Professional Documents
Culture Documents
თომას მეცინგერი - სულიერება და ინტელექტუალური კეთილსინდისიერება
თომას მეცინგერი - სულიერება და ინტელექტუალური კეთილსინდისიერება
თომას მეცინგერი
წინასწარი შენიშვნები
რა არის “სულიერება”?
ინტელექტუალური კეთილსინდისიერება
ინტელექტუალური კეთილსინდისიერება ნიშნავს არ გსურდეს, რომ მოატყუო
საკუთარი თავი. ის ახლო კავშირშია ძველმოდურ ღირებულებებთან,
როგორებიცაა წესიერება, სამართლიანობა და გულწრფელობა. ის არის
ერთგვარი “შინაგანი წესიერება.” მაგრამ, ინტელექტუალური
კეთილსინდისიერება ასევე შეიძლება იყოს ზუსტად ის, რაც შეუძლებელია,
რომ რელიგიის წარამომადგენლებს და თეოლოგებს ჰქონდეთ, მიუხედავად
იმისა, რომ შეიძლება საპირისპიროს ამტკიცებდნენ. ინტელექტუალური
კეთილსინდისიერება ნიშნავს არ მოიკატუნო თავი, რომ იცი მაშინ, როცა
შეუძლებელია იცოდე შეუცნობელი ისე, რომ შეინარჩუნო ჭეშმარიტებისკენ და
ცოდნისკენ სწრაფვის უპირობო ნება. მაშინაც კი, როცა საქმე თვით-
შემეცნებასთან გვაქვს და მაშინაც, როცა თვით-შემეცნება არ არის
ასოცირებული სასიამოვნო შეგრძნებებთან და შეუსაბამობაშია მიღებულ
დოქტრინებთან.