You are on page 1of 6

ერისთავის, ხოლო შემდგომ მთავრის ანუ პროვინციის მეფის

სამოხელეო წოდება - "დ ა დ ი ა ნ ი" პირდაპირ უთითებს ანტიკური


პერიოდის სულიერ კულტურაზე, როცა მზე-ღვთაება უპირველეს
დედა ღმერთადაა წარმოდგენილი. მზის ქვეყნის მბრძანებელი
მეფის აიეტის (აია -მზეა შუმერულად) დინასტიური მემკვიდრის
პრეტენდენტია „დადაიანად“ სახელდებული წოდება მოხელისა
ერთიან საქართველოში...
გაიხსენეთ სამყაროს აგებულების საოჯახო ფორმულა, სადაც
პირველი და უპირატესი ადგილი დ ე დ ა ს უკავია:
„ბჟა დიდა რე ჩქიმი, თუთა - მუმა ჩქიმი,
ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი - და დო ჯიმა ჩქიმი“
[მზე დედა ჩემი, მთვარე - მამაჩემი,
ხვიჩა-ხვიჩა ვარსკვლავები - და და ძმაა ჩემი].
დიდი ივანე ჯავახიშვილი ბრძანებდა: - კაცობრიობის
ცივილიზაციის საწყისი და მისი პირველადი კულტურის გასაღები
ამ სტროფებშიაო...
სამოხელეო წოდება - დადიანი“ აერთიანებს მზე-ღვთაება ანუ
დედაღმერთის წარმომდგენ - ბარის კოლხს - [ფუძე „დად-ი“] და
მთვარე-ღვთაების ანუ მამაღმერთის წარმომდგენ - მთის კოლხს
[„ან-ი“ ზეცა ანუ მთვარე შუმერულად].
ქრისტიანული ეპოქის გვიან შუასაუკუნეებში კი, „დადიანის“
სამთავრო კარი ხდება ოსმალთაგან დაპყრობილი ბიზანტიიდან, იქ
თავმოყრილი ქრისტე-ღმერთის დედასთან - წმ. მარიამ
ღვთისმშობელთან დაკავშირებული დიდი სიწმინდეების
უმთავრესი თავშესაფარი და სავანე.
ეს იყო საქართველოსთვის იმ ყველაზე კრიტიკულ და საბედისწერო
წლებში, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო ირანის საგამგებლოდ
ქცეულიყო და მას ყიზილბაშური წესით მართავდა მუსულმანი
ბაგრატიონი - როსტომ ხანი. სწორედ, ირანის შაჰის ამ გამგებელმა
მოაკვლევინა წამებით ერის სულიერი მამა -ევდემოზ მეორე
[დიასამიძე], რომელიც ქართველთა ისტორიაში პირველი წამებული
კათალიკოს-პატრიარქია.
ხოლო ამ დროს დასავლეთ საქართველო, კერძოდ, პოლიტიკურ-
ეკონომიურად და სულიერ-კულტურულად საკმაოდ ძლიერი
„ოდიშის“ (სამეგრელოს) სამთავრო ინარჩუნებს ქვეყნის
ტრადიციულ-ეროვნული მართვა-გამგეობის ინსტიტუტს და
როგორც ამ ინსტიტუტის შემნარჩუნებელი და გამაძლიერებელი
ერთადერთი მხარე, აქტიურად ექცევა ქრისტიანული ევროპის
თვალთახედვის არეალში...
მაშინდელი ევროპელი მოგზაურები თუ საგანგებო ელჩები თავიანთ
რელაციებში თუ ჩანაწერებში საინტერესოდ აღწერენ, სწორედ,
დადიანის სამთავრო კარის სასახლეებში დაცული საღვთო
კულტურის ისტორიაზე, როგორც წარმართულ-ანტიკურის ისე
ქრისტიანულ სულიერებაზე, ძველი და ახალი რელიგიური
წარმოდგენების საინტერესოდ ინტეგრირებულ თანაარსებობაზე და
მათ სიძლიერეზე. ისინი ყველგან მიუთითებენ და აღნიშნავენ
სამთავროში პატივდებულ დიდი დედის კულტზე და მისადმი
განსაკუთრებულ თაყვანისცემაზე...
ანტიკური მემატიენენი პირდაპირ წერენ ქალაქ ფაზისში ზღვასთან
ახლოს მდგარ დიდ ქანდაკებაზე ესაა, მათი აღწერით,
სკულტურული გამოსახულება ქალისა, რომელსაც ხელები უდევს
მის გვერდით გაწოლილ ორ ძუ ლომზე. კოლხთა წარმოდგენით ესაა
დიდი დედა - რეა.
ანტიკურ და ქრისტიანულ კულტურათა თანაარსებობის ცოცხალი
ძეგლებია ევროპის ქვეყნები, კერძოდ ესპანეთი, იტალია, რუმინეთი,
საბერძნეთი... (კოლხური რეა, იქ კიბელედ გარდასახული, „რეა-
კიბელეს“ უზარმაზარი სკულპტურით, დღესაც ამშვენებს
მადრიდის მთავარ მოედანს...)
და ამდენად ანტიკური დიდი დედის გარდასახვა (ინიციაცია)
ქრისტიანობის წმ. მარიამ ღვთისმშობელად ბუნებრივად იქცა ახალი
მოძღვრების ანუ ახალი იდეოლოგიის მთავარ საყრდენად.
დღეს, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ სახელმწიფო საკანონმდებლო
აქტით დასტურ ჰყო, ძველ მემატიანეთაგან შემონახული ცნობა
საქართველოს როგორც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნაზე,
აღიარა ქრისტიანული მოძღვრების და იდეოლოგიის უპირატესობა
და წმ. მარიამ ღვთისმშობლის ზეციურ მფარველობას მიანიჭა
საქვეყნო მნიშვნელობა, გვმართებს მეტი სიფხიზლე,
წინდახედულობა და გონიერება.
მით უფრო, როცა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა რამდენიმე
წლის წინ ერთერთი თავისი ქადაგებისას ერს კითხვით მიმართა: -
„საქართველო იარსებებდა, როგორც სახელმწიფო რომ არა
მართლმადიდებელი ქრისტიანობაო“ ...
ეს საოცარი სიბრძნით დასმული კითხვაა მწყემსმთავრისა,
განსაკუთრებით, თანამედროვე ე.წ. ლიბერალური დემოკრატიით
შენიღბული ნეოათეისტების მიმართ...
უფლის „კვართმომადლებული“ წმ. ქალაქის სტატუსის მქონე
მცხეთის შემდეგ, ზუგდიდი, როგორც მთავარი ცენტრი, ძველი
კოლხეთის უშუალო მემკვიდრე მხარისა, გახლავთ მეორე უდიდესი
ქრისტიანული სიწმინდის - ღვთისმსობლის სამოსელის „სავანე
ადგილი“, როგორც ეს ბრძანა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა
ზუგდიდში სტუმრობისას 2007 წელს...
ამიტომ, საქვეყნო მნიშვნელობისაა და გამართლებული ზუგდიდის
მოსახლეობის, და არა მარტო ზუგდიდის, სასულიერო და საერო
ნაწილის მზაობა ქალაქის მთავარი, ღვთისმგმობი იდეოლოგიის
ნაძეგლარი ადგილი, დაუთმონ დიდი დედის სათაყვანო მოზაიკურ
სახებას, როგორც ეს ტრადიცია იყო ძველი ბიზანტიისა და როგორც
ესაა მიღებული დღევანდელ საბერძნეთში.
ქალაქის ის ადგილი, რომლის გაყოლებას იქ წვეული, სტუმარი თუ
ნებისმიერი, მიჰყავს თავის საბრძანის ადგილამდე - დადიანის
სამთავრო სასახლე-პარკის კომპლექსამდე, რომლის მთავარი ტაძარი
„ვლაქერნის ღვთისმშობლის“ ხატის სახელზე აუგია, თავის დროზე,
მთავარ გრიგოლ დადიანის ქვრივსა და ქართლ-კახეთის
უკანასკნელი მეფე - გიორგი მეთორმეტის ასულ ნინა ბაგრატიონ-
დადიანისას.
მოგეხსენებათ, „ვლაქერნა“ არის ადგილი ძველ
კონსტანტინოპოლში (სტამბული), მარმარილოს ზღვის სანაპიროზე,
„ირმის რქად“ წოდებულ ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობდა
ბიზანტიის კეისარ პორფიროგენეტთა დინასტიის საიმპერატორო
სასახლე-პარკი და კარის ეკლესია...
ხოლო თავად ხატი „ვლაქერნის ღვთისმშობლისა“ კეისარ ჰერაკლეს
გადმოუცია ქართველთა მეფისთვის, პლატონ იოსელიანის ცნობით,
„ნიშნად ვერ მორევისა და დაუმარცხებლობისა“,... მას მერე
ქართველთა წარმოდგენითა და რწმენით ამ ხატს ბევრი
საწაულებრივი მადლი და ძალა უკავშირდება ...
რუსთაგან ბაგრატიონთა სამეფო ტახტის გაუქმების შემდეგ
მძევლად წაყვანილ უფლისწულ დავითს, მეფედ კურთხევის
მომლოდინეს, თან წაუღია ეს სასწაულებრივი ხატი. ქვრივმა ნინა
დედოფალმა, როდესაც სამეგრელოდან წარგზავნილი ამალა აახლა
რუსთხელმწიფეს, დიდი ნიკო დადიანის წინამძღოლობით, ამ
უკანსკნელის თხოვნით ხატი უკან დააბრუნეს და სწორედ, მის
სახელზე აიგო ზუგდიდში სამთავრო სასახლის კარის ეკლესია.
ფაქტიურად, ამ ახალმა სულიერმა განწყობამ გამოარჩია დადიანის
კარის ეკლესია ბიზანტიის კეისართა სასახლე-კარის ეკლესიის
სულიერ-კულტურულ გამაგრძელებლად...
ამიტომაც, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ,
თავისი ისტორიით, ღირსებით და სულიერებით გამორჩეულ და
დატვირთულ ზუგდიდქალაქში, ახალი მესამე ათასწლეულის
შემობრძანებას მიუძღვნა პირველი საერო-საეკლესიო
საერთაშორისო დღესასწაულის - „ვლაქერნობა“ დაარსება 2003
წელს...
მას მერე ზუგდიდი ნელნელა იძენს საერთაშორისო ფუნქციას,
მისიას და ინტერესს, რასაც ადასტურებს ამ დღესასწაულზე (15
ივლისს) აქ ჩამობრძანებული სტუმრების, მომლოცველ-
პილიგრიმების სიმრავლე, როგორც ქვეყნის ყოველი კუთხიდან, ისე
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან....
P.S. და ბოლოს მახსენდება „ვარდოსანთა“ რეფორმატორების
ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების, მესამე კატეგორიის
ქვეყნების დარად, უნარ-ჩვევებზე მორგებული ე.წ. სარეფორმო
გეგმის განხილვის დაწყება პირველად საქართველოში
ზუგდიდიდან.
იყო 2004 თუ 2005 წელი. ზუგდიდის შალვა დადიანის თეატრის
სავსე დარბაზი და მთელი მმართველი და რეფორმების ავტორი
„ელიტა“ მინისტრ ლომაიას ხელმძღვანელობით...
აქ შეკრებილთა შორის მეც აღმოვჩნდი, ზუგდიდში ხელნაწერთა
ინსტიტუტიდან მივლინებით ჩასული...
მინისტრის რევოლუციური თავხედობისგან შოკში ჩაგდებული
დარბაზი გაოგნებისგან დუმდა.., გათამამებული მოხელე კი
კითხვებს ითხოვდა დარბაზიდან, რომ სანახაობას დემოკრატიული
ელფერი ჰქონოდა...
დარბაზის სამარისებურ სიჩუმეში, მახსოვს ჩემი გაბედული კითხვა:
-„ბატონო მინისტრო, ამ რეფორმით ვინ გინდათ გაუზარდოთ
მომავლის საქართველოს? მართალია, ედუარდ შევარდნაძემ ახარა
ქართველებს: - „საქართველოს მესამე კატეგორიის განვითარებადი
ქვეყნის სატატუსი მიენიჭაო“ და მის კვალდაკვალ, აფრიკული
განვითარების ამ თქვენეული გეგმა-რეფორმიდან რა მენტალობის
ქართველს უნდა ველოდოთ ახლო მამოვალში?
მისი გაღიზაინებული პასუხი: - „ქალბატონო თქვენ მე ვერ
დამისახელებთ მსოფლიოში ვერც ერთ ქვეყანას, რომელსაც
განათლება რაიმე იდეოლოგიაზე ჰქონდეს მორგებულიო“...
ჩემი პასუხი: „იქნებ აგვიხსნათ, ჩვენი მეგობარი ქვეყნის - ამერიკის
პრეზიდენტი როდესაც თავის საინაუგურაციო ფიცს ბიბლიაზე
ხელდადებით წარმოთქვამს, რას ნიშნავს ეს? არის ეს ბიბლიის
იდეოლოგიური აღიარება თუ არა?
მისი ბლუკუნა პასუხს შედეგად მოჰყვა ის, რომ დადუმებული
დარბაზის გამოცოცხლებას, განსაკუთრებით ახალგაზრდების
კიტხვებით მეხთატეხას ვეღარ გაუძლო და ბატონი მინისტრი
დარბაზის უკანა კარებიდან გააპარეს....
ე.წ რეფორმატორთა ამგვარი უიდეოლოგობის ქადაგებამ მერე
ზუგდიდი ლამის „გაფლეთჩერამდე“ მიიყვანა, დღეს კი,
ყიზილბაშებივით აძალებენ საქართველოს „მშობელი პირველი და
მშობელი მეორეს“ გათვლებით დანომრილ ცხოვრებას...
სამეგრელოში გამიგონია : - „საღორონთო კოჩი“ (საღმრთო კაცი),
როცა ვინმე წესიერი კაცის დახასიათება ნდომიათ...
ქრისტე-ღმერთი და დედა ღვთისმშობელი საქართველოში
ქართველთა მიბაძვის სახება ყოფილა მუდამ...
და ეს ასეც უნდა იყოს, რომ აღსრულდეს სულიერი უკუნეთისკენ
დაქანებული კაცობრიობის წინაშე „საქართველოს სულიერი მისია“!

You might also like