You are on page 1of 15

კარლ მარქსი

კარლ მარქსი დაიბადა 1818 წლის 5 მაისს გერმანიის ქალაქ ტრირში. იგი იყო
გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, სოციალიზმისა და კომუნიზმის
თეორეტიკოსი. ამასთან ერთად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მან გერმანულ
ლიტერატურაში შექმნა ახალი ჟანრი. მარქსი იყო ებრაელი, რომელსაც იმის უფლება
არ მიეცა, რომ ემუშავა იურისტად და იძულებული იყო გაქრისტიანებულიყო.
სწორედ ამიტომ მარქსი გაიზარდა რელიგიურ გარემოში.

მარქსისა და ენგელსის აზრით კლასთა დაპირისპირება და მათ შორის ბრძოლა


იყო და ყოველთვის იქნება. მარქსი თავის ნაშრომში საუბრობს სოციალურ კლასებისა
და კლასობრივი ბრძოლის თეორიაზე. ყოველ ისტორიულ ეპოქაში არსებობს
გაბატონებული, დაჩაგრული კლასები. ისტორიის მთავარი და ძირითადი ძრავი
მარქსისთვის არის კლასების დაპირისპირება და სხვაობა. მარქსი და ენგელსი
ისტორიის მოცემულ გაგებას უწოდეს „ისტორიული მატერიალიზმი“. კარლ მარქსი
კლასობრივ ბრძოლას განიხილავს ბურჯუაზიისა და პროლეტარიატის კლასების
შორის დაპირისპირების მაგალითზე. მარქსის აზრით ნამდვილი რევოლუციური
კლასი მხოლოდ პროლეტარიატია. მუშათა მდგომარეობა საარსებო პირობებზე
დაბლა იწევდა მრეწველობის პროგრესთთან ერთად. ისინი ცდილობდნენ
გაერთიანებას და განხეთქილებებს, რომლებიც ბურჟუაზიაში არსებობდა,
იყენებდნენ თავიანთ სასარგებლოდ. ბურჟუაზიის წინააღმდეგ პროლეტარიატის
ბრძოლა პროლეტარიატის დღიდან იწყება, რომელსაც სარგებლის მოტანა შეუძლია
მუშებისთვის, მათ ხომ არაფერი აქვთ დასაკარგი ბორკილების გარდა. ბურჟუაზიის
ნაწილი ნელნელა ეთიშებოდა გაბატონებულ კლასს და გადადიოდა
პროლეტარიატის მხარეს.

რაც შეეხება ინდუსტრიალიზაციის შედეგებს, ბურჟუაზიასთან დაკავშირებით


რომ გავამახვილოთ ყურადღება შემდეგია, ბურჟუაზია თავდაპირველად ჩაგრულ
კლასს წარმოადგენდა, ფეოდალურ ეპოქაში, თუმცა ბაზრის გამყარებისა და მსხვილი
მრეწველობის ნიადაგზე იგი გაძლიერდა და თავად გახდა მჩაგვრელი, იგი
უარყოფდა როგორც ადამიუანურ ისე ფეოდალურ გადმონაშთებს. ბურჟუაზია
საზოგადოებრივ ვაჭრობასა და წარმოების კაპიტალს ეფუძვნება. მან ყველა
პროფესიის ადამიანი, რომელიც ასევთქვათ თავის შრომას ყიდდა თავის მუშად
აქცია. რაც შეეხება პროლეტარიატს. იგი მარქსის მიხედვით მუშათა განვითარებული
კლასია, რომელიც ვითარდება კაპიტალის განვითარებასთან ერთად. მათ შეუძლიათ
მანამდე არსებობა, სანამ სქმუშაოს შოულობენ, მათი შრომა კი კაპიტალს ზრდის.
ბურჟუაზიური საზოგადოება კაპიტალის ექსპლუატაციას დაქირავებული
მუშახელით ეწევიან. ხოლო ეს კაპიტალი მცირე ჯგუფში კომცენტრირდება,
ბურჟუაზიამ თავისუფალი ვაჭრობისას დაამყარა მრავალი ურთიერთობა მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე მრავალი კავშირი, რაც მის ინდუსტრიალიზაციასა და
კაპიტალს ზრდიდა. ის აიძულებდა ყველა ერს, რომ ბურჟუაზიული წესები
შეეთავსებინათ, რაც ბურჟუაზიურ ქცევის ცივილიზაციასთან აიგივებდა.
ბურჟუაზიამ შექმნა მრავალი ძლიერი ქალაქი და სოფელი და გაზარდა მოსახლეობა.

კომუნისტები არიან პროლეტარიატის წარმომადგენლები. უფრო ზუსტად მისი


პარტიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თუმცა პროლეტარიატის სხვა
წევრებისგან განსხვავებით გამოირჩევიან იმით, რომ დანებება არ სჩვევით. მათ
მიზავს ბურჟუაზიისთვის კაპიტალის ჩამორთმევა, მათთვის კერძო საკუთრების
წართმევა წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად კი ისინი რამდენიმე ეტაოს გადიან.
პირველი არის ის, რომ ცდილობენ ბურჟუაზიის მიერ შექმნილ მანქანა-დანადგარები
გაანადგურონ, რადგან სწორედ ეს უწევს მათ კონკურენციას და სწორედ ეს ხდება
იმის მიზეზი,, რომ ეს ადამიანები უმუშევრები რჩებიან. შემდეგ ეტაპს კი
ბურჟუაზიამდე მისვლამდე მისი მტრების ჩამოშორება წარმოადგენს. საბოლოოს,
როდესაც ბურჟუაზიის კაპიტალს ხელში ჩაიგდებენ, ისინი ამ ქონებას საერთოს
მქნიან. მარქსის თქმით „მუშა თავისი შრომით უცხო სიმდიდრეს ქმნის, რომელიც
მის დამქირავებელს ეკუთვნის და არა მის შემქმნელს“. (მარქსი,320)

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კარლ მარქსი განიხილავს ბურჟუაზიის


დადებით და უარყოფით მხარეებს, იგი ამბობს, რომ ბურჟუაზიას არ შეუძლია
არსებობა თუ რევოლუციური გარდაქმნები არ მოახდინა, მათ დაიწყეს თავისუფალი
ვაჭრობა ქვეყნებს შორის რაც ავითარებდა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.
ყოველივე ამან ხელი შეუწყო მუშათა კლასის ჩმოყალიბებას, რამაც საფუძველი
ჩუყარა ბურჟუაზიის წინააღმდეგ მებრძოლი ძლის გაძლიერებას.

კარლ მარქსის მსჯელობა, დამყარებულია ისტორიაზე, როგორც კლასობრივ


დაპირისპირებაზე ხალხთა შორის. მარქსი აკრიტიკებს კაპიტალიზმს და გვესაუბრება
კომუნიზმის არსზე, რომელშიც ხალხი თანასწორია.

,,საზოგადოების ისტორია კლასთა ბრძოლის ისტორიაა“(მარქსი 2014 73)-წერს


მარქსი.ისტორია მარქსისთვის გაიგივებულია მუდმივად მჩაგვრელ და ჩაგრულ
კლასთა შორის ბრძოლის პროცესად.მისი აზრით, ყველა ისტორიულ ეპოქაში
ადამიანთა ერთი კლასი იბრძოდა იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყო მეორე
კლასის ჩაგვრისაგან.პატრიციები და პლებეები, ბატონები და ყმები, თავისუფალნი
და მონები მუდმივად ,,ანტაგონიზმში“ იყვნენ, როგორც ამას მარქსი უწოდებს.
ბრძოლა კი მთავრდებოდა მთელი საზოგადოების რევოლუციით ან
დაპირისპირებული კლასების დაღუპვით.ერთი კლასის დამხობას მოჰყვებოდა
მეორე კლასის წარმოშობა და ის ახალი კლასი ხდებოდა მჩაგვრელი.ასე
გრძელდებოდა მუდმივად ვიდრე არ წარმოიშვა კაპიტალიზმი.

მარქსი გამოყოფს საზოგადოების ორ კლასს, ,,ორ დიდ მტრულ ბანაკს“(მარქსი 2014


74) ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს, რომლებიც უშუალოდ დაპირისპირებულნი
არიან ერთმანეთთან. ბურჟუები არიან კაპიტალისტები,დაქირავებული შრომის
მომხმარებლები(ექსპლუატატორები) ადამიანები, რომლებიც ფლობენ სამეწარმეო
იარაღს. ისინი მონობიდან ამაღლდნენ თავისუფალ ვაჭრებამდე.ისინი იყვნენ
ჩაგრული კლასის წარმომადგენლები ფეოდალიზმში და ნელ-ნელა
გათავისუფლდნენ ფეოდალური წიაღიდან.შედეგად გადაიქცნენ მჩაგვრელებად და
ჩამოყაილბდნენ ბურჟუებად იგივე კაპიტალისტების კლასად. ბურჟუები ადიდებენ
თავიანთ კაპიტალს, თანამედროვე ბურჟუაზია თავად არის ნაყოფი განვითარების
ხანრძლივი მსვლელობისა, და ბურჟუაზიის ხელშია მთელი ძალაუფლება,მისით
მიიღება მთელი საწარმოო ძალები,ვითარდება მსოფლიო და იქმნება ახალი სამყარო
,,ბურჟუაზიამ უაღრესად დიდი როლი შეასრულა ისტორიაში.ბურჟუაზიამ
წმინდანობის შარავანდედი ახადა იმ მოქმედებას, რომელსაც დღემდე საპატიოდ
თლიდნენ და მოწიწების გრძნობით
უცქერდნენ.ექიმი,იურისტი,მღვდელი,პოეტი,მეცნიერი მან სასყიდლით მომუშავე
დაქირავებულ მუშებად გადააქცია“(მარქსი 2014 75) ბურჟუაზია თავის ხატად და
მსგავსად ქმნის მთელ ქვეყანას. მეორე კლასი,პროლეტარიატი კაპიტალიზმმა და
ბურჟუაზიამ თავად წარმოშვა.პროლეტარი არის დაქირავებული მუშა, რომლის
შრომასაც იყენებს ბურჟუა პროდუქციის შესაქმნელად და შესაბამისად კაპიტალის
დასაგროვებლად.ისინი წარმოადგენენ ისეთივე სქონელს, როგორიცაა ვაჭრობის
თითოეული საგანი, რადგანაც იძულებულნი არიან გაყიდონ საკუთარი თავი. მათ არ
გააჩნიათ არანაირი საკუთრება, არანაირი კაპიტალი და არანაირი სამეწარმეო
საშუალებები. ისინი თავისი სამუშოს სანაცვლოდ იღებენ შესაბამის
ანაზღაურებას.პროლეტარიატი არის ჩაგრული კლასი ბურჯუაზიისგან. ის გადის
განვითარების სხვადასხვა საფეხურს.პროლეტარიატი მთლიანად ბურჯუაზიამ და
კაპიტალისტურმა სისტემამ წარმოშვა ხოლო კაპიტალიზმი ბურჟუაზიისგან
წარმოიშვა და მარქსი ამბობს, რომ კაპიტალიზმი მანამდე არსებული სხვა
სისტემებისგან გამორჩეული და განსხვავებულია. ის ერთადერთია, რომელსაც
შეუძლია ადამიანებს უბიძგოს ისტორიის დასასრულისკენ.ისტორიის დასასრულში
კი გულისხმობს კლასობრივი ბრძოლის დასრულებას.ისტორიის დასასრული
მარქსისთვის კომუნიზმია, იმ აზრით, რომ არანაირი კლასობრივი დაყოფა
კომუნიზმში აღარ გვხვდება და იქ გვაქვს სრული თანასწორობა.კაპიტალიზმი ასევე
განსვავებულია სხვა სისტემებისგან, რომ იგი წარმოიშვა ბურჟუაზიისგან და ასევე
მარქსისთვის კაპიტალი კარგავს თავის მნიშვნელობას, ნაცვლად პირობების
გაუმჯობესებისა პროლეტარიატისთვის,იგი პროლეტარებს საარსებო მინიმუმზე
დაბლა აყენებს. რაც უფრო მეტად იზრდება ბურჟუაზიის კაპიტალი მით უფრო
სასტიკ და გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდება პროლეტარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ
კაპიტალიზმი ერთის მხრივ იწვევს ერთი კლასის შემოსავლის გაზრდას და მეორე
მხრივ, მეორე კლასის შემოსავლის შემცირებას. კაპიტალიზმისა და ცივილიზაციის
მუდმივი გაფართოება შესაბამისად იწვევს პროლეტარიატის გაღარიბებას,რადგან
კაპიტალიზმის პროცესში იზრდება ბურჟუაზიის კაპიტალი. მარქსი აქვე ამბობს, რომ
ეს წარმოშობს სოციალურ უთანასწორობასაც, იმიტომ, რომ მარქსის მეორე
დებულებაა ,,ყოფიერება არის ის რაც განსაძღვრავს ცნობიერებას“ ამაში კი
იგულისხმება, რომ მთელი რიგი სამეწარმეო საშუალებების ცვლილება განსაზღვრავს
ეკონომიკურ სამეწარმეო ურთიერთობებს და ადამიანების შეხედულებებს და
ცნობიერების დონეს. აქედან გამომდინარე კლასს რომელსაც არაფერი არ გააჩნია
განსხვავებულია იმ კლასისგან, რომელსაც ყველაფერი გააჩნია.ეს კიდევ წარმოშობს
კლასობრივ უთანასწორობას და ეს სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა იღებს
ბრძოლის ფორმას.პროლეტარიატი იაზრებს, რომ ის არის ჩაგრული და
ექსპლუატირებული ბურჟუაზიის მიერ, ის ასევე აცნობიერებს, რომ ეს ჩაგვრა უნდა
დასრულდეს. ის იწყებს ორგანიზებას და აჯანების მოწყობას ბურჟუაზიის
წინააღმდეგ, რათა აღარ იყოს ჩაგრული და არ ჰქონდეს დაბალი ანაზღაურება. ისინი
მხედრდებიან იმიტომ, რომ იმის ნაცვლად რომ ვითარდებოდნენ მრეწველობის
პროგრესთან ერთად, პირიქით ხდება და საარსებო მინიმუმზე ეშვებიან და
სიმდიდრეს განა თავად, არამედ კერძო პირები აგროვებენ, ანუ ამ შემთხვევაში
ბურჟუები.

კაპიტალიზმი ბუნებრივი პროცესია, რომელიც მუდმივად განნვითარებაზე ფიქრობს


. ის საჭიროებს ახალი პროდუქციის შექმნას. ახალი პროდუქცია კი მარქსის
მიხედვით ვერ დამზადდება ახალი სამეწარმეო პროდუქციისა და ახალი
შესაძლებლობების გარეშე. ეს ცვლილებები მოითხოვს ბევრი ადამიანის
ჩართვასწარმოების პროცესში და ამას ისიც ემატება რომ ამ ახალი, ჭარბი
პროდუქციის მყიდველი ბურჟუაზიის გარდა არავინ არარის. ეს ჭარბი პროდუქციის
ეპიდემია აფართოებს ინდუსტრიალიზმს და ეს ნიშნავს სწორედ მეცნიერულ
პროგრესს, შემოდის ახალი ტექნიკა, და ეს კიდევ იწვევს ადამიანის შრომის
ჩანაცვლებას.კოსმოპოლიტიზმი კი გულისხმობს მსოფლიო ბაზრის წარმოქმნას და
ეროვნული თავისებურებების გაქრობას, ეს კი იმით გამოიხატება კაპიტალიზმში,
რომ ბურჟუაზია წარმოქმნის ახალ სამყაროს, აფართოებს თავის გავლენას და ეს
ყველაფერი ბუნებრივად ხდება.ეროვნული აღარ ჰქვია ეროვნულს, რადგან ის
ყველგან ვრცელდება.არც ბურჟუას და არც პროლეტარს სამშობლო აღარ
აქვთ.პროლეტარიატი ,,მანქანის უბრალო დანამატად“ იქცევა, როგორც ამას მარქსი
უწოდებს. რადგან პროლეტარების ხელმარჯვეობას ფასი ეკარგება.ეს კი იმიტომ
ხდება, რომ ნელ-ნელა ვრცელდება მანქანები, რომლებიც ანაცვლებს პროლეტარების,
შრომას. ასევე შრომის დანაწილებაც აღარაა აქ საჭირო და ის ანაზღაურება რასაც
პროლეტარი იღებდა აქამდე მცირდება და მანამდე თუ ძლივს კმაროდა
სასიცოცხლოდ, ახლა საერთოდ მინიმუმზე დავიდა ეს არის მისი აჯანყების ერთ-
ერთი მიზეზიც,მისი შრომა აღარავის სჭირდება, რადგან ის ვერ ახერხებს ისე
სწრაფად შეასრულოს საქმე, როგორც ამას მანქანა აკეთებს,ის მხოლოდ მანქანის
დამხმარე პირად იქცა.

ბურჟუაზიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა სავაჭრო კრიზისები, რომლებიც


ამრავლებს პროლეტარიატს. როდესაც ბაზარი თავისუფალია, წამროიშობა
ბუნებრივი კონკურენცია, ანუ სავაჭრო კრიზისები. მარქსის მიხედვით ინდუსტრიის
განვითარება იწვევს პროლეტარიატის გამრავლებას,ხოლო სავაჭრო კრიზისები ჭარბი
წარმოების ეპიდემიაა,ჭარბი პროდუქცია ხასიათდება ნაკლები მომხმარებლით. ეს
იმიტომ რომ საზოგადოებას აქვს ზედმეტად ბევრი ცივილიზაცია, ბევრი საშუალება,
რაც არსებობისთვისაა საჭირო და დიდი რაოდენობით ვაჭრობა. მარქსის აზრით,
პროლეტარიატის კლასად ჩამოყლიბება საჭიროა, რადგან მას გაუმარტივდეს
ბურჟუაზიასთნ ბრძოლა და ასევე საჭიროა პროლეტარების გაერთიანება
კომუნისტებთან. კომუნისტები იცავენ პროლეტარების ინტერესებს მათ ესმით
პროლეტარული მოძრაობის წესები და შედეგები.მარქსისავე შეხედულებით,
პროლეტარები და კომუნისტები ერთმანეთს ავსებენ და საერთო ძალებით
ცდილობენ ბურჟუაზიის დამხობას.

კომუნისტები არიან მუშათა პარტიის ყველაზე გამბედავი ნაწილი, რომლებიც


ეხმარებიან პროლეტარიატს კლასად ჩამოყალიბებაში. მათი მიზნებია
პროლეტარიატის კლასად ჩამოყალიბება, ბურჟუაზიის ბატონობის დამხობა და
.პოლიტიკური ძალაუფლების დაპყრობა პროლეტარების მიერ. კომუნისტები
აძლევენ პროლეტარებს იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დაეხმარება მათ
კომუნისტურ პარტიად ჩამოყალიბებაში, შემდეგ ეს კომუნისტური პარტია იბძვის,
რათა მოიპოვოს პოლიტიკური ძალაუფლება რევოლუციის გზით ანუ დიქტატურის
გზით, რაც ნიშნავს, რომ პროლეტარიატმა, როგორც გაბატონებულმა კლასმა
დიქტატურის პირობებში ჩამოართვას ბურჟუაზიას კაპიტალი და სამეწარმეო
საშუალებები, შემდეგ კი ამ ორი რამის ცენტრალიზება მოახდინოს სახელმწიფოს
ხელში.ამისთვის კი აუცილებელია მოხდეს მუშათა რევოლუცია,რის შედეგადაც
დაჩქარდება ბურჟუაზიის გაქრობა და გაქრება კლასობრივი ბრძოლაც.მუშათა
რევოლუციის პირველ ეტაპზე აუცილებელია პროლეტარიატის გადაქცევა
გაბატონებულ კლასად და დემოკრატიის მოპოვება ბრძოლით.ის თავისი ბატონობით
შეძლებს ნელ-ნელა გამოაცალოს ბურჟუაზიას კაპიტალი, მოახდინოს წარმოების
იარაღების ცენტრალიზაცია სახელმწიფოს ხელში და გაამრავლოს მწარმოებლურ
ძალთა ჯამი.ამ ყველაფრის შედეგად მოისპობა ბურჟუაზიული საკუთრება და
დარეგულირდება ბაზარი.

კომუნისტებს აბრალებდნენ, რომ მათ მოსპეს პირადად, საკუთარი შრომით


მოპოვებული საკუთრება, რომელიც საფუძველია პირადი თავისუფლების,
მოქმედებისა და თავვისთავადობის, თუმცა ამას მარქსი არ ეთანხმება და ამბობს, რომ
მრეწველობის განვითარებამ მოსპო იგი.მარქსი აქვე ამბობს, რომ არც პროლეტარის
შრომა უქმნის საკუთრებას ბურჟუაზიას, ის ქმნის საკუთრებას, რომელიც
დაქირავებული შრომის გამოყენებას ეწევა და იმ შემთხვევაში შეიძლება
გაფარდოვდეს, როდესაც წარმოიქმნება ახალი დაქირავებული შრომა, ხელახალი
ექსპლოატაციისთვის. ბოლოს კი მარქსი ამბობს რომ კაპიტალი არა პირადი, არამედ
საზოგადოებრივი ძალაა.მანიფესტში ყურადღება გამახვილებულია კერძო
საკუთრების მოსპობაზე,რადგან იგი კომუნისტების თეორიაა.ეს,წარმოადგნს
კომუნიზმის განმასხვავებელ ნიშანს,ოღონდ აქ საუბარია,, ბურჟუაზიული კერძო
საკუთრების“ მოსპობაზე.მარქსი წერს, რომ კაპიტალიზმში ვინც შრომობს არაფერს
იღებს სარგებელს და ვინც არ შრომობს ის იძენს საკუთრებას. ხოლო პროლეტარიატი,
რომელიც საკუთრებას ვერ აგროვებს მომავალში თავის პოლიტიკურ ძალაუფლებას
ბურჟუაზიის საკუთთების მოსასპობად გამოიყენებს. მარქსისთვის ეკონომიკური
ძალაუფლება ნიშნავს პოლიტიკურ ძალაუფლებას და მიაჩნია, რომ აუცილებელია
მოხდეს სახელმწიფოს ხელში მთელი კაპიტალისა და ძალაუფლების
ცენტრალიზაცია, რათა დარეგულირდეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და
ბაზარი.

მარქსი ფიქრობს, რომ სინამდვილეში პროლეტარიატი რევოლუციით საკუთარ


თავსაც, როგორც კლასს აუქმებს, რაგანაც კაპიტალიზმმა და ბურჟუაზიამ წარმოშვა
პროლეტარიატი, რომელიც დაამხობს და გაანადგურებს თავად
ბურჟუაზიას.,,იარაღი,რომლითაც ბურჟუაზიამ ფეოდალიზმი დაამხო, ახლა თვით
ბურჟუაზიისკენ მიიმართება“(მარქსი 2014 79) და ამის შედეგადვე მოისპობა
კლასობრივი უთანასწორობა. პროლეტარიატი თავისი დიქტატურითა და
რევოლუციით აუქმებს არა მხოლოდ ბურჟუაზიას ამავდროულად იდეურად აუქმებს
თავის თავსაც, როგორც პროლეტარიატს.ანუ თუ განადგურდება კლასი, რომელიც
ჩაგრავს შესაბამისად ის კლასი, რომელიც იჩაგრებოდა აღარ იქნება ჩაგრული. ეს
ნიშნავს, რომ აღარ იარსებებს ორი კლასი და ამ ორივე კლასის დამხობით
პროლეტარიატი საკუთარ თავს, როგორც მცნებას აუქმებს. პროლეტარიატს არაფერი
აქვს დასაკარგი საკუთარი ბორკილების გარდა,. ამაში იგულისხმება ის, რომ ისინი
არიან უბრალო მონები, მუშები, პროლეტარები, რომელთაც არაფერი არ გააჩნიათ და
ერთადერთი რასაც დაკარგევენ ესაა თავისუფლება,სწოედ ამიტომ პროლეტარიატს
არაქვს არანაირი რისკი და საფრთხე იმისა უღირს თუ არა რევოლუცია ამიტომაც ის
ფორმირდება კომუნისტურ პარტიად და ამკვიდრებს პროლეტარიატის დიქტატურას.
კარლ მარქსის ნაშრომი „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ ძირითადად ეხება
კლასობრივ საზოგადოებას. ავტორი ნათლად აღწერს პროცესს თუ როგორ ჩაანაცვლა
ბურჟუაზიამ ფეოდალური კლასი. ეს ნამდვილად არ ყოფილა ადვილი, მაგრამ
ბურჟუაზიამ ისეთ ძლიერებას მიაღწია, რომ ნელ-ნელა განდევნა ისედაც
დასუსტებული ფეოდალური კლასი.

ამერიკისა და აფრიკის გარშემო მიმავალმა საზღვაო გზების აღმოჩენამ კი მეტად


შეუწყო ხელი ბურჟუაზიის გაძლიერებას. ასევე დაიწყო კოლონიებთან
გაცვლაგამოცვლა, რამაც განავითარა ისეთი პროცესები, რაც მანამდე ან არ
არსებობდა, ან ძალიან მცირე რაოდენობით იყო. მაგალითად: ვაჭრობა, ნაოსნობა,
მრეწველობა. ამან ბიძგი მისცა რევოლუციური პროცესების განვითარებას, ისედაც
დაშლის პროცესში მყოფ ფეოდალურ საზოგადოებაში. ასევე ბაზრების სწრაფმა
განვითარებამ დაასუსტა ფეოდალური კლასი, ვინაიდან მათ უკვე აღარ შეეძლოთ
დაეკმაყოფილებინათ ბაზარზე არსებული მოთხოვნა. ერთი სიტყვით, ისინი აღარ
შეეფერებოდნენ განვითარებულ მწარმოებლურ ძალებს. ნაცვლად ხელშეწყობისა,
აფერხებდნენ წარმოებას, რამაც ბორკილებად აქცია ისინი და საჭირო გახდა ამ
ბორკილების განადგურება. „ისინი აფერხებდნენ წარმოებას, ნაცვლად იმისა, რომ
განევითარებინათ იგი.ისინი მის ბორკილებად იქცნენ. ისინი უნდა
დამსხვრეულიყვნენ და დაიმსხვრნენ კიდეც.“ (შთა.მარქსი.2017.330) ამის
პარალელურად კი ვხედავთ, რომ ბურჟუაზია წარმოუდგენლად ვითარდება და
აღებმიცემის წესში მთელ რიგ გადატრიელებებს ახდენს. ბურჟუაზიის განვითარების
ყოველ ეტაპს კი თან ახლდა პოლიტიკური წარმატებებიც, რამაც ფეოდალური
კლასის არსებობისას დაჩაგრული წოდების წარმომადგენლები ბატონებად აქცია.
სწორედ, ამ პროცესების განვითარებამ შეუწყო ხელი ფეოდალური კლასის
ჩანაცვლება ბურჟუაზიით.

ამის შემდეგ იქმნება პროლეტარიატი, ანუ თანამედროვე მუშების გაერთიანება.


ისინი განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადიან,მაგრამ თავიდანვე იწყებენ ბრძოლას
ბურჟუაზიის წინააღმდეგ,რაც მათი გაერთიანების ძირითად მიზეზს წარმოადგენს,
ამიტომაც ერთმანეთთან არ აქვთ სახარბიელო დამოკიდებულება. ისინი მუდამ
დაპირისპირებულ მხარეებად რჩებიან. პროლეტარები ანადგურებენ თანამედროვე
იარაღებს და ცდილობენ შუა საუკუნეების მუშის დაკარგული მდგომარეობა
აღადგინონ, რაც მეტად ამწვავებს მდგომარეობას პროლეტარიატსა და ბურჟუაზიას
შორის. „ისინი ამტვრევენ მანქანებს, ცეცხლს უკიდებენ ფაბრიკებს, ცდილობენ

აღადგინონ შუა საუკუნეების მუშის დაკარგული მდგომარეობა.“


(შთა.მარქსი.2017.332)
დაპირისპირების მიზეზი კი ის არის, რომ ეს ორი კლასი ერთმანეთის
კონკურენტია. ბურჟუაზიას ნელ-ნელა შემოაქვს სამუშაო ინსტრუმენტები,
რომლებიც ანაცვლებენ ადამიანის შრომას, ამიტომაც მუშათა კლასის
წარმომადგენლების სამუშაო მცირდება. მუშათა ხელმარჯვეობას ფასი ეკარგება
ახალი წესების გამო. ისინი მხოლოდ მანქანების უბრალო დანამატები ხდებიან.
ასრულებენ ერთფეროვან და ძალიან ადვილ სამუშაოებს. ვინაიდან იკლებს სამუშაოს
ოდენობა, ხარჯები, რომლებიც შრომის საზღაურია საგრძნობლად მცირდება და
წარმოადგენს მხოლოდ არსებობის მინიმუმს, რაც აუცილებელია ადამიანის
გადარცენისთვის და მისი მოდგმის განსაგრძობად. სწორედ, ესაა მთავარი მიზეზი
პროლეტარებისა და ბურჟუაზიის დაპირისპირებისა. „პროლეტარების შრომამ,
მანქანების გავრცელებისა და შრომის გადანაწილების გამო, სრულიად დაჰკარგა
თავისთავადი ხასიათი. მუშა მანქანის უბრალო დანამატად იქცა.“
(შთა.მარქსი.2017.331)

მარქსის აზრით, გამოსავალი მხოლოდ ერთია. უნდა მოისპოს კლასობრივი


განსხვავება. ამ დროს საჯარო ზალაუფლება დაკარგავს თავის პოლიტიკურ ხასიათს,
ანუ აღმოიფხვრება ერთი კლასის ორგანიზებული ძალადობა მეორე კლასის
წინააღმდეგ. ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, სასიკეთო იქნება საზოგადოებისათვის,
რადგანაც შეწყდება გაუთავებელი დაპირისპირება და კონკურენცია კლასებს შორის,
რის შემდეგაც შეიქმენაბ რაიმე ასოციაცია, რომელიც თავისუფლებისა და
განვითარების გარანტი გახდება. „ზველი ბურჟუაზიული საზოგადოების ადგილს
მისი კლასებით და კლასობრივი დაპირისპირებით იკავებს ასოციაცია, სადაც
თვითეულის თავისუფალი განვითარება ყველას თავისუფალი განვითარბის
პირობაა.“ (შთა.მარქსი.2017.345)

კარლ მარქსი გახლავთ ფილოსოფოსი, მეცნიერი, პოლიტიკური ჟურნალისტი და

პროლეტარული მოძრაობის იდეის სულისჩამდგმელი. სწორედ მარქსია ავტორი

ძალზედ მნიშვნელოვანი ეპოქალური ნაშრომისა „კომუნისტური პარტიის

მანიფესტი „, სადაც განხილულია ბურჟუაზიისა და

პროლეტარიატისურთიერთობანი.

კარლ მარქსი იყო სწორედ ის პიროვნება რომელმაც თქვა რომ იმდროინდელ

კაპიტალიზმს ჩაანაცვლებდა კომუნიზმი. მარქსი ამბობდა რომ უნდა


ჩომოყალიბდეს ისეთი სახელმწიფო წყობა სადაც არ იარსებებს კლასები და

თითოეული მოქააქე თანასწორი იქნება, ის უარყოფს ოჯახის ცნებას და ამბობს

რომ ოჯახები უნდა მოისპოს.

ერთ-ერთი მთვარი მიზეზი რითაც უკმაყოფილო იყო კარლ მარქსი იყო ის რომ

ბურჟუაზიამ დაამყარა კლასობრივი მმართველობის ფორმა.რითიც მან დაამცირე

მუშები და შეუზღუდა უფლებები.

ავტორი ხაზს უსვამს ასევე კერძო საკუთრების არსებობის საკითხს. იგი მიიჩნევს

რომ მეტად მიზანშეწონილი იქნება თუ მთელი საწარმოო სადავეები

საზოგადოების ხელში იქნება. ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა ბრძლა, აჯანყებები,

რევოლუციები ... მისი თქმით „ მხოლოდ პროლეტარიატია ნამდვილი

რევოლუციური კლასი.1 „

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარქსის თქმით კომუნიზმი საწინდარია

საზოგადოებაში პიროვნების როლის ზრდის. ისინი ამ ყველაფრით დაკარგავენ

მხოლოდ ბორკილებს და შეიძენენ მთელ ქვეყნიერებას.

კარლ მარქსი ასევე კრიტიკულად უყურებს ეროვნულობისა და სამშობლოს

არსებობის იდეას. იგი აღნიშნავს, რომ პროლეტარიატი სხვადასხვა ქვეყნის მუშთ

გაერთაინებაა, რომელმაც უნდა მოახდინოს რევოლუცია ბურჟუაზიის

წინააღმდეგ. სწორედ ერთობლლივი ბრძლაა გამოსავალი ყველანაირი

განსაცდელიდან.

არსებული რეფორმების გაუქმება - სწორედ ეს იყო პროლეტარების მთავარი

მიზანი. ისინი იბრძიდნენ თითოეული მოქალაქის თანაბარუფლებიანობითვის.

ადამიანის უფლებების შელახვა იყო სწორედ ერთ-ერთი მთვარი მიზეზი

კომუნისტურ რეჟიმზე გადასვლისა.

კერძო საკუთრების გაუქმება მათი ერთ-ერთი მთვარი მოთხოვნა იყო, ისინი

ნათლად აცხადებდნენ რომ სურდათ მოესპოთ კერძო საკუთრებები. ამბობდნენ

რომ: „ კომუნიზმი არავის არ ართმევს საზოგადოებრივი პროდუქტების


მესაკუთრეობის შესაძლებლობას, იგი მხოლოდ იმის შესაძლებლობას ართმევს,

რომ ამის მისაკუთრების შემწეობით დაიმონონ სხვისი შრომა.“2

ცხადია ადამიანის ცხოვრება მხოლოდ მშრალი და ცარიელი ცხორება არ არის.

აქედან შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე რომ კომუნიზმი ყველანაირად

გამოუსადეგარი და უშედეგო იქნებოდა.

ერთი შეხედვით შეიძლება კარლ მარქსის მსჯელობა ყველასთვის სამართლიანი

და მისაღები ჩანდეს, თუმცა მე სრულებით არ ვეთნხმები მას. მიმაჩნია რომ

სამშობლო, ეროვნება, ოჯახი თითოეული მოქალაქის მნიშვნელოვანი

ფასეულობაა. ვთვლი , რომ არარეალურია ჩამოაყალიბო და შექმნა სახელმწიფო

სადაც არ იარსებებს კერძო საკუთრება, კლასობრივი სხვაობა, ოჯახები ...

ნებისმიერ სახელმწიფოში უნდა იყოს ცალკეული კლასები და ოჯახები. მათი

ერთმანეთთან შეთნხმებული მუშაობა საწინდარია ქვეყნის წინსვლისა და

განვითარების. დიახ უნდა იყოს კერძო საკუთრება რათ მოხდეს იქ სხვისი შრომის

გამოყენება. ეს ყველაფერი ერთმანეთზე დმაოკიდებული აუცილებლობებია

რომელთა დარღვევა და დაშლა მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება.

რაც შეეხება ოჯახთან დაკავშირებულ საკითხს, დღეანდელ რეალობაში მისი

როლი ატანდათნ სუსტდენა და კნინდება. რამდენად არასასიამოვნოც არ უნდა

იყოს რეალობას ვერ გავექცევით ეს ყველაფერი თნამედროვე ცხოვრების

განუყოფელი ნაწილია და არანაირი საერთო არ აქვს მარქსის მოსაზრებებთნ და

მიზნებთან.

საბჭოთა კავშირი იყო პერიოდი როდესაც ყველაფერი გაჩერდა, ყველანაირი

მისწრაფება რისკენაც კი იბრძდნენ სახელმწიფოები განადგურდა ძლადობრივი

გზით, მთელი საუკუნის განმავლობაში ხდებოდა ერთი ადგილის ტკეპნა.

კომუნიზმი იყო ძლადობრივი რეჟიმი და საბოლოოდ ისიც დაიშლა.


მარქსიზმი - ეს პოლიტიკური მიმდინარეობა, სწორად კარლ მარქს უკავშირდება. ის
იყო გერმანელი ფილოსოფოსი, კომუნიზმის თეორეტიკოსი, სოციოლოგი,
რევოლუციონერი, კომუნისტი და ასევე ეკონომისტი.

ბურჟუაზები წარმოადგენდნენ ადამიანთა იმ ფენას რომლებიც ეწეოდნენ ვაჭობას და


მეწარმეობას და აგრეთვე იყენებდნენ დაქირავებულ მუშებს. ბურჟუაზების მეორე
ნაირი მნიშვნელობა კი ასეთია - კაპიტალისტური საზოგადოების გაბატონებული
ფენა, რომელიც ფლობს დაქირავებული შრომის გამოყენების უფლებას. მარქსი ასე
განმარტავს ბურჟუაზიას ; გაბატონებული კლასი, რომელსაც მიაჩნია, რომ შეუძლია
მართოს სამყარო.

ყოველთვის არსებობდა სამყაროში ისეთი კატეგორიები როგორებიცაა : დაჩაგრული


და გაბატონებული ფენა. ბურჭუაზები თავიდან დაჩაგრულ ფენას წარმოადგენდნენ,
მაშინ როდესაც ფეოდალები იყვნენ გაბატონებულნნი. დროთა განმავლობაში მათ
შეძლეს გაძლიერება და ფეოდაური წყობის განადგურების შემდეგ თავად
გაბატონდნენ. ბურჟუაზიული საზოგადოება დამყარებულია ვაჭრობასა და
წარმოებაზე და ამის ფონზე მათ ყველა ადამიანი მიუხედავად მათი პროფესიისა
აქციეს თავიანთ მუშებად. ბურჟუაზიამ ვაჭრობის ხარჯზე დაამყარა კავშირი სხვა
ერებთან, რადგან ზოგჯერ საჭირო ხდებოდა სხვა ქვეყნიდან პროდუქტის შემოტანა,
იქიდან გამომდინარე რომ თავითან ქვეყანას არ გააჩნდა იმის რესურსი რომ
ეწარმოებინა ეს პროდუქტი. ასევე აიძულებდნენ სხვა ქვეყნებს, რომ ვაჭრობის და
წარმოების ბურჟუაზიულ წესს დამორჩილებოდნენ თუ არ სურდათ განადგურება.
მარქსის თქმით ბურჟუაზების ამ პოლიტიკამ წარმოშვა უზარმაზარი ქალაქები და
სოფლები, გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობაც, მათ სეთი საწარმო ძალები შექმნეს
როგორიც არ შეუქმნია მანამდე არც ერთ წარსულში მყოფ თაობას. მარქსის თქმით :
„ბურჟუაზიამ უაღრესად რევოლუციური როლი შეასრულა ისტორიაში“1

ამ განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა პროლეტარიაც. ისინი იყვნენ


თანამედროვე მუშები, რომელთა წარმოშობაც ბურჟუაზიამ განაპირობა.
პროლეტარები წარმოადგენდნენ ერთგვარ იარაღს ბურჟუაზთათვის, იარაღს
რომლითაც თავის დროზე ფეოდალური ფენა დაამხეს. რამდენადაც ვითარდებოდა
ვაჭრობა და წარმოება მით უფრო ძლიერდებოდნენ პროლეტარები. პროლეტარების
რიგებს განეკუთვნებოდნენ

ხელოსნები, რანტიერები, ვაჭრები და გლეხები. მათი არსებობა დამოკიდებული იყო


სამუშაოზე, თუმცა დროთა განმავლობაში გარკვეული მიზეზების და გამო
მცირდებოდა მათი ხელფასები, რის გამოც მათ უკვე საკუთარი თავით ვაჭრობა
უწევდათ. მუშათა კლასში აღარ წარმოადგენდა მნიშვნელოვან კრიტერიუმს სქესი და
ასაკი, რასაც შეიძლება პროტესტი გამოეწვია. მარქსის თქმით სწორად
პრელეტარიანთა კლასი იყო ის ვისაც შეეძლო დაპირისპირებოდა ბურჟუაზიულ
ფენას.

კომუნიზმი, ეს არის საზოგადოებრიი წყობის ერთ-ერთი მაგალითი. მისი


საზოგადოებრივ-პოლიტიკური იდეოლოგია მდგომარეობს იმაში რომ
საზოგადოების საკუთრებაში უნდა იყოს ხელისუფლებაც და თავად საზოგადოების
კეთილდღეობაც. ეს არის საზოგადოება სადაც არ არსებობს კლასები და ფენები,
სადაც ყველა შრომობს შესაძლებლობებიდან გამომდინარე. რითი განირჩევიან
კომუნისტები პროლეტარებისგან ? „ კომუნისტები წარმოადგენენ ყველა ქვეყნის
მუშათა პარტიების ყველაზე გამბედავ, მოძრაობისადმი მუდამ წინ წამბიძგებელ
ნაწილს “2 კომუნისტები ნებისმიერ შემთხვევაში პრიორიტეტს საკუთარ ინტერესებს
ანიჭებენ და აყენებენ წინა ფლანგზე, თუნდაც ეს ინტერესი ეწინააღმდეგებოდეს
ეროვნულ ინტერესს. ისინი იაზრებენ ამ ქმედებას და ესმით თუ რა შედეგი შეიძლება
მოჰყვეს მათ გადადგმულ ნაბიჯებს.

გერმანელი ფილოსოფოსი,ეკონომისტი ასევე სოციალიზმისა და კომუნიზმის


თეორიტიკოსი კარლ მარქსი დაიბადა 1818 წლის 5 მაისს. საკმაოდ რელიგიურ
ოჯახში შესაბამისად, ავტორმა ბავშვობა რელიგიურ გარემოში გაატარა. მისი ნაშრომი
„კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ იმდენად ცნობილი და პოპულარი გახდა, რომ
XIX-XX საუკუნეებში ჩამოყალიბდა მარქსიზმი, ყველაზე გავლენიანი თეორიული
დისკურსი და პოლიტიკური მიმართულება. მიუხედავად ნაშრომის პოპულარობისა
იგი მაინც მოყვა კრიტიკის ქარცეცხლში, რადგანაც როგორც ვიცით კომუნიზმი
ძირითადად საბჭოთა კავშირთან ასოცირდება.

ავტორი ნაშრომის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ საზოგადოების ისტორია, კლასთა


ბრძოლის ისტორიას წარმოადგენს. მისი თქმით ხალხი მუდამ სხვადასხვა კლასებად
იყო დაყოფილი რის გამოც ისინი მალულად თუ ცხადად ერთმანეთთან მუდმივ
შეუჩერებელ ბრძოლას ეწეოდნენ , რაც საბოლოოდ ან რევოლუციით, ან კიდევ
კლასთა საერთო დაღუპვით სრულდებოდა. სწორედ ასეთი ბრძოლის გზით
გამოვიდა ბურჟუაზია ფეოდალური საზოგადოების წიაღიდან შეძლო სხვადასხვა
უფლებების მოპოვება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი პროდუქციის
წარმოება. ამ ყველაფერს მან ყოველგვარი ფეოდალურის მოსპობის გზით მიაღწია
„სადაც კი ბურჟუაზიამ ბატონობას მიაღწია, ყველგან დაანგრია ყველა ფეოდალური,
პატრიარქალური, იდილიური ურთიერთობანი“ (მარქსი,327) თუმცა, მიუხედავად
ამისა ავტორი აღნიშნავს, რომ ბურჟუაზიის ეპოქაში ღირსშესანიშნავი ცვლილებები
არ მომხდარა, პირიქით მან ძველ კლასებს ახალი კლასები შემატა და ბრძოლისა და
ჩაგვრის ახალი პირობები შექმნა.
როგორც ვხედავთ ავტორს საკმაოდ განსხვავებული შეხედულება აქვს
ბურჟუაზიაზე, თუმცა არამარტო მასზე იგი ასევე განსხვავებულად საუბრობს
კაპიტალისტსა და კაპიტალზე. ის ამბობს, რომ კაპიტალი საზოგადოებრივი ძალაა
რადგან ის დაქირავებული შრომის შედეგადაა მოპოვებული, შესაბამისად კაპიტალი
ვერანაირად ვერ იქნება საკუთარი.ხოლო კაპიტალისტად ყოფნა, ავტორთან
წარმოებაში საზოგადოებრივი მდგომარეობის დაკავებას ნიშნავს. მიუხედავად იმისა,
რომ ბურჟუაზიამ შეძლო ფეოდალური წნეხისაგან გათავისუფლება მან ისე, რომ არც
კი იაზრებდა არამარტო საკუთარი ხელით შექმნა თვითგამანადგურებელი იარაღი,
არამედ მან ხელი შეუწყო იმ ადამიანების წარმოქმნასაც რომლებიც საბოლოოდ ამ
იარაღს მისკენ მიმართავენ. ეს ადამიანები არიან თანამედროვე მუშები ანუ
პროლეტარები. პროლეტარები არიან ხალხი, რომლებიც მანამდე არსებობენ სანამ
მათ შეუძლიათ სამუშაოს შოვნა და რომლებიც პირველად განიცდიან და გრძნობენ
ბაზრის რყევას, შესაბამისად ისინი ყველანაირად ბურჟუაზიაზე არიან
დამოკიდებული და ხვდებიან, რომ თუ მათ არ დაამხობენ ვერც უფლებებს ვერ
მოიპოვებენ და ვერც ფეხზე ვერ დადგებიან. ამიტომაც ავტორის აზრით საბოლოოდ
ისინი აჯანყდებიან და დაამხობენ ბურჟუაზიას, რითაც მოიპოვებენ თავისუფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მკითხველმა შეიძლება კომუნისტი და


პროლეტარი ადამიანი ერთმანეთს მიამსგავსოს ავტორი ნათლად გვიჩვენებს მათ
შორის არსებულ განსხვავებაზე, კერძოდ მისი თქმით პროლეტარი მხოლოდ
გარკვეული კლასის უფლებების დაცვაზე ფიქრობს და ზრუნავს, ხოლო კომუნისტი
იცავს მთლიანად ყველას ინტერესებს განურჩევლად რასისა. ასევე ავტორი ამბობს,
რომ კომუნიზმი ეს არის ისეთი სისტემა, რომლის დროსაც ყველა ადამიანი
თანასწორია სოციალურად, არ არსებობს არანაირი კლასობრივი დაყოფა და არც
საკუთარი კაპიტალის ცნება რადგან როგორც ზევით ვახსენე ავტორის თქმით
კაპიტალი არის საზოგადოებრივი ძალა და ის არავის საკუთრებას არ წარმოადგენს.
სწორედ ასეთ შეიძლება ითქვას უნაკლო სისტემად გვიხატავს ავტორი კომუნიზმს,
თუმცა დღევანდელ კუბას და ჩრ.კორეას თუ შევხედავთ შეგვიძლია თამამად ვთქვათ
რომ ეს სისტემა საკმაოდ ბევრ ნაკლს შეიცავს

კარლ მარქსი იყო გერმანელი ფილოსოფოსი როემლიც დაიბადა 1818 წელს. იგი იყო
ეკონომისტი ასევე სოციალიზმისა და კომუნიზმის თეორეტიკოსი. სწორედ კარლ
მარქსის დამსახურებაა XIX-XX საუკუნეების ყველაზე გავლენიანი თეორიული და
პოლიტიკური მიმართულება მარქსიზმი. იგი დაიბადა გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში
ტრირში. მარქსმა ბავშობა გაატარა რელიგიურ გარემოში რადგან ის
პროტესტანტული ქრისტიანული ოჯახიდან იყო. მან სკოლის დამთავრების შემდეგ
სწავლა განაგრძო ჯერ ბონის უნივერსიტეტში ხოლო შემდეგ ბერლინის
უნივერსიტეტში. იგი სწავლობდა სამართალს, ისტორიასა და ფილოსოფიას.

მარქსი საუბრობს იმაზე თუ რა არის ბურჟუაზია. მარქსის აზრით ბურჟუაზიას


წარმოადგენდა ის ფენა რომელიც იყო დაკომპლექტებული ვაჭრებით მეწარმეებით
და მათით ვინც იყენებდნენ დაქირავებულ მუშებს. ბურჟუაზიას აქვს ასევე
მეორენაირი მნიშვნელობა. მეორენაირი ახსნის მიხედვით ბურჟუაზიაში მოისაზრება
კაპიტალისტური საზოგადოების გაბატონებული ფენები. ამ ფენას ჰქონდა უფლება
გამოეყენებინა დაქირავებული შრომა ანუ დაექირავებინა მუშა ხელი რათა ამ მუშა
ხელს შეესრულებინა გარკვეული სამუშაო ეს იქნებოდა მიწათმოქმედება მეწარმეობა
თუ სხვა რამ. მარქსის აზრით ბურჟუაზია არის ის ფენა რომელსაც შეუძლია იყოს
გაბატონებული ფენა და ამ ფენამ მართოს სრულიად სამყარო. ბურჟუაზები თავიდან
დაჩაგრული ფენა იყო იმიტომ რომ გაბატონებულები იყვნენ ფეოდალები. დროთა
განმავლობაში ბურჟუაზებმა შეძლეს გაენადგურებინათ ფეოდალიზმი და თვითონ
გაბატონდნენ. ბურჟუაზია დამყარებულია ვაჭრობაზე და მეწარმეობაზე სწორედ
ამიტომ ბურჟუაზებმა შეძლეს ყველა პროფესიის ადამიანი გამხდარიყო მათი მუშა.

მარქსი ასევე საუბრობს იმაზე თუ რა არის პროლეტარიატი და გვიხწერს მას.


პროლეტარიატი დამოკიდებულია ბურჟუაზიაზე სწორედ ბურჟუაზიის
განვითარებამ შეძლო პროლეტარიატის განვითარებაც რადგან პროლეტარიატს
წარმოადგენენ თანამედროვე მუშები და ისინი წარმოადგენდნენ ბურჟუაზების ერთ-
ერთ უმნიშვნელოვანეს იარაღს. სწორედ ამ იარაღით დაამხეს ბურჟუაზებმა
ფეოდალური ფენა. პროლეტარების განვითარება დამოკიდებული იყო ბურჟუაზიაზე
ანუ იმაზე თუ რამდენად განვითარდებოდა ვაჭრობა და წარმოება. პროლეტარების
ფენას ეკუთვნოდნენ: გლეხები, ხელოსნები, რანტიერები და ვაჭრები. დროთა
განმავლობაში პროლეტანტები იძულებულები გახდნენ თავიანთი თავით ევაჭრათ
რადგან მათი არსებობა დამოკიდებული იყო სამუშაოზე ხოლო დროთა
განმავლობაში მათი ხელფასები მცირდებოდა რის გამოც მათ დამოუკიდებლად
უწევდათ თავიანთი ჯაფის გაყიდვა. მარქსის აზრით მხოლოდ პროლეტანტებს
შეეძლოთ დაპირისპირებოდნენ ბურჟუაზებს რადგან პროლეტანტების აჯანყების და
ხელის გაუნძრევლობის შემთხვევაში ბურჟუაზები მშრალზე რჩებიან.

მარქსი კლასთა ბროძოლას განიხილავს პროლეტანტებისა და ბურჟუაზების


დაპირისპირების მაგალითზე. იგი აყალიბებს კლასობრივ ბრძოლას რომლის
მიხედვითაც მსოფლიოში არსებობდნენ გაბატონებული და ჩაგრული კლასებიდა
ესენი არიან: მონები და თავისუფლები, პლებეები და დაპატრიციები.

მარქსი საუბრობს საზოგადოების ერთ-ერთი წყობილების კომუნიზმის შესახებ.


კომუნიზმის არსი მდგომარეობს იმაში რომ მოსახლეობის კეთილდღეობა და
ხელისუფლება უნდა იყოს საზოგადოების ხელში. ამ წყობილების დროს არ არსებობს
მოსახლეობის ფენებად და კლასებად დაყოფა. ამ წყობაში შრომობს ყველა ვისაც
შეუძლია შეძლებისდაგვარად. ერთი შეხედვით კომუნისტები და პროლეტანტები
ჰგვანან ერთმანეთს მაგრამ ისინი განირჩევიან. კომუნისტები პრიორიტეტეს ანიჭებენ
საკუთარ შეხედულებებს და იცავენ მას იმის და მიუხედავად ეწინააღმდეგება ეს თუ
არა ეროვნულ ინტერესს. ისინი თავიანთ პრინციპებს აყენებენ წინა ფლანგზე მაგრამ
იაზრებენ კიდევაც ამას თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ ქმედებას.

You might also like