You are on page 1of 5

ამ პოსტში მინდა გიამბოთ მსოფლიოში ცნობილი, სუფისტი პოეტის, ჯალალ ედ-

დინ რუმის შესახებ… გაეცნობით მის მოკლე ბიოგრაფიას, ნახავთ ქართულ


თარგმანებს მისი შემოქმედებიდან და ასევე თუ დაგაინტერესებთ მოისმენთ მის
ლექსებს სპარსულად…

ჯალალ ედ-დინ მოჰამად ბალხი ასევე ცნობილია, როგორც ჯალალ ედ-დინ


მოჰამად რუმი (1207 წ. 30 სექტემბერი – 1237 წ. 17 დეკემბერი). ის იყო XIII
საუკუნის მუსლიმი პოეტი, იურისტი, თეოლოგი და სუფი მისტიკოსი.
ირანელებისთვის, თურქებისთვის, ავღანელებისთვის, ტაჯიკებისთვის, ინდოეთის
ნახევარკუნძულის მუსლიმი მოსახლებოსთვის და ცენტრალური აზიის სხვა
მუსლიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუმის სულიერი მემკვიდრეობა. მისი
მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი შემოქმედება ცდება ნაციონალურ და
ეთნიკურ საზღვრებს.მისი ლექსები ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე, 2007
წელს ის, ამერიკაში ყველაზე პოპულარულ პოეტად აღიარეს.

მოულანას შემოქმედება ძირითადად ახალ სპარსულ ენაზეა დაწერილი,მისი მასნავი


დღემდე რჩება ირანის წმინდა სიამაყედ. სპარსული ლიტერატურის “რენენსანსი”
(VIII-IX სს.) უკავშირდება სუფიზმის განვითარებას და სათავეს იღებს სისტანში,
ხორასანში… დღეს რუმის ორიგინალებს ფართოდ კითხულობენ სპარსულად
მოლაპარაკე სამყაროში (ირანი, ტაჯიკეთი, ავღანეთი და სპარსულად მოსაუბრე
ცენტრალური აზიის ნაწილი).

ჯალალ ედ-დინ მუჰამად რუმი ასევე ფართოდ არის ცნობილი, როგორც


მავლანა/მოულანა (სპარსულად – ‫ ) موالنا‬ავღანეთში და ირანში და მევლანა –
თურქეთში. მოულანა სპარსულად ნიშნავს ბატონს.

მოულანა დაიბადა სპარსულად მოლაპარაკე ოჯახში, სავარაუდოა სოფელ ვახშში,


რომელიც მდებარეობდა მდინარე ვახშის სანაპიროსთან, სპარსეთში (ეს ტერიტორია
ახლა ტაჯიკეთის შემადგენლობაშია). ვახში ეკუთვნოდა უფრო დიდ პროვინციას
ბალხს (თანამედროვე ტაჯიკეთი და ავღანეთი).

ბალხი, ამავე დროს იყო პერსო-მუსლიმური კულტურის ცენტრი და აქ უკვე


რამდენიმე საუკუნის მანძილზე განვითარდა სუფიზმი.მართლაც, ყველაზე დიდი
გავლენა რუმიზე, მამის გარდა, მოახდინეს სპარსელმა პოეტებმა ‘ათთარმა და
სანაიმ. რუმი თავის ლექსებში გამოხატავს მადლიერებას მათ მიმართ.

რუმმა თავისი სიცოცხლის უდედესი ნაწილი გაატარა სელჩუკიანთა რუმის


სასულთნოში, სადაც ქმნიდა თავის ნაშრომებს და გარდაიცვალა 1273 წელს. ის
დაასაფლავეს კონიაში, რომელიც შემდეგ პილიგრიმების მოლოცვის ობიექტი
გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა მიმდევრებმა და შვილმა სულთან
ვალადმა დააარსეს მევლევის ორდენი, რომელიც ასევე ცნობილია მოტრიალე
დერვიშების სახელით, თავიანთი სუფიური ცეკვით, როგორც შამას ცერემონია.

მოულანას მამა იყო ბაჰა უდ-დინ ვალადი, თეოლოგი, იურისტი და მისტიკოსი


ვახშიდან. რუმის მიმდევრებში ის, ასევე ცნობილი იყო, როგორც სულთან ალ-
ულამა ანუ “მეცნიერებების სულთანი”. ხოლო რუმის დედა იყო მუ’მინა ხათუნი.

როცა მონღოლებმა დაიპყრეს ცენტრალური აზია 1215-1220 წლებში, ბაჰა უდ-


დუნ ვალადი, მთელი თავისი ოჯახით და მოსწავლეების ჯგუფით დასავლეთისკენ
დაიძრნენ. გადმოცემის თანახმად, რუმი ირანის ქალაქ ნიშაფურში (პროვინცია
ხორასანი) შეხვდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მისტიკოს პოეტს ‘ათთარს.
‘ათთარმა მაშინვე შეამჩნია რუმის სულიერი სიმაღლე. მან დაინახა, რომ მამამისი
შვილის წინ მიდიოდა და თქვა: “აქ მოდის ზღვა, რომელსაც უკან ოკეანე მოჰყვება”.
‘ათთარმა რუმს მისცა “ასრარნამა” – წიგნი, სულის დაბრკოლებების შესახებ
მატერიალურ სამყაროში. ამ შეხვედრამ 18 წლის რუმზე დიდი ზეგავლენა
მოახდინა და მოგვიანებით, მისი ნამუშევრების შთაგონების წყარო გახდა.

ნიშაფურიდან ვალადი და მისი თანმხლებნი ბაღდადისკენ დაიძრნენ, სადაც


შეხვდნენ ქალაქის ბევრ მეცნიერს და სუფისტს. ბაღდადიდან ჰიჯაზში მივიდნენ,
სადაც მოილოცეს მუსლიმთა წმინდა ქალაქი მექა.ამ ჯგუფის წევრებმა ასევე
გაიარეს ქალაქები დამასკო, მალათია, ერზინჯანი, სივასი, ქაიშერი და ნიგდე. ისინი
საბოლოოდ დამკვიდრდნენ ყარამანში, რუმის დედაც და ძმაც აქ,
გარდაიცვალნენ.1225 წელს რუმი დაქორწინდა გოვჰარ ხათუნზე, ყარამანში. მათ
შეეძინათ ორი ვაჟი: სულთან ვალადი და ალა ედ-დინ ჩალაბი. როცა გოვჰარ
ხათუნი გარდაიცვალა, მოულანა მეორედ დაქორწინდა და შეეძინა ამირ ამილ
ჩალაბი და მალაქეჰ ხათუნი.

ყარამანი

1228 წლის 1 მაისს, სავარაუდოდ რუმის სულთნის ალა უდ-დინ ქეი-ყობადის


დაჟინებული მოთხოვნით, ბაჰა უდ-დინი და მისი ოჯახი საბოლოოდ დასახლდა
კონიაში (ანატოლია, რუმის სელჩუკიანთა სასულთნოს აღმოსავლეთ ტერიტორია).
კონია

ბაჰა უდ-დინი მადრესეს (რელიგიური სკოლის) ხელმძღვანელი გახდა. რუმი 9


წლის განმავლობაში სწავლობდა სუფიზმს, როგორც ბურჰან უდ-დინის მოსწავლე.
ამის შემდეგ რუმი გახდა მუსლიმი იურისტი, გამოსცემდა ფეთვებს და ქადაგებდა
კონიის მეჩეთში. იგი ასევე იყო მოლვი (მუსლიმი მასწავლებელი) და თავის
მიმდევრებს ასწავლიდა მადრესეში.

ამ პერიოდში, რუმმა იმოგზაურა დამასკოში და იქ 4 წელი გაატარა.

1244 წლის 15 ნოემბერს იგი შეხვდა შამს-ე თაბრიზს, მუსლიმ დერვიშს,


რომელმაც საუფუძვლიანად შეცვალა რუმის ცხოვრება. მასწავლებლისგან და
იურისტისგან რუმი გადაიქცა ასკეტად.

რუმსსა და შამს-ე თაბრიზს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდათ, მაგრამ


1248 წლის 5 დეკემბერს შამსი მოკლეს რუმის თაყვანისმცემლებმა და შვილებმა.
რუმმა ეს ფაქტი ძნელად გადაიტანა, მაგრამ შემდეგ გამოაცხადა, რომ გარდაიცვალა
არა შამსი არამედ რუმი, რომ რუმი შამსი იყო და პირიქით. ამის შემდეგ რუმი
თავის ლექსებში მუდმივად მიმართავს შამსს, რაც აისახა მის “დივან-ე შამს-ე
თაბრიზი”-ში.
როგორც აღვნიშნე რუმი გარდაიცვალა 1237 წელის 17 დეკემბერს კონიაში, მისი
ცხედარი დამარხეს მამის გვერდით და აუგეს დიდებული აკლდამა Yeşil Türbe, ‫قبه‬
‫“( الخضراء‬მწვანე აკლდამა”, დღევანდელი მევლანას მუზეუმი).

რუმის აკლდამა

You might also like