You are on page 1of 10

გვანცა ჭიღლაძე

მარკ ბლოკი- ,,ისტორიის აპოლოგია’’

მარკ ბლოკი იყო ფრანგი ისტორიკოსი, რომელმაც კოლეგებთან ერთად შეძლო, მის
თანამედროვეობაში ცნობიერების კუთხეში გადასროლილი ისტორიის კონცეფცია
ახლებურად განესაზღვრა. მან ისტორიის მნიშვნელობა და მისი კვლევის საგანი
სააშკარაოზე გამოიტანა, ამასთანავე, ნათლად ახსნა ისტორიკოსის მოვალეობა, მიზანი
და მნიშვნელობა შემდგომი სწორი ისტორიოგრაფიული წყაროების შექმნისას. ეს კი
იმით შეძლო, რომ ისტორია არა ცალკეულ სფეროებად აღიქვა, არამედ ერთ სხეულად,
რომლის ნაწილების, მართალია, ცალკე გამოკვლევაც შეიძლება, მაგრამ მაინც სხეულის
ნაწილია და რომელსაც, მისი აზრით, ადამიანი მართავს.

მარკ ბლოკისთვის, ისტორია კაცობრიობის დროში გაწერილი, მრავლისმთქმელი და


სხვადასხვაგვარი გამოცდილებაა. ამ მხრივ თუ ვიმსჯელებთ ისტორია ადამიანების და
დროის გარეშე თავის ფუქციას კარგავს. ამიტომცაა, რომ, ბლოკის თქმით, ისტორია არის
მეცნიერება ადამიანების შესახებ, ოღონდ აუცილებელია დროის დიფინიციაც. ,,მისი
კვლევის საგანი, ამ სიტყვის ზუსტი და უპირველესი გაგებით, ადამიანთა ცნობიერებაა.
ყველაფერი, რაც ადამიანთა ცნობიერებას გადაკვეთს, იქნება ეს მათ შორის გაბმული
კავშირები, ურთიერთზეგავლენა და წამოჭრილი უთანხმოებებიც კი- ისტორიისათვის
ნამდვილი ჭეშმარიტებაა.’’ (ბლოკი 2018,185-186) თითოეული ადამიანის ცნობიერება
ქმნის იმ ეპოქას, რომელშიც ცხოვრობს, თავისი საქმიანობით თუ ურთიერთობებით
ქმნის საკუთარ ადგილს დროის უწყვეტ დინებაში. სწორედ ამიტომაა, რომ ბლოკი
ისტორიად არა მარტო მნიშვნელოვან პოლიტიკურ, რელიგიურ, ეკონომიკურ
მოვლენებს განიხილავს, რომელშიც ფიგურირებენ ცნობილი მეფეები, გმირები,
სარდლები და ა.შ., არამედ ჩვეულებრივი ხალხის: გლეხის, ხელოსნის თუ ვაჭრის
თვალით დანახულ მოვლენებს, რომელიც უფრო ხშირად ეფუძნება რეალურ ხედვას.

ავტორისათვის მნიშვნელოვანია, არა მარტო ისტორიის არსის და საგნის გაგება, არამედ


ისიც, თუ როგორ შეძლებს ისტორიკოსი გარკვეული ეპოქის თუ მოვლენის კვლევას და
საზოგადოებისთვის გაცნობას. ბლოკის აზრით, ისტორიკოსი არ უნდა დაეყრდნოს
მხოლოდ წერილობითი წყაროების შინაარს, მით უმეტეს, ერთი ქვეყნის წყაროს, რადგან
ისტორიულ წყაროებში ხშირია მიკერძოება. საჭიროა მრავალმხრივი ანალიზი, როგორც
წერილობითი, ისე არქეოლოგიური, ლინგვისტური, ეთნოგრაფიული და ა.შ. წყაროების.
ამ ყოველივეს მიზანი კი არის ის, რომ მან სააშკარაოზე გამოიტანოს წარსული, შეაქოს ან
სამარცხვინო დაღით შეამკოს ისტორიული გმირები. აგრეთვე, ისტორიკოსს მოეთხოვება
მიუკერძოებლობა და სამართლიანობა, რათა ,,აწმყოს ვირუსით’’ არ შებღალოს
ისტორიული მოვლენა. მისი ვალია არ მოიხიბლოს საკუთარი აზრით იმ დონეზე, რომ
ვეღარ შეძლოს გაანალიზოს მოვლენის რეალური არსი, სწორედ ამიტომ, ბლოკი ამბობს:
,,იმისათვის, რომ შეაღწიო უცხო ცნობიერებაში, რომელიც ჩვენგან თაობებით არის
დაშორებული, საჭიროა, თითქმის მთლიანად გათავისუფლდე საკუთარი ,,მე’’-სგან’’.
(ბლოკი 2018,197) აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისტორიკოსს ჰქონდეს წარმოსახვის
უნარი, რათა სრული სურათი აღადგინოს კვლევებზე დაყრდნობით.

ბლოკის მიხედვით, ისტორიული დრო გულისხმობს ერთიან მასას, რომელიც უამრავი


პატარა მოცურავე ფენომენებისგან შედგება. აქედან გამომდინარე, ბლოკი ისტორიულ
დროს ერთ მთლიან ორგანიზმად აღიქვამს, რომლის სხვადასხვა ნაწილის როლსაც
სხვადასხვა ქრონოლოგიური მოვლენები ითავსებენ. რაც შეეხება ისტორიულ დროში
მოცურავე ეპოქის თუ მოვლენის აღწერას, ის ჯერ ქრონოლოგიური ადგილის მიჩენას,
შემდეგ კი დაკვირვებას მოითხოვს. ავტორი თვლის, რომ მოვლენის შეფასებისთვის, თუ
ისტორიკოსს ნამდვილად სურს მისი გაგება, საჭიროა ეს მოვლენა არა ჩვენი დროის
პრობლემების ჭრილში მოაქციოს, არამედ იმ გონებრივ ატმოსფეროსა და
გარემოში,რომელშიც თვით მოვლენა ხდება. აქვე მნიშვნელოვანია, აწმყოსა და
წარსულის ურთიერთკავშირის დადგენა. ბლოკი თვლის, რომ წარსული ეპოქის
შესასწავლად აწმყოს ცოდნა და გამოცდილებაც გჭირდება, მაგრამ ეს არ გულისხმობს
იმას, რომ აწმყოში არსებული პრობლემებისადმი ხედვა გააიგივო წარსულის
ხედვასთან. აღსანიშნავია მოვლენის აღწერისას წერის სტილი და ენაც. ისტორიულ
დროში მეტყველება და, შესაბამისად, ტერმინოლოგიაც იცვლებოდა, ამიტომაც
ისტორიკოსისთვის საჭირო გახდა წარსული ეპოქის აღწერისას ეპოვა ის შუალედური
ენა, რომელიც არც ეპოქას დაუკარგავდა თავის ისტორიულ ხიბლს და არც
მკითხველისთვის გახდიდა გაუგებარს კვლევას.

მარკ ბლოკი მართლად ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა ისტორიის, როგორც


მეცნიერების განვითარებაში. მისი საშუალებით ისტორიამ, როგორც ერთ-ერთმა
სფერომ თავისი ადგილი დაიკავა სხვა დისციპლინებს შორის. სწორედ მისი
დამსახურებაა, რომ სიტყვა ისტორია დღეს ბევრად მეტს ნიშნავს კაცობრიობისთვის.
აღსანიშნავია, რომ მისი კვლევის მეთოდები, ეპოქის აღწერის ენის განსაზღვრა და
მოვლენების ქრონოლოგიური დანაწევრება, მაგრამ ამასთანავე ერთ ორგანიზმად აღქმა
დღევანდელ მსოფლიოშიც კი ნიშანდობლივია.
ანა ფიცხელაური

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბუმის ეპოქაში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც

მთელი მსოფლიოს ყურადღება ძირითადად მიმართული იყო რეალურ ცხოვრებაში

გამოყენებითი და თვალსაჩინო შედეგების მქონე დარგების (ბიოლოგიის, ქიმიის,

ფიზიკის და ა.შ.) განვითარებაზე, რომლებიც ამასთანავე პირველი და მეორე

მსოფლიო ომების პერიოდში ქვეყნის სიძლიერის განმსაზღვრელი მთავარი

დეტერმინანტებიც იყო, ასპარეზზე გამოდის ისტორიის, როგორც მეცნიერების

გულმხურვალე დამცველი, ნაცისტური გერმანიის რეპრესიების მსხვერპლი, ებრაელი

მოაზროვნე მარკ ბლოკი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბლოკი თანამედროვე ისტორიოგრაფიის

ფუძემდებელია, ვინაიდან მან ახლებურად, სრულიად სხვა კუთხით წარმოგვიდგინა

ისტორიის რაობა, მისი ცოდნის საჭიროება თუ კვლევის არეალი.

უპირველეს ყოვლისა, იგი შეეცადა გაერკვია თუ რამ განაპირობა „წარსულის

მეცნიერების“ მნიშვნელობის დაკნინება და კრიზისი. „ისტორიის აპოლოგიის“

მიხედვით, ჩვენს მიერ განსახილველი დისციპლინის კრიზისის გამომწვევი მთავარი

განმაპირობებელი ფაქტორი მისი არასწორი ინტერპრეტირება იყო. საუკუნეების

განმავლობაში ისტორიას აღიქვამდენენ როგორც წარსულში მომხდარი სხვადასხვა

პოლიტიკური თუ დიპლომატიური მოვლენების ქრონოლოგიის ერთიანობას,

რომელიც მხოლოდ მშრალ, ვიღაც მესამე პირის ზეპირ თუ წერილობით მონათხრობს

ემყარებოდა და ამ ყველაფერთან ერთად ასეთ წყაროებში აშკარა იყო ავტორების

პირადი შეხედულებებისა თუ სიმპათიების გავლენა. სწორედ ამიტომ ძალიან ხშირად

ისტორიული კვლევა-ძიება თავშესაქცევ, გასართობ სფეროდ მოიაზრებოდა.


რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომებით, წარსულში მომხდარი მშრალი ფაქტებისა თუ

მხოლოდ თარიღების დაფიქსირებით თითქმის შეუძლებელი იქნებოდა რაიმე

რეალური შედეგის დადება, ვინაიდან ცოდნას, რომელსაც ისტორია ქმნიდა, არანაირი

ღირებულება გააჩნდა. ასე, თანდათან „ჭეშმარიტი მეცნიერებების“ ფონზე ისტორიამ

დაკარგა თავისი რეალური მნიშვნელობა და უკანა პლანზე გადაინაცვლა.

ისტორიის დაკნინებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი ბრალდებამ კვლევის საგნისა თუ

„ინსტრუმენტების“ არარსებობაზე, რომელიც გააბათილა მარკ ბლოკის დებულებებმა

ადამიანის, როგორც ისტორიის მთავარი შესწავლის ობიექტისა და დროის, როგორც

მისი საზომი ერთეულის შესახებ „დრო სხვა არაფერია, თუ არა საზომი. თავისი

სწრაფვით შეუქცევადი, კონკრეტული და ცოცხალი რეალობა, ისტორიის დრო,

პირიქით, არის პლაზმა, რომელშიც ფენომენები ცურავენ და არის ის ადგილი, სადაც

მათი გაგება შესაძლებელია“ (ბლოკი 2018, 165).

ჩვენს მიერ განსახილველ ნაშრომში მან არაერთგზის გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ

ისტორიკოსის დანიშნულება არა უბრალოდ წარსულში მომხდარი მოვლენებისა და ამ

მოვლენების მთავარი მოქმედი გმირების შესწავლა, არამედ, ზოგადად, ადამიანების

ბუნების, მათი დროსა და სივრცეში არსებობის კვლევა-ძიებაა. ეს კი ერთდროულად

ეხება როგორც წარსულს, ისე აწმყოს და მაშასადამე, მომავალსაც. რაც იმას ნიშნავს,

რომ ისტორიკოსმა დეტალურად უნდა გააანალიზოს ის ეპოქა თუ გარემო პირობები,

რომელშიც არსებობს მისი კვლევის ობიექტი და ამასთანვე პარალელი გაავლოს

თანამედროვეობასთან. ეს ერთგავრად დროში მოგზაურობას ჰგავს. დროში

მოგზაურობისთვის კი აუცილებელია თითოეული ეპოქის გააზრებული ცოდნა

„ისტორია ხომ კაცობრიობის ვრცელი და სხვადასხვაგვარი გამოცდილებაა, ადამიანთა

შეხვედრებია საუკუნეების განმავლობაში. და თუ ეს შეხვედრა მეგობრული იქნება,

მეცნიერება და ცხოვრება ფასდაუდებელ სარგებელს მიიღებენ“ (ბლოკი 2018, 181).


როგორც ვხედავთ აწმყოსა და წარსულს შორის საკმაოდ მჭიდრო კავშირია. წარსულის

გარეშე არ არსებობს აწმყო და პირიქით, აწმყოს გარეშე არ არსებობს წარსული, ვინიდან

დღევანდელი რეალობის ცოდნის გარეშე რთულია წარსულის რეკონსტრუირება, უკვე

მომხდარის არცოდნა კი დიდ დაბრკოლებას ქმნის აწმყოს სრულიად შეცნობაში.

აქედან გამომდინარე, ისტორიის ცოდნა აუცილებელი და საჭიროა თითოეული

ჩვენგანისთვიის „აწმყოს გაუგებრობა ფატალურად მომდინარეობს წარსულის

არცოდნიდან. მაგრამ ალბათ ამაოა ძალ-ღონის ხარჯვა წარსულის გაგებაზე, თუ

არაფერი იცი აწმყოს შესახებ“ (ბლოკი 2018, 175).

ამასთან ერთდ, ისტორიის არცოდნა იწვევს პიროვნების მომავალი განვითარების

შეზღუდვასაც, აფერხებს რა მისი პიროვნული იდენტობის ჩამოყალიბებას „წარსულის

არცოდნა მხოლოდ აწმყოს გაგებას კი არ უშლის ხელს, დღევანდელ საქმიანობასაც

აფერხებს“ (ბლოკი 2018, 173). მაშინ, როცა ცოტა რამ იცი წარსულის შესახებ ძნელია

ადგილი დაიმკვიდრო საზოგადობაში, რომელთანაც არაფერი გაკავშირებს. სწორედ

წარსული განაპირობებს ჩვენს რეალობასთან, თანამედროვეობასთან ადაპტირებას.

მარტივად რომ ვთქვათ, წარსული გარეშე არავინ ხარ და არაფერს წარმოადგენ.

თუმცა მხოლოდ წარსულის ცოდნა არ კმარა ჭეშმარიტი ისტორიის შესაქმნელად.

„მეცნიერებამ ადამიანის შესახებ“ საჭიროა გაითვალისწინოს მთელი რიგი სხვა

სამეცნიერო თუ არასამეცნიერო დარგები. მგალითად, ფსიქოლოგია, სოციოლოგია,

არქეოლოგია, გეოგრაფია, ლიტერატურა, ხელოვნება და ა.შ. ეს კი ისტორიას

სინთეზურ მეცნიერებად გადააქცევს. სინთეზურობა და ინტერდისციპლინარულობა

კი არსებითია წარსული მოვლენების სრულყოფილი წარმოდგენისათვის, ვინაიდან

როგორ ზემოთ აღვნიშნეთ, ისტორიკოსის მოვალეობაა ადამიანის ცხოვრების

თითოეული დეტალის, მისი გარემოსთან თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედების

ზუსტი შესწავლა. აქვე შეიძლება დავამატოთ ისიც, რომ საკუთარი ქვეყნის ისტორიის
ცოდნა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ დანარჩენი მსოფლიოს ქვეყენების

ისტორიის იგნორირებით ჩვენი ცოდნა არსარულყოფილ, ზედაპირულ სახეს იღებს,

იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტული სახელმწიფოს ისტორია მჭიდრო კავშირშია

მსოფლიო ისტორიასთან ეს უკანასკნელი კი სწორედ ასეთი კავშირებით ყალიბდება

ერთ მთლიანობად „... ისტორიის კვლევებს ავტარკია არ სჭირს... ერთადერთი

ნამდვილი ისტორია, რომელიც მხოლოდ ურთიერთდახმარებით იქმნება, არის

მსოფლიო ისტორია“ (ბლოკი 2018, 177).

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გადაჭარბებული არ იქნება თუ

ვიტყვით რომ მარკ ბლოკმა შეუნარჩუნა ისტორიას სიცოცხლისუნარიანობა და

დიდწილად შეუწყო ხელი მის განვითარებას.

ნატო სირაბიძე

ფრანგ ისტორიკოს მარკ ბლოკისთვის არსებული შეხედულებები ისტორიასთან

მიმართებაში განსხვავებულია. სწორედ ამ განსხვავებულმა მიდგომამ და ხედვამ

გამოიწვია ის, რომ ბლოკი დღესაც, თანამედროვე საზოგადოებაში ერთ-ერთი

გამოჩენილი პიროვნებაა. მარკ ბლოკის ცნობადობა იმ პერიოდში, როცა ისტორიას ვერ

იაზრებდნენ, როგორც მნიშვნელოვან მეცნიერებას, გასაკვირვი არ არის. თუმცა,

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ღირებული ფილოსოფოსის აზრი მიუღებელია,

თავდაპირველად, საბოლოოდ მას აღიარებენ და მეტიც უდიდეს პატივს სცემენ მას.

ისტორიკოსი მარკ ბლოკიც ამ რიგს მიეკუთვნება, რადგან მან პირველად თქვა, რომ

ისტორია არის მეცნიერება და არა ხელოვნება, ადამიანის შესახებ. ისტორიას ქმნის


ადამიანი და არსებული სივრცე.

ავტორი ნაშრომში „ ისტორიის აპოლოგია“ საუბრობს ძირითადად ისტორიაზე. რა


არის

ისტორია? რას მოიცავს იგი? როგორი უნდა იყოს ისტორიკოსი? და სხვა და სხვა. ყველა

თემა ზედროულია და ვფიქრობ, აუცილებელია გაიაზროს თითოეულმა ინდივიდმა.

რადგან ისტორიის გარეშე, როგორც ბლოკი იტყოდა არაფერი არსებობს. ნამდვილი

ისტორია ქმნის სამყაროს. ახლა კი შევეხოთ საკითხს, რომელიც ყოველთვის იყო და

იქნება ყურადღების ცენტრში-დრო. უამრავი მეცნიერი, ფილოსოფოსი, ჩვეულებრივი

ადამიანებიც კი დაინტერესებულია დროთი. მართლაც ასეთი საშიშია დრო როგორც

უმრავლესობისთვის? ანალების სკოლის გააზრებული დრო როგორც ყველა სხვა

საკითხი ძალზედ საინტერესოა. დრო და ისტორია- ეს ორი ტერმინი ერთმანეთთან არის

კავშირში. ისეთ კავშირში, რომ ერთმანეთის გარეშე თითქმის არ არსებობენ.


ბლოკისთვის,

დროის ორი სახე არსებობს: ის დრო, რომელიც ყველასთვის ცნობილია და მეორე,


მეტად

უცნობი: ისტორიის დრო. უცნობი იმიტომ, რომ აქამდე დროის მხოლოდ ერთი ცნება
იყო

ცნობილი, მარტივი დრო, რომელშიც ადამიანები ცხოვრობდნენ.- „ დრო სხვა არაფერია,

თუ არა საზომი“ (ბლოკი 2019, 465). ისტორიული დრო მუდმივად განსხვავებულია,

ყველა დროსა და სივრცეში, რადგან ის ერთი მიმართულებით არ მიდის

დამოკიდებულია არსებულ რეალობაზე. მაშასადამე, ისტორიული დრო არის ის სივრცე,

რომელიც სავსეა ადამიანებით და ამ ადამიანების ქცევევებით, აზრებით, განსჯით.

მარკ ბლოკი ასევე საუბრობს იმაზე თუ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ისტორიკოსი.

ისტორია არ არის მშრალი, ძველი მოვლენების აღწერა. ყოველი ფაქტისა თუ მოვლენის

უკან ადამიანი დგას, ამიტომაც ისტორიკისო უნდა იყოს მაძიებელი, კრიტიკოსი,


ჰუმანური. ის არ უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ და მხოლოდ არსებულ ტექსტებს, ანუ

უნდა იყოს სიღრმისეული და არ ეხებოდეს მხოლოდ ობიექტს. ნამდვილ ისტორიკოსს

უნდა ჰქონდეს ანალიზის უნარი. ისტორიკოსმა არა მარტო უნდა გასცეს პასუხი სამ

ბანალურ შეკითხვას : რა? სად? როდის?, არამედ უნდა გაიაზროს თითოეული


მოქმედება.

საკითხის ობიექტურად შესასწავლად ისტორიკოსმა უნდა გამოიყენოს: შედარებითი

მეთოდი, მეთოდიკა, მულტიდისციპლინარულობა. ეს კი გულისხმობს, რომ წარსული

უნდა შევისწავლოთ მაქსიმალური კოოპერაციით სხვადასხვა პროფესიების

წარმომადგენლებს შორის. ანუ ამით ბლოკი ამბობს, რომ მხოლოდ ერთი პროფესია-

ისტორიკოსობა არ არის საკმარისი. ასევე მნიშვნელოვანია სხვა პროფესიები, ამ

პროფესიების ცოდნა კი ისტორიკოსს დაეხმარება თავისი საქმის სისრულეში და

სრულყოფილებაში მოყვანაში. შედარებითი მეთოდი კი გულისხმობს თუ როგორ

განვასხვავოთ დოკუმენტები იმის მიხედვით ყალბია ის თუ ნამდვილი, ეს კი

ისტორიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, რა არის ტექსტის მთავარი

კონცეფსია, რა შრეებია ამ ტექსტში, რას ეხება ავტორი და ესმის თუ რა ეს რეციფიენტს.

ყველა პიროვნებას აქვს მოვალეობა. მაგალითად: ექიმის მოვალეობაა გადაარჩინოს

პატიენტი, არ დაიშუროს და იხმაროს მთლიანი ძალ-ღონე . ისტორიკოსის მოვალეობა


კი,

გაანალიზებაა ყოველი წვრილმანისა თუ ფაქტის და მართებულად გადმოცემა

მკითხველისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ნამდვილმა ისტორიკოსმა არ უნდა

დაივიწყოს დღევანდელობა. მისი მოვალეობა არა მხოლოდ წარსულის, არამედ

თანამედროვე სოციუმის შესწავლაა. „ პირველი მახასიათებელია ადამიანის ცხოვრების

წარსულში მომხდარი ყველა ფაქტისა და აწმყოში მიმდინარე მოვლენათა


უმრავლესობის
შემეცნება, ანუ თანამიმდევრულად შესწავლა“( ბლოკი 2019, 486). ნამდვილი
ისტორიკოსი

ყოველდღიურობაში რაღაც განსაკუთრებულს უნდა ხედავდეს, აანალიზებდეს ფაქტებსა

და სივრცეს. უნდა აკავშირებდეს წარსულსა და აწმყოს და ასე ქმნიდეს ნაშრომს.

ისტორიკოსი ქმნის ნაშრომს, თავის ნაშრომს ისტორიის შესახებ. რა თქმა უნდა, მას

დასჭირდება ფაქტებისა თუ მოვლენების დამტკიცება. სამყარო სავსეა ცნობებითა თუ

წყაროებით, ამ წყაროების გაანალიზებას კი დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება.

სწორედ ამას გვეუგნება ბლოკი „თითოეული მათგანის შესწავლა დიდ დროს მოითხოვს.

მათი სრული დაუფლება კი-უფრო ხანგრძლივ და თითქმის განუწყვეტელ მუშაობას“(

ბლოკი 2019, 495) მაგრამ მათ შორის მართალისა და არასწორის გარჩევა ძალიან
რთულია.

მარკ ბლოკი ამბობს, რომ ისტორიკოსი ყველა წყაროს უნდა გაეცნოს- ყალბსაც და

ჭეშმარიტსაც. მხოლოდ და მხოლოდ სანდრო წყაროებზე დაყრდნობით არ უნდა

იმსჯელოს. ნებისმიერი წყარო უნდა წარმოადგენდეს ინტერესის საგანს და თითოეულ

მათგანს კითხვები დაუსვას. ეს კი საბოლოო პასუხამდე მიიყვანს ისტორიკოსს.

შეჯამების სახით რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ისტორიკოსის მარკ

ბლოკის მსოფლმხედველობა სრული ჭეშმარიტებაა. მის დამოკიდებულებებს და აზრებს

კი დამადასტურებელი არგუმენტებით ამყარებს. საყურადღებო და საინტერესოა


ბლოკის

მოსაზრება დროის ისტორიის, ისტორიის არსის, ისტორიკოსისა და მისი მოვალეობის

შესახებ.

ჩემეული გაგებით, მარკ ბლოკი სრულ ჭეშმარიტებას ღადადებს და მისი მოსაზრებები

ზედროულია. ყველა ეპოქის კაცობრიობა ვალდებულია გააზრებული ჰქონდეს თუ რა

არის ისტორია და მის შესახებ ყველაფერი, რადგან სწორედ ისტორია არის ყველაფერი.

You might also like