You are on page 1of 25

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I

(ავტორების შედარება)

სარ ჩევი

პლატონი - მაკიაველი..............................................................................................................3
პავლე მოციქული - თომას ჰობსი..........................................................................................3
ილიას და პლატონის შედარება.............................................................................................4
კანტი და მილი..........................................................................................................................5
მილი და ლოკი..........................................................................................................................6
მარქსი და სმიტი.......................................................................................................................6
კანტი და ილია..........................................................................................................................7
კანტი და პლატონი...................................................................................................................8
კითხვები და მოკლე პასუხები ყველა ავტორიდან............................................................8
პლატონი....................................................................................................................................8
პავლე მოციქული.....................................................................................................................9
მაკიაველი................................................................................................................................10
ჰობსი.........................................................................................................................................11
ჯონ ლოკი...............................................................................................................................12
• ბუნებითი მდგომარეობა და ბუნებითი კანონი........................................................12
• ლოკის და ჰობსის შედარება.........................................................................................13
• რატომ არ იწვევს სამყაროში არსებული რესურსები კონფლიქტს?.......................13
• თუ რატომ არის საჭირო სახელმწიფოს არსებობა?...................................................14
იმანუელ კანტი.......................................................................................................................15
• რა არის განმანათლებლობა ?........................................................................................15
• გონების კერძო და საჯარო გამოყენება.......................................................................16
ადამ სმითი..............................................................................................................................17

1
• დამოკიდებულია თუ არა სოფელი და ქალაქი ერთმანეთზე?...............................17
ფეოდალიზმი..........................................................................................................................18
• ვაჭრისა და ფეოდალის შედარება................................................................................18
• ბაზრის უხილავი ხელი..................................................................................................19
აღებ–მიცემობა........................................................................................................................20
• ვაჭრობისა და მანუფაქტურების გზით მოპოვებული კაპიტალი და მოგება......20
• პროდუუქციის წარმოებას და მოხმარების მოცულობას.........................................21
• მიწათმოქმედების დაბრკოლებანი..............................................................................21
• მერი უოლსტონკრაფტი.................................................................................................23
• მერის და ჟან-ჟაკ რუსოს დაპირისპირება..................................................................23
ნიცშეს „ძალაუფლების ნება“ და ფროიდის „სიკვდილის ინსტიქტი“.........................24

2
პლატონი - მაკიაველი

პლატონი --სახელმწიფოს მართველად ფილოსოფოს ასახელებს რადგან


მხოლოდ მათ აქვთ ცოდნა ზოგადად იდეებისა და კერძოდ სიკეთის შესახებ
ამიტომ არის სამი შედარებააქვს სახელმწიფოში მზის, წრფის მღვიმის ....

ნიკოლო მაკიაველი -- ის თვლის რომ სახელმწიფოს მეტაური არა


ფილოსოფოსი არამედ სხვა კატეგორიის ს ადამიანი უნდა იყოს რომელსაც შეუძლია
იყოს ვეფხვი რათა კლანჭებით დაიცვას თავი დაიყოს მელა რომ მტერი მარტივად
მოიგერიოს

მათოი საერთო ისა რომ ცდილობენ ჩამოაყალიბონ სრულყოფილი სახელმწიფო


რომელიც საზოგადოების კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული

პავლე მოციქული - თომას ჰობსი

პავლე --იყო პიროვნება რომელმაც იწამა ის რისიც მანამდ ეარწამდა და


აღმოაჩინა ადამიანის ბუნება ანუ ბუნებითი კანონი რომელიც ადამიანშია

თომას ჰობსი -მარტველობა მარტივი ხდება მაშინ როდესაც საზოგადოებას


რელიგიის მეშვეობით ანუ საზოგადოება მეფეს ღმეღთის დასმულ ადამიანად თვლის
ამრიგად საზოგადოება გარკვეულწილად ამ გზით იმართება

საერთო არის ის რომ არსებობს ბუნებითი კანონები რომელიც მოგვანიჭა


ღმერთმა და ამ ბუნებითი კანონების გაძლიერება ანუ აღსრულება უკვე ტომას
ჰობსთან გვაქვს ....

ჯონ ლიკი - ჰობსი - ასევე იდეოლოგიურად საერტო პიროვნებები ნაწილი 1


გვერ 237 აქ წერი ძალაუფლების ლეგიტიმურობის თემის განხილვისას ლოკი

3
არსებითად იმეორებს ჰობსის სქემას მისთვის ამოსავალია ბუნებითი
მდგომარეობა სადაც არ არსებობს სახელმწიფო ეს უკანასკნელი ადამიანთა
შეთანხმებით არის ადამიანის ბუნებითი დაცვა ანუ არ ხელჰყონ სიცოცხლის
თავისუფლები ს და კერძო საკუთრების უფკება

იმანუელ კანტი და მერი შეიძლება მატ შორის პარალელი აღზრდის და


თავისულალი აზრის გამოხათვის კუტხით მატ შორის მეთი განსხვავებააა მხოლოდ
მცირე იდეოლოგიური ჯაჭვი არსებობს

ილიას და პლატონის შედარება

ილია უპირატესობას ანიჭებს იმას რომმ ბავშვების წვრთნა 7-8 წლის ასაკიდან
უნდა იწყებოდეს.. პლატონითვის კი მნიშვნელოვანი ბავშვობიდანვე დაიწყონ
გონებრივი განვითარება, ისეთი აქტიობებიი .. კიდე ისაა, რომ ილია დიდ
მნიშვნელობას ანიჭებს განათლებას.. ქვეყნის ბედსაც განათლებულ ადამიანს
ანდობს .. წერს, რომ ადრე თუ ადამიანები ხმლით იბრძოდნენ ახლა ისეთი დრო
დადგა მხოლოდ განათლებით თუ შეებრძოლებიან .. განათლებითაა შესაძლებელი
დაგეს ქვეყანა ქვეყნად სხვა ერთა შორის.. და აქცე უნდა აღნიშნო ისიც, რომ
პლატონისთვისაც განათლებული ადამიანი ძალიან ბევრს ნიშნავს .. ამიტომაც
მიიჩნევს რომ ფილოსოფოსი (გოონებრივად განათლებული ადამიანი) უნდა
მოვიდეს სახელმწიფოს მმართველობაში.. მისი თქმით მხოლოდ მათშესწევთ უნარიი
რეალურ სამყაროში დანერგონ ის რაც მუდამ უცვლელი და თვითგონებრივია და
რასაც გონების სხვა მხარეს ჭვრეტენ...კიდე ის რო მხოლოდ განათლებულ ადამიანს,
ფილოსოფოსს შესწევს იდეების ჭვრეტის უნარიი კერძოდ კი სიკეთის იდეიისს...
კიდე შეიძლება პარალელების გავლება აღზრდაზეც

4
კანტი და მილი

კანტის და მილის ნაწარმოებში ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ადამიანთა


აზრის გამოხატვის თავისუფლებაა. კანტი წერს, რომ გონების საჯარო გამოყენებისას
ადამიანს აქვს სრული, შეუზღუდავი თავისუფლება ისაუბროს იმის შესახებ, რაც მას
მოუნდება. განიხილოს ნებისმიერი საკითხი ისე, როგორც ფიქრობს და გაუზიაროს
თავისი აზრი სხვებს. მაგალითად : მღვდელს წირვის დასრულების შემდეგ აქვს
სრული თავისუფლება, რელიგიურ საკითხებზე გამოხატოს თავისი აზრი, რამდენად
სწორი და დამაჯერებელია ისინი. თუმცა ამის უფლება არ აქვს წირვაზე რადგან ეს
უკვე კერძო გამოყენებას ეხება. კანტის აზრით გონების საჯარო გამოყენება ადამიანთა
განვითარების წინაპირობაა და მისი შეზღუდვის უფლება არავის არ აქვს.

რაც შეეხება მილს, ის წერს რომ თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს სრული
თავისუფლება, დისკუსიისა და თავისი შეხედულებების გამოხატვისას. ყველა
ინდივიდს უნდა ჰქონდეს შეხედულებები და მათი საჯაროდ გამოთქმის საშუალება.
უმრავლესობის მიერ არ უნდა იყოს ჩახშობილი უმცირესობის შეხედულებები,
რადგან ხშირად გაბატონებული მომავალში შესაძლოა სწორად ეს შეხედულება
გახდეს. ადამიანთა დისკუსიის და თავისუფალი აზრის გამოხატვის ჩახშობა არის
ინდივიდის თავისუფლების დანგრევა, რაც მილის აზრით კაცობრიობის
განმანათლებლობასა და განვითარებას აჩერებს.

სწორედ ამაშია ამ ორი ავტორის მსგავსება. მათი აზრით საკუთარი


შეხედულების დაფიქსირება საჯაროდ, დისკუსია და ზოგადად საკუთარი აზრების
გაზიარება კაცობრიობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

მილი და ლოკი

5
მილი და ლოკი ორივე საუბრობს თავისუფლებაზე, თუმცა უნდა ითქვას რომ
ლოკი უმეტეს წილად ლაპარაკობს იმ თავისუფლებაზე, რომელსაც ადამიანისთვის
უარყოფითი გავლენა მოაქვს და საჭიროა რომ მან შეიზღუდოს, მაშნ როცა მილი
ამბობს რომ თავსიუფლება ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება. დავიწყოთ ლოკით,
რომელიც ამბობს,რომ ადამიანი როდესაც ბუნებით მდგომარეობაშია და აკეთებს
იამს რაც მას სურს ამდროს ის არის შეუზღუდავი და აქვს ულევი თავსიუფლება,
რისგამოც ირღვევა სხვისი საკუთრება, ამიტომ ლოკი ამართლებს იმ გზას,რომ
საჭიროა ადამიანებმა შეიზღუდონ თავისუფლება. რაც შეეხება მილის ის
განსხვავებულად მსჯელობს, და ამბობს რომ პიროვნებისთვის პირველ რიგში
საჭიროა თავსიუფლება, რადგან მან თავი დააღწიოს ტირანიისგან, ასევე მილისთვის
საჭიროა აზრის გამოთქმის, დამოუკიდებლად აზროვნების და სიტყვის
თავისუფლება, რადგან ადამიანს უნდა შეეძლოს სხვისგან დამოუკიდებლად
იაზროვნოს და თავი დამოუკიდებელ ინდივიდად იგრძნოს, რაც შეეხება ლოკს, ის
თვლის რომ ადამიანს რომ მივანიჭოთ ულევი თავისუფლება ის ამას გამოიყენებს არა
მხოლოდ თავის სასიკეთოდ,არამედ სხვის საწინააღმდეგოდ და დაერღვევა სხვას
საკუთრების უფლება. თუმცა როოგრც ლოკისთვის ისე მილისთვის მნიშვნელოვანია
საკუთრების დაცვა და ორივე დიდ ყურადღებას ანიჭებს მას.

მარქსი და სმიტი

სმიტი ყურადრებას ამახვილებს ხალხის საერთო კეთილდღეობაზე, რომ


კაპიტალის დაგროვება მთლიანად კარგ გავლენას მოახდენს სოფლისა და ქალაქის
მცხოვრებლზე, ხოლო რაც შეეხება მარქსს, ის ამბობს რომ ბურჟუაზიას კაპიტალი
სჭირდება პირადი კეთილდღეობისთვის და არა საზოგადოებისთვის. ანუ სმიტი
საუბრიბს კაპიტალდაბანდებაზე, რომ ქალაქისა და სოფლის განვითარება გვაძლევს
კაპიტალის დაგროვების საშუალებას და ქალაქელებსაც მოუწოდებს
მიწათმოქმედებაში ფულის დაბანდებას მარქსი კი საუბრობს ბურჟუაზებზე
რომელთათვის მნიშვნელოვანი არა კაპიტალ დაბანდებაა არამედ იმ ქონების

6
გაფართოება რაც აქვთ რაც საერთო კეთილდღეობაზე არანაირ ზეგავლენას არ
ახდენს. მარქსი საზოგადო კაპიტალის მომხრეა და აკრიტიკებს კაპიტალისტურ
სისტემას რომელიც იწვევს საზოგადოების ფენებად დაყოფას. სმიტი კი ადამიანის
პირად კეთილდღეობას ანიჭებს უპირატესობას რადგან მისი აზრით ეს საზოგადო
სიკეთესაც შეუწყობს ხელს.

კანტი და ილია

ემანუელ კანტი და ილია ჭავჭავაძე ორივე არაჩვეულერბივად საუბრობს


განათლებაზე, და ორივესთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას, რადგან
განათლებით ფასდება ადამიანი. თუმცა ისინი განსხვავებულად ახაასიათებენ ამ
მოვლენას, მაგრამ ზუსტად იგივეს ამბობენ, კერძოდ კანტი განათლებას ეძახის
უმწიფრობიდან გამოსვლას, ანუ როდესაც ადამიანი უარს ამბობს სიზარმაცესა და
სილაჩრეზე და ხვდება,რომ საჭიროა მოუხმოს განსჯას და გონებას, ასეთ დროს ის
ტოვებს უმწიფრობას და გადადის განმანათლებლობაში. ანუ კანთისტის განათლება
ნიშნავს სიზარმაცეზე და სილაჩრეზე უარის თქმას, რაც შეეხება ილიას , ილია
მოუწოდებს ქართველ ხალხს, რომ ნიჭი, გარჯა და შრომა სათანადო შედეგს მოიტანს.
მთავარია ადამიანი გულხელდაკრეფილად და უმოქმედოდ არ იყოს. ანუ როგორც
კანტისთვის ისე ილიასთვის მთავარია გარჯა და შრომა, ილია ცოდნას ადარებს
წამალს და ამბობს , რომ განათლება, სწავლა, ცოდნა – აი ერთად-ერთი საშუალება,
რომელსაც შეუძლიან წამალი დასდოს ჩვენს ცხოვრებას. კვალში ჩაუდგეს, ხალხს
მხარი მისცეს და შველა აღმოუჩინოს, ვისაც წამალი აქვს, ვისაც მკურნალობა
შეუძლიან.

კანტი და პლატონი

7
ეს ორი ავტორი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით ავითარებს ერთი დ აიმავე
აზრს. პლატონის აზრით ადამიანი რომელიც გამოქვაბულშია ვერ ხედავს რეალურ
სამყაროს და შესაბამისად რეალობად აღიქვამს იმას რასაც ხედავს, ანუ იგი რჩება
განვითარების დაბალ საფეხურზე . კანტი კი ასეთივე განუვითარებლად თვლის
ადამიანს უმწიფრობის პერიოდში ანუ ადამიანის უმწიფრობის პერიოდი შეგვიძლია
დვაუკავშიროთ ადამიანის გამოქვაბულში ყოფნას , გამოქვაბულის დატოვება კი
უმწიფრობიდან გამოსვლას და განმანათლებლობაში გადასვლა, მათი შეჯამებით კი
გამოდის რომ უმწიფრობიდან ანუ გამოქვაბულიდან გამოსვლა ნიშნავს რომ ადამიანს
აქვს გონების განვითარების პერსპექტივა და გადადის რეალურ სამყაროში სადაც
ეძლევა მეტი შესაძლებლობები. კანტის აზრებს ეხმიანება პლატონის შეხედულებები
განათლების შესახებ. პლატონისათვის განმანათლებლობა იმ წყვდიადიდან
გამოსვლაა, სადაც მხოლოდ საგანთა ანარეკლებსა და ჩრდილებს ვხედავთ. კანტთან
უმწიფრობს მდგომარეობა ბორკავს ადამიანებს რომ განათლდნენ. მართალია ამ
მდგომარეობიდან გამოსვლა რთული და ხანგრძლივი პროცესია თუმცა მისი
განხორციელება შესაძლებელია და საბოლოო ჯამში ადამიანები გამოვლენ
უმწიფრობიდან და მიაღწევენ განმანათლებლობას.

კითხვები და მოკლე პასუხები ყველა ავტორიდან


პლატონი

1. რომელი 2 სამყარო არსებობს? ხილული და გონებით საწვდომი.


ხილული არის რასაც ვხედავთ მაგრამ არსი არ ვიცით. გონებით საწვდომი არის რისი
არსსაც ვართ ჩაწვდომილი. მაგალითად სკამი ზოგადად ვიცით რაც არის, თვალით
აღვიქვამთ, მაგრამ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ ის, ეს კი უკვე გონებითსაწვდომ
სამყაროს ეხება.

2. რა არის საგნის სიკეთე? საგნის დანიშნულება.

8
3. გამოქვაბულის იდეა რას ნიშნავს? ჩვენ რასაც ვხედავთ არის იდეების
ანარეკლი ანუ ვხედავთ ცეცხლის ფონზე, როდესაც გავალთ მზეზე უკვე რეალურად
შევხედავთ ამ საგნებს და არა მის ანარეკლებს.

4. მზის და ცეცხლის მეტაფორა მზე არის რეალობა, ცეცხლი მისი


ანარეკლი. ორივე ერთად ცოდნის მეტაფორაა.

5. როგორ უნდა იყოს სახელმწიფო მმართველი? ფილოსოფოსი იქნებოდა


იდეალური სახელმწიფო მმართველი. მას შეეძლება ცოდნის ადვილად ათვისება,
უნდა მიისწრაფვოდეს ცოდნისკენ. გულწრფელი იყოს და სიცრუეს გადაჭრით
უარყოფდეს. სამართლიანი უნდა იყოს და ფლობდეს 5 მეცნიერებას :
ასტრონომიას,არითმეტიკას,გეომეტრიას,ჰარმონიას,სტერეომეტრიას.

6. რატომ აღწერს პლატონი იდეალურ მმართველს? მიუხედავად იმისა,


რომ პლატონმა იცის მისი აღწერილი მმართველი არარეალური ის მაინც აღწერს მას.
ამის მიზეზი არის ის, რომ ყველას უნდა ჰყავდეს იდეალი ვისკენაც მიისწრაფვის.
პლატონის მმართველი იდეალურია და ყველა მმართველი უნდა მიისწრაფვოდეს
რომ იყოს ისეთი როგორიც არის ის.

პავლე მოციქული

1. რას გულისხმობს გულის წინადაცვეთა? გულით უნდა გვწამდეს და არა


რიტუალით.

2. რატომ ახსენებს წინადაცვეთას? იუდეველები ძველად ასე


ქრისტიანდებოდნენ.

3. რატომ საჭიროებს ადამიანი გამოსყიდვას? როდესაც ადამმა პირველი


ცოდვა ჩაიდინა ღმერთმა მას უკვდავება წაართვა. ჩვენ ჩვენს ცოდვებს დღემდე
სიკვდილით ვისყიდით.

9
4. როგორ შემოვიდა ცოდვა ქვეყანაზე? ადამი და ევა იყვნენ უცოდველები.
შემდეგ ღვთის წინაშე შესცოდეს და ასე გაჩნდა პირველი ცოდვა.

5. რა არის ცოდვის საზღაური? სიკვდილი

6. რატომ იყო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლი აუცილებელი? ის


უცოდველი იყო და ადამმა და ევას, უცოდველებმა , ჩაიდინეს ცოდვა.

7. ზეთის ხილის დაყნობა იუდეველები, რომლებმაც ქრისტე არ აღიარეს


არიან ის ტოტები რომლებიც დაიმტვრნენ და ტოტები რომლებიც არმოცენდნენ არის
უცხო ტომელები რომლებმაც ქრისტე აღიარეს

მაკიაველი

1. როგორი უნდა იყოს მმართველი? მაკიაველი საუბრობს მმართველის


პერსპექტივიდან. უნდა იყოს სამართლიანი, ხალხს მისი უნდა ეშინოდეს, სასტიკიც
უნდა იყოს და გულმოწყალეც, მზად იყოს ომისთვის სულ. მისი უნდა ეშინოდეთ
კიდეც და უყვარდეთ, რაც მთავარია უნდა ერიდებოდეს სიძულვილს. გულუხვობას
რაც შეეხება , უნდა მისცეს ხალხს იმდენი, რამდენის მიცემასაც სულ შეძლებს,
გულუხვობა კარგი არაა , რადგან ხაზინა ცარიელდება და თუ ხაზინა დაცარიელდება
მთავარს მოუწევს გადასახადის დაკისრება , ეს კი გამოიწვევს სიძულვილს. შეიძლია
ომში მოპოვებული ნადავლი მთლიანად ხალხს მისცეს.

2. რამდენი სახის ლშქარი არსებობს და რომელია უკეთესი?


დაქირავებული, საკუთარი, მაშვალი და შერეული. აქედან ყველაზე კარგი არიან
საკუთარი ლაშქარი. დაქირავებული ლაშქარი მშვიდობის დროს თვითონ ძარცვავს
ქვეყანას ხოლო ომის დროს მტერს აძარცვინებს. მცირეოდენი გასამრჯელო ვერ
აიძულებს, რომ სულ ბრძოლის ველზე იდგეს, ომის დროს მთავარს
განთავისუფლებას სთხოვენ და გარბიან, ანუ ისინი არასაიმედონი არიან. მაშვალი

10
ლაქარის შემთხვევაში მთავარი სულ წაგებულია. თუ დამარცხდა ეს მისი
სახელისთვის და ქვეყნისტვისაა ცუდი, ხოლო თუ მოიგო ის ქვეყანა რომელიც
ლაშქრით დაეხმარა რამე გასამრჯლოს მოსთხოვს ამიტომ ესეც არ არის კარგი.
ძლიერი და გონიერი მთავრები ძველ დროში საკუთარი ლაშქრით ამჯობინებდნენ
დამარცხებას ვიდრე სხვის ლაშქრით გამარჯვებულიყვნენ.

3. როგორ უნდა ესწრაფვოდეს მმართველი, რომ სანდო იყოს? მელიას


უნდა გავდეს ცბიერებით და ლომს სიძლიერით. თავს სანდო ადამიანად უნდა
აჩვენებდეს.

4. როგორი სამთავროს დაპყრობაა ადვილი? სადაც დანაწევრებულია და


ერთ მმართველს არ ემორჩილებიან, მაგრამ ერთიანი სამთავროს შენარჩუნება უფრო
ადვილია, თავისუფლებას შეჩვეული ქალაქი, კი საერთოდ უნდა განადგურდეს.

ჰობსი

1. ბუნებითი მდგომარეობის განმარტება უსახელმწიფოდ ცხოვრება.

2. რას ნიშნავს ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ? ბუნებით


მდგომარეობაში არავის აქვს საერთო ძალაუფლება. ეს იწვევს ყველას ომს ყველას
წინააღმდეგ.ომის ბუნების ნაწილია დროის ცნება.ომის არსით არის არამხოლოდ
ბრძოლა, არამედ ბრძოლისთვის გამოხატული მზაობა, იმ დროის განმავლობაში
როდესაც ადამიანი დაცული არ აირს. დანრჩენ სხვა დროს კი მშვიდობა ჰქვია.

3. რის გამო შეიძლება იყოს დაპირისპირება? შეჯიბრი, შური,


პატოვმოყვარეობა.

4. მორალი და სინდისი არ არის ბუნებით მდგომარეობაში

5. თავისუფლება რა არის? ბუნებითი უფლება, გამოიყენოს საკუთარი


ძალა ისე, როგორ სურს, საკუთარი ბუნების ანუ სიცოცხლის შესანარჩუნებლად და,
შესაბამისად, მოიმოქმედოს ნებისმიერი, რამ, რაც, მისი მოსაზრებითა და განსჯით, ამ

11
მიზნის მიღწევის საუკეთესო გზაა. თავისუფლება გულისხმობს , რომ გარე
შეზღუდვები არ არსებობს.

6. ბუნებითი კანონი რა არის? თავდაცვა,შეთანხმება. კანონი გვიდგენს და


გვავალდებულებს ქცევის ამა თუ იმ წესს. პირველი კანონი არის მშვიდობის ძიება,
მეორე კანონი პირველი კანონიდან გამომდინარეობას , რადგან შეიძლება სხვასაც
მოუნდეს მშვიდობა და თუ ადამიანი საჭიროდ მიიჩნევს, ხელი აიღოს თავის
საყოველთაო უფლებაზე და დაკმაყოფილდეს იმდენი თავისუფლებით, რამდენსაც
ის სხვა ადამიანებზე დაუშვებს რომჰქონდეთ.

7. რატომ არ არის ხელისუფლება საშიში? რადგან სახელმწიფოს არ ეშინია,


რომ შენ დაესხმები თავს ანუ ის არც ჩვენ დაგვესხმება.

8. აქვს თუ არა ადამიანს იმის უფლება, რომ კანონს არ დაემორჩილონ? არა

9. თუ რომელიმე მმართველი არასწორად გამოიყენებს თავის


ძალაუფლებას შემდეგ რა ხდება? ჩვენ ვანიჭებტ მმართველს ძალაუფლებას, ეს ჩვენი
გადაწყვეტილებაა, შესაბამისად არ გვაქვს მისი კრიტიკის უფლება.

ჯონ ლოკი
• ბუნებითი მდგომარეობა და ბუნებითი კანონი
ლოკის თქმით მისდამიუხედავად რომ ადამიანები თავისუფალნი ვართ,
ჩვენ არ გვაქვს უფლება გავცდეთ ზღვარს და ხელვყოთ სხვისი უფლებები. მისი
თქმით თითოეული ინდივიდი არის თანასწორი, რაც ნიშნავს იმას,რომ იგი
ვალდებულია მოექცეს სხვას ისე, როგორც სურს ექცეოდნენ მას. ეს დიდი
ფილოსოფოსი ამბონს, რომ „ბუნებითი მდგომარეობის სამართავად არსებობს
ბუნებითი კანონი, რომელიც ყველასათვის სავალდებულოა, ხოლო გონება, რომელიც
იგივე კანონია, ასწავლის ყველა ადამიანს, ვინც მას ყურს ათხოვებს, რომ რაკი
ყოველი კაცი თავისუფალი და თანასწორია, არავის აქვს უფლება ხელყოს სხვისი
სიცოცხლე, ჯამრთელობა, თავისუფლება ან საკუთრება“ ლოკი ამბობს, რომ ყველა
ადამიანს აქვს უფლება, ამ ბუნებითი კანონის დამრღვევს მიუსაჯოს ისეთი სასჯელი,

12
რომელიც აღკვეთს მას შემდგომში. ვინაიდან მხოლოდ შიშს ძალუძს დაამყაროს
ბალანსი სამყაროში, და უზრუნველყოს მშვიდობა.

• ლოკის და ჰობსის შედარება


ლოკის აზრით „ბუნებით მდგომარეობაში“ მყოფი ადამიანი თავისუფალია,
რომლისთვისაც არ არსებობს კანონი, ან რაიმე მმართველობა, თუმცა მას აქვს
მორალი, რომლის მიხედვითაც ადამიანს არ გააჩნია სხვისი მოკვლის, ქურდობის ან
თუნდაც თავის მოკლვის უფლება. ლოკი თვლის, რომ ადამიანს არ აქვს უფლება
გაანადგუროს ის, რაც უფლის მიერ არის ნაბოძები. იგი განასხვავებს ადამიანთა
თავისუფლებას თვითნებობისაგან. ლოკი ფიქრობს, რომ საზოგადოება სახელმწიფოს
გარეშე მორალურ პრინციპებზე დაყრდნობით ფუნქციონირებს, რომლის საწყისიც
რელიგიური მოტივებია. მათ აერთიანებთ ზრუნვა სიცოცხლეზე, საკუთრებასა და
თავისუფლებაზე, ისინი თანამშრომლობენ საკუთარი ინტერესების დასაცავად.

• რატომ არ იწვევს სამყაროში არსებული რესურსები კონფლიქტს?


ამ კითხვაზე ლოკი გვპასუხობს შემდეგნაირად: „როცა დამუშავების გზით კაცი
მიწის ნაკვეთს ისაკუთრებს, ის ამით არავის არაფერს ავნებს, რადგან კიდევ
საკმარისად რჩება ტოლფასი მიწა და ის გაცილებით მეტია იმაზე, რისი გამოყენებაც
ჯერ კიდევ საკუთრების არმქონეებს შეუძლიათ“ (ლოკი 2014, 256), ის
მკითხველსათვის თვალსაჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ სამყაროში რესურსები
ამოუწურავი და ყველასათვის საკმარისია. რაც ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს
კონფლიქტის მიზეზი. ასევე „ვერავინ ჩათვლის თავს დაჩაგრულად, თუ სხვამ წყალი
დალია, თუნდაც ძალიან ბევრი, თუ თვითონ მთელი მდინარე დარჩა წყურვილის
მოსაკლავად“ (ლოკი 2014, 256), რატომ? იმიტომ რომ წყალიცა და მიწაც სამყაროში
შემოქმედმა ყველასათვის საკმარისი შექმნა და რა თქმა უნდა თუკი ორივე
საკმარისია, ადამიათა შორის არ ჩნდება კონფლიქტი რესურსების გამო. ვინაიდან

13
შემოქმედმა მთელი სამყარო კაცობრიობას უბოძა, თითოეულ ადამიანს აქვს
საკუთრების ქონისა და გამოყენების უფლება.

• თუ რატომ არის საჭირო სახელმწიფოს არსებობა?


ომის თავიდან ასაცილებლად საჭიროა არსებობდეს რაღაც ძალა, რომელსაც
ადამიანები მათ მიმართ ჩადენილი უსამართლობის შემთხვევაში მიმართავენ, ხოლო
ეს ძალა კი აღასრულებს სამართალს კანონის ძალით, აღკვეთს დანაშაულს და
მაქსიმალურად იზრუნებს იმაზე რომ აღარ განმეორდეს ესა თუ ის კონკრეტული
ქმედება და ასე ის საბოლოოდ შეძლებს უზრუნვეყოს მშვიდობა. ამ დიდ მოაზროვნეს
მკითხველი საბოლოო დასკვნამდე მიჰყავს, რომლის თანახმადაც, სამყაროში საჭიროა
სახელმწიფოს არსებობა. ავტორი სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობას ომის
აღკვეთისათვის მიიჩნევს. ადამიანებს აქვთ უფლება აღასრულონ სამართალი, თუმცა
სახელმწიფოს გარეშე დამნაშავის დასჯა არასრულფასოვნად მიმდინარეობს. თუ არ
არსებობს სახელმწიფო შესაძლოა დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს, „სწორედ ამის გამო,
ადამიანები გადაწყვეტენ უარი თქვან უფლებაზე, თავად დასაჯონ დამნაშავე და
ამისთვის სახელმწიფოს ქმნიან“ . სახელმწიფო მეტად ეფექტურად ასრულებს იგივე
ფუნქციას რასაც ასრულებდა საზოგადოება. სახელმწიფოს შექმნის პროცესში
ადამიანები უარს ამბობენ ბუნებით უფლებებზე და დამსჯელობით ფუნქციას
ანდობენ სახელმწიფოს, რადგან გამორიცხონ ომის მდგომარეობა და ცხოვრება
შეიქმნან გაცილებით უსაფრთხო.სახელმწიფოს ევალება დაიცვას ადამიანები
მოსალოდნელი საფრთხისაგან, გარე მტერი იქნება ეს თუ შიდა.როდესაც ადამიანები
დებენ საზოგადოებრივ ხელშეკრულებას, ისინი სახელმწიფოს გადასცემენ გარკვეულ
უფლებებს, თუმცა არა ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები
სახელმწიფოს გადასცემენ გარკვეულ ვალდებულებებს მათ მაინც ევალებათ
იზრუნონ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ საზოგადოებრივ კეთილდღეობაზეც.
აუცილებელია კანონს დაეხმარონ აღსრულებაში და სხვ. სახელმწიფოში არსებობისას
ადამიანს აქვს უფლება აკეთოს ის რაც სურს, თუმცა არა შეეწინააღმდეგოს კანონს.
საზოგადოებრივი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ადამიანებს უნარჩუნდებათ

14
სიცოცხლისა და საკუთრების უფლებები. ლოკისთვის სახელმწიფოს გარეშე
არსებობენ მხოლოდ ინდივიდები რომლებიც არავის არ ენდობიან,ისინი
საზოგადოებასთან მხოლოდ მაშინ ერთიანდებიან, როდესაც ხელშეკრულებას დებენ.
საზოგადოებისთვის ხელისუფლება აუცილებელია, იმიტომ რომ სწორედ
ხელისუფლება იცავს მათ უფლებებსა და მათ სიცოცხლეს.ისეთ სახელმწიფოში
ცხოვრებას სადაც დესპოტური მმართველობაა გამეფებული, ვერ იქნება "ბუნებით
მდგომარეობაზე" უკეთესი.რადგან დესპოტურ მმართველობაში შენ არავითარი
უფლება არ გაგაჩნია, ბუნებით მდგომარეობაში კი თავისუფალი ხარ.მაშინ როდესაც
სახელმწიფოს მეტად შეუძლია ჩემი შეზღუდვა ვიდრე "ბუნებით მდგომარეობას"მე
ბუნებით მდგომარეობას ავირჩევ, რადგან იქ თავს უფრო დაცულად ვიგრძნობ.

იმანუელ კანტი

• რა არის განმანათლებლობა ?
განმანათლებლობა არის „ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც
მისივე ბრალია“ (კანტი 2014, 59), აღნიშნული ფრაზით ის მკითხველს განუმარტავს,
რომ განმანათლებლობა არის ადამიანის მიერ უმეცრებისაგან თავის დაღწევა. ამ
დიდი მოაზროვნის თქმით უმწიფარი ის ადამიანია, ვინც თავის გონებას
დანიშნულებისამებრ ვერ ან არ იყენებს გარკვეული მიზეზების გამო, აქედან
გამომდინარე კი სამართლიანია ვთქვათ, რომ ეს მისივე ბრალია. მოცემული
სიტყვებით იმანუელ კანტი მკითხველს განუმარტავს, რომ ადამიანები სილაჩრისა და
სიზარმაცის გამო ვერ იყენებენ საკუთარ გონებას ისე როგორც საჭიროა და მთელ
თავის ცხოვრებას უმეცრებაში, უმწიფრობაში ატარებენ და ამის გამო მარტივად
იქცევიან ხოლმე ასეთი ადამიანების მეურვეებად სხვები.

როდესაც ასეთნი თავს დააღწევენ უმწიფრებას, იგი შეეცდებიან ეს ყოველივე


მიიტანონ საზოგადოების ჯერ კიდევ თვალახვეულ ნაწილთანაც, რათა დაანახონ
ჭეშმარიტება და მათაც აუხილონ თვალი. აქ კიდევ ერთხელ არის ხაზგასმით

15
აღნიშნული განსწავლულ კაცთა ვალდებულება, გაუზიარონ მიღებული ცოდნა
საზოგადოების თვალახვეულ ნაწილს, დაანახონ ჭეშმარიტება და გაუნათონ გზა.
შესაძლებელია პარალელის გავლებაც პლატონთან, კერძოდ მღვიმის ალეგორიის
მონაკვეთთან, სადაც ასევე საუბარია იმაზეა თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა,
რომელმაც თავი დააღწია გამოქვაბულს და ეზიარა ჭეშმარიტებას.

• გონების კერძო და საჯარო გამოყენება


კანტის თქმით გონების კერძო და საჯარო გამოყენება აუცილებელია
იმისთვის,რომ ადამიანმა შეძლოს საკუთარი თავის განსჯა.ავტორი ამბობს,რომ
გონების საჯარო გამოყენება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გონების კერძო
გამოყენება.იმიტომ რომ გონების საჯარო გამოყენებისას ადამიანს აქვს უფლება
საჯაროდ გააკრიტიკოს ის რაც მას არ მოსწონს.სწორედ ეს მისი კრიტიკა იქნება
გონების საჯარო გამოყენება.ასევე გონების საჯარო გამოყენებაა,როდესაც შენს
იდეებს,გონებრი შესაძლებლობებს სხვებსაც უზიარებ, ხმამაღლა გამოთქვამ საკუთარ
აზრს,ხოლო გონების კერძო გამოყენებისას ადამიანს არ აქვს არც კრიტიკის და არც
შეწინააღმდეგების უფლება.მას მხოლოდ იმის უფლება აქვს,რომ საკუთარი გონება
პირად საქმეში გამოიყენოს თანაც ისე რომ სხვებს ეს ვერ გაუზიაროს.რათქმაუნდა
დავეთანხმები კანტს,რომ გონების საჯარო გამოყენება ბევრად
მნიშვნელოვანია,რადგან მის გარეშე ადამიანები უბრალოდ ვერ იარსებებდნენ. არ
აქვს მნიშვნელობა რომელ საუკუნეში მოგიწევს ცხოვრება,შენ აუცილებლად უნდა
გქოდეს იმის უფლება,რომ თავისუფლად გამოხატო საკუთარი აზრი და ეს
რათქმაუნდა საჯაროდ უნდა გააკეთო.

ადამ სმითი

16
• დამოკიდებულია თუ არა სოფელი და ქალაქი ერთმანეთზე?

ადამ სმითის თანახმად, რათქმაუნდა ქალაქმა სოფლიდან უნდა მიიღოს


სარჩო-საბადებელი, თუმცა ზღვასთან ახლოს გაშენებულ ქალაქს ამის აუცილებლობა
არ ესაჭიროება, რადგან მას შეუძლია შორეული ქვეყნიდან მიიღოს პროდუქცია, ან
თუნდაც შორეული ქვეყნების პროდუქცია გაეცვალა, ამ გზით შეეძლო გამხდარიყო
უფრო მეტად ძლიერი და მდიდარი. ძლიერი ქალაქები ასევე ხელს უწყობდნენ
სოფლის განვითარებას. იმ დროისათვის ფეოდალებს სძულდათ მოქალაქეები,
მეფეს კი ფეოდალები, ამიტომ მეფე ეხმარებოდა მოქალაქეებს საერთო მტრის
დაძლევაში, იგი მათ აძლევდა უფლებას ჰქონოდათ სასამარტლო სისტემა, კანონები,
გალავნები - თავდასაცავად და სხვ. ამის გათვალისწინებით იზრდებოდა ქალაქები
და მათი ზრდა დიდ გავლენას ახდენდა სოციალურ სისტემაზე. სოფელი ის ადგილია
სადაც ვითარდება მიწათმოქმედება, მიწათმოქმედება ადამიანებს აძლევს
აუცილებელ პროდუქტს, რომელიც მას არსებობისთვის სჭირდება. მაშასადამე
სოფელსა და ქალაქს მჭირდო ჯაჭვი აკავშირებს. სოფელი ხელს უწყობს ქალაქის
არსებობას, ხოლო ქალაქი განაპირობებს სოფლის განვითარებას. სოფელი ქალაქს
აწვდის მანუფაქტურისათვის საჭირო მასალებს და საარსებო საშუალებებს. ქალაქის
სარჩოა ის, რაც სოფლისათვის გარდამეტებულ პროდუქტს წარმაოდგენს. იმისათვის,
რომ ქალაქი იყოს ძლიერი, იგი აუცილებლად დამყარებული უნდა იყოს სოფელზე
და მის მეურნეობაზე.

ფეოდალიზმი
ფეოდალიზმი ბატონ-ყმური ურთიერთობაა და ამ დროს გლეხები
ყველანაირად მონურ მდგომარეობაში იყვნენ.ყველაფერს ბატონს უთანხმებდნენ.
ამის შემდეგ ნელ-ნელა დაიწყეს მიწების გაცემა, რის შედეგად ყველამ უფლება
მოიპოვა საკუთრების და ბატონ-ყმობაც დამარცხდა. ყველას იგივე რაოდენობის

17
მიწა ჰქონდა მფლობელობაში. მიწის საკუთრებამ ადამიანი ბატონზე
დამოკიდებულებისგან გაათავისუფლა, გლეხის შრომა მის საკუთარ მიწაზე უფრო
ნაყოფიერი გახდა. ფეოდალებს სძაგდათ მოქალაქეები. ისინი მათ უყურებდნენ,
როგორც მონებს და სხვა მოდგმის ხალხს. როგორც კი იქნებოდა იმის საშუელება ,
რომ მოქალაქეები გაეძარცვათ ისინი ამ საქმეს თვალდაუხამხამებლად
აკეთებდნენ.ფეოდალიზმი ეს იყო პერიოდი , რომლის დროსაც სიმდიდრე
დიდგვაროვანთა ხელში იყო კონცენტრირებული. ფეოდალები კი ვერასოდეს ვერ
იტანდნენ მოქალაქეებს, სურვილი ყოველთვის ჰქონდათ მათი გაძარცვის.
მოქალაქეთა სიმდიდრე ფეოდალებში იწვევდა შურს, ასეთი დამოკიდებულების
შესაბამისად მეფეები და მოქალაქეები იყვნენ ერთად შეკრულნი, რომლებიც
ყოველთვის ფეოდალების წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი. ავტორის თქმით იმ
პერიოდში მცხოვრები ადამიანი სოფლად ცხოვრებას ამჯობინებდა კაპიტალის
დაბანდების შემთხვევაში , ისინი ივესტიციების განხორციელებას მიწათმოქმედებაში
ხედავდნენ. მეიჯარე იყო პიროვნება , რომელიც საკუთარი ინტერესებისამებრ
ამუშავებდა მიწას, გლეხის მიერ დამუშავებული მიწა უფრო ხელსაყრელი იყო
მისთვის უფრო სიცოცხლისუნარიანი.

• ვაჭრისა და ფეოდალის შედარება

ფეოდალს კაპიტალი მიწითა და მონებითურთ თავის თვალწინ ჰყავს.


ხედავს და პირდაპირ აკონტროლებს , ხოლო ვაჭარი თავის პროდუქტს შორიდან
აკონტროლებს , ამიტომ რისკფაქტორი დიდია, მიუხედავად ამისა, ვაჭრული
სულისკვეთება კაპიტალწარმოებაში უფრო ეფექტურია, რადგან ფული, დოვლათი,
კაპიტალი მუდმივად ბრუნავს, ვითარდება და გროვდება. ეს ყველაფერი კი
საბოლოოდ დიდძალი შემოსავლის წყაროა, სავაჭრო ურთიერთობები ყველასთვის
სიკეთის მომტანია , წაგებული და დაზარალებული მხარე არ არსებობს, ხოლო

18
ფეოდალის მატერიალური მდგომარეობა არამყარია, რადგან მონურ შრომაზე და
მონების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული , ასეთ ვითარებაში ერთადერთი მოგებული
მხარე მიწის მფლობელია, რომელიც უშუალოდ მიწის დამუშავებაში მონაწილეობას
არ ღებულობს და იმ ადამიანების შრომის შედეგს იმკის, რომელთათვისაც ბატონის
კეთილდღეობა არანაირი სარგებლობის მომტანი არ არის.ვაჭრებს ეგონათ, რომ
გახდებოდნენ მემამულეები და სასოფლო-სამეურნეო გაუმჯობესებათა
გამტარებლები იქნებოდნენ.

• ბაზრის უხილავი ხელი


რომ ადამიანების ორი სხვადასხვა ტიპი, ერთ შემთხვევაში მემამულე და
მეორე შემთხვევაში ვაჭრები და ხელოსნები,სხვადასხვა რამეს მიესწრაფიან - ერთნი
საკუთარი მედიდურობის დაკმაყოფილებას, ხოლო მეორენი მინიმალურ
მოთხოვნათა დაკმაყოფილებას. ამ განსხვავებულმა გზებმა საზოგადოება ერთ
ეკონომიკურ წესრიგამდე მიიყვანა. ამ ფაქტს ადამ სმითმა "ბაზრის უხილავი ხელის "
მოქმედება უწოდა. მას მიაჩნდა,რომ ადამიანი როდესაც ზრუნავს საკუთარი
კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე და ახერხებს კიდეც ამას, უმჯობესდება მთლიანი
საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა. "უხილავი ხელი" ნიშნავს იმას, რომ
ბაზრის მუშაობას განსაზღვრავენ ცალკეული მყიდველები და გამყიდველები. ისინი
თავისი საქმიანობით მცირედ მოქმედებენ ბაზრის მუშაობაზე. ამავე დროს,
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ძალიან ბევრი ინდივიდი მოქმედებს და ერთი
შეხედვით ამან ქაოსი უნდა გამოიწვიოს,თუმცა ბაზრის მუშაობა არის
ორგანიზებული.

19
აღებ–მიცემობა
ბაზრის ფუნქციონირების და ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ნაწილი არის აღებ-მიცემობა. ადამ სმითი აღებ- მიცემობის
მნიშვნელობას განიხილავს სოფელსა და ქალაქს შორის. აღებ- მიცემობის გზით
სოფლიდან ქალაქში შემოდის ნედლი პროდუქცია, ქალაქში ხდება ამ პროდუქტების
გადამუშავება მანუფაქტურებსა და საწარმოებში და უკვე მზა პროდუქტი ნაწილდება
ქალაქისა და სოფლის მოსახლეობაზე. თუ ქვეყნის შიგნით მოთხოვნის
დაკმაყოფილების შემდეგ მზა პროდუქტი რჩება, ის გააქვთ ქვეყნის გარეთ -
ექსპორტზე. ამ ზედმეტ საქონელს ადამ სმითი გარდანამეტს უწოდებს. გარდანამეტის
ქვეყნის გარეთ გაყიდვით მოვაჭრეების კაპიტალი იზრდება, შესაბამისად იზრდება
ეკონომიკური კეთილდღეობის დონეც.

• ვაჭრობისა და მანუფაქტურების გზით მოპოვებული კაპიტალი და


მოგება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც სმითი საუბრობს არის ის, რომ
ვაჭრობისა და მანუფაქტურების გზით მოპოვებული კაპიტალი და მოგება, ისევ
მიწების გაუმჯობესებაში უნდა ჩაიდოს, რათა ეკკონომიკამ პროგრესი განიცადოს და
არსებულზე მეტი მოგება მოიტანოს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ადამ სმითის
ეკონომიკურ რგოლს ასეთი სახე აქვს: " საზოგადოების კაპიტალი პირველ ყოვლისა,
მიმართულია მიწათმოქმედებისაკენ, შემდეგ მანუფაქტურებისაკენ და ბოლოს
საგარეო ვაჭრობისაკენ". ავტორი მიიჩნევს, რომ წარმოებისა და ვაჭრობის
განვითარება განაპირობებს ადამიანის პიროვნული უფლებების და ღირებულებების
ჩამოყალიბებასაც, რადგან თუ ქვეყანა ვერ ახერხებს გარდანამეტის სხვა ქვეყანაში
გატანას, მთელი პროდუქტი მემამულის ხელში რჩება და გლეხიც მასზე
დამოკიდებული ხდება.

20
• პროდუუქციის წარმოებას და მოხმარების მოცულობას
ავტორი , ადამიანის სიმდიდრის მთავარ წყაროდ მიიჩნევს ორ მთავარ
ფაქტორს : პროდუუქციის წარმოებას და მოხმარების მოცულობას. ანუ სიმდიდრე
დამოკიდებულია იმაზე,თუ რა სახის პროდუქციას აწარმოებს ესა თუ ის პიროვნება
და როგორი მოთხოვნადია იგი . თუმცა იგი ასევე იყენებს „ აბსოლიტური
უპირატესობის “ თეორიას , რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ ადამიანს აქვს
აბსოლიტური უპირატესობა კონკრეტული საქმის გაკეთებაში ვიდრე სხვა მეორეს,
ამიტომ უმჯობესია ადამიანმა გააკეთოს და წამოიწყოს ის საქმე რომელიც მას
გამოსდის სხვებთან შედარებით უკეთესად და ამავე დროს მოთხოვნადიც არის.ადამ
სმიტი ამბობს , რომ ვაჭრობის განვითარებისთის მნიშვნელოვანია ქალაქში
მცხოვრებთა რაოდენობა , რადგან , რაც უფრო დიდია ეს რაოდენობა , მით უფრო
დიდია ბაზარი . გარდა ამისა , მნიშვნელოვანია აღებ - მიცემობის საკითხი , ანუ
სავაჭრო ურთიერთობა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის , როდესაც ისინი
ცვლიან პროდუქტებს და მიწათმოქმედება . ორივე ფაქტორი მნიშვნელოვან როლს
ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში . ეს განვითარება კი ევროპაში
საკმაოდ შეფერხდა რომის იმპერიის დაცემის შემდეგ .

• მიწათმოქმედების დაბრკოლებანი
ადამ სმითი თავის ნაშრომში „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და
მიზეზების შესახებ“ ყურადღებას ამახვილებს მიწათმოქმედების განვითარების
დაბრკოლებებზე . ამ თავში ავტორი აკრიტიკებს პირმშოობის კანონს , რომელიც
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ შემოიღეს . ეს კანონი გულისხმობდა იმას , რომ
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანაწილებულიყო მიწები არც მემკვიდრეობის
გზით ანუ მამას უფლება არ ჰქონდა ყველა თავისი მემკვიდრისათვის გაეყო მიწა ,

21
ამიტომ მოგვიანებით შემოიღეს მემკვიდრეობითობის პრიმოგენიტური წესი , რაც
გულისხმობდა , რომ მიწა მთლიანად გადადიოდა მემკვიდრეობით მხოლოდ უფროს
ვაჟზე . მიწის დანაწევრება ასევე მაინც იკრძალებოდა , თუკი ის ვერ მუშავდებოდა.
მიწა ჩამოყალიბდა არა მხოლოდ ეკონომიკურ ერთეულად , არამედ უსაფრთხოებისა
და ძალაუფლების უზრუნველყოფის საშუალებად. სხვაგვარად , რომ ვთქვათ მიწა
გადაიქცა ძალაუფლების წყაროდ , ამიტომ პოლიტიკურად , რომ შევხედოთ ამ
ყველაფერს , რაც უფრო დიდი ექნებოდა მიწა მემამულეს მით უფრო ძლიერი
გამოჩნდებოდა იგი სხვების თვალში . ხშირად მესაკუთრეები ვერ იღებდნენ
სარგებელს მიწისაგან , რადგან მიწებს ამუშავებდნენ მუშები , რომლებიც არ
განსხვავდებოდნენ მონებისგან და ცხოვრობდნენ მძიმე პირობებში . მუშა მიწის
დასამუშავებლად იყენებდა მემამულეს სამეურნეო იარაღებს , ამიტომ მთელი
მოსავალი გადადიოდა მიწის მესაკუთრეს ხელში , ხოლო მუშას , მონის მსგავსად
ეძლეოდა მხოლოდ ის რაც არსებობისთვის ეყოფოდა, ამგვარად, ისინი თავს არ
შეიწუხებდნენ იმისათვის , რომ კარგად დაემუშავებინათ მიწა და უფრო დიდი
მოსავალი აეღოთ,რადგან თითქმის ყველაფერი ბატონს მიაქვს და მათთვის არანაირ
სარგებელს არ წარმოადგენდა ეს. ამიტომ , შეგვიძლია დავასკვნათ , რომ
მემამულეების მიწები არაეფექტიანად მუშავდებოდა.

მერი უოლსტონკრაფტი

• მერის და ჟან-ჟაკ რუსოს დაპირისპირება

22
მერი უოლსტონკრაფტი XVIII საუკუნეში სქესთაშორის თანასწორობის
კუთხით იმ პრობლემებს გვიჩვენებს,როგორიც არის ქალთა და კაცთა
არათანასწორობა,ქალების დაჩაგვრა განათლების საკითხში, ის უარყოფს იმ
მოსაზრებასაც, რომ ქალი ყოველთვის დამოკიდებული უნდა იყოს მამაკაცზე.მერი
იმ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ იმ დროისთვის ყველას აზრით
ქალის სწორი აღზრდა ის იქნებოდა თუ ის მხოლოდ შვილების გასაზრდელად და
მამაკაცის მონობისთვის მიიღებდა განათლებას. იმდროინდელი ქალები
ცხოვრობდნენ მხოლოდ ტყუილში მათი მთავარი იარაღი მათივე სილამაზე
იყო.ქალების გამოპრანჭვა ითვალისწინებდა საპირისპირო სქესის მოხიბვლას და მათ
მონებად გახდომას.ქალები ამას სილამაზით ცდილობდნენ და არა გონებით, რადგან
მე XVIII საუკუნეში მამაკაცი გონებრივად და ფიზიკურად იყო განვითარებული, რაც
მას აძლიერებდა და ის ადვილად იმორჩილებდა ქალს. ქალები ემსახურებოდნენ
მამაკაცებს და სხვაგვარად ცხოვრება არ წარმოედგინათ,ისინი ფიქრობდნენ მხოლოდ
საკუთარი „საპყრობილეს“ გალამაზებაზე და მათ ვერ დაუმტკიცებდა ვერავინ, რომ
ისინი საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. მერი თავდაუზოგავად
იცავდა ადამიანის უფლებები და მოვალეობის კონცეფციასაც.

მერი ჟან-ჟაკ რუსოს აზრებს უპირისპირდებოდა გოგონების აღზრდის


შესახებ,იმიტომ რომ რუსო აკრიტიკებდა განათლების ტრადიციულ სისტემას.
მისი აზრით გოგოს და ბიჭის აღზრდა სხვადასხვაგვარად უნდა მოხდეს.ბიჭისთვის
ის გვირჩევს ბავშვობიდანვე სრული თავისუფლების მიცემას,გოგონები კი ისე უნდა
აღზარდონ,რომ მომავალში ისინი მოსიყვარულე ცოლები გახდნენ.ის ამბობს რომ თუ
ბიჭებმა უნდა შეისწავლონ რაციონალურობის განვითარება ან მეცნიერების
სწავლება,ეს გოგონებს საერთოდ არ სჭირდებათ.რუსოს აზრით ქალი მაშინ იქნება
კარგად აღზრდილი,როდესაც ის მგრძნობიარე და სენტიმენტალური ბუნების
იქნება.მერისთვის რუსოს აზრი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. ის ამბობდა, რომ
გოგოც და ბიჭიც თანაბარუფლებიანები არიან. გოგონებიც ისევე უნდა
იზრდებოდნენ,როგორც ბიჭები.გონება არა მხოლოდ ბიჭს არამედ გოგოსაც უნდა

23
განუვითარდეს, ამის უარყოფა კი იმას ნიშნავს,რომ ქალს ადამიანად არ აღიარებენ.
უოლსტონკრაფტის ტექსტში მთავარი სათქმელი ისარის,რომ ადამიანში ყველაზე
ღირებული მხარე მისი გონებაა.უფრო მეტიც სულს,გონებას და ზნეობას სქესი არ
გააჩნია.ასე რომ, როგორც მამაკაცი ასევე ქალი გონებით ერთ დონეზე უნდა
იდგნენ.იმ შემთხვევაში თუ ქალს ექნება სათანადო განათლება მისი დაქვრივების ან
უბრალოდ არ გათხოვების შემდეგაც, ის დაიცავს საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახს.
ამ ყველაფრის გარდა მერისთვის აუცილებელია სათანადო ყურადღება მიექცეს მის
ფიზიკურ განვითარებას.ქალიც და მამაკაციც თანაბარუფლებიანია. მათი განსხვავება
კი დაუშვებელია.უფალმა ყველა ადამიანი თანასწორი შექმნა, ამიტომაც ქალსაც
იმდენი უფლება აქვს რამდენიც მამაკაცს.

ნიცშეს „ძალაუფლების ნება“ და ფროიდის „სიკვდილის ინსტიქტი“


რაშია სიცოცხლის არსება ნიცშეს კონცეფციის მიხედვით და რა არის
„ძალაუფლების ნება“ ? სიცოცხლე ყოველთვის ნებაა .მაგრამ ის არ არის ნება
არსებობისა, როგორც ეს შოპენჰაუერს ჰქონდა წარმოდგენილი. რაც არსებობს მას
აღარ შეიძლება სურდეს უკვე განხორციელებული არსებობა. სიცოცხლის არსებობა
არ არის არც თვითშენახვა, თავისი თავის შენარჩუნება და არც გარემოსთან შეგუება.
არსებული ისწრაფვის გააფართოვოს ბატონობის არე, ბრძანებლობდეს,
დაიმორჩილოს რაც შეიძლება მეტი, დასძლიოს სხვისი ნება: სიცოცხლე არის
საკუთარი თავის დადგენა, განმტკიცება, გაფართოება, ზრდა. მოკლედ სიცოცხლე
არის სწრაფვა ძალაუფლებისკენ, ნება ძალაუფლებისა. მაშასადამე არსებულის
ყოფიერებას ნიცშე ხედავს სიცოცხლეში, რომელიც გაგებული უნდა იყოს, როგორც
ნება ძალაუფლებისა. ძალაუფლების ნება ყოველთვის საკუთარი თავის დაძლევა და
ბატონობის ახალ საფეხურზე გადასვლაა. აქედან ცხადია, რომ სსიცოცხლე როგორც
ძალაუფლების ნება მუდმივი მოძრაობაა და არა უძრაობა.

რა არის სიკდილის ინსტიქტი ფროიდისთვის ? ფროიდის თეორიის


მიხედვით, ადამიანის ფსიქიკური პროცესები ორ ძირითად ინსტინქტს ეფუძნება:
ცხოვრების და სიკვდილის ინსტინქტს. „არსებობს ორი მნიშვნელოვანი სხვადასხვა

24
ჯგუფის ინსტინქტი: სექსუალური ინსტინქტი, ფართოდ გავრცელებული აზრით-
ეროსი, და აგრესიული ინსტინქტი (სიკვდილის), რომლის მიზანია დენსტრუქცია.“
სიცოხლის ინსტინქტი ესაა ადამიანის თვითშენარჩუნების ლტოლვა, როგორც
ინდივიდისა და გვარისა. ესაა ეროსის, სიყვარულის, გამრავლების პრინციპი,
რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას. კივდილის
ინსტიქტი არის სიკვდილის ლტოლვა, თვითგანადგურების , თვითგაქრობის
სურვილი. ეს ყველა ცოცხალი ორგანიზმიის ლტოლვაა დაუბრუნდეს არაორგანულ
მდგომარეობას. როცა ეროსის გავლენით სიკვდილის ინსტინქტი მიმართულია
ფსიქიკური აპარატის გარეთ, მაშინ სახეზეა განადგურების ლტოლვა, ის, რასაც ნიცსე
უწოდებდა „ძალაუფლების ნებას“. როდესაც სიკვდილის ინსტინქტი უკავშირდება
სექსუალობას, სახეზე გვაქვს სდიზმი. ხოლო როდესაც ის რჩება ფსიქიკის შიგნით ,
მაშინ შედეგან ვიღებთ მაზოხიზმს.

საბოლოოდ, რა მსგავსებაა ნიცშეს „ძალაუფლების ნებასა“ და ფროიდის


„სიკვდილის ინსტიქტს“ შორის . ნიცშეს „ძალაუფლების ნება“ ისევე, როგორ
ფროიდის „სიკვდილის ინსტიქტი“. რომელიც მიმართულია ფსიქიკის აპარატის
გარეთ , ორივეს მიზანია სხვაზე ბატონობა, სხვისი განადგურება , სხვაზე
აღმატებულად ყოფნა. ორივე მათგანი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა.

25

You might also like