You are on page 1of 10

მაკიაველი

ნიკოლო მაკიაველი აღორძინების ხანის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი


ფილოსოფოსი გახლდათ. ცნობადობას თან სდევდა მისი ნაშრომების კრიტიკა,
მაგრამ აღსანიშნავია, რომ მისი ტექსტები კარგად იცოდნენ გამოჩენილმა
მმართველებმა. მაკიაველის მიხედვით, არსებობს მემკვიდრეობითი და ახალი
სამთავროები. ამ უკანასკნელს შეიძლება შერეულიც ეწოდოს თუ ახალი ნაწილის
მიიერთა. მისი აზრით, მემკვიდრეობითი სამთავროების მართვა და ძალაუფლების
შენარჩუნება ბევრად მარტივია, ვინაიდან არსებობს წინაპრების მიერ დაფუძნებული
წესრიგი და მთავარს მხოლოდ და მხოლოდ ის ევალება, რომ ეს წესრიგი დაიცვას და
გარემოებები მართოს. აქედან გამომდინარე, ის თვლის რომ ამის გაკეთებას რაიმე
განსაკუთრებული უნარი არ სჭირდება და საშუალო ნიჭის მქონე ხელმწიფეც
გაართმევს თავს თუ რაიმე აღმატებული ძალის მოქმედებით არ დაკარგა. რაც შეეხება
ახალ სამთავროებს, აქ საქმე შედარებით უფრო რთულადაა, რადგან თავს იჩენს
სირთულეები, რომელიც მემკვიდრეობით სამთავროში არ გვხვდება. ხალხი
სიამოვნებით იცვლის ბატონს, რადგან გონიათ რომ ახალი მმართველი უკეთესი
იქნება. შემდეგ კი ისინი რეალობას თვალს უსწორებენ და ხვდებიან, რომ
სინამდვილეში ყველაფერი უფრო გაუარესდა ვიდრე წინა ბატონის პერიოდში იყო. ამ
მდგომარეობას აუარესებს ის, რომ ახალ სუვერენს ისეთი ქმედებების ჩადენა უწევს,
რის შემდეგაც ერთნი მეგობრობის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან, მეორენი კი
საერთოდ ემტერებიან. ძალაუფლების მოპოვებაზე საუბრისას, მაკიაველი რამდენიმე
გზას გვთავაზობს, რომლებიც შესაბამისობაშია სამთავროს იმდროინდელ
რეალობასთან. თუკი სამთავროში ცხვოვრობს ხალხი, რომელთაც მსგავსი
ჩვეულებები აქვთ და ამიტომ კარგად ეგუებიან ერთმანეთს, საჭიროა ბატონმა
გაანადგუროს უწინდელი მთავრის საგვარეულოს და ხელუხლებელი დატოვოს
უწინდელი კანონები და გადასახადის აკრეფის წესი. სახელმწიფოები კი, რომლებიც
ერთმანეთისგან ენით, წესებით და ჩვეულებებით განსხვავდებიან, მეტად რთულია
დასაპყრობათ, ამიტომ ნიკოლო ამ პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე
ალტერნატიულ გზას გვთავაზობს. პირველი: ბატონი დაპყრობილ ქვეყანაში უნდა
დასახლდეს, როგორც თურქეთის სულთანი დასახლდა საბერძნეთში. "მთავარი,
რომელიც დაპყრობილ ქვეყანაში ცხოვრობს, იშვიათად თუ დაჰკარგავს მას."

(მაკიაველი 2017, 112) მეორე: დაპყრობილ სამფლობელოში რაზმის ყოლა, რომელიც


დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მესამე: იქ კოლონიების დაარსება. რაც
შეეხება სახელმწიფოს მართვას, აქ მაკიაველი სამ სხვადასხვა ვავრიანტს გვთავაზობს,
რომლებიც შემდეგში მდგომარეობენ: ისინი ან მიწასთან უნდა გაასწორო, ან
თავიანთი კანონების მიხედვით ცხოვრების ნება მისცე და ხარკი დაადო მათ, ან
პირადად დასახლდე იქ. ფილოსოფოსი მართალია ალტერნატივებს გვისახელებს,
მაგრამ თვითონ თვლის რომ ქალაქის შენარჩუნების უკეთესი საშუალება, ვიდრე მისი
დანგრევაა, არ არსებობს. მთავარზე საუბრისას, მწერალი მის უმთავრეს
თვისებად სიქველეს ასახელებს. ის სხვა რაიმე თვისებას რადიკალურად არ
გამოყოფს. ვგულისხმობ იმას რომ, მაკიაველი თითქოს "ოქროს შიუალედის"
დაჭერისკენ მოუწოდებს მთავრებს. მისი აზრით, მაგალითად ბატონი არც ძალიან
სასტიკი უნდა იყოს, არც ძალიან ლმობიერი. არც ძალიან ძუნწი და არც ძალიან
ქველმქმედი. მას უნდა შეეძლოს თვალთმაქცობა და საკუთარი თვისებების სწორად
გამოყენება. ასევე ნაკლებად უნდა ინტერესდებოდეს ხალხის აზრით მისი
თვისებების შესახებ, ვინაიდან ბრბოს მხოლოდ საბოლოო შედეგი და მიღწევები
ხიბლავს. თუ საჭიროება მოითხოვს, ბატონი სასტიკიც უნდა იყოს, ცბიერიც, ძუნწიც.
"მთავრისთვის აუცილებელია, რომ თანაბარი წარმატებით იბრძოდეს როგორც მხეცი
და როგორც კაცი" (მაკიაველი 2017, 135) . ის უნდა იყოს მელასავით ცბიერი და
ლომივით ძლიერი, ცბიერება აუცილებელია, ვინაიდან რაც არ უნდა ძლიერი იყოს
მმართველი, ცოტაოდენი ცბიერების გარეშე ვერაფერს გახდება. მაკიაველი თვლის
რომ ბედისწერაზე დამოკიდებულია ჩვენი მოქმედებების ერთი ნახევარი, მეორე
ნახევარი კი, მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც ჩვენს ხელშია. ის ბედისწერას
აბობოქრებულ მდინარეს ადარებს, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა არავის
ძალუს, მაგრამ მყუდროების ჟამს ადამიანებს მაინც შეუძლიათ, რომ მის წინააღმდეგ
რამე იღონონ. ფილოსოფოსის თქმით, მთავარი, რომელიც მხოლოდ ბედისწერაზეა
მინდობილილი აუცილებლად დაიღუპება, როდესაც ბედი სხვა მხარეს იბრუნებს
პირს. მმართველებმა, რომლებაც ბედის საშუალებით მოიპოვეს ძალაუფლება,
დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ მას. ადამიანები სხვადასხვაგვარი გზებით ცდილობენ
მიზნის მიღწევას. მათი გზები გამართლებულია თუ კონკრეტულ დროსა და
სიტუაციას ესადაგება. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ადვილი საქმე. მათთვის ძალიან
რთულია ერთხელ და სამუდამოდ არჩეული გზიდან გადახვევა. თუ მათი ქმედებები
და ბედისწერა ერთმანეთთან შესაბამისობაში არიან, მაშინ ისინი ბედნიერები არიან,
ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ბედნიერება უბედურებით იცვლება. ამიტომ,
როგორც ზევით აღვნიშნე,

აუცილებელია არჩეული გზების დროსთან შესაბამება. მაკიაველის აზრით, მიზანი


ამართლებს საშუალებას და მთავარისთვის ნებისმიერი გზა გამართლებულია თუ ეს
გზა მას წარმატებას მოუტანს. ბატონს შეუძლია ითვალთმაქცოს, ბოროტების გზაზე
დადგეს, განზრახ გააღვივოს მტრობა, რათა მისი ძლევის შედეგად ხალხის თვალში
მეტად ამაღლდეს.
პირველ რიგში, დავიწყებ იმით რომ ნიკოლო მაკიაველი გამოყოფს სახელმწიფოთა
ორ კატეგორიას, ესენია: რესპუბლიკა და სამთავრო, რომლებიც ერთმანეთისგან
გარკვეული ნიშნებით განსხვავდებიან. მაკიაველის აზრით, სამთავროები
შესაძლებელია იყოს მემკვიდრეობითი, შერეული, სამოქალაქო, საეკლესიო და
ახალი, მათ შორისაც არსებობს, რა თქმა უნდა, განმასხვავებელი ნიშნები.
მემკვიდრეობით სახელმწიფოებში ძალაუფლება უფრო მარტივად ნარჩუნდება,
ვიდრე ახლებში, ვინაიდან მემკვიდრემ საკმარისია არ დაარღვიოს წინაპრების მიერ
დადგენილი წესები, წესრიგი და მართოს იდენტურად. და თუ ხელმწიფე თუ ოდესმე
მაინც დაკარგავს ძალაუფლებას, მაშინ აუცილებლად შეძლებს მის უკან დაბრუნებას
ნიჭისა და უნარის დამსახურებით. დაპყრობილი სახელმწიფოები ან ეკუთვნიან
დამპყრობი სახელმწიფოს პროვინციასა და ენას, ან არ მიეკუთვნებიან. თუ ამ
სახელმწიფოსთან აქვთ გარკვეული საერთო ნიშნები, მაშინ მათი შენარჩუნება
შედარებით ადვილია, მითუმეტეს თუ ისინი თავისუფლებას არ არიან ნაჩვევნი.
ამიტომ თუ გსურს შეინარჩუნო ძალაუფლება და ფლობდე მათ ამისთვის მუსრი
უნდა გაავლო მთავართა საგვარეულოს. ამავდროულად მაკიაველი იმასაც აღნიშნავს,
რომ თუ შენარჩუნდება ძველი პირობები და არ იქნება ჩვეულებებს შორის
განსხვავება, მაშინ ხალხი შედარებით უფრო მშვიდად იცხოვრებს. თუმცა ვაწყდებით
მეორე უკიდურესობას. თუ სახელმწიფო როგორც ენით, ასევე ჩვეულებითა და
წესწყობილებით განსხვავდება, მაშინ ყველაზე კარგი და ამავდროულად სწორი
გამოსავალი ის იქნება, რომ სწორედ იმ ადგილზე დასახლდეს მთავარი, რამეთუ
როცა იგი დაპყრობილ ქვეყანაში იცხოვრებს დასაწყისშივე შეამჩნევს ამბოხებისა და
მღელვარების ნიშნებს და მალევე გააქარწყლებს მათ. მოშორებით მყოფი კი გვიან
შეიტყობს ამის შესახებ და ვერ შეძლებს უცბადვე რეაგირებას. არსებობს მეორე
ფაქტორიც, რომელიც მთავარის იმ ტერიტორიაზე ცხოვრების უპირატესობას
წარმოგვიჩენს. უცხოელებს, რომლებსაც სურს ამ ტერიტორიის დაპყრობა ხელ-ფეხი
ებოჭებათ , როცა იგებენ რომ იქ მთავარი ცხოვრობს. ყველა ჩამოთვლილთან ერთად,
სხვა საშუალებაა კოლონიების დაარსება ან კიდევ ცხენოსანთა და ქვეითთა
მრავალრიცხოვანი ჯარის ყოლა. თუმცა კოლონიების დაარსება უფრო დიდი
უპირატესობა აქვს, რამეთუ იგი დაკავშირებული არ არის დიდ ხარჯებთან.
მაკიაველი გამოყოფს მმართველობის სამ ფორმას, თუ როგორ უნდა მართო ის
სახელმწიფოები, რომლებსაც მანამდე თავიანთი კანონები გააჩნდათ: მიწასთან
გაასწორო ისინი, პირადად დასახლდე იქ ან მისცე უფლება თავიანთი კანონებით
იცხოვრონ, დაადო ხარკი, ხოლო მმართველობა მცირერიცხოვან პირებს გადასცე, ამ
გზით უფრო ადვილია ძალაუფლების შენარჩუნება, რადგან ეს დიდებულები
უშუალოდ მმართველის მიერაა დაკომპლექტებული და ისინიც ძალაუნებურად
ემორჩილებიან მას. როგორც მაკიაველი აღნიშნავს, ძალაუფლების მოპოვების
2 გზა არსებობს. პირველი-როცა მთავარი ბოროტმოქმედებითა და რაიმე
დანაშაულით იგდებს ხელში ძალაუფლებას და მეორე-როცა კერძო მოქალაქე ხდება
თავისი სამშობლოს მმართველი,

თანამოქალაქეთა კეთილგანწყობის გზით. ბოროტების გზით კი შეიძლება


ძალაუფლება ხელთ იგდო, როგორც ეს სიცილიელი აგათოკლეს შემთხვევაში მოხდა,
თუმცა ამ გზით ვერ მოიხვეჭ დიდებას. იმ შემთხვევაში როდესაც მთავარი
ხალხის მიერაა არჩეული, მაშინ იგი ფლობს დიდ ძალაუფლებას, რომელიც ხალხმა
გადაწყვიტა რომ მის ხელში ყოფილიყო, სწორედ ამიტომ მთავარი ყველანაირად
უნდა ცდილობდეს ხალხთან მეგობრობას და მათი კეთილგანწყობის შენარჩუნებას,
სხვა შემთხვევაში მას ცუდად წაუვა საქმე. მაკიაველის აზრით, მთავარი
უნდა ფლობდეს ისეთ თვისებებს, რომლებიც მას მმართველობის დროს გამოადგება.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ყველა კარგ თვისებას უნდა
ფლობდეს, არამედ იგი ამბობს, რომ ამ კარგ თვისებებთან ერთად ძალზე
მნიშვნელოვანია ,,ცუდი'' თვისებებიც, მაგრამ არა დიდი რაოდენობით. თუ ჩვენ
მაგალითად ავიღებთ ცალ-ცალკე სიუხვესა და სიძუნწეს, მათ შორის განსხვავებას
ნათლად დავინახავთ. სიუხვე კარგია, სიძუნწე არა, მაგრამ სხვაგვარადაა მთავარის
შემთხვევაში. მაკიაველი ამბობს, რომ თუ გინდა გულუხვის სახელი გქონდეს, მაშინ
უნდა გასცე მრავლად, მაგრამ ნელ-ნელა გაკოტრდება ამით მთავარი და იძულებული
იქნება ხალხს ხარკი დაადოს და ამით თავისი სახელი შეინარჩუნოს, როცა
გაღატაკდება მაშინ სახელსაც დაკარგავს, ძალაუფლებასაც და ამავდროულად
ზიზღსაც დაიმსახურებ ადამიანებისგან. ,,ამიტომ უფრო გონივრულია, შეურიგდე
ძუნწის სახელს, რომელიც იწვევს სირცხვილს სიძულვილის გარეშე, ვიდრე
მიელტვოდე გულუხვის სახელს და, ძალაუნებურა, მტაცებლად იქცე, რაც თავს
დაგატეხს სირცხვილსაც და სიძულვილსაც''(მაკიაველი,2014,150). მაკიაველის
ამობობს, რომ მთავარმა უმჯობესია გულმოწყალე კაცის სახელი მოიხვეჭოს, ვიდრე
სასტიკის. ამავდროულად იგი დინჯად უნდა არჩევდეს საქმეს და არ ცდილობდეს
რომ ქვეშევრდომები სულ შიშის ქვეშ ყავდეს, კეთილგონიერად, ადამიანურად უნდა
ზომავდეს თითოეულ ნაბიჯს. მაკიაველი ასევე აღწერს თუ როგორ უნდა იბრძოდეს
მთავარი ომში, სადაც უნდა გამოიყენოს აუცილებლად ძალა. ასეთ ომში იგი
ვალდებულია ისე იბრძოდეს, როგორც მხეცი და ამავდრიულად იყოს მელაც და
მგელიც, ვინაიდან ერთი მეორეს ავსებს და იგი ვინც ცდილობს მელას როლი
ითამაშოს იყოს თვალთმაქცი უფრო ადვილად აღწევს მიზანს, ვიდრე სხვანი.
,,მიზანი ამართლებს საშუალებას" კონკრეტულად ამ წინადადებას მაკიაველის
ნაშრომში ვერ ამოვიკითხავთ, თუმცა მთელი წიგნის წაკითხვის შემდგომ
შესაძლებელია გამოვიტანოთ დასკვნა, რომელიც ამ წინადადებას პირდაპირ თუ
ირიბად ემხრობა. ანუ კაცისათვის მიყენებული ზარალი, ზიანი ისეთი და იმ დოზის
უნდა იყოს, რომ შურისგების არ გეშინოდეს. მაკიაველის ნაშრომი იმ
მიმართულებითაც მნიშვნელოვანია, რომ მას შემოაქვს ადამიანისა და ბედისწერის
გაგება. იგი არ ეთანხმება აზრს, რომ ბედისწერა და განგება წარმართავს კაცის
ცხოვრებას, ვინაიდან და რადგანაც ეს ეწინააღმდეგება თავისუფალ ნებას. ბედისწერა
მხოლოდ ჩვენი მოქმედებების ნახევარს განაპირობებს, მეორე ნახევარი კი ჩვენზეა
დამოკიდებული. იგი ფიქრობს, რომ მთავარი, რომელიც მიენდო ბედისწერას
განწირულია დასაღუპავად, ამიტომ მაკიაველის აზრით, უმჯობესია რომ

მთავარი იყოს თამამი, ვიდრე ფრთხილი და წინდახედული.

ნიკოლო მაკიაველის „მთავარში“ გადმოცემულია ის თუ როგორი სამთავროები

არსებობს და ვინ, როგორი მთავარი უნდა მართავდეს მას. როგორც ყველა ადამიანს,

ნიკოლო მაკიაველსაც გარკვეული ფიქრები ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

მაგალითად, პლატონისთვის იდეალურ მმართველად ფილოსოფოსია

დასახელებული, რადგან ის ფლობს ყველა იმ თვისებას, რომელიც აუცილებლად

უნდა ახასიათებდეს ქვეყნის მმართველს. მოდი ვნახოთ, თუ როგორ მთავარს

მიიჩნევს მაკიაველი იდეალურად.

ნიკოლო მაკიაველი ერთ-ერთ ქვეთავში ამბობს, რომ ბრძოლის ორი სახე

არსებობს: ერთია კანონების მიხედვით, მეორე- ძალით. შესაბამისად, კანონების

მიხედვით ბრძოლა ადამიანებისთვისაა, ძალით კი მხეცებისთვის, მთავარი ორივე

მათგანს უნდა ფლობდეს, რადგან როდესაც კანონებით ბრძოლას აზრი ეკარგება მან

თავისდაუნებურად უნდა მიმართოს მხეცურ დამოკიდებულებას და შეებრძოლოს

მტერს მხეცურად. იგი ამბობს, რომ ძალით ბრძოლისას მთავარმა ორი ცხოველის

თვისება უნდა გამოიყენოს, ესენია: მელა და ლომი. მმართველი უნდა იყოს

მელასავით ცბიერი და ლომივით ძლიერი. იდეალურ მთავარს უნდა ახასიათებდეს

ერთგულება, თუმცა, ესეც ზომიერად, რათა იგი საზიანო არ აღმოჩნდეს მისთვის.

მთავარი შესაძლოა სულაც არ ფლობდეს ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს, მაგრამ


ხალხს უნდა დააჯეროს თითქოს ამ ყველაფრის მფლობელი არის. მმართველი უნდა

იყოს გულმოწყალე, ერთგული, კაცთმოყვარე, მორწმუნე და პატიოსანი, თუმცა,

იცოდეს როდის და რა დროს გამოიყენოს ეს. მთავარი ამ თვისებებს ისე უნდა

ფლობდეს და აკონტროლებდეს, რომ შემდეგ მისი გარდაქმნა საჭიროების

შემთხვევაში საპირისპიროთი შეძლოს. მაკიაველის ამ ეპიზოდის ეს კონკრეტული

მონაკვეთი კარგია პლატონის სიკეთის იდეის თეორიასთან პარალელის გასავლებად,

რადგან როგორც პლატონი ამბობდა: „საგნის სიკეთე მდგომარეობს მის მიერ თავისი

დანიშნულების შესრულებაში, თავისი ფუნქციის აღსრულებაში.“ (პლატონი 2017, 10)

ანუ გამოდის, რომ თუ კი მმართველი თავის თვისებებს საჭიროების შემთხვევაში

სწორად გამოიყენებს ეს მისთვის საზიანო არასდროს იქნება.

შიში თუ სიყვარული? კითხვა, რომელზეც მაკიაველი საკმაოდ ამომწურავ პასუხს

გვაწვდის. იგი მმართველობისას შიშს ანიჭიებს უპირატესობას. ალბათ, ყველამ

ვიფიქრეთ თუ რატომ არ შეიძლება, რომ კიდეც უყვარდეთ და კიდეც ეშინოდეთ

მისი, თუმცა ცოტაოდენი დაფიქრება და პასუხამდე თავადვე მივდივართ.

სიყვარული ვალდებულებაზეა დაფუძნებული, შიში- სისასტიკეზე.

სიყვარულისთვის მმართველმა ხალხის ინტერესები უნდა დაიცვას, შიშისთვის-

ცოტაოდენი სისასტიკეა საჭირო. საინტერესოა აგრეთვე ისიც, თუ, რატომ გმობს

მმართველობისას სიყვარულს? პასუხი შემდეგნაირია: ადამიანები ბუნებით

უმადურები არიან, საკმარისია მმართველმა თავისი დიდი სიყვარული,

გულმოწყალება დაანახოს ხალხს მაშინვე მას მიაკუთვნიან საკუთარ თავს, საფრთხის

მოახლოებისას კი უკუაგდებენ მთავარს. ამ მიზეზის გამო ფიქრობს მაკიაველი,


ჯობია მთავარმა შიში დანერგოს და არა სიყვარული, მაგარამ არა სიძულვილი,

აგრეთვე. მთავარმა უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს

ზიზღი, სიძულვილი. თუ კი, იგი, ხალხის თვალში დატოვებს ისეთ

შთაბეჭდილებას, რომ მხდალი, გაუბედავი, სულმოკლე და მერყევია მის მიმართ

ხალხი მხოლოდ ზიზღითა და სიძულვილით განეწყობა, რადგან როგორც თავადვე

ამბობს: „ვინაიდან ადამიანები, საერთოდ, ხედვას უფრო მეტ ანგარიშს უწევენ

მსჯელობისას, ვიდრე შეხების გრძნობას, რაკიღა ხედვით, ყველა ხედავს, მაშინ

როდესაც უშუალოდ მხოლოდ ცოტანი თუ ეხებიან მთავარს.“ (ნიკოლო მაკიაველი

„მთავარი“ 2017, 137) ეს მოსაზრება პირდაპირ მეტყველებს იმ ჭეშმარიტებაზე, რომ

ადამიანების უმრავლესობა გონების კარნახით ვერ მოქმედებს და ხედვას ანიჭებს

უპირატესობას. ასეთ შემთხვევაში მთავარი არა თუ სიყვარულს, არამედ შიშსაც კი

ვერ დანერგავს. სიძულვილის ასარიდებლად ასევე საჭიროა, მთავარმა სისასტიკე

ერთბაშად არ გამოიყენოს და გულმოწყალებაც დროგამოშვებით დაანახოს ხალხს.

თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია მიზანი, რომლის მისაღწევადაც ურთულესი გზის

გავლა გვიწევს. მთავრის ძირითადი მიზანი სწორედ ძალაუფლების შენარჩუნებაა.

შესაძლოა, მთავარმა არ იმოქმედოს იმ გზით, რომელიც ხალხისთვის მისაღები

იქნება, არ გამოიყენოს ის თვისებები, რის გამოც მას კარგ კაცად, მმართველად

ჩათვლიან, რათა ხშირად ის ვალდებული არის იმოქმედოს თავისი სურვილების

საპირისპიროდ, იმოქმედოს მოყვასის სიყვარულის, ერთგულების, გულმოწყალების,

ადამიანობის საპირისპიროდ, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებდეს მხოლოდ იმისთვის,

რომ შეინარჩუნოს სახელმწიფო და შეუნარჩუნას მას ის დიდება, რომ ვერასოდეს ვერ


შეძლოს ვერცერთმა ქვეყანამ სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის დაჩაგრვა,

განადგურება. მართალია, მთავარმა უნდა მოიხვეჭოს გულმოწყალე კაცის სახელი,

მაგრამ სისასტიკეც კი საჭიროა თუ კი ამას გარემოება მოითხოვს. მაკიაველმა

მაგალითისთვის ჩეზარე ბორჯა მოიყვანა, რომელსაც ყველა სასტიკად თვლიდა,

თუმცა სწორედ თავისი სისასტიკით შეძლო მან და გააერთიანა, წესრიგი დაამყარა

რომანიაში. აქედან გამომდინარეობს ის თეორია, რომ ზოგჯერ სისასტიკესაც კი აქვს

პლუსები, რადგან იდეალური მმართველი ყველანაირ დათმობაზე უნდა მიდიოდეს,

რათა შეინარჩუნოს სახელმწიფო, ძლიერი, პატრიოტი მმართველის სახელი

მოიხვეჭოს და შთამომავლებს, ერთიანი, უძლეველი ქვეყანა გადასცეს

მემკვიდრეობით.

ნიკოლო მაკიაველი ერთ-ერთი გამორჩეული იტალიელი მოღვაწეა. იგი გალხლდათ


მწერალი, პოლიტიკოსი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი. მაკიაველიმ ნაშრომში
„მთავარი“ მკაფიოდ ისაუბრა სახელმწიფოს მართვის, ძლაუფლების შენარჩუნების
პრინციპებზე. იგი ამბობს, რომ კარგმა მმართველმა უნდა დაიპყროს და
დაიმორჩილოს სხვა ტერიტორიები, თუმცა ხშირ ემთხვევაში მათი დამორჩილება
ბევრად რთულია ვიდრე დაპყრობა.

ნიკოლო მაკიაველი თავის მსჯელობაში მთვრის მიერ ქალაქის შენარჩუნების


რამდენიმე ხერხზე საუბრობს, ესენია: ქალაქის მიწასთან გასწორება, ქალაქში
მცხოვრებთათვის უკვე არსებული კანონებით ცხოვრების უფლების მიცემა ან
დაპყრობილ ტერიტორიაზე დასახლება. ავტორმა განიხილა სამივე ალტერნატივა და
მივიდა დასკვნამდე რომ „არ არსებობს ქალაქის შენარჩუნები უკეთესი საშუალება,
ვიდრე დანგრევა და დაქცევა მისი.“ ( მაკიაველი, შთა 2014, 121. ) ამ მოსაზრების
გსაშლელად მას მოჰყავს საფრანგეთისა და თურქეთის მაგალითები.

თურქეთი და საფრანგეთი განსხვავდება მმართველობის ტიპით. თურქეთს ერთი


მმართველი ჰყავს, დანარჩენები კი მისი ქვეშევრდომები, „მონები“ არიან.
საფრანგეთის მეფეს კი ბევრი პატარა მბრძანებელი ჰყავს, რომელთაც თვიანთი
ქვეშევრდომები აღიარებენ და პატივს სცემენ. მათ გააჩნიათ საკუთრი
პრეროგატივები, რომლებიც მეფის სასიკეთოდ არა რის მიმართული.

მაკიაველის თქმით ისეთი სახელმწიფოს დაპყრობა როგორიც თურქეთია ძლიან


ძნელია, თუმცა შენარჩუნებაა ადვილი. სიძნელის მიზეზი ის არის, რომ ქვეყნის
მაღალი თანამდებობის პირებიდან არავინ შეუწყობს ხელს ამბოხებებს სულთნის
წინააღმდეგ, ისინი ვერ მიიხმობენ დამპყრობლებს. ძალიან ძნელია სულთანის
მომხრეებისა და ყმების გადაბირება, თუმცა თუკი ეს მოხერხდა მაინც დიდს აარფერს
ნიშნავს რადგან მათ არ შეუძლიათ მოსახლეობაც გადაიბირონ. წარმატების მთავარი
გზა არის მთავარი საგვარეულოს ამოჟლეტა, რის შემდეგაც გამარჯვებულს არავის
შიში არ ექნება.

რაც შეეხება საფრანგეთს, მის მსგავს სახელმწიფოშ შეღწევა ადვილია, ამისთვის


საკმარისია გადაიბირო ნებისმიერი ბარონი, ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი
ვინც უკმაყოფილოა და მოისურვებს ახალი წესრიგის დამყარებას. ამის გამო
შეიძლება მათ გზა გაგიხსნან სახელმწიფოსკენ, რაც გააადვილებს გამარჯვებას.
თუმცა ამ გამარჯვების და წარმატების შენარჩუნება დიდ სიძნელეებთან არის
დაავშირებული. ამ ყვეალფერს განაპირობებენ მტრები და მოკავშირეები.
თურქეთისგან განხსვავებით მთავარი საგვარეულოს განადგურებით ამ შემთხვევაში
პრობლემა არ მთავრდება, რადგან კვლავ გამოჩნდება ისეთი ადამიანი ან ადამიანთა
ჯგუფი რომელიც ჩაუდგება სათავეშ ახალ შეთქმულებებს გამარჯვებულთა
წინააღმდეგ.

დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ მაკიაველის პოზიციას, შეიძლება


იგი საკმაოდ სასტიკად მივიჩნიოთ, თუმცა ალბათ ყველა შევთნხმდებით რომ
დამპყრობელთთვის ტერიტორიის შენარჩუნების უკეთესი ალტენატივა არ არსებობს.
რადგან ძალის ასეთი ფორმით გამოყენების შემდეგ ქალაქის მაცხოვრებლები ვეღარ
შეძლებენ ხმა აიმაღლონ დამპყრობელთა წინააღმდეგ და დაკარგული თვისუფლების
აღდგენა მოითხოვონ. ძლიან ძნელია ადამიანში ჩაახშო ის სულისკვეთება, რომელიც
მას თვისუფალი ქალაქის მკვიდრობისას ჩამოუყალიბდა „ მათში არასდროს ჩქრება
და არც შეიძლება ჩქრეს დაკარგული თვისუფლების ხსოვნა. ამიტომაც ყველაზე
ქმედითი საშუალება მათი დანგრევა ან მათში ჩსახლებაა.“ ( მაკიაველი, შთა 2014, 121.
)

პირადად ჩემი გადმოსახედიდან, რაოდენ სასტიკიც არ უნდა მოგვეჩვენოს ნიკოლო


მაკიაველის პოზიცია, იგი მისაღბია იმ კონტექსტის გატავლისწინებით, რომ მას
საუბარი აქვს ისტორიულ წარსულზე, იმ დროზე რომელშიც იგი ცხოვრობდა და
მოღვაწეობდა, სადაც მსგავსი სისხლისმღვრელი ომები მიმდინარეობდა
ძლაუფლებისთვის. რაც შეეხხება აწმყოს, ყველასდა საბედნიეროდ დღეს
ნაკლებობდაა და თითქმის აღარ არსებობს მსგავი დამპყრობლური პოლიტიკა,
შესაბამისად არც მაკიაველის პოზიციაა მისაღები.

You might also like