You are on page 1of 35

Anka Ot

ტვინი, ფსიქიკა და კულტურა


 ტვინი - მოვარდისფრო-რუხი ქსოვილი, რომელიც შეიცავს ნეირონულ ბადეს
ათეულობით მილიარდი ნეირონული უჯრედით. ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ
ფსიქიკური ფუნქციონირების ნეირონულ სუბსტრატს სწორედ მილიარდობით
უჯრედის ქსელური პრინციპით ურთიერთქმედება ქმნის
 ადამიანის ტვინი სამი დონისაა:
1. პრიმიტიული -ყველაზე „ძველ“ და, შესაბამისად, ყველაზე მარტივ ტვინად მიიჩნევა
რეპტილიური ტვინი (ეს არ გეგონოთ (იმიტომ
რო მე მეგონა), რომ ანუ რეპტილიების
ტვინზეა ლაპარაკი, ანუ რაღაც მხრივ არის
მაგრამ ჩვენს ტვინში არის ესეთი ადგილი,
რომელსაც რეპტილიური ტვინი ეწოდება და
ანუ ადამიანებზეა საუბარი) -რეპტილიური
ტვინი - ფუნქცია - სიცოცხლის შენარჩუნება,
გადარჩენაზე ზრუნვა - კონტროლდება
სუნთქვის, გულისცემის და სხვა მარტივი -
ფუნქციები. ეს ფუნქციები ავტომატურად,
ცნობიერი კონტროლის გარეშე ხორციელდება.
2. ემოციური - ლიმბური სისტემა - ემოციურ-
მოტივაციურ კომპონენტების და ორგანიზმის ვისცერალური ფუნქციების
ინტეგრაციას უზრუნველყოფს - თვითგადარჩენისა და ბიოლოგიური სახეობის
შენარჩუნების ფუნქცია. არეგულირებს ავტონომიურ და ენდოკრინულ ფუნქციებს,
განსაკუთრებით, ემოციური სტიმულების საპასუხოდ. მოსაზრება არსებობს, რომ ეს
ლიმბური სისტემა „შეგრძნებისა და რეაქციების ტვინს“ წარმოაგდენს, რომელიც
მოთავსებულია „მოაზროვნე ტვინს“ და ნერვული სისტემის აფერენტულ გზებს შორი.
ამ თეორიის მიხედვით, ლიმბური სისტემა „მოაზროვნე ტვინის“ კონტროლის ქვეშ
ექცევა, თუცმა ავტონომიურადაც რეაგირებს. ღებულობს ინფორმაციას შინაგანი და
გარეგანი გარემოდან, ამ ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ ლიმბური სისტემა
აფერენტური გზებით ვეგეტატური, სომატური და ქცევითი რეაქციების გამშვებ უბანს
წარმოადგენს.
ის გარემოზე საპასუხო რეაქციას (მაგ., საჭირო წნევის ან პულსის მომატება) იღებს
ჰიპოთალამუსიდან და, ასევე, უკავშირდება ტვინის სხვა მოაზროვნე ნაწილებს, მათ
შორის, ჰიპოკამპს - მეხსიერების უძლიერეს ცენტრს.
ევოლუციის პროცესში ლიმბური სისტემის ჩამოყალიბების პირობად ვარაუდობენ
ორგანიზმის ქცევის ფორმების გართულებას, ქცევის გენეტიკურად განსაზღვრული,
ხისტი ფორმებიდან პლასტიკურ (მეხსიერებასა და დასწავლაზე დაფუძნებულ)
ფორმებზე გადასვლას.
3. „მოაზროვნე“ - ნეოკორტექსი - მასში მდებარეობს „მოაზროვნე“ ტვინი და ყველაზე
ახალგაზრდად ითვლება - პასუხისმგებელია ადამიანის მეტყველების, აბსტრაქტული
აზროვნების, წარმოსახვის უნარებსა და ცნობიერებაზე - იგი ძალიან მოქნილია და
დასწავლის უნიკალური შესაძლებლობებით გამოირჩევა (my dumb brain cant relate) -
ნეოკორტექსი მიიჩნევა ადამიანური კულტურის განვითარების უმთავრეს
ბიოსუბსტრატად.
 თავის ტვინის ქერქი - შეფასებას, გადაწყვეტილების მიღებასა და ცნობიერ განცდებს
არეგულირებს.
 პერიფერიულ რეაქციებს/პასუხებს - აკონთროლებს ჰიპოთალამუსი.
 ნუშურა სხეული - თამაშობს გადამწყვეტ მაორგანიზებელ როლს ცენტრალურ და
პერიფერიული კომპონენტების ურთიერთქმედება-ინტერაქციაში.
 ნერვული სისტემის ზოგადი დახასიათება
ნერვული სისტემა

ცენტრალური პერიფერიული

თავის ტვინი ზურგის ტვინი სომატური ვეგეტატიური

დაკავშირებულია შინაგან
ჩონჩხის ორგანოებთან
განივზოლიან
არის
კუნთებთან
დაკავშირებული

 ნერვული სისტემა განაპირობებს:


1. ორგანიზმის კავშირს გარე სამყაროსთან;
2. არეგულირებს და კოორდინაციას უწევს ყველა ორგანოს ფუნქციონირებას
 ნერვული სისტემის უჯრედული ელემენტებია : ნეირონი და გლია (აკავშირებს
ნეირონებს და აჩქარებს ნერვულ გადაცემას )

კავშირი, ნერვულ სისტემასა და სხეულს შორის, მყარდება შემდეგი სტრუქტურული


ელემენტების დახმარებით:

1. ზურგის ტვინის ნერვები (31 წყვილი)


2. თავის ტვინის ნერვები (12 წყვილი)
3. ვეგეტატიური ნერვული სისტემა
4. ნეიროენდოკრინული სისტემა - კავშირი მყარდება არა ნერვული სტრუქტურებით,
არამედ ჰორმონების საშუალებით.
 ადამიანის ტვინი - ჩვენი მთავარი ორგანოა, რბილია და სითხით სავსე, მას თავის
ქალა იცავს. 100 მილიარდი ნეირონი (ნერვული უჯრედი) გააჩნია. სიგნალებს
გრძნობათა ორგანოები იღებენ და მერე თავის ტვინისკენ იგზავნებიან.
 თავის ტვინი სამი ნაწილისგან შედგება :
1. დიდი ტვინი - ქცევა, აზროვნება, მეხსიერება. მეტყველება და ყველა სხვა
შეგრძნება. დიდი ტვინი გრძნობათა ორგანოების სიგნალებს იღებს. იგი
მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროებად იყოფა. ლოგიკურ აზროვნებას,
მეტყველებას, წერისა და კითხვის უნარს მარცხენა ნაწილი მართავს. ახალ
გარემოსთან შეგუებას მარჯვენა ნაწილი აკონტროლებს.
2. ტვინის ღერო - ძილსა და ღვიძილში ერთნაირად მუშაობს. ავტომატურ
ქმედებებს აკონტროლებს. სუნთქვა, გულისცემა და საჭმლის მონელება
3. ნათხემი - ტვინის უკანა ნაწილი. სწორად მოძრაობის საშუალებას გვაძლევს.
სმენა და მხედვლობა კონტროლდება.
 თავის ტვინიდან ზურგის ტვინი გამოდის. ზურგს გასდევს და ხერხემლით არის
დაცული. თავის ტვინი, ზურგის ტვინი და მათგან გამომავალი ნერვები ერთად ქმნიან
ნერვულ სისტემას. ნერვული დაბოლოებები სიგნალებს რომ იღებენ ზურგის ტვინს
გადასცემენ და მერე თავის ტვინში იგზავნება და მერე ტვინი მიღებულ სიგნალებს
ამუშავებს. შემდეგ კი გასცემს სათანადო ქცევის ბრძანებებს. ისინი ზურგის ტვინის
გავლით უბრუნდება სხეულის დანარჩენ ნაწილს.
 ადამიანის ფსიქიკა/გონება ყველაზე mysterious რაღაცად ითვლება მეცნიერებში
 ფსიქომორგოლოგიზმი - ადამიანის ფქისიკური ცხოვრების მისი სხეულის
სუბსტრატში, უპირატესად თავის ტვინში პირდაპირ ლოკალიზებას.
 ანტიკური ფილოსოფოსები ფსიქიკის ფიზიკურ ადგილად ადამიანის სხვადასხვა
ორგანოს მოიაზრებდნენ.
 ემპედოკლე და არისტოტელე თვლიდნენ, რომ ადამიანის შემცნებითი პროცესები
გულში იყო ლოკალიზებული.
 ჰიპოკრატეს და კროტონს ფსიქიკის ორგანოდ თავის ტვინი მიაჩნდათ, გული უფრო
გრძნობის ორგანოდ მიაჩნდათ.
 პლატონის აზრით, სული სამი ნაწილისგან შედგებოდა: ხორციელი, რაციონალური
(თავის ტვინში არისო, იმიტომ რომ მოცემული ნაწილი ზეცასთან არის ახლოსო),
ენერგიული.
 ჰალენი - თვლიდა, რომ ადამიანი შთაბეჭდილებებს გარედან თვალების საშუალებით
იღებს ფლუიდების სახით, რომლებიც თავის ტვინის პარკუჭებში მიემართება, იქვე
მიდის ღვიძლიდან ე.წ „სიცოცხლის ფლუიდები“ და ამ ორი ტიპის ფლუიდის
გაერთიანებით გარდაიქმნება ფქისიკურ ფლუიდებად.
 ნემესიუზი - იდეა გაავრცელა თავის ტვინის პარკუჭების, როგორც ადამიანის
ფსიქიკის ლოკალიზაციის ადგილის შესახებ. მისი აზრით წინა პარკუჭი წარმოსახვის
და აღქმის ადგილია, შუა პარკუჭი – აზროვნების, უკანა პარკუჭი კი – მეხსიერების. ამ
თეორიას ლეონარდო და ვინჩიც ემხრობოდა, ვეზალიუსიც ეთანხმებოდა და ამბობდა,
რომ ადამიანის ფსიქიკა თავის ტვინშიაოოოოოო.
 რენე დაკარტეს გაგებით - სხეული და სული სხვადასხვა სუბსტანციებია და
მოქმდების განსხვავებული კანონზომიერებები გააჩნიათ. ეს ორი სუბსტანცია
ადამიანში თანაარსებობს, მაგრამ ორივეს თავისი მოქმედების კანონზომიერებები
აქვს. დეკარტეს შეხედულება სხეულში ფსიქიკის ლოკალიზაციის შესახებ შემდეგია:
სულის ადგისამყოფელი სხეულში – თავის ტვინის ღეროში მდებარე ჯალღუზისებრი
სხეულია. ეს ნაწილი დეკარტემ იმიტომ აირჩია, რომ ახლოს არის თავის ტვინის
პარკუჭებთან. ჟალღუზისებრი სხეული აკონტროლებს სარქველებს, რომელთა
საშუალებითაც თავ–ზურგის ტვინის სითხე მიედინება პარკუჭებიდან ნერვების და
კუნთებისკენ და ამოძრავებს მათ. (სიტყვა ჟალღუზისებრი მართლა არ ვიცი რას
ნიშნავს) - დეკარტეს ეს შეხედულება დუალიზმის სახელით არის ცნობილი. ის
გულისხმობს, რომ სხეული და სული თანაარსებობენ, მაგრამ ისინი განსხვავებული
წესებით მოქმედებენ, მაგ. სხეული ფიზიკის კანონებს ემორჩილება, სული კი – არა.
ფილოსოფიაში ეს შეხედულება ცნობილია კარტეზიანული დუალიზმის
სახელწოდებითაც. დეკარტეს მიხედვით, ადამიანის ფსიქიკა ცნობიერია და
ცნობიერებასთანაა გაიგივებული
 მონიზმი - ამ მიმართულების შეხედულებით – თავის ტვინი და ფსიქიკა ერთი
სუბსტანციის ორი ნაწილია. მონიზსმს ორი ფილოსოფიური მიმართულება აქვს:
1. მატერიალიზმი - ყველაფრის საფუძველი მატერიაა. შესაბამისად, ადამიანის
ფსიქიკა ტვინის ფუნქციაა
2. ფენომენალიზმი - სუბიექტური იდეალიზმი - მხოლოდ ფსიქიკაა რეალური
და ფიზიკური ობიექტები მისი ანაბეჭდები არიან
 თანამედროვე ნეირობიოლოგიური კვლევების მიხედვით, ადამიანის ფსიქიკა არ
წარმოადგენს მხოლოდ თავის ტვინის ულტრანატიფი ნეირონების ერთობლიობას.
განვითარების პროცესში მყოფი ტვინის, როგორც ურთულესი ნეირობიოქიმიური
მექანიზმის შემდგომი სრულყოფა ასაკობრივი ფიზიოლოგიური განვითარების,
ადამიანური ურთიერთობებით და შემეცნების პროცესებით გრძელდება - ეს
ყველაფერი კი ქმნის ადამიანის გონებას - ფსიქიკას.
 ფრენოლოგია - ფრანც გალის თეორია - რომელშიც იგი ეცდება ცალკეული უნარები,
ფსიქიკური ერთეულები დაუკავშიროს თავის ტვინის უბნებს და თავის ქალას
ბორცვებს.
 მე–19 საუკუნის ფრანგული ნევროლოგიური სკოლა – ნევოლოგები პ. ბროკა, კ.
ვერნიკე, ჟ. დეჟერინი, პ. მარი, ჟ. შარკო. - პაციენტებზე დაკვირვებები მიუთითებდა
თავის ტვინის სხვადასხვა ლოკალური დაზიანების დროს ფსიქიკური ფუნქციების
დარღვევებზე. ნევროლოგიური შემთხვევები მიუთითებდნენ, რომ ერთი და იგივე
„ცენტრის“ დაზიანებით შეიძლება განსხვავებული ფსიქიკური ფუნქციები დაირღვეს
და პირიქით, სხვადასხვა „ცენტრის“ დაზიანება იწვევდეს ერთი და იგივე ფსიქიკური
ფუნქციის დარღვევას.
 ნეიროფსიქოლოგიური აზრის განვითარება შემდეგნაირად შეიძლება
წარმოვიდგინოთ:
1. ვიწრო ლოკალიზაციონიზმი (ლოკალიზაციის თეორია) - წარმომადგენლები
ბროკა, ვერნიკე, გალი, ბროდბენტი, კლაისტი - ფსიქიკური ფუნქცია
წარმოადგენს არაგანვრცობად, კომპონენტებზე დაუნაწევრებელ, ერთიან
ფსიქიკურ შესაძლებლობას/უნარს (მაგ., ლაპარაკი, წერა, კითხვა, ანგარიში და
ა.შ.). ეს უნარები მთლიანად ლოკალიზებულია თავის ტვინის კონკრეტულ
მორფოლოგიურ სტრუქტურაში. თვითონ თავის ტვინი და უპირველეს
ყოვლისა, დიდი ნახევარსფეროების ქერქი განიხილება როგორც სხვადასხვა
„ცენტრების” ერთობლიობა. თითოეული ამ ცენტრთაგანი კონკრეტულ
ფსიქიკურ ფუნქციას განაგებს.შესაბამისად, რომელიმე ცენტრის დაზიანება
შესაბამისი ფუნქციის შეუქცევად დარღვევებს იწვევს. გალის ფრენოლოგიური
რუკა და კლაისტის ლოკალიზაციური რუკა ვიწრო ლოკალიზაციონიზმის
იდეის დამაგვირგვინებელ შედეგებად ითვლებიან.
2. ანტილოკალიზაციონიზმი (ეკვიპოტენციურობის თეორია) - ორი
მიმდინარეობა გამოიყოფა:
 ფსიქიკური ფუნქციების თავის ტვინში ლოკალიზების
შესაძლებლობის სრული უარყოფა (ამ მოსაზრებას მხარს უჭერდნენ
ფლურანსი, ჰოლცი, ლეშლი და სხვები); ის ნაწილობრივ ჰგავს ვიწრო
ლოკალიზაციონიზმს, რადგან აქაც ლოკალიზაცია გაიგება, როგორც
უშუალო კავშირი ფსიქოლოგიურსა და მორფოლოგიურს შორის,
ხოლო ფსიქიკური ფუნქციები დაუნაწევრებელ ფსიქიკურ „უნარებს“
წარმოადგენენ. ფსიქიკური ფუნქციის დაზიანების ხარისხი არ არის
დამოკიდებული დაზიანების ლოკალიზაციაზე, არამედ
დამოკიდებულია დაზიანებული ტვინის მასაზე.
 ეკლექტური კონცეფცია, რომლის თანახმადაც თავის ტვინში
მხოლოდ ელემენტარული სენსორული და მოტორული ფუნქციების
ლოკალიზაციაა შესაძლებელი. უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების
განხორციელებაში თავის ტვინის ყველა უბანი თანაბარ
მონაწილეობას იღებს, ანუ ეკვიპოტენციურია.
 ინტერაქციული თეორია - თავის ტვინის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა
(არათანაბარ) როლს ასრულებს სხვადასხვა ფუქნციების
განხორციელებაში. ინტერაქციული თეორია, რომელსაც ხშირად
რეგიონალურ ეკვიპოტენციურობას უკავშირებენ, წარმოადგენს
თეორიას, რომელიც აღიარებს ეკვიპოტენციურობას, მაგრამ კარგად
განსაზღვრული უბნის ფარგლებში და იმპლიციტურად თანამედროვე
ნეიროფსიქოლოგების უმეტესობის მიერაა აღიარებული. თანამედროვე
თეორიებიდან, რომლებიც ინტერაქციული თეორიის იდეის
განვრცობას და შემდგომ განვითარებას ახდენენ, მნიშვნელოვანი
თეორიაა ა.რ. ლურიას უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების სისტემური
დინამიკური ლოკალიზაციის თეორია. მოცემული თეორია, ერთი
მხრივ, ფსიქიკური ფუნქციების დარღვევების მრავალფეროვნების
ახსნისა და მეორე მხრივ, ახალი ფაქტების და კანონზომიერებების
აღმოჩენის საშუალებას იძლევა. ამ თეორიის ზოგადფსიქოლოგიური
საფუძველია უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების სისტემური
აგებულებისა და თავის ტვინში მათი სისტემური ლოკალიზაციის
შესახებ წარმოდგენა.
 ფილოგენეტურ განვითარებაში ნერვული უჯრედების დიფუზური ბადე იცვლება
განკერძოებული ნერვული კვანძებით, რომელიც განვითარებასთან ერთად უფრო
მტად დიფერენცირდება და რთულდება.
 თუ ტვინსა და სხეულის დანარჩენ ნაწილთა შორის წონის შეფარდებას
გავითვალისიწინებთ, უმრავლეს ცხოველთა ტვინებს შორის ადამიანის ტვინი
ყველაზე დიდია. თუმცა განვითარების კონტექსტში ტვინის ზომის
მნიშვნელობასთან დაკავშირებით შეთანხმებული შეხედულება არ არსებობს.
 სხვაზე დამოკიდებულების (მიჯაჭვულობის) და ნეიროსოციალური განვითარების
გახანგრძლივებული პერიოდი არსებითი განსხვავებაა პრიმატებსა და სხვა
ძუძუმწოვრებს შორის
 ადამიანთა ადაპტაციური უნარების სპეციფიკა ევოლუციის პროცესში სოციალურ,
ბიოტიკურ გარემოსა და ნეიროსოციალურ ქსელებს შორის არსებული უკუკავშირის
სისტემების შედეგია.
 ჯგუფის სოციალური სირთულის დონე განსაზღვრავს ნეოკორტექსის მოცულობას.
სოციალური ჯგუფის კომპლექსურობის აღმწერ მახასიათებლებად მიიჩნევა
სოციალური თამაშების, ტყუილის, გაერთიანებების ფორმირების, ალტრუისტული
ქცევების და სხვა ფარული სოციალური სტრატეგიების არსებობა და მათი სპეციფიკა.
 პრიმატები ძუძუმწოვრებს შორის გამორჩეულნი არიან მიელინიზაციისა და ნერვული
წრედის ჩამოყალიბების გახანგრძლივებული პოსტნატალური პერიოდით.
პრენატალური ზრდის პერიოდში ტვინის არეების თავდაპირველი მოწესრიგების
შემდეგ, დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე, ხდება სტრუქტურული და მოლეკულური
გარდაქმნები, რომელიც შემდეგ გრძელდება ნეონატალურ, ბავშვობის, მოზარდობისა
და გვიანი მოზრდილობის პერიოდშიც კი. ისეთი რთული ფუნქციებიც კი როგორიცაა
ემოციური აღქმა, შეიძლება დიდწილად იყოს განსაზღვრული ადრეული
გამოცდილებით.
 გადარჩენილი პრიმატების სამ გვარში - HOMO, PAN და CEBUS, ადამიანის ტვინის
პროპორცია ზრდასრული ტვინის ზომასა და ახალდაბადებულის ტვინის ზომას
შორის ყველაზე მეტ განსხვავებას აჩვენებს - პროპორციული სხვაობის ზრდა ყველაზე
მკვეთრია ადამიანებში, რადგან ადამიანის ტვინის სრული ზომა იზრდება 100 %-ით
სიცოცხლის პირველ წელს და დიდი მასშტაბით იზრდება ზრდასრულობაშიც,
შესაბამისად პრიმატებს შორის ადამიანს აქვს ყველაზე ნაკლებად მოწიფული ტვინი
დაბადებისას, რასაც თან მოსდევს სოციალური სტიმულებით მდიდარ გარემოში
ადრეული სწრაფი ზრდის უფრო გახანგრძლივებული პერიოდი.
 თანამედროვე ადამიანის ტვინის სპეციფიკის საჩვენებლად არსებითად ორ
თვისობრივ მახასიათებელზე კეთდება აქცენტი: 1. პატერნთა ძიება და 2. მიზეზების
ძიება.
 პატერნთა ძიება - მარცხენა ნახევარსფერო ინტერპრეტატორია, იგი გამუდმებით
ეძებს მნიშვნელობებს საგნებსა და მოვლენებში. მიუხედავად ამისა, იგი წარსულის
მაღალის სიზუსტით აღდგენის პროცესში არ არის ჩართული.
 მიზეზების ძიება - ტვინის ფუნდამენტური თვისებაა, ჰომო საპიენსის მაგალითია
მოყვანილი და ჩვილი ბავშვების, რომ ანუ სულ ეძიებიან მიზეზებსო. საპიენსებსო
აინტერესებდათო სიკვდილის მერე რა ხდებოდაო და ამ მიზეზების ძიებამ ხალხში
რელიგია და რწმენა შექმნაო. რწმენა ცოცხლობს „უნახავისადმი“ აბსოლუტური
ნდობით და არა ცდისეული მტკიცებულებებით. შედეგად, რწმენა გვაძლევს
მნიშვნელობებს და რაციონალიზების შესაძლებლობას.
 ტვინის ევოლუციური განვთარება და ძირითადი ტრიგერები ანუ რიდერის 15
გვერდზე მოცემულია ცხრილი, რომელშიც აღნიშნული ინფორმაცია ჩემი აზრით,
წინა ქვიზის მასალააა, ამიტომ ჩემი სუბიექტური აზრით, ეგ ინფორმაცია არ შევა ამ
ქვიზში ამიტომ არ ვაკონსპექტებ აღნიშნულ ცხრილს.
 ევოლუციის პროცესში ადამიანის თავის ქალაში მოცემული კრანიალური სივრცე
იზრდება ყბისა და მისი მუსკულატურის შემცირების ხარჯზე.
 ადამიანის ტვინის შეფარდება ბიომასასთან 8-ჯერ აღემატება ხმელეთზე მცხოვრები,
გარეული, ხერხემლიანი ცხოველების ბიომასისა და ტვინის შეფარდებას
 ევოლუციის მსვლელობის პროცესში, ყველაზე აშკარა ცვლილება ჩვენი სახეობის
ტვინმა განიცადა, მას შემდეგ რაც უკანასკნელი საერთო წინაპარი მას შიმპანზესთან
იზიარებდა. ცვლილება შეეხო ტვინის ზომასაც (გაიზარდა) და პროპორციებსაც
 ტვინის ზომა - ტვინის ზომა და კოგნიტური უნარები მჭიდროდ არის ერთმანეთთან
დაკავშირებული. განსაკუთრებით ადამიანებში, გაზრდილმა ტვინის ზომამ,
მშობიარობისას შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, რადგან ბიპედიზმთან ერთად
ჩონჩხის სტრუქტურაც შეიცვალა და მენჯი დავიწროვდა.
 ტვინის მთლიანი და ფარდობითი ზომა- ჰეინზ სტეფანმა ორგანიზმების შესწავლით,
მოაგროვა მონაცემები ტვინის სხვადასხვა უბნის ზომების შესახებ პრიმატებში და
სხვა ძუძუმწოვრებში. ჯეიმს რაილინგი კი აღნიშნავს, რომ ადამიანის საშუალო
ტვინის ზომასა და სხვა ჰომინიდის საშუალო ტვინის ზომას შორის დაშორება არც ისე
მცირეა. ადამიანის ტვვინი საშუალოდ არის 1300 კუბური სანტიმეტრი, ხოლო სხვა
ჰომინიდების ტვინის საშუალო მოცულობა - 300-400 სანტიმეტრ-კუბი (წინა
კონსპექტში ტვინის მოცულობაზე სანტიმეტრ კვადრატი მეწერა შემთხვევით,
ბოდიშს ვუხდი მათემატიკის ენთუზიასტ ფიზიკოსებს და მაქსელებს)
 თუო ტვინის მთლიან ზომას შეუძლია ინტელექტის ახსნაო, მაშინ ვეშაპებს იმხელა
ტვინი აქვთ წიგნებს უნდა წერდნენო და მაშინო ჩიტებსო და ძუძუმწოვრებს,
რომლებსაც ერთნაირი ზომის ტვინი აქვთ ერთნაირი ინტელექტი უნდა ჰქონდეთო
მაგრამ ეგრე არ არისოო
 თუკი ადამიანების გამორჩეული კოგნიტური შესაძლებლობები არ აიხსნება ტვინის
ზომით, მაშინ იქნებ პასუხები ტვინისა და სხეულის ზომების პროპორციებში უნდა
ვეძებოთ. ბოლობოლო ლურჯი ვეშაპის ტვინი, მისი სხეულის წონის 0.01%-ს
შეადგენს., მაშინ როცა ადამიანის ტვინი - 2%. თუმცა ეს ამონახსნიც პრობლემას
წარმოშობს, რადგან შედარებით მცირე ზომის ცხოველებს აქვთ დიდი ზომის
ტვინები. ზოგიერთი სახეობის თაგვის ტვინი, მისი სხეულის მასის 10%-ს შეადგენს
 პალეონტოლიგიური ტრაექტორია - პალეონთროპოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ
შიმპანზეების და ადამიანის ტვინი თითქმის ერთი ზომის იყო და ძირითადი
განსხვავება ჩვენს შორის ტანის აგებულებაში იყო. ერექსუტებს ავსტრალოფითეკებზე
დიდი ტვინი ჰქონდათ და ესე იზრდებოდა თანდათან სანამ ორი მილიონი წლის
წინათ, საერთოდ გაუსამმაგდათ ტვინის ზომა
 ჰოლოუეი ამტკიცებს, რომ ჰომინინების ტვინის რეორგანიზება წინ უძღვოდა
ექსპანსიას, რაც განასხვავებს ჩვენი გვარის ტვინის ზომას, სხვა ჰომინიდებისგან.
 გენეტიკის კვლევებმა გასაოცრად დიდი მსგავსება აჩვენა ადამიანის და შიმპანზეს
გენომს შორის, მიუხედავად თვალსაჩინო ქცევითი და მორფოლოგიური სხვაობებისა.
ნახევარი საუკუნის წინ, მორის გუდმანი ამტკიცებდა, რომ ეს გენეტიკური
მსგავსებები, მეტყველებს იმაზე, რომ შიმპანზეები და ადამიანები ერთი გვარის
(ჰომოს) წარმომადგენლები არიან. ამ არგუმენტის პოპულარული ფორმულირება
ეკუთვნის ჯარედ დაიმონდს. გაზიარებული გვარის ვერსია არის რადიკალური და
არასოდეს ყოფილა ფართოდ გავრცელებული, თუმცა პრიმატების კავშირების
გენეტიკურმა ანალიზებმა, შიმპანზეები და ადამიანები ერთმანეთთან უფრო მეტად
დააკავშირეს
 პრიმატებში, ზრდასრულის ტვინის ზომის ცვლილება ძლიერად არის
დაკავშირებული გახანგრძლივებულ მომწიფების პროცესთან, მუცლად ყოფნის
დროს, სხეულის არაპროპორციულად ნელ განვითარებასთან, გახანგრძლივებულ
ჩვილობასთან, გახანგრძლივებულ ტვინის ზრდის დონესთან, გადავადებულ
სექსუალურ სიმწიფესთან და უფრო ხანგრძლივ სიცოცხლესთან
 სტრუქტურა მნიშვნელოვანია - ადამიანის კოგნიტური გამორჩეულობა არ არის
დაკავშირებული ტვინის მთლიან გადიდებასთან, არამედ ტვინის ორგანიზების
ცვლილებებთან და სხვადასხვა ნეირონული სტრუქტურების ფარდობით ზომასთან.
ანატომისტმა რიჩარდ ოუენმა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ადამიანებს აქვთ ტვინის
ზოგიერთი სტრუქტურა, მათ შორის მცირე ჰიპოკამპუსი (Hippo Campus ასევე ბენდიც
არის და მათი სიმღერა სახელად buttercup ძალიან მიყვარს)
 ჰაქსლიმ დაადგინა, რომ ამ სტრუქტურებს აქვთ შესაბამისი ნაწილები, ანუ
ჰომოლოგები შიმპანზეს ტვინშიც. ისეთ უბნებსაც კი, როგორიცაა ბროკას და ვერნიკეს
უბნები, რომელიც საფუძველია ენობრივი უნარებისა, აქვს ჰომოლოგები სხვა
პრიმატების ტვინშიც
 ძირითადი გასხვავებები ადამიანებსა და სხვა პრიმატებს შორის მომდინარეობს
ტვინის უბნების პროპორციებიდან და არა ევოლუციის შედეგად გაჩენილი
აბსოლუტურად ახალი სტრუქურებიდან. თუმცა, ადამიანის კოგნიტური უნარების
უმეტესობა აღმოცენდა არსებული სტრუქტურების მოდიფიკაციის და მათი
დანიშნულების გადასხვაფერების შედეგად
 უბნების შეცვლილი პროპორციები გახდა მიზეზი, ადამიანისთვის, პრობლემების
გადაჭრის უფრო კომპლექსური უნარების გაჩენისა და ასევე, ინსტინქტურ ქცევაში
ჩარევის შესაძლებლობისა.
 ჩვენი ნეოკორტექსი ძალიან არაპროპორციულია ტვინის სხვა ნაწილებთან
შედარებით
 ტვინის ზოგი ნაწილი რეგრესისკენაც წავიდა, მაგალითად , სუნთქვის ბოლქვები
შიმპანზეებთან შედარებით ჩვენ უფრო პატარა გვაქვს.
 თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ადამიანის ტვინი სხვანაირად გადაეწყო, არის
ჰემისფეროების ასიმეტრია, რომელიც უფრო გამოკვეთილი გახდა.
 ადამიანებში ჰემისფეროების სპეციალიზაციამ გაამარტივა და დააჩქარა ნეირონული
კავშირი, იმით, რომ შეზღუდა მხოლოდ ცალკეული ტვინის უბნის აქტივობა.
ასიმეტრიული სპეციალიზაციის მინუსი ის არის, რომ ჩვენ უფრო მოწყვლადები ვართ
დაზიანებების მიმართ, რადგან ერთ ჰემისფეროს უჭირს დაზიანებული ნაწილის
კომპენსირება.
 ევოლუციის პროცესში ადამიანის ტვინი რეორგანიზდა და მნიშვნელოვანი
ცვლილებები განიცადა არა მხოლოდ ზომამ, არამედ უბნების შორის კავშირებმაც
 ტვინში რომელიმე ნაწილის გადიდება ქმნის ,,დიზაინის პრობლემას’’ რამდენადაც
დაკავშრებულ წერტილებს შორის დისტანცია იზრდება და ნელდება კავშირი.
გაზრდილი ნეოკორტექსის დისტანციის პრობლემას ძუძუმწოვართა ტვინი
უმკლავდება მეტი ნაკეცების წარმოქმნით, ჰემისფეროებისა და უბნების
სპეციალიზაციით. ადამიანის ტვინში ამის გამოხატულებაა 150-მდე განცალკევებული
უბნის არსებობა
 დიდი ზომის ტვინი არ ნიშნავს უფრო დიდ ნეირონებს, არამედ უფრო მეტ ნეირონს.
მათი რიცხვის ზრდასთან ერთად თითოეული ნეირონი უფრო მცირედი
პროპორციით უკავშირდება მთლიანს. ფარდობითი კავშირი იკლებს და დიდი
ტვინის უბნები უფრო დამოუკიდებლები ხდებიან, ეძლევათ საშუალება
სპეციალიზირდნენ, განსხვავდნენ და გახდნენ ,,პატარა სამყაროები’’ ნეირონულ
ქსელში.
 მომატებული იზოლაციის საპირისპიროდ, აქსონური კავშირების (თეთრი მატერია)
წილი ბევრად სწრაფად იზრდება, ვიდრე ნეირონების (ნაცრისფერი მატერია) რიცხვი.
თეთრი, მმაკავშირებელი მატერიის ზრდა არ უშლის ხელს ნაცრისფერი მატერიის
ზრდას და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტვინი არაპროპორციულად მოიცავს თეთრ
მატერიას, ის მაინც საფუძვლიანად არის დაკავშირებული
 ტერენს დეკონის, ,,გადანაცვლების ჰიპოთეზის’’ მიხედვით, ტვინის უბნები,
რომლებიც არაპროპორციულად გაიზარდა ევოლუციის გზით მიდრეკილია, რომ
მოახდინოს კავშირებითი შეჭრა და მოამარაგოს ნერვებით ის უბნები სადაც მანამდე
ასეთი რამ არ ყოფილა. დეკონის წესია: ,,დიდი უდრის უკეთ დაკავშირებულს.’’
გადიდებული ტვინის უბნები კავშირებს აბამენ ისეთ უბნებთან, რომელთანაც
წინაპრების ტვინებს კავშირები არ ჰქონიათ.
 დეკონის აზრით, ნერვული კავშირებით უჩვეულო მომარაგება უზრუნველყოფს
ადამიანის უპრეცედენტო უნარს, აკონტოლოს თავისი ხორხი. ამით არა მხოლოთ
ძუძუმწოვრებისგან გამოვირჩევით, არამედ სხვა ხერხემლიანებისგანაც, ჩვენ
ლარინგულ კუნეთებს შუბლის წილით ვაკონტროლებთ.
 ცხოველების უმეტესობისთვის ხორხის კუნთები იმართება პირდაპირ ავტომატური
ვისცემოტორული სისტემის მიერ. სამაგიეროდ, შესაძლოა, ადამიანების შემთხვევაში
უჩვეულო ნეოკორტიკალურმა ჩარევამ განაპირობა ჩვენი შესაძლებლობები,
რომლებიც მხოლოდ ხმელეთის ძუძუმწოვრებში შეინიშნება - გამოსცეს ახალი ტიპის
ხმები და შეადგინოს ახალი კომბინაციები. ტვინის გარე კავშირის მოდელის
ცვლილებამ ადამიანის შემთხვევაში განაპირობა სხვადასხვა კუნთზე კონტროლის
გადანაწილება ნეოკორტექსსა და ავტომატურ ვისცემოტორულ სისტემებს შორის. მათ
შორის არის კონტროლი იმ კუნთებზე, რომლებიც განსაზღვრავენ სახის, ენის,
ტუჩების, ხორხის მოძრაობას და ხელს უწყობენ ჩასუნქვასა და ამოსუნთქვას.
 ედელმანის მიხედვით, ტვინის დაკავშირებულობის ცნების გააზრება აუცილებელია
ადამიანის ცნობიერების კვლევისათვის. ტვინის ასოციაციურ ნაწილებში (აქ
იგულისხმება არეალები, რომელთაც პირდაპირი კავშირი არ აქვთ სენსორულ თუ
მოტორულ სისტემებთან, მაგალითად, შუბლის წილი) შექცევადი კავშირების
არსებობა ჩვენს ტვინს აღჭურვავს კოგნიტური ინტეგრაციის ისეთი კომპლექსური
ფორმებით, როგორებიცაა თვითგაცნობიერება, შეფასება და სხვა.
 ნეოკორტიკალური ანომალიების არსებობა ინდივიდებში შესაძლოა გამოვლინდეს
შფოთვითი აშლილობით, რაც გამოწვეულია თვითრეგულაციური მექანიზმის
მოშლით
 პლასტიური დიდი ტვინი - იდეა, რომ ინსტინქები და უნივერსალურად
გაზაირებული თვისებები „მკაცრად დაქსელილი“ და ფიქსირებულია,
გავრცელებული უზუსტობაა. ისეთი კომპლექსური და ნელა ჩამოყალიბებადი ტვინი,
როგორიც ჩვენ გვაქვს, უკეთ გაიაზრება „მოქნილად დაქსელილი“, პლასტიური
სელექციური პროცესით.
 კომპლექსური ცხოველური ორგანიზმების გენომური თანიმდევრობა ააშკარავებს
გენეტიკური ინფორმაციის ნაკლებობას (მაგალითად, ცილის მაწარმოებელი გენების
შედარებით მცირე რაოდენობა). ბევრ ნევროლოგს სჯერა, რომ ტვინის ფორმირებას
სჭირდება დიდი რაოდენობით არაგენეტიკური ინფორმაცია, მათ შორის მისი
ჩამოყალიბება ხდება თავად ტვინთან, მთლიან სხეულთან და გარემოსთან
ინტერაქციის პროცესში.
 ედელმანის მტკიცებით, გენეტიკური ინფორმაცია არასაკმარისი მოცემულობაა
ტვინის სტრუქტურისათვის. ნერვული კავშირების ადრეული ჭარბი წარმოება
მართულია „ნერვული ჯგუფური შერჩევით“ - ეს არის გარადჩევა, რომლის დროსაც
აქტიური სინაპტიკური კავშირები ნარჩუნდება, ხოლო გამოუყენებელი ბმები
სუსტდება და მიილევა, ქრება (ან ფარული ხდება). ემბრიონული განვითარების
ეტაპზე ტვინი იმდენ ნეირონს აწარმოებს, რომ ზრდასრულობის პერიოდისთვის
ნეირონული უჯრედების წარმოების პიკური ოდენობიდან მხოლოდ 20%-დან 80%-
მდეა შემორჩენილი
 სმენითი სტიმულების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, სმენითმა კორტექსმა
გადაამუშაოს ვიზუალური აფერენტები
 ადგილობრივი გამაფრთხილებელი და ნეირონული გადარჩევის პროცესების
არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმს ასევე შეუძლია ჩამოყალიბებული,
ზრდასრული ნერვული სისტემის ფორმირებაც; საშუალებას აძლევს ტვინს, რომ
შეეგუოს სხვადასხვა სახის მდგომარეობას (მათ შორის ტრავმებს, გარკვეული ტიპის
შეზღუდულობებს)
 ადამიანებში ნერვული ადაპტაციის საილუსტრაციოდ გამოდგება სიბრმავე, რომელიც
ზღუდავს ვიზუალურ კორტექსში სიმულაციის გაჩენას; განსაკუთრებულ
შემთხვევებში ადამიანები სწავლობენ ექოლოკაციას (ბგერების დახმარებით
მდებარეობის განსაზღვრას). ამისი მიზეზი ნაწილობრივ არის ის, რომ ნეირონულ
გადარჩევას შეუძლია ვიზუალური კორტექსი მიმართოს ექოსგან ინფორმაციის
მიღებისკენ
 ადამიანის ტვინის შედარებით სწრაფი ზრდა დიდწილად გამოწვეულია ადრეულ
პერიოდის სწრაფი ზრდის ხანგრძლივობით. განვითარების ამ ეტაპზე დაბადების
შემდეგ ტვინი ზომით სამჯერ იზრდება იმ დროს, როცა პრიმატების ტვინის ზომა
მხოლოდ ორმაგდება
 ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნება ადამიანის ტვინს ხდის გარემოზე მეტად
მორგებულსა და სწავლებისკენ მიდრეკილს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, უკვე
დაბადებისას ტვინი ნევროლოგიურად „ზრდასრულად“ დავახასიათოთ
 პრუზი საუბრობს ტვინის აქტიურობისა და მოქნილობის დიდ უნარებზე და დასძენს,
რომ ინდივიდუალურ დონეზე ევოლუციამ წარმოქმნა ცვლილება განვითარების
მრავალ დონეზე, დაწყებული მთლიანი ზომით, დამთავრებული უჯრედული
სტრუქტურით
 არა მხოლოდ ტვინი. რიჩარდსონის აზრით მხოლოდ ადამიანის გონება არ
წარმოქმნის ინტელექტს. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის ინდივიდუალურ
ხასიათზე, თვითმყოფადობაზე, მისი აზროვნება არ უნდა განვიხილოთ
იზოლირებულად. ადამიანის გონების ყველა თავისებურება როდი მომდინარეობს
პირდაპირ ჩვენი გენებიდან, ადამიანიში შემეცნების ყველა განმასხვავებელ ნიშანს
მხოლოდ ტვინი როდი წარმოქმნის. ტვინის განვითარების პროცესში
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვობის პერიოდს.
 ნიშის შექმნის მოდელი (The niche construction model) მიუთითებს, რომ ორგანიზმის
პირად მოქმედებასა და ცხოველქმედებას იმხელა გავლენის მოხდენა შეუძლია
ეკოლოგიურ გარემოზე, რომ შესწევს უნარი შეამციროს თავად ამ ორგანიზმზე
არსებული გადარჩევის წნეხი
 სოციალური ინტელექტი - ჰომინინების ენცეფალიზაციის ზრდის ერთ-ერთი
ყველაზე გავლენიანი ახსნა არის ე. წ "მაკიაველური გონიერება" სხვაგვარად -
"სოციალური ინტელექტის" ჰიპოთეზა. თეორია დაშენებულია ჰამფრის იდეაზე, რომ
გაზრდილი გონიერება საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად უფრო
ხელსაყრელია, ვიდრე გარემოსთან შესაგუებლად. მიდგომა აღიარებს, რომ
სოციალურ გარემოში წარმატებული წარმოჩენისა და მორგებისათვის საჭირო იყო
განვითარებული კოგნიტური უნარები, რომელთა დახმარებითაც ადვილად
შეფასებდა ადამიანი სხვების ცოდნას, შეძლებდა კომპლექსურ ინტერაქციას სხვებთან
და შეძლებდა მასსავით აღჭურვილი მოწინააღმდეგის ჭკუაში მოტყუებას
 თავის ტვინის ჰემისფეროთა ასიმეტრიადა ჰემისფეროთაშორისი ურთიერთქმედება -
მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროები ნაწილობრივ განსხვავებულ ფუნქციებს
ასრულებენ
 ფუნქციური ასიმეტრიის კვლევას შემდეგი 4 ცვლადის არსებობა ართულებს:
1. ლატერალობა (ლატერალობა ზოგადად ნიშნავს, რომ ტვინის მხარეები
ასიმეტრიულია) შეფარდებითია და არა აბსოლუტური. ორივე ჰემისფერო
იღებს მონაწილეობას თითქმის ყველა ქცევის განხორციელებაში;
2. თავის ტვინის ფუნქციონირების გაგებისთვის ლოკალიზაცია ისევე
მნიშვნელოვანია, როგორც მხარეობა.
3. ლატერალობაზე გავლენას ახდენს გენეტიკა და გარემო-ფაქტორები.
4. ლატერალობა ზოგიერთი ცხოველის ტვინსაც ახასიათებს. რწმენა იმისა,
რომ ფუნქციური ასიმეტრია წმინდად ადამიანისთვის დამახასიათებელი
ნიშანია და დაკავშირებულია მეტყველებასთან, უარყოფილ იქნა. მგალობელ
ჩიტებს, მაიმუნებს, ვირთხებს, კატებსა და შიმპანზეებსსაც ფუნქციურად და
ანატომიურად ასიმეტრიული ტვინები აქვთ.
 თავის ტვინის ასიმეტრია. John Hughlings-Jacson და Pierre Gratiolet პირველებმა
აღმოაჩინეს, რომ მარცხენა ჰემისფეროში ქერქის ხვეულების მომწიფება უფრო
სწრაფად ხდება, ვიდრე მარჯვენა ჰემისფეროში.
 ანატომიურ ასიმეტრიაზე გავლენას ახდენს სქესი და წამყვანი ხელი.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად ზოგადად პოპულაციის 10% მემარცხენეა;
ეს მაჩვენებელი შეიძლება უფრო დიდი იყოს (10%-დან 30%-მდე), თუ წერის დროს
აქტიური ხელის გარდა მემარცხენეობის განსასაზღვრად სხვა პარამეტრებსაც
გამოვიყენებთ. (ანკა ოტიც ცაციაა რომ იცოდეთ)
 ჰემისფეროთაშორისი ასიმეტრიის გარდა, მნიშვნელოვანია ჰემისფეროთაშორისი
ურთიერთქმედებაც, რადგან ცნობილია,
რომ ერთი და იგივე ფსიქიკური
ფუნქციის განხორციელებაში ორივე
ჰემისფერო იღებს მონაწილეობას, თუმცა
სხვადასხვა წილითა და
პასუხისმგებლობებით.
 თავის ტვინის ჰემისფეროების
ურთიერთქმედება უზრუნველყოფილია კომისურული (შემაერთებელი) ნერვული
ბოჭკოების საშუალებით. მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს აერთიანებს 3 კომისურა,
რომელთაგანაც ყველაზე დიდია - კორძიანი სხეული. კორძიანი სხეულის ბოჭკოები
აერთიანებს მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების ყველა ჰომოტოპიკურ უბნებს
(პირველადი პროექციული ველების გარდა).
 გახლეჩილი ტვინის სინდრომი. კომისუროტომიის (ოპერაცია კომისურების
გადაკვეთაზე (უპირატესად კორძიანი სხეულის)) შემდეგ პაციენტებს
ფაქტობრივად არ აღენიშნებათ არანაირი ცვლილებები ტემპერამენტის,
პიროვნებისა და ზოგადი ინტელექტის თვალსაზრისით. თუმცა სპეციალური
გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მათ საკმაოდ დამახასიათებელი
დარღვევები აქვთ ფსიქიკური ფუნქციების თვალსაზრისით.
 სენსორული ფენომენები: მხედველობის მარცხენა ველში (ანუ პროეცირებული
მარჯვენა ჰემისფეროში) მიწოდებული მხედველობითი სტიმულების დანახვის
შეუძლებლობა მემარჯვენე პაციენტების მიერ - თითქოსდა ვერ ხედავენ და
შესაბამისად, ვერ ასახელებენ. თუმცა მათ შეუძლიათ მარცხენა მხედველობის
ველში შუქის შემჩნევა ანუ მხედველობითი ქიაზმის საშუალებით მხედველობითი
ინფორმაციის გადაცემა ხდება.
 ანომია - მარჯვენა ჰემისფეროს მიერ აღქმული ობიექტების დასახელების
შეუძლებლობა

კოგნიციის ევოლუცია

 ბუნებაში სამი ძირითადი ფენა გამოიყოფა: ფიზიკური (არაცოცხალი),


ბიოლოგიური (ცოცხალი) და ფსიქოლოგიური (სულიერი).
 ცოცხალი არაცოცხალზე რთული ორგანიზაციისაა, ხოლო ფსიქიკა ცოცხალი
ბუნების განვითარების შედეგია.
 განვითარება - რაიმეს პროგრესულ ცვალებადობას ნიშნავს, ფსიქოლოგიაში ეს
ნიშნავს მარტივიდან რთულში გადასვლას
 განვითარების ფსიქოლოგია - სისცოცხლის პერიოდში მიმდინარე ფსიქოლოგიური
ცვლილებების შემსწავლელი მეცნიერება
 ფსიქიკის გავნითარება ორ ფორმაში რეალიზდება: ფილოგენეზი (ანუ ქცევისა და
ფსიქიკური სტუქტურების განვითარება, რომელიც სახეობათა ბიოლოგიური
ევოლუციის პროცესში ხორციელდება) და ონტოგენეზი (ცვლილებები, რომელსაც
ინდივიდი ცხოვრების განმავვლობაში განიცდის)
 ადამიანის განვითარებას ბიოლოგიური და გარემო ფაქტორების ერთობლიობა
განაპირობებს.
 ყოველივე ცოცხალს ფსიქიკა არ გააჩნია
 ბიოფსიქიზმი - არსებობდა ადრე, რომლის თანახმადაც, სიცოცხლის ნებისმიერი
ფორმა ფსიქიკის მატარებელი იყო
 პანფსიქიზმი- სულიერებას არაცოცხალსაც მიაწერდნენ, მაგალითად ბუნებას
 ანთროფსიქიკური თეორია - ფსიქიკა მხოლოდ ადამიანს გააჩნია
 აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული თეორია ფსიქიკის ობიექტურ
კრიტერიუმს ეხება

ფსიქოლოგირუი
განვითარების
სფეროები

ფიზიკური კოგნიტური ფსიქოსოციალური


სფერო სფერო სფერო

სხეულის და ორგანოების
ფორმა და ზომა, სენსორული შეგრძნეაბ, ყურადღება, აღქმა,
პიროვნული მახასიათებლები
შესაძლებლობები, მოტორული მეხსიერება, აზროვნება,
და სოციალური უნარები
უნარები, თავის ტვინის მეტყველება
სტრუქტურის ცვლილება
 ყველაზე მიღებული შეხედულება ფსიქიკის ობიექტურ კრიტერიუმად განიხილავს
ცოცხალი ორგანიზმების თვისებას - რეაგირება მოახდინოს ბიოლოგიურად
ნეიტრალურ ზემოქმედებაზე.
 აბიოტური ზემოქმედებები - ენერგიის ის სახეები, ან საგნების ის თვისებები,
რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში. ამგვარი
ზემოქმედება არც სასარგებლოა და არც მავნე
 თუ ორგანიზმს უჩნდება უნარი, ასახოს ბიოლოგიურად ნეიტრალური თვისება და
დაუკავშიროს იგი ბიოლოგიურად მნშვნელოვან თვისებებს, მისი სასიცოცხლო
პოტენციალი განუზომლად იზრდება.
 ბიოლოგიურად ნეიტრალური თვისებების ასახვა მჭიდროდ არის დაკავშირებული
ცოცხალი არსებების აქტივობის თვისობრივად ახალ ფორმასთან – ქცევასთან.
 მცენარე მხოლოდ ბიოლოგიურად მნიშვნელოვან გამღიზიანებლებზე რეაგირებს.
ამ თვისებას გაღიზიანებადობა ეწოდება.
 ცხოველებისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ე.წ. მგრძნობელობა, რაც მათთან
ფსიქიკის გაჩენას უკავშირდება.
 მგრძნობელობა, როგორც აბიოტური გამღიზიანებლის ასახვა, ორ ასპექტს შეიცავს:
ობიექტურს და სუბიექტურს. ობიექტური თვალსაზრისით, ასახო და იყო
მგრძნობიარე, ნიშნავს რეაგირება მოახდინო მოცემულ აგენტზე გარკვეული
მოძრაობის სახით. გრძნობიერების სუბიექტური ასპექტი საგნის თუ მოვლენის
შინაგან განცდაში ვლინდება.
 დიფუზური, პირველადი შეგრძნება დიფერენცირდება შეხების, გემოს,
ტემპერატურის, სუნის, სმენის, მხედველობის და სხვა შეგრძნებებად. ესაა მხოლოდ
დაქსაქული გამღიზიანებლების – საგნების ცალკეული თვისებების შეგრძნება.
ფსიქიკის ფილოგენეტური განვითარების შემდგომ ეტაპზე თანდათანობით ჩნდება
აგრეთვე მთლიანი საგნების ასახვის, ანუ მათი აღქმის უნარი. ეს ნიშნავს ე.წ.
სენსორული (შეგრძნებითი) სტადიიდან პერცეპტულ (აღქმით) სტადიაზე
გადასვლას.
 ცხოველთა ქცევის განვითარების პროცესები ორი სახისაა: თანდაყოლილი
(თანდაყოლილი ქცევის პირველად ფორმას ტაქსისი ეწოდება და იგი
ერთუჯრედიან ორგანიზმებს ახასიათებთ) და შეძენილი.
 ტაქსისი იმაში ვლინდება, რომ ორგანიზმი ან უახლოვდება, ან განერიდება
გარკვეულ გამღიზიანებელს. ასეთი ქცევა ზოგჯერ გვხვდება უფრო მაღალი
ორგანიზაციის არსებებშიც. მაგალითად, მწერებს საღამოთი იზიდავს ანთებული
ლამპარი, რაც ტაქსისის გამოვლინებაა.
 რეფლექსი არის ცხოველის დაპროგრამებული და ორგანიზმის გარკვეულ ნაწილში
ლოკალიზებული რეაქცია, მაგალითად თვალის დახუჭვა ან ნერწყვის გამოყოფა
სათანადო გამღიზიანებელზე. რეფლექსი შეიძლება იყოს თანდაყოლილი, შეიძლება
იყოს შეძენილიც, ე.წ. პირობითი. ამ შემთხვევაში დასწავლის შემდეგ რეფლექსური
რეაქცია უკავშირდება რაიმე ახალ, არასპეციფიკურ გამღიზიანებელს. მაგალითად,
ძაღლში ნერწყვის გამოყოფას იწვევს არა მარტო ხორცის დანახვა - უპირობო
რეფლექსი - არამედ ზარის გაგონებაც - პირობითი რეფლექსი.
 ინსტინქტი - ეწოდება რთულ ქცევებს, მაგალითად, გამრავლება, შთამომავლობის
პატრონობა და ა.შ
 ინსტინქტის მექანიზმი „სწორ” სიტუაციაზეა გათვლილი და მის „სიბრმავეზე“
ლაპარაკი უსაფუძვლოა, ამის მაგივრად, უნდა ვისაუბროთ ინსტინქტების
ბიოლოგიურ მიზანშეწონილებაზე, ხოლო „სიბრმავის” ნაცლად – მათ
ფიქსირებულობაზე.
 ახალ სიტუაციასთან მორგება, გამოცდილების შეძენა უმდაბლეს ცხოველებსაც
შეუძლიათ
 იმპრიტინგი (აღბეჭვდვა) - არის მოვლენა აღმოაჩინა ეთოლოგმა კონრად
ლორენცმა. იგი დარწმუნდა, რომ ახალგამოჩეკილი ბატის ჭუკები აუცილებლად
თავის დედას კი არ მიჰყვებიან, არამედ იმ ობიექტს, რომელსაც ისინი გამოჩეკვისას
პირველად ნახულობენ. ამ შემთხვევაში ეს იყო თვით ლორენცი, რომლისადმი ეს
ბატები მოზრდილობაშიც გასაოცარ მიჯაჭვულობას ამჟღავნებდნენ. ბუნებრივ
პირობებში ის, ვისი აღბეჭვდვაც ხდება, დედაა და ჭუკებიც მას ავტომატურად
დაჰყვებიან. მაგრამ სინამდვილეში ეს ინსტინქტის კი არა, ადრეული დასწავლის
გამოვლინებაა. იმპრიტინგის მექანიზმი განაპირობებს ხერხემლიანთა ბევრ ისეთ
მოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია მშობლების, თავის გარემოცვის,
სასიცოცხლო გარემოს ნიშანთვისებათა ცნობასთან.
 ობლიგატორული დასწავლა - ბევრი ინსტინქტური (თანდაყოლილი) აქტი საჭიროებს
სრულყოფას ცხოველის ინდივიდუალურ გამოცდილებაში; შეიძლება ითქვას, რომ
ასეთი დასწავლა აგრეთვე დაპროგრამებულია. იგი უზრუნველყოფს ინსტინქტური
მოქმედების მორგებას გარემო პირობებისადმი. (ბარტყების ფრენა და გალობა
მაგალითად)
 ფაკულტატური დასწავლა - ახალი, ინდივიდუალური ქცევის ფორმების ათვისების
პროცესი. (ცირკში ცხოველების წვრთნა)
 ქცევა - შედგება ორი ძირითადი ფაზისგან: ძიებითი (ან მოსამზადებელი) და
დამამთავრებლი მოქმედებისგან. ძიებითი ყოველთვის მოთხოვნილებით არის
აქტივირებული.
 ინსტინქტურ ქცევებს ზოგჯერ ფიქსირებულ მოძრაობათა კომპლექსს უწოდებენ
 ცდის და შეცდომის მეთოდი - ანუ რაც უფრო ხშირად შეასრულებს ცხოველი
შეუმცდარ, სასარგებლო მოქმედებას, რომელიც მის რაიმე მოთხოვნილებას
აკმაყოფილებს, მით უფრო განმტკიცდება იგი, მით უფრო ძლიერი და მყარი იქნება
კავშირი მოცემულ სტიმულსა და ახალ მოქმედებას შორის.
 ცხოველთა სამყაროში გვხდება ქცევის უფრო მაღალი ფორმაც – გონიერი ქცევა,
რომლისთვისაც დამახასიათებელია ახალ სიტუაციასთან სწრაფად შეგუებისა და
ახალი ამოცანის უცბად გადაწყვეტის უნარი, მოქმედებათა მრავალჯერადი
გამეორების გარეშე – ე.წ. ინსაიტი.
 ტრანსპოზიცია - ახალი ამოცანის ერთჯერადი გადაწყვეტა საკმარისია, რომ
ინდივიდი ამ მოქმედებას „ერთხელ და სამუდამოდ“ დაეუფლოს.
 ის გარემოება, რომ გონიერ ქცევას ახასიათებს ინსაიტი და ტრანსპოზიცია, იმას
მოწმობს, რომ იგი აზროვნების პირველი გამოვლინებაა.
 ანთროპოდები - ყველაზე განვითარებული ცხოველები არიან
 ცხოველის ენის ადამიანის ენისაგან უმნიშვნელოვანეს განმასხვავებელი ნიშანი
ისაა, რომ მას არ გააჩნია სემანტიკური ფუნქცია. ანუ ცხოველის ენის ელემენტები
არ აღნიშნავენ გარეგან საგნებს, მათ თვისებებსა და მიმართებებს. ცხოველის
სიგნალი უშუალოდ გრძნობებს გამოხატავს
 ცხოველთა ენის განმასხვავებელი ნიშანია აგრეთვე მისი გენეტიკური
ფიქსირებულობა. იგი დახურული სისტემაა სიგნალების შეზღუდული
რეპერტუარით, თუმცა სიგნალების რაოდენობა შეიძლება არც ისე მცირე იყოს.
მაგალითად, გაშიფრულია ქათმების 20-მდე სხვადასხვა სიგნალი, ადამიანის მსგავსი
მაიმუნისა – 90-მდე. ცხოველთა სამყაროს ყოველმა წარმომადგენელმა
დაბადებიდანვე „იცის თავისი ენა”. ხოლო ადამიანი ენას ცხოვრების განმავლობაში,
სხვა ადამიანებთან ურთიერთობის პროცესში ითვისებს. თანაც ადამიანის ენა ღია
სისტემაა: იგი მუდმივად ვითარდება, მდიდრდება ახალი ცნებებითა და
სტრუქტურებით.
 მეცნიერებმა დაასკვნესო, რომ ჩიტები ბარტყებს არ ჭამენო რადგან მათი წრიპინი
იცავთო
 ფუტკრებსო აქვთო ინფორმაციის კოდირება-დეკოდირების უნარიო, რომელიც
თანდაყოლილიაო ავსტრიელმა სწავლულმა ვიღაც ფრიშმა გაშიფრაო
 შეუძლიათ თუ არა ცხოველებს ადამიანურ ენაზე ლაპარაკი? გაგიკვირდებათ და
არა, მაგრამ რიდერში წერია, რომ არისო ვარაუდიო, რომ მაიმუნებს შეუძლიათ
გადასცენ თავისი ენობრივი გამოცდილება სხვებსო და მერე ცხენის მაგალითიც
წერია ჰანსი ერქვა ამ ცხენს და ვითომ შეკრება-გამოკლება იცოდა მაგრამ SCAM
აღმოჩნდა ეს ყველაფერი
 ურთიერთობის განსაკუთრებით რთულ ფორმებს ვხვდებით იმ ცხოველებში,
რომლებსაც ჯგუფური ცხოვრების წესი აქვთ. ცხოვრება ჯოგში, გუნდში, ოჯახში
ფართოდაა გავრცელებული ცხოველთა სამყაროში. ცხოველთა ბევრი ჯგუფის
დამახასიათებელ თვისებას მისი წევრების იერარქია წარმოადგენს.
თითოეულმა ინდივიდმა, ჩვეულებრივ, იცის, ვინაა მასზე ძლიერი და ვინ სუსტი.
 რიდერში მოთხრობილია თუ როგორი სირთულით გამოირჩევა ფუტკრების
თანაცხოვრება, დედა ფუტკარიო სულ შრომობსო, რას არ აკეთებსო, მამრი
ფუტკარი კი მხოლოდ განაყოფიერებისთვის არსებობსო და შემოდგომაზე მათ
კლავენ ან სკიდან აგდებენო
 შრომა იარაღის შექმნით იწყება. ამიტომ, იარაღის გამოყენებაზე დაფუძნებული
ცხოველების ქცევა განიხილება, როგორც ანთროპოგენეზის ერთ-ერთი
ბიოლოგიური პირობა. ადრე მიიჩნევდნენ, რომ იარაღის გამოყენება მისაწვდომია
მხოლოდ ადამიანის მსგავსი მაიმუნებისთვის. ბოლო დროს დადგინდა იარაღის
გამოყენების ფაქტები ბევრი სახეობის ცხოველებში, მათ შორის დაბალ მაიმუნებში,
ჩიტებში და მწერებშიც კი.
 ადამიანის განმასხვავებელი ნიშნები სხვა ცხოველებთან:
1. ბიოლოგიური განსაზღვრულობის ხარისხი
2. ქცევის შეზღუდულობა თვალსაჩინო კონკრეტული სიტუაციების
ჩარჩოებით. მომავლის არ არსებობა (ეს ფრაზა ნიჰილისტურად არ გაიგოთ,
უბრალოდ ის იგულისხმება, რომ მაგალითად ცხოველები იარაღს შესანახად
არ ამზადებენ)
3. თანდაყოლილი სახეობისთვის დამახასიათებელი ფიქსირებული ქცევითი
პროგრამების სიმრავლე. დასწავლის შეზღუდულობა ინდივიდუალური
გამოცდილების შეძენით.
4. თაობათა გამოცდილების განმტკიცების, დაგროვებისა და გადაცემის
შეუძლებლობა მატერიალური კულტურის საგნების ფორმაში, მითუმეტეს ენის
საშუალებით.
 ონტოგენეზი არ არის მხოლოდ ფიზიკური, კოგნიტური ან სოციალურ-პიროვნული
განვითარება, თუკი განვითარებაში მატება და ზრდა იგულისხმება. განვითარება
შეიძლება შეწყდეს, გაჩერდეს, ანდა დაიწყოს უკან დახევის, დეგრადაციის
პროცესებიც. ორი გარემოებაა გადამწყვეტი - რა ასაკში და რა სფეროში მიმდინარეობს
პროცესი
 ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, ზოგიერთ სფეროში, ჩვენი შესაძლებლობები ძალზე
ნაკლებად ან სულაც აღარ მატულობს, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ინდივიდის
ფიზიკური, სენსორული თუ ინტელექტუალური განვითარება არსებითად
დასრულებულია. ამიტომაც ეწოდება მას ზრდასრულობის ხანა. გარკვეული
პერიოდიდან კი ინდივიდის მთელი რიგი ფუქციონალური სისტემები დაქვეითებას
იწყებს.
 განვითარებასა და საზოგადოდ ონტოგენეზში უდიდეს როლს გარემოსეული
ფაქტორები ასრულებს. გარემო დაბადებამდეც კი მოქმედებს ჩვენზე. დედის
ცხოვრების წესმა ან ავადმყოფობამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს
ემბრიონალურ განვითარებაში. გარემო აფერხებს ან აჩქარებს გენეტიკურად
განსაზღვრულ მომწიფების პროცესებს.
 განვითარების პერიოდები დაყოფილია ამგვარად:
1. მუცლადყოფნა - ჩასახვიან დაბადებემდე;
2. ჩვილობა - დაბადებიდან 2 წლამდე;
3. ადრეული ბავშვობა - 2-დან 6 წლამდე;
4. შუა ბავშვობა - 6-დან 11 წლამდე;
5. მოზარდობა - 11 წლიდან 20 წლამდე;
6. ადრეული მოზრდილობა - 20 წლიდან 40 წლამდე;
7. შუა ხანი - 40 წლიდან 60-65 წლამდე;
8. გვიანიმოზრდილობა - 60-65 წლიდან და ზემოთ.
 ასაკობრივი პერიოდებისა თუ სტადიების ცნებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული
ადამიანის განვითარების კრიტიკული პერიოდების არსებობის იდეა. ესაა ერთგვარი
გარდატეხის პერიოდები, გარდამავალი ეტაპები, როდესაც უნდა მოხდეს გარკვეული
ცვლელებები, რათა განვითარება ნორმალურად გაგრძელდეს.
 სენზიტური პერიოდები - ადამიანის ცხოვრების ცალკეულ პერიოდებში ინდივიდი
განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება გარკვეულ ზემოქმედებათა მიმართ, რის
გამოც წარმოიქმნება საუკეთესო (ოპტიმალური) პირობები ამა თუ იმ ფსიქოფიზიკური
თუ ფსიქიკური ფუნქციის განვითარებისთვის. და თუ იმ პერიოდში არ განვითარდა
ეს ფუნქცია მერე რთული ხდება მისი განვითარება მაგალითად ბავშვებმა ენა თუ არ
აითვისეს დროულად, 6 წლამდე თუ არ დაისწავლეს მეტყველება მერე რთული
ხდებაო
 ფსიქოლოგიური თეორია ეს არის მტკიცებულებათა მოწესრიგებული,
ინტეგრირებული ნაკრები, რომელიც აღწერს, ხსნის და პროგნოზირებს ქცევას.
 არსებობს თეორია - უწყვეტი განვითარება - რადგან ადგილი აქვს ერთი და იმავე
სახის საწყისი უნარ-ჩვევების თანდათანობით მატებას. ბავშვები და ზრდასრულები
ერთნაირად რეაგირებენ გარე სამყაროზე. განსხვავება მხოლოდ ქცევის რაოდენობასა
და სირთულეშია. ბავშვის აზროვნება შეიძლება ისეთივე ლოგიკური და კარგად
ორგანიზებული იყოს, როგორც მოზრდილი ადამიანის. განსხვავება იმაშია, რომ
ბავშვი ვერ იყენებს ამ უნარ-ჩვევას ინფორმაციის იმ რაოდენობაზე და იმავე
სიზუსტით, როგორც ამას აკეთებს მოზრდილი ადამიანი.
 წყვეტილი განვითარება - სამყაროს გააზრებისა და მასზე რეაგირების ახალი გზები
დროის განსაზღვრულ ეტაპზე ჩნდება. მაგალითად, სკოლამდელი ასაკის ბავშვს არ
შეუძლია ობიექტების კლასიფიკაცია და გამოცდილების ინტერპრეტაცია ისე,
როგორც ამას აკეათებს მოზრდილი. ადამიანი გაივლის განვითარების გარკვეულ
საფეხურებს, ეტაპებს, სადაც თითოეულს თავისი უნიკალური მახასიათებლები
გააჩნია.
 სტადია ეს არის განვითარების გარკვეული პერიოდისთვის დამახასიათებელი
თვისობრივი ცვლილებები - აზროვნებაში, გრძნობებში და ქცევაში. სტადიური
განვითარება კიბეზე ასვლას გავს, რომლის თითოეული საფეხური ფუნქციონირების
უფრო სრულყოფილ, მოწიფულ საშუალებას წარმოადგენს.
 სტადიების მომხრე თეორეტიკოსები ვარაუდობენ, რომ განვითარების ერთი ხაზი
არსებობს. მაგალითად, კოგნიტურ განვითარებაში გამოყოფენ ზოგად ბიოლოგიურ და
გარემოს ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებს კოგნიტური განვითარების სტადიებს.
 საპირისპირო მოსაზრების მქონე თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ადამიანი
გენეტიკური და გარემო პირობების უნიკალურ კომბინაციაში იზრდება და
ვითარდება, რასაც მათი განვითარება სხვადასხვა გზით მიჰყავს. განსხვავებული
გარემოებები შედეგად განსხვავებულ შემეცნებით შესაძლებლობებს, სოციალურ
უნარ-ჩვევბს, საკუთარი თავისა და სხვების შესახებ განსხვავებულ წარმოდგენებს
განაპირობებს.
 ზოგი თეორეტიკოსი ხაზს უსვამს, რომ გენეტიკა გარემოზე მნიშვნელოვანია,
ადამიანები სხვადასხვა ასაკში ინარჩუნებენ დაბალ ან მაღალ მახასიათებლებს
(ინტელექტი, ვერბალური შესაძლებლობები, კომუნიკაბელობა და ა.შ.). თუ მკვლევარს
ჯერა, რომ განვითარების მიზეზი გენეტიკაა, მაშინ ცვლილებების ხელშესაწყობად
მიმართული გამოცდილება ნაკლებად ფასეულია. ზოგი მეცნიერი გარემოს
მნიშვნელობაზე მიუთითებს. ჩვეულებრივ, მიანიშნებენ ადრეულ გამოცდილებაზე,
როგორც მთელი მომავალი ცხოვრების ქცევის მოდელის ჩამოყალიბებაზე. მიაჩნიათ,
რომ პირველი წლების ძლიერი უარყოფითი მოვლენების ზეგავლენა, მოგვიანებით
დადებითი მოვლენებით სრულად ვერ დაიძლევა (ალბათ ბავშვობაში ბაღის
მასწავლებელმა თავი რომ ჩამაყოფინა ნაგვის ურნაში მაგიტომ ვარ დღემდე ასეთი
სევდიანი და უიმედო ადამიანი).
 კოგნიტური განვითარების შესწავლისთვის, ჩვეულებრივ, აკვირდებიან ადამიანის
ასაკობრივ ზრდასთან ერთად აზროვნების სტრუქტურისა და ფორმების
ცვალებადობას. შეისწავლება გონებრივი პროცესები და პროდუქტები, რომლებიც
წარმოიქმნებიან და იცვლებიან დროთა განმავლობაში, დაბადებიდან სიცოცხლის
ბოლომდე.
 შვეიცარიელი ფსიქოლოგი ჟ. პიაჟე თვლის, სტადიების მონაცვლეობას, გადასვლას
ერთი შემეცნებითი სტრუქტურიდან მეორეზე. სტრუქტურის ყოველი შემდეგი
სტადია მიიღება წინა სტადიის დიფერენციაციისა და კოორდინაციის შედეგად.
კოგნიტური სქემა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც „კატალოგის ბარათი”,
რომელიც ინახება ადამიანის ტვინში გარკვეული თანმიმდევრობით. ყოველი მათგანი
აწვდის თავის პატრონს ინფორმაციას - როგორ გაარკვიოს, განსაზღვროს გარემოდან
შემოსული ინფორმაცია და როგორ მოახდინოს მასზე რეაგირება.
 ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად სქემები გარდაიქმნება მარტივიდან, რთულ
კოგნიტურ სტრუქტურებად, რომელიც საფუძვლად უდევს ადაპტაციის (გარემოსთან
შეგუების) პროცესს. გარემოსთან ადაპტაციის პროცესში ადამიანი გამოიმუშავებს
სქემებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მას განახორციელოს სხვადასხვა აქტივობა.
 ასიმილაციის დროს სიტუაცია ერგება არსებულ სქემას, ხოლო აკომოდაციის დროს
იცვლება სქემა, რათა მოერგოს სიტუაციას.
 ჟ. პიაჟესთვის ინტელექტი წარმოადგენს ადამიანის განკარგულებაში მქონე ყველა
სქემის ერთიანობას. ეს სქემები აძლევს ადამიანს საშუალებას მოახდინოს გარემოსთან
ადაპტაცია და გაუმკლავდეს პრობლემებს, რომლებიც მის წინაშე დგება. ამიტომ
ინტელექტი წარმოადგენს, ადამიანის გარემოსადმი ადაპტაციის მექანიზმს, რომელიც
არის ასიმილაციისა და აკომოდაციის შედეგი. უფრო მეტიც, ჟ. პიაჟესთვის
ინტელექტი არ წარმოადგენს ადამიანის ცოდნის შინაარსსა და მოცულობას. ის არის
სტრუქტურა, თუ როგორ არის ორგანიზებული ცოდნა ისე, რომ შესაძლებელი იყოს
მისი გამოყენება.

გარემოსთან ადაპტაცია

ასიმილაცია აკომოდაცია

ხდება ახალი ინფორმაციის ხდება ახალი სქემის შექმნა,


მოთავსება უკვე არსებულ რათა მოხდეს ახალი
სქემაში, რომელიც საკმარისია ინფორმაციის გაგება, რომელიც
ახალი ინფორმაციის გაუგებარია არსებული სქემების
გასაგებად. გამოყენებით.
 ინტელექტუალური განვითარების კრიტერიუმად ჟ. პიაჟეს მიჩნეული აქვს
ოპერაციის წარმოშობა. ოპერაცია ეს არის განსაკუთრებული სახის მოქმედება.
ოპერაცია განსხვავდება უბრალო მოქმედებისაგან ანდა მიზანდასახული ქცევისაგან
ორი ნიშნით: ის არის ინტერიორიზებული და შექცევადი.
 ინტერიორიზაცია მდგომარეობს შემდეგში: ბავშვი ამოცანას წყვეტს არა გარეგანი
მოქმედების გზით, არამედ შინაგან პლანში, აზროვნების პროცესების სახით.
შექცევადობა კი გულისხმობს სრულ კომპენსაციას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ,
ოპერაციის მოქმედება შეიძლება გაუქმდეს საწინააღმდეგო ოპერაციით, ანუ გონებაში
დავუბრუნდეთ პირვანდელ მდგომარეობას.
 ჟ. პიაჟე გამოყოფს 4 ძირითად სტრუქტურას, რომელიც შეესაბამება განვითარების 4
ასაკობრივ სტადიას. ესენია:
1. სენსომოტორული (0 – 2,0 წელი)
2. ოპერაციამდელი ( 2,0 – 7,0 წელი)
3. კონკრეტული ოპერაციები ( 7, 0 – 11,0 წელი)
4. ფორმალური ოპერაციები ( 11, 0 – 15, 0 წელი)
 ჟ. პიაჟეს მიერ გამოყოფილი თითოეული ასაკობრივი სტადიისთვის
დამახასიათებელია გარკვეული სახის ოპერაცია. მაგალითისთვის შეიძლება
დავასახელოთ „შენახვის” ოპერაცია. ეს ოპერაცია ითვალისწინებს ისეთი მენტალური
სქემის განვითარებას, რომელიც აძლევს ბავშვს საშუალებას გააცნობიეროს და
აღიაროს, რომ ნივთიერების რაოდენობა დარჩება უცვლელი, მიუხედავად იმისა, რომ
შეიძლება შეიცვალოს მისი ფორმა, ან სივრცეში განლაგება.
 რა ფაქტორები განსაზღვრავს ინტელექტუალურ განვითარებას?
1. მემვკიდრეობა - რომელიც გავლენას ახდენს მომწიფების ტემპზე. მომწიფება
არის პროცესი, რომელსაც ინდივიდის მემკვიდრეობით მიღებული
თავისებურებები განსაზღვრავს. მომწიფება (ასაკის მატება) არ ნიშნავს
ინტელექტუალური სტრუქტურების განვითარებას. ის განსაზღვრავს მხოლოდ
სტრუქტურის შესაძლო განვითარებას.
2. აქტივობა - რომელსაც ახორციელებს ბავშვი გარემოში. ბავშვებს, რომლებიც
ავლენენ მაღალ აქტივობას, დიდი ალბათობით განუვითარდებათ ის
კოგნიტური სტრუქტურები, რომლებიც დამახასიათებელია ინტელექტის
განვითარების ოთხივე სტადიისთვის, ვიდრე იმ ბავშვებს, ვისაც აქვთ მცირე
გამოცდილება (ანუ მე).
3. სოციალური ინტერაქტცია - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი
იდეების განვითარებისთვის, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური ექვივალენტი.
მაგალითად, თავისუფლების ან სამართლიანობის იდეა. სოციალური გარემოს
გავლენა ფსიქიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ
ინტელექტის განვითარების სტადიათა საშუალო ქრონოლოგიური ასაკი
მერყეობს სოციალური გარემოს, კულტურისა და განათლების დონის
მიხედვით.
4. წონასწორობა - არის თვითრეგულაციის საშუალება და იძლევა ახალი
ინფორმაციის გადამუშავების შესაძლებლობას ასიმილაციისა და აკომოდაციის
საშუალებით. ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის უპირველესი დანიშნულებაა
შეეგუოს გარემოს, რათა შეძლოს არსებობა. ადამიანის გარემოსთან შეგუების
(ადაპტაციის) ყველაზე ხელსაყრელ იარაღს წარმოადგენს მისი ინტელექტი
 ჟ. პიაჟე ინტელექტის განვითარების სტადიალურ თეორიას ავითარებს და აზროვნების
განვითარებაში 4 სტადიას გამოყოფს. ჟ. პიაჟეს მიხედვით, მის მიერ აღწერილი 4 სტადია
მიუთითებს მხოლოდ ბავშვის ინტელექტუალური განვითარების ტენდენციას.
1. სენსომოტორული ინტელექტის სტადია (დაბადებიდან -2 წლამდე) -
განვითარების ამ სტადიაზე ბავშვი გარე გამღიზიანებლებს გარკვეული
მოტორული რეაქციებით პასუხობს. ამ პერიოდის დასაწყისში ბავშვი ფლობს
რამდენიმე რეფლექსურ რეაქციას (მაგალითად, წოვის რეფლექსი), თანდათან
კი ბავშვი ეუფლება სხვადასხვა მოქმედებებს და ეს მოქმედებები მთლიანად
პრაქტიკულია, ემსახურება საგნებთან შეგუებას. ბავშვის ცხოვრების პირველი
2 წლისთვის ძირითადად დამახასიათებელია, გარემოს მოტორული აღქმა.
დაახლოებით 1 წლიდან ბავშვებმა იციან, რომ საგნები არსებობენ მაშინაც კი,
თუ ისინი შენი მხედველობის არეში არ არიან. როცა ბავშვს ესმის საგანთა
მუდმივობა, მას შეუძლია სიმბოლური აზროვნება დაიწყოს. სიმბოლური
აზროვნება წარმოადგენს ბავშვის უნარს, გონებაში წარმოსახონ და
სიმბოლოების საშუალებით იფიქრონ საგნებსა და მოვლენებზე.
2. ოპერაციამდელი ინტელექტის სტადია (2 წლიდან - 7 წლამდე) - 1,5-2,0 წლის
ბავშვთან ადგილი აქვს სიმბოლური ფუნქციის განვითარებას - მეტყველება,
სიმბულური თამაში (მაგალითად, ჯოხი შეიძლება გამოიყენოს როგორც
ცხენი), გარკვეული ტიპის შინაგანი მიბაძვა, რომელიც წარმოადგენს ხატოვანი
აზროვნების განვითარების საფუძველს. შეიძლება ითქვას, რომ
ოპერაციამდელი პერიოდი არის თვალისა და აზრის ბრძოლის ველი, სადაც
ბრძოლა თვალის (აღქმის) სასარგებლოდ მთავრდება. მაგალითად, თუ ბავშვი
ერთი ჭურჭლიდან მეორეში, რომელიც პირველისაგან ფორმით განსხვავდება,
გადაასხვს სითხეს, ანდა გადააწყობს მძივებს, ის ფიქრობს, რომ სითხისა და
მძივების რაოდენობა იცვლება (ან იმატებს, ან იკლებს). თუ მეორე ჭურჭელი
პირველთან შედარებით უფრო ვიწროა და მაღალი, ბავშვი ამბობს, მეორე
ჭურჭელში უფრო მეტი მძივებია (სითხე).ცნებამდელი პერიოდის ბავშვს
უჭირს ერთმანეთისგან გაარჩიოს ფიზიკური, გონებრივი და სოციალური
რეალობა. ბავშვის აზროვნებას ახასიათებს ანიმიზმი - ის თვლის, რომ მოძრავი
ობიექტები ცოცხლები არიან (მზე, მთვარე, ღრუბლები და მანქანაც კი) და
არტიფიკალიზმი - გარემოში ყველაფერი შექმნილია ადამიანის მიერ.
მაგალითად, მზე იმისთვის, რომ გაგვინათოს; მდინარე იმისთვის, რომ ნავმა
იცუროს. ოპერაციამდელ სტადიას გარკვეული ზოგადი თავისებურებები
ახასიათებს. ესენია: თვალსაჩინოება, კონკრეტულობა, შეუქცევადობა,
ეგოცენტრიზმი, ცენტრირება საგნის ერთ ნიშანზე და ტრანსფორმაციული
აზროვნების ნაკლებობა.
3. კონკრეტული ოპერაციების სტადია (7 წლიდან 11 წლამდე) – ამ სტადიაზე
აზროვნება ოპერაციონალური ბუნების ხდება. ამ ეტაპის საკვანძო ტერმინია
,,კონკრეტულობა”. ბავშვები ამ ეტაპზე კარგად აზროვნებენ ლოგიკურად,
მაგრამ მხოლოდ განსაზღვრულ, კონკრეტულ სიტუაციებში. მათ უჭირთ
აბსტრაქტული აზროვნება ან განზოგადება კონკრეტულ გამოცდილებებზე
დაყრდნობის გარეშე. კონკრეტული ოპერაცია ეს არის – გონებრივი ოპერაცია,
რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ობიექტებსა და სიტუაციებთან და
ხასიათდება შექცევადობით. შექცევადობა არის ლოგიკური ოპერაციების
თავისებურება, უნარი აზროვნების პროცესში მიყვე საფეხურებს ერთი
მიმართულებით, შემდეგ აზრობრივად დაუბრუნდე საწყის წერტილს.
4. ფორმალური ოპერაციების სტადია (11-დან 15 წლამდე და ზევით) – მოზარდი
ოპერირებს ცნებებით, აბსტრაქტული სიმბოლოებით, აქვს ზრდასრული
ადამიანის კოგნიტური შესაძლებლობები. ამ ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია
ისეთი ამოცანების გადაწყვეტა, რომელიც აბსტრაქტულ აზროვნებას
მოითხოვს.

ზემოთ დაწერილი 47872 გვერდიდან გამოდინარე ჟ. პიაჟეს თეორიის ძირითადი იდეები


არის:

1. ბავშვი არის აქტიური, დინამიური, შემოქმედებითი არსება. ის მენტალური


სტრუქტურების - სქემების საშუალებით გადაამუშავებს და ორგანიზებას უკეთებს
გარემოდან შემოსულ ინფორმაციას. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად სქემები
გარდაიქმნება მარტივიდან, რთულ კოგნიტურ სტრუქტურებად, რომელიც
საფუძვლად უდევს ადაპტაციის (გარემოსთან შეგუების) პროცესს.

2. გარემოსთან ადაპტაციას განაპირობებს ორი მექანიზმი: ასიმილაცია და აკომოდაცია.

3. ბავშვის ინტელექტუალური განვითარების საფუძველს წარმოადგენს წონასწორობის


პროცესი. წონასწორობა ეს არის ბალანსი ასიმილაციასა და აკომოდაციას შორის.

4. ინტელექტუალური განვითარების კრიტერიუმად ჟ. პიაჟეს მიჩნეული აქვს


ოპერაციის წარმოშობა.

5. ჟ. პიაჟე გამოყოფს 4 ძირითად სტრუქტურას, რომელიც შეესაბამება განვითარების 4


ასაკობრივ სტადიას.

6. ინტელექტუალურ განვითარებას განაპირობებს: მემკვიდრეობა, აქტივობა,


სოციალური ინტერაქცია და წონასწორობა.

მორალური ქცევის ევოლუცია


 ნათესაობრივი ალტრუიზმი - სოციალური ფსიქოლოგები ალტრუიზმს განმარტავენ,
როგორც საკუთარი ინტერესის ხარჯზე სხვა ადამიანისთვის გაწეულ დახმარებას.
 სოციალური ცხოველების უმეტესობაში ალტრუისტული ქცევა ყოველთვის ნათესავების
მიმართ ხორციელდება, რომლებთანაც ინდივიდები მსგავს გენებს ინაწილებენ.
 ჰამილტონის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ “მოქმედი” ინდივიდი თავგანწირვის
ქცევას “მიმღებისთვის” (ნათესავისთვის) განახორციელებს მაშინ, როცა მიმღების
სარგებელი მოქმედის ხარჯებს აღემატება. ამას ‘ჰამილტონის კანონს’ ეძახიან და შემდეგი
ფორმულის სახით გამოისახება:
 c < rb
 c - მოქმედი ხარჯი , r - მოქმედსა და მიმღებს შორის გენეტიკური კავშირის კოეფიციენტი,
b - მიმღების სარგებელი. საბოლოო ჯამში, ეს სარგებელი და დანახარჯი ინკლუზიური
შეგუების ტერმინებში განისაზღვრება.
 ინკლუზიური შეგუება იყოფა ორ კატეგორიად: პირდაპირი შეგუება (პროცესი, როდესაც
გენები მშობლიდან მომოვალ თაობას გადაეცემა) და არაპირდაპირი შეგუება (გენების
გენეტიკურად დაკავშირებული ინდივიდისთვის გაწეული დახმარებით გავრცელება)
 ნათესაობრივი გადარჩევა - ინდივიდში ნათესავებისადმი დახმარებას გადაარჩევს
 ექსპერიმენტი არის მოცემული, რომლის თანახმადაც, ადამიანები განსაკუთრებით
ეხმარებოდნენ ნათესავს, როდესაც საქმე სიკვდილსიცოცხლეს ეხებოდა და ხშირ
შემთხვევაში დახმარება მიმართული იყო ახალგაზრდა და ჯანმრთელი ნათესავების
მიმართ.
 “დროში აცდენის არგუმენტით” შეგვიძლია ავხსნათ, რომ ევოლუციურად
ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიური მექანიზმი დღეს ადამიანების არამონათესავე
ბავშვებისადმი ზრუნვას განაპირობებს.
 კონტექსტზე დაფუძნებული გარჩევის ჰიპოთეზა გულისხმობს, რომ ცხოველები
თავიანთ ნათესავებს ადგილმდებარეობის მიხედვით ამოიცნობენ, მაგალითად
კონკრეტულ ბუდეში ან სოროში იციან თუ ვინ იქნება. ნაცნობობაზე დაფუძნებული
გარჩევის თეორიის მიხედვით, ინდივიდი ნათესავად “აღიქვამს” იმ ორგანიზმს,
რომელთან ერთადაც დიდი დრო გაატარა განვითარების პერიოდში. ფენოტიპური
შეთავსების თეორია გულისხმობს, რომ ინდივიდი საკუთარი ან თავისი ნათესავების
ფენოტიპური მახასიათებლების მიხედვით განსაზღვრავს სხვა ინდივიდი მისი ნათესავია
თუ არა. ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ თაგვები კარგად განარჩევენ უცხო ნათესავებსა და
უცხო არანათესავებს.
 ევოლუციონისტი რიჩარდ ალექსანდერის მიხედვით, “კომპლექსური სოციალურობა
მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოყალიბდება, თუკი საერთო ინტერესები უფრო მეტ
სარგებელს იძლევა ვიდრე შეუთავსებელი ინტერესების ხარჯები”.ცხოველების
სოციალური ქცევა კოოპერაციულ თავდაცვასა და ნაყოფის მოვლას უნდა
უკავშირდებოდეს.
 ერთი შეხედვით სრულიად ალტრუისტული ქცევა იმით შეიძლება აიხსნას, რომ
მომავალში სარგებლის მიმღები ინდივიდი იმავე სარგებელს უბრუნებს გამცემს. ასეთ
ქცევას რობერტ ტრივერსმა რეციპროკული ალტრუიზმი უწოდა. ეს ისეთი ქცევაა,
როდესაც სასიკეთო აქტი უკან უბრუნდება ინდივიდს იმავე სარგებლის სახით.
 რეციპროკული ალტრუიზმის ევოლუციურად ჩამოყალიბება სამ წინაპირობას მოითხოვს:
1. ალტრუისტული ქცევა მიმღებისთვის ნაკლებ დანახარჯს უნდა გულისხმობდეს
ვიდრე მოქმედისთვის სარგებელი.
2. ცხოველებს ორმხრივი ურთიერთობისთვის უნდა შეეძლოთ ერთმანეთის და
მატყუარების ამოცნობა.
3. ცხოველებს საკმარისად ხანგრძლივი ცხოვრება უნდა ჰქონდეთ, რათა ხშირად
შეხვდნენ ერთმანეთს და რეციპროკული შემთხვევების ალბათობა მაღალი იყოს.
 ტრივერსის აზრით, რეციპროკულ ალტრუიზმს მნიშვნელოვანი როლი უნდა
შეესრულებინა ჰომინინების ევოლუციაში. ამისთვის რამდენიმე არგუმენტია: ყველა
არსებული საზოგადოება აკმაყოფილებს ჩამოთვლილ სამ წინაპირობას; მთელი
მსოფლიოს გარშემო, ადამიანები რეციპროკულობის პრინციპით ეხმარება მეგობრებს და
ასეთი ქცევებისთვის ევოლუციურად ჩამოყალიბებული ემოციური სისტემები
გაგვაჩნია.
 ჯონათან ჰაიტმა ექსპერიმენტები ჩაატარა, რომელშიც მხოლოდ ჰიპოთეტურ სცენარს
უკითხავდა რესპონდენტებს. ამ კვლევებში აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, ხშირად
გარკვეული ქმედება ამორალურად მიაჩნდათ (მაგალითად, ზრდასრულ დაძმას შორის
ერთჯერადი სექსი, რომლებიც პრეზერვატივსა და კონტრაცეპტივებს იყენებდნენ), მაშინ
როცა არ შეეძლოთ აეხსნათ კონკრეტულად რა და რატომ იყო ამორალური ქმედებებში.
ამ კვლევების შედეგად, ჰაიტმა აჩვენა, რომ მორალური აზროვნება ინტუიციურია:
თავდაპირველად გვაქვს ავტომატური ემოციური რეაქცია რაღაც მოვლენაზე, შემდეგ
ასევე არაცნობიერად განვსჯით/ვაფასებთ მოვლენას და ამის შემდეგ ვიწყებთ იმ
მიზეზების ძიებას, რომლებიც ჩვენს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას გაამართლებს.
სხვაგვარად, რაციონალიზებას ვახდენთ (იმას, რაც არ არის რაციონალური,
რაციონალურად წარმოვაჩენთ).
 ჰაიტმა მორალის ხუთი საფუძველი გამოყო - იგი განიხილავს ყველა საფუძველს და
თითოეულს ადაპტაციურ მნიშვნელობას ანიჭებს. ევოლუციის მანძილზე, მორალის
გონებრივი მოდულები პლეისტოცენის პერიოდის გარემოს საპასუხოდ აქტიურდებოდა.
დღეს მათი გააქტიურება შესაძლოა მიმსგავსებულმა გარემო პირობებმა გამოიწვიოს.
1. ზიანი/მზრუნველობა
2. სამართლიანობა/მოტყუება
3. ერთგულება/ღალატი
4. ავტორიტეტი/სუბვერსია
5. სიწმინდე/დეგრადაცია
 ლ. კოლბერგის მორალური განვითარების თეორია - ცნება - მორალი, ზნეობა
გულისხმობს, ადამიანის ქცევის განმსაზღვრელ პრინციპებს, ღირებულებებს და
ნორმებს.
 ზნეობრივი ოქროს წესი : მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგეგცენ
 მორალის გამოვლინების სამი სახე არსებობს: მორალური მსჯელობა, მორალური
გრძნობები და მორალური ქცევა. მკვლევართა განსაკუთრებული ყურადღება
მორალურმა მსჯელობამ მიიქცია, რაც დეტალურად შეისწავლა ლ. კოლბერგმა.
 ლ. კოლბერგმა ცდა ჩაატარა და მორალური დილემის სახით ის ამბავი წერია აი
აფთიაქარზე რომ არის ბატონმა დიმიტრიმ ლექციაზეც რომ მოგვიყვა რიდერის
მეთერთმეტე გვერდს ეწვიეთ თუ გაინტერესებთ
 ლ. კოლბერგმა გამოყო მორალური განვითარების სამი ძირითადი დონე და თითოეული
დონე კი, ორ სტადიად დაყო:
1. დონე 1. პრეკონვენციური მორალი
 სტადია 1 - მორჩილება და დასჯაზე ორიენტირება - ბავშვი თვლის, რომ
ვიღაც "ყოვლისშემძლე ადამიანები" ადგენენ წესებს, რომელთაც უსიტყვოდ
უნდა დავემორჩილოთ. მაგალითად, ბავშვი ამბობს - წამალი არ მოიპაროთ,
რადგან, თუ ასე მოიქცევით, დაგიჭერენ და ციხეში ჩაგსვამენ.
 სტადია 2. მარტივი ინსტრუმენტალური ჰედონიზმი (ორიენტაცია
საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე). ამ სტადიაზე ბავშვები
აცნობიერებენ, რომ არ არსებობს ერთი სწორი შეხედულება, რომელიც
"ყოვლისშემძლე ადამიანისგან" გამომდინარეობს. სხვადასხვა ადამიანებს
შეიძლება სხვადასხვა შეხედულებები ჰქონდეთ. მეორე სტადიაზე მყოფი
ბავშვების მსჯელობა შეიძლება ამორალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ მათ
აქვთ გარკვეული წარმოდგენები სამართლიან საქციელზე. ეს არის
სამართლიანი და პატიოსანი გაცვლის გაგება, რომლის მიღმაც ორმხრივი
ვალდებულების ფილოსოფია დგას (შენ - მე, მე - შენ).

პირველ და მეორე სტადიაზე მყოფი ბავშვები საუბრობენ დასჯაზე, თუმცა


სხვადასხვანაირად ღებულობენ მას. პირველ სტადიაზე დასჯა, ბავშვის აზრით.
დაკავშირებულია ბოროტებასთან, დასჯა "ადასტურებს", რომ ქცევა არასწორი იყო. მეორე
სტადიაზე კი დასჯა, ეს უბრალოდ საფრთხეა, რომელსაც ადამიანს ბუნებრივია სურს, რომ
გაექცეს.

2. დონე II - კონვენციური მორალი


 სტადია 3 - კარგი ადამიანური ურთიერთობები - ამ სტადიაზე ბავშვები -
რომლებიც, როგორც წესი, უკვე მოზარდობის ასაკს არიან მიღწეული,
მორალს განიხილავენ, როგორც უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი
შეთანხმებაა. ისინი თვლიან, რომ ადამიანებმა ოჯახისა და
საზოგადოების მოლოდინების შესაბამისად უნდა იცხოვრონ და "კარგად"
უნდა მოიქცნენ. კარგი საქციელი ნიშნავს, კარგი მოტივებისა და
პიროვნებათშორისი გრძნობების ქონას, როგორიცაა სიყვარული, ემპათია,
ნდობა და სხვებზე ზრუნვა.
 სტადია 4 - სოციალური წესრიგის შენარჩუნება - მეოთხე სტადიაზე
მყოფი ადამიანი ემორჩილება კანონებს და ასრულებს თავის
მოვალეობებს იმისთვის, რომ შენარჩუნდეს სოციალური წესრიგი.მეოთხე
სტადიაზე მყოფი ადამიანები მორალურ გადაწყვეტილებებს
საზოგადოების გადასახედიდან ღებულობენ, ისინი აზროვნებენ როგორც
სოციუმის ნამდვილი და სრულფასოვანი წევრები. ქცევის შეფასებაში
წამყვანი ხდება მისი შესატყვისობა საზოგადოებაში დაწესებულ
ნორმებთან და იურიდიულ კანონებთან.
3. დონე III - პოსტკონვენციური მორალი
 სტადია 5 - სოციალური კონტრაქტი და ინდივიდუალური წესები -
მეხუთე სტადიაზე მყოფი ადამიანები თვლიან, რომ კარგი საზოგადოება
შეიძლება წარმოვადგინოთ სოციალური კონტრაქტის სახით, რომელშიც
ადამიანები თავისი ნებით ერთვებიან, რათა მიღწეულ იქნას
საყოველთაო კეთილდღეობა. ისინი აცნობიერებენ, რომ განსხვავებულ
სოციალურ ჯგუფებს აქვთ განსხვავებული ღირებულებები, ამიტომ
საჭიროა, რომ - პირველი, დაცული უნდა იქნეს ადამიანის ბაზისური
უფლებები, როგორიცაა სიცოცხლის და თავისუფლების უფლება და
მეორე, ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდეს დემოკრატიული
პროცესების დახმარებით. ერთი მხრივ, პიროვნება ხვდება, რომ წესების
უმრავლესობა ფარდობითია, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ არსებობს
ეჭვშეუვალი წესები - სიცოცხლის დაცვა და თავისუფლების მხარდაჭერა.
ადამიანი იქცევა საკუთარი მორალური პრინციპების შესატყვისად,
მაგრამ ამავე დროს პატივს სცემს, სხვა ადამიანის მორალურ
პრინციპებსაც.
 სტადია 6 - უნივერსალური ეთიკური პრინციპები - ადამიანი მსჯელობს
სინდისის ეთიკური პრინციპებით, რომლებიც ვრცელდება მთელს
კაცობრიობაზე, განურჩევლად კანონისა და სოციალური შეთანხმებისა.
მეექვსე საფეხურზე მყოფი პიროვნებები, როგორც წესი, საუბრობენ ისეთ
პრინციპებზე, როგორიცაა თანაბარი ზრუნვა ყველა ადამიანის
მოთხოვნილებაზე, თითოეული პიროვნებისთვის პატივის მიგება და
ღირსების პატივისცემა. ამ ადამიანებს არ ახასიათებთ ეგოცენტრიზმი.
ისინი იქცევიან ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი პრინციპების
შესაბამისად.ამ სტადიას აღწევს ადამიანების მხოლოდ შეზღუდული
რაოდენობა (მაგ. მაჰათმა განდი, მარტინ ლუთერ კინგი, ნარუტო
უზუმაკი).

ლ. კოლბერგმა თავის გვიან შრომებში გამოთქვა მოსაზრება, რომ მეხუთე და მეექვსე სტადია
არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ამიტომ, ერთი სტადიაში უნდა გაერთიანდეს.

 ლ. კოლბერგის მიხედვით, მორალური მსჯელობის განვითარება 2 მიმართულებით


ხორციელდება:
1. თავიდან მორალური მსჯელობა დაფუძნებულია გარეგან შედეგებზე, ხოლო
მოგვიანებით - ინტერნალიზებულ მორალურ პრინციპებზე.
2. თავიდან მორალური მსჯელობა გამოირჩევა კონკრეტულობის მაღალი დონით,
ხოლო მოგვიანებით ის აბსტრაქტული ხდება.
 მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ლ.კოლბერგი ეთანხმებოდა ჟ.პიაჟეს
შეხედულებებს. მისი აზრით, მორალური მსჯელობის განვითარებას განაპირობებს
არა მხოლოდ მომწიფება და სოციალიზაცია (მშობლების, პედაგოგების
შეხედულებები), არამედ მორალურ პრობლემაზე, ბავშვის საკუთარი ნააზრევი (ჟ.
პიაჟეს - აქტიობა).
 მორალურ განვითარებას ლ. კოლბერგის მიხედვით, საფუძვლად უდევს 3
კრიტერიუმი:
1. ორიენტაცია ავტორიტეტზე.
2. ორიენტაცია ტრადიციაზე, წესებზე.
3. ორიენტაცია პრინციპებზე
ქცევის წესებისა და ნორმების ინტერიორიზაციის მექანიზმებია:
 იმიტაცია - ბავშვის გაცნობიერებული სურვილი, გააკეთოს მისთვის ღირებული
უფროსის, თანატოლის, ლიტერატურული გმირის ქცევის კოპირება.
 იდენტიფიკაცია - სხვისი ქცევის მოდელის, ღირებულებების, განწყობების მიღება.
 სირცხვილის გრძნობა - გარკვეული ქცევის აკრძალვის მექანიზმი.
 დანაშაულის გრძნობა - შინაგანი განცდა იმისა, რომ ჩადენილი საქციელი, არ
შეესატყვისება მისი პიროვნების ღირებულებებს.

ლ. კოლბერგის აზრით, ინდივიდის მორალური მსჯელობის განვითარების ზუსტი


მეტრიკული ასაკის მითითება რთულია, ვინაიდან ეს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული
(გონებრივ მომწიფებასთან ერთად) როგორც საზოგადოების სოციო-კულტურულ
მახასიათებლებზე, ასევე მაკრო და მიკრო სოციალურ გარემოზე.
 კრიტიკა. უნდა ავღნიშნოთ, რომ ლ. კოლბერგს ბევრი აკრიტიკებდა, მაგალითად,
იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს დიდი განსვლა მორალურ მსჯელობასა და
მორალურ ქცევას შორის. შეიძლება ადამიანს ქონდეს მაღალი მორალური
პრინციპები, მაგრამ ქცევის განხორციელებისას არ აღმოჩნდეს სათანადო დონეზე.

ლ. კოლბერგის თეორიის ძირითადი იდეები:


1. მორალური მსჯელობის განვითარება 6 სტადიას გაივლის.
2. მორალური მსჯელობის სტადიები ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდებიან.
3. სტადიები, გარკვეული თანმიმდევრობით ვითარდებიან. ადგილი არ აქვს არცერთი
სტადიის გამოტოვებას ან უკან დაბრუნებას .
4. მორალური მსჯელობის განვითარების საფუძველია - მომწიფება, სოციალიზაცია და
აქტივობა.

სექსუალური განვითარება
 გაუნაყოფიერებელი კვერცხით გამრავლების ფორმას პართენოგენეზი, სხვანაირად,
„ქალწულებრივიშობა“ ეწოდება. ზოგიერთი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი
ცხოვრების განმავლობაში გამრავლების ორივე გზას იყენებს. მაგ. ასე ხდება
ბუგრისებრთა და წყლის რწყილების შემთხვევაში.ფუტკრებში, ბზიკებსა და
ჭიანჭველებში, მდედრი ორგანიზმი გაუნაყოფიერებელი კვერცხიდან ჩნდება, მამრი
კი განაყოფიერებულიდან. არასქესობრივი გამრავლება თბილსისხლიან
ხერხემლიანებშიც ხდება. მაგალითად, შინაურ ქათმებსა და ინდაურებშიც არის
პართენოგენეზის შემთხვევები.
 მეცნიერები სქესობრივი გამრავლების ბევრ ნაკლოვან მხარეზე მიუთითებენ, მათ
შორის გამოყოფენ რამდენიმე პრობლემას: მიოზის პრობლემა: სქესობრივი
გამრავლების დროს თითოეული შთამომავლის წარმოქმნისას გენების ნახევარი
„გადაიყრება“; არაეკონომიურობა: შეწყვილების დროს ბევრი დრო და ენერგია
იხარჯება, რაც საკვების მოძიებასა და თავდამსხმელის მოგერიებაზე შეიძლებოდა
დახარჯულიყო.
 ჰერმან მიულერის თეორია -ე.წ მიულერის რაჩეტი (ხრატუნა საკეტელა) გვეუბნება,
რომ ყველა რომ მშობლის ანალოგიური გენით იბადებოდეს მუტაციები ყველას
ექნებოდაო, მაგრამ სქესობრივი გამრავლების გზით მუტაცია არ გადაეცემა
მემკვიდრეობას
 ლეი ვან ვალენის თეორიის მიხედვით, სტაბილურ გარემოში მიკრო ორგანიზმები და
პარაზიტები მრავლად იქნება. შესაძლოა, სქესობრივი გამრავლება უფრო
პრიორიტეტული უცვლელ გარემოში იმიტომ იყოს, რომ ის იმუნურ სისტემას უფრო
მრავალფეროვანს ხდის პარაზიტებთან შებრძოლებისთვის. იმის გამო, რომ
მასპინძელი ორგანიზმი პარაზიტების საპასუხოდ ადაპტაციურ მახასიათებელს
გამოიმუშავებს, ხოლო პარაზიტი ამის საპასუხო მახასიათებელს, ამ ფენომენს
„გამალებულ შეიარაღებას“ უწოდებენ. ამ თეორიას წითელი დედოფლის თეორია
ეწოდება.
 ინსტრასქესობრივი გადარჩევა - როდესაც ერთი სქესის ინდივიდები ცდილობენ
თავი მოაწონონ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს
 ფიშერის “გაქცეული გადარჩევა”. ამ თეორიის მიხედვით, მამრის გარკვეული
მახასიათებელი, თავდაპირველად, მისი გარემოსთან ადაპტაციისთვის გარკვეულ
ფუნქციას ასრულებდეს. თუკი მდედრისთვის ეს მახასიათებელი მოსაწონი გახდება,
ის სქესობრივი გადარჩევის გზით უფრო მეტ მამრში გამოვლინდება და უფრო მეტად
გამოიკვეთება შემდგომ თაობებში
 რობერტ ტრივერსმა ივარაუდა, რომ სქესობრივი გადარჩევა პირდაპირ უკავშირდება
იმ ფაქტს, რომ განსხვავებული სქესის ინდივიდები ასიმეტრიულად დებენ
ძალისხმევას თავიანთი შთამომავლის გაზრდაში. ამ ძალისხმევას მან მშობლის
ინვესტიცია უწოდა. სახეობების უმეტესობაში, მდედრი უფრო მეტ ძალისხმევას დებს
თავის შთამომავალში, ვიდრე მამრი. ეს ასიმეტრია გამეტის ფორმაციით იწყება
მდედრი გამოიმუშავებს კვერცხუჯრედს, რომელიც დაახლოებით მილიონჯერ
აღემატება სპერმატოზოიდს ზომაში.
 მამრებს შორის არის კონკურენცია, რათა მდედრზე მოიპოვონ წვდომა. შესაბამისად,
ჩდება სქესობრივი დიმორფულობა, როდესაც მამრი და მდედრი ფიზიკურად
განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს განსხვავება, ხშირად, ზომაში აისახება.
 შეფერხების თეორია - რომლის მიხედვითაც მამრის ზოგიერთი მახასიათებელი
გადაირჩევა იმიტომ, რომ ის მის უნარიანობაზე მიუთითებს. მაგალითად,
ფარშევანგის კუდი, რომელიც მას ფუნქციონირებაში ხელს უშლის და უფრო
მოწყვლადს ხდის თავდამსხმელების მიმართ, შესაძლოა მდედრისთვის მოსაწონი
გახდეს.
 ესტრუსის პერიოდში - მდედრის გენიტალიების გარშემო არე სივდება და მკვეთრი
წითელი ხდება. ეს ცვლილება მამრებისთვის მიმზიდველია და დაწყვილებისკენ
უბიძგებს (შიმპანზეებზეა საუბარი). გორილებისგან განსხვავებით, დომინანტ მამრებს
მონოპოლია არ აქვთ მდედრებზე. ესტრუსის პერიოდში ერთ მდედრთან რამდენიმე
მამრს აქვს სექსი. თუმცა დომინანტ მამრს ყველაზე ხშირად აქვს სექსი მდედრთან, რაც
განაყოფიერების ალბათობას ზრდის.
 ბონობოებში თურმე მდედრები არიან დომინანტები და სექსს მიმართავენ
კონფლიქტის დროსო, რომ დაძაბულობა თავიდან აირიდონ
 ეწვიეთ რიდერის მეშვიდე გვერდს თუ გსურთ გაიგოთ რა ურთიერთკავშირია
ნადირობასა და სქესობრივ გამრავლებას შორის ქალებში
 ხორცზე გადასვლამ შრომის სქესობრივი დანაწილება გამოიწვია და მდედრები და
მამრები ხანგრძლივ მონოგამიურ წყვილებს ქმნიდნენ.
 ბასის კვლევამ აჩვენა, რომ ხანგრძლივი ურთიერთობის დროს, კაციც და ქალიც
ყველაზე დიდ მნიშვნელობას პიროვნულ მახასიათებლებს ანიჭებენ.
 რიდერის მერვე გვერდიდან მიყოლებული მეცხრემდე წერია ქელებს და კაცებს
ერთმანეთში რა მოსწონთ და ამას არ დავაკონსპექტებ იმიტომ, რომ კითხვის დროს
სიცილი მიტყდება ისეთი სისულელეები წერია, მაგრამ მაინც წაიკითხეთ ვაი და ეგ
მოვიდეს ქვიზში
 შიმპანზეებში სქესობრივი დიმორფულობა ნაკლებია, დომინანტ მამრებს არ აქვთ
მონოპოლია მდედრებზე და მდედრებს მრავალ მამრთან აქვთ სექსი. იმისთვის, რომ
მამრმა მდედრის განაყოფიერების ალბათობა გაზარდოს, მამრი შიმპანზე დიდი
რაოდენობით სპერმას გამოიმუშავებს. ვინაიდან მდედრი შიმპანზეს
რეპროდუქციული არი სხვა მამრების სპერმას შეიცავს, დიდი რაოდენობით სპერმის
გამომუშავება განაყოფიერების ალბათობას გაზრდის. შესაბამისად, სათესლე
ჯირკვლების ზომა სხეულთან შეფარდებით ძალიან დიდია. ამის საპირისპიროდ,
გორილების სათესლე ჯირკვლების ზომა ძალიან მცირეა. ეს იქიდან გამომდინარეობს,
რომ მამრ გორილას მონოპოლია აქვს ყველა მდედრზე და იმის შანსი, რომ მდედრი
სხვა მამრისგან განაყოფიერდება, თითქმის ნულის ტოლია. შესაბამისად, მამრს
სპერმის მცირე რაოდენობითაც შეუძლია მდედრების განაყოფიერება.
 სპერმის შეჯიბრი არის კაცებში, ეს გულისხმობს რომ მდედრებს დროის მოკლე
პერიოდში (შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში) რამდენიმე მამრთან ქონდათ
სექსი. ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ სპერმის შეჯიბრი ჩამოყალიბდეს
კაცებში. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კაცის სპერმის რაოდენობა იზრდება,
როდესაც ის პარტნიორისგან დაშორებულია. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ სანამ
კაცი დაშორებულია პარტნიორს, ქალს შეიძლება სხვა კაცთან ჰქონდეს სექსი.
დაბრუნების შემდეგ კი დიდი რაოდენობით სპერმის გამომუშავება განაყოფიერებას
ხელს შეუწყობს, თუკი ქალის რეპროდუქციული არხი სხვა კაცის სპერმას შეიცავს.
 ვარიაცია, როგორც ვიცით, ადაპტაციური მექანიზმია შეგუებულობისთვის. გარდა
ამისა, ერთზე მეტ კაცთან დაწყვილებით ქალი უფრო მეტ რესურსს მიიღებდა ვიდრე
მხოლოდ ერთ კაცთან ურთიერთობის დროს. ასეთ ჰიპოთეზას რესურსების ამოღებას
უწოდებენ. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ როდესაც ქალებს სხვა კაცთან აქვთ
სექსუალური ურთიერთობა, ჩვეულებრივ, ამ კაცებს ქმრებთან შედარებით უფრო
მაღალი სოციალური სტატუსი აქვთ. ეს გაზრდის იმის შნასს, რომ ქალის შვილებსაც
მაღალი სოციალური სტატუსი და შესაბამისად გამრავლების მეტი შანსი ექნებათ.
გასაგები მიზეზების გამო ამას სექსუალური ვაჟიშვილის ჰიპოთეზა ჰქვია.
 კაცებიო ხანმოკლე ურთიერთობებზე არიან ორიენტირებულებიო იმიტომ, რომ
სქესობრივი კავშირი უფრო აინტერესებთ ვიდრე გრძნობებიო და ქალები პირიქითო
(ამ რიდერის კითხვისას მგონია, რომ რაღაც ქართულ cringe ჟურნალს ვკითხულობ,
„როგორ შევარჩიოთ იდეალური მამაკაცი“ რჩევები სოფო ბედიას ქმრისგან)
 კაცებიო ქალების მეგობრულ ღიმილს ან თვალებში ყურებას სექსის სურვიილის
ნიშნად აღიქვამენო. კაცების შემთხვევაში, ასეთ წინარწმენას ქვია გადაჭარბებული
სექსუალობის აღქმის წინარწმენა. იმის გამო, რომ კაცები ხშირად იტყუებიან
სექსისთვის მისაღწევად, შესაძლოა ამის საპასუხოდ ქალებს ჩამოუყალიბდათ
ერთგულებისადმი სკეპტიკურობის წინარწმენა.
 ზ. ფროიდის მიხედვით, ადამიანის მოქმედების წყაროს ფსიქიკური ენერგია
წარმოადგენს. ყველა ადამიანს აქვს თანდაყოლილი ინსტინქტები ანუ ლტოლვები.
ფროიდმა თავდაპირველად 2 ბაზისური ლტოლვა დაუშვა: თვითშენახვის ინსტინქტი
(შიმშილი, წყურვილი) და ეროსი, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ
იმპულსებთან და სახეობის შენარჩუნებასთან. სექსუალური ენერგიის აღსანიშნად ის
იყენებს ტერმინს - ლიბიდო.
 ლიბიდო - სექსუალური ენერგია, რომელიც მიმართავს ინდივიდს ყველა სახის
შეგრძნებითი სიამოვნებისკენ
 ფროიდი გამოყოფს პიროვნების 3 სტრუქტურას: იდი (id), ეგო (ego) და სუპერეგო
(superego).
 იდი - ძირითადი ლტოლვების საცავი. ის მოქმედებს იმპულსურად და უბიძგებს
პიროვნებას დაუყოვნებელი სიამოვნებისკენ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის, რაც
მას სურს რეალურად შესაძლებელი, სოციალურად და მორალურად მისაღები. იდს
მართავს სიამოვნების პრინციპი.
 სუპერეგო - წარმოადგენს პიროვნების მიერ საზოგადოებისგან ნასწავლი
ღირებულებების საცავს. ის ვითარდება უფროსების მხრიდან სოციალურად
არასასურველი ქცევის აკრძალვის საფუძველზე. სუპერეგო ხშირად კონფლიქტშია
იდთან. იდს უნდა იმის გაკეთება, რაც სიამოვნებს, ხოლო სუპერეგო ითხოვს იმის
გაკეთებას, რაც სწორია.
 ეგო - პიროვნების ცნობიერი, რაციონალური ნაწილი. ის აგვარებს კონფლიქტს იდის
იმპულსებსა და სუპერეგოს მოთხოვნებს შორის. ეგოს მართავს რეალობის პრიპციპი.
ეგო აკმაყოფილებს იდის იმპულსებს, არასასურველი შედეგების გამოწვევის გარეშე.
 ადამიანი გარკვეული სექსუალური ენერგიის რაოდენობით იბადება (ლიბიდო),
რომელიც შემდგომში თავის განვითარებაში რამოდენიმე ფსიქოსექსუალურ სტადიას
გადის.
 ფროიდი გამოყოფს პიროვნების ფსიქოსექსუალური განვითარების 5 სტადიას:
ორალური, ანალური, ფალური, ლატენტური და გენიტალური.
 ორალური სტადია (0-18 თვემდე) - ამ პერიოდში პირი უკავშირდება ბიოლოგიური
მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილსა და სასიამოვნო შეგრძნებებს.
ფროიდი თვლიდა, რომ პირი ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში
მნიშვნელოვან ეროგენულ ზონას წარმოადგენს. ზრდასრულ ასაკშიც კი შეიმჩნევა
შემორჩენილი ორალური ქმედებების ნიშნები: საღეჭი რეზინის, ფრჩხილების
კვნეტის, მოწევის, გადამეტებული ჭამის და კოცნის სახით. ყველაფერ ამას ფროიდი
განიხილავს, როგორც ორალური ზონისადმი მიჯაჭვულობას. ფროიდის
განვითარების კონცეფციაში სიამოვნება და სექსუალობა მჭიდროდ უკავშირდება
ერთმანეთს. ამ კონტექსტში სექსუალობა მოაზრებულია, როგორც აღგზნების
მდგომარეობა, რომელიც თან ახლავს ჩვილის ბიოლოგიური მოთხოვნილებების
დაკმაყოფილების სურვილს. ცხოვრების პირველი წლის მეორე ნახევრში იწყება
ორალური სტადიის მეორე ფაზა – ორალურ-აგრესიული. ჩვილს ამოსდის კბილები.
კბენა და ღეჭვა წარმოადგენს ფრუსტრაციის მდგომარეობის გამოხატვას, რომელიც
გამოწვეულია დედის არყოფნით, ან დაკმაყოფილების გადავადებით. ორალურ-
აგრესიული სტადიაზე ფიქსაცია, ზრდასრულებში გამოხატულებას პოვებს ისეთ
მახასიათებლებში, როგორიცაა კამათისადმი მიდრეკილება, პესიმიზმი, სარკაზმი,
გარემოსადმი ცინიკური დამოკიდებულება.
 ანალური სტადია (18 თვიდან-3 წლამდე ) - მიუხედავად იმისა, რომ კუჭ-ნაწლავისა
და შარდის ბუშტის კონტროლი ძირითადად, ნერვულ-კუნთური მოწიფულობის
შედეგს წარმოადგენს, ფროიდი მიიჩნევდა, რომ მეთოდები რომლითაც მშობლები
ბავშვს ტუალეტს აჩვევენ, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პიროვნულ
განვითარებაზე. ფროიდი ამტკიცებდა, რომ თვითკონტროლისა და
თვითრეგულაციის ყველა მომდევნო ფორმა საწყისს იღებს ანალურ სტადიაში.
 ფალური სტადია (3-6) - ფსიქოსექსუალური განვითარების ფალური სტადიის
განმავლობაში ბავშვები თავიანთ სასქესო ორგანოებს აკვირდებიან, მასტურბირებენ
და შესაძლოა გამოხატონ ინტერესი დაბადებისა და სქესობრივი ურთიერთობების
შესახებ. ფალური სტადიის კონფლიქტს ფროიდმა ოიდიპოს კომპლექსი უწოდა
(გოგონებში ანალოგიურმა კომპლექსმა ელექტრას კომპლექსის სახელწოდება მიიღო).
5-დან 6 წლის ასაკამდე ოიდიპოსის კომპლექსი მთავრდება. ბიჭი თრგუნავს
(განდევნის ცნობიერიდან) დედისადმი სექსუალურ სურვილებს და იწყებს საკუთარი
თავის იდენტიფიცირებას მამასთან. მამასთან იდენტიფიცირების პროცესი, რომელმაც
აგრესორთან იდენტიფიცირების სახელწოდება მიიღო, რამოდენიმე ფუნქციას
ასრულებს.ზრდასრული მამაკაცები, რომელთაც ფალური სტადიის ფიქსაცია
გააჩნიათ, კადნიერად იქცევიან. მათ უყვართ ტრაბახი და წინდაუხედავები არიან.
ისინი მიისწრაფიან წარმატების მოპოვებისადმი (წარმატება მათთვის უტოლდება
საპირისპირო სქესის მშობელზე გამარჯვებას) და მუდმივად ცდილობენ საკუთარი
მამაკაცურობისა და სქესობრივი მოწიფულობის დამტკიცებას. ქალებში ფალურ
სტადიაზე ფიქსაცია ვლინდება ფლირტის, ასევე, მოუწესრიგებელი სექსუალური
კავშირების სახით. თუმცა, შესაძლოა ისინი გულუბრყვილო და უმწიკვლო
სექსუალურობით გამოირჩეოდნენ.
 ლატენტური პერიოდი (6-12 წელი) - ამ პერიოდში ბავშვის ლიბიდო სუბლიმაციის
მეშვეობით ისეთი სახის ქმედებებზეა მიმართული, როგორიცაა: ინტელექტუალური
აქტივობა, სპორტი და თანატოლებთან ურთიერთობა. ლატენტური პერიოდი
შეიძლება განვიხილოთ, როგორც ზრდასრულობისადმი მზადების პერიოდი. ამ
ფაზაში სექსუალური აქტივობის კლებას ფროიდი ნაწილობრივ ბავშვის ორგანიზმში
მიმდინარე ფიზიოლოგიურ ცვლილებებს მიაკუთვნებდა, ხოლო ნაწილობრივ კი –
მისი პიროვნების სტრუქტურაში ეგოსა და სუპერეგოს ფორმირებას.
 გენიტალური სტადია (12+) - მოზარდობის ასაკში ადგილი აქვს სექსუალური
იმპულსების გამოღვიძებას. ჩნდება საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესი.
გენიტალური სტადიის საწყისი ფაზა ხასიათდება ორგანიზმში ბიოქიმიური და
ფიზიოლოგიური ცვლილებებით. რეპროდუქციული ორგანოები აღწევენ
მოწიფულობას, ხოლო ენდოკრინული სისტემის მიერ ჰორმონების გამოყოფა
მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენას იწვევს.

სქესი, გენდერი და სექსუალობა


 სქესობრივი კლასიფიკაცია ქალებად და მამაკაცებად ხორციელდება ბიოლოგიურ
პარამეტრებზე დაყრდნობით.
 სქესი არის ორგანიზმის ფიზიოლოგიური და მორფოლოგიურ-ანატომირუი
ერთობლიობაა, რომელიც განაპირობებს, ხელს უწყობს სქესობრივ გამრავლებას და
რომლის არსი და საბოლოო მიზანი არის განაყოფიერება.
 სქესი ხასიათდება:
1. გენეტიკური - სასქესო ქრომოსომები
2. გონადური - მამრობითი ან მდედრობით გონადები
3. ჰორმონული - ჰორმონები
4. სომატური, ანატომიური - შიდა, გარეთა სასქესო ორგანოები, მეორადი
სასქესო ნიშნები
5. ტვინის სქესობრივი დიფერენცირება
 ადამიანის ბიოლოგიური სქესი შეიძლება იყოს მამრობითი, მდედრობითი ან
ინტერსექსუალური
 ინტერსექსუალი - როდესაც ადამიანები იბადებიან ისეთი სქესობრივი
ქრომოსომებით, გარეგენიტალიებით ან შინაგანი რეპროდუქციული სისტემით,
რომელიც არ მიიჩნევა „სტანდარტულად“ არც მამაკაცისათვის და არც ქალისათვის.
ახალშობილი ინტერსექსუალ ბავშვებს, როგორც წესი, ექიმები მიაკუთვნებენ ან
მდედრობით ან მამრობით სქესს 
 გენდერი - სამედიცინო თვალსაზრისით, გენდერი აღწერს ადამიანის ფსქიიკურ
მიკუთვნებულობას, სქესის აღქმას მისი ანატომიური სქესისგან დამოუკიდებლად.
 გენდერი არის თავისებურებათა და ქცევათა ნაკრები, რომელსაც საზოგადოება
ბიოლოგიური სქესიდან გამომდინარე აკუთვნებს ადამიანს.
 სქესისა და გენდერის განსხვავება ის არის, რომ გენდერი ასახავს ადამიანის ფსიქო-
სოციალურ-კულტურულ და ლაგალურ სტატუსს, ხოლოდ სქესი ანატომიას.
 სექსუალობა - ფართო ცნებაა, მოიცავს ადამიანის სექსუალობის გამოხატვის
ნებისმიერ ფორმას და იმასაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში
სექსუალური აქტივობა. სექსუალობას განსაზღვრავს სოლო ეროტიკულობა და
პარტნიორული სექსუალური გამოცდილება.
 49 გვერდზე წერია სექსუალური მოთხოვნილებების გაჩენაზე, მაგრამ არ
დავაკონსპექტებ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარეც შეიძლება იცოდეთ იქ რაც
წერია
 სექსუალური მოთხოვნილება და ინტერესი ინდივიდის ავტო/სოლო მახასიათებელია
და პირობითად რამდენიმე ელემენს მოიცავს: ბიოლოგიური (ლტლოვა),
მოტივაცია(კოგნიტური) და სექსუალურ სტიმულზე რეაგირების უნარი (საპასუხო
კომპონენტი)
 აგზნებადობა/ინჰიბიციის მოდელის მიხედვით სექსუალური მოთხოვნილება
შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც აგზნებადობის და ინჰიბიციის ფსიქოლოგიურ-
ნეიროენდოკრინული მექანიზმების ინტერაქციის შედეგი. „ჩართვა-გამორთვის“
ბალანსს, ერთ მხრივ, მართავს აგზნებადობის ძალები და მეორე მხრივ შამაკავებელი
ძალები
 განასხვავებენ ქცევის დისტალურ და პროქსიმალურ წამახალისებელ ფაქტორებს.
ორგაზმი ქცევის პროქსიმალურ გამომწვევად ითვლება, ხოლო დისტალურად
რეპროდუქცია ითვლება.
 ბრძოლა-თავდაცვა და ინჰიბიცია მოთხოვს ორგანიზმის ვაზომოტორული და
ჰორმონული ფუნქციების მობილიზებას, აგრესიულ ან თავდაცვით პოზაში
გადასვლას. ამ
ყველაფერს კი
ნერვული სისტემა
აკონტროლებს.

 სექსოლოგიაში ნორმის ცნებაზე სამი ჰეტეროგენული ასპექტი ახდენს გავლენას:


1. ნორმა, როგორც ეთიკური მოთხოვნილება, ღირებულების საზომი,
მორალური პოსტულატი
2. ნორმა, როგორც სტატისტიკური სიდიდე, სოციოლოგიის ძირითადი
დასაყრდენი
3. სამედიცინო ასპექტით, ნორმა განიხილება, როგორც ჯანმრთელობის
კატეგორია, რაც აუცილებელია ადამიანის კეთილდღეობისთვის

 მეცნიერულად ვერ აიხსნება, რატომ უჩნდება ადამიანს ლტოლვა მეორე


ადამიანისადმი
 ჰომოსექსუალიზმი დაავადება არ არის !!!!!!!!!!!
 გამოარჩევენ შემდეგ ორიენტაციებს:

1. ჰეტერო
2. ჰომო
3. ბი
4. ასექსუალი (სექსუალური ინტერესის არქონა)
 ჰომოორიენტაცია არ უდრის ჰომოიდენტობას და შესაბამისად არ უდდრის
ჰომოქცევას
 მამაკაცი შეიძლება არ აღიარებდეს თავს ჰომოსექსუალად, მაგრამ ჰქონდეს
სქესობრივი ურთიერთობა მამაკაცთან.
 თუ
ამას

კითხულობთ და ჰომოფობი ხართ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ლუზერი ადამიანი


ხართ და იმედია თქვენი თავის გრცხვენიათ
 კლინიკურ პრობლემას წარმოადგენს და მკურნალობას საჭიროებს ჰომოფობია და არა
თავისთავად ჰომოსექსუალური იდენტობა.

P.S

იმედია ამჯერადაც არ შეგვეტენება!!!

You might also like