You are on page 1of 15

უდაბნო

მასწავლებელი
ნანა ბერძენიშვილი
უდაბნო დედამიწის ყველაზე ცხელ და მშრალ ადგილებს ჰქვია. იქ თითქმის
არასოდეს წვიმს. ზოგ ადგილას წვიმა 400 წელზე მეტია, არ მოსულა. დღისით
უდაბნოში ძალიან ცხელა. ხშირად ტემპერატურა 60 გრადუსზე მაღლა ადის. ანუ
ორჯერ უფრო მეტად ცხელა, ვიდრე ჩვენთან ყველაზე ცხელ ზაფხულის დღეს.
ღამით კი საშინლად ცივა.
•იქ ქვიშის გროვები ათასობით კილომეტრზეა გადაჭიმული.
უდაბნოში გზის გაგნება ძალიან ძნელია. შეიძლება
რამდენიმე დღე ისე იარო, რომ მხოლოდ ქვიშის გროვები
შეგხვდეს და არც ერთი ცოცხალი არსება! უდაბნოს სიჩუმეს
მხოლოდ ქარის ხმა არღვევს. მოგზაურებს აქ სიცხე, ყინვა
და ქვიშის ქარიშხლები ხვდება. ამიტომ უდაბნოში მარტო
სიარული ძალიან საშიშია. ადამიანები იქ დიდ ჯგუფებად
გროვდებიან და ისე მოგზაურობენ. უდაბნოები თითქმის
დაუსახლებელია. მათ ხშირად დედამიწის მკვდარ
ადგილებსაც უწოდებენ.
ქვიშის გროვები, იგივე ბარხანები
უდაბნოს პეიზაჟი
უდაბნოს პეიზაჟი
უდაბნოს პეიზაჟი
უდაბნოს ბუნება მუდმივად იცვლის ფორმას ქვიშის ქარიშხლების გამო. უდაბნოში
ცხოვრება ძნელია. ამიტომ იქ ძალიან იშვიათია ქალაქები. ქვიშის გროვებში ძალიან ცოტა
ცხოველი ცხოვრობს. ისინი სიცხეს ადვილად ვერ ეგუებიან. უდაბნოს მცენარეებს თავისზე
ოცჯერ გრძელი ფესვები აქვს. ისინი ასე იწოვენ წყალს მიწიდან. ზოგჯერ კი წყალს
გამსხვილებულ ღეროში ინახავენ და სიცხის დროს იყენებენ.

აქლემი უდაბნოს გაზელი მელა


უდაბნოს ლომი (კალაჰარის უდაბნო)
ბაობაბი აფრიკაში იზრდება. ის უზარმაზარი მცენარეა. ზოგჯერ მისი სისქე 12 მეტრსაც კი აღწევს. ის
ათასობით წელს ცოცხლობს. არსებობს ბაობაბი, რომელიც 5000 წლისაა. ეს უცნაური მცენარე წვიმის დროს
ფესვებით იმდენ წყალს იწოვს, რომ „სუქდება“. წყლით გაჟღენთილი ბაობაბი ღრუბელივით რბილია. სიცხის
დროს კი ისევ „ხდება“. ბაობაბი ცხრა თვეს უფოთლებოდ ატარებს. ის წელიწადში ერთხელ ყვავის. მისი
ყვავილი შუაღამისას იშლება. ბაობაბის ქერქისგან ისეთ მაგარ თოკს აკეთებენ, რომ სპილოც კი ვერ წყვეტს.
უდაბნოს მცენარეა კაქტუსი. ის უცნაური ფორმის მცენარეა. მას მსხვილი ღერო, ეკლები
და ძალიან ლამაზი ყვავილი აქვს. კაქტუსი ღეროში წყალს იგროვებს და ასე უძლებს
.
სიცხეს. მისი ჩხვლეტია ეკლებისა ძალიან ბევრ ცხოველს ეშინია
დეკორატიული კაქტუსები
უდაბნო საჰარა
საჰარა მსოფლიოში უდიდესი ქვიშიანი უდაბნოა. მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში.
საჰარაში ძალიან იშვიათად წვიმს. იქ ისე ცხელა, რომ წვიმის წვეთები მიწამდე ვერ აღწევს და
ჰაერშივე ორთქლდება. კლდეები დღისით ხშირად 100 გრადუსამდეა გახურებული. ამ დროს იქ თუ
შეძლებ და ჭურჭლით წყალს დადგამ, ის ადუღდება. ღამით კი საშინელი ყინვა იცის. მგზავრები
კარავს შლიან და კოცონს ანთებენ გასათბობად. ცხოველებიდან ცხოვრობენ აქლემი, თხა, ფენეკი
(პატარა მელია), ავაზა.
უდაბნოს იდუმალი მოვლენა
•უდაბნოს ყველაზე უცნაური მოვლენა არის მირაჟი:
შუადღისას, როცა ძალიან ცხელა, მგზავრები შორს,
ჰორიზონტზე ხშირად ხედავენ ქალაქებს, ზღვას, ოაზისს...
სიცხით გაწამებული ბევრი მოგზაური რჩება მოტყუებული.
ეს გამოსახულებები ხომ სინამდვილეში არ არსებობს!
სიცხით გავარვარებული ჰაერი და მტვერი ქმნიან ამ
უცნაურ სურათებს. ამას მირაჟი ეწოდება. მირაჟი ხშირადაა
ატაკამასა და საჰარის უდაბნოებში.
•ნახვამდის!

You might also like