You are on page 1of 4

კონსპექტბარათი #5

კურსის ხელმძღვანელი: მადონა გიორგაძე

სტუდენტი: ანა ჯგუბურია

თარიღი: 10.11.2020

ა) საკვლევი კითხვა და კითხვები, მიზანი (შესავალი)

წყარო:[ აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 32-35; თურაბიანი: 30-43; ჩუბინიძე: 89-90]

კვლევის აქტუალურობა და მნიშვნელობა


შესავალ ნაწილში უნდა დასაბუთდეს საკვლევი საკითხის აქტუალურობა და
მნიშვნელოვნება.

 რა სამეცნიერო მონაცემები მოიპოვება კონკრეტულ საკითხზე?


 რა არ არის აქამდე დამუშავებული და გარკვეული?
 როგორ შეიძლება დაუკავშირდეს თქვენი ნაშრომი აქამდე არსებულ
ცოდნას,სამეცნიერო მონაცემებს?

კვლევის მიზანი და საკვლევი შეკითხვა


შესავალი ზუსტდება ორი კომპონენტით- რა იქნება განხილული ნაშრომში და რა -არა.

აკადემიური ნაშრომის კვლევის მიზანი შეიძლება იყოს:

 გარკვეული წვლილის შეტანა კონკრეტული საკითხების უკეთ გააზრებისათვის


 კონკრეტულ საკითხებზე ცოდნის მოგროვება და განვრცობა
 თეორიების,პოზიციებისა თუ შეხედულებების შედარება
 ფაქტობრივი მასალის ანალიზი

 მხ.ტექსტის, ფილმის, ნახატის და ა.შ ინტერპრეტაცია და სხვა.


ექსპერტის რჩევა
,,უნდა იპოვოთ შეკითხვა, რომელზეც გსურთ პასუხის გაცემა“(თურაბიანი 2007,37).

1
კვლევის არეალის შემოსაზღვრა- საკვლევი საკითხის საფუძვლიანად
დასამუშავებლად.

კვლევის წარმართვა და ნაშრომის აგებულება


კვლევის წარმართვისა და მისი დამუშავების მეთოდების არსაწერად სასურველია
შემდეგ კითხვებს გაეცეს პასუხი:

o როგორ გააანალიზებთ სამეცნიერო ლიტერატურას?


o მონაცემების დასამუშავებლად რა მიდგომას აირჩევთ?
o ჩაატარებთ თუ არა გამოკითხვას თქვენს ძირითად საკვლევ შეკითხვაზე პასუხის
გასაცემად?

2
!!! საკვლევი თემის შეკითხვის პოვნა შესაძლებელია თავად თემაშიც,აუცილებლად
უნდა ჩავეძიოთ საინტერესო საკითხებს,ასევე აუცილებელია თემის სათაურის
შევიწროება, ისე, რომ იგი არმოიცავდეს ფართო საკითხებს

,,ანგარიშის დაფა“ - მონახაზის მსგავსი გეგმა,მისი დახმარებით შესაძლებელია ფაქტების


მოძიების დაგეგმვა,არგუმენტების ჩამოყალიბება, შავი ნაწერის პირველი ვარიანტის
შექმნა.

შესავალი
საკვლევი პრობლემა;
კვლევის მნიშვნელობა;
კვლევის მიზანი;
ჰიპოთეზა ან/და საკვლევი საკითხები

3
ბიბლიოგრაფია

თურაბიანი,ქეით ლ . 2007.სახელმძღვანელო რეფერატების თეზისების და

დისერტაციების ავტორებისთვის.თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქავთარაძე,თინათინ. ნ. ქასრაშვილი,ნ. საღინაძე,ს. პატარიძე,თ.საბაური.2018.

აკადემიური მუშაობის საფუძვლები.თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩუბინიძე,ნინო.2011.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი.

თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

You might also like