You are on page 1of 3

მარიამ სახოკია

ზიგმუნდ ფროიდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა აზროვნების სფეროში. მან


ჩამოაყალიბა ფსიქოანალიტიკის კონცეფცია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა
ადამიანის ცნობიერებაში. მის კალამს ეკუთვნის მრავალი საინტერესო ნაშრომი და მათ
შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია „კულტურით უკმყოფილება“. ნაშრომში
ფროიდი ცდილობს განსაზღვროს ადამიანის ადგილი კულტურაში, რომელიც მიზნად
ისახავს მის დაცვას, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც რომლის მიხედვითაც კულტურა
ადამიანს განადგურებით ემუქრება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიგმუნდი
ათეისტი იყო და არ სწამდა ღმერთის არსებობის. იგი კულტურას ახსენებს როგორც
რაღაც დოგმას, რომელიც ადამიანის შესაზღუდად ისევ ადამიანმა მოიგონა. საერთოდ
რა საჭიროა კულტურული ნორმები, რომელიც საკუთარ ვნებებზე უარს გვათქმევინებს.
უხსოვარი დროიდან ადამიანი ქმნის ოჯახს, რადგან ის ხვდება რომ ძალა ერთობაშია.
სავარაუდოდ ოჯახის შექმნასთან არის დაკავშრებული გენიტალური დაკმაყოფილების
მოთხოვნილება. როგორც ფროიდი ამბობს: „ადამიანისთვის „სხვამ“ თანამშრომლის
მნიშვნელობა შეიძინა და მასთან ერთად ცხოვრება მისთვის სარგებლის მომტანი
გახდა“ (ფროიდი 2018, 74). თუმცა აღსანიშნავია, რომ ადამიანისთვის არსებობს ორი
სახის ვნება. ესენია: მიზანშეკავებული სიყვარული და გრძნობადი სიყვარული.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ყველა სახის გრძნობა ერთი და იგივეა. თუმცა
გრძნობადი სიყვარული გადაიზრდება მიზანშეკავებულში, რადგან ჩვენ თვითონვე
ვუწესებთ საკუთარ თავს ვისი სიყვარული შეიძლება გრძნობადი სიყვარულით და ვისი
მიზანშეკავებულით. საკუთარი თავის შეზღუდვა კი, როგორც ფროიდი ხსნის,
ფსიოლოგიურ პრობლემებამდე მივყავართ. ეს ყოველივე ჩვენთვითონვე გვაყენებს
ზიანს და რატომ უნდა შევიზღუდოთ საკუთარი თავი, როდესაც გრძნობა შინაგანად
თავისით მოდის. ეს შეზღუდვები ხომ ფსიქიკაზე მოქმედებს, რადგან არაფერია ხელის
შემშლელი ფაქტორი, სურვილის ასასრულებლად, გარდა კულტურისა. და მინც, რაში
გვჭირდება კულტურული ნორმების დაცვა თუ ეს ჩვენს ფსიქიკასა და ენერგეტიკაზე
მოქმედებს, ყველაფერი მაინც ხომ წარმავალია. დაე ვისიამოვნოთ და
დავიკმაყოფილოთ ყველანაირი მოთხოვნილება რაც გვსურს. მაგრამ არსებობს მეორე
მხარეც, კრიტიკა საზოგადოების მხრიდან. რეალურად რთულია და ძალიან დიდი
გამბედაობა სჭირდება დაწესებული ჩარჩოების უგულებელყოფა და მხოლოდ
საკუთარი ვნებების გათვალისწინებით მოქმედება, რადგან საზოგადოება მისთვის
უცხოს და განსხვავებულს ვერ ეგუება და რიყავს სოციუმიდან. ფროიდი ამბობს რომ
ინცესტის აკრძალვა, ტაბუ, კანონი, ჩვეულებები – ყოველივე ეს გარკვეული
მიმართულებით წარმართავს ინდივიდის სექსუალობას, რომელსაც ასევე ეზღუდება
სექსუალური ‘ობიექტების’ არჩევანი საპირისპირო სქესითა თუ მასთან მხოლოდ
გენიტალური კონტაქტით. საინტერესოა, რომ ავტორი სუბრობს ისეთ ტაბუირებულ
საკითხზე როგორიცაა ინცესტი. ფროიდი თითქოს ადამიანთა მოდგმას ცხოველებს
უტოლებს. ჩვენ არაფრით განსვსხვავდებით ცხოველებისაგან, გარდა იმისა, რომ
ადამიანებს აზროვნება მაღალ რანგში გვყავს აყვანილი და გაგვაჩნია კულტურა. თუ ამ
უკანასკნელს დავკარგავთ რა იქნება ჩვენსა და მათ შორის განსმასხვავებელი ნიშანი.
საინტერესოა ფროიდისეული აღქმა ამ საკითხთან დაკავშრებით, თუმცა, ალბათ,
ბევრისთვის მიუღებელი.
„ჩვენ ალბათ სრული უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ სექსუალობის, როგორც
ბედნიერების წყაროს – აქედან გამომდინარე კი, როგორც ჩვენი ცხოვრების მიზნების
რეალიზაციის – მნიშვნელობა საგრძნობლად შესუსტდა. ხანდახან ისეთი
შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საქმე არა მხოლოდ კულტურის ზეწოლას ეხებოდეს,
არამედ სრული დაკმაყოფილებისათვის ხელისშემშლელი პირობა თავად ამ ფუნქციის
არსში იყოს წარმოდგენილი და სხვა გზებისკენ გვიბიძგებდეს.“ (ფროიდი 2018, 78). -
წერს ფროიდი. საინტერესოა რას გულისხმობს ფროიდი სექსუალობის მნიშვნელობის
შესუსტებაში. ჩემი აზრით, პირველყოფილი ადამიანებისდროინდელ პერიოდს
ადარებს თანამედროვეობას. მაშინ ხომ ცნობიერება და კულტურა საერთოდ არ
გააჩნდათ „ადამიანებს“. შესაბამისად იმ სექსუალურ ობიექტთან იკმაყოფილებდნენ
საკუთარ მოთხოვნილებებს, რომელთანაც მოესურვებოდათ. მნიშვნელოვანია იმის
გარკვევა თუ რატომ დაუწესა ადამიანმა საკუთარ თავს ჩარჩოები, რატომ დაიხვეწა და
რატომ განვითარდა, რაში სჭირდება რელიგია, კერპები და ასე შემდეგ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვასკვნი რომ ფროიდისეული აღქმა ძალიან
ფსიქოლოგიური და ფილოსოფიურია. მისი შემოქმედება არ არის ფართო მასაზე
გათვლილი, რადგან მის დამოკიდებულებებს ყველა ვერ აღიქვამს. ინცესტი,
პოლიგამია და სხვა მრავალი ტაბუირებული საკითხის ხმამაღლა განხილვა და
მიმხრობა ამ ყველფერზე ბევრს არ შეუძლია, ეს მხოლოდ ერთეულების ხვედრია და ამ
უმცირესობის წარმომადგენელია ფროიდიც. ზიგმუნდ ფროიდი, ისევე როგორც ნიცშე,
ათეისტი იყო. საინტერესოა რამ განაპირობა ის რომ მათ ეს რელიგიური მიმდინარეობა
აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ ფროიდი ნიცშეს მსგავსად თავს ზეკაცად ნამდვილად არ
მიიჩნევს. ის უფრო ცხოველთან აიგივებს ადამიანს და ართმევს იმ ვალდებულებებს,
რომლებმაც შეიძლება შეზღუდოს და სულაც ფსიქოლოგიური ტრავმის წინაშე
დააყენოს. ხოლო ნიცშე პირიქით, საზოგადოებას მოუწოდებს იმ უმაღლესი
მწვერვალისკენ, სადაც თავს ზეკაცად იგრძნობს. საინტერესოა ფროიდისთვის შემდეგი
დეფინიცია - „ზეკაცი“ რა მნიშვნელობის მატარებელი იქნებოდა. ჩემი აზრით, ის
საერთოდ ვერ აღიქვამს მას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ეს
ორი გენიალური მოაზროვნე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისეული აზროვნებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთი მიმდინარეობა - ათეიზმი აერთიანებთ.

გამოყენებული ლიტერატურა
ფროიდი, ზიგმუნდ. კულტურით უკმაყოფილება. წიგნში შესავალი თანამედროვე
აზროვნებაში 2. მთარგმნ. ანა პეტრიაშვილი, 74- 97. თბილისი, 2018. ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

You might also like