You are on page 1of 2

1.

ნიცშეს მიხედვით, იმსჯელეთ რას გულისხმობს ზარათუსტრა ფრაზაში "ღმერთი


მოკვდა"?

ნიცშე ამ ფრაზაში პირდაპირი გაგებით არ გულისხმობდა იმას რომ ღმერთი მოკვდა,


მას ამ მეტაფორით სურდა საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულება
ეჩვენებინა, „ღმერთი მოკვდაში“ იგულისხმება ღმერთის იდეოლოგიური სიკვდილი,
თვითონ ადამიანებმა მოკლეს ღმერთი, როცა ღვთიური განგება ჩაანაცვლეს
მორალური თეორიებით და დაკარგეს რწმენა, ნიცშე ღმერთის სიკვდილში
გულისხმობდა იმ მსოფლიოში არსებულ კაცობრიობის ზნეობრივ კრიზის.

2. ჯონ დიუის მიხედვით, შეადარეთ ერთმანეთს ტრადიციული და პროგრესული


განათლების მოდელები. რატომ წერს დიუი, რომ ტრადიციული განათლება
ხელსაყრელია ტოტალიტარული რეჟიმებისთვს?

ჯონ დიუი ერთმანეთისაგან განასხვავებს ტრადიციულ და პროგრესულ განათლებას.

ტრადიციული განათლება ან ზოგადად ტრადიციული სკოლები უფრო მკაცრია,


გაწერილი კანონებითა და ნორმებით, იგი თითქოს უცვლელია, მისი წესების
დარღვევა არ შეიძლება, ანუ მოსწავლე უნდა მოერგოს სკოლას და არა სკოლა-
მოსწავლეს, ამ შემთხვევაში მოსწავლე გარკვეულწილად ზეწოლის მსხვერპლი ხდება,
სკოლა ართმევს მას თავისუფალ ნებას, მოსწავლეს არ აქვს უფლება ცვლილებაზე
იფიქროს, მისი ვალდებულებაა მიჰყვეს მისთვის დადგენილ ბილიკს. ჯამში,
ტრადიციული განათლება არ უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის უნარ ჩვევების
და მიდრეკილებების გამოვლინებას, ამისაგან სრულიად განსხვავებულია
პროგრესული განათლება, იგი მთლიანადაა მორგებული თითოეული ბავშვის პირად
სურვილებსა და მიდრეკილებებზე, პროგრესული განათლება ცდილობს თითოეულ
ბავშვს განსხვავებულად მიუდგეს, პროგრესული განათლების დროს მნიშვნელოვანია
რომ მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული პროცესში, მიიღოს გამოცდილება
განათლებასთან ერთად.
ჯონ დიუი ტრადიციულ განათლებას ხელსაყრელად მიიჩნევს ტოტალიტარული
რეჟიმისათვის. ამ ორს შორსი შეგვიძლია პარალელები გავავლოთ, ტრადიციულ
სკოლაში მასწავლებელი მთლიანად განკარგავს მოსწავლეს, ასევეა ტოტალიტარულ
რეჟიმშიც, სახელმწიფო აბსოლიტური მმართველია ხალხისა, ტრადიციულ სკოლაში
მოსწავლეები ბავშვობიდანვე შეჩვეულნი არიან მორჩილებას ამიტომ მომავალში
არანაირი პრეტენზია არ ექნებათ ტოტალიტარულ რეჟიმთან და მის „ წესებთან“
ამიტომ ტოტალიტარული რეჟიმისთვის ძალზედ ხელსაყრელია ტრადიციული
განათლება.

You might also like