You are on page 1of 49

როგორ განვავითაროთ მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნება

(სატრენინგო მასალა)

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

2021

www.tpdc.ge

1
შემოქმედებითი აზროვნება

საკითხავი მასალის ამ თავში ჩვენ შევეცდებით გავცეთ პასუხები შემდეგ ძირითად


კითხვებს:
 რა არის შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება?
 რა კავშირია მათ შორის?
 როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემა შემოქმედებითად?
 შემოქმედებითობის განვითარების გენერაციულობის თეორია;
 შემოქმედებითი უნარების განვითარების ძირითადი შემეცნებითი
ინსტრუმენტები;
 რჩევები მასწავლებელს.
შემოქმედებითი აზროვნება არის მოვლენათა ახლებურად ხედვის და
პრობლემათა გადაჭრის ორიგინალური, მანამადე არარსებული გზის პოვნის უნარი.
შემოქმედებითი აზროვნების განმასხვავებელ ნიშნად ითვლება იდეათა ახლებური
კავშირებისა და შეხამებების პოვნა. კრეატიულობა შაბლონური აზროვნების
საპირისპირო ფორმაა. მისთვის მიუღებელია ბანალური იდეები და მოვლენებზე
არსებული საყოველთაოდ მიღებული შეხედულებები.
შემოქმედებითი აზროვნება ხშირად აღწერილია, როგორც განვრცობადი
პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი აზროვნებას იწყებს ერთ კონკრეტულ
წერტილში ერთი კონკრეტული საკითხით, მაგრამ კვლევისა და ძიების
განვრცობა ხდება სხვადასხვა მიმართულებით, რაც წარმოშობს ახალი და
მრავალფეროვანი შესაძლებლობების ფართო არჩევანს.
მაშასადამე, შემოქმედებითი აზროვნება არის რთული სააზროვნო უნარ-ჩვევა,
რომელიც პრობლემის გადაჭრისას არასტანდარტული პასუხების მიგნების
შესაძლებლობას იძლევა. ეს არის რაიმეს ახალი გზით კეთება ან დანახვა, რომელიც
ხასიათდება იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით (მოქნილობა, საკითხის

2
სხვადასხვა კუთხით დანახვა), სიახლით (ორიგინალობით) და გარდაქმნის უნარით
(ძველი იდეების საფუძველზე ახლის შექმნა).
კრიტიკული აზროვნება კი არის მრავალმხრივი მიზნებით განპირობებული
აზროვნებაა, რომლის დახმარებითაც ხდება არსებული ფაქტების, მსჯელობათა და
წარმოდგენების ხელახალი გააზრება, დასაბუთებული და ყოველმხრივ აწონ-
დაწონილი დასკვნის გამოტანის მიზნით. მაშასადამე, კრიტიკული აზროვნების
დროს არსებითია არგუმენტების და კონტრარგუმენტების მოძიება, მთლიანი
სიტუაციის გაანალიზება და, შესაბამისად, არსებული მტკიცებულებების
საფუძველზე დასკვნის გაკეთება.
კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას ზოგიერთი განიხილავს როგორც
ურთიერთსაპირისპირო და ერთმანეთთან შეუთავსებელ ცნებებს. ასეთი მიდგომის
მიხედვით, შემოქმედებითად მოაზროვნე არის უცნაური, ველური, “კედლების
მიღმა მცოცავი” და არაპრაქტიკული ადამიანი. Kკრიტიკულად მოაზროვნე
ადამიანი კი აღიქმება როგორც სერიოზული, ღრმა, ანალიტიკური და უემოციო
პიროვნება. ასეთი მიდგომით კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება
ურთიერთშეუთავსებელია ერთმანეთთან.
მართალია, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება არის ერთმანეთისგან
განსხვავებული, თუმცა ურთერთთავსებადი და თანაბრად მნიშვნელოვანი
ფორმები. შესაბამისად, პრობლემების წარმატებით გადაჭრა შესაძლებელია
აზროვნების ამ ორი ფორმის ჰარმონიული კომბინაციით.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როგორც კრიტიკული,
ასევე შემოქმედებითი აზროვნება მნიშვნელოვანია პრობლემური სიტუაციების
გადაჭრისათვის.
შემოქმედებითი აზროვნების დროს დასაშვებია ერთზე მეტი პასუხის არსებობა, იგი
მოითხოვს წარმოსახვით და შემეცნებით აზროვნებას, ვარაუდის ფორმულირებას.
იგი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც გადატანითი, ასოციაციური და სუბიექტური.

3
შემოქმედებითი აზროვნება გულისხმობს სხვადასხვა შესაძლებლობებზე,
პარადოქსებზე, გამოწვევებზე, საფრთხეებზე, პრობლემებზე მუშაობას და ახალი
კავშირების ძიებას, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება:
 ბევრი ახალი შესაძლებლობა;
 განსხვავებული და მრავალფეროვანი შესაძლებლობები (სხვადასხვა
ხედვებისა და მიდგომების შედეგად);
 ორიგინალური და არასტანდარტული შესაძლებლობები;
 დეტალები, რომელიც განავრცობს და ამდიდრებს ზემოთაღნიშნულ
შესაძლებლობებს.
შემოქმედებითად აზროვნების პროცესის აღსაწერად ხშირად იყენებენ ტერმინს _
გენერირება, რომლის დროსაც ხდება განსხვავებული, ორიგინალური და
არასტანდარტული შესაძლებლობების ძიება ან არსებული შესაძლებლობების
კორექტირება და სრულყოფა.
კრიტიკული აზროვნება კი მოითხოვს შესაბამისი ან საუკეთესო პასუხის მოძებნას.
მოითხოვს ახსნას, ლოგიკურ დასაბუთებას, შედარება-შეპირისპირებას,
კანონზომიერების დანახვას ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით,
პარალელების გავლებას, კავშირების მოძებნას. იგი შეიძლება დავახასიათოთ
როგორც სწორხაზოვანი, პირდაპირი და ობიექტური.
კრიტიკული აზროვნება გულისხმობს შემოქმედებითი აზროვნების შედეგად
გენერირებული შესაძლებლობების ფრთხილად, ობიექტურად და
კონსტრუქციულად დამუშავებას/გადასინჯვას, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელია:
 სხვადასხვა შესაძლებლობის ორგანიზება და ანალიზი;
 პერსპექტიული შესაძლებლობების დამუშავება და დახვეწა;
 სხვადასხვა ალტერნატივის კატეგორიზაცია პრიორიტეტულობის მიხედვით;
 კონკრეტული ვარიანტების შერჩევა.

4
კრიტიკულ აზროვნებას ხშირად გამაერთიანებელ აზროვნებასაც უწოდებენ, რაც
გულისხმობს მრავალი განსხვავებული იდეის მიღებას და მათ დალაგებას ერთი
მიზნის ან შედეგის გარშემო. შესაძლებლობების გენერირებიდან კრიტიკული
აზროვნების ფაზაში გადანაცვლების გამოსახატავად იყენებენ ტერმინს _
ფოკუსირება.
პრობლემების ეფექტურად გადაჭრისათვის მნიშვნელოვანია როგორც
შესაძლებლობების გენერირება, აგრეთვე აზროვნების ფოკუსირება. Mმხოლოდ ერთ-
ერთზე დაყრდნობა ეფექტური ვერ იქნება _ პრობლემის გადასაჭრელად
მრავალფეროვანი იდეების გენერირება არ არის საკმარისი. მეორე მხრივ, მხოლოდ
აზროვნების ფოკუსირება არ იძლევა მრავალრიცხოვანი შესაძლებლობებიდან
საუკეთესოს შერჩევის საშუალებას.
პრობლემების ეფექტურად გადასაჭრელად ადამიანმა უნდა შეძლოს როგორც
შემოქმედებითად, აგრეთვე კრიტიკულად აზროვნება.
შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ანუ გენერირებისა და ფოკუსირების
კომბინაციას უწოდებენ პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრის „გულისცემას“.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში გთავაზობთ პრობლემების შემოქმედებითად
გადაჭრისას იდეების გენერირების და იდეებზე ფოკუსირების ზოგიერთ არსებით
სტრატეგიას, რომელთაც ქვემოთ უფრო დაწვრილებით შევეხებით.

იდეების გენერირების ინსტრუმენტები იდეებზე ფოკუსირების


ინსტრუმენტები
“გონებრივი იერიში” და მისი შერჩევა და კატეგორიზაცია
ვარიაციები ხელს უწყობს ბევრი გულისხმობს არსებული
ორიგინალური, ნოვატორული და იდეებიდან ყველაზე საინტერესო
სასარგებლო იდეების გენერირებას. და პერსპექტიული ვარიანტების
შერჩევას და მათ კატეგორიზაციას
და ორგანიზებას მნიშვნელოვანი

5
მახასიათებლების მიხედვით.
შემთხვევითი მცდელობა გულისხმობს დახვეწა და განვითარება ნიშნავს
ახალი შესაძლებლობების გენერირების თითოეული ვარიანტის ძლიერი და
მიზნით ისეთი საგნების, სიტყვების, სუსტი მხარეების, რისკებისა და
მახასიათებლების გამოყენებას, რაც, მათი მინიმუმზე დაყვანის გზების,
ერთი შეხედვით, არაფერ შუაშია ისევე როგორც მისი უნიკალური
განხილულ საკითხთან. მახასიათებლების განხილვას.
ძირითადი მახასიათებლების წყვილების შედარებითი ანალიზი
განსაზღვრა გულისხმობს გულისხმობს სხვადასხვა ვარიანტიდან
განსახილველი საკითხის მთავარი პრიორიტეტების შერჩევას ყველა
ელემენტებისა თუ მახასიათებლების შესაძლო კომბინაციის სისტემური
იდენტიფიცირებას ახალი იდეების/ ანალიზის საშუალებით.
შესაძლებლობების გენერირების
მიზნით.
სამოქმედო სიტყვების გამოყენება დროში განაწილება გულისხმობს
გულისხმობს კონკრეტულ საკითხთან შერჩეული ვარიანტების
დაკავშირებული ყველა სამოქმედო კატეგორიზაციას და მოკლევადიან,
სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას შუალედურ და გრძელვადიან ჭრილში
იდეების სხვადასხვა ვარიანტების ანალიზს.
გენერირების მიზნით.
“მორფოლოგიური მატრიცა” “შეფასების მატრიცა” გულისხმობს
არის ანალიტიკური ინსტრუმენტი, კონკრეტული და სპეციფიკური
რომელიც გულისხმობს საკითხის კრიტერიუმების საშუალებით
ძირითადი პარამეტრების სხვადასხვა შესაძლებლობის
იდენტიფიცირებას, თითოეულ გაანალიზებასა და მათ შორის
პარამეტრთან დაკავშირებით იდეების საუკეთესო ვარიანტების შერჩევას.
გენერირირებას და შემდეგ მათი

6
შესაძლო კომბინაციების ძიებას.

შემოქმედებითი უნარები - თანდაყოლილი ნიჭი თუ დასწავლადი?


ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ შემოქმედებითი უნარები ეს თანდაყოლილია და
მისი დასწავლა შეუძლებელია, მაგრამ მეცნიერთა დიდი ნაწილი (მაგ.
შემოქმედებითობის განვითარების გენერაციულობის თეორია) ამ შეხედულებას არ
იზიარებს და მას მითს უწოდებს. შემოქმედებითობის შესახებ არსებობს შემდეგი
მითები:
მითი 1: მე არ ვარ შემოქმედებითი ადამიანი. ადამიანების უმრავლესობა
მნიშვნელოვნად აკნინებს საკუთარ უნარს და მიაჩნია, რომ შემოქმედებითობა არის
მხოლოდ იშვიათი, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების
ხვედრი. მეცნიერთა დიდი ნაწილი არ იზიარებს მსგავს მიდგომას და სჯერა, რომ
შემოქმედებითობა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია – ნებისმიერი
ადამიანს აქვს უნარი, შეიმუშაოს ახალი და სასარგებლო იდეები, მრავალმხრივად
გააანალიზოს პრობლემა და მოძებნოს
მისი გადაჭრის ორიგინალური და ეფექტური გზები, ან სხვის აზრებზე
დაფუძნებით შეძლოს ახალი იდეების გენერირება და მათი განხორციელება.

მითი 2. შემოქმედებითობის სწავლა შეუძლებელია. არსებობს მოსაზრება, რომ


შემოქმედებითობა არის ზებუნებრივი და ღვთით ბოძებული ნიჭი და მისი სწავლა
აბსოლუტურად შეუძლებელია. საწინააღმდეგო მოსაზრებით შემოქმედებითობა
არის ბუნებრივი და ხელმისაწვდომი ფენომენი, რომლის დაუფლებაც სავსებით
შესაძლებელია. მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენებით
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოქმედებითობის უნარების განვითარება.

მითი 3. შემოქმედებითობის ნიჭით მხოლოდ ხელოვანი ადამიანები

7
არიან დაჯილდოებულნი. ეს აზრიც საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული
საზოგადოებაში. ბევრი ფიქრობს, რომ შემოქმედებითობის უნარი მხოლოდ
პოეტების, მხატვრების, მსახიობების, მწერლებისა და ხელოვნების სხვა სფეროების
წარმომადგენლების ხვედრია. რა თქმა უნდა, ხელოვნება შემოქმედებითობის გარეშე
წარმოუდგენილია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი ადგილი მხოლოდ
ხელოვნებაშია. შემოქმედებითობის უნარი გააჩნია ნებისმიერი სფეროს
წარმომადგენელს, რომელსაც შეუძლია ახალი და საინტერესო იდეების გენერირება,
მნიშვნელოვანი ცვლილებების
განხორციელება და რთული პრობლემების მოგვარება.

მითი 4. შემოქმედებითობა უახლოვდება სიგიჟეს. ზოგიერთ შემთხვევაში


შემოქმედებითობა ველურ და ექსცენტრიულ ქმედებასთან ასოცირდება. დღემდე
მიაჩნიათ, რომ შეშლილობა და შემოქმედებითობა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა.
აღნიშნული მოსაზრებაც აბსოლუტურად მცდარია და მიგვაჩნია, რომ
შემოქმედებითი ადამიანი არა შეშლილი, არამედ მოაზროვნე და ჯანსაღი
პიროვნებაა. უნდა გვახსოვდეს, რომ შემოქმედებითობა არის ძალიან კომპლექსური
ფენომენი, რომელიც სხვადასხვა ადამიანების მიერ განსხვავებულად აღიქმება.
შემოქმედებითობა ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, გასაგები და მართვადი
პროცესი, რაც გაცილებით ეფექტურს ხდის ნებისმიერი ადამიანის აზროვნებას.

შემოქმედებითობის დაუფლების გენერაციულობის თეორია

გენერაციულობის თეორიის თანახმად კრეატიულობის სწავლება ნიშნავს, ადამიანს


მისცე ინსტრუმენტები, რომლებიც მას რეალურ სამყაროში სჭირდება
შემოქმედებითი პროცესის გასაძლიერებლად და სამართავად.
ახალი იდეები განვითარებას მაშინ იწყებს, როცა ძველი იდეები ერთმანეთთან
კონფლიქტში მოდის, და პროცესი, რომელიც ამ იდეების შეჯიბრს იწვევს,

8
მართულია. სამუშაო ადგილზე ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თვითონ აღვძრავთ და
ვმართავთ შემოქმედებით პროცესს: ჩვენ თვითონ ვქოქავთ შემოქმედებით მანქანას
და ჩვენვე მიგვყავს იგი განსაზღვრული გეზით. თუ გვსურს ჩვენმა მოსწავლეებმა
უკეთესად შეძლონ ამოცანების დასახვა, ამის მისაღწევად არსებობს სპეციფიკური
მიდგომები და სტრატეგიები. ზოგიერთ მათგანს საკითხავ მასალაში და ტრენინგის
განმავლობაში შევეხებით.
გენერაციულობის თეორიაში გამოიყოფა რამდენიმე ძირითადი თეზისი:
• ყველა ადამიანს აქვს შემოქმედებითი უნარი;
• `შემოქმედებით~ ადამიანებს განსაკუთრებული უნარ-ჩვევები აქვთ;
• ყველას შეუძლია ამ უნარ-ჩვევების შესწავლა და ათვისება;
გენერაციულობის თეორია გვთავაზობს ოთხ სტრატეგიას კრეატიულობის
გასაძლიერებლად და ამ პროცესის სამართავად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიტყვა
`სტრატეგია~ აღნიშნავს ისეთი უნარების ნაკრებს, რომლებიც ერთი და იმავე
მიზნის მიღწევას ემსახურება.
ეს სტრატეგიებია:
 დაჭერა
 გამოწვევა
 გაფართოება
 გარემოცვა

დამჭერი უნარი _ უნარი, რომელიც საშუალებას იძლევა, ადამიანებმა `დაამაგრონ~


და შეინახონ ახალი იდეები, რომლებიც გამუდმებით ჩნდება მათ თავებში. ყველა იმ
ადამიანს, რომლებსაც `შემოქმედს~ უწოდებენ, ანუ მხატვრებს, გამომგონებლებს,
მწერლებს, კომპოზიტორებს, სახელგანთქმულ ხელმძღვანელებს და ასე შემდეგ,
ბრწყინვალე დამჭერი უნარი აქვს. `დაჭერა~ არის სტრატეგია, რომელიც თავის თავში
მოიცავს ასობით შესაძლებელ უნარ-ჩვევას, პრაქტიკასა და პროცედურას.
მასწავლებლის მოვალეობაა დაეხმაროს მოსწავლეებს დამჭერი უნარების

9
განვითარებაში. მაგალითად, მივაჩვიოთ ისინი ახალი იდეების დაუყოვნებლივ
წერილობით დაფიქსირებას. შესაძლებელია ეს იყოს იდეების რვეული, საქაღალდე,
ყუთი და ა.შ. ხშირად ადამიანებს არ უყვართ იდეების გაზიარება, ამიტომაც
`დაჭერის~ წასახალისებლად ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და მძლავრი
საშუალება იქნებოდა შეთავაზების ანონიმური სისტემები, რომლებიც ადამიანებს
საშუალებას მისცემდა, იდეები ანონიმურად წამოეყენებინათ, ხოლო
მოგვიანებით ხმამაღლა განეცხადებინათ მათ შესახებ.
მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტის მქონე ადამიანები უფრო მეტ სიბეჯითეს იჩენენ დამჭერი
უნარების სწავლისას, ისინი უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ იმის გააზრებას, თუ რას მიიჩნევს
კულტურა ღირებულად მოცემულ მომენტში. ალბათ, სწორედ ამიტომ მათ სხვებზე უკეთ შეუძლიათ
თავიანთი იდეების ბაზარზე გატანა. მათ არავითარი განსაკუთრებული პრივილეგია არ აქვთ შემოქმედებით
პროცესში. ყველას თანაბარი შემოქმედებითი პოტენციალი აქვს.
ყველა ადამიანს, რომელსაც საზოგადოება `შემოქმედებით~ პიროვნებას უწოდებს,
იდეების შენარჩუნების მძლავრი უნარი აქვს. მათ იციან, სად და როდის მოსდით
მათ კარგი იდეები და მუდამ მზად არიან მათ შესანარჩუნებლად. ისინი დახმარების
მიზნით იყენებენ საწერ საშუალებებს _ ბლოკნოტებს, ქაღალდის ხელსახოცებს,
ხმის ჩამწერ საშუალებებსა და კომპიუტერებს. მათ ძალიან კარგად აქვთ
გათავისებული ის ფაქტი, რომ ახალი იდეები თავისი ბუნებით მყიფე და წამიერია:
ადამიანებმა ისინი მათი გაჩენისთანავე უნდა დაიჭიროთ, სხვა შემთხვევაში ისინი,
სიზმრების მაგვარად, ალბათ, სამუდამოდ გაქრებიან.
შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი მნიშვნელოვანი განსხვავება `შემოქმედებით~
ადამიანებსა და დანარჩენ ადამიანებს შორის ის გარემოებაა, რომ ბუნებით
შემოქმედებით ნატურებს იდეათა შენარჩუნების უკეთესი უნარი აქვთ. ეს შეიძლება
ძალიან ხმამაღლად ჟღერდეს, მაგრამ გენერაციული ფაქტორების
შესწავლის შედეგები სწორედ ამაზე მეტყველებს.
გამოწვევა - ახალი იდეები ძველებს შორის კონკურენციის შედეგად ჩნდება. რაც მეტი ქცევა ეჯიბრება

ერთმანეთს, მით მეტი ახალი იდეა იბადება. ასე რომ, მექანიზმები, რომლებიც ერთსა და იმავე დროს

10
მიმდინარე მრავალ ქცევას იწვევს, განსაკუთრებით ღირებულია კრეატიული პროცესისთვის ხელის
შესაწყობად.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რომელიც ქარბორბალასავით ახეთქებს ქცევებს,
მარცხია. მარცხი გვაიძულებს, უკუვაგდოთ უნაყოფო მცდელობები, გავაცოცხლოთ ისეთი წარსული
ქცევები, რომლებიც ჩვენმა გამოცდილებამ `შედეგიან, ნაყოფიერ~ ქცევებად შემოინახა.
ამიტომ არის, რომ, როცა ვმარცხდებით, ვცდით ყველაფერს, ყველა ქცევას, რომლებიც ოდესმე
დაგვხმარებია განსაცდელისგან თავის დაღწევაში. როგორც პუანკარე ამბობდა, ქცევები
უწესრიგოდ ქუჩდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარცხდებით.
მაგრამ, დავუშვათ, ამჯერად არც ერთმა უწინ ნაცადმა წარმატებულმა ქცევამ არ
გვიშველა. მერე რა ხდება? ამ დროს ჩვენს თავში მორბენალი იდეები ქაოსურ
მოძრაობას წყვეტენ და სხვა, აქამდე უცდელ კომბინაციებად ჯგუფდებიან. ანუ ჩვენ
შემოქმედებითად ვიწყებთ აზროვნებას. მაშასადამე, მარცხი დიდ მნიშვნელობას და
ღირებულებას იძენს შემოქმედებით პროცესში.
გაფართოება - ქცევათა გაფართოება გულისხმობს ქცევათა ახალი და
მრავალფეროვანი სპექტრის მიზანმიმართულ ჩამოყალიბებას, რომელიც
კრეატიულობის გაუმჯობესების მძლავრი საშუალება და, სავარაუდოდ, ყველაზე
კარგი გზაა კრეატიულობის კონკრეტული მიზნებისაკენ მისამართად.
ურთიერთმოქიშპე ქცევითი მოდელები საიდანღაც ჩნდებიან. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება ძველი ქცევები, ვიდრე ახლები გაჩნდება. აქ წვრთნასა და
განათლებას შორის რადიკალურ განსხვავებას ვაწყდებით. შესაბამისი განათლების
უზრუნველყოფით შეგვიძლია, ორი უმნიშვნელოვანესი ხერხით ვიქონიოთ გავლენა
შემოქმედებით პროცესზე:
პირველი, ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ იმ ქცევების რაოდენობა, რომელთაც
შეუძლიათ, ერთი შეხედვით უიმედო სიტუაცია გადაარჩინონ. ჯეიმს ბონდსა და
ჰარი ჰუდინის არანაირი შემოქმედებითი უნარ-ჩვევა არ სჭირდებოდათ უიმედო
სიტუაციიდან თავის დასაღწევად _ გადარჩენის ყველა საშუალება თითქოს ხელებში

11
მალავდნენ. რამდენად მეტ წვრთნასაც მივუძღვნით შესაბამის პრობლემურ კერას,
იმდენად სწრაფად გამოჩნდება ამ პრობლემის გადაჭრის გზა.
მეორე, ჩვენ შეგვიძლია, თავად შევარჩიოთ წვრთნის ტიპი. რაც უფრო
მრავალფეროვანია წვრთნა, მით უფრო საინტერესო და არაორდინალურია
(`ველურია~) პრობლემის გადაჭრის გზები. ქიმიისა და ოპტიკის ძირფესვიანმა
ცოდნამ ედვინ ლენდსს საშუალება მისცა, თითქმის მოულოდნელად შეექმნა
წამიერი ფოტოგრაფირების ტექნიკა. მრავალფეროვანი წვრთნები
განსაკუთრებულად საშური მაშინ ხდება, როცა ძირეული ცვლილებების
აუცილებლობის წინაშე დგახართ. მეორე მხრივ, უნდა ეცადოთ, წვრთნები
მაქსიმალურად შეუსაბამოთ, მიუახლოოთ რეალურად გადასაჭრელ პრობლემებს. ეს
ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ შემოქმედებითი
პროცესის სამართავად განსაზღვრული სპეციფიკური მიზნის მისაღწევად.
გარემოცვა
გენერაციულობის `გადაცემების კოლოფმა~ სწრაფად რომ იმუშაოს, რაც შეიძლება
მეტი ქცევა უნდა შევაჯიბროთ ერთმანეთს. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ხერხზე
უკვე ვილაპარაკეთ და იგი შემდეგნაირად ჟღერს: თუ თქვენ ადამიანებს მარცხამდე
მიიყვანთ (მარცხი კონტროლირებადი და უსაფრთხო უნდა იყოს), ქცევები
ურთიერთკონკურენციაში ჩაებმებიან და შედეგად ახალ ქცევას მივიღებთ. მეორე
ხერხი მრავალგვარი ქცევის გამოსაწვევად გარემოს გადაკეთებაა _ ეგრეთ
წოდებული `მრავალი მაკონტროლებელი სტიმულის~
შექმნა. წარმოიდგინეთ, რომ გაუმართავად მომუშავე შუქნიშანს მიუახლოვდით,
კერძოდ, მასზე ერთდროულად ანთია წითელი და მწვანე შუქი. რა მოხდება ასეთ
დროს? უპირველესად, ალბათ, დაიბნევით _ ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ქცევები
შეჯიბრში იწვევენ ერთმანეთს. გონება და ხელი ხან მუხრუჭისკენ გაგირბით, ხან _
გაზისკენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოცემული სტიმული ერთდროულად
აკონტროლებს სვლასაც და გაჩერებასაც. ეს კი მანქანის ერთდროულად დაძვრასაც

12
ნიშნავს და დამუხრუჭებასაც. Mმრავალი მაკონტროლებელი სტიმული მრავალგვარ
ქცევას იწვევს.
ჩვენი გარემომცველი სტიმულების _ რომელთაც ჩვენი სამუშაო ან სათამაშო გარემო
შეიცავს _ კონტროლითა და შეცვლით შეგვიძლია გავლენა ვიქონიოთ ჩვენს
შემოქმედებით უნარზეც. უფრო მეტიც, გარემომცველი სტიმულების ტიპისა და
რაოდენობის მანიპულირებით შეგვიძლია, შემოქმედებითი პროცესი
სასარგებლო და სასურველი შედეგების მისაღწევად ვმართოთ.
რჩევები მასწავლებელს:
როგორ შეიძლება შექმნას მასწავლებელმა კლასში შემოქმედებითი გარემო?

 მასწავლებელმა უნდა მოიხსნას შემოქმედებითობის გამოვლენის ხელის


შემშლელი შინაგანი წინააღმდეგობები. კლასში მოსწავლეებს ხშირად ეშინიათ,
რომ საკუთარი აზრის გამოთქმის დროს შეცდომას დაუშვებენ და
მასწავლებლისგან შენიშვნას დაიმსახურებენ. Aამიტომ ისინი თავს იკავებენ
აზრის გამოთქმისაგან. დავეხმაროთ მათ, რომ დარწმუნდნენ საკუთარ
შემოქმედებით ძალებში.
 მასწავლებელმა თავი უნდა შეიკავოს ნაადრევი შეფასებებისაგან.
მასწავლებლისაგან გამოთქმული ნაადრევი შეფასება ხშირად ხდება
მოსწავლის შემოქმედებითი აზროვნების შეწყვეტის მიზეზი. ჯობს,
მასწავლებელმა მეტი დრო მისცეს ბავშვებს პრობლემის გარშემო თავისუფალი
დისკუსიისა და აზროვნებისათვის.
 მივცეთ ბავშვებს დრო და საშუალება გონებრივი მოთელვისათვის. სასწავლო
პროცესის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად ითვლება ჯგუფური მუშაობის
მეშვეობით პრობლემის გადაჭრის გზის ძიება. მაგრამ დასაწყისში მუშაობის ეს
ფორმა ბავშვებისათვის უჩვეულოა და დაბნეულობას იწვევს. ბავშვებს უნდა
მივცეთ დრო და საშუალება, რომ შეეჩვიონ მუშაობის ახალ ფორმას; მივცეთ
მათ დასაწყისისათვის ადვილი დავალებები.

13
 მხარი დავუჭიროთ წარმოსახვის სიცხოველეს. აუცილებელია, რომ სწავლების
პროცესში ჩავრთოთ მოსწავლეების წარმოსახვა. ეს განსაკუთრებით
მომგებიანია დაწყებით სკოლაში, როდესაც ბავშვების წარმოსახვა ძლიერია.
 მოვახდინოთ წარმოსახვის “დისციპლინირება” და გავაკონტროლოთ იგი.
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ფანტაზიის თავისუფლების მიუხედავად,
მას შემდეგ, რაც იდეა მომწიფდება, ყველა მოსაზრება კრიტიკულად
გადაფასდება და ფანტაზიის ნაწილი აუცილებლად უკუგდებული იქნება.
 განვუვითაროთ ბავშვებს მოვლენათა და ფაქტების აღქმის სიღრმე და
მრავალმხრივობა. ეს ამოცანა ადვილად შესასრულებელია კონკრეტული
სასწავლო მასალის გამოყენებით, განსაკუთრებით მხატვრული ნაწარმოებების
და მხატვრობის ნიმუშების მეშვეობით.
 დავეხმაროთ მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობის და
დანიშნულების ხედვაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სხვა უნარის
განვითარება ფუჭი იქნება.
როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნება?
განვიხილოთ ის ძირითადი პრინციპები, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს
შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებელი აქტოვობები:
 მოსწავლეს ეძლევა პრობლემის გადაჭრის რამდენიმე შესაძლებლობის
(გზის) განხილვის საშუალება.
 მოსწავლეს ეძლევა პრობლემის გადაჭრის რამდენიმე პასუხის
პოვნის საშუალება.
 შესაძლებელია პასუხში გარკვეული სუბიექტურობის (ინდივიდუალური)
ელემენტის დაშვება.
 აქტივობა ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრის ახალი (ორგინალური)
გზის ძიებაზე.
 აქტივობა ორიენტირებულია ნაპოვნი გადაწყვეტილების გაუმჯობესების
შესაძლებლობაზე.

14
 პასუხი წინასწარ არ არის განსაზღვრული და არ არის მხოლოდ
ერთი სწორი პასუხი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვითი განათლება, სამოქალაქო განვითარების

ინსტიტუტი, თბილისი, 2012;

2. donald J. trefingeri, Dskot g. isaqseni, k. Bbraian stid-darvali, პრობლემის


შემოქმედებითად გადაჭრა, შესავალი, მეოთხე გამოცემა, 2006
3. Roberrt Epstein, Creativity for trainers: ahandbook of group activities for jumpstatting
workplace creativity 1996

შემოქმედებითი უნარების გასავითარებელი სტრატეგიები

1. გონებრივი იერიში
მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ამერიკელმა ალექს ოსბორნმა (1888-
1966) შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ლიტერატურაში „გონებრივი იერიშის“
სახელითაა ცნობილი. შემდგომში ეს სტრატეგია დახვეწა კლარკმა. ოსბორნი
მუშაობდა რეკლამის სფეროში, სადაც მას თვალში მოხვდა, რომ სტანდარტული
სამუშაო შეხვედრები კრეატიული იდეების პოვნისთვის უფრო შემაფერხებელი
აღმოჩნდა, ვიდრე სტიმულის მიმცემი. ოსბორნმა თანამშრომლებთან სამუშაო
შეხვედრების დროს დააფიქსირა, რომ როდესაც რაიმე პრობლემის გადაჭრის გზებს
განიხილავდნენ, ახალი იდეების წარმოშობას სისტემატიურად აფერხებდა
კოლეგების მხრიდან წამოსული ნეგატიური და კრიტიკული კომენტარები. სწორედ
ამიტომ დაიწყო მან გზების ძიება, თუ როგორ დაენერგა ისეთი მიდგომა, რომელიც
თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრისას კრეატიული და ინოვაციური
გადაწყვეტილებების პოვნაში დაეხმარებოდა. ასეთად მან ”გონებრივი იერიში”
მიიჩნია.

15
”გონებრივი იერიშის” ეტაპები
გონებრივი იერიში ძირითადი პრინციპი შემდეგია:
მოსამზადებელ ეტაპზე „გონებრივი იერიშის“ ინიციატორს ხელთ უნდა ჰქონდეს
მეთოდისთვის საჭირო ყველა რესურსი - დაფა, ფლიფჩარტი, მარკერი, ცარცი და ა.შ.;
უნდა განისაზღვროს, ვინ იქნება მოდერატორი/ფასილიტატორი, ანუ ვინ წაიყვანს
პროცესს. ინიციატორიც და მოდერატორიც უმეტესწილად მასწავლებელია, მაგრამ
შესაძლებელია იყოს ჯგუფის რომელიმე წევრიც.
„გონებრივი იერიშის“ დაწყების წინ საკითხი ან პრობლემა, რომლის გარშემო იდეები
უნდა განვითარდეს, ცხადად უნდა იყოს ფორმულირებული ჯგუფის წევრების
წინაშე. კლარკი განასხვავებს საკითხის დასმის ორ შესაძლებლობას: 1. ზოგადი
კითხვები, რომლებიც ახსნის მრავალ შესაძლებლობებს გვთავაზობს (მაგ. რა
პრობლემები შეიძლება წარმოშვას ტყეების გაჩეხვამ?) და 2. კონკრეტული კითხვები,
რომლებიც მიმართულია უშუალოდ პრობლემის გადაჭრისკენ (მაგ. შენ როგორ
მოიქცევი ეს ეკოლოგიური პრობლემა რომ ავიცილოთ თავიდან?).
პირველ ეტაპზე ყველა მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობით უნდა წამოიჭრას
შეძლებისდაგვარად ბევრი იდეა, ისე, რომ არ მოხდეს იმის განსჯა, რომელი იდეაა
უფრო მომწიფებული და ხარისხობრივად ღირებული, რომლის დანერგვა და
განხორციელება უფრო მომგებიანია პრაქტიკაში. გამონაკლისის გარეშე ჯგუფიდან
წამოსული ყველა იდეა, კრიტიკისა და სელექციის გარეშე ფიქსირდება
დაფაზე/“ფლიფჩარტზე“. იდეების ჩამწერი ანუ პროტოკოლანტი შესაძლებელია იყოს
თავად მოდერატორი ან ჯგუფის სხვა რომელიმე წევრი. შეიძლება უჩვეულოდ
მოგვეჩვენოს, რომ ამ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება იდეების რაოდენობას და არა
ხარისხს, თუმცა პროცესის დასაწყისში არასოდეს არის ცნობილი, რომელი იდეა
პრობლემის გადაჭრის რა პოტენციალს შეიცავს. ხშირია შემთხვევები, როდესაც
ჯგუფის ერთი წევრის მიერ გამოთქმულ იდეას განავრცობენ ჯგუფის სხვა წევრები.
ასე მივდივართ სინერგეტიკულ ეფექტამდე, რომლის დროსაც ჯგუფის ცალკეულ
წევრთა გონებაში ახალი, კრეატიული აზრები მწიფდება. „გონებრივი იერიშის“ დროს

16
წინა პლანზე დგას უკვე ხელთ არსებული იდეებისა და გადაჭრის გზების არა
რეპროდუქცია, არამედ ახალი შესაძლებლობების კონსტრუქციული პოვნა.
ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებმა პირველ ეტაპზე გამოხატონ
არასტანდარტული, უჩვეულო ასოციაციები, რაც შეიძლება იქცეს ჯგუფის სხვა
წევრებში ასოციაციების გამოწვევის სტიმულად.
იმისათვის, რომ „გონებრივი იერიშის“ მეთოდს წარმატებით ემუშავა, პირველი
ეტაპისთვის ოსბორნმა რამდენიმე ძირითადი კანონი შემოიღო, რომლებიც
კრეატიული იდეების შეგროვების გარანტია უნდა ყოფილიყო:
1. არ გააკრიტიკო არცერთი იდეა, რადგან ყველა იდეა ღირებული იდეაა;
2. რაც უფრო მეტი იდეა წამოვა ჯგუფიდან, მით უკეთესი;
3. შევავსოთ და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული იდეები;
4. რაც უფრო უჩვეულო და ორიგინალურია იდეა, მით უკეთესი.
5. ნუ შეგეშინდებათ, იყავით თამამი, ორიგინალური;
6. ჩამოაყალიბეთ იდეა მოკლედ, ლაკონურად და ნათლად.
ამ ეტაპზე მოდერატორის ძირითადი ფუნქციაა:
1. ჯგუფიდან მოითხოვოს რაც შეიძლება მეტი იდეა;
2. დაეხმაროს მოსწავლეებს იდეის ლაკონურად ჩამოყალიბებაში;
3. მიუთითოს ჩანაწერების გამკეთებელს, როგორ გადაიტანოს იდეა მოკლედ
„ფლიფჩარტზე“/დაფაზე;
4. მოსწავლეებს შეაწყვეტინოს იდეის კრიტიკა და კიდევ ერთხელ შეახსენოს მათ,
რომ მეორე ეტაპზე ყველას ექნება საშუალება გააანალიზოს ნებისმიერი იდეა
და შეაფასოს მისი ღირებულება.

მაშასადამე, მეთოდის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სამუშაო


ატმოსფერო, სადაც ყველა საკითხი, იდეა რომელიც წამოიჭრება მონაწილეთაგან,
განიხილება როგორც თანაბარი ღირებულების მქონე. ასეთ ატმოსფეროში იდეების
ნაკადი უფრო სწრაფად და მარტივად გაჩნდება.
„გონებრივი იერიშის“ ამ ეტაპზე მონაწილეების ჩართულობა იზრდება, მათ

17
უვითარდებათ ასოციაციური და კრეატიული აზროვნება.

ბუნებრივია, რომ პირველ ეტაპზე შეგროვილი იდეები შემდგომ ეტაპზე კრიტკიულ


გადახედვას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ოსბორნმა ახალი, შემოქმედებითი,
ინოვაციური იდეების გენერირება გამიჯნა ლოგიკური და კრიტიკული ნაწილისაგან.
მეთოდის შემდგომ ეტაპზე ჯგუფი იწყებს თითოეული იდეის განხილვას, იმ
იდეების დაზუსტებას, რომლებიც ბოლომდე არ არის ნათელი და იმ იდეების
უარყოფასა და გაცხრილვას, რომლებიც მონაწილეთა აზრით ვერ იმუშავებს, ვერ
შეუწყობს პრობლემის გადაჭრას ხელს. განხილვის პროცესში ზოგიერთი მონაწილე
აღმოაჩენს, რომ იდეა, რომელიც მათ პირველ ეტაპზე თითქოსდა უსარგებლოდ და
აბსურდულად ჩათვალეს, შეიძლება სასარგებლოდ იქნას გამოყენებული.
გაცხრილვის ეტაპზე ჯგუფი ფოკუსირებულია განხორციელებად, საინტერესო
იდეების მცირე რაოდენობაზე. მას შემდეგ, რაც მოხდება უსარგებლო იდეების
გამოხშირვა, მონაწილეები ახდენენ მსგავსი იდეების დაჯგუფებას.
მეთოდის ამ ეტაპებზე მონაწილეებს უვითარდებათ ისეთი მაღალი სააზროვნო
უნარები, როგორიც არის ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.

„გონებრივი იერიშის“ პროცესის არსებითი გამიჯვნა იდეების შემოქმედებითი


გენერირების და ლოგიკურ-ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების ეტაპებად
წარმოადგენს მეთოდის საფუძველს.

მეთოდის პრაქტიკული დასაბუთება


მეთოდის განხორციელების ეფექტიანობა დიდად არის დამოკიდებული ჯგუფის
სიდიდეზე, სასწავლო ატმოსფეროსა და ხელმძღვანელის პროფესიონალიზმზე.
მეთოდის ეფექტიანად განხორციელებისთვის ჯგუფში მონაწილეთა იდეალური
რაოდენობა 6-დან 20 -მდე უნდა იყოს.
ჯგუფის ხელმძღვანელი/მოდერატორი უნდა იყოს ნეიტრალური, არ უნდა
გამოხატავდეს არცერთი იდეისადმი მის დამოკიდებულებას. მოდერატორმა თავი

18
უნდა შეიკავოს საკუთარი იდეის გამოთქმისგან, რადგან ამან შეიძლება შექმნას
მოსწავლეთა მანიპულორების საფრთხე - ისინი შეუერთდებიან ამ იდეას და მათი
კრეატიულობა, ინოვაციები და ინდივიდუალური გადაწყვეტილებები დაიბლოკება.
ეს საფრთხე განსაკუთრებით მაშინ არის მოსალოდნელი, როცა
ხელმძღვანელის/მოდერატორის როლში მასწავლებელია.
ნიმერგუტი (1975) განსაზღვრავს ხელმძღვანელობისთვის აუცილებელ ოთხ ამოცანას:
1. ყურადღება მიაქციე, რომ დაცული იყოს „თამაშის წესები“;
2. პრობლემა/თემა წარადგინე მოკლედ და ლაკონურად;
3. კომუნიკაცია ისე დაამყარე მონაწილეებთან, რომ არ მოახვიო თავს საკუთარი
აზრი;
4. თუ მონაწილენი გადაუხვევენ თემას, უზრუნველყავი კვლავ საკითხზე
დაბრუნება;
5. უზრუნველყავი მონაწილეთა თანაბარი ჩართულობა.

გონებრივი იერიშის ვარიაციები:


1. „გონებრივი იერიში“ – 6,5,3 მეთოდი
მეთოდის ამ ვარიაციაში უფრო მკაცრი წესებია, ვიდრე კლასიკური „გონებრივი
იერიშის“ დროს. 6 მონაწილე 5 წუთში ამუშავებს პრობლემის გადაჭრის სამ-სამ
შესაძლებლობას. ამ დროს თითოეულ მონაწილეს ეძლევა ფურცელი ცხრილით (იხ.
თანდართული ცხრილი), რომელიც შედგება სამი სვეტისა და ექვსი რიგისაგან.
თითოეული ავსებს სამივე სვეტის მხოლოდ პირველ რიგს სამი სხვადასხვა იდეით.
შემდეგ ეს ფურცლები ტრიალდება წრეში და ყოველ მომდევნო წევრს შეუძლია
შეავსოს მეგობრის მიერ დაფიქსირებული იდეა. იმ შემთხვევაში, თუ განვრცობას არ
ჩათვლის საჭიროდ ან არაფერი მოსდის თავში, გრაფას ტოვებს ცარიელს. მას შემდეგ,
რაც ყველა გრაფა შეივსება, იწყება მსჯელობა და იმ იდეების გამოყოფა, რომლებიც
ყველაზე უფრო ადექვატურად მიაჩნია ჯგუფს პრობლემის მოსაგვარებლად.

19
ცხრილი
თემა/პრობლემა:

X მონაწილის ერთი იდეა X მონაწილის მეორე იდეა X მონაწილის მესამე იდეა


Y მონაწილის მიერ იდეის Y მონაწილის მიერ იდეის Y მონაწილის მიერ იდეის
განვრცობა განვრცობა განვრცობა
Z მონაწილის მიერ იდეის Z მონაწილის მიერ იდეის Z მონაწილის მიერ იდეის
განვრცობა განვრცობა განვრცობა
და ა.შ.

კლასიკური „გონებრივი იერიშისაგან“ განსხვავებით ამ ვარიანტს მთელი რიგი


უპირატესობები გააჩნია:
 მონაწილეებს არ სჭირდებათ ლოდინი საკუთარი იდეის გამოსათქმელად;
 თითოეული თავად აკეთებს წერილობით საკუთარი აზრების
ფორმულირებას;
 თითოეული მოსწავლე ისე აყალიბებს საკუთარ იდეებს, რომ არ იცნობს
სხვათა აზრებს, რაც გამორიცხავს ერთმანეთის იდეების გავლენის ქვეშ
მოქცევას;
 მაქსიმალურად ხდება ყველა მონაწილის კრეატიულობის ვარჯიში.
მეთოდის სუსტ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მონაწილეები საკმაოდ მკაცრ
კანონებზეა მიჯაჭვულნი, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში კრეატიულობას შეიძლება
შეუშალოს ხელი.
2. ბარათებით მუშაობა
თითოეულ მონაწილეს ურიგდება ცარიელი ბარათები, რომელზედაც ისინი საკუთარ
იდეას აყალიბებენ საკითხის/პრობლემის შესახებ. ამ დროს მონაწილეებმა სამი
მნიშვნელოვანი პირობა უნდა გაითვალისწინონ: 1. ბარათებზე დიდი ასოებით
დაწერონ იდეა, ისე, რომ თვალსაჩინო იყოს ყველასთვის; 2. თითო ბარათზე უნდა

20
მოთავსდეს მაქსიმუმ სამი ხაზი; 3. შემდეგ უნდა მოხდეს ამ ბარათების კედელზე
გაკვრა, თითოეული იდეის წაკითხვა, იდეების სელექცია და დაჯგუფება.
მეთოდის ამ ვარიანტის დადებით მხარე, ისევე როგორც წინა ვარიანტში, არის ის,
რომ მონაწილეები იდეების ჩამოყალიბებისას არ ექცევიან სხვათა გავლენის ქვეშ.
„გონებრივი იერიშის“ დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი მხარეები:
 ხელს უწყობს ინოვაციური იდეებისა და პრობლემის გადაჭრის ადექვატური
გზების პოვნას;
 მონაწილეებს ეხმარება დაინახონ პრობლემა სხვადასხვა პერსპექტივიდან;
 მაღალია მონაწილეთა ჩართულობა;
 ყველა მონაწილეს აქვს ერთი და იგივე სტატუსი და უფლებები;
 ხელს უწყობს მონაწილეებში შემოქმედებითი, ანალიტიკური და კრიტიკული
აზროვნების განვითარებას;
 ის ფაქტი, რომ პირველ ეტაპზე ყველა იდეა ფასეულია, მოსწავლეებს
უვითარებს სხვათა აზრების პატივისცემას;
 მოსწავლეებს უვითარდებათ კომუნიკაციური უნარები - ერთის მხრივ ისინი
ეჩვევიან საკუთარი აზრების გასაგებად და კომპაქტურად ჩამოყალიბებას,
მეორეს მხრივ - სხვათა აზრების „დაჭერას“ და შემდგომ განვრცობასა და
განვითარებას;
 მარტივია მოდერაცია;
 საჭიროა მინიმალური რესურსები და ხარჯები;
 მინიმალურია ჯგუფის წევრებს შორის კონფლიქტის წარმოშობის საშიშროება,
რადგან იდეების გენერირების პროცესში ყველა აზრი მისაღებია;
 შესაძლებელია სხვა მეთოდებთან ერთად მისი კომბინირებული გამოყენება.
უარყოფითი მხარეები:
 მეთოდის ეფექტიანობა მეტად დამოკიდებულია მონაწილეებზე;
 არის თემიდან გადახვევის საშიშროება;

21
 გადამეტებული სელექციის დროს შეიძლება ვარგისიანი იდეა დაიკარგოს;
 პატენტის დაცვის სიძნელე (ვის ეკუთვნოდა პირველად იდეა).
 მეთოდის სრულყოფილად განხორციელებას დიდი დრო სჭირდება,
განსაკუთრებით იდეების სელექციის ეტაპზე.
მეთოდის გამოყენება
„გონებრივი იერიში“ განსაკუთრებით ეფექტიანად შეიძლება დაინერგოს
გაკვეთილის საწყის ეტაპზე, ახალი თემის შეტანისას. ამ დროს მასწავლებელს
სწრაფად შეუძლია გაიგოს, რა ცოდნას ფლობენ მოსწავლეები განსახილველი თემის
ირგვლივ და რა დამოკიდებულება აქვთ საკითხის მიმართ, რაც მასწავლებელს
დაეხმარება გაკვეთილის სწორად აგებაში და უზრუნველყოფს მოსწავლეთა
მაქსიმალურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესის დასაწყისიდანვე. მეთოდის
გამოყენება ასევე ეფექტურია, როდესაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი საკვლევ
თემასთან და პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით არ არსებობს. გონებრვი
იერიშის საშუალებით მრავალი კრეატიული და ინოვაციური იდეისგან კონსესუსის
საფუძველზე გამოიყოფა რამდენიმე ყველაზე ღირებული, რომელიც პრობლემის
მოგვარების საუკეთესო გზას წარმოადგენს.

„ბისოციაცია“ - ორჯერ ასოციაცია

შემოქმედებითი უნარების განვითარების მეთოდების კლასიფიკაციისას გამოყოფენ -


ანალოგიებსა და სურათზე დაფუძნებული ტექნიკებს/მეთოდებს, რომლებიც
გვეხმარებიან ისეთ საგნებს, მოვლენებს, თემებს, პრობლემებს შორის მსგავსებების
პოვნაში, რაც თავიდან დაფარულია, რასაც ერთი შეხედვით არაფერი აქვთ საერთო.
ამ ტიპის ტექნიკებიდან გაგაცნობთ „ბისოციაციის“ მეთოდს, რომელსაც ხშირად
„ორჯერ ასოციაციას“ უწოდებენ.
ცნება „ბისოციაციას“ პირველად ვხვდებით 1970-იან წლებში ფილოსოფოსისა და
მწერლის არტურ კოეზლერის შრომაში The Act of Creation (1964). მოგვიანებით

22
ბისოციაცია ყალიბდება როგორც შემოქმედებითი უნარების განვითარების მეთოდი,
რომლის ძირითადი იდეაა ლოგიკური კავშირების პოვნა ისეთ ცნებებს,
წარმოდგენებს, სურათებს და ა.შ., რომელთა შორის კონცეპტუალური განსხვავებებია.
მეთოდის ძირითად მიზანია:
 უჩვეულო კომბინაციებით ძველ/არსებულ ჩვევებზე უარის თქმა;
 მენტალური რუტინის მსხვრევა;
 ახალი პერსპექტივის საშუალებით უჩვეულო იდეების პოვნა;
 აბსოლუტურად განსხვავებული გადაწყვეტილებების მიგნება.
რა ძირითადი განსხვავებაა ასოციაციასა და ბისოციაციას შორის?
ასოციაციის დროს ცენტრში დგას ამოსავალი კითხვა, პრობლემა, რომლის ირგვლივ
ჩვენ მოგვდის მრავალი იდეა და რომელიც კონტექსტშია ძირითად პრობლემასთან.
ბისოციაციის დროს კი ხდება ორჯერ ასოციაცია: პირველ წრეზე შეგროვდება თემის
შესახებ აზრები და იდეები, რომლებიც ამოსავალ საკითხს ნაკლებად ან, ერთი
შეხედვით, საერთოდ არ უკავშირდებიან. მეორე წრეზე კი ვცდილობთ,
საწყისი/ძირითადი საკითხი უკვე მოპოვებულ ასოციაციებთან დავაკავშიროთ და ამ
მიდგომით გადავჭრათ პრობლემა. ამ „ორმაგი აზროვნებით“ ხდება ორი კონტექსტის
ერთმანეთთან დაკავშირება, მისადაგება, შერწყმა, რომელთაც თითქოს არაფერი აქვს
ერთმანეთთან საერთო.
მაშასადამე, ასოციაცია, როგორც წესი, რჩება აზროვნების იმავე ჩარჩოში და
ახასიათებს გარკვეული სწორხაზოვნება, ხოლო ბისოციაციის დროს იძულებული
ხარ, დაამყარო კავშირები და იპოვნო ანალოგიები ორ სრულიად განსხვავებულ
„გონებრივ განზომილებას“, მოვლენას, ფაქტს, საგანს, პრობლემას შორის.
მეთოდის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ „გონებრივი
განზომილებების“ სწორად შერჩევაზე, რომელთა შორის კავშირები უნდა დამყარდეს.
ბისოციაციის გამოყენება ნაკლებად ეფექტურია, თუ ჩვენ არ ვიცით, დაახლოებით
სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი/გადაწყვეტილება. ამ ტექნიკის გამოყენება მოითხოვს
საკმაოდ დიდ დროს.

23
მეთოდის მიმდინარეობა:
პრობლემის დასმა - ჩამოაყალიბეთ პრობლემა ან კითხვა შეძლებისდაგვარად
ნათლად და გასაგებად და თვალსაჩინოდ დაწერეთ „ფლიფჩარტზე“ ან დაფაზე;
იმისათვის, რომ მეთოდის მიმდინარეობა უფრო გასაგები გახდეს, გთავაზობთ
კონკრეტულ მაგალითს.
მასწავლებელი მოსწავლეებს თავაზობს ქეისს: „თქვენ გაქვთ კაფე, რომელსაც
საკმაოდ წარმატებულად ამუშავებდით მანამ, სანამ თქვენს ქალაქში არ გაიხსნა
კაფეთა ქსელი, რომელიც სერიოზულ კონკურენციას უწევს თქვენ კაფეს“.
მოსწავლეებმა ბისოციაციის ტექნიკის გამოყენებით უნდა წარმოადგინონ კაფის
გადარჩენის იდეა.
სურათების შერჩევა - შემთხვევითობის პრინციპით ამოირჩიეთ სურათები,
კატალოგები, საფოსტო ბარათები, გაზეთებიდან ამონაჭრები.
თუ ტექნიკა ჯგუფში მიმდინარეობს, შესაძლებელია, მის ერთ-ერთ წევრს ვთხოვოთ,
ამოარჩიოს გროვიდან ერთი ფოტო ან სხვა მსგავსი რამ; ანდა ჯგუფი ამოიღებს
რამდენიმე ფოტოს და შემდეგ თანხმდება ერთ ფოტოზე;
ყურადსაღებია, რომ სურათებს პირდაპირი კავშირი არ ჰქონდეთ ამოსავალ,
ძირითად საკითხთან. რაც უფრო დიდია განსხვავება ძირითად საკითხსა და
შეთავაზებულ ნახატებს, გამოსახულებებს შორის, მით უფრო არატიპური,
საინტერესო და ორიგინალური კომბინაციები ყალიბდება. სწორედ ეს წარმოადგენს
ამ მეთოდის ხიბლს.
მაგ. მოსწავლეებმა შეარჩიეს სურათი - ჭრელი საჰაერო ბუშტები მთის პანორამის,
ლაჟვარდოვანი ცისა და მზის სხივების ფონზე.
თავისუფალი ასოციაციები: კარგად დააკვირდით თქვენს მიერ არჩეულ სურათს და
დაფიქრდით - რა ასოციაციები, აზრები და მოგონებები მოგდით თავში? დაწერეთ
თქვენი იდეა ბარათზე. სასურველია, ჯგუფში აირჩეს მოდერატორი, რომელიც
შეაგროვებს ჯგუფის თითოეული წევრის ნააზრევს და გააკრავს/შეაგროვებს
კედელზე.

24
მაგ. მოსწავლეებმა ჩამოწერეს ყველა ის ასოციაცია, რაც სურათზე დაკვირვებამ
გამოიწვია: ფერები, თავისუფლება, სიმაღლე, ზაფხული, თავგადასავალი,
ბედნიერება, ტრადიცია და სხვ.
ანალოგიების შექმნა: შეაგროვეთ თქვენს მიერ შეგროვილი ასოციაციები და ეცადეთ,
დაუკავშიროთ ამოსავალ/ძირითად პრობლემას.
მოინიშნეთ ყველა იდეა და არ შეშინდეთ, თუ აბსურდულად მოგეჩვენოთ იგი. რაც
უფრო არასტანდარტულია გადაწყვეტილება, მით მეტი პოტენციალია მასში
ჩადებული.
მაგ. გთავაზობთ რამდენიმე ანალოგიას, რომლებიც მოსწავლეებს მოუვიდათ თავში.
ფერები - მრავალფეროვნება, ყავის დიდი არჩევანი, ყველა ტიპის მომხმარებლის
გემოვნების გათვალისწინება...
თავისუფლება - ყავის მომზადების ახალი რეცეპტების შექმნა, გადახდის არჩევანის
შესაძლებლობა (ნაღდი ფულით, ბარათით და სხვ.)...
ზაფხული - შესაძლებლობა, გარეთ მოეწყოს მაგიდები, სეზონური შეთავაზებები...
თავგადასავალი - ეგზოტიკური პროდუქტები, თემატური დღეების მოწყობა,
მომხმარებლებისთვის ხშირად სიურპრიზების შეთავაზება...
შეფასება და ტრანსფერი - ბოლოს შეაფასეთ თქვენი მიგნებები და დაფიქრდით,
შესაძლებელია თუ არა მისი რეალიზება და როგორ?
შემდეგ მოსწავლეები აფასებენ, რომელი ღონისძიება იქნება უფრო ეფექტური და
განხორციელებადი. მაგ პროდუქციის დიფერენცირება როგორც სეზონურად, ასევე
ინდივიდუალურად მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით;
ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს ურთიერთობის ხალისს შეძენს და
სხვ.
მეთოდის გამოყენების საშუალებით მოსწავლეებს უვითარდებათ:
მახვილგონიერება: ისეთი საკითხების/საგნების ერთმანეთთან დაკავშირებისას,
რომლებიც ერთმანეთს არ ეკუთვნიან, ვითარდება იუმორი;

25
 შემეცნება/აღმოჩენა: როდესაც ერთმანეთს ვუკავშირებთ ორ ელემენტს,
საკითხს, მოვლენას, რომელთა შორის კავშირზე აქამდე არ გვიფიქრია, ამან
შესაძლებელია მიგვიყვანოს გასაოცარ მიგნებამდე.
 გაგება: განსხვავებული ელემენტების ერთმანეთთან შეხვედრას მივყევართ
ურთიერთკავშირების ღრმა, გააზრებულ გაგებამდე.
მაშასადამე, ბისოციაცია არის მეთოდი, რომელიც გაცნობიერებულად აკავშირებს
ისეთ ცნებებსა და საგნებს ერთმანეთთან, რომლებსაც ჩვეული რუტინული
აზროვნებით არაფერი აქვთ საერთო, ეს კი კრეატიულობის განვითარების საუკეთესო
საშუალებაა.

3. მომავლის სახელოსნო
რამდენიმე წლის წინ შვეიცარიიის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში დავესწარი
გაკვეთილს, რომელსაც მასწავლებელი ჩემთვის უცნობი მეთოდით ატარებდა.
გაკვეთილი იმდენად საინტერესოდ და ცოცხლად მიდიოდა და ისეთი დიდი იყო
მოსწავლეთა ჩართულობა, გადავწყვიტე, გავცნობოდი მეთოდს, რომელსაც მომავლის
სახელოსნოს უწოდებენ.
მეთოდის თეორიული და პრაქტიკული დასაბუთება:
მომავლის სახელოსნოს პრაქტიკაში დანერგვა და განვითარება პირველად სცადა
ამერიკელმა პუბლიცისტმა და მომავლის მკვლევარმა რობერტ იუნგკმა 1960-იან
წლებში. მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებრივი მდგომარეობის
გაუმჯობესება ეკოლოგიურ და სოციალურ სფეროში. ამის მიღწევა კი, უპირველსა
ყოვლისა, მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობით და დემოკრატიის განვითარებით
სურდა, რის საშუალებასაც მეთოდი - მომავლის სახელოსნო იძლეოდა, რადგან აქ
ყველა აქტორი თანაბრად მონაწილეობს პრობლემის გადაწყვეტის პროცესში და
წვლილი შეაქვს შედეგის მიღწევაში. აქ არ არის იერარქია და შეზღუდვები, ვისაც რა
დავალების შესრულება შეუძლია, იმას ასრულებს. მომავლის სახელოსნოში ყველა
თანასწორია, მასწავლებელი იქნება ის თუ მოსწავლე.

26
იუნგკი დაეყრდნო ოსბორნის მიერ შექმნილი მეთოდის - გონებრივი იერიშის
ძირითად პრინციპს. ისევე როგორც გონებრივ იერიშში გამოყოფდა ოსბორნი
იდეების გენერირებისა (შემოქმედებითი აზროვნება) და ფოკუსირების (კრიტიული
აზროვნება) ფაზებს, ასევე იუნგკმა მომავლის სახელოსნო დაყო კრიტიკის,
ფანტაზიისა და ფოკუსირების ფაზებად.
მეთოდით მუშაობის დროს მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული თითოეული
მოსწავლის პოტენციალი - შემოქმედებითად გადაჭრას პრობლემა. მეთოდის
აგებულება საშუალებას იძლევა მათ გამოავლინონ ახალ-ახალი, განსხვავებული
დამოკიდებულებები პრობლემის გადაჭრისადმი. იუნგკის მიხედვით ადამიანის
აზროვნება ხშირად შებოჭილია, თითქოს „პირად და დროის სატუსაღოშია
გამომწყვდეული“, რომელშიც იგი თავისი დროის გაბატონებულ იდეებს როგორც
ერთადერთ სწორს მიიჩნევს. ამ შიშისა და შებოჭილი აზროვნებისაგან
განთავისუფლებას იუნგკი მის მიერ განვითარებული მეთოდის გამოყენებაში
ხედავს, რომლის მიღწევა კრიტიკის, ფანტაზიისა და განხორციელების ფაზის
თანმიმდევრული გამოყენებით მიიღწევა.
მეთოდის მიმდინარეობა:
მომავლის სახელოსნო არის თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი. მოსწავლეები,
რომელთაც სურთ საერთო პრობლემის გადაჭრა, ქმნიან ჯგუფებს, აკონკრეტებენ
პრობლემას და ერთობლივად იწყებენ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას.
მეთოდში გამოყოფენ შემდეგ ძირითად ფაზებს:
მოსამზადებელი ფაზა: ამ ფაზაში მოდერატორი (რომელიც შეიძლება იყოს როგორც
მასწავლებელი, ასევე რომელიმე მოსწავლე) კიდევ ერთხელ განუმარტავს ჯგუფს
შეკრების მიზანს - კერძოდ, რა პრობლემის გადაჭრა დაისახეს, გააცნობს/შეახსენებს
მეთოდის მიმდინარეობას და „თამაშის წესებს“. შემდეგ ჯგუფის წევრები მოკლედ
გამოთქვამენ საკუთარ სურვილებსა და მოლოდინებს. იმ შემთხვევაში, თუ დრო
გვაქვს, კარგი იქნებოდა, დასაწყისში მოსწავლეთათვის რაიმე მოკლე განტვირთვის
სავარჯიშოს შეთავაზება.

27
კრიტიკის ფაზა: ამ ფაზის დასაწყისში მნიშვნელოვანია მოდერატორმა გაამხნევოს
მოსწავლეები, მოუხსნას დაძაბულობა, შიში, რათა მათ თავისუფლად გამოხატონ
საკუთარი აზრი, შეხედულება საკითხთან/პრობლემასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, ჯგუფის ყველა წევრმა გამოხატოს თავისი გულისნადები და
საკუთარი კრიტიკა განსახილველი საკითხის ირგვლივ ზუსტად და კონკრეტრულად
ჩამოაყალიბოს. კრიტიკული საკითხების შეგროვების შემდეგ ხდება მათი
გაერთიანება პრობლემის სფეროებად, რომლებიც ჩამოიწერება „ფლიფჩარტზე“.
მოსწავლეები გამოყოფილი სფეროებიდან ირჩევენ მათთვის ყველაზე უფრო
მნიშვნელოვანსა და და აქტუალურ პრობლემას/პრობლემებს, რომლებიც ფანტაზიის
ფაზაში დამუშავდება.
ფანტაზიის ფაზა: ამ ფაზას აქვს აუცილებელი „თამაშის წესი“ - ყველა სურვილი,
ოცნება, უტოპია დასაშვებია. „ყოველ ადამიანში ჩადებულია ბევრად მეტი, ვიდრე მან
იცის“ - ასე აღწერს იუნგკი ამ ფაზისა და ზოგადად „მომავლის სახელოსნოს“ მიზანს.
ამ ფაზაში პირველი ნაბიჯი უნდა იყოს კრიტიკული პუნქტების პოზიტიურად
გადაფორმულირება. მაგ. წინადადება „ჩვენს კლასში არსებული პრობლემების
შესახებ შეუძლებელია მთელ კლასთან საუბარი. მხოლოდ ორი ადამიანია ვისთანაც
საერთო პრობლემა შეიძლება განიხილო. მიმაჩნია, რომ ასე ვერაფერს შევცვლით“. ამ
წინადადებას შესაძლებელია შემდეგი პოზიტიური ფორმულირება მივცეთ: „მე
ვისურვებდი, კლასში არსებულ გაუგებრობებზე და კონფლიქტებზე ყველას ერთად
გვესაუბრა და საერთო ძალით შეგვძლებოდა გადაწყვეტილების მიღება“.
მეორე ნაბიჯზე გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებმა
პრობლემის მოგვარების მრავალფეროვანი, ფანტაზიით სავსე გზები უნდა დასახონ.
ამ ფაზაში ნაკლებად უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რამდენად განხორციელებადი და
რეალურია მათი იდეები. მოდერატორი შეკრებს ყველა იდეას, როგორც
განხორციელებადს, ასევე უტოპიურს; ჯგუფი მომდევნო ნაბიჯზე ამ იდეებს
დააჯგუფებს და თითოეულ იდეას გადაამუშავებს, უფრო დააკონკრეტებს. იმ
შემთხვევაში, თუ მეთოდის განსახორციელებლად დრო შეზღუდული გვაქვს ან

28
პრობლემის გადაჭრის ბევრი ალტერნატიული იდეაა შემოთავაზებული, იდეების
გადამუშავებამდე ჯგუფი მსჯელობს, შემოთავაზებული იდეებიდან რომელს აქვს
შემდგომი განვითარების შანსი და კონკრეტდება მათზე.
განხორციელების, ანუ რეალიზების ფაზა- ამ ეტაპზე ხდება წინა ფაზაში შეჯერებულ
მონახაზების რეალობასთან შეწყობა, მისადაგება. რა უშლის იდეების
განხორციელებას ხელს? რა უნდა შეიცვალოს ჩვენს ესკიზებში, მისი განხორციელება
რომ გახდეს შესაძლებელი? ისევე როგორც წინა ფაზაში, ამ ფაზაშიც საჭიროა
კრეატიულობა და ფანტაზიის უნარი, რათა უკეთესი მომავლის შეძლებისდაგვარად
წარმატების მომტანი და ამასთანავე ახლებური გზები ვიპოვნოთ. რეალობასთან
თავსებადობის მისაღწევად იდეები უნდა დაკონკრეტდეს, ამისთვის მთელ რიგ
კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. მაგ. რა ღონისძიებებია გასატარებელი ჩვენი იდეა
რეალობად რომ იქცეს? კონკრეტულად სად არის დეფიციტი ამ პრობლემის
გადასაჭრელად? შესაძლებელია და როგორ ამ დეფიციტის შევსება? იქნებ არსებობს ამ
პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული და უფრო რეალური გზა? რამდენი დრო
გვაქვს ცალკეული ნაბიჯების მოსაგვარებლად.? და სხვ.
განხორციელების ფაზას უნდა მოსდევდეს ე.წ. განხორციელების შემდგომი ფაზა,
რომელსაც ასევე პერმანენტულ თუ შორს მიმავალ სახელოსნოს უწოდებენ.
განხორციელების ფაზა არის თეორიული დასასრული მომავლის სახელოსნოსი.
განხორციელების ფაზაზე დამუშავებული გადაწყვეტილებების პრაქტიკაში
გამოყენებით ხდება მეთოდი სრულყოფილი და შედეგი მიღწეული.
მკითხველისთვის უფრო ნათელი რომ გახდეს მეთოდი, მოკლედ გთავაზობთ
შვეიცარიაში მოსმენილი გაკვეთილის მიმდინარეობას:
მეექვსე კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის დასასრულს კლასის დამრიგებელს
ემშვიდობებიან, მეშვიდე კლასიდან მათ ახალი დამრიგებელი ეყოლებათ. ძველი
დამრიგებლის ინიციატივით მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ ყველანი ერთად
დაფიქრებულიყვნენ გასულ სასწავლო წელზე, გაეანალიზებინათ იგი,

29
ჩამოეყალიბებინათ საკლასო გარემოს გაუმჯობესების სურვილები ახალი სასწავლო
წლისთვის და გაეზიარებინათ ახალი დამრიგებლისთვის.
დამრიგებელმა თავის თავზე აიღო მოდერატორის ფუნქცია, მოსწავლეებს კიდევ
ერთხელ შეახსენა შეკრების მიზანი, აუხსნა მეთოდის მიმდინარეობა, შემდეგ მან
გამოიყენა აქტივობა - მოგზაურობა ფანტაზიაში - მოსწავლეები ოცნებაში
უბრუნდებიან გასულ წელს და იხსენებენ ყველაფერს, როგორც სასიამოვნოს, ასევე
ნაკლებსასიამოვნოს და უსიამოვნოს. შემდეგ წარმოისახავენ ახალ სასწავლო წელს
ისეთად, რომელიც მარტო სასიამოვნო მოგონებებად დარჩება მათ მეხსიერებაში.
მოსწავლეებმა განცდილი გადმოსცეს ჩანახატების სახით და წარუდგინეს გვერდზე
მჯდომებს. ეს აქტივობა მასწავლებელმა გამოიყენა მოსწავლეთა რელაქსაციისთვის,
რათა მოხსნოდათ დაძაბულობა და შემდეგ ფაზაზე გაადვილებოდათ პრობლემებზე
მსჯელობა.
კრიტიკის ფაზა მასწავლებელმა დაიწყო ბარათებზე მუშაობის მეთოდით. მან აუხსნა
მოსწავლეებს ბარათებზე მუშაობის წესები - თითო ბარათზე დააფიქსირონ მხოლოდ
ერთი იდეა. მოსწავლეებმა ბარათებზე ინდივიდუალურად დაწერეს, ყველაზე უფრო
რა არ მოსწონდათ გასულ სასწავლო წელს და რის განმეორებას არ ისურვებდნენ
ახალ სასწავლო წელს. მათ საკუთარი ნააზრები გააკრეს კედელზე. მასწავლებელმა
მოსწავლეების დახმარებით მსგავსი ბარათები დააჯგუფა კრიტიკულ პუნქტებად.
შემდეგ მოსწავლეებს დაურიგა სტიკერები და სთხოვა - მიეწეპებინათ იმ კრიტიკულ
პუნქტთან, რომელიც ყველაზე უფრო პრობლემურად და რომლის გამოსწორებაც
გადაუდებლად მიაჩნიათ. მოსწავლეებმა მოახდინეს პრობლემების რანჟირება, ასე
გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები:
 ადრე ადგომა
 კლასში ბიჭებისა და გოგონების დაძაბული დამოკიდებულება;
 მოსწავლეთა სურვილებისა და შეხედულებების უგულვებელყოფა
მასწავლებელთა მხრიდან;
 უკმაყოფილება კვირის გეგმით მუშაობით.

30
შემდეგ კლასი გადავიდა ფანტაზიის ფაზაში და გონებრივი იერიშით დაიწყო
ოთხივე პრობლემის მოგვარების გზების დასახელება. ძალიან ბევრი იდეა
დასახელდა, მათ შორის ბევრი უტოპიური, ზღაპრული სფეროდან და
არაგანხორციელებადი. მაგალითად:
 კარგი იქნება ჯადოსნური საწოლი, რომელიც პირდაპირ მიგვიყვანდა
სკოლაში და სკოლიდან სახლში. ჩვენ გვექნებოდა გზაში გამოძინების
საშუალება;
 გოგონებთან ერთად ხშირად გავატაროთ შაბათ-კვირა;
 სკოლაში უმჯობესია, რომ გადაწყვეტილებები მოსწავლეებმა მიიღონ და არა
მასწავლებლებმა, ჩვენ უფრო ვიცით, რა გვჭირდება და გვაინტერესებს;
 სკოლა მასწავლებლის გარეშე. უმჯობესია, ჩვენ თვითონ გავუწიოთ
ერთმანეთს მასწავლებლობა. და სხვა.

განხორციელების ფაზაში მოსწავლეებმა და მასწავლებელმა დაიწყეს მსჯელობა,


რომელი იდეაა რეალური, განხორციელებადი. თუ არის შესაძლებელი, იდეაში,
რომელიც განუხორციელებლად გვეჩვენება, შევიტანოთ ისეთი კორექტივები,
რომლებიც მას განხორციელებადს გახდის. შემდეგ მათ ცალკე გამოყვეს
განხორციელებადი იდეები, უფრო დააკონკრეტეს და დააზუსტეს ისინი და
ფორმატზე დაიტანეს.
მაგ.
მომავლის სახელოსნოს აქტორებს/მონაწილეებს სურთ:
 ყველა ძირითადი პრობლემა გულწრფელად განიხილონ ახალ
დამრიგებელთან ერთად;
 წინადადებით შევიდნენ დირექციასთან, რომ სკოლა კვირაში ორჯერ 8 სთ. და
30 წთ-ის მაგივრად 9. 00. წთ.-ზე დაიწყოს;

31
 ჩამოაყალიბონ სასკოლო კლუბი, სადაც ხშირად შეიკრიბება მთელი კლასი და
საერთო ინტერესებზე ისაუბრებენ;
 ხშირად მოაწყონ ექსკურსიები;
 მასწავლებლების წინაშე დასვან საკითხი, რომ სასკოლო გადაწყვეტილებების
მიღებისას ისინიც ჩართონ;
 კვირის გეგმა მასწავლებელმა მათთან ერთად შეადგინოს; და სხვ.

სამწუხაროდ, მეთოდის შემდგომ მიმდინარეობას, ანუ რამდენად ეცადნენ


მოსწავლეები თეორიულად დამუშავებული გადაწყვეტილებები ქმედებაში
გადაეტანათ, თვალი ვერ მივადევნე, მაგრამ ერთი აშკარაა, რომ მეთოდის გამოყენება:
 უზრუნველყოფს თანამონაწილეობით და თანასწორუფლებიან სწავლას;
 მოსწავლეებს ეხმარება მოვლენების სწორად შეფასებაში და შემოქმედებითი
უნარების განვითარებაში;
 უზრუნველყოფს მოსწავლეებზე პასუხისმგებლობის დელეგირებას, ისინი
თავს გრძნობენ მასწავლებლების პარტნიორებად და სასკოლო საზოგადოების
სრულუფლებიან წევრებად.

მეთოდის წარმატებით განხორციელებისთვის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს


 მოდერაციის, ჯგუფთან ურთიერთობის, კონფლიქტების პრევენციისა და
მოგვარების, უკუკავშირის მიღებისა და გაცემის გამოცდილება.
 ღია ურთიერთობა მოსწავლეებთან, ეპყრობოდეს მათ პატივისცემით;
 პროცესის შემოქმედებითად წარმართვის უნარი. უნდა ფლობდეს ისეთ
შემოქმედებით ტექნიკებს, რომლებიც აღვიძებს ფანტაზიას.

4. იდეების სახელოსნო

32
მიზანი: იდეების სახელოსნო გაგებულია, როგორც მომავალის სახელოსნოს
მოდიფიკაცია. სამუშაოს ცენტრში დგას პრობლემების გადაჭრის განვითარება
ფანტაზიის გამოყენებით და საკუთარი შედეგების განხორციელება.
ეს სავარჯიშო ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შეძლონ იდეებისა და პრობლემების
გადაჭრის პოტენციალის მოპოვება და განვითარება.

შედეგები:
 გააცნობიერონ ის ფაქტორები, რომლებიც გვეხმარება იდეების დაბადებაში;
 გააცნობიერონ, რომ ახალი იდეების დაბადებას და განვითარებას ხელს
უწყობს აქტიური ძიება;
 შეძლონ დამოუკიდებლად საკუთარი იდეის განვითარება.

როგორ?
ახალგაზრდები აკეთებენ პრობლემის, საკითხის კრიტიკულ აღწერას / ანალიზს.
მაგ. წარმოვიდგინოთ, რომ მოდის შემქმნელები ვართ და ახალი კოლექციისთვის
ვეძებთ ახალ და ორიგინალურ იდეებს. შესაძლო თემა: „ტანსაცმელი, როგორც მეორე
კანი“.
ხანგრძლივობა: 30 – 50 წთ.
იდეების გენერირების ფაზა:
სურვილების, იმედების, უტოპიების საფუძველზე პოზიტიური გადაწყვეტილებების
განვითარება.
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს სამ კითხვას:
ა) როგორ იმოსებიან ჩიტები?
ბ) როგორ იმოსებიან მცენარეები?
გ) როგორ იმოსებიან ადამიანები სხვა კულტურებში?
იდეების გენერირებით ფლიფჩარტზე ჩამოიწერება სავარაუდო პასუხები:
a) ბუმბულით, ბეწვით, ტყავით, ნისკარტით, ბიბილოთი და სხვ.,

33
b) ფოთლებით, ეკლებით, ქერქით, ფესვებით, ყვავილებით, ყლორტებით, ფერად-
ფერადით და სხვ..
c) ქურქით, აბჯრით, პარიკით, ლეღვის ფოთლებით, გრძელი მდიდრული კაბებით,
სმოკინგით, ტყავით და სხვ.
ცალკეული ჯგუფები ამ ცნებების მათეული კომბინირებით შექმნიან ტანსაცმლის
ახალ სტილს.
უნდა განვითარდეს კონკრეტული უტოპიები, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოთავაზებები
უნდა იყოს გამოსადეგი და აზრიანი, მაგრამ მიზანშეწონილობა,
განხორციელებადობა და ფინანსური ხელმისაწვდომობა ამ ეტაპზე არ არის
გათვალისწინებული.
მოსწავლეებს იდეები გადააქვთ ბარათებზე, მასწავლებელი აგროვებს ბარათებს და
აკრავს დაფაზე.
ჯგუფები გაეცნობიან ერთმანეთის ნამუშევრებს. მხოლოდ მას შემდეგ მცირე
ჯგუფები განიხილავენ თვალსაზრისებს ტექნიკური განხორციელებადობის და
მიზანშეწონილობის კუთხით.

რეფლექსიის ფაზა:
გადაწყვეტილებების გაანალიზდება
 მცირე ჯგუფები წარადგენენ კლასის წინაშე მოდის საკუთარ კონცეფციებს.
შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეითავსებს დამკვეთის,
მომხმარებლის როლს. მათი ფუნქციაა წარმოდგენილი კონცეფციები
კრიტიკულად შეაფასოს.

5. მორფოლოგიური ყუთი

ფილოსოფიაში გაბატონებულია აზრი, რომ პრობლემების გადაჭრის გზები თავად


პრობლემებშია დამალული. სწორედ ეს იდეაა ჩადებული მეთოდში -

34
მორფოლოგიური ყუთი, რომელიც შვეიცარელი ასტროფიზიკოსის ფრიც ცვიკის
(Fritz Zwicky – 1898-1974) მიერ არის განვითარებული.
როგორც ვიცით, „მორფოლოგია“ ძველი ბერძნული სიტყვაა, იგი არის მოძღვრება
წესრიგის, ფორმების, სტრუქტურების შესახებ. ამ თვალსაზრისით, მორფოლოგიური
ყუთის გამოყენებით იქმნება ყველა შესაძლო გადაწყვეტილებების ერთიანი
მოწესრიგებული სტრუქტურები.
მორფოლოგიური ყუთით ცვიკმა მეტად მნიშვნელოვანი მიზანი დაისახა:
გადაწყვეტილების მიგნება არა ახალი, რევოლუციური იდეებით, არამედ უკვე
ნაცნობი ელემენტების ახალი კომბინაციებით. მეთოდი მიეკუთვნება სისტემურ-
ანალიტიკურ მეთოდთა რიცხვს, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა საწარმოთა
სფეროსთვის, სადაც ახალი პროდუქტიდეები და პროდუქტვარიანტები უნდა
შექმნილიყო და ტექნიკური პრობლემები გადაჭრილიყო. მეთოდმა განათლების
მეცნიერებაშიც ფართოდ მოიკიდა ფეხი. მისი ძირითადი მიზანია შემსწავლელებმა
ცალკეული ელემენტების სისტემური კომბინაციებით დაამუშავონ მთლიანი
პრობლემების გადაჭრის ფართო სპექტრი და აქედან აირჩიონ ყველაზე უფრო
შესაბამისი (resp. ხელსაყრელი).
მეთოდით მუშაობის ძირითად პრინციპს წარმოადგენს პრობლემის ცალკეულ
კომპონენტებად, ე.წ. ქვეპრობლემებად დანაწევრება და თითოეული
კომპონენტისთვის რაც შეიძლება მეტი ლოგიკურად შესაძლო გადაჭრის გზის
მონახვა. ბოლოს კი ცალკეული გადაწყვეტილებების მრავალნაირი კომბინაციებით
ერთიანი (resp. მთლიანი) პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ალტერნატიული
შესაძლებლობის მიღება.

35
მეთოდის მიმდინარეობა:
 პრობლემის განსაზღვრა
მასწავლებელი ფორმულირებას უკეთებს პრობლემას, რომელიც გაკვეთილზე უნდა
გადაიჭრას და აცნობს მოსწავლეებს/წერს დაფაზე. მის ქვემოთ იგი ხატავს
ცხრილს/მატრიცას რამდენიმე რიგითა და სვეტით.
 პრობლემის დანაწევრება ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პარამეტრებად:
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აანალიზებს პრობლემას და მას ანაწევრებს
ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ქვეპრობლემებად. ეს ცალკეული ასპექტები უნდა

36
ვარირებდეს, რათა შესაძლებლობების საერთო სპექტრი, რომელიც დაფარულია,
ხილული გახდეს. მოძიებულ პარამეტრებს მოსწავლეები დაიტანენ მატრიცის
მარცხენა ვერტიკალურ სვეტში. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ პარამეტრებმა
თავიანთი მნიშვნელობებით არ გადაფარონ ერთმანეთი.
 ცალკეული ქვეპრობლემების გადაჭრის ვარიანტების განსაზღვრა:
ჩამოყალიბდება ცალკეული ქვეპრობლემის გადაჭრის რაც შეიძლება ბევრი
ალტერნატიული გზა და შესაბამისი პარამეტრების გასწვრივ ცხრილის
ჰორიზონტალურ სვეტებში ჩაიწერება.
 ახალი კომბინაციების პოვნა:
ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პარამეტრები პრობლემის გადაჭრის ვარიანტებს
დაუკავშირდება, შეიქმნება პრობლემის გადაჭრის საერთო სურათი, რომელიც
ერთიანი პრობლემისთვის რელევანტური იქნება. ცხრილში ისრებით ერთმანეთს
დაუკავშირდება ყველა შესაძლო კომბინაცია. ეს არის მეთოდის ყველაზე უფრო
შემოქმედებითი ფაზა, რადგან იქმნება ახალი სტრუქტურული ერთეულები.
 ალტერნატიული კომბინაციების შეფასება და გადაწყვეტულების მიღება:
შერჩეული ალტერნატივები შეფასდება - გადამოწმდება შესაბამისობის,
ხელსაყრელობის, ტექნიკური განხორციელებადობისა და ეკონომიურობის
გათვალისწინებით.
მეთოდის უპირატესობები:
 მოსწავლეთათვის სწრაფად ასახსნელი და ტექნიკურად ადვილად
განსახორციელებელია;
 ბადებს ბევრ ახალ იდეას;
 გამოდგება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური და საერთო საკლასო
მუშაობისას;
 არ სჭირდება დიდი დრო;
 ცხრილის ან მატრიცის სახით წარმოდგენა ხელს უწყობს აღქმადობას;
 გადაწყვეტილების შესაძლებლობები სრულყოფილად წარმოჩნდება.

37
იმისათვის, რომ მოსწავლეებს ვაჩვენოთ, რამდენად მარტივია აღნიშნული მეთოდით
მუშაობა, უმჯობესია, მეთოდი ავხსნათ კონკრეტული მაგალითით:
მაგ. უნდა დავგეგმოთ მოგზაურობა A პუნქტიდან B პუნქტამდე.
პირველ რიგში ჩვენ განვსაზღვრავთ იმ ძირითად პარამეტრებს, რომელთა
გათვალისწინება აუცილებელია მოგზაურობის დროს, შემდეგ ცალკეულ
პარამეტრებს მივუსადაგებთ ალტერნატიულ ვარიანტებს.
სასარგებლოა ამ დროს პასუხი გაეცეს ისეთ კითხვებს, როგორიცაა: რა? როდის? ვინ?
სად? რატომ? როგორ?
მორფოლოგიური ყუთი ამ კონკრეტული მაგალითისთვის შესაძლოა ასე
გამოიყურებოდეს:

პარამეტრები ვარიანტი 1 ვარიანტი 2 ვარიანტი 3 ვარიანტი 4


სატრანსპორტ საკუთარი დაქირავებული მატარებელი თვითმფრინავი
ო საშუალება მანქანა მანქანა
ტვირთის ჩემოდანი სამგზავრო მუყაოს ყუთი ზურგჩანთა
გადატანა ჩანთა
გასაჩერებელი სასტუმრო პანსიონატი კერძოდ მეგობართან
ადგილი
კვება თან წავიღებ გზაში შევიძენ ადგილზე რესტორანში
შევიძენ შევჭამ

შემდეგ კი განვსაზღვრავთ კომბინაციებს, რომლებსაც ერთმანეთს ცხრილში ისრებით


დავუკავშირებთ.
მაგ. ერთ-ერთი კომბინაციის მაგალითი:

38
მაშასადამე, მორფოლოგიური ყუთი არის უნივერსალური მეთოდი, რომლის
გამოყენება შესაძლებელია სწავლების ნებისმიერ საფეხურზე და ნებისმიერ საგანში.
მეთოდით მუშაობა მოსწავლეებს უვითარებს როგორც შემოქმედებით, ასევე
ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას და ეხმარება მათ პრობლემების
შემოქმედებითად გადაჭრაში.

6. ვოლტ დისნეის „აზროვნების სამი სკამის“ დახმარებით

მეთოდის თეორიული და პრაქტიკული დასაბუთება:


როდესაც გამორჩეულად შემოქმედებით ადამიანებზე ვფიქრობთ, ბუნებრივია,
გვახსენდება ცნობილი ამერიკელი ანიმაციური ფილმების რეჟისორი და
პროდიუსერი ვოლტ დისნეი, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა თავისი
შემოქმედებითი და წარმოსახვითი აზროვნების წყალობით.
და მაინც, როგორ მიდიოდა იგი ამ მოზღვავებულ იდეებამდე?

39
დისნეის სტრატეგიის ძირითადი არსი მდგომარეობდა შემდეგში:
 პრობლემის/საკითხის ხედვა სამი სხვადსახვა (მეოცნების, რეალისტისა და
კრიტიკოსის) პერსპექტივიდან;
 პროცესის დროს აზროვნების ტიპების ცვალებადობა.
აზროვნების ეს სამივე ტიპი ყველა ადამიანში საფუძველშივე დევს, მაგრამ,
ამასთანავე, განსხვავებულად არის გამოხატული. სტრატეგია თანაბრად
უზრუნველყოფს, რომ აზროვნების დროს არც ერთი პერსპექტივა არ იქნას
გამოტოვებული და საკმარისად იყოს გათვალისწინებული.
დისნეის მის ფირმაში თითოეული როლისთვის (მეოცნების, რეალისტისა და
კრიტიკოსის) გამოყო ოთახი, რომელიც ამ ტიპის აზროვნებების შესაბამისად მოაწყო.
მაგ. მეოცნების ოთახი იყო დიდი, ნათელი, ჭრელი, კედლები სავსე იყო სურათებით
და კრეატიული გამონათქვამებით. რეალისტს შესთავაზა ოთახი, სადაც იყო ერთი
დიდი სახატავი მაგიდა და ყველა შესაძლო თანამედროვე საშუალება, რათა
შეძლებოდათ ამ ოცნებების რეალიზება. კრიტიკოსი კი ერთ პატარა, ვიწრო ოთახში
რეალისტის გაკეთებულ ჩანახატებს აფასებდა.
მაშასადამე, დისნეი არ განიხილავდა შემოქმედებით აზროვნებას ანალიტიკური და
კრიტიკული აზროვნებისგან გამიჯნულად. ყველა კრეატიული იდეა შემდგომში
საჭიროებს ანალიზსა და შეფასებას. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის პროცესი
უნდა მოიცავდეს ამ სამივე მახასიათებელს.
თავად ვოლტ დისნეი შესანიშნავად ფლობდა ზემოთხსენებულ სამივე როლს.
სწორედ ეს იყო მისი წარმატების გარანტი. იგი თანამშრომლებს ყოველთვის რთავდა
იდეების გენერირების, სელექციისა და შეფასების პროცესში.
ვოლტ დისნეის მიერ კონომატოგრაფიაში დანერგილი ეს სტრატეგია მრავალ
სფეროში გავრცელდა, მათ შორის, განათლებაშიც და იგი ცნობილია სახელით
„აზროვნების სამი სკამი“. სტრატეგია მოიცავს როგორც ანალიტიკურ-სისტემატურ,
ასევე ინტუიციურ-კრეატიულ ელემენტებს.

40
„აზროვნების სამი სკამი“ წარმოადგენს როლურ თამაშს, რომელიც როგორც
ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად შეგვიძლია წარვმართოთ. მეთოდის
მიმდინარეობისას აუცილებლობას არ წარმოადგენს ოთახების ცვლა. საკმარისია სამი
- მეოცნების, რეალისტისა და კრიტიკოსის სკამი, რომლებიც მოთავსებული იქნება
ოთახის სხვადასხვა კუთხეში. სასურველია, თითოეული სკამი გამშვენდეს
აზროვნების ტიპის შესაბამისად. მეთოდის განხორციელება შესაძლებელია სკამის
გარეშეც, უბრალოდ, ოთახის თითოეულ კუთხეში იყოს რაიმე დეტალი, რომელიც
განასახიერებს შესაბამისი აზროვნების ტიპს.
თითოეული როლისთვის დამახასიათებელი ნიშნები:
მეოცნების სკამი: მეოცნების სკამზე უნდა განვავითაროთ ჩვენი ფანტაზია, მივცეთ
მას თავისუფლება, ჩამოვაყალიბოთ მრავალი ვერსია, არ ვიფიქროთ
განხორციელებადია თუ არა იგი, ვიყოთ ცნობისმოყვარე, დავაფიქსიროთ
სურვილები, ვიყოთ ენთუზიასტები, მივიღოთ სიამოვნება, ნაკლებად ვიფიქროთ
შედეგზე. ამ სკამზე ყველაფრის უფლება გვაქვს გარდა ერთისა - სერიოზულად
ვიფიქროთ პრობლემაზე. მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენი იდეა და წარმოდგენა
გამოვთქვათ.
რეალისტის სკამი: რეალისტის სკამზე უნდა ვიფიქროთ იდეების განხორციელებაზე,
ვიყოთ პრაგმატულები, ვიმოქმედოთ გეგმაზომიერად და გონივრულად,
გავითვალისწინოთ პირობები, ვიყოთ სამართლიანები, შედეგზე ორიენტირებულები,
ამოვირჩიოთ უმოკლესი და მიზანმიმართული გზა.
კრიტიკოსის სკამი: ფოკუსირება გავაკეთოთ მიზანშეწონილობაზე და
განხორციელებადობაზე; შევაფასოთ, არის თუ არა ეს გზა მიზნის შესაბამისი და
რამდენად ხარისხიან შედეგზე გავდივართ; ვიფიქროთ შესაძლო რისკებზე და
შესაძლებლობებზე. ვიყოთ ობიექტურები შეფასებისას. კრიტიკოსი არ უნდა იყოს
იდეისადმი ნეგატიურად განწყობილი. მან ამ იდეაში პრობლემები უნდა იპოვნოს,
მაგრამ იდეის არსის უნდა სჯეროდეს.
19

41
მეთოდის მიმდინარეობა:
(ჩვენს მიერ აღწერილი მაგალითი ეხება ჯგუფურ როლურ თამაშს)
პირველი ნაბიჯი:
მეთოდით მუშაობის დასაწყისში მასწავლებელი/მოდერატორი სთავაზობს
მსმენელებს/მოსწავლეებს ინფორმაციას დისნეის ცხოვრებისა და მოღვაწეობის
შესახებ - როგორ დაიწყო მან პატარა, უცნობი მწარმოებლით და მისი გამბედაობისა
და შემოქმედებითობის წყალობით როგორ გახდა მსოფლიოში ცნობილი ადამიანი.
მეორე ნაბიჯი:
სანამ მონაწილეებს გავაცნობთ განსახილველ თემას, ვიწყებთ ე.წ. მოთელვას,
იმისათვის რომ მონაწილეებმა გაითავისონ სამივე როლი. მეოცნების კუთხეში მათ
უნდა იფიქრონ და გაიხსენონ მათი ცხოვრებიდან ულამაზეს და შემოქმედებით
მომენტებზე, იმ დროზე, როცა ოცნებებში იყავნენ გადავარდნილნი. ეს აქტივობა
ეხმარება მათ პოზიტიური გრძნობის დაეუფლებაში.

მესამე ნაბიჯი:
მოკლე პაუზის შემდე ჯგუფი გადაადგილდება მეოცნების კუთხიდან რეალისტის
კუთხეში, სადაც ყველა მონაწილემ უნდა გაიხსენოს პირადი სიტუაცია, სადაც მან
პრობლემა რეალისტურად და პრაგმატულად გააანალიზა და ჭკვიანურად
გადაწყვიტა. თუ მოსწავლეს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან
კონკრეტული სიტუაცია არ ახსენდება, მოუსმინოს სხვას და ურჩიოს, თავად როგორ
მოიქცეოდა პრაგმატულად მის ადგილას.
მეოთხე ნაბიჯი:
ბოლოს, კრიტიკოსის კუთხეში, მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ სიტუაცია, სადაც
იდეა ფხიზელი თვალით, ობიექტურად და კონსტრუქციულად გაუანალიზებიათ,
სისუსტეების და ძლიერი
მხარეების იდენტიფიცირება მოუხდენიათ და პოტენციური პრობლემები
გამოუვლენიათ.

42
მეხუთე ნაბიჯი:
ამის შემდეგ მოდერატორი/მასწავლებელი ჯგუფს აცნობს გადასაჭრელ
პრობლემას/თემას, რის შემდეგაც იწყება ნამდვილი როლური თამაში. ჯგუფი
უბრუნდება მეოცნების კუთხეს. მეოცნებეები ამ ფაზაში იწყებენ პრობლემის
ირგვლივ საკუთარი ხედვებისა და იდეების განვითარებას. ამ ფაზაში უსაზღვრო
ფანტაზიის უფლება აქვთ. ყველა ქაოტურ და გიჟურ იდეას აქვს შანსი იქცეს ახალ და
ადექვატურ იდეად.
მეექვსე ნაბიჯი:
შემდეგ მონაწილეები მიადგებიან რეალისტის კუთხეს, სადაც უბრუნდებიან
მოპოვებულ იდეებს და აანალიზებენ მას. სვამენ შემდეგ სავარაუდო კითხვებს: ჩვენს
მიერ შემუშავებული იდეები არის თუ არა მიზნის რელევანტური? ამის
განხორციელებისთვის რა მასალა, ადამიანური რესურსი, ცოდნა და ტექნიკური
მოწყობილობაა საჭირო? შესაძლებელია, რომ ჩვენს მიერ შერჩეული მიდგომა
მოვსინჯოთ? და სხვ. რეალისტები მართლაც რომ გამოცდიან ყველა იდეას, მანამ,
სანამ კრიტიკოსებს გადასცემენ. ასე აღმოჩნდება საწყის ეტაპზე არარეალისტურად
დანახული იდეები როგორც რეალური, ინოვაციური მიდგომები.
მეშვიდე ნაბიჯი:
წრებრუნვის ბოლო პუნქტში კრიტიკოსებს აქვთ დავალება - იდეები
კონსტრუქციულად განიხილონ. მათ უნდა დასვან კითხვა: რა შეიძლება
გაუმჯობესდეს? რა არის ამ იდეის რისკები და შესაძლებლობები? რა არის
მხედველობიდან გამორჩენილი? როგორ ვაფასებ მე ამ შემოთავაზებას? და ა.შ.

მეთოდი შესაძლებელია წარვმართოთ სხვადასხვა ვარიაციით:

 კლასი დაიყოს სამ ჯგუფად, ყოველმა ჯგუფმა თითო აზროვნების ტიპიდან


განიხილოს ერთი და იგივე საკითხი - ერთი ჯგუფის შემოქმედებით იდეებს
მეორე ჯგუფი უკეთებს ანალიზს, ხოლო მესამე კრიტიკულად აფასებს.

43
 ერთიდაიგივე ჯგუფმა (ან თითოეულმა მოსწავლემ ინდივიდუალურად)
სამივე აზროვნების ტიპიდან განიხილოს ერთიდაიგივე პრობლემა - თავად
იპოვნოს კრეატიული იდეები, გააანალიზოს და შეაფასოს.
ყველა შემთხვევაში მასწავლებლის მიზანს უნდა წარმოადგენდეს მოსწავლეებში
სამივე ტიპის აზროვნების განვითარება და აზროვნების პროცესის სწორად აგება.

.8. “აზროვნების ექვსი ქუდი“

„აზროვნების ექვსი ქუდი“ (მეთოდის ავტორია ედუარდ დე ბონო, XX ს. 80-იანი წ.წ.),


რომელიც გამოიყენება აზროვნების გააქტიურებისა და მისი სწორად
წარმართვისათვის; იმავდროულად, იგი ხელსაყრელი ინსტრუმენტია
შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის.

მეთოდის მიზანია ასწავლოს ადამიანებს, გაიგონ თავიანთი აზროვნების


განსაკუთრებული თვისებები, აკონტროლონ თავიანთი ქცევა და შეუხამონ იგი
საბოლოო მიზანს, პრობლემების გადაჭრისას და ინოვაციების გენერაციისას უფრო
ეფექტურად გამოიყენონ სააზროვნო პროცესები; „აზროვნების ექვსი ქუდი“
ანალიტიკური, შემოქმედებითი და კონსტრუქციული აზროვნების განვითარებას
ემსახურება.
აღნიშნული მეთოდის არსია აზროვნების ვიზუალური და მენტალური დაყოფა ექვს
ტიპად, რომელთაგან თითოეულს შეესაბამება მეტაფორული ფერადი ქუდი. ასეთი
დაყოფისას ადამიანის ქცევის თითოეული ეტაპი, თითოეული მიდგომა გაცილებით
მეტადაა ფოკუსირებული პრობლემის გადაჭრაზე. ეს მეთოდი კი ერთობ
არტისტული საშუალებაა მათი მოგვარებისა.

რას ნიშნავს აზროვნების ექვსი ქუდის ექვსი ფერი?

44
წითელი ქუდი - წითელი ცეცხლოვანი აზრების გამომხატველი ფერია. წითელი
ქუდი დაკავშირებულია როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ ემოციასთან,
ინტუიციასთან, გრძნობებსა და წინათგრძნობებთან. აქ აუცილებელი არ არის რამის
დასაბუთება. გრძნობები არსებობს და წითელი ფერი იძლევა მათი წარმოდგენის
საშუალებას.
ყვითელი ქუდი - ყვითელი ფერი მზისა და ოპტიმიზმის გამომხატველია. ამ ფერის
ქვეშ ვცდილობთ წარმოვაჩინოთ პოზიტიური თვისებები, მოვიპოვოთ ღირსება,
გამოვავლინოთ ფარული შესაძლებლობები, უპირატესობები, წარმოვაჩინოთ
პერსპექტივები. იგი წარმოადგენს შავი ქუდის ოპოზიტს. ამ აზროვნებისთვის
დამახასიათებელია, რომ პოზიტიური ასპექტები ობიექტური თვალთახედვებიდან
ვაღიაროთ და არ ავყვეთ გრძნობებს, განცდებს.
ამ ქუდის ქვეშ არ ხდება იდეების განვითარება (ამას აკეთებს მწვანე ქუდი), არამედ
ყველა იმ ასპექტის გაცნობიერება, რომელიც პროექტზე, გადაწყვეტილებასა თუ
იდეაზე მეტყველებს.
შავი ქუდი - შავი ფერი მოგვაგონებს მოსამართლის მანტიას და გამოხატავს
სიფრთხილეს, ეჭვს, შეშფოთებას, კრიტიკულ განწყობილებას, მიგვითითებს
რისკებზე, არგუმენტირებულად ასაბუთებს, რა შეუშლის ხელს ჩანაფიქრის
განხორციელებას. მაგრამ არ არის ნეგატიურად განწყობილი. ვინც შავ ქუდს
დაიხურავს, იმისკენ მიისწრაფვის, რომ თემის შესახებ ყველა ნეგატიური ასპექტი
ამოიცნოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს უნდა გამოვხატოთ ობიექტური წუხილი
და არავითარ შემთხვევაში პირადი ნეგატიური გრძნობები (ამ ფუნქციას ასრულებს
წითელი ქუდი)
მწვანე ქუდი - მწვანე ფერი მცენარეებს მოგვაგონებს, ზრდას, ენერგიას, ცხოვრებას.
მწვანე ქუდი - ეს შემოქმედებითი რეჟიმია, იდეების გენერაციაა, არასტანდარტული
და ალტერნატიული შეხედულებებია. იგი უშვებს პროვოკაციებს და
წინააღმდეგობებს და შეუძლია ყველაფრის ფორმულირება, რაც ახალ იდეამდე
მიგვიყვანს, სულერთია, ეს იდეა გიჟური იქნება, განხორციელებადი თუ

45
განუხორციელებელი. ამ ქუდის ქვეშ კრიტიკული კომენტარები არ არის დასაშვები
(ამისთვის არის შავი ქუდი).
თეთრი ქუდი - თეთრი ფერი ქაღალდზე სავარაუდო აზრების გადატანაში
გვეხმარება. ამ დროს ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ იმ ინფორმაციაზე - ფაქტებსა და
ციფრებზე, რომელსაც ვფლობთ ანდა რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების
მისაღებად; ვიხურავთ რა თეთრ ქუდს, ამით ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ ველით სრულ
ინფორმაციას და ფაქტებს. მაშასადამე, თეთრი ქუდის ქვეშ საკითხზე ვაგროვებთ
სრულ ინფორმაციას ყოველგვარი შეფასების, განსჯისა და ემოციების გარეშე. თეთრი
ქუდის ქვეშ პირად აზრს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ეს ქუდი უფრო ხშირად
დისკუსიის თუ პროცესის დასაწყისში უნდა დავიხუროთ, რათა საკითხზე სრული
სურათი შეგვექმნას.
ლურჯი ქუდი - გამოიყენება განხილვის დასაწყისში, ამოცანის დასახვისას და
შედეგების განსაზღვრისას (შედეგად რისი მიღება გვინდა). ესაა თავად აზროვნების
პროცესზე დაკვირვების, მისი მართვის რეჟიმი (მიზნების ფორმულირება, შედეგების
შეჯამება და ა.შ.). მაშასადამე, ლურჯი ქუდი ემსახურება აზროვნების მთლიანი
პროცესის კონტროლსა და ორგანიზებას. ამ ქუდის მფლობელი აკვირდება მთელ
პროცესს, იღებს მასზე სრულ წარმოდგენას და თავს უყრის ცალკეულ შედეგებს ან
იღებს გადაწყვეტილებას, მომდევნო პროცესში რომელი ქუდი უნდა იქნას კიდევ
ერთხელ გამოყენებული. ძალიან ხშირად ლურჯი ქუდი გამოიყენება შეხვედრის
დასასრულს. მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ პიროვნებამ ლურჯი ქუდი მთელი
პროცესის განმავლობაში შეინარჩუნოს/გაააქტიუროს და მოდერატორის ფუნქცია
აიღოს საკუთარ თავზე.
რატომ ქუდები?
ქუდი ადვილი დასახურავი და ადვილი მოსახდელია. ეს შეესაბამება ჩვენს
სიტუაციას, რამდენადაც ჩვენ აზროვნების სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა
ფორმის ცვლა ისევე მსუბუქად უნდა შეგვეძლოს, როგორც ფერადი ქუდებისა.

46
აზროვნებაში (ტექნიკურ სფეროში) 90%-მდე შეცდომებისა - ეს არის აღქმითი
შეცდომები, ანუ არასწორი აღქმის შედეგი; ლოგიკური შეცდომები ძალიან
იშვიათია.
ექვსი ქუდის მეთოდი ამდიდრებს ჩვენს აზროვნებას და უფრო მრავალმხრივს
ხდის მას. როცა ჩვენ უბრალოდ ვთხოვთ სხვას, იფიქროს რამეზე, ის ადვილი
შესაძლებელია დაიბნეს, მაგრამ თუ შევთავაზებთ საგნის გამოკვლევას,
გამოძიებას „ექვსი ქუდის“ პრინციპით, მისი აზროვნება, აღქმა სწრაფად
გაფართოვდება.
მეთოდი „აზროვნების ექვსი ქუდი“ უბრალო, მარტივი და პრაქტიკული საშუალებაა,
დაიძლიოს სამი ფუნდამენტური სირთულე ადამიანის საქმიანობისას: ემოცია,
უმწეობა და დაბნეულობა.
ამისთვის აუცილებელია:
1. დისკუსიის მონაწილეებმა დაიხსომონ წესები და შეძლებისდაგვარად
გააზრებულად გამოიყენონ პრაქტიკაში;
2. ამის შემდეგ შესაძლებელია აზროვნების წარმატებით გამოყენება შემეცნებისთვის,
კონტროლისთვის;
3. ქუდის გაკეთებისას ან შეცვლისას იცვლება თავად აზროვნება, ანუ აზროვნების
„ქუდი“. ამ დროს ადამიანი საკუთარ თავზე იღებს გარკვეულ როლს, რომელზეც ეს
ქუდი მიუთითებს (რომელსაც ეს ქუდი განასახიერებს).
მიმდინარეობა:
 ყველა მონაწილისთვის თვალსაჩინოდ და გასაგებად ჩამოაყალიბეთ
პრობლემა/მიზანი;
 ჯგუფში დაანაწილეთ ექვსი როლი და შესაბამისი ქუდები, რომლებიც
აზროვნების სხვადასხვა მიმართულებებს გამოხატავენ.
(თქვენ შეგიძლიათ ჯგუფის სიდიდისა და გამოყოფილი დროის მიხედვით
სხვადასხვა ვარიაციები გამოიყენოთ - შესაძლებელია მთელმა ჯგუფმა,

47
თითოეულმა მონაწილემ, მაგრამ ასევე ერთმა მონაწილემ ერთი განსაზღვრული
ქუდი დაიხუროს მთელი თამაშის განმავლობაში ამ იცვალონ ქუდები ).
მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილემ იცოდეს და დაინახოს რომელი
აზროვნებიდან უნდა დააკვირდეს პრობლემას, მიზანს.
მაინც რა ხდება ქუდების გამოცვლისას?
1. ვიხურავთ რა აზროვნების ქუდს, ვიღებთ საკუთარ თავზე როლს, რომელზეც ეს
ქუდი მიუთითებს (რომელთანაც ეს ფერი ასოცირდება);
2. ვიხდით რა კონკრეტული ფერის ქუდს, ჩვენ გამოვდივართ ამ ტიპის
აზროვნებიდან;
3. ერთი ქუდის მეორით შეცვლისას მყისიერად ხდება აზროვნების „გადართვა“. ეს
მეთოდი საშუალებას გვაძლევს, გადავრთოთ აზროვნების მიმდინარეობა ისე, რომ
„არ გავღიზიანდეთ“; ჩვენ კი არ უარვყოფთ გამოთქმულ მოსაზრებას, არამედ
„ვითხოვთ“ მის შეცვლას;
3. ჩვენი აზრის გამოხატვისთვის უბრალოდ ვამბობთ, ვაცხადებთ, რომელ ქუდს
ვიხურავთ და ამით ვაჩვენებთ, აზროვნების რომელი ტიპის გამოყენება მიგვაჩნია
ეფექტურად. მაგალითად, უბრალოდ ვამბობთ, რომ ვირჩევთ შავ ქუდს, რითაც
ვიღებთ იდეის განხილვის შესაძლებლობას, ოღონდ ისე, რომ „თავს არ დავესხმით“ იმ
ადამიანს, რომელმაც ეს იდეა შემოგვთავაზა.
მაგრამ ექვსი ქუდის მეთოდს რამდენიმე „უხერხულობაც“ ახლავს:
• მისი ეფექტური გამოყენებისთვის საჭიროა განვითარებული წარმოსახვა და
გულდასმითი ვარჯიში, რომელიც ყოველთვის ვერ ხერხდება;
• დისკუსიის მონაწილეები დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვას განიცდიან; ყველას
მოუწევს საკუთარი რეაქციებისა და წარმოდგენების „გადამუშავება და
გადახედვა“.

მეთოდის პრაქტიკული გამოყენებისთვის ასევე აუცილებელია გამოცდილი


ხელმძღვანელი, რომელიც შეძლებს სპეციალური ცოდნისა და უნარების

48
გამოყენებით ჯგუფის აზროვნების გააქტიურებას და პრობლემის ეფექტურად
გადაჭრას.
„ექვსი ქუდის“ მეთოდით ვსწავლობთ ყურადღების მიქცევას აზროვნების ცალკეულ
ასპექტებზე თანმიმდევრულად, რის შედეგადაც ამ ასპექტებიდან ყალიბდება
სრული/მთლიანი აზროვნება.

49

You might also like