You are on page 1of 17

მდინარე საკრაულას (წყალაღების წერტილი

X-327401;Y-4655909) ჰიდროლოგიური
მახასიათებლები საკვლევი ტერიტორიის
ფარგლებში

სარჩევი
შესავალი...................................................................................................................................................2
შესასწავლი მდინარე...............................................................................................................................2
მდინარე საკრაულას მოკლე ჰიდროგრაფიული დახასიათება........................................................3
მდინარე საკრაულას (წყალაღების წერტილი X-327401; Y-4655909) საშუალო წლიური ხარჯები
და მისი წლიური განაწილება საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში............................................10
მდინარე საკრაულას (წყალაღების წერტილი X-327401; Y-4655909) წყლის მინიმალური
ხარჯები საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში..................................................................................14
გამოყენებული ლიტერატურა.............................................................................................................17

შესავალი
ჰიდროლოგიური პროცესები დედამიწაზე მიმდინარე უმნიშვნელოვანესი გლობალური
მოვლენაა, რომელიც განაპირობებს ენერგიის ცვლას პლანეტის მასშტაბით, ხელს უწყობს
ცოცხალი თუ არაცოცხალი გარემოს სტაბილურობას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს
ადამიანთა სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკურ ეფექტურობას. ჰიდროლოგიური
რესურსის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოს
შესრულებამდე, რომელიც პირდაპირ ან ირიბად აისახება მდინარის წყლის ხარისხსა და
რეჟიმზე, აუცილებელია, შეფასდეს წყლის რესურსი მდინარის ხეობაში. მიუხედავად იმისა,
რომ საქართველოში ჰიდრომეტეოროლოგიური შესწავლა საუკუნეზე მეტს ითვლის, არის
მდინარეები რომლებიც არ შეისწავლებოდა წარსულში და არც თანამედროვე დროს, ამიტომ
ასეთ მდინარეებზე მნიშვნელოვანია ჰიდროლოგიური პარამეტრების დადგენა კლიმატის
გლობალური ცვლილების ფონზე. აქედან გამომდინარე წინამდებარე ანგარიშში
წარმოდგენილი მონაცემები მომზადებულია დაკვირვების მასალების საფუძველზე,
ემპირიული გათვლებით, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით,
ამასთან გამოყენებულია თანამედროვე ტექნიკური და მოპოვებული ინფორმაცია
საინფორმაციო ბაზებიდან.

შესასწავლი მდინარე
წარმოდგენილი ანგარიშის მომზადების მიზანს წარმოადგენს მდინარე საკრაულას
წყალშემკრები აუზის ჰიდროლოგიურ კვლევა, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს
მდინარის კალაპოტში არსებული წყლის რესურსის ფორმირებაზე. ანგარიშში
წარმოდგენილია წყლის რესურსის შეფასება მდ. საკრაულაზე (წყალაღების წერტილი X-
327401; Y-4655909) საკვლევი არეალის ფარგლებში, მისი ჰიდროენერგეტიკული
გამოყენებისათვის.

მდინარე საკრაულას მოკლე ჰიდროგრაფიული დახასიათება


მდინარე საკრაულა სათავეს იღებს აჭარა-იმერეთის (მესხეთის) ქედის ჩრდილო-
აღმოსავლეთ ნაწილში, მთა სამეცხვარიოს (2643 მ) დასავლეთით 0,7 კმ-ში 2460 მეტრ
სიმაღლეზე ზღვის დონიდან და უერთდება მდინარე ხანისწყალს 18-ე კმ-ზე მისი
შესართავიდან, მარჯვენა მხრიდან სოფელ ზედა დიმის მიმდებარედ.

მდინარის სიგრძე 52 კმ, საერთო ვარდნა ∆H 2280 მეტრი, საშუალო ქანობი 44 ‰,


წყალშემკრები აუზის ფართობი 219 კმ2, აუზის საშუალო სიმაღლე კი 1020 მეტრია.

საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში მდინარე საკრაულას წყალშემკრები აუზის ფართობი


186 კმ2-ს. სიგრძე 44 კმ-ს, საერთო ვარდნა ∆H 2162 მეტრი, მდინარის დახრილობა შეადგენს
49.1 0/00, i=0.0491, აუზის საშუალო სიმაღლე 1075 მეტრი.

საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში მდინარე საკრაულას კლაკნილობის კოეფიციენტი


შეადგენს k-1,69. მდ. საკრაულას წყალშემკრები აუზის მდინარეთა ქსელის სიხშირის
კოეფიციენტია D- 1,09 კმ/კმ2. ფერდობის ჩამონადენის გარბენის საშუალო სიგრძე არის L-
0,92 კმ.

მდინარეს ერთვის სხვადასხვა რიგის 113 შენაკადი ჯამური სიგრძით 159 კმ. მათ შორის
მარჯვენა შენაკადია 38 ჯამური სიგრძით 66 კმ, ხოლო მარცხენა 75 ჯამური სიგრძით 93 კმ.
დიდი შენაკადებია მდ. გურგონელა, მდ. საწისქვილა, მდ. ხულადღელე, მდ. საცისღელე, მდ.
ჯვანდისღელე, მდ. სკვინჩაური და ა.შ.

მდინარე საკრაულა სათავეს იღებს აჭარა-იმერეთის (მესხეთის) ქედის ჩრდილო-


აღმოსავლეთ ნაწილში. აჭარა-იმერეთის ქედი საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში
ოროგრაფიულად კარგად არის გამოხატული, მისი სიგრძე მთა ერგედან (896 მ) მთა
კოკოლამდე (1341 მ) 194 კმ-ია. მთა ერგედან მთა საყორნიამდე ქედს სუბმერიდიანული
მიმართულება აქვს, შემდეგ ქვიშხეთამდე განედური მიმართულებისაა. ქედის უმაღლესი
მწვერვალია მეფისწყარო (2850 მ). აქვე აღსანიშნავია ზეკარის უღელტეხილი (2182 მ),
რომელზეც გადის საავტომობილო გზა აბასთუმანი-საირმე-ბაღდათი.

აჭარა-იმერეთის ქედის ნაოჭა სტრუქტურის რელიეფი აგებულია ეოცენური ასაკის


ვულკანოგენურ-დანალექი ქანებით: ბაზალტებით, ანდეზიტებით, მასიური და
სქელშრეებრივი ბრექჩიებით, ტუფებით, მერგელებით. ზეკარის უღელტეხილის
აღმოსავლეთით, თხემის ჩრდილოეთ ნაწილში ზედა ცარცული თხელშრეებრივი წითელი
და ვარდისფერი კირქვები გამოდიან. მცირე უბნებზე ეოცენური დიორტებია
წარმოდგენილი. ქედის სტრუქტურები გართულებულია რღვევებით და შეცოცებებით.

მდინარე საკრაულა საკმაოდ ღრმა V-სებურ ხეობას ივითარებს ზემო წელში. ჩაჭრის სიღრმე
700-900 მეტრია, კალაპოტი ჭორომიანია. მდინარის გაფართოებულ მონაკვეთში რამდენიმე
ტერასა აღინიშნება. განედური მიმართულების მონაკვეთებში ხეობის ფორმა
ასიმეტრიულია, კალაპოტი კი ჩქერიანი. მორფოლოგიურ-მორფომეტრული ნიშნების გამო
ხეობის ზოგი მონაკვეთი გაუვალია. მდინარის აუზის წყალგამყოფზე შემორჩენილია ძველი
მოსწორებული ზედაპირები. მდ. საკრაულა ქვემო წელში გაედინება კოლხეთის
მთისწინეთის გორაკ-ბორცვიან ზოლში.

მდინარე საკრაულას წყალშემკრებ აუზში გავრცელებულია შემდეგი სახის ნიადაგები: მთა-


მდელოს კორდიანი, ყომრალი მჟავე, ყომრალი გაეწერებული, ნეშომპალა კარბონატული,
ყვითელ ყომრალი და ყვითელმიწა.

მდინარე საკრაულას აუზი განეკუთნება მცირე კავკასიონის ოლქის, აჭარა-იმერეთის


(მესხეთის) ქვეოლქს. მდ.საკრაულას აუზში გავრცელებულია: 1) ნოტიო სუბტროპიკების
ბორცვიანი მთისპირეთის ლანდშატი და 2) ნოტიო ჰავიანი მთის ტყის ლანდშაფტი.

მდინარის ხეობა კლაკნილი და ძირითადად V-ეს მაგვარია. ხეობის ფერდობები ერწყმის


მიმდებარე ქედების კალთებს. მდინარეს ტერასები გააჩნია მხოლოდ შუა და ქვემო
დინებაში. მდინარის კალაპოტი ზომიერად კლაკნილი და ძირითადად დაუტოტავია.
მდინარის ზემო დინებაში კალაპოტი ქვიანია, რაც ნაკადს მთის მდინარის ხასიათს ანიჭებს.
ნაკადის სიგანე იცვლება 5-დან 15 მ-მდე, სიღრმე 0,3-და 1,0 მ-მდე, ხოლო სიჩქარე 0,5 მ/წმ-
დან 1,2 მ/წმ-მდე.

მდინარე საზრდოობს თოვლის, წვიმის და გრუნტის (მიწისქვეშა) წყლებით. მისი


წყლიანობის რეჟიმი ხასიათდება გაზაფხულის წყალდიდობით, რომელსაც ხშირად ემატება
წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები, ზაფხულის წყალმცირობით, შემოდგომის
წყალმოვარდნებით, რაც გამოწვეულია წვიმებით და ზამთრის წყალმცირობით.
ჩამონადენის შიდაწლიური განაწილება უკიდურესად არათანაბარია. საშუალოდ
გაზაფხულზე ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 47%, ზაფხულში 20%, შემოდგომაზე 16
%, ზამთარში კი 17%. მოკლევადიანი ყინულოვანი მოვლენები, ძირითადად წანაპირების
სახით, აღინიშნება მხოლოდ სათავეებში.

რუკა N 1-ზე მოცემულია საკრაულას წყალშემკრები აუზი 1: 25 000 მასშტაბის


ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით.
რუკა N 1

რუკა N 2-ზე მოცემულია ინფორმაცია მდ. საკრაულას სასიმაღლო მოდელის შესახებ.

რუკა N 2
რუკა N 3-ზე მოცემულია ინფორმაცია მდ. საკრაულას წყალშემკრები აუზის
ფერდობების დახრილობის შესახებ.
რუკა N 3

რუკა N 4-ზე მოცემულია ინფორმაცია მდ. საკრაულას წყალშემკრები აუზის


ფერდობების ექსპოზიციის შესახებ.
რუკა N 4

რუკა N 5-ზე მოცემულია ინფორმაცია მდ. საკრაულას წყალშემკრები აუზის


აეროფოტო გამოსახულება
რუკა N 5
მდინარე საკრაულას (წყალაღების წერტილი X-327401; Y-
4655909) საშუალო წლიური ხარჯები და მისი წლიური
განაწილება საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში
საკვლევ ტერიტორიაზე არსებული მდ. საკრაულა ჰიდროლოგიური თვალსაზრისით არ
არის შესწავლილი. ამიტომ, მისი საშუალო წლიური ხარჯების სააგნარიშო სიდიდეები
საპროექტო კვეთში დადგენილია მეთოდით, რომელიც მოცემულია საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში დამუშავებულ მონოგრაფიაში
„საქართველოს წყლის ბალანსი“.

აღნიშნული მეთოდის თანახმად საკვლევი მდინარის აუზის მდებარეობის რაიონისთვის


აგებული აუზის საშუალო სიმაღლეებსა და ჩამონადენის ფენის სიმაღლეებს შორის
დამოკიდებულების მრუდიდან განისაზღვრება საკვლევი მდინარის აუზის საშუალო
სიმაღლის შესაბამისი ჩამონადენის ფენის სიმაღლე. ჩვენს შემთხვევაში მდ. საკრაულას
წყალშემკრები აუზის საშუალო სიმაღლე წყალაღების კვეთში, დადგენილი 1: 25 000
მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით, ტოლია 1075 მეტრის, ხოლო მისი შესაბამისი
ჩამონადენის ფენის სიმაღლე 675 მმ-ის. აქედან გამომდინარე მდინარე საკრაულაზე
წყალაღების კვეთში წყლის საშუალო ხარჯი გამოითვლება ფორმულით
2
F km ∗hmm∗1000
Qo=
31560000
სადაც:

F - წყალშემკრები აუზის ფართობია, კმ2;

h - ჩამონადენის ფენის სიმაღლე, მმ;

Q0 - წყლის მრავალწლიური საშუალო ხარჯი, მ3/წმ;

H - წყალშემკრები აუზის საშუალო სიმაღლე, მ;

T - წელიწადში წამების რიცხვია.

მოცემული რიცხვითი მნიშვნელობების შეტანით ფორმულაში მიიღება მდ. საკრაულას


წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯები წყალაღების კვეთში (ცხრილი N1)

ცხრილი N1
წყალშემკრები
წყალშემკრები საშუალო
აუზის ჩამონადენის
მდინარე აუზის მრავალწლიური
საშუალო ფენა (მმ)
ფართობი F კმ2 ხარჯი (Q 0 მ3/წმ)
სიმაღლე H მ.
მდ. საკრაულა 186 1075 675 3,98
საშუალო მრავალწლიური ხარჯი ასევე გაანგარიშებულ იქნა სხვა ლიტერატურულ წყაროში
მოცემული მეთოდოლოგიის მიხედვით, საშუალო წლიური ხარჯები დადგენილია
მეთოდით, რომელიც მოცემულია ლიტერატურაში საქართველოს განახლებული
ენერგორესურსები.

აღნიშნული მეთოდის თანახმად საკვლევი მდინარის აუზის მდებარეობის რაიონისათვის


აგებული აუზის საშუალო სიმაღლისა და ჩამონადენის მოდულს შორის
დამოკიდებულების მრუდიდან განისაზღვრება საკვლევი მდინარის აუზის საშუალო
სიმაღლის შესაბამისი ჩამონადენის მოდული. საკვლევი მდინარის საშუალო
მრავალწლიური ხარჯის სიდიდეები მიიღება გამოსახულებით:

FKM 2∗M
Q0=
1000
სადაც Q0 (მ3/წმ) არის საშუალო მრავალწლიური წყლის ხარჯი, M (ლ/წმ კმ2) ჩამონადენის
მოდული, Fკმ2 წყალშემკრები აუზის ფართობი.

მოცემული რიცხვითი მნიშვნელობების შეტანით ფორმულაში მიიღება მდ. საკრაულას


წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯები წყალაღების კვეთში (ცხრილი N 2)

ცხრილი N 2

წყალშემკრები
წყალშემკრები ჩამონადენის საშუალო
აუზის
მდინარე აუზის მოდული M მრავალწლიური
საშუალო
ფართობი F კმ2 (ლ/წმ კმ2) ხარჯი (Q 0 მ3/წმ)
სიმაღლე H მ.
მდ. საკრაულა 186 1075 21,4 3,98

როგორც კვლევამ აჩვენა ორივე მეთოდის მიხედვით მიღებული წყლის საშუალო


მრავალწლიური ხარჯები მდ. საკრაულაზე ერთმანეთის ტოლია, ამიტომ მდ. საკრაულას
შემთხვევაში საშუალო მრავალწლიური ხარჯი Q0=3,98 მ3/წმ მიღებულია საანგარიშო
სიდიდედ წყალაღების კვეთში.

საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში მდ. საკრაულას ვარიაციის კოეფიციენტის სიდიდე


აღებულია ჰიდროლოგიურ ცნობარში“ სსრ კავშირის ზედაპირული წყლის რესურსების,
ტომი IX, გამოშვება I” მოყვანილი ვარიაციის კოეფიციენტების დარაიონების რუკიდან და
მიღებულია Cv=0,30 და Cs=2Cv=0,60. მიღებული პარამეტრებისა და სამპარამეტრიანი გამა-
განაწილების ორდინატების მეშვეობით დადგენილია საკვლევ ტერიტორიაზე მდ.
საკრაულას სხვადასხვა უზრუნველყოფის საშუალო წლიური ხარჯების სიდიდეები.
მიღებული შედეგები მოცემულია ცხრილ N 3-ში.
მდ. საკრაულას სხვადასხვა უზრუნველყოფის საშუალო წლიური ხარჯები საპროექტო
კვეთში, ცხრილი N 3
წყალშემკრები წყალშემკრები საშუალო Cv CS უზრუნველყოფა P %
აუზის აუზის მრავალწლიური
მდინარე #
ფართობი F საშუალო ხარჯები (Q 0 0.20 0.40 10 25 50 75 80 90
კმ2 სიმაღლე H მ. მ3/წმ)
მდ.
საკრაულა
186 1075 3,98 5,02 4,50 3,92 3,42 3,30 3,00
(წყალაღები
ს კვეთში)

საქართველოს კანონმდებლობით ჯერ კიდევ არ არის კონკრეტულად განსაზღვრული


ეკოლოგიური ხარჯის ანგარიშის მეთოდოლოგია, ამიტომ, მისი რაოდენობის
გამოსათვლელად მიღებულია, რომ ეკოლოგიური წყლის ხარჯი გულისხმობს
მრავალწლიური საშუალო ხარჯის 10%-ის დატოვებას მდინარის კალაპოტში. აქედან
გამომდინარე მდინარე საკრაულას ეკოლოგიური ხარჯი წყალაღების კვეთში იქნება
საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10 % და ის შეადგენს 0,39 მ3/წმ-ს.

მდ. საკრაულას სააგნარიშო უზრუნველყოფის (10%, 50%, და 90%) საშუალო წლიური


ხარჯების შიდაწლიური განაწილება, ჩატარებულია ჰიდროლოგიურ ცნობარში“ სსრ
კავშირის ზედაპირული წყლის რესურსების, ტომი IX, გამოშვება I”-ში მოცემული საკვლევი
მდინარეების აუზის მდებარეობის რაიონისთვის დადგენილი ჰიდროლოგიურად
შეუსწავლელი მდინარეების შიდაწლიური განაწილების მიხედვით. მიღებული შედეგები
მოცემულია ცხრილ N 4-ში. იქვე მოცემულია მდინარის ეკოლოგიური ხარჯის სიდიდე (რაც
ტოლია წყალაღების კვეთში მდინარის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10%-ის) და
წყალაღების რაოდენობა მდინარეში სანიტარული ხარჯის დატოვების გათვალისწინებით.
მდ. საკრაულას საშუალო წლიური ხარჯების შიდაწლიური განაწილება წყალაღების კვეთში
ცხრილი N 4

წელ
ხარჯი I II III IV V VI VII VIII XI X XI XII

10 %-იანი უზრუნველყოფა (უხვწყლიანი)
მდ.საკრაულა
3.9 5.4 8.4 6.9 3.0 3.2 4.5 5.9 4.7 4.6
წყალღების 4.22 5.18 5.02
2 2 3 9 1 5 2 0 6 4
კვეთში
ეკოლოგიური 0.3 0.3 0.3 0.3 0.3 0.3 0.3 0.3 0.3 0.3
0.39 0.39 0.39
ხარჯი 9 9 9 9 9 9 9 9 9 9
ჰესისთვის
მისაწოდებელ 3.5 3.8 5.0 8.0 6.6 4.7 2.6 2.8 4.1 5.5 4.3 4.2
4.63
ი საანგარიშო 3 3 3 4 0 9 2 6 3 1 7 5
ხარჯი
50 %-იანი უზრუნველყოფა (საშუალო წყლიანი)
მდ.საკრაულა
3.0 4.2 6.5 5.4 2.3 2.5 3.5 4.6 3.7 3.6
წყალღების 3.29 4.05 3.92
6 3 9 6 5 4 3 1 2 2
კვეთში
ეკოლოგიური 0.3 0.3 0.3 0.3 0.3 0.3 0.3 0.3 0.3 0.3
0.39 0.39 0.39
ხარჯი 9 9 9 9 9 9 9 9 9 9
ჰესისთვის
მისაწოდებელ 2.6 2.9 3.8 6.2 5.0 3.6 1.9 2.1 3.1 4.2 3.3 3.2
3.53
ი საანგარიშო 7 0 4 0 7 6 6 5 4 2 3 3
ხარჯი
90 %-იანი უზრუნველყოფა (მცირე წყლიანი)
მდ.საკრაულა
2.3 3.2 5.0 4.1 1.8 1.9 2.7 3.5 2.8 2.7
წყალღების 2.52 3.10 3.00
4 4 4 8 0 4 0 3 4 7
კვეთში
ეკოლოგიური 0.3 0.3 0.3 0.3 0.3 0.3 0.3 0.3 0.3 0.3
0.39 0.39 0.39
ხარჯი 9 9 9 9 9 9 9 9 9 9
ჰესისთვის
მისაწოდებელ 1.9 2.1 2.8 4.6 3.7 2.7 1.4 1.5 2.3 3.1 2.4 2.3
2.61
ი საანგარიშო 5 3 5 5 9 1 1 5 1 4 5 8
ხარჯი
მდინარე საკრაულას (წყალაღების წერტილი X-327401; Y-
4655909) წყლის მინიმალური ხარჯები საკვლევი ტერიტორიის
ფარგლებში
ვინაიდან მდ. საკრაულა ჰიდროლოგიური თვალსაზრისით არ არის შესწავლილი, წყლის
მინიმალური სიდიდე დადგენილია მეთოდით, რომელიც მოცემულია ჰიდროლოგიურ
ცნობარში“ სსრ კავშირის ზედაპირული წყლის რესურსების, ტომი IX, გამოშვება I” .

აღნიშნული მეთოდის თანახმად, თავდაპირველად განისაზღვრება ჰიდროლოგიურად


შეუსწავლელი მდინარის 10 დღიანი მინიმალური ხარჯის 75%-იანი უზრუნველყოფის
ჩამონადენის მოდული შემდეგი გამოსახულებით:

( 1−a⋅ϕ
m 75 %=M 0⋅
b
) l/wm km2-dan

M
სადაც, sadac 0 _ საშუალო მრავალწლიური ხარჯის ჩამონადენის მოდულია (ლ/წმ კმ 2) საკვლევი
მდინარეების აუზისათვის.

a და b საკვლევი მდ. საკრაულას აუზის მდებარეობის რაიონისათვის დადგენილი ზამთრისა და


ზაფხულის პერიოდის წყალმცირობის პარამეტრებია
ϕ _ ჩამონადენის ბუნებრივი დარეგულირების კოეფიციენტია, რომლის სიდიდე დამოკიდებულია
საკვლევი მდინარის აუზის მდებარეობის რაიონზე და აუზის საშუალო სიმაღლეზე, რომლის
მნიშვნელობა აიღება სპეციალური ცხრილიდან.

ცხრილში N 5 მოცემულია ინფორმაცია მდ. საკრაულას წყალშემკრები აუზების, წყალშემკრები


აუზის საშუალო სიმაღლეების ჩამონადენის მოდულის, ზამთრისა და ზაფხულის a,b
კოეფიციენტების, ჩამონადენის ბუნებრივი დარეგულირების კოეფიციენტის, ზამთრის და
ზაფხულის პერიოდის 10 დღიანი ხარჯის m75% -იანი უზრუნველყოფის ჩამონადენი.
ცხრილი N 5
ზამთრის ზაფხულის ზაფხულის
ჩამონადენი ზამთრის
პერიოდის პერიოდის პერიოდის 10
წყალშემკრე ჩამონადენ ს პერიოდის 10
წყალშემკრე კოეფიციენტ კოეფიციენ დღიანი ხარჯის
ბი აუზის ის ბუნებრივი დღიანი ხარჯის
მდინარე ბი აუზის ი ტი m75%-იანი
საშუალო მოდული დარეგული m75%-იანი
# ფართობი F უზრუნველყოფი
სიმაღლე H M0 (M რების უზრუნველყოფის
კმ2 ს
მ. ლ/წმკმ2) a b a b კოეფიციენ ჩამონადენი (ლ/წმ
ჩამონადენი(ლ/წ
ტი ɸ კმ2)
მ კმ2)
მდ.
186 1075 21,4 1,07 0,055 1,2 0,035 0,68 4.36 4.16
საკრაულა

ზამთრისა და ზაფხულის პერიოდის 10 დღიანი მინიმალური ხარჯი (Q75%) მიიღება


გამოსახულებით:
m 75 %⋅F
Q75 %=
1000
ფორმულაში შეტანილი რიცხვითი მნიშვნელობებით მიიღება ზამთრისა და ზაფხულის
პერიოდის 10 დღიანი (Q75%) მინიმალური ხარჯები მდ. საკრაულას საკვლევი ტერიტორიის
კვეთში.

ცხრილში N 6 მოცემულია ინფორმაცია ზამთრისა და ზაფხულის პერიოდის 10 დღიანი


(Q75%) მინიმალური ხარჯების შესახებ.

ცხრილი N 6
ზამთრის პერიოდის ზამთრის პერიოდის
ზაფხულის პერიოდის ზაფხულის პერიოდის
წყალშემკრებ 10 დღიანი ხარჯის 10 დღიანი Q75%-
10 დღიანი ხარჯის 10 დღიანი Q75%-იანი
ი აუზის m75%-იანი იანი
მდინარე # m75%-იანი უზრუნველყოფის
ფართობი F უზრუნველყოფის უზრუნველყოფის
უზრუნველყოფის წყლის ხარჯი (Q
კმ2 ჩამონადენი (ლ/წმ წყლის ხარჯი (Q
ჩამონადენი(ლ/წმ კმ2) მ3/წმ)
კმ2) მ3/წმ)
მდ.
186 4,36 4,16 0,81 0,77
საკრაულა

როგორ N 6 ცხრილი ანალიზიდან დგინდება ზაფხულის პერიოდის 10 დღიანი Q75%-იანი


უზრუნველყოფის მინიმალური წყლის ხარჯი ნაკლებია ზამთრის პერიოდის ანალოგიურ
მინიმალურ წყლის ხარჯზე.

გადასვლა (Q75%) 75%-იანი უზრუნველყოფის ზამთრისა და ზაფხულის 10 დღიანი


მინიმალური ხარჯიდან სხვადასხვა უზრუნველყოფის ხარჯებზე, ასევე 30 დღიან და 1
დღიან (დღე-ღამურ) მინიმალურ ხარჯებზე განხორციელებულია იმავე ცნობარში
მოცემული სპეციალურად დამუშავებული გადამყვანი კოეფიციენტების მეშვეობით.

მდ. საკრაულას ზამთრის, ზაფხულის პერიოდის 10 დღიანი, 30 დღიანი და 1 დღიანი


სხვადასხვა უზრუნველყოფის მინიმალური წყლის ხარჯები (Qmin მ3/წმ) მოცემულია
ცხრილში N 7-ში.

ცხრილი N 7

% კოეფ. 75 80 85 90 95 97 99
ზამთარი 1 0.92 0.82 0.73 0.58 0.46 0.35
10-დღიანი 1 0.81 0.75 0.66 0.59 0.47 0.37 0.28
30-დღიანი 1.1 0.89 0.82 0.73 0.65 0.52 0.41 0.31
დღე-ღამური 0.88 0.71 0.66 0.58 0.52 0.41 0.33 0.25

ზაფხული 1 0.96 0.87 0.78 0.70 0.66 0.54


10-დღიანი 1 0.77 0.74 0.67 0.60 0.54 0.51 0.42
30-დღიანი 1.26 0.97 0.93 0.84 0.76 0.68 0.64 0.52
დღე-ღამური 0.82 0.63 0.61 0.55 0.49 0.44 0.42 0.34
გამოყენებული ლიტერატურა
1. Г.Г. CBанадзе “возобновляемые энергоресурсы грузии” საქართველოს განახლებადი
ენერგორესურსები; Ленинград: Гидрометео издат, 1987.
2. Л.А.Владимиров, Д.И.Шакаришвили, Т.И.Габричидзе ”Водный баланс Грузии”
მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, 1974 წ;
3. Оснсвные Гидрологические хорактеристики том 9 Закавказия и Дагестан выпуск 1 (1967
წ,1977 წ ,1978 წ, 1987 წ);
4. ”Ресурсы поверхност вод СССР” Том 9 Ленинград 1969 გ. ნ. ხმალაძის რედაქციით;
5. ”Ресурсы поверхност вод СССР” Том 9 Ленинград 1974 ვ. შ. ცომაიას რედაქციით;
6. “Выносы наносов реками черноморского побережья кавказа” Гидрометеоиздат
Ленинград 1978;
7. Гобечиа Г.Варазашвили Н.“Особености формирования водного хозяиства горных
регионов“ 1996.
8. Пособие по определению расчетных гидрологических характеристик ГГИ 1984.
9. ღოღობერიძე მ. წყლის ეკოსისტემები: დაცვა და რაციონალური გამოყენება. თბილისი
‘’მეცნიერება’’, 1992 წ.
10. გეოინფორმაციული სისტემები GIS;
11. 1 : 25 000 და 1 : 50 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა;
12. 1 : 500 000 მასშტაბის საქართველოს ნიადაგების რუკა;
13. 1: 600 000 მასშტაბის საქართველოს ლანდშაფტების რუკა;
14. კავკასიის წყლის ბალანსი და მისი გეოგრაფიული კანონზმიერება (თბილისი, 1991,
გამომცემლობა მეცნიერება.
15. მ. ალავერდაშვილი, გ. ბრეგვაძე „ჰიდრომეტრია“, თსუ გამომცემლობა 2014.
16. დ. კერესელიძე, ვ. ტრაპაიძე, გ. ბრეგვაძე „ზოგადი ჰიდროლოგია“, თსუ გამომცელობა
2016.
17. საქართველოს ეროვნული ატლასი.

You might also like