You are on page 1of 16

წელიწადის მსვლელობას საკუთარი ცხოვრება აქვს.

ადამიანის სამსვინველს ძალუძს ეს განიცადოს, თუკი საკუთარ


თავზე ამოქმედებს წელიწადის ცხოვრებაში კვირიდან კვირამდე სხვადასხვაგვარად მეტყველს. ასეთი თანაგანცდით
იგი ჭეშმარიტად ჰპოვებს საკუთარ თავს. შეიგრძნობს ძალებს, რომლებიც მას შინაგან სიმყარეს ანიჭებენ. შეამჩნევს,
რომ ამ ძალებს სურთ მასში გამოღვიძება დროის მდინარების საზრისში მონაწილეობით.ადამიანი თანდათან
აღიქვამს, რომ ნაზი, მაგრამ მნიშვნელოვანი ძაფებით არის დაკავშირებული სამყაროსთან, რომელშიც დაიბადა. ამ
კალენდარში ყოველი კვირისთვის ისეთი მედიტაციაა მოცემული, რომელიც სამშვინველს მთლიანი წლიური
წრებრუნვიდან ამ კვირაში განხორციელებულ ნაწილს განაცდევინებს. ამ მედიტაციებში ასახულია ის, რაც
სამშვინველში ჟღერს წელიწადის მდინარებასთან შეერთებისას - იგულისხმება ბუნებასთან ჯანსაღი "ერთიანობის
განცდა" და მძლავრი "თვითაღმოჩენა"; გვჯერა, რომ თუკი საკუთარ თავს სწორად გავუგებთ, აღმოვაჩენთ, რომ
სამყაროს მსვლელობის მედიტაციური თანაგანცდა ჩვენი სამშვინველის შინაგან მოთხოვნილებას წარმოადგენს.
1925 წლის მეორე გამოცემის წინასიტყვაობა (გერმანულიდან თარგმანი: ირინე იმერლიშვილისა)

გაზაფხული.
აღდგომის განწყობა
****************************************************
როცა სამყაროს სივრცეებიდან
მზე გრძნობად აღქმებს ესაუბრება
და სიხარული სამშვინველის სიღრმეებიდან
ერწყმის ნათელს ჭვრეტისას,
მაშინ მეობის გარსიდან
აზრები მიისწრაფვიან სივრცეთ შორეთში
და ყრუდ უკავშირებენ
ადამიანის არსებას სულის ყოფიერებას.

მეორე კვირა
****************************************************
გრძნობათა გარეგან სამყაროში
აზრის ძალას ეკარგება თვითარსებობა,
სულიერი სამყაროები
კვლავ ჰპოვებენ ადამიანის აღმონაცენს,
რომელმაც თავისი ჩანასახი მათში,
ხოლო მშვინვიერი ნაყოფი
თავის თავში უნდა ჰპოვოს.

აღდგომისშემდგომი მესამე კვირა


****************************************************
ასე მიმართავს სამყაროს 
ადამიანის მზარდი "მე",
როდესაც იგი თავს ივიწყებს
და წინარემდგომარეობას იხსენებს:
შენში, თავისუფალი
თავკერძოების ბორკილთაგან,
ვიმეცნებ მე ჩემს ნამდვილ არსს.

აღდგომისშემდგომი მეოთხე კვირა


****************************************************
ჩემი არსების ვგრძნობ მე არსს - 
ამბობს შეგრძნება,
მზით განათებულ სამყაროში იგი
სინათლის ნაკადებს ერწყმის.
მას სურს აზროვნებას
სიცხადესთან ერთად სითბო უბოძოს
და ადამიანი და სამყარო
მჭიდრო ერთობად შეკრას.

აღდგომისშემდგომი მეხუთე კვირა


****************************************************
ნათელში, რომელიც სულის სიღრმეებიდან
სივრცეში ნაყოფიერად ქსოვს
და ღმერთების შემოქმედებას აცხადებს,
ვლინდება სამშვინველის არსი, განვრცობილი
სამყაროს ყოფიერებამდე და აღმდგარი
მეობის ვიწრო შინაგანი იძულებიდან.

აღდგომისშემდგომი მეექვსე კვირა


***********************************************************
თავკერძობიდან აღსდგა
ჩემი მეობა და ჰპოვა თავი,
ვით სამყაროთა გამოცხადება
დროისა და სივრცის ძალებში;
სამყარო ყოველგან
ღვთაებრივ წინარეხატად
თავისი ანარეკლის ჭეშმარიტებას გვიცხადებს.
აღდგომისშემდგომი მეშვიდე კვირა
****************************************************************************
ჩემი მე გასხლტომას ლამობს,
სამყაროს ნათლით ძლიერად მიზიდული.
ახლა კი, ჩემო წინათგრძნობავ,
აღიდგინე შენი უფლებანი
და შეენაცვლე ჩემი აზრის ძალას,
რომელსაც გრძნობადის ციაგში
საკუთარი თავის დაკარგვა უნდა.

აღდგომისშემდგომი მერვე კვირა


****************************************************************************
გრძნობათა ძალმოსილება იზრდება
ღმერთების შემოქმედებასთან კავშირში,
აზრის ძალას ის სიზმარეულ ბურუსს ანიჭებს,
როცა ღვთაებრივ არსებას
ჩემს სამშვინველთან სურს შეერთება,
ადამიანის აზროვნებამ
სიზმარეული ყოფიერება უნდა იკმაროს

აღდგომისშემდგომი მეცხე კვირა


**************************************************************************
მავიწყებს რა ჩემი ნების განმხოლოებას,
სამყაროს სითბო ზაფხულის მაცნედ
აღმივსებს მე სულს და სამშვინველს;
სინათლეში თავის დაკარგვას
მაიძულებს ხედვა სულისა,
მესმის უწყება წინათგრძნობისა:
დაჰკარგე თავი, რათა იგი კვლავ მოიპოვო.

აღდგომისშემდგომი მეათე კვირა


*****************************************************************************
ზაფხულის სიმაღლეებისაკენ
მიემართება მზის ბრწყინვალე არსება;
ადამიანური გრძნობა თან მიჰყვება
მას სივრცეთშორეთში.
შინაგან არსში იძვრის წინათგრძნობა
და ყრუდ მაუწყებს - ოდესმე შეიცნობ:
ახლა შენ შეგიგრძნობღვთაებრივმა არსებამ.

აღდგომისშემდგომი მეთერთმეტე კვირა


*****************************************************************************
ამ მზიურ საათს
შენი ვალია ბრძნული უწყების შეცნობა
სამყაროს მშვენიერებას მინდობილმა
საკუთარ თავში გრძნობით განიცადო:
ადამიანის "მე"-ს შეუძლია თავი დაჰკარგოს
და კვლავ ჰპოვოს იგი სამყაროს "მე"-ში

აღდგომისშემდგომი მეთორმეტე კვირა


იოანეს განწყობა
*****************************************************************************
სამყაროს ელვარე მშვენიერება
მაიძულებს სამშვინველის სიღრმეებიდან
ჩემი სიცოცხლის ღვთაებრივი ძალები
კოსმიური ფრენისათვის გავხსნა;
დავტოვო თავი,
რათა ნდობით ვეძიო იგი
სამყაროს ნათელსა და სამყაროს სითბოში.

აღდგომისშემდგომი მეცამეტე კვირა


*****************************************************************************
როცა გრძნობათა სიმაღლეებს ვერწყმი,
ჩემი სამშვინველის სიღრმეებში
სულის ცეცხლოვანი სამყაროებიდან
ელვარებს ღმერთების სიტყვა:
სულის საფუძველში
ეძიე წინათგრძნობით
შენი ნათესაობა სულთან.
აღდგომისშემდგომი მეთოთხმეტე კვირა.
ზაფხული
*****************************************************************************
გრძნობად გამოცხადებათა ხიბლმა
დამაკარგვინა საკუთარი არსების სწრაფვა.
აზრის სიზმარი
გონებამიხდილს მეობას მართმევს,
მაგრამ ახლოა გრძნობადობის ელვარებაში
კოსმიური აზროვნების ფხიზელი ძალა.

აღდგომისშემდგომი მეთხუთმეტე კვირა.


*****************************************************************************
ვგრძნობ მოხიბლული სულის ქსოვას
სამყაროს შუქში,
გრძნობათბურუსში
გახვია მან ჩემი არსება,
ძალას მპირდება,
რომელსაც თვით ვერ მოიპოვებს
თვით შეზღუდული ჩემი მეობა.

აღდგომისშემდგომი მეთექვსმეტე კვირა


*****************************************************************************
სულის ნაბოძები ჩემში დავიფარო,
მკაცრად მიბრძანებს ჩემი წინათგრძნობა,
რათა სამშვინველის საფუძვლებში მომწიფებულმა
ღვთიურმა ნიჭმა
მეობის ნაყოფი გამოიღოს.

აღდგომისშემდგომი მეჩვიდმეტე კვირა


*****************************************************************************
ნება მებოძა სამყაროს სიტყვას
გრძნობად კარიბჭით
შევძღოლოდი სამშვინველის წიაღში.
იგი მაუწყებს: აღავსე
შენი სულის სიღრმენი
ჩემი კოსმიური სივრცეებით
რათა ოდესმე მპოვო მე შენში.

აღდგომისშემდგომი მეთვრამეტე კვირა


*****************************************************************************
შემიძლია სამშვინველი ისე განვავრცო,
რომ იგი თვითონ შეუერთდეს
მასში ჩასახულ სამყაროს სიტყვას?
მე ვხვდები, უნდა ვიპოვო ძალა,
სამშვინველი ისე გარდავქმნა,
რომ იგი სულის
ღირსეული სამოსი გახდეს.

აღდგომისშემდგომი მეცხრამეტე კვირა


**************************************************************
ახლადმიღებული იდუმალად 
ცოდნით მოვიცვა,
დაე ეს იყო ჩემი სწრაფვის შემდგომი აზრი.
ჩემს არსებაში მისცეს სიფხიზლე
მან გაზრდილ ძალებს
და ქმნადად მიბოძოს მე ჩემი თავი.

აღდგომისშემდგომი მეოცე კვირა


*********************************************************************
ასე ვგრძნობ ახლა ჩემს არსებობას,
რომელიც, - საკუთრივ თავში,
შორს სამყაროთა ყოფიერებისაგან - 
თავს დაიშრეტდა, - 
და მხოლოდ საკუთარ საფუძველზე მაშენებელი,
საკუთარ თავში, - თავს მოიკლავდა.

აღდგომისშემდგომი ოცდამეერთე კვირა


*********************************************************************
მე ვგრძნობ, უცხო ძალას
როგორ მოაქვს ნაყოფი,
და თვითგაძლიერებული,
გადმომცემს მე ჩემს თავს,
შევიგრძნობ, როგორ მწიფს ჩანასახი,
და წინათგრძნობა, ნათლით მოსილი
ქსოვს ჩემს შინაგანში "მე"-ს ძლიერებას.

აღდგომისშემდგომი ოცდამეორე კვირა


*********************************************************************
სამყაროს სივრცეთა ნათელი
ძლიერად აგრძელებს სიცოცხლეს
ჩემს შინაგან არსში:
მშვინვიერ ნათლად 
აშუქებს იგი სულის სიღრმეში,
რომ შვას ნაყოფნი;
ისინი დროის მდინარებაში
ადამიანის მეობას
სამყაროს მეობიდან ამწიფებენ.

აღდგომისშემდგომი ოცდამესამე კვირა


*********************************************************************
საშემოდგომოდ იბურება 
გრძნობადი აღქმა;
სინათლის გამოცხადებას
ნისლთა ბურუსი ერწყმის;
სივრცეთ შორეთში
შემოდგომის ზამთრის ძილს ვუმზერ;
ზაფხულმა მე თავი მომიძღვნა.

აღდგომისშემდგომი ოცდამეოთხე კვირა


*********************************************************************
მუდმივ თვითწარმოქმნაში
განიცდის თავს მშვინვიერი ყოფიერება,
თვით შემეცნებით გაცოცხლებული
სამყაროს სული წინ მიისწრაფვის
და სამშვინველის წყვდიადიდან
ქმნის თვითსაზრისის ნების ნაყოფს.

აღდგომისშემდგომი ოცდამეხუთე კვირა


*********************************************************************
ახლა შეიძლება თავს ვეკუთვნოდე
და შინაგანი ნათლის სხივები
მოვფინო სივრცის და დროის წყვდიადს.
ძილისკენ მიბიძგებს ბუნებითი არსება,
სამშვინველის სიღრმეებმა უნდა იფხიზლონ
და მზის მხურვალება
ზამთრის ცივ ნაკადებში გადაიტანონ.

აღდგომისშემდგომი ოცდამეექვსე კვირა


მიქაელის განწყობა
*********************************************************************
ბუნებავ, შენს დედობრივ არსს
ვატარებ მე ნების წიაღში;
მისი ცეცხლოვანი ძალაუფლება
წვრთნის სულის სწრაფვებს,
რათა შვან თვითგრძნობა
ჩემში ჩემს სატარებლად.

აღდგომისშემდგომი ოცდამეშვიდე კვირა


შემოდგომა
*********************************************************************
ჩემი არსების სიღრმეებში შევაღწიო -
მომიწოდებს ნატვრა წინათმგრძნობი.
იგი მიბიძგებს თვითდაკვირვებით ვიპოვო თავი,
როგორც ზაფხულის მზის ნიჭი,
ჩასახული შემოდგომაში,
მაცოცხლებელი, სითბოს მომცემი;
ეს არის ჩემი სამშვინველის ძალთმისწრაფება.
აღდგომისშემდგომი ოცდამერვე კვირა
*********************************************************************
ახალი შინაგანი სიცოცხლე მივიღე -
აწ შემიძლია ჩემი არსების სივრცეთშეგრძნება,
და ძალით აღვსილს, მე შემიძლია
აზრთა სხივები ამხსნელად მოვფინო
სიცოცხლის გამოცანებს,
მივანიჭო აღსრულება ზოგიერთ სურვილს,
რომელთაც იმედი უკვე ფრთებს აკვეცდა.

აღდგომისშემდგომი ოცდამეცხრე კვირა


*********************************************************************
აზროვნების ნათელი ჩემში
შინაგანად ძლიერად აღვანთო,
განცდილი აზრიანად განვმარტო
სამყაროს სულის ძალთა წყაროდან,
ეს არის ახლა ჩემთვის
ზაფხულის მემკვიდრეობა,
შემოდგომის სიმშვიდე და ზამთრის იმედი.

აღდგომისშემდგომი ოცდამეათე კვირა


*********************************************
მშვინვიერი მზის ნათელში მწიფს აზრის ნაყოფი
თვითცნობიერების შინაგან რწმენად
გადაიქცევა ჩვენი გრძნობები,
სიხარულით შევიგრძნობ
შემოდგომის სულიერ გამოფხიზლებას:
ზამთარი ჩემში გააღვიძებს მშვინვიერ ზაფხულს.

აღდგომისშემდგომი ოცდამეთერთმეტე კვირა.


*************************************************************************
სინათლე სულიერი სიღრმეებიდან, -
მზესავით გარეთ ისწრაფვის იგი;
იქცევა სიცოცხლის ნების ძალად
და ბრწყინავს გრძნობათბუნდოვანებაში,
რათა გახსნას ძალნი,
რომელნიც მშვინვიერ სწრაფვათაგან
ადამიანის საქმეებში
შემოქმედებით ძლიერებას ამწიფებენ.

აღდგომისშემდგომი ოცდამეთორმეტე კვირა.


*************************************************************************
მე ვგრძნობ, როგორ მოაქვს ნაყოფი ჩემს ძალას,
და გაძლიერებულს, გადამცემს სამყაროს;
ვგრძნობ ჩემს საკუთარ არსებას გაღონივრებულს,
იგი მიიქცევა სიცხადის მიმართ
ცხოვრების - ბედისწერის - ქსოვაში.

აღდგომისშემდგომი ოცდამეცამეტე კვირა.


*************************************************************************
ამგვარად შევიგრძნობ ახლა მე სამყაროს,
რომელიც, ჩემი სამშვინველის თანაგანცდის გარეშე,
თავის და თავად
ცივი და ცარიელი იქნებოდა;
და ძალის გარეშე გაცხადებული,
სამშვინველებში კვლავწარმოქმნისას,
საკუთარ თავში მხოლოდ სიკვდილს აღმოაჩენდა.

აღდგომისშემდგომი ოცდამეთოთხმეტე კვირა.


*************************************************************************
ძველთაგან იდუმალად დაცულმა
აღიდგინა თვითარსებობა,
ვგრძნობ მის სიცოცხლეს ჩემს არსებაში
სამყაროს ძალები გამაფხიზლებლად
მან ჩემი ცხოვრების საქმეს უნდა შეურწყას
და ქმნადად აღმბეჭდოს ყოფიერებაში.
აღდგომისშემდგომი ოცდამეთხუთმეტე კვირა.
*************************************************************************
შემიძლია შევიცნო ყოფიერება,
რათა, მან თავი კვლავ მოიპოვოს
შემოქმედებით მშვინვიერ სწრაფვაში?
ვგრძნობ, რომ მომეცა ძალმოსილება,
საკუთარი მეობა სამყაროს მეობას
თავმდაბლად შევუერთო როგორც მისი წევრი.

აღდგომისშემდგომი ოცდამეთექვსმეტე კვირა


*************
ჩემი არსების სიღრმეებში მეტყველებს
და გაცხადებისაკენ ისწრაფვის
იდუმლად სამყაროს სიტყვა:
აღავსე შენი შრომის მიზნები
ჩემი სულიერი ნათლით,
რათა მსხვერპლად გაიღო
თავი შენი ჩემი მეშვეობით.

აღდგომისშემდგომი ოცდამეჩვიდმეტე კვირა


ზამთარი
************
სამყაროს ზამთრის ღამეში
სულიერი ნათლის შეტანას
ელტვის ნეტარად გულის მისწრაფება,
მისი მიზანია: სამშვინველის ჩანასახებმა
ფესვი გაიდგან სამყაროს წიაღში
და ღმერთის სიტყვამ გრძნობად წყვდიადში
ყოველი არსი ფერისმცვალებელ ჟღერით აღავსოს.

აღდგომისშემდგომი ოცდამეთვრამეტე კვირა


შობის განწყობა
*****************************************************
მე ვგრძნობ სულის ყრმას,
მშვინვიერ წიაღში, განჯადოებულს:
სამყაროს წმინდა სიტყვამ
გულის ნათელში
იმედის ციური ნაყოფი დაჰბადა;
სამყაროს სივრცეებში ოგი ლენით იზრდება
ჩემი არსების ღვთიური საფუძვლიდან.
********************************************************
Ich fühle wie entzaubert
Das Geisteskind im Seelenschoß
Es ist* in Herzenshelligkeit
Gezeugt das heilge Weltenwort
Der Hoffnung Himmelsfrucht
Die jubelnd wächst in Weltenfernen
Aus meines Wesens Gottesgrund.
**************************************************************
*1918 წელს რუდოლფ სტაინერმა სამშვინველის კალენდრის ევრითმიული ფორმების
გამოსაცემად მზადებისას საშობაო საკითხავში 1912 წლის ვარიანტში არსებული «hat …
gezeugt»(დაჰბადა) შეცვალა «ist…gezeugt»-ით(იბადება). აღნიშნული ცვლილება დორნახის
გამოცემებში მხოლოდ 90 იანი წლების შემდგომ არის გათვალისწინებული. ქართულ გამოცემაში
როგორც ჩანს პირვანდელი ვარიანტია. შენიშვნა დავურთე რუსული გამოცემების საფუძველძე.

რამდენიმე შესწორებას შევიტანდი: 1. პირველ სტრიქონში განჯადოება მიმართულია მე-ს მთქმელისკენ. 2,


gezeugt ნიშნავს არა დაბადებას, არამედ ჩასახვას , ist gezeugt- სა და hat gezeugt - ს ს შორის ხსვაობაა არა
დროში, არამედ პირში ანუ hat gezeugt- ჩასახა, ist gezeugt- ჩაისახა. ანუ პირველად ვარიანტში
ამოიკითხებოდა, რომ წმინდა სიტყვამ სამყაროსისამ გულის ნათელში ჩასახა იმედის ციური ნაყოფი, გვიანდელ
ვარიანტში კი ისეა, რომ გულის ნათელში ჩაისახა წმინდა სიტყვა სამყაროსი ანუ იმედის ციური ნაყოფი.
შინაარსობრივად გვიანდელი ვარიანტი მართლაც უკეთესი მგონია. ამრიგად ჩემი თარგმანი>

თითქოს მომეხსნა ჯადო და აწ ვგრძნობ


ყრმას სულისას მშვინვიერ კალთაში.
გულის ნათელში ჩაისახა 
სამყაროს წმინდა სიტყვა, 
იმედის ზეციური ნაყოფი,
რომელიც ლხენით იზრდება სამყაროს სივრცეებში
ჩემი არსების ღვთიური საფუძველიდან.

აღდგომისშემდგომი ოცდამეცხრამეტე კვირა


****************************************************************
სულის გამოცხადებას მინდობილი,
მოვიპოვებ სამყაროს ნათელს.
აზრის ძალა იზრდება,
იძენს სიცხადეს და ჩემს თავს მაძლევს;
მაფხიზლებელი თვითშეგრძნება წარმოიშვება
აზრის ძალიდან.
აღდგომისშემდგომი მეორმოცე კვირა
******************************************************************
და ოდენ სულის სიღრმეებში ვარ,
სიყვარულის სფეროებიდან
თავკერძობათა სიცარიელე
აღივსება სამშვინველის წიაღში
სამყაროს სიტყვის ცეცხლოვან ძალით.

აღდგომისშემდგომი ორმოცდამეერთე კვირა


********************************************************************
მშვინვიერი შემოქმედი ძალა
ისწრაფვის გულის წიაღიდან,
ადამიანის ცხოვრებაში ღვთიური ძალები
მან სწორი ქმედებისთვის უნდა აღანთოს
თვით შესაქმნელად
კაცთმოყვარეობასა და კაცთსაქმეებში.

აღდგომისშემდგომი ორმოცდამეორე კვირა


********************************************************************
ამ ზამთრის ბნელში
სამშვინველის ძალის გამოცხადებაა
ძლიერი ლტოლვა -
წყვდიადში წარმართოს თავისი ძალა
და გულის სითბოთი წინასწარ შეიგრძნოს
გრძნობადი გამოცხადება.

აღდგომისშემდგომი ორმოცდამესამე კვირა


********************************************************************
ზამთრის სიღრმეებში
თბება სულის ჭეშმარიტი ყოფიერება;
ილუზორულ სამყაროს
გულის ძალით არსებობის ძალნი ეძლევა;
გაძლიერებული, ეურჩება სამყაროს ყინვას
მშვინვიერი ცეცხლი ადამიანის არსში..
აღდგომისშემდგომი ორმოცდამეოთხე კვირა
********************************************************************
სამშვინველის სიცხადემ
აღქმის უნარი გაიფართოვა,
მას ახსოვს სულის დაბადება
და აღავსებს სამყაროს ქმნადობას,
ქაოტურსა და დამაბნეველს,
ჩემი აზროვნების შემოქმედებითი ნებით.

აღდგომისშემდგომი ორმოცდამეხუთე კვირა


********************************************************************
აზროვნების ძალა მტკიცდება
სულის დაბადებასთან კავშირში,
ნათელს ჰფენს გრძნობად აღქმათა ბურუსს
და სრულ სიცხადეს ანიჭებს მათ.
თუ სამშვინველის სავსებას
სამყაროს ქმნადობასთან სურს შეერთება,
გრძნობადმა გამოცხადებამ
აზროვნების ნათელი უნდა მიიღოს.

აღდგომისშემდგომი ორმოცდამექვსე კვირა


********************************************************************
სამყარო გაოგნებით ემუქრება
მხოლოდშობილ მშვინვიერ ძალას;
მაშ ამოდი, ხსოვნავ, შუქის მომფენად
სულის სიღრმიდან,
გამიძლიერე ხედვა,
რომელსაც თავის შენარჩუნება
ნებითღა ძალუძს.

აღდგომისშემდგომი ორმოცდამეშვიდე კვირა


********************************************************************
სამყაროს წიაღიდან აღდგომას ესწრაფვის
ქმნადობის ხალისი გრძნობათმაამებლად,
მას ჩემი აზროვნების ძალა
ღვთაებრივი ძალებით აღჭურვილი უნდა დაუხვდეს
ისინი ძლიერად ცოცხლობენ ჩემში.

აღდგომისშემდგომი ორმოცდამერვე კვირა


********************************************************************
სამყაროს სიმაღლეებიდან
სამსვინველში ჩაღვრილ ნათელში
გამოცხადდი მშვინვიერ გამოცანათა ამხსნელად,
კოსმიური აზროვნების სიმტკიცევ,
შეკრიბე მის სხივთა ძალა
და გააღვიძე ადამიანთა გულებში სიყვარული.

აღდგომისშემდგომი ორმოცდამეცხრე კვირა


********************************************************************
მე ვგრძნობ სამყაროს ყოფიერების ძალას:
ასე ამბობს აზრის სიცხადე,
იხსენებს რა თავისი სულის ზრდას
სამყაროს უკუნეთ ღამეებში.
მოახლოვებულ სამყაროს დღეს იგი
შინაგანი იმედის სხივებს მიაპყრობს.

აღდგომისშემდგომი ორმოცდამეათე კვირა


***********************************************************************
ამას ეუბნება ადამიანის მეს
კოსმიური ქმნადობის ხალისი,
ძლიერად გაცხადებული
და მის ძალთ დამხსნელი:
შენში გადმომაქვს ჩემი ცხოვრება
ჯადოსნური განსახლებიდან,
და ამით ვაღწევ ჭეშმარიტ მიზანს.

აღდგომისშემდგომი ორმოცდამეთერთმეტე კვირა


***************************************************************************
ადამიანის შინაგან არსში
იღვრება გრძნობად აღქმათა განძი,
სამყაროს სული თავს ჰპოვებს
ადამიანის თვალის სარკეში,
რომელმაც ძალა
ხელახლა უნდა წარმოქმნას მისგან.

You might also like