Professional Documents
Culture Documents
იესოს სიტყვები: ხოლო რათა უწყოდით, რამეთუ ხელმწიფებაი აქვს ძესა კაცისასა
ქვეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა. (მარკოზი2,10). – ამინ გეტყვი თქვენ რაოდენი
შეკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი გახსნათ ქვეყანასა
ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა. კვლავად ამინ გატყვი თქვენ: უკეთუ ორნი
თქვენგანი შეითქვნეს ქვეყანასა ზედა ყოვლისათვისვე საქმისა, რომელიც ითხოვონ,
ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაისა (მათე18,18-19). – ნუ გიკვირნ ესე, რამეთუ
მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი, რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა
მისისაი; და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომისა ცხოვრებისასა, ხოლო
ბოროტის მოქმედნი აღდგომისა სასჯელისასა. (იო.5,28-29).
ქრისტეს სიტყვები: ვერვეს ხელ-ეწიფწბის ორთა უფალთა მონებად; ანუ ერთი იგი
მოიძულოს და სხავაი იგი შეიყვაროს, ანუ ერთისაი მის თავს იდვას, და ერთი იგი
შეურაცხყოს. ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონისა. (მათე6,24).
მოციქულ პავლეს სიტყვები: ნუ ექმნებით თანა-მეუღლედ ურწმუნოთა მათ;
რამეთუ რაი მოყვასობაი არს სამართლისაი და უსჯულოებისაი? ანუ რაი ზიარება
არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ
რაი ნაწილ მორწმუნესა ურწმუნოსა თანა. (2კორინთ6,14-16). რამეთუ სიყვარული
იგი ქრისტესი მაწუეს ჩვენ გამორჩევად ამას, ვითარმედ ერთი იგი ყოველთათვის
მოკვუდა, ყოველნივე საქმე მოწყდეს. და ქრისტე ყოველთათვის მოკვუდა, რაითა
ცხოველნი იგი არღარა თავთა თვისთათვის ცხოველ იყვნენ, არამედ მათთვის
მომკვდრისა მის და აღდგომილისა. ამისათვის ჩვენ ამიერითგან არღარავინ ვიცით
ხორციელად რამეთუ დაღათუ ვცოდეთ ქრისტე ხორციელად, არამედ აწ არღარა
ვიცით (2კორინთ5,14-16).
ქრისტეს სიტყვები: რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს
იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყვარდეს ძე ანუ ასული უფროის ჩემსა, იგი არა რა
არს ჩემდა ღირს. და რომელნან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი
არა რა არს ჩემდა ღირს. (მათე16,37-38). -რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-
ყავვნ თავი თვისი აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდექინ მე. რამეთუ უკეთუ ვისმე
უნდეს სული თვისი განრინებად, წარიწყმიდოს იგი, და რომელმან წარიწყმიდოს
სული თვისი ჩემთვის მან პოვოს იგი. (მათე16,24-25).
ხოლო იესომ ჰრქუა მას შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა
და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი და მეორე
მსგავსი ამისი შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. (მათე22,37-39).
პავლე მოციქულის სიტყვა: უკუათუ საჭმლისათვის ძმაი იგი შენი წუხდეს, არღარა
სიყვარულით ხუალ, ნუ საჭმლითა შენითა მას წარწყმედ, რომლითვის ქრისტე
მოკუდა (რომ.14,15).
პავლე მოციოქულის სიტყვა: რამეთუ დაღათუ შეგაწუხენ თქვენ წიგნითა მით, არა
ვინანი, დაღათუმცა ვინანდი ვხედავ, რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქვენ
ჟამ ერთ. აწ მიხარის, არა თუ რომელნ შესწუხნით სინანულად და რამეთუ
ღრმთისათვის შესწუხნით, რაითა არარაით იზღვივნეთ ჩვენგან (IIკორ.7,8.9).
ქრისტეს სიტყვები: რომელი გარქუ თქვენ ბნელსა შინა, თქვენ თქუთ ნათელსა შინა,
და რომელი ყურთა გესმა, ქადაგაებდით ერდოთა ზედა. და ნუ გეშინინ მათგან,
რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკვლად.
არამედ გეშინოდენ მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა
წარწყმედად გეჰენიასა შინა. ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა,
მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა (მთ.10,27.28.32.). – რომელსა
სირცხვილი უჩნდეს ჩემდა მომართ და სიტყვისა ჩემთა, ამისა ძემანცა კაცისამან
არცხვინოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თვისითა და მამისაითა და წმიდათა
ანგელოზთა თანა (ლკ.9,26).
პავლე მოციქულის სიტყვა: ნუ უკვე გრცხვენინ წამებაი იგი უფლისა ჩვენისა, ნუმცა
მე, კრულ ესე მისი, არამედ თანა იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმთისათა, შენ
უკვე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღვაწემან ქრისტე იესომან.
(IIტიმ.18,2.3).
ქრისტეს სიტყვები: არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს
იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა.
მრავალმან მრქუას მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო არა სახელითა შენითა
ვწინასწარვმეტყველებდითა და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას
ჟამსა ვრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქვენ განმეშორენით ჩემგან ყოველი
მოქმედნი უსჯულოებისანი (მთ.7,21-23).
და მეოთხესა სახუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესო, სვლითა ზღვასა მას ზედა,
ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაი ზღვასა მას ზედა, შეძრწუნდეს და
თქვეს ვითარცა საოცარი რაიმე არს და შიშისაგან ღაღადყვეს. მეყვსეულად ეტყოდა
მათ და რქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ ნუგეშინინ! მიუგო პეტრე და რქუა მას:
უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისვლად შენდა წყალთა ამათ ზედა. ხოლო
მან ჰრქუა: მოვედ! და გარდმოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და
მოვიდოდა იესოისა და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო
დანთქმად, ღაღად-ყოGდა თქუა: უფალო, მიხსენ მე! და მეყვსეულად განყო ხელი
იესო, უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ მორწმუნეო, რაისა შეორგულდი? (მთ.14,25-31).
ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარმედ ხელ-ეწიფების ამას
მოცემად ხორცი თვისი ჭამად? ჰრქუა მას იესო: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ
არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი, არ გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა
შორის თქვენთა. (იო.6,52.53)
ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეესმეს ვედრებანი შენნი,
და ცოლმან შენმან ელისაბედ, გიშვეს შენ ძე, და უწოდი მას სახელი მისი იოანე, და
ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაითა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და
ცოლი ჩემი გარდასულ არს დღეთა მისთა, მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ
გაბრიე, წინაშე მდგომელი პირსა ღრმთისასა, დეა მოვივლინე სიტყვად შენდა და
ხარებად ამას. და აჰა იყო დადუმებულ დ ავერ შემძლებელ სიტყვად ვიდრე დღემდე
ყოფად ამისა, ამისთვის რამეთუ არა გრწმენეს სიტყვანი ჩემნი, რომელნი
აღესრულნენ ჟამსა თვისა (ლკ.1,13.18-20).
პავლე მოციქულის სიტყვა: და არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა, არა განიცადა
თავი თვისი რამეთუ კნინღა მკუდარ იყვნეს ხორცნი მისნი, რამეთუ ას წლის სადამე
იყო, და მკუდარობაი იგი საშოისა სარაისი, ხოლო აღთქუმასა მას ღრმთისასა არა
შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ გაძლიერდა სარწმუნოებითა, მისცა დიდებაი
ღმერთსა, და გულ-სავსე იქმნა, ვითარმედ რომელმან-იგი აღუთქვა, შემძლებელ არს
ყოფადცა. ამისთვისცა შეერაცხა მას სიმართლედ (რომ.4,19-22).
2. ვინც არ ერწმუნება უფალს მცირედში, ის, ცხადია მით უმეტესს, არ ირწმუნებს
აღმატებულს.
უკეთუ ქვეყანისაი გითხარ თქვენ, და არა გწამს, ვითარ უკუე ზეცისაი გითხრა
თქვენ გრწმენეს? (იონ.3,12). – სარწმუნოი იგი მცირესა ზედა მრავალსა ზედაცა
სარწმუნოი არს: და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს მრავალსა ზედაცა ცრუ არს.
(ლკ.16,10).
მაშინ ჰრქუა მას იესო: თქვენ ყოველი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას
ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცნე მწემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოისა
მისისანი. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაბრკოლდნენ შენდა
მომართ მე არა სადა დავბრკოლდე. ჰრქუა მას იესო: ამინ გეტყვი შენ, რამეთუ ამას
ღამესა, ვიდრე ქათმისა ხმობამდე, სამგზის უარ-მყო მე. (მთ.26,31.33.34).
და ვითარცა შემწუხრდა, ინახით იჯდა იესო ათორმეტთა მათ თანა და ვითარცა
ჭამდეს იგინი ჰრქუა იესო: ამინ გეტყვი თქვენ: ერთმან თქვენგანმა მიმცეს მე. და
იგინი შეწუხდეს ფრიად და იწყეს და კაცად-კაცადმან მათმან სიტყვად: ნუუკუე მე
ვარ, უფალო? (მთ.26,20-22).
და იყო ხმაი მისსა მიმართ: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე. მიუგო პეტრე და ჰრქუა:
ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაი შესულ არს პირსა
ჩემსა. და მერე კვალად მეორედ ხმაი იყო მისსა მიმართ და თქუა: რომელი-იგი
ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩს (საქმე.10,13-15).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ ჩვენისა მის მხედრობისაი არა ხორცით არს,
არამედ ძლიერ ღრმთისა მიერ დასარღვეველად ძნელოვანთა; გულის სიტყვათა
დავარღუევთ და ყოველსა სიმაღლესა ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა
ღრმთისასა, და წარმოვსტყუვენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა
(IIკორ.10,4.5).
მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგვითარგმნე ჩვენ იგავი ესე. ხოლო იესო ჰრქუა მას:
თქვენცა უგულისხმოვე ხართ? და არ გიცნობიეს, რამეთუ ყოველი რომელი შევალს
პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს? ხოლო გამომავალი პირით
გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა. (მთ.15,15-18).
ქრისტეს სიტყვები: ყოველსა რომელსა ესმის სიტყვაი სასუფევლისაი და არა
გულის-ხმა-ყოს მოვიდეს უკეთური და მისტაცის დათესილი იგი გულისაგან
მისისა. ესე არს, რომელი-იგი გზასა ზედა დაეთესა. ხოლო რომელი-იგი ქვეყანასა
კეთილსა დაეთესა, ესე არს რომელმან სიტყვაი იგი ისმინა და გულისხმა-ყო,
რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმან ასი, რომელმან სამეოცი, და
რომელმან ოც და ათი (მთ.13,19.23)
და მოუწოდა ყოველსა მას ერსა, (იესო) და ეტყოდა მათ ისმინეთ ჩემი ყოველთა და
გულისხმა-ყავთ: (მარკ.7,14)
და შემდგომად მირებისა იუდასისა პურისა მის შევიდა მისა ეშმაკი. და ჰრქუა მას
იესო: რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე ესე უკუე არავინ ცნა ინახით
მჯდომარეთაგან იესოს თანა, რაისათვის ჰრქუა მას (იონ.13,27-28)
ხოლო რომელი-იგი (მოციქულები), შეკრებილ იყნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს:
უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაელისა? ხოლო მან
ჰრქუა მათ: არა თქვენი არს ცნობაი ჟამთა და წელთაი, რომელმან იგი მამამან დასხნა
თვისითა ხელმწიფებითა (საქმ.1,6.7).
3. ვინც ცდილობს სათნო ეყოს ღმერთს, სჩვევია ჰკითხოს სხვებს რაც ეგების.
ქრისტეს სიტყვები: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ ვინმე სიტყვაი ჩემი
დაიმარხოს, სიკვდილი არა იხილოს უკუნისამდე (იონ.8,51). – რამეთუ მე თავით
თვისით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმენ მომავლინა მე მამამან, მან მომცა მე
მცნებაი, და უწყი, რამეთუ მცნებაი მისი ცხოვრებაი საუკუნოი არს (იონ.12,49.50)
ქრისტეს სიტყვები: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა უძვირესი რაიმე
გეყოს შენ (იო.5,14)
3. როცა მავანთ ღვთის რისხვა ატყდებათ თავს, სხვები შიშით უნდა განისწავლონ.
პავლე მოციქულის სიტყვა: არა მნებავს უმეცრებაი თქვენი, ძმანო, რამეთუ მამანი
ჩვენნი ყოველნი ღრუბელსა ქვეშე იყვნეს და ყოველნი ზღვასა განხდეს. და
ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღვითა, და ყოველთა იგივე
საზრდელი სულიერი ჭამეს; და ყოველთა იგივე სასმელი სულიეი სუეს, რამეთუ
სუმდეს იგი სულიერისა მის კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო
ქრისტე. არამედ არა მრავალნი მათგანი სათნო-იყვნა ღმერთმან, რამეთუ დაეცნეს
იგინი უდაბნოსა ზედა. (Iკორ.10,1-5).
და მოიღო წყალი შთასხია საბანელსა მას და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა მისთა
და წარხოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა. და მოვიდა სვიმონ-პეტრესა ჰრქუა
მას პეტრე: უფალო, შენ დამბან ფერხთა ჩემთა? მიუგო იესო და ჰრქუა: რომელსა მე
ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცან ამისა შემდგომად. ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანე
ფერხნი ჩემნი უკუნისამდე. ჰრქუა მას იესო: უკუეთუ არა დაგბანნე სენ ფერხნი, არა
გაქუნდეს ნაწილი ჩემთან. (იო.13,5-8).
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ჟამთა მათთვის და წელთა, ძმანო, არა გვიხმს
მოწერად თქვენდა, რამეთუ თქვენ თვით გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი
უფლისაი, ვითარცა მპარავი ღამისაი ეგრეთ მოიწევის. აწ უკუე ნუმცა გუძინავს,
ვითარცა-იგი სხვათა, არამედ მღვიზარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ. (Iთეს.5,1.2.6).
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ჩვენ, ძმანო, არა ვართ შვილნი მხევლისანი,
არამედ აზნაურისანი, აზნაურებითა მით, რომელითა ქრისტემან ჩვენ
განგვააზნაურა, მტკიცედ დეგით ნუ კვალად უღელსა მას მონებისას თავს-იდებთ.
(გალ.4,31.5,1).
ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით ქველი საქმესა თქვენსა, რაითა არა ჰყოთ წინაშე
კაცთა სახილველად მათა; უკეთუ არა, სასყიდელი არა გაქუს მამისა თქვენისაგან
ზეცათაისა, ხოლო რაჟამს იქმოდე ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა,
ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაითა
იდიდნეს კაცთაგან, ამინ გეტყვი თქვენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი. (მთ.6,1-2).
ქრისტეს სიტყვები: უკეთუ სიცრუისა ამას მამონასა სარწმუნო არა იქმნეთ, თქვენი
იგი ვინ გარწმუნოს თქვენ? (ლკ.16,11.12).
მიუგო მას იოანე და თქუა: მოძღვარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა
ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩვენ არა შეგვიდგეს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა
შეგვიდგეს ჩვენ. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს,
რომელმან ქმნეს ძალი სახელითა და ხელ-ეწიფოს ბოროტის სიტყუად ჩემდა.
რამეთუ რომელი არა ჩვენდა მტერ არს, იგი ჩვენ კერძო არს. (მარკ.9,38-40).
პავლე მოციქულის სიტყვა: რომელნიმე შურით და ხდომით, რომელნიმე
სათნოებისთვისცა ქრისტეს ქადაგებენ, რომელნიმე-იგი ხდომით ქრისტესა
მიუთხრობენ არაწმიდებით, ჰგონებენ ჭირთა მოწევნათ კრულებათა ამათ ჩემთა,
ხოლო რომელნიმე სიყუარულით, უწყიან, რამეთუ სიტყვისგებად სახარებისა მის
ვდგა მე. აწ უკუე რაი? ყოვლითავე სახითა, გინა თუ მიზეზით გინა თუ
ჭეშმარიტებით, ქრისტე იქადაგების, ამისთვის მიხარის და მიხაროდისცა.
(ფილ.1,15-18).
ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ, გეტყვი თქვენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა
კაცისაი და სუათ სისხლი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქვენთა, ხოლო
რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი
საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა. (იო.6,53.54).
ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ, გეტყვით თქვენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა
კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქვენთა.
იცოდა იესო თავით თვისით, რამეთუ დრტვინვენ მოწაფენი მისი ამისათვის, და
რქუა მათ: ესე დაგაბრკოლებს თქვენ? უკუეთუ იხილოთ ძე კაცისაი აღმავალი,
სადაცა იყო პირველ? სული არს განმაცხოვებელ, ხოლო ხორცნი არად სარგებელ
არიან; სიტყვათა რომელთა გეტყვით თქუენ, სულ არიან და ცხოვრება. (იო.6,53.61-
63).
და მიიღო პური, (იესო) ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს
ხორცი ჩემი, თქვენთვის მოცემული; ამას ჰყოფდეთ მოსახსენებლად ჩემდა. ეგრეთვე
სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი – ახალი სჯული სისხლისა
ჩემისაი თქუენთვის დათხეული. (ლკ.22,19.20).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ უფალი იესო ქრისტე ღამესა მას რომელსა მას
მიეცემოდა მიიღო პური, ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს
ხორცი ჩემი, თქუენთვის განტეხილი; ამას ჰყოფდეთ მოსახსენებლად ჩემდა.
ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი
სჯული არს სისხლისა ჩემისა; ამას ჰყოფდეთ, ჩემდა მოსახსენებლად, რამეთუ
რავდენ გზისცა სჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა
უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. (Iკორ.11,23-26). – რამეთუ
სიყვარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამას, ვითარმედ ერთი იგი
ყოველთათვის მოკუდა, რაითა ცხოველნი იგი არღარა თავთა თვისთათვის ცხოველ
იყვნენ, არამედ მათთვის მომკუდრისა მის და აღდგომილისა. (IIკორ.5,14.15). –
სასუმელი ესე კურთხევისაი, რომელსა ვაკურთხევთ, არამე ზიარება სისხლთა
ქრისტესთა არსა? პური ესე რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაი ხორცთა
ქრისტესთაი არსა? რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორცთ ჩუენ მრავალნი ესე ვართ,
რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს. (Iკორ.10,16.17).
ქრისტეს სიტყვები: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოვლემან რომელმან ქმნეს
ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისაი (იო.8,34). – თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და
გულის თქმათა მამისა თქვენისათა გნებავს ყოფად. (იო.8,44).
პავლე მოციქულის სიტყვა: ესე უწყით, რამეთუ სჯული სულიერ არს, ხოლო მე
ხორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა, რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი;
რამეთუ არა რომელი იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას
ვყოფ. ხოლო უკეთუ, რომელი იგი მე არა მნებავს და მას ვყოფ, თანა-მოწამე ვარ
სჯულისა, რამეთუ კეთილ არს. აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი
დამკვიდრებულ არს ჩემთანა ცოდვაი. რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაი
დამკვიდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ხორცთა შინა ჩემთა, კეთილი, რამეთუ
ნებაი იგი წინა-მიძს მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვპოვებ. რამეთუ არა
რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი,
მას ვიქმ, ხოლო უკუეთუ, რომელი იგი მე არა მნებავს და მას ვყოფ, არღარა მე ვიქმ
მას, არამედ რომელი-იგი დამკვიდრებულ არს ჩემთანა ცოდვაი (რომ.7,14-20).
ქრისტეს სიტყვები: არამედ იყვნ სიტყვაი თქუენი: ჰე, ჰე; და არა, არა; ხოლო
უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს (მთ.5,37).
მოუხდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაი, თქუ,
რაითა ქვანი პურ იქმენ. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ არა
პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს
პირისაგან ღმრთისა მთ.4,3.4).
და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყვეს სიტყუად უცხოთა ენათა,
ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყუად. (საქ.2,4).
ხოლო განკრთეს ყოველნი და გამოეძიებდეს ერთი ერთისა თანა და იტყოდეს:
რაიმე ჰნებავს ამათ ყოფაი? ხოლო სხვანი ეკიცხვიდეს და იტყოდეს, ვითარმე
ტკბილითა განსავსე არიან. ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და
აღიმაღლა ხმაი თვისი და ეტყოდა მათ კაცნო ჰურიანო და ყოველნი რომელნი
დამკვიდრებულ ხართ იერუსალემს! ესე თქვენდა ცხად იყავნ და ყურად-იხვენით
სიტყვანი ჩემნი, რამეთუ არა, ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს,
რამეთუ არს ჟამი დღისაი ამის მესამე. არამედ ესე არს თქმული იგი იოელ
წინასწარმეტყველისა მიერ; და იყოს უკანასკნელთა დღეთა, – იტყვის უფალი
ღმერთი, – მოვჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და
წინასწარმეტველებდნენ ძენი თქვენი და ასულნი თქვენი და ჭაბუკნი თქვენი
ხილვასა იხილვიდნენ და მოხუცებულთა თქვენთა ჩვენებით განვეცხადო
(იოელ.2,28 საქ.2,4.12-17).
პავლე მოციქულის სიტყვა: ნუუკუე სახლებ არა გიდგეს ჭამად და სუმად? ანუ
ეკლესიასა ღმრთისასა შეურაცხ-ყოფთ და აეცხვენთ მათ, რომელთა არარაი აქუს? –
ხოლო უკუეთუ ვისმე შიოდის, სახლსა შინა ჭამენ, რაითა არა დასასჯელად
შეკრბეთ (Iკორ.11,22.34).
ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი
და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა – ამის
გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მისთანა;
ჰრქუა მათ იესო ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქვენცა გნებავს წარსვლის (იო.6,53.66-
67).
ქრისტეს სიტყვები: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და
მდაბალ გულითა, და ჰპოვებთ განსვენებაი სულთა თქუენთაი (მთ.11,29).
მაშინ მოჰგვარეს მას ეშმაკეული ბრმაი და ყრუი, და განკურნა იგი ვითარმედ ყრუი
იგი, და ბრმაი ჰხედვიდა და იტყოდა. და განუკვირდებოდა ერსა მას და იტყოდეს
ნუუკუე ესე არს ძე დავითისი? ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე,
იტყოდეს ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებელითა, მთავრითა მით
ეშკთაითა. იცოდნა იესო ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი
მეუფებაი რომელი განევლთას თავსა თვისსა, მოხრდის; და ყოველი ქალაქი გინა
სახლი, რომელი განევლთის თავსა თვისსა, ვერ დაემტკიცის….
უკუეთუ მე სულითა ღრმთისაითათა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქვენ ზედა
სასუფეველი ღრმთისაი. ამისათვის გეტყვით თქვენ ყოველი ცოდვაი და გმობაი
მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაი არა მიეტეოს კაცთა.
და რომელმან თქუას სიტყვაი ძისა კაცისათვის, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან
თქუას სულისა წმიდისათვის, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას
(მთ.12,22-25.28.31.32).
ქრისტეს სიტყვები: ხოლო რომელი იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს:
რომელმან სიტყვაი იგი ისმინოს და მეყსეულად სიხარული მიიღის იგი. ხოლო
ძირი არა აქუნ გულსა თვისსა, არამედ საწუთო არნ და რაჟამს არნ ჭირი ან დევნაი
სიტყვისა მისთვის, მეყსეულად დაბრკოლდის იგი (მთ.13,20-21).
ქრისტეს სიტყვები: გესმა რამეთუ ითქვა პირველთა მათ მიმართ: არა კაც ჰკლა:
(ის.20,13). ხოლო რომელმან მოკლას თანამდებ არს სასჯელისა, ხოლო მე გატყვი
თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თვისსა ცუდად, თანამდებ არს
სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: რაკა, თანამდებ არს იგი
კრებულისაგან განსვლად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: ცოფ, თანამდებ არს
გეჰენიასა მას ცეცხლისასა (მთ.5,21.22).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არა რომელი-იგი ცხადად ჰურია არს, არცა
რომელი ცხადად ხორცითა წინადაცუეთილ, არა რომელი ფარილად ჰურია არსდა
წინადაცუეთილებაი გულისაი აქუს სულითა, არ წიგნითა; რომელსა-იგი ქებაი არა
კაცთაგან არს, არამედ ღვთისაგან (რომ.2,28.29).
ქრისტეს სიტყვები: ერთიღა გაკლს შენ: ყოველი, რაიცა გაქუს, განყიდე და მიეც
გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე (ლკ. 18, 22)
ქრისტეს სიტყვები: ამინ გეტყვი თქუენ, უკეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა
ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა (მთ. 18, 3).
2. ვისაც ცათა სასუფეველში მეტი დიდება სურს მიეგოს, მან აქვე უნდა შეიყვაროს
მორჩილება და სიმდაბლე სხვებთან დამოკიდებულებაში.
ქრისტეს სიტყვები: დედოფალი იგი სამხრისაი აღდგეს სასჯელსა მას კაცთა თანა
ამის ნათესავისათა და დასჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაით სმენად
სიბრძნესა სოლომონისასა; და აჰა ესერა უფროის სოლომონისსა არს აქა (ლკ. 11,31). -
კაცნი იგი ნინეველნი აღდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდნენ
მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგენისა მას იონაისა; და აჰა ესერა უფროის იონაისა არს
აქა (მთ. 12, 44).
ქრისტეს სიტყვები: ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ (მთ. 5, 7).
- ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც (ლკ. 6, 30).
პავლე მოციქულის სიტყვა: რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? (I კორ. 4, 7). - ამას
ჟამსა თქუენი იგი ნამეტნავი მათისა მის ნაკლულევანებისა, რაითა მათიცა იგი
ნამეტნავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისა, რაითა იყოს განსწორებულ.
ვითარცა წერილ არს: რომელმან ფრიად მიიღო, არაი ემატა, და რომელმან მცირედ,
არაი დააკლდა (გამ. 16, 18. II კორ. 8, 14.15)
ქრისტეს სიტყვები: ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა (მთ. 10, 10).
ქრისტეს სიტყვები: გესმა, რამეთუ თქმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი
კბილისა წილ (ის. 21,24). ხოლო მე გეტყვი თქუენ: არა წინააღმდგომად ბოროტისა;
არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯვენასა, მიუპყარ მას
ერთკერძოიცა (მთ. 5,38,39). - მშვიდობით იყვენით ურთიერთას (მკ. 9,50).
მაშინ მოუხადეს და დაასხნეს ხელნი მათნი იესოს ზედა და შეიპყრეს იგი. და აჰა
ერთმან იესოს თანამან მიყო ხელი და იხადა მახვილი და სცა მონასა
მღვდელმთავრისასა და წარუკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესო: მიაქციე
მახვილი ეგე ადგილსავე თვისსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახვილი,
მახვილითა წარწყმდნენ (მთ. 26, 50-52).
და წარავლინნა მოციულნი წინაშე მისსა, და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა
სამარიტელსა, რაითა მო-რაიმე-უმზადონ მას. და არა შეიწყნარეს იგინი, რამეთუ
პირი მისი იყო მოსვლად იერუსალემდ. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და
იოანე, თქუეს: უფალო გნებავსა, რაითა ვთქუათ, და ცეცხლი გარდმოხდეს ზეცით
და აღხოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო? მიექცა იესო და შერისხნა მათ და ჰრქუა: არა
იცით, რომლისა სულისანი ხართ თქუენ. რამეთუ ძე კაცისაი არა მოვიდა
წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად და წარვიდეს სხუას დაბასა (ლკ. 9,
52-56).
ქრისტეს სიტყვები: ანუ რაისა ჰხედავ წველსა თვალსა შინა ძმისა შენისასა და
დვირესა თვალსა შინა შენსა ვერ განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ამასა: მაცადე და
აღმოგიღო წუელი თვალისაგან შენისა და აჰა ეგერა დვირე თვალსა შინა შენსა!
ორგულო! აღმოიღე პირველად დვირე თვალისაგან შენისა, და მაშინ იხილო
აღმოღებად წველი თვალისაგან ძმისა შენისა (მთ. 7, 3-5).
პავლე მოციქულის სიტყვა: ამისათვის ვერ სიტყვის მიმგებელ ხარ, ჰოი კაცო,
ყოველი, რომელიცა ჰსჯი, რამეთუ რომელითა ჰსჯი მოყვასსა, თავსა თვისსა
დაისჯი, რამეთუ მასვე იქმ, რომელსაცა ჰსჯი. ესე უწყით, რამეთუ სასჯელი
ღმრთისაი, ჭეშმარიტ არს ესევითარისა მოქმედთათვის. ამას სამე ჰგონება, ჰოი კაცო,
რომელი ჰსჯი ესევითარისა მოქმედთა მათ და იქმ მასვე, ვითარმედ შენ განერე
სასჯელსა ღმრთისასა? (რომ. 2, 1-3).
და ვითარცა მიეახლა, (იესო) იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა. და იტყოდა,
ვითარმედ: უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა
თვალთაგან შენდა (ლკ. 19, 41.42).
ქრისტეს სიტყვები: უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შერისხენ მას; (ლკ. 17, 3).
პავლე მოციქულის სიტყვა: და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა
ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაითა შეიკდომოს. და ნუ ვითარცა
მტერსა შერაცხთ მას, არამედ ასწავებდით ვითარცა ძმასა (II თეს. 3,14.15). - ხოლო
უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ ზოგს-რაიმე, რაითა არა
დავიმძიმო, თქუენ ყოველნი. კმა არს ეგევითარისა მის შერისხვაი ესე მრავალთაი
ხოლო აწ წინააღმდგომი უფროისღა თქუენდა მიმადლებად და ნუგეშის-ცემად.
ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევიტარი იგი (II კორ. 3,5-7).
პავლე მოციქულის სიტყვა: რომელსამე ჰრწამნ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი
მხალსა ჭამნ. მჭამელი იგი არა მჭამელსა ნუ შეურაცხ-ჰყოფნ; და არა მჭამელი იგი
მჭამელსა მას ნუ განიკითხავნ: ღმერთმან უკუე იგი შეიწყნარა. შენ ვინ ხარ, რომელი
განიკითხავნ სხვისა მონასა? თვისისა უფლისა დგეს, გინა დაეცეს, დგეს სამე,
რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისა. რომელიმე იმარხავნ დღე-
გამოღებით და რომელიმე იმარხავნ ყოველსა დღესა; კაცად-კაცადი თვისითა
გონებითა გულ-სავსე იყავნ. რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად
ზრახავს, და რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს, და
რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს,
უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა. აწ უკუეთუ კაცად-კაცადმან ჩუენმან
თავისა თვისისათვის სიტყუა მისცეს ღმერთსა. ნუღარამცა ურთიერთას
განვიკითხავთ (რომ. 14, 2-6. 12.13). - ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ
საჭმელითა და სასუმელითა გინა კერძო დღესასწაულისაითა, გინა თავითა, გინა
შაბათობითა, რომელი-იგი არს აჩრდილი მერმეთა მათ; (კოლ. 2, 16.17).
პავლე მოციქულის სიტყვა: ნეტარ არს მისა, რომელმან არა განიკითხოს თავი
თვისი, რომელსა შინა გამოიცადოს. ხოლო რომელი-იგი ორგულებდეს, დაღაცათუ
წამოს, და-ვე-სჯილ არს, რამეთუ არა სარწმუნოებით წამს; და ყოველი რომელი არა
სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს (რომ. 14, 22.23). - უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს
თანა ნივთთა მათგან ამის სოფლისათა, რაისაღა, ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა,
ჰბრძნობთ: "ნუ მიეახლები, ნუცა გემოს-იხილავ, ნუცა შეეხები,” რომელი-იგი არს
ყოველივე განსაკუთრებულად ხუმევითა მით მცნებისა მისებრ და მოძღვრებისა
კაცთაისა? (კოლ. 2,20-22).
4. ნუ განსჯი თვალთღებით
ჰრქუა მათ ნიკოდიმოს, რომელი-იგი მოსრულ იყო პირველ მისა, იყო ერთი
მათგანი: (ფარისეველი) ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა
პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს? (იო. 7,50.51).
და ვითარ მრავალ დღე (მეფე აგრიპა და ვერონიკა) იქცეოდეს მუნ (რომში), ფესტოს
უთხა მეფესა პავლესთვის და ჰრქუა: კაცი ვინმე დაშთომილ არს ფელიქსისგან
კრული, რომლისთვისაც ვიყავ იერუსალიმს, მითხრეს მე მღვდელთ მთავართა და
მოხუცებულთა ჰურიათა და ითხოვდეს მისთვის სასჯელსა. რომელთა მიუგე და
ვარქუ, ვითარმედ: არა არს ჩუელებაი ჰრომთაი მიმადლებად ვისამე კაცისაი
წარწყმედად, ვიდრემდე, რომელსა-იგი შეასმენდენ პირისპირ აქუნდენ
შემასმენელნი იგი (საქ. 25, 14-16).
მიუგო იოანე და ჰრქუა მათ: ვერ ხელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით არცა ერთი
რაი, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა ზეცით (იო. 3, 27).
პავლე მოციქულის სიტყვა: რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? (I კორ. 4,7). -
რამეთუ მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან,
არამედ ღმრთისა ნიჭი არს: არა საქმეთაგან, რაითა არავინ იქადოს (ეფეს. 2,8.9). - და
ესე ღმრთისა მიერ, რამეთუ თქუენ მიგემადლა ქრისტესთვის არა ხოლო მისა
მიმართ სარწმუნოებაი, არამედ მისთვის ვნებაიცა. იგივე ღვაწლი გაქუნდინ,
რომელი იხილეთ ჩემ თანა და აწ გესმის ჩემ მიერ (ფილპ. 1, 28-30).
2. ნუ დაიდუმებთ ღვთის წყალობის წინაშე, არამედ განადიდეთ ღმერთი ამის გამო.
ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს რაითა იყოს მის
თანა, ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა: მოიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ,
რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა,
რაი-იგი ყო მოსთვის იესო (ლკ.8, 38.39).
და შე-რაი-ვიდა იგი დაბასა რომელსამე, მიეგებოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი,
რომელნი დადგეს შორს და მათ აღიმაღლეს ხმაი მათი და იტყოდეს: იესო მოძღვარ,
შემიწყალენ ჩუენ! და თავდმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: წარვედით და
უჩვენეთ თავნი თქუენნი მღვდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ ვიდეს იგინი
მისგან, განწმიდეს კეთროვნებისა მისგან, ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ
განიკურნა, მოიქცა და ხმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა. და დავარდა წინაშე
ფერხთა იესოისაითა და ჰმადლობდა მას, და ესე იყო სამარიტელი. მიუგო იესო და
ჰრქუა მას არა ათნივე განიკურნესა? და ცხრანი იგი სადა არიან? ვერ იპოვნეს
ეგოდენ, რაითამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაი ღმერთსა, გარნა უცხო-თესლი
ხოლო ესე. და ჰრქუა მას: აღდეგ და წარვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ
(ლკ. 17, 12-19).
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო მადლითა ღმრთისაითა ვარ, რაი-იგი ვარ (I კორ.
15,10). - ყოველი დაბადებული ღმრტისაი კეთილ არს, და არარაი არს განსაგდებელ
მადლობით მიღებული (I ტიმ. 4,4).
მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა
და მისცა პური იგი მოწაფეთა თვისთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას (მთ. 14,
19).
მოიღო პური, ჰმადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და განტეხა და იწყო ჭამად
(საქ. 27, 35).
ქრისტეს სიტყვები: ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ
ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი; მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი,
ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა; პური ჩვენი არსობისაი მომეც ჩვენ
დღეს; და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ
თანამდებთა მათ ჩვენთა; და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ
ბოროტისაგან (მთ. 6, 9-13). - ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა
ღმრთისასა და სიმართლესა მისსა (მთ. 6, 33). - და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა,
მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაიმე ბოროტი ვისთვისმე (მარკ. 11, 25).
ქრისტეს სიტყვები: თქუა ვიეთდამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა
თვისთა, ვითარმედ მართალ არიან და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა, ვითარმედ: ორნი
კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე.
ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თვისგან: ღმერთო, გმადლობ შენ,
რამეთუ არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა
ესე მეზუერე. ვიმარხავ ორ გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევწირავ ყოვლისაგან
მონაგებისა ჩემისა. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა
ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე მე,
ცოდვილსა ამას. გეტყვი თქუენ: გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თვისა,
ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი
დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს (ლკ. 18, 9-
14).
და მოუხდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაისათვის იგავით ეტყვი მათ? ხოლო იესო
ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი სასუფევლისა ცათაისაი,
ხოლო მათ არა მიცემულ არს. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს, და
რომელღა-იგი არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მოვეღოს მას, ამისათვის იგავით
ვეტყვი მათ, რამეთუ ჰხედვენ და არა ჰხედვენ, ესმის და არა ესმის, არცა გულის-ხმა-
ყვიან. და აღესრულების მათ ზედა წინასწარმეტყველებაი იგი ესაიასი: სმენით
გესმოდის, და არა გულისხმა-ჰყოთ, ხედვიდეთ, და არა იხილოთ (მთ. 13,10-14).
პავლე მოციქულის სიტყვა: არა გახსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა
ამასვე გეტყოდი თქუენ? და აწ რომელი-იგი გისწავიეს და იცით გამოჩინებად იგი
თვისსა მას ჟამსა (II თეს. 2, 5.6).
და იყო შესვლასა მას პეტრესა, მოეგებვოდა მას კორნილიე და შეუვრდა ხერხთა
მისთა და თაყვანის-სცა მას, ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ,
რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ (საქ. 10, 25.26).
და დღესა ერთსა დაწესებულსა ჰეროდე შეიმოსა სამოსელი სამეუფეო და დაჯდა
საყდართა ზედა და ზრახვიდა მათდა მიმართ. და ერთ იგი ღაღადებდა: ღმრთისა
ხმაი არს და არა კაცისაი. და მეყსეულად სცა მას ანგელოზმან უფლისამან,
ამისათვის რამეთუ არა მისცა დიდებაი ღმერთსაი, და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ
და სულნი წარხდეს (საქ. 12, 21-23).
ქრისტეს სიტყვები: მას ჟამსა შინა იტყოდა იესო და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო,
უფალო ცისა და ქვეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და
გამოუცხადე ესე ჩვილთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე (მთ.
11,25.26).
და მოვიდა მამულად თვისა და ასწავებდა მათ შესაკრებელსა შორის მათთა,
ვიდრემდის გამუკვირდებოდა მათ და იტყოდის ვინაი არს ამისა სიბრძნე და ესე
ძალი? ანუ არა ესე არსა ხუროის მის ძე? ანუ არა დედასა მისა ჰრქვიან მარიამ, და
ძმანი მისნი იაკობ და იოსე და სვიმონ და იუდა. და დანი მისნი არა ყოველნი ჩვენ
შორის არიანა? ვინაი უკუე არს ამისა ესე ყოველნი. და დაბრკოლდებოდეს მისთვის.
ხოლო იესო ჰრქუა მათ: არა არს წინასწარმეტყველი შეურაცხ, გარნა სოფელსა
თვისსა და სახლსა შინა თვისსა. და არ ქნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა
მათისათვის (მთ. 13, 54-58).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, ჭირისა
მისთვის ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხვა ჩვენ ასიას შინა, რამეთუ
გარდარეულად დაგვიძიმდა ჩუენ უფროის ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვამდე
ჩუენდა ცხოვრებისაცა. არამედ თვით თავით თვისით განჩინებაი იგი
სიკუდილისაი მოგუეღო, რაითა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა,
რომელმან-იგი აღადგინის მკუდარნი (II კორ. 1, 8.9). - და ყოველთავე რომელთა
ნებავს ღმრთის მსახურებით ცხოვრებაი ქრისტე იესოს მიერ, იდევნენ (I ტიმ. 3,12).
2. თვითვე არ უნდა ჩაიგდო თავი განსაცდელში მანამ, სანამ ამაზე ღვთის დაშვება
არ იქნება. პირიქით, უნდა ილოცო, რომ არ ჩავარდე განსაცდელში.
ქრისტეს სიტყვები: ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ
ცათა შინა! და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან
(მთ. 6, 9.13).
ამისა შემდგომად იქცეოდა იესო გალილეას და არა უნდა მისვლად ჰურიასტანს,
რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკვლად, ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული
იგი ჰურიათაი, რომელ არს კარვობისაი. ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე
ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაითა მოწაფეთაცა შენთა იხილონ საქმენი შენნი
რომელთა იქმ. რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაითამცა
განცხადებულ იყო უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. რამეთუ
არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი. ჰრქუა მათ იესო: ჟამი ჩემი არრა მოწევნულ არს,
ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე გამზადებულ არს, ვერ ხელ-ეწიფების სოფელსა
მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ესძულ, რამეთუ ვსწამე მისთვის, ვიტარმედ
საქმენი მისნი ბოროტ არიან. თქუენ აღვედით დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა
აღვალ დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს. ესე ჰრქუა
მათ და დაადგრა გალილეას. და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას,
მაშინ თავადიცა იესო აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად
(იო. 7, 1-10).
ქრისტეს სიტყვები: ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა (ლკ. 22, 46).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, ჭირისა
მისთვის ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხვა ჩვენ ასიას შინა, რამეთუ
გარდარეულად დაგვიმძიმდა ჩუენ უფროის ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვამდე
ჩუენდა ცხოვრებისაცა. არამედ თვით თავით თვისით განჩინებაი იგი
სიკუდილისაი მოგუეღო, რაითა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა,
რომელმან-იგი აღადგინის მკუდარნი. რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან
მიხსნა ჩუენ, და მიხსნის, რომელსა-იგი ვესავთ, ვიტარმედ მერმეცა მისხნნეს (II კორ.
1,8-10).
პავლე მოციქულის სიტყვა: რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ. აწ მიხარის ვნებათა
მათ შინა თქუენთვის და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა
ხორცითა ჩემითა გუამისათვის მისისა, რომელ არს ეკლესიაი (კოლ I, 23.24).
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ხმა-ყო იესო ხმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლამა
საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევებ მე? (მთ. 27,
46).
და ხმა-ყო ხმითა დიდითა იესო და თქუა: მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა
ჩემსა და ესე რაი თქუა, განუტევა სული (ლკ. 23, 46).
და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს, ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესო
ქრისტე, შეივედრე სული ჩემი. და დადგინა მუხლნი და ხმითა დიდითა თქუა:
უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას, და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა (საქ. 7,
59.60).
წესი 66. იმის შესახებ, რომ არ უნდა დაუტეოთ განსაცდელში
ჩავარდნილი
1. არ უნდა განვერიდოთ სიმართლისათვის ჭირთა დამთმენელთ.
აწ სამე გრწამს? აჰა მოვალს ჟამი და მოწევნულ არს, რამეთუ განიბნინეთ კაცად-
კაცადი თვისად ადგილად და მე მარტოი დამიტევოთ; (იო. 16, 31.32)
სვიმონ, სვიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად ვითარცა იფქლი,
ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი
შენნი (ლკ. 22, 31.32).
პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა, ხოლო ლოცვაი გულს-მოდგინედ
იყოფოდა ეკლესიათა ღმრთისა მიმართ მისთვის (12, 5).
ქრისტეს სიტყვები: მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქეუნ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა
თუ იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუარნი და ცრუწინასწარმეტყველი
და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცდუნებამდე, უკეთუმცა
შეუძლეს რჩეულთა მათცა (მთ. 24,23.24). - ხოლო თქუენ იხილეთ და ეკრძალენით.
აჰა ესერა წინასწარ გითხარ თქუენ ყოველი. არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად
ჭირსა მის მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი; და
ვარსკულავნი ზეცით გარდმოცვივენ, და ძალნი, რომელნი იყვნენ ცათა შინა,
შეიძრნენ და მაშIნ იხილონ ძე კაცისაი მომავალი ღრუბელთა ზედა ძალითა და
დიდებითა მრავლითა (მარკ. 13,23-26).
მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი -
მცირედ. ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაითა გამოავლინნეს მოქმედნი
სამკალსა თვისსა (მთ. 9,37.38).
და ვიტარცა განსტესა დღე, მოუწოდა მოწაფეთა თვისთა და გამოარჩინა ათორმეტნი
მათგანნი, რომელთაცა მოციქულად უწოდა. სვიმონ, რომელსა უწოდა პეტრე. და
ანდრია, ძმაი მისი, იაკობ და იოანე, ფილიპე და ბართლომე მათეოს და თომა, იაკობ
ალფესი და სვიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე და იუდა იაკობისი და იუდა
ისკარიოტელი, რომელი-იგი იქმნა განმცემელ (ლკ.6. 13-16).
და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინა
იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა
მას მისვლად. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ.
ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაითა მოავლინეს მუშაკნი სამკალსა
თვისსა (ლკ. 10,12).
ლუკა მოციქულის სიტყვა: პირველი ესე სიტყუაი ვყავ ყოველთათვის, ჰოი ღმრთის
მოყვარეო თეოფილე, რომელთა იწყო იესო ყოფად და სწავლად ვიდრე დღედ,
რომლადმე ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა
ამაღლდა (საქ. 1,1.2). - და დაადგინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და
მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია. და ილოცეს და თქუეს: შენ, უფალო, ყოველთა
გუყლთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა მიღებად წილი
მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან გავიდა იუდა მოსვლად
ადგილსა თვისსა და მისცნეს წილნი მათ და გამოუხდა წილი მატათიას და
თანააღრიცხა ათერთმეტთა მოციქულთა (საქ. 1, 23-26).
პავლე მოციქულის სიტყვა: უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობაი უნდეს, კეთილისა
საქმესა გული ეტყვის, ჯერ-არს ეპისკოპოსისა, რაითა უბრალო იყოს, ერთის ცოლის
ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე, სწავლულ, არა მეღვინე, არა
ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვეცხლის უყვარულ,
თვისისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი
ყოვლითა ღირსებითა. ხოლო უკუეთუ ვინმე თვისასა სახლისა განგებაი არა იცის,
ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისაითა მოღვაწებაი აგოს? ნუ ახალ-ნერგ, რაითა არა
განლაღნეს და სასჯელსა შევარდეს ეშმაკისასა. არამედ ჯერ-რას მისსა, რაითა
წამებაიცა კეთილი აქუნდეს გარეშეთაგან, რაითა არა ყუედრებასა შევარდეს და
საფრხესა ეშმაკისასა. არამედ ჯერ-რას მისსა, რაითა წამებაიცა კეთილი აქუნდეს
გარეშეთაგან, რაითა არა ყუედრებასა შევარდეს და საფრხესა ეშმაკისასა. დიაკონნი
ეგრეთვე წმიდა, ნუ ორის-მეტყველ, ნუ ღვინისა ფრიადისა მორჩილ, ნუ საძაგელის
შემძინებელ, აქუსმცა საიდუმლოი იგი სარწმუნოებისაი წმიდითა გონებითა. და
ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან (I
ტიმ,3,1-10). - ამისათვის დაგიტევე შენ კრისტ შინა, რაითა ნაკლულნი იგი განაგო და
დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ, რომელი იყოს
უბრალო, ერთის ცოლისა ქმარ, შვილნიმცა უსხენ მორწმუნენი, ნუმცა შესმენილ
არიან ბილწებისათვის გინა ურჩებისათვის, რამეთუ ჯერ-არს ეპისკოპოსისა უბიწო
ყოფაი, ვითარცა ღმრთისა მონისაი, ნუ თავხედ, ნუ გულ-მწყრალ, ნუ მოღვინე, ნუ
მოლალე, ნუ საძაგელის შემძინებელ, არამედ სტუმრის მოყვარე, კეთილის მოყვარე,
წმიდა, მართალ, თავსმდებელ მსგავსად მოძღვრებისა მის სარწმუნოებისა სიტყვისა
რაითა შემძლებელ იყოს ნუგეშინის-ცემადცა მოძღვრებასა მას შინა სიცოცხლისა და
სიტყვის-მგებელთა მათ მამხილებელ (ტიტ.1,5-9).
პავლე მოციქულის სიტყვა: ხელთა ადრე ნუ ვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხვისა
ცოდვათა, თავი შენი წმიდად დაიმარხე. ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესო
ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაითა დაიმარხო თვინიერ ორგულებისა,
ნურარას ჰყოფ თვალთ-ღებით. და რომელნი-იგი ცოდვიდენ წინაშე ყოველთასა
ამხილე, რაითა სხვათა მათ ეშინოდის (I ტიმ. 5,22.21.20).
ხოლო სხუასა ჰრქუა: შენ მომდევდი მე, და მან ჰრქუა: უფალო, მიბრძანე მე
პირველად მისვლად და დაფლვად მამისა ჩემისა. ჰრქუა მას იესო: აცადენ
მკუდარნი დაფლვად თვისთა მკუდართა; ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ
სასუფეველი ღმრთისაი (ლკ. 9,59.60).
ქრისტეს სიტყვები: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა
ცხოვართაისა, არამედ სხვით კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. ხოლო
რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაი ... მე ვარ კარი ცხოვართაი,
ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი,
არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა (იო. 10,1.2.7.8).
პავლე მოციქულის სიტყვა: არამედ დაღაცათუ ჩუენ, განა ანგელოზი ზეცით
გახარებდეს თქუენ, შეჩვენებულ იყავნ. ვითარცა წინასწარ ვთქუ და აწ კუალად
ვიტყვი, უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ,
შეჩვენებულ იყავნ (გალ. 1,8.9). - უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღვრობდეს და არა
მოვიდეს სიცოცხლისა ამათ მოძღვრებათა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესთა და
ღმრთის მსახურებისა ამის მოძღვრებასა ზედა, განლაღებულ არს, არარაი იცის.
არამედ სნეულ არს ძიებისათვის და სიტყუათა ლალვისათა (I ტიმ. 6,3.4).
7. ის, ვისაც მინდობილი აქვს ღვთის სიტყვის სწავლება და გაჩუმდება ისეთ რამეზე
რაც სათნო იყო ღვთისა, დამნაშავეა მათი სიცოცხლის გამო, რომელნიც
საშიშროების წინაშე დადგენ, ან იმის გამო თუ რამე აკრძალული გააკეთეს, ან არა
საკმარისად შეასრულეს ის რისი შესაძლებლობაც ჰქონდათ, რომ აღესრულებინათ.
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ რაი-მე არს სასოებაი ჩუენი ანუ სიხარული ანუ
გვირგვინი სიქადულისაი? ანუ არა თქუენა წინაშე უფლისა იესო ქრისტესა მისსა მას
მოსვლასა? რამეთუ თქუენ ხართ დიდებაი ჩუენი და სიხარული (I თეს. 2,19.20).
ქრისტეს სიტყვები: რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა
შინა, და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა. და ნუ გეშინინ მათგან,
რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ ხელ-ეწიფების
მოკვლად (მთ. 10,27.28).
ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით
მობოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოვოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას (მთ.
22,8.9).
და ვითარცა-იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუხდა მას მთავარი ერთი, თაყვანის-
სცემდა მას, და ეტყოდა, ვიტარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ და
დასდევ ხელი შენი მას ზედა, და ცხონდეს. და აღდგა იესო და შეუდგა მას, და
მოწაფენი მისნი მის თანა (მთ. 9,18.19).
რამეთუ ახს ლუდიაი იოპესა, ესმა მოწაფეთა, ვითარმედ პეტრე მუნ არს, და
მიავლინეს მისა ორნი კაცნი და ჰლოცვიდეს, ვითარმედ: ნუ გცონის მოსვლად
ვიდრე ჩუენამდე. და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა (საქ. 9,28.29).
ხოლო იესო მოუწოდა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ
აჰა ესე სამი დღე არს, და მელიან მე და არარაი აქუს, რაითამცა ჭამეს, და განტევებაი
მათი უზმათაი არა მნებავს, ნუუკუე დაცვივენ გზასა ზედა (მთ. 15,32).
მაშინ მოუხდა მას ერთი განკეთროვნებული, ევედრებოდა მას და მუხლნი
დაიდგინა და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს ძალგიც განწმედად ჩემდა. ხოლო
იესოს შეეწყალა იგი, განყო ხელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენ (მაკ.
1,40.41).
ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტვინვაი ბერძენთა
ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდეს მსახურებაი იგი დღითი-
დღედი ქურივთა მათთაი. მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა და მათ სიმრავლესა მას
მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაი სიტყუისა ღმრთისაი და
მსახურებად ტაბლებსა. აწ გამოირჩიენით ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი
წამებულ იყვნენ შვიდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი
დავადგინეთ სახმარსა ამას ზედა (საქ. 6,1-3).
ქრისტეს სიტყვები: ჩემი ესე მოძღვრებაი არა არს ჩემი, არამედ მომავლინებელისა
ჩემისაი. უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მოძღვრებაი ესე, ვითარ რაი
არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით თვისით ვიტყვი. რომელი თავით თვისით
იტყვინ, დიდებასა თავისა თვისისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა
მომავლინებელისა თვისისა, იგი ჭეშმარიტ არს და სიცრუვე არა არს მის თანა (იო.
7,16-18).
პავლე მოციქულის სიტყვა: ვინ უწყის, გან-ვე ამისთვის გეშორა ჟამ ერთ, რაითა
საუკუნოდ მიიყვანო იგი. არღა ვითარცა მონაი, არამედ უფროისღა მონისა,
საყუარელი ძმაი, ვინაითგან ჩემდა ესრეთ, რავდენ უფროის შენდა ხორციელადცა
და უფლისა მიერცა. უკუეთუ შეგირაცხიე მე თანა-ზიარად. შეიწყნარე ეგე, ვითარცა
მე (ფილ. 1,15-17).
ქრისტეს სიტყვები: მას ჟამსა შინა იტყოდა იესო და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო,
უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და
გამოუცხადე ესე ჩჩვილთა (მთ. 11,25).
28. ვისაც სახარების ქადაგება ევალება, მან არ უნდა შეიძინოს იმაზე მეტი, ვიდრე
აუცილებელია გადაუდებელი პირადი საჭიროებისათვის.
ჰრქუა მას ვინმე მის ერისაგანმან: მოძღვარ, არქუ ძმასა ჩემსა, რაითა განმეყოს მე
სამკვიდრებელსა. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცო, ვინ დამადგინა მე მსაჯულად
და განმყოფელად თქუენდა? (ლკ. 12,13.14).
ქრისტეს სიტყვები: იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ
არს (მთ. 5,48). - და არა ამათთვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა
გრწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მიმართ; რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა
შენ, მამაო ჩემდამო და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩვენ შორის ერთ იყვნენ (იო.
17,20.21).
არ უხდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ხმაი მისი.
ლერწამი შემუსვრილი არა განტეხოს და პატრუქი მბრდღვინვარე არა დაშრიტოს,
ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი (მთ. 12,19.20).
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაი, არამედ
რაითა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლელ და უმანკო,
მშვიდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ, მო-ხოლო-თუ-სცეს მათ უფალმან
სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა, და განიფრთხონ საფრთხისა მისგან
ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისისა (II ტიმ. 2,24-26).
2. დიაკონთა შესახებ.
გამოირჩია სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე
და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, და დაადგინეს
წინაშე მოციქულთა და ილოცეს, დაასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი (საქ. 6, 5.6).
ქრისტეს სიტყვები: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი
ისმინეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და
სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან
ცხოვრებად (იო. 5,24).
ქრისტეს სიტყვები: ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან მივედ და ამხილე
მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი, უკუეთუ ისმინოს შენი შეიძინე შენ
ძმაი იგი შენი (მთ. 18,15).
პავლე მოციქულის სიტყვა: სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა,
შეკრებასა სულისა ჩემისა და თქუენისასა, ძალითურთ უფლისა ჩუენისა იესო
ქრისტესითა მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკისა სატანჯველად ხორცითა, რაითა
სული ცხონდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა (I კორ. 5,4.5). -
რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქუენ ჟამ ერთ. აწ მიხარის, არა თუ რომელ
შესწუხენით, არამედ რამეთუ შესწუხენით სინანულით. და რამეთუ ღმრთისათვის
შესწუხენით, რაითა არარაი იზღვივნეთ ჩუენგან. რამეთუ ღმრთისა მიერი იგი
მწუხარებაი სინანულსა ცხოვრებისასა შეუნანებელსა შეიქმს; ხოლო სოფლისა ამის
მწუხარებაი სიკუდილსა შეიქმს (II კორ. 7, 8-10). - ამხილე მათ თვალუხვად, რაითა
ცოცხალ იყვნენ სარწმუნოებითა (ტიტ. 1,13).
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ არა მე, არამედ
უფალი: ცოლსა ქმრისაგან არა განშორებად. ხოლო უკუეთუ განეშOროს, ეგენ
უქორწინებლად, გინა ქმარსავე დაეგენ, და ქმარი ცოლსა ნუ დაუტევებნ (I კორ.
7,10.11).
პავლე მოციქულის სიტყვა: დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა
ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა სჯულიცა
იტყვის (დაბ. 3,16) ხოლო უკუეთუ სწავლის რაიმე უნდეს, სახლსა შინა თვისთა
ქმართა ჰკითხედ მათ. რამეთუ საძაგელ არს დედათა ეკლესიასა შინა ზრახვად (I
კორ. 14,34.35). - დედაკაცი მდუმარედ ისწავებდინ ყოვლითა დამორჩილებითა,
მოძღვრებად დედათა არა უბრძანებ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რაითა იყოს
იგი მყუდროებით. რამეთუ ადამ პირველად დაებადა და მერმე ევა. და ადამ არა
სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და სჯულსა გარდახდა, არამედ ცხონდების
შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით ღირსებასა
ზედა (I ტიმ. 2,11-15).
წესი 74. ქვრივთა შესახებ
1. ქვრივი ცხოვრებას ზრუნვასა და ურვაში უნდა ატარებდეს, ახსოვდეს მოციქულის
მიერ ნამცნები და ცდილობდეს, რათა ემსგავსოს ტაბითას.
ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა
ტაბითა, რომელი გამოითარგმნების ქურციკ. ესე სავსე იყო ქველის საქმითა და
წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა (საქ. 9,36).
გარე მოადგა მას ქურივები იგი (პეტრეს) ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს
კუბასტებსა და სამოსლებსა, რავდენსა იქმოდა, მათ თანა რაი იყო ტაბითა (საქ. 9,39).
იცოდა იესო, რამეთუ ყოველივე მისცა მას მამამან ხელთა მისთა, და რამეთუ
ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს, აღდგა სერობისა მისგან და სამოსელი
თვისი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი, და მოიღო წყალი და შთასხა საბანელსა
მას და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა და წარხოცდა არდაგითა მით,
რომელი მოერტყა. ... და ოდეს დაჰბანა ფერხნი მათნი, მოიღო სამოსელლი თვისი
და ინახ-იდგა და მერმე ჰრქუა მათ: უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ? თქუენ მხადით
მე: მოძღვარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ. უკუეთუ მე დაგბანენ
ფერხნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად
ფერხთა. რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაითა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე
თქუენცა ჰყოფდეთ (იო. 13, 3-5; 12-15).
ჰრქუა მას დედამან მისმან შვილო, რაი ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? და წარვიდა მათ
თანა და მოვიდა ნაზარეთად და იყო დამორჩილებულ მათდა (ლკ. 2, 48.51).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ მთავარნი იგი არა არან საშინელ კეთილიოს
მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გენბავს თუ, რაითა არა გეშინოდის
ხელმწიფებისაგან, კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაი მისგან. რამეთუ ღმრთის
მსახურ არს შენდა კეთილისათვის, ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ
რამეთუ არა ცუდად ხრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა რისხვისათვის,
შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათვის (რომ. 13,3.4).
ქრისტეს სიტყვები: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, ისწავლეთ ჩემგან (მთ.
11,29). - თქუენ მხადეთ მე: მოძღვარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ
ვარ. უკუეთუ მე დაგბანენ ფერხნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც
ურთიერთას დასაბანად ფერხთა. რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაითა ვითარცა-ესე მე
გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ (იო. 13,13-15).
ქრისტეს სიტყვები: რომელსა აქუნდეს სძალი იგი სიძე არს (იო. 3,29).
პავლე მოციქულის სიტყვა: შვილნო, მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ (იო. 13,33).
შვილნო ჩემნო, რომელთათვის კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე
თქუენ შორის (გალ. 4,19).
სიტყვა ღვთისა მოითხოვს, რომ ისინი, ვისაც მინდობილი აქვს სახარების ქადაგება,
იყვნენ შემდეგნაირნი:
ქრისტეს სიტყვები: არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა (მთ. 9,12).
ქრისტეს სიტყვები: შვილნო, მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ (იო. 13,33).
დიდება უფალს!