You are on page 1of 3

საუბრები ფილოსოფიაზე ეთერ ბაკურაძე

მერაბ მამარდაშვილი მე-20 საუკუნის გამორჩეული ფილოსოფოსი იყო, მისი


ფილოსოფიის ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც
საზოგადოებისა და კულტურის გარკვეული ტიპი, გაეკრიტიკებინა. ფაქტობრივად
იგი იყო ანტისაბჭოთა მოაზროვნე, რომელიც ,,ქართველი სოკრატეს’’ სახელს
ატარებდა. მამარდაშვილის ლექციათა კურსი ,,საუბრები ფილოსოფიაზე’’ საბჭოთა
კავშირის ნეგატიურ ხასიათსა და მის მემკვიდრეობაზე მოგვითხრობს,
ამავადროულად იგი ცდილობს სამოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ
გააცოცხლოს რელიგიური კულტურა თუმცა, იმის გარეშე , რომ რაიმე ითქვას
რწმენაზე ან თუნდაც რწმენის საგანზე.

როგორც უკვე ავღნიშნე, მამარდაშვილი ცდილობს რელიგიის ხელახალ


გამოცოცხლებას, იგი იწყებს პავლე მოციქულის ,,რომაელთა მიმართ ეპისტოლის’’
განხილვას, საუბარს იწყებს ცოდვით, რომელიც ჩვენშია და გვაკეთებინებს იმას, რაც
მას სურს. მაშ გამოდის, რომ ჩვენში მოქმედებს რაღაც სხვა, რაღაც გნსხვავებული,
მოკლედ რომ ვთქვათ უცხო აქტი, რომელიც მარიონეტულ თოჯინებად გვაიძულებს
ქცევას. როდესაც მამარდაშვილი პოსსტოტალური სიტუაციიდან პარალელს ავლებს
პავლე მოციქულის სიტყვებამდე, მას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ არ ვცნობთ
საკუთარ ხმას, იგი ჩვენი გვგონია თუმცა, სინამდვილეში ცოდვის ხმაა ჩვენში. ,,მე კი
არ ვმოქმედებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია’’ (მამარდაშვილი2018,421)

სწორედ ამ სიტყვებიდან გამომდინარეობს მოსაზრება სიკეთის ქმნასთან


დაკავშირებით ,,ჩემს სხეულში, სიკეთე არ იმყოფება, თუნდაც სიკეთის ქმნის
სურვილი მქონდეს, მას რეალურად ვერ განვახორციელებ. არ ვიდენ სიკეთეს,
რომელიც მნებავს, არამედ ვაკეთებ ბოროტებას, რომელიც არ მნებავს’’
(მამარდაშვილი2018,421) ანუ გამოდის, რომ შეიძლება ჩვენ გვქონდეს კარგის კეთების
სურვილი, მაგრამ ვაკეთებდეთ საპირისპიროს, ანუ რაღაც ფარული მნიშვნელობა
იმალებ და ეს მნიშვნელობა დღევანდელ ქართულ სიტუაციაში მარტივად გასაგებია.
მაგრამ სინამდვილეში იგი უნივერსალურია სწორედ იმ არესთვის, რასაც საბჭოთა
კავშირი ჰქვია.

1
მამარდავშილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ჭკვიანები ვართ
ან თუნდაც ასეთებად მივიჩნევთ საკუთარ თავს, მაინც ოპოზიციონერები ვართ და არ
ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენს ღირსებას ეკადრება. ჩნდება კითხვა: რატომ? პასუხი კი ისაა,
რომ ერთმანეთისა გვესმის, თბილი ურთიერთობა გვაქვს და საქმე საქმეზე რომ
მიდგება გარკვეული რაღაცების დათმობა გვიწევს. თუ ვიცი , რომ სხვა ქურდობს, არ
ვაკეთებ იმას რაც საჭიროა, ვინაიდან მისი მესმის ან მეცოდება . ამ ყველაფერს
ადამიანი სითბოთი და სიყვარულით აკეთებს. ,,ჩვენ შერწყმულნი ვართ ადამიანის
სითბოში. მაშასადამე, რაში? პავლე მოციქულის სიტყვებით, ხორცში, სხეულში’’
(მამარდაშვილი2018,422)

ბევრჯერ გვქონია და გვექნება სიტუაციები, როდესაც გვეცოდინება რა არის


მართებული მაგრამ სულ სხვა რაიმეს გავაკეთებთ, ამისი მიზეზი კი ჩვენთვის
ძვირფასი ადამიანების, მეგობრების, ნათესავების სიყვარული იქნება. რაღაც
ნაპერწკალი ეწინააღმდეგება სხეულს, საბოლოოდ იმას აკეთებ, რაც შენ გძულს, რაც
ბოროტებაა. მამარდაშილი მიიჩნევს , რომ თუ გვსურს მთელი ამ სტრუქტურის აღწერა,
საერთოდაც არაა საჭირო გამოვიყენოთ ისეთი თანამედროვე ტერმინები,
როგორებიცაა ,,არაცნობიერი’’ ან ,,ქვეცნობიერი’’, ვინაიდან ავტორი მხოლოდ და
მხოლოდ ცნობიერების სტრუქტურებზე გვესაუბრება, მისთვის ცნობიერება
ცნობიერებაა და არ არსებობს ქვეცნობიერი.

ყველა ეს ზემოხსენებული ფაქტორი, ადამიანთა შორის კავშირების ხორციელ


ბმულობას წარმოადგენს და ,,ურთიერთგაგება’’ ჰქვია. ამავდროულად ავტორი
მიიჩნევს, რომ ეს ბმულობა ჩვენი აზროვნების მტერია: ვერ ვხედავთ რაიმეს, ან არ
გვინდა, რომ დავინახოთ, რაღაც უკვე გავიგეთ და ვეღარასოდეს გავიგებთ იმას, რაც
მართლა გასაგები იყო თუმცა, დადებითი მხარე ისაა, რომ ურთიერთდათმობისა და
შველის პროცესში, ჩვენ უკვე გავუგეთ ერთმანეთს.

თუ დავსვავთ შეკითხვას როგორაა შესაძლებელი, რომ ჩვენი ქმედებები ჩვენვე


გვეკუთვნოდეს და ამ შეკითხვას არა მარტო პიროვნული, არამედ საზოგადოებირივი
მნიშვნელობით განვიხილავთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ პიროვნული აქტების
შედეგად შეიძლება შეიქმნას ადამიანთა ერთობა, ანუ იგივე ერი, ნაცია. თუ ეს ასე არ
მოხდა და საწინააღმდეგო ვითარება შეიქმნა, მაშინ შესაძლებელია არსებობდეს

2
ეთნოსი, რომელიც თავისთავად გულისხმობს სისხლით და ნათესაობით
ერთმანეთთან დაკავშირებულ ადამიანთა ჯგუფს და ავტორის აზრით, ამგვარი
ეთნოსი ვერ შეძლებს ისტორიაში შესვლას. ეთნოსი მისთვის ის ბუნებაა, რომელიც
მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული აქტების შედეგად შესაძლოა, რომ გარდაიქმნას და
იქცეს ისტორიის სუბიექტ ნაციად.

საბოლოოდ, მერაბ მამარდაშვილის ამ ლექციათა კურსში ჩვენ დავინახეთ თუ როგორ


შეიძლება გამოვარჩიოთ ერთმანეთისგან კარგი და ცუდი ან თუნდაც ზნეობრივი და
უზნეო. ფუნდამენტური პრობლემა ,რასაც ავტორი ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს
არის ის, თუ როგორაა შესაძლებელი შენი ქმედება შენვე გეკუთვნოდეს, როგორ
შეგიძლია იყო იმ სიტუაციაში, როდესაც თავად შეძლებ პირადი აქტის
განხორციელებას. ამ ყველაფრის გამო ავტორი ანტისაბჭოთა მოაზროვნის სახელს
ატარებს, ვინაიდან საბჭოური ხელიფლების დროს მიუღებელი იყო მსგავს
მოსაზრებათა გაჟღერება, განსაკუთრებით რელიგიურ კულტურასთან დაკავშირებით,
ავტორმა კი ხელახლა გააცოცხლა 70 წლის განმავლობაში მიძინებული და უკვე
დავიწყების პირას მყოფი რელიგიური მსოფლმხედველობა.

გამოყენებული ლიტერატურა

მამარდაშვილი,მერაბ. ,,საუბრები ფილოსოფიაზე’’ წიგნში შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში II, 418-427.თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა,2018.

You might also like