You are on page 1of 3

ლანა ოვსეპიანი ჯგუფი 1

ერნესტ ჰემინგუეი- „მკვლელები“

ერნესტ ჰემინგუეი (1898-1961) - ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი.


მისი გამორჩეული წერის სტილი ხასიათდება მკაცრი მინიმალიზმით და მან
მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე.
ჰემინგუეის პროტაგონისტები, როგორც წესი, სტოიციზმით(განსაცდელის დიდი
ამტანობა) გამოირჩევიან, და მიჩნეულია, რომ ისინი თავად ავტორის საკუთარი
ხასიათის გამოხატულება უნდა იყოს — მისი გმირები არიან მამაკაცები, რომელებმაც
„ზეწოლას ღირსეულად უნდა გაუძლონ“. მის ნამუშევართა უმრავლესობა ამჟამად
ამერიკული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა.

პირველი თავისებურება ჰემინგუეის სტილისა ეს არის გამომსახველ საშუალებათა


უდიდესი სიძუნწით ხმარება. იგი ცდილობს მინიშნებით გააცნოს მკითხველს ესა თუ ის
სიტუაცია, უშუალოდ დაანახვოს მას გმირი. კი არ მოგვითხრობს თავისი გმირების
თავგადასავალს, არამედ გვაჩვენებს, და ყოველგვარ მსჯელობას თუ ავტორისეულ
რემარკებს თავს არიდებს. იგი მკითხველის აქტიურ ჩარევას გულისხმობს, რომელმაც
თავის წარმოდგენაში უნდა აღადგინოს ის, რაც ავტორმა განგებ გამოტოვა - გმირისა თუ
მოვლენის დახასიათება, მისი ბიოგრაფია თუ მომავალი.

ჰემინგუეის ახასიათებს თავის ნაწარმოებში დაგვიხატოს ისეთი ადამიანების ხატები,


რომლებმაც განიცადეს იმედგაცრუება და უსამართლობის გრძნობა, რის გამოც
უწინდელმა ღირებულებებმა მათ თვალში დევალვაცია განიცადეს. ჰემინგუეის
მოთხრობები ძირითადად “მტკიცე” გამბედავი ხასიათის ადამიანებზე მოგვითხრობს,
რომელთა გულწრფელი განცდები ბრმად ეწინააღმდეგება საზოგადოების სისასტიკესა
და უსამართლობას.

მსგავსი ტიპის ნაწარმოებია ჰემინგუეის “მკვლელები”, რომლის დაწერაც მან


თავიდანვე ვერ შეძლო და ერთხელ მადრიდში ხარების ბრძოლის გადადების დღეს, ისე
დაუგროვდა საწვავი, რომ ამას კიდევ ორი ნაწარმოები მიაყოლა.

“მკვლელები”- ეს არის ამბავი, რომელიც ეხება ჰემინგუეისთვის ახლო,


დამახასიათებელ თემებს, როგორიცაა სიმამაცე, იმედგაცრუება, სიკვდილი და ამაოება.
მთელ ნაწაროებს ფონად გაჰყვება წყვდიადითა და სიბნელით მოცული ატმოსფერო.
მოქმედება ხდება ერთი პატარა ქალაქის სასადილოში, რომელსაც ბედის ირონიით
“summit”- მწვერვალი, საბოლოო ეტაპი ჰქვია.

ნიკ ადამსი და ოლ ანდრესონი - ჰემინგუეის ორი ნახევარავტობიოგრაფიული ხასიათის


პერსონაჟები არიან, ნამდვილ გმირობაზე მიდის, თუმცა იმედგაცრუებული რჩება
შედეგით. ორი მკვლელი მოდის სასადილოში და სანამ ელოდებიან ოლ ანდრესონს,
ყოფილ მებრძოლეს, რათა ის მოკლან, ტყვედ იგდებენ ნიკს, ჯეიმსსა და სემს. როგორც
კი ისინი წავლენ მსხვერპლის გარეშე, იმ დროს, როცა სხვები შეუშინდებიან ამ საქმეში
ჩარევას და უკან დაიხევენ, ნიკი თავისი ნებაყოფლობითა და სიცოცხლის საშიშროების
ქვეშ ჩაგდებით, მიდის ანდრესონთან და წინასწარ აფრთხილებს საშიშროების შესახებ,
თუმცა მას წარბიც არ შეუტოკავს, ისე შეეგუა ბედს. ნიკი კი გულგატეხილი ბრუნდება
უკან.

ამ ამბავში იკვეთება ერნესტ ჰემინგუეისთვის ორი ახლო თემა: ერთი იმედგაცრუება ,


უსამართლობის განცდა და მეორე სიკვდილი და ბედისწერა. ორი მთავარი პერსონაჟი -
ნიკ ადამსი და ოლ ანდრესონია, ორივე თავისებური გმირია, თუმცა რადიკალურად
განსხვავებული მსოფლმხედველობითა და შეხედულებებით ადამიანის ბედისწერაზე.

ნიკ ადამსის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ოლი არ გამოხატავს ღელვას


თავისივე სიცოცხლ-სიკვდილთან დაკავშირებით და ხმის ამოუღებლივ იქნება
მოკლული, იმ დროს, როცა სრულიად უცხო ადამიანსაც კი არ შეუძლია ასე მშვიდად
შეეგუოს ამ ფაქტს. ის ნამდვილ გმირობაზე მიდის, თუმცა იმედგაცრუებული რჩება
შედეგით. ორი მკვლელი მოდის სასადილოში და სანამ ელოდებიან ოლ ანდრესონს,
ყოფილ მებრძოლეს, რათა ის მოკლან, ტყვედ იგდებენ ნიკს, ჯეიმსსა და სემს. როგორც
კი ისინი წავლენ მსხვერპლის გარეშე, იმ დროს, როცა სხვები შეუშინდებიან ამ საქმეში
ჩარევას და უკან დაიხევენ, ნიკი თავისი ნებაყოფლობითა და სიცოცხლის საშიშროების
ქვეშ ჩაგდებით, მიდის ანდრესონთან და წინასწარ აფრთხილებს საშიშროების შესახებ,
თუმცა მას წარბიც არ შეუტოკავს, ისე შეეგუა ბედს. ნიკი კი გულგატეხილი ბრუნდება
უკან. ნიკის თავდადება ამაოა, მას შიგნიდან ჭამს უსამართლობის განცდა. ის ამბობს:
“უნდა გავშორდე ამ ქალაქს”, რადგან იმყოფებოდე იქ, სადაც ადამიანი პასიურად ელის
თავის მკვლელობას, ნამეტანი საშინელებაა მისთვის. ნიკი სწორედ ის, მთელი
საზოგადოებიდან ერთი განსხვავებული პიროვნებაა, რომლის აზროვნებაც არ ჰგავს
სხვებისას. იმ დროს, როცა ერთს მკვლელების შესახებ გაგებაც აღარ უნდა და მეორე კი
მხოლოდ დარიგებებს იძლევა, თუმცა თავად მოქმედებას ვერ ბედავს, ნიკი სრულიად
მარტო გამოდის ასპარეზზე ბოროტების წინააღმდეგ. იმ დროს, როცა სხვებისთვის
ბევრად მარტივია უბრალოდ თვალები დახუჭონ ყველაფერზე, თითქოს არც არაფერი
გაუგიათ და უნახავთ, ნიკს ეს არ ასვენებს. მას არ შეუძლია თვალები დახუჭოს
ბოროტებაზე, მარტივად შეეგუოს მწარე რეალობას. აქედანვე იკვეთება მეორე ასპექტიც -
მას ეშინია სიკვდილის, არ ესმის როგორ შეიძლება შეეგუო მას და არ მოინდომო
ბრძოლა სიცოცხლისათვის, თუ ამის შანსი გაქვს. გამოდის, რომ ნიკისთვის ბედს ჩვენ
თვითონვე ვქმნით და მოვლენებს უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენდა სასარგებლოდ.

მეორე მხრივ კი გვევლინება არანაკლებ უშიშარი, მამაცი ოლ ანდრესონი - მებრძოლი,


რომელიც ოდესღაც ფულისთვის იბრძოდა, ახლა კი უარს ამბობს ბრძოლაზე თავისივე
სიცოცხლისთვის. მას სჯერა, რომ სიკვდილი გარდაუვალია, ყველანი დავიმკვიდრებთ
სასუფეველს ადრე თუ გვიან, ამიტომ ბრძოლას აზრი აქ აქვს. ის ეგუება თავის ბედს.
ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, სრულიად ეწინაარმდეგება სტანდარტული
გმირის ფასეულობებს, თუმცა ჰემინგუეი მონობას სიკვდილს ამჯობინებს. მონობაში
იგულისხმება ის, რომ ადამიანი არ უნდა ემონებოდეს სიკვდილს, არ უნდა ეშინოდეს
მისი, რადგან მისი ჟამი ადრე თუ გვიან ყველასთვის დადგება. როგორც უკვე აღვნიშნე,
ავტორისთვის ახლოა სტოიციზმის თემა, ის მიიჩნევს, რომ ზეწოლა მტკიცედ უნდა
აიტანოს ადამიანმა და ზუსტად ეს ხასიათი ჩადო მან ოლ ანდრესონში. ერნესტი
მიიჩნევს, რომ კაცმა უნდა იცხოვროს - ამ სიტყვის სრული გაგებით - თავის ბოლო
წუთებამდე, ბოლომდე შეიგრძნოს სიცოცხლის გემო და არა ცხოვრობდეს სიკვდილის
მოლოდინსა და შიშში. რადგანაც თუ სიკვდილი ადამიანს შიშის შეგრძნებას ჰგვრის,
მაშინ ის კი არ ცხოვრობს, არამეს დღეებს ითვლის სიკვდილის ბოლომდე და ასე ფუჭად
გალევს ცხოვრებას. ზუსტად ოლეს არ ეშინია სიკვდილის, რომელიც წარმოდგენილია
ორი მკვლელის სახით. ის უარს ამბობს გაქცევაზე და უშიშრად, მამაცურად ხვდება
სიცოცხლის აღსასრულს.

ამგვარად, ამბავი გადმოცემულია მინიმალისტურ სტილში, ძირითადად დიალოგების


სახით, რომელთაც არ დაერთვის რაიმე სახის განმარტებები. ავტორის ენა მარტივია,
თუმცა ბევრი სიმბოლური მომენტებით, რომლებიც გვაფიქრებენ რეალურ თემებზე.
ავტორი ფაქტობრივად არ გვიხასიათებს პერსონაჟებს, არამედ ის ცდილობს მხოლოდ
მათი გარკვეული გარეგნული მახასიათებლებიდან და საქციელებიდან ჩვენ თვითონვე
გამოვიტანოთ დასკვნები. თავად შევავსოთ ის სიცარიელე, რომელიც ავტორმა განზრახ
დატოვა.

You might also like