You are on page 1of 3

თომას ჰობსი

„ლევიათანი“

ანა ოტიაშვილი

თომას ჰობსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყურადღება გასამახვილებელი


ავტორია, ავტორებს შორის, რადგან მას შემოაქვს ახალი ცნება, როგორიცაა მაგალითად
ბუნებითი მდგომარეობა. ჰობსს წინა პლანზე აქვს წამოწეული ის საკითხები, რომლებიც
აქამდე ნასწავლ ავტორების ნაწარმოებებში არ შეგვხვედრია. მას განსხვავებულად აქვს
დანახული სახელმწიფოს არსი, ადამიანის უფლებები და მოვალეობები, კანონების
მნიშვნელობა და სხვა.

პირველ რიგში, იგი საუბრობს ადამიანთა უფლებრივ თანასწორობაზე. ჰობსი


ამბობს, რომ ყველა ადამიანს ერთნაირი უფლება აქვს, თუმცა შესაძლებლობა
განსხვავებული. არ აქვს მნიშვნელობა, ძლიერია თუ სუსტი, მდიდარია თუ ღარიბი,
განათლებულია თუ გაუნათლებელი. უფლება ყველას თანაბარი აქვს. მაგრამ გარემოდან
გამომდინარე ერთნაირი შესაძლებლობა ვერც ერთ ადამიანს ვერ ექნება. თანასწორობა
სულაც არ ნიშნავს თანაბარ შესაძლებლობებს.

ჰობსის თქმით, არსებობს ბუნებითი მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი არაფრით


არ არის შეზღუდული. ამ დროს ადამიანი მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი
ინტერესებითა და სურვილებით. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ზიანი მიაყენოს
მეორეს, ისე რომ მას პასუხი არავინ მოსთხოვოს. ის არ დაისჯება, რაც გამოიწვევს სრულ
ქაოსს. ბუნებით მდგომარეობაში ყველა საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს. საკუთარი
თავის გადარჩენისთვის იბრძვის. მნიშვნელობა არ აქვს რა გზით. შეიძლება სხვისი
სიცოცხლის ფასად, თუმცა მაინც გადაირჩინოს თავი. „ომი ყველა კაცისა ყველა სხვა
კაცის წინააღმდეგ“ (შთა, ჰობსი, 2017, 187). შეიძლება, ცოტახანს ყველა ადამიანს
მოეწონოს ბუნებითი მდგომარეობა, თუმცა დროთა განმავლობაში, როდესაც დაიწყება
სისხლისღვრა, ქაოსი და არეულობა, ყველასთვის მნიშვნელოვანი გახდება სტრატეგიის
შეცვლა.

ჰობსი კონფლიქტის წარმოშობის სამ ძირითად სახესხვაობას გვიჩვენებს, ესენია:


შეჯიბრი , შიში და პატივმოყვარეობა. შეჯიბრი წარმოიშვება ერთნაირი ინტერესების
ნიადაგზე. თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით. როდესაც ერთ ადამიანს იზიდავს
მეორის ქონება, ამ დროს შეჯიბრის მეშვეობით შეუძლია წაართვას, რაც რა თქმა უნდა
გამოიწვევს კონფლიქტს. შიშის დროს ადამიანი ცდილობს თავის დაცვას ნებისმიერი
გზით, ამის გამო ძალიან მარტივია მისი ინტერესების უგულებელყოფა და მასზე
ძალადობა. ხოლო პატვიმოყვარეობა ნებისმიერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი
ფაქტორია. ღირსეული სახელის შენარჩუნება ყველასთვის უმთავრესია. რაც
კონფლიქტის და ბრძოლის გარეშე, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. სწორედ ამგვარი
წინააღმდეგობების გამო გახდა საჭირო შექმნილიყო სახელმწიფო, სადაც დადგენილი
წესებითა და კანონებით იმოქმედებდა ნებისმიერი მოქალაქე. როდესაც ყველა
თავისუფალია, რთულია წესრიგის შენარჩუნება, რადგან სახელმწიფოში უამრავი
ადამიანია და ყველა ერთ აზრზე ვერასოდეს შეჯერდება. ხოლო სახელმწიფოს შექმნის
შემთხვევაში, ადამიანების უსაფრთხოება ქვეყნის მეთაურების ვალდებულება გახდება.
ადამიანებში წარმოიქმენა შიში, რაც ერთმანეთზე ძალადობას შეასუსტებს. ყველა
ეცდება კონფლიქტის მოგვარებას დიპლომატიური გზით.

ასევე ძალიან საინტერესოა ჰობსის შეხედულება ბუნებით კანონსა და ბუნებით


უფლებაზე. ბუნებითი უფლება, როგორც უკვე ვისაუბრეთ, სრულ თავისუფლებას
აძლევს ადამიანს. ადამიანი აკეთებს იმას, რაც თვითონ მიაჩნია სწორად და შესაბამისად
სხვის ინტერესებს არ ითვალისწინებს. ხოლო ბუნებითი კანონის დროს იქმნება
ადამიანის ქცევის წესები. ამ დროს ნებისმიერი მოქალაქე ვალდებულია მოექცეს იმ
ჩარჩოებში, რომელსაც სახელმწიფო შეადგენს. ამ კანონების შეუსრულებლობის
შემთხვევაში კი მკაცრად დაისჯება. ასე გაცილებით მარტივია სიმშვიდის შენარჩუნება
და სრულყოფილი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
ბევრი ადამიანი იმდენად სუსტია, რომ არ შეუძლია საკუთარი უფლებების და
ინტერესების დაცვა. როდესაც მასზე უფრო ძლიერი ადამიანი გამოჩნდება და მოსთხოვს
უფლების დათმობას, ცხადია მას არ ექნება იმის უნარი, რომ შეეწინააღმდეგოს და
იძულებული გახდება საკუთარი უფლება დათმოს. ხოლო უფლების გადაცემის
შემთხვევაში, ჩვენს უფლებას გადავცემთ კონკრეტულ მმართველს, ქვეყნის
წინამძღოლს, რათა უსაფრთხოება გარანტირებულად გვქონდეს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. თომას ჰობსი. „ლევიათანი“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1.


187. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017.

You might also like