You are on page 1of 40

მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა

და სემიოლოგიური მიდგომის გზით

სარჩევი
2
შესავალი .................................................................................................................................. 4

თავი I. საკვლევი საკითხის მიმოხილვა.

1.1. არსებული პრაქტიკის ზოგადი მიმოხილვა ............................................................... 5

1.2. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები ......................................................... 6

1.3. პრობლემის აქტუალურობა .......................................................................................... 6

1.4. კვლევის ჰიპოთეზა ............................................................................................................ 7

თავი II. კვლევის მიზნები და ამოცანები

2.1. კვლევის მიზანი................................................................................................................. 7

2.2. კვლევის ამოცანა ............................................................................................................... 7

2.3. კვლევის კითხვები .......................................................................................................... 8

თავი III. ლიტერატურის მიმოხილვა

3.1. გააზრებული კითხვა ...................................................... .................................................. 8

3.2. ტექსტის მხატვრული ანალიზი ..................................................................................... 13

3.3. ტექსტის სემიოტიკური ანალიზი................................................ ................................ 15

3.4. ანტიციპაციის არსი და როლი სასწავლო პროცესში.................................................. 16

თავი IV. მეთოდოლოგია

4.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი .............................................................................................. 17

4.1. მონაცემების შეგროვების მეთოდები ........................................................................ 18

4.2. მონაცემთა ანალიზი ....................................................................................................... 18

4.3. მონაცემთა ანალიზის შედეგები .............................................................................. 20

თავი V. ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება ................................................ 20

5.1. I ინტერვენცია ტექსტზე მუშაობის ეფექტური სტრატეგიები.......................... 20

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

5.2. II ინტერვენცია მატრიცები........................................................................................ 21


3
5.3. III ინტერვენცია სემიოტიკური ანალიზის სქემა................................................ 21

თავი VI. ინტერვენციების შეფასება

6.1. ინტერვენციის შეფასების მეთოდები ........................................................................ 21

თავი VII. მიგნებები და დასკვნები

7.1. მიგნებები, რეკომენდაციები ..................................................................................... 22

7.2. თვითშეფასება ............................................................................................................. 23

7.3. დასკვნა .......................................................................................................................... 23

გამოყენებული ლიტერატურა ............................................................................................ 23

დანართები .......................................................................................................................... 25

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

შესავალი
4
აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს თბილისის შპს სკოლა-ლიცეუმ
„მწიგნობართუხუცესის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის
იზაბელა იოსელიანის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშს. პრაქტიკის კვლევა ეხება
მხატვრული ტექსტის გააზრების საკითხებს. ნაშრომში განხილულია საკვლევ
თემასთან დაკავშირებული პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები და პრაქტიკის
გაუმჯობესების გზები. კვლევა ეყრდნობა სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ
ინფორმაციას.

საკვლევი საკითხის საფუძველს წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმის


მოთხოვნები - მოსწავლემ შეძლოს ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი)
დამოკიდებულების გამომუშავება; მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური
(მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური
(ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით; ლიტერატურულ
ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;
ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ
მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა; ნაშრომში განხილულია საკითხი
- რამდენად არის შესაძლებელი კოგნიტური საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა
და სემიოტიკური მიდგომის გზით მოსწავლეთა კომპეტენციების ამაღლება და
მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა.

კვლევის გეგმა იხ. დანართი 1.

ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან:

I თავში მოცემულია ინფორმაცია საკვლევი თემის შესახებ, საკვლევის საკითხის


მიმოხილვა,

II თავში განხილულია კვლევის მიზნები და ამოცანები.

III თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორთა მოსაზრებები მხატვრული ტექსტის


ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.

IV თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ; გაანალიზებულია


მიღებული შედეგები.

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

V თავში განხილულია ინტერვენციების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები.


5
VI თავში განხილულია ინტერვენციების შეფასების შედეგები

VII თავში აღწერილია კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები და ნაკლოვანებები,


კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დასკვნა.

თავი I. საკვლევი საკითხის მიმოხილვა

1.1. არსებული პრაქტიკის ზოგადი მიმოხილვა

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობის საკმაოდ დიდი სტაჟი


მაქვს, ამასთან, უმეტესად საშუალო საფეხურზე მიწევდა მუშაობა. მოსწავლეებთან
მუშაობის პროცესში მუდმივად ვაწყდებოდი სირთულეებს მხატვრული ტექსტის
ანალიზის თვალსაზრისით. მოსწავლეებს უჭირდათ ნაწარმოების სიღრმისეული
აღქმა, მწერლის სათქმელის ამოცნობა, მხატვრული თავისებურებების ანალიზი,
ნაწარმოების იდეის განსაზღვრა. სხვადასხვა სტრატეგიებისა და მიდგომების
გამოყენებით ვცდილობდი ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ შედეგი მაინც არ
მაკმაყოფილებდა. 2010 წელს მეოთხე კლასში დავიწყე მუშაობა ქართული ენის
მასწავლებლად ჩემი კვლევის სამიზნე ჯგუფთან. სწავლა-სწავლების პროცესში
ვცდილობდი აქცენტი გამეკეთებინა შესასწავლი მასალის გააზრებაზე. დაწყებით
საფეხურზე ამ მიზნით ცალკე მქონდა გამოყოფილი კითხვის გაკვეთილი.
მოსწავლეებს ვასწავლიდი კითხვის ეფექტურ სტრატეგიებს; ინფორმაციის
გასააზრებლად, სხვა მიდგომებთან ერთად, ხშირად მივმართავდი კოგნიტურ
დიაგრამებს. მხატვრული ტექსტის განხილვისას, განსაკუთრებით პოეტურ
ნაწარმოებებზე მუშაობის დროს, მოსწავლეებთან ერთად დეტალურად
განვიხილავდით თითოეულ სიტყვას, თითოეულ ფრაზას. მოკლედ, ჩემი აზრით,
ყველა გზასა და ხერხს მივმართავდი, რათა ჩემს მოსწავლეებს შეძლებოდათ
წაკითხული მხატვრული ნაწარმოების გააზრება, სიღრმისეული ანალიზი, მწერლის
სათქმელის ამოცნობა, მთავარი იდეის დანახვა, ავტორის მხატვრული სახელოსნოს
აღქმა; მაგრამ, მიუხედავად რიგი წარმატებებისა, პრობლემა პრობლემად რჩებოდა.
ზეპირი მსჯელობის დროს ისინი საკმაოდ კარგად ართმევდნენ თავს, მაგრამ
წერილობითი დავალებების შესრულებისას მათ უჭირდათ ნაწამოების იდეის
ამოცნობა, მხატვრული ხერხებისა და საშუალებების გამოყენების ფუნქციის
განსაზღვრა. მოსწავლეთა უმრავლესობა ახერხებდა ტროპების ამოცნობას, მაგრამ
უჭირდათ მათი ფუნქციისა და მიზნის განსაზღვრა. ნაწარმოების მხატვრული

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

თავისებურებების ანალიზის დროს მათი უმეტესობა ამ ფრაზით


6
შემოიფარგლებოდა: „მწერალი მიმართავს მრავალფეროვან მხატვრულ ხერხებსა და
საშუალებებს: ეპითეტი, შედარება, მეტაფორა და ა.შ. რითიც ნაწარმოები უფრო
საინტერესო და მიმზიდველი ხდება მკითხველისთვის“. ეს წინადადება იმიტომ
მოვიყვანე, რომ მოსწავლეთა უმეტესობა სწორედ ასე „ძლევდა“ ტექსტის მხატვრულ
მხარესთან დაკავშირებულ პრობლემებს. ზეპირი მსჯელობის დროს, როგორც ჩანს,
ჩემი მიმანიშნებელი სიტყვები იყო მათთვის ბიძგის მიმცემი, ამიტომ, ფაქტობრივად,
ყველა ახერხებდა პრობლემის დაძლევას, დამოუკიდებლად კი ვერ ახერხებდნენ
მხატვრული ტექსტის ანალიზს. გადავწყვიტე, ამ მიმართულებით მუშაობა უფრო
სისტემური გამეხადა და სწორედ ამ კუთხით განმეხორციელებინა პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა.

1.2. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები

ვფიქრობ, მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების


საფუძველი არის მკაფიო ჩარჩო - დოკუმენტის არარსებობა. მოსწავლეებმა არ იციან
რომელ საკვანძო საკითხებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რა სტრატეგიები უნდა
გამოიყენონ, რათა შეძლონ ტექსტში მოცემული ინფორმაციის დამუშავება, მთავარი
და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამოყოფა, მხატვრული საშუალებებისა და
ხერხების ფუნქციური მნიშვნელობის განსაზღვრა.

1.3. პრობლემის აქტუალურობა

რა არის თანამედროვე სკოლის მიზანი? აღზარდოს მოსწავლე. რომელსაც შეეძლება


არსებული რეალობის ადეკვატური აღქმა. ამ თვალსაზრისით, ლიტერატურის
გაკვეთილებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ლიტერატურის
მასწავლებელს უწევს დახმარების გაწევა მოსწავლეებისთვის, რათა მათ გაუძლონ ამ
სულიერებას მოკლებულ რეალობას და წინ აღუდგნენ მას. სასკოლო ინფორმაცია
ძირითადად კვებავს მოსწავლეთა გონებას, მაგრამ ნაკლებად ეხება ემოციებისა და
გრძნობების სამყაროს. ამიტომ უჭირავს ლიტერატურას უმნიშვნელოვანესი ადგილი
სხვა სასწავლო დისციპლინებს შორის. ლიტერატურის გაკვეთილებს სასიცოცხლო
მნიშვნელობა აქვს, სწორედ აქ ხდება ზნეობრივი ჭეშმარიტებების აღმოჩენა,
მოსწავლეები იღებენ ცოდნას სამყაროზე, სიცოცხლეზე, საკუთარ თავზე.
ლიტერატურული ტექსტების შესწავლისას აქცენტი უნდა გაკეთდეს არა ფორმალურ
შესწავლაზე, არამედ ემფატიურობაზე.

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

ლიტერატურული ტექსტის შესწავლის პროცესში მოსწავლე შინაარსის აღქმასთან


7
ერთად უნდა დაეუფლოს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა ანალიზი,
მწერლის პოზიციის ფორმულირება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ყოველი ტექსტი განსაკუთრებული მოვლენაა და აქვს ერთი უმთავრესი
მახასიათებელი – სიტყვის მაგია! თავისებურებანი. ტექსტის უმნიშვნელოვანესი
სამკაულია ტროპი. ტროპული აზროვნება არის ის, რაც მხატვრულ ტექსტს
არამხატვრულისგან განასხვავებს. თუმცა ტექსტში მათი მარკირება და შემდგომ
მაგალითების მოხმობა არ არის საკმარისი, აუცილებელია ტროპული საშუალებების
მხატვრული ფუნქციის ახსნა, რაც არ არის იოლი ამოცანა. არც თუ ისე იშვიათად,
ორიგინალური ტექსტის წაკითხვის ნაცვლად, მოსწავლეები ინტერნეტში ეძებენ
ლიტერატურის სასკოლო კურსით გათვალისწინებული ნაწარმოებების მოკლე
შინაარსს ან გამზადებულ ანალიზებს და საბოლოო ჯამში ვიღებთ უსულგულო,
სხვისი ნააზრევის უპირობოდ, უკრიტიკოდ გადმოღებულ ასლს. მოსწავლეთა
ზნეობრივი ორიენტირების ჩამოყალიბება შეუძლებელია კულტურულ სივრცეში,
კულტურულ ტრადიციებში შესვლის გარეშე, მათი, როგორც ღირებულებებისა და
აზრების სისტემის გააზრების გარეშე. ამ საკმაოდ რთული ამოცანის გადაწყვეტა
შეუძლებელია ლიტერატურის შესწავლისადმი სემიოტიკური მიდგომის გარეშე.

1.4 კვლევის ჰიპოთეზა

მთავარია არა ნაწარმოებების ფორმალური შესწავლა, არამედ ემფატიური აღქმა. თუ


აქცენტი გაკეთდება ლიტერატურული ტექსტების შემოქმედებით გაცნობიერებაზე,
მოსწავლეები შეძლებენ არა მარტო შინაარსის ინტერპრეტაციას, არამედ იმ
ინფორმაციის ამოცნობას, რომელსაც მხატვრული ენით გადმოგვცემს ავტორი.

თავი II. კვლევის მიზნები და ამოცანები

2.1. კვლევის მიზანი

ჩემ მიერ განხორციელებული პრაქტიკული კვლევის მიზანი გახლავთ: მხატვრული


ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენა და შესაბამისი
ინტერვენციების განხორციელება ამ სირთულეების დასაძლევად.

2.2. კვლევის ამოცანა

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

კვლევის ამოცანაა პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას: რამდენად განაპირობებს


8
მატრიცებისა და სემიოტიკური მიდგომის გამოყენება ტექსტის ანალიზთან
დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას და მოსწავლეთა კომპეტენტურობის
გაზრდას.

2.3. კვლევის კითხვები

o როგორ დავადგინო მოსწავლეების საჭიროებები?


o რამდენად ფლობენ მოსწავლეები ტექსტზე მუშაობის ეფექტურ სტრატეგიებს?
o რამდენად ეფექტიანია ჩემ მიერ მიწოდებული სტრატეგიები?
o როგორ გავაუმჯობესო მოსწავლეთა წერითი კომპეტენციები?

თავი III. ლიტერატურის მიმოხილვა

1.1. გააზრებული კითხვა

სამართლიანადაა მიჩნეული, რომ კითხვის უნარი არის მთელი შემდგომი


განათლების საფუძველი. სრულყოფილი კითხვა რთული და მრავალმხრივი
პროცესია, რომელიც მოიცავს ისეთი შემეცნებითი და საკომუნიკაციო ამოცანების
გადაჭრას, როგორიცაა გაგება (ზოგადი, სრული და კრიტიკული), კონკრეტული
ინფორმაციის მოძიება, თვითკონტროლი, ფართო კონტექსტის აღდგენა,
ინტერპრეტაცია, ტექსტის კომენტირება და სხვ. სწავლის პროცესში მოსწავლე უნდა
დაეუფლოს კითხვის სხვადასხვა სახეებსა და ტიპებს: გაცნობითი კითხვა, რომელიც
მიმართულია ტექსტიდან ძირითადი ინფორმაციის ამოღებაზე და ძირითადი
შინაარსის გამოყოფაზე; შესწავლითი კითხვა, რომლის მიზანიცაა სრული და ზუსტი
ინფორმაციის ამოღება შემდგომი ინტერპრეტაციისთვის; ძიებითი კითხვა, რომელიც
მიმართულია კონკრეტული ინფორმაციისა და ფაქტების ამოღებაზე; მხატვრული
კითხვა.

კვლევები კითხვის ფსიქოლოგიაში აჩვენებენ, რომ კითხვა ინტელექტუალურ-


შემეცნებითი მრავალშრიანი პროცესია. მოსწავლე რომ დაეუფლოს ყველაზე
განვითარებულ რეფლექსიურ (გააზრებულ) კითხვას, შემდეგ უნარებს უნდა
დაეუფლოს:

 გამოთქვას ვარაუდი ტექსტის შინაარსზე სათაურსა და ადრინდელ


გამოცდილებაზე დაყრდნობით;
 გაიგოს ტექსტის ძირითადი აზრი;

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

 შეძლოს ტექსტის მთავარი იდეის შემდგომი განვითარების პროგნოზირება;


9
 განიხილოს თემასთან მიმართებით განსხვავებული თვალსაზრისები და
ინფორმაციის წყაროები;
 შეძლოს გამოყოფილი ფაქტებისა და იდეების აზრობრივი გაერთიანება;
 ესმოდეს სხვადასხვა ტიპის ტექსტების მნიშვნელობის არსი;
 ესმოდეს ტექსტის იმპლიციტური ინფორმაცია;
 შეძლოს საილუსტრაციო მასალისა და ტექსტის ინფორმაციის
ურთიერთმიმართების დამყარება;
 ტექსტური ინფორმაცია გადმოსცეს ჩანაწერების სახით;
 გაარჩიოს სპეციალური ტექსტის თემები და ქვეთემები;
 დაისახოს კითხვის მიზანი, ყურადღება მიმართოს ამ ეტაპისთვის
სასარგებლო ინფორმაციაზე;
 გამოკვეთოს არა მხოლოდ მთავარი, არამედ დამატებითი ინფორმაციაც;
 ისარგებლოს წაკითხულის გააზრების სხვადასხვა ტექნიკით;
 გააანალიზოს საკუთარი ემოციური მდგომარეობის ცვლილებები კითხვის
პროცესში
 ესმოდეს ტექსტის პერსონაჟების სულიერი მდგომარეობა, თანაუგრძნობდეს
მათ.

წიგნიერების, გააზრებული კითხვის ყველაზე სრული განსაზღვრება ასეთია: ეს არის


ადამიანის უნარი გაიგოს და გაიაზროს წერილობითი ტექსტები, გამოიყენოს მათში
მოცემული შინაარსი საკუთარი მიზნების მისაღწევად, განივითაროს ცოდნა და
შესაძლებლობები, აქტიურად ჩაერთოს საზოგადოების ცხოვრებაში. ტექსტის
გააზრება გულისხმობს ფიქრს მასში მოცემულ შინაარსზე (ან სტრუქტურაზე) და მის
გადატანას საკუთარი, პირადი შემეცნების სფეროში.

საერთაშორისო ექსპერტებმა განსაზღვრეს და აღწერეს წიგნიერების ხუთი დონე.


თითოეული დონე იზომება შემდეგი პარამეტრებით: „ინფორმაციის მოძიება და
აღდგენა“, „ტექსტის ინტერპრეტაცია და დასკვნების დასაბუთება“, „რეფლექსია და
შეფასება“, ანუ მოიცავს აღქმის, მეხსიერების, აზროვნების, ყურადღებისა და
წარმოსახვის ფსიქიკურ პროცესებს. ეს დონეები ახასიათებენ მოსწავლის ტექსტზე
მუშაობის სხვადასხვა სირთულის საქმიანობას (ცხრილი 1.)

გააზრებული კითხვის დონეების სქემა

მუშაობა ინფორმაციასთან ტექსტის ინტერპრეტაცია რეფლექსია და შეფასება


მე-5 დონე

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

მოიძიოს და დაადგინოს განმარტოს ენის კრიტიკულად შეაფასოს ან


10
ტექსტში ღრმად ნიუანსების მნიშვნელობა წამოაყენოს ჰიპოთეზები
დამალული ინფორმაციის ან გამოამჟღავნოს ტექსტის სპეციალურ ცოდნათა
თანმიმდევრობა ან და ყველა მისი დეტალის საფუძველზე. ვრცელ და
ფრაგმენტების კომბინაცია, სრული გაგების უნარი რთულ ტექსტებზე
რომელთა ნაწილიც დაყრდნობით იმუშაოს
შესაძლოა მოცემული იყოს ცნებებზე, რომლებიც
ძირითადი ტექსტის მიღმა. ეწინააღმდეგება
გააკეთოს დასკვნა თუ რა მოლოდინებს
ინფორმაციაა საჭირო
დავალების
შესასრულებლად. იმუშაოს
საკმაოდ დიდი
მოცულობის
ინფორმაციასთან.
სრული ტექსტები: ტექსტის ცალკეული ნაწილების კავშირის გამოვლენა თემასთან
ან ძირითად აზრთან ურთიეთსაწინააღმდეგო ტექსტებთან მუშაობისას, რომლებშიც
არ იკვეთება ამბის გადმოცემის სტრუქტურა.
არასრული ტექსტები: კავშირების დადგენა ისეთი ინფორმაციის ნაწილებს შორის,
რომელიც წარმოდგენილია ცხრილების, გრაფიკების, დიაგრამებისა და სხვ. სახით.
ის შესაძლოა იყოს გრძელი და დეტალიზებული. მკითხველი უნდა მიხვდეს, რომ
მოცემული ტექსტის გასაგებად აუცილებელია ამავე ტექსტის სხვადასხვა ელემენტის
გამოყენება, მაგ., სქოლიოსი
მე-4 დონე
მოიძიოს და დაადგინოს გამოიყენოს ტექსტში გამოიყენოს აკადემიური
შესაძლო თანმიმდევრობა ჩადებული ღრმა იდეები და საზოგადოდ ცნობილი
ან ნაწყვეტების კომბინაცია უცნობ კონტექსტში ცოდნა ჰიპოთეზების
ღრმად დაფარულ კატეგორიების გაგებისა და გამოსათქმელად ან
ინფორმაციაში, რომლის გამოყენებისთვის. ტექსტის კრიტიკული
თითოეული ნაწილი განმარტოს ტექსტის შეფასებისთვის.
შესაძლოა პასუხობდეს თითოეული ნაწილი, გამოავლინოს გრძელი და
ტექსტში მრავალ ტექსტის სრული გაგება- რთული ტექსტების
კრიტერიუმს უცნობი გააზრების სრული გაგების უნარი.
კონტექსტითა თუ გათვალისწინებით.
ფორმით. იმუშაოს იდეებზე,
რომლებიც
ეწინააღმდეგება
მოლოდინებს და
ფორმულირებულია
ნეგატიურ კონტექსტში.

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

სრული ტექსტები: ტექსტის სხვადასხვა ნაწილის ლინგვისტურ და თემატურ


11
კავშირებზე დაყრდნობით შეძლოს სუსტად გამოხატული ინფორმაციის პოვნა,
ინტერპრეტაცია და შეფასება ან გააკეთოს ფილოსოფიური ან მეტაფიზიკური
დასკვნები.
არასრული ტექსტები: გადაათვალიეროს გრძელი, დეტალიზებული ტექსტი,
რომელსაც უმეტეს შემთხვევაში არ გააჩნია ქვესათაური ან სპეციალური ფორმატი,
იპოვოს ინფორმაციის ცალკეული ნაწილები, შეადაროს ან განაზოგადოს ისინი.
მე-3 დონე
მოიძიოს და ზოგიერთ გააერთიანოს ტექსტის გააკეთოს შედარებები ან
შემთხვევაში ამოიცნოს რამდენიმე ნაწილი, რათა დაადგინოს კავშირები,
კავშირები ინფორმაციის განსაზღვროს მთავარი ახსნას ან შეაფასოს
ნაწილებს შორის, აზრი, ახსნას კავშირები და ტექსტის
რომელთაგან თითოეული, განმარტოს სიტყვების თავისებურებები.
შესაძლოა, პასუხობდეს მნიშვნელობა და ფრაზების გამოაჩინოს ტექსტის
მრავალ კრიტერიუმს. აზრი. შეადაროს, ზუსტი გაგების უნარი
იმუშაოს ნაცნობ, მაგრამ დააპირისპიროს ან შეძლოს ცნობილ ყოველდღიურ
ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციის ნაწილების ცოდნათა საფუძველზე ან
ინფორმაციასთან. კლასიფიცირება მრავალი გააკეთოს დასკვნები
კრიტერიუმის ნაკლებ ცნობილ ცოდნაზე
გათვალისწინებით. დაყრდნობით
იმუშაოს
ურთიერთგამომრიცხავ
ინფორმაციასთან.
სრული ტექსტები: გამოიყენოს ტექსტის ორგანიზების თავისებურებები, თუ ისინი
თვალსაჩინოა და შეძლოს ინფორმაციის ინტერპრეტაცია ან შეფასება ნათლად ან
სუსტად გამოხატული ლოგიკური კავშირების საფუძველზე, მაგალითად,
როგორიცაა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები წინადადებებში ან ტექსტის ცალკეულ
ნაწილებში.
არასრული ტექსტები: განიხილოს სხვადასხვაგვარი ფორმით მოცემული ინფორმაცია
(ვერბალური, რიცხვობრივი, სივრცით-ვიზუალური) მათი ურთიერთდაკავშირების
გზით და ამის საფუძველზე გააკეთოს დასკვნები.
მე-2 დონე
მოძებნოს ინფორმაციის განსაზღვროს მთავარი გააკეთოს შედარებები ან
ერთი ან რამდენიმე აზრი, ესმოდეს კავშირები, დაამყაროს კავშირები
ნაწყვეტი, რომელთაგან ჩამოაყალიბოს, ტექსტსა და გარე ცოდნას
თითოეული შესაძლოა გამოიყენოს მარტივი შორის ან განმარტოს
პასუხობს მრავალ კატეგორიები ან ტექსტის თავისებურებები
კრიტერიუმს. იმუშაოს განმარტოს მნიშვნელობები საკუთარ გამოცდილებასა
ურთიერთგამომრიცხავ ტექსტის შეზღუდულ და დამოკიდებულებაზე
ინფორმაციაზე. ნაწილში, როდესაც დაყრდნობით.

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

ინფორმაცია ნაკლებადაა
12 ცნობილი და საჭიროა
მარტივი დასკვნების
გაკეთება.
სრული ტექსტები: ტექტის ან ტექსტის ცალკეული ნაწილების საფუძველზე შეძლოს
ინფორმაციის მოძებნა, ინტერპრეტაცია ან განზოგადება ავტორის განზრახვის
ამოცნობის მიზნით ტექსტის ცალკეული ნაწილების შიგნით არსებული ლოგიკური
და ლინგვისტური კავშირების საფუძველზე.
არასრული ტექსტები: გამოავლინოს ინფორმაციის ვიზუალური გამოსახულების
ნათლად გამოხატული სტრუქტურის გაგების უნარი, მაგალითად, ცხრილები ან
დიაგრამები ან გააერთიანოს ინფორმაციის მცირე ნაწილები გრაფიკიდან ან
ცხრილიდან.
1-ლი დონე
მოძებნოს ტექსტში ამოიცნოს ტექსტში დაამყაროს მარტივი
ნათლად გამოხატული მთავარი იდეა ან ავტორის კავშირები ტექსტში
ინფორმაციის ერთი ან განზრახვები, როდესაც მოცემულ ინფორმაციასა
მეტი დამოუკიდებელი ტექსტში მოცემული და ზოგად, ყოველდღიურ
ნაწყვეტი ინფორმაცია ცოდნას შორის
საყოველთაოდაა ცნობილი
სრული ტექსტები: ტექსტის ნაწილების სათაურებისა და მათი განსაზღვრებების
საფუძველზე განსაზღვროს ტექსტის მთავარი იდეა ან მოძებნოს ნათლად
გამოხატული ინფორმაცია ტექსტის მოკლე ნაწილში.
არასრული ტექსტები: მოძებნოს ნათლად გამოხატული ინფორმაციის ცალკეული
ნაწილები ერთ მარტივ რუკაზე ან სვეტოვან დიაგრამაზე, რომელიც შეიცავს მცირე
ზომის, რამდენიმესიტყვიან ვერბალურ ტექსტს.

ი.რ. გალპერინის კონცეფციის თანახმად, ტექსტში მოცემულია სამი სახის


ინფორმაცია: ფაქტობრივი, კონცეფტუალური და ქვეტექსტური (1981). ფაქტობრივი
ინფორმაცია - ფაქტების, მოვლენების, მოქმედების ადგილის და მოქმედების
განვითარების აღწერა, ავტორის მსჯელობები, სიუჟეტის მიმდინარეობა და ა.შ. -
შეადგენს ტექსტის ფაბულას „გარე ნაწარმოები“. კონცეფტუალური ინფორმაცია
გამოხატავს ავტორის მსოფლმხედველობას, მისი თვალსაზრისების სისტემას,
ჩანაფიქრს, მაგრამ არ წარმოადგენს ნაწარმოების იდეას, ის შეიძლება აღიწეროს
როგორც ავტორის ჩანაფიქრი და მისი შინაარსობრივი ინტერპრეტაცია.
კონცეფტუალური ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილია იმპლიციტური
და არა სიტყვიერი ფორმით. ქვეტექსტური ინფორმაცია წარმოადგენს დაფარულ
აზრს, არ უტოლდება მხატვრულ საშუალებებს და წარმოჩნდება ტექსტის
„არასწორხაზოვანი“ წაკითხვის შედეგად.

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

ლიტერატურული ტექსტის მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას საფუძვლად


13
უდევს მთხრობელისა და მსმენელის რეალურ-პრაქტიკული დიალოგის ფორმა. რას
ნიშნავს ტექსტის აღქმა, გააზრება? გააზრების არსია ნაწარმოების იდეის, ავტორის
ჩანაფიქრის გაგება, ნაწარმოების ემოციური განწყობილებისა და მხატვრული ენის
სილამაზის აღქმა. გააზრება ძალიან პიროვნული, სუბიექტური პროცესია და
დამოკიდებულია პიროვნების მრწამსსა და ზნეობრივ ნორმებზე. ინფორმაციის
გააზრებისა და ინტერპრეტაციის საფუძველს წარმოადგენს მოსწავლის მიერ
გაკეთებული ანალიზი. კითხვის პროცესში მოსწავლე გონებაში გამოყოფს ტექსტის
ლოგიკურ და სტრუქტურულ ნაწილებს, პულობს მათ შორის არსებულ
მიზეზშედეგობრივ კავშირებს, შემდეგ კი აფიქსირებს გეგმაში ან სქემაში. ამგვარად,
მოსწავლე აკეთებს ინფორმაციის ხელმეორე კოდირებას სიმბოლოებისა და ცნებების
„საკუთარ ენაზე“. მოსწავლე ვერ მოახერხებს ტექსტის სიღრმისეულ გააზრებას, თუ
მას არ მივაწოდეთ ინფორმაციის დამუშავების სხვადასხვა ხერხი: გეგმის, თეზისების
შედგენა, ინფორმაციის კოდირება გრაფიკული ორგანიზატორებით და სხვ.
მოსწავლეებისთვის მხატვრულ-ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზის, ავტორის
„მნიშვნელობებისა“ და „აზრების“ და მკითხველის „აზრების“
ურთიერთდაკავშირების სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა ზნეობრივი პოზიციის
ფორმირებას ემფატიისა და თანაგანცდის გამოცდილების საფუძველზე.

3.2. ტექსტის მხატვრული ანალიზი

სკოლაში მხატვრული ნაწარმოების ანალიზი არის ჩაღრმავებული კითხვის, ტექსტის


სიღრმისეული წვდომის პროცესი, რომელმაც არ უნდა გაანადგუროს ის ემოციური
შთაბეჭდილება, რომელიც მოსწავლეს დამოუკიდებელი კითხვის დროს უჩნდება.

მოტივაციის შექმნა, ინტერესის გამოწვევა ყოველი მასწავლებლის უმთავრესი


ამოცანაა. ყველა თავისებურად წყვეტს ამ ამოცანას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში
პედაგოგები მიმართავენ ინტელექტუალურ სფეროს, ე.წ. მარცხენა ნახევარსფეროს
(პრობლემური სწავლების ტექნოლოგიები, კრიტიკული აზროვნების განვითარება,
საპროექტო საქმიანობა და ა.შ .)

ლიტერატურასთან მიმართებით უფრო ეფექტიანი იქნება ფანტაზიის შემეცნებითი


პროცესის, ასოციაციური აზროვნების ჩართვა - ყოველივე იმისა, რაც უმეტესად
მარჯვენა ნახევარსფეროს მიეკუთვნება, არა ინტელექტის სფეროს, არამედ
ემოციებისა და წარმოსახვის.

ეს განსაკუთრებით მხატვრულ ტექსტზე მუშაობას ეხება.

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

მოსწავლეებს ყველაზე მეტად უჭირთ ტექსტის მხატვრული ანალიზი. ამ კუთხით


14
მასწავლებლებიც აწყდებიან პრობლემებს. შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ აქაც
აქცენტი კეთდება ინტელექტზე, იდეისა და თემის განსაზღვრაზე, ხოლო საუბარი
ნაწარმოების ფორმაზე, მის მხატვრულ თავისებურებებზე ძირითადად
შემოიფარგლება ლიტერატურათმცოდნეობის საბაზო ცნებების გამოყენების
მოთხოვნებით - ე.წ. მხატვრული საშუალებების ამოცნობა. ეს ტრადიციული სქემა
ორიენტირებულია მხოლოდ ტექსტის ზედაპირული შინაარსის ათვისებაზე, ის
აშორებს ტექსტის შინაარსს მის ფორმასთან და გზას კეტავს ტექსტის სიღრმისეული
გააზრებისკენ, მისი აზრობრივი და მხატვრული სირთულის, მისი ემოციურობის
აღქმისკენ. ასეთი ანალიზის ალტერნატივად შესაძლოა აღმოჩნდეს მიმართვა
მკითხველის ასოციაციური აზროვნებისადმი, წარმოსახვისადმი, პიროვნების
ემოციური სფეროსადმი.

როგორც ცნობილია, ლ. ვიგოტსკი მიიჩნევდა, რომ ესთეტიკური რეაქციის ეფექტი


ჩადებულია არა ლოგიკურ, არამედ ხელოვნების ნიმუშის ემოციურ აღქმაში. ამავე
დროს ეს ემოციური აღქმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ყალიბდება რომელიღაცა
ორი სხვადასხვა მხარეს მიმართული, რიგ შემთხვევაში საწინააღმდეგო
ემოციებისგან, თავად ეს შეჯახება იწვევს ესთეტიკურ ტკბობას. ამგვარად, თუ
გავითვალისწინებთ ვიგოტსკის ამ კანონზომიერებას, ნებისმიერი მხატვრული
ნაწარმოების ანალიზი უნდა დავიწყოთ ამ ესთეტიკური რეაქციის“ - ორი „პოლუსის“,
ძიებით, რომლებიც ჩვენში წინააღმდეგობრივ ემოციებს იწვევენ. ეს შეიძლება იყოს
კონტრასტული სახეები ან ემოციურად საწინააღმდეგო ემოციები, ეს შეიძლება იყოს
ერთმანეთთან დაპირისპირებული ფერთა პალიტრა, დროისა და სივრცის
წერტილები, ბგერათა რიგი - მათ აერთიანებს სწორედ მათ მიერ გამოხატული
ემოციების წინააღმდეგობრიობა, სხვადასხვა ემოციური პოლიუსებისადმი
მიკუთვნებულობა.

ჩვენი ფსიქიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელიც საფუძვლად


უნდა დაედოს პოეტური ტექსტის ანალიზის სწავლებას არის ასოციაციური
აზროვნების უნარი. ნებისმიერი ტექსტის კითხვა იწვევს უამრავ ასოციაციას,
რომელიც საშუალებას იძლევა თვალი ვადევნოთ ავტორის მხატვრულ აზრს,
ჩავწვდეთ ტექსტის სიღრმეს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ასოციაციის
განსაკუთრებული სახე - ეს არის ასოციაცია „ემოციის მიხედვით“, ანუ ამა თუ იმ
წარმოდგენების, სახეების, საგნების, მოვლენების გაერთიანება არა მათი რეალური
მსგავსების, არამედ საერთო ემოციების მიხედვით. გასაგებია, რომ ამ ტიპის
ასოციაციების უნარი შეიძლება დავაკავშიროთ წარმოსახვასთან. ლ. ვიგოტსკი ამ

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

მოვლენას უწოდებდა „წარმოსახვის ემოციური რეალობის კანონს“ და ამტკიცებდა,


15
რომ სწორედ ამ ფსიქოლოგიურმა კანონმა უნდა აგვიხსნას რატომ ახდენს ჩვენზე
ასეთ ძლიერ გავლენას ავტორების ფანტაზიით შექმნილი მხატვრული ნაწარმოები.
ამგვარად, ტექსტის ღრმად დაფარული აზრის გაგების წინაპირობად უნდა
მივიჩნიოთ ასოციაციური აზროვნება; რაც უფრო განვითარებულია ასოციაციური
აზროვნება მით უფრო მდიდარი და სიღრმისეულია ტექსტის შინაარსის აღქმა.

3.3. ტექსტის სემიოტიკური ანალიზი

ტექსტის ანალიზი ნამდვილად არ არის იოლი. კომპლექსურად რომ შეისწავლო და


გაიაზრო მხატვრული ტესტი ან ფილოსოფიური ტრაქტატი, ყოველთვის არაა
საკმარისი მისი ყურადღებით წაკითხვა. საჭირო მართებული ინსტრუმენტები. ასეთ
ინსტრუმენტებად მიჩნეულია ჰერმენევტიკა და სემიოტიკა.

ჰერმენევტიკა (ბერძნ.-განმარტება, თარგმნა, გამოთქმა) - ერთ-ერთი უძველესი,


ტრადიციული და უნივერსალური თეორიაა. ძველი ბერძენი ფილოსოფოსები და
ფილოლოგები, განსაკუთრებით ნეოპლატონიკოსები, ჰერმენევტიკის საშუალებით
ახდენდნენ ძველი პოეტების ნაწარმოებების ინტერპრეტაცია. რას შეიძლება დღეს
დავესესხოთ ჰერმენევტიკას? გამოვიყენოთ ე.წ. „ჩანერგვის მეთოდი“.
წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი პერსონაჟად, გადავეშვათ სიტუაციაში. მართალია,
ეს რთულია, მაგრამ ძალიან ეფექტური. მოვიძიოთ ინფორმაცია ავტორზე, ეპოქაზე,
გავაკეთოთ ისტორიული მოვლენების, მსოფლიო ისტორიული რუკის ბრიფი - ეს
დაგვეხმარება ჭეშმარიტი აზრების ამოკითხვაში.

სემიოტიკა ზოგადი დეფინიციით არის ნიშანთა ზოგადი თეორია. ნიშნის


გამოყენების პროცესი სემიოზისის პროცესად იწოდება. სემიოტიკის დამფუძნებლად
ითვლება ამერიკელი მეცნიერი ჩარლზ უილიამ მორისი. მისი ნაშრომი, რომელშიაც
ავტორი სემიოტიკის ზოგად საფუძვლებს აღწერს, არის „ნიშანთა თეორიის
საფუძვლები“ („Theory of Foundation of Signs“). სემიოტიკის აზრით, კულტურა
წარმოადგენს ნიშანთა სისტემის სამყაროს. რას ნიშნავს ეს? ბ.ვ. ლოტმანი თავის
ნაშრომებში აღნიშნავდა, რომ ღრმა სემანტიკური ანალიზი არის ნიშანთა შორის
ურთიერთქმედების დანახვა, ამა თუ იმ ეპოქის, ქვეყნის, გარემოსთვის
დამახაიათებელი ინტერპრეტაციის კულტურა.

არის მეორე მიდგომაც, რომლის მიხედვითაც ტექსტს ქმნის მკითხველი. არსებობს


ნაწარმოების იმდენი ვერსია, რამდენი თვალიც შეეხო მას. ამ ლოგიკას თუ

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

მივყვებით, მნიშვნელოვანია არა ავტორის მიერ ნათქვამი, არამედ მნიშვნელოვანია


16
ის, თუ რა გაიგო მკითხველმა.

ნებისმიერ ნიშანს საყოველთაო მნიშვნელობა აქვს: ნებისმიერი ნიშანი ან მოვლენა


ნიშნობრივ სტრუქტურას წარმოადგენს, მათემატიკა და ისტორია, ქიმია და
ბიოლოგია, ენა ან მხატვრული ნაწარმოები (მუსიკალური, ლიტერატურული,
არქიტექტურული და მისთ.). მოსწავლეს, რომელსაც ესმის ამ კატეგორიების არსი,
შეუძლია ნებისმიერი ხასიათის მასალის სქემატიზება, მოვლენისა თუ ფაქტის
გააზრება. მოსწავლის მიერ ნიშნების კატეგორიებზე წამოდგენები უნდა
ეფუძნებოდეს შემდეგს:

- ადამიანის გარემომცველი სამყარო წარმოადგენს ნიშანთა სისტემას;

- ნიშანი არის აღსანიშნისა და აღნიშნულის ერთობლიობა, საგნების, მოვლენების,


მახასიათებლების, პროცესის ერთგვარი შემცვლელი, მისი ერთგვარი გრძნობიერ-
საგნობრივი წარმომადგენელი, რაიმე ინფორმაციის მატარებელი.

ჩვენ გვესმის სიტყვები „ვარდი“, „სილაჟვარდე“, „სილა“ და გვესმის რაზეა საუბარი,


თუმცა ამ მომენტში ვერ ვხედავთ ამ საგნებს. აქ ნიშნის როლს სიტყვები ასრულებენ.
სიტყვა ნიშნად მას მერე გადაიქცევა, როდესაც გარკვეულ საინფორმაციო სისტემაში
ჩაერთვება. ამიტომ „ვარდი“ და „სილა“ ჯერ არ არიან ნიშნები. ისინი ნიშნად
იქცევიან, როდესაც კონკრეტულ ტექსტში ხვდებიან და მის ნაწილად გადაიქცევიან.
„ვარდი სილაში“  უკვე სურათია – „მოხუცი ქალი ტალღებით დასველებულ ქვიშაზე
ზის და სველ სილაზე  დაგდებულ  შემჭკნარ ვარდს ჰგავს.. „ოცნების ბაღით
დაჭრილი გედი“ – მოხუცი ქალბატონის სულია (ცირა ბარბაქაძე- როგორ 
წავიკითხოთ ლექსები – სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში). ნიშანში მთავარი მისი
საგნობრივი მნიშვნელობა კი არაა, არამედ ის მნიშვნელობა, რომელსაც ის ტექსტს
სძენს. მნიშვნელობის განსაზღვრა იოლ ი არაა.

3.4. ანტიციპაციის არსი და როლი სასწავლო პროცესში

ანტიციპაცია (ლათ. Anticipatio) - რაიმე მოვლენის წინასწარ განჭვრეტა, შინაარსის


გამოცნობა. ანტიციპაცია კითხვის ტექნიკის ეფექტური ხერხია: თავდაპირველად
ბავშვი პირველი ასოების მეშვეობით სწავლობს სიტყვის გამოცნობას, საწყისი
სიტყვებით - ფრაზის ამოცნობას, შემდეგ საწყისი ფრაზებით გამოიცნობს ტექსტის
შინაარსს. ეს გაცილებით აჩქარებს კითხვის ტემპს. ანტიციპაცია უმნიშვნელოვანესი
ხერხია წაკითხვამდე ტექსტზე მუშაობის დროს. ანტიციპაციის სახეებია:

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

 ტექსტის შინაარსის პროგნოზირება სათაურის, ავტორის გვარისა და


17 ეპიგრაფის მიხედვით;
 ტექსტში გამოტოვებული ელემენტების აღდგენა;
 ტექსტის წაკითხვამდე გეგმის შედგენა არსებული ცოდნის, გამოცდილების,
ტექსტის ჟანრისა და სტილის მიხედვით;
 მწერლის თვალსაზრისის ამოცნობა პაუზებით კითხვის დროს.

ანტიციპაცია ინტელექტუალური საქმიანობის ყველაზე მაღალი ფორმაა, თუმცა


ჯერჯერობით ფართოდ არ გამოიყენება პედაგოგიურ პრაქტიკაში. ეს ტერმინი,
როგორც ფსიქოლოგიური კატეგორია, სამეცნიერო სფეროში 1880 წელს
დაამკვიდრა ვილგელმ ვუნდტმა, გერმანელმა ექიმმა, ფიზიოლოგმა და
ფსიქოლოგმა. რაში მდგომარეობს ანტიციპაციის არსი? მისი მეშვეობით
ადამიანის გონებაში ყალიბდება ვარაუდებისა და პროგნოზირების შედეგად
შექმნილი გარემოს სურათი, რომელიც წინ უსწრებს არსებულ რეალობას.
ქმედების დაწყებამდე ადამიანის გონებაში უკვე არსებობს ამა თუ იმ
მოსალოდნელი შედეგის აზრობრივი მოდელი. ანტიციპაცია რაღაცით
შემოქმედებითი აზროვნების მსგავსია, ისიც ახლის ძიებას მოიაზრებს.
პროგნოზირების პროცესი სხვისი მოსმენის დროსაც მიმდინარეობს და თავად
ადამიანის საუბრის პროცესშიც. სასწავლო პროცესში ზემოთ ჩამოთვლილი
პროგნოზირების სხვადასხვა ფორმის გამოყენება ხელს უწყობს მასალის
მიზანმიმართულ წაკითხვას, აიძულებს მოსწავლეებს ღრმად გაიაზრონ შინაარსი,
აჩვევს მათ გააზრების ეტაპი კითხვის დაწყებამდე დაიწყონ. ხელს უწყობს
კვლევა-ძიების პროცესს, რომლის დროსაც მოსწავლეები აზროვნებენ, ვარაუდებს
გამოთქვამენ, ასაბუთებენ. ანტიციპაციის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში
ხელს უწყობს მათ კოგნიტურ აქტიურობას, ინტელექტუალურ განვითარებას.

თავი IV. მეთოდოლოგია

4.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

კვლევა მიმდინარეობდა 2017-2018 და 2018-2019 სასწავლო წელს. კვლევა დავიწყე XI


18
კლასის მოსწავლეებთან, რომლებიც ამჟამად XII კლასს ამთავრებენ. კვლევაში
გამოვიყენე სრული შერჩევა, რის საშუალებასაც მაძლევდა მოსწავლეთა რაოდენობა.
2017-2018 სასწავლო წელს 12 მოსწავლე და 2018-2019 სასწავლო წელს - 6 მოსწავლე.

4.1. მონაცემების შეგროვების მეთოდები

პროფესიული ლიტერატურის გაცნობის შემდეგ გადავწყვიტე კვლევა ორი


მიმართულებით განმეხორციელებინა: ტექსტზე მუშაობის უნარ-ჩვევები და
სემიოტიკური კომპეტენციები. კვლევის სანდოობის მიზნით მონაცემთა
შესაგროვებლად გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები:
რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტად შევარჩიე ანკეტირება, რათა დამედგინა
მოსწავლეთა საჭიროებები. გაკვეთილზე აღწერითი დაკვირვება გამოვიყენე, რათა
დამენახა რა ტექნიკას მიმართავდნენ მოსწავლეები ტექსტის დასამუშავებლად.
პრობლემის იდენტიფიცირებისთვის გამოვიყენე ფოკუსჯგუფი, რომელშიც
მონაწილეობდნენ საკვლევი კლასის მოსწავლეები და ქართული ენის
მასწავლებლები. მოსწავლეებთან ფოკუსჯგუფის მიზანი იყო აღმომეჩინა
კონრეტულად რა პრობლემები ჰქონდათ მათ მხატვრულ ტექსტებზე მუშაობის
დროს, ხოლო კოლეგებთან გასაუბრებით მინდოდა დამედგინა აწყდებოდნენ თუ არა
ისინი ასეთივე პრობლემებს და როგორ წყვეტდნენ მათ.

4.2. მონაცემთა ანალიზი

გაკვეთილზე აღწერითი დაკვირვება - საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების დროს


აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეების უმრავლესობა ტექსტს კითხულობდა თავიდან
ბოლომდე და რაიმე ტექნიკას არ მიმართავდნენ. ტექსტის ანალიზის დროს სწორედ
ის მოსწავლეები აწყდებოდნენ პრობლემებს, დანარჩენი მოსწავლეები ზეპირი
მსჯელობის დროს ახერხებდნენ თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვას, თუმცა
წერილობით ამის გაკეთება უჭირდათ. შესაძლოა, ამის მიზეზი ჩემი კითხვები იყო.
დაკვირვებამ ცხადად მიჩვენა, რომ ჩემი მოსწავლეები არ ფლობდნენ ინფორმაციის
დამუშავების სტრატეგიებს.

ჯგუფური დისკუსია მოსწავლეებთან - ამ აქტივობის მიზანი იყო თავად


მოსწავლეებისგან გამეგო როგორ მუშაობდნენ ტექსტზე და რა პრობლემებს
აწყდებოდნენ. დისკუსიის კითხვები სწორედ ამ მიმართულებით შევარჩიე.

- როგორი ტიპის ტექსტებზე მოგწონთ მუშაობა?

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

- პროზაულ ტექსტზე უფრო გიადვილდებათ მუშაობა თუ პოეტურ ნაწარმოებზე?


19
- რა სტრატეგიით ამოიცნობთ ტექსტში საკვანძო საკითხებს?

- რა გეხმარებათ ტექსტის მთავარი სათქმელის ამოცნობაში?

ეს იყო ძირითადი კითხვებ, თუმცა დისკუსიის დროს, რა თქმა უნდა, სხვა კითხვებიც
გაჩნდა. საუბრის დროს მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით უჭირდათ
ლექსების ანალიზი, თემის ამოცნობას ძირითადად ახერხებდნენ, მაგრამ იდეისა და
ავტორის თვალსაზრისის ამოცნობა ყოველთვის არ გამოსდიოდათ. ძირითადად
ამოიცნობდნენ მხატვრულ ხერხებს, მაგრამ უჭირდათ მათი ფუნქციური
მიზანდასახულობის განმარტება, ამ პრობლემას პროზაულ ნაწარმოებშიც
აწყდებოდნენ. ჩემს კითხვაზე აკეთებდნენ თუ არა ტექსტში ჩანიშვნებს კითხვის
დროს, უმეტესობამ დადებითი პასუხი გამცა, თუმცა გაკვეთილზე დაკვირვების
დროს საპირისპირო სურათი გამოიკვეთა. შეხვედრის შეჯამებისას ჩემს კითხვაზე,
მათი აზრით, როგორ შეიძლება მათ მიერ დასახელებული პრობლემების გადაჭრა,
კონკრეტული პასუხი ვერავინ გამცა. ნათელი იყო, რომ მათ არ ჰქონდათ
პრობლემები კონკრეტულად იდენტიფიცირებული.

კითხვარი - გამოვიყენე მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. იმედი მქონდა, რომ


ამ მონაცემებით ზუსტად განვსაზღვრავდი მოსწავლეთა პრობლემებს, რაც
დამეხმარებოდა ადეკვატური ინტერვენციების შემუშავებაში. მართალია,
კითხვარებში ზოგიერთმა მოსწავლემ ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გასცა
დასმულ კითხვებს, საერთო სურათი მაინც საკმაოდ მკაფიოდ გამოიკვეთა.
გამოკითხვაში კვლევის პირველ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 12 მოსწავლემ, ხოლო
მეორე ეტაპზე - 8 მოსწავლემ. შემუშავებული მქონდა ორი მიმართულების
კითხვარი: ტექსტზე მუშაობის უნარ-ჩვევები და ტექსტის დამუშავების ეფექტური
სტრატეგიები.

ფოკუსჯგუფი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.

ვესაუბრე ჩემს კოლეგებს, რომლებიც საშუალო საფეხურზე ასწავლიდნენ. მათთან


საუბარში გამოიკვეთა, რომ მსგავს პრობლემებს აწყდებოდნენ. პრობლემების
დასაძლევად ისინი იყენებდნენ სხვადასხვა სახის სქემებს, ინსტრუქციებს, რიგ
შემთხვევაში აწვდიდნენ კლიშეებს. მასწავლებლების კომენტარში საერთო იყო ის,
რომ ისინი წამოჭრილ პრობლემებს უკავშირებდნენ მოსწავლეთა მწირ ლექსიკურ
მარაგს და წიგნიერების დაბალ დონეს.

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

4.3. მონაცემთა ანალიზის შედეგები


20
მონაცემთა ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა საკვლევ თემასთან დაკავშირებული
პრობლემები. მონაცემების შეგროვება ორ ეტაპად განხორციელდა. 2017-2018
სასწავლო წლის მეორე სემესტრში და 2018-2019 სასწავლო წელს. პირველ ეტაპზე
განხორციელებულმა კვლევამ: გაკვეთილზე დაკვირვებამ, მოსწავლეებთან
დისკუსიამ და კითხვარების მონაცემების დამუშავებამ საშუალება მომცა დამენახა რა
სირთულეებს აწყდებოდნენ ჩემი მოსწავლეები. ისინი არ ფლობდნენ იმ
სტრატეგიებს, რომლებიც დაეხმარებოდათ ტექსტის დამუშავებაში. მხატვრული
ნაწარმოებების კითხვისას ისინი ყველაზე ნაკლებად მიმართავდნენ წარმოსახვას და
ამ ხერხს არც კი მიიჩნევდნენ მხატვრული ტექსტის ანალიზის ხელშემწყობ
საშუალებად. მოსწავლეები, ზოგადად, იყენებდნენ მარტივ, სწორხაზოვან ხერხებს.
ინტერვენციების დაგეგმვისას გავითვალისწინე ანკეტირებისა და მოსწავლეთა
ფოკუსჯგუფის შედეგები და დავგეგმე ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს
შეუწყობდა მოსწავლეთა კომპეტენციების გაზრდას მხატვრულ ტექსტზე მუშაობის
თვალსაზრისით. კვლევის მეორე ეტაპში მონაწილეობა 6 მოსწავლემ მიიღო.
ანკეტირების შედეგები ნათლად მიუთითებს ცვლილებებზე, ზოგიერთი მოსწავლის
შემთხვევაში კი - მკვეთრ პროგრესზე.

თავი V.

ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება

დიაგნოსტირების შედეგების ანალიზისა და ზოგადი დასკვნების გამოტანის შემდეგ


დავგეგმე ინტერვენციები. ინტერვენციების ხაზი ისე ავაგე, რომ მოსწავლეებს
პირველ ეტაპზე ტექსტზე მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები შეეძინათ, ხოლო
შემდეგ მხატვრულ ანალიზთან დაკავშირებული პრობლემები დაეძლიათ.
სემიოტიკური ანალიზის უნარ-ჩვევებზე მუშაობა დავგეგმე კვლევის მეორე
ეტაპისთვის, მე-12 კლასში.

5.1. I ინტერვენცია - ტექსტზე მუშაობის ეფექტური სტრატეგიები

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

ტექსტის კითხვა მარკირებით - მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს მივაწოდე


21 მოკლე ინფორმაცია ტექსტში განხილულ საკვანძო თემებზე. მივეცი
ინსტრუქცია, რომ ტექსტის კითხვისას ხაზი გაესვათ არსებითი
ინფორმაციისთვის. ტექსტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებთან
ერთად განვიხილავდი მათ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას.
ტექსტის კითხვა აბზაცებად - მოსწავლეებს დავეხმარე ტექსტის აზრობრივ
ნაწილებად დაყოფაში. კითხვის პროცესში მათ უნდა დაეწერათ თითოეული
აბზაცის მთავარი სათქმელი.
ორმხრივი დღიური - მოსწავლეებს უნდა ამოეწერათ ტექსტიდან საკვანძო
საკითხები, მხატვრული ხერხები და მეორე სვეტში დაეწერათ მათი
განმარტება და მნიშვნელობა

5.2. II ინტერვენცია - მატრიცები

მხატვრული მატრიცა - მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია როგორ უნდა


შეევსოთ მატრიცა. პირველ ეტაპზე მატრიცაზე მხოლოდ კლასში ვამუშავებდი,
შემდეგ საშინაო დავალებად ვაძლევდი. მატრიცას ვიყენებდი პოეტურ
ნაწარმოებებზე სამუშაოდ.
მხატვრულ-სიუჟეტური მატრიცა - ამ მატრიცაზე იმავე პრინციპით ვამუშავე
იმ განსხვავებით, რომ ის პროზაულ ნაწარმოებზე სამუშაოდ გამოვაყენებინე.

5.3. III ინტერვენცია - სემიოტიკური ანალიზის სქემა

ეს სქემა მოსწავლეებს მივაწოდე კვლევის მეორე ეტაპზე. სქემის მეშვეობით ვამუშავე


პოეტურ ნაწარმოებებზე.

თავი VI. ინტერვენციების შეფასება

6.1. ინტერვენციის შეფასების მეთოდები

ინტერვენციების დასრულების შემდეგ გავაანალიზე მიღებული შედეგები.


მოსწავლეთა წინსვლა უკვე გამოჩნდა მათ წერით ნამუშევრებში. თავად
ინტერვენციების შედეგები შევაფასე მოსწავლეებთან ჯგუფური დისკუსიით,
რომელიც ჩავატარე კვლევის ორივე ეტაპზე, ასევე ორივე ეტაპზე შეავსეს
მოსწავლეებმა შედეგების ანალიზის ცხრილი. პირველ ეტაპზე, კვლევის დასასრულს,
მოსწავლეებმა გააკეთეს სასწავლო პროექტი „ლიტერატურული ლაბირინთები",

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

ხოლო მეორე ეტაპზე სემიოლოგიური ანალიზის უნარ-ჩვევების მონიტორინგის


22
მიზნით ჩავატარე გაკვეთილი-მეტაფორა.

ჯგუფური დისკუსიის დროს გამოიკვეთა მოსწავლეთა გაზრდილი მოტივაცია. ისინი


აღნიშნავდნენ, რომ გაცილებით უადვილდებოდათ ტექსტის მხატვრული ანალიზი.
კვლევის დასასრულს ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ვთხოვე, წერილობითაც
ჩამოეყალიბებინათ თავიანთი მოსაზრებები სწავლის სტრატეგიებისა და მატრიცების
შესახებ. მოსწავლეები აღნიშნავდნენ თავიანთ წინსვლას, მაგრამ ამავე დროს იმასაც
უსვამდნენ ხაზს, რომ მატრიცებზე მუშაობა დიდ დროს ითხოვდა და ზოგჯერ
რთულიც იყო, თუმცა მიღწეული წარმატებები ძალიან ახარებდათ. ეს
განსაკუთრებით აქტუალური იყო, რადგან მათ წინ ეროვნული გამოცდები ელოდათ.

სასწავლო პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა ყველაზე ნათლად წარმოაჩინეს


თავიანთი მიღწევები. პროექტის ფარგლებში მათ დაამუშავეს ბევრი სხვადასხვა
ჟანრის ტექსტი, ანტიკური ხანიდან თანამედროვე ლიტერატურამდე და მიუხედავად
იმისა, რომ არ დამივალებია მატრიცების გამოყენება, ბევრმა სწორედ ამ ხერხით
იმუშავა წაკითხულ ნაწარმოებებზე.

ალბათ ყველაზე საინტერესო და მრავლის მთქმელი იყო გაკვეთილი-მეტაფორა,


რომლის იდეაც ერთ-ერთი სემინარიდან წამოვიღე და ჩემ მიერ ადრე დაგეგმილი
გაკვეთილი ჩავანაცვლე. გაკვეთილი სემიოტიკური ანალიზის პრინციპებზე იყო
აგებული. დასასრულს მოსწავლეებს უნდა დაეწერათ ჩანახატი. თითოეული
მოსწავლის ნამუშევარი საოცრად ორიგინალური იყო, იმათიც, ვისაც ზოგადად
პრობლემები ჰქონდა წერის დროს.

თავი VII. მიგნებები და დასკვნები

7.1. მიგნებები, რეკომენდაციები

მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემები იმითაა


განპირობებული, რომ მოსწავლეები არ ფლობენ ტექსტის კითხვის ეფექტურ
სტრტეგიებს. ტექსტის ანალიზს ასევე აფერხებს მოსწავლეების მხრიდან
სტერეოტიპული, პრიმიტიული მიდგომების გამოყენება. პრობლემების დაძლევა
შესაძლებელია, თუ მოსწავლეებს შევასწავლით შესაბამის სტრატეგიებს, ასევე
ვასწავლით წარმოსახვის გამოყენებას ნებისმიერი სახის ტესტის კითხვისას.
გრაფიკული ორგანიზატორები და მატრიცები მოსწავლეებს დაეხმარება
ინფორმაციის ორგანიზებაში.

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

7.2. თვითშეფასება
23
ვფიქრობ განხორციელებული კვლევით შევძელი პასუხი გამეცა დასაწყისში ჩემ მიერ
დასმულ კითხვებზე. ჩემ მიერ დაგეგმილი ინტერვენციებიც წარმატებული აღმოჩნდა
და დაეხმარა მოსწავლებს წინსვლაში, თუმცა, ვფიქრობ სამომავლოდ ვიფიქრო
მატრიცების დახვეწასა და გამარტივებაზე. მიუხედავად მათი ეფექტიანობისა, მათზე
მუშაობა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და არ არის მორგებული სხვადასხვა
შესაძლებლობისა და მიღწევის მოსწავლეზე.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მიღებული შედეგების შეფასება უფრო სრული იქნებოდა
მოსწავლეთა საწყისი რაოდენობა რომ შენარჩუნებულიყო კვლევის დასასრულამდე.
კვლევის შედეგები 6 მოსწავლის საფუძველზე შევაფასე, რაც, ჩემი აზრით, არ იძლევა
სრულ სურათს. მიღებულ შედეგებს უკვე ვნერგავ ჩემს მერვე კლასში და, იმედია, იქ
მოვახერხებ შედეგების სრულ ანალიზს და სრულფასოვანი დასკვნის გაკეთებას.

7.3. დასკვნა

წარმდოგენილი ნაშრომი ნათლად წარმოაჩენს პედაგოგიური მიდგომებისა და


მეთოდების მნიშვნელობას და უშუალო კავშირს მოსწავლეთა მიღწევებთან და რიგ
შემთხვევებში ბევრი სერიოზული პრობლემის გადაჭრის საშუალებასაც
წარმოადგენს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. სოფიკო ლობჟანიძე, მანანა რატიანი და სხვ.; (2016) მასწავლებლის წიგნი


ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში. მასწავლებლის პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი.

2. თამარ ტალიაშვილი - ტექსტის გაგების სტრატეგიები


https://semioticsjournal.wordpress.com

3. ცირა ბარბაქაძე. რა არის სემიოტიკა? http://mastsavlebeli.ge/?p=3856

4. ცირა ბარბაქაძე-როგორ  წავიკითხოთ ლექსები – სილაჟვარდე ანუ ვარდი


სილაში  http://mastsavlebeli.ge/?p=19641

5. ცირა ბარბაქაძე. ჟაკ პრევერი – „როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი“


http://mastsavlebeli.ge/?p=10187

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

6. მაია ფირჩხაძე. სასწავლო პროცესი და ინტუიციური და დისკურსიული


24
აზროვნება http://mastsavlebeli.ge/?p=2480

7. ნინო კენკებაშვილი. სემიოტიკური ნიშანი  http://mastsavlebeli.ge/?p=4184

8. მაკა სახურია. როგორ ვასწავლოთ წერა მხატვრული ტექსტის სტილზე

(თეორიული რეკომენდაციები) http://mastsavlebeli.ge/?p=20262


9. ნათია ჭუმბურიძე - სტრატეგიები,  წაკითხული ტექსტის გაგება-
გააზრებისთვის http://mastsavlebeli.ge/?p=20897

10. ნინო ლომიძე - პროზაული მხატვრული ტექსტის ანალიზი


http://mastsavlebeli.ge/?p=9389;

11. ირინა სამსონია მხატვრული ტექსტის გააზრების ზოგიერთი ასპექტი


http://mastsavlebeli.ge/?p=4081

12. ჯეფრი მილსი. სამოქმედო კვლევა - სახელმძღვანელო მკვლევარ


პედაგოგთათვის http://medialiteracy.ge/uploads/library/samoqmedo-kvleva-jefri-i-milsi-
46.pdf

13. С.В. Федоров к.п.н., доцент кафедры филологического образования СПб АППО
Анализ текста как основной инструмент изучения литературного произведения

https://sites.google.com/site/masterskaalit/analiz-teksta-kak-osnovnoj-instrumen

14. Выготский Л.С. Психология искусства. Ростов н/Дону: изд-во «Феникс», 1998.

izucenia-literaturnogo-proizvedenia

15. Г.А. Бакулина Сущность и роль антиципации в педагогическом процессе


https://portalus.ru/modules/shkola/rus_readme.php?
subaction=showfull&id=1191931050&archive=1196815450&start_from=&ucat=&

16. Гальперин И.Р. Текст как обьект лингвистического исследования. 5-е изд., по
изд.М.: Наука, 1081. М: URSS,.

დანართები

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

25

დანართი 1.

2017-2018 წელი

# აქტივობა I II III IV V VI
საკვლევი საკითხის X
შერჩევა
კვლევის სავარაუდო X
გეგმის შემუშავება
არსებული კვლევებისა X X
და ლიტერატურის
დამუშავება
კვლევის მეთოდების X
შერჩევა
კითხვარების X
შემუშავება
1 ჯგუფური დისკუსია X
მოსწავლეებთან
2 ფოკუსჯგუფი X
მასწავლებლებთან
აღწერითი დაკვირვება X
(ტექსტზე მუშაობის
ტექნიკა)
5 მოსწავლეთა X
ანკეტირება -
ტექსტზე მუშაობის
უნარ-ჩვევები
6 მოსწავლეთა X
ანკეტირება -
ტექსტის გააზრების
სტრატეგიები
მიღებული შედეგების
ანალიზი
სავარაუდო X
ინტერვენციების
განხილვა

ინტერვენციების X X X
განხორციელება
7 ინტერვენციების X

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

შედეგების ანალიზი
11 26
ინტერვენციების X
შეფასება ფოკუსჯგუფი
მოსწავლეებთან
12 კვლევის პირველი X
ეტაპის შეჯამება

2018-2019 სასწავლო წელი

# აქტივობები X XI XII I II III IV V


კვლევის მეორე ეტაპის X
სავარაუდო გეგმის
შემუშავება
მოსწავლეთა X
ანკეტირება
ტექსტის გააზრების
სტრატეგიები
მიღებული შედეგების X
ანალიზი
სავარაუდო X
ინტერვენციების
განხილვა

ინტერვენციების X X
განხორციელება
ინტერვენციების X
შედეგების ანალიზი
ინტერვენციების X
შედეგების შეფასება
კვლევის შეჯამება X
პრეზენტაცია, X
შედეგების გაცნობა

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

27
დანართი 2.

კითხვარი

# ტექსტზე მუშაობის სტრატეგიები ყოველთვის ზოგჯერ არასდროს


1 ტექსტზე მუშაობას ვიწყებ სათაურის
გააზრებით
2 გამოვთქვამ ჰიპოთეზას ტექსტის
შინაარსთან დაკავშირებით
3 კითხვის პროცესში ტექსტის სათაურს
ვაკავშირებ თემასთან და იდეასთან
4 ტექსტის კითხვის დროს მოვნიშნავ
მნიშვნელოვან ადგილებს, საკვანძო
თემებს, რომლებიც ქვეტექსტის
ამოცნობაში მეხმარება
5 ტექსტს ვკითხულობ აბზაცებად და
ვინიშნავ მონაკვეთის მთავარ აზრს
6 ტექსტის კითხვის დროს მივმართავ
ვიზუალიზაციას
7 ტექსტის კითხვის დროს ვსვამ შეკითხვებს
და ვცდილობ დიალოგში შევიდე
ავტორთან
8 ვცდილობ სხვადასხვა მკითხველის
პოზიციიდან განვიხილო ტექსტი
9 ტექსტის კითხვის დროს ვიხსენებ რა
წამიკითხავს ან მინახავს ამ თემაზე და
ვცდილობ გავიაზრო ახალ კონტექსტში
10 ინფორმაციის დასამუშავებლად ვიყენებ
კოგნიტურ დიაგრამებს
11 ვადგენ მოვლენების ან იდეების გეგმას
12 ვწერ მოკლე რეზიუმეს

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

28
კითხვარი

ტექსტზე მუშაობის დროს: ყოველთვის ზოგჯერ არასდროს


ამოვიცნობ თემას

განვსაზღვრავ ტექსტის იდეას

ვმიჯნავ მთავარ და მეორეხარისხოვან


ინფორმაციას

ამოვიცნობ მთავარ სათქმელს

ამოვიცნობ მხატვრულ ხერხებს

განვსაზღვრავ მხატვრული ხერხების


ფუნქციურ მიზანდასახულობას

როდის ვაწყდები სირთულეს:

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

შედეგების ანალიზი
29
მხატვრული ტექსტის ანალიზი

სათაურის გააზრება და დაკავშირება


ტექსტის ძირითად შინაარსთან,
თემასთან და იდეასთან
ტექსტის კითხვის დროს კითხვის
ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება
(მარკირება, ჩანაწერების გაკეთება,
ითხვების დასმა, კოგნიტური
დიაგრამები და სხვ.)
ტექსტში აღწერილი ფაქტებისა და
მოვლენების ვიზუალიზაცია, წარმოსახვა
ტექსტში დასმული პრობლემის გააზრება
სხვადასხვა პოზიციიდან
სხვა

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

დანართი 3.
30

გამოკითხვის შედეგები

2017-2018 სასწავლო წელი სექტემბერი

12

10

ყოველთვის
6 ზოგჯერ
არასდროს

დანართი 4.

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

მხატვრული მატრიცა
31
ავტორი:

ნაწარმოები:

ლექსიკური მხატვრული განმარტება ფუნქცია მიზანი


ერთეული/ამონარიდი ხერხი

მხატვრულ - სიუჟეტური მატრიცა

ნაწარმოები -

ავტორი -

ავტორი პერსონაჟი მოქმედება (რას დამახასიათებელი შეფასება (ჩემი


აკეთებს) საკვანძო სიტყვები აზრით)
(ტექსტიდან) /კონტექსტიდან
გამომდინარე/

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

დანართი 5.
32
მხატვრულ ტექსტზე მუშაობის ალგორითმი

ზოგადი კითხვები, რომლებზეც უნდა დაფიქრდეთ ვიდრე წერას დაიწყებთ:

 რის შესახებ არის ტექსტი? (ავტორი, სათაური, დაწერის თარიღი (თუკი ცნობილია),


შექმნის ისტორია (ვის მიეძღვნა, არის თუ არა რაიმე საინტერესო ფაქტი ცნობილი
დაწერის მიზეზზე თუ მიზანზე...), თემა, იდეა)
 რა მოლოდინს აღძრავს თქვენში სათაური?
 რა მიმართებაა ნაწარმოებსა და სათაურს შორის?
 რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ნაწარმოების სათაურს და რამდენად აღწევს მიზანს
ავტორი?
 რომელ ეპოქას  განეკუთვნება ნაწარმოები და რამდენად არის ასახული ეპოქალური 
მოვლენები ნაწარმოებში?
 რით არის აღწერილი ეპოქა გამორჩეული მსოფლიო, რეგიონის ისტორიაში?
გამოყავით ეპოქის მახასიათებლები.
 რომელ ლიტერატურულ ჟანრს განეკუთვნება ნაწარმოები?
 რა პარალელების გავლება შეიძლება სხვა ნაწარმოებებთან?
 რა მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი?
 რა განაპირობებს ნაწარმოების მხატვრულ ღირსებას?
 რა მხატვრულ საშუალებებს იყენებს ავტორი სათქმელის გადმოსაცემად? (ტროპის
სახეები /ეპითეტები, შედარებები, გაპიროვნება, მეტაფორა, ჰიპერბოლა.../
 მხატვრული ხერხები - ალიტერაცია, ალეგორია, ალუზია...
 ლირიკული გმირი (ავტორი თავადაა თუ ვისამე პირით გადმოსცემს სათქმელს...)
 ავტორი სათქმელს პირდაპირ გადმოსცემს თუ მეტაფორულად?
 არის თუ არა ნაწარმოებში სიმბოლური ხატები?
 რა ეპითეტს/შედარებას/მეტაფორას და ა. შ. იყენებს ავტორი, არის თუ არა ისინი
ორიგინალური და აღწევს თუ არა სათანადო ეფექტს?
 იყენებს თუ არა ავტორი იდიომებსა და ფრაზეოლოგიურ ერთეულებს? არის თუ არა
ისინი ორიგინალური?
 იყენებს თუ არა ავტორი პერსონაჟის/მოვლენის აღწერისას ირონიას, გროტესკს,
ჰიპერბოლას, გაპიროვნებას?

მხატვრული ანალიზის სტრუქტურა

 შესავალი,
 ძირითადი ნაწილი
 დასკვნა.

 შესავლის ფუნქციაა საკითხის დასმა, პრობლემის შესახებ მკითხველისათვის


ძირითადი და წინასწარი ინფორმაციის მიწოდება.

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

 ძირითად ნაწილში უნდა განიხილოთ ზემოთ წარმოდგენილ პრობლემათაგან


33 თქვენთვის საჭირო და თქვენს მიზანთან დაკავშირებული.
 დასკვნის მიზანია, შეაჯამოს, განაზოგადოს  მსჯელობა და მკითხველის ყურადღება
კიდევ ერთხელ გაამახვილოს ძირითად სათქმელზე.

მხატვრული ანალიზი უნდა იყოს არგუმენტირებული .  ტექსტური მასალიდან წარმოდ-


გენილი უნდა იყოს სათანადო არგუმენტები, კონკრეტული მაგალითები. შეგიძლიათ
გამოიყენოთ ციტირებისა და პარაფრაზის ხერხები.

მზა ენობრივი ფორმულები, რომლებიც დაგეხმარებათ თანმიმდევრობის


შენარჩუნებაში

ტექსტში (ლექსში, პოეტურ ნაწარმოებში, ლირიკულ ნაწარმოებში) საუბარია... აღწერილია...


ავტორი ეხება... აღწერს... საუბრობს... მოგვითხრობს... გვიყვება...

ავტორისეული პოზიციის კომენტირება (მსჯელობა ტექსტში გადმოცემული აზრის


შესახებ)

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი


 ავტორს  ავტორი  ავტორი
აღაფრთოვანებს მიმოიხილავს... გულისტკივილით
 იგი აღტაცებით  ავტორი თითქოს შენიშნავს
აღწერს დიალოგს მართავს  ავტორს ვერ გაუგია...
 მკითხველს თითქოს მკითხველთან  ავტორისთვის
თვალწინ ეშლება (რიტორიკული აღმაშფოთებელია...
 მკითხველი ეცნობა კითხვა, შეძახილი...)  ვერ შერიგებია
 მკითხველი  ავტორი გვიზიარებს იმას,რომ...
ინტერესით თავის  ირონიულად
აკვირდება შთაბეჭდილებებს შენიშნავს, რომ...
 პოეტი ... სიტყვებით  ავტორი მკითხველის  გამოხატავს
ხატავს... (პეიზაჟს, წინაშე სვამს მწვავე აღშფოთებას
სურათს, პრობლემას
პორტრეტს...)  ავტორი ცდილობს
 ავტორი წამოჭრას
გულწრფელად მნიშვნელოვანი
საუბრობს... საკითხები
 ავტორი წამოჭრის
ისეთ მნიშვნელოვან
თემას...

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

დანართი 6.
34
კვლევის პირველი ეტაპის შედეგები

2017-2018 წელი მაისი

10

6
ყოველთვის
5 ზოგჯერ
არასდროს
4

დანართი 7.

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

შედეგების შედარებითი ცხრილი


35
2017-2018 / 2018-2019 წელი

 
  1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
A.  ა      1 3 1 3 2 2 2 2 3 2 2 2
3 3 3 3 2 2 3 2 3 2 2 2
D.      2 2 2 3 3 1 2 2 3 1 2 2
დ 

3 3 3 3 3 2 2 3 3 2 2 2
E.       ე  2 2 2 3 3 2 1 1 1 1 1 1
2 2 3 3 3 3 1 1 1 1 1 2
G.      გ 1 2 2 3 1 1 1 1 2 1 1 1
1 1 1 2 1 1 1 1 2 1 1 1
H.    ეი   3 3 1 2 1 1 2 3 2 1 1 2
3 3 2 3 2 1 2 3 3 2 2 2
 

30

25

H.    ეი  
20
G.      გ
15
E.       ე 
10
D.      დ 

5 A.  ა     

0
1 2 3 4 5 6 7 8 9 10

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

ტექსტის სემიოტიკური ანალიზი


36
 რა ნიშნის მატარებელია სათაური?
 რა ნიშნები ქმნიან სამყაროს სურათს ამ ლექსში?
 რომელი მათგანი წარმოადგენს ამყაროს კატეგორიებს?
 როგორ იცვლება სივრცე და დრო?
 მოძებნეთ ლექსში ლექსიკური და სინტაქსური გამეორებები.
 მოძებნეთ ლექსში ოოზიციური წყვილები.
 გააანალიზეთ როგორი ენობრივი ნიშნებით ცდილობს პოეტი ოპოზიციების
ჩვენებას.
 რა ნიშნის მატარებელია ლირიკული გმირი?

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

დანართი 8.
37
მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები

გაკვეთილი-მეტაფორა

ჩიტი - თავისუფლების აღმნიშვნელი სიმბოლოა, თუმცა ჟაკ-პრევერის ერთ-ერთმა


ნამუშევარმა „როგორ უნდა დახატო ჩიტი“ დამაფიქრა, რომ ჩიტი სხვადასხვა
ადამიანისთვის სხვადასხვა სიმბოლოდ შეიძლება იქნას აღქმული. ჟაკ-პრევერი
გამოირჩევა თავისებურებებით და, რაც ყველაზე მთავარია, ის თითოეულ
მკითხველში აღვიძებს ინდივიდუალურობას.

ჩემთვის ჩიტი, როგორც სიმბოლო, არის ის გარდამტეხი ეტაპი, რომელიც ყველა


ადამიანის ცხოვრებაში ხდება. ვფიქრობ, რომ ეს არის პიროვნული განვითარების,
„სულში გაზაფხულის მოსვლის“ ნიშანი, თუმცა ჩიტის მოფრენის დრო, საკუთარ
თავზე მუშაობის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. მაგრამ, არაუშავს თუ დიდხანს
გაგრძელდა, მთავარია, ჩიტი მოფრინდება, არა უჭირს თუ დიდი ომი გააჩაღა შენმა
საკუთარმა მემ შენს თავთან, პოეტიც კი მოგიწოდებს - მხნეობა არ დაკარგოო.
ჩიტის მოლოდინში, ხის ძირას ჩამოვჯექი. ვინაიდან და რადგანაც, გამუდმებით
ცუდს ვუშვებ და შეიძლება ამის გამო პესიმისტიც კი მერქვას, ვფიქრობდი, რომ
შეიძლებოდა არც მოსულიყო, თუმცა მწამს, ყველა ადამიანს, გულის ბნელ
კუნჭულებში მაინც სჯერა, რომ ჩიტი მოვა, მოფრინდება. არც წასვლა მინდოდა,
მაგრამ ლოდინიც მღლიდა, როგორც კი მოვიდა არ შევიმჩნიე, არ მინდოდა
შემეწუხებინა გარემო, სადაც სიჩუმე გაყრუებს. ამ ცოცხალ სამყაროში, მხოლოდ
ერთი რამის გალობას ელი.. და თუ არ მოხდება ეს, არ შევშინდები, ალბათ ძალიან
ადრეა - ჯერ.

მხნეობას არ ვკარგავ, ჩემს თავს კი ვუმეორებ, რომ ჩემი ჩიტი მევე უნდა ავამღერო და
პირობას ვიძლევი, როგორც კი მოვახერხებ ამას, დაუყოვნებლივ მოვაწერ ხელს.

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“


მხატვრული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მატრიცებითა
და სემიოლოგიური მიდგომის გზით

„როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი“


38 (მინი თხზულება)

ჩიტი, არსება, რომელიც თითქმის ყველა გეოგრაფიულ ადგილზე შეიძლება


შეგვხვდეს, თითოეული ადამიანისთვის განსხვავებულია. ჟაკ პრევერის ლექსზე
ვიფიქრე, რომ ჩიტი თავისუფლების სიმბოლო იქნებოდა. ალბათ იმიტომ, რომ
ფრთაშესხმული არსება, ზოგადად, თავისუფლებასთან ასოცირდება. თუმცა
დახატვის შემდეგ ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ჩიტი კარგი მომავლის
სიმბოლოა. მხატვარი, რომელიც ჩიტს ელოდება, რაღაც მოვლენას უცდის, რომელიც
გადააწყვეტინებს, შემდეგ რას მოიმოქმედებს. მომავალი, პირადად მე,
განსაკუთრებით მაღელვებს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა მოხდება, არც უნდა გვინდოდეს
ამის გაგება. ასე ხომ ცხოვრების ინტერესს დავკარგავთ. და მაინც, ყველაზე ხშირად
იმაზე ვღელავთ, რა იქნება ამის მერე? მივაღწევ იმას, რაც მინდა? გავხდები ის, ვინც
მინდა, რომ ვიყო? მოვლენებზე ვღელავ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მინდა კარგი
დასასრული ჰქონდეს, არამედ მინდა, რომ დასასრულში ჩემი თავის საუკეთესო
ვარიანტი ვიყო.

როცა ჩიტს ველოდებოდი, ხის უკან, სევდა და იმედგაცრუება ვიგრძენი. რაღაცის


უკმარისობის გრძნობაც დამჩემდა. მართალია, ადრე ჩიტის გარეშე ჩვეულებრივად
ვცხოვრობდი, მაგრამ ამ ლოდინის შემდეგ თითქოს ჩიტის გარეშე ვეღარ
ვიცოცხლებდი. ჩიტი მოფრინდა, მაგრამ გალიაში არ შეფრინდა და უკან გაბრუნდა.
ამ რამდენიმე წამს ხმაურიანი სიჩუმე უფრო ახანგრძლივებდა.

რადგან ჩიტი არ მოფრინდა, ისევ იმავეს გავაკეთებ. არ ვიცი რამდენჯერ, მაგრამ,


გული მიგრძნობს, კიდევ ბევრჯერ ვცდი ჩიტის პორტრეტის დახატვას.

თბილისი. სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“

You might also like