Professional Documents
Culture Documents
რუდოლფ შტაინერი. ადამიანის გზა თვითშემეცნებისკენ
რუდოლფ შტაინერი. ადამიანის გზა თვითშემეცნებისკენ
რვა მედიტაციაში
თბილისი 2000
შინაარსი
პირველი მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს მატთებული წარმოდგენა შეიქმნას ფიზიკურ სხეულზე …….
მეორე მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს მართებული წარმოდგენა შეიქმნას სტიქიურ ანუ ეთერულ სხეულზე
…………………………………………………………………………………………
მესამე მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს წარმოდგენა შეიქმნას სტიქიური სამყაროს ნათელმხილვე -
ლურ შემეცნებაზე ………………………………………………………………………………
მეოთხე მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს წარმოდგენა შეიქმნას “ზღურბლის გუშაგზე”..........................
მეხუთე მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს წარმოდგენა შეიქმნას “ასტრალურ” სხეულზე…………………
მეექვსე მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს წარმოდგენა შეიქმნას “მე სხეულზე” ანუ “აზროვნების
სხეულზე” .............................................................................................................................
მეშვიდე მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს წარმოდგენა შეიქმნას ზეგრძნობად სამყაროებში მიღებულ
განცდათა ხასიათზე ……………………………………………………………………………
მერვე მედიტაცია:
მედიტანტი ცდილობს წარმოდგენა შეიქმნას ადამიანის განმეორაბით მიწიერ
ცხოვრებათა განჭვრეტაზე …………………………………………………………………….
შესავალი შენიშვნები
წინამდებარე წიგნის ამოცანაა ადამიანის არსების შესახებ სულისმეცნიერულ
შემეცნებათა გადმოცემა.აქ წარმოდგენილი თხრობის მეოხებით მკითხველს შეუძლია
გადმოცემულს იმგვარად შეერწყას, რომ კითხვა მას, გარკვეული თვალსაზრისით,
საკუთარ თავთან საუბრად ექცეს.
თუ ეს საუბარი ისეთ სახეს მიიღებს, რომ მასში გაიხსნება მანამდე დაფარული ძალები ,
რომლებმაც ნებისმიერ სამშვინველში შეიძლება გამოიღვიძონ, მაშინ კითხვის პროცესი
ჭეშმარიტ შინაგან მშვინვიერ მუშაობამდე მიგვიყვანს. ეს მუშაობა კი თანდათანობით
გადაიქცევა ნამდვილ მშვინვიერ მოგზაურობად, რომელსაც იგი სულიერი სამყაროების
რეალურ ჭვრეტამდე მიჰყავს; ამიტომ, აქ გადმოცემულს აქვს რვა მედიტაციის ფორმა ,
რომელთა რეალურად განხორციელებაც შესაძლებელია. თუ ეს მოხდება, მაშინ
სამშვინველს, მათი მეშვეობითა და საკუთარი ჩაღრმავების გზით, გაეხსნება ის, რაზეც
მასშია საუბარი.
-3-
-4-
პირველი მედიტაცია
მედიტანტი ცდილობს მარტებული წარმოდგენა შეიქმნას ფიზიკურ სხეულზე
ადამიანი ამჩნევს, რომ ეს ასეა, როცა იგი ნამდვილად მოიაზრებს საკუთარ თავს.
სამშვინველის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს წამი, როდესაც იგი საკუთარ თავს ეტყვის :
შენ უნდა შეგეძლოს განშორდე ყოველივეს, რისი მოცემაც შენთვის გარესამყაროს
შეუძლია, სხვაგვარად იძულებული იქნები აღიარო ის, რაც შემდგომ ცხოვრებას
შეუძლებელს გახდის, კერძოდ - შენ ხარ არსება, რომელიც თავისთავში მხოლოდ
წინააღმდეგობრიობას განიცდის. ის, რასაც გარესამყაროსი აღიქვამ , შენს გარეშეც
არსებობს; ის იყო და იქნება კიდეც შენს გარეშე. რატომ აღიქმება შენში ფერები, თუ შენს
აღქმას მათთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს? გარესამყაროს ნივთიერებები და
ძალები შენს სხეულს რატომ აგებენ? იგი ცოცხლდება შენს გარეგან მოვლინებასთან
ერთად. გარესამყარო შენში თავს იყალიბებს, ფორმას იძენს. შენ ამჩნევ, რომ ამ სხეულს
საჭიროებ, რადგან ფიზიკური გრძნობის ორგანოების გარეშე, რომელთა შექმნაც შენთვის
მხოლოდ მას ძალუძს, ვერაფრის განცდას ვერ შეძლებდი. ისეთი, როგორიც ამჟამად ხარ,
ცარიელი იქნებოდი შენი სხეულის გარეშე.შინაგან სრულყოფასა და შინაარსს სწორედ
იგი განიჭებს. მაშინ შესაძლებელია იმ აზრების წარმოქმნა, რომელთა გარეშეც
შეუძლებელია ადამიანური ყოფიერება, თუკი მას არ სურს განსაზღვრულ მომენტში ,
რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება, საკუთარ თავთან გაუსაძლის
წინააღმდეგობაში აღმოჩნდეს. ეს სხეული ცხოვრობს ისე, რომ იგი ამჟამად მშვინვიერ
განცდათა გამომხატველია. პროცესები მასში იმგვარად მიედინება , რომ სამშვინველი
მისი მეშვეობით ცხოვრობს და საკუთარ თავს მასში განიცდის. ოდესმე ეს ასე არ იქნება .
მაშინ ის, რაც სხეულში ცხოვრობს, ამჟამინდელისაგან (როდესაც მასში ყველაფერი
ჩემთვის, ჩემივე მშვინვიერი განცდებისთვის ხდება) სრულიად განსხვავებულ კანონებს
დაექვემდებარება. იგი დაექვემდებარება იმ კანონებს, რომლებიც განსაზღვრევენ
ნივთიერებებისა და ძალების ქცევას გარეგან ბუნებაში, - კანონებს, რომლებსაც ჩემთან
და ჩემს ცხოვრებასთან უკვე აღარაფერი აქვთ საერთო. სხეული, რომელსაც ვუმადლი
ჩემს მშვინვიერ განცდებს, მიღებული იქნება სამყაროს საერთო პროცესში და დარჩება
მასში ისე, რომ არაფერი ექნება საერთო მასთან, რასაც მე ჩემში განვიცდი.
-6-
-8-
-10-