You are on page 1of 7

ლანა ოვსეპიანი

კონსპექტბარათი 10

ა) აკადემიური ნაშრომის სტრუქტურა: სათაური; თავფურცელი;


განაცხადი; სარჩევი; დანართები:

საშინაო ნაშრომის სტრუქტურის ნაწილები:

1. საწყისი გვერდები (თავფურცელი; განაცხადი; აბსტრაქტი;მადლობა; სარჩევი;


ცხრილების/გრაფიკების ჩამონათვალი; აბრევიატურების ჩამონათვალი)
2. ძირითადი გვერდები (შესავალი; ძირითადი ნაწილი(თავები და ქვეთავები)
სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა; მეთოდოლოგია; შედეგები; შედეგების
ინტერპრეტაცია/დისკუსია; დასკვნა)
3. ბოლო გვერდები (ბიბლიოგრაფია; დანართი (საჭიროების შემთხვევაში)

 თავფურცელი:

ნაშრომის სათაური, სტუდენტის სახელი და გვარი, ნაშრომის ტიპი, ფაკულტეტის ან


პროგრამის დასახელება, კურსის ან სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი, გვარი და
აკადემიური ხარისხი, უნივერსიტეტი, ნაშრომის წარდგენის ადგილი და წელი.
თავფურცელი არ ინომრება. მონაცემები იწერება ცენტრში, თანმიმდევრულად და
შრიფტის დაცვით( Sylfaen -12/14)

 განაცხადი:

თავფურცლის მომდევნო გვერდზე იწერება და მიზნად ისახავს ნაშრომის დაცვას


პლაგიატისგან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი ნაშრომებისთვის
გამოიყენება განაცხადის მზა ტექსტი, რომელიც ნაშრომის ავტორის სახელის, გვარის და
ნაშრომის დასრულების თარიღის მითითებით სრულდება.
განაცხადი

როგორც წარდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს


ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ,
გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში
არარის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.

ავტორის სახელი და გვარი

ნაშრომის წარდგენის
თარიღი

 სარჩევი:
სარჩევი წარმოაჩენს ნაშრომის აგებულებას და უადვილებს მკითხველს ორიენტაციას.
ნაჩვენებია როგორ თავებად და ქვეთავებად იყოდა ნაშრომი და რა თანმიმდევრობით
ხდება საკითხის გამოკვლევა. სამეცნიერო ნაშრომის სარჩევი ლოგიკურად აგებული,
ადვილად გასაგები უნდა იყოს, მასში შესული თითოეული პუნქტი საკვლევ საკითხს
უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს, ხოლო სარჩევის ნუმერაცია ზუსტად წარმოაჩენდეს
თემის ცალკეული ასპექტების ურთერთმიმართებებს, ძირითად საკითხებსა და
ქვეპუნქტებს.

სარჩევში სათაურების ფორმულირებისას, მნიშვნელოვანია, დაიცვათ შემდეგი წესები:

 სათაური უნდა იყოს მოკლე, სხარტი და გადასცემდეს ინფორმაციას


 იწერება ნომინალური სტილით (ნაკლები ზმნები, მეტწილად - არსებითი
სახელები)
 იწერება სასვენი ნიშნების გარეშე (გამონაკლისია სათაურები, რომლებიც
ფორმულირებულია როგორც კითხვა და ამრიგად, ბოლოში კითხვის ნიშანი
უნდა დაწეროთ)
 ქვეთავების სათაურები ნაშრომის ძირითადი სათაურის იდენტური არ უნდა
იყოს
 ერთი სათაური მხოლოდ ერთხელ უნდა გვხვდებოდეს ნაშრომში
 თავიდან აიცილეთ არაფრისმთქმელი და შაბლონური სათაურები: „ზოგადი
წესები“, „ზოგადი საფუძვლები“, „შედეგები“ და ა.შ.

 შესავალი:
სამეცნიერო ნაშრომის შესავალი ნაწილის ფუნქციაა, წარმოდგენა შეუქმნას მკითხველს
თემის შესახებ და განაწყოს იგი ნაშრომის წასაკითხად. იგი შედგება:

 საკვლევი პრობლემის აღწერა


 კვლევის აქტუალობა/მნიშვნელობა
 კვლევის მიზანი
 საკვლევი კითხვები/ჰიპოთეზები

[წყარო: აკადემიური მუშაობის საფუძვლები- გვ. 27-31]

 დასკვნა:

სამეცნიერო ნაშრომის დასკვნა შესავალ ნაწილთან ერთად ნაშრომის ჩარჩოს ქმნის და ეს


ორივე კომპონენტი მჭიდროდ უკავშირება ერთმანეთს. დასკვნა სრულყოფს ნაშრომს.
დასკვნა შეიცავს:

 კვლევის მიზნის, ჰიპოთეზის, მთავარი კითხვის რეკონსტრუქცია


 კონკრეტული შედეგების წარმოდგენა
 სამომავლო პერსპექტივების დასახვა

დასკვნაში არ იწერება:

 ის მონაკვეთები, რომლებიც უკვე გიწერიათ ნაშრომის შესავალ ან ძირითად


ნაწილებში
 თეორიული მიმოხილვა ან კონტექსტის აღწერა
 ციტატა და პარაფრაზი, რადგან დასკვნაში მხოლოდ კვლევის შედეგები უნდა
წარმოაჩინოთ და აქ სხვა ავტორთა მოსაზრებები უადგილოა
 ცნებებათა განმარტებები

 ბიბლიოგრაფია:
ბიბლიოგრაფია, იგივე გამოყენებული ლიტერატურა, სამეცნიერო ნაშრომის ის

სტრუქტურული ერთეულია, რომელშიც ნაშრომში განხილული, დამუშავებული და

ციტირებული ყველა წყარო არის აღნუსხული ანბანური თანმიმდევრობით.

 დანართი:
მონაცემები და ფაქტები, რომლებიც ნაშრომის გასაგებადაა საჭირო, ან თქვენს
მსჯელობას ამყარებს, შეგიძლიათ, დანართში განათავსოთ. მისი საშუალებით
მკითხველი იღებს დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულ საკითხზე. დანართის დართვა
იმ შემთხვევაშია გონივრული, თუ აღნიშული მონაცემები იმდენად
მრავლისმომცველია, რომ მათი ძირითად ტექსტში მითითება ტექსტის კითხვას
გაართულებდა. თუ ნაშრომს ერთზე მეტი დანართი აქვს, ისინი უნდა დაინომროს.

[წყარო: აკადემიური მუშაობის საფუძვლები- გვ. 38-39]


მკითხველმა გარკვევით უნდა დაინახოს 3 რამ:
o სად მთავრდება შესავალი
o სად იწყება დასკვნა
o რა წინადადებებით არის წარმოდგენილი დებულება შესავალსა და დასკვნაში

ნაშრომი ითვლება თანმიმდევრულად, თუ ჩანს:

o რა ძირითადი ტერმინები გასდევს ნაშრომის ყველა ნაწილს


o სად სრულდება თითოეული თავი და ქვეთავი და იწყება მომდევნო
o როგორ არის ყოველი ნაწილი დაკავშირებული წინასთან
o რა როლს ასრულებს თითოეული ნაწილი მთელში
o რომელი წინადადებით არის წარმოდგენილი თითოეული ნაწილის და
ქვენაწილის არსი ყოველ მათგანში
o რა ძირითადი დამახასიათებელი ტერმინები გასდევს თოთოეულ ნაწილს

აუცილებლად უნდა შევამოწმოთ აბზაცები: თითოეულს უნდა ჰქონდეს თავისი არსი,


იწყებოდეს 1-2 შესავალი ნაწილით და ჩართული უნდა იყოს ძირითადი ცნებები.

რამდენიმე დღეში გადავხედოთ სამუშაო ვარიანტს და გავაკეთოთ პერიფრაზი და


ვნახოთ, რამდენად გამოგვივა ნაშრომის საბოლოოდ შეჯამება, არის თუ არა ის გასაგები.

[წყარო: თურაბიანი- გვ.146-148]

შევქმნათ დასკვნა:

თუ სხვა ვარიანტი არ გვაქვს, ავაგოთ ის შესავლის ელემენტებზე, საპირისპირო წყობით:

o ხელახლა წარმოვადგინოთ დებულება


o აღვნიშნოთ ახალი პრაქტიკული გამოყენება

სათაური დავწეროთ ბოლოს - მასში უნდა აისახოს ნაშრომის თემა და კონცეპტუალური


ჩარჩო, ავაგოთ ის ძირითადი ტერმინებიდან.

[წყარო: თურაბიანი- გვ. 156-157]

ბ) ტექსტის რედაქტირება:
 რედაქტირება წინადადების დონეზე: უნდა გასწორდეს ხარვეზები შემდეგი
მიმართულებით:
 სტილისტური
 სინტაქსური
 მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული ხარვეზები
 პუნქტუაციური ხარვეზები

 რედატირება აბზაცის დონეზე:


 აბზაცი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტულ თავს
 შიგა სტრუქტურის გამართვა-სრულყოფა - მთავარი და დამხმარე
წინადადებების ლოგიკური ურთიერთშესაბამისობა

 რედაქტირება მთლიანად აკადემიური ტექსტის დონეზე:


 შეამოწმეთ ნაშრომის საკვანძო ნაწილები: შესავალი, პირველი აბზაცები,
დასკვნა
 ციტირებისა და პარიფრაზის წესი
 აბზაცების შექმნა და მათი აზრობრივი ბმა
 სათანადო დამოწმება

 ნაშრომის რედაქტირებისას აუცილებლად უნდა შეამოწმოთ რამდენად


არგუმენტირებულია თითოეული დებულება და არის თუ არა წყაროებიზუსტად
მითითებული ციტატებთან, პარაფრაზებსა და რეზიუმეებთან

 იმის მიხედვით, რომელი დამოწმების სტილს იყენებთ - იქნება


სქოლიო/შენიშვნები, თუ ტექსტში ჩართული მითითება - უნდა გადახედოთ და
გულდასმით შეამოწმოთ რამდენად თანმიმდევრული და ერთგავროვანია მთელს
ნაშრომში დამოწმების შემთხვევები.

 ტექსტის სიზუსტის შესამოწმებლად დაუსვით ნაშრომს შემდეგი კითხვები:


 რამდენად მკაფიოდ განმარტავთ უცხო ტერმინებს?
 ხშირად ხომ არ იმეორებთ ერთსა და იმავე მოსაზრებას?
 ხომ არ შეინიშნება ნაშრომში ისეთი არგუმენტები, რომლებიც ზუსტად არ
უკავშირდება თქვენს დებულებას?

 რეცენზირება:
უკუკავშირი (Feedback) გეხმარებათ არამხოლოდ იმაში, რომ უკეთ გაიაზროთ
საკუთარი შეცდომები, არამედ თქვენს ძლიერ მხარეებსაც უსვამს ხაზს.
რეცენზირების დროს უკუკავშირი უნდა იყოს:
 კონსტრუქციული
 კონკრეტული
 ობიექტური
 ლაკონური

ნაშრომის ავტორის მიერ უკუკავშირის მიღება:

 გულდასმით წაიკითხეთ შენიშვნები


 გაითვალისწინეთ შენიშვნები და ასახეთ ისინი ნაშრომში
 კიდევ ერთხელ დაარედაქტირეთ ნაშრომის საბოლოო ვარიანტი
რეკომენდაციების მიხედვით.

 აკადემიური ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები:


 ენა და სტილი: ენისა და სტილის გამართულობა
 ნაშრომის სტრუქტურა: ტექსტის მთლიანობა და კომპონენტებს შორის
კავშირი
 ნაშრომის თითოეული თავის ლოგიკური ბმა
 არგუმენტების თანმიმდევრულობა და შემოწმებადობა
 წყაროების დამოწმების სიზუსტე როგორც ბიბლიოგრაფიაში, ასევე
სქოლიოს, ან ტექსტში ჩართულ მითითებაში
 ნაშრომის ტექნიკური გამართულობა: შრიფტის ზომა, ველები,
ინტერვალები, გვერდების დანომვრა, თავების განლაგება

[წყარო: აკადემიური მუშაობის საფუძვლები-გვ. 174-196]

You might also like