You are on page 1of 19

მორალური ქცევის

ევოლუცია
ანთროპოლოგია
ადამიანის ქცევების უმეტესობა სოციალურია. მეტყველებას აზრი ეკარგება თუკი ის ორ
ადამიანს შორის კომუნიკაცია არ არის. ბავშვი თავისით არ იზრდება და მუშაობაც
ძირითადად ჯგუფებში ხდება. სოციალური ქცევა პრო და ანტი სოციალურ ქცევებად ჰყოფენ.
ორივე მათგანი ადამიანისთვის უნივერსალურად დამახასიათებელია. შესაბამისად
ევოლუციური ფსიქოლოგიური თეორიები ცდილობს ადაპტაციური ახსნა მოუძებნოს
სოციალურ ქცევას. მრავალი პროსოციალური1 ქცევა შესაძლოა ინკლუზიური შეგუების
მაგალითი იყოს.

4
ნათესაობრივი ალტრუიზმი

სოციალური ფსიქოლოგები ალტრუიზმს განმარტავენ, როგორც საკუთარი ინტერესის


ხარჯზე სხვისთვის გაწეულ დახმარებას.

საინტერესოა, რომ სოციალური ცხოველების უმეტესობაში ალტრუისტული ქცევა


ყოველთვის ნათესავების მიმართ ხორციელდება, რომლებთანაც ინდივიდები მსგავს გენებს
ინაწილებენ.

ჰამილტონის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ “მოქმედი” ინდივიდი თავგანწირვის ქცევას


“მიმღებისთვის” (ნათესავისთვის) განახორციელებს მაშინ, როცა მიმღების სარგებელი
მოქმედის ხარჯებს აღემატება. ამას ‘ჰამილტონის კანონს’ ეძახიან და შემდეგი ფორმულის
სახით გამოისახება:

c < rb
აქ, c არის მოქმედის ხარჯი, r არის მოქმედსა და მიმღებს შორის გენეტიკური კავშირის
კოეფიციენტი და b არის მიმღების სარგებელი. საბოლოო ჯამში, ეს სარგებელი და დანახარჯი
ინკლუზიური შეგუების ტერმინებში განისაზღვრება. ინკლუზიური შეგუება ორ კატეგორიას
მოიცავს: პირდაპირი შეგუება გულისხმობს პროცესს, როდესაც გენები მშობლიდან მომავალ
თაობას გადაეცემა. არაპირდაპირი შეგუება გენების გენეტიკურად დაკავშირებული
ინდივიდებისთვის გაწეული დახმარებით გავრცელებას გულისხმობს. აქედან
გამომდინარეობს ტერმინი ნათესაობრივი გადარჩევა რომელიც ინდივიდში ნათესავებისადმი
დახმარებას გადაარჩევს.

შეგვიძლია თუ არა, ნათესაობრივი გადარჩევით ავხსნათ ადამიანების ალტრუისტული


ქცევა? 1994 წელს ჩატარებულ კვლევაში აღმოჩნდა, რომ სპარსეთის ყურის ომის დროს
ისრაელში ადამიანები, საჰაერო დაბომბვისგან თავდასაცავად, საკუთარ ნათესავებთან
ერთად იზიარებდნენ თავშესაფარს. დაბომბვის შემდეგ, ასევე ნათესავებს ურეკავდნენ რათა
გაეგოთ, დახმარება თუ სჭირდებოდათ. ამის საპირისპიროდ, როდესაც მცირედი დახმარება,
1
პროსოციალური ქცევების განხორციელების მთავარი მოტივი სხვა ადამიანის დახმარებაა.
პროსოციალურ ქცევას წარმოადგენს ალტრუიზმიც, რომელიც საკუთარი უსაფრთხოებისა და
ინტერესების გათვალისწინების გარეშე, მეორე ადამინისთვის დახმარების გაწევას ნიშნავს
(ლექსიკონ-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში, 2020)
მაგალითად დაბომბვის დროს თავდაცვის ინსტრუქციის მიცემა იყო საჭირო, ადამიანები,
ნათესავებზე მეტად, მეგობრებს ეხმარებოდნენ. ერთერთ კვლევაში ადამიანებს აძლევდნენ
ჰიპოთეტურ არჩევანს ან ნათესავს უნდა დახმარებოდნენ ან უცხო ადამიანს, ერთ
შემთხვევაში საქმე სიკვდილსიცოცხლეს ეხებოდა, მეორე შემთხვევაში მხოლოდ მცირედი
დახმარება იყო საჭირო. როგორც აღმოჩნდა, ადამიანები განსაკუთრებით ეხმარებოდნენ
ნათესავს, როდესაც საქმე სიკვდილსიცოცხლეს ეხებოდა და ხშირ შემთხვევაში დახმარება
მიმართული იყო ახალგაზრდა და ჯანმრთელი ნათესავების მიმართ.

ნათესაობრივი ალტრუიზმი გააკრიტიკა ანთროპოლოგმა მარშალ სალინსმა თავის წიგნში


“the Use and Abuse of Biology” (1976). მისი თქმით, ცენტრალური წყნარი ოკეანიის კუნძულების

4
შვილად აყვანის პრაქტიკა სრულიად ეწინააღმდეგება ნათესაობრივ ალტრუიზმს.

მოგვიანებით, ანთროპოლოგმა ჯოან სილქმა ოკეანიის კუნძულების 11 კულტურა იკვლია და


აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, ძირითადად ისინი მზრუნველობდნენ, ვინც გენეტიკურად
მამიდა/დეიდად, ბიძად ან ბიძაშვილებად ეკუთვნოდათ.

ოკეანიის კულტურებში თუარა, დასავლეთში ნამდვილად მზრუნველობენ არანათესავ


ბავშვებს. ალოკოკისა და სილქის ვარაუდით, ბავშვებზე და მოწყვლად ადამიანებზე
მზრუნველობა შესაძლოა ინკლუზიური შეგუებიდან გამომდინარეობდეს. წარსულში,
ბავშვები და სუსტი ადამიანები ძირითადად ნათესავები იქნებოდნენ, ვინაიდან ჯგუფის
წევრებს შორის ნათესაური კავშირები იყო. “დროში აცდენის არგუმენტით” შეგვიძლია
ავხსნათ, რომ ევოლუციურად ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიური მექანიზმი დღეს
ადამიანების არამონათესავე ბავშვებისადმი ზრუნვას განაპირობებს.

ნათესაობრივი ალტრუისტული ქცევა რომ განახორციელოს, ორგანიზმმა ერთმანეთისგან


უნდა განასხვაოს ნათესავი და არანათესავი. ამისთვის რამდენიმე მექანიზმი შეიძლება
არსებობდეს. კონტექსტზე დაფუძნებული გარჩევის ჰიპოთეზა გულისხმობს, რომ ცხოველები
თავიანთ ნათესავებს ადგილმდებარეობის მიხედვით ამოიცნობენ, მაგალითად კონკრეტულ
ბუდეში ან სოროში იციან თუ ვინ იქნება. ნაცნობობაზე დაფუძნებული გარჩევის თეორიის
მიხედვით, ინდივიდი ნათესავად “აღიქვამს” იმ ორგანიზმს, რომელთან ერთადაც დიდი
დრო გაატარა განვითარების პერიოდში. ფენოტიპური შეთავსების თეორია გულისხმობს, რომ
ინდივიდი საკუთარი ან თავისი ნათესავების ფენოტიპური მახასიათებლების მიხედვით
განსაზღვრავს სხვა ინდივიდი მისი ნათესავია თუ არა. ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ
თაგვები კარგად განარჩევენ უცხო ნათესავებსა და უცხო არანათესავებს.

რეციპროკული ალტრუიზმი

ცხოველების უმეტესობა, ძირითადად ერთეულად ცხოვრობს, იშვიათად ხვდებიან სხვებს


დაწყვილებისთვის ან ებრძვიან ერთმანეთს. მაგრამ, ზოგიერთი სახეობა ჯგუფურად
ცხოვრობს და ერთმანეთთან მუდმივი კავშირი აქვს. ევოლუციონისტი რიჩარდ
ალექსანდერის მიხედვით, “კომპლექსური სოციალურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში
ჩამოყალიბდება, თუკი საერთო ინტერესები უფრო მეტ სარგებელს იძლევა ვიდრე
შეუთავსებელი ინტერესების ხარჯები”. ცხოველების სოციალური ქცევა კოოპერაციულ
თავდაცვასა და ნაყოფის მოვლას უნდა უკავშირდებოდეს.

უკვე ვახსენეთ, რომ ცხოველები და ადამიანები ხშირად საკუთარ ნათესავს ეხმარებიან.


მაგრამ ცხოველებსა და ადამიანებში ნამდვილად არის არამონათესავეებისადმი დახმარების
გაწევის შემთხვევები. კარგად გამოკვებილი ვამპირი ღამურები პირიდან უკან იღებენ სისხლს
რათა სხვა დამშეულ ღამურას დაალევინონ. ამ ალტრუისტული ქცევის მიმღები ინდივიდები
არ არიან ნათესავები. ასევე მწვანე მაიმუნები (vervet monkeys) საფრთხის მანიშნებელი
სიგნალის მიცემით ეხმარებიან სხვა, არამონათესავე მაიმუნებს. ეს ერთი შეხედვით
სრულიად ალტრუისტული ქცევა იმით შეიძლება აიხსნას, რომ მომავალში სარგებლის

4
მიმღები ინდივიდი იმავე სარგებელს უბრუნებს გამცემს. ასეთ ქცევას რობერტ ტრივერსმა
რეციპროკული ალტრუიზმი უწოდა. ეს ისეთი ქცევაა, როდესაც სასიკეთო აქტი უკან
უბრუნდება ინდივიდს იმავე სარგებლის სახით. ტრივერსის მიხედვით, რეციპროკული
ალტრუიზმის ევოლუციურად ჩამოყალიბება სამ წინაპირობას მოითხოვს:

 ალტრუისტული ქცევა მიმღებისთვის ნაკლებ დანახარჯს უნდა გულისხმობდეს


ვიდრე მოქმედისთვის სარგებელი.
 ცხოველებს ორმხრივი ურთიერთობისთვის უნდა შეეძლოთ ერთმანეთის და
მატყუარების/არარეციპროკულების (non-reciprocators) ამოცნობა.
 ცხოველებს საკმარისად ხანგრძლივი ცხოვრება უნდა ჰქონდეთ, რათა ხშირად
შეხვდნენ ერთმანეთს და რეციპროკული შემთხვევების ალბათობა მაღალი იყოს.

დელფინები, პრიმატები, ღამურები და სოციალური ფრინველები აკმაყოფილებენ ამ


წინაპირობებს. ტრივერსის აზრით (1985), რეციპროკულ ალტრუიზმს მნიშვნელოვანი როლი
უნდა შეესრულებინა ჰომინინების ევოლუციაში. ამისთვის რამდენიმე არგუმენტია:
პირველი, ყველა არსებული საზოგადოება აკმაყოფილებს ჩამოთვლილ სამ წინაპირობას;
მეორე, მთელი მსოფლიოს გარშემო, ადამიანები რეციპროკულობის პრინციპით ეხმარება
მეგობრებს და მესამე, ასეთი ქცევებისთვის ევოლუციურად ჩამოყალიბებული ემოციური
სისტემები გაგვაჩნია.

სოციოკულტურული პერსპექტივა2

ევოლუციური პერსპექტივის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სოციალური ფაქტორები,


ბიოლოგიურზე ბევრად უფრო მეტად განსაზღვრავენ ადამიანის პროსოციალურ ქცევებს.
დონალდ კემპბელის (1975) მიხედვით, გენეტიკის საფუძველზე შეიძლება ავხსნათ ისეთი
პროსოციალური ქცევები, როგორიცაა მშობლების შვილებისადმი მზრუნველობა, მაგრამ ის
ვერ ხსნის გასაჭირში მყოფი უცნობების დახმარების ექსტრემალურ შემთხვევებს.

საინტერესოა, ადამიანების უცხოების მიმართ გულუხვობის შემთხვევების ახსნა.


განვიხილოთ ოსკეოლა მაკკარტნის შემთხვევა: შავკანიანმა გოგონამ, რომელიც იზრდებოდა
2
წყარო: ა. ქიტიაშვილი-სოციალური ფსიქოლოგიის რიდერი. მომზადებულია სახელმძღვანელოს
ე. ტეილორი, ლ. პეპლოუ და დ. სირსი “სოციალური ფსიქოლოგია” (მე-12 გამოცემა). 2005
საფუძველზე
მისისიპიში, სკოლაში სიარული მე-6 კლასის შემდეგ შეწყვიტა და სამრეცხაოში დაიწყო
მუშაობა. წლების განმავლობაში ის არც გათხოვილა და არც შვილები ჰყოლია. ის
ეკონომიურად ცხოვრობდა და მთელი თავისი ფული ბანკში ჰქონდა შენახული. 87 წლის
ასაკში დაგროვებული ფული – 150 000 $, გადარიცხა სამხრეთ მისისიპის უნივერსიტეტს
ხელმოკლე შავკანიანი სტუდენტების სტიპენდიისთვის. „მინდოდა წლების განმავლობაში
დაგროვებული ფული ბავშვებისთვის გამეზიარებინა. მუშაობა არასდროს მეთაკილებოდა,
მაგრამ იქნებ შევძლო და ისე გავაკეთო, რომ ამ ბავშვებს არ მოუხდეთ ჩემსავით მუშაობა“-
განაცხადა მისს მაკკარტნიმ (Bragg, 1995, გვ.1).

ასეთი ისტორიების ახსნის ერთ-ერთი ვერსიაა, რასაც კემპბელი უწოდებს „სოციალური

4
ევოლუციას“ – ადამიანის კულტურის ისტორიული განვითარება. ამ მხრივ, ადამიანთა
საზოგადოებამ თანდათან და შერჩევით განავითარა ისეთი უნარები და რწმენები, რომლებიც
ჯგუფთა კეთილდღეობას უწყობს ხელს. რადგან პროსოციალურ ქცევას სარგებელი მოაქვს
სოციუმისთვის, ის გახდა სოციალური ნორმების ნაწილი.

პროსოციალური ქცევა მორალის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს (Baron, 1997; Batson et al.,
2002). ქვემოთ საუბარს მორალის შესახებ გავაგრძელებთ.

მორალის ევოლუციური ფუნქცია

1990 და 2000-იან წლებში ევროპასა და დიდ ბრიტანეთში გიუნტერ ფონ ჰაგენსმა მოაწყო
გამოფენა სახელით „Bodyworlds” (სხეულების სამყარო). გამოფენაზე წარდგენილი იყო
პლასტინაციის შედეგად შემონახული ადამიანის გვამები. ამ პროცესის შედეგად, ადამიანის
სხეული პირდაპირი გაგებით პლასტმასად გადაიქცევა. ექსპონატებს შორის იყო კაცი,
რომელიც მაგიდასთან ზის, ჭადრაკის დაფას დაჰყურებს და თითქოს მომდევნო სვლაზე
ფიქრობს და ამავდროულად, თავის ქალა ორად აქვს გადახსნილი და ტვინი უჩანს. სხვა
ექსპონატი იყო ორსული ქალი, რომელსაც უშობელი ჩვილის გამოსაჩენად მუცელი შუაზე
ქონდა გადაჭრილი. Bodyworlds ის გამოფენამ მძვინვარე პროტესტი გამოიწვია მთელს
ევროპაში და არა მხოლოდ კონსერვატორებში; ბევრმა ათეისტმა და ლიბერალმა აღიარა, რომ
გამოფენის დათვალიერების დროს მორალურ წუხილს გრძნობდა. ბოლოს და ბოლოს, ეს
არსებები ოდესღაც სუნთქავდნენ და ადამიანები იყვნენ. პრობლემა იმის დადგენაა, თუ
რატომ არის ამორალური ასეთი გამოფენა. „მოდელები“ გვამები იყო და ტკივილს ვერ
გრძნობდნენ. სანამ ცოცხლები იყვნენ, ისინი თავად დათანხმდნენ პლასტინაციასა და
გამოფენაზე გატანას (ფონ ჰაგენი გამოფენებზე დღესაც პოულობს მსურველებს). მორალის
სტანდარტული გაგებით, ამ გამოფენაში არაფერი იყო ამორალური და შეწუხებული ხალხი
ამას ხვდებოდა, მაგრამ არ შეეძლოთ ზუსტად ეთქვათ რა იყო ამორალური.

ჯონათან ჰაიტმა 1990იან წლებში მსგავსი ექსპერიმენტები ჩაატარა, მხოლოდ ჰიპოთეტურ


სცენარს უკითხავდა რესპონდენტებს. ამ კვლევებში აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, ხშირად
გარკვეული ქმედება ამორალურად მიაჩნდათ (მაგალითად, ზრდასრულ დაძმას შორის
ერთჯერადი სექსი, რომლებიც პრეზერვატივსა და კონტრაცეპტივებს იყენებდნენ), მაშინ
როცა არ შეეძლოთ აეხსნათ კონკრეტულად რა და რატომ იყო ამორალური ქმედებებში. ამ
კვლევების შედეგად, ჰაიტმა აჩვენა, რომ მორალური აზროვნება ინტუიციურია:
თავდაპირველად გვაქვს ავტომატური ემოციური რეაქცია რაღაც მოვლენაზე, შემდეგ ასევე
არაცნობიერად განვსჯით/ვაფასებთ მოვლენას და ამის შემდეგ ვიწყებთ იმ მიზეზების ძიებას,
რომლებიც ჩვენს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას გაამართლებს. სხვაგვარად,
რაციონალიზებას ვახდენთ (იმას, რაც არ არის რაციონალური, რაციონალურად
წარმოვაჩენთ).

ჰაიტის კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი მორალური აზროვნება უნივერსალურია. საბოლოოდ

4
მან მორალის ხუთი საფუძველი გამოყო, რომლებიც უნივერსალურია, თუმცა მათი
ღირებულებითი დატვირთვა კულტურების მიხედვით განსხვავებულია.

ჰაიტი განიხილავს ხუთივე საფუძველს და თითოეულს ადაპტაციურ მნიშვნელობას ანიჭებს.

ზიანი/მზრუნველობა

რეპტილიებისგან განსხვავებით, ძუძუმწოვრების ნაშიერი ძალიან მოწყვლადია და ბევრ


ზრუნვას საჭიროებს. ამის გამო, ძუძუმწოვრებს უფრო ნაკლები შვილი ყავთ, მაგრამ ბევრ
დროსა და ენერგიას ახარჯავენ. ადამიანის შემთხვევაში, ეს ფაქტორი უფრო გამოკვეთილია,
ვინაიდან ბავშვი უმწიფარი იბადება და მოწყვლადობის პერიოდი ხანგრძლივი აქვს.
მშობლის მთავარი მიზანია, რომ ის უსაფრთხოდ და უვნებლად იყოს. ბუნებრივი გადარჩევა
ვერ ჩამოაყალიბებდა ქალებს, რომლებსაც “სუფთა დაფა” აქვთ, თანდაყოლილი არაფერი
აქვთ. ამისგან განსხვავებით, ბუნებრივი გადარჩევის გზით ქალებს (და ცოტათი ნაკლებად
კაცებს) ბავშვების ტანჯვაზე, მაგალითად ტირილზე, ავტომატური რეაქცია ჩამოუყალიბდათ.
ასეთი რეაქციის მქონე დედები უფრო მეტ შთამომავალს დატოვებდა, ვიდრე ისინი,
რომლებსაც მსგავსი რეაქცია არ ქონდათ.

ეს არ არის გამოგონილი ამბავი. მიჯაჭვულობის თეორიაც იმავეს იმეორებს და ამ თეორიის


ჩამოყალიბების დროს, ევოლუციაზე არ ფიქრობდნენ. დედები და ბავშვები ერთმანეთის
ემოციებს არეგულირებენ და ნორმალური განვითარებისთვის ბავშვს აუცილებლად
სჭირდება მზრუნველობისა და ნებაყოფლობითი მოქმედების ურთიერთ მონაცვლეობა.

ამ მოდულის გასააქტიურებელი საწყისი ტრიგერი ბავშვის წუხილი ან მისი ‘საყვარელი’


გარეგნობა იქნებოდა. საყვარელი გარეგნობის ობიექტები ჩვენში ზრუნვის, დაცვისა და
ურთიერთობის ავტომატურ რეაქციას იწვევს. თანამედროვე სამყაროში იგივე მოდული
შესაძლოა სათამაშომ გაააქტიუროს. საყვარელი არსებისადმი ძალადობის გამოხატვაც იმავე
მოდულს გაააქტიურებს.

სამართლიანობა/მოტყუება
წარმოიდგინეთ, თანამშრომელი გთავაზობთ, რომ ხუთი დღის განმავლობაში თქვენს
საქმესაც გააკეთებს, ისე რომ შეგიძლიათ დასასვენებლად წახვიდეთ. როგორ იგრძნობდით
თავს? ჰომო ეკონომიკუსი სიხარულით მიიღებდა შემოთავაზებას, როგორც ტკბილეულით
სავსე ყუთს. ადამიანების უმეტესობა თავს დავალებულად და შეწუხებულად იგრძნობდა;
როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, ჩვენ დავალებულად ვგრძნობთ თავს.

ევოლუციური თეორიები გენებს ‘ეგოისტად’ განიხილავს, რაც ნიშნავს იმას, რომ გენები
ცხოველებს მხოლოდ თვითგამრავლებისთვის ასრულებინებენ გარკვეულ ქცევებს. მაგრამ,
საქმე ისაა, რომ ეგოისტმა გენებმა კეთილი ადამიანები შექმნეს. ტრივერსის რეციპროკული
ალტრუიზმის თეორიამ ახსნა თუ როგორ და რატომ შეუძლიათ ცხოველებს ერთმანეთს

4
დახმარება გაუწიონ იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს არ ენათესავებიან. აღმოჩნდა, რომ
‘კბილი კბილის წილ’ სტრატეგია საუკეთესოა და ჩვენც შესაბამისი ემოციები
ჩამოგვიყალიბდა, რათა ამ სტრატეგიით ვიმოქმედოთ. სოციალურ ცხოველებში არ არის
ისეთი ქცევა, როდესაც ინდივიდი ყველას ეხმარება (რა შემთხვევაშიც, მის დახმარებას
გამოიყენებდნენ, მაგრამ სანაცვლოს არ დაუბრუნებდნენ) ან არავის ეხმარება (ასეთ
შემთხვევაში, მასთან არავინ ითანამშრომლებდა).

სამართლიანობის მოდულის გამოყენებით, ჩვენ მაქსიმალურს ვიღებთ თანამშრომლობით


ურთიერთობიდან. თანამედროვე სამყაროში ეს მოდული შესაძლოა პოლიტიკურმა და
ეკონომიკურმა პროცესებმა გაააქტიუროს. მაგალითად, მემარცხენეები თვლიან, რომ
მდიდრები ეკონომიკურად დაბალ საფეხურზე მყოფ ჯგუფებს იყენებენ ისე, რომ სამართლიან
გადასახადებს არ იხდიან. მემარჯვენეები კი თვლიან, რომ სოციალისტებს შრომისმოყვარე
ხალხისგან ფული მიაქვთ და ზარმაც ხალხს ურიგებენ. ეს ორივე ხედვა სამართლიანობის
მოდულს ააქტიურებს.

ერთგულება/ღალატი

ადამიანებს ჯგუფის წარმოქმნის ბუნებრივი ტენდენცია გააჩნიათ. ჯგუფთან დაკავშირებული


ქმედებები არის ერთგულება და ღალატი. ერთგულება ორივე სქესისთვის მნიშვნელოვანია,
თუმცა ბიჭებისთვის ერთგულება ჯგუფს უკავშირდება, გოგოებისთვის კი ორ ადამიანს
შორის ურთიერთობას.

ადამიანი არ არის ერთადერთი სახეობა, რომელსაც აგრესია ახასიათებს. შიმპანზეები იცავენ


თავიანთ ტერიტორიას, მეტოქეების ტერიტორიას არბევენ და თუ მოახერხებენ, მამრებს
ხოცავენ და მათი მდედრები მიყავთ უკან. ომი და ჯგუფური შეჯიბრი ადამიანისთვის
ბუნებრივი ქმედებებია. შესაბამისად, ჩვენი წინაპრები ადაპტაციური პრობლემის წინაშე
იდგნენ, რომ ჩამოეყალიბებინათ შეჭიდული ჯგუფები, რომლებიც მტრის თავდასხმას
მოიგერიებდა. ჩვენ ასეთი წარმატებული ტომობრივი აზროვნების შთამომავლები ვართ და
არა უფრო ინდივიდუალისტების.

ერთგულებისა და ღალატის მოდულის საწყისი ტრიგერები იქნებოდა ყველაფერი, რაც


მიანიშნებდა, რომ ჯგუფის წევრი ერთგულია ან მოღალატე, განსაკუთრებით როცა ჯგუფი
სხვა ჯგუფს ებრძოდა. თანამედროვე სამყაროში, ჩვენი ასეთი თანდაყოლილი მზაობა
ჯგუფურობისადმი გამოიხატება სპორტულ შეჯიბრში. სპორტში იქმნება ჯგუფები და
რეალური ზიანის ნაცვლად, მოწინააღმდეგეს წარმოსახვით ზიანს აყენებენ და გამარჯვების
ნიშნად კი „ნადავლი“ მოაქვთ (ბრძოლაში ეს ნადავლი რეალურია, მათ შორისაა მოკლულის
სხეულის ნაწილების წამოღება, რაც თანამედროვე სამყაროშიც ხდება).

ხშირ შემთხვევაში, ყველაზე მეტ აგრესიას არა გარეჯგუფის წარმომადგენელი, არამედ


მოღალატე იმსახურებს. ყურანში ებრაელები მტრებად არის მოხსენიებული, თუმცა ყურანი
მუსლიმებს ებრაელების მოკვლას არ ავალდებულებს. ებრაელებზე უარესები არიან
განდგომილები მუსლიმები, რომლებმაც საკუთარი რწმენა მიატოვეს. ყურანი მუსლიმებს

4
ავალდებულებს განდგომილების დახოცვას.

ავტორიტეტი/სუბვერსია

იერარქიული ურთიერთობისადმი მიდრეკილება იმდენად ღრმა არის, რომ ის ენაშიც კი არის


კოდირებული. ქართულში მეორე პირისადმი მიმართვა ორი ფორმით შეგვიძლია
გამოვხატოთ ‘შენობით’ ან ‘თქვენობით’. ინგლისურში ადრე უცხო ან იერარქიულად
ზემდგომ ადამიანებს Mr. ან Mrs. (დამატებული გვარი) სტატუსით მიმართავდნენ, ახლობელ
ადამიანებს პირდაპირ სახელით. თუკი ოდესმე გამყიდველს თქვენთვის პირდაპირ
‘შენობით’ მოუმართავს, ან პატივსაცემი დიდი ხნის ნაცნობი უფროსი ადამიანის თხოვნაზე
‘შენობით’ მიგემართათ, უხერხულობა გიგრძვნიათ, მაშინ თქვენ იცით თუ რას ნიშნავს
ავტორიტეტი/სუბვერსიის მოდულის გააქტიურება.

ეს მორალური საფუძველი ადვილი გასაგები გახდება, თუკი დაფიქრდებით ქათმების,


ძაღლების, შიმპანზეების ან მრავალი სახეობის შესახებ, რომლებიც ჯგუფებში ცხოვრობენ. ამ
ჯგუფებს იერარქიულობა ახასიათებთ. ხშირად, ძალაუფლება და იერარქია პირდაპირ
დაჩაგვრასთან ასოცირდება, მაგრამ სოციალურ ცხოველებში ლიდერს თავისი ფუნქცია
გააჩნია. შიმპანზეებში, დომინანტი მამრი ხშირად ერევა სხვა მამრების ურთიერთობაში და
კონფლიქტს განმუხტავს. მას ასევე ჯგუფის და ჯგუფის წესების დამცველის ფუნქცია გააჩნია.
როგორც პრიმატოლოგი ფრანს დე ვაალი ამბობს: „რანგის შესახებ შეთანხმების შესახებ და
ავტორიტეტისადმი პატივისცემის გარეშე სოციალური წესებისადმი მგრძნობელობა
ნაკლებია. ეს კარგად იცის იმან, ვისაც კატისთვის სახლის წესების სწავლება უცდია.“

ადამიანის ისტორიასაც თუ შევხედავთ. ლიდერები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ


კოოპერაციული ჯგუფების არსებობაში. სხვაგვარად, მორალური წესრიგის გარეშე,
ცივილიზაციის განვითარებაც წარმოუდგენელი იქნებოდა.

ამ მოდულის გააქტიურებას მორჩილების ან დომინანტობის გამომხატველი ქცევები იწვევს.


შიმპანზეების მსგავსად, ადამიანებიც იმახსოვრებენ ვინ ვისზე მაღლა ან დაბლა დგას.
როდესაც არსებულ მორალურ წესრიგს არღვევენ, ავტომატურად ნეგატიური რეაქცია
გვიჩნდება, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ პირადად არ შეგვხებიან.

სიწმინდე/დეგრადაცია
ცხოველთა უმეტესობა იბადება ისე, რომ იცის რა უნდა ჭამოს. კოალას სენსორული სისტემა
მას ევკალიპტის ფოთების ჭამისკენ უბიძგებს. თუმცა, ადამიანებმა, უნდა ისწავლონ რა უნდა
ჭამონ. ვირთხებისა და ტარაკნების მსგავსად, ომნივორები ვართ.

ომნივორობას მოქნილობის უპირატესობა გააჩნია: შეგიძლია დიდი ტერიტორია მოიცვა და


განსხვავებული ტიპის საკვები ჭამო. მაგრამ ამის ნაკლი ის არის, რომ ახალი საკვები
შესაძლოა მომწამვლელი იყოს, ან მიკრობებით და პარაზიტებით სავსე. პოლ როზინმა ამას
‘ომნივორის დილემა’ უწოდა. ომნივორებმა ახალი საკვები უნდა მოიპოვონ, მაგრამ ყოველ
ახალ საკვებს სიფრთხილით უნდა მიუდგნენ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ საკვები
უვნებელია. ზიზღის ემოცია ომნივორის დილემის საპასუხოდ ჩამოყალიბდა. ის, ვისაც უფრო

4
მეტად ქონდა ზიზღი გარკვეული ტიპის საკვების მიმართ, უფრო მეტ შთამომავალს
დატოვებდა, ვიდრე ის, ვისაც ასეთი ემოცია არ გააჩნდა. თუმცა მხოლოდ საკვები არ
წარმოადგენს საფრთხეს. მას შემდეგ რაც ჰომინინებმა ორ ფეხზე დაიწყეს გადაადგილება
გაშლილ სივრცეში, ჯგუფის სხვა წევრებიც დაავადების წყაროს წარმოადგენდნენ. ვინაიდან
ჰომინინებს შორის კავშირი უფრო მჭიდრო გახდა, გადამდები დაავადებებიც უფრო
ადვილად გავრცელდებოდა. ფსიქოლოგმა მარკ შალერმა ასეთ კოგნიტურ მოდულებს
‘ქცევითი იმუნური სისტემა’ დაარქვა. ამ მოდულის გააქტიურებას გამოიწვევდა ისეთი
ტრიგერები, როგორებიცაა: ადამიანის გვამები, ექსკრემენტები, შემგროვებელი ფრინველები,
მაგალითად სვავები, და ხილვადი ჭრილობების მქონე ადამიანები).

თანამედროვე სამყაროში ეს მოდული ბევრმა რამემ შეიძლება გაააქტიუროს და ეს


კულტურების მიხედვით განსხვავდება. რიგ შემთხვევაში, ზიზღის გრძნობა გარეჯგუფის
წარმომადგენლებისადმი არის მიმართული. კვლევებმა აჩვენა, რომ ლიბერალური
დამოკიდებულება იმიგრანტების მიმართ იმ ადგილებში და დროშია გავრცელებული, სადაც
დაავადებების რისკი ნაკლებია.

ზიზღის ემოციის გარეშე, სავარაუდოდ, სიწმინდის და სისუფთავის განცდაც არ


აღმოცენდებოდა. ეს ალბათ ერთი კონტინუუმია რაღაცები ბინძურია, რაღაც სუფთა. თუ
დავუფიქრდებით, სიწმინდესთან მხოლოდ საკვებს არ ვაკავშირებთ. ხშირად ადამიანები
წმინდად აღიქვამენ თავად ადამიანებს (ლიდერებს, წმინდანებს...), ნივთებს (დროშებს,
ჯვრებს) და პრინციპებს (თავისუფლება, შრომა, ცოდნა). თითოეული მათგანის შელახვამ
შესაძლოა ზიზღის გრძნობა გამოიწვიოს ადამიანში.

ლ. კოლბერგის მორალური განვითარების თეორია


ცნება - მორალი, ზნეობა გულისხმობს, ადამიანის ქცევის განმსაზღვრელ პრინციპებს,
ღირებულებებს და ნორმებს.

ზნეობრიობის ოქროს წესი: -- მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგეგცენ.

იცით, თუ არა:
- რომ ბავშვმა შეიძლება ჩათვალოს თავისი თანატოლი დამნაშავედ, მხოლოდ
იმიტომ, რომ ის დაისაჯა.
- რომ ბავშვები სამართლიანად თვლიან ”სამაგიეროს” გადახდის პრინციპს
(მაგალითად, შენ თუ დამარტყი, მეც დაგარტყამ).

ბავშვები განვითარებასთან ერთად სწავლობენ რა არის კარგი და რა ცუდი, განასხვავებენ


სიკეთეს - სისასტიკისგან, ხელგაშლილობას - ეგოიზმისგან. მორალი ნიშნავს ბევრად

4
მეტს, ვიდრე სოციალური წესების მექანიკურ დახსომებას. ის მოიაზრებს
დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის
სწორი და რა არასწორი.

მორალის გამოვლინების სამი სახე არსებობს: მორალური მსჯელობა, მორალური


გრძნობები და მორალური ქცევა. მკვლევართა განსაკუთრებული ყურადღება
მორალურმა მსჯელობამ მიიქცია, რაც დეტალურად შეისწავლეს ლ. კოლბერგმა.

მორალური მსჯელობა, ისევე როგორც აღქმა, აზროვნება, გრძნობები, სიარული და


ყველა სხვა გამოვლინება, რაც ადამიანისათვისაა დამახასიათებელი გაივლის
განვითარების გარკვეულ გზას.

ლ. კოლბერგი აღნიშნავდა, რომ ჟ. პიაჟემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო


ინტელექტის შესწავლას და უყურადღებოდ დარჩა, განვითარების ისეთი სფერო, როგო-
რიცაა - პიროვნება. ლ. კოლბერგამა დასვა ასეთი კითხვა: - რომელი შემეცნებითი
სტრუქტურები აღწერენ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ტყუილი (რომელიც აღმოცენდება
გარკვეული ასაკის ბავშვებში და აქვს თავისი განვითარების ეტაპები), შიში (რომელიც,
ასევე ასაკობრივი მოვლენაა), ქურდობა (ასევე დამახასიათებელია ბავშვობის
პერიოდისთვის). ცდილობდა რა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას, ლ. კოლბერგმა
აღმოაჩინა, ბავშვის განვითარებაში რიგი საინტერესო ფაქტებისა, რომელმაც საშუალება
მისცა მას, შეექმნა ბავშვის მორალური განვითარების თეორია.

ლ. კოლბერგმა კვლევა ბიჭებზე ჩაატარა (ნ. ეიზენბერგის და სხვა მეცნიერების


კვლევებით დასტურდება, რომ ბიჭებისა და გოგოების მორალური მსჯელობის
განვითარება მსგავსია), რომლებიც 3 ასაკობრივ ჯგუფში ერთიანდებოდნენ (10, 13 და 16
წელი). ლ. კოლბერგი ბიჭებს მორალურ დილემებს აწოდებდა, ხოლო მათ მიერ
მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ მორალურ განვითარებას აფასებდა.
განვიხილოთ ერთ-ერთი დილემა:
”ევროპაში ერთი ქალი კიბოს იშვიათი ფორმით იყო ავად და კვდებოდა. არსებობდა
ერთადერთი წამალი, რომელსაც, ექიმების აზრით, ამ ქალის შველა შეეძლო. ეს წამალი
აღმოაჩინა აფთიაქარმა, რომელიც იმავე ქალაქში ცხოვრობდა. წამლის წარმოება ძვირი
ჯდებოდა, თუმცა აფთიაქარი ითხოვდა იმაზე 10-ჯერ მეტს, ვიდრე წამლის
თვითღირებულება იყო. ამ წამლისთვის საჭირო მასალას 200 დოლარად ყიდულობდა,
ხოლო მზა წამლისთვის კი 2000 დოლარს ითხოვდა. ავადმყოფი ქალის ქმარმა ყველა
ღონე იხმარა, მაგრამ 1000 დოლარზე მეტი ვერ შეაგროვა. მან აფთიაქარს სთხოვა, რომ ან
იაფად მიეყიდა წამალი, ან მოგვიანებით გადაუხდიდა დარჩენილ თანხას. მაგრამ

4
აფთიაქარმა უპასუხა: - არა, ეს წამალი მე აღმოვაჩინე და ეხლა მისი გაყიდვით ფულის
შოვნა მინდა. სასოწარკვეთილი ქმარი ღამით აფთიაქში შეიპარა და წამალი მოიპარა”.

დილემის მიწოდების შემდეგ, ლ. კოლბერგი სვამდა კითხვებს:


- უნდა მოიპაროს, თუ არა წამალი? რატომ?
- სწორია, თუ არა წამლის მოპარვა? რატომ?
- ცოლი რომ არ უყვარდეს, უნდა მოიპაროს? რატომ?
- სხვა რომ კვდებოდეს, უნდა მოიპაროს? რატომ?
- მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ
სხვისი სიცოცხლე გადაარჩინოს? რატომ?
- ქურდობა კანონით ისჯება. მორალურადაც ცუდია?

განავითარა რა ჟ. პიაჟეს იდეა (რომელსაც ლ. ვიგოტსკიც ეთანხმებოდა), რომ ბავშვის


მორალური მსჯელობა, კოგნიტური განვითარების პარარელურად ვითარდება, ლ.
კოლბერგს აინტერესებდა არა ის, ჩათვლიდა თუ არა კონკრეტული ბავშვი ქმრის
საქციელს მორალურად ან ამორალურად, არამედ ის, თუ როგორ დაასაბუთებდა თავის
პასუხს და როგორ იმსჯელებდა ამის შესახებ . მას აინტერესებდა, თუ რატომ თვლიდა
ბავშვი ქმარს დამნაშავედ ან უდანაშაულოდ.

შეისწავლა რა ბავშვების პასუხები, ლ. კოლბერგმა გამოყო მორალური განვითარების


სამი ძირითადი დონე და თითოეული დონე კი, ორ სტადიად დაყო. პირველ დონეს ლ.
კოლბერგმა პრეკონვენციური დონე უწოდა, მეორეს - კონვენციური, ხოლო მესამეს -
პოსტკონვენციური (კონვენციური წესები შექმნილია ადამიანების კონკრეტული
ჯგუფის, ან კულტურის მიერ).

განვიხილოთ თითოეული დონე და სტადია:

დონე I. პრეკონვენციური მორალი


სტადია 1. მორჩილება და დასჯაზე ორიენტირება. ლ. კოლბერგის პირველი სტადია ჟ.
პიაჟეს მორალური განვითარების პირველ სტადიას შეესაბამება. ბავშვი თვლის, რომ
ვიღაც "ყოვლისშემძლე ადამიანები" ადგენენ წესებს, რომელთაც უსიტყვოდ უნდა
დავემორჩილოთ. მაგალითად, ბავშვი ამბობს - წამალი არ მოიპაროთ, რადგან, თუ ასე
მოიქცევით, დაგიჭერენ და ციხეში ჩაგსვამენ.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ სტადიაზე მყოფი ბავშვების დიდი უმრავლესობა


ქურდობის წინააღმდეგია, არსებობენ ბავშვები, რომლებიც ქმრის საქციელს
ამართლებენ. ბავშვს შეუძლია თქვას: - თუ ცოლს სასიკვდილოდ გაწირავთ,

4
დაგადანაშაულებენ, რომ წამალი არ მოიპარეთ მის დასახმარებლად.

მორალური აზროვნების პირველ სტადიაზე მყოფ ბავშვს აღელვებს ის, თუ რის ნებას
იძლევიან "ყოვლისშემძლე უფროსები" და რისი გაკეთებისთვის სჯიან.

ამ სტადიაზე მყოფი ბავშვები ზნეობას განიხილავენ, როგორც რაღაც გარეგანს, მათგან


დამოუკიდებელს, რაღაცას, რაც მათ უნდა გააკეთონ, რადგანაც ასე ამბობენ უფროსები.

ბავშვი ემორჩილება უფროსის, მშობლის მიერ დადგენილ წესებს. ისინი სწორ ან


არასწორ საქციელს იმის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რა შედეგი მოჰყვება მას. ის რაც
ისჯება ცუდია, ის რაც ჯილდოვდება - კარგი. თუ წაასწრეს და დასაჯეს, მაშინ მისი
საქციელი არასწორია, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი - სწორი.

სტადია 2. მარტივი ინსტრუმენტალური ჰედონიზმი (ორიენტაცია საკუთარი


მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე). ამ სტადიაზე ბავშვები აცნობიერებენ, რომ არ
არსებობს ერთი სწორი შეხედულება, რომელიც "ყოვლისშემძლე ადამიანისგან"
გამომდინარეობს. სხვადასხვა ადამიანებს შეიძლება სხვადასხვა შეხედულებები
ჰქონდეთ. ისინი სწორად მიიჩნევენ იმ საქციელს, როდესაც ადამიანი საკუთარი
ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მაგალითად, ბავშვი ამბობს: - ფარმაცევტსაც
და ქმარსაც შეუძლია, რაც უნდა ის გააკეთოს. თუ ქმარი გადაწყვეტს ცოლი გადაარჩინოს
და ციხეში მოხვდეს ცოლის გულისთვის, ეს მისი გადასაწყვეტია. იგივე ეხება
ფარმაცევტსაც. მას უნდა ფული იშოვოს. ეს ხომ მისი ბიზნესია, ან - ქმარი უფრო მეტად
რისკავს, ვიდრე ღირს (ის შეიძლება დიდი ხნით ციხეში ჩასვან).

მეორე სტადიაზე მყოფი ბავშვების მსჯელობა შეიძლება ამორალურად მოგვეჩვენოს,


მაგრამ მათ აქვთ გარკვეული წარმოდგენები სამართლიან საქციელზე. ეს არის
სამართლიანი და პატიოსანი გაცვლის გაგება, რომლის მიღმაც ორმხრივი
ვალდებულების ფილოსოფია დგას (შენ - მე, მე - შენ).

ქცევის შეფასების მთავარი კრიტერიუმი სარგებლიანობაა. ბავშვი ემორჩილება წესებს,


თუ საპასუხოდ პირადი მოთხოვნილებებიც დაუკმაყოფილდება. წესი გაგებულია,
როგორც გარიგება. მაგალითად, თუ ბავშვს სხვისი სათამაშო მოეწონება მას შეუძლია არა
მხოლოდ მისი წართმევა, არამედ სათამაშოების გაცვლის შეთავაზებაც. ბავშვი ვერ
აფასებს თავის ქცევას საზოგადოებრივი პოზიციიდან. მისი ხედვა ეგოცენტრულია.
ასეთი ხედვა დამახასიათებელია სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის
მოსწავლისთვის.

პირველ და მეორე სტადიაზე მყოფი ბავშვები საუბრობენ დასჯაზე, თუმცა


სხვადასხვანაირად ღებულობენ მას. პირველ სტადიაზე დასჯა, ბავშვის აზრით.
დაკავშირებულია ბოროტებასთან, დასჯა "ადასტურებს", რომ ქცევა არასწორი იყო.
მეორე სტადიაზე კი დასჯა, ეს უბრალოდ საფრთხეა, რომელსაც ადამიანს ბუნებრივია

4
სურს, რომ გაექცეს.

დონე II. კონვენციური მორალი.

სტადია 3. კარგი ადამიანური ურთიერთობები. ამ სტადიაზე ბავშვები - რომლებიც,


როგორც წესი, უკვე მოზარდობის ასაკს არიან მიღწეული, მორალს განიხილავენ,
როგორც უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი შეთანხმებაა. ისინი თვლიან, რომ
ადამიანებმა ოჯახისა და საზოგადოების მოლოდინების შესაბამისად უნდა იცხოვრონ
და "კარგად" უნდა მოიქცნენ. კარგი საქციელი ნიშნავს, კარგი მოტივებისა და
პიროვნებათშორისი გრძნობების ქონას, როგორიცაა სიყვარული, ემპათია, ნდობა და
სხვებზე ზრუნვა. მაგალითად, ბავშვები თვლიან, რომ ქმარი მართალი იყო, "რადგან ის
კარგი ადამიანია, ცოლის გადარჩენა უნდოდა", ან თუ არ ამართლებენ ქმრის საქციელს
ამბობენ ”წამლის მოპარვის შემდეგ ცუდი აზრები შეგაწუხებთ, როგორ შეარცხვინეთ
ოჯახი და საკუთარი თავი".

ამ სტადიაზე მყოფი ბავშვის სურვილია, მოეწონოს სხვა ადამიანებს, ,,იყოს კარგი.”


ქცევის ავკარგიანობა ფასდება იმის იხედვით, რას იტყვიან შენზე სხვები. ბავშვი
ცდილობს ისე მოიქცეს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან შექება და
მხარდაჭერა დაიმსახუროს (მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები), იწყებს “კარგის” და
„ცუდის“ შესახებ საკუთარი წარმოდგენების ფორმირებას. ცდილობს სხვების თვალში
კარგი გამოჩნდეს, იყოს “კარგი ბიჭი” ან “კარგი გოგო”. ამ ასაკში ბავშვისთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსის მაგალითი.

სტადია 4. სოციალური წესრიგის შენარჩუნება. მეოთხე სტადიაზე მყოფი ადამიანი


ემორჩილება კანონებს და ასრულებს თავის მოვალეობებს იმისთვის, რომ შენარჩუნდეს
სოციალური წესრიგი. მაგალითად, ბავშვი ამბობს: - ქმარმა წამალი უნდა მოიპაროს.
მისი მოვალეობაა, დაიცვას ცოლის სიცოცხლე. მაგრამ ქურდობა ცუდია, ამიტომ მან
ფარმაცევტს შემდეგში ფული უნდა გადაუხადოს, ხოლო აფთიაქის გატეხვისთვის კი
სასჯელი მოიხადოს, ან - მაშინაც კი, თუ ცოლი გიკვდება, შენი მოქალაქეობრივი ვალია
კანონი დაიცვა. თუ ყველა კანონს დაარღვევს, ქვეყანაში დანაშაული და ძალადობა
გამეფდება.
მეოთხე სტადიაზე მყოფი ადამიანები მორალურ გადაწყვეტილებებს საზოგადოების
გადასახედიდან ღებულობენ, ისინი აზროვნებენ როგორც სოციუმის ნამდვილი და
სრულფასოვანი წევრები. ქცევის შეფასებაში წამყვანი ხდება მისი შესატყვისობა
საზოგადოებაში დაწესებულ ნორმებთან და იურიდიულ კანონებთან.

დონე III. პოსტკონვენციური მორალი

სტადია 5. სოციალური კონტრაქტი და ინდივიდუალური წესები. მეხუთე სტადიაზე

4
მყოფი ადამიანები თვლიან, რომ კარგი საზოგადოება შეიძლება წარმოვადგინოთ
სოციალური კონტრაქტის სახით, რომელშიც ადამიანები თავისი ნებით ერთვებიან, რათა
მიღწეულ იქნას საყოველთაო კეთილდღეობა. ისინი აცნობიერებენ, რომ განსხვავებულ
სოციალურ ჯგუფებს აქვთ განსხვავებული ღირებულებები, ამიტომ საჭიროა, რომ -
პირველი, დაცული უნდა იქნეს ადამიანის ბაზისური უფლებები, როგორიცაა
სიცოცხლის და თავისუფლების უფლება და მეორე, ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდეს
დემოკრატიული პროცესების დახმარებით. მაგალითად, ბავშვები ასე პასუხობდნენ:
-მართალია, არსებობს კანონი ქურდობის შესახებ, მაგარამ ის არ გულისხმობს ადამიანის
სიცოცხლის წინააღმდეგ ძალადობას. წამლის მოპარვით კანონი დაირღვა, მაგრამ ქმარს
ამ შემთხვევაში ქურდობა ეპატიება. კანონი უნდა გადაიხედოს.

მეხუთე სტადიაზე მყოფი ადამიანებისთვის, ქცევის შეფასების მთავარი კრიტერიუმია


დემოკრატიულად მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემა და ადამიანის
უფლებათა დაცვა. ერთი მხრივ, პიროვნება ხვდება, რომ წესების უმრავლესობა
ფარდობითია, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ არსებობს ეჭვშეუვალი წესები -
სიცოცხლის დაცვა და თავისუფლების მხარდაჭერა. ადამიანი იქცევა საკუთარი
მორალური პრინციპების შესატყვისად, მაგრამ ამავე დროს პატივს სცემს, სხვა ადამიანის
მორალურ პრინციპებსაც.

სტადია 6. უნივერსალური ეთიკური პრინციპები. ამ საფეხურზე მყოფი ადამიანი


მსჯელობს სინდისის ეთიკური პრინციპებით, რომლებიც ვრცელდება მთელს
კაცობრიობაზე, განურჩევლად კანონისა და სოციალური შეთანხმებისა. მეექვსე
საფეხურზე მყოფი პიროვნებები, როგორც წესი, საუბრობენ ისეთ პრინციპებზე,
როგორიცაა თანაბარი ზრუნვა ყველა ადამიანის მოთხოვნილებაზე, თითოეული
პიროვნებისთვის პატივის მიგება და ღირსების პატივისცემა. ამ სტადიაზე მყოფი
ადამიანი შემდეგნაირად მსჯელობს: - თუ ქმარი ყველაფერს არ გააკეთებს იმისთვის,
რომ სიცოცხლე იხსნას, ის ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა სხვა ფასეულობას დააყენებს.

რა არის მორალურად სწორი, განისაზღვრება არა კანონით და წესით, არამედ სინდისით.


ამ ადამიანებს არ ახასიათებთ ეგოცენტრიზმი. ისინი იქცევიან ზოგადსაკაცობრიო
ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად - „ჭეშმარიტება, უპირველეს ყოვლისა, მე ეს უნდა
გავაკეთო, თუმცა ამის გამო შეიძლება დავისაჯო“.

ამ სტადიას აღწევს ადამიანების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა (მაგ. მაჰათმა განდი,


მარტინ ლუთერ კინგი, დედა ტერეზა).

ლ. კოლბერგმა თავის გვიან შრომებში გამოთქვა მოსაზრება, რომ მეხუთე და მეექვსე


სტადია არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ამიტომ, ერთი სტადიაში უნდა
გაერთიანდეს.

4
ლ. კოლბერგის მიხედვით, მორალური მსჯელობის განვითარება 2 მიმართულებით
ხორციელდება:

1. თავიდან მორალური მსჯელობა დაფუძნებულია გარეგან შედეგებზე, ხოლო


მოგვიანებით - ინტერნალიზებულ მორალურ პრინციპებზე.
2. თავიდან მორალური მსჯელობა გამოირჩევა კონკრეტულობის მაღალი დონით,
ხოლო მოგვიანებით ის აბსტრაქტული ხდება.

მორალური რას ნიშნავს სწორად რატომ უნდა მოვიქცე მორალური


მსჯელობის განვითა მოქცევა სწორად მსჯელობა
რების სტადია

0 სტადია ვაკეთებ იმას, რაც


0-2 წელი მსიამოვნებს

1 სტადია ვაკეთებ იმას, რასაც მივიღო ჯილდო და არ უნდა მოეპარა,


2-3 წელი უფროსები თავიდან ამის გამო დაისჯე-
მეუბნებიან. ავიცილო სასჯელი. ბა.
ან თუ არ მოიპარა-
ვდა, მაშინ ცოლი
მოუკვდებოდა.
2 სტადია მოვექცე სხვებს ისე, რათა ხელიდან არ გავუშვა უნდა მოეპარა,
4-7 წელი როგორც სარგებელი. როცა ციხიდან გა-
ისინი მექცევიან. მოვა ცოლთან ერ-
თად ბედნიერად
იცხოვრებს.
ან ქმარი უფრო მე-
ტად რისკავს,
ვიდ-
რე ღირს, ის შეიძ-
ლება ციხეში ჩასვ-

4
ან.

3 სტადია გავამართლო ჩემზე კარგი აზრის რომ უნდა მოეპარა, მას


7-10 წელი მოლოდინი, იყვნენ. ხომ ცოლი გადარ-
მივანიჭო სხვებს ცენა უნდოდა.
სიამოვნება. ან არ უნდა მოეპა-
რა, მასზე იტყვიან
- ქურდიაო.

4 სტადია დავემორჩილო ვიყო ნამდვილი მოქალაქე, ქმარის მოვალეო-


10-13 წელი კანონებს და ხელი შევუწყო ბაა იზრუნოს ცო-
შევასრულო ჩემი საზოგადოების ლზე, თუგინდ ამ-
მოვალეობები. სტაბილობას. ისთვის დანაშაუ-
ლი ჩაიდინოს.
ან არ არის წესი
ქურდობა, რაც არ
უნდა უჭირდეს
ადამიანს.

5 სტადია დავიცვა საკუთარი და საჭიროა ამ წყვილს ქონდა


13 წლის ზემოთ სხვა დემოკრატიულად უფლება წამალი
ადამიანებების მიღებული მიეღოთ და თუ
უფლებები. გადაწყვეტილებების ფარმაცევტი არ
და სხა ადამიანების აძლევდა, სახელმ-
მორალური წიფოს უნდა ეზრ-
პრინციპების უნა მათზე.
პატივისცემა.

6 სტადია ვიმოქმედო სინდისას ჭეშმაროტება მიუხედავად


18 წლის ზემოთ ეთიკური უპერველესია. იმისა
პრინციპებით. (მე შემიძლია, თქვენ არ რომ ქურდობა კა-
და- ნონით ისჯება,
გეთანხმოთ, მაგრამ თავს ად-
გავწირავ იმისთვის, რომ ამიანის
თქვენ შეძლოთ აზრის სიცოცხლე
გამოთქმა. ვოლტერი). უფრო ღირებულ-
ია.

ლ. კოლბერგის მორალური მსჯელობის განვითარების სტადიები.

რა უდევს საფუძვლად მორალური მსჯელობის განვითარებას?

4
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ლ.კოლბერგი ეთანხმებოდა ჟ.პიაჟეს შეხედულებებს.
მისი აზრით, მორალური მსჯელობის განვითარებას განაპირობებს არა მხოლოდ
მომწიფება და სოციალიზაცია (მშობლების, პედაგოგების შეხედულებები), არამედ
მორალურ პრობლემაზე, ბავშვის საკუთარი ნააზრევი (ჟ. პიაჟეს - აქტიობა).

როცა ჩვენ სხვას ვეკამათებით, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს აზრებს არ ეთანხმებიან, ამიტომ
გვიჩნება სწრაფვა, წავიდეთ წინ და შევიმუშავოთ ახალი, უფრო ზოგადი პოზიცია.

მორალური მსჯელობის განვითარებას ასევე ხელს უწყობს, სხვა ადამიანის როლის


შესრულებაც.

მორალურ განვითარებას ლ. კოლბერგის მიხედვით, საფუძვლად უდევს 3 კრიტერიუმი:


 ორიენტაცია ავტორიტეტზე.
 ორიენტაცია ტრადიციაზე, წესებზე.
 ორიენტაცია პრინციპებზე
.

ქცევის წესებისა და ნორმების ინტერიორიზაციის მექანიზმებია:


 იმიტაცია - ბავშვის გაცნობიერებული სურვილი, გააკეთოს მისთვის ღირებული
უფროსის, თანატოლის, ლიტერატურული გმირის ქცევის კოპირება.
 იდენტიფიკაცია - სხვისი ქცევის მოდელის, ღირებულებების, განწყობების
მიღება.
 სირცხვილის გრძნობა - გარკვეული ქცევის აკრძალვის მექანიზმი.
 დანაშაულის გრძნობა - შინაგანი განცდა იმისა, რომ ჩადენილი საქციელი, არ
შეესატყვისება მისი პიროვნების ღირებულებებს.

ლ. კოლბერგის აზრით, ინდივიდის მორალური მსჯელობის განვითარების ზუსტი


მეტრიკული ასაკის მითითება რთულია, ვინაიდან ეს მნიშვნელოვნადაა
დამოკიდებული (გონებრივ მომწიფებასთან ერთად) როგორც საზოგადოების სოციო-
კულტურულ მახასიათებლებზე, ასევე მაკრო და მიკრო სოციალურ გარემოზე.

ლ. კოლბერგისა და ბევრი სხვა მკვლევარის მონაცემებით, პრეკონვენციური მსჯელობა


(1 და 2 სტადია) უფრო მეტად დამახასიათებელია, სკოლამდელი და დაწყებითი
სკოლის მოსწავლეებისათვის. მე- 2 სტადია, ასევე მნიშვნელოვნად არის
წარმოდგენილი მოზარდობის ასაკის დასაწყისში. კონვენციური მსჯელობა (3 და 4
სტადია) როგორც წესი დამახასიათებელია მოზარდებისთვის და საკმაოდ
გავრცელებულია მოზრდილებთანაც. პოსტკონვენციური მსჯელობა (5 და 6 სტადია),

4
შედარებით იშვიათად გვხვდება მოზრდილებთნაც კი. მაგალითად, ერთ-ერთ
კვლევაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 40-60 წლის ადამიანები,
მოზრდილების მხოლოდ 13% აღმოჩნდა, მორალური მსჯელობის განვითარების მე-5
სტადიაზე.

კრიტიკა. უნდა ავღნიშნოთ, რომ ლ. კოლბერგს ბევრი აკრიტიკებდა, მაგალითად,


იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს დიდი განსვლა მორალურ მსჯელობასა და
მორალურ ქცევას შორის. შეიძლება ადამიანს ქონდეს მაღალი მორალური პრინციპები,
მაგრამ ქცევის განხორციელებისას არ აღმოჩნდეს სათანადო დონეზე.

მაგალითად, ნენსი ეიზენბერგი კოლბერგის მთავარ შეცდომად თვლიდა იმას, რომ


მისი მორალური განვითარების სტადიები საკმაოდ მკაცრადაა განსაზღვრული. ის
თვლიდა, რომ ბავშვების მორალური განვითარების წინასწარმეტყველება რთულია და
მკაცრ ჩარჩოში ვერ ჩავსვამთ. ბავშვების მორალური აზროვნება ბევრი ფაქტორის
ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდება. მაგალითად ისეთის, როგორიცაა მათი
კულტურისთვის დამახასიათებელი ჩვევები და ტრადიციები, გრძნობები, რომლებსაც
ისინი კონკრეტულ მომენტში განიცდიან და ა. შ.

ერთ მომენტში ბავშვებმა (და მოზარდებმაც) შეიძლება გამოავლინონ მორალური


მსჯელობის საკმაოდ მაღალი დონე, ხოლო მეორე მომენტში - უფრო დაბალი. ერთ
საკითხზე (მაგალითად ტრავმირებულისთვის დახმარების აღმოჩენა) შეიძლება
გამოთქვან მაღალი დონისთვის დამახასიათებელი მსჯელობა, ხოლო მეორე საკითხზე
(მაგალითად, იმ ადამიანის სტუმრად მიწვევა, რომელიც არ მოგვწონს) უფრო დაბალი
დონისთვის დამახასიათებელი მსჯელობა.

ლ. კოლბერგი აცნობიერებდა იმას, რომ მის მიერ წამოყენებული დებულებები არ არის


უნაკლო და ცდილობდა თავის თეორიაში კორექტივების შეტანას.

ლ. კოლბერგის თეორიის ძირითადი იდეები:

1. მორალური მსჯელობის განვითარება 6 სტადიას გაივლის.


2. მორალური მსჯელობის სტადიები ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვა-
ვდებიან.
3. სტადიები, გარკვეული თანმიმდევრობით ვითარდებიან. ადგილი არ აქვს
არცერთი სტადიის გამოტოვებას ან უკან დაბრუნებას .
4. მორალური მსჯელობის განვითარების საფუძველია - მომწიფება, სოციალი-
ზაცია და აქტიობა.

You might also like