You are on page 1of 31

იმანუელ კანტი

ისტორიული მოვლენა, რომელიც უკავშირდება ტრადიციულ

საზოგადოებიდან თანამედროვეზე გადასვლას სამ ძირითად განზომილებას

მოიცავდა. პირველი, ეს იყო მეცნიერული აღმოჩენების რწმენა და დაყრდნობა უკვე

არსებულ მეცნიერულ პროგრესზე, სადაც დიდი როლი ითმაშეს ნიუტონმა და

გალილეომ. მათი აზრით , მეცნიერებას ჰქონდა დიდი ძალა, რომ გარდაექმნა

საზოგადოება. მეორე განზომილება მოიცავდა პოლიტიკას, რომელიც გულისხმობდა

ცალკეული ადამიანების მეტ თავისუფლებასა და ადამიანთა შორის მეტ

თანასწორობის დამყარებას. ხოლო რაც შეეხება მესამე განზომილებას ეს უკვე იყო

რელიგიის კრიტიკა, სადაც მე-18 საუკუნის განმანათლებლობაში დაიწყო

გაანალიზება უკვე არსებული რელიგიური ტრადიციებისა.

იმანუელ კანტის შეხედულება და მოსაზრება თუ რა არის განმანათლებლობა

მოიცავს სამივე ზემოთ ხსენებულ განზომილებებს. ის განმარტავს და ამბობს, რომ

განმანათლებლობა მხოლოდ განათლება კი არ არის, რომელიც ვიღაცისგან ან

რაღაცისგან იღებ, არამედ ის არის განსჯის, აზროვნების უნარი. ხოლო იმ

მდგომარეობას, როდესაც ადამიანს არ აქვს ცოდნა, მისი განსჯის და აზროვნების

უნარს უმწიფრობა ეწოდება, რომელიც თავისივე ბრალია. უმწიფრობის პერიოდში

ადამიანები ვერ, ან არ იყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ამის მიზეზად კანტი

თვლის შიშსა და სიზარმაცეს. მათვის ეს მგომარეობა კომფორტულია, რადგან არ

უწევთ ზედმეტი გარჯა, ურჩევნიათ სხვამ მიიღონ მათ მაგივრად გადაწყვეტილებები.

მათვის უკვე შეუძლებელი ხდება მისგან დაღწევა, რადგან უკვე ბუნებით

მდგომარეობაში გადადის. არც სცდილობს, არ ძალუძს მისგან თავის დაღწევა,


რადგან

არასდროს მიუციათ საშუალება ეცადა მაინც განესაჯა საკუთარი თავი. ეს

პიროვნებისთვის ბორკილების ტოლფასია, მაგრამ თვითონ ვერ გრძნობს ან გრძნობს,

მაგრამ არ უნდა ამ სიმყუდროვის დარღვევა. კანტი იმ შემთხვევასაც განიხილავს,


როდესაც ადამიანი ცდილობს მოიშოროს ეს ბორკილები, თუმცა მისთვის რთული

აღმოჩნდება ამ წინააღმდეგობისგან თავის დაღწევა, ყველაზე პატარა ორმოც დიდად

მოეჩვენება და არამტკიცედ გადაახტება, ამის მიზეზი კი ისაა, რომ არაა ის მიჩვეული

თავისუფლად ქმედებას, აქამდე მის მაგივრად იღებდნენ გადაწყვეტილებეს. ხოლო

ვინც ეცდება გონზე მუშაობით წარმატების მიღწევას ის გამოდის უმწიფრობიდან

უკვე მტკიცე ნაბიჯით.

კანტის მთელ ტექსტს შეიძლება დევიზად გასდევდეს შემდეგი ციტატა: „

გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება“ ( კანტი.2017.312) ,რომელიც ეკუთვნის

ჰორაციუსს „ეპისტოლედან“. ეს ციტატა გულისხმობს, რომ გონების საჯაროდ

გამოყენება არის მსჯელობა. სწორედ ამ მსჯელობის თავისუფლებით მივალთ

განმანათლებლობისკენ კანტის აზრით. „საკუთარი გონების საჯარო მოხმარება

ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს და მხოლოდ მას შეუძლია ადამინებს შორის

განმანათლებლობა მოიტანოს“ (კანტი.2017.313) . საკუთარი გონების საჯაროდ

მოხმარება ადამიანს აძლევს საშუალებას უმწიფრობიდან გამოვიდეს, გამოთქვას

საკუთარი აზრი, შეხედულებები სხვისგან დამოუკიდებლად. ამის დასამტკიცებლად

და უკეთ დასანახად კანტს მოჰყავს მაგალითიები, სასულიერო პირისა და მეცნიერისა

და ის ამბობს, რომ გონების გამოყენება, რომელსაც მღვდელი საკუთარი მრევლის

წინაშე მიმართავს, არის კერძო გამოყენება, ის არ არის თავისუფალი, რადგან ის

ასრულებს სხვის დავალებას. ხოლო ამის საპირისპიროდ განიხილავს მეცნიერს,

რომელიც საზოგადოებას საკუთარი ნაწერებით, საკუტარი მსჯელობით ესაუბრება,


ის

შეუზღუდავ თავისუფლებას ფლობს. თავისუფლად შეუძლია საკუთარი გონება

გამოიყენოს, არავისგან შეუზღუდავად. ამით გვითხრა ავტორმა, რომ ადამიანს

განმანათლებლობისკენ მისწარაფებისკენ დაეხმარება გონების საჯარო მოხმარება,

ხოლო გონების კერძო გამოყენება განმანათლებლობისთვის პროგრესი დიდად არ

დაბრკოლდება.
საბოლოოდ, იმანუელ კანტი გვეუბნება, რომ განმანათლებლობისთვის

მხოლოდ და მხოლოდ არის თავისუფლება. ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან ნუ

მსჯელობ! ამით ისინი თავისუფლებას გვიზღუდავენ. და თუ გვსურს, რომ არ

გვამრთონ სხვებმა, მათ არ მიიღონ ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებები უნდა

ვიმსჯელოდ, ვიაზროვნოდ. სწორედ ეს მიააჩნია კანტს სიბნელისგან თავის

დაღწევად, უმწიფრობისგან განცალკავება.

იმანუელ კანტი გახლდათ გერმანელი პროფესორი და ფილოსოფოსი,რომელიც


ფილოსოფიის თითქმის ყველა სფეროში იყო ჩახედული.მის შემოქმედებას
ძირითადად ორ ნაწილად ყოფენ: წინარეკრიტიკულად და კრიტიკულად.
მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომის „პასუხი შეკითხვაზე:რა არის განმანათლებლობა“
მსგავსი ნაშრომი უკვე არსებობდა, კანტის ტექსტი უფრო ყურადსაღები და
დასამახსოვრებელი აღმოჩნდა,რადგან იგი სხვა განმანათლებლებისგან
განსხვავებით, წინა პლანზე აყენებს ადამიანს, ხოლო მის ყველაზე მნიშვნელოვან
უნარად გონებით მოპოვებული ცოდნის სწორად გამოყენებას და მისი
განვითარებისადმი სწრაფვას მიიჩნევს.

ტექსტში ძირითადად საუბარია, თუ რა არის განმანათლებლობა. ამ კითხვას კანტი


მოკლე, მაგრამ საკმაოდ ყოვლისმომცველი ფრაზით სცემს პასუხს და ამბობს
„განმანათლებლობა-ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან,რომელიც მისივე
ბრალია“ (კანტი 2017, 312) ანუ, ის ამბობს რომ ადამიანების უმრავლესობას აქვს
უნარი შეიძინოს ცოდნა, თავისით გამოიტანოს დასკვნები ამა თუ იმ საკითხზე და არ
ემორჩილებოდეს არავის.მაშ რატომ ხდებიან ადამიანები თავიანთი უმწიფრობის
მიზეზები თვითონვე? იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი კარგა ხანია
გათავისუფლდნენ მონობისგან, თავიანთი შიშების, გაუბედაობის ან თუნდაც
სიზარმაცის გამო ისინი თითქოს კვლავ ცდილობენ დაუბრუნდნენ პირვანდელ
მდგომარეობას. ისინი არათუ არ ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების
გამოყენებას, საერთოდ ვერ ხედავენ მას, რადგან ურჩევნიათ მუდამ სხვას
ელოდებოდნენ, თუ როდის მიიღებს ის მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას. ასე ისინი
უფრო კომფორტულად და უზრუნველად ცხოვრობენ, რადგან ნაკლები
პასუხისმგებლობა ეკისრებათ. სწორედ ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას
უწოდებს კანტი განმანათლებლობას.მომენტი, როცა ადამიანი დაუფიქრდება ამა თუ
იმ საკითხს, იმსჯელებს მასზე და იტყვის, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია,
სწორედ ეს მომენტი იქნება ბიძგი განმანათლებლობისა. მიუხედავად იმისა, რომ
უმწიფრობიდან გამოსვლა საკმაოდ მარტივად ჟღერს ეს პროცესი საკმაოდ რთულია
და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ადამიანი იმდენად ითავისებს და ეჩვევა ამ
მდგომარეობას, რომ მას არაფრის შეცვლის სურვილი არ ეუფლება, თუმცა ეს არ
ნიშნავს, რომ იგი შეუძლებელია.ავტორი ამბობს, რომ, თუ ადამიანს მივცემთ
უფლებას საკუთარი გონება საჯაროდ გამოიყენოს და იმსჯელოს იმ საკითხებზე,
რასაც არასწორად თვლის ის შეძლებს თანდათან თავი დააღწიოს ამ მდგომარეობას.
რატომ თანდათან და არა ერთბაშად? იმიტომ, რომ ავტორი არ ემხრობა რევოლუციას
იგი წინა პლანზე ევოლუციას აყენებს და თვლის, რომ თავისუფლების
დამყარებისათვის ზუსტად ასეთი თანდათანობითი პროცესია სასარგებლო და
მიზანშეწონილი, თანაც მისი აზრით, სწორედ ასეთ პროცესს ძალუძს ქვეყნისა და
ხალხის წინსვლის გამოწვევა.

ოცდამეერთე საუკუნეში, საუკუნეში, სადაც თავისუფალი სიტყვისათვის ბრძოლა


ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს, დაუჯერებელიც კია იმის ფიქრი, რომ
ოდესღაც ადამიანები,, რომლებმაც თავისუფლება მოიპოვეს, თავისი ნებით
ცხოვრობდნენ სხვის მორჩილებაში და საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს.
მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ზოგიერთი ადამიანი ახლაც უმწიფრობაში
იმყოფება. მათ ურჩევნიათ არ იფიქრონ და არ დაიხარჯონ ზედმეტად.მაგ: მორწმუნე-
ბრმად მიყვება რელიგიურ კანონებს. მოქალაქე-ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე
ცხოვრობს მთავრობის მიერ დაწესებული კანონებით. შვილი-ირჩევს იმ პროფესიას,
რომელიც მას მშობლებმა შეურჩიეს.... და ა.შ ასეთი ხალხი ფიქრობს, რომ ეს
ბუნებრივია, რომ ისინი სწორად იქცევიან და ამ ყველაფერში ვერ ხედავენ ვერაფერს
უჩვეულოს, რადგან ასე უფრო ადვილია, ადვილია სხვისი კარნახით ცხოვრება და
პასუხისმგებლობის სხვაზე გადაცემა.პარადოქსია, მაგრამ ასეთი ხალხი სრულიადაც
არ თვლიან, რომ სხვის მორჩილებაში ცხოვრობენ, მათ მიაჩნიათ, რომ ყველა ეს
გადაწყვეტილება თვითონვე მიიღეს. აი ასე თავიდან შიშის,შემდეგ გაუბედაობის
ბოლოს კი სიზარმაცის გამო ხდებიან ისინი საკუთარი უმწიფრობის მიზეზები და მის
მიმართ შეგუებულობა უყალიბდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორი საკუთარი გონების გამოყენების


აუცილებლობაზე საუბრობს, იგი ასევე აუცილებლად მიიჩნევს მისი სწორად
გამოყენების ცოდნას. კერძოდ კანტი განიხილავს გონების გამოყენების ორ გზას:

1.გონების საჯარო გამოყენება-რაც ნიშნავს, რომ ადამიანმა გონება უნდა გამოიყენოს


მეცნიერის მსგავსად და მთელი მკითხველი საზოგადოების წინაშე ისაუბროს და
იმსჯელოს სხვადასხვა თემებზე.
2.გონების კერძო გამოყენება- ნიშნავს პროცესს, როცა ადამიანი გონებას იყენებს
მასზე მინდობილ სამოქალაქო პოსტსა ან თანამდებობაზე.

ამ ორ გზას შორის განსხვავება უფრო ცხადად, რომ დაგვანახოს კანტს რამდენიმე


მაგალითი მოყავს.კერძოდ ის ამბობს, რომ მოქალაქეს არ აქვს უფლება არ
გადაიხადოს სახელმწიფო გადასახადი, თუნდაც მას უსამართლოდ თვლიდეს,
თუმცა მას აქვს უფლება საჯაროდ გააკრიტიკოს საგადასახადო სისტემა და დაწეროს
მასზე მეცნიერული ნაშრომი, რომელსაც ხალხს უჩვენებს. სწორედ ეს არის გონების
საჯარო გამოყენება, რომელსაც ავტორი უპირატესობას ანიჭებს, რადგან მისი აზრით
ესაა უმწიფრობისაგან თავის დახსნის ერთადერთი გზა.

„განმანათლებლობის არსი“ უპირველესად,მინდა აღვნიშნო,რომ იმანუელ კანტი


ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა თანამედროვე ფილოსოფიის
განვითარებაში.მისი ნაშრომი არაერთი კუთხითაა ღირებული, მიუხედავად მცირე
ზომისა. ავტორის აზრით,განმანათლებლობა გულისხმობს ადამიანის გამოსვლას
უმწიფრობიდან,რომელიც თავად მისი ბრალია.უმწიფრობა კი ნიშნავს
უუნარობას,როცა პიროვნებას არ აქვს გადაწყვეტილებებისა და სიმამაცის უნარი,ვინც
ვერ და არ იყენებს თავის გონებას,ვინაიდან მშიშარა და გაუბედავია.აღსანიშნავია
კანტის ლოზუნგი ამ თემასთან მიმართებით : „ Sapere Aude!გაბედე საკუთარი
განსჯის გამოყენება“ ( იმანუელ კანტი.გვ.312.2017).დევიზი გულისხმობს,რომ
გონების გამოყენება ყველასთვის შესაძლებელია.მსჯელობის თავისუფლება კი
განმანათლებლობის საფუძველია.განმანათლებლური მოძრაობის წარმომადგენლები
ადამიანს აყენებდნენ სამყაროს ცენტრში,პიროვნებაში უმთავრეს უნარად კი გონებას
თვლიდნენ,სწორედ ამიტომ მათ ჰუმანისტებს უწოდებდნენ.ასევე,ხაზი მინდა
გავუსვა კანტის მოსაზრებას,რომლის მიხედვით,განმანათლებლობისთვის მხოლოდ
თავისუფლებაა საჭირო: „ საკუთარი გონების საჯარო მოხმარება ყოველთვის
თავისუფალი უნდა იყოს და მხოლოდ მას შეუძლია ადამიანებს შორის
განმანათლებლობა მოიტანოს“(იმანუელ კანტი.გვ.313.2017).ფილოსოფოსმა მკაფიოდ
დააფიქსირა საკუთარი შეხედულება,როცა აღნიშნა,რომ ადამიანი სხვას არ უნდა
ემორჩილებოდეს,ასევე არავის აქვს უფლება სხვა პიროვნება დაიმორჩილოს.
განმანათლებლობა,ესაა ეპოქა ,ხოლო განმანათლებლური მოძრაობა ადამიანის
გათავისუფლებასა და ემანსიპაციაზე მიმართული რაციონალისტური
მოძრაობა,რომლის მთავარი მიზანი იყო რელიგიის წინ წამოწევა და
განვითარება,რომელიც თავისუფალი იქნებოდა დოგმებისგან და ჩამოყალიბდებოდა
ტოლერანტობის იდეაზე.კანტი იმასაც აღნიშნავს,რომ უმწიფრობაში ყოფნა
კომფორტულიცაა,ვინაიდან ადამიანს არაფრის კეთება არ უწევს და მეურვეები
ხდებიან ვალდებულნი მის მიმართ.ამ შემთხვევაში კი ადამიანი ასეთ ვითარებას
ეგუება და რთული ხდება მისთვის,გამოაღწიოს ბუნებად ქცეულ უმწიფრობას.აქედან
გამომდინარე,შემიძლია ვთქვა,რომ მეურვეობა შიშსა და უუნარობას უნერგავს
პიროვნებას,რათა დამოუკიდებლად და თავისუფლად ცხოვრება შეძლოს.ასეთი
მდგომარეობის თავის დასაღწევად კი აუცილებელია გონების გამოყენება.ავტორი
გამოყოფს გონების საჯარო გამოყენებასა და გონების კერძო გამოყენებას.გონების
საჯარო გამოყენება ნიშნავს ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრებიდან განყენებულ
გამოყენებას,რაც გულისხმობს მსჯელობას,რომლის გარეშეც შეუძლებელია

განვითარება.კერძო გამოყენება კი გულისხმობს გონების გამოყენებას საკუთარი


სურვილის მიხედვით.კანტის თქმით,მღვდლის მიერ საკუთარი გონების გამოყენება
გონების კერძო გამოყენებაა,ვინაიდან მღვდელი არ არის თავისუფალი,იგი ასრულებს
სხვის ანუ ხელისუფლების დავალებას და მას,მეტ–ნაკლებად,უწევს თავისი გონების
გამოყენება,შესაბამისად ფართო მასებს არ სწვდება. იმანუელ კანტი
უმწიფრობიდან გამოსვლის მთავარ მხარედ რელიგიისადმი მორჩილებას
მიიჩნევს.სწორედ ამიტომ მისთვის კრიტიკის მთავარი სფერო რელიგიაა,ვინაიდან იმ
პერიოდში ხელოვნებისა და მეცნიერებების მიმართ მმართველებს არ ჰქონდათ
ინტერესები,რომ მეურვეების როლი შეესრულებინათ.კანტის აზრით,მმართველი თუ
თავისუფლებას ანიჭებს ხალხს,მაშინ იგი უზრუნველყოფს მათი განათლების
წინსვლას,რადგან პიროვნული თავისუფლება უმწიფრობიდან გამოსვლის ერთ–
ერთი ძირითადი საშუალებაა.

ადამიანს თუ არ სურს,დაძლიოს შიში,სიზარმაცე,გაუბედავობა,გაუნათლებლობა და


კრიტიკული აზროვნების უქონლობა,იგი ვერ გამოვა უმწიფრობის
მდგომარეობიდან,ვინაიდან ყოველივე ზემოხსენებული თვისება მთავარი ფაქტორია
უუნარობის გამოწვევისა.შესაბამისად,მას ოდნავი განსჯის უნარიც არ ექნება,რადგან
მას არ უწევს გონების სულ ცოტა დაძაბვაც კი.ასევე ,მინდა აღვნიშნო ისიც,რომ
კანტმა განმანათლებლობა ძალაუფლებას დაუკავშირა,რის მიხედვითაც,ადამიანები
თავად ახერხებენ უმწიფრობის მდგომარეობიდან გამოსვლას,თუ მათ მიუღებელი
ხერხებითა და კანონებით არ აიძულებენ,იმ მდგომარეობაშივე დარჩნენ.აქედან
გამომდინარე,განმანათლებლობა,ანუ თავისუფლებისკენ სწრაფვა რთული და
ხანგრძლივი პროცესია,რომელსაც მრავალი წინააღმდეგობა ხვდება წინ. ყოველივე
ზემოხსენებულიდან გამომდინარე ,შემიძლია დავასკვნა,რომ გაუნათლებლობა
ადამიანის ბრალია და უმწიფრობიდან გამოსვლა მხოლოდ თავისუფლებითაა
შესაძლებელი,თუ იგი მიაღწევს იმას,რომ საკუთარი გონება გამოიყენოს
მსჯელობისათვის,მაშინ ადამიანი შეძლებს თავისუფლად და დამოუკიდებლად
ცხოვრებას.

იმანუელ კანტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა თანამედროვე


ფილოსოფიაში. მას მიეწერება მნიშველოვანი აღმოჩენები ასტრონომიაში, ასევე
მოაზროვნეთა სასაუბრო ენაში ცვლილების შეტანა და მრავალი სხვა. რაც მთავარია
იგი მოიაზრება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი წარმომადგენელი
განმანათლებლობის ეპოქისა. კანტის განმარტებით, ,,განმანათლებლობა - ესაა
ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია". (კანტი 2017, 312)
ფილოსოფოსი განგვიმარტავს უმწიფრობის მდგომარეობასაც. მისი აზრით, როდესაც
ადამიანს არ ძალუძს საკუთარი განსჯის უნარის გამოყენება დამოუკიდებლად, ანუ
სხვისი ზედამხედველობის გარეშე, სწორედ მაშინ იმყოფება იგი ზემოთ ნახსენებ
მდგომარეობაში. ეს თვითონ ადამიანის ბრალია, ვინაიდან პრობლემა იმაში კი არ
არის, რომ განსჯა მის შესაძლებლობებს აღემატება, არამედ იმაში, რომ ის საკმარისად
მამაცი არ არის ამ უნარის გამოსაყენებლად. შესაბამისად, კანტის მიხედვით,
უმწიფრობის მდგომარეობაში ყოფნის მთავარი მიზეზები სიზარმაცე და სილაჩრეა.
ადამიანები დიდი ხანია განთავისუფლდნენ უცხო ხელმძღვანელისგან ბუნების მიერ,
მაგრამ ისინი მაინც რჩებიან სუბორდინციაში. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი
მიჩვეულნი არიან, რომ ვიღაც სხვა, მათ მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს თუ
აკეთებს სხვადასხვა საქმეს, მოკლედ რომ ვთქვათ, მათ მოწონთ, რომ ზედმეტი ფიქრი
და აზროვნება არ უწევთ და ყველაფერი, როგორც იტყვიან, "მზამზარეული"
ხვდებათ. ასე ყოფნა ხომ ძალიან კომფორტულია. ასეთ უმწიფრობაში მყოფი
ადამიანის მეურვეები, უპრობლემოდ, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე,
ადვილად იქცევიან ხოლმე სხვები. ეს მეურვეები, ზემოთ ხსენებულ მდგომარეობას
უფრო აუარესებენ. ისინი ადამიანებს ჭკუას აცლიან და აჯერებენ, რომ ყოველი მათი
გადადგმული ნაბიჯი სიმწიფისკენ, კრახით დასრულდება. ისინი, უმწიფრობის
მდგომარებაში მყოფთ, აჩვენებენ იმ საფრთხეს, რომელიც ემუქრებათ თუ მარტო
შეეცდებიან გავლას. ეს ადამიანებს უფრო მეტად უნერგავს შიშს დამოუკიდებელი
აზროვნებისა და განსჯისა. ამიტომ ისინი ისევ რჩებიან მეურვეების კალთის ქვეშ.
არადა, მათ რომ გამბედაობა ჰყოფნოდათ და გაერისკათ, რეალურ შედეგამდე
მივიდოდნენ, რადგან საფრთხე, რომლის შესახებაც მეურვეები აფრთხილებენ,
რეალურად სულაც არ არის ისე დიდი, როგორსაც ამბობენ. "რამდენიმე დაცემით
ისინი, საბოლოო ჯამში, სიარულს ისწავლიდნენ". (კანტი 2017, 312) ფილოსოფოსი
ხალხს განსჯის უნარის გამოყენებისკენ მოუწოდებს. ეს არა მარტო მისი, არამედ
მთლიანი განმანათლებლობის მთავარი არსი და იდეაა. ასევე მთავარი ლოზუნგიც -
"Sapere Aude! გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება!". (კანტი 2017, 312) კანტი
გვესაუბრება წინარესჯებზე. მისი აზრით, ეს არის ერთგვარი დოგმატირებული
მსჯელობები, რომლებიც ტრადიციებიდან არის მიღებული და აფერხებს
დამოუკიდებელ, თვითმყოფად აზროვნებას. წინარესჯები დროთა განმავლობაში
იცვლება, მაგრამ არ იცვლება მისი მთავარი დანიშნულება: იგი დასაბმელი ღვედია,
რომელიც უგონო მასისთვისაა შექმნილი. ის მათ აკავებს, რათა თავისუფალი
აზროვნებისაკენ და ზოგადად თავისუფლებისკენ არ ისწრაფვოდნენ, რადგან
თავისუფლებას, როგორც წესი, განმანათლებობა მოყვება. გამოდის, წინარესჯები,
მმართველების ერთგვარი დამხმარე საშუალებაა იმისათვის, რომ ადამიანებს
უმწიფრობის მდგომარეობაში დარჩენა აიძულოს. უმწიფრობის მდგომარეობაში მათი
კონტროლი ხომ ძალიან ადვილია. ავტორიტეტებსა და წინარესჯებზე
დამოკიდებულებისაგან განთავისუფლება ადამიანისთვის ძალიან რთულია, ის
იმდენად არის შეგუებული საკუთარ უმწიფრობას და იმდენად კომფორტულად
გრძნობს თავს, რომ შეიძლება ითქვას, ეს მდგომარეობა უყვარს კიდეც. მან რომც
მოინდომოს, თავიდან მაინც არ შეუძლია საკუთარი განსჯის უნარის გამოყენება,
ვინაიდან მას ამის საშუალება არასდროს ჰქონია და ასე ვთქვათ, გამოუცდელია.
ამიტომ ნებისმიერი მცირე დაბრკოლება მას დიდად მოეჩვენება და არამტკიცედ
შეუდგება მის გადალახვას, მაგრამ შემდეგ გაითავისებს და მცდელობა,
უმწიფრობიდან თავის დაღწევისა, საბოლოოდ, წარმატებით დასრულდება. ამისთვის
საჭიროა სიზარმაცისა და სილაჩრის დამარცხება. ანუ მივდივართ იქამდე, რომ
ავტორიტეტებსა და წინარესჯებზე დამოკიდებულებისაგან თავის დასაღწევად
გამბედაობაა საჭირო. ამისთვის საჭიროა ასევე თავისუფლებაც. თავისუფლება ჩვენი
გონების გამოყენების. ფილოსოფოსი გონების გამოყენებების ორი ფორმის შესახებ
გვესაუბრება. აქიდან ერთ-ერთი, კერძო გამოყენება, დიდად მნიშვნელოვანი არ არის
განმანათლებლობისთვის და მისი შეზღუდვა განმანათლებლობის განვითარებაზე
გავლენას არ მოახდენს. არსით კი გულისხმობს გონების მოხმარებას, როდესაც
ადამიანი გარკვეული ინსტიტუციის ფარგლებში აკეთებს ამას, თავისი მოვალეობისა
და ფუნქციის შესრულებისას, მაგალითად, როცა ჯარისკაცი ოფიცრის ბრძანებას
ასრულებს. ამგვარი მორჩილება კანტს საჭიროდაც კი მიაჩნია და თვლის რომ,
ბრძანების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. გონების კერძო გამოყენებისგან უნდა
განვასხვაოთ გონების საჯარო მოხმარება.

როდესაც ადამიანი საჯაროდ, როგორც მეცნიერი ესაუბრება კოლეგებს და უზიარებს


აზრებს, მას შეუძლია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მიღებული ბრძანება და
ზოგადად ყველა სხვა ბრძანება თუ აქტი, რასაც მისი ზემდგომი პირი
გასცემს/ანხორციელებს. მას შეუძლია სუბიექტურად შეაფასოს გადასახადების
სისტემა ან რელიგიური წესები, ან თუნდაც ომის მსვლელობა და მისი წამოწყების
სისწორე. ანუ ადამიანს ეძლევა საკუთრი აზრების გამოვლენის არეალი. ჩნდება
სივრცე, სადაც დაშვებულია რაციონალურ აზროვნება და მისი თავისუფალი
გამოვლინება. კანტი თვლის, რომ ამ სივრცეების არსებობაზე მეტად მნიშვნელოვანი
არაფერია განმანათლებლობის პროცესისა და განვითარებისათვის. ასე რომ, კანტის
აზრით გონების საჯარო გამოყენება პირდაპირ კავშირშია განმანათლებლობასთან.

ცნობილი განმანათლებელი, იმანულ კანტი, თავის ნაშრომში „პასუხი კითხვაზე:

რა არის განმანათლებლობა?“ საუბრობს განმანათლებლობის მთავარ იდეებზე,

უმწიფრობასა და უმწიფრობიდან თავის დაღწევაზე, რაც გულისხმობს ადამიანთა

რაციონალურ განვითარებას.

სიტყვა განმანათლებლობა, თითქოს, გულისხმობს ცოდნის გაღრმავებას, თუმცა

კანტის აზრით განმანათლებლობა არა ცოდნაში, არამედ, გამბედაობაში გამოიხატება.

განმანათლებლობა არის ის პერიოდი, როდესაც ადამიანი სრული უმწიფრობიდან

ცდილობს გამოსვლას, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს უმწიფრობა თავად მისი

ბრალია, რადგან ის არ იყენებს საკუთარ განსჯას დამოუკიდებლად, თითქოს

ზედამხედველი სჭირდება იმისთვის, რომ გამოიყენოს საკუთარი განსჯა. ალბათ,

ადამიანთა უმრავლესობამ ამ მომენტის წაკითხვისას იფიქრა, რომ რეალურად

ნაკლიც ამაში მდგომარეობს, მაგრამ როგორც კანტი ამბობს: „უმწიფრობა საკუთარი

თავის ბრალია მაშინ, როცა მისი მიზეზი განსჯის ნაკლულობაში კი არა,

გადაწყვეტილებებისა და სიმამაცის არქონაში ძევს.“ (კანტი, 2017, 312) სწორედ,

ლოზუნგი განმანათლებლობისა არის: „გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება!“

(კანტი, 2017, 312) სამწუხაროდ, მაინც იკვეთება წინააღმდეგობა, ადამიანები

ბუნებითი უმწიფრობისგან გათავისუფლების შემდეგაც კი, სხვებზე რჩებიან

დამოკიდებულნი, რაც გამოწვეულია მათი სიზარმაცითა და სილაჩრით. ამ ფაქტებზე


დაყრდნობით ამტკიცებს კანტი, რომ განმანათლებლობა არა ცოდნაში, არამედ

გამბედაობაშია. საყურადღებოა, კანტის მიერ აღწერილი არაგანმანათლებლური

ეპოქა. განმანათლებლობისთვის საჭიროა თავისუფლება, საკუთარი განსჯის,

გონების გამოყენება საჯაროდ ყველა საკითხში. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა

დიდია, რადგან ყველა საკითხზე მსჯელობისას მხოლოდ აკრძალვები ისმის.

არაგანმანათლებლური ეპოქის ოფიცერი, არა მსჯელობისკენ, არამედ ვარჯიშისკენ

მოუწოდებს, სასულიერო პირი მოწამეობისკენ, ფინანსთა მინისტრი კი

გადასახადების გადახდისკენ. თითოეული მათგანი აბრკოლებს ადამიანთა განსჯის

მოხმარებას, როგორც თავად სურს. ეს არის სწორედ არაგანმანათლებლური ეპოქა,

რადგან მათ ვინც თავი დააღწიეს უმწიფრობას, აღარ აძლევენ საშუალებას სხვებს

თავადაც გამოვიდნენ უმწიფრობიდან. ერთი ადამიანის განვითარებამ, თითქოს,

შეაფერხა მეორის განვითარება.

უმწიფრობასა და განმანათლებლობაზე მსჯელობისას, კანტი მიდის დასკვნამდე

და ამბობს, რომ გერმანიის მოსახლეობა არ ცხოვრობს განათლებულ ეპოქაში, თუმცა

ისინი განმანათლებლობის ეპოქაში არიან, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები

ბოლომდე, სანდოდ ვერ იყენებენ საკუთარ განსჯას რელიგიურ საკითხებში,

დაბრკოლებები მაინც მცირდება, რადგან ისინი ღირსეულად და ნაბიჯ-ნაბიჯ

მიიწევენ განმანათლებლობის უმაღლეს ბილიკამდე, ღირსეულად მიაბიჯებენ

დამოუკიდებლობისკენ და ნელ-ნელა მათთვის იხსნება კარი თავისუფლებისა და

ქრება უმწიფრობის ბორკილები. იმანუელ კანტი აქებს მეფე ფრიდრიხს, მისთვის ის

არის მეფე, რომელიც ადამიანებს ანიჭებს სრულ თავისუფლებას რელიგიის სფეროში,

აძლევს საშუალებას, რათა საკუთარი გონება სინდისის საქმეებში მოიხმარონ.

სასულიერო პირებს შეუძლიათ საკუთარი განსხვავებული დასკვნები და

შეხედულებები გამოიტანონ მსოფლიო სამსჯავრო ასპარეზზე. კანტი ამბობს, რომ


„მეფე ფრიდრიხი ანათებს, როგორც მაგალითი იმისა, რომ თავისუფლების არსებობა

საჯარო სიმშვიდისა და საზოგადოების ერთიანობის შესახებ წუხილს სულაც არ

უნდა იწვევდეს.“ (კანტი, 2017, 317) ფრიდრიხ II (პრუსიის მეფე) თავად იყო

განმანათლებელი, რომელიც საზოგადოების განმანათლებლობას, უმწიფრობიდან

გამოსვლას უწყობდა ხელს.

წარმოუდგენელია სახელმწიფოთა არსებობა კანონების გარეშე. კანონი არის ის

ძირითადი კონპონენტი, რომელიც არის ბერკეტი და ხელისუფალს ეხმარება

ქვეყანაში წონასწორობის შენარჩუნებაში. კანონი ყველასთვის მისაღები ვერ იქნება,

აზრი ყოველთვის ორ ან მეტ ნაწილად გაიყოფა, ზოგისთვის ის შეიძლება მისაღები

იყოს, ზოგიერთნი კი მას აბსურდულად ჩათვლიან. მიუხედავად კანონის

აბსურდულობისა, მას მაინც ყველა ემორჩილება, ისინი ვერ მიდიან მის წინააღმდეგ,

მათ მხოლოდ ამ კანონის განსჯის უფლება აქვთ. საზოგადოება უწყვეტლივ

განიხილავს, მსჯელობს ამ კანონის მართებულობასა თუ აბსურდულობაზე, თუმცა

საუბრის მეტი არაფერი შეუძლიათ. ვფიქრობ, კანონზე დამორჩილება აუცილებელია,

რადგან ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, უსაფრთხოება, თანასწორობა,

თუმცა ეს კანონი და საკანონმდებლო ორგანოები არ უნდა აფერხებდნენ ადამიანთა

გონებრივ განვითარებას, ისინი არ უნდა უშლიდნენ ხელს განმანათლებლობის

ეპოქაში საკუთარი განსჯა გამოიყენონ ისე, როგორც მათ სურთ. მოქალაქეებს

ევალებათ ქვეყანაში არსებული კანონების დაცვა, თუმცა ასევე ქვეყნის

მმართველების ვალია არ შეაფერხონ ადამიანთა გონებრივი განვითარება, მისცენ მათ

საშუალება დამოუკიდებლად არსებობის და გადაწყვეტილების მიღებისა. იმანუელ

კანტი განმანათლებლობის საკითხში დიდ მნიშვნელობას რელიგიას ანიჭებს, რადგან

იმ დროს მმართველებს ხელოვნებისა და მეცნიერების მიმართ ნაკლები ინტერესი

ჰქონდათ. კანტის აზრით, მმართველი, რომელიც მოქალაქეს რელიგიურ სფეროში


სრულ თავისუფლებას ანიჭებს, უმწიფრობიდან გამოჰყავს საზოგადოება ანუ

განმანათლებლობისკენ მიჰყავს ის, რათა თავისუფლებაა მთავარი ნიშანი, რომელიც

ეხმარება ადამიანს უმწიფრობიდან გამოსვლაში.

იმანუელ კანტი გვასწავლის, რომ ადამიანი თვალდახუჭული არ უნდა იყოს

დამოკიდებული სხვაზე, მან დამოუკიდებლად უნდა მოახერხოს და მიიღოს

გადაწყვეტილებები. საკუთარი ცოდნისა და გონების გამოყენებით კი უნდა მიაღწიოს

განმანათლებლობას.

იმანუელ კანტი თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი


წარმომადგენელია. სწორედ მან გამოაქვეყნა წერილი, იოჰან ფრიდრიხ ციოლერის
კითხვაზე „ რა არის განმანათლებლობა?“, მის პასუხს იდეალისტური კონფორმიზმის
ნიმუშად მიიჩნევენ. ეს ნაშრომი მცირე ზომის, თუმცა ძალზედ მნიშნელოვანია.
კანტს აღწერილი აქვს „გონების ხსნის“ ეპოქა, ეპოქა რომელშიც „ებრძოდნენ
გამეფებული არცოდნის სიბნელეს“1.

იმანუელ კანტი თვის ნაშრომში ამბობს, რომ განმანათლებლობა მხოლოდ


განათლებას არ ნიშნავს, აქ ნაგულისხმებია პიროვნების აზროვნება და განსჯის
უნარი. იმ მდგომარეობას კი, როდესაც ადამიანს არ გააჩნია განსჯის უნარი, არ აქვს
შესაბამისი განათლება და ვერ აზროვნებს დამოუკიდებლად, უმწიფრობა ეწოდება.

უმწიფრობის გამომწვევი მტავარი ფაქტორები : შიში, სიზარმაცე, გაუდედავობა,


გაუნათლებლობა და კრიტიკული აზროვნების უქონლობაა. ასეთ ვითარებაში ყოფნა
თვითონ ინდივიდის ბრალია და სწორედ ამ მდგომარეობდან გამოსვლაა
განმანათლებლობა.

მთელი ტექსტიდან კანტის დევიზად შეიძლება ჩითვალოს შემდეგი ციტატა


ჰორაციუსუს ეპოსტოლედან: „ გაბედე საკუთრი განსჯის გამოყენება“. გონების
საჯაროდ გამოყენება არის მსჯელობა, რომლის მიღებაც ყველასათვისაა
შესალძლებელი და მას კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს. სწორედ მსჯელობის
თვისუფლებაა განმანათლებლობის სწაინდარი.

იმანუელ კანტი გვასწავლის რომ ადამიანი თავლდახუჭული არ უნდა


ემორჩილებოდეს სხვას, უნდა შეეძლოს განსაჯოს მიმდინარე მოვლენები, საკუთრი
ცოდნის და გონებისგამოყენებით უნდა მიაღწიოს განმანათლებლობას. “ საკუთარი
გონების საჯარო მოხმარება ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს და მხოლოდ მას
შეუძლია ადა- მიანებს შორის განმანათლებლობა მოიტანოს”2.

ავტორის თქმით საჭიროა საჯარო მოხმარების ყველა საკითხში თვისუფლება,


ლოგიკურად თუ სააჯაროა, ესეიგი თავისუფალია. შესაბამისად ყველას აქვს უფლება
იმსჯელოს ამა თუ იმ საკითხზე და გამოთქვას თავისი დამოკიდებულება,
გააკრიტიკოს ესა თუ ის გადაწყვეტილება.

არავის აქვს უფლება რომ დაიმორჩლოს სხვა ინდივიდი და განსაზღვროს მისი


მოქმედებები. ადამიანი უნდა აზროვნებდეს დამოუკიდებლად, ღებულობდეს
სხვადასხა გადაწყბეტილებებს, არ უნდა მისცენ სხვას მათით მანიპულირებისს
აშუალება, ბოლომდე უნდა დაიცვან საკუთრი თავი სიმამაცის, გამბედაობის, ცოდნის
საფუძველზე.

ემანუელ კანტმა საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია და


არგუმენტებითც დაამტკიცა. მე სრულებით ვეთანხმები მის მოოსაზრებას და
მივიჩნევ რომ ისეთი ადამიანის არსებობა არაფრის მომცემია, რომელიც
დამოკიდებულია სხვაზე, ვერ ღებულობს გადაწყვეტილებებს, ვერ მოქმედებს
დამოუკიდებლად.

თითოეულ ადამიანს უნდა გააჩნდეს თავისი ღირებულბები რისთვიასაც იბროლებს,


ყველამ უნდა გამოხატოს საკუთრი აზრი სხვადასხვა საკითხთნ დაკავშირებით
განურჩევლად სქესისა , ეროვნებისა თუ სხვა.

სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაშც მრავლად არიან უმწიფარი აზროვნებს


მქონდე ადამიანები, ბოლომდე არ აქვთ გაანალიზებული, რომ საკუთარი გარჯით და
დამოუკიდებელი ქმედებით ბევრად დიდ წარმატებას მიღწევენ ვიდრე ვიღაცებზე
დამოკიდებულები. გონების საჯარო გამოყენება ფართოდაა შესაძლებელი, ვინაიდან
მრავლადაა მათი გამოყენების საშუუალებები : მედიია, ინტერნეტი, ბარები...
მთავარიაა პიროვნებამ დაამარცხოს შინაგანი უარყოფითი მხარეები : სიზარმაცე,
შიში, სილაჩრე და სხვა.

კანტის მოღვაწეობის ეპოქიდან მოყოლებული დღემდე მიმდინარეობს


განმანათებლობის ეტაპი, ვერ ვიტყვით რომ არანაირი წინსვლა არ არის თუმცა
საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად რადიკალური ცვლილებებისთვის. მათ ისევ
ეშინიათ საჯაროდ საკუთარი აზრის გამოხატვის და კრიტიკის.

მართალია დღეს ჩვენ ვცხოვრობთ განმანათლებლობის ეპოქაში თუმცაა


ვიმედოოვნებ რომ ახალი თაობის მეოხებით და წარმატებისკენ სწრაფვით
მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდება და ყველანი ერთად ვიცხოვრებთ
განათლებულ ეპოქაში „მუდმივი უმწიფრების ბორკილებისგან“ შორს!

უმწიფრობდან გამოსვლა და მისი შედეგები რას ნიშნავს სიტყვა


უმწიფრობა,ამის შესახებ ინფორმაციას კონკრეტულად დიდი გერმანელი
ფილოსოფოსის იმანუელ კანტის ნაშრომიდან ,, რა არის განმანათლებლობა " ვიგებთ
.იგი გვეუბნევა , რომ ,, უმწიფრობა უუნარობაა , საკუთარი განსჯა სხვისი
ხელმძღვანელობის გარეშე მოიხმარო " , ასევე იმასაც გვიწერს რომ ამ მდგომარეობის
მთავარი მიზეზი ადამიანთა სიზარმაცე და სილაჩრეა . ( შთა.იმანუელ კანტი .გვ 483).
ეს არის მდგომარეობა , როდესაც ჩვენ, ადამიანებს არ შეგვიდძლია საკუთარი
ძალების დამოუკიდებლად მოხმარება , რადგან არ ვართ საკუთარ ძალებში
დარწმუნებული და ბევრად იოლად მიგვაჩნია ცხოვრება , როდესაც ჩვენს
გასაკეთებელს სხვა აკეთებს. ასეთი ქმედებით ვხდებით სხვაზე დამოკიდებულები
და ჩვენს ზედამხედველებს უფლებას ვაძლევთ მართონ ჩვენი ცხოვრება ისე როგორც
თვითონ აწყობთ . ეს კი ხელს უწყობს იმას , რომ რაც შეიძლება დიდხანს ვიყოთ
უმწიფრობის მდგომარეობაში , რადგან ამით ჩვენი ზედამხედველები ცდილობენ
დაგვანახონ რა საფრთხ გვემუქრება თუ დამოუკიდებლად მოვინდომებთ რაიმეს
გაკეთებას , მაშინ როდესაც ეს საფრთხე არც თუ ისე დიდია. მთავარი ნაბიჯი
უმწიფრობიდან გამოსასვლელად არის თავისუფლების მიცემა საზოგადოებისათვის
. ამის შესახებ იმანუელ კანტი გვიწერს, რომ ,,ყოველთვის გამოჩნდება რამოდენიმე ,
დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანი , რომელიც მას შემდეგ რაც თავად დააღწევს
თავს უმწიფრობის უღელს , სხვებსაც მოუწოდებს ამისკენ და შეეცდება დაანახოს
დამოუკიდებლობის გზა " . ( შთა. იმანუელ კანტი გვ.484 ) თავისუფლება
რომელიც უმწიფრობიდან გამოსვლისათვის არის სააჭირო ეს არს საკუთარი გონების
გამოყენების თვისუფლება .გონების გამოყენება კი ორგვარი არსებობს : საჯარო და
კერძო .უმწიფრობიდან გამოსვლისათვის სასარგებლოა საკუთარი გონების საჯარო
მოხმარება , რადგან , როგორც კანტი ამბობს ,, საკუთარი გონების საჯარო
მოხმარებისას , საქმე გვაქვს გონების ისეთ გამოყენებასთან რომლის დროსაც
ადამიანი როგორც მეცნიერი მიმართავს მთელ მკითხველთ საზოგადოებას "
.(შთა.იმანუელ კანტი. გვ485) სწორედ ეს ხდის ზელმისაწვდომს რომ ადამიანი
უმწიფრობიდან გამოვიდეს , რადგან როდესაც ადამიანი საკუთარ გონებას საჯაროდ
მოიხმარს ამით მას ეძლევა საშუალება მიმართოს საზოგადოებას და გამოთქვას
საკუთარი აზრი , სხვისი ზედამხედველობის გარეშე .ეს კი გამბედაობასთან და
მონდომებასთან ასოცირდება , რაც აუცილებელიააა იმისათვის რ, რომ ადამიანი
უმწიფრობიდის მდგომარეობაში აღარ იყოს. კანტი უმწიფრობიდან
გამოსვლის მთავარ საკითხად ,,რელიგიისადმი მორჩილებას მიიჩნევს" (
შთა.იმანუელ კანტი .გვ.490) რადგან რელიგიური დოგმებისადმი ფანატიკური
მინდობბა ბუნებრივია არ უჩენს ადამიანებს სურვილს

დაფიქრდნენ და განსაჯონ თავიაანთი გონებით რამდენად ჭეშმარიტია ის რაც მათ


სწამთ . როდესაც ადამიანები უმწიფრობის მდგომარეობიდან თავისუფლდებიან ,
უფრო უსაფრტხოები ხდებიან სახელმწიფოსთვისაც , რადგან მათ საშუალება
ეძლევათ საკუთარი გონება გამოიყენონ და საჯაროდ გამოთქვან აზრები კანონების
უკეთესად ჩამოყალიბების შესახებ. ყოველივე ზემოთხსენებულიდან
გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ , რომ უმწიფრობიდან გამოსვლის მთავარი
საკითხი და მისი შედეგი ადამიანთა თავისუფლებაა , კონკრეტულად კი საკუთარი
განსჯის დამოუკიდებლად გამოყენების თავისუფლება . რადგან , როდესაც ადამიანი
დამოუკიდებლად ახერხებს საკუთარი აზრის , თუნდაც კრიტიკის გამოხატვას იგი
ამით უფრო მეტად და მეტად იძენს თავისუფლად მოქმედების უნარს . როგორც
კანტი გვიწერს ,, როდესაც ბუნება ამ მაგარი გარსისგან მარცვალს
გამოათავისუფლებს , რომელზედაც ის ყველაზე მეტად ზრუნავს , მაშინ იგი იწყებს
ზრუნვას თავისუფალი აზროვნებისა და მისი მოწოდებისაკენ ".(შთა.იმანუელ კანტი
გვ.491) ეს იგივე მდგომარეობაა რასაც დამიანის უმწიფრობიდან გამოსვლა ჰქვია,
რადგან როდესას უწიფრობის მდგომარეობიდან ხდება გამოსვლაა ადამიანი ამ
დროს ყველაზე მეტად იწყებს ზრუნვას საკუთარ თავისუფლებაზე და ამით აღწევს
შედეგს , რომ იგი ხდება მეტი ვიდრე მანქანა და შეუძლია მოიქცეს საკუთარი
ღირსებების შესაბამისად.

იმანუელ კანტი. "პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?" იმსჯელეთ


უმწიფრობიდან გამოსვლის შესახებ კანტის მიხედვით.

იმანაუელ კანტი საკმაოდ ღრმად აღწერს იმას თუ რა არის განმანთლებლობა რა


შემთხვევაში გამოდის ადამიანი უმწიფურობიდან და როდის ემუქრება მას
უმწიფრად დარჩენა...ხოლო უმწიფრობა ძალიან ცუდი მომენტია ადმაიანის
ცხოვრებაში, რადგან ამ დროს ადამიანი უუნაროა.თუმცა ადამიანს უუნარობა იმ
შემთხვევაშიც შეიძლება ახლდეს თან როცა არჩევნის გაკეთების საშუალება აქვს,
თუმცა სხვადასხვა უარყოფითი თვისებების გამო მან ისევ უმწიფურად დარჩენა
ამჯობინოს... კანტი აღნიშნავს ასევე იმას, რომ უმწიფრობაში ყოფნა ერთის მხრივ
კომფორტულია. რადგან შენ არაფრის გაკეთება გიწევს, თუ არსებობენ ადამიანები ან
საგნები რომლებიც გარკვეულ სამხახურს გამოიჩენს შენს მიმართ შენ აბსოლუტურად
არ გჭირდება საკუთარი ძალისხმევისა გამოვლინება. ადამიანი

როდესაც ეჩვევა სათაყვანო უმწიფურ ასაკს, მას უკვე აღარ უდნება მისი დათმიობა.არ
უნდა საკუთარი შესაძლებლობებით რამის გაკეთება და ძალისხმვეის დახარჯვა,
რადგან ეს უკვე თანდაყოლილად აქვს და ჩვევად აქვს ქცეული. კანტი მტკიცე
არგუმენტბი ასაბუთებს იმას რომ საზოგადოება შეიძლება განმანათლებლობას
ძალიან ნელი ტემპიტ მიუახლოვდეს.ამისთვის კი ისაა საჭირო რომ ყველამ ის
აკეთოს რაც უნდა, საკუთარი განსჯა შეაწუხოს და არ უყუროს სხვის
ბრძანებებს.კანტი კატეგორიულად ამბობს რომ არაფერ სხვას არ შეუძია
ადამიანებისთვის განმანათლებლობის მოტანა, როგორ იმას რომ ყველამ საკუთარი
განსჯა საჯაროდ მოიხმაროს და ასე ვთქვათ საკუთარი აზროვნების თვალსაიერი
გააფართოვოს. კანტი განმანათლებლობის მთავარ საკითხად რელიგიას
მიიჩნევს,რადგავ ეს უმწიფრობა ყველაზე უფრო სამარცხვინოა.რადან აქ ნაკ;ლები
ინტერესია მეურვეობისა.ადამიანები აზროვცნებენ და მეთაურიც აძლევს მათ
საშუალებას საკუთარი გონება საჯარაოდ მოიხმარონ. კანტი განმანათლებლობას ასე
აჭრეს- ეს არის მომენტი როცა ადამიანი გამოდის უმწიფურობისაგ, ხოლო
უმწიფურობა არის უუნარობა რომ საკუთარი გონება სხვიდიდ ახმარების გარეშე
მოიხმარო. ხოლო სიმამაცის არ ქონდა და გადაწყვეტილების ვერ მიღება
განსაზღვრავს ამ კონკრეტულ სიტუაციას. განმანათლებობის დევიზიც ხომ ასეთია "
იქონია სიმამაცე ემსახურო საკუთარ გონს ". თუმცა კანტი ხაზს უსმამს იმას რომმ
თითოეული ადამიანისთვის ძალიან რთულია გამოაღწიოს უმწიფურობისგან რადგან
თავად არაფრის გაკეთებას არ არის შეჩვეული.მან ეს მდგომაეობა შეიყვარა, და
როგორც კანტი ამბობს შეიძლება ძალიან მცირე ორმოსაც კი არამტკიცე ნაბიჯით
გადაუხტეს, ეს იმის ბრალია რომ მისის ხეული არ არის დამოუკიდებლობისთვის
მზად და არ არის თავისუფლებას შეჩვეული, ხოლო თავისუფლებას მოკლედბული
სხეული და ადამიანის ქცევა ყოველთვის საპირისპიროდ მიმდინარეობს. მაგალითად
ადამიანი სურვილის შესაბამისად ვერ მოქმედბეს. აბსოლიტურად ვეთანხმები კანტს
ყველა განმარტებაში, რომ ადამიანები განმანათლებლობას ძალიან ნელი ტემპით
უახლოვდებია, და განსაკუთრებით კი იმაში ვეთანხმები, რომ ძნელია იმ
მდგოარეობის დატოვება ან მიტოვება რომელშიც გგონია რომ კომფორტყულად ხარ
და ამაზე უკეთესი მდგომარეობა არ არსებობს, ადამიანებს უჭირთ საკუთარი
ძალების სწორად განაწილება და მეტიც გამოყენებაც კი.ამიტომაც ხდება რომ ძალიან
ნელა ვითაარდება საზოგადოება და რომ მმართველებს შეუძლიათ ჩვენი გონების
საკუთარი სურვილისამებრ მართვა.
იმანუელ კანტი ის ფილოსოფოსია, რომელიც ღრმად ჩასწვდა ადამიანის ფენომენს და
დაგვანხა რა შემთხვევაში როგორ იქცევა ის და არის თუ არა ადამიანი ადვილი
სამართავი, ძალიან თვალსაჩინო მაგალითებით ვნახეთ რომ თითოეული ჩვენგანი არ
აფასებს იმას რაც გვაქვს და რომ არ შეგვიძლია გონების გამოყენება, ხოლო
უმწიფურობისგან გამოსვლა ძალიან დიდ შრომას და პასუხისმგებლობს მოითხოვს
თუმცა ეს აუცილებელი და სავალდებულოცაა, რადგან განმანათლებლობა სწორად
ამით იწყება.

კანტის მიხედვით რა არის განმანათლებლობა, იმსჯელეთ რატომ არის ის საჭირო


საქართველოში

კანტის აზრით, "განმანათლებლობა - ესაა ადამიანის გამოსვლა


უმწიფურობიდან,რომელიც მისივე ბრალია". ანუ განმანათლებლობა,ეს
მდგომარეობის შეცვლაა,უმწიფურობიდან ზრდასრულობაში გადასვლა.
უმწიფურობას ის უწოდებს მდგომარეობას,როდესაც ადამიანი ვერ ან არ იყენებს
თავის განსჯას დამოუკიდებლად,სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე. ადამიანი თავად
არის პასუხისმგებელი მის უმწიფურობაზე და სწორედ ამიტომაა ეს მისი ბრალი.
ადამიანის უმწიფურობიდან გამოსვლას სხვადასხვა რამ უშლის ხელს,მათ შორის
სიზარმაცე და სიჩლუნგე. ეს თვისებები ადამიანს ხელს უშლის საკუთარი განსჯის
დამოუკიდებლად გამოყენებაში. ასევე კანტი ახსენებს მეურვეებს და თვლის,რომ
ისინი ადამიანებს სიმწიფისა და მისკენ გადადგმული ნაბიჯების შიშს
უნერგავენ,შიშს დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მარტო სიარულისა. კანტი კი
თვლის, რომ ეს საფრთხე სულაც არ არის დიდი და "რამდენიმე დაცემით ისინი
საბოლოო ჯამში სიარულს ისწავლიდნენ". კანტი თვლის,რომ უმწიფურობიდან
გამოსვლისთვის,ანუ განმანათლებლობისთვის,ყველაზე მნიშვნელოვანია
გამბედაობა. ადამიანმა უნდა გაბედოს საკუთარი განსჯის გამოყენება.

კანტი ადამიანში ყველაზე ღირებულად გონებას მიიჩნევს და


განმანათლებლობაზე საუბრისას ხშირად ახსენებს მას. ის საუბრობს გონების კერძო
და საჯარო გამოყენებაზე და თვლის რომ განმანათლებლობისთვის აუცილებელია
გონების საჯარო გამოყენება. გონების საჯარო გამოყენებას კანტი უწოდებს მის
ყოველდღიური,საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრებიდან განყენებულ
გამოყენებას,რომელიც მსჯელობასა და კრიტიკას ეფუძნება. კანტის აზრით,ამის
გარეშე შეუძლებელია განმანათლებლობაში ფეხის შედგმა. გონების კერძო
გამოყენებისას,მისი აზრით,ადამიანი ისაა,რა სპეციალობისაცაა (მაგ:
ექიმი,მღვდელი), გონების საჯარო

გამოყენებისას კი ის მეცნიერია. ადამიანს,რომელიც გონებას საჯაროდ იყენებს,ეს


განათლება ხალხში გააქვს და ხელს უწყობს მის საზოგადოებაში გავრცელებას.

კანტი ფიქრობს,რომ საზოგადოების გამოყვანა უმწიფურობიდან უფრო


ადვილია,ვიდრე ცალკეული ადამიანის. ადამისნისთვის ეს იმიტომაა რთული,რომ
მას უკვე ბუნებად აქვს ქცეული უმწიფურობის მდგომარეობა,მან უკვე შეიყვარა
ის,რადგან არ შეუძლია საკუთარი განსჯის გამოყენება,მისთვის არასდროს მიუციათ
ამის ცდის შესაძლებლობა. კანტის აზრით,საზოგადოების უმწიფურობიდან
გამოყვანა უფრო ადვილი და შესაძლებელია,ხოლო თუ მას თავისუფლება მიეცემა,ეს
გარდაუვალია. ადამიანი,რომელიც აზროვნებს დამოუკიდებლად,მას შემდეგ,რაც
თვითონ გამოვა უმწიფურობიდან,სხვასაც დაეხმარება ამის გაკეთებაში და ასე გამოვა
საზოგადოება უმწიფურობიდან და განათლებულობაში შედგამს ფეხს.

განმანათლებლობაზე საუბრისას კანტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია


თავისუფლების ცნება. მისი აზრით,თუ ადამიანს ან საზოგადოებას არ ექნება
თავისუფლება,ის ვერ შეძლებს უმწიფურობიდან გამოსვლას. ის არ უნდა
იზღუდებოდეს არც რელიგიაში და არც რაიმე სხვა საკითხში,და რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია - ადამიანს უნდა გააჩნდეს გონების საჯაროდ გამოყენების
თავისუფლება,რათა შეძლოს უმწიფურობიდან გამოსვლა და განათლების მიღება.

კანტი განმანათლებლობის მთავარ საკითხად რელიგიას მიიჩნევს,რადგან


რადგან იმ დროს მმართველებს ხელოვნებისა და მეცნიერების მიმართ ინტერესი არ
ჰქონდათ. მისი აზრით,მმართველს,რომელიც ხალხს რელიგიის სფეროში სრულ
თავისუფლებას ანიჭებს,განმანათლებლობისკენ მიჰყავს
საზოგადოება,უმწიფურობიდან გამოჰყავს ის,რადგან თავისუფლებაა ამისთვის
ყველაზე მნიშვნელოვანი. კანტი ერთმანეთისაგან მიჯნავს რელიგიისა და
მეცნიერების სფეროებს და თვლის,რომ ორივე მათგანს თავისი საზღვრები აქვს და
ისინი ერთმანეთის საზღვრებში არ უნდა შეიჭრან,არ უნდა განაცხადონ პრეტენზია
იმაზე,რაც მათ არ ეკუთვნით.

განმანათლებლობა საქართველოსთვის ძალიან საჭირო და


აუცილებელია,რადგან განათლების დონით ჩვენი ქვეყანა არცთუ ისე სახარბიელო
მდგომარეობაშია. ადამიანებს უჭირთ დამოუკიდებლად ცხოვრება,აკლიათ
გამბედაობა და თავისუფლება,რაც ყველაზე მთავარია განმანათლებლობისთვის.
ხშირად,ბავშვობიდან გამოსული ადამიანი ისევ მშობლების კმაყოფაზე
ცხოვრობს,რადგან ასე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, თვითონ კი ხელს არ
ანძრევს საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებისათვის,ვერ იყენებს საკუთარ განსჯას
და ისევ უმწიფურობაში იმყოფება. ზოგჯერ კი თვითონ მშობლები არ აძლევენ შვილს
დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას (მაგ: არ თანხმდებიან მათ ცალკე,მარტო
ცხოვრებაზე),რითაც ისინი ზღუდავენ მის თავისუფლებას და უბიძგებენ მუდმივად
უმწიფურობაში ყოფნისკენ. ბუნებრივია, თავისუფლებაშეზღუდული ადამიანი
ვერასდროს შეძლებს უმწიფურობიდან გამოსვლას. სწორედ ამიტომაა საჭირო
საქართველოში განმანათლებლობა, რომ მისი საშუალებით დაიმსხვრეს ქართულ
მენტალობაში გამჯდარი ბევრი უაზრო და არაფრისმომცემი სტერეოტიპი. ამის
შედეგად ადამიანები

შეძლებენ უმწიფურობიდან გამოსვლას და გონების საჯარო გამოყენებას,რაც დიდი


გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარების დონესა და მის მომავალზე და
უკეთესობისკენ შეცვლის მას.

იმანუელკანტისაკუთარნაწარმოებში „რაარისგანმანათლებლობა?“ განიხილავს,


თურაიწვევსადამიანისუმწიფრობაშიდარჩენასდარაფუნქციაეკისრებაგონებისკერძო
დასაზოგადოგამოყენებას.
იმისთვის,რომმსოფლიომეტადგანვითარებულიდაცივილიზებულიიყოსსაჭიროაგანმ
ანათლებლობა,
ვინაიდანესუკანსაკნელითავისმხრივმოიაზრებსტოლერანტსადაგანათლებულსაზოგა
დოებას,
მაგრამამყოველივესგანსახორციელებლადაუცილებელიათავისუფლებისწინაპირობა,
რადგანისარისსაფუძველიადამიანთაშორისკეთილდღეობისადაჰარმონიისდამყარები
ს.

კანტიაღნიშნავს,
რომროდესაცადამიანიუმწიფრობაშიამასარშესწევსძალაიმისა,რომიმსჯელოს,
შესაბამისადარააქვს
„თავისუფლებასაკუთარიგანსჯისსაჯარომოხმარებისაყველასაკითხში“ (შთა, გვ 485),
ამითიზღუდებაადმიანისუფლება, იყოსთავისუფალი. ავტორიმიიჩნევს,
რომკერძოინდივიდისმიერგონებისსაჯარომოხმარებაარუნდაიზღუდებოდეს,
რადგანესსაწინდარიაგანმანათლებლობისა ,
შესაბამისადსაზოგადოერივცხოვრებაშიმასუფროდიდიმისიააკისრიავიდრეკერძოგო
ნებისმოხმარებას, ვინაიდან : „
გონებისკერძომოხმარებაშეიძლებახშირადძალზედშეიზღუდოსდაამითგანმანათებლ
ობისპროგრესიდიდადარდაბრკოლდება „ (შთა, გვ 485)

როგორცკანტიამბობს,
ყველაადამიანსაქვსუფლებაჰქონდესსაკუთარისუბიექტურიაზრი ,

მასშეუძლიაგონებისსაჯაროგამოყენებითგააპროტესტოსმისთვისმიუღებელიქმედება,
მაგრამმისიუარყოფითიდამოკიდებულებადააზრისგანსხვავებულობაიმდენადპასიუ
რიუნდაიყოს , რომზეგავლენაარმოახდინოსსაზოგადოებრივწესებზე,
წინააღმდეგშემთხვევაშიხელისუფლებამუნდააიძულოსიგიხელიააღებინოსსაყოველ
თაომიზნებისგანადგურებაზე.ტექსტშიმოყვანილიიყომაგალითიოფიცერსადამოქალა
ქეზე.
ოფიცერმაუნდაშეასრულოსდაკისრებულიმოვალეობადაუსიტყოდდამორჩილდესზე
მდგომძალას,
მაგრამ,თუმასარმოსწონსრამესამხედროსამსახურშიამაზრისგამოთქმისუფლებასვერა
ვინაუკრძალავს.იგივეითქმისმოქალაქეზეც,
მასშეუძლიაუკმაყოფილებაგამოთქვასმაღალგადასახადზე ,
მაგრამთუკიდაარღვევსსაზოგადოებრივწესრიგსანუარგადაიხდისდაკისრებულვალს,
დაისჯებაკანონისშესაბამისად

„მაგრამიგივეადამიანიარეწინააღმდეგებამოქალაქისვალდებულებას, თუის,
როგორცმეცნიერი,
ამგადასახადებისშემოღებისშეუფერებლობისადათუნდაცუსამართლობისწინააღმდეგ
საჯაროდგამოთქვამსსაკუთარაზრს.“ (შთა, გვ 486)

ნაწარმოებიდანგამომდინარეშეგვიძლიადავასკვნათ,
რომგონებისკერძომოხმარებაგულისხმობსშემუშავებულიეთიკისნორმებისგათვალის
წინებითმოქმედებას.
ყველაინდივიდსაქვსსაკუთარიგანსხვავებულიაზრიანუსაჯაროგონება,
მაგრამროდესაცესინდივიდებისაზოგადოებებადერთიანდებიანმათუკვედადგენილი
წესებისშესრულებაუწევთ, მიუხედავადიმისამოსწონთეს,
თუარა.კანტსამისნათელსაყოფადმოყვანილიაქვსმაგალითიმღვდელზე.
მღვდელსშეუძლია, როგორცმეცნიერსაზრებიგაუზიაროსმრევლს,
რელიგიისადაეკლესიისუკეთმოწყობისმიზნით, ხოლოისსაკითხები,
რომლებსაცგარკვეულწილადარეთანხმებაშეუძლიაგადმოსცეს,
როგორცსხვისიმითითებისშესაბამისადმოქმედება.
გონებისკერძოგამოყენებაზღუდავსჩვენსაზროვნებას,
რადგანისწინასწარდადგენილიდაშემუშავებულია.
ესარისკონკრეტულქცევათათანმიმდევრობა, რომელთაშესრულებაგვევალებაჩვენ ,
როგორცსაზოგადოებისწევრებს.

კანტიგვიხსნის , რომდამორჩილებისშემთხვევაშისაჭიროარარისმსჯელობა,
ვინაიდანმსჯელობაშეუძიათმხოლოდთავისუფალადამიანებს,
მორჩილებაშიყოფნისდროსკიისინინამდვილადარარიანთავისუფალნი.
ზემდგომიძალებისაზოგადოებისგანკერძოგონებისმოხმარებასმოითხოვენ,
რადგანამშემთხვევაშიადვილიახალხისმართვა,
რადგანყველააკეთებსმხოლოდდამხოლოდიმას, რაცევალება.
„ოფიცერიამბობს:ნუმსჯელობთ, ივარჯიშეთ! ფინანსთასამინისტროსმრჩეველი:
ნუმსჯელობთ, გადაიხადეთ! საულიეროპირი: ნუმსჯელობთ, იწამეთ! (შთა, გვ 488).
აქედანგამომდინარეფაქტია,
რომმორჩილებისდროსსულაცარარისსაჭირომსჯელობადასაჯაროგონებისკარნახითმ
ოქმედება. ავტორიგამოყოფსერთადერთმმართვლს,
რომელიცმოუწოდებსსაზოგადოებასიმსჯელონრაცუნდათდარაზეცუნდათ ,
ოღონდდამორჩილდნენ.

კანტიუმწიფრობიდანგამოსვლისმთავარსაკითხადაღიარებსრელიგიასდაისპატ
ივსსცემსმეფეს, რომელიცარერევაამსფეროშიდარემლსაცუღირსქმედებადარმიაჩნია,
რომ
:“რელიგიისსფეროშიადამიანებსარაფერიდაუწესოსდამათაქსულთავისუფლებასანიჭ
ებსდარომელიც, შესაბამისად,
საკუთართავთანმიმართებითტოლერენტობისქედმაღლურსახელსუარყოფსთვითონა
რისგანათლებული.“ (შთა, გვ 489)

განმანათლებლისთვისუმნიშვნელოვანესიამსჯელობა,
ვინაიდანმსჯელობისსაფუძველზეხდებასაზოგადოებისგანვითარება, თუმანიცის,
როგორუნდამართოსსაზოგადოებაისე, რომშეინარჩუნოსმათიკეთილდღეობა,
განანანთლოსისინიდაშეინარჩუნოსსიძლიერეც (მმართველისშემთხვევაში),
მაშინისმართლაცგანმანათლებელიდაჩემიაზრით, იდეალურიადამიანია.
იდეალურობაკიკერძოდასაჯაროგონებისშეჯერებასადამათჭკვიანურადგანხორციელ
ებაშიგამოიხატება.როგორციმანუელკანტიწერს : „განმანათლებლობა
ესააადამიანისგამოსვლაუმწიფრობიდან, რაცმისივებრალია“ (შთა, გვ 485)
უმწიფრობასიგიუწოდებსუუნარობას. მიმაჩნია,
რომადამიანისწორედმაშინარისუუნარო,
როდესაცმსჯელობადაკრიტიკულიაზროვნებაარშეუძლია.შესაბამისადგანმანათლებე
ლსსაზოგადოებისგანვითარებისთვისესაჭიროებამსჯელობა.

"გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება!"

რადგან ყოველი ეპოქა ერთმანეთისგან განსხვავებული პრობლემებით ხასიათდება


და თითეულ მათგანს გააჩნია თვისება, რომელიც ამახინჯებს ადამიანის სულს
(თუმც,თვით მახინჯი სულების ერთობაა ეპოქა, რომელიც რადიკალური
გარდაქმნების უნარის მქონე ადამიანის ან ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ იქმნება,
რომელთაც ძალუძთ შეცვლა მდგომარეობის მასის დაქვემდებარების მეოხებით.),
აუცილებლად გამოიძებნება ვინმე, ვინც ამ უმსგავსობის წინააღმდეგ გაილაშქრებს. ამ
ადამიანთა ფიქრები სულის სიმაღლეებს წვდება, მაგრამ აუცილებლობა, რომ
პიროვნება აზროვნებდეს განსაზღვრულ დონეზე, ანუ გრძნობდეს, ანუ სულიერად
მაღალ საფეხურზე იყოს და ბუნებრივად გაავრცელოს შემდგომ პირადი მიღწევები
ხალხში, წარმოქმნილია ფიზიკური, ხილული დისკომფორტისგან, რომელსაც
აღიქვამს სხეული და აცნობიერებს უფრო ღრმა-გონი, სული. განმანათლებლობა
ფილოსოფიური, საზოგადოებრივი და ლიტერატურული მიმდინარეობაა XVIII
საუკუნის ევროპაში. ემანუელ კანტი XVIII-XIX საუკუნეების გერმანელი
ფილოსოფოსი, თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
წარმომადგენელი, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის, გერმანული იდეალიზმის
ერთ-ერთი დამაარსებელია. განმანათლებლობა არ ნიშნავს ბევრის ცოდნას, არამედ ეს
არის ერთობლიობა საკუთარი აზრებისა, რომლითაც გამოხატულია შენი მიმართება
სამყაროსადმი.ყოველგვარი შეზღუდვა უგულებელყოფილია. არსებობ შენ და შენი
გონება, რომელიც ერთადერთი ავტორიტეტული რამაა შენთის.
განმანათლებლობა არის კაცობრიობის გამოსვლა უმწიფრობის მდგომარეობიდან,
რომელიც მისივე ბრალია; მისივე ბრალია, რადგან არ სურს დაძლიოს
თანდაყოლილი თვისება-სიზარმაცე და სილაჩრე. მას არ უწევს გონების ,სულ ოდნავ
მაინც,დაძაბვა, რადგანაც საზოგადოება ისეა მოწყობილი, რომ მისი წევრი
უზრუბნველყოფილია ყველანარიად, არა მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით,
არამედ სულიერითაც, რადაგანაც წინდაწინვეა განსაზღვრული, გარემომცველი
პირობების მიერ, მისი გონებრივი, სულიერი სიმაღლეები. განმსაზღვრელი კი წიგნია,
რომელიც განსჯას ცვლის, მოძღვარი,

რომელიც სინდისის მაგივრობას უწევს, ექიმი, რომელიც დიეტას მის მაგივრად


განსაზღვრავს და ა. შ. ანუ არანაირი ძალისხმევა პიროვნების, რომელიც
თავისუფლებას საჭიროებს. უმწიფრობიდან გამოსვლა ძალიან რთულია...მცირედნი
არიან ვინც გაბედეს და , ასე თუ ისე, განახორციელეს ეს..თავისუფლება ეს
თვითგანათლების საშუალებაა. როგორ მიაღწიონ ადამიანებმა ამას? ეს სრაფად ვერ
მოხდება.. მას დიდი დრო სჭირდება. რევოლუციამ შეიძლება შედეგი მოგვცეს, მაგრამ
ცვლილება, რომელსაც ვიხილავთ, არ იქნება ნამდვილი აზროვნების წესის, რადგან
თავისუფლება ფიქრის, მიხვედრის, საკუთარი გონის დაუფლების, სხვათათვის
გაზიარების, ანუ დროის განგრძლივი მონაკვეთის პირმშოა. რამდენიმე ფაქტორი,
რომელიც პირდაპირაა კავშირში უმწიფრობის მდგომარეობასთან: 1. გონების საჯარო
და კერძო გამოყენება; (საკუთარი გონების საჯარო მოხმარება თავისუფალი უნდა
იყოს,რაც მოიტანს განმანათლებლობას .ხოლო გონების კერძო მოხმარება შეიძლება
ხშირად ძალზედაც შეიზღუდოს და ამით განმანათლებლობის პროგრესი დიდად არ
დაბრკოლდება. "საკუთარი გონების საჯარო მოხმარებაზე საუბრისას ვგულისხმობ
გონების ისეთ გამოყენებას, რომელსაც ადამიანი როგორც მეცნიერი მიმართავს
მთელი მკითხველი საზოგადოების წინაშე. კერძო მოხმარებას კი იმას ვუწოდებ,
რომელსაც მან მასზე მინდობილ სამოქალაქო პოსტსა ან თანამდებობაზე საკუთარი
გონების გამოყენებისას შეიძლება მიმართოს.")

2. მმართველობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს განათლებულ საზოგადოებას.


"ძალიან მავნებლური იქნებოდა, თუ ოფიცერი, რომელსაც ზემდგომი ბრძანებას
მისცემს, სამსახურისას ამ ბრძანების მიზანშეწონილობისა და სარგებლიანობის
შესახებ დაიწყებდა აზრების გამოთქმას.იგი უნდა დამორჩილდეს." ამას მივყავართ
საზოგადოების, ამ მოქნილი მექანიზმის უნაყოფობის, არასამართლიანობის,
არასწრობის აღქმასთან, რადაგან მასზე დაქვემდებარებული, მისი, ასე ვთქვათ,
შემადგენელი ნაწილაკი, სრულ მართვაშია ზემდგომი ორგანოების მიმართ, ისე , რომ
არ აქვს პოზიციის დამტკიცების საშუალება. ისე, სრული ანაქრია იქნებოდა, ყველას
რომ შეეძლოს აზრის გამოთმა ნებისმიერ საკითხზე... კანონებიც, თუნდაც სულიერი
გონისთვის მიუღებელი, აუცილებელია.. რადგან ზღუდავს სასიკეთოსთან ერთად
მავნებელს.. მაგრამ, ღმერთო(ეს თავისთავადი შეზღუდვაა, ჩემი გონის
ახლოსაწიერი), აქ ხომ სასიკეთო, ანუ გარდამტეხი, ანუ განმანათლებლური იდეა
იკარგება... მაგრამ საზოგადოება ასეთია და შენ მორჩილება გმართებს.. თუმცა...
კანტმა განმანათლებლობა დაუკავშირა, მსჯელობის დონეზე,ძალაუფლებას.
თავისუფლების არსებობა საჯარო სიმშვიდისა და საზოგადოების ერთიანობის
შესახებ წუხილს სულაც არ უნდა იწვევდეს. ადამიანები თანდათანობით თვითონვე
ახერხებენ სიუხეშის მდგომარეობიდან გამოსვლას, თუ მათ განზრახ გამოგონილი

ხერხებით არ აიძულებენ, მასში დარჩნენ. მნიშვნელობა აქვს მართვის პრინცპებს და


სახელმწიფოს წყობას იმ ქვეყნისა, სადაც ადამიანს უწევს ცხოვრება,რადგან
მოქალაქეობა უდიდესი შეზღუდვაა ადამიანის...მმართველი ძალაუფლების მოხვევას
ცდილობს მასზე, ბოჭავს კანონებით, წესებით..რესპუბლიკურ სახელმწიფოში, სადაც
უპირველეს ამოცანად,ხალხის საქმეა დასახული, მეტადაა შანარჩუნებული და
უზრუნველყოფილი პიროვნული თავისუფლება... განამანათლებლობა, ანუ
თავისულფების მოპოვებისთვის ბრძოლა,ხანგრძლივი პროცესია,
იქნებ,უსასრულოც... ერთი კია, რომ ამოქმედებას ვსაჭიროებთ, ისევე როგორც,
წლების და საუკუნეების წინ. მე შემიძლია ვთქვა: "იქონიე სიმამაცე ემსახურო
საკუთარ გონს."

იმანუელ კანტი მე–18 საუკუნესი მოღვაწე, ფოლოსოფოსი და კლასიკური გერმანული


ფოლოსოფიის ფუძემდებელია. იმანუელ კანტი დაიბადა, მოღვაწეობდა და
სწავლობდა ქალაქ კალინინგრადში. იგი სწავლობდა კანიგსბერგის უნივერსიტეტში,
რომელიც მან წარმატებით დაამთავრა. ამის შემდეგ, იმანუელ კანტი იყო ამავე
უნივერსიტეტის დოცენტი, ხოლო შემდეგ რექტორი. იმანუელ კანტის ცოდნასა და
შესაძლებლობებს საზღვარი არ ჰქონდა. იგი კითხულობდა ლექციებს: ფიზიკაში,
ლოგიკაში, ეთიკაში, მეტაფიზიკასა და ფოზიკურ გეოგრაფიაში. იმანუელ კანტის
კალამს ეკუთვნის ნაშრომები: "პროლეგომენები", "წმინდა გონების კრიტიკა",
"რელიგია მხოლოდ გონების ფარგლებში", "მსჯელობის უნარის კრიტიკა" და
რათქმაუნდა "პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?". ინამუელ კანტმა
1784 წელს გამოაქვეყნა ტექსტი:"პასუხი კითხვაზე:რა არის განმანათლებლობა?"
სადაც მან ნაშრომის დასაწყისშივე დაწერა:"განმანათლებლბაესაა ადამიანის
გამოსხვლა უმწიფობიდან, რომელიც მისივე ბრალია. უმწიფობის უუნარობა,
საკუთარი განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე მოიხმარო". ვფიქრობ, აქ
"განმანათლებლობა" სიმამაცესთანაა გაიგივებული, ხოლო "უმწიფობა" ინდივიდის,
ადამიანის მდგომარეობაა. იმანუელ კანტი ამბობს, რომ უმწიფობაში ადამიანის
დარჩენის ძირითადი მიზეზები მარტივია- სიზარმაცე და სილაჩრე. მისი აზრით, ეს
ყველაფერი პიროვნულად, ინდივიდუალურად, უნდა განხორციელდეს. კანტის
მიხედვით, არანაირ უმაღლეს ძალას და მათ შორის არც ერთ რელიგიას, არ შეუძლია
განსაზღვროს კაცობრობის საუკუნოვანი ცხოვრება და სამუდამოდ

ათქმევინოს უარი მათ განმანათლებლობაზე. კანტი ამას დანაშაულად მიიჩნევს,


რადგან არავის აქვს უფლება ხალხის ცოდნის გაფართოეებასა და გაღრმავებას
შეუშალოს ხელი. იმანუელ კანტი ტექსტში ასევე საუბრობს გონების საჯარო და
კეძო გამოყენებაზე. ვფოქრობ, გონების საჯარო გამოყენება განმანათლებლობის
საწინდარია. ამ მდგომარეობის დროს კონკრეტული ადამიანი გამოთქვამს საკუთარ
აზრს საჯაროდ. ამ კონკრეტულ ადამიანს არ აქვს უფლება დაარღვიოს ან არ
დაემორჩილოს ამა თუ იმ კანონს. რაიმე კანონის დარღვევის შემთხევაში ეს ადამიანი
ისჯება, მაგრამ აზრის საჯაროდ გამოთქმის უფლება მას კვლავ აქვს. ასევე ადმიანს
გონების საჯაროდ გამყენება შეუძლია მაშინ, როდესაც იგი გაივლის ცხოვრების
რაღაც პერიოდს და მიხვდება რა არის უკეთესი. ხოლო რაც შეეხება გონების კერძო
გამოყენებას, ამის უფლება აქვს თითოეულ ადამიანს, მოქალაქეს. გონების კერძო
გამოყენება განსხვავებით საჯაროსგან, ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება
მხოლოდ ერთი პირისთვისაა საზიანო ან სასარგებლო, მისი აზრი სხვაზე
ზეგავლენას ვერ ახდენს, ამიტომ გონების კერძო გამოყენებით არავინაა
შეზღუდული. ტექსტში იმანუელ კანტს გამოყენებული აქვს სიტყვები: "იმსჯელეთ
რამდენიც გინდათ და რაზეც გინდათ, ოღონდ დამმორჩილდით!". ეს არის ფრაზა,
რომლის თქმაც ყველას არ შეუძლია. ვფიქრობ, ეს სიტყვები უნდა თქვას მხოლოდ
იმან, ვისაც არ ეშინია არაფრის და მას ჰყავს კარგად დისწიპლინირებული ჯარი,
რათა მან დაიცვას სიმშვიდე. ჩემი აზრით, ეს სიტყვები არის თავისუფლების
შეზღუდვა, მაგრამ ამავედროს აუცილებელია ხალხის საერთო კეთილდღობისათვის.
ამ დროს ადამიანს არ ეზღუდება მსჯელობა, მაგრამ საბოლოოდ მმართველს უნდა
დაემორჩილოს. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ოფიცერი, რომელიც
დავალებას მიიღებს მასზე ზემდგომი ინსტანცისაგან ან თუნდაც მსახური, რომელიც
მმართველისგან მიიღებს დავალებას, ორივე შემთხევავაში ოფიცერიც და მსახურიც
ვალდებულნი არიან შეასრულონ "უფროსების" დავალება, მიუხედავად იმისა
ეთანხმებიან ისინი მათ აზრს თუ არა. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ადამაინებმა
თვითნებურად არ იმოქმედონ. ვფიქრობ, ყველამ თავისი აზრით მოქმედება რომ
დაიწყოს სახელმწყოფოში ქაოსური სიტუაცია შეიქმნება. მსოფლიოში კანტს
უამრავი მიმდევარი ჰყავდა, თავისი ზუსტი მსჯელობისა და ფოლოსოფიური
შეხედულებების გამო, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. ქართველმა
"კანტელებმა" ბევრი რამ გააკეთეს იმისათვის, რომ მისი ნააზრევი ქართული
აზროვნების განვითარების მნიშვნელოვან ნაწილად ქცეულიყო.

იმანუელ კანტი: რა არის განმანათლებლობა?


მეთვრამეტე საუკუნიდან იწყება ეპოქა მსოფლიო ისტორიაში, როდესაც ადამიანის
მთავარი ღირსება გონება, საღი აზრი, აზროვნება ხდება. ეს ეპოქა
განმანათლებლობის სახელითაა ცნობილი. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ
ვიტყვით, რომ მხოლოდ ბოლო ასწლეულებია, რაც ადამიანის საღ აზრს მნიშვნელობა
მიენიჭა. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მოაზროვნეები მოუწოდებდნენ
ადამიანებს შეეცნოთ საკუთარი თავი და ჭეშმარიტება (რაც, თავისთავად, გონებისა
და განჯის დაუხმარებლად შეუძლებელი იქნებოდა. მართალია, დროდადრო იყო
პერიოდები კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც გონების გამოყენება და
თავისუფალი აზრი იზღუდებოდა ცენზურის ან სხვა ზემდგომი ძალის მიერ. ამას
შეგვიძლია „გონების გამყინვარების პერიოდი“ ვუწოდოთ, მაგრამ საბედნიეროდ,
ადამიანის გონება მაინც გამოდიოდა ხოლმე მიწისქვეშეთიდან. აზროვნების დიდ
მნიშვნელობაზე მიუთითებს ძველი ეგვიპტური წარწერა ტაძრის კედელზე:
„მშობლებზე მეტად გიყვარდეს წიგნი!“ (დაახლ. ძვ. წ. აღ. მეოცე საუკუნე). წიგნი
განათლებაა, კანტისეულად რომ ავხსნათ, ეხმარება გონებას უმწიფრობიდან
გამოსვლაში.

კანტი კი განმანათლებლობის ეპოქის ერთ-ერთი უშუალო და მნიშვნელოვანი


წარმომადგენელი იყო. იგი თავის ნაშრომში შეეცადა პასუხი გაეცა კითხვაზე- რა არის
განმანათლებლობა? და პასუხობს კიდეც: -„განმანათლებლობა- ესაა ადამიანის
გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია.“ საინტერესოა, რატომაა
უმწიფრობა ადამიანის ბრალი? ამ კითხვაზე დოსტოევსკი უკეთ უპასუხებდა:
„არასოდეს და არაფერი ყოფილა ადამიანისა და ადამიანთა საზოგადოებისთვის
უფრო აუტანელი, ვიდრე თავისუფლებაა!“ მართლაც, ყოველთვის უფრო ადვილია
რომ სხვა მოვიდეს და სხვამ გადაწყვიტოს (მთლად ბედნიერება- სხვამ გააკეთოს
კიდეც) შენ მაგივრად, თავისუფლება ხომ (და პირველ რიგში ნების, არჩევანის
თავისუფლება) დიდი პასუხისმგებლობა. კანტიც თავის მხრივ, ადამიანის გონების
უმწიფრობას ორი მიზეზით ხსნის. ეს მიზეზებია შიში და სილაჩრე. ეს ორი ცნება
დიდი ცდუნებაა ადამიანისათვის უმეცრად დარჩეს ცხოვრების ბოლომდე. ეს კი
ხელს აძლევს სწორედ იმ „სხვა“ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მაგივრად მსჯელობენ
და იღებენ გადაწყვეტილებებს. „სხვა“ ნებისმიერი ადამიანი ან ინსტანცია შეიძლება
აღმოჩნდეს. ყველაზე ბუნებრივი მაგალითი იქნება ალბათ სახელმწიფო
(„ლევიათანიდან“ გამომდინარე). -თუ ჩემი მოქალაქეები უმწიფრები არიან,
ეზარებათ ან არ აინტერესებთ საზოგადოებრივი ცხოვრების ესა თუ ის დეტალი, მე ეს
მეხმარება გავაკეთო და მოვაწყო ჩემი ნებისამებრ, ან ბოროტად გამოვიყენო
ძალაუფლება, ცოდნა (ხშირად მათსავე წინააღმდეგ) და ბუნებრივია, თუ რაიმე ცუდი
შეემთხვათ ეს მათივე ბრალი იქნება, რადგან არ ისურვეს უმწიფრობიდან გამოსვლა

და არ გამოიყენეს გონება, რომელიც ჩემი ძალაუფლების საპირწონე ბერკეტია.


სწორედ ამას მოგვიწოდებს კანტი: „Sapere Aude! გაბედე საკუთარი განსჯის
გამოყენება!“

კანტი გამოყოფს გონების კერძო და საჯარო გამოყენების ცნებებს. გონების საჯარო


გამოყენებას უწოდებს „ისეთ გამოყენებას, რომელსაც ადამიანი როგორც მეცნიერი,
მიმართავს მთელი მკითხველი საზოგადოების წინაშე.“ -მას შეუძლია საკუთარი
სახელით მიმართოს მსოფლიოს. კერძო გამოყენება კი გონების გამოყენებაა საკუთარი
სურვილისამებრ, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს ხოლმე. მაგრამ ერთგვარად,
ამართლებს კიდეც მას და ამბობს, რომ ძალიან მავნებლური იქნებოდა, თუ ოფიცერი
საკუთარი უფროსის ბრძანების მიზანშეწონილობაზე დაიწყებდა მსჯელობას. ის
უნდა დამორჩილდეს.

ასევე კანტი აღნიშნავს, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ განათლებულ ეპოქაში ვცხოვრობთ,
მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ -განმანათლებლობის. ჩემი აზრით,
ადამიანის გაჩენის დღიდან დაიწყო განმანათლებლობის ეპოქა. პირველყოფილიც
ისევე ცდილობდა სამყაროს შეცნობას, როგორც ჩვენ ჰომო საპიენს საპიენსები.
უბრალოდ ცოდნა ნელ-ნელა გროვდებოდა და გონებაც უფრო და უფრო ახალ
მწვერვალებს აღწევდა. მგონია, რომ ადამიანი ბოლომდე ვერასოდეს გამოვა
უმწიფრობიდან, ვინაიდან ჩვენი ცოდნა ჯერ კიდევ არაფერია იმასთან შედარებით,
რაც არ ვიცით. ( სოკრატეს პერიფრაზი).

და ბოლოს, ვფოქრობ, როცა კანტი, დეკარტი, ფუკო ან სხვა განმანათლებლები


ფიქრობდნენ, რომ გონება ადამიანისთვის ყველაფერია (დეკარტი აზროვნებას
არსებობასთან აიგივებს) - ბოლომდე მართლები და გულწრფელები არ იყვნენ. ჩემს
სიტყვებს განვმარტავ ძველი ეგვიპტელი ვეზირის, პტაჰოტების ციტატით: „კარგი
აზრი დაფარულია, ვითარცა ქვა პატიოსანი (მალაქიტი) და მას ხშირად პოულობენ იმ
დედაკაცებთან, რომლებიც დოლაბს ატრიალებენ, ხორბალსა ფქვავენ.“
გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი ყურადღების ცენტრში მოექცა ბერლინის
მეცნიერებათა სამეფო აკადემიაში გამოქვენებული კითხვის პასუხად გამოხატული

მოსაზრებისთვის, რომელიც გულისხმობდა კანტისეულ ხედვას იმის შესახებ, თუ


რას ნიშნავდა განმანათლებლობა.

კანტის აზრით, განმანათლებლობა გულისხმობდა არასრულწლოვანებიდან


გამოსვლას და იმის გამბედაობას, რომ საკუთარი აზრი ადამიანს დამოუკიდებლად ,
სხვისი ზედამხედველობის გარეშე გამოეხატა და ასევე დამოუკიდებლად
გამოეყენებინა საკუთარი გონება. განმანათლებლობა გულისხმობდა დამოუკიდებელ
განსჯის უნარს და გაბედულებას, რადგან განსჯის და მსჯელობის შედეგად
მიღებული დასკვნები შეიძლებოდა შეწინააღმდეგებოდა არა მხოლოდ ხალხის
მოსაზრებებს, არა მხოლოდ საზოგადოდ აღიარებულ ჭეშმარიტებებსა და
საზოგადოებაში გაბატონებულ აზრებს, არამედ თვით ღმერთის არსებობას.
განმანათლებლობაში ფეხშემდგარი ადამიანი ვალდებული იყო საკუთარი განსჯის
შეურყევლად დამცველი ყოფილიყო და საკუთარი აზრები ღრმად ეწამა . რადგან სხვა
შემთხვევაში ვერ შეძლებდა საკუთარი აზრის რიგიანად დაცვას, როცა ვინმე
შეეწინააღმდეგებოდა.

განმანათლებლობას კანტი ასევე ხსნიდა, როგორც ადამიანის გამოსვლას


უმწიფრობიდან. უმწიფრობა კი თავის მხრივ გულისხმობს ადამიანის მდგომარეობას,
როცა მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მართოს თავისი გონება, გააჩნდეს საკუთარი
აზრი, როცა არ შეუძლია სხვისი ზედამხედველობის გარეშე განსაჯოს რამე.
უმწიფრობა მაშინ არის ადამიანის ბრალი , როცა მას არ აქვს საკმარისი სიმამაცე
იმისა, რომ სხვისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ესა თუ ის საკითხი და
წარმოაჩინოს საკუთარი მოსაზრება.

უმწიფრობაში ყოფნა რომ კომფორტულია, ამ მოსაზრებას კანტი იმით ამყარებს,


რომ როცა ადამიანი ეჩვევა, რომ მის გასაკეთებელ საქმეს სხვა აკეთებს, მას სიზარმაცე
იპყრობს და ეგუება არსებულ რეალობას. მან უკვე იცის, რომ სხვა მაინც გააკეთებს და
თავი რატომ შეიწუხოს? უმწიფობაში ადამიანი ეჩვევა, რომ მას აზრის გამოხატვის
ვალდებულებაც სრულებითაც არ აქვს და შემდეგ, იმდენად ბუნებრივი ხდება ეს
სხვაზე დამოკიდებულების მდგომარება მისთვის, რომ უკვე ეშინია კიდეც
უმწიფრობას რომ თავი დააღწიოს, რადგან იცის რომ ვერ შეძლებს თავისი განსჯის
გამოყენებას, რადგან ამის საშუალება მისთვის არც არასდროს მიუციათ.
თუმცა,უმწიფრობის უღელქვეშ ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთები, ვინც
საკუთარი სიმამაცით და ძალისხმევით შეძლებენ უმწიფრობის ბორკილებისგან
გათავისუფლებას და დამოკიდებლად აზროვნებას.

კანტი ამბობს, რომ განმანათლებლობისთვის აუცილებელია საკუთარი განსჯის


საჯაროდ მოხმარების თავისუფლება და მხოლოდ ეს განსჯის თავისუფლებაა ის,
რაც ადამიანებს მოუტანს განმანათლებლობას. ხოლო გონების კერძო მოხმარება
შეიძლება ხშირად შეიზღუდოს კიდეც.

კანტის თქმით, გონების საჯარო მოხმარებას ის ხნის როგორც, გონების ისეთ


გამოყენებას, რომელიც გათვლილია ფართო მასებზე, რომელიც მიმართულია
საზოგადოების დიდი ნაწილის მიმართ, ხოლო გონების კერძო მოხმარებას
განმარტავს, როგორც გონების ისეთ გამოყენებას, რომელსაც ადამიანი მიმართავს
საკუთარ თანამდებობაზე მსახურობისას და ამ გონების გამოყენებას შედარებით
ვიწრო გაგებას აქვს, რადგან არ არის გათვლილი საზოგადების დიდ ნაწილზე.

კანტი თვლის, რომ მღვდლის მიერ საკუთარი გონების გამოყენება არის გონების
კერძო გამოყენება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მრევლის რიცხვი დიდია,
მღვდელი თავისუფალი არ არის, სხვის დავალებას ასრულებს და გონების გამოყენება
ფართო მასებს არ ეხება. რაც შეეხება მეცნიერს, კანტის აზრით, ეს უკანასკნელი სახეა
გონების საჯარო მოხმარებისა, ვინაიდან მისი ნააზრევები, მისი კუთვნილებაა და ეს
აზრები მიემართება მთელს მსოფლიოს.

კანტი მიიჩნევს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ამა თუ იმ თემასთან დაკავშრებით


,საჯაროდ და თამამად გამოთქვან საკუთარი აზრი. მათ შეუძლიათ ზომიერების
ფარგლებში ( და არა სკანდალურად) გააპროტესტონ ესა თუ ის ფაქტი ან კანონი ( და
ა.შ) , მაგრამ ამასთანავე უნდა მორჩილებდნენ მას. კანტის თქმით, საკუთარი აზრის
და განსჯის საჯარო გამოყენება ხელს არ უშლის იმას, რომ ჩვენ ჩვენი
ვალდებულებები შევასრულოთ. აზრის გამოხატვა ერთია, რაღაცის მორჩილება -
მეორე.
იმანუელ კანტი დაიბადა 1724 წლის 22 აპრილს ქალაქ კიონიგსბერგში, გერმანელი
ფილოსოფოსი, თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
წარმომადგენელი. გერმანული კლასიკური ფილოსოფიის, გერმანული იდეალიზმის
ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი აზრები და იდეები დღესაც დიდ გავლენას ახდენს
მეტაფიზიკის, ეპისტემოლოგიის, ეთიკის, პოლიტიკური ფილოსოფიისა და
ესთეტიკის მიმართულებებით. ემანუელ კანტი განმანათლებლების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. რა არის განმანათლებობა? განმანათლებლობა,
ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია. უმწიფრობა
უუნარობაა, საკუთარი განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე მოიხმარო.
უმწიფრობა საკუთარი თავის ბრალია მაშინ, როცა მისი მიზეზი განსჯის
ნაკლულობაში კი არა, გადაწყვეტილებისა და სიმამაცის არქონაში ძევს. ემანუელ
კანტის აზრით, უმწიფრობაში ყოფნა ძალზე კომფორტულია, რადგან თუ გაქვს წიგნი,
რომელიც განსჯას შეგიცვლის, მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას გაგიწევს,
ექიმი, რომელიც დიეტას შენს მაგივრად განსაზღვრავს და ასე შემდეგ, მაშინ
საკუთარი ძალისხმევა აღარ დაგჭირდება. სასულიერო პირი ვალდებულია, საკუთარ
კათაკმევლებსა და მრევლს იმ ეკლესიის სიმბოლოს მიხედვით უქადაგოს, რომელშიც
მსახურობს, რადგან სწორედ ამ პირობით იქნა ის მიღებული სამსახურში. მაგრამ
როგორც მეცნიერს, მას სრული თავისუფლება აქვს მეტიც, მოწოდებულიც კია ყველა
თავისი კარგად აწონილდაწონილი და კეთილად განზრახული აზრი როგორც ამ
სიმბოლოს შეცდომებისა, ისე რელიგიისა და ეკლესიის საქმეების უკეთ მოწყობის
შესახებ საზოგადოებას გაუზიაროს. აქ არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება მისი
სინდისი შეაწუხოს. მართლაც, რასაც ის საკუთარი, როგორც ეკლესიის მსახურის,
მოვალეობის მიხედვით ასწავლის, მას ის როგორც რაღაც ისეთს წარმოადგენს, რისი
სწავლებაც არ შეუძლია საკუთარი ნებასურვილისამებრ, ის მან უნდა გადმოსცეს
როგორც სხვისი მითითებისა და სხვისი სახელის შესაბამისად მოქმედმა.იმიტომ,
რომ რამე ასეთი საწინააღმდეგოს აღმოჩენა თუ დაიჯერა, მაშინ მას არ შეეძლება
სინდისიერად შეასრულოს საკუთარი სამსახური და ის უნდა დატოვოს. მაშასადამე,
გონების გამოყენება, რომელსაც მღვდელი საკუთარი მრევლის წინაშე მიმართავს,
მხოლოდ კერძო გამოყენებაა, რადგანაც, რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს ეს
მრევლი, გამოყენება მაინც შინაურობაში ხდება; ამის გათვალისწინებით, მღვდელი
არაა თავისუფალი და არც შეიძლება იყოს, რადგან ის სხვის დავალებას ასრულებს.
მმართველი ამბობს: „იმსჯელეთ, რამდენიც გინდათ და რაზეც გინდათ, ოღონდ

დამმორჩილდით!“ ზოგიერთი საქმისათვის, რომელიც საზოგადო ერთობის


ინტერესის გამო იწარმოება, აუცილებელია მექანიზმი, რომლის დახმარებითაც
საზოგადო ერთობის ესა თუ ის წევრი მხოლოდ და მხოლოდ პასიურად მოიქცევა,
რათა ამ ხელოვნური ერთსულოვნებით ხელისუფლებამ ისინი საჯარო მიზნებზე
მიმართოს ან, ყველაზე მცირე, ხელი ააღებინოს მათ ამ მიზნების განადგურებაზე. აქ,
რასაკვირველია, მსჯელობა არაა ნებადართული, აქ საჭიროა დამორჩილება. მაგრამ
რამდენადაც მანქანის ეს ნაწილი საკუთარ თავს ამავდროულად მთელი საზოგადო
ერთობის, თავად მსოფლიო მოქალაქეთა საზოგადოების წევრად განიხილავს, ესე იგი
მეცნიერის ხარისხში, რომელიც, საკუთარ განსჯაზე დაყრდნობით, საზოგადოებას
ნაწერებით მიმართავს მას, ცხადია, შეუძლია მსჯელობა იმის გარეშე, რომ ამით იმ
საქმეებს მიადგეს ზიანი, რომლებშიც იგი ნაწილობრივ, როგორც პასიური წევრი,
არის ჩართული. ძალიან მავნებლური იქნებოდა, თუ ოფიცერი, რომელსაც ზემდგომი
ბრძანებას მისცემს, სამსახურისას ამ ბრძანების მიზანშეწონილობისა და
სარგებლიანობის შესახებ დაიწყებდა აზრების გამოთქმას, ის უნდა დამორჩილდეს.
ამ კონტექსში მორჩილება რა თქმა უნდა გამართლებულია. საკუთარი გონების
საჯარო მოხმარება ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს და მხოლოდ მას შეუძლია
ადამიანებს შორის განმანათლებლობა მოიტანოს, ხოლო გონების კერძო მოხმარება
შეიძლება ხშირად ძალზედაც შეიზღუდოს და ამით განმანათლებლობის პროგრესი
დიდად არ დაბრკოლდება. საკუთარი გონების საჯარო მოხმარებაზე საუბრისას
ვგულისხმობ გონების ისეთ გამოყენებას, რომელსაც ადამიანი როგორც მეცნიერი
მიმართავს მთელი მკითხველი საზოგადოების წინაშე. კერძო მოხმარებას კი იმას
ვუწოდებ, რომელსაც მან მასზე მინდობილ სამოქალაქო პოსტსა ან თანამდებობაზე
საკუთარი გონების გამოყენებისას შეიძლება მიმართოს.სახელმწიფოს მეთაურის
აზროვნების წესი, რომელიც რელიგიურ განმანათლებლობას უწყობს ხელს, უფრო
შორს მიდის და ხვდება: თავად კანონმდებლობასთან მიმართებაშიც უსაფრთხოა
საკუთარი ქვეშევრდომებისათვის იმისი უფლების მიცემა, რომ საკუთარი გონება
საჯაროდ გამოიყენონ და საკუთარი აზრები კანონების უკეთესი ჩამოყალიბების
შესახებ, ან თუნდაც თამამი კრიტიკა უკვე არსებული კანონებისა, სამყაროს საჯაროდ
გაუზიარონ; ჩვენს წინაშე ბრწყინვალე მაგალითია, რომელთან მიმართებაშიც არც
ერთ მონარქს არ გადაუჭარბებია იმისთვის, ვისაც ჩვენ პატივს მივაგებთ. მეფე,
რომელიც უღირსად არ მიიჩნევს იმის თქმას, რომ საკუთარ მოვალეობად მიაჩნია,
რელიგიის სფეროში ადამიანებს არაფერი დაუწესოს და მათ აქ სრულ თავისუფლებას
ანიჭებს, და რომელიც, შესაბამისად, საკუთარ თავთან მიმართებით ტოლერანტობის
ქედმაღლურ სახელს უარყოფს, თავად არის განათლებული და იმსახურებს იმას, რომ
მადლიერმა თანამედროვეებმა და შთამომავლობამ შეაქონ.

You might also like