Professional Documents
Culture Documents
ალბერტ აინშტაინი მეცნიერება თუ რელიგია
ალბერტ აინშტაინი მეცნიერება თუ რელიგია
რაც უფრო წინ მიდის ადამიანის სულიერი ევოლუცია, მით უფრო უდაოდ მეჩვენება, რომ
ჭეშმარიტი რელიგიურობისკენ მიმავალი გზა სიცოცხლის შიშზე, სიკვდილის შიშსა ან ბრმა
რწმენაზე კი არ გადის, არამედ რაციონალური ცოდნისკენ სწრაფვაზე. ამ აზრით მე მწამს,
რომ მღვდელი, თუ მას მისი მაღალი საგანმანათლებლო მისიის გამართლება სურს,
მასწავლებლად უნდა იქცეს.
რელიგია და მეცნიერება
წინამდებარე ესსეი პირველად „ ნიუ იორქ თაიმს მეგეზინ “ -ის 1930 წლის 9 ნოემბრის
ნომერში გამოქვეყნდა. იგი ხელმეორედ იქნა გამოქვეყნებული „ იდეებსა და შეხედულებებში
“ 1954 წელს. ის ასევე გვხვდება აინშტაინის წიგნში „ სამყარო, როგორც მე ვხედავ მას “ .
მეორეს მხრივ, რელიგიასთან დაკავშირებით ზოგადად აღიარებულია, რომ მას საქმე აქვს
მიზნებთან და შეფასებებთან, და ადამიანის აზროვნებისა და ქმედების ემოციურ
საფუძველთან, იმ პირობით, რომ ისინი წინასწარ არ არის განსაზღვრული ადამიანის გვარის
უცვლელი მემკვიდრეობითი ხასიათით. რელიგიას კავშირი აქვს ბუნებისადმი ადამიანის
მიდგომას, ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ცხოვრების იდეალების დამკვიდრებასა
და ადამიანთა შორის ურთიერთობასთან. რელიგია ამ იდეალების მიღწევას ცდილობს
ტრადიციებზე საგანმანათლებლო გავლენისა და, იოლად აღქმადი აზრებისა და ამბების
(ეპოსი და მითები) შემუშავება/გავრცელებით, რომლებსაც უნარი შესწევთ გავლენა
მოახდინონ შეფასებასა და ქმედებაზე რიგი აღიარებული იდეალების მიმართ.
როგორც არ უნდა იყოს, როდესაც სპეციფიურ საკითხთან გვაქვს საქმე, იოლი არ არის
ცხადად განსაზღვრა იმისა, თუ რა არის სასურველი და რა - თავის ასარიდებელი, ისევე,
როგორც რთულია იმის თქმა, თუ როგორ იქმნება ხარისხიანი მუსიკა ან ფერწერა. ეს ისეთი
რამ არის, რაც შესაძლოა ინტუიტიურად უფრო იოლად იგრძნობოდეს, ვიდრე
რაციონალურად აღიქმებოდეს. მსგავსად ამისა, კაცობრიობის ზნეობის დიადი
მასწავლებლები ზოგ მიმართებაში სიცოცხლის ხელოვნების გენიოსები იყვნენ. გარდა
ყველაზე ელემენტარული მითითებებისა, რომელთა უშუალო მოტივებს სიცოცხლის
შენარჩუნება და ფუჭი ტანჯვისთვის თავის დაღწევა წარმოადგენს, არსებობს სხვებიც,
რომლებსაც, თუმცა ისინი არათანაზომადია საბაზისო მითითებებისა, მაინც დიდ
მნიშვნელობას ვანიჭებთ. მაგალითად, უნდა ვეძებოთ თუ არა ჭეშმარიტება უპირობოდ
მაშინაც, როდესაც მისი მიღწევა ბედნიერების მსხვერპლად გაწირვას გამოიწვევს? მრავალი
მსგავსი კითხვა არსებობს, რომელსაც უპირატესად რაციონალური თვალსაზრისით პასუხი
იოლად ვერ გაეცემა ან საერთოდ უპასუხოდ დარჩება. მიუხედავად ამისა, მე არ ვფიქრობ,
რომ ე.წ. „ რელატივისტური “ შეხედულება მართებულია, მაშინაც კი, როდესაც საქმე მეტად
სათუთ ზნეობრივ გადაწყვეტილებებთან გვაქვს.
არასებობენ პესიმისტები, ვინც იმ აზრს უჭერს მხარს, რომ მოვლენათა ასეთი მდგომარეობა
თანდაყოლილია ადამიანის ბუნებისთვის; სწორედ ის, ვინც მსგავს შეხედულებებს
აყალიბებს, წარმოადგენს ჭეშმარიტი რელიგიის მტერს, რადგან ის ასევე გულისხმობს, რომ
რელიგიური მოძღვრება უტოპიური იდეაა და არ გამოდგება მეგზურად ადამიანთა
საქმიანობაში. მიუხედავად ამისა, კონკრეტულ ე.წ. პრიმიტიულ კულტურებში სოციალური
მოდელების შესწავლამ საკმარისად ხილულად აქცია ის, რომ ასეთი მარცხმოსურნე
შეხედულება სრულიად უადგილოა. მათ, ვინც მსგავსი პრობლემით არის შეშფოთებული,
ვურჩევთ, რომ რელიგიის შესასწავლად გაეცნოს რუთ ბენედიქტის წიგნს პუებლოს
ინდიელების შესახებ, სახელად კულტურის ნიმუშები. ამ ტომმა ცხოვრების მძიმე პირობებში
შეძლო ცხადად გადაეწყვიტა კონკურენტული სულისკვეთების კლანჭებისგან საკუთარი
ხალხის დახსნის ამოცანა და მისი გადაბარგება თავშეკავებული, კოოპერატული ცხოვრების
წესში, რომელიც თავისუფალია გარე წნეხისგან და არ ცნობს ბედნიერების შეკვეცას.