You are on page 1of 12

რუდოლფ შტაინერი

ადამიანის გზა თვითშემეცნებისკენ

რვა მედიტაციაში

თბილისი 2000
შინაარსი

შესავალი შენიშვნები …………………………………………………………………………. 3

პირველი მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს მატთებული წარმოდგენა შეიქმნას ფიზიკურ სხეულზე …….

მეორე მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს მართებული წარმოდგენა შეიქმნას სტიქიურ ანუ ეთერულ სხეულზე
…………………………………………………………………………………………

მესამე მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს წარმოდგენა შეიქმნას სტიქიური სამყაროს ნათელმხილვე- ლურ
შემეცნებაზე ………………………………………………………………………………

მეოთხე მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს წარმოდგენა შეიქმნას “ზღურბლის გუშაგზე”..........................

მეხუთე მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს წარმოდგენა შეიქმნას “ასტრალურ” სხეულზე…………………

მეექვსე მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს წარმოდგენა შეიქმნას “მე სხეულზე” ანუ “აზროვნების სხეულზე”
.............................................................................................................................

მეშვიდე მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს წარმოდგენა შეიქმნას ზეგრძნობად სამყაროებში მიღებულ განცდათა
ხასიათზე ……………………………………………………………………………

მერვე მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს წარმოდგენა შეიქმნას ადამიანის განმეორაბით მიწიერ ცხოვრებათა
განჭვრეტაზე …………………………………………………………………….

ახალი გამოცემის ბოლოსიტყვა (1918) ……………………………………………………..


შესავალი შენიშვნები
წინამდებარე წიგნის ამოცანაა ადამიანის არსების შესახებ სულისმეცნიერულ შემეცნებათა
გადმოცემა.აქ წარმოდგენილი თხრობის მეოხებით მკითხველს შეუძლია გადმოცემულს იმგვარად
შეერწყას, რომ კითხვა მას, გარკვეული თვალსაზრისით, საკუთარ თავთან საუბრად ექცეს.

თუ ეს საუბარი ისეთ სახეს მიიღებს, რომ მასში გაიხსნება მანამდე დაფარული ძალები, რომლებმაც
ნებისმიერ სამშვინველში შეიძლება გამოიღვიძონ, მაშინ კითხვის პროცესი ჭეშმარიტ შინაგან
მშვინვიერ მუშაობამდე მიგვიყვანს. ეს მუშაობა კი თანდათანობით გადაიქცევა ნამდვილ მშვინვიერ
მოგზაურობად, რომელსაც იგი სულიერი სამყაროების რეალურ ჭვრეტამდე მიჰყავს; ამიტომ, აქ
გადმოცემულს აქვს რვა მედიტაციის ფორმა, რომელთა რეალურად განხორციელებაც
შესაძლებელია. თუ ეს მოხდება, მაშინ სამშვინველს, მათი მეშვეობითა და საკუთარი ჩაღრმავების
გზით, გაეხსნება ის, რაზეც მასშია საუბარი.

ამ წიგნის ამოცანაა, ერთი მხრივ, გარკვეული ცოდნის მიცემა იმ მკითხველისთვის, რომელიც


შედარებით ღრმადაა ჩახედული და უკვე იცნობს იმ ლიტერატურასა და ნაშრომებს, რომლებიც
ზეგრძნობად სფეროებს ეხება. ამდენად, ზეგრძნობადი ცხოვრების შესახებ გარკვეული ცოდნის
მქონე ადამიანი თხრობის ხასიათში, რომლითაც მშვინვიერ განცდებთან დაკავშირებული ცნობებია
გადმოცემული, მასში იპოვის რაღაც ისეთს, რაც შესაძლოა მისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
მეორე მხრივ, გადმოცემის სწორედ ამგვარი მეთოდის გამო შესაძლოა წიგნი სასარგებლო
აღმოჩნდეს იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც სულისმეცნიერების მიერ მოპოვებული ცოდნისგან
ჯერ კიდევ შორს დგანან.

ჩემს სხვა თხზულებებთან მიმართებით, რომლებიც სულისმეცნიერების სფეროს ეხება, ამ წიგნმა


ისინი უნდა შეავსოს და გაამდიდროს. ამასთან მისი კითხვა დამოუკიდებლადაც შეიძლება.

ჩემი წიგნების - “თეოსოფია” და “იდუმალთმეტყველების ნარკვევი” - ამოცანა იყო ყოველივეს


გადმოცემა იმგვარად, როგორც იგი სულიერისკენ მიმართულ დაკვირვებულ მზერას წარმოუდგება.
ამ წიგნებში გადმოცემა აღწერილობითი ხასიათისაა; ხოლო თხრობის თანმიმდევრობა საგანთა
ბუნებიდან გამომჟღავნებული კანონზომიერებით იყო განპირობებული. წინამდებარე წიგნში: “გზა
თვითსემეცნებისკენ”, თხრობა სულ სხვაგვარია. მასში საუბარია იმაზე, თუ რისი განცდა შეუძლია
სამშვინველს, რომელიც გარკვეული სახით მიემართება სულისკენ. ამიტომ, ამ წიგნში არწერილს
უნდა შევხედოთ, როგორც მშვინვიერ განცდათა გადმოცემას. ოღონდ ანგარიში უნდა გაეწიოს იმას,
რომ აქ არწერილის საფუძველზე განვლილი განცდები ყოველი სამშვინველისათვის, მის

-3-

თავისებურებათა სესაბამისად, ინდივიდუალურ ფორმას მიიღებს. ავტორი ესწრაფვოდა ამ ფაქტის


გათვალისწინებას; ამიტომ, ქვემოაღწერილის სახით გადმოცემული შეიძლება წარმოვიდგინოთ,
როგორც გარკვეული, კონკრეტული სამშვინველის მიერ ზუსტად ამგვარად განცდილი (სათაურიც
სწორედ ასე უნდა იქნეს გაგებული: “გზა თვითშემეცნებისკენ” - “Ein Weg Zur Selbsterkenntnis”).
სწორედ ამის გამო შესაძლებელია, რომ აქ გადმოცემულმა ხელი შეუწყოს და დახმარება გაუწიოს
სხვა სამშვინველებსაც, რათა მათ შეძლონ აღწერილის გათავისება და შესაბამისი შედეგების
მიღწევა. ამდენად, ეს წიგნი წარმოადგენს იმის დამატებასა და განვრცობას, რასაც მოიცავს ჩრმი
წიგნი: “როგორ მიიღწევა ზენა სამყაროთა შემეცნება”.

აქ სულისმეცნიერების მხოლოდ ძირითადი განცდებია გადმოცემული. სულისმეცნიერების


შემდგომი სფეროების ასეთივე სახით გადმოცემისგან ჯერჯერობიტ თავს ვიკავებთ.

მიუნხენი. 1912 წლის აგვისტო.


რუდოლფ შტაინერი

-4-

პირველი მედიტაცია
მედიტანტი ცდილობს მარტებული წარმოდგენა შეიქმნას ფიზიკურ სხეულზე

როდესაც სამშვინველი გრძნობის ორგანოებისა და წარმოდგენების სასუალებით ეძლევა


გარესამყაროს მოვლენებს, მას არ ძალუძს ჭეშმარიტი თვითმოაზრებისას თქვას, რომ აღიქვამს ამ
მოვლენებს და ვერც იმას იტყვის, რომ იგი გარესამყაროს საგნებს განიცდის. ჭეშმარიტად,
როდესაც იგი საკუთარ თავს გარესამყაროში ავლენს,მან საკუთარი თავის შესახებ არაფერი უწყის.
ფაქტობრივად, სამსვინველში თავის თავს განიცდის მზის სხივი, რომელიც თავისი ფერადოვნებით
საგნებიდან სამყაროში განეფინება. როდესაც სამშვინველს რაიმე უხარია, იმ წუთებში იგი თავადაა
სიხარული, თუკი საერთოდ მოიაზრებს თავის მდგომარეობას. სიხარული მასში თავის თავს
განიცდის. სამშვინველი ერთიანობაშია იმ განცდასთან, რომელსაც მასში სამყარო იწვევს. იგი
საკუთარ თავს განიცდის არა როგორც ვინმეს, ვისაც უხარია, ვინც გაოცებული, არფრთოვანებული
ანდა შეშინებულია, არამედ იგი თავადაა სიხარული, გაოცება, აღფრთოვანება, შიში. თუ
სამშვინველი მუმივად გამოუტყდებოდა ამაში საკუთარ თავს, მაშინ მას პირველად წარმოუდგებოდა
სწორედ ის პერიოდი, როდესაც იგი სცილდება გარესამყაროს განცდებს და საკუთარი არსების
დაკვირვებაზე გადადის. ეს დრო მას წარმოუდგებოდა განსაკუთრებულ ცხოვრებად, რომელიც
შეუძლებელია, უპირველეს ყოვლისა, სამშვინველის ჩვეულებრივ ცხოვრებას შევადაროთ. ამ
განსაკუთრებული ცხოვრებისას ცნობიერებაში აღმოცენდება მშვინვიერი ყოფიერების გამოცანები.
არსებითად, ეს გამოცანებია ყველა სხვა სამყაროსეულ გამოცანათა წყარო. გარეგანი და შინაგანი
სამყარო ადამიანის სულის წინაშე ჩნდება მაშინ, როდეს სამშვინველი გარკვეული პერიოდის
მანძილზე წყვეტს გარესამყაროსთან ერთიანობას და თვითყოფიერების სიმარტოვეში ეფლობა.

ეს ჩაფლობა არ არის უბრალო მოვლენა, რომელიც ერთხელ ხდება და შესაძლოა ამავე სახით კვლავ
განმეორდეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მანამდე უცნობ სამყაროში მოგზაურობის დასაწყისი.
როცა მოგზაურობა დაწყებულია, ყოველი გადადგმული ნაბიჯი შემდგომის საწინდარი ხდება და ამ
შემდგომის მომზადებას წარმოადგენს. მხოლოდ წინა ნაბიჯი ანიჭებს სამშვინველს მომდევნო
ნაბიჯის გადადგმის უნარს. ყოველი ნაბიჯის შემდეგ, კითხვაზე: რას წარმოადგენს ადამიანი ამ
სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით?- გაცემულ პასუხთან მიმართებაში სულ უფრო მეტს ვიგებთ.
იხსნებიან სამყაროები, რომლებიც ცხოვრებაზე ჩვეულებრივი დაკვირვებისას დაფარულნი რჩებიან
და მაინც მხოლოდ მათშია ჩადებული ის, რასაც შეუძლია ამ ცხოვრებისეული დაკვირვების შესახებ
ჭეშმარიტების გამოვლენა. თუნდაც არც ართი პასუხი არ იყოს ყოვლისმომცველი და საბოლოო,
მაინც, ეს პასუხები, რომლებიც შინაგანი, მშვინვიერი მოგზაურობის შედეგადაა მოპოვებული,
ბევრად აღემატება ყოველივე იმას, რისი მოცემაც გარეგან ცნობებსა და მათთან
დაკავშირებულ განსჯას შეუძლია.ეს სხვა რამ ადამიანს ესაჭიროება.
-5-

ადამიანი ამჩნევს, რომ ეს ასეა, როცა იგი ნამდვილად მოიაზრებს საკუთარ თავს.

ამ მოგზაურობისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ფხიზელი, რეალური განსჯანი. ისინი


ქმნიან მყარ საფუძველს შემდგომი სწრაფვისათვის ზეგრძნობადი სფეროებისკენ, რომლებიც მისი
სამშვინველის საბოლოო მიზანს წარმოადგენენ. ხოლო ზოგიერტი სამშვინველი ისურვებდა ამ
საფუძვლისათვის გვერდის ავლას და ზეგრძნობადში სწრაფ შეღწევას. ჯანსაღი სამშვინველი,
მაშინაც, თუკი იგი თავიდან გაურბოდა ასეთ განსჯას(ვინაიდან ასეთი განსჯისკენ არ იყო
მიდრეკილი), შემდგომში მაინც ეძლევა მათ. ვინაიდან, ადამიანმა რამდენიც უნდა გაიგოს
ზეგრძნობადზე სხვა გზითა და საშუალებით, მყარ ნიადაგს იგი მხოლოდ ქვემოთ წარმოდგენილი
სახის განსჯათა საფუძველზე მოიპოვებს.

სამშვინველის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს წამი, როდესაც იგი საკუთარ თავს ეტყვის: შენ უნდა
შეგეძლოს განშორდე ყოველივეს, რისი მოცემაც შენთვის გარესამყაროს შეუძლია, სხვაგვარად
იძულებული იქნები აღიარო ის, რაც შემდგომ ცხოვრებას შეუძლებელს გახდის, კერძოდ - შენ ხარ
არსება, რომელიც თავისთავში მხოლოდ წინააღმდეგობრიობას განიცდის. ის, რასაც
გარესამყაროსი აღიქვამ, შენს გარეშეც არსებობს; ის იყო და იქნება კიდეც შენს გარეშე. რატომ
აღიქმება შენში ფერები, თუ შენს აღქმას მათთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს?
გარესამყაროს ნივთიერებები და ძალები შენს სხეულს რატომ აგებენ? იგი ცოცხლდება შენს
გარეგან მოვლინებასთან ერთად. გარესამყარო შენში თავს იყალიბებს, ფორმას იძენს. შენ ამჩნევ,
რომ ამ სხეულს საჭიროებ, რადგან ფიზიკური გრძნობის ორგანოების გარეშე, რომელთა შექმნაც
შენთვის მხოლოდ მას ძალუძს, ვერაფრის განცდას ვერ შეძლებდი. ისეთი, როგორიც ამჟამად ხარ,
ცარიელი იქნებოდი შენი სხეულის გარეშე.შინაგან სრულყოფასა და შინაარსს სწორედ იგი
განიჭებს. მაშინ შესაძლებელია იმ აზრების წარმოქმნა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია
ადამიანური ყოფიერება, თუკი მას არ სურს განსაზღვრულ მომენტში, რომელიც ყველა ადამიანის
ცხოვრებაში დგება, საკუთარ თავთან გაუსაძლის წინააღმდეგობაში აღმოჩნდეს. ეს სხეული
ცხოვრობს ისე, რომ იგი ამჟამად მშვინვიერ განცდათა გამომხატველია. პროცესები მასში იმგვარად
მიედინება, რომ სამშვინველი მისი მეშვეობით ცხოვრობს და საკუთარ თავს მასში განიცდის.
ოდესმე ეს ასე არ იქნება. მაშინ ის, რაც სხეულში ცხოვრობს, ამჟამინდელისაგან (როდესაც მასში
ყველაფერი ჩემთვის, ჩემივე მშვინვიერი განცდებისთვის ხდება) სრულიად განსხვავებულ კანონებს
დაექვემდებარება. იგი დაექვემდებარება იმ კანონებს, რომლებიც განსაზღვრევენ ნივთიერებებისა
და ძალების ქცევას გარეგან ბუნებაში, - კანონებს, რომლებსაც ჩემთან და ჩემს ცხოვრებასთან უკვე
აღარაფერი აქვთ საერთო. სხეული, რომელსაც ვუმადლი ჩემს მშვინვიერ განცდებს, მიღებული
იქნება სამყაროს საერთო პროცესში და დარჩება მასში ისე, რომ არაფერი ექნება საერთო მასთან,
რასაც მე ჩემში განვიცდი.

ასეთ აზრებს შეუძლიათ შინაგან განცდებში გამოიწვიონ სიკვდილის შიშის მთელი

-6-

საშინელება, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ შთაბეჭდილებას შეიძლება არ შეერიოს


წმინდა პიროვნული გრძნობები, რომლებიც ამ აზრს, ჩვეულებრივ, სამშვინველში უკავშირდებიან.
ეს გრძნობები იმგვარად მოქმედებენ, რომ იოლად ვერ მყარდება ის მშვიდი, უშფოთველი
განწყობილება, რომელიც შემეცნებითი განსჯისთვისაა აუცილებელი. ბუნებრივი და გასაგებია,
რომ ადამიანს სურს შეიმეცნოს სიკვდილი დასამშვინველის სიცოცხლე, რომელიც სხეულის
დაშლაზე არაა დამოკიდებული. მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება იგი ზემოთ ზემოთ დასმულ
კითხვებთან მიმართებით, შეუძლია ქვეყანაზე ყველაზე მეტად გააბუნდოვნოს ობიექტური
შეხედულება და მას იძულებით მიაღებინოს გულისთქმით ნაკარნახევი პასუხები. ამასთან სულიერ
სფეროში ადამიანს არ შეუძლია ეზიაროს რაიმე მოვლენას, ჭეშმარიტ შემეცნებას, თუკი ვერ
შეძლებს მშვიდად განზე დგომას, ამასთან “არა”-ს ისევე მორჩილად მიღებას, როგორც “ჰო”-სი.
გარდა ამისა საკმარისია პატიოსნად ჩაიხედოს საკუთარ თავში, რათა მისთვის ნათელი გახდეს, რომ
იგი ისევე მსვიდად ვერ მიიღებდა იმ ცნობიერებას, რომელიც სხეულის სიკვდილთან ერთად
მშვინვიერი ცხოვრების გაქრობასაც გულისხმობს, როგორც იმ ცნობიერებას, რომელიც სიკვდილის
შემდეგ სამშვინველის არსებობასა და ცხოვრებას გვამცნობს. ცხადია, არიან ადამიანები,
რომლებსაც ნამდვილად სჯერათ სამსვინველის კვდომა ფიზილური სხეულის დაშლასთან ერთად და
რომლებიც თავიანთ ცხოვრებას ამ თვალსაზრისის საფუძველზე აგებენ. თუმცა, მათ შესახებაც
შეიძლება ითქვას, რომ ისინი ამ აზრს საკუთარ გრძნობებში მიუკერძოებლად არ ეკიდებიან.
მოსპობის შიშს ისინი იმის უფლებას არ ძლევენ, რომ მათთვის ცხადი და დამაჯერებელი შემეცნება
სიცოცხლის სურვილმა გადასზალოს. ამდენად, ასეთი ადამიანების წარმოდგენები ხშირ
შემთხვევაში უფრო ობიექტურია, ვიდრე მათი წარმოდგენები, რომლებიც თავად რომ არ იციან ისე
იგონებენ არგუმენტებს სიცოცხლის გაგრძელების თაობაზე. რადგან მათ სამშვინველთა
სიღრმეებში ცხოვრების გაგრძელების სურვილი გიზგიზებს. ამასთან, უკვდავების უარმყოფელთ
აკვიატებულობა არანაკლებ ახასიათებთ, მაგრამ იგი სხვა სახისაა. მათ შორის შეხვდებით ისეთ
ადამიანებსაც, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენებს იქმნიან იმაზე, რასაც ცხოვრება და არსებობა
ჰქვია. ამ წარმოდგენას ისინი მიჰყავს იმ პირობების გააზრებისაკენ, რომლებშიც მხოლოდ ეს
ცხოვრებაა შესაძლებელი. ცხოვრებაზე თავიანთი შეხედულებებიდან გამომდინარე ისინი აკეთებენ
დასკვნებს, რომ სხეულის კვდომის შემდეგ შეუძლებელია არსებობდეს სამშვინველის
სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობები. ასეთი ადამიანები ვერ ამჩნევენ, რომ მათ წინასწარ
შეიქმნეს გარკვეული მოსაძრებები იმ პირობების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია სიცოცხლე.
ამ ადამიანებს სიკვდილის სემდგომი სიცოცხლე მხოლოდ იმის გამო არ სჯერათ, რომ მათი
წარმოდგენით მშვინვიერი ცხოვრება სხეულის გარეშე შეუძლებელია. ისინი თავიანთი სურვილებით
კი არ არიან შებოჭილნი, არამედ წარმოდგენებით, რომელთაგან გათავისუფლებას ვერაფრით
ახერხებენ. ამ სფეროში კიდევ სხვა მრავალი წინასწარ აკვიატებული შეხედულებაც არსებობს.
ამგვარი მოსაზრებიდან მხოლოდ ცალკეული მაგალითების მოტანაა შესაძლებელი.

ის აზრი, რომ სხეული, რომლის პროცესებშიც სამშვინველი საკუთარ თავს განიცდის, ოდესმე
გარესამყაროს გავლენას დაექვემდებარება და იძულებული იქნება მისდიოს
-7-

კანონებს, რომლებსაც შინაგან განცდასთან არაფერი აქვთ საერთო. ეს აზრი სამშვინველის წინაშე
სიკვდილის განცდას იმგვარად აყენებს, რომ მასზე დაკვირვებას არ შეიძლება რაიმე სურვილი,
რაიმე პიროვნული ინტერესები დაუკავშირდეს. ასე, რომ ამ განცდას მხოლოდ წმინდა უპიროვნო
შემეცნებით საკითხამდე შეუზლია ჩვენი მიყვანა. ძალიან მალე თავს იცენს სეგრძნება, რომ აზრი
სიკვდილის შესახებ მნიშვნელოვანია არა თავისთავად, არამედ იმიტომ, რომ შეუძლია სიცოცხლეს
ნათელი მოჰფინოს. ადამიანი აუცილებლად მიდის იმ თვალსაზრისამდე, რომ ცხოვრების გამოცანის
ამოხსნა სიკვდილის არსის შეცნობითაა შესაძლებელი.

იმის გამო, რომ სამსვინველს სურს გააგრზელოს საკუთარი ყოფიერება, მას გარკვეულწილად სურს
გამოიწვიოს უნდობლობა იმ აზრებისადმი, რომლებსაც იგი სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის
გაგრძელებაზე იქმნის. იბადება კითხვა: სამყაროს რეალური ფაქტები სამსვინველის განცდებს
ანგარიშს რატომ უნდა უწევდნენ? შესაძლებელია სამშვინველმა უგუნურებად ჩათვალოს აზრი, რომ
იგი აგიზგიზდება საწვავისგან წარმოქმნილი ცეცხლის ალივით საკუთარი სხეულიდან და შემდეგ
ისევ ჩაქრება. ეს შეიძლება ასეც იყოს, მიუხედავად იმისა, რომ სამშვინველი ამას უგუნურებად
განიცდის. როცა სამშვინველი საკუთარ მზერას მიაპყრობს სხეულს, მაშინ მან ანგარიში უნდა
გაუწიოს მხოლოდ იმას, რისი მოცემა და ჩვენებაც შეუძლია მისთვის სხეულს. აქ კი ისეთი
შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბუნებაში მოქმედებენ კანონები, რომელთაც ნივთიერებები და
ძალები ურთიერთქმედებაში მოჰყავთ; ეს კანონები თითქოს სხეულზე მოქმედებენ, ხოლო
გარკვეული დროის შემდეგ მას კვლავ ნივთიერებათა ცვლის საყოველთაო ორომტრიალს
გადასცემენ.
შესაძლებელია ეს აზრი ნებისმიერად შევატრიალოთ: ბუნებისმეტყველების თვალთახედვიდან
შესაძლოა იგი მისაღებიც იყოს, მაგრამ ჭეშმარიტ რეალობასთან მიმართებით სრულიად
უსაფუძვლოა. შეიძლება თქვან, რომ მხოლოდ ამ აზრს გააჩნია მეცნიერული სიცხადე და
სიფხიზლე, ხოლო ყოველივე დანარჩენი სუბიექტური რწმენაა. ამის წარმოდგენა ადვილია. თუ
საკითხს ჭეშმარიტად მიუკერძოებლად მივუდგებით, იგი კრიტიკას ვერ გაუძლებს. საქმეც სწორედ
ამაშია. მთავარი ის კი არ არის, სამშვინველი საკუთარი არსებით რას განიცდის, როგორც
აუცილებლობას, არამედ ის, თუ რას წარმოადგენს გარესამყარო, რომლისგანაც სხეულია
აგებული.სიკვდილის შემდეგ ეს გარესამყარო სხეულის ნივთიერებებსა და ძალებს მთლიანად
შთანთქავს და მაშინ ისინი მიჰყვებიან გარესამყაროს კანონებს, რომელთათვისაც აბსოლუთურად
სულერთია, თუ რა ხდებოდა ადამიანურ სხეულში სიცოცხლის მანძილკზე. ეს კანონები (ფიზიკური
და ქიმიური) ისევე ექცევა სხეულს, როგორც ნებისმიერ სხვა არაცოცხალ საგანს გარესამყაროში.
შეუძლებელია სხვაგვარად იფიქრო და არ დაეთანხმო იმას, რომ ადამიანური სხეულისადმი
გარესამყაროს აქვს სწორედ ასეთი გულგრილი დამოკიდებულება და არა მარტო სიკვდილის
შემდეგ, არამედ ეს დამოკიდებულება ცხოვრების პერიოდშიც ასეთივეა. ადამიანურ სხეულში
გარეგანი გრძნობადი სამყაროს

-8-

მონაწილეობის შესახებ წარმოდგენას ვიღებთ არა სიცოცხლის, არამედ მხოლოდ ამ აზრის


საფუძველზე: ყოველივეს, რაც შენში შენი გარეგანი გრძნობების მატარებელია და წარმოადგენს
შუამავალს იმ პროცესებისთვის, რომლებითაც ცხოვრობს შენი სამშვინველი, ამ ყოველივეს შენს
მიერვე აღქმული სამყარო ისე ექცევა, როგორც წარმოგიჩენს მას წარმოსახვა, რომელიც შენი
ცხოვრების მიღმა ვრცელდება, წარმოდგენა, რომელიც ანგარიშს უწევს იმას, რომ დადგება ჟამი,
როდესაც უკვე აღარ გექნება შენში ყოველივე ის, რაშიც საკუთარ თავს განიცდი. ნებისმიერი სხვა
წარმოდგენა, გარეგანი გრძნობადი სამყაროს მიმართებაზე სხეულთან, რეალობის წინაშე მარცხს
განიცდის. მაგრამ წარმოდგენა იმისა, რომ გარესამყაროს ნამდვილი მმონაწილეობა სხეულში
მხოლოდ სიკვდილის შემდეგ იჩენს თავს, არანაირ წინააღმდეგობაში არაა იმასთან, რაც გარეგან და
შინაგან სამყაროში რეალურად განიცდება. სამშვინველი ვერ გრძნობს რაიმე აუტანელს იმ აზრთან
დაკავშირებით, რომ მისი ნივთიერებები და ძალები ექვემდებარებიან გარესამყაროს მოვლენებს,
რომელთაც მის საკუთარ ცხოვრებასთან არაფერი აქვთ საერთო. როცა იგი სრულად და უშუალოდ
ეძლევა ცხოვრებას, მას არ შეუძლია საკუთარ სიღრმეებში გამოავლინოს სხეულისგან წარმოქმნილი
რაიმე სურვილი, რომელიც სიკვდილის შემდგომ გახრწნის თაობაზე ფიქრს მძიმედ
განაცდევინებდა. აუტანელი მომენტი მხოლოდ მაშინ დგება, თუკი მასთან ერთად ჩნდება
წარმოდგენა, თითქოს გარესამყაროში დაბრუნებულ ნივთიერებებსა და ძალებს საკუთარი თავის
განმცდელი სამშვინველიც თან მიაქვთ. ასეთი წარმოდგენა, ისევე როგორც ნებისმიერი მსგავსი
წარმოდგენა, აუტანელი იქნებოდა იმ მიზეზით, რომ იგი გარესამყაროს გამოცხადებებზე
დაკვირვებიდან ბუნებრივად არ გამომდინარეობს.

აზრი, რომელიც სხეულის სიცოცხლის პერიოდში მის ცხოვრებაზე გარესამყაროს სხვაგვარ


მონაწილეობას მიაწერს, ვიდრე სიკვდილის შემდგომ - სრულიად უსაფუძვლო აზრია. ყოველგვარ
საფუძველს მოკლებულ აზრს რეალობა მუდმივად უკუაგდებს. მაშინ, როცა ის წარმოდგენა, რომ
გარესამყარო სხეულზე ერთნაირად ზემოქმედებს სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდგომაც -
სრულიად ჯანსაღია. როდესაც სამშვინველი ამ აზრითაა განმსჭვალული, იგი საკუთარ თავს
რეალობასთან სრულ ჰარმონიაში გრძნობს. მას შეუძლია იგრძნოს, რომ ამ წარმოდგენის წყალობით
იგი არ იქნება წინააღმდეგობაში ფაქტებთან, რომლებიც თავად მეტყველებენ საკუთარ თავზე და
რომელთათვისაც შეუძლებელია რაიმე ხელოვნური აზრის მიკერება.

ხშირად ყურადღებას არ აქცევენ იმას, თუ როგორ გასაოცარ ჰარმონიაშია სამშვინველის


ბუნებრივი, ჯანსაღი შეგრძნება ბუნების გამოცხადებასთან. ეს თავისთავად იმდენად ცხადად
შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება საჭიროდ არ ჩავთვალოთ და მაინც
ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მოვლენამ შეიძლება ბევრ რამეს მოჰფინოს ნათელი. არაფერია
აუტანელი იმ აზრში, რომ სხეული ელემენტებად დაიშლება, მაგრამ სამაგიეროდ არის რაღაც
აბსურდული იმ აზრში, რომ სამშვინველსაც იგივე ბედი ეწევა. არსებობს მრავალი პიროვნული
ადამიანური მოსაზრება, რომელიც ამას უაზრობად მოგვაჩვენებს. ასეთ მოსაზრებებს ობიექტურმა
განსჯამ ანგარიში არ უნდა გაუწიოს, მაგრამ სრულიად არაპიროვნული, არასუბიექტური
დაკვირვება იმაზე, რასაც
-9-

გარესამყარო გვასწავლის, გვიჩვენებს, რომ არ შეიძლება გარესამყაროს მიეწეროს იმაზე მეტი


მონაწილეობა სამშვინველზე სიცოცხლეში, ვიდრე სიკვდილის შემდგომ. გადამწყვეტია ის, რომ ეს
აზრი აუცილებლად ჩნდება და მას ძალუძს მის წინააღმდეგ მოყვანილ ყველანაირ მოსაზრებას
გაუძლოს. ვინც ამ აზრს სრულად ცნობიერად გაიაზრებს, იგრძნობს, რომ ამაში ეჭვის შეტანა
შეუძლებელია. სინამდვილეში როგორც უკვდავებაში დარწმუნებულნი, ისე მისი უარმყოფელნიც ასე
ფიქრობენ. ამ უარმყოფელებმა შეიძლება თქვან, რომ სიკვდილის სემდგომ სხეულში მოქმედი
კანონები მოიცავენ იმ პირობებსაც, რომლებიც მისი სიცოცხლის პერიოდშიც მოქმედებდნენ,
მაგრამ ისინი ცდებიან, თუკი სჯერათ(ხაზგასმა ყველგან ავტორისაა), რომ შეიძლება
წარმოიდგინონ, თითქოს ეს კანონები სიცოცხლის პერიოდში სხვა მიმართებაში არიან
სხეულთან(როგორც სამშვინველის მატარებელთან), ვიდრე სიკვდილის შემდეგ.

დასაშვებია მხოლოდ ისეთი წარმოდგენა, რომ სხეულში გამოვლენილ ძალთა განსაკუთრებული


კავშირი ისეთივე გულგრილ დამოკიდებულებაშია სამშვინველის მატარებელი სხეულისადმი,
როგორც მკვდარ სხეულში მიმდინარე პროცესებისადმი. ეს გულგრილობა სამშვინველს კი არ ეხება,
არამედ სხეულში არსებულ ნივთიერებებსა და ძალებს. სამშვინველი განიცდის საკუთარ არსებობას
სხეულში; სხეული კი ცხოვრობს გარესამყაროსთან ურთიერთობაში, მასში და მისი მეშვეობით,
ამასთან მშვინვიერს, სხეულისთვის, გარესამყაროს მოვლენებისაგან განსხვავებული მნიშვნელობა
არა აქვს. აუცილებელია მივიდეთ იმ თვალსაზრისამდე, რომ გარესამყაროს სითბოსა და სიცივეს
სისხლის მიმოქცევისთვის იგივე მნიშვნელობა აქვთ, როგორც სამშვინველის მიერ განცდილ შიშსა
და სირცხვილს.

ამდენად, ადამიანი უპირველეს ყოვლისა თავის თავსი განიცდის გარესამყაროს კანონების


მოქმედებას იმ განსაკუთრებული შეხამებით, რომელიც ადამიანური სხეულის ჩამოყალიბებაში
იჩენს თავს. იგი ამ სხეულს აღიქვქმს გარესამყაროს ნაწილად, მაგრამ მისი შინაგანი
კავშირებისთვის გაუცხოებული რჩება. ამჟამად გარეგანი მეცნიერება ნაწილობრივ ხსნის, თუ რა
სახით ერთდებიან გარესამყაროს კანონები იმ სრულიად განსაკუთრებულ არსებაში, როგორსაც
ადამიანური სხეული წარმოადგენს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალში ეს ცოდნა კიდევ უფრო
წინ წაიწევს. ის, თუ როგორ უნდა მოიაზროს სამშვინველმა სხეულთან თავისი დამოკიდებულება,
ამაში ამ ცოდნის გამდიდრება რაიმე ცვლილებას ვერ შეიტანს. პირიქით, მან სულ უფრო მკაფიოდ
უნდა აჩვენოს, რომ გარესამყაროს კანონები სამშვინველთან, როგორც სიკვდილამდე, ისე
სიკვდილის შემდეგ, ერთნაირ მიმართებაშია. ილუზია იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ ბუნების
შემეცნებაში მიღწეული შედეგებით გარესამყაროს კანონების საფუძველზე გაირკვეოდა ისიც, თუ
როგორ არიან სხეულში მიმდინარე პროცესები მშვინვიერი სიციცხლის შუამავალნი. სიცოცხლის
განმავლობაში სხეულში მიმდინარე პროცესებს სულ უფრო მკაფიოდ შეიმეცნებენ. შესაბამისი
პროცესები ყოველთვის იმგვარად მოგვევლინება, რომ სამშვინველი საკუთარ თავთან მიმართებაში
მათ ისევე გარეგნულად აღიქვამს, როგორც იმას, რაც სიკვდილის შემდეგ სხეულში ხდება.

-10-

ამიტომ, გარესამყაროში სხეული წარმოგვიდგება როგორც ნივთიერებათა და ძალთა შეხამება,


რომელიც არსებობს თავისთავად და აიხსნება, როგორც ამ გარესამყაროს შემადგენელი ნაწილი.
ბუნება მცენარეს ანიჭებს წარმოქმნის საშუალებას და შემდეგ შლის მას. იგი ბატონობს ადამიანის
სხეულზე და მას საკუთარ არსებაში შლის. როცა ადამიანი მსგავსი განსჯით მიეახლება ბუნებას,
მას შეუძლია დაივიწყოს საკუთარი თავი ყოველივე მასში არსებულით და საკუთარი სხეული
გარესამყაროს ნაწილად შეიგრძნოს. როცა იგი საკუთარ თავთან და ბუნებასთან თავის
მიმართებაზე ამგვარად მსჯელობს, მაშინ საკუთარ არსებაში განიცდის იმას, რასაც შეიძლება მისი
ფიზიკური სხეული ეწოდოს.

You might also like