You are on page 1of 5

სალექციო კონსპექტ-ბარათი N:__2

სტუდენტი: ნათია ტუღუში

თარიღი: 30/03/2020

ა) ლიტერატურის მოძიება

წიგნების ბიბლიოგრაფიული მონაცემები: ქავთარაძე,ნასრაშვილი, საღინაძე,პატარიძე,


საბაური, აკადემიური მუშაობის საფუძვლები , თბილისი, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი,2018. გვ.66-72

რეზიუმე: წყაროს მოძიება ნაშრომისთვის აუცილებელია. სანამ წყაროს მოძიებას


დავიწყებთ მანამდე რამდენიმე კითხვას უნდა გავცეთ პასუხი. ესენია:

1. რას ვეძებთ? (თემა)


2. რა მჭირდება? (მასალა)
3. სად ვეძებ? (ძიების არეალი)
4. როგორ ვეძებთ? (მეთოდები)

მასალის მოსაძიებლად უნდა გამოვიყენოთ გონებრივი იერიში, საკვლევი თემიდან


ავირჩიეთ ძირითადი საკვანძო სიტყვები და ჩავწეროთ შესაბამის საძიებო ველში.
ინფორმაციის მოძიება შეგვიძლია: ა) ბიბლიოთეკებში, ბ) ელექტრონულ კატალოგებში,
გ) ინტერნეტში( არააკადემიური წყაროებია:ვიკიპედია, ბლოგი, ფორუმი,
არაობიექტური საიტები), დ) სამეცნიერო ბაზებში. სასურველია დავავიწროვოთ საძიებო
სივრცე და მივუთითოთ სასურველი ენა, გამოცემის სახეობა და სხვა.

არსებობს ინფორმაციის ძიების ეფექტური საშუალებები, მათ შორის ყველაზე


გავრცელებულია:
 ბიბლიოგრაფიული კვალის გაყოლა
 სისტემური ძიება

ეფექტური წყაროს მოძიება დაკავშირებულია ავტორის ცოდნაზე შესაბამის საკითხთან


მიმართებაში, ასევე საჭირო ლიტერატურის რაოდენობასა და კვლევის მიზნებზე.

თურაბიანი:44-58

რეზიუმე: წყაროს მოძიებისას აუცილებელია, რომ დავრწმუნდეთ წყაროს სანდოობაში,


ასევე შეგვიძლია ვესაუბროთ ჩვენთვის მნიშვნელოვან დარგში მცოდნე ადამიანებს და
მივიღოთ რჩევები მათგან, ასევე ბიბლიოგრაფ-კონსულტატისგან. აუცილებელია, რომ
წყარო ვეძებოთ რეგულარულად, რადგან არ გამოგვრჩეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და
დამაჯერებელ ინფორმაცია. ფაქტების მოძიების მიზნით უნდა მივმართოთ
პირველწყაროებს, ასევე გავეცნოთ მეორად წყაროებს უკვე განხორციელებული კვლევის
შედეგების სანახავად, შეგვიძლია გავეცნოთ მესამეხარისხოვან წყაროებს, რათა ზოგადი
წარმოდგენა შევიქმნათ გარკვეულ საკითხზე. აუცილებელია, რომ მოძიებული წყაროები
ჩავწეროთ სრულად და ზუსტად. მივუთითოთ ავტორები, სათაური, გამომცემლობის
დასახელება, ადგილი და გამოშვების წელი.

ბ)ბიბლიოგრაფია

წიგნების ბიბლიოგრაფიული მონაცემები: ქავთარაძე,ნასრაშვილი, საღინაძე,პატარიძე,


საბაური, აკადემიური მუშაობის საფუძვლები , თბილისი, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი,2018. გვ.132-141. მოსიაშვილი,ჯანაშია, გაბრიჩიძე, ჟვანია,ფრუიძე,
ტატიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისაკადემიური სტილი, თბილისი,2011,
გვ. 154-159

რეზიუმე: წყაროს მითითება(დამოწმება) ნებისმიერო წყაროს გამოყენების შემთხვევაში


აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ პლაგიატი. წყაროს ვუთითებთ მაშინ,
როდესაც ვიყენებთ ციტატას, სხვა ავტორის მოსაზრებებს გადმოვცემთ ჩვენი
სიტყვებით, ვიყენებთ სტატისტიკურ მონაცემებს, ფოტო-ვიდეო მასალას, წერილებს და
ა.შ. წყარო შეგვიძლია დავამოწმოთ ტექსტის შიგნითაც და ბიბლიოგრაფიაშიც. ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის მიხედვით, ტექსტის შიგნით
დამოწმების 2 ფორმატი არსებობს. 1) ტექსტში ჩართული მითითებისას ფრჩხილებში
ვწერთ ავტორის გვარს, გამოშვების წელს და გვერდს. 2) წყაროს შენიშვნებში მითითების
ფორმატი- ამ შემთხვევაში წყაროს მითითება ხდება სქოლიოს მეშვეობით. წინადადების
ბოლოს ვსვამთ ინდექსს.

წყაროს პირველადი დამოწმებისას აუცილებლად უნდა მივუთითოთ წყაროს სრული


მონაცემები. ხელმეორედ გამოყენებისას-ავტორის გვარი, შემოკლებული სათაური და
გვერდი. იმავე გვერდზე წყაროს გამეორებისას კი სქოლიოში ვწერთ სიტყვას „იქვე“.

ბიბლიოგრაფია „წიგნების აღწერას“ ნიშნავს. დაუშვებელია ბიბლიოგრაფიაში ისეთი


მონაცემების გამოყენება, რომემელიც წაკითხული არ გვაქვს.

ბიბლიოგრაფიაში წყაროს დამოწმების პრინციპები:

1. ტექსტში ჩართული დამოწმებისას (წიგნის ავტორი,გამოშვების წელი, ნაშრომის


სთაური(დახრილი შრიფტით), გამოცემის ადგილი, გამომცემლობა).
2. თუ წყაროს შენიშვნებში ვამოწმებთ (წიგნის ავტორის გვარი,სახელი, ნაშრომის
სათაური(დახრილი შრიფტით), გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, გამოცემის
წელი).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის მიხედვით:

 ტექსტში გამოყენებული წყაროები უნდა შეესაბამებოდეს ბიბლიოგრაფიულ


მუხლს.
 ბიბლიოგრაფიაში ლიტერატურა ანბანური თანმიმდევრობით ლაგდება ავტორის
გვარების მიხედვით.
 ბიბლიოგრაფიული მონაცემები არ ითარგმნება და რჩება დედნის ენაზე.
 წყაროების ჩამონათვალი არ ინომრება.
 შეგვიძლია წყაროები დავყოთ კატეგორიებად.

გ) წყაროების სანდოობა

გამოყენებული ლიტერატურა: ქავთარაძე,ნასრაშვილი, საღინაძე,პატარიძე, საბაური,


აკადემიური მუშაობის საფუძვლები , თბილისი, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი,2018. გვ.73-78

რეზიუმე: წყაროს მეცნიერული ხარისხი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ფასდება.


ეს კრიტერიუმები შეგვილია 4 მთავარ კრიტერიუმში გაერთიანდეს:

I. ავტორი,
II. თემა,
III. წყარო,
IV. შინაარსი.

განვიხილოთ თითოეული მათგანი.

I. ავტორის სანდოობის შესაფასებლად შეგვიძლია დავსვათ კითხვები:


1. რა ვიცით ავტორის შესახებ
2. აქვს თუ არა აკადემიურიტიტული
3. მუშაობს თუ არა სამეცნიერო დაწესებულებაში
4. საკვლევ თემასთან დაკავშირებით დასახელებულა თუ არ აეს ავტორი
II. ამ კრიტერიუმით განისაზღვრება თუ რამდენად შეესაბამება მოცემული
ინფორმაცია საკვლევ საკითხს.
III. წყაროს შეფასებისას ყურადღება ექცევა გამომცემელს, ინფორმაციის
გამოქვეყნების ადგილს, ასევე ციტირების მაჩვენებელს.
IV. ამშემთხვევაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბიბლიოგრაფიაზე, თეორიულ
წანამძღვრებზე, დამოწმებულ წყაროებზე, საკვლევ საკითხსა და წყაროს
სტრუქტურაზე.
ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები განსაზღვრავს სამეცნიერო ნაშრომის ხარისხს.
მათი გამოყენება ავტორებს დიდ დახმაებას გაუწევს აკადემიური ნაშრომის შექმნის
პროცესში.

You might also like