You are on page 1of 5

ლექსო ზაალიშვილი

ადამ სმითი
ცნობილი შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტი და ფილოსოფოსი, ადამ
სმითი, თავის ნაწარმოებში ,,გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და
მიეზეზების შესახებ’’ განიხილავს თუ რას უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის ეკონომიკა,
რათა მან განიცადოს პროგრესი. სმითი თავის მსჯელობას უკავშირებს ვაჭრობასა და
ეკონომიკურ პროგრესს ან, შეიძლება ითქვას, ადამიანის მისწრაფებას საკუთარი
კეთილდღეობის მიმართ, რასაც იგი ,,ბაზრის უხილავ ხელს’’ არქმევს. მაგრამ,
გამომდინარე იქიდან, რომ ეს დებულება შრომის დანაწილებასთანაა კავშირში
განვიხილოთ იგი ამ ასპექტში. სმითის ერთ-ერთი მნიშნველოვანი მიგნება შრომის
დანაწილება აღმოჩნდა. რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ერთი ნივთის
დასამზადებლად სამუშაოს ინაწილებენ, ამის შედეგად უფრო მეტი ნივთი მიიღება
უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე მაშინ, როდესაც ერთი ადამიანი აწარმოებს ერთ ნივთს.
სმითი გვთავაზობს ქინძისთავის მანუფაქტურის მაგალითს, რომლის მიხედვითაც
შესანიშნავად ვხედავთ შრომის დანაწილების სარგებელს ადამიანის საქმიანობაში.
მაგალითად, ერთი მუშა თუ დაამზადებს ნემსსა და ბურთულას, ხოლო ამის შემდგომ
მათ შეაერთებს იგი გაცილებით მეტ დროს დაკარგავს ყველა ქინძისთავის
დამზადებაში. მაგრამ თუ ერთი ქინძისთავის დამზადებაში მონაწილეობას,
მაგალითად, სამი ადამიანი მიიღებს საკმაოდ ბევრი დრო დაიზოგება იმ შემთხვევაში
თუ ერთი ადამიანი ნემსის დამზადებას იკისრებს, მეორე ბურთულის და მესამე მათ
შეაერთებს. ამ შემთხვევაში წარმოება გაიზრდება და უფრო მეტ პროდუქტს მივიღებთ
შრომის დანაწილების წყალობით, რაც, ვფიქრობ, ეკონომიკური მდგრადობის ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.

მეორე მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელსაც სმითი ასახელებს ეკონომიკის


წინსვლისათვის ეს არის ქალაქისა და სოფლის ურთიერთმიმართება. სმითი ქალაქისა
და სოფლის მაგალითით გვთავაზობს იმ ძირითად პრინციპს რაც დამახასიათებელია
პოლიტიკურ-ეკონომიკური სფეროს გასავითარებლად. ამ შემთხვევაში ეს
ურთიერთდამოკიდებულება გულისხმობს იმას, რომ ქალაქსა და სოფელს შორის
არის მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი ყველაზე მეტად გააქტიურებული. რას
გულისხმობს ეს? იმ შემთხვევაში, როცა სოფელი აწარმოებს კონკრეტულ
პროდუქციას, რომელიც შემდგომ ბაზარში გააქვთ, ეს პროდუქტი არის ზედმეტი
პროდუქტი, ესეიგი გარდანამეტი, რაც საკმარისი აღმოჩნდა მეწარმისათვის. და თუ
მას ეს აღარ სჭირდება, მას შეუძლია იგი გაიტანოს ბაზარში. ამ შემთხვევაში კი ქალაქი
განხილულია როგორც ბაზარი. ქალაქის შემოსავალი და სიდიდე ამ შემთხვევაში
განსაზღვრავს ბაზრის მდგომარეობასაც, რაც დიდია ქალაქი მით მეტია მოწოდება.
აქვე საინტერესოა მსჯელობა იმის შესახებაც თუ რა განსაზღვრავს ამ პროდუქციის
ფასს. სმითი ამბობს რომ პროდუქტის ფასი უნდა ფარავდეს წარმოების ხარჯებს, ის რა
ხარჯიც გაიწია პროდუქტის დამზადებაში. ამაში იგულისხმება დრო, ენერგია,
მასალა, რომელიც ამ პროდუქტის დასამზადებლად გავიღეთ. აგრეთვე,
მნიშვნელოვანია ეს იძლეოდეს მოგებას ამის გარეშე კი, ბუნებრივია, წარმოუდგენელი
იქნება ქვეყნის განვითარება, რადგან ინდივიდი თუ პასუხისმგებელია ერთი მხრივ
საკუთარ თავზე, რათა გააუმჯობესოს საკუთარი წარმოებული პროდუქტი, მეორე
მხრივ ის ასევე ამ საკუთარი პროდუქტის გაუმჯობესებით ზრუნავს მთელ
საზოგადოებაზე.

სმითი გამოყოფს ეკონომიკის ორ სახეს: ძველი ევროპის დროისა და მისთვის


თანამედროვე ევროპისათვის დამახიათებელს. თანამედროვე გადმოსახედიდან:
ფეოდალიზმსა და კაპიტალიზმს. სმითის აზრით, ძველ ევროპაში (ფეოდალიზმში)
ეკონომიკის წინსვლას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან არ მუშავდებოდა მიწა, ამას კი
საკმაოდ ბევრი მიზეზი განაპირობებდა მათ შორის შრომის დეფიციტი, გლეხებისა და
მემამულეების ურთიერთობა და ე.წ ,,პირმშოობის კანონი’’ ამ კანონის მიხედვით
მიწები მემკვიდრეობით გადაეცემოდათ მემამულეების მხოლოდ უფროს ვაჟებს,
შესაბამისად, ისინი მიწებს არ უვლიდნენ და არ ამუშავებდნენ. ფეოდალიზმში,
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, მიწას მხოლოდ ძალაუფლების სახე მიეცა. მიწის
ფართობი განაპირობებდა მემამულის ძალაუფლებას, რაც უფრო დიდი იყო მიწა მით
უფრო დიდი ძალაუფლების მქონედ ითვლებოდა მემამულე. ვინაიდან არავინ
ზრუნავდა მიწის დამუშავებაზე ვერ გროვდებოდა კაპიტალი, გარდანამეტი
პროდუქტი, რომელსაც ადამიანი შეძლებდა გაეტანა ბაზარში გასაყიდად. ამ დროს
არც ქალაქები არსებობდა და ხალხი დაქვემბდებარებული იყო მემამულეზე. სმითი ამ
მდგომარეობიდან გამოსავლად გვთავაზობს ქალაქების დაარსებასა და
ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმში გადასვლას, მაგრამ მანამდე გლეხი უნდა
ჩამოყალიბდეს თავისუფალ ვაჭრად, რომელსაც შეუძლია საკუთარი კაპიტალით
აწარმოოს პროდუქტი და გაიტანოს ბაზარში (ქალაქში) სწორედ ქალაქების დაარსებაა
კაპიტალიზმში გადასვლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი.

ადამ სმითი ძველ ევროპაში გამოყოფს ადამიანთა ორ კლასს: მემამულე, ესეიგი


მაღალი კლასი, ხოლო გლეხი - დაბალი კლასი. გლეხებში შედიან ფერმერები და
მონები. როგორც აღვნიშნე, მემამულეები მაღალი კლასის წარმომადგენლები არიან,
შესაბამისად, მათ გააჩნიათ დიდი ქონება მიწის სახით და მათზე
დაქვემდებარებულნი არიან გლეხები, რომლებიც საზოგადოების განვითარების
სხვადასხვა ეტაპზე თანდათან თავისუფლდებიან მემამულეებისაგან, საბოლოოდ კი
ყალიბდებიან თავისუფალ ვაჭრებად. თავისუფალ ვაჭრად ჩამოყალიბება
ადამიანისთვის დამოკიდებული იყო მის ურთიერთობაზე მემამულესთან და მის
შრომაზე. თავდაპირველად მემამულეების საკუთრებაში იყო მიწები და ის
ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, შესაბამისად, ადამიანი იყო მონის
მდგომარეობაში, ლოკის თქმისა არ იყოს მათ არ გააჩნდათ საკუთრების,
თავისუფლებისა და სიცოცხლის უფლებანი. ასეთ მდგომარეობაში მონას არ აქვს
მოტივაცია რომ ხარისხიანად იშრომოს, რადგან მას მხოლოდ საკუთარი თავი
ადარდებს და დაინტერესებულია იმით, რომ რაც შეიძლება მეტი ჭამოს და ნაკლები
იმუშაოს. ვინაიდან არ გააჩნია საკუთრება. მონობის მდგომარეობიდან, ადამიანი,
შემდგომ ეტაპზე გადადის ფერმერობის მდგომარეობაზე. ამ დროს მას ენიჭება
ცოტაოდენი თავისუფლება და შეუძლია გამოიყენოს მემამულის სამეურნეო იარაღები
მიწის დასამუშავებლად, მიუხედავად ამისა, ბოლოს დაგროვებული მოგება, რასაც
ფერმერი მიიღებს, იყოფა შუაზე. ამრიგად, თუ ადამიანი მონად ყოფნის
მდგომარეობაში არ იყო დაინტერესებული მიწის მომგებიანობით, ამჯერად მას
უჩნდება ინტერესი, ვინაიდან მასაც ეკუთვნის წილი ამ მოგებიდან. შემდგომ ეტაპზე
ადამიანი ფერმერობიდან გადადის თავისუფალი ვაჭრის მდგომარეობაზე სწორედ ამ
დროს აქვს ადგილი ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმში გადასვლას. თავისუფალ
ვაჭარს ამ დროს აქვს საშუალოება, დამოუკიდებლად, საკუთარი კაპიტალის
მეშვეობით დაამუშავოს მიწა. იგი არავიზე არაა დამოკიდებული. ამ დროს
თავისუფალ ვაჭარს მიწა გადაეცემა იჯარით, რომელიც თავდაპირველად ვადაშია
შეზღუდული, ხოლო დროთა განმავლობაში სამუდამოც ხდება.

ადამ სმითი აგრეთვე საუბრობს მანუფაქტურების წარმოშობის მიზეზებზე,


პირველრიგში, ის პროდუქტი რაც სხვა ქვეყანაში არსებობდა და ხელმისაწვდომი არ
იყო ადგილობრივ დონეზე, იწვევს ახალი სფეროების, მანუფაქტურების წარმოშობას.
როდესაც დგება მდგომარეობა და საჭირო ხდება, ერთის მხრივ, ტრანსპორტის
ხარჯის შემცირება და, მეორეს მხრივ, დროის დაზოგვა და იმ შესაძლებლობის
მიღება, რითაც ადამიანი შეძლებს უფრო ნაკლებ დროში, მაგალითად, პროდუქტი
წარმოებას, ამ დროს დგება მანუფაქტურების საჭიროებაც. სწორედ ამიტომ
თავისუფალმა ვაჭრებმა გადაწყვიტეს ტრანსპორტირების დაზოგვის მიზნით იმ
კონკრენტულ ტერიტორიასა თუ ქალაქში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ,
აემუშავებინათ მანუფაქტურები და ის პროდუქტი, რაც სხვა ქვეყნიდან მოჰქონდათ,
დაეყვანათ ადგილობრივ დონეზე.

გამოყენებული ლიტერატურა

You might also like