You are on page 1of 1

მადლის ქვა

 
ერთხელ მამა დავითი იერუსალიმის მოსალოცად წასულა,მაგრამ შიგნით
შესვლა თავისი სიმდაბლის გამო ვერ გაუბედავს.იმ ადგილზე,სადაც
უფალმა იესო ქრისტემ ილოცა,წმიდანმა ლოცვა აღავლინა და სამახსოვროდ
სამი ქვა წამოიღო.ამ დროს იერუსალიმის პატრიარქს ხილვა ჰქონდა და
ეუწყა,რომ საქართველოდან ჩამოსულ ერთ-ერთ ბერს იერუსალიმის
მთელი8 მადლი ქვების სახით გაჰქონდა.მას ეუწყა ისიც,რომ ბერს ორი ქვა
უკან უნდა დაებრუნებინა,რათა იერუსალიმი მადლისაგან არ დაცლილიყო
და მხოლოდ ერთი ქვის წაღბის უფლება მიეცათ.პატრიარქმა მდევარი
დაადევნა მამა დავითს და ორი ქვა უკან დააბრუნებინეს.იმ ქვას
კი,რომელიც წმიდანმა გარეჯში ჩამოიტანა,მადლის ქვა ჰქვია.ამიტომ არის
გარეჯის სამჯერ მოლოცვა იერუსალიმის ერთხელ მოლოცვის
ტოლფასი.მადლის ქვა ბატის კვერცხზე ოდნავ მომცრო,მოწითალი-
მოშინდისფროა და ალაგ-ალაგ სისიხლის ნაკვალევი დაჰყვება.1857 წელს
მონასტერს ლეკები დაესხნენ,გაძარცვეს, ბერებიდან ზოგი ამოხოცეს,ზოგიც
ტყვედ წაიყვანეს,ხელს გააყოლეს მადლის ქვაც,რომელიც ლუსკუმაში
ინახებოდა.მათ ქვის მნიშვნელობა ვერ გაარკვიეს და ერთ-ერთ ლეკს იგი
სახლის სხვენში შეუნახავს.ეს დაუმახსოვრებია ტყვედ ჩავარდნილ ბერს და
როცა ტყვეობიდან გათავისუფლება შეძლო,ქვა მოიპარა და კვლავ მამა
დავითის მონასტერს დაუბრუნა.

You might also like