You are on page 1of 36

1.

ევგენი შვარცი

წითელქუდა
2.

მოქმედი პირნი:

1. წითელქუდა.
2. მგელი.
3. მელია.
4. დედა.
5. I კურდღელი
6. II კურდღელი
7. დათვი
8. ტყისმცველი
9. ჯარისკაცი?
10. კატა
11. ბებია
12. ჩიტები
3.

პირველი მოქმედება

პირველი სურათი

/პატარა მინდორი, გარშემორტყმული ხეებით, პატარა სახლი.შახლის ფანჯარა


ღიაა.ბუჩქებიდან კურდღელი გამოხედება/

I კურდღელი – /ჩუმი ხმით/ წითელქუდა!

II კურდღელი – არ ესმის . . .

I კურდღელი – წითელქუდაა. . . ერთ წამს გამოიხედე!

II კურდღელი – არა ჩანს. ნუთუ შინ არ არის?

I კურდღელი – ახ, მე ამას ვერ ავიტან... თუ ის წასულია, ყველაფერი


დაიღუპება.

II კურდღელი – მოდი, რაც იქნება, იქნება – ხმამაღლა დავუძახებ!

I კურდღელი – არა, ასე არ ივარგებს. მტერი მაშინვე გამოიცნობს


ჩვენს ხმას, მოვა და ხელად შეგვჭამს. იფფ, რა კარგია?!

II კურდღელი – სახლში შევალ!

I კურდღელი – მაგრამ, იქ ისე საშინლად ჭრიალებს კარიიი. . .

II კურდღელი – შესაძლებელია, ჩვენი სიმხდალის გამო, წითელქუდა


დაიღუპოს.

/ისმის კატის კნავილი/

I კურდღელი –კატა! აი, ვინ შეიძლება დამეხმაროს.


4.

II კურდღელი – გვიშველეთ, დაგვეხმარეთ. ჩვენ თქვენთან,


სალაპარაკო გვაქვს. ფისო – ფისუნია!

კატა – რა მოხდა ყურცქვიტებო?

I კურდღელი – გვიშველეთ! ფრიად საჭირო საქმე გვაქვს.

კატა – არ მცალია, მეძინება!

I კურდღელი – გთხოოვთ, გემუდარებით!

II კურდღელი – ბოდიში კადნიერებისათვის, და ჩვენ თქვენ უნდა


მოგელაპარაკოთ.ფრიად საჭირო საქმეზე!

I კურდღელი – ხომ შეიძლება? ნებას დაგვრთავთ?

კატა – სთქვით!

I და II კურდღლები – დილა მშვიდობისა, ფისო!

კატა – დილა მშვიდობისა, კურდღლებო!

I კურდღელი – ხომ ვერ გვეტყვით, წითელქუდა შინაა?

კატა – შინაა.

I კურდღელი – შინაა? /ორივე/ რა კარგიაა.. შემეშინდა, ვაითუ სახლში


არ იყოს მეთქი.

კატა – წითელქუდა, სამზარეულოშია.

I კურდღელი – სამზარეულოში?თქვენ ხომ არ იცით, დღეს ტყეში


აპირებს წასვლას თუ არა?

კატა – არ ვიცი.

II კურდღელი – და თქვენ როგორ გგონიათ, წავა?


5.

კატა – ვფიქრობ, რომ . . . არ წავა. ის თავის დედასთან, ნამცხვრებს


აცხობს.

I-II კურდღელი – ნამცხვარიი? ახ, რა გემრიელიაა...

კატა – რაო? ნამცხვარია გემრიელი? ფუ! თანაც ნამცხვარი ალუბლით!


აბა, რა საჭმელია ალუბალი? ფუუ. მთელი სამზარეულო ალუბლის
სუნად ყარს. ამიტომაც წამოვედი იქიდან და აქ ვწევარ. ფუუ!

II კურდღელი – ახ, რა კარგია.წითელქუდა აღარ წავა ტყეში. ამას რას


ვხედავ?!

I კურდღელი – ყველაფერი დაიღუპა! ფისო, ფისუნია, ფისუნიი!

კატა – მმმ, ვინ არის?

კურდღლები – მე! მე! /გადახედავენ ერთმანეთს/ ჩვენ!

კატა – ახ, კიდე თქვენ ხართ?

I კურდღელი – გთხოვთ, ნუ მიჯავრდებით. მე /მეორე კურდღელი მხარს


მიარტყამს/ ჩვენ, თქვენთან ერთი სათხოვარი გვაქვს.

კატა – აბა, მითხარით!

II კურდღელი – გთხოვთ, შეირბინოთ წითელქუდასთან და . . .

კატა – არ შემიძლია!

I კურდღელი – რატომ?

კატა – იმიტომ, რომ მზეზე ვთბები.

II კურდღელი – გამიგონეთ, თქვენ უნდა მოელაპარაკოთ


წითელქუდას.

კატა – მე მას არ ველაპარაკები.


6.

I კურდღელი – რატომ?

კატა – გაბუტული ვარ!

II კურდღელი – შეურიგდით, გთხოვთ!

კატა – არა! მე ამ დილით, ერთი გემრიელი ბეღურა დავიჭირე. მან კი


გამომართვა და გაუშვა. იმას სმა – ჭამის არაფერი გაეგება. იძახის
ბეღურები არ იჭმევაო და ალუბლის ჭამა შეიძლება? ფუ, რა
საზიზღრობაა, ალუბალი?!

I კურდღელი – თქვენ მხოლოდ უთხარით, რომ დღეს ტყეში ნუ წავა.

კატა – მე მას, არ ველაპარაკები!

II კურდღელი – საშინელებაა, ჩვენ აქ კამათს ვუნდებით და ის კი


საცაა, ტყისკენ გაემართება.

I კურდღელი – აგერ გამზადებულა და ბოთლში რძეს ასხამს!

კატა – რძეს ასხამს? მაშინ წავალ და შევურიგდები.

II კურდღელი – რა კარგია, მაშ გადასცემთ, რომ დღეს ტყეში არ


წავიდეს?

კატა – რათქმაუნდა - არა! ეგ რა ჩემი საქმეა?

I კურდღელი – საშინელებაა... აბა, წითელქუდას გზიდან ვინ


მოაბრუნებს? ის ისეთი ჯიუტი და თავისნათქვამაა, რომ . . . მოდის,
მოდის. . . /კურდღლები იმალებიან, გამოდიან დედა და წითელქუდა/

დედა –ჩემო გოგონა, დაიხსომე, ჭაობს როცა ჩაუვლი, ფრთხილად


იყავი, ფეხი არ გაგისხლტეს და შიგ არ ჩავარდე.

წითელქუდა – კარგი, დედიკო.

დედა – როცა ტყეში შეხვალ, ქვას ფეხი არ წამოკრა და არ წაიქცე.


7.

წითელქუდა – კარგი, დედიკო.

დედა – როცა ღელეზე გადახვალ, ფრთხილად იყავი, შიგ არ ჩავარდე


და არ დასველდე.

წითელქუდა – კარგი, დედიკო! რად ამოიოხრე დედიკო?

დედა – მეე? მე ეს, ისე...

წითელქუდა – კიი, ვიცი. შენ გეშინია, რომ მე მარტო მივდივარ


ტყეში.

დედა–აბა, რისი უნდა მეშინოდეს, პატარა ხომ აღარ ხარ? შენ უკვე
დიდი გოგო ხარ!

წითელქუდა – ნახვამდის დედიკო.

დედა –ხომ იცი, რა უნდა უთხრა დიდედას?

წითელქუდა – როგორ არ ვიცი? მე ვეტყვი, აი, დიდედა, ალუბლის


ღვეზელი და რძე მოგიტანე!

დედა – კიდევ?

წითელქუდა – კიდევ იმას ვეტყვი, რომ უმორჩილესად გთხოვ,


წვიმიან ამინდში, ტყეში აღარ გაისეირნო!

დედა – მაშ, ყველაფერი ეგაა, რაც უნდა უთხრა?

წითელქუდა – მე მგონა, სხვა არაფერი მაქვს სათქმელი!

დედა – აბა, დაფიქრდი?

წითელქუდა – აი, დავფიქრდი, მაგრამ არაფერი მაგონდება.

დედა – აი, ასეთი ხარ. ერთი რამ, ყოველთვის გავიწყდება!


8.

წითელქუდა – გამახსენდა! მე მას ასე უნდა მივესალმო – დილა


მშვიდობისა, დიდედა!

დედა – აი, ახლა კი ყველაფერი რიგზეა. ნუღარ დააგვიანებ!

/დედა გადის/

I კურდღელი - წითელქუდა!

წითელქუდა - ვინ მეძახის?

II კურდღელი - ეს ჩვენ ვართ, კურდღლები.

წითელქუდა - მოდით, მომიახლოვდით!

I კურდღელი - გვეშინია!

წითელქუდა - როგორ არ გრცხვენიათ?

I კურდღელი - გვრცხვენია, მაგრამ - გვეშინია!

წითელქუდა - მე არ ვიყავი, ყველა კურდღელს ერთად რომ მოვუყარე


თავი?

II კურდღელი - შენ იყავი.

წითელქუდა – მე არ ვიყავი, წიგნებს რომ გიკითხავდით?

I-II კურდღლები – შენ იყავი!

წითელქუდა - რაზე გიკითხავდით?

I კურდღელი - მგლებზე, მელიებზე. რა ვიცი ყველაფერზე,


ყველაფერზე.

წითელქუდა - ხომ გასწავლიდით?

I–II კურდღელი - გვასწავლიდი.


9.

წითელქუდა - აბა, რას გასწავლიდით?

II კურდღელი - გულადობას, სიმამაცეს. ჩვენ ახლა კარგად ვიცნობთ


მგელს, აღარ გვეშინია და გმირულად ვიმალებით!

წითელქუდა - ჩემთან მოსვლას კი ვერ ბედავთ! აბა, მოდით,


მომიახლოვდით!

I კურდღელი - არა, არა!

წითელქუდა - რა გემართება, ვეღარ მცნობთ?

I კურდღელი - როგორ ვერა გცნობთ, მაგრამ შენი ახალი


ფეხსაცმელები, საშინლად ჭრაჭუნობენ.

წითელქუდა - როგორც ჩანს, სულ ამაოდ მისწავლებია თქვენთვის


გულადობა!

II კურდღელი - ფეხსაცმელების ჭრაჭუნზე რომ არაფერი გითქვამს?

წითელქუდა - ნახვამდის!

I კურდღელი - არა! არა! ნუ წახვალ. უნდა მოგელაპარაკო!

II კურდღელი - გემუდარებით, ნუ წახვალ დიდედასთან.

წითელქუდა - რატომ?

I კურდღელი - ტყეში მგელია!

წითელქუდა - ჩუმად, დედამ არ გაიგონოს.

II კურდღელი - შორეული ტყიდან მგელი ჩამოვიდა, დაძრწის ჩვენს


ტყეში, ტრაბახობს და იმუქრება:
10.

I კურდღელი - მე უნდა შევჭამო წითელქუდა, აბა ერთი დამენახოს


ტყეშიო, ჩემს აქ არ ყოფნის დროს კურდღლები გადაუბირებია,
მოუჭკვიანებია, ეს კი არ მსიამოვნებს...

II კურდღელი - დამაცადოს, მე ვუჩვენებ სეირსო. გესმის წითელქუდა


- მგელი იძახის, უნდა შევჭამოო.

I კურდღელი - რას იღიმები?

წითელქუდა - მე ის ვერასოდეს ვერ შემჭამს.

I კურდღელი - კი მაგრამ, რატომ?

წითელქუდა - იმიტომ, რომ მე მისი არ მეშინია.

II კურდღელი - შეგჭამს! ის ძველი, გამოცდილი მგელია, მელიასავით


ეშმაკი და ოინბაზი!

წითელქუდა - სულერთია, მე მისი არ მეშინია. ნახვამდის.

/შემოდის დათვი/

დათვი - გამარჯობა.

წითელქუდა - გაგიმარჯოს, დათვო.

დათვი - საით მიემგზავრები?

წითელქუდა - დიდედასთან მივდივარ!

დათვი - დღეს შენ ნურსად ნუ წახვალ.

წითელქუდა - რატომ?

დათვი - მგელი!

წითელქუდა - ჩუმად!
11.

დათვი - რათა?

წითელქუდა - დედა გაიგონებს.

დათვი - ჰოდა, აბა ჰერი, სახლში მოუსვი!

წითელქუდა - მე მგლის არ მეშინია.

დათვი - მაგას რად ამბობ, მეგობარო? ხბოსავით ჩაგაკრატუნებს.


მეცოდებიი...

წითელქუდა - ვერ შემჭამს.

დათვი - შეგჭამს. ამას წინათ წყაროზე შემხვდა.. სახე უცინის.


ვეუბნევი: რა მოხდა, მეთქი? მიპასუხა: დღეს მე წითელქუდა უნდა
შევჭამოო. გავიფიქრე, მოდი, ვეცემი და მოვკლავე მეთქი, მაგრამ
შემდეგ მომაგონდა, რომ მგელი ნათესავად მერგება - ჩემი
ბიძაშვილია. დედის მხრიდან.

წითელქუდა - მე უშიშარი ვარ, არ მეშინია. ნახვამდის, დათუჩა.

/წითელქუდა გადის/

I კურდღელი - ჩვენ მას დავიცავთ, ხომ ასეა?

II კურდღელი - ჩვენ მარტოკა გავუმკლავდებოდით მგელს, მაგრამ ...


მშიშრები ვართ.

I კურდღელი - თქვენთან ერთად კი, ძალა მოგვეცემა.

II კურდღელი - მართლა, შენ ხომ არ შეგვჭამ, დათუჩი?

I კურდღელი - შეგვჭაამ?

დათვი - არ შეგჭამთ, მე დღეს მაძღარი ვარ!


12.

II კურდღელი - ოო, რა მადლობლები ვართ! მაშ, წავიდეთ და


გადავარჩინოთ წითელქუდა საფრთხეს!

დათვი - რა გაეწყობა, წავიდეთ! მართალია, მგელი ჩემი სახლიკაცია,


მაგრამ წითელქუდას შეჭმის ნებას არ მივცემ! მომყევით!

/დათვი და კურდღლები გადიან, შემოდის მელია/

მელია - ხი-ხი-ხი... აი ტუტუცები, აი, უტვინოები. გაჰყვირიან -


წავიდეთ, გამოვუდგეთ, დავიხსნათ. ვისმენ მათ მუქარას და გულში
მეცინება. ო, რა უგუნურები არიან. მე როდი მგვანან, მე - ჭკვიან
მელას. მე ყველაფერს ჩუმად და ნელა ვაკეთებ. აი, ახლაც, ვიჯექი
ჩემთვის ხესთან და ყველაფერი გავიგე, ყველაფერი შევიტყვე. თუმცა
არა. ყველაფერი არ გამიგია. წითელქუდა არც ისეთი უტვინოა...
ეტყობა, რაღაც ხრიკები იცის, თორემ ასე თამამდ როგორ გაბედავდა
ტყეში გამგზავრებას? ნეტა რა მოიგონა ისეთი? აი, ამის შეტყობა
მსურს, რომ გავიქცე და ჩემს ნათლია მგელს ყველაფერი ჩავუკაკლო.
მგელი, რა საკვირველია, შეჭამს წითელქუდას, ადამიანები
გაბრაზდებიან და ჩააქვავებენ მგელს. მაშინ კი, გიხაროდეს მელია,
მთელი ტყე ისევ მე დამრჩება. აღარც მგელი მეყოლება მოქიშპე და
აღარც ის გოგონა. აბა, რაღას ველოდები, უნდა ვიმოქმედო.

/გადის. შემოდიან ჩიტები. /

წითელქუდა - სალამი, ჩიტუნებო.

ჩიტები - სალამი წითელქუდა, სალამი გოგონა, სალამი, სალამი.

წითელქუდა - აბა, რას მეტყვით ახალს?

I ჩიტი - ჩვენ ძალიან კარგად ვართ, ყველაფერი კარგადაა.

II ჩიტი - მე უკვე ბარტყები გამოვჩეკე.


13.

წითელქუდა - მართლაა?

III ჩიტი - გამოვჩეკეთ, კიი.

II ჩიტი - ძალიან ლამაზი და საყვარელი ბარტყები გვყავს.

I ჩიტი – ახლავე გაგაცნობთ.

/შემოდიან ბარტყები და იწყება ცეკვა/

წითელქუდა – მშვენიერი ბარტყები გყავთ.

III ჩიტი - წითელქუდა, რატომ ხარ ეგეთი დარდიანი?

წითელქუდა - მე დარდიან კი არა, ფიქრიანი ვარ. ვფიქრობ.

I ჩიტი - რაზე ფიქრობ?

წითელქუდა - მგელზე! რატომ გაჩუმდით?

II ჩიტი – შეგვეშინდა!

წითელქუდა – ნუ გეშინიათ. მგელს მარტო გავუმკლავდები.

III ჩიტი - კი მაგრამ, როგორ გაუმკლავდები?

წითელქუდა - მე ყველაფერი წინასწარ მაქვს მოფიქრებული.


კალათაში მიწყვია, რამოდენიმე კოლოფი ბურნუთი.

I ჩიტი - ბურნუთი? რისთვის?

წითელქუდა - პირდაპირ ცხვირში შევაყრი.

II ჩიტი - მერე რა მოუვა?

წითელქუდა - ცხვირის ცემინება აუტყდება.

III ჩიტი - მერე შენ რას იზამ?


14.

წითელქუდა - მერე ავიღებ ხმელ ტოტს და ცეცხლს მოვუკიდებ.

I ჩიტი - მერე ის რას იზამს?

წითელქუდა - ცხვირის ცემინებას რომ მორჩება, ცეცხლმოკიდებულ


ტოტს ცხვირწინ ავუქნევ და ასე განვაგრძობ ჩემს გზას.

II ჩიტი - ის?

წითელქუდა - ის გამომიდგება, მაგრამ ხელს ვერ მახლებს, რადგან


მგელს ცეცხლის ეშინია. მე არ მივცემ უფლებას, რომ შემჭამოს. სხვა
რომ არა იყოს, დედაჩემი უჩემოდ მოწყენილი იქნება და ბევრს
იტირებს.

III ჩიტი - მართალია, მართალი! არავინ, არავინ!

წითელქუდა - მერე თქვენ, ჩიტუნები, უჩემოდ სულ დაიღუპებით.

ჩიტები - მართალია, დავიღუპებით.

წითელქუდა - ერთი სიტყვით, მგელს უნდა გავუმკლავდეთ,


ვებრძოლოთ, ვეომოთ.

ჩიტები - ვებრძოლოთ, ვეომოთ!

/გადიან, შემოდიან დათვი და კურდღლები./

დათვი - შევისვენოთ.

I კურდღელი - რა დროს შესვენებაა? გემუდარებით, წავიდეთ,


განვაგრძოთ გზა.

II კურდღელი - ბოდიში, კადნიერებისათვის და ...

დათვი - მგელი არა ჩანს. დავსხდეთ, სული მოვიბრუნოთ.

II კურდღელი - ბოდიში კადნიერებისათვის და ...


15.

დათვი- მომშორდი მეთქი. მე აქ ჭამა მინდა, შენ კი რაღაცეებს მიედ-


მოედები. იცი, კურდღელო, შენ როგორღაც გემრიელი სუნი აგდის.
მართალია, კარგი ამხანაგი ხარ, მაგრამ შესაჭმელად უფრო ივარგებ.

I კურდღელი - აბა, რა დროს ჭამაზე ლაპარაკია, როცა წითელქუდას


განსაცდელი მოელის.

დათვი - არა უჭირს რა.

/ისმის მელიის ხმა/

მელია - ოოჰ, ოოოჰ, ვაი, ვაი...

დათვი - ვინ არის?

მელია - სალამი კეთილები, სალამი, კარგებო. ოჰ.

დათვი - რაო, რა მინდაო?

მელია - მზე ჩახჩახებს, ფოთლები შარიშურობენ, მე კი უნდა


მოვკვდე.

დათვი - არა გიჭირს რა.

მელია - ოჰ, ჩემო დათუჩი, იმან მე თათები სულ მომატვრია.

დათვი - ვინ - იმან?

მელია - მგელმა. მეო - წითელქუდა უნდა შევჭამოოო.

დათვი - მაგასაც ვნახავთ, როგორ შეჭამს.

მელია - მეც ეგრე მოვახსენე, ვნახოთ როგორ შეჭამ მეთქი. ჯერ


სიტყვა არ დამემთავრებინა, რომ ღრიალით მეცა, ერთი ამას
დამიხედეთი და მიკბინა.

II კურდღელი - ოჰ!
16.

მელია - მეც ეგრე ვთქვი - ოჰ. იმან კი - ოჰ შენა და დარდუბალაო და


ისევ მიკბინა. აქ კი, მე საცოდავმა - ვეღარ მოვითმინე. მართალია,

პატარა ვარ, მაგრამ სიმართლისათვის თავს გავწირავ. მოვკვდები და

წითელქუდას შეჭმის ნებას არ მოგცემ მეთქი. ვეცი ჩემებურად, ისიც


მეცა. ვიბრძოლეთ...

დათვი – ო, ჰო, ჰოო...

მელია - აბა, რას გავხდებოდი იმ აფთართან? თათები სულ


დამამტვრია, ხმა ჩამიხლიჩა.

I კურდღელი - თუ ხმა ჩაგიწყვიტა, როგორღა ლაპარაკობ?

მელია - ეს ესაა მოვსულიერდი.

დათვი - არხეინად ბრძანდებოდე. წითელქუდას არავის დავანებებთ.


ხომ მოგეხსენება, რა ღონის პატრონიცა ვარ? კურდღლები მგელს

დაზვერავენ, მე კი შენ ხარ ჩემი ბატონი, ქვეშ ამოვიდებ და რაც ძალი


და ღონე მაქვს, დავაწვები და გავსრისავ.

მელია - ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ მგელი, ახლა იმ გოგონას თავს


არ დაესხმევა. არა და არა.

დათვი - ვითომ, რატომ?

მელია - მე ერთი საწყალი, სუსტი არსება ვარ, მაგრამ კბილები


მჭრელი და ბასრი მაქვს. მართალია, იმ ჩხუბის შემდეგ დავსუსტდი
ალბად სამარისაკენ გავემგზავრები, მაგრამ არც მგელს დაადგა კარგი
დღე. ახლა ის თავის ბუნაგში წევს და კვნესის.

დათვი - ბიჭოს, ვერ უყურებთ?


17.

მელია - ის ერთ კვირას მაინც ვერ ადგება ლოგინიდან, მე კი ალბად


მალე გავჭიმავ ფეხებს. მშვიდობით, დათუნი!

დათვი - მშვიდობით, მელიკო!

მელია - ჩემო დათუნი, სიკვდილის წინ, უკანასკნელად გაგახარებ.


ხევი ხომ იცი, სადაც არის?

დათვი - ვიცი, მერე?

მელია - იმ ხევს იქით, კოღოების ჭყანტობიც ხომ იცი?

დათვი - მერე?

მელია - ოჰ. იმ ჭყანტობის იქით, ციყვების თხილნარია. ოჰ - ოჰ.


თხილნარის იქით, თაფლის მინდორია. იმ თაფლის მინდვრის იქით,
ცაცხვი დგას. ცაცხვის ერთ მხარეს დიდი ფუღურო აქვს, იმ
ფუღუროში კი ფიჭიანი თაფლია. თაფლი როგორც ჩანს უპატრონო
უნდა იყოს, რადგან იმ მხარეს ფუტკრის ჭაჭანებაც არაა.

დათვი - როგორ თუ არაა?

მელია - როგორ და, ერთხელ როცა ფუტკრები ერთად


დაფრინავდნენ, ამოვარდა საშინელი ქარი და ყველა ფუტკარი
ერთად დაიღუპა.

დათვი - ოჰ, ოჰ, როგორი სასიამოვნო ამბავია?!

მელია - წადი იქ, ჩემო დათუნა. შეექეცი თაფლს და ისიამოვნე და


მომიგონე!

დათვი - კეთილი, რატომაც არ შევჭამ?

მელია - აი, ესაა სულ, რაც უნდა მეთქვა. ოჰ. ოჰ. . ./მელია გადის/
18.

დათვი – მდააა... სანამ მგელი თავის ბუნაგში წევს, კუჭს ცოტა ბოძი
უნდა შევუყენოთ. მე თაფლი მელოდება.

I კურდღელი - აბა, რას სჩადით? ნუთუ გჯერათ გაიძვერა მელიის


სიტყვები? ნუთუ არ გესმოდათ, რომ ის თქვენ დაგცინოდათ,
გატყუებდათ.

დათვი - ნუ მაჯავრებ, მშიერი ვარ.

II კურდღელი - თუ ასეა, მე შემჭამეთ. ოღონდ კი უშველეთ იმ საწყალ


გოგონას. აჰა, ნებას გაძლევთ - შემჭამეთ, გამგლიჯეთ, ჩამყლაპეთ!

დათვი - არ შეგჭამ, შენ ჩემი ნაცნობი კურდღელი ხარ. მაშ ასე -


ნახვამდის.

/დათვი გადის/

I კურდღელი - წავიდა, დაიჯერა გაიძვერა მელიის ლაყბობა.

II კურდღელი - მაგრამ ის ხომ ცრუა, მატყუარა და თაღლითია.

ჩიტები - მართალი ხარ კურდღელო. მატყუარაა, მატყუარა!

I კურდღელი - ვაი, ეს ვინ გველაპარაკება?

ჩიტები - ეს ჩვენ ვართ, ჩიტები.

I ჩიტი - რომ იცოდეთ რა ვნახეთ?

I კურდღელი - რა ნახეთ?

II ჩიტი - რომ იცოდეთ მელამ რა ჩაიდინა?

II კურდღელი - რა ჩაიდინა?

III ჩიტი - საწყალ გოგონას კალათიდან, ბურნუთი და ასანთი მოპარა!

I კურდღელი - რატომ მანამდე არ გვითხარით, სანამ დათვი აქ იყო?


19.

I ჩიტი - შეგვეშინდა!

II კურდღელი - ოჰ, რა მშიშრები ყოფილხართ? არა, მე უკან არ


დავიხევ. წავალ, დავეწევი და გადავარჩენ ჩვენს გოგონას.

I კურდღელი - აბა, გაბედოს და გამოჩნდეს მგელი, მე ვუჩვენებ იმას


სეირს.

/ჩიტები და კურდღლები გადიან/

მეორე მოქმედება

სურათი მესამე.

/ბუჩქებთან დგას მგელი და კბილებს ილესავს/

მგელი - ვიღაც მოდის. მელაა. არ მსიამოვნებს მაგის დანახვა, არც


ლაპარაკი მსურს მასთან.

/მგელი გადის, შემოდის მელია/

მელია - ნათლიმამ, ნათლიმამ. გამოდი საქმე მაქვს. ეი, მგელო,


ძილქუში ხომ არ დაგაწვა, მგელუკა!

მგელი - მმმმმ

მელია - ბატონო?

მგელი - ნუ მაცდენ, ვერა ხედავ, კბილებს ვილესავ?

მელია - რა დროს კბილების ლესვაა? შენ ისედაც მჭრელი და ბასრი


კბილები გაქვს.
20.

მგელი - ჭკუას ნუ მასწავლი. მე ყველაფერი ვიცი.

მელია – იცი, მაგრამ ყველაფერი არ იცი. საცაა ის გოგონა, აქეთ


გამოივლის.

მგელი - რაო? აქეთ გამოივლისო?

მელია - აა, წამოხტი? ეგ არის და ... ყველაფერი ვიციო და რაც


საჭიროა, ის არ გცოდნია. უმეგობროდ, ნათლიმამ ძნელია გაძლება.

მგელი - მე გავძლებ. მე არავისი მეგობრობა არ მსურს. რა გინდა, რად


მაბრაზებ? მე ისედაც ვერ ვეტევი ამ ტყეში და შენ კი წარა-მარა უკან
დამდევ, გამეცალე!

მელია - გამიგონე, ძმობილო.

მგელი - მე შენი ძმობილი კი არა, მგელი ვარ, მგელი!

მელია - ჰოდა, აი რა უნდა გითხრა. ჩვენი საქმე კეთილად


ბოლოვდება.

მგელი - შენ კიდევ შენსას არ იშლი? ,,ჩვენი საქმე". რომელი ,,ჩვენი


საქმე"? ჩემი საქმისა, მე ვიცი. მე არავის დახმარება არ მჭირდება.
გამეცალე!

მელია - შენ ეი, ნელა - ნელა. განა არ ვიცი, ვინცა ხარ? შენ - შენ ხარ, მე
- მე ვარ. მაგრამ იმ გოგონას შეჭმა ორივეს ერთნაირად გვინდა და
გვესიამოვნება.

მგელი - მე შევჭამ, შენ კი ვერ მოგართვი.

მელია - მე კი, ჭამაში დაგეხმარები.

მგელი - ნუ ამბობ მაგ სიტყვას. მე შენი დახმარება არ მჭირდება.

მელია - მე ისე, მეგობრულად...


21.

მგელი – ააა... ამ მეგობრობამ, ისე გამიჭირა საქმე, რომ ტყეში აღარ


დამედგომება. კურდღლები ციყვებს მეგობრობენ, ციყვები – ჩიტებს,
ზღარბები - პეპლებს, გველები ბაყაყებს.. უი, არა. ისინი არ
მეგობრობენ...

მელია - აბა, ერთი მიიმალე ბუჩქებში.

მგელი - რაო?

მელია - გეუბნები, მიიმალე მეთქი, წითელქუდა მოდის. ჩიტები და


კურდღლები მოსდევენ.

მგელი - თუ გინდა, მთელი ტყე მოსდევდეს, მე არ დავიმალები.

მელია - უჰ, ამისთანა მხეცის მნახველი არა ვარ!

მგელი - ვერც ნახავ!

/იმალება/

მგელი - მოდიან. მმმმმმ

მელია - ჩუმად.

მგელი - ნუ მასწავლი.

ჩიტები - კურდღლები მორბიან, კურდღლები!

I კურდღელი - შეჩერდი წითელქუდავ, შეჩერდი. მელიამ შენი


კალათიდან ამოიღო . . .

მელია – წინ!

/გამოხტება მგელი/

II კურდღელი - ბოდიში კადნიერებისათვის და ... მე თქვენ გიკბენთ!

მგელი - გამეცალეთ!
22.

/ხელს კრავს კურდღლებს. წითელქუდა ამასობაში ამოიღებს ბურნუთს და მგელს ცხვირში


შეაყრის./

მგელი - ააფცი!

წითელქუდა - ხეირი!

მგელი - ეს არ გიშველის. სულ ერთია, მაინც შეგჭამ! ააფცი!

წითელქუდა - ხეირი. ვერა, ვერ შემჭამ.

მგელი - მე ღონიერი ვარ! ააფციი!

/წითელქუდა აიღებს გამხმარ ტოტს და მოუკიდებს ცეცხლს/

მელია – ფრთხილად...

წითელქუდა - ახ, მელიაც აქ ბრძანდება?

მელია - მე შენ გეხმარები.

წითელქუდა - არ მომიახლოვდე, თორემ ბურნუთს შეგაყრი.

მელია - განა ასე ბევრი გაქვს?

წითელქუდა - რამდენიც გინდა.

მგელი - აააფციი.

წითელქუდა - რაო, შემჭამე?

მგელი - შეგჭამ!

წითელქუდა - რაღას უყურებ, აბა შემჭამე!

მგელი - დაიხსომე, ჩვენი ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა!

წითელქუდა - მახსოვს, მახსოვს!


23.

I ჩიტი - მგელი გაიქცა, მელიამაც მოკურცხლა!

II ჩიტი - წითელქუდა, რატომ მოიწყინე?

III ჩიტი - შენ ხომ გაიმარჯვე?

წითელქუდა - ისევ დაბრუნდებიან. აბა, ჩემს ადგილზე თვქნ იყოთ?

I ჩიტი - ჩვენ ხომ, სულ შენთან ვართ?

წითელქუდა - ჩემთან ხართ, მაგრამ მაინც - წეღან მგელს რომ


ვიგერიებდი, არაფერზე ვფიქრობდი. ახლა კი, როცა მგელი
მაგონდება, მინდა სახლში გავიქცე და ოთახის კარი მაგრად ჩავრაზო!

II ჩიტი - ტირის, წითელქუდა ტირის.

წითელქუდა - აბა, რად მაბრაზებთ?

III ჩიტი - კი არ გაბრაზებთ, გვეცოდები!

წითელქუდა - ახლა ხომ მაინც შემიძლია ტირილი, როცა მგელი აქ არ


არის?

I ჩიტი - მართალია, მართალი.

წითელქუდა - მეც ადამიანი ვარ, ქვა ხომ არა ვარ?

II ჩიტი - არა, არა, ქვა არა ხარ.

/ისმის კურდღლის კვნესა/

წითელქუდა - ახ, ეს რა ჩავიდინე?!

III ჩიტი - რაა, რაა?

წითელქუდა - ჩემი მამაცი კურდღლები!

I ჩიტი - სძინავთ!
24.

წითელქუდა - გული აქვთ წასული. საბრალოები. სულ


გადამავიწყდნენ. ჩემო თეთრყურავ, ჩემო ნაცარავ, ჩემო გულადო
მეომრებო, გონს მოდით. თვალი გაახილეთ. მგელი მოვიგერიეთ.

I კურდღელი - შენ მელიამ გაგქურდა...

წითელქუდა - მე ყველაფერი ვიცი.

II კურდღელი - მე კბილებით დავგლეჯ ყველას. დავიღუპები და შენ


კი დაგიხსნი. შენ ჩემი მეგობარი ხარ.

წითელქუდა - დამშვიდდით. მგელი უკვე მოვიშორე! ყველაფერი


კარგად დასრულდა.

II კურდღელი - ნუთუ, შენ აჯობე?

წითელქუდა – რათქმა უნდა? ახლა ხომ უკეთ ხართ?

I კურდღელი - ახლაა? კი. ახლა შენსავით მძლავრი და გულადი ვარ!

II კურდღელი - მხოლოდ, ცოტათი თავბრუ მეხვევა და კუდი


მიცახცახებს.

წითელქუდა - ცოტა მოისვენეთ. წამოწექით. ძილი მოგიხდებათ!

I კურდღელი - დაინახე, მგელს როგორ ვეკვეთე?

II კურდღელი - ძლივს გადაგვირჩა. კბილებით უნდა დაგვეგლიჯა.

წითელქუდა - დავინახე, დავინახე! ახლა დაიძინეთ! მე კი ჩემს გზას


გავუდგები. ისედაც დამაგვიანდა. დიდედა ინერვიულებს.

I კურდღელი – აი, გვძინავს!

წითელქუდა - მე აღარავითარი ხიფათი არ მომელის. ისევ მხიარული


ვარ. /ჩიტებს/ წავიდეთ ჩემო მეგობრებო!
25.

/გადიან/

I კურდღელი - ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველაფერი კარგად


დასრულდა.

II კურდღელი – დაინახე, როგორ გაბედვით ვეტაკე მგელს?

I კურდღელი - აბაა, როგორი მამაცები და გულადები ვართ?!

II კურდღელი - რაღაც ხმა მესმის. ვიღაც მოდის.

I კურდღელი - ამას რას ვხედავ? ეს ხომ ისევ ისაა?

II კურდღელი - თავი ისევ ამტკივდა და კუდმა ისევ ცახცახი


დამიწყო.

I კურდღელი - რა დროს ეგაა, დავიმალოთ!

/შემოდიან მელია და მგელი/

მელია - საქმე კარგად მიდის.

მგელი - მერე, პირდაპირ რატომ არ მიყურებ თვალებში?

მელია - მეშინია, შენ ისეთი მრისხანე მზერა გაქვს...

მგელი - ხოო, რათქმა უნდა, მაგრამ... აი, შენ ისევ ჩაიცინე შენებურად.

მელია - მე ეს ... ყვავილს გავუღიმე!

მგელი - რომელს?

მელია - ცისფერს.

მგელი - საკმარისია! როგორ გგონია, წეღან მთელი გზა ხან ხეს რომ
ვახტებოდი და ხან ბუჩქებს, რატომ ვიყავი გაჩუმებული?
26.

მელია - სად გეცალა ლაპარაკისთვის? ძლივს სუნთქავდი და


ქოშინებდი.

მგელი - რას მიედ-მოედები? ჩემს სიცოცხლეში არ ვიცი ქოშინი რა


არის! იმიტომ ვიყავი გაჩუმებული, რომ ვფიქრობდი, ვაზროვნებდი.

მელია – ოჰჰ.. და რაზე აზროვნებდი?

მგელი – შენზე!

მელია – მე განა შენი ფიქრის ღირსი ვარ?

მგელი – ხაარ, ხაარ. როგორ გგონია, ვგავარ ძაღლს?

მელია – ზედგამოჭრილი ძაღლი ხარ, ვერც კი გაგარჩევთ კაცი.

მგელი – რაო? ეგ რა სთქვი? შუაზე გაგგლეჯ, შე საზიზღარო.

მელია – უკაცრავად, ეგ სულაც არ მინდოდა მეთქვა. შენ


სრულებითაც არ გავხარ ძაღლს.

მგელი – როგორ თუ არ ვგავარ? ამდენი ვილოკე, თითქმის ტყავი


გამძვრა და შენ ამბობ, რომ ძაღლს არ ვგავარ? შუაზე გაგგლეჯ!

მელია - გამიშვი, შორიდან შემოგხედო.

მგელი - ჰაა, რას იტყვი?

მელია - მარჯვნიდან მარცხნივ რომ შემოგხედოს კაცმა, გავხარ კიდეც


და არც გავხარ.

მგელი - მე შენი არაფერი მესმის.

მელია - მეც სწორედ იმიტომ ვამბობ ასე, რომ გაუგებარი იყოს. მე -


სიცოცხლე კი არ მომბეზრებია?

მგელი - გასაგებად მითხარი, თორემ თათებზე გიკბენ.


27.

მელია - წითელქუდა ვერც კი გიცნობს. როგორც კი დაგინახავას,


მაშინვე იყვირებს - ,,ძაღლი, ძაღლიო"!

მგელი - მე კი მაგ სიტყვებისთვის, ერთი, ორი და ყლაპს ვუზამ. ახლა


კი მოცოცხე აქედან!

მელია - სად წავიდე?

მგელი - ჯანდაბაში. ის გოგონა მარტო მე უნდა შევჭამო.

მელია - მერე და, ვინ გიშლის ხელს?

მგელი - გამეცალე მეთქი. მერე უნდა იტრაბახო, ,,მე რომ არ


ვყოფილიყავიო", მე რომ არ მოგშველებოდიო"... გამეცალე.

მელია - კარგი, კარგი.... რა გაეწყობა, მივდივარ!

/მელია გადის/

მგელი - გიცნობ, რა შვილიც ბრძანდები. ეს მელია დიდი ოინბაზი


ვინმეა. ამ ტუტუცს ჰგონია, რომ წითელქუდას აქ, მინდორზე შევჭამ,
ეგღა მაკლია. მაშინ ხომ ჩიტებმა მთელი ქვეყანა შემიყარეს - მგელი
წითელქუდას ჭამსო. ადამიანები ეგრევე ჩამაქვავებენ. მაშინ ხომ
მელია გახდება მთელი ტყის ბატონ-პატრონი. არა, ეს არ მოხდება.
ეშმაკურად უნდა მოვიქცე. მე იმ გოგოს აქ, ყველას დასანახად არ
შევჭამ. ჯერ შევიტყობ სად ცხოვრობს მისი დიდედა, მივირბენ
იმასთან და ... გოგო ხელიდან ვეღარ გამისხლტება. ყოჩაღ ჩემო
გოგრავ! ეს რა კარგი რამე მოიფიქრე... მგონი ის არის, აქეთ მოდის.
მეშინია, ჩემი თავი არ გავცე.

/შემოდის წითელქუდა/

მგელი - სალამი ძვირფასო წითელქუდა.

წითელქუდა - სალამი, ძაღლო.


28.

მგელი - მმმ, ა, ჰოო, მე ძაღლი ვარ. ჩემი სახელი - მეგობარია.

წითელქუდა - სალამი, მეგობარო. რატომ ხარ ასეთი მოწყენილი?

მგელი - მე მონადირემ დამკარგა და მის კვალს ვეძებ. უმისოდ


ძალიან მოწყენილი ვარ.

წითელქუდა - ახ, საბრალო ძაღლი. დიდი ხანია, რაც პატრონი


დაკარგე?

მგელი - ორი დღე იქნება.

წითელქუდა - საბრალო. მაშ გეშიება. სამწუხაროდ, მე მხოლოდ


ალუბლის ღვეზელი მაქვს. ძაღლები ამას არ ჭამთ, ხო?

მგელი - ხო, არ ვჭამთ!

წითელქუდა - მართლა! რძე მაქვს. აბა, პირი გააღე და პირდაპირ


ბოთლიდან ჩაგასხავ.

მგელი - მადლობა, არა მშია. მე წეღან შენი დიდედა გამიმასპინძლდა.

წითელქუდა - დიდედა?

მგელი - ხოო, დიდედა. აი, იქ რომ ცხოვრობს... იმის მახლობლად


რომ ცხოვრობს...

წითელქუდა - წისქვილის წყალთან და ბებერი არყის ხის


მახლობლად.

მგელი - ხოო, მომაგონდა. ჰოდა, დიდედაშენმა კარგად დამაპურა.

წითელქუდა - ნეტა როგორ არის დიდედა? ავად იყო, საწყალი.

მგელი - ძალიან ცუდადაა, წევს ლოგინში და ბამბის საბანი ახურავს.

წითელქუდა - უნდა გავიქცე მასთან.


29.

მგელი - მოიცა. შენმა დიდედამ დამავალა, გადმოგცე რომ ...

წითელქუდა - რა, რა დაგავალა?

მგელი - რომ... ყვავილები დაუკრიფო და რაც შეიძლება ბევრი.

წითელქუდა - ახლავე თაიგულს შევკრავ.

მგელი - მე კი გავიქცევი და ჩემს კეთილ პატრონს მოვძებნი.


ნახვამდის.

წითელქუდა - იქნებ გშია და არ მეუბნები?

მგელი - არა, არ მინდა.

წითელქუდა - მაშ, როცა მიყურებ ტუჩებს რატომ ილოკავ?

მგელი - ეს .. ისე.... დამჩემდა. ნახვამდის წითელქუდა გოგონა.

წითელქუდა - ნახვამდის მეგობარო.

მგელი - /თავისთვის/ მე შენ გაჩვენებ ,,მეგობარს". ნახვამდის, გოგონი.

/მგელი გადის/

წითელქუდა - ჩიტებო, ჩიტუნებო. ხმას რატომ არ იღებთ?

ჩიტები - გვეშინია!

წითელქუდა - რის გეშინიათ?

I ჩიტი - ჩვენ ის ძაღლი, თვალში არ მოგვივიდა.

წითელქუდა - რატომ?

II ჩიტი - ის როგორღაც უცნაურად აქიცინებდა კუდს. თითქოს


ნაძალადევად ჩადისო.
30.

წითელქუდა - საწყალი, ორი დღე მარტოდმარტო დაეხეტება ტყე-


ღრეში. ალბად გადაეჩვია.

III ჩიტი - ის შენ ბოროტად გიცქეროდა.

წითელქუდა - რა ვუყოთ?! მკაცრი ჯიშისა იქნებოდა.

I ჩიტი - ის ისეთი დიდი და უზარმაზარი იყო.

წითელქუდა - არაფერია. ახლა ხომ აქ აღარ არის? გეყოფათ ჩემი


შეშინება. ისევ სჯობია მომეხმაროთ.

მესამე მოქმედება

დიდედა - გამოიგონეს, ოცდაჩვიდმეტი და ორი ხაზი. დღეს მე


ყველგან ვიყავი. წყალი, მე თვითონ მოვიტანე, სოკო დავკრიფე.
მტვერი გადავწმინდე, ჩაი ავიდუღე, წარმოიდგინეთ, გიტარაზეც კი
დავუკარი. მშვენიერი ამინდია, მზე ჩახჩახებს და ვმღერი ძველ
სიმღერას. კიდევ კარგი, წითელქუდა ვერ მხედავდა. მეტყოდა - აბა,
როგორ შეიძლება, ყელი გტკივა და შენ კი მღერიო. ალბად საცაა მოვა.
დამპირდა, ალუბლის ღვეზელს და რძეს გამოგიგზავნიო. აი, ამაზე კი
ნამდვილად არ ვიტყვი უარს. ეს რა ხმაა? ვიღაც შველას ითხოვს.

მგელი - ვაიმე, მიშველეთ. მიშველეთ.

დიდედა - რა ამბავია, რა მოხდა?

მგელი - მგელი მომდევს.

დიდედა - ნუ გეშინია.

მგელი - სადმე დამმალეთ.

დიდედა - ნუ გეშინია - მეთქი.


31.

მგელი - მაინც დამმალე, თქვენ არ იცნობთ მას. ის როცა გამოჩნდება,


ცხვრები შიშისაგან ძაგძაგებენ.

დიდედა - ვერ მოგართვი. მე ცხვარი როდი ვარ, რომ შიშისაგან


ვიძიგძიგო.

მგელი - თქვენ ძალიან გულადი ხართ. მე ორი დღეა ტყეში


დავწანწალებ. საშინლად დაღლილი ვარ. გეხვეწებით სადმე
დამმალეთ!

დიდედა - ოო, შენ რა მშიშარა ყოფილხარ. შევიდეთ სახლში და


საწოლის ქვეშ დაგმალავ.

მგელი - ფანჯარაც დახურეთ და ფარდებიც ჩამოაფარეთ. გთხოვთ.

დიდედა - მაშ მომატყუე?! მგელი ყოფილხარ!

მგელი - მაშ ვინ გეგონე, ძაღლი? ხა-ხა-ხა...

/სცენაზე შემოდის წითელქუდა და ჩიტები/

წითელქუდა - ჩემო საყვარელო ჩიტუნებო, წადით სახლში.

ჩიტები - დაგელოდებით!

წითელქუდა - არა, არა! წადით სახლებში. თქვენი ბარტყები


გელოდებიან. მადლობა დახმარებისთვის.

/შედის სახლში/

I ჩიტი - მოვუცადოთ, მოვუცადოთ!

II ჩიტი - ყური დაუგდეთ, ყური დაუგდეთ!

წითელქუდა - დედილო, რატომ ხარ ასეთი შავი?

მგელი - იმიტომ, რომ ავად ვარ.


32.

წითელქუდა - დედილო, რატომ გაქვს ასეთი უცნაური ხმა?

მგელი - იმიტომ, რომ ყელი მტკივა.

წითელქუდა - დედილო, რატომ გაქვს ასეთი დიდი ყურები?

მგელი - იმიტომ, რომ კარგად მოგისმინო.

წითელქუდა - დედილო, რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები?

მგელი - იმიტომ, რომ კარგად დაგინახო.

წითელქუდა - დედილო, რატომ გაქვს ასეთი გრძელი მკლავები?

მგელი - იმიტომ, რომ კარგად მოგეხვიო.

წითელქუდა - დედილო, რატომ გაქვს ასეთი დიდი კბილები?

მგელი - იმიტომ, რომ კარგად შეგჭამო!

/ჩიტები გარბიან. შემოდის დედა/

დედა - აუუ, წითელქუდაა! წითელქუდა! არა ჩანს. ვუცადე, ვუცადე


და რომ დააგვიანა, ვეღარ მოვითმინე და გამოვედი. ნეტავ რას უნდა
მოასწავებდეს, ამდენი ხანი რომ არ ჩანს? ვთქვათ, ბებიასთან საუბარი
- ნახევარი საათი. ნახევარი საათიც - მათი ჩხუბი ვიანგარიშოთ. აქ
რაღაც ამბავია. ... არც ჩიტები დაფრინავენ, ისინი ხომ წითელქუდას
მეგობრები არიან? მათ ყველაფერი ეცოდინებათ.

/ჩიტები შემოფრინდებიან/

დედა - რა ამბავია, რა მოხდა? მე რომ დამინახეთ რად დაიჭყივლეთ?


რად შეგეშინდათ?
33.

I ჩიტი - ჩვენ არ შეგვშინებია.

II ჩიტი - ჩვენ ეს სიხარულით მოგვივიდა.

დედა - გეტყობათ რაღაცას მიმალავთ.

III ჩიტი - არა, არა. რა გვაქვს დასამალი.

დედა - თქვენ ხომ არ შეგხვედრიათ ჩემი გოგონა? გემუდარებით,


მითხარით სიმართლე. თქვენც ხომ გყავთ ბარტყები?თქვენს შვილებს
რომ ძაღლი მიეპარება, გავწყდებათ რომ უმწეო ჩიტები ხართ და
ლამის შეაკვდეთ მტერს.

I ჩიტი - არა, არა. ჩვენ არაფერს არ გეტყვით, შეწუხდებით.

დედა - მე ისედაც შეწუხებული ვარ, მითხარით.

II ჩიტი - ის შენც შეგჭამს.

დედა - ვინ - ის?

III ჩიტი - არა, არა! არაფრის დიდებით არ გეტყვით!

დედა - სადა ხარ, ჩემო შვილო? აუუ, წითელქუდაა!

სურათი მესამე

ტყისმცველი – ერთი, ორი, ერთი, ორი.. სდექ! ერთი, ორი!

/შემოდიან მელია და ჩიტები/

მელია - მე თქვენთან საჭირო საქმე მაქვს. მგელი...

I ჩიტი - არ დაუჯეროთ, არ დაუჯეროთ.

II ჩიტი - მოგვისმინეთ, ჩვენ თქვენთან წითელქუდას გამო მოვედით.


34.

ტყისმცველი - რა ამბავია, რა მოხდა?

III ჩიტი - მგელმა წითელქუდა გადაყლაპა.

მელია - ჰოდა, მეც სწორედ ამის სათქმელად მოვედი.

I ჩიტი - არ დაუჯეროთ, ესეც მისი ამხანაგია.

II ჩიტი - წითელქუდა, ჯერ კიდევ ცოცხალია.

III ჩიტი - დაეხმარეთ ჩქარა.

/შემოდის დედა/

დედა - ტყისმცვლი! სადაა ჩემი ქალიშვილი? ნუ დამიმალავთ.


ჩიტებმა არაფერი მითხრეს. თქვენ ხომ ყველაფერს მეტყვით? მეც თან
წამიყვანეთ, მოგეშველებით.

ტყისმცველი - ყველა ღონეს ვიხმართ, რომ გამოვიხსნათ თქვენი


გოგონა. აბა, ჩიტუნებო, გზა გვიჩვენეთ. წინ!

სურათი მეოთხე

მგელი - /შემოდის ცეკვა-ცეკვით. დაინახავს ტყისმცველს./ ტყისმცველი?

ტყისმცველი - აა, მიცანი? ახლავე ალყა შემოარტყით. მიწაზე დაწექი.


მოიტანეთ მაკრატელი! გაუჭერით მიცელი.

მგელი - ვაი, ვაი...

/შემოეხვევიან ჩიტები. ჩიტების უკნიდან გადმოხტებიან ბებია და წითელქუდა/

წითელქუდა - მე თქვენი ძალიან მადლობელი ვარ!

დიდედა - მეეც. უღრმეს მადლობას გიხდით!


35.

წითელქუდა - მართლა, დიდედა, დამავიწყდა...

დიდედა - რა დაგავიწყდა?

წითელქუდა - არ მოგსალმებივარ! სალამი, დიდედა!

დიდედა - სალამი, ჩემო შვილიშვილო!

ტყისმცველი – აი, ჩვენი წასვლის დროც მოვიდა! ბოდიშს გიხდით,


მაგრამ, საქმეები გვაქვს. და დაიხსომე გოგონი - გადაცმული მგელი,
მაინც მგელია.

წითელქუდა - მადლობთ. ამის შემდეგ მეცოდინება.

/შემოდიან დათვი, კურდღლები და მელია/

მელია - ნელა დათუნი, არ დამახრჩო.

დათვი - ეს იმის სამაგიეროა, ფუტკრებმა რომ კინაღამ შემჭამეს.

I კურდღელი - მგელს და მელიას რა ვუყოთ?

დათვი - ხევში გადავჩეხოთ.

წითელქუდა - კარგი რაა, დათუჩა. ცოდონი არიან. გავუშვათ, ოღონდ


იმ პირობით, თუ ავაზაკობას მოიშლიან.

მელია - გპირდებით! არათუ ავაზაკობას მოვიშლი, საერთოდ


დავიკარგები ამ ტყიდან.

მგელი - მეც აღარ დამედგომება აქ.

ტყისმცველი - მაშინ - მშვიდობით. და თქვენი ფეხი აღარ ვნახო ჩვენს


ტყეში.

/მგელი და მელია გარბიან/

წითელქუდა - ახლა კი, შინისაკენ. უკვე გვიანია. მომშივდა კიდეც.


36.

დათვი - დაიცა, მეც თქვენთან მოვდივარ.

კურდღლები - ჩვენც თქვენთან ერთად მოვდივართ.

ტყისმცველი - ჩვენ ერთი გზა გვაქვს, მეგობრებო.

/გადიან/

ფარდა!

You might also like