.
ვინც მხოლოდ გონებით, წარმოსახვისა და გრძნობების ყოველგვარი
მონაწილეობის გარეშე იკვლევს ბუნებას (სწორედ ასე იქცევა ბევრი
გერმანელი როგორც მეტაფიზიკური, ისე პოლიტიკური ფილოსოფიის
დარგში), დიდებულად განახორციელებს იმას, რაც აღინიშნება სიტყვით
„ანალიზი“, ესე იგი, დაყოფს, დაანაწევრებს და დააქუცმაცებს ბუნებას,
მაგრამ ვერასოდეს ვერ შეძლებს კვლავ ერთარსად მის შერწყმას და
შენივთებას, ანუ, რაც იგივეა, თავისი ანალიზიდან და თავისი
დაკვირვებებიდან — რაიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანას, ვერც მათ
განზოგადებასა და ვერც მათგან რაიმე თვალსაჩინო შედეგის მიღებას,
ხოლო თუ მაინც ეცდება ამას (ცდით კი უკლებლივ ყველა ცდილობს),
თავიდან ვერ აიცილებს უხეშ შეცდომებს, რასაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე
ვხედავთ კიდეც სინამდვილეში.

მკითხველთა ლიგა

290
მე მზადა ვარ ისიც კი დავუშვა, რომ თავისი ანალიზის წყალობით ის
შეძლებს თვით უმცირეს შემადგენელ ნაწილაკებად დაშალოს და
დაანაწევროს მთელი ბუნება და ცალ-ცალკე შეიცნოს თვითეული მათგანი.
მაგრამ ბუნების მთლიანობა, მისი ყოველი ნაწილის მიზანი, მათი კავშირი
ერთმანეთთანაც და მთელს სამყაროსთანაც, ბუნების ჭეშმარიტი და
უღრმესი ზრახვები, ყველა მისი წინასწარგანსაზღვრულობა, მისი
არსებობის საბოლოო მიზანი, მისი მიზეზი, კერძოდ, მიზეზი იმისა, თუ
რატომაა ასე აგებული მთელი ბუნება და რატომ ააგო ასე თავისი ნაწილებიც
(ხოლო ყოველივე ეს უნდა იყოს ფილოსოფიის მიზანი, ვინაიდან მხოლოდ
ამას უკავშირდება ყველა უმნიშვნელოვანესი და ყველაზე არაებითი
ზოგადი ჭეშმარიტება), — სამუდამოდ დაფარული დარჩება მისთვის, ვინც
მარტოოდენ ანალიზით, მარტოოდენ გონების მეშვეობით იკვლევს.
ბუნებას. ამნაირად გათიშული ბუნება არაფრით განსხვავდება მკვდარი
სხეულისაგან. წარმოვიდგინოთ ახლა, რომ ადამიანები კი არა, ჩვენთვის
ცნობილი ყველა სულდგმულისაგან განსხვავებული არსებები ვართ, მაგრამ
გონება კი ადამიანებივით გვიჭრის. დავუშვათ, რომ ჩვენ, ვისაც არასოდეს
გვინახავს ადამიანი, არც სინამდვილეში არსებული სხვა რამ ცხოველი და
არც არაფერი გვსმენია მათზე, გასაკვეთად მოგვიტანეს გვამი — მკვდარი
ადამიანის სხეული; დავუშვათ ისიც, რომ გაკვეთის გზით ჩვენ შევძელით
ერთიმეორის მიყოლებით შეგვეცნო მისი ყველა უმცირესი ნაწილი, ხოლო
შემდეგ, ქიმიური ანალიზის საშუალებით, აღმოგვეჩინა მისი ყველა
შემადგენელი ელემენტიც; ყოველივე ამის მიუხედავად, განა შევძლებდით
შეგვეცნო, გაგვერკვია და დაგვედგინა მათი დანიშნულება, მოქმედების
პრინციპი, მოვალეობა, თვისებები, მთელი სხეულისა და მისი ნაწილების
არსი, ამ უკანასკნელთა თანაფარდობა როგორც ერთურთის, ისე მთელის
მიმართ, მათი მიზანი, აღნაგობისა თუ წესრიგის აზრი, თუმცა ჩვენ თვითონ
დავანაწევრეთ, ჩვენივე თვალით ვიხილეთ და, შესაძლოა, ჩვენი ხელითაც
მოვსინჯეთ თვითეული მათგანი.
მკითხველთა ლიგა

291
რა კერძო დასკვნა, ან რა ზოგადი შედეგი გამომდინარეობს ამ წესრიგიდან
თუ ამ მკვდარი სხეულის ნაწილთა ერთობლიობიდან? რა არის ამ
ერთობლიობის მიზანი? ერთის სიტყვით, რა არის ამ სხეულის სიცოცხლე?
განა მოვახერხებდით იმის დადგენას, ცოცხალი იყო თუ არა იგი ოდესღაც
ან, საერთოდ, შეეძლო კია სიცოცხლე? თუკი ჩვენივე საკუთარი
სიცოცხლიდან ვერ შევძლებთ რაიმე დასკვნის გამოტანას, და თუ ვერავინ,
გარდა ცოცხლისა, ვერ ჩასწვდება სიცოცხლის არსს, განა ამ მკვდარი
სხეულის ღრმა, სრულყოფილი და ამომწურავი ანალიტიკური ცოდნა
რამეში წაგვადგება, ან გარკვეულ წარმოდგენას შეგვიმქნის იმაზე, თუ რა
არის სიცოცხლე? ანდა იმაზე, თუ როგორი იყო ეს სხეული სიცოცხლეში?
განა ჩავწვდებით, ან შევიცნობთ იმას, თუ ვინ იყო, ან რა იყო ცოცხალი
ადამიანი? ან მისი გარეგანი თუ შინაგანი სიცოცხლის ფორმას? მე მგონია,
ყველა ასე მომიგებს: ვერაფერსაც ვერ შევიცნობთ, ხოლო თუ ვარაუდების
გამოთქმას მოვყვებით, ათასი მილით დავშორდებით ჭეშმარიტებას;
შეგვიძლია თამამად ჩამოვიდეთ სანაძლეოსაც — მოგების მილიონი შანსი
გვაქვს ერთის წინააღმდეგ, — რომ თუგინდ უთვალავი ვარაუდი
გამოვთქვათ, მაინც ვერაფერს მივხვდებით; თუნდაც ამომწურავად
შევისწავლოთ და შევიმეცნოთ მკვდარი სხეული, ჩვენი წარმოსახვა ვერ
გასცდება ცდით შეძენილი ცოდნის ფარგლებს და, ამრიგად, წარმოდგენაც
არ გვექნება, რომ ის ოდესღაც სულ სხვანაირი იყო და არა ისეთი, როგორსაც
ამჟამად ვხედავთ; დიახ, აზრადაც არ მოგვივა, რა იყო მისი გარდასული
სიცოცხლე ან, საერთოდ, ცოცხალი ადამიანი. ამ ვარაუდს ჩემს მსჯელობას
მივუსადაგება და ვიტყვი, რომ შეუძლებელია შევიცნოთ ან მივხვდეთ, თუ რა
არის ცოცხალი ბუნება, როგორია მისი, ისევე როგორც ყოველი საგნის
არსებობის ფორმა, მათი მიზეზი და შედეგი, მათი მსვლელობა,
მიმდინარეობა და მოძრაობა, მათი მიზანი თუ მიზნები, მათი ზრახვები და
მათი ბედი, როგორია მათი არსებობის ჭეშმარიტი დანიშნულება, ერთის
სიტყვით, როგორია ბუნების სული. ერთხელაც გავიმეორებ: შეუძლებელია
რაიმე შევიცნოთ, რაიმეს მივხვდეთ, თუკი შევისწავლით მხოლოდ მის
სხეულს, მას შემდეგ, რაც ზუსტი და გულმოდგინე მატერიალური ანალიზის
საშუალებით დავშლით და სათითაოდ განვიხილავთ მის ყველა ზნეობრივ
მხარესაც.

მკითხველთა ლიგა

292
მარტოოდენ ამ გზით და ამ საშუალებით არამცთუ ამომწურავად,
ნაწილობრივაც ვერ შევიტყობთ რასმე. შეიძლება დაბეჯითებით
ვამტკიცოთ, რომ ბუნება, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი საგნის
ერთობლიობა იმნაირადაა აგებული და მოწესრიგებული, რომ პოეტური
ზემოქმედება მოახდინოს ან, უფრო ზუსტად, მისი წესრიგიცა და
აგებულებაც საიმისოდაა გამიზნული, რომ თავისი მთლიანობით —
ზოგადსა და უნივერსალურ, ხოლო თვითეული თავისი ნაწილით — კერძოსა
და ლოკალურად გასაზღვრულ პოეტურ ზემოქმედებას დაუქვემდებაროს
ყველა ჩვენგანი. მაგრამ ვერც ერთ მის ნაწილში ვერ ვპოვებთ რამე პოეტურს,
თუკი ერთმანეთისაგან გავაცალკევებთ და მარტოოდენ ზუსტი
გეომეტრიული სულისა თუ გონების შუქზე სათითაოდ განვიხილავთ
თვითეულ მათგანს. ვერა— ვითარ პოეტურს ვერ აღმოვაჩენთ ვერც ბუნების
ამა თუ იმ იარაღში, ვერც მის ძალმოსილებაში, ვერც მის შინაგანსა თუ
გარეგან ზამბარებში, ვერც მის ქმნადობასა თუ ქმედითობაში, თუკი
ყოველივე ამას განვიხილავთ ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან
განმხოლოებით; დიახ. ვერავითარ პოეტურ ვერ აღმოვაჩენთ გათიშულ,
გამოშიგნულ, დანაწევრებულ, ცივ, მკვდარ, უსულო, უსიცოცხლო და, თუ
შეიძლება ასე ითქვას, თითქოს ანატომისტის დანის ქვეშ მწოლარე ან
მეტაფიზიკოსის ქიმიურ ბრძმედში მოქცეულ ბუნებაში, მეტაფიზიკოსისა,
რომელიც თავისი ჭვრეტითი შემეცნები!_ას, კვლევა-ძიებისას და, ასე
ვთქვათ, მეცნიერული ცდების ჩატარებისას მხოლოდ ერთ საშუალებას,
ერთ იარაღს, ერთადერთ ძალას იყენებს — ცივსა და წმინდა გონებას.
მაგრამ წმინდა გონებასა და მათემატიკას არავითარი პოეტურის აღმოჩენა
არ შეუძლიათ. ვინაიდან ყოველივე პოეტური შეიძლება უფრო შევიგრძნოთ,
ვიდრე შევიცნოთ და აზრით ჩავწვდეთ, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
მისი შეცნობაცა და წვდომაც მხოლოდ შეგრძნების წყალობითაა
შესაძლებელი, შეუგრძნობლად კი არც მისი შეცნობა შეიძლება და არც
წვდომა. მაგრამ არც წმინდა გონებას და არც მათემატიკას შეგრძნების
უნარი არ გააჩნიათ. ყოველივე ზემოთქმულის აღმოჩენაცა და გაგებაც
წარმოსახვისა და გრძნობელობის საქმე გახლავთ; მხოლოდ მათ შესწევთ
ამისი ძალა, ვინაიდან ჩვენ, წარმოსახვისა და გრძნობელობის უნარის
მქონენი, ნაწილი ვართ იმ ბუნებისა, რომელსაც ვიკვლევთ, და გონება კი
არა, მხოლოდ ეს ჩვენი უნარი ეთვისება ჰარმონიულად ბუნების პოეტურ
ასპექტს, ამიტომაც მას უფრო ეიოლება ბუნების შეგრძნება, ვიდრე გონებას
— მისი შეცნობა და აზრით წვდომა. მკითხველთა ლიგა

293
ხოლო თუ შეგრძნება და აზრის წყალობით ყოველივე პოეტურის შეცნობა
მხოლოდ წარმოსახვისა და გულის საქმეა, მაშასადამე, მარტოოდენ მათ
შეუძლიათ და მათვე მართებთ სიცოცხლის, ბედისწერის, ბუნების კერძო თუ
ზოგადი წინასწარგანსაზღვრულობის თუ განზრახულობის დიად
საიდუმლოებათა სიღრმის წვდომა, მასში შეღწევა.
მარტოოდენ მათ შეუძლია ათ უფრო უშუალოდ აღიქვან მზერით,
შეიმეცნონ, გარემოიცვან და ჩასწვდნენ ბუნების არსებობის, მისი
მოქმედების, მისი სიცოცხლის ფორმებს, მის დიადსა და საყოველთაო
მოვლენებს, მის ფარულ მიზნებს. ყოველივე ზემოთქმულის წვდომისას თუ
თავიანთი ვარაუდის გამოთქმისას, ისინი ყველაზე ნაკლებ ცდებიან,
ხანდახან მაინც უახლოვდებიან და ემყარებიან ჭეშმარიტებას. მხოლოდ
მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ, შექმნან, დაამუშავონ და სრულყონ
ფილოსოფიური, მეტაფიზიკური და პოლიტიკური სისტემა, რომელშიაც
შეძლებისდაგვარად ნაკლები იქნება სიყალბე, ან — შეძლებისდაგვარად
მეტი სიმართლე და ცოტა სისულელე, საეჭვოება თუ უცნაურობა. მათი
წყალობით ადამიანები უფრო ხშირად ეთანხმებიან ერთმანეთს
გონებაჭვრეტითს საგნებზე მსჯელობისას, გაცილებით უფრო ხშირად,
ვიდრე გონების წყალობით, ვინაიდან მარტოოდენ გონების მეშვეობით რომ
მსჯელობენ და ათასნაირ ვარაუდს გამოთქვამენ, ადამიანები სრულიად
სხვადასხვა გზებსა თუ ბილიკებს ირჩევენ, მათ მისდევენ და, ამრიგად,
უსასრულოდ შორდებიან ერთიმეორეს. მაშინ როდესაც გრძნობებისა და
წარმოსახვის მეშვეობით მსჯელობისას, ადამიანები, მათი წოდების,
ეროვნებისა თუ დროის მიუხედავად, ძალზე ხშირად, მეტიც, მუდამ
ეთანხმებიან ერთმანეთს, რაშიაც თვალნათლივ გვარწმუნებს ურიცხვი
დებულების (სისტემისა) და თვით ათასობით პირწმინდა ვარაუდის
მაგალითი, რომლებიც მხოლოდ წარმოსახვისა თუ გულის მეშვეობით არიან
მიკვლეულნი და ჩამოყალიბებულნი და მხოლოდ მათვე ეფუძნებიან,
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა დროში, ყველა ხალხის მიერ და თვით
დღესაც აღიარებულნი იყვნენ და არიან ეჭვშეუვალ, ხოლო ბრძენკაცთა
მიერ — ყველაზე სწორ და ყველაზე სარწმუნო ჭეშმარიტებებადაც დანარჩენ
ჭეშმარიტებათა შორის. ეს ერთსულოვანი აღიარება არასოდეს წვდომია და
არც ხვდება წილად მარტოოდენ წმინდა გონების კარნახით შექმნილ არც
ერთ ჰიპოთეზას (სულ ერთია, კერძოა თუ ზოგადი, ანუ, რაც იგივეა,
რომელიმე სისტემის შემადგენელი ნაწილია თუ არა იგი). მკითხველთა ლიგა

294
და ბოლოს, მხოლოდ წარმოსახვას, გულს და თვით ვნებებს (ან კიდევ
გონებას - მათი თანამშრომლობით) თუ აღმოუჩენიათ, უჩვენებიათ და
დაუმტკიცებიათ ყველაზე დიდი, ყველაზე ღრმა და ამაღლებული, სულის
ქმედითობის წყალობით ჩვენს მიერ ოდესმე მიკვლეული ყველაზე
არსებითი და მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებანი, გაუცხადებიათ და
გაუშუქებიათ ჩვენს მიერ ოდესმე შეცნობილი ბუნებისა თუ ყოველი საგნის
ყველაზე ღრმა და ფარული საიდუმლოებანი, როგორც ეს ერთგან
ვრცლადაა ჩემს მიერ გადმოცემული.
მკითხველთა ლიგა

295

You might also like