You are on page 1of 4

ჟან-პოლ სარტრი

ანა კვირკველია

საშინაო დავალება

ბიზნესის,ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი გლურჯიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
ფრანგი ჟან-პოლ სარტრი მოღვაწეობდა მეოცე საუკუნეში. ის გახლდათ
ეგზოსტენციალისტი ფილოსოფოსი, პოლიტიკური აქტივისტი, დრამატურგი,
ლიტერატურის კრიტიკოსი და მარქსიზმის ერთერთი გამოჩენილი ფიგურა. სხვა
ფილოსოფოსების მსგავსად ისიც მკაფიოდ და ნათლად გამოხატავს საკუთარ
მოსაზრებება და შეხედულებებს, თუმცა რა თქმა უნდა როგორც ყველა
ინდივიდუალურ პიროვნებას მასაც ჰქონდა ისეთი რამ, რაც მას სხვებისაგან აშკარად
განასხვავებდა. მის ამ განსხვავებულობასა და მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს
იმპროვიზირებული სტილი, სწორედ ამის გგამო ზოგიერთ თემა ხშირად იყო
დაუზუსტებელი და გაუშლელი. ამის მიუხედავად მის ნაშრომებს ხელი არ შეშლიათ
გამხდარიყო პოპულარული. მისი ნაშრომებით დღემდე ფილოსოფოსებთან ერთად
ჩვეულებრივი ადამიანებიც დაინტერესებულები არიან რადგან ის ყველასთვის ახლო
და ცხოვრებისეულ საკითხებზე საუბრობს. გასაკვირია როგორ ახერხებდა
ეგზისტენციალიზმისა და ჰუმანიზმის ერთმანეთთან დაკავშირებას, ორივე სფერო
ერთმანეთისგან სრულიან განსხვავებულია თუმცა სირთულის მიუხედავად
ყოველივეს საკმაოდ კარგად ართმევდა თავს.

სარტრს აქვს ერთ-ერთი პოპულარული ნაშრომი რომელის, სწორეს ჩემს მიერ ზემოთ
ნახსენებ, ორი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული საკითხს უკავშირდება -
„ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ , ამ ნაშრომში მან ბევრ მნიშვნელოვან და
ადამიანებისათვის საჭირო საკითხებს მოუყარა თავი.

ეგზისტენციალიზმი სარტისეულად შეიძლება განვიხილოთ როგორც ფილოსოფია,


ეს არის ფილოსოფია სადაც მოიაზრება ადამიანის დაუგეგმავად ყოფნას, როდესაც
პიროვნებას არ გააჩნია წინასწარ განსაზრვრული მოქმედება, მდგომარეობა, ბედი თუ
სხვა ნებისმიერი რამ, მას განსაზრვრული რელიგიური საყრდენი არ გააჩნია, რადგან
ის საკუთარი თავის უფალია. ადამიანში „არსებობა წინ უსწრებს არს”, ეს არის ფრაზა
რომელიც მოცემული ნაშროომის მთავარ ფრაზას წარმოადგენს. ამ სიტყვების
მიხედვით ჩვენ ახლა არ ვართ ისინი ვინც დავიბადეთ, არამედ ვართ ისინი ვინც
დაბადების შემდეგ გავხდით და ჩამოვყალიიბდით. ინდივიდი მხოლოდ მაშინ
ხვდება თავისი ცხოვრების არს და იაზრებს თუ ვინ უნდა იყოს როდესაც ის
პოულობს საკუთარ თავს და ეს ხდება ინდივიდუალურად ჩარევების გარეშე. თუმცა
პირიქით ხდება,როდესაც საგანზეა საუბარი აქ „არსი წინ უსწრებს არსებობას“,
მაგალითისათვის რომ ვთქვათ არცერთი ოსტატი არ შექმნის ნივთს , თუ წინასწარ არ
აქვს განსაზღვრული მისი არსი და დანუშნულება,მან ყოველთვის იცის თუ რისთვის
და როგორ ამზადებს კონკრეტულ საგანს.

ეგზოსტენციალიზმის იდეის თანახმად ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის


არსსებობაა, ის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ქმნილებაა, ის არა არის რაიმე
საგანი, უძრავი ან უსულო ნივთი, ადამიანი არის თავისუფალი ქმნილება და ის
არასდროს არ ემთვევა საკუთარ თავს და ნივთების მსგავსად არასდროს არის
საკუთარი თავის იდენტური. საბოლოო ჯამში ეგზოსტენციალიზმის იდეა
პიროვნებას ანიჭევს სრულ, განუსაზღვრელ თავისუფლებას.

როდესაც ჯან-პოლ სარტი საუბრობს ადამიანნის თავისუფალ ნებაზე ამ დროს


ჰაიტეგერი ამბობს „ჩავარდნილობა“ ეს არის სამყაროს სასჯელი ადამიანებს
თავისუფლების ჟამს. როდესაც პიროვნება იმყოფება ეგზისტენციალურ
მდგომარეობაში, ეს ნიშნავს რომ ის სამყაროში არის ჩაგდებული ანუ გადაგებული,
ამით მოიაზრება, რომ ის არ ირჩევს სად დაიბადება და როგორ დაიბადება, რა იქნება
წინაპირობა იმისა თუ როგორად ჩამოყალიბდება ის, ადამიან შეუძლლია აირჩიოს და
განსაზღვროს მისი მომავალი თუმცა ვერ განჭვრიტასვს მოსიყვარულე იქნება მისი
ოჯახი თუ მოძალადე, ან კარგი ცხოვრებისეული პირობები ექნება თუ ცუდი. თუმცა
ზუსტად ადამიანზეა დამოკიდებული როგორ არჩევანს გააკეთებს ის დინების
მიმართულებით იმოძრაავებს თუ საპირისიროდ. რომელიც ეზსისტენციალების
მოსაზრებით ან არსებობს ან არ არსებობს. ეს ყოველივე კი ადამიანის არჩევანზეა
დამოკიდებული. ის სამყაროში მარტოა და არ უნდა ჰქონდეს დახმარების იმედი,
მხოლოს მასზეა დამოკიდებული როგორ იცხოვრებს და რად იქცევა.

სწორედ არჩევანს მოჰყვება პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის შიში, შიშ იმისა


რომ არ არის მართალი და ცდება. რადგან ამშემთხვევაში ჩვენი ყყოველი ქმედება
არამარტო ჩვენ საკუთარ ცხოვრებას ეხება არამდ სხვებზეც მოქმედებს და ქმნის
ზოგად ხატებას. ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუსხვას
კითხვა: მაქვს თუ არა უფლება გავაკეთო ის რად შემდგომ ეს კაკაცობრიობისათვის
დაიდგინოს წესად? და ადამიანს არ უჩნდება ეს კითხვა ანუ ის საკუთარ შიშს
ემალება. (სარტრი 2018)

სარტრი როგორც ეგზოსტენციალიზმსა და ჰუმანიზმს ასევე თავისუფლებასაც


განსხვავებულად, თავისებურად, აღიქვამს. ის ამბობს რომ პიროვნება იმდენად
თავისუფალია რომ ვერც კი წარმოუდგენია თავისუფლება რომლისთვისაც
მუდმივად იბრძვია, არა არასდროს არავის წაურთმევია. ის ამ საკითხს აღიქვამს არა
როგოორც დადებითსა და კარგს არამედ წყევლა რომელიც ადამიანს მუდმივად
გააჩნია. „...ადამიანი დაწყევლილია იყოს თავისუფალი. დაწყევლილი, რადგან მას
საკუთარი თავი არ შეუქმნია, და მაინც თავისუფალია, რაწამს სამყაროში ჩავარდება,
ის პასუხისმგებელია ყველაფერზე, რასაც აკეთებს“ (სარტრი 2018, 322). გარდა ამისა
ის ამბობს რომ არც ღმერთი არსებობს, ის სწორედ იმისათვის გამოიგონეს რომ
ადამიანები რაღაც ჩარჩოში მოექციათ, და შეზღუდათ მისი უფლებები. მისი თქმით
ადამიანი თითოონაც დაინახავდა რომ ეს ყველაფერი სასჯელია, თუ ბოლომდე
გაიაზრებდა საკუთარი თავისუფლების ძალას. ამ ყოველივეს ამგვარად იმიტომ
აღიქვამს რადგან ასეთ შემთხვევაში როგორც ზემოთ ვახსენე მას უწევს აიღოს
საკუთარ თავზე პასუხისმგებლობები და შეცდომის შემთხვევაში არარ აქვს უფლება
თავი იმართლოს და გადააბრალოს ან ღმერთს ან ბედს.

საბოლოოდ კი სარტარი ეს არის ეგზისტენციალი ფილოსოფოსი რომლისათვისაც


ადამიანი და მისი თვაისუფლება უპირველესია. მისთის ამოსავალი წერტილია
ადამიანმა იოვოს საკუთარი თავი და შეძლოს თვითონვე განსაზღვროს საკუთარი
ცხოვრება.

ბიბლიოგრაფია

ჟან-პოლ სარტრი. 2018. ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია. შესავალლი თანამედროვე


მეცნიერებაში II . თბილისი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

You might also like