You are on page 1of 6

ია ქევხიშვილი

ნაციონალური იდენტობის ფორმირების პროცესი და მნიშვნელობა

ილია ჭავჭავაძე ის ქართელი მოაზროვნეა, რომლის მოღვაწეობის მთავარ


მიზანსაც ქართველთა თანამედროვე ერად ჩამოყალიბება წარმოადგენს, რათა
საქართველო „აღდგეს“ და „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“ ნაციონალური
იდენტობის,ეროვნულობის მნიშვნელობა და საქართველოს თვითდამკვიდრება
მისთთის მხოლოდ ცოდნითაა შესაძლებელი. ის ლაპარაკობს საქართველოს
ისტორიასა, აწმყოსა და მომავალზე. ასევე აანალიზებს განათლების მნიშვნელობას,
რომელიც უმნმნიშვნელოვანესი პრობლემაა მეცხრამეტე საუკუნის საქართელოში.

ილია ჭავჭავაძე განხილავს განათლების მნიშვნელობას, „ლოდინის


მდგომარების დასაძლევად.ესაა მდგომარეობა, სადაც ადამიანები მუდმივად სხვას
ელიან,სადაც ადამიანები არასოდეს თავიანთი აზროვნებით არ მოქმედებენ,თვითონ
არ აქვთ უნარი მიიღონ გადაწყვეტილებები და მიჰყვებიან სხვის აზრებსა და
შეხედულებებს.ეს მდგომარეობა კანტის უმწიფრობის მდგომარეობას ჰგავს,სადაც
ხალხს არ შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება და სხვებზე არიან
დამოკიდებულნი.“ლოდინით მომართული ადამიანი ბაკში დამწყვდეულ
პირუტყვსავით ნებიერადა წევს და იცოხნება ნელ-ნელად,ტკბილად“(ჭავჭავაძე 2014
365)-წერს ილია,რაც იმის მანიშნებელია რომ ლოდინის მდგომარებაში, ისევე
როგორც უმწიფრობის მდგომარეობაში ხალხი კომფორტულადაა.ილია ასეთ
ადამიანებს „სულელებს“ უწოდებს, რადგან ისინი სულ რაღაცას ან ვიღაცას ელიან და
ეს იმ დროისთვის უდიდესი პრობლემაა.ადამიანის უმოქმედობა,სადაც ადამიანს არ
აქვს განსჯის უნარი ესაა ლოდინის მდგომარეობა ილიასათვის.იმისათვის,რომ
ადამიანმა თავი დააღწიოს ლოდინის მდომარეობას აუცილებელია თვითმოქმედება,
ეს კი ცნობიერების გაზრდას გულისხმობს.მთავარია ამ მდგომრეობაში მოქმედება
დაიწყოს ადამიანმა და ცვლილებების არ ეშინოდეს..ილიასათვის „ცნობიერება
განსაზღვრავს ყოფიერებას“ცნობიერებაში კი განათლების დონე იგულისხმება,
განათლების მნიშვნელობაზე კი იმიტომ უსვამს ხაზს ავტორი, რომ ის აყალიბებს და
ზრდის ცნობიერების დონეს.ადამიანმა ჯერ ცნობიერება უნდა
გაითავისუფლოს,რათა შედეგად შეძლოს თავადაც მოიპოვოს
თავისუფლება.თავისუფალ ადამიანს უფრო მეტი საშუალება აქვს მიიღოს
განათლება.რატომ არის განათლება მნიშვნელოვანი?იმიტომ, რომ განათლების
გარეშე ადამიანი ვერ შეძლებს ყოველდღიურ ცხოვრებას ფეხი აუწყოს, სიღარიბიდან
გამოვიდეს და სახელმწიფოებრივ მდგომარეობამდე მივიდეს.ადამიანი, რომელსაც
არ შეუძლია წერა-კითხვა ვერ ახერხებს ცხოვრებას.ის ყოფითი პრობლემები, რომ
ხალხი ღარიბია და შიმშილობს გაუნათლებლობის ბრალია, და ისიც რომ
საქართველო არ არის გამთლიანებული ესეც ამის ბრალია, ილიას
აზრით.მნიშვნელოვანია სწორედ ამ პრობლემების გააზრება და გაანალიზება, და
რადგანაც ამ დროისათვის ბრძოლის ფორმები შეიცვალა და ხმლით ბრძოლას
შედეგები აღარ აქვს, ადამიანმა უნდა იბრძოლოს თავისი ცოდნით,და ფეხი უნდა
აუწყოს დროებას.ამ ყოველივეს საწყის ეტაპზე აუცილებელია საჯარო სკოლების
დაარსება, სადაც ადამიანს ექნება საშუალება ისწავლოს ელემენტარული წერა-
კითხვა, მართალია ის ვერ მიიღებს სკოლაში უმაღლეს განათლებას მაგრამ ექნება
ისეთივე საძირკველი ცოდნისა, როგორიცაა სახლის საძირკველი.შესაბამისი ცოდნის
გარეშე გლეხი იმასაც ვერ შეძლებს რომ ელემენტარულად შეძლოს მიწის დამუშავება,
ეს კი ხელს უშლის მას იზრუნოს პირად კეთილდღეობაზე და შესაბამისად საერთო
კეთილდღობაზე და თუ გლეხს ექნება უნარი წაიკითხოს და წეროს, მას შეექმნება
უკეთესი პირობები საცხოვრებლად და ქვეყნის შესაკრავად ერთ სხეულად.“ცოდნა
უძლეველი ფარია არსებობისთვის“(ჭავჭავაძე 2014 332)-წერს ილია.ცოდნა
საფუძველია ეკონომიკის განვითარებისა. ნებისმიერი ერის გაერთიანების
საფუძველს ენა წარმოადგენს,ამიტომაც აუცილებელია ქართული ენის სწავლება
თუმცა, არ უნდა შეიზღუდოს ადამიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს და სხვა
ეროვნებისაა,ისიც ჩვენი ქვეყნის ნაწილია ამ შემთხვევაში და მანაც ისევე უნდა
იბრძოლოს ქვეყნის გამთლიანებისთვის, როგორც ნებისმიერმა ქართველმა.
ილიასთვის მნიშვნელოვანია ისტორიული ფაქტების გაანალიზება.იმ
დროითვის საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა, და ილიას სურს
ჩამოაყალიბოს ქართველი ადამიანი, რომელიც თავის თავზე აიღებს ინიციატივას,
თვითონ იქნება მოქმედი,საკუთარი ნების.ილია საუბრობს, თუ როგორი სიტუაცია
იყო წარსულში განათლების მხრივ. იმ დრომდე არსებობდა საშუალო
სასწავლებლები,რომლებზეც მთავრობა ზრუნავდა, თუმცა მხოლოდ შეძლებულებს,
თავადაზნაურებს და მოქალაქეებს შეეძლოთ მათში სწავლა.
გლეხებისთვის,ფაქტობრივად შეუძლებელი იყო იქ შეღწევა.ამიტომაც ხალხი თავად
ცდილობს როგორმე ჩამოაყალიბოს სკოლები. ჩვენში, სადაც ხალხის თვითქმედება
ასეთი გაღვიძებულია განათლების გავრცელებისკენ მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს
და გამოყოს რაიმე სახსრები ამ პრობლემების გადასაჭრელად,ფიქრობს ილია
„მამული,ენა,სარწმუნოება“ ესაა ილიასთვის უმთავრესი საზრუნავი.მამული,სადაც
ქართულად მოლაპარაკე საზოგადოება ცხოვრობს,ენა, რომელზედაც
აზროვნების,ლაპარაკის და აზრი გამოხატვის უფლება აქვს ქვეყანაში მცხოვრებ
ადამიანს და სარწმუნოება,, ის რაც თავისუფალია,და ყველას აქვს უფლება თავისი
ნებისამებრ აირჩიოს იგი.მეორე მხრივ, ილიას აზრით,ქართველების პრობლემა
ნაციონალური იდენტობაა-ეროვნულობაა.ილიასათის არამარტო ის არის პრობლემა
რომ ქართველებს არ გააჩნიათ ეროვნულობა და საქართველო, როგორც სახელმწიფო
არ არსებობს, არამედ ისიც, რომ ის ვერ იარსებებს თუ ქართველებს არ ექნებათ
ეროვნული თვითშეგნება, ანუ თუ ისინი დაივიწყებენ, თავიანთ მამულს, ენასა და
სარწმუნოებას,თუ სად დაიბადნენ და გაიზარდნენ, რა ენაზე შეუძლიათ აზროვნება
და რა რწმენისანი არიან ისინი.მათ არ უნდა დაავიწყდეთ ის წარსული, სადაც
ქართველები ვაჟკაცურად იბრძოდნენ ქვეყნის გამთლიანებისთვის, მაგრამ ეს მაინც
არ ნიშნავს წარსულისა და ისტორიის გაღმერთებასა და ჭეშმარიტ
აღიარებას..საზოგადოება არ უნდა იყოს „ყურმოჭრილი მონა გარემოებისა“-წერს
ილია.,რადგანაც გარემოება არაფერს ცვლის,არც არაფერს გამონახავს
დამოუკიდებლად ხალხის დასახსნელად, მაგრამ ხალხს სჯეროდა, რომ როგორც ეს
გარემობა იქმნებოდა, შვებაც იმგვარადვე გამოჩნდებოდა ამ გარემოებიდან
თავდასაღწევად,თუმცა დრო გადიოდა და ქათველობას მაინც არ ჰქონდა
შვება.ამიტომაც წერდა ილია, რომ დრო შეიცვალა და ეს ქართელებმაც უნდა
გაანალიზონ.“ის საქართველო,რომელსაც მტერი ხმლით უტევდა და რომელიც
ხმლით იბრძოდა,უბრალოდ აღარ არსებობს“(ჭავჭავაძე 2014 325)-ამბობს ილია და
ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ ქართველებმა დაკარგეს სინამდვილის აღქმა და
ვერ ხვდებიან რომ მსოფლიოში დამკვიდრება მხოლოდ ცოდნითაა შესაძლებელი.

ილია ასევე ყურადღებას ამახვილებს და ქართველების შედარებას ახდენს


რუსულ და ევროპულ ეპოქებთან.ის წერს,რომ იმ დროისათვის მთელი რუსეთი
იყოფა ორ მიმდინარეობად, ორ დიდ ბანაკად,რომლის დაყოფის მიზეზიც, ილიას
მიხედვით, როგორც ძველის ობის, ისე ახლის კვირტის ძნელი დაუნახავობაა,მამების
ბანაკი წარმოადგენს ძველის,არსებულის მომხრე თაობას,ხოლო შვილების ბანაკი-
ძველის უარმყოფელსა და ახლის მესვეურნს.ამ ორ თაობას შორის დაიწყო
იდეოლოგიური ბრძოლა,რომლის მთავარი არეალიც არის მსჯელობა,
აზროვნება,ცოდნა,სწავლა-განათლება.ამ ორ თაობას შორის ის უფრო ძლიერია, ვისაც
მეტი ცოდნა აქვს და ილიას აზრით, ეს მდგომარეობა დრომ მოიტანა,ძველად თუ
ხალხი იბრძოდა ხმლით,ახლა ხალხი იბრძვის ცოდნით,რადგან ილიასავე აზრით,
ცოდნას შეუძლია ქვეყნის გამთლიანება.სწორედ ესაა მიზანი ილიასათვის,ცოდნას
შეუძლია შეცვალოს ადამიანთა ცნობიერება,რომელიც მოახერხებინებს
ერს,ჩამოყალიბდეს ერთიან ერად.

ევროპაში კი არსებობს ორი აზრობრივი მიმდინარეობა-კონსერვატორები და


ლიბერალები. „ჭეშმარიტი კონერვატორობა ესარჩლება და იცავს,მარტო იმისთანა
ძველს,რომელიც მისის გულწრფელის აზრით,ჯერ კიდევ გამოსადეგია და საჭირო
ცხოვრებისათვის(ჭავჭავაძე 2014 355)ასე ახასიათებს ილია კონსერვატორებს.ისინი
არიან ადამიანები, რომლებიც აფასებენ ისტორიას,ტრადიციებს,ყველაფერ
ძველს,თუმცა ისინი ამას გაუაზრებლად არ აკეთებენ,ისინი აანალიზებენ ყველაფერს
და ტოვებენ ისეთს,რაც საჭიროა სწორი მომავლის შესაქმნელად.ხოლო ლიბერალები
არიან ადამიანები,რომლებიც ყველაფერ ძველს კიარ უარყოფენ,არამედ ძველის
საფუძველზე ქმნიან ახალს. „ლიბერალობა უარყოფს იმისთანა ძველს, რომელსაც
თავისი დრო და ჟამი მოუჭამია,რომელიც დღეს ხარიხად გასდებია ცხოვრებას და
წინსვლას უშლის“(ჭავჭავაძე 2014 355) ლიბერალები არიან სიახლისკენ
მიდრეკილნი,თუმცა ისინი იმას აღიარებენ,რომ ყველაფერი რაც ახალია კარგი არ
არის და ყველაფერი რაც ძველია არც ის არის ჭეშმარიტი და კარგი.ილიას აზრით, ეს
ორი მიმდინარეობა რუსეთში არასწორად გადმოიტანეს და დაამახინჯეს.მამების
თაობა,ვითომ კონსერვატრების ანალოგებს წარმოადგნენ,რომელსაც ილია
რეტროგრადებს უწოდებს. ისინი ისეთი ტიპის ხალხს წარმოადგენენ,ვინც ყველაფერ
ძველს ეთაყვანება და ყველაფერი ძველი კარგი და სწორი და სიახლე კი-ცუდი
ჰგონია.მეორეს მხრივ, ამის საპასუხო რეაქციაა შვილების მხრიდან.ისინი სიახლეს
კარგად და მისაღებად მიიჩნევენ.ხოლო ძველს-უარსაყოფელად და
მოსაშორებლად.ილიას აზრით, ეს ცუდი მოდელია.ქართველებმა არ უნდა გაიაზრონ
ეს მოდელი,რადგან ისტორია იმას არ გულისხმობს, რომ ყველაფერი რაც წარსულში
იყო კარგია, ისტორია საჭიროებს გადაფასებას, გააზრებას,გაანალიზებას,ეს კი
კაცობრიობას დაეხმარება სასურველი მომავლის შექმნაში.თუ ყველაფერი უარყო
კაცობრიობამ, მაშინ შეუძლებელია მომავლის შექმნა და კაცობრიობის
განვითარება.აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ქართველობამ უნდა გაიაზროს
ევროპის გამოცდილება და მიბაძოს მას, რადგანაც ევროპა წინ გაიჭრა,დაგროვილი
გამოცდილებების გამო.ილია ამბობს, რომ ევროპას გააჩნია ის ღირებულებები,რაც
საქართველოს დააეხმარება დადგეს ერად სხვა ერთა შორის.ილიას
აზრით,დღევანდელი სიტუაცია თხოულობს სწორ გზას და სწორ
ღირებულებებს,სულ სხვა რამეს ჰღაღადებს და ჩვენი ქართველების ლიბერალობა
მთელი თავისი ძალით ევროპის მხარეს უნდა მოექცეს.ყოველი ადამიანი, ყოველი
ჭეშმარიტი ლიბერალი ევროპის გზას უნდა მიჰყვეს „ეგ მიმართულება იქნება ახალი
იმ დრომდე,მინამ ჩვენი ვინაობა თავის შესაფერს და კუთვნილს ადგილს არ
დაიკავებს ჩვენს ცხოვრებაში და საზოგადო საქეთა სათავეში არ მოექცევა“(ჭავჭავაძე
2014 359) და ილიას მიაჩნია, რომ ქართველი რეტროგრადი უნდა იყოს ის,ვინც
დღვანდელი დღის მღაღადებელს ყურს მოუყურებს და არ აჰყვება.

მაშასადამე, ნათლად ჩანს ილიას მიზნებები, შეკრას,გაამთლიანოს ქვეყანა და


გაანათლოს იგი, როგორც კი შესაძლებელია. ეროვნულობა, როგორც ნაციონალური
იდენტობა უპირველესია მისთვის და ქვეყანა ვერ იარსებებს მის გარეშე. ქვეყანა,
რომელიც იმ დროისთვის ქვეყანასაც არ წარმოადგენს და სხვა სხეულის ნაწილია.

ბიბლოგრაფია

ჭავჭავაძე,ილია „რჩეული წერილები“ შესავალი თანამედროვე აზროვნებაში


2,2014. გვ:324-412

You might also like