You are on page 1of 14

პლატონი

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსი პლატონი, დაიბადა ათენის


არისტოკრატიულ ოჯახში. იგი სოკრატეს მოსწავლე იყო და დიდ პატივს სცემდა მას.
სავარაუდოდ, სწორედ სოკრატეს სიკვდილით დასჯამ გამოიწვია პლატონის
მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება იმდროინდელი პოლიტიკური რეჟიმის
მიმართ და დიდი გავლენაც მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. პლატონს
ათეულობით მნიშვნელოვანი წიგნი აქვს დაწერილი, რომლებმაც, როგორც ამბობენ
ძალიან დიდი გავლენა იქონია დასავლური აზრის განვითარებაზე. მათ შორისაა
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „სახელმწიფო“ ,რომელშიც გამოხატულია
პოლიტიკური აზრები იდეალურ სახელმწიფოსა და მის მმართველზე.

ტექსტში, ფილოსოფოსი სახელმწიფოს მმართველობის საუკეთესო


კანდიდატად სახელდება, რადგანაც მას აქვს იმის წვდომის უნარი, რაც ჩვეულებრივი
ადამიანებისათვის მიუწვდომელია.მასთან შედარებით დანარჩენი ადამიანები
ბრმებს მოგვაგონებენ,რომლებმაც არ იციან თუ რა არის ჭეშმარიტება. ხოლო
ფილოსოფოსი არამხოლოდ ხედავს ჭეშმარიტებას, არამედ სრულიად იგებს მის არსს
და თუ საჭირო გახდა ამ ჭეშმარიტების იცავს კიდეც. „-მერედა,ვის დავადგენთ
მცველებად,ბრმებს თუ იმათ,ვისთვისაც ცნობილია ყოველი საგნის არსი
და,ამასთან,არც გამოცდილებით ჩამოუვარდება მათ და არც ნებისმიერი
სიქველით?(პლატონი 2017,12) თანაც პლატონის თქმით, განსხვავებით ჩვეულებრივი
მმართველებისგან, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან მატერიალურ სამყაროზე,
ფილოსოფოსი მმართველისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლიანობა იქნება
და სწორედ მისი მიხედვით შეეცდება მართოს ქვეყანა. იგი ისე დაადგენს კანონებს,
რომ ხალხი სიამოვნებით შეასრულებს მას. ამ ყველაფერთან ერთად მხოლოდ
ფილოსოფოსს აქვს ცოდნა,იდეების, კერძოდ კი სიკეთის იდეის შესახებ.

სიკეთის იდეა პლატონისათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხია და მას


სრულიად განსხვავებულად უყურებს. მისთვის საგნის სიკეთე თავისი
დანიშნულების შესრულებაშია, მაგალითისათვის კალმის სიკეთე იმაშია, რომ ის ჩვენ
გვეხმარება წერაში. ამრიგად სიკეთის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის ჩვენ
გვეხმარება მივხვდეთ იმას, თუ რა რისთვის გამოდგება და რა დანიშნულება აქვს
გარკვეულ საგნებს.მისი აზრით ზემოთ ხსენებული სამართლიანობაც და სხვა
ყველაფერიც არამხოლოდ კავშირშია სიკეთესთან, არამედ სწორედ მისი წყალობითაა
სასარგებლო. სიკეთის იდეის არსის ასახსნელად ავტორი სამ შედარებას იყენებს
ესენია:

მზის შედარება-გვეხმარება უხილავის დანახვაში.

წრფის შედარება-ერთმანეთისგან მიჯნავს გრძნობისა და გონების მხედველობას.


და გამოქვაბულის შედარება იგივე „მღვიმის ალეგორია“-სიბნელიდან სინათლეში
გასვლა. რომელიც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მასში მოთხრობილია
სიბნელიდან სინათლეში გასვლასა და რეალური ჭეშმარიტების შეცნობის შესახებ.

მღვიმეში ხალხი არიან დაბმულნი ისინი მხოლოდ იმას უყურებენ, რაც მათ წინაა
ამიტომაც ხედავენ ჩრდილებს. იმას, რაც ნამდვილი საგნებისგანაა არეკლილი და არ
შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა წლების განმავლობაში ეს ჩრდილები მათთვის
რეალური ხდება.როცა ამ ხალხიდან ერთი მაინც გათავისუფლდება და რეალობას
იხილავს იგი დაბრუნდება, რათა სხვებსაც დაანახოს თუ რა არის სინამდვილე. ამ
ნაწილში სიბნელიდან სინათლეში გასულ ადამიანად მოიაზრება იგივე
ფილოსოფოსი, რომელიც მას შემდეგ რაც სიკეთის იდეის არსს შეიცნობს თავს
ვალდებულად იგრძნობს თავისი ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს,თუმცა,როგორც
მღვიმეში მყოფნი არ დაუჯერებენ მათ მოძმეს, ასევე არ დაუჯერებს ხალხი
ფილოსოფოსს,რადგან მათ არც ძალუძთ და არც სურთ ჭეშმარიტების დანახვა.არ
უნდათ დაიჯერონ, რომ ის რასაც თვითონ ამ ხნის განმავლობაში ხედავდნენ
არარეალურია, ამის მაგივრად ურჩევნიათ მთელი ცხოვრება ჩრდილების ყურებაში
გაატარონ.

პლატონის აზრით, ზემოთ ხსენებული ფილოსოფოსი მმართველის ცხოვრებაში


ძალიან დიდი როლი აქვს აღზრდას. სწორედ აღზრდის პროცესში გამოჩნდება თუ
ვინ უნდა აირჩეს ქვეყნის მმართველად. ტექსტის მიხედვით ასევე ძალიან
მნიშვნელოვანია, თუ როგორ,ან როდის შეიძინა და დააგროვა მან ის ცოდნა რაც
გააჩნია. მისი აზრით, ბავშვს ცოდნის დაგროვების პროცესი უნდა სიამოვნებდეს და
ეს არაფრით არ უნდა იყოს ძალდატანებითი პროცესი „-იმიტომ,რომ თავისუფალი
ადამიანი მონასავით როდი უნდა ეუფლებოდეს ცოდნას.როცა სხეულს სიძნელეთა
დაძლევას აჩვევენ,ამით ის სულაც არ ხდება უარესი,მაგრამ სულში ძალით
ჩანერგილი ცოდნა არამყარია.“(პლატონი 2017,64) მისი აზრით, თითოეული
მეცნიერების სწავლას და გაცნობიერებას განსაზღვრული ასაკი და დრო გააჩნია.
ხოლო იმისათვის, რომ ცოდნა არ იყოს ფუჭი ფილოსოფოსი სწორად უნდა
აღიზარდოს.

ყველა იმ თვისებებთან ერთად რაც მან აღზრდის პროცესში შეიძინა


ფილოსოფოსი აუცილებლად უნდა სწავლობდეს:

1.არითმეტიკას-ანგარიშის ხელოვნება, რომელიც ყველაფერში გამოსადეგია და


ადამიანს, პირველ რიგში ცოდნის ადვილად დაუფლების უნარს უჩენს.

2.გეომეტრიას და სტერეომეტრიას-აღვიძებს ფილოსოფიურ აზრს და მზერას


მიმართავს ზეგრძნობადი საგნებისკენ.

3.ასტრონომია-მისი საგანია არსი და უხილავი სინამდვილე.


4.ჰარმონია-სასარგებლოა სიკეთისა და მშვენიერების უკეთ შესასწავლად.

4.დიალექტიკა-მისი მეშვეობით ფილოსოფოსი უარყოფს ვარაუდებს,რათა მყარად


დაამტკიცოს თავისი დასკვნები.

ეს მეცნიერებები თითქოს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება, თუმცა


რეალურად ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ერთი მეორის გარეშე
არაფერს წარმოადგენს. მათი შესწავლის შემდეგ იგი გახდება ნამდვილი
ფილოსოფოსი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვანდოთ სახელმწიფოს მართვა

ეს უნდა იყოს ის, ვისაც შესწევს იმის ძალა, რომ კანონებსა და ქვეყნის ადათწესებს იც
ავდნენ. სწორედ ისინი გახდებიან
მცველებად, მცველი კი მახვილი მზერის პატრონი უნდა იყოს და ყველაფერს აკვირდ
ებოდეს და არა ბრმა.

თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ მათი , ფილოსოფოსების, ბუნება და თუკი ამ საკ


ითხში საკმარის თანხმობას მივაღწევთ , მაშინ იმასაც ვაღიარებთ , რომ ისინი შეიძლე
ბა თანაბრად ფლობდნენ ამ უპირატესობებს და სახელმწიფოს სწორედ მათ უნდა ვუყ
ენებდეთ სათავეში. ფილოსოფოსთა ბუნებასთან დაკავშირებით კი
უნდა შევთანხმდეთ , რომ ისინი ესწრაფვიან მთელ არსებობას და ცდილობენ
უყურადღებოდ არ დატოვონ მისი არცერთი ნაწილი. ფილოსოფოსი უნდა ფლობ
დეს სხვა თვისებასაც , უნდა იყოს გულწრფელი, სიცრუის მიმართ სიძულვილს
გრძნობდეს და ჭეშმარიტების მიმართ კი სიყვარული ამოძრავებდეს. ფილოსოფოსი
არის კეთილგონიერი და იგი არარის არამცდაარამც
ვერცხლისმოყვარე. ფილოსოფოსი არც სიკვდილს მიიჩნევს საშინელებად. მხდალი
დავმდაბალი ბუნებისთვის მიუწვდომელია. ფილოსოფოსს სიყმაწვილეში ვერ
შეატყობ. სამართლიანი და თვინიერი, თუ უხიაგი და ველური. თუ ის
წესიერია, უანგარო, არამდაბალი, არ არის თავგასული და მხდალი , მაშინ ის არც
არასდროს არ გახდება უსამართლო. ფილოსოფოსი კარგი მეხსიერების პატრონი
უნდა იყოს , ასევე ზომიერების პატრონი , რაც უშუალოდ ერწყმის გონების ბუნებრივ
დახვეწილობას. ის აგრეთვე უნდა იყოს მამაცი .

სახელმწიფოები მანამდე ვერ დააღწევენ თავსუბედურებას, ვიდრე მათ სათავეში არ


ჩაუდგებიან ფილოსოფოსები.

2. ბრბოს და ფილოსოფოსს რადიკალურად განასხვავებს ერთმანეთის


განპლატონი. შეუძლებელია ბრბოს ფილოსოფოსობა. ბრბოს არ შეუძლია შეიგნოს
და აღიაროს , რომ არსებობს მშვენიერება თავისთავად , ხოლო ფილოსოფოსს
შეუძლია. ფილოსოფოსებს როცა მათ სათანადო აღზრდა აკლიათ , თვითონვე
ხვდებიან ამის მიზეზს , რომ ადამიანი ღალატობს თავის მოწოდებას , ამ ყოველივეში
კი ბრალი ბრბოთა მისწრაფებას მიუძღვის.

პლატონი ბრბოს აიგივებს თავმოტვლეპილ და ჯუჯა მჭედელთან , რომელიც ცოტა


ხნის წინ გამოვიდა საპატიმროდან , სასიძოსავით მოიკაზმა და გაღატაკებული
ბატონის ქალიშვილზე დაქროწინებას აპირებს , ხოლო ასეთი ქორწინება კი არაფერს
მოიტანს უკანონო და უვარგისი შთამომავლობის გარდა. უღირსი ბრბოს კავშირი
ფილოსოფიასთან არანაირ ჭეშმარიტ სიბრძნეს არ დანერგავს . ფილოსოფოსები
ყოველთვის ბრბოისსიშლეგის მოწმენი ხდებიან . ისინი თავს ისე გრძნობენ
ბრბოში , როგორც ველური მხეცების ხროვაში, თუმცა იმისი ძალა კი არ შესწევს , რომ
მარტო აღუდგეს მათ ცუდ ზრახვებსა და მძვინვარებას , რადგან იცის რომ მანამდე
დაესხმებიან ისინი თავს და წააგებს , ვიდრე რამეში წაადგებოდეს სახელმწიფოს ან
თავის მეგობრებს.

ბრბო დაუნდობელი და შეუბრალებელია , ხოლო ფილოსოფოსი სიმშვიდეს არჩევს


ყოველგვარ საქმეში და ის აუმღვრევლად აკეთებს თავის საქმეს , როგორც მგზავრი
თავსხმაში დაეძებს თავშესაფარს , ისიც თავისი სიმყუდროვიდან აკვირდება ბრბოის
უკანონობას და ბედნიერია იმით , რომ უწმინდურობასაა გარიდებული .

3. პლატონი გამოქვაბულის მითით განათლებისა თუ გაუნათლებლობის მხრივ


გვესაუბრება . გამოქვაბულში მყოფნი , დილეგში გამომწყვდეული
ადამიანები , რომელთაც სიყრმიდანვე ბორკილები ადევთ და განძრევა არ
შეუძლიათ , ერთგვარ პროტოტიპს წარმოადგენენ გაუნათლებელი ადამიანთა
ჯგუფისას , რომელთაც მოგიზგიზე ცეცხლი ასხივებს. დილეგში დამწყვდეული
ადამიანებისთის , რომ ბორკილები აეხსნათ სხვა შედეგს მივიღებდით . მაგალითად
ერთ-ერთი მათგანისთვის ის ბორკილები რომ აეხსნათ და
ებრძანებინათ , შებრუნებულიყო და სინათლის მხარეს გაეხედა , ეს მისთვის
ნამდვილი ტანჯვა იქნებოდა . თვალის მომჭრელი სინათლე იმ საგნების გარჩევის
საშუალებას არ მისცემდა , რომელთა ლანდებსაც მღვიმის კედელზე
ხედავდა. მზე , სინათლე
განათლებისა და პიროვნების აღზევებისკენაა მიმართული , ხოლო გამოქვაბული კი
ადამიანთა გონებას თრგუნავს , მათ თავისუფალ აზროვნებას ახშობს და
ბორკილებით ბოჭავს პიროვნების გონიერებას. მაღლა ასვლა და ნამდვილი საგნების
ჭვრეტა სხვა რა არის რა , თუ არა სულის აღმა სვლა გონიერების საწვდომი სამყაროს
მიმართ. ვინც ამ სიმაღლეს მიაღწია , უკვე აღარ შეუძლია მას თავი
დაანებოს , პირიქით, გამუდმებით მხოლოდ სიმაღლეს მიელტვის . განათლებული
ადამიანიც ხომ სწორედ ასეა , ის უკან არასდროს იხევს სიბნელეში , ცდილობს მეტი
ისწავლოს , გაიგოს და ა.შ.

4.თუკი ადამიანი ყველა მეცნიერებაში გაწაფულია ის არის დახვეწილი


დიალექტიკოსიც , იშვიათი გამონაკლისის გარდა.

დიალექტიკური მეთოდი ერთადერთია , ჰიპოთეზებს რომ უარყოფს და უშუალოდ


პირველ საწყისად მაღლდება , რათა მყარად დააფუძნოს თავისი
დასკვნები. დიალექტიკა თანდათან ათავისუფლებს ბარბაროსულ მწირეში მოქცეულ
სულიერ მზერას.

დიალექტიკოსი არის ის , ვისაც შეუძლია ყოველი საგნის არსს ჩასწვდეს , ხოლო


ვისაც ამის უნარი არაქვს , იმდენად ვე ჭკუა აკლია , რამდენადაც არ შეუძლია
თვითონვე გაიცხადოს ან სხვისით ცხადყოს ეს. დიალექტიკა აგვირგვინებს მთელ
ცოდნას, არ არსებობს ხელოვნება , რომელიც შეიძლებოდა მასზე მაღლა
დაგვეყენებინა , რადგანაც ეს ცოდნის უმაღლესი მწვერვალია .დიალექტიკის
შესწავლას კი წინ უნდა უსწრებდეს არითმეტიკის , გეომეტრიის და სხვა
მეცნიერებათა ცოდნა. ახალგაზრდები ბავშობაშიუნდა ეუფლებოდნენ მათ , მაგრამ ეს
ყველაფერი ძალდატანების გარეშე უნდა ხდებოდეს იმიტომ , რომ თავისუფალი
ადამიანი მონასავით არ უნდა იღებდეს ცოდნას.

სიკეთის იდეა
იდეა არის ის მთავარი იდეა, რომელსაც ფილოსოფოსები ფლობენ. ყველასთვის
ნაცნობი ბერძენი ფილოსოფოს პლატონი ფიქრობდა, რომ იდეალური სახელმწიფოს
შესაქმნელად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის სიკეთის იდეა.
სიკეთის გარეშე ნებისმიერი რამის ცოდნა არაფრის მომცემია და აზრს მოკლებულიც
ამასთან ერთად. „ეს იმას ჰგავს, რაიმე ნივთს იძენდე და არც კი იცოდე, რაში
გამოგადგება იგი.“ (პლატონი 2014, 33)

პლატონი სიკეთის იდეის აღსაწერად იყენებს სხვადასხვა შედარებებს, ერთ-


ერთი კი არის მღვიმის ალეგორია. მღვიმეში არიან გამომწყვდეული პატიმრები,
რომლებიც ვერ ხედავენ ვერაფერს მხოლოდ მათ წინ აღმართულ კედელს ხედავენ.
მათგან ერთ-ერთს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გავიდეს გარეთ და ნახოს ის, რომ ამ
სამყაროში არსებობს ლამაზი რაღაცები. ეს ყველაფერი კი ნელ-ნელა
თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ადამიანი, რომელიც სიბნელესაა მიჩვეული მზემ,
რომ არ დაუბრმავოს თვალები. ამით ავტორი გვიბიძგებს, რომ ვეძებოთ ახალი და
საკუთარი შესაძლებლობები გავაუმჯებესოთ.
წარმატებას შეიძლება წამებში მივაღწიოთ, თუმცა ძალიან დიდია იმის ალბათობა,
რომ ეს წარმატება მალევე განიცდის ფიასკოს. განსხვავებით ამისა წარმატება,
რომელსაც მიაღწევ საკუთარი შრომით, სწავლით და მონდომებით გაგრძელდება
ბოლომდე. რაც უფრო მეტს შევიმეცნნებთ მით უფრო მაღალ საფეხურზე ავალთ და
რაც უფრო მაღალ საფეხურზე ავალთ მით უკეთ გავიგებთ პლატონის "გონით
საწვდომ სამყაროდ" წოდებულ სივრცეს. „მაღლა ასვლა და ნამდვილი საგნების
ჭვრეტა სხვა არა არის რა, თუ არა სულის აღმასვლა გონით საწვდომი სამყაროს
მიმართ.“ (პლატონი 2014, 43). საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზე რომლისკენაც
პლატონი მოგვიწოდებს აღნიშნავს განათლებულ ადამიანს, ეს ადამიანი კი არის
ქვეყნისთვის კარგის მომტანი.

სახელმწიფოს მართვა გარკვეულწილად პრობლემებთან არის

დაკავშიერბული. უძველესი დროიდან ადამიანებს უჩნდებოდათ

კითხვები თუ ვინ უნდა მართავდეს სახელმწიფოს, რა თვისებები უნდა

გააჩნდეს მას და როგორ გამოიყურება იდეალური სახელმწიფო. ამ

კითხვებზე პასუხის გაცემა ყველამ როდი მოახერხა და მეტიც, დღესაც

უპასუხოდ არის დარჩენილი. ახლა კი ვნახოთ თუ როგორ მმართველსა და

სახელმწიფოს მიიჩნევს პლატონი იდეალურად.

სახელმწიფოს აყვავება იყო პლატონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი

საკითხი. იგი ხშირად ფიქრობდა იმ საკითხზე თუ ვის უნდა ემართა

სახელმწიფო და თავის წიგნში “სახელმწიფო“ სწორედ ამ საკითხს

განიხილავს. პლატონი ფიქრობს, ქვეყანას უნდა მართავდნენ ჭეშმარიტი

ფილოსოფოსები, რადგან მათ გააჩნიათ სწორედ ის თვისებები,

რომლებითაც განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან. გამჭრიახი

გონება, იდეური სამყაროს არსის წვდომა, ცოდნის მარტივად ათვისება,

პატიოსნება ის თვისებებია, რომლებიც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს

სახელმწიფოსს მმართველს და ჭეშმარიტი ფილოსოფოსი ზემოთ

აღნიშნული თითოეული თვისების მატარებელია და შესაბამისად, კარგი


პრეტენდენტია, რათა მართოს სახელმწიფო და თავისი აზრებით,იდეურ

სამყაროში მოგზაურობით, დაამყაროს, შეუნარჩუნოს სახელმწიფოს

მშვიდობა და წესრიგი. თავდაპირველად, პლატონი ამბობს, სახელმწიფოს

მმართველი უნდა იყოს ხანში შესული ადამიანი, რადგან ის მეტად

გამოცდილია, ვიდრე ახალგაზრდა, თუმცა, მსჯელობის დასრულებისას

შეცდომას მიხვდა და თქვა, რომ სახელმწიფოს სწორედაც ახალგაზრდა

უნდა მართავდეს, რადგანაც, როგორც პლატონმა აღნიშნა: „მართლადაცა,

ხომ ვერ ვერწმუნებით სოლონს- ხანში შესული ბევრ რამეს სწავლობსო?

პირიქით, ხანდაზმულს კიდევ ნაკლებად შესწევს სწავლის უნარი, ვიდრე

სირბილისა. ასე რომ, ყველაზე დიდ და მრავალრიცხოვან საქმეთა

აღმსრულებლად ახალგაზრდა უნდა მიგვაჩნდეს.“ (პლატონი 2017, 63)

ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, მისაბაძი მმართველი უნდა იყოს, მებრძოლი,

დაუღალავი და მუდმივად იმის ინტერესით, რომ რაღაც ახალი

შეისწავლოს და ამ ცოდნის კარგად გამოყენება შეძლოს. ამასთანავე, არ

უნდა მიილტვოდეს მატერიალური ღირებულებებისკენ, რადგან იქ, სადაც

მატერიალისტი ადამიანები ბატონობენ ადგილი არ აქვს სამართლიანობას,

შესაბამისად, სახელმწიფოს სისტემა გაუმართავი იქნება.

სიყრმიდანვე ეტყობა ადამიანს, რომ ის ფილოსოფოსად მოევლინა

ქვეყანას, რადგან მათ აქვთ თავიანთი ინტერესები, ინტერესები საგანთა

არსის შესახებ. ისინი მუდმივად ახლის ძიებაში არიან და დროის

უდიდესს ნაწილს სწორედ იდეურ სამყაროს უთმობენ. ბავშვები

ძალდატანებით არ უნდა ეუფლებოდნენ ცოდნას, რადგან ეს არამყარი

იქნება და გონებაში დიდხანს არ იარსებებს და როგორც პლატონი ამბობს:

„თავისუფალი ადამიანი მონასავით როდი უნდა ეუფლებოდეს ცოდნას,

რადგან სულში ძალით ჩანერგილი ცოდნა არამყარია.“ (პლატონი 2017, 64)

ფილოსოფოსებს აღზრდისას ცოდნის დაუფლებასთან ერთად მათი


სწორად გამოყენებაც უნდა ვასწავლოთ, რადგან სახელმწიფოსთვის და

მოსახლეობისთვის საზიანო არ აღმოჩნდეს, სიკეთის არსიც ხომ ეგ არის,

დანიშნულებისამებრ ნებისმიერი საგნისა თუ ცოდნის გამოყენება. თუ, კი,

რაიმეს არასწორად გამოვიყენებთ საზიანო იქნება და შესაბამისად,

სახელმწიფოში სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება, ამიტომ

სახელმწიფოს მმართველი ფილოსოფოსის აღზრდისას ესეც უნდა

გავითვალისწინოთ და ვერავინ შეუქმნის სახელმწიფოსს ისეთ მომავალს,

როგორსაც ფილოსოფოსი, რადგან როგორც აღვნიშნე მათ აქვთ

განსაკუთრებული უნარ-ჩვევები, არიან შრომისმოყვარენი, დაუღალავნი

და რაც მთავარია მათ შესწევთ უნარი იმოგზაურონ იდეურ სამყაროში და

შემდეგ ამ იდეებით ააყვაონ და ნათელი მომავალი შეუქმნან იმ ქვეყანას,

რომლის მმართელნიც იქნებიან. „რაგინდ გამჭრიახი თვალიც არ უნდა

ჰქონდეს კაცს, რაგინდ მკაფიოდაც არ უნდა აღიქვამდეს ფერებს, ალბათ

დამეთანხმები, რომ ვერაფერსაც ვერ დაინახავს ამ რაღაც მესამის გარეშე,

რომელიც თითქოს საგანგებოდ მზერისთვის არის შექმნილი.“ (პლატონი

2017, 36) საგანგებო მზერაში პლატონი განათებულ სამყაროს გულისხმობს,

რომელიც იდეურ სამყაროს უკავშრდება და ვფიქრობ, ყველა ადამიანს არ

შესწევს იმის უნარი, რომ იდეური სამყაროს არსს ჩაწვდეს და შეიცნოს

რეალური საგნები უფრო ახლოდან, ასეთი თვისებების მატარებელი

ადამიანი რეალურად იმსახურებს, სახელმწიფოს მმართველობას. ყველა

ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსებიც კი, ცდილობს ფილოსოფოსობას.

ყველას სურს იყოს ფილოსოფოსი, თუმცა, ეს ხვედრი მხოლოდ

ერთეულებს ერგო. შესაბამისად, ფილოსოფოსი მმართველი უფრო კარგ

მომავალს შეუქმნის სახელმწიფოს, ვიდრე მმართველი, რომელიც

ცდილობს ფილოსოფოსობას.
1. რატომ უნდა იყოს სახელმწიფოს სათავეში ფილოსოფოსი? პლატონის აზრით,
სახელმწიფოს უნდა მართავდეს კეთილსინდისიერი,სიბრძნის მოყვარე,
ჭეშმარიტების სიყვარულისკენ მიდრეკილი, მახვილი მზერის პატრონი და არა
სულით ბრმა ადამიანი. სწორედ მას , ასეთ პიროვნებად მხოლოდ ფილოსოფოსი
წარმოედგინა. ფილოსოფოსები ვნებიანად მიელტვიან ცოდნას.ისინი უარყოფენ
სიცრუეს და ესწრაფვიან ჭეშმარიტებას, სიბრძნეს,სამართლიანობასა და მსგავსს
ღირებულ მცნებებს. ასევე მნიშვნელოვანია ფილოსოფოსის გონებრივი
შესაძლებლობები, რადგან ადვილად დაიმახსოვროს და არ დაავიწყდეს ის
სწავლებანი, რასაც მათ დროთა განმავლობაში მიაწოდებენ. პლატონის აზრით
ფოლოსოფოსი არის ის პიროვნება, რომელსაც სურს ყველა მნიშვნელოვანი თუ
უმნიშვნელო დეტალი ზედმიწევნით შეისწავლოს. ასევე პიროვნება, რომელიც
კარგად აცნობიერებს სამყაროს არსს, არის კეთილსინდისიერი, მამაცი, უშიშარი,
დიდსულოვანი და აქვს ყველა ის თვისება, რომელიც შეიძლება ჰქონდეს კეთილ და
პატიოსან ადამიანს.

პლატონის აზრით, ქვეყანას უნდა მართავდეს ფილოსოფოსი, მაგრან სულით


ფილოსოფოსი და არა თვითმარქვია ადამიანი. ნაშრომი წარმოადგენს ერთგვარ აზრს
ჭეშმარიტი სახელმწიფოს შესახებ და გმობს მანამდე არსებულ მმართველობის
ტიპებს: დემოკრატიას, მონათმფლობელობას.

2. რატომ იგმობიან ფილოსოფოსები ბრბოს მიერ? გავითვალისწინოთ, რომ


ფილოსოფოსები არიან ბუნების ადამიანები და ბრბოზე ზემდგომები მათი
გონებრივი თუ შინაგანი თვისებების გამო,ამიტომ ისინი საზოგადოების მიერ
განდევნილები არიან. ასევე ფილოსოფოსები მახვილგონიერნი არიან და ისინი
მეტად ბევრს მოიაზრებენ, ვიდრე საზოგადოებაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი. ამ
მხრივ, მათ შორის იქმნება უფსკრული, რადგან ბრბო ვერ წვდება იმ სიღრმისეულ
არსს სამყაროსა, როგორც ის. მაგალითისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ, თვითონ
პლატონის ნაწარმოებში არსებული მღვიმის ალეგორიის გარკვეული ნაწილი.
როდესაც განთავისუფლებული ადამიანი ნამდვილ ჭეშმარიტ საგნებს შეიცნობს და
უკან ბრუნდება იქ მყოფი ჯაჭვით დაბმული ადამიანებისგან განიდევნება.

3. რომელი ორი სამყარო გვხვდება პლატონთან? პლატონის მოძღვრების


თანახმად, გვაქვს ორი სამყარო ანუ ის სივრცეები, რომლებშიც ვარსებობთ. ესენია
ხილული ანუ გრძნობადი და გონითსაწვდომი, რომელსაც იდეების სამყაროდაც
მოიხსენიებს. ხილული სამყარო წარმოადგენს გრძნობად საგნებსა და მათ
ანარეკლებს. მათში რეალობა ყველაზე ნაკლებია. ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილია
ჩრდილი, საგნის ანარეკლი წყალში, ნახატი და ა.შ. ხოლო რაც შეეხება
გონებითსაწვდომ სამყაროს, მასში შედის მათემატიკური ობიექტები და იდეები. იმის
გამო, რომ მათემატიკური ობიექტები შორდებიან გრძნობად სამყაროს და იდეალურს
უახლოვდებიან, ისინი პლატონის აზრით, რეალობად ითვლება,მაგრამ ყველაზე
მეტი რეალობა და სინამდვილე იდეებს აქვთ.

4. გამოქვაბულის მითის არსი/დანიშნულება? პლატონი ჩვენს რეალურ სამყაროს


მღვიმეს ადარებს, სადაც ადამიანები არიან ჯაჭვით დაბმულნი. მათ მხოლოდ იმ
ჩრდილებით დანახვა შეუძლიათ, რომლებსაც მათ წინ კედელზე ტოვებენ უკან
არსებული საგნები მოგიზგიზე ცეცხლის წყალობით. პლატონს ეს ნახატი იმისთვის
დასჭირდა, რომ დაგვიმტკიცოს, რომ როგორც ამ მღვიმეში გამოკეტილ ადამიანებს
მთელი რეალობა კედელზე არეკლილი ჩრდილები ჰგონია, ისე გვგონია ჩვენ, რომ
მთელი რეალობა გრძნობით საწვდომი საგნებისგან შედგება.

5. რა დატვირთვა აქვს მზისა და ცეცხლის მეტაფორას? ის, რომ მზე ასხივებს


სინათლეს, მიზეზია იმისა, რომ ჩვენ ნებისმიერი რაღაცის დანახვა შეგვიძლია.
სინათლე რომ არა, შეუძლებელი იქნებოდა ხედვა. თანაც მზე არა მხოლოდ
ხილულობისა და ხედვის მიზეზია, არამედ იმისაც,რომ ცოცხალი არსებები
არსებობენ და ცოცხლობენ. ამიტომაა, რომ მზისა და ცეცხლის მეტაფორას დიდი
მნიშვნელობა აქვს,რადგან მათგან წამოსული სინათლე გვეხმარება საგნების
შეცნობაში და ამით ხდება ცოდნის მიღება. ჩვენ სინათლით ვხედავთ ერთ
შემთხვევაში ჩრდილებს, მეორე შემთხვევაში კი რეალურ საგნებს, ანუ არ ვართ
სიბნელეში და უცოდინრობაში ჩაფლობილი გარკვეულწილად.

6. რატომ უნდა დაბრუნდეს ფილოსოფოსი/განსწავლული ადამიანი უკან


გამოქვაბულში? პლატონს შემოაქვს განმარტება სიკეთის იდეის შესახებ და
ამბობს,რომ ეს არის საგნის დანიშნულება, თავისი ფუნქციის აღსრულება. ამიტომაა,
რომ როდესაც ფილოსოფოსი სიკეთის იდეას ეზიარება, თავს ვალდებულად გრძნობს
თავისი ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს. მღვიმის მაგალითიდან გამომდინარე,
ფილოსოფოსი, რომელმაც ნამდვილი მზე ნახა, ის მღვიმეში ბრუნდება,რათა თავის
თანამოძმეებს აუხსნას თუ რა არის ნამდვილი რეალობა და ცოდნა და რა- არა

პლატონის მიხედვით, ყოველთვის, როდესაც რაღაცის არსს გვინდა ჩავწვდეთ, ჩვენ


მის იდეამდე მივდივართ.

პლატონი ნაწარმოებში „სახელმწიფო“ აღგვიწერს საკუთარ ხედვას ქვეყნის


მოწყობასთან დაკავშირებით. ავტორის აზრით, სახელმწიფოს წინამძღოლი
ფილოსოფოსი უნდა იყოს. ამ აზრს პლატონი სხვადასხვა მიზეზით ხსნის.
უპირველეს ყოვლისა, მისი აზრით, ფოლოსოფოსებს აქვთ საგანთა არსის და მათი
იდეის გაგების უნარი, ისინი მთელი შემართებით ცდილობენ ჭეშმარიტების
შეცნობას და ცოდნის მიღებაც ძლიერ სჭირდებათ. პლატონი ფიქრობს, რომ მათი
გონება არამხოლოდ მიწიერი, არამედ სხვა, არამატერიალური ღირებულებებისკენაა
მიმართული. სწორედ ეს გარემოებები ქმნის იმ აზრს და იდეას, რომ შესაძლოა
ფილოსოფოსის მმართველობა იყოს იდეალური როგორც ქვეყნისთვის, ისე ზოგადად
კაცობრიობისთვის.

ტექსტში ავტორი დაწვრილებით აღწერს პოტენციური მმართველის შესაფერის


თვისებებს. პირველ რიგში, აღსანიშნავია თვისება, რომელიც ცოდნის მარტივად
შეთვისებას გულისხმობს. პლატონი ფიქრობს, რომ ქვეყნის მართვისათვის ეს
თვისება აუცილებელია - „სწავლაში გამჭრიახნი უნდა იყვნონ და ადვილად
ეუფლებოდნენ ცოდნას, რადგანაც სულებს გაცილებით უფრო აკრთობთ
მეცნიერებათა სირთულე, ვიდრე გიმნასტიკური ვარჯიშები“ ( პლატონი 2010, 75).
ავტორის აზრით, მმართველი ფილოსოფოსი შეპყრობილი უნდა იყოს
არამატერიალური ღირებულებებით, ის უნდა მიილტვოდეს უფრო
მნიშვნელოვანისკენ - არამიწიერი სიცოცხლის შეცნობისკენ. აღსანიშნავია ისიც, რომ
მიზანდასახულობაც მეტად მნიშვნელოვანი მახასიათებელია კარგი
მმართველისთვის. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამართლიანობას, რომელიც
ქვეყნის მართვისას საკმაოდ გამოსადეგი თვისებაა. ამ ყველაფერთან ერთად მსგავსი
მმართველის არსებობისათვის უმნიშვნელოვანესია აღზრდის პროცესიც.

ნაწარმოებ „სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ეპიზოდში ავტორი აღწერს მესაჭის ამბავს.


სიუჟეტის მიხედვით, მესაჭეს ეკიპაჟის სხვა წევრებთან კომუნიკაციის პრობლემები
აქვს, რაც გამოიხატება კიდეც მათ საქციელში. მესაჭეს არ ესმის ეკიპაჟის, ის ვერ
აღიქვამს მათ მოთხოვნებს, ასევე გაუგებარია თავად მესაჭის აზრები მათთვის,
რადგან ყურს აკლია და თვალიც არ უჭრის. აქედან გამომდინარე, გემის თითოეული
წევრი ცდილობს ხელში ჩაიგდოს სადავეები - დაიკავოს მისი ადგილი. ისინი ამას
წინამძღოლის თრობის გზით ცდილობენ, რადგან ასეთ მდგომარეობაში გონებაზე
მეტად ემოციებით იწყებს ადამიანი მოქმედებას, ემოციებით მანიპულირება კი
საკმაოდ მარტივია. სადავეების ხელში ჩაგდების შემდეგ კი მოჰყვებიან უაზრო
სმაჭამასა და თრობას, რაც გემის ორიენტაციაზეც, რა თქმა უნდა, უარყოფითად

იმოქმედებს. ჩემი აზრით, ამ ამბის აღწერა საკმაოდ მნიშვნელოვანი სათქმელის


გადმოცემას ემსახურება. პლატონის აზრით, აუცილებელია კომუნიკაცია
მმართველსა და „მართულებს“ შორის.. წინამძღოლმა საზოგადოებას უნდა
გაუზიაროს საკუთარი ცოდნა, სხვა შემთხვევაში ეს ცოდნა შესაძლოა გამოუსადეგარი
გახდეს. მოსახლეობას უნდა ესმოდეს ფილოსოფი მმართველის არამიწიერი მიზნები,
რეალური ღირებულებები და მისწრაფებები. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ უმეტეს
შემთხვევაში საზოგადოება ვერ აღიქვამს მმართველის ორიგინალურ
დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხისადმი, რადგან ფილოსოფოსის აზრები
ხშირად ცდება მიწიერ ყოფასა და ინტერესებს.
მოცემულ მონაკვეთში აღწერილია სოფისტების კატეგორიაც. პლატონი მათ მიმართ
უარყოფითადაა განწყობილი და ამ დამოკიდებულებას სოკრატეს საშუალებით
გამოხატავს. ისინი ცრუ ფილოსოფოსები არიან. ეს სწორედ ის კატეგორიაა,
რომელმაც სიბრძნის მასწავლებლობა პროფესიად გაიხადა და ადამიანთა ხარჯზე
გამდიდრება განიზრახა. პლატონის აზრით, სოფისტები უმრავლესობის აზრებს
ეყრდნობიან, არ გამოხატავენ საკუთარ აზრებს და მხეცის მომთვინიერებელივით
ფიქრობენ, რომ მხეცის ბუნების შესახებ ყველაფერი იციან. რეალურად ყველაფერი
სხვაგვარადაა. ავტორის აზრით, სოფისტებს აქვთ არა ცოდნა, არამედ გამოცდილება.
სწორედ გამოცდილების დამსახურებაა ისიც, რასაც ეს ორი კატეგორია (მხეცის
მომთვინიერებლები და სოფისტები) რეალურად სჩადის.

აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება გამოქვაბულის მითზე, რომლის


შესახებაც პლატონი სოკრატეს პირით გვესაუბრება. აღწერილია სიუჟეტი, რომლის
მიხედვითაც, ადამიანები გამოქვაბულში არიან მიჯაჭვულები. ისინი ხედავენ
მხოლოდ ჩრდილებს. იმ ჩრდილებს, რომლებსაც მათ ზურგს უკან ამოფარებული
სინათლე “ასაზრდოებს”. ეს სინათლე ამ ადამიანებისთვის მიუწვდომელია, ისინი
არიან დაბმულები და ვერც გადაადგილებას ახერხებენ და ვერც უკან (სინათლისკენ)
მიბრუნებას. სინათლე ამ მითში ჭეშმარიტებისა და სიმართლის ალეგორიული სახეა.
შესაძლოა ერთ-ერთმა მიჯაჭვულთაგანმა მოახერხოს კიდეც თავის გათავისუფლება
და მღვიმიდან გაქცევა, თუმცა სიბნელეს შეჩვეულ თვალს თავიდან სინათლის აღქმა
გაუჭირდება. სწორედ ასეა ცხოვრებაშიც. საზოგადოება შეიძლება იმას მიიჩნევდეს
ჭეშმარიტად, რისი დანახვაც მუდამ უწევს, რა გარემოშიც მოქმედებს,
სიმართლისთვის თვალის გასწორება კი გარკვეულ ტკივილთანაა დაკავშირებული.
გათავისუფლებული ადამიანი დროთა განმავლობაში შეიმეცნებს ჭეშმარიტებას, ის
თავს მშვენივრად იგრძნობს, რადგან მიხვდება რომ თვალები აეხილა და
ჭეშმარიტებას ეზიარა, მაგრამ დაბრუნება კი ის თავისი მეგობრების

დასახმარებლად..? ზუსტად იმ მეგობრების, რომლებთან ერთადაც უწევდა სიცრუეში


ცხოვრება, ტანჯვის ატანა. მიუხედავად მიჯაჭვული, გონებადახშული მეგობრების
შესაძლო აგრესიისა, ამ კითხვაზე პასუხი ალბათ მაინც დადებითი უნდა იყოს.
აუცილებელია პირველად ვინმემ გაკაფოს რაღაც ახლისკენ გზა, უბიძგოს სხვებს
ჭეშმარიტებისკენ. სხვა შემთხვევაში მათ არც მოტივაცია ექნებათ და არც სურვილი,
გამოასწორონ სიტუაცია, ეზიარონ რაღაც დიდებულს. ამ აზრის დამადასტურებელი
მაგალითები მრავლადაა ქართულ ნაწარმოებებში. შეუძლებელია გამოგვრჩეს ჯემალ
ქარჩხაძის „იგი“, ნაწარმოები, რომელიც სრულად განსხვავებულის ჩაგვრას ეხება.
თუმცა მთავარი პერსონაჟი იგი მაინც ტოვებს ნაკვალევს, რომელსაც ზუ მომავალში
აუცილებლად გაჰყვება.
პლატონი ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსია (ძვ.წ 427-347) , რომელიც ბერძენი
არისტოკრატების ოჯახში დაიბადა და კარგი განათლება მიიღო. ისტორიაში ძნელად
მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც იმხელა გავლენა მოახდინა დასავლური აზრის
განვითარებაზე, რამხელაც პლატონმა. იგი სოკრატეს მოსწავლე და არისტოტელეს
მასწავლებელი იყო. მისი ნაწარმოებებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი და
განსხვავებულია „სახელმწიფო“ , რომელიც დიალოგების სახითაა გადმოცემული და
სადაც ყველაზე კარგად ჩანს პლატონის ფილოსოფია.

პლატონი თავის ნაწარმოებში „სახელმწიფო“, გვესაუბრება მღვიმეზე, მის არსსა და


დანიშნულებაზე. გვეუბნება, რომ წარმოვიდგინოთ ადამიანები, რომელებიც
გამოქვაბულში არიან დამწყვდეულები, მათ უკან ცეცხლია , წინ კი კედელი, მაღლა
მიდი-მოდიან ადამიანები, რომელბსაც სხვადასხვა საგნები დააქვთ და
დამწყვდეული ხალხი მხოლოდ მათ ანარეკლს ხედავს, მათ წარმოდგენა არ აქვთ
ნამდვილ რეალობაზე, ამიტომ მათთვის რეალური მხოლოდ ჩრდილები და
ჩრდილების სამყაროა. წარმოვიდგინოთ, გვეუბნება პლატონი, რომ ერთი მათგანი
გათავისუფლდა ჯაჭვებისგან და ავიდა ზემოთ ნამდვილ რეალობაში, აქ ის
დეტალებში აღწერს თუ როგორ უნდა შეაჩვიოს თვალი მზის სინათლეს: “
ლანდებისკენ უნდა მიმართოს მზერა, შემდეგ –წყლის სიღრმეში არეკლილი
ადამიანებისა თუ სხვადასხვა საგანთა გამოსახულებებისაკენ, ბოლოს კი საკუთრივ
საგნებს უნდა მიაპყროს თვალი „ (პლატონი 2014, 42) . გამოქვაბულის არსიც ამაში
მდგომარეობს, რომ ჩვენ, მთელ ჩვენს ცხოვრებას ისე ვატარებთ, როგორც
გამოქვაბულში დაბმული ადამიანები, რასაც რეალურად აღვიქვამთ ის არის ყალბი
და გვჭირდება უდიდესი ძალისხმევა, რომ დავინახოთ ნამდვილი, უხილავი, გონით
საწვდომი სამყარო, რომელიც ჭეშმარიტია.

პლატონისთვის არსებობს ორი სამყარო, ანუ სივრცეები სადაც ჩვენ ვარსებობთ.


ესენია : ხილული ანუ გრძნობადი და უხილავი, ანუ გონით საწვდომი. პლატონი
გვეუბნება , რომ წარმოვიდგინოთ წრფე, რომელსაც გავყობთ ორ არათანაბარ,
ხილულ და უხილავ მონაკვეთებათ, შემდეგ ისევ გავყოთ ორ არათანაბარ
მონაკვეთად , ხილულ სამყაროში ესენი იქნება გრძნობადი საგნები და ანარეკლები,
ხოლო გონით საწვდომში ესენი იქნება მათემატიკური ობიექტები და იდეები. ამ
ოთხი მონაკვეთიდან ყველაზე პატარა საგნის ანარეკლებს აქვს დათმობილი, რადგან
აქ ყველაზე ნაკლებადაა რეალობა, ხოლო ყველაზე დიდი მონაკვეთი დათმობილი
აქვს მათემატიკურ ობიექტებს, რადგან ისინი სრულყოფილ საგნებს უახლოვდებიან.
მისთვის ნამდვილი ანუ რეალური სამყარო არის გონით საწვდომი, რადგან თუ
გვინდა მაგალითად გავიგოთ რა არის მეგობრობა , უნდა გავიგოთ მეგობრობის იდეა,
გვინდა გავიგოთ რა არის სამართლიანობა? მაშინ უნდა გავიგოთ სამართლიანობის
იდეა, ეს კი მხოლოდ აზროვნებით მიიღწევა .

პლატონისთვის მზესა და ცეცხლის მეტაფორას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.


ისინი სიკეთის იდეას გამოხატავენ, მზე იმიტომ , რომ ისაა დასაბამი და წინაპირობა
ყველაფრის, რასაც ჩვენ ვხედავთ :„ სწორედ მზე განსაზღვრავს წელიწადის დროთა
მონაცვლეობას და დროის დინებას, რომ ამ ხილულ სამყაროში მზე წარმართავს
ყველაფერს და, გარკვეული აზრით, იგივე მზეა ყოველივე იმის მიზეზიც, რაც
მღვიმეში ჩანდა „ (პლატონი 2014, 42) , ხოლო ცეცხლი იმიტომ, რომ მის გარეშე
გამოქვაბულში მყოფი ადამიანები ვერ დაინახავდნენ ვერც იმ ჩრდილებს და
სახელებს ვერ დაარქმევდნენ მას .

პლატონისთვის სიკეთის იდეა უფრო მნიშვნელოვანი და მაღლა მდგომია, ვიდრე


სამართლიანობა ან სხვა სიქველე : „ სიკეთის იდეაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

სამართლიანობაცა და ყველა სხვა სიქველეც სწორედ მისი წყალობითაა სასარგებლო


და ვარგისი “ (პლატონი 2014, 33 ) . იგი სიკეთეს აღიქვამს იმ მნიშვნელობით , რომ
რაღაცა რაღაცისათვის სასარგებლოა ანუ მისთვის საგნის სიკეთე მდგომარეობს მის
მიერ თავისი დანიშნულების შესრულებაში . მაგალითად სიკეთის იდეა არის მზე,
რადგან იგი წინაპირობაა ყველაფერის შემეცნებისა და არსებობის, იგი ბადებს და
ზრდის საგნებს. ეს არა მარტო მზეს ეხება, არამედ გონით საწვდომი საგნების
ჩაწვდომაც მხოლოდ სიკეთით შეიძლება : „ სიკეთის წყალობითვე ეზიარებიან ისინი
თავიანთ არსებასაც და არსებობასაც, თუმცა თვით სიკეთე არსებობა კი არ არის,
არსებობის მიღმურია, რომელსაც თავისი ღირსებით და ძალმოსილებით აღემატება „
(პლატონი 2014, 38).

როდესაც ადამიანი გამოქვაბულიდან გამოვა, დაინახავს რეალურ სამყაროს და


რეალურ საგნებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის აღქმა გაუჭირდება თავიდან ,
ნელ-ნელა მაინც მიეჩვევა და შეიძენს გარკვეულ ცოდნას, რომლის გაზიარებაც
მოუნდება თავისი თანამოძმეებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ილუზიებით
ცხოვრობენ და ჩრდილები რომლებსაც ხედავენ რეალური ჰგონიათ. ამიტომ,
მღვიმიდან გამოსული ადამიანი უნდა დაბრუნდეს ისევ მღვიმეში და თავის
თანამოძმეებს აუხსნას რა არის მზე , რეალობა და ნამდვილი ცოდნა.

You might also like